რამიზეკ კომბი
Ramizek Combi
რამიზეკი კომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: რამიპრილს და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- რამიპრილი (ramipril) + ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 5მგ კაფსულა №30 (5X6)
- მწარმოებელი
- Adamed Pharma S.A., პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09BB07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036415
- რეგისტრირებულია
- 14 სექტემბერი 2022, მოქმედებს 14 სექტემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adamed Pharma S.A. (პოლონეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რამიზეკ კომბი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რამიზეკი კომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: რამიპრილს და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
რამიპრილის მოქმედების მექანიზმი:
აქვეითებს ორგანიზმის მიერ იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც ზრდიან სისხლის წნევას
ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს
აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატყორცნას მთელს ორგანიზმში.
ამპლოდიპინის მოქმედების მექანიზმი:
ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს მათში სისხლის მოძრაობას.
რამიზეკი კომბი გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ, პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად კონტროლდება ამლოდიპინის და რამიპრილის კომბინირებული გამოყენებისას ცალ-ცალკე პრეპარატების სახით ისეთივე დოზებით, როგორც წარმოდგენილია რამიზეკი კომბი-ში.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ფიქრობთ, რომ რამიზეკი კომბის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი მიიღება პერორალურად ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, ჭამის წინ ან შემდეგ.
კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად სითხის მიყოლებით.
რამიზეკი კომბი არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
რამიზეკი კომბი მიიღება დღეში ერთხელ.
ექიმი შეცვლის დოზირებას პრეპარატის ეფექტის გათვალისწინებით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის ერთი კაფსულა 10 მგ/10 მგ.
ხანდაზმულები
ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და მოახდენს მკურნალობის თანდათან კორექციას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
რამიზეკი კომბის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ამ პოპულაციაში ინფორმაციის არარსებობის გამო.
რამიზეკი კომბის საჭიროზე მეტი დოზით მიღებისას
ძალიან ბევრი კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა, მათ შორის სახიფათო დაქვეითებაც. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. შეიძლება აღინიშნოს კანის გაციება და გონების დაკარგვა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. საავადმყოფოში წასვლისას თავად არ მართოთ ავტომობილი, ვინმეს სთხოვეთ წაყვანა ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ნახოს, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ რამიზეკი კომბის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, დოზა სრულად გამოტოვეთ. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ რამიზეკი კომბის მიღება
ექიმი გირჩევთ, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ პრეპარატი. შეიძლება დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა, თუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას ექიმის რჩევის გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული რამიპრილის, ამლოდიპინის (აქტიური ნივთიერებები), სხვა აგფ ინჰიბიტორის ან ნებისმიერი სხვა კალციუმის ანტაგონისტის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის (იხ. პუნქტი 6) მიმართ. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ქავილით, კანის სიწითლით ან სუნთქვის გაძნელებით.
თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია სახელწოდებით "ანგიოედემა". ნიშნები მოიცავს ქავილს, ჭინჭრის ციებას (ურტიკარია), წითელი ნიშნები ხელებზე, ტერფებსა და ყელზე, ყელისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს / ვალსარტანს, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან ანგიოედემის რისკი (კანის სწრაფი შეშუპება ისეთ ადგილას, როგორიცაა ყელი) გაზრდილია.
მიმდინარეობს დიალიზი ან სისხლის ფილტრაციის რაიმე სხვა პროცედურა. გამოყენებული აპარატის მიხედვით, რამიზეკი კომბი შეიძლება თქვენთვის შესაფერისი არ იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება თირკმლის მხრივ დარღვევები, როგორიცაა თირკმელში სისხლის მიწოდების შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი).
ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით.
თუ არტერიული წნევა მეტისმეტად დაბალია ან არასტაბილური, რაც ექიმმა უნდა შეაფასოს.
გულის აორტის სარქველის შევიწროვება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია მიაწოდოს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლი).
გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ.
არ მიიღოთ რამიზეკი კომბი, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ:
გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები.
დაკარგეთ დიდი რაოდენობით მარილი ან სითხე (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის შედეგად, უმარილო დიეტით, დიურეტიკების (შარდმდენების) ხანგრძლივად მიღების ან დიალიზის შემდეგ).
თუ უნდა ჩაიტაროთ ანტიალერგიული მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის შემდეგ (დესენსიბილიზაცია).
თუ უნდა მიიღოთ ანესთეზიური საშუალება, ქირურგიული ოპერაციის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაციის დროს. რამიზეკი კომბის მიღება უნდა შეწყვიტოთ ერთი დღით ადრე. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
სისხლში კალიუმის მაღალი დონის არსებობა (რაც ნაჩვენებია სისხლის ანალიზში).
კოლაგენური ვასკულარული დაავადების არსებობა, როგორიცაა სკლეროდერმა ან სისტემური წითელი მგლურა.
თუ ღებულობთ რომელიმე ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, როგორებიცაა:
ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები
ალისკირენი.
ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას, არტერიულ წნევას და ელექტროლიტების დონეს (მაგ. კალიუმი). ინფორმაცია ასევე იხ. სათაურით „არ მიიღოთ რამიზეკი კომბი“.
არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტონული კრიზი).
თუ ხართ ხანდაზმული ან დოზა საჭიროებს მომატებას
მშრალი ხველის არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ არტერიული წნევის დაქვეითება საკმარისად ვერ მოხერხდა. ამ ტიპის პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია შავი ფერის კანის მქონე პირებში.
იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი შეიძლება გაიზარდოს:
რაცეკადოტრილი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოს მოცილების პრევენციისათვის და სიმსივნის დროს (მაგ., ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი).
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ აღინიშნება სახისა და ტუჩების, ყელისა და ენის, კისრის, შესაძლოა ხელებისა და ფეხების უეცარი შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება („ანგიოედემა“). ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. შავი კანის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ზემოხსენებული სიმპტომების მაღალი რისკი. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
რამიზეკი კომბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან ინფორმაცია პოპულაციის ამ ჯგუფის შესახებ არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ღებულობთ, ღებულობდით ახლო წარსულში ან უნდა მიიღოთ.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს. აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ რამიზეკი კომბის ეფექტურობა:
ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. ექიმს დასჭირდება თქვენი არტერიული წნევის კონტროლი.
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი).
Hypericum perforatum (კრაზანა პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ).
აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს. ამ პრეპარატებმა რამიზეკი კომბისთან ერთად მიღებისას შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
ტემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალოდ) და სიმსივნის სამკურნალო სხვა პრეპარატები (ქიმიოთერაპია)
პრეპარატები რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოთა მოცილების შესაჩერებლად(სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და mTOR-ის კლასს მიკუთვნებული სხვა ინჰიბიტორები). იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“
ტაკროლიმუსი (იმუნური პასუხის საკონტროლოდ, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს მიიღოს ტრანსპლანტირებული ორგანო).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებისა და ტკივილის მოსახსნელად (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილმჟავა)
დიურეტიკები (შარდმდენი), როგორიცაა ფუროსემიდი
კალიუმის დანამატები (მათ შორის მარილის შემცვლელი ნივთიერებები), კალიუმის დამზოგველი შარდმდენები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში კალიუმის რაოდენობა (მაგ. ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი-ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოს მოცილების პრევენციისათვის და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, თრომბის თავიდან ასაცილებლად)
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზოლონი
ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად)
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევებისას)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები აივ ინფექციის სამკურნალოდ)
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის მხრივ დარღვევების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები)
დანტროლენი (ინფუზია ორგანიზმის ტემპერატურის სერიოზული დარღვევებისათვის)
ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ:
ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ან ალისკირენს (ინფორმაცია იხ. “ნუ მიიღებთ რამიზეკი კომბის” და “გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები”).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს. მათზე შეიძლება გავლენა მოახდინოს რამიზეკი კომბიმ:
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა პერორალური, გლუკოზის დონის დამწევი პრეპარატები და ინსულინი. რამიზეკი კომბიმ შეიძლება მოახდინოს სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირება. რამიზეკი კომბის გამოყენებისას შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონის რაოდენობა.
ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ). რამიზეკი კომბიმ შეიძლება გაზარდოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა. ლითიუმის დონე უნდა შემოწმდეს სიფრთხილით ექიმის მიერ.
სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი). რამიზეკი კომბიმ შეიძლება გაზარდოს სისხლში სიმვასტატინის რაოდენობა.
თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გაქვთ (ან რამეში არ ხართ დარწმუნებული), რამიზეკი კომბის მიღების წინ აცნობეთ თქვენს ექიმს.
რამიზეკი კომბის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
რამიზეკი კომბის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
რამიზეკი კომბის მიღებისას ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ექიმს ჰკითხეთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეგიძლიათ, ვინაიდან არტერიული წნევის შემამცირებელი პრეპარატებისა და ალკოჰოლის მიღებისას აღინიშნება ადიტიური ეფექტები.
რამიზეკი კომბის მიღებისას არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის ან გრეიპფრუტის მიღება. ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინგრედიენტის ამლოდიპინის დონის მომატება სისხლში, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს რამიზეკი კომბის არტერიული წნევის ეფექტის არაპროგნოზირებადი გაზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
რამიზეკი კომბი არ გამოიყენება ორსულობის დროს.
თუ დადგა ორსულობა რამიზეკი კომბის მკურნალობისას, დაუყოვნებლიც აცნობეთ ექიმს. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში, ხდება გადასვლა ალტერნატიულ მკურნალობაზე.
ძუძუთი კვება
რამიზეკი კომბი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერტილობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფერტილობაზე პოტენციური ეფექტის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რამიზეკი კომბიმ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ რამიზეკი კომბის მიღებისას განვითარდა გულისრევა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამგვარი სიმპტომები განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში ან სხვა პრეპარატებიდან გადმოსვლისას.
რამიზეკ კომბი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს თითოეულ კაფსულაზე, 1მმოლ (23მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ რამიზეკი კომბის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, აგრეთვე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს რამიზეკი კომბიზე მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი.
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, მანამდე არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის გაწითლება, აქერცვლა ან ბუშტუკები (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც „უცნობი“ (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა:
გულის რითმის აჩქარება, არათანაბარი ან ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ან უფრო სერიოზული პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ხშირად (ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში,გულის ფრიალი) ან არახშირად (გულის რითმის აჩქარება, გულის შეტევა ან ინსულტი).
ქოშინი ან ხველა. ეს ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია და შეიძლება იყოს ფილტვის პრობლემების ნიშნები.
სისხლჩაქცევები, რომლებიც ადვილად ვითარდება, სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან), ალისფერი ლაქები, კანის დალაქავება ან ჩვეულზე უფრო ხშირი ინფექციები, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე. ესენი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშნები. ეს გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად.
კუჭის ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება გავრცელდეს ზურგის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის ნიშანი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). ეს გვერდითი ეფექტები არახშირად ვლინდება.
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს ეფექტები შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების - ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია. (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სხვა გვერდითი ეფექტები:
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
გულის ფრიალი (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), წამოხურება
კოჭის შეშუპება (ედემა)
თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება. ეს უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს რამიზეკი კომბის მიღების დაწყებისას ან უფრო მაღალი დოზის მიღებისას.
გონების დაკარგვა, ჰიპოტენზია (ძალიან დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომისას ან დაჯდომისას
მშრალი ხველა, წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი
მუცლის ტკივილი, კუჭის და ნაწლავების ტკივილი, დიარეა, მოუნელებლობა, გულისრევა ან ღებინება
კანზე გამონაყარი ამობურცული უბნებით ან მათ გარეშე
ტკივილი გულის არეში
კუნთების სპაზმი ან ტკივილი
სისხლის ანალიზში კალიუმის დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში);
გუნება-განწყობილების შეცვლა, უძილობა
კანკალი, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება
მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, მხედველობის დაბინდვა, ხმაური ყურებში
ცემინება/გამონადენი ცხვირიდან გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი)
ნაწლავების მოქმედების ცვლილება (მათ შორის დიარეა ან ყაბზობა), გულძმარვა, პირის სიმშრალე
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის შეცვლა
შარდვის დარღვევა, შარდვის მოთხოვნილების მომატება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის გახშირება
ერექციის უნარის დაკარგვა, სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, დაქვეითებული სექსუალური მოთხოვნილება მამაკაცებსა და ქალებში
მამაკაცებში მკერდის არეში დისკომფორტი ან მკერდის გადიდება
სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი
წონაში მომატება ან დაკლება
წონასწორობის დარღვევები (ვერტიგო)
კანის ქავილი ან უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ჟრუანტელი (პარესთეზია), ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
გემოს ცვლილება ან დაკარგვა
ძილის პრობლემები
დეპრესიულობა, აგზნება, ნევროზულობა ან მოუსვენრობა
ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება
ნაწლავების ტრაქტში ქსოვილების შეშუპება - „ნაწლავური ანგიოედემა“, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, ღებინებით და დიარეით
მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია)
გულისცემის მომატება ან არარეგულარული გულისცემა
მკლავებისა და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში წყლის შეკავების ნიშანი
ციებ-ცხელება
სისხლის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია)
სისხლის ანალიზით ნაჩვენები ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმელების ფუნქციური ცვლილებები
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში);
დაბნეულობის ან კანკალის შეგრძნება
ენის გაწითლება და შეშუპება
კანის აქერცვლა, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი
ფრჩხილის პრობლემები (ფრჩხილის აქერცვლა)
კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევა
ჭინჭრის ციება
ლაქები კანზე ან კიდურებში სიცივის შეგრძნება
თვალების სიწითლე, ქავილი ან შეშუპება, ცრემლდენა
სმენის დარღვევა
სისხლის ანალიზით ნაჩვენები სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობების დაქვეითება
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში)
ჩვეულებრივზე მეტი მგრძნობელობა მზის მიმართ
სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერგლიკემია)
ღრძილების შეშუპება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე)
კუნთების მომატებული დაჭიმულობა
სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით
მგრძნობელობა სინათლის მიმართ
დარღვევები, რომლებიც მოიცავს რიგიდულობას, ტრემორს და/ან მოძრაობის სხვა დარღვევებს
უცნობი:
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, გონების არევა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) სეკრეციის დარღვევით. თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კანკალი, რიგიდულობა, ნიღბის მაგვარი სახე, ნელი მოძრაობები, სიარულისას წონასწორობის დარღვევა
სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე შემდეგი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს:
კონცენტრირების გაძნელება
სისხლის ანალიზში სისხლის უჯრედების სიმცირე
სისხლის ანალიზში ნატრიუმის დონის დაქვეითება
ხელისა და ფეხის თითების ფერის შეცვლა სიცივეში და შემდეგ გათბობისას ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება (რეინოს მოვლენა)
რეაქციების შენელება ან დარღვევა
ყნოსვის დარღვევა
ფსორიაზი.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს ან მედდას. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
რამიპრილთან დაკავშირებული
აგფ ინჰიბიტორებით ჭარბ დოზირებასთან ასოცირებული სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჭარბ პერიფერიულ ვაზოდილატაციას (მკაფიო ჰიპოტენზია, შოკი), ბრადიკარდიას, ელექტროლიტების დარღვევას და თირკმლის უკმარისობას. აუცილებელია პაციენტის ზედმიწევნით მონიტორინგი და სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობის ჩატარება. შემოთავაზებული ზომები მოიცავს პირველად დეტოქსიფიკაციას (კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების მიღება) და ზომებს ჰემოდინამიკური სტაბილურობის აღსადგენად, მათ შორის, ალფა 1 ადრენერგიული აგონისტების ან ანგიოტენზინ II (ანგიოტენსინამიდი) მიღებას. რამიპრილატი, რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი კარგად არ გამოიდევნება ზოგადი ცირკულაციიდან ჰემოდიალიზით.
ამლოდიპინთან დაკავშირებული
ადამიანებში განზრახ ზედოზირების გამოცდილება შეზღუდულია.
სიმპტომები
არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ძლიერმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლოა, რეფლექსური ტაქიკარდია. აღინიშნა გამოკვეთილი და პოტენციურად ხანგრძლივი სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის, შოკი ფატალური გამოსავლით.
მკურნალობა
ამლოდიპინით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ კარდიოვასკულარულ დახმარებას, მათ შორის გულისა და სუნთქვის ფუნქციის, კიდურების აწევის ხშირ მონიტორინგს და ყურადღების მიქცევას მოცირკულირე სითხის მოცულობაზე და შარდის გამოყოფის რაოდენობაზე.
შეიძლება სასარგებლო იყოს ვაზოკონსტრიქცია ვასკულარული ტონის და არტერიული წნევის აღსადგენად იმ პირობით, თუ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება. ვენებში კალციუმის გლუკონატი შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხის ბლოკადის ეფექტების უკუქცევისთვის.
ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში ნახშირის გამოყენებამ 10 მგ ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათში აჩვენა ამლოდიპინის აბსორბციის სიჩქარის შემცირება. რადგან ამლოდიპინის ბმა ცილებთან მაღალია, სავარაუდოდ დიალიზი არ იქნება ეფექტური.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
5 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი:
ყოველი კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილს და ამლოდიპინის ბეზილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
10 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი:
ყოველი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილს და ამლოდიპინის ბეზილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
10 მგ + 10 მგ, კაფსულა, მყარი:
ყოველი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილს და ამლოდიპინის ბეზილატს, რაც 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (10 მგ + 10 მგ), რკინის შავი ოქსიდი (E172) (10 მგ + 10 მგ).
რამიზეკი კომბის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
რამიზეკი კომბი 5 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულა დაახლოებით 19მმ სიგრძის, თავსახური: გაუმჭვირვალე ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 10 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულა, დაახლოებით 19მმ სიგრძის, თავსახური: გაუმჭვირვალე მუქი ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 10 მგ + 10 მგ, კაფსულა, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულა, დაახლოებით 19მმ სიგრძის, თავსახური: გაუმჭვირვალე ყავისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
რამიზეკი კომბი ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში 30 კაფსულის შემცველობით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
შეინახეთ 250C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფსა და ბლისტერზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი და კალციუმის არხის ბლოკატორი, ათქ კოდი: C09 BB07.
რამიპრილი
მოქმედების მექანიზმი
რამიპრილატი, პროპრეპარატის რამიპრილის აქტიური მეტაბოლიტი, თრგუნავს ფერმენტ დიპეპტიდილკარბოქსიპეპტიდაზა I-ს (სინონიმები: აგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი; კინაზა II). პლაზმასა და ქსოვლში ეს ფერმენტი ახდენს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნის კატალიზებას აქტიურ ვაზოკონსტრიქტორულ სუბსტანციად ანგიოტენზინ II-დ, აგრეთვე აქტიური ვაზოდილატატორული ბრადიკინინის დაშლას. ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის შემცირება და ბრადიკინინის დაშლის ინჰიბირება იწვევს ვაზოდილატაციას.
რადგან ანგიოტენზინი II ასევე ასტიმულირებს ალდოსტერონის გამოყოფას, რამიპრილატი იწვევს ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას. აგფ ინჰიბიტორით მონოთერაპიაზე საშუალო პასუხი უფრო დაბალი იყო შავკანიან (აფრო-კარიბულ) ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში (როგროც წესი, დაბალი რენინის ჰიპერტენზიული პოპულაცია), ვიდრე არაშავკანიან პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ანტიჰიპერტენზიული თვისებები:
რამიპრილის მიღება იწვევს პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის მკაფიო შემცირებას. როგორც წესი, არ აღინიშნება მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმლის პლაზმური ნაკადისა და გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მხრივ. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში რამიპრილის მიღება იწვევს არტერიული წნევის დაწევას მწოლიარე და მჯდომარე მდგომარეობებში გულის შეკუმშვების სიხშირის კომპენსატორული მატების გარეშე. პაციენტთა უმეტესობაში ჰიპოტენზიური ეფექტის დაწყება აშკარა ხდება ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ერთი დოზის უმაღლესი ეფექტი მიიღწევა პერორალური დოზის მიღებიდან 3-6 საათში. ერთი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რამიპრილით მკურნალობის გაგრძელების ფონზე მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, როგორც წესი, ვლინდება 3-4 კვირაში. ნაჩვენებია, რომ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება გრძელვადიანი თერაპიისას, რომელიც გრძელდება 2 წელი. რამიპრილის ერთბაშად შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ და ჭარბ მომატებას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კარდიოვასკულარული პრევენცია
ჩატარდა პრევენციული პლაცებო-კონტოლირებული კვლევა (HOPE-კვლევა), რომლის დროსაც რამიპრილი გამოიყენებოდა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებით 9,200-ზე მეტ პაციენტში. კვლევაში ჩართული იყვნენ კარდიოვასკულარული დაავადების მომატებული რისკის მქონე პაციენტები ათეროთრომბული კარდიოვასკულარული დაავადების (ანამნეზშიგულის კორონარული დაავადება, ინსულტი ან პერიფერიული ვასკულარული დაავადება) ან შაქრიანი დიაბეტის შემდეგ მინიმუმ ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორით (დოკუმენტირებული მიკროალბუმინურია, ჰიპერტენზია, საერთო ქოლესტერინის დონის მომატება, მაღალი სიკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის დაბალი დონე ან სიგარეტის მოწევა).
კვლევამ აჩვენა, რომ რამიპრილი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ამცირებდა მიოკარდიუმის ინფარქტის, კარდიოვასკულარული მიზეზებით სიკვდილის და ინსულტის შემთხვევებს, ცალკე და კომბინირებული გამოყენებისას (პირველადი კომბინირებული მოვლენები).
ცხრილი 1: HOPE კვლევა: ძირითადი შედეგები
რამიპრილი %
პლაცებო%
ფარდობითი რისკი (95% სანდოობის ინტერვალი)
p-მნიშვნელობა
ყველა პაციენტი
n=4,645
N=4,652
პირველადი კომბინირებული მოვლენები
- 0
- 8
- 78 (0.70-0.86)
<0.001
მიოკარდიუმის ინფარქტი
- 9
- 3
- 80 (0.70-0.90)
<0.001
სიკვდილი კარდიოვასკულარული მიზეზებით
- 1
- 1
- 74 (0.64-0.87)
<0.001
ინსულტი
- 4
- 9
- 68 (0.56-0.84)
<0.001
მეორადი საბოლოო წერტილები
სიკვდილი ნებისმიერი მიზეზით
- 4
- 2
- 84 (0.75-0.95)
- 005
რევასკულარიზაციის საჭიროება
- 0
- 3
- 85 (0.77-0.94)
- 002
არასტაბილური სტენოკარდიის გამო ჰოსპიტალიზაცია
- 1
- 3
- 98 (0.87-1.10)
NS
გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაცია
- 2
- 5
- 88 (0.70-1.10)
- 25
დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები
- 4
- 6
- 84 (0.72-0.98)
- 03
MICRO-HOPE კვლევისას, რომელიც იყო HOPE კვლევის წინასწარ განსაზღვრული ქვეკვლევა, შესწავლილ იქნა მიმდინარე სამედიცინო რეჟიმზე პლაცებოს საპირისპიროდ 10 მგ რამიპრილის დამატების ეფექტი მინიმუმ >55 წლის 3,577 პაციენტში (ასაკის ზედა ზღვარის გარეშე), უმრავლესობას ჰქონდა ტიპი 2 დიაბეტი (და მინიმუმ კიდე ერთი კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორი), ნორმოტენზიული ან ჰიპერტენზიული.
პირველადმა ანალიზმა აჩვენა, რომ რამიპრილის მიმღებ 117 (6.5%) მონაწილეში და პლაცებოს მიმღებ 149 (8.4%) მონაწილეში განვითარდა აშკარა ნეფროპათია, რაც შეესაბამება RRR 24%; 95% CI [3-40], p=0.027.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა
ორი ფართო რანდომიზებული, კონტროლირებული ცდის დროს (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial) და VA NEPHRON-D [The Veterans Affairs Nephropahy in Diabetes] შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორთან კომბინაციის გამოყენება.
ONTARGET კვლევის დროს შესწავლილ იქნა ანამნეზში კარდიოვასკულარული ან ცერებროვასკულარული დაავადების, ან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებსაც ასევე ჰქონდათ საბოლოო ორგანოს დაზიანება. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.
აღნიშნული კვლევების დროს არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სასარგებლო მოქმედება თირკმლის და/ან კარდიოვასკულარულ გამოსავლებზე და სიკვდილიანობაზე, თუმცა აღინიშნა ჰიპერკალემიის, თირკმლის მძიმე დაზიანების და/ ჰიპოტენზიის მომატებული რისკი, მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიური ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებისთვის.
შესაბამისად, აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორები არ გამოიყენება ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) კვლევის მიზანი იყო აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების სარგებლის ტესტირება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის ქრონიკული დაავადების, კარდიოვასკულარული დაავადების ან ორივე მათგანის მქონე პაციენტებში. კვლევა ნაადრევად შეწყდა უარყოფითი შედეგების მომატებული რისკის გამო. კარდიოვასკულარული სიკვდილი და ინსულტი ორივე რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და უარყოფითი მოვლენები და სერიოზული უარყოფითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
პედიატრიული პოპულაცია
რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა 6-16 წლის ასაკის ჰიპერტენზიის მქონე (73% პირველადი ჰიპერტენზია) 244 პედიატრიული პაციენტი, პაციენტები იღებდნენ რამიპრილის დაბალ, საშუალო ან მაღალ დოზას პლაზმაში რამიპრილატის კონცენტრაციების მისაღწევად, რაც შეესაბამებოდა მოზრდილებში 1.25 მგ, 5 მგ და 20 მგ დოზებს სხეულის წონის საფუძველზე. 4 კვირის ბოლოს რამიპრილი არაეფექტიანი აღმოჩნდა სისტოლური არტერიული წნების დაწევის კუნთხით, მაგრამ ამცირებდა დიასტოლურ არტერიულ წნევას უმაღლესი დოზის გამოყენებისას. რამიპრილის საშუალო და მაღალი დოზები მნიშვნელოვნად ამცირებდა სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას დადასტურებული ჰიპერტენზიის მქნე ბავშვებში.
ეს ეფექტი არ აღინიშნა 4-კვირიანი მომატებული დოზის, რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა მოხსნის კვლევაში, რომელიც ჩატარდა 6-16 წლის ასაკის 218 პაციენტში (75% პირველადი ჰიპერტენზია), სადაც აღინიშნა დიასტოლური და სისტოლური არტერიული წნევის ზომიერად უკუქცევა, თუმცა არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაბრუნება საბაზისო მაჩვენებლამდე, შესწავლილ იქნა რამიპრილის სამივე დოზა [დაბალი დოზა (0.625 მგ-2.5მგ), საშუალო დოზა (2.5 მგ - 10 მგ) ან მაღალი დოზა (5მგ-20მგ)] წონის საფუველზე. რამიპრილს არ გამოუვლენია სწორხაზოვანი დოზის პასუხი შესწავლილ პედიატრიულ პოპულაციაში.
ამლოდიპინი
მოქმედების მექანიზმი
ამლოდიპინი არის კალციუმის იონის ინფლუქსური ინჰიბიტორი დიჰიდროპირიდინის ჯგუფიდან (ნელი არხის ბლოკატორი ან კალციუმის იონის ანტაგონისტი) და თრგუნავს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ინფლუქსს გულისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში.
ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი მარელაქსირებელი მოქმედებით. ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ამლოდიპინი ხსნის სტენოკარდიას, სრულყოფილად დადგენილი არ არის, მაგრამ ამლოდიპინი ამცირებს საერთო იშემიურ ტვირთს შემდეგი ორი მოქმედებით:
- ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამგვარად, ამცირებს საერთო პერიფერიულ რეზისტენტობას (დატვირთვის შემდეგ), რომლის საწინააღმდეგოდაც მუშაობს გული. ინარჩუნებს რა გულის შეკუმშვების სიხშირე სტაბილურობას, გულის ამგვარად განვითარება ამცირებს მიოკარდიუმის მოთხოვნას ენერგიის მოხმარებაზე და ჟანგბადზე.
- ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი ასევე სავარაუდოდ მოიცავს მთავარი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების დილატაციას, როგორც ნორმალურ ისე იშემიურ უბნებზე. ამგვარი დილატაციის შედეგად იზრდება კორნარული არტერიის სპაზმის მქონე პაციენტებში (პრინცმეტალის ან სხვა სახის სტენოკარდია) ჟანგბადის მიწოდება.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დღეში ერთხელ დოზის მიღება უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას დგომისას და წოლისას 24 საათის განმავლობაში. მოქმედების ნელი დაწყების გამო, მწვავე ჰიპოტენზია არ წარმოადგენს ამლოდიპინის მიღების ნიშანს.
ამლოდიპინი დაკავშირებული არ არის რაიმე უარყოფით მეტაბოლურ ეფექტთან ან პლაზმური ლიპიდების ცვლილებებთან და მისი გამოყენება შესაფერისია ასთმის, დიაბეტის და პოდაგრის მქონე პაციენტებში.
გამოყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ამლოდიპინის გრძელვადიანი, პლაცებო კონტროლირებული კვლევისას (PRAISE-2) იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ NYHA-ს მიხედვით III და IV ხარისხის გულის უკმარისობა კლინიკური სიმპტომების გარეშე ან ობიექტური მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ ძირითად იშემიურ დაავადებაზე, იღებენ აგფ ინჰიბიტორების, დიგიტალისის და დიურეტიკების სტაბილურ დოზებს, ამლოდიპინს არ გამოვლენილა ზემოქმედება საერთო კარდიოვასკულარულ სიკვდილიანობაზე. ამავე პოპულაციაში ამლოდიპინი დაკავშირებული იყო ფილტვის შეშუპების მომატებულ შემთხვევებთან.
გულის შეტევის პრევენციის მიზნით მკურნალობის კვლევა (ALLHAT)
უფრო ახალი პრეპარატული თერაპიების შედარების მიზნით ჩატარდა რანდომიზებული ორმაგი-ბრმა ავადობის-სიკვდილიანობის კვლევა სახელწოდებით გულის შეტევის პრევენციის მიზნით ანტიჰიპერტენზიული და ლიპიდამწევი მკურნალობის ცდა (ALLHAT): ამლოდიპინი 2.5-10 მგ/დღეში (კალციუმის არხის ბლოკატორი) ან ლიზინოპრილი 10-40 მგ/დღეში (აგფ ინჰიბიტორი), როგორც თიაიზიდ-დიურეტიკის, ქლორთალიდონი 12.5-25 მგ დღეში პირველი ხაზის თერაპიები მსუბუქი და საშუალო ჰიპერტენზიის დროს. რანდომიზებულ იქნა სულ 33,357 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტი 55 წლის ან მეტი ასაკის და დაკვირვება გრძელდებოდა საშუალოდ 4.9 წლის განმავლბაში. პაციენტებს ჰქონდათ მინიმუმ ერთი დამატებითი გულის კორონარული დაავადების რისკ-ფაქტორი, მათ შორის: მანამდე გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი (>6 თვე ჩართვამდე) ან სხვა ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადება (სულ 51.5%), ტიპი 2 დიაბეტი (36.1%), HDL-C <35 მგ/დლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია დიაგნოსტირებული ელექტროკარდიოგრამით ან ექოკარდიოგრაფიით (20.9%), მწეველის აქტიური სტატუსი (21.9%).
პირველადი საბოლოო წერტილი იყო ფატალური გულის კორონარული დაავადება ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი. არ აღინიშნა პირველადი საბოლოო წერტილის მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობა ამლოდიპინით და ქლორთალიდონით თერაპიებს შორის: RR 0.98 95% CI (0.90-1.07) p=0.65. მეორად საბოლოო წერტილებს შორის, გულის უკმარისობის (კომპოზიტური კომბინირებული კარდიოვასკულარული საბოლოო წერტიკის კომპონენტი) შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ამლოდიპინის ჯგუფში, ვიდრე ქლორთალიდონის ჯგუფში (10.2% % ვერსუს 7.7%, RR 1.38, 95% CI [1.25-1.52] p<0.001). მიუხედავად ამისა, არ აღინიშნა მნიშვნელოვანი სხვაობები სხვა ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მხრივ ამლოდიპინით და ქორთალიდონით თერაპიას შორის. RR 0.96 95% CI [0.89-1.02] p=0.20.
პედიატრიული პოპულაცია (6 წლის ასაკის და ზემოთ)
6-17 წლის ასაკის 268 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებული კვლევისას, როდესაც ბავშვებს ჰქონდათ უპირატესად მეორადი ჰიპერტენზია, შედარდა ამლოდიპინის 2.5 მგ დოზა და 5.0 მგ დოზა პლაცებოსთან, ნაჩვენები იქნა, რომ ორივე დოზა ამცირებდა სისტოლურ არტერიულ წნევას მნიშვენლოვნად უნდრო მეტად, ვიდრე პლაცებო. ორ დოზას შორის სხვაობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო.
ამლოდიპინის გრძელვადიანი ეფექტები ზრდაზე, მოწიფულობასა და ზოგად განვითარებაზე შესწავლილი არ ყოფილა. ამლოდიპინის გრძელვადიანი ეფექტიაობა თერაპიაზე ბავშვობაში კარდიოვასკულარული ავადობის და სიკვდილიანობის შესამცირებლად მოზრდილობაში ასევე არ დადგენილა.
ევროპის წამლის სააგენტომ უარი გასცა რამიზეკი კომბის პედიატრიული პაციენტების ყველა ქვეჯგუფში ამ ჩვენებით ჩატარებული კვლევების შედეგების წარდგენაზე (იხილეთ პუნქტი 4.2 ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რამიპრილი
აბსორბცია
პერორალურად მიღების შემდეგ რამიპრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან: რამიპრილის უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა ერთ საათში. შარდში აღდგენის საფუძველზე, აბსორბციის ხარისხი არის მინიმუმ 56% და მასზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვების არსებობა. 2.5 მგ და 5 მგ რამიპრილის პერორალური მიღების შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის რამიპრილატის ბიოშეღწევადობა არის 45%. რამიპრილატის მყარი პლაზმური კონცენტრაციები დღეში ერთხელ რამიპრილის ჩვეულებრივი დოზების მიღებისას მიიღწევა მკურნალობის დაახლოებით მეოთხე დღეს.
განაწილება
რამიპრილის შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 73%-ს, ხოლო რამიპრილატის - დაახლოებით 56%-ს.
მეტაბოლიზმი
რამიპრილი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება რამიპრილატად და დიკეტოპიპერაზინის ესტერად, დიკეტოპიპერაზინის მჟავა, და რამიპრილის გლუკორონიდები და რამიპრილატი.
ელიმინაცია
მეტაბოლიტების ექსკრეცია უპირატესად ხდება თირკმელებით. რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიფაზურად. აგფ ინჰიბიტორებთან ძლიერი ბმის და ფერმენტიდან ნელი გამოყოფის გამო, რამიპრილატი ავლენს პროლონგირებულ ტერმინალურ ელიმინაციის ფაზას ძალიან დაბალი პლაზმური კონცენტრაციებით. რამიპრილის დღეში ერთხელ მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ რამიპრილატის კონცენტრაციების ეფექტური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 13-17 საათი 5-10 მგ დოზებისთვის და უფრო ხანგრძლივი ნაკლები 1.25-2.5 მგ დოზებისთვის. ამგვარი სხვაობა დაკავშირებულია რამიპრილატთან ფერმენტის ბმის უნარით. რამიპრილის ერთჯერადი პერორალური დოზა წარმოქმნიდა რამიპრილის და მისი მეტაბოლიტის დონეს დედის რძეში, რომელიც არ ვლინდებოდა. მიუხედავად ამისა, მრავალჯერადი დოზების მოქმედება ცნობილი არ არის.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები (იხილეთ პუნქტი 4.2)
რამიპრილატის თირკმლისმიერი ექსკრეცია შემცირებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და რამიპრილატის თირმლისმიერი კლირენსი პროპორციულად დაკავშირებულია კრეატინინის კლირენსთან. ეს იწვევს რამიპრილატის პლაზმური კონცენტრაციების მომატებას, რაც უფრო ნელა მცირდება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები (იხილეთ პუნქტი 4.2)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რამიპრილის რამიპრილატად მეტაბოლიზმი შენელებული იყო ღვიძლისმიერი ესტერაზების დაქვეითებული აქტივობის გამო და ასეთ პაციენტებში რამიპრილის პლაზმური დონეები მატულობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პაიენტებში რამიპრილატის პიკური კონცენტრაციები არ განსხვავდება ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში არსებულისგან.
ლაქტაცია
რამიპრილის ერთი ერთჯერადი 10 მგ პერორალური დოზა არ წარმოქმნიდა დედის რძეში გამოვლინებად დონეს. მიუხედავად ამისა, მრავალჯერადი დოზების ეფექტი ცნობილი არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
რამიპრილის ფარმაკოკინეტიკური პროფილი შესწავლილ იქნა 30 პედიატრიულ ჰიპერტენზიურ პაციენტში, 2-16 წლის ასაკის, წონით >10კგ. 0.05-0.2 მგ/კგ დოზების შემდეგ რამიპრილი სწრაფად და ფართოდ მეტაბოლიზდება რამიპრილატად. რამიპრილატის უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები ვლინდებოდა 2-3 საათში.
რამიპრილატის კლირენსი კორელაციაშია სხეულის წონასთან (p<0.01), აგრეთვე დოზასთან (p<0.001). კლირენსი და განაწილების მოცულობა მატულობდა ბავშვთა ასაკის ზრდასთან ერთად დოზის თითოეულ ჯგუფში. 0.05 მგ/კგ დოზა ბავშვებში აღწევდა ექსპოზიციის ისეთ დონეებს, რაც აღინიშნებოდა მოზრდილებში 5 მგ რამიპრილით მკურნალობისას. 0.2 მგ/კგ დოზა ბავშვებში იწვევდა ექსპოზიციის ისეთ დონეებს, რაც უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილებში მაქსიმალური რეკომენდებული 10 მგ დოზის დღეში გამოყენებისას არსებული.
ამლოდიპინი
აბსორბცია, განაწილება, პლაზმის ცილებთან კავშირი: თერაპიული დოზების პერორალურად მიღების შემდეგ ამლოდიპინი კარგად შეიწოვება და უმაღლეს დონეებს სისხლში აღწევს დოზის მიღებიდან 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. განაწილების მოცულობა არის დაახლოეით 21 ლ/კგ. ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% ებმის პლაზმის ცილებს.
ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.
ბიოტრანსფორმაცია/ელიმინაცია
ტერმინალური პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 35-50 საათი დღეში ერთხელ დოზის მიღებისას. ამლოდიპინი ფართოდ მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ არააქტიურ მეტაბოლიტებად და ძირითადი ნაერთის 10% და მეტაბოლიტების 60% ექსკრეტირდება შარდში.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობისას
მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღების შესახებ ძალიან შეზღუდულია. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შემცირებულია ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს უფრო ხანგრძლივ ნახევარგამოყოფის პერიოდს და AUC-ი მომატებას დაახლოებით 40-60%-ით.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულებსა და უფრო ახალგაზრდა სუბიექტებში ამლოდიპინის უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის დრო ერთნაირია. ამლოდიპინის კლირენსის შემცირების შედეგად იზრდება AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანდაზმულ პაციენტებში. გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა ისეთივე იყო, როგორიც მოსალოდნელია შესაწავლილ პაციენტთა ასაკობრივ ჯგუფში.
გამოყენება ბავშვებში
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა ჰიპერტენზიის მქონე 1-17 წლის ასაკის 74 ბავშვში (34 პაციენტი იყო 6-12 წლის და 28 პაციენტი - 13-17 წლის), რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინს დოზებით 1.25-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ ან ორჯერ. 6-12 წლის ასაკის ბავშვებში და 13-17 წლის ასაკის მოზარდებში პერორალური კლირენსი (CL/F) იყო 22.5 და 27.4 ლ/სთ შესაბამისად მამაკაცებში და 16.4 და 21.3 ლ/სთ, შესაბამისად ქალებში. აღინიშნა ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ვარიაბელობა ინდივიდუალურ პირებს შორის. მონაცემები 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შეზღუდულია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
რამიზეკი კომბი, 5 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი
რამიზეკი კომბი, 10 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი
რამიზეკი კომბი, 10 მგ +10 მგ, კაფსულა, მყარი
RAMIZEK COMBI
რამიპრილი + ამლოდიპინი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ შეიძლება მისი სხვებისთვის მიცემა. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ანალოგიური სიმპტომების შემთხვევაშიც კი.
გვერდითი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით ეფექტს, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში.
იხ. პუნქტი 4.
ინსტრუქციის შინაარსი:
- რა არის რამიზეკი კომბი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ რამიზეკი კომბის გამოყენების წინ
- როგორ მიიღება რამიზეკი კომბი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება რამიზეკი კომბი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის რამიზეკი კომბი და რისთვის გამოიყენება
რამიზეკი კომბი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: რამიპრილს და ამლოდიპინს. რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.
რამიპრილის მოქმედების მექანიზმი:
აქვეითებს ორგანიზმის მიერ იმ ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც ზრდიან სისხლის წნევას
ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს
აადვილებს გულის მიერ სისხლის გადატყორცნას მთელს ორგანიზმში.
ამპლოდიპინის მოქმედების მექანიზმი:
ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც აადვილებს მათში სისხლის მოძრაობას.
რამიზეკი კომბი გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ, პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად კონტროლდება ამლოდიპინის და რამიპრილის კომბინირებული გამოყენებისას ცალ-ცალკე პრეპარატების სახით ისეთივე დოზებით, როგორც წარმოდგენილია რამიზეკი კომბი-ში.
- რა უნდა იცოდეთ რამიზეკი კომბის მიღების წინ
არ მიიღოთ რამიზეკი კომბი, თუ:
ხართ ალერგიული რამიპრილის, ამლოდიპინის (აქტიური ნივთიერებები), სხვა აგფ ინჰიბიტორის ან ნებისმიერი სხვა კალციუმის ანტაგონისტის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის (იხ. პუნქტი 6) მიმართ. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ქავილით, კანის სიწითლით ან სუნთქვის გაძნელებით.
თუ ოდესმე გქონიათ სერიოზული ალერგიული რეაქცია სახელწოდებით "ანგიოედემა". ნიშნები მოიცავს ქავილს, ჭინჭრის ციებას (ურტიკარია), წითელი ნიშნები ხელებზე, ტერფებსა და ყელზე, ყელისა და ენის შეშუპება, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება.
იღებდით ან ამჟამად იღებთ საკუბიტრილს / ვალსარტანს, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მოზრდილებში გულის ხანგრძლივი (ქრონიკული) უკმარისობის სამკურნალოდ, რადგან ანგიოედემის რისკი (კანის სწრაფი შეშუპება ისეთ ადგილას, როგორიცაა ყელი) გაზრდილია.
მიმდინარეობს დიალიზი ან სისხლის ფილტრაციის რაიმე სხვა პროცედურა. გამოყენებული აპარატის მიხედვით, რამიზეკი კომბი შეიძლება თქვენთვის შესაფერისი არ იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება თირკმლის მხრივ დარღვევები, როგორიცაა თირკმელში სისხლის მიწოდების შემცირება (თირკმლის არტერიის სტენოზი).
ორსულობის ბოლო 6 თვის განმავლობაში (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“).
თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობთ ალისკირენის შემცველი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით.
თუ არტერიული წნევა მეტისმეტად დაბალია ან არასტაბილური, რაც ექიმმა უნდა შეაფასოს.
გულის აორტის სარქველის შევიწროვება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია მიაწოდოს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლი).
გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ.
არ მიიღოთ რამიზეკი კომბი, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რამიზეკი კომბის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანი გეხებათ თქვენ:
გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის მხრივ დარღვევები.
დაკარგეთ დიდი რაოდენობით მარილი ან სითხე (ღებინების, დიარეის, ჭარბი ოფლიანობის შედეგად, უმარილო დიეტით, დიურეტიკების (შარდმდენების) ხანგრძლივად მიღების ან დიალიზის შემდეგ).
თუ უნდა ჩაიტაროთ ანტიალერგიული მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის შემდეგ (დესენსიბილიზაცია).
თუ უნდა მიიღოთ ანესთეზიური საშუალება, ქირურგიული ოპერაციის ან ნებისმიერი სტომატოლოგიური მანიპულაციის დროს. რამიზეკი კომბის მიღება უნდა შეწყვიტოთ ერთი დღით ადრე. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
სისხლში კალიუმის მაღალი დონის არსებობა (რაც ნაჩვენებია სისხლის ანალიზში).
კოლაგენური ვასკულარული დაავადების არსებობა, როგორიცაა სკლეროდერმა ან სისტემური წითელი მგლურა.
თუ ღებულობთ რომელიმე ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, როგორებიცაა:
ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ცნობილი, როგორც სარტანები - მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები
ალისკირენი.
ექიმი რეგულარული ინტერვალებით შეამოწმებს თირკმლის ფუნქციას, არტერიულ წნევას და ელექტროლიტების დონეს (მაგ. კალიუმი). ინფორმაცია ასევე იხ. სათაურით „არ მიიღოთ რამიზეკი კომბი“.
არტერიული წნევის მკვეთრი მომატება (ჰიპერტონული კრიზი).
თუ ხართ ხანდაზმული ან დოზა საჭიროებს მომატებას
მშრალი ხველის არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ არტერიული წნევის დაქვეითება საკმარისად ვერ მოხერხდა. ამ ტიპის პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია შავი ფერის კანის მქონე პირებში.
იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი შეიძლება გაიზარდოს:
რაცეკადოტრილი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოს მოცილების პრევენციისათვის და სიმსივნის დროს (მაგ., ტემსიროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი).
ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
თუ აღინიშნება სახისა და ტუჩების, ყელისა და ენის, კისრის, შესაძლოა ხელებისა და ფეხების უეცარი შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება („ანგიოედემა“). ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი. აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. შავი კანის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ზემოხსენებული სიმპტომების მაღალი რისკი. მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
რამიზეკი კომბის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ვინაიდან ინფორმაცია პოპულაციის ამ ჯგუფის შესახებ არ მოიპოვება.
სხვა პრეპარატები და რამიზეკი კომბი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ღებულობთ, ღებულობდით ახლო წარსულში ან უნდა მიიღოთ.
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს. აღნიშნულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ რამიზეკი კომბის ეფექტურობა:
ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. ექიმს დასჭირდება თქვენი არტერიული წნევის კონტროლი.
რიფამპიცინი (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკი).
Hypericum perforatum (კრაზანა პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ).
აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს. ამ პრეპარატებმა რამიზეკი კომბისთან ერთად მიღებისას შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები)
ტემსიროლიმუსი (სიმსივნის სამკურნალოდ) და სიმსივნის სამკურნალო სხვა პრეპარატები (ქიმიოთერაპია)
პრეპარატები რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოთა მოცილების შესაჩერებლად(სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და mTOR-ის კლასს მიკუთვნებული სხვა ინჰიბიტორები). იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“
ტაკროლიმუსი (იმუნური პასუხის საკონტროლოდ, რაც ორგანიზმს საშუალებას აძლევს მიიღოს ტრანსპლანტირებული ორგანო).
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანთებისა და ტკივილის მოსახსნელად (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და აცეტილსალიცილმჟავა)
დიურეტიკები (შარდმდენი), როგორიცაა ფუროსემიდი
კალიუმის დანამატები (მათ შორის მარილის შემცვლელი ნივთიერებები), კალიუმის დამზოგველი შარდმდენები და სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში კალიუმის რაოდენობა (მაგ. ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი-ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოს მოცილების პრევენციისათვის და ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, თრომბის თავიდან ასაცილებლად)
ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზოლონი
ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას დონის შესამცირებლად)
პროკაინამიდი (გულის რითმის დარღვევებისას)
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები)
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები აივ ინფექციის სამკურნალოდ)
ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის მხრივ დარღვევების ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები)
დანტროლენი (ინფუზია ორგანიზმის ტემპერატურის სერიოზული დარღვევებისათვის)
ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს დოზის შეცვლა და/ან სხვა სიფრთხილის ზომების მიღება, იმ შემთხვევაში, თუ:
ღებულობთ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ან ალისკირენს (ინფორმაცია იხ. “ნუ მიიღებთ რამიზეკი კომბის” და “გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები”).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს. მათზე შეიძლება გავლენა მოახდინოს რამიზეკი კომბიმ:
დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა პერორალური, გლუკოზის დონის დამწევი პრეპარატები და ინსულინი. რამიზეკი კომბიმ შეიძლება მოახდინოს სისხლში შაქრის რაოდენობის შემცირება. რამიზეკი კომბის გამოყენებისას შეამოწმეთ სისხლში შაქრის დონის რაოდენობა.
ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალოდ). რამიზეკი კომბიმ შეიძლება გაზარდოს სისხლში ლითიუმის რაოდენობა. ლითიუმის დონე უნდა შემოწმდეს სიფრთხილით ექიმის მიერ.
სიმვასტატინი (ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატი). რამიზეკი კომბიმ შეიძლება გაზარდოს სისხლში სიმვასტატინის რაოდენობა.
თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გაქვთ (ან რამეში არ ხართ დარწმუნებული), რამიზეკი კომბის მიღების წინ აცნობეთ თქვენს ექიმს.
რამიზეკი კომბის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
რამიზეკი კომბის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვებისგან დამოუკიდებლად.
რამიზეკი კომბის მიღებისას ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ექიმს ჰკითხეთ, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეგიძლიათ, ვინაიდან არტერიული წნევის შემამცირებელი პრეპარატებისა და ალკოჰოლის მიღებისას აღინიშნება ადიტიური ეფექტები.
რამიზეკი კომბის მიღებისას არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენის ან გრეიპფრუტის მიღება. ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინგრედიენტის ამლოდიპინის დონის მომატება სისხლში, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს რამიზეკი კომბის არტერიული წნევის ეფექტის არაპროგნოზირებადი გაზრდა.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
რამიზეკი კომბი არ გამოიყენება ორსულობის დროს.
თუ დადგა ორსულობა რამიზეკი კომბის მკურნალობისას, დაუყოვნებლიც აცნობეთ ექიმს. დაგეგმილი ორსულობის შემთხვევაში, ხდება გადასვლა ალტერნატიულ მკურნალობაზე.
ძუძუთი კვება
რამიზეკი კომბი არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფერტილობა
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ფერტილობაზე პოტენციური ეფექტის შესახებ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რამიზეკი კომბიმ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ რამიზეკი კომბის მიღებისას განვითარდა გულისრევა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა ან თავის ტკივილი, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამგვარი სიმპტომები განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დასაწყისში ან სხვა პრეპარატებიდან გადმოსვლისას.
რამიზეკ კომბი შეიცავს ნატრიუმს
ეს პრეპარატი შეიცავს თითოეულ კაფსულაზე, 1მმოლ (23მგ) ნატრიუმს, რაც ნიშნავს რომ პრაქტიკულად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.
- როგორ მიიღება რამიზეკი კომბი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ფიქრობთ, რომ რამიზეკი კომბის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი მიიღება პერორალურად ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს, ჭამის წინ ან შემდეგ.
კაფსულა გადაყლაპეთ მთლიანად სითხის მიყოლებით.
რამიზეკი კომბი არ მიიღოთ გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
რამიზეკი კომბი მიიღება დღეში ერთხელ.
ექიმი შეცვლის დოზირებას პრეპარატის ეფექტის გათვალისწინებით.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის ერთი კაფსულა 10 მგ/10 მგ.
ხანდაზმულები
ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და მოახდენს მკურნალობის თანდათან კორექციას.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
რამიზეკი კომბის გამოყენება რეკომენდებული არ არის ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ამ პოპულაციაში ინფორმაციის არარსებობის გამო.
რამიზეკი კომბის საჭიროზე მეტი დოზით მიღებისას
ძალიან ბევრი კაფსულის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა, მათ შორის სახიფათო დაქვეითებაც. შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა ან სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრად დაცემისას შეიძლება განვითარდეს შოკი. შეიძლება აღინიშნოს კანის გაციება და გონების დაკარგვა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას. საავადმყოფოში წასვლისას თავად არ მართოთ ავტომობილი, ვინმეს სთხოვეთ წაყვანა ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, რათა ექიმმა ნახოს, თუ რა პრეპარატი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ რამიზეკი კომბის მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, დოზა სრულად გამოტოვეთ. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ რამიზეკი კომბის მიღება
ექიმი გირჩევთ, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ პრეპარატი. შეიძლება დაბრუნდეს ძველი მდგომარეობა, თუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას ექიმის რჩევის გარეშე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ რამიზეკი კომბის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ გვერდით ეფექტს - შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, აგრეთვე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს რამიზეკი კომბიზე მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი.
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, მანამდე არსებული კანის დაავადების გაუარესება, კანის გაწითლება, აქერცვლა ან ბუშტუკები (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ან მულტიფორმული ერითემა) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც „უცნობი“ (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა:
გულის რითმის აჩქარება, არათანაბარი ან ძლიერი გულისცემა (გულის ფრიალი), ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში ან უფრო სერიოზული პრობლემები, მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ვლინდება ხშირად (ტკივილი გულ-მკერდის არეში, მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში,გულის ფრიალი) ან არახშირად (გულის რითმის აჩქარება, გულის შეტევა ან ინსულტი).
ქოშინი ან ხველა. ეს ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია და შეიძლება იყოს ფილტვის პრობლემების ნიშნები.
სისხლჩაქცევები, რომლებიც ადვილად ვითარდება, სისხლდენის გახანგრძლივება, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად, სისხლდენა ღრძილებიდან), ალისფერი ლაქები, კანის დალაქავება ან ჩვეულზე უფრო ხშირი ინფექციები, ყელის ტკივილი და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან კანის სიფერმკრთალე. ესენი შეიძლება იყოს სისხლის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშნები. ეს გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად.
კუჭის ძლიერი ტკივილი, რაც შეიძლება გავრცელდეს ზურგის მიდამოში. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის ნიშანი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). ეს გვერდითი ეფექტები არახშირად ვლინდება.
ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, გულისრევა, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს ეფექტები შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების - ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ამ გვერდითი ეფექტების სიხშირე უცნობია. (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
სხვა გვერდითი ეფექტები:
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):
ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში)
გულის ფრიალი (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), წამოხურება
კოჭის შეშუპება (ედემა)
თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება
თავბრუსხვევის შეგრძნება. ეს უფრო მეტად შეიძლება განვითარდეს რამიზეკი კომბის მიღების დაწყებისას ან უფრო მაღალი დოზის მიღებისას.
გონების დაკარგვა, ჰიპოტენზია (ძალიან დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით სწრაფად წამოდგომისას ან დაჯდომისას
მშრალი ხველა, წიაღების ანთება (სინუსიტი) ან ბრონქიტი, ქოშინი
მუცლის ტკივილი, კუჭის და ნაწლავების ტკივილი, დიარეა, მოუნელებლობა, გულისრევა ან ღებინება
კანზე გამონაყარი ამობურცული უბნებით ან მათ გარეშე
ტკივილი გულის არეში
კუნთების სპაზმი ან ტკივილი
სისხლის ანალიზში კალიუმის დონის მომატება.
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში);
გუნება-განწყობილების შეცვლა, უძილობა
კანკალი, სისუსტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება
მხედველობის დარღვევა, მხედველობის გაორება, მხედველობის დაბინდვა, ხმაური ყურებში
ცემინება/გამონადენი ცხვირიდან გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებით (რინიტი)
ნაწლავების მოქმედების ცვლილება (მათ შორის დიარეა ან ყაბზობა), გულძმარვა, პირის სიმშრალე
თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის შეცვლა
შარდვის დარღვევა, შარდვის მოთხოვნილების მომატება, განსაკუთრებით ღამით, შარდვის გახშირება
ერექციის უნარის დაკარგვა, სექსუალური უუნარობა მამაკაცებში, დაქვეითებული სექსუალური მოთხოვნილება მამაკაცებსა და ქალებში
მამაკაცებში მკერდის არეში დისკომფორტი ან მკერდის გადიდება
სახსრების ან კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი
წონაში მომატება ან დაკლება
წონასწორობის დარღვევები (ვერტიგო)
კანის ქავილი ან უჩვეულო შეგრძნებები კანზე, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა ან ჟრუანტელი (პარესთეზია), ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
გემოს ცვლილება ან დაკარგვა
ძილის პრობლემები
დეპრესიულობა, აგზნება, ნევროზულობა ან მოუსვენრობა
ცხვირის დახშობა, სუნთქვის გაძნელება ან ასთმის გაუარესება
ნაწლავების ტრაქტში ქსოვილების შეშუპება - „ნაწლავური ანგიოედემა“, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, ღებინებით და დიარეით
მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია)
გულისცემის მომატება ან არარეგულარული გულისცემა
მკლავებისა და ფეხების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში წყლის შეკავების ნიშანი
ციებ-ცხელება
სისხლის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია)
სისხლის ანალიზით ნაჩვენები ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმელების ფუნქციური ცვლილებები
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში);
დაბნეულობის ან კანკალის შეგრძნება
ენის გაწითლება და შეშუპება
კანის აქერცვლა, ქავილი, ხორკლიანი გამონაყარი
ფრჩხილის პრობლემები (ფრჩხილის აქერცვლა)
კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევა
ჭინჭრის ციება
ლაქები კანზე ან კიდურებში სიცივის შეგრძნება
თვალების სიწითლე, ქავილი ან შეშუპება, ცრემლდენა
სმენის დარღვევა
სისხლის ანალიზით ნაჩვენები სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობების დაქვეითება
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1 პაციენტში)
ჩვეულებრივზე მეტი მგრძნობელობა მზის მიმართ
სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა (ჰიპერგლიკემია)
ღრძილების შეშუპება
მუცლის შებერილობა (გასტრიტი)
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე)
კუნთების მომატებული დაჭიმულობა
სისხლძარღვების ანთება, ხშირად კანზე გამონაყარით
მგრძნობელობა სინათლის მიმართ
დარღვევები, რომლებიც მოიცავს რიგიდულობას, ტრემორს და/ან მოძრაობის სხვა დარღვევებს
უცნობი:
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, გონების არევა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) სეკრეციის დარღვევით. თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
კანკალი, რიგიდულობა, ნიღბის მაგვარი სახე, ნელი მოძრაობები, სიარულისას წონასწორობის დარღვევა
სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები:
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე შემდეგი ეფექტი გაუარესდა ან გაგრძელდა რამდენიმე დღეზე მეტ ხანს:
კონცენტრირების გაძნელება
სისხლის ანალიზში სისხლის უჯრედების სიმცირე
სისხლის ანალიზში ნატრიუმის დონის დაქვეითება
ხელისა და ფეხის თითების ფერის შეცვლა სიცივეში და შემდეგ გათბობისას ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება (რეინოს მოვლენა)
რეაქციების შენელება ან დარღვევა
ყნოსვის დარღვევა
ფსორიაზი.
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს ან მედდას. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება რამიზეკი კომბი
შეინახეთ 250C-მდე ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ კოლოფსა და ბლისტერზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს რამიზეკი კომბი:
აქტიური ნივთიერებები:
5 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი:
ყოველი კაფსულა შეიცავს 5 მგ რამიპრილს და ამლოდიპინის ბეზილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
10 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი:
ყოველი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილს და ამლოდიპინის ბეზილატს, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
10 მგ + 10 მგ, კაფსულა, მყარი:
ყოველი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილს და ამლოდიპინის ბეზილატს, რაც 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (10 მგ + 10 მგ), რკინის შავი ოქსიდი (E172) (10 მგ + 10 მგ).
რამიზეკი კომბის აღწერა და შეფუთვის შემცველობა
რამიზეკი კომბი 5 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულა დაახლოებით 19მმ სიგრძის, თავსახური: გაუმჭვირვალე ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 10 მგ + 5 მგ, კაფსულა, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულა, დაახლოებით 19მმ სიგრძის, თავსახური: გაუმჭვირვალე მუქი ვარდისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
რამიზეკი კომბი 10 მგ + 10 მგ, კაფსულა, მყარი: მყარი ჟელატინის კაფსულა, დაახლოებით 19მმ სიგრძის, თავსახური: გაუმჭვირვალე ყავისფერი, კორპუსი: გაუმჭვირვალე თეთრი ფერის. კაფსულის შიგთავსი: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
რამიზეკი კომბი ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში 30 კაფსულის შემცველობით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ს.ს. ადამედ ფარმა
პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6ა
05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი
მწარმოებელი
ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება, შეფუთვა:
ს.ს. ადამედ ფარმა
შკოლნას ქ. 33,
95-054 ქსავეროვი, პოლონეთი
სერიის გაშვება:
ს.ს. ადამედ ფარმა
მარშალ იუზეფ პილსუდსკის ქ. 5.
95-200 პაბიანიცე, პოლონეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


