პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ჰალოპრილი

Halopril

რეცეპტით1,5მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ზრდასრული პირები: შიზოფრენია: სიმპტომების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა; სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით – პარანოიდული; მანიები და ჰიპომანიები; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰალოპერიდოლი (haloperidol)
ფორმა და შეფუთვა
1,5მგ ტაბლეტი №50 (5X10)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბუტიროფენონის წარმოებულები
ATC კოდი
N05AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040523
რეგისტრირებულია
19 მარტი 2024, მოქმედებს 19 მარტი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰალოპრილი და სხვა წამალი ერთად

ჰალოპრილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზრდასრული პირები:

შიზოფრენია: სიმპტომების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა;

სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით – პარანოიდული;

მანიები და ჰიპომანიები;

ფსიქიკური და ქცევითი პრობლემები, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა და თვითდასახიჩრებისადმი მიდრეკილება გონებრივად ჩამორჩენილ და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში;

დამხმარე თერაპიის სახით ფსიქომოტორული აგზნებადობის (ზომიერი და მძიმე ხარისხის), მღელვარებების, ძალადობრივი ან სახიფათო იმპულსური ქცევების მოკლევადიანი მკურნალობისათვის;

თავშეუკავებელი სლოკინი;

მოუსვენრობა და აგზნებადობა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში;

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი და მძიმე ტიკები.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი არის შიგნით მისაღები. პაციენტს ეძლევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, ერთი სავსე ჭიქა წყლის დაყოლებით.

პრეპარატის დოზა ყველა ჩვენებისათვის დგინდება ინდივიდუალურად, ზედამხედველი ექიმის მკაცრი მეთვალყუირეობით. საწყისი დოზის განსაზთღვრისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სიმპტომების სიმძიმე, ადრინდელი პასუხი ნეიროლეპტიკებზე

ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტებისთვის და იმ პირებისათვის, რომლებსაც ადრე დადგენილი ჰქონდათ გვერდითი რეაქციები ნეიროლეპტიკებზე, შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის უფრო მცირე დოზა. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ზრდასრული პირების დოზის ნახევარს, შემდეგ კი თანდათან უნდა დაკორექტირდეს თერაპიაზე ოპტიმალური პასუხის მისაღწევად. ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის ფუნქციას, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს.

ჰალოპერიდოლი საჭიროა დაინიშნოს კლინიკურად ეფექტური უმცირესი დოზით.

ზრდასრული პირები.

შიზოფრენია, ფსიქოზები, მანია, ჰიპომანია, ფსიქიკური ან ქცევითი პრობლემები, ფსიქომოტორული აგზნებადობა, მღელვარება, ძალადობრივი ან სახიფათო იმპულსური ქცევები, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები.

საწყისი დოზა

ზომიერი სიმპტომებისას: 1,5 – 3 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით.

მძიმე სიმპრომატიკის / რეზისტენტული პაციენტების შემთხვევაში: 3 – 5 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით.

საწყისი დოზა შეიძლება მიეცეს მოზარდ და რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებს, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ 30 მგ/დღეში დოზა.

დამხმარე თერაპია: სიმპტომების დამაკმაყოფილებელი კონტროლის მიღწევის შემდეგ, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე, უპირატესად – 5 ამ 10 მგ/დღე დოზამდე. დოზის ძალზედ სწრაფი შემცირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

მოუსვენრობა და მღელვარება ხანდაზმული ასაკის პირებში

საწყისი დოზა: 1,5 – 3 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის ტიტრაცია ეფექტური შემანარჩუნებელი დოზის მისაღწევად (1,5 – 30 მგ/დღეში).

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, მძიმე ტიკები, თავშეუკავებელი სლოკინი

საწყისი დოზა: 1,5 – 3 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით, რაც უნდა დარეგულირდეს თერაპიაზე პასუხის მიხედვით. ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ყოველდღიური შემანარჩუნებელი 10 მგ-ანი დოზა.

ბავშვები. მოცემული დოზირებით, ეს პრაპარატი ბავშვებს არ ეძლევათ.

უკუჩვენებები

კომატოზური მდგომარეობა; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ტოქსიკური წარმომავლობის (ალკოჰოლური ან მედიკამენტოზური) მწვავე დათრგუნვა; ენდოგენური დეპრესიები აგზნების გარეშე; ასთენია; ნევროზები; სპასტიკური ქცევები ბაზალური განგლიების დაზიანების გამო (ჰემიპლეგია, სკლეროზი); პარკინსონის დაავადება; პათოლოგიური პროცესი ბაზალური განგლიების ლოკალიზაციის უბანში.

მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ჰალოპერიდოლის ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების ან ბუტიროფენონის სხვა წარმოებულების მიმართ.

გულის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაავადებები (მაგალითად გადატანილი მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის გამო; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; არითმიის მკურნალობა Iა და III ჯგუფის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებით); QTc ინტერვალის გახანგრძლივება; პარკუჭოვანი არითმია ანამნეზში ან “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი არითმია; კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია; II და III ხარისხის გულის ბლოკადა და არაკონტროლირებადი ჰიპოკალიემია; QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატებისა და ჰალოპრილის ერთდროულად მიღება.

სიფრთხილის ზომები

რამდენადაც, ჰალოპერიდოლით მკურნალობის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს QT ინტერვალის პროლონგაციას ეკგ-ზე, საჭიროა შეფასდეს ამ პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობა იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, აღინიშნება მათ ოჯახებში უეცარი ლეტალური შემთხვევები და/ან QT ინტერვალის პროლონგაცია ანამნეზში. ასეთ შემთხვევებში, თერაპიის დაწყებამდე, აუიცილებელია ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~). მკურნალობის პროცესში ეკგ-ის მონიტორინგის აუცილებლობა დგინდება ინდივიდუალურად.

სუბანაქროიდული სისხლჩაქცევების მქონე, მოშიმშილე პაციენტებში, პირებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და აქვთ არაკორეგირებული ელექტოლიტური დარღვევები, ეკგ მონიტორინგი და კალიუმის დონეზე დაკვირვება უნდა ჩატარდეს ყურადღებით, განსაკუთრებით - მკურნალობის საწყის ფაზაში, მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული პრეპარატის თანაბარი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ელექტრლიტების ბალანსის დარღვევამ შეიძლება გაზარდოს პარკუჭოვანი არითმიების რისკი, ამიტომ, რეკომენდირებულია ელექტროლიტების რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც დიურეტიკებს ღებულობენ. მკუნალობის პერიოდში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, თუკი აღინიშნება QT ინტერვალის პროლონგაცია, და უნდა შეწყდეს თუ QT > 500 მწმ.

თავიდან უნდა ავიცილოთ თანმხლები თერაპია სხვა ნეიროლეპტიკებით.

ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პაცოენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, მათ შორის ჰალოპერიდოლს, აღნიშნულია უეცარი ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევები. ჩვიდმეტი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ანალიზმა (მოდალური ხანგრძლივობა – 10 კვირა), გვიჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობდნენ, სიკვდილიანობის რისკი 1,6-1,7-ჯერ მეტია ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 10-კვირიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევისას ტიპიური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, სიკვდილიანობის დონე შეადგენდა დაახლოებით 4,5%-ს იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში კი 2,6%-ს. თუმცაღა, სიკვდილის მიზეზები სხვადასხვა იყო, უმეტეს შემთხვევებში – გულ-სისხძარღვთა (მაგალითად გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგალიად პნევმონია) ბუნებისა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ისევე როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების შემთხვევაში, ჩვეულებრივი ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურალობის დროსაც შეიძლება გაიზარდოს სიკვდილიანობის რისკი. ამასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, გამოკვლევებში გამოვლენილი სიკვდილიანობის მომატება ნეიროლეპტიკების მოხმარებას უკავშირდება თუ პაციენტების ზოგიერთ მახასიათებელზეა დამოკიდებული.

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას, გამოვლენილია ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევები. იმის გამო, რომ პაციენტებში, რომლებსაც ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობენ, ხშირად ვლინდება ვენური თრომბოემბოლიების რისკის შეძენილი ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია, რომ მკურნალობის დაწყებამდე განისაზღვროს, ჰალოპერიდოლით მკურნალობის პროცესში საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება

ზოგიერთ პაციენტში გამოვლენილია ტაქიკარდიისა და ჰიპოტონიის შემთხვევები.

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი. ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილიც დაკავშირებულია ავთვისებიან ნეიროლეპტიკურ სინდრომთან: იშვიათი და იდიოსინკრაზიული შემთხვევა. ანტიფსიქოზური პრეპასრატების გამოყენებისას დადგენილია ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის წერმოშობა (ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების საერთო რიგიდულობით, ვეგეტატიური არასტაბილურობით, გონებრივი მდგომარეობის დარღვევებით, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით სისხლის პლაზმაში) დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმპტომების წარმოშობისთანავე უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე თერაპია (მაგალითად დანტროლენის ვენური ინფუზია).

ლეტალური შედეგის გაზრდილი რისკი ხანდაზმულ დემენციის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულ დემენციის მქონე პაციენტებს, რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს ღებულობდნენ, გამოუვლინდათ უმნიშვნელოდ გაზრდილი რისკი ლეტალური შედეგის წარმოშობის მიმართ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ამ პრეპარატებით არ მკურნალობდნენ, ასეთი რისკისა და მისი მომატების მიზეზების შესახებ მონაცემები, არასაკმარისია. ჰალოპერიდოლი არაა ნაჩვენები დემენციის ფონზე ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ.

ზოგიერთ პაცენტს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს ან უწყდებათ მკურნალობა, შეიძლება განუვითარდეს გვიანი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბების უნებლიე რითმული ძაგძაგით. ეს ნიშნები ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მუდმივად ჰქონდეს და ასევე შეიძლება შეინიღბოს მკურნალობის განახლებით დოზის გაზრდის გზით ან სხვა ანტიფსიქოზური პრეპარტის დანიშვნით. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს. ხანდაზმული პაციენტების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მიანიშნებს ექსტრაპირამიდული სიმტომების, მათ შორის გვიანი დისკინეზიისა და სედაციის განვითარების რისკზე. ხანგრძლივი თერაპიის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიძებნება.

ისევე როგორც ყველა სხვა ნეიროლეპტიკის შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ექსტრაპირამიდული სიმპტომები: ტრემორი, კუნთების მოქნილობის შეზღუდვა, ნერწყვის მომეტებული გამოყოფა, ბრადიკინეზია, აკატიზია, მწვავე დისტონია.

ეპილეფსიისა და კრუნჩხვების მიმართ მომეტებული მიდრეკილების მქონე პაციენტებისათვის (როგორც ალკოჰოლური, ისე სხვა გენეზის ქრონიკული ინტოქსიკაცია, ქალა-ტვინის ტრავმა ანამნეზში) ჰალოპერიდოლი სიფრთხილის დაცვით უნდა დაინიშნოს.

შიზოფრენიის მქონე პაციენტები ანტიფსიქოზურ თერაპიაზე დაყოვნებით რეაგირებენ ჰალოპერიდოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ, სიმპტომები განმეორებით ვლინდება მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობის კურსის უეცარმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პაციენტს დიდი დოზა ეძლევა, შეიძლება გამოიწევიოს წამლის მოხსნის სიმპტომები (გულისრევა, პირღებინება, უძილობა) და ასევე დავადების რეციდივი. ამიტომ, პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით, დოზის კლებით.

პაციენტებს, რომლებსაც ფსიქოპათოლოგიური დარღვევებისას აღენიშნება დეპრესია და ფსიქოზი, ჰალოპერიდოლი უნდა მიეცეს ანტიდეპრესანტებთან კომბიონაციაში.

ჰალოპერიდოლისა და ანტიპარკინსონული საშუალებების კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, ჰალოპერიდოლის მოხსნის შემდეგ, ანტიპარკინსონული საშუალებებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ექსტრაპირამიდული ნიშნების გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანტიპარკინსონული საშუალებების გამოყოფის სიჩქარე მაღალია. გასათვალისწინებელია, რომ ჰალოპერიდოლისა და ანტიქოლინერგიული პრეპარატების (მათ შორის ანტიპარკინსონული საშუალებების) კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება თვალის შიდა წნევის მომატება გამოიწვიოს.

ჰალოპერიდოლი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც CYP 2D6-ის `ნელ მეტაბოლიზატორებს” წარმოადგენენ, აგრეთვე P450 ციტოქრომას ინჰიბიტორების გამოყენებისას.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, როდესაც ჰალოპერიდოლი გამოიყენება ღვიძლის პათოლოგიების დროს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, აუცილებელია სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

ასევე სიფრთხილის დაცვაა საჭირო ჰალოპერიდოლის მიცემისას ღვიძლის უკმარისობისა და ფეოქრომოციტომას მქონე პაციენტებისათვის.

თიროქსინი ამაღლებს ჰალოპერიდოლის ტოქსიკურობას, ამიტომ ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებისათვის იგი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ადეკვატური თირეოსტატიკური თერაპიის სახით.

ანტიფსიქოზური ნეიროლეპტიკების ჰორმონალური ეფექტები მოიცავს ჰიპერპროლაქტინემიას, რამაც შესაძლოა გალაქტორეა გამოიწვიოს, გინეკომასტიას და ოლიგო- ან ამენორეას. დაფიქსირებულია ჰიპოგლიკემიისა და ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები.

ამ პრეპარატით მკურნალობისას, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ჰალოპერიდოლით მკურნალობის დაწყებისას და განსასკუთრებით – მისი დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა ხარისხის სედაციები და ყურადღების დაქვეითება, რომლებიც სპირტიანი სასმელების მიღებასთან ერთად ძლიერდება.

ლაქტოზისადმი აუტანლობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰალოპრილის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას დამხმარე ნივთიერების სახით, ამიტომ გალაქტოზისადმი აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმის, ლაქტოზას უკმარისობის და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარტის მიცემა არ შეიძლება.

დამხმარე ნივთიერების სახით, პრეპარატის შემადგენლობაში შედის სიმინდის სახამებელი. ამიტომ, გლუტენის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან აუტანლობის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარტის მიღება არ შეიძლება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იმ პრეპარატების კომბინირებული მიღება, რომლებიც ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას იწვევენ, მომატებულ სიფრთხილეს საჭიროებს პარკუჭოვანი არითმიების განვითარების შესაძლო რისკის გამო.

ჰალოპერიდოლი ხელს უწყობს ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატების, ოპიოიდური ანალგეტიკების, ძილისმომგვრელი საშუალებების, ანტიდეპრესანტების, სანარკოზე პრეპარატების, ალკოჰოლის დამთრგუნავ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჰალოპერიდოლისა და ამ პრეპარატების კომბინირებულად მიღებამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.

ჰალოპერიდოლისა და მეთილდოპის ერთდროულად მიღება აძლიერებს ჰალოპერიდოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ლევოდოფასთან) ერთად მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ამ საშუალებების კლინიკური ეფექტი დოფამინერგიულ სტრუქტურებზე ანტიანტაგონისტური ზემოქმედების გამო.

ჰალოპერიდოლი ანელებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც იზრდება მათი დონე სისხლის პლაზმში და იმატებს ტოქსიკურობა.

ქინიდინი, ბუსპირონი, ფლუოქსეტინი, ზომიერად ზრდიან ჰალოპერიდოლის კონცენტრაციას სისხლში, ამიტომ ამ პრეპარატებთან ერთად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ჰალოპერიდოლის დოზა უნდა შემცირდეს.

P450 ციტოქრომასა და CYP 2D6 სისტემის ფერმენტების ინჰიბიტორებს შეუძლიათ გაზარდონ ჰალოპერიდოლის დონე სისხლის პლაზმაში.

ჰალოპერიდოლისა და იმ პრეპარატების კომბინირებული მიღება, რომლებმაც, როგორც ცნობილია, შეიძლება QT ინტერვალის გახანგრძლივება გამოიწვიონ (Iა და III ჯგუფის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები, დარიშხანის ტრიოქსიდი, ჰალოფანტრინი, ლევომეტადილის აცეტატი, მეზორიდაზინი, თიორიდაზინი, პიმოზიდი, სპარფლოქსაცინი, ჰატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, დოლანსეტრონის მეზილატი, მეფლოქსინი, სერტინდოლი ან ციზაპრიდი), უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~).

ჰალოპერიდოლის ხანგრძლივი მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს წარმოადგენენ (კარბამაზეპინი, რიფამპიცინი ან ფენობარბიტალი), იწვევს ჰალოპერიდოლის დონის მნიშვნელოვან შემცირებას სისხლის პლაზმაში. ამ პრეპარატების კომბინირებული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის დოზის გაზრდა, მაგრამ, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების მოხსნის შემდეგ, ჰალოპერიდოლის დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს.

ჰალოპერიდოლისა და ლითიუმის მარილების ერთდროული მიღებისას, იშვიათი იყო ცნობები შემდეგი სიმპტომების წარმოშობის შესახებ: ენცეფალოპათია, ექსტრაქპირამიდული რეაქციები, გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, თავის ტვინის Fღეროს მხრივ დარღვევები, მწვაეე ტვინისმიერი სინდრომი და კომა. ამ სიმპტომების უმეტესობას ჰქონდა შექცევადი ხასიათი. ცნობილი არ არის, მიეკუთვნება თუ არა ეს სიმპტომები ცალკე ნოზოლოგიურ ჯგუფს. აღნიშნული სიმპტომების წარმოშობისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ლითიუმსა და ჰალოპერიდოლს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ჰალოპერიდოლი ზემოქმედებას ახდენს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ფენინდიონი) აქტივობაზე. ამიტომ, მათი ერთდროული მიღებისას, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების დოზა აუცილებლად უნდა დაკორექტირდეს. დადგენილია მისი ანტაგონისტური მოქმედება ფენინდიონის ანტიკოაგულაციურ ეფექტზე. ჰალოპერიდოლმა შეიძლება შეამციროსადრენალინისა და სხვა სიმპათომიმეტიკების მოქმედების ინტენსივობა და გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება ალფა-ბლოკატორების (გუანეტიდიონი) გამოყენებისას.

ჰალოპერიდოლმა შეიძლება დაარღვიოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტი მათთან ერთად მიღებისას და შეამციროს ამ პრეპარატების დონე სისხლის პლაზმაში. ასევე, შესაძლოა სწარმოიშვას კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის მომატების აუცილებლობა.

ნატრიუმის ვალპროატი, რომელიც არის გლუკურონიზაციის ცნობილი ინჰიბიტორი, არ ახდენს გავლენას ჰალოპერიდოლის დონეზე სისხლიოს პლაზმაში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სავარაუდო სარგებელი უფრო მაღალია ვიდრე შესაძლო ტერატოგენური ეფექტი. ორსულობის III ტრიმესტრში, რისკს ექვემდებარება არასასურველი ეფექტები, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომები ან პრეპარატის მოხსნის სინდრომი, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის ხარისხითა და ხანგრძლივობით. ბავშვის დაბადების შემდეგ აღნიშნულია ასევე აგზნებადობის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დეპრესიის, საკვების მონელების დარღვევების შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობის პერიოდში. ჰალოპერიდოლი აღწევს დედის რძეძი, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ჰალოპრილმა, განსაკუთრებთ კი მისმა მაღალმა დოზებმა და თერაპიის საწყის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს სედაციური ეფექტი და ყურადღების დაქვეითება, ეს ეფექტები კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლის ზემოქმედებით. ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, მანამ, სანამ არ დადგინდება მათი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

გვერდითი მოვლენები

ხანმოკლე პერიოდში ჰალოპერიდოლს მცირე დოზებით მიღებისას (1 – 2 მგ დღეში), გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება, გამოიხატება სუსტად და აქვთ გარდამავალი ხასიათი. დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას კი გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ფიქსირდება და უმეტეს შემთხვევებში ისინი ნევროლოგიური ხასიათისაა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არსებობს მონაცემები სისხლის ფორმული ელემენტების რიცხვის უმნიშვნელო და გარდამავალი კლების შესახებ. ძალზე იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება აგრანულიციტოზი და თრომბოციტოპენია; გარდამავალი ლეიკოპენია, როგორც წესი – ჰალოპერიდოლისა და სხვა პრეპარტების კომბინირებული გამოყენებისას; ნეიტროპენია; ლეიკოციტოზი; პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციაების იშვიათი შემთხვევები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ანტიფსიქოზური მოქმედების ნეიროლეპტიკების ჰორმონალური გვერდითი რეაქციები - შესაძლოა ჰიპერპროლაქტინემია, რაც იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატურ სეკრეციას.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: მადის დაკარგვა, იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია და დაქვეითდეს ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია.

ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია, აჟიტაცია, უძილობა, გონების დაბინდვა, ფსიქოზური სიმპტომების გამწვავება, აგზნებადობა, ლიბიდოს დაქვეითება.

ნერვული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - სედაციური ეფექტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მწვავე ეპილეფსიური შეტევები, ჰიპერკინეზია, ოკულოგირული კრიზები, დისკინეზია, ბრადიკინეზია, ჰიპოკინეზია, აკინეზია, ნიღბისებრი სახე, ნისტაგმი, ჰიპერტონია, მოდუნება, კუნთების უნებლიე შეკუშვები, პარკინსონიზმი, კარდიონევროზი.

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს): ანტიფსიქოზური საშუალებების, კერძოდ ჰალოპერიდოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანს. ეს იშვიათი იდიოსინკრაზია ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების საერთო რიგიდულობით, ვეგეტატიური არასტაბილურობით, გონებრივი მდგომარეობის დარღვევებით, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით სისხლის პლაზმაში, ჰიპერთერმია ხშირად წარმოადგენს ანს-ის ადრეულ ნიშანს. ანს სიმპტომების გამოვლენისას, ყველა შემთხვევაში უნდა შეწყდეს ნეიროლეპტიკური თერაპია და გულმოდგინე ზედამხედველობის პირობებში იქნას დაწყებული დამხმარე თერაპია

ექსტრაპირამიდული სიმპტომები: პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ნეიროლეპტიკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ტრემორი, კუნთების რიგიდულობა, ბრადიკინეზია, აკატიზია, კუნთების მწვავე დისტონია ან ლარინგეალური დისტონია, მაგრამ არა პრევენციული თერაპიის წესით, რადგან მათი გამოყენება ამცირებს ჰალოპერიდოლის ეგფექტურობას.

გვიანი დისკინეზია: ისევე, როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენების შემხვევაში, და ჰალოპერიდოლის ხანგრძლივი გამოყენებისას ან მისი შეწყვეტისას, შესაძლოა წარმოიშვას გვიანი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბების უნებლიე რითმული ძაგძაგით. ეს ნიშნები ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მუდმივად ჰქონდეს და ასევე შეიძლება შეინიღბოს მკურნალობის განახლებით დოზის გაზრდის გზით ან სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატის დანიშვნით. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს.

ენის უნებლიე რითმული ძაგძაგი შეიძლება იყოს გვიანი დისკინეზიის ადრეული ნიშანი. მკურნალობის შეწყვეტამ ამ სტადიაზე, შეიძლება თავიდან აგვაცილოს აღნიშნული სინდრომის შემდგომი განვითარება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეიძლება აღენიშნოს დახურულკუთხოვანი გლაუკომას შეტევები, პერიოდულად - მხედველობის დაბინდბვა, აგრეთვე თვალის გუგების ტრიალი და არამკაფიო მხედველობა.

გულის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში - QT ინტერვალის პროლონგაცია ეკგ-ზე და/ან პარკუჭოვანი არითმიების წარმოშობა, მათ შორის `პირუეტის~ ტიპის არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის უეცარი გაჩერება, ექსტრასისტოლია. ასევე, გამოვლენილია უეცარი ლეტალური შედეგები. აღნიშნული დარღვევები შეიძლება აღმოაჩნდეს პაციენტებს, რომლებიც პრეპარატის დიდ დოზებს ღებულობენ ან რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სიტემის დაავადებები.

სისხლძარღვების მხრივ: პეროდულად დაიკვირვება არტერიული ჰიპოტენზია, უფრო იშვიათად – არტერიული ჰიპერტენზია. ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას, დაფიქსირებულია ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები, მათ შორის ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბი. მათი წარმოშობის სიხშირე უცნობია. გამოვლენილია ასევე ორთოსტატული ჰიპოტენზია,

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პერუიოდულად ვლინდება გულისრევის, პირღებინების დისპეფსიური მოვლენების შემთხვევები. ზოგჯერ - ყაბზობა, დისპეფსია, პირის ღრუს სიმშრალე და ნერწვის მომატებული გამოყოფა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმა, ყელის შეშუპება, ლარინგოსპაზმი.

ღვიძლის მხრივ: არის ერთეული შემთხვევები ღვიძლისმიერი ტესტების მაჩვენებლების გადახრებზე,Eღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატიტი, უპირატესად ქოლესტაზური, ქოლესტაზი. პერიოდულად შეიძლბა გამოვლინდეს სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: პერიოდულად – ოფლის გამოყოფის მომატება. უფრო იშვიათად – ჰიპერმგრძნობლობითი რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, ქავილი, პერიფერული შეშუპებები, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კისერმრუდობა, ტრიზმი, კუნთების კრთომა, კუნთების კრუნჩხვები, სიარულის დარღვევები, კუნთების სპაზმები, ძვალ-კუნთოვანი დაავადებები.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ძალზე იშვიათად ოლიგო- ან ამენორია, გალაქტიორეა და გინეკომასტია, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, დისკომფორტი და ტკივილი, მენორაგია, დისმენორეა, მენსტრუალუერი ციკლის დარღვევა. შესაძლოა წარმოიშვას სქესობრივი დისფუნქცია: ერექციის დარღვევა, ეაკულაციის დარღვევა, პრიაპიზმი.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა სხეულის მასის როგრც მომატება, ისე დაკლება.

ზოგადი პათოლოგიები და წამლის მიღებასთან დაკავშირებული მდგომარეობა: ძალზე იშვიათად სიარულის დარღვევა, სახის შეშუპება, ჰიპონატრიემია, ჰიპერთერმია, უეცარი სიკვდილი.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ხასიათდება ცნობილი ფარმაკოლოგიური და გვერდითი ეფექტებით. ჭარბი დოზით მიღების უმნიშვნელოვანესი სიმპტომებია: მძიმე ექსტრაპირამიდული დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, სედაციური ეფექტი. ექსტრაპირამიდული რეაქციები ვლინდება კუნთების რიგიდულობისა და საერთო ან ლოკალური ტრემორის სახით. არტერიუილი ჰიპერტენზია შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს, ვიდრე არტერიული ჰიპოტენზია.

ექსტრემალურ შემთხვევებში, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კომატოზური მდგომარეობა სუნთქვის დათრგუნვით და მწვავე ჰიპოტენზიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკისმაგვარი მდგომარეობა. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი, QT ინტერვალის პროლონგაციით.

მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია, შეიძლება გამოვიყენოთ აქტივირებული ნახშირი.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიათვის აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასუნთქი გზების გამტარობა ტრაქეოტომიის ან ინტუბაციის მეშვეობით. სუნთქვის უკმარისობისას შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

აუცილებელია ეკგ-ს და ჰემოდინამიკური სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი ნორმალური ეკგ-ს აღდგენამდე. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის სამკურნალოდ, აუცილებელია ვენაში საკმარისი რაოდენობის სითხის, სისხლის პლაზმის ან კონცენტრირებული ალბუმინის, აგრეთვე ვაზოპრესორული საშუალებების (დოფამინი ან ნორადენალინი) შეყვანა. ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ჰალოპერიდოლთან კომბინაციაში მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია. მწვავე ექსტრაპირამიდული ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია ანტიპარკინსონული საშუალებების (ბენზტროპინის მეზლატი, ზრდასრული პაციენტებში, დოზთ 1-2 მგ, ვენაში ან კუნთში) პარენტერალურად შეყვანა. ამ პრეპარტებს მოხსნა უნდა განხორციელდეს ფრთხილად, რადგან მათმა უეცარმა მოხსნამ შეიძლება ექსტრაპირამიდული დარღვევების რეციდივი გამოიწვიოს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: haloperidol

1 ტაბლეტი შეიცავს 1,5 მგ ჰალოპერიდოლს

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის ორჟანგი, კოლოიდური, უწყლო, მაგნიუმის სტერეატი, მაკროგოლი 4000.

წამლის ფორმა: ტაბლეტები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლით

შენახვის პირობები

3 წელი

შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიფსიქოზური პრეპარატები. ბუტიროფენონის წარმოებულები.

ATC კოდი: N05AD01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰალოპერიდოლი წარმოადგენს მაღალეფექტურ ნეიროლეპტიკს, განეკუთვნება ბუტიროფენონის წარმოებულებს. პრეპარატი ხასიათდება გამოკვეთილი ანტიფსიქოზური, პირღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჰალოპერიდოლის მოქმედება უკავშირდება ცენტრალური დოფამინური (D2) და ალფა-ადრენორეცეპტრორების ბლოკადას თავის ტვინის მეზოკორტიკალურ და ლიმბურ სტრუქტურებში. ჰიპოთალამუსის D2-რეცეპტორების ბლოკადა იწვევს სხეულის ტემპერატურის კლებასა და გალაქტორეას პროლაქტინის მომატებული პროდუცირების შედეგად. დოფამინური რეცეპტორების დათრგუნვა პირღებინების ცენტრის ტრიგერულ ზონაში, პირღებინების საწინააღმდეგო და გულისრევის საწინააღმდეგო მოქმედებებს განაპირობებს. ექსტრაპირამიდული სისტემის (ბაზალური განგლიები) დოფამინერგულ სტრუქტრურებთან ურთიერთქმედება ექსტრაპირამიდულ დარღვევებს იწვევს. პრეპარატი ავლენს ზომიერ სედაციურ ეფექტს ლიმბურ სისტემაზე ზემოქმედების გზით, ასევ ადუვანტურად მოქმედებს ქრონიკული ტკივილის მკურნალობისას.

ჰალოპერიდოლი არ ახდენს ანტიჰისტამინურ და ანტიოქოლინერგოულ მოქმედებებს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2 – 6 საათის შემდეგ. ჰალოპერიდოლის ბიოშეღწევადობა შეადგენს 60-70%-ს. ჰალოპერიდიოლის 92% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. თერაპიული ეფექტის მისაღწევად, პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უნდა იყოს 4-დან 20-25 მკგ/ლ-მდე ფარგლებში

ჰალოპერიდოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. მეტაბოლიტი არააქტიურია. ჰალოპერიდოლი გამოიყოფა შარდთან (40%) და განავალთან (60%) ერთად ჰალოპერიდოლის დაახლოებით 1% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. თანაბარზომიერი განაწილების მოცულობა დიდია (7,9 ± 2,5 ლ/კგ). პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი პერორალური მიღების შემდეგ, შეადგენს დაახლოებით 24 საათს (12–38 სთ).

ჰალოპერიდოლი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

Gსამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

Hჰალოპრილი

(HALOPRIL)

შემადგენლობა:

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

ზრდასრული პირები:

შიზოფრენია: სიმპტომების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა;

სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით – პარანოიდული;

მანიები და ჰიპომანიები;

ფსიქიკური და ქცევითი პრობლემები, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა და თვითდასახიჩრებისადმი მიდრეკილება გონებრივად ჩამორჩენილ და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში;

დამხმარე თერაპიის სახით ფსიქომოტორული აგზნებადობის (ზომიერი და მძიმე ხარისხის), მღელვარებების, ძალადობრივი ან სახიფათო იმპულსური ქცევების მოკლევადიანი მკურნალობისათვის;

თავშეუკავებელი სლოკინი;

მოუსვენრობა და აგზნებადობა ხანდაზმული ასაკის პაციენტებში;

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი და მძიმე ტიკები.

უკუჩვენებები

კომატოზური მდგომარეობა; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის ტოქსიკური წარმომავლობის (ალკოჰოლური ან მედიკამენტოზური) მწვავე დათრგუნვა; ენდოგენური დეპრესიები აგზნების გარეშე; ასთენია; ნევროზები; სპასტიკური ქცევები ბაზალური განგლიების დაზიანების გამო (ჰემიპლეგია, სკლეროზი); პარკინსონის დაავადება; პათოლოგიური პროცესი ბაზალური განგლიების ლოკალიზაციის უბანში.

მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ჰალოპერიდოლის ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების ან ბუტიროფენონის სხვა წარმოებულების მიმართ.

გულის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაავადებები (მაგალითად გადატანილი მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის გამო; გულის დეკომპენსირებული უკმარისობა; არითმიის მკურნალობა Iა და III ჯგუფის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებით); QTc ინტერვალის გახანგრძლივება; პარკუჭოვანი არითმია ანამნეზში ან “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი არითმია; კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრადიკარდია; II და III ხარისხის გულის ბლოკადა და არაკონტროლირებადი ჰიპოკალიემია; QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატებისა და ჰალოპრილის ერთდროულად მიღება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

იმ პრეპარატების კომბინირებული მიღება, რომლებიც ელექტროლიტების ბალანსის დარღვევას იწვევენ, მომატებულ სიფრთხილეს საჭიროებს პარკუჭოვანი არითმიების განვითარების შესაძლო რისკის გამო.

ჰალოპერიდოლი ხელს უწყობს ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატების, ოპიოიდური ანალგეტიკების, ძილისმომგვრელი საშუალებების, ანტიდეპრესანტების, სანარკოზე პრეპარატების, ალკოჰოლის დამთრგუნავ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჰალოპერიდოლისა და ამ პრეპარატების კომბინირებულად მიღებამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.

ჰალოპერიდოლისა და მეთილდოპის ერთდროულად მიღება აძლიერებს ჰალოპერიდოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ლევოდოფასთან) ერთად მიღებამ შეიძლება შეასუსტოს ამ საშუალებების კლინიკური ეფექტი დოფამინერგიულ სტრუქტურებზე ანტიანტაგონისტური ზემოქმედების გამო.

ჰალოპერიდოლი ანელებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც იზრდება მათი დონე სისხლის პლაზმში და იმატებს ტოქსიკურობა.

ქინიდინი, ბუსპირონი, ფლუოქსეტინი, ზომიერად ზრდიან ჰალოპერიდოლის კონცენტრაციას სისხლში, ამიტომ ამ პრეპარატებთან ერთად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ჰალოპერიდოლის დოზა უნდა შემცირდეს.

P450 ციტოქრომასა და CYP 2D6 სისტემის ფერმენტების ინჰიბიტორებს შეუძლიათ გაზარდონ ჰალოპერიდოლის დონე სისხლის პლაზმაში.

ჰალოპერიდოლისა და იმ პრეპარატების კომბინირებული მიღება, რომლებმაც, როგორც ცნობილია, შეიძლება QT ინტერვალის გახანგრძლივება გამოიწვიონ (Iა და III ჯგუფის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები, დარიშხანის ტრიოქსიდი, ჰალოფანტრინი, ლევომეტადილის აცეტატი, მეზორიდაზინი, თიორიდაზინი, პიმოზიდი, სპარფლოქსაცინი, ჰატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, დოლანსეტრონის მეზილატი, მეფლოქსინი, სერტინდოლი ან ციზაპრიდი), უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~).

ჰალოპერიდოლის ხანგრძლივი მიღება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებს წარმოადგენენ (კარბამაზეპინი, რიფამპიცინი ან ფენობარბიტალი), იწვევს ჰალოპერიდოლის დონის მნიშვნელოვან შემცირებას სისხლის პლაზმაში. ამ პრეპარატების კომბინირებული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის დოზის გაზრდა, მაგრამ, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების მოხსნის შემდეგ, ჰალოპერიდოლის დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს.

ჰალოპერიდოლისა და ლითიუმის მარილების ერთდროული მიღებისას, იშვიათი იყო ცნობები შემდეგი სიმპტომების წარმოშობის შესახებ: ენცეფალოპათია, ექსტრაქპირამიდული რეაქციები, გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, თავის ტვინის Fღეროს მხრივ დარღვევები, მწვაეე ტვინისმიერი სინდრომი და კომა. ამ სიმპტომების უმეტესობას ჰქონდა შექცევადი ხასიათი. ცნობილი არ არის, მიეკუთვნება თუ არა ეს სიმპტომები ცალკე ნოზოლოგიურ ჯგუფს. აღნიშნული სიმპტომების წარმოშობისას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ ლითიუმსა და ჰალოპერიდოლს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ჰალოპერიდოლი ზემოქმედებას ახდენს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (ფენინდიონი) აქტივობაზე. ამიტომ, მათი ერთდროული მიღებისას, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების დოზა აუცილებლად უნდა დაკორექტირდეს. დადგენილია მისი ანტაგონისტური მოქმედება ფენინდიონის ანტიკოაგულაციურ ეფექტზე. ჰალოპერიდოლმა შეიძლება შეამციროსადრენალინისა და სხვა სიმპათომიმეტიკების მოქმედების ინტენსივობა და გამოიწვიოს არტერიული წნევის შემცირება ალფა-ბლოკატორების (გუანეტიდიონი) გამოყენებისას.

ჰალოპერიდოლმა შეიძლება დაარღვიოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტი მათთან ერთად მიღებისას და შეამციროს ამ პრეპარატების დონე სისხლის პლაზმაში. ასევე, შესაძლოა სწარმოიშვას კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის მომატების აუცილებლობა.

ნატრიუმის ვალპროატი, რომელიც არის გლუკურონიზაციის ცნობილი ინჰიბიტორი, არ ახდენს გავლენას ჰალოპერიდოლის დონეზე სისხლიოს პლაზმაში.

გამოყენების თავისებურებები

რამდენადაც, ჰალოპერიდოლით მკურნალობის პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს QT ინტერვალის პროლონგაციას ეკგ-ზე, საჭიროა შეფასდეს ამ პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობა იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, აღინიშნება მათ ოჯახებში უეცარი ლეტალური შემთხვევები და/ან QT ინტერვალის პროლონგაცია ანამნეზში. ასეთ შემთხვევებში, თერაპიის დაწყებამდე, აუიცილებელია ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~). მკურნალობის პროცესში ეკგ-ის მონიტორინგის აუცილებლობა დგინდება ინდივიდუალურად.

სუბანაქროიდული სისხლჩაქცევების მქონე, მოშიმშილე პაციენტებში, პირებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და აქვთ არაკორეგირებული ელექტოლიტური დარღვევები, ეკგ მონიტორინგი და კალიუმის დონეზე დაკვირვება უნდა ჩატარდეს ყურადღებით, განსაკუთრებით - მკურნალობის საწყის ფაზაში, მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული პრეპარატის თანაბარი კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ელექტრლიტების ბალანსის დარღვევამ შეიძლება გაზარდოს პარკუჭოვანი არითმიების რისკი, ამიტომ, რეკომენდირებულია ელექტროლიტების რეგულარული მონიტორინგი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც დიურეტიკებს ღებულობენ. მკუნალობის პერიოდში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, თუკი აღინიშნება QT ინტერვალის პროლონგაცია, და უნდა შეწყდეს თუ QT > 500 მწმ.

თავიდან უნდა ავიცილოთ თანმხლები თერაპია სხვა ნეიროლეპტიკებით.

ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პაცოენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, მათ შორის ჰალოპერიდოლს, აღნიშნულია უეცარი ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევები. ჩვიდმეტი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ანალიზმა (მოდალური ხანგრძლივობა – 10 კვირა), გვიჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობდნენ, სიკვდილიანობის რისკი 1,6-1,7-ჯერ მეტია ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. 10-კვირიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევისას ტიპიური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, სიკვდილიანობის დონე შეადგენდა დაახლოებით 4,5%-ს იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში კი 2,6%-ს. თუმცაღა, სიკვდილის მიზეზები სხვადასხვა იყო, უმეტეს შემთხვევებში – გულ-სისხძარღვთა (მაგალითად გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგალიად პნევმონია) ბუნებისა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ისევე როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების შემთხვევაში, ჩვეულებრივი ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურალობის დროსაც შეიძლება გაიზარდოს სიკვდილიანობის რისკი. ამასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, გამოკვლევებში გამოვლენილი სიკვდილიანობის მომატება ნეიროლეპტიკების მოხმარებას უკავშირდება თუ პაციენტების ზოგიერთ მახასიათებელზეა დამოკიდებული.

ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას, გამოვლენილია ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევები. იმის გამო, რომ პაციენტებში, რომლებსაც ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობენ, ხშირად ვლინდება ვენური თრომბოემბოლიების რისკის შეძენილი ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია, რომ მკურნალობის დაწყებამდე განისაზღვროს, ჰალოპერიდოლით მკურნალობის პროცესში საჭიროა პროფილაქტიკური ზომების მიღება

ზოგიერთ პაციენტში გამოვლენილია ტაქიკარდიისა და ჰიპოტონიის შემთხვევები.

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი. ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილიც დაკავშირებულია ავთვისებიან ნეიროლეპტიკურ სინდრომთან: იშვიათი და იდიოსინკრაზიული შემთხვევა. ანტიფსიქოზური პრეპასრატების გამოყენებისას დადგენილია ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის წერმოშობა (ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების საერთო რიგიდულობით, ვეგეტატიური არასტაბილურობით, გონებრივი მდგომარეობის დარღვევებით, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით სისხლის პლაზმაში) დამატებითი ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობას. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობა ამ სიმპტომების წარმოშობისთანავე უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი დამხმარე თერაპია (მაგალითად დანტროლენის ვენური ინფუზია).

ლეტალური შედეგის გაზრდილი რისკი ხანდაზმულ დემენციის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულ დემენციის მქონე პაციენტებს, რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს ღებულობდნენ, გამოუვლინდათ უმნიშვნელოდ გაზრდილი რისკი ლეტალური შედეგის წარმოშობის მიმართ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ამ პრეპარატებით არ მკურნალობდნენ, ასეთი რისკისა და მისი მომატების მიზეზების შესახებ მონაცემები, არასაკმარისია. ჰალოპერიდოლი არაა ნაჩვენები დემენციის ფონზე ქცევითი დარღვევების სამკურნალოდ.

ზოგიერთ პაციენტში გამოვლენილია ტაქიკარდიისა და ჰიპოტონიის შემთხვევები.

ზოგიერთ პაცენტს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს ან უწყდებათ მკურნალობა, შეიძლება განუვითარდეს გვიანი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბების უნებლიე რითმული ძაგძაგით. ეს ნიშნები ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მუდმივად ჰქონდეს და ასევე შეიძლება შეინიღბოს მკურნალობის განახლებით დოზის გაზრდის გზით ან სხვა ანტიფსიქოზური პრეპარტის დანიშვნით. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს. ხანდაზმული პაციენტების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მიანიშნებს ექსტრაპირამიდული სიმტომების, მათ შორის გვიანი დისკინეზიისა და სედაციის განვითარების რისკზე. ხანგრძლივი თერაპიის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიძებნება.

ისევე როგორც ყველა სხვა ნეიროლეპტიკის შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ექსტრაპირამიდული სიმპტომები: ტრემორი, კუნთების მოქნილობის შეზღუდვა, ნერწყვის მომეტებული გამოყოფა, ბრადიკინეზია, აკატიზია, მწვავე დისტონია.

ეპილეფსიისა და კრუნჩხვების მიმართ მომეტებული მიდრეკილების მქონე პაციენტებისათვის (როგორც ალკოჰოლური, ისე სხვა გენეზის ქრონიკული ინტოქსიკაცია, ქალა-ტვინის ტრავმა ანამნეზში) ჰალოპერიდოლი სიფრთხილის დაცვით უნდა დაინიშნოს.

შიზოფრენიის მქონე პაციენტები ანტიფსიქოზურ თერაპიაზე დაყოვნებით რეაგირებენ ჰალოპერიდოლით მკურნალობის დასრულების შემდეგ, სიმპტომები განმეორებით ვლინდება მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობის კურსის უეცარმა შეწყვეტამ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პაციენტს დიდი დოზა ეძლევა, შეიძლება გამოიწევიოს წამლის მოხსნის სიმპტომები (გულისრევა, პირღებინება, უძილობა) და ასევე დავადების რეციდივი. ამიტომ, პრეპარატი უნდა მოიხსნას თანდათანობით, დოზის კლებით.

პაციენტებს, რომლებსაც ფსიქოპათოლოგიური დარღვევებისას აღენიშნება დეპრესია და ფსიქოზი, ჰალოპერიდოლი უნდა მიეცეს ანტიდეპრესანტებთან კომბიონაციაში.

ჰალოპერიდოლისა და ანტიპარკინსონული საშუალებების კომბინირებული თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში, ჰალოპერიდოლის მოხსნის შემდეგ, ანტიპარკინსონული საშუალებებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ექსტრაპირამიდული ნიშნების გაძლიერება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანტიპარკინსონული საშუალებების გამოყოფის სიჩქარე მაღალია. გასათვალისწინებელია, რომ ჰალოპერიდოლისა და ანტიქოლინერგიული პრეპარატების (მათ შორის ანტიპარკინსონული საშუალებების) კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება თვალის შიდა წნევის მომატება გამოიწვიოს.

ჰალოპერიდოლი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც CYP 2D6-ის `ნელ მეტაბოლიზატორებს” წარმოადგენენ, აგრეთვე P450 ციტოქრომას ინჰიბიტორების გამოყენებისას.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, როდესაც ჰალოპერიდოლი გამოიყენება ღვიძლის პათოლოგიების დროს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, აუცილებელია სისხლის სურათისა და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

ასევე სიფრთხილის დაცვაა საჭირო ჰალოპერიდოლის მიცემისას ღვიძლის უკმარისობისა და ფეოქრომოციტომას მქონე პაციენტებისათვის.

თიროქსინი ამაღლებს ჰალოპერიდოლის ტოქსიკურობას, ამიტომ ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებისათვის იგი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ადეკვატური თირეოსტატიკური თერაპიის სახით.

ანტიფსიქოზური ნეიროლეპტიკების ჰორმონალური ეფექტები მოიცავს ჰიპერპროლაქტინემიას, რამაც შესაძლოა გალაქტორეა გამოიწვიოს, გინეკომასტიას და ოლიგო- ან ამენორეას. დაფიქსირებულია ჰიპოგლიკემიისა და ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები.

ამ პრეპარატით მკურნალობისას, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ჰალოპერიდოლით მკურნალობის დაწყებისას და განსასკუთრებით – მისი დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა ხარისხის სედაციები და ყურადღების დაქვეითება, რომლებიც სპირტიანი სასმელების მიღებასთან ერთად ძლიერდება.

ლაქტოზისადმი აუტანლობის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰალოპრილის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას დამხმარე ნივთიერების სახით, ამიტომ გალაქტოზისადმი აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმის, ლაქტოზას უკმარისობის და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარტის მიცემა არ შეიძლება.

დამხმარე ნივთიერების სახით, პრეპარატის შემადგენლობაში შედის სიმინდის სახამებელი. ამიტომ, გლუტენის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან აუტანლობის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარტის მიღება არ შეიძლება.

მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში

ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ სავარაუდო სარგებელი უფრო მაღალია ვიდრე შესაძლო ტერატოგენური ეფექტი. ორსულობის III ტრიმესტრში, რისკს ექვემდებარება არასასურველი ეფექტები, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომები ან პრეპარატის მოხსნის სინდრომი, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის ხარისხითა და ხანგრძლივობით. ბავშვის დაბადების შემდეგ აღნიშნულია ასევე აგზნებადობის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დეპრესიის, საკვების მონელების დარღვევების შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობის პერიოდში. ჰალოპერიდოლი აღწევს დედის რძეძი, ამიტომ, ამ პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ჰალოპრილმა, განსაკუთრებთ კი მისმა მაღალმა დოზებმა და თერაპიის საწყის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს სედაციური ეფექტი და ყურადღების დაქვეითება, ეს ეფექტები კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლის ზემოქმედებით. ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, მანამ, სანამ არ დადგინდება მათი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

მიღების წესი და დოზები

პრეპარატი არის შიგნით მისაღები. პაციენტს ეძლევა ჭამის დროს ან მის შემდეგ, ერთი სავსე ჭიქა წყლის დაყოლებით.

პრეპარატის დოზა ყველა ჩვენებისათვის დგინდება ინდივიდუალურად, ზედამხედველი ექიმის მკაცრი მეთვალყუირეობით. საწყისი დოზის განსაზთღვრისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სიმპტომების სიმძიმე, ადრინდელი პასუხი ნეიროლეპტიკებზე

ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტებისთვის და იმ პირებისათვის, რომლებსაც ადრე დადგენილი ჰქონდათ გვერდითი რეაქციები ნეიროლეპტიკებზე, შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის უფრო მცირე დოზა. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ზრდასრული პირების დოზის ნახევარს, შემდეგ კი თანდათან უნდა დაკორექტირდეს თერაპიაზე ოპტიმალური პასუხის მისაღწევად. ყურადღება უნდა მიექცეს ღვიძლის ფუნქციას, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში დოზა აუცილებლად უნდა შემცირდეს.

ჰალოპერიდოლი საჭიროა დაინიშნოს კლინიკურად ეფექტური უმცირესი დოზით.

ზრდასრული პირები.

შიზოფრენია, ფსიქოზები, მანია, ჰიპომანია, ფსიქიკური ან ქცევითი პრობლემები, ფსიქომოტორული აგზნებადობა, მღელვარება, ძალადობრივი ან სახიფათო იმპულსური ქცევები, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები.

საწყისი დოზა

ზომიერი სიმპტომებისას: 1,5 – 3 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით.

მძიმე სიმპრომატიკის / რეზისტენტული პაციენტების შემთხვევაში: 3 – 5 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით.

საწყისი დოზა შეიძლება მიეცეს მოზარდ და რეზისტენტული შიზოფრენიის მქონე პაციენტებს, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ 30 მგ/დღეში დოზა.

დამხმარე თერაპია: სიმპტომების დამაკმაყოფილებელი კონტროლის მიღწევის შემდეგ, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მინიმალურ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე, უპირატესად – 5 ამ 10 მგ/დღე დოზამდე. დოზის ძალზედ სწრაფი შემცირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

მოუსვენრობა და მღელვარება ხანდაზმული ასაკის პირებში

საწყისი დოზა: 1,5 – 3 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის ტიტრაცია ეფექტური შემანარჩუნებელი დოზის მისაღწევად (1,5 – 30 მგ/დღეში).

ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, მძიმე ტიკები, თავშეუკავებელი სლოკინი

საწყისი დოზა: 1,5 – 3 მგ/დღეში, 3 მიღებაზე განაწილებით, რაც უნდა დარეგულირდეს თერაპიაზე პასუხის მიხედვით. ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ყოველდღიური შემანარჩუნებელი 10 მგ-ანი დოზა.

ბავშვები. მოცემული დოზირებით, ეს პრაპარატი ბავშვებს არ ეძლევათ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: ხასიათდება ცნობილი ფარმაკოლოგიური და გვერდითი ეფექტებით. ჭარბი დოზით მიღების უმნიშვნელოვანესი სიმპტომებია: მძიმე ექსტრაპირამიდული დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, სედაციური ეფექტი. ექსტრაპირამიდული რეაქციები ვლინდება კუნთების რიგიდულობისა და საერთო ან ლოკალური ტრემორის სახით. არტერიუილი ჰიპერტენზია შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს, ვიდრე არტერიული ჰიპოტენზია.

ექსტრემალურ შემთხვევებში, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კომატოზური მდგომარეობა სუნთქვის დათრგუნვით და მწვავე ჰიპოტენზიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკისმაგვარი მდგომარეობა. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკი, QT ინტერვალის პროლონგაციით.

მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია, შეიძლება გამოვიყენოთ აქტივირებული ნახშირი.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიათვის აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასუნთქი გზების გამტარობა ტრაქეოტომიის ან ინტუბაციის მეშვეობით. სუნთქვის უკმარისობისას შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

აუცილებელია ეკგ-ს და ჰემოდინამიკური სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი ნორმალური ეკგ-ს აღდგენამდე. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის ან სისხლის მიმოქცევის უკმარისობის სამკურნალოდ, აუცილებელია ვენაში საკმარისი რაოდენობის სითხის, სისხლის პლაზმის ან კონცენტრირებული ალბუმინის, აგრეთვე ვაზოპრესორული საშუალებების (დოფამინი ან ნორადენალინი) შეყვანა. ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ჰალოპერიდოლთან კომბინაციაში მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე არტერიული ჰიპოტენზია. მწვავე ექსტრაპირამიდული ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია ანტიპარკინსონული საშუალებების (ბენზტროპინის მეზლატი, ზრდასრული პაციენტებში, დოზთ 1-2 მგ, ვენაში ან კუნთში) პარენტერალურად შეყვანა. ამ პრეპარტებს მოხსნა უნდა განხორციელდეს ფრთხილად, რადგან მათმა უეცარმა მოხსნამ შეიძლება ექსტრაპირამიდული დარღვევების რეციდივი გამოიწვიოს.

გვერდითი რეაქციები

ხანმოკლე პერიოდში ჰალოპერიდოლს მცირე დოზებით მიღებისას (1 – 2 მგ დღეში), გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება, გამოიხატება სუსტად და აქვთ გარდამავალი ხასიათი. დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას კი გვერდითი ეფექტები უფრო ხშირად ფიქსირდება და უმეტეს შემთხვევებში ისინი ნევროლოგიური ხასიათისაა.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არსებობს მონაცემები სისხლის ფორმული ელემენტების რიცხვის უმნიშვნელო და გარდამავალი კლების შესახებ. ძალზე იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება აგრანულიციტოზი და თრომბოციტოპენია; გარდამავალი ლეიკოპენია, როგორც წესი – ჰალოპერიდოლისა და სხვა პრეპარტების კომბინირებული გამოყენებისას; ნეიტროპენია; ლეიკოციტოზი; პანციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციაების იშვიათი შემთხვევები.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ანტიფსიქოზური მოქმედების ნეიროლეპტიკების ჰორმონალური გვერდითი რეაქციები - შესაძლოა ჰიპერპროლაქტინემია, რაც იწვევს ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატურ სეკრეციას.

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ: მადის დაკარგვა, იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია და დაქვეითდეს ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეცია.

ფსიქიკური დარღვევები: დეპრესია, აჟიტაცია, უძილობა, გონების დაბინდვა, ფსიქოზური სიმპტომების გამწვავება, აგზნებადობა, ლიბიდოს დაქვეითება.

ნერვული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - სედაციური ეფექტი, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მწვავე ეპილეფსიური შეტევები, ჰიპერკინეზია, ოკულოგირული კრიზები, დისკინეზია, ბრადიკინეზია, ჰიპოკინეზია, აკინეზია, ნიღბისებრი სახე, ნისტაგმი, ჰიპერტონია, მოდუნება, კუნთების უნებლიე შეკუშვები, პარკინსონიზმი, კარდიონევროზი.

ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი (ანს): ანტიფსიქოზური საშუალებების, კერძოდ ჰალოპერიდოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანს. ეს იშვიათი იდიოსინკრაზია ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების საერთო რიგიდულობით, ვეგეტატიური არასტაბილურობით, გონებრივი მდგომარეობის დარღვევებით, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით სისხლის პლაზმაში, ჰიპერთერმია ხშირად წარმოადგენს ანს-ის ადრეულ ნიშანს. ანს სიმპტომების გამოვლენისას, ყველა შემთხვევაში უნდა შეწყდეს ნეიროლეპტიკური თერაპია და გულმოდგინე ზედამხედველობის პირობებში იქნას დაწყებული დამხმარე თერაპია

ექსტრაპირამიდული სიმპტომები: პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ნეიროლეპტიკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები: ტრემორი, კუნთების რიგიდულობა, ბრადიკინეზია, აკატიზია, კუნთების მწვავე დისტონია ან ლარინგეალური დისტონია, მაგრამ არა პრევენციული თერაპიის წესით, რადგან მათი გამოყენება ამცირებს ჰალოპერიდოლის ეგფექტურობას.

გვიანი დისკინეზია: ისევე, როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენების შემხვევაში, და ჰალოპერიდოლის ხანგრძლივი გამოყენებისას ან მისი შეწყვეტისას, შესაძლოა წარმოიშვას გვიანი დისკინეზია. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბების უნებლიე რითმული ძაგძაგით. ეს ნიშნები ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მუდმივად ჰქონდეს და ასევე შეიძლება შეინიღბოს მკურნალობის განახლებით დოზის გაზრდის გზით ან სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატის დანიშვნით. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს.

ენის უნებლიე რითმული ძაგძაგი შეიძლება იყოს გვიანი დისკინეზიის ადრეული ნიშანი. მკურნალობის შეწყვეტამ ამ სტადიაზე, შეიძლება თავიდან აგვაცილოს აღნიშნული სინდრომის შემდგომი განვითარება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შეიძლება აღენიშნოს დახურულკუთხოვანი გლაუკომას შეტევები, პერიოდულად - მხედველობის დაბინდბვა, აგრეთვე თვალის გუგების ტრიალი და არამკაფიო მხედველობა.

გულის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ტაქიკარდია და ჰიპოტენზია, იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებში - QT ინტერვალის პროლონგაცია ეკგ-ზე და/ან პარკუჭოვანი არითმიების წარმოშობა, მათ შორის `პირუეტის~ ტიპის არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გულის უეცარი გაჩერება, ექსტრასისტოლია. ასევე, გამოვლენილია უეცარი ლეტალური შედეგები. აღნიშნული დარღვევები შეიძლება აღმოაჩნდეს პაციენტებს, რომლებიც პრეპარატის დიდ დოზებს ღებულობენ ან რომლებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სიტემის დაავადებები.

სისხლძარღვების მხრივ: პეროდულად დაიკვირვება არტერიული ჰიპოტენზია, უფრო იშვიათად – არტერიული ჰიპერტენზია. ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას, დაფიქსირებულია ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები, მათ შორის ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბი. მათი წარმოშობის სიხშირე უცნობია. გამოვლენილია ასევე ორთოსტატული ჰიპოტენზია,

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პერუიოდულად ვლინდება გულისრევის, პირღებინების დისპეფსიური მოვლენების შემთხვევები. ზოგჯერ - ყაბზობა, დისპეფსია, პირის ღრუს სიმშრალე და ნერწვის მომატებული გამოყოფა.

სუნთქვის სისტემის მხრივ: ქოშინი, ბრონქოსპაზმა, ყელის შეშუპება, ლარინგოსპაზმი.

ღვიძლის მხრივ: არის ერთეული შემთხვევები ღვიძლისმიერი ტესტების მაჩვენებლების გადახრებზე,Eღვიძლის მწვავე უკმარისობა, ჰეპატიტი, უპირატესად ქოლესტაზური, ქოლესტაზი. პერიოდულად შეიძლბა გამოვლინდეს სიყვითლე.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: პერიოდულად – ოფლის გამოყოფის მომატება. უფრო იშვიათად – ჰიპერმგრძნობლობითი რეაქციები კანზე გამონაყარის სახით, ქავილი, პერიფერული შეშუპებები, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კისერმრუდობა, ტრიზმი, კუნთების კრთომა, კუნთების კრუნჩხვები, სიარულის დარღვევები, კუნთების სპაზმები, ძვალ-კუნთოვანი დაავადებები.

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ: ძალზე იშვიათად ოლიგო- ან ამენორია, გალაქტიორეა და გინეკომასტია, სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, დისკომფორტი და ტკივილი, მენორაგია, დისმენორეა, მენსტრუალუერი ციკლის დარღვევა. შესაძლოა წარმოიშვას სქესობრივი დისფუნქცია: ერექციის დარღვევა, ეაკულაციის დარღვევა, პრიაპიზმი.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლოა სხეულის მასის როგრც მომატება, ისე დაკლება.

ზოგადი პათოლოგიები და წამლის მიღებასთან დაკავშირებული მდგომარეობა: ძალზე იშვიათად სიარულის დარღვევა, სახის შეშუპება, ჰიპონატრიემია, ჰიპერთერმია, უეცარი სიკვდილი.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე

შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი: შპს `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის მისამართი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქუჩა 41

ბოლო რედაქტირების თარიღი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა