პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ციტრამონი

CITRAMON

ურეცეპტოდ(240მგ + 180მგ + 30მგ)ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

თავის ან კბილის ტკივილი, პირველადი დისმენორეა, შაკიკი, ართრალგია, ნევრალგია, დაავადებებ, რომლებსაც თან ახლავს სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერთერმია (როგორც სიცხის დამწევი საშუალება).

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(240მგ + 180მგ + 30მგ) ტაბლეტი №6 პირველადი შეფუთვით
მწარმოებელი
"Monpharm" PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები
ATC კოდი
N02BA51
რეგისტრაციის ნომერი
რ-041869
რეგისტრირებულია
15 აგვისტო 2024, მოქმედებს 15 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
"Monpharm" PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაციტრამონი და სხვა წამალი ერთად

ციტრამონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

თავის ან კბილის ტკივილი, პირველადი დისმენორეა, შაკიკი, ართრალგია, ნევრალგია, დაავადებებ, რომლებსაც თან ახლავს სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერთერმია (როგორც სიცხის დამწევი საშუალება).

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი პერორალურად დღეში 2-3-ჯერ.

მაქსიმალური დღიური დოზაა 6 ტაბლეტი, გაყოფილი 3 მიღებად. ციტრამონის ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებლის სახით ან 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ქსანტინის სხვა წარმოებულების (თეოფილინი, თეობრომინი) და სხვა სალიცილატების მიმართ; ბრონქული ასთმა, რომელიც გამოწვეულია სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებით ანამნეზში, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი, სისხლის დაავადებები, ლეიკოპენია, ანემია, მწვავე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ჰემორაგიული დიათეზი, თირკმლის გამოხატული უკმარისობა, ღვიძლის გამოხატული უკმარისობა; მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის რითმის დარღვევები, გამოხატული ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, გულის გამოხატული უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული აგზნების მდგომარეობები, ძილის დარღვევები; ხანდაზმული ასაკი, გლაუკომა, ალკოჰოლიზმი. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენება, ასევე მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში კომბინაცია მეტოტრექსატთან 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

სათანადო უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის, აცეტილსალიცილის მჟავას შემცველ სხვა საშუალებებთან ერთად. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული წყლულის დროს ანამნეზში, მათ შორის ქრონიკული ან მორეციდივე წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დროს ანამნეზში; ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება; თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის არსებული დაავადება ზრდის პარაცეტამოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების რისკს.

ღვიძლის არაციროზული ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების საშიშროება უფრო მაღალია. აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების გამოყენებამ ქირურგიული ოპერაციის დროს (მათ შორის სტომატოლოგიური) შეიძლება გაზარდოს სისხლდენის გამოვლენის/გაძლიერების ალბათობა, რაც განპირობებულია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვით, აცეტილსალიცილის მჟავას მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში. ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს შარდმჟავას გამოყოფა. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის გამოვლენა იმ პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული აქვთ შარდმჟავას გამოყოფა. ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ისეთი სასმელების ჭარბი მოხმარება, რომლებიც შეიცავს კოფეინს (მაგ., ყავა, ჩაი). ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ტრემორი, დაძაბულობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა და უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში გულისცემის გამო. მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უკუნაჩვენები კომბინაციები

მეტოტრექსატი - 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით სალიცილატებთან კომბინირებული გამოყენებისას, მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა იზრდება ანთების საწინააღმდეგო აგენტებით მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირების და ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან მისი გამოდევნის გამო, ამიტომ ასეთი კომბინაცია უკუნაჩვენებია.

მაოს-ს ინჰიბიტორები - კოფეინთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის საშიში მომატება, ამიტომ ასეთი კომბინაცია უკუნაჩვენებია.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული

პარაცეტამოლი: ანტიდეპრესანტები და სხვა მიკრომარილების დაჟანგვის სტიმულატორები - ეს პრეპარატები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების გამომუშავებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ფუნქციაზე, რაც პრეპარატით მცირე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იწვევს ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდისა და დომპერიდონის ერთდროული გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან ერთად მიღებისას. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული საშალებების ეფექტურობას. კუმარინის წარმოებულები (ვარფარინი) ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენებისას. პარაცეტამოლი ხუთჯერ ზრდის ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

კოფეინი: ციმეტიდინი, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი აძლიერებენ კოფეინის მოქმედებას. კოფეინი ამცირებს ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალებების, ანქსიოლიტური საშუალებების, საძილე და სედატიური საშუალებების ეფექტს, ის არის სანარკოზე საშუალებების და ცნს-ის სხვა დამთრგუნველი პრეპარატების ანტაგონისტი, ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი და ადენოზინისა და ატფ-ის პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი. კოფეინისა და ერგოტამინის ერთად გამოყენებისას, უმჯობესდება ერგოტამინის შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, თირეოტროპულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას - იზრდება თირეოიდული ეფექტი. კოფეინი ამცირებს ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში. კოფეინი აძლიერებს ანალგეტიკური-სიცხის დამწევი საშუალებების ეფექტს (აუმჯობესებს ბიოშეღწევადობას), აძლიერებს ქსანტინის წარმოებულების, α- და β-ადრენომიმეტური საშუალებების, ფსიქომასტიმულირებელი საშუალებების ეფექტს.

აცეტილსალიცილის მჟავა: ერთდროული გამოყენება ისეთ ურიკოზურიულ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ბენზობრომარონი, პრობენეციდი, ამცირებს შარდმჟავას გამოყოფის ეფექტს (თირკმლის მილაკების მიერ შარდმჟავას კონკურენტული გამოყოფის გამო).

დიგოქსინთან ერთად მიღებისას, დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო. აგფ ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებთან კომბინაციაში, იწვევენ გორგლოვანი ფილტრაციის შემცირებას ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირების და ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირების გამო. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი): ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის რისკს პოტენციური სინერგიული ეფექტის გამო. ვალპროის მჟავასთან ერთად მიღებისას, აცეტილსალიცილის მჟავა გამოდევნის მას პლაზმურ ცილებთან შეკავშირებიდან, რაც ზრდის ტოქსიკურობას.

პრეპარატი აძლიერებს სისხლის შედედების და თრომბოციტების აგრეგაციის შემამცირებელი საშაულებების მოქმედებას, ასევე კორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას და მეტოტრექსატის გვერდით მოვლენებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული კომბინაციები ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, რიფამპიცინთან და ალკოჰოლთან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან შესაძლო გვერდითი რეაქციების გამო ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, ორიენტაციისა და ყურადღების დარღვევა).

ბავშვები. პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში ვირუსულ დაავადებებთან (ჰიპერპირექსია, მეტაბოლური აციდოზი, ნერვული სისტემის და ფსიქიკური დარღვევები, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა) დაკავშირებული ჰიპერთერმიის დროს რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი, რინიტი, ცხვირის დახშობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ქავილი, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, მათ შორის ერითემატოზული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; სტივენს-ჯონსონის სინდრომი; ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: დისპეფსიური აშლილობები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, აბდომინალური ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და პერფორაცია შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება, ჩვეულებრივ, სიყვითლის განვითარების გარეშე, ჰეპატონეკროზი (დოზადამოკიდებული ეფექტი).

ენდოკრინული დარღვევები: ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიურ კომამდეც კი.

ნევროლოგიური დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, პარესთეზია, შიშის შეგძნება, შფოთვა, აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა, შფოთვა, ზოგადი სისუსტე, ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია, არტერიული ჰიპერტენზია.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, სულფატჰემოგლობინემია და მეთჰემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, ტკივილი გულის არეში), ჰემოლიზური ანემია. აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტებზე ანტიაგრეგანტული მოქმედების გამო, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. აღინიშნა სისხლდენის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ინტრაოპერაციული ჰემორაგიები, ჰემატომები, სისხლდენა შარდ-სასქესო სისტემიდან, სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ჰემორაგიები თავის ტვინში.

სხვა: სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია/რკინადეფიციტური ანემია (ე.წ. ფარული მიკროსისხლდენის გამო) შესაბამისი ლაბორატორიული გამოვლინებებით და კლინიკური სიმპტომებით, როგორიცაა ასთენია, კანის სიფერმკრთალე, ჰიპოპერფუზია, ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპება.

ჭარბი დოზა

პარაცეტამოლით დოზის გადაჭარბების სიმპტომები

ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს პარაცეტამოლის 10 გ ან მეტი დოზა, და ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს პრეპარატის 150 მგ/კგ-ზე მეტი დოზა. პირველი 24 საათის განმავლობაში: სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და აბდომინალური ტკივილი, ჰეპატონეკროზი, „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პროთრომბინის ინდექსის მომატება. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის ჭარბი დოზების მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. შეიძლება განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწამვლის დროს ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია, კომა და ლეტალური გამოსავალი. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით შეიძლება განვითარდეს თირკმლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც. ასევე აღინიშნა გულის არითმია. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია და ლეიკოპენია.

კოფეინით დოზის გადაჭარბების სიმპტომები. კოფეინის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ღებინება, დიურეზი, სუნთქვის გახშირება, ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია ან გულის არითმია, ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნება, გაღიზიანებადობა, აფექტური მდგომარეობა, შფოთვა (ტრემორი, კრუნჩხვები).

აცეტილსალიცილის მჟავით დოზის გადაჭარბების სიმპტომები. სალიცილატით დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ხანგრძლივი თერაპიის შედეგად გამოწვეული ქრონიკული ინტოქსიკაციის გამო (100 მგ/კგ/დღეში 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები), ასევე მწვავე ინტოქსიკაციის გამო, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს (დოზის გადაჭარბება), რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვების მიერ შემთხვევითი მიღება ან გაუთვალისწინებელი დოზის გადაჭარბება.

სალიცილატებით ქრონიკული მოწამვლა შეიძლება იყოს ფარული ხასიათის, რადგან მისი ნიშნები არასპეციფიკურია. სალიცილატებით გამოწვეული ზომიერი ქრონიკული ინტოქსიკაცია ან სალიცილიზმი, როგორც წესი, ვითარდება მხოლოდ დიდი დოზების განმეორებითი მიღების შემდეგ.

სიმპტომები. წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სიყრუე, მომატებული ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება, თავის ტკივილი, არეული ცნობიერება. აღნიშნული სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია დოზის შემცირებით. ხმაური ყურებში შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში სალიცილატის 150-300 მკგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს. უფრო სერიოზული გვერდითი რეაქციები ვითარდება პლაზმაში სალიცილატის 300 მკგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს. მწვავე ინტოქსიკაციაზე მიუთითებს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამოხატული ცვლილება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკისა და ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით. მდგომარეობის სიმძიმის დადგენა შეუძლებელია მხოლოდ პლაზმაში სალიცილატის კონცენტრაციის მიხედვით.

მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება, მაშინაც კი, თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არის. მეთიონინის პერორალური დანიშვნა ან აცეტილცისტეინის ინტრავენური შეყვანა შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბებიდან 48 საათის განმავლობაში. ასევე, აუცილებელია ზოგადი დამხმარე ზომების გამოყენება და სიმპტომური თერაპია, მათ შორის ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ კარდიოტოქსიკური ეფექტების შექცევა.

შენახვის პირობები

2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 6 ტაბლეტი ბლისტერში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანალგეტიკური და სიცხის დამწევი საშუალებები. სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები. აცეტილსალიცილის მჟავა, კომბინაცია ფსიქოლეპტიკური საშუალებების გარეშე.

ათქ კოდი: N02B A51..

კომბინირებული პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. კოფეინი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, აძლიერებს და აჩქარებს პარაცეტამოლის თერაპიულ მოქმედებას.

აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად შეიწოვება, სისხლში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთში, ხოლო მაქსიმუმს აღწევს 2 საათში. პრეპარატის ნაწილი შეიწოვება კუჭში, ხოლო უმეტესი ნაწილი - წვრილ ნაწლავში. პარაცეტამოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ, სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-2.5 საათში, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ

ციტრამონი

(Citramonum)

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს: აცეტილსალიცილის მჟავას 240 მგ, პარაცეტამოლს 180 მგ, კოფეინს 30;

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, კაკაო.

წამლის ფორმა

ტაბლეტები.

ღია ყავისფერი ტაბლეტები ჩანართებით, ბრტყელი ზედაპირით, გამყოფი ღარით და დამრეცი კიდეებით.

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა

სსს „მონფარმი“, უკრაინა, 19161, ჩერკასის ოლქი, უმანის რაიონი, სოფელი ავრამოვკა, ზავოდსკაიას ქუჩა, 8.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანალგეტიკური და სიცხის დამწევი საშუალებები. სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები. აცეტილსალიცილის მჟავა, კომბინაცია ფსიქოლეპტიკური საშუალებების გარეშე.

ათქ კოდი: N02B A51..

კომბინირებული პრეპარატი ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. კოფეინი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, აძლიერებს და აჩქარებს პარაცეტამოლის თერაპიულ მოქმედებას.

აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად შეიწოვება, სისხლში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთში, ხოლო მაქსიმუმს აღწევს 2 საათში. პრეპარატის ნაწილი შეიწოვება კუჭში, ხოლო უმეტესი ნაწილი - წვრილ ნაწლავში. პარაცეტამოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ, სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-2.5 საათში, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 2 საათია. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით.

გამოყენების ჩვენებები. სუსტი ან ზომიერი ტკივილის სინდრომის თერაპია: თავის ან კბილის ტკივილი, პირველადი დისმენორეა, შაკიკი, ართრალგია, ნევრალგია, დაავადებებ, რომლებსაც თან ახლავს სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰიპერთერმია (როგორც სიცხის დამწევი საშუალება).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ქსანტინის სხვა წარმოებულების (თეოფილინი, თეობრომინი) და სხვა სალიცილატების მიმართ; ბრონქული ასთმა, რომელიც გამოწვეულია სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებით ანამნეზში, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი, სისხლის დაავადებები, ლეიკოპენია, ანემია, მწვავე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ჰემორაგიული დიათეზი, თირკმლის გამოხატული უკმარისობა, ღვიძლის გამოხატული უკმარისობა; მძიმე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის რითმის დარღვევები, გამოხატული ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმა, გულის გამოხატული უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია, მომატებული აგზნების მდგომარეობები, ძილის დარღვევები; ხანდაზმული ასაკი, გლაუკომა, ალკოჰოლიზმი. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენება, ასევე მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში კომბინაცია მეტოტრექსატთან 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით (იხ. პარაგრაფი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).

სათანადო უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის, აცეტილსალიცილის მჟავას შემცველ სხვა საშუალებებთან ერთად. არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული წყლულის დროს ანამნეზში, მათ შორის ქრონიკული ან მორეციდივე წყლულოვანი დაავადების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის დროს ანამნეზში; ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება; თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის არსებული დაავადება ზრდის პარაცეტამოლით გამოწვეული ღვიძლის დაზიანების რისკს.

ღვიძლის არაციროზული ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების საშიშროება უფრო მაღალია. აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების გამოყენებამ ქირურგიული ოპერაციის დროს (მათ შორის სტომატოლოგიური) შეიძლება გაზარდოს სისხლდენის გამოვლენის/გაძლიერების ალბათობა, რაც განპირობებულია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვით, აცეტილსალიცილის მჟავას მიღებიდან გარკვეული დროის განმავლობაში. ამ პრეპარატის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს შარდმჟავას გამოყოფა. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის გამოვლენა იმ პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული აქვთ შარდმჟავას გამოყოფა. ამ პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ისეთი სასმელების ჭარბი მოხმარება, რომლებიც შეიცავს კოფეინს (მაგ., ყავა, ჩაი). ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, ტრემორი, დაძაბულობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა და უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში გულისცემის გამო. მკურნალობის დროს არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების დროს.

პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან შესაძლო გვერდითი რეაქციების გამო ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, ორიენტაციისა და ყურადღების დარღვევა).

ბავშვები. პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში ვირუსულ დაავადებებთან (ჰიპერპირექსია, მეტაბოლური აციდოზი, ნერვული სისტემის და ფსიქიკური დარღვევები, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა) დაკავშირებული ჰიპერთერმიის დროს რეის სინდრომის განვითარების რისკის გამო.

გამოყენების წესი და დოზები. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ტაბლეტი პერორალურად დღეში 2-3-ჯერ.

მაქსიმალური დღიური დოზაა 6 ტაბლეტი, გაყოფილი 3 მიღებად. ციტრამონის ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ 5 დღეზე მეტ ხანს ტკივილგამაყუჩებლის სახით ან 3 დღეზე მეტ ხანს სიცხის დამწევი საშუალების სახით.

დოზის გადაჭარბება

პარაცეტამოლით დოზის გადაჭარბების სიმპტომები

ღვიძლის დაზიანება შესაძლებელია მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს პარაცეტამოლის 10 გ ან მეტი დოზა, და ბავშვებში, რომლებმაც მიიღეს პრეპარატის 150 მგ/კგ-ზე მეტი დოზა. პირველი 24 საათის განმავლობაში: სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და აბდომინალური ტკივილი, ჰეპატონეკროზი, „ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პროთრომბინის ინდექსის მომატება. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის ჭარბი დოზების მიღებიდან 12-48 საათის შემდეგ. შეიძლება განვითარდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევები და მეტაბოლური აციდოზი. მძიმე მოწამვლის დროს ღვიძლის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია, კომა და ლეტალური გამოსავალი. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით შეიძლება განვითარდეს თირკმლის მძიმე დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც. ასევე აღინიშნა გულის არითმია. მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია აპლასტიური ანემია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია და ლეიკოპენია.

კოფეინით დოზის გადაჭარბების სიმპტომები. კოფეინის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, ღებინება, დიურეზი, სუნთქვის გახშირება, ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია ან გულის არითმია, ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (თავბრუსხვევა, უძილობა, ნერვული აგზნება, გაღიზიანებადობა, აფექტური მდგომარეობა, შფოთვა (ტრემორი, კრუნჩხვები).

აცეტილსალიცილის მჟავით დოზის გადაჭარბების სიმპტომები. სალიცილატით დოზის გადაჭარბება შესაძლებელია ხანგრძლივი თერაპიის შედეგად გამოწვეული ქრონიკული ინტოქსიკაციის გამო (100 მგ/კგ/დღეში 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები), ასევე მწვავე ინტოქსიკაციის გამო, რომელიც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს (დოზის გადაჭარბება), რომლის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვების მიერ შემთხვევითი მიღება ან გაუთვალისწინებელი დოზის გადაჭარბება.

სალიცილატებით ქრონიკული მოწამვლა შეიძლება იყოს ფარული ხასიათის, რადგან მისი ნიშნები არასპეციფიკურია. სალიცილატებით გამოწვეული ზომიერი ქრონიკული ინტოქსიკაცია ან სალიცილიზმი, როგორც წესი, ვითარდება მხოლოდ დიდი დოზების განმეორებითი მიღების შემდეგ.

სიმპტომები. წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სიყრუე, მომატებული ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება, თავის ტკივილი, არეული ცნობიერება. აღნიშნული სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია დოზის შემცირებით. ხმაური ყურებში შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში სალიცილატის 150-300 მკგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს. უფრო სერიოზული გვერდითი რეაქციები ვითარდება პლაზმაში სალიცილატის 300 მკგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციის დროს. მწვავე ინტოქსიკაციაზე მიუთითებს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გამოხატული ცვლილება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკისა და ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით. მდგომარეობის სიმძიმის დადგენა შეუძლებელია მხოლოდ პლაზმაში სალიცილატის კონცენტრაციის მიხედვით.

მკურნალობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება, მაშინაც კი, თუ დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ არის. მეთიონინის პერორალური დანიშვნა ან აცეტილცისტეინის ინტრავენური შეყვანა შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბებიდან 48 საათის განმავლობაში. ასევე, აუცილებელია ზოგადი დამხმარე ზომების გამოყენება და სიმპტომური თერაპია, მათ შორის ბეტა-ადრენორეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ კარდიოტოქსიკური ეფექტების შექცევა.

გვერდითი ეფექტები

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი, რინიტი, ცხვირის დახშობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ქავილი, გამონაყარი კანზე და ლორწოვან გარსებზე, მათ შორის ერითემატოზული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება; მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა; სტივენს-ჯონსონის სინდრომი; ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: დისპეფსიური აშლილობები, მათ შორის გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულძმარვა, აბდომინალური ტკივილი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, რამაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა და პერფორაცია შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური გამოვლინებებით.

ჰეპატობილიარული დარღვევები: ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება, ჩვეულებრივ, სიყვითლის განვითარების გარეშე, ჰეპატონეკროზი (დოზადამოკიდებული ეფექტი).

ენდოკრინული დარღვევები: ჰიპოგლიკემია, ჰიპოგლიკემიურ კომამდეც კი.

ნევროლოგიური დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, პარესთეზია, შიშის შეგძნება, შფოთვა, აგზნებადობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა, შფოთვა, ზოგადი სისუსტე, ხმაური ყურებში.

დარღვევები გულის მხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია, არტერიული ჰიპერტენზია.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, სულფატჰემოგლობინემია და მეთჰემოგლობინემია (ციანოზი, ქოშინი, ტკივილი გულის არეში), ჰემოლიზური ანემია. აცეტილსალიცილის მჟავას თრომბოციტებზე ანტიაგრეგანტული მოქმედების გამო, შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი. აღინიშნა სისხლდენის ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ინტრაოპერაციული ჰემორაგიები, ჰემატომები, სისხლდენა შარდ-სასქესო სისტემიდან, სისხლდენა, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ჰემორაგიები თავის ტვინში.

სხვა: სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე და ქრონიკული პოსტჰემორაგიული ანემია/რკინადეფიციტური ანემია (ე.წ. ფარული მიკროსისხლდენის გამო) შესაბამისი ლაბორატორიული გამოვლინებებით და კლინიკური სიმპტომებით, როგორიცაა ასთენია, კანის სიფერმკრთალე, ჰიპოპერფუზია, ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახები

უკუნაჩვენები კომბინაციები

მეტოტრექსატი - 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით სალიცილატებთან კომბინირებული გამოყენებისას, მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა იზრდება ანთების საწინააღმდეგო აგენტებით მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირების და ცილებთან შეკავშირების ადგილებიდან მისი გამოდევნის გამო, ამიტომ ასეთი კომბინაცია უკუნაჩვენებია.

მაოს-ს ინჰიბიტორები - კოფეინთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის საშიში მომატება, ამიტომ ასეთი კომბინაცია უკუნაჩვენებია.

კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული

პარაცეტამოლი: ანტიდეპრესანტები და სხვა მიკრომარილების დაჟანგვის სტიმულატორები - ეს პრეპარატები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების გამომუშავებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ღვიძლის ფუნქციაზე, რაც პრეპარატით მცირე დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იწვევს ინტოქსიკაციის შესაძლებლობას. პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს მეტოკლოპრამიდისა და დომპერიდონის ერთდროული გამოყენებისას და შემცირდეს ქოლესტირამინთან ერთად მიღებისას. პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული საშალებების ეფექტურობას. კუმარინის წარმოებულები (ვარფარინი) ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს პარაცეტამოლის ხანგრძლივი გამოყენებისას. პარაცეტამოლი ხუთჯერ ზრდის ქლორამფენიკოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

კოფეინი: ციმეტიდინი, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, იზონიაზიდი აძლიერებენ კოფეინის მოქმედებას. კოფეინი ამცირებს ოპიოიდური ანალგეტიკური საშუალებების, ანქსიოლიტური საშუალებების, საძილე და სედატიური საშუალებების ეფექტს, ის არის სანარკოზე საშუალებების და ცნს-ის სხვა დამთრგუნველი პრეპარატების ანტაგონისტი, ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი და ადენოზინისა და ატფ-ის პრეპარატების კონკურენტული ანტაგონისტი. კოფეინისა და ერგოტამინის ერთად გამოყენებისას, უმჯობესდება ერგოტამინის შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, თირეოტროპულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას - იზრდება თირეოიდული ეფექტი. კოფეინი ამცირებს ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში. კოფეინი აძლიერებს ანალგეტიკური-სიცხის დამწევი საშუალებების ეფექტს (აუმჯობესებს ბიოშეღწევადობას), აძლიერებს ქსანტინის წარმოებულების, α- და β-ადრენომიმეტური საშუალებების, ფსიქომასტიმულირებელი საშუალებების ეფექტს.

აცეტილსალიცილის მჟავა: ერთდროული გამოყენება ისეთ ურიკოზურიულ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა ბენზობრომარონი, პრობენეციდი, ამცირებს შარდმჟავას გამოყოფის ეფექტს (თირკმლის მილაკების მიერ შარდმჟავას კონკურენტული გამოყოფის გამო).

დიგოქსინთან ერთად მიღებისას, დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცირების გამო. აგფ ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებთან კომბინაციაში, იწვევენ გორგლოვანი ფილტრაციის შემცირებას ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების ინჰიბირების და ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირების გამო. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი): ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის რისკს პოტენციური სინერგიული ეფექტის გამო. ვალპროის მჟავასთან ერთად მიღებისას, აცეტილსალიცილის მჟავა გამოდევნის მას პლაზმურ ცილებთან შეკავშირებიდან, რაც ზრდის ტოქსიკურობას.

პრეპარატი აძლიერებს სისხლის შედედების და თრომბოციტების აგრეგაციის შემამცირებელი საშაულებების მოქმედებას, ასევე კორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას და მეტოტრექსატის გვერდით მოვლენებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული კომბინაციები ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, რიფამპიცინთან და ალკოჰოლთან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 6 ტაბლეტი ბლისტერში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა