პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ჰალოპრილი

Halopril

რეცეპტით5მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

შიზოფრენია: სიმპტომების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა. სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით – პარანოიდული. მანია და ჰიპომანია. ფსიქიური და ქცევითი პრობლემები, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა და თვითდაზიანებები გონებრივად ჩამორჩენილ და ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ჰალოპერიდოლი (haloperidol)
ფორმა და შეფუთვა
5მგ/მლ 1მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბუტიროფენონის წარმოებულები
ATC კოდი
N05AD01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038795
რეგისტრირებულია
15 აგვისტო 2023, მოქმედებს 15 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაჰალოპრილი და სხვა წამალი ერთად

ჰალოპრილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

შიზოფრენია: სიმპტომების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა.

სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით – პარანოიდული.

მანია და ჰიპომანია.

ფსიქიური და ქცევითი პრობლემები, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა და თვითდაზიანებები გონებრივად ჩამორჩენილ და ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში.

დამხმარე თერაპია ზომიერი და მძიმე ხარისხის ფსიქონოტორული აგზნების, მღელვარების ძალადობრივი ან სახიფათო იმპულსური ქცევების მოკლევადიანი მკურნალობისას.

გულისრევა და პირღებინება.

მიღების წესი და დოზირება

ჰალოპრილის საინექციო ხსნარი შეიყვანება მხოლოდ კუნთში. პრეპარატის დოზები ყველა მახასიათებლისათვის დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. საწყისი დოზის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ასაკი, სიმპტომების სიმძიმე და წინასწარი პასუხი ნეიროლეპტიკებზე.

ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტების და იმ პირებისათვის, რომლებსაც ადრე დადგენილი ჰქონდათ გვერდითი რეაქციები ნეიროლეპტიკებზე, შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის უფრო მცირე დოზა. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ზრდასრული პირების დოზის ნახევარს, შემდეგ კი თანდათან უნდა დაკორექტირდეს თერაპიაზე ოპტიმალური პასუხის მისაღწევად.

ჰალოპერიდოლი საჭიროა დაინიშნოს კლინიკურად ეფექტური უმცირესი დოზით.

მოზრდილი პირები.

როგორც ანტიფსიქოზური საშუალება შიზოფრენიის, ფსიქოზების, მანიის, ჰიპომანიის, თავის ტვინის ორგანული დაზიანებების (სიმპტომებზე დამოკიდებულებით) სამკურნალოდ, აგრეთვე ფსიქომოტორული აგზნებადობის შესასუსტებლად ფსიქიური ან ქცევითი დარღვევებისას, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა, თვითდასახიჩრება გონებრივად ჩამორჩენილ და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში (სიმპტომებზე დამოკიდებულებით), ძალადობრივი ან საშიში იმპულსური ქცევა

დოზა

5მგ დოზის პრეპარატის შეყვანა კუნთქვეშ შეიძლება გამეორდეს საათში ერთხელ, სიმპტომების ადეკვატური კონტროლის ან მაქსიმალური დღიური 20მგ დოზის მისაღწევად.

აუცილებელია, რომ კუნთში შეყვანა შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიცვალოს პრეპარატის პერორალური მიღებით, შესაბამისი წამლის ფორმით.

გულისრევა, პირღებინება: 1-2 მგ კუნთში.

ჰალოპრილი, საინექციო ხსნარი თავსებადია:

  • 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან (ნარევი ვარგისია გამოსაყენებლად 2 საათის განმავლობაში)
  • რინგერის ხსნართან (ნარევი ვარგისია გამოსაყენებლად 4 საათის განმავლობაში)
  • 5% გლუკოზის ხსნართან (ნარევი ვარგისია გამოსაყენებლად 8 საათის განმავლობაში)

ბავშვები

ბავშვებისათვის ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია

უკუჩვენებები

მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კომატოზური მდგომარეობა; ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მოქმედებით გამოწვეული მწვავე დეპრესიების მქონე პაციენტები; ენდოგენური დეპრესიები აგზნების გარეშე; პარკინსონის დაავადება, ასტენია, ნევროზები და სპასტიკური ქცევები ბაზალური განგლიების დაზიანების გამო (ჰემიპლეგია, სკლეროზი)

გულის მძიმე კლინიკური დაავადებები (მაგალითად მწვავე მიოკარდის ინფარქტი ახლო წარსულში, გულის არაკომპენსირებადი უკმარისობა, არითმიის მკურნალობა Iა და III ჯგუფის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებით). QTc ინტერვალის გახანგრძლივება, არითმიების ან `პირუეტის~ ტიპის არითმიის მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პირები, განუკურნებელი ჰიპოკალიემია, სხვა ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს; დეპრესია, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები მათი ფუნქციის გამოკვეთილი დარღვევით.

დადასტურებული ან სავარაუდო ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება.

პარენტერალური მიცემა ბავშვებისათვის.

სიფრთხილის ზომები

მკურნლობის დაწყებამდე საჭიროა გაკეთდეს ეკგ (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~)

მკურნალობის პროცესში ეკგ-ის მონიტორინგი ხორციელდება პაცინტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკუნალობის პერიოდში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, თუკი დაიკვირვება QT ინტერვალის პროლონგაცია, და უნდა შეწყდეს, თუ QT > 500

რეკომენდირებულია ჩატარდეს სისხლში ელექტროლიტების დონის პერიოდული კონტროლი.

თავიდან უნდა ავიცილოთ თანმხლები თერაპია სხვა ნეიროლეპტიკებით.

აღნიშნულია იშვიათი შემთხვევები პაციენტების გარდაცვალების შესახებ, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, მათ შორის ჰალოპრილს.

ასევე დაფიქსირებულია ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს ღებულობდნენ. არც თუ იშვიათად, პაციენტებში რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს ღებულობდნენ, დაიკვირვება ვენური თრომბოემბოლიისაგან გამოწვეული რისკის ფაქტორები. ამიტომ, საჭიროა ყველა ასეთი შესაძლო ფაქტორის იდენტიფიცირება ჰალოპრილით მკურნალობის დაწყების წინ და პროცესში, და შესაბამისი პროფლაქტიკური ზომების მიღება.

გამოკვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში, რომლებიც ნეიროლეპტიკებით მკურნალობდნენ, სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად დიდია იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ამგვარი თერაპია არ გაუვლიათ. არასაკმარისად მოიპოვება მონაცემები საიმისოდ, რათა ზუსტად შევაფასოთ ამგვარი რისკები. ასევე უცნობია რისკების ამაღლებს მიზეზი. ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილი ასევე შეიძლება იყოს იშვიათი და იდიოსინკრაზიული ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის გამომწვევი. ჰალოპრილი არ არის რეკომენდირებული დემენციასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში და პირებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ პრეპარტებს ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაღალი რისკი დაიკვირვება. ჩვიდმეტი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ანალიზი პლაცებოსთან შედარებით (მოდალური ხანგრძლივობა - 10 კვირა) ძირითადად იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობდნენ, გვიჩვენებს, რომ მათი სიკვდილიანობის რისკი 1,6-1,7-ჯერ მეტია ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით. 10-კვირიანი კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევისას ტიპიური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, სიკვდილიანობის დონე შეადგენდა დაახლოებით 4,5%-ს იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში კი 2,6%-ს. თუმცაღა, სიკვდილის მიზეზები სხვადასხვა იყო, უმეტეს შემთხვევებში – გულ-სისხძარღვთა (მაგალითად გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგალითად პნევმონია) ბუნებისა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ისევე როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების შემთხვევაში, ჩვეულებრივი ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურალობის დროსაც შეიძლება ამაღლდეს სიკვდილიანობის რისკი. ამასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, გამოკვლევებში გამოვლენილი სიკვდილიანობის ამაღლება ნეიროლეპტიკების მოხმარებას უკავშირდება თუ პაციენტების ზოგიერთ მახასიათებელზეა დამოკიდებული.

გულ-სისხლძარღვთა ეფექტები

ჰალოპერიდოლის გამოყენებისას, ძალზე იშვიათად დაფიქსირდა QT ინტერვალის გახაგრძლივების და/ან პარკუჭოვანი არითმიის შემთხვევები, დამატებით უეცარი სიკვდილის შემთხვევებისა. მათ ადგილი ჰქინდათ უმეტესწილად პრეპარატის მაღალი დოზების მიცემისას ამ დოზების მიმართ `კეთილგანწყობილ~ პაციენტებში

იმ შემთხვევებში, თუ ჰალოპრილით მკურნალობისას დაიკვირვება QT ინტერვალის პროლონგაცია, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც მიდრეკილნი არიან QT ინტერვალის პროლონგაციისაკენ (ხანგრძლივი QT ინტერვალის სინდრომი, ჰიპოკალიემია, ელექტროლიტური დისბალანსი, QT ინტერვალის პროლონგაციის გამომწვევი პრეპარატები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, QT ინტერვალის მემკვიდრეობითი პროლონგაცია)

QT ინტერვალის პროლონგაციის და/ან პარკუჭოვანი არითმიის რისკი შეიძლება გაიზარდოს მაღალი დოზების მიღების შემთხვევებში (იხილეთ ნაწილები: `გვერდითი რეაქციები~, `უკუჩვენებები~)

ჰალოპრილი არ უნდა იქნას შეყვანილი ვენაში, რადგან ჰალოპერიდოლის შეყვანა ვენაში უკავშირდება QT ინტერვალის პროლონგაციის მომეტებულ რისკს.

ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირებულია აგრეთვე ტაქიკარდიისა და ჰიპოტონიის შემთხვევები.

ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი

ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილიც დაკავშირებულია ავთვისებიან ნეიროლეპტიკურ სინდრომთან: იშვიათი და იდიოსინკრაზიული შემთხვევა, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების საერთო რიგიდულობით, ვეგეტატიური არასტაბილურობით, გონებრივი მდგომარეობის ცვლილებებით. ჰიპერთერმია ხშირად წარმოადგენს ამ სინდრომის ადრეულ ნიშანს. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს აუცილებელი დამხმარე თერაპია და გულდასმითი კონტროლი.

გვიანი დისკინეზია

ისეე როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას, გვიანი დისკინეზია შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთ პაცენტს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს ან უწყდებათ მკურნალობა. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბების უნებლიე რითმული ძაგძაგით. ეს ნიშნები ზოგიერთ პაციენტს მუდმივად აქვს. სინდრომი შეიძლება შეინიღბოს აღდგენითი თერაპიით, დოზების გაზრდით ან სხვა ანტიფსიქოტური პრეპარატის დანიშვნით. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მიზანშეწონილია, რომ თერაპიის კურსი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები

ისევე როგორც ყველა სხვა ნეიროლეპტიკების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ექსტრაპირამიდული სიმპტომები: ტრემორი, კუნთების მოქნილობის შეზღუდვა, ნერწყვის მომეტებული გამოყოფა, ბრადიკინეზია, აკატიზია, მწვავე დისტონია. ასეთ შემთხვევებში, აუცილებლობის გათვალისწინებით შეიძლება დაინიშნოს ანტიქოლინერგიული მოქმედების ანტიპარკინსონული პრეპარატები, მაგრამ არა რეგულარულად, როგორც პრევენციული თერაპია. აუცილებლობის შემთხვევაში, ანტიპარკინსონული პრეპარატებით მკურნალობა თანმხლები თერაპიის სახით უნდა განახლდეს ჰალოპრილის შეწყვეტის შემდეგ, თუკი მათი ექსკრეცია უფრო სწრაფია ჰალოპრილთან შედარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ექსტრაპირამიდული ნიშნების განვითარება ან გამწვავება. ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჰალოპერიდოლისა და ანტიქოლინერგიული პრეპარატების (მათ შორის ანტიპარკინსონული საშუალებების) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება აამაღლოს თვალის შიდა წნევა.

ხანდაზმულ პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების მონაცემები მიგვანიშნებს ექსტრაპირამიდული სიმპტომების, მათ შორის გვიანი დისკინეზიისა და სედაციის განვითარების რისკზე. ხანგრძლივი პერიოდის დაკვირვებების მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, არ მოგვეპოვება.

ეპილეფსიური შეტევები / კრუნჩხვები

დაფიქსირებულია ეპილეფსიური შეტევების დაწყების შემთხვევები ჰალოპრილის მიღებისას. რეკომენდირებულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეპილეფსიურ პაციენტებს იმ პირობებში, რომლებიც კრუნჩხვებს იწვევენ (მაგ. უარი ალკოჰოლზე, თავის ტვინის დაზიანება)

ჰეპატობილიარული ეფექტები

რამდენადაც ჰალოპრილი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების მიმართ სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამ პრეპარატის მიცემისას. დაფიქსირებულია ცალკეული შემთხვევები ღვიძლის ფუნქციის ანომალიების ან ჰეპატიტის შესახებ, უპირატესად ქოლესტერინული ხასიათისა

ეფექტები ენდოკრინული სისტემის მხრივ

თიროქსინმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰალოპრილის ტოქსიკურობის დონის მომატებას. ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებს ანტიფსიქოზური თერაპია უნდა ჩაუტარდეს დიდი სიფრთხილით და ყველა შემთხვევაში - ეუთირეოიდური მდგომარეობის მისაღწევი თერაპიის თანხლებით.

ანტიფსიქოზური ნეიროლეპტიკების ჰორმონალური ეფექტები მოიცავს ჰიპერპროლაქტინემიას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გალაქტორეა, გინეკომასტია და ოლიგო- ან ამენორეა. დაფიქსირებულია ჰიპოგლიკემიისა და ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის ძალზე იშვიათი შემთხვევები.

დამატებითი სიფრთხილის ზომები

შიზოფრენიის დროს, ანტიფსიქოზურ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე პასუხი შეიძლება გართულდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც კი, სიმპტომების განახლება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაშიც კი შეიძლება არ აღინიშნოს. აბსტინენციის მწვავე სიმპტომები, მათ შორის გულისრევა, პირღებინება და უძილობა, ძალზედ იშვიათადაა აღნიშნული ანტიფსიქოზური პრეპარატების მაღალი დოზების მკვეთრი შეწყვეტის შემდეგაც კი.

შესაძლოა წარმოიშვას ფსიქოზური რეციდივი, რა შემთხვევაშიც რეკომენდირებულია მისი თანდათანობითი მოხსნა. ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილი არ უნდა მიეცეს პაციენტს მონოთერაპიის სახით იმ შემთხვევებში, როდესაც დეპრესიული მდგომარეობა უპირატესი ხასიათისაა. ჰალოპრილი შეიძლება მიეცეს პაციენტს ანტიდეპრესანტებთან ერთად მაშინ, როცა დეპრესია და ფსოქოზი ერთდროულად აღინიშნება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარტების შემთხვევაში, საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ჰალოპერიდოლის დანიშვნისას იმ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც QT ინტერვალის გახანგრძლივებას იწვევენ.

ორგანიზმი ჰალოპერიდოლს ითვისებს სხვადასხვა მეტაბოლიტური გზებით, მათ შორის გლუკორონიზაციით და P450 ციტოქრომის (კერძოდ CYP 3A4 ან CYP 2D6) სისტემით. მეტაბოლური გზების ინჰიბიციამ სხვა პრეპატრატებით ან CYP 2D6-ის ფერმენტული აქტივობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის ამაღლება და გვერდითი ეფექტების რისკის მომატება, QT ინტერვალის პროლონგაციის ჩათვლით.

ფარმაკოკინეტიკური კვლევებით დაფიქსირებულია ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის მატება მსუბუქიდან ზომიერ დონემდე, როდესაც იგი შეიყვანება CYP იზოფერმენტების 3A4 ან CYP2D6 სუბსტრატებთან ან ინჰიბიტორებთან ერთად, როგორებიცაა ინტრაკონაზოლი, ნეფაზოდონი, ბუსპირონი, ვენლაფაქსინი, ალპრაზოლამი, ფლუვოქსამინი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი, ამინაზინი და პრომეტაზინი. CYP2D6 ფერმენტის აქტივობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის მომატება. აღნიშნულია QT ინტერვალის პროლონგაციის შემთხვევები, როდესაც ჰალოპერიდოლი გამოიყენებოდა კეტოკონაზოლის (400მგ/დღე) და პაროქსეტინის (20მგ/დღე) მეტაბოლიტურ ინჰიბიტორებთან კომბინაციიით. ამ შემთხვევაში, ჰალოპერიდოლის დოზა შეიძლება შევამციროთ.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, როდესაც ჰალოპერიდოლი პაციენტს ეძლევა იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიონ.

სხვა პრეპარატების გავლენა ჰალოპერიდოლზე

თუ ჰალოპერიდოლის მიღებისას პაციენტს ასევე ენიშნება ხანგრძლივი მკურნალობა ფერმენტული ინდუქტორებით, როგორებიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან რიფამპიცინი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰალოპერიდოლის დონის მნიშვნელოვანი შემცირება სისხლის პლაზმაში. ამგვარად, კომბინირებული მკურნალობისას, ჰალოპრილის დოზა აუცილებლობის მიხედვით უნდა დაკორექტირდეს. ამ პრეპარატების მიცემის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას ჰალოპრილის დოზის შემცირების აუცილებლობა.

პრეპარატი ნატრიუმის ვალპროატი, რომელიც ცნობილია როგორც გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი, არ ახდენს გავლენას ჰალოპერიდოლის დონეზე სისხლის პლაზმაში.

ჰალოპერიდოლის გავლენა სხვა პრეპარატებზე

ისევე როგორც ყველა სხვა ნეიროლეპტიკის შემთხვევაში, ჰალოპრილმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატების, მათ შორის ალკოჰოლის, საძილე საშუალებების, სედატიური პრეარატების ან ძლიერი ანალგეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჰალოპრილს შეუძლია შეეწინააღმდეგოს ადრენალინისა და სხვა სიმპატომიმეტიკების მოქმედებას და შეცვალოს მაბლოკირებელი ადრენერგიული აგენტების, მაგალითად გუანეტიდინის, ჰიპოტენზიური მოქმედება. ჰალოპრილმა შეიძლება შეამციროს ლევოდოპის ანტიპარკინსონული ეფექტები.

ჰალოპრილი არის CYP2D6-ის ინჰიბიტორი.

ჰალოპრილი არ შეიძლება დაინიშნოს იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: Iა ჯგუფის (მაგალითად ქინიდინი, აიმალინი, დიზოპირამიდი და პროკაინამიდი) და III ჯგუფის (მაგალითად ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიული საშუალებები, ზოგიერთი ანტიჰისტამინი, სხვა ნეიროლეპტიკები და ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (მაგალითად ქინინი და მეფლოქინი), აგრეთვე მოქსიფლოქსაცინი.

ეს ჩამონათვალი განხილული უნდა იქნას მხოლოდ როგორც საორიენტაციო. იგი ამომწურავი არ არის.

ჰალოპრილი არ შეიძლება დაინიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად.

თავიდან უნდა ავიცილოთ ამ პრეპარატის დანიშვნა დიურეტიკებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით იმ დიურეტიკებთან, რომლებმაც შეიძლება ჰიპოკალიემია გამოიწვიონ

ჰალოპრილი თრგუნავს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მეტაბოლიზმს და იწვევს მათი დონის მომატებას სისხლის პლაზმაში.

ზემოქმედების სხვა ფორმები

ლითიუმის პრეპარატებისა და ჰალოპრილის ერთდროული გამოყენების იშვიათ შემთხვევებშია დაფიქსირებული შემდეგი გვერდითი რეაქციები: ენცეფალოპათია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, ტვინის ენცეფალური მოშლილობები, კომა. ამ სიმპტომების უმეტესობა შექცევადი ხასიათისაა. ჯერ კიდევ წინააღმდეგობრივი რჩება ინფორმაცია, დაკავშირებული იყო თუ არა ეს სიმპტომები ჰალოპრილის გამოყენებასთან, თუ წარმოადგენდა მხოლოდ კლინიკური გამოვლინების ცალკეულ ეპიზოდს. მაგრამ, რეკომენდირებულია, რომ პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ლითიუმის პრეპარატებსა და ჰალოპრილს, თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ასევე, არსებობს მონაცემები ჰალოპრილის ანტაგონისტური მოქმედების შესახებ ფენინდიონის ანტიგოაგულაციურ ეფექტზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ჰალოპერიდოლს ახასიათებს ტერატოგენური მოქმედება. ახალშობილები, რომელთა დედებიც ჩვეულებრივი ან ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის ჰალოპრილის, ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ექვემდებარებიან Aარასასურველი ეფექტების რისკს, მათ შორის ექსტრაპირამიდულ სიმპრომებს ან წამლის შეწყვეტის სინდრომს, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის ხარისხითა და ხანგრძივობით, ბავშვის დაბადების შემდეგ. აღნიშნულია ასევე აგზნებადობის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული რეპრესიის, საკვების მონელების დარღვევების შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ჰალოპრილმამ განსაკუთრებით კი მისმა მაღალმა დოზებმა და თერაპიის საწყის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტი და ყურადღების დაქვეითება, ეს ეფექტები კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლის ზემოქმედებით. ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, მანამ, სანამ არ დადგინდება მათი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ

გვერდითი მოვლენები

ჰალოპერიდოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. არასასურველი ეფექტების ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ.

ტერმინები MedDRA ВОЗ, რომელთაც უპირასტესობა ეძლევა ორგანოების სისტემების კლასებისათვის:

ძალზე ხშირი (>1/10) ხშირი (>1/100, <1/10), არა ხშირი (> 1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1./1000) ერთეული შემთხვევები (< 1/10000)

ორგანოების სისტემათა კლასები MedDRA-ს მიხედვით

სიხშირე

გამოვლენა

სისხლისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეუკოპენია, ნეიტროპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ანაფილაქტიკური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა

ენდოკრინული დარღვევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია

მეტაბოლიზმის დარღვევები, ვარიაციები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ჰიპოგლიკემია

ფსიქიური მოშლილობები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

Fფსიქიური მოშლილობები, აგზნებადობა, გონების დაბინდვა, დეპრესია, უძილობა

ნერვული სისტემის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

შეტევები, თავის ტკივილი

გულის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევა

`პირუეტის~ ტიპის არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭების ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია

სუნთქვის, თორაკალური და შუასაყარის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ბრონქოსპაზმა, ლარინგოსპაზმა, ხორხის შეშუპება, ქოშინი

კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

პირღებინება, გულისრევა

ჰეპატობილიალური პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

მწვავე ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ტესტებში

კანისა და კანქვეშა ქსოვილების პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ლეიკოცტოკლასტერული ვასკულიტი, ექსპოზიციური დერმატიტის ჭინჭრის გამონაყარი შუქმგრძნობელობითი რეაქცია, გამონაყარი, ქავილი, ჰიპეჰიდროზი.

თირკმელებისა და შარდსადენის დარღვევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

შარდის Aშეკავება

პერინატალური მდგომარეობა, ორსულობა და მშობიარობა

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

წამლის მოხსნის ნეონატალური სინდრომი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

პრიაპიზმი, გინეკომასტია

ზოგადი პათოლოგიები და წამლის მიღებასთან დაკავშირებული მდგომარეობა

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

უეცარი სიკვდილი, სახის შეშუპება, ჰიპონატრიემია, ჰიპოთერმია

დიაგნოსტიკური კვლევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ელექტროკარდიოგრამა QT ინტერვალის პროლონგაციით სხეულის მასის კლება

ჰალოპრილის გამოყენებისას იმავე კლასის სხვა პრეპარტებთან კომბინაციით, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა QT ინტერვალის პროლონგაცია, პარკუჭის არითმიები, მაგალითად `პირუეტის~ ტიპისა, პარკუჭის ტაქიკარდია, პარკუჭის ფიბრილაცია და გულის გაჩერება

ძალზედ იშვიათია უეცარი სიკვდილის შემთხვევები. ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევები, ფილტვის ემბოლიისა და ღრმა ვენების თრომბის ჩათვლით, დაფიქსირდა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, მაგრამ მათი სიხშირე დადგენილი არ არის.

ანგარიშები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ

ინფორმირებას სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებსაც ადგილი აქვს პრეპარატის გამოყენების ნებართვის გაცემის შემდეგ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი მონიტორინგი პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე. მედიცინის მუშაკებს ვთხოვთ გვაცნობოთ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

ჰალოპერიდოლის ჭარბი დოზით მიღების ძირითადი სიმპტომებია: ინტენსიური ექსტრაპირამიდული რეაქციები, ჰიპოტენზია და სედატიური ეფექტი. ექსტრაპირამიდული რეაქციები ვლინდება კუნთების რიგიდულობისა და საერთო ან ლოკალური ტრემორის სახით.

მძიმე შემთხვევებში, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კომატოზური მდგომარეობა რესპირატორული დეპრესიით და მწვავე არტერიული ჰიპოტენზიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკისმაგვარი მდგომარეობა. ასევე გასათვალისწინებელია პარკუჭის არითმიის განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის პროლონგაციას.

მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად მხარდამჭერია.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიათვის აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასუნთქი გზების გამტარობა ტრაქეოტომიის ან ინტუბაციის მეშვეობით. სუნთქვის უკმარისობისას შეიძლება საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვა. ეკგ და სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლები უნდა კონტროლდებოდეს ნორმალური ეკგ-ს აღდგენამდე. გულის რითმის სერიოზული დარღვევების მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამის ანტიარითმიული ღონისძიებების გამოყენებით.

ჰიპოტენზია და ცირკულატორული კოლაფსის მკურნალობა ხორციელდება სითხეების, პლაზმის ან კონცენტირებული ალბუმინის ინფუზიით ვენაში ან ვაზოპრესორული აგენტების გამოყენებით, როგორებიცაა დოფამინი ან ნორადრენალინი. ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპოტონია ჰალოპრილით მკურნალობისას.

მძიმე ექსტრაპირამიდული რეაქციების შემთხვევაში, პარენტერალურად უნდა იქნას შეყვანილი ანტიპარკინსონული პრეპარატები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ჰალოპერიდოლი

1მლ ხსნარი შეიცავს 5მგ ჰალოპერიდოლს

დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე

შენახვის პირობები

5 წელი

შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე

შეფუთვა

1მლ ამპულაში; 5 ამპულა ბლისტერში; 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიფსიქოზური პრეპარატები. ბუტიროფენონის წარმოებულები ATC კოდი N05A D01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. პრეპარატი ხასიათდება ნეიროლეპტიკური, ანტიფსიქოტური, სედატიური, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური და პირღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. ბლოკავს პოსტსინაპტიკურ დოფამინერგიულ რეცეპტორებს მეზოლიმბურ სისტემაში, ჰიპოთალამუსში, პირღებინების ცენტრის ტრიგერნულ ზონაში, ექსტრაპირამიდულ სისტემაში; თრგუნავს ცენტრალურ ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებს.

ჰალოპრილი აქრობს ბოდვას, ჰალუცინაციებს, მანიებს, ზემოქმედებს ვეგეტატიურ ფუნქციაზე (ამცირებს სასქესო ორგანოების ტონუსს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას და სეკრეციას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს) დაავადებებში, რომლებსაც ახლავს აგზნებადობა, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში. ეფექტურია სხვა ნეიროლეპტიკების მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა. კუნთქვეშა შეყვანისას, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 10-15 წუთის შემდეგ. ცილებთან შეკავშირების დონე შეადგენს 92%-ს. აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი კუნთქვეშა შეყვანისას არის 21 საათი. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით – 40%, ნაღველთან ერთად ნაწლავებიდან – 15% .

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

`ჰალოპრილი”-ს

(HALOPRIL)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ჰალოპერიდოლი

1მლ ხსნარი შეიცავს 5მგ ჰალოპერიდოლს

დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტიფსიქოზური პრეპარატები. ბუტიროფენონის წარმოებულები ATC კოდი N05A D01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა. პრეპარატი ხასიათდება ნეიროლეპტიკური, ანტიფსიქოტური, სედატიური, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური და პირღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. ბლოკავს პოსტსინაპტიკურ დოფამინერგიულ რეცეპტორებს მეზოლიმბურ სისტემაში, ჰიპოთალამუსში, პირღებინების ცენტრის ტრიგერნულ ზონაში, ექსტრაპირამიდულ სისტემაში; თრგუნავს ცენტრალურ ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებს.

ჰალოპრილი აქრობს ბოდვას, ჰალუცინაციებს, მანიებს, ზემოქმედებს ვეგეტატიურ ფუნქციაზე (ამცირებს სასქესო ორგანოების ტონუსს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკას და სეკრეციას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს) დაავადებებში, რომლებსაც ახლავს აგზნებადობა, მოუსვენრობა, სიკვდილის შიში. ეფექტურია სხვა ნეიროლეპტიკების მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა. კუნთქვეშა შეყვანისას, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 10-15 წუთის შემდეგ. ცილებთან შეკავშირების დონე შეადგენს 92%-ს. აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი კუნთქვეშა შეყვანისას არის 21 საათი. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით – 40%, ნაღველთან ერთად ნაწლავებიდან – 15% .

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

შიზოფრენია: სიმპტომების მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა.

სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით – პარანოიდული.

მანია და ჰიპომანია.

ფსიქიური და ქცევითი პრობლემები, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა და თვითდაზიანებები გონებრივად ჩამორჩენილ და ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში.

დამხმარე თერაპია ზომიერი და მძიმე ხარისხის ფსიქონოტორული აგზნების, მღელვარების ძალადობრივი ან სახიფათო იმპულსური ქცევების მოკლევადიანი მკურნალობისას.

გულისრევა და პირღებინება.

უკუჩვენებები

მომეტებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კომატოზური მდგომარეობა; ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მოქმედებით გამოწვეული მწვავე დეპრესიების მქონე პაციენტები; ენდოგენური დეპრესიები აგზნების გარეშე; პარკინსონის დაავადება, ასტენია, ნევროზები და სპასტიკური ქცევები ბაზალური განგლიების დაზიანების გამო (ჰემიპლეგია, სკლეროზი)

გულის მძიმე კლინიკური დაავადებები (მაგალითად მწვავე მიოკარდის ინფარქტი ახლო წარსულში, გულის არაკომპენსირებადი უკმარისობა, არითმიის მკურნალობა Iა და III ჯგუფის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებით). QTc ინტერვალის გახანგრძლივება, არითმიების ან `პირუეტის~ ტიპის არითმიის მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე პირები, განუკურნებელი ჰიპოკალიემია, სხვა ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს; დეპრესია, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები მათი ფუნქციის გამოკვეთილი დარღვევით.

დადასტურებული ან სავარაუდო ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება.

პარენტერალური მიცემა ბავშვებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარტების შემთხვევაში, საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ჰალოპერიდოლის დანიშვნისას იმ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც QT ინტერვალის გახანგრძლივებას იწვევენ.

ორგანიზმი ჰალოპერიდოლს ითვისებს სხვადასხვა მეტაბოლიტური გზებით, მათ შორის გლუკორონიზაციით და P450 ციტოქრომის (კერძოდ CYP 3A4 ან CYP 2D6) სისტემით. მეტაბოლური გზების ინჰიბიციამ სხვა პრეპატრატებით ან CYP 2D6-ის ფერმენტული აქტივობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის ამაღლება და გვერდითი ეფექტების რისკის მომატება, QT ინტერვალის პროლონგაციის ჩათვლით.

ფარმაკოკინეტიკური კვლევებით დაფიქსირებულია ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის მატება მსუბუქიდან ზომიერ დონემდე, როდესაც იგი შეიყვანება CYP იზოფერმენტების 3A4 ან CYP2D6 სუბსტრატებთან ან ინჰიბიტორებთან ერთად, როგორებიცაა ინტრაკონაზოლი, ნეფაზოდონი, ბუსპირონი, ვენლაფაქსინი, ალპრაზოლამი, ფლუვოქსამინი, ქინიდინი, ფლუოქსეტინი, სერტრალინი, ამინაზინი და პრომეტაზინი. CYP2D6 ფერმენტის აქტივობის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰალოპერიდოლის კონცენტრაციის მომატება. აღნიშნულია QT ინტერვალის პროლონგაციის შემთხვევები, როდესაც ჰალოპერიდოლი გამოიყენებოდა კეტოკონაზოლის (400მგ/დღე) და პაროქსეტინის (20მგ/დღე) მეტაბოლიტურ ინჰიბიტორებთან კომბინაციიით. ამ შემთხვევაში, ჰალოპერიდოლის დოზა შეიძლება შევამციროთ.

აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, როდესაც ჰალოპერიდოლი პაციენტს ეძლევა იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიონ.

სხვა პრეპარატების გავლენა ჰალოპერიდოლზე

თუ ჰალოპერიდოლის მიღებისას პაციენტს ასევე ენიშნება ხანგრძლივი მკურნალობა ფერმენტული ინდუქტორებით, როგორებიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან რიფამპიცინი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰალოპერიდოლის დონის მნიშვნელოვანი შემცირება სისხლის პლაზმაში. ამგვარად, კომბინირებული მკურნალობისას, ჰალოპრილის დოზა აუცილებლობის მიხედვით უნდა დაკორექტირდეს. ამ პრეპარატების მიცემის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება წარმოიშვას ჰალოპრილის დოზის შემცირების აუცილებლობა.

პრეპარატი ნატრიუმის ვალპროატი, რომელიც ცნობილია როგორც გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი, არ ახდენს გავლენას ჰალოპერიდოლის დონეზე სისხლის პლაზმაში.

ჰალოპერიდოლის გავლენა სხვა პრეპარატებზე

ისევე როგორც ყველა სხვა ნეიროლეპტიკის შემთხვევაში, ჰალოპრილმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრეპარატების, მათ შორის ალკოჰოლის, საძილე საშუალებების, სედატიური პრეარატების ან ძლიერი ანალგეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჰალოპრილს შეუძლია შეეწინააღმდეგოს ადრენალინისა და სხვა სიმპატომიმეტიკების მოქმედებას და შეცვალოს მაბლოკირებელი ადრენერგიული აგენტების, მაგალითად გუანეტიდინის, ჰიპოტენზიური მოქმედება. ჰალოპრილმა შეიძლება შეამციროს ლევოდოპის ანტიპარკინსონული ეფექტები.

ჰალოპრილი არის CYP2D6-ის ინჰიბიტორი.

ჰალოპრილი არ შეიძლება დაინიშნოს იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს: Iა ჯგუფის (მაგალითად ქინიდინი, აიმალინი, დიზოპირამიდი და პროკაინამიდი) და III ჯგუფის (მაგალითად ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიული საშუალებები, ზოგიერთი ანტიჰისტამინი, სხვა ნეიროლეპტიკები და ზოგიერთი მალარიის საწინააღმდეგო საშუალება (მაგალითად ქინინი და მეფლოქინი), აგრეთვე მოქსიფლოქსაცინი.

ეს ჩამონათვალი განხილული უნდა იქნას მხოლოდ როგორც საორიენტაციო. იგი ამომწურავი არ არის.

ჰალოპრილი არ შეიძლება დაინიშნოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად.

თავიდან უნდა ავიცილოთ ამ პრეპარატის დანიშვნა დიურეტიკებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით იმ დიურეტიკებთან, რომლებმაც შეიძლება ჰიპოკალიემია გამოიწვიონ

ჰალოპრილი თრგუნავს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მეტაბოლიზმს და იწვევს მათი დონის მომატებას სისხლის პლაზმაში.

ზემოქმედების სხვა ფორმები

ლითიუმის პრეპარატებისა და ჰალოპრილის ერთდროული გამოყენების იშვიათ შემთხვევებშია დაფიქსირებული შემდეგი გვერდითი რეაქციები: ენცეფალოპათია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, გვიანი დისკინეზია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომი, ტვინის ენცეფალური მოშლილობები, კომა. ამ სიმპტომების უმეტესობა შექცევადი ხასიათისაა. ჯერ კიდევ წინააღმდეგობრივი რჩება ინფორმაცია, დაკავშირებული იყო თუ არა ეს სიმპტომები ჰალოპრილის გამოყენებასთან, თუ წარმოადგენდა მხოლოდ კლინიკური გამოვლინების ცალკეულ ეპიზოდს. მაგრამ, რეკომენდირებულია, რომ პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ლითიუმის პრეპარატებსა და ჰალოპრილს, თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეუწყდეთ ზემოაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ასევე, არსებობს მონაცემები ჰალოპრილის ანტაგონისტური მოქმედების შესახებ ფენინდიონის ანტიგოაგულაციურ ეფექტზე.

გამოყენების თავისებურებები

მკურნლობის დაწყებამდე საჭიროა გაკეთდეს ეკგ (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~)

მკურნალობის პროცესში ეკგ-ის მონიტორინგი ხორციელდება პაცინტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

მკუნალობის პერიოდში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, თუკი დაიკვირვება QT ინტერვალის პროლონგაცია, და უნდა შეწყდეს, თუ QT > 500

რეკომენდირებულია ჩატარდეს სისხლში ელექტროლიტების დონის პერიოდული კონტროლი.

თავიდან უნდა ავიცილოთ თანმხლები თერაპია სხვა ნეიროლეპტიკებით.

აღნიშნულია იშვიათი შემთხვევები პაციენტების გარდაცვალების შესახებ, რომლებიც ღებულობდნენ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, მათ შორის ჰალოპრილს.

ასევე დაფიქსირებულია ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს ღებულობდნენ. არც თუ იშვიათად, პაციენტებში რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს ღებულობდნენ, დაიკვირვება ვენური თრომბოემბოლიისაგან გამოწვეული რისკის ფაქტორები. ამიტომ, საჭიროა ყველა ასეთი შესაძლო ფაქტორის იდენტიფიცირება ჰალოპრილით მკურნალობის დაწყების წინ და პროცესში, და შესაბამისი პროფლაქტიკური ზომების მიღება.

გამოკვლევების მონაცემები ცხადყოფს, რომ დემენციის მქონე ხანდაზმულ პირებში, რომლებიც ნეიროლეპტიკებით მკურნალობდნენ, სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად დიდია იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც ამგვარი თერაპია არ გაუვლიათ. არასაკმარისად მოიპოვება მონაცემები საიმისოდ, რათა ზუსტად შევაფასოთ ამგვარი რისკები. ასევე უცნობია რისკების ამაღლებს მიზეზი. ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილი ასევე შეიძლება იყოს იშვიათი და იდიოსინკრაზიული ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის გამომწვევი. ჰალოპრილი არ არის რეკომენდირებული დემენციასთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ.

დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში და პირებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ პრეპარტებს ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაღალი რისკი დაიკვირვება. ჩვიდმეტი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ანალიზი პლაცებოსთან შედარებით (მოდალური ხანგრძლივობა - 10 კვირა) ძირითადად იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობდნენ, გვიჩვენებს, რომ მათი სიკვდილიანობის რისკი 1,6-1,7-ჯერ მეტია ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს პლაცებოთი მკურნალობასთან შედარებით. 10-კვირიანი კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევისას ტიპიური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, სიკვდილიანობის დონე შეადგენდა დაახლოებით 4,5%-ს იმ პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობდნენ, პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში კი 2,6%-ს. თუმცაღა, სიკვდილის მიზეზები სხვადასხვა იყო, უმეტეს შემთხვევებში – გულ-სისხძარღვთა (მაგალითად გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგალითად პნევმონია) ბუნებისა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ისევე როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების შემთხვევაში, ჩვეულებრივი ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურალობის დროსაც შეიძლება ამაღლდეს სიკვდილიანობის რისკი. ამასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, გამოკვლევებში გამოვლენილი სიკვდილიანობის ამაღლება ნეიროლეპტიკების მოხმარებას უკავშირდება თუ პაციენტების ზოგიერთ მახასიათებელზეა დამოკიდებული.

გულ-სისხლძარღვთა ეფექტები

ჰალოპერიდოლის გამოყენებისას, ძალზე იშვიათად დაფიქსირდა QT ინტერვალის გახაგრძლივების და/ან პარკუჭოვანი არითმიის შემთხვევები, დამატებით უეცარი სიკვდილის შემთხვევებისა. მათ ადგილი ჰქინდათ უმეტესწილად პრეპარატის მაღალი დოზების მიცემისას ამ დოზების მიმართ `კეთილგანწყობილ~ პაციენტებში

იმ შემთხვევებში, თუ ჰალოპრილით მკურნალობისას დაიკვირვება QT ინტერვალის პროლონგაცია, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც მიდრეკილნი არიან QT ინტერვალის პროლონგაციისაკენ (ხანგრძლივი QT ინტერვალის სინდრომი, ჰიპოკალიემია, ელექტროლიტური დისბალანსი, QT ინტერვალის პროლონგაციის გამომწვევი პრეპარატები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, QT ინტერვალის მემკვიდრეობითი პროლონგაცია)

QT ინტერვალის პროლონგაციის და/ან პარკუჭოვანი არითმიის რისკი შეიძლება გაიზარდოს მაღალი დოზების მიღების შემთხვევებში (იხილეთ ნაწილები: `გვერდითი რეაქციები~, `უკუჩვენებები~)

ჰალოპრილი არ უნდა იქნას შეყვანილი ვენაში, რადგან ჰალოპერიდოლის შეყვანა ვენაში უკავშირდება QT ინტერვალის პროლონგაციის მომეტებულ რისკს.

ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირებულია აგრეთვე ტაქიკარდიისა და ჰიპოტონიის შემთხვევები.

ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი

ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილიც დაკავშირებულია ავთვისებიან ნეიროლეპტიკურ სინდრომთან: იშვიათი და იდიოსინკრაზიული შემთხვევა, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიით, კუნთების საერთო რიგიდულობით, ვეგეტატიური არასტაბილურობით, გონებრივი მდგომარეობის ცვლილებებით. ჰიპერთერმია ხშირად წარმოადგენს ამ სინდრომის ადრეულ ნიშანს. ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს აუცილებელი დამხმარე თერაპია და გულდასმითი კონტროლი.

გვიანი დისკინეზია

ისეე როგორც სხვა ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას, გვიანი დისკინეზია შეიძლება განუვითარდეს ზოგიერთ პაცენტს, რომლებიც გადიან მკურნალობის ხანგრძლივ კურსს ან უწყდებათ მკურნალობა. ეს სინდრომი ხასიათდება ენის, სახის, პირის ან ყბების უნებლიე რითმული ძაგძაგით. ეს ნიშნები ზოგიერთ პაციენტს მუდმივად აქვს. სინდრომი შეიძლება შეინიღბოს აღდგენითი თერაპიით, დოზების გაზრდით ან სხვა ანტიფსიქოტური პრეპარატის დანიშვნით. გვიანი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მიზანშეწონილია, რომ თერაპიის კურსი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს.

ექსტრაპირამიდული სიმპტომები

ისევე როგორც ყველა სხვა ნეიროლეპტიკების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ექსტრაპირამიდული სიმპტომები: ტრემორი, კუნთების მოქნილობის შეზღუდვა, ნერწყვის მომეტებული გამოყოფა, ბრადიკინეზია, აკატიზია, მწვავე დისტონია. ასეთ შემთხვევებში, აუცილებლობის გათვალისწინებით შეიძლება დაინიშნოს ანტიქოლინერგიული მოქმედების ანტიპარკინსონული პრეპარატები, მაგრამ არა რეგულარულად, როგორც პრევენციული თერაპია. აუცილებლობის შემთხვევაში, ანტიპარკინსონული პრეპარატებით მკურნალობა თანმხლები თერაპიის სახით უნდა განახლდეს ჰალოპრილის შეწყვეტის შემდეგ, თუკი მათი ექსკრეცია უფრო სწრაფია ჰალოპრილთან შედარებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ექსტრაპირამიდული ნიშნების განვითარება ან გამწვავება. ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჰალოპერიდოლისა და ანტიქოლინერგიული პრეპარატების (მათ შორის ანტიპარკინსონული საშუალებების) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება აამაღლოს თვალის შიდა წნევა.

ხანდაზმულ პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების მონაცემები მიგვანიშნებს ექსტრაპირამიდული სიმპტომების, მათ შორის გვიანი დისკინეზიისა და სედაციის განვითარების რისკზე. ხანგრძლივი პერიოდის დაკვირვებების მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, არ მოგვეპოვება.

ეპილეფსიური შეტევები / კრუნჩხვები

დაფიქსირებულია ეპილეფსიური შეტევების დაწყების შემთხვევები ჰალოპრილის მიღებისას. რეკომენდირებულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეპილეფსიურ პაციენტებს იმ პირობებში, რომლებიც კრუნჩხვებს იწვევენ (მაგ. უარი ალკოჰოლზე, თავის ტვინის დაზიანება)

ჰეპატობილიარული ეფექტები

რამდენადაც ჰალოპრილი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტების მიმართ სიფრთხილის დაცვაა საჭირო ამ პრეპარატის მიცემისას. დაფიქსირებულია ცალკეული შემთხვევები ღვიძლის ფუნქციის ანომალიების ან ჰეპატიტის შესახებ, უპირატესად ქოლესტერინული ხასიათისა

ეფექტები ენდოკრინული სისტემის მხრივ

თიროქსინმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰალოპრილის ტოქსიკურობის დონის მომატებას. ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებს ანტიფსიქოზური თერაპია უნდა ჩაუტარდეს დიდი სიფრთხილით და ყველა შემთხვევაში - ეუთირეოიდური მდგომარეობის მისაღწევი თერაპიის თანხლებით.

ანტიფსიქოზური ნეიროლეპტიკების ჰორმონალური ეფექტები მოიცავს ჰიპერპროლაქტინემიას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გალაქტორეა, გინეკომასტია და ოლიგო- ან ამენორეა. დაფიქსირებულია ჰიპოგლიკემიისა და ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის ძალზე იშვიათი შემთხვევები.

დამატებითი სიფრთხილის ზომები

შიზოფრენიის დროს, ანტიფსიქოზურ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე პასუხი შეიძლება გართულდეს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც კი, სიმპტომების განახლება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაშიც კი შეიძლება არ აღინიშნოს. აბსტინენციის მწვავე სიმპტომები, მათ შორის გულისრევა, პირღებინება და უძილობა, ძალზედ იშვიათადაა აღნიშნული ანტიფსიქოზური პრეპარატების მაღალი დოზების მკვეთრი შეწყვეტის შემდეგაც კი.

შესაძლოა წარმოიშვას ფსიქოზური რეციდივი, რა შემთხვევაშიც რეკომენდირებულია მისი თანდათანობითი მოხსნა. ისევე როგორც სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჰალოპრილი არ უნდა მიეცეს პაციენტს მონოთერაპიის სახით იმ შემთხვევებში, როდესაც დეპრესიული მდგომარეობა უპირატესი ხასიათისაა. ჰალოპრილი შეიძლება მიეცეს პაციენტს ანტიდეპრესანტებთან ერთად მაშინ, როცა დეპრესია და ფსოქოზი ერთდროულად აღინიშნება.

მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ჰალოპერიდოლს ახასიათებს ტერატოგენური მოქმედება. ახალშობილები, რომელთა დედებიც ჩვეულებრივი ან ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის ჰალოპრილის, ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ ორსულობის მესამე ტრიმესტრში, ექვემდებარებიან Aარასასურველი ეფექტების რისკს, მათ შორის ექსტრაპირამიდულ სიმპრომებს ან წამლის შეწყვეტის სინდრომს, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის ხარისხითა და ხანგრძივობით, ბავშვის დაბადების შემდეგ. აღნიშნულია ასევე აგზნებადობის, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული რეპრესიის, საკვების მონელების დარღვევების შემთხვევები. ამიტომ, ახალშობილები მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ.

პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდებში

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

ჰალოპრილმამ განსაკუთრებით კი მისმა მაღალმა დოზებმა და თერაპიის საწყის პერიოდში, შეიძლება გამოიწვიოს სედატიური ეფექტი და ყურადღების დაქვეითება, ეს ეფექტები კიდევ უფრო ძლიერდება ალკოჰოლის ზემოქმედებით. ამიტომ, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომანქანის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან, მანამ, სანამ არ დადგინდება მათი მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ

მიღების წესი და დოზები

ჰალოპრილის საინექციო ხსნარი შეიყვანება მხოლოდ კუნთში. პრეპარატის დოზები ყველა მახასიათებლისათვის დგინდება ინდივიდუალურად, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. საწყისი დოზის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ასაკი, სიმპტომების სიმძიმე და წინასწარი პასუხი ნეიროლეპტიკებზე.

ხანდაზმული ან დასუსტებული პაციენტების და იმ პირებისათვის, რომლებსაც ადრე დადგენილი ჰქონდათ გვერდითი რეაქციები ნეიროლეპტიკებზე, შეიძლება საჭირო გახდეს ჰალოპერიდოლის უფრო მცირე დოზა. საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ზრდასრული პირების დოზის ნახევარს, შემდეგ კი თანდათან უნდა დაკორექტირდეს თერაპიაზე ოპტიმალური პასუხის მისაღწევად.

ჰალოპერიდოლი საჭიროა დაინიშნოს კლინიკურად ეფექტური უმცირესი დოზით.

მოზრდილი პირები.

როგორც ანტიფსიქოზური საშუალება შიზოფრენიის, ფსიქოზების, მანიის, ჰიპომანიის, თავის ტვინის ორგანული დაზიანებების (სიმპტომებზე დამოკიდებულებით) სამკურნალოდ, აგრეთვე ფსიქომოტორული აგზნებადობის შესასუსტებლად ფსიქიური ან ქცევითი დარღვევებისას, როგორებიცაა აგრესია, ჰიპერაქტიურობა, თვითდასახიჩრება გონებრივად ჩამორჩენილ და თავის ტვინის ორგანული დაზიანებების მქონე პაციენტებში (სიმპტომებზე დამოკიდებულებით), ძალადობრივი ან საშიში იმპულსური ქცევა

დოზა

5მგ დოზის პრეპარატის შეყვანა კუნთქვეშ შეიძლება გამეორდეს საათში ერთხელ, სიმპტომების ადეკვატური კონტროლის ან მაქსიმალური დღიური 20მგ დოზის მისაღწევად.

აუცილებელია, რომ კუნთში შეყვანა შეძლებისდაგვარად სწრაფად შეიცვალოს პრეპარატის პერორალური მიღებით, შესაბამისი წამლის ფორმით.

გულისრევა, პირღებინება: 1-2 მგ კუნთში.

ჰალოპრილი, საინექციო ხსნარი თავსებადია:

  • 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან (ნარევი ვარგისია გამოსაყენებლად 2 საათის განმავლობაში)
  • რინგერის ხსნართან (ნარევი ვარგისია გამოსაყენებლად 4 საათის განმავლობაში)
  • 5% გლუკოზის ხსნართან (ნარევი ვარგისია გამოსაყენებლად 8 საათის განმავლობაში)

ბავშვები

ბავშვებისათვის ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

ჰალოპერიდოლის ჭარბი დოზით მიღების ძირითადი სიმპტომებია: ინტენსიური ექსტრაპირამიდული რეაქციები, ჰიპოტენზია და სედატიური ეფექტი. ექსტრაპირამიდული რეაქციები ვლინდება კუნთების რიგიდულობისა და საერთო ან ლოკალური ტრემორის სახით.

მძიმე შემთხვევებში, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს კომატოზური მდგომარეობა რესპირატორული დეპრესიით და მწვავე არტერიული ჰიპოტენზიით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შოკისმაგვარი მდგომარეობა. ასევე გასათვალისწინებელია პარკუჭის არითმიის განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის პროლონგაციას.

მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად მხარდამჭერია.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიათვის აუცილებლად უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასუნთქი გზების გამტარობა ტრაქეოტომიის ან ინტუბაციის მეშვეობით. სუნთქვის უკმარისობისას შეიძლება საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვა. ეკგ და სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლები უნდა კონტროლდებოდეს ნორმალური ეკგ-ს აღდგენამდე. გულის რითმის სერიოზული დარღვევების მკურნალობა უნდა ჩატარდეს შესაბამის ანტიარითმიული ღონისძიებების გამოყენებით.

ჰიპოტენზია და ცირკულატორული კოლაფსის მკურნალობა ხორციელდება სითხეების, პლაზმის ან კონცენტირებული ალბუმინის ინფუზიით ვენაში ან ვაზოპრესორული აგენტების გამოყენებით, როგორებიცაა დოფამინი ან ნორადრენალინი. ადრენალინის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპოტონია ჰალოპრილით მკურნალობისას.

მძიმე ექსტრაპირამიდული რეაქციების შემთხვევაში, პარენტერალურად უნდა იქნას შეყვანილი ანტიპარკინსონული პრეპარატები

გვერდითი რეაქციები

ჰალოპერიდოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები. არასასურველი ეფექტების ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ.

ტერმინები MedDRA ВОЗ, რომელთაც უპირასტესობა ეძლევა ორგანოების სისტემების კლასებისათვის:

ძალზე ხშირი (>1/10) ხშირი (>1/100, <1/10), არა ხშირი (> 1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1./1000) ერთეული შემთხვევები (< 1/10000)

ორგანოების სისტემათა კლასები MedDRA-ს მიხედვით

სიხშირე

გამოვლენა

სისხლისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

აგრანულოციტოზი, პანციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეუკოპენია, ნეიტროპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ანაფილაქტიკური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა

ენდოკრინული დარღვევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ანტიდიურეტიკული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეცია

მეტაბოლიზმის დარღვევები, ვარიაციები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ჰიპოგლიკემია

ფსიქიური მოშლილობები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

Fფსიქიური მოშლილობები, აგზნებადობა, გონების დაბინდვა, დეპრესია, უძილობა

ნერვული სისტემის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

შეტევები, თავის ტკივილი

გულის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევა

`პირუეტის~ ტიპის არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭების ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია

სუნთქვის, თორაკალური და შუასაყარის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ბრონქოსპაზმა, ლარინგოსპაზმა, ხორხის შეშუპება, ქოშინი

კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

პირღებინება, გულისრევა

ჰეპატობილიალური პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

მწვავე ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ტესტებში

კანისა და კანქვეშა ქსოვილების პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ლეიკოცტოკლასტერული ვასკულიტი, ექსპოზიციური დერმატიტის ჭინჭრის გამონაყარი შუქმგრძნობელობითი რეაქცია, გამონაყარი, ქავილი, ჰიპეჰიდროზი.

თირკმელებისა და შარდსადენის დარღვევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

შარდის Aშეკავება

პერინატალური მდგომარეობა, ორსულობა და მშობიარობა

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

წამლის მოხსნის ნეონატალური სინდრომი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

პრიაპიზმი, გინეკომასტია

ზოგადი პათოლოგიები და წამლის მიღებასთან დაკავშირებული მდგომარეობა

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

უეცარი სიკვდილი, სახის შეშუპება, ჰიპონატრიემია, ჰიპოთერმია

დიაგნოსტიკური კვლევები

იშვიათი, მათ შორის ერთეული შემთხვევები

ელექტროკარდიოგრამა QT ინტერვალის პროლონგაციით სხეულის მასის კლება

ჰალოპრილის გამოყენებისას იმავე კლასის სხვა პრეპარტებთან კომბინაციით, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა QT ინტერვალის პროლონგაცია, პარკუჭის არითმიები, მაგალითად `პირუეტის~ ტიპისა, პარკუჭის ტაქიკარდია, პარკუჭის ფიბრილაცია და გულის გაჩერება

ძალზედ იშვიათია უეცარი სიკვდილის შემთხვევები. ვენური თრომბოემბოლიების შემთხვევები, ფილტვის ემბოლიისა და ღრმა ვენების თრომბის ჩათვლით, დაფიქსირდა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, მაგრამ მათი სიხშირე დადგენილი არ არის.

ანგარიშები სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ

ინფორმირებას სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებსაც ადგილი აქვს პრეპარატის გამოყენების ნებართვის გაცემის შემდეგ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი მონიტორინგი პრეპარატის სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე. მედიცინის მუშაკებს ვთხოვთ გვაცნობოთ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი

შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე

შეფუთვა

1მლ ამპულაში; 5 ამპულა ბლისტერში; 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: შეზღუდული პასუხისმგებელი საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმოანობის განხორციელების ადგილის მისამართი: უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქუჩა 41

ბოლო გადახედვის თარიღი: 25.11.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა