პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ცილოსტაზოლი ნორმონი 100 მგ ტაბლეტები EFG

Cilostazol NORMON 100 mg comprimidos EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ცილოსტაზოლი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. მე-3 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორებს. მას ახასიათებს სხვადახვა მოქმედება, რომელიც მოიცავს ზოგიერთი სისხლძარღვის გაფართოებას და სისხლძარღვებში სისხლის ზოგიერთი უჯრედების, თრომბოციტების, შედედების (შეწებების) აქტივობის შემცირებას ცილოსტაზოლი ნორმონი ინიშნება …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცილოსტაზოლი (cilostazol)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №56
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, გარდა ჰეპარინისა
ATC კოდი
B01AC23
რეგისტრაციის ნომერი
რ-041695
რეგისტრირებულია
25 ივლისი 2024, მოქმედებს 25 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაცილოსტაზოლი ნორმონი 100 მგ ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ცილოსტაზოლი ნორმონი 100 მგ ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ცილოსტაზოლი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. მე-3 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორებს.

მას ახასიათებს სხვადახვა მოქმედება, რომელიც მოიცავს ზოგიერთი სისხლძარღვის გაფართოებას და სისხლძარღვებში სისხლის ზოგიერთი უჯრედების, თრომბოციტების, შედედების (შეწებების) აქტივობის შემცირებას

ცილოსტაზოლი ნორმონი ინიშნება “ხანგამოშვებითი კოჭლობის” სამკურნალოდ. ხანგამოშვებითი კოჭლობა არის სპაზმური ტიპის ტკივილი ფეხებში სიარულის დროს და გამოწვეულია ფეხებში სისხლის არასაკმარისი მომარაგებით. ცილოსტაზოლი ნორმონი ხელს უწყობს სიარულის მანძილის გაზრდას, რადგან ის აუმჯობესებს ფეხებში სისხლის ცირკულაციას. ცილოსტაზოლი რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც სიმპტომები საკმარისად არ უმჯობესდება ცხოვრების სტილის ცვლილებების შედეგად (როგორიცაა: თამბაქოს მოწევის შეწყვეტა და ფიზიკური ვარჯიშის გაზრდა) და სხვა შესაბამისი ჩარევების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების წესის ეს ცვლილებები გაგრძელდეს ცილოსტაზოლის მიღების განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზაა ერთი 100 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში (დილით და საღამოს). ეს დოზა არ უნდა შეიცვალოს ხანდაზმულებში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ცილოსტაზოლი ნორმონის ეფექტზე.

ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას საუზმემდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ზოგჯერ ცილოსტაზოლი ნორმონის სარგებელი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის 4-12 კვირაში. მკურნალი ექიმი პაციენტის პროგრესს შეაფასებს მკურნალობის 3 თვის შემდეგ და შეიძლება შეწყვიტოს ცილოსტაზოლით მკურნალობა, თუ მკურნალობის ეფექტი არასაკმარისია.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ცილოსტაზოლ ნორმონი არ გამოიყენება ბავშვებში.

ცილოსტაზოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

რაიმე მიზეზის გამო ცილოსტაზოლი ნორმონის დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას, შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: მწვავე თავის ტკივილი, დიარეა, სისხლის წნევის დაცემა და არარეგულარული გულისცემა.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დოზის გამოტოვებისას არ არის საჭირო ღელვა. საჭიროა შემდეგ დოზამდე მოცდა და მკურნალობის გაგრძელება ჩვეულებრივ. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ცილოსტაზოლის ნორმონის მიღების შეწყვეტისას

ცილოსტაზოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას ტკივილი ფეხებში შეიძლება ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს. ამიტომ ცილოსტაზოლი ნორმონის შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ვითარდება გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (იხ. პარაგრაფი 4) ან ექიმის გადაწყვეტილებით.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ცილოსტაზოლის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, ე.წ. „გულის უკმარისობა“;

თუ პაციენტს აღენიშნება მუდმივი ხასიათის ტკივილი მკერდის არეში მოსვენების დროს ან გადატანილი აქვს „მიოკარდიუმის ინფარქტი“, ან რაიმე ოპერაცია გულზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში;

თუ პაციენტს ამჟამად აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულისწასვლის ეპიზოდები გულის დაავადების ან გულისცემის მძიმე დარღვევების გამო;

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს, როგორიცაა:

აქტიური კუწის წყლული;

ინსულტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში;

თვალების პრობლემები, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;

თუ პაციენტის სისხლის წნევა არ არის კარგად გაკონტროლებული;

თუ პაციენტი იღებს აცეტილსალიცილის მჟავასა და კლოპიდოგრელს ერთად ან ნებისმიერი ორი ან მეტი მედიკამენტის კომბინაციას, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს [საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული].

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადება აქვს;

თუ პაციენტი ორსულადაა.

სიფრთხილის ზომები

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს გულის მძიმე პრობლემა ან გულისცემის რაიმე პრობლემა აქვს;

თუ პაციენტს სისხლის წნევის პრობლემები აქვს;

ცილოსტაზოლი ნორმონით მკურნალობის განმავლობაში:

თუ პაციენტს ესაჭიროება ოპერაცია, მათ შორის კბილის ამოღება, ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ცილოსტაზოლ ნორმონს;

თუ პაციენტს აღენიშნება ადვილად სისხლჩაცევის ან სისხლდენის განვითარება, უნდა შეწყდეს ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება და უნდა ეცნობოს ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ზოგ მედიკამენტს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან მყესების მტკივნეული და/ან ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ, ან თუ პაციენტი იღებს სისხლის შედედების დასაქვეითებელ მედიკამენტს. ეს მედიკამენტები მოიცავს:

აცეტილსალიცილის მავა

კლოპიდოგრელი

ანტიკოაგულანტები (მაგ.: ვარფარინი, დაბიტრაგანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინები).

თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს ცილოსტაზოლ ნორმონთან ერთად, მკურნალმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ზოგიერთი რუტინული სისხლის ანალიზი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ცილოსტაზოლი ნორმონის ეფექტზე მათი ერთდროული მიღებისას. მათ შეიძლება გაზარდონ ცილოსტაზოლი ნორმონის გვერდითი მოვლენები ან დააქვეითონ მისი ეფექტიანობა. ასევე შეიძლება ცილოსტაზოლმა ნორმონმა იგივე გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე. ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები);

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის ჭარბი მჟავიანობის სამკურნალოდ);

დილტიაზემი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან მკერდის არეში ტკივილის დროს);

ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს);

ლოვასტატინი, სიმვასტატინი ან ატორვასტატინი (გამოიყენება სისხლში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ);

ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

პიმოზიდი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს);

ერგოს წარმოებულები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, როგორიცაა: ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი);

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (გამოიყენება კონვულსიების სამკურნალოდ);

კრაზანა (მცენარეული საშუალება).

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა იმ მედიკამენტებს, რომლებსაც იღებს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებს, რადგან ცილოსტაზოლმა ნორმონმა შეიძლება დამატებით დააქვეითოს სისხლის წნევა. თუ სისხლის წნევა ძალიან ეცემა, შეიძლება გამოიწვიოს აჩქარებული გულისცემა. ეს მედიკამენტები მოიცავს:

დიურეტიკები (მაგ.: ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი);

კალციუმის არსების ბლოკატორები (მაგ.: ვერაპამილი, ამლოდიპინი);

აგფ ინჰიბიტორები (მაგ.: კაპტოპრილი, ლიზინოპრილი);

ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები (მაგ.: ვალსარტანი, კანდესარტანი);

ბეტა ბლოკატორები (მაგ.: ლაბეტალოლი, კარვედილოლი).

შეიძლება ზემოთ ხსენებული მედიკამენტების და ცილოსტაზოლი ნორმონის ერთდროულმა მიღებამ არ იქონიოს გავლენა პაციენტზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისთვის შესაფერის მკურნალობას.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნა საუზმემდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ცილოსტაზოლი ნორმონი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს.

ცილოსტაზოლი ნორმონი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისათვის.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ცილოსტაზოლი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტების მიღებისას, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა და საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

ცილოსტაზოლი ნორმონი შეიცავს სორბიტოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს 40 მგ სორბიტოლს თითოეულ ტაბლეტში.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. უნდა შეწყდეს ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

ინსულტი;

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა);

გულის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან კოჭების შეშუპება;

არარეგულარული გულისცემა (ახლად განვითარებული ან გაუარესებული);

შესამჩნევი სისლხდენა;

ადვილად სისლჩაქცევა;

მძიმე დაავადება კანზე, პირში, თვალებზე და გენიტალიებზე ბუშტუკების განვითარებით;

კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე).

ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ყელის ტკივილი. შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი სისხლის ანალიზის ჩატარება და ექიმი განსაზღვრავს შემდგომ მკურნალობას.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა ცილოსტაზოლი ნორმონის მიღების დროს. თუ პაციენტს აღენიშნება ეს გვერდითი მოვლენები, ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

თავის ტკივილი

განავლის ცვლილება

დიარეა

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აჩქარებული გულისცემა

გულის ფრიალი

მკერდში ტკივილი

თავბრუსხვევა

ყელის ტკივილი

ცხვირიდან გამონადენი (რინიტი)

მუცლის ტკივილი

მუცლის არეში დისკომფორტი (დისპეფსია)

გულისრევა ან ღებინება

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ჭარბი ბოყინი ან მეტეორიზმი

კოჭების, ტერფების ან სახის შეშუპება

გამონაყარი ან კანის ცვლილება

კანის ქავილი

სისხლჩაქცევები კანში

ზოგადი სისუსტე

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)

არარეგულარული გულისცემა (ახალგანვითარებული ან გაუარესებული)

გულის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან კოჭების შეშუპება

პნევმონია

ხველა

შემცივნება

მოულოდნელი სისხლდენა

სისხლდენისადმი მიდრეკილება (მაგ.: კუჭიდან, თვალებიდან ან კუნთებიდან, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლი ნახველში ან შარდში)

ერითროციტების შემცირება სისხლში

თავბრუსხვევა ადგომისას

გულისწასვლა

შფოთვა

დაძინების გაძნელება

უჩვეული სიზმრები

ალერგიული რეაქცია

სპაზმები და ტკივილი

დიაბეტი და სისხლში შაქრის დონის მომატება

კუჭის ტკივილი (გასტრიტი)

ცუდად ყოფნის შეგრძნება

დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება მაღალი იყოს თვალებში სისხლდენის რისკი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ჩვუელებრივზე უფრო ხანგრძლივად სისხლდენისადმი მიდრეკილება

თრომბოციტების რაოდენობის მომატება სისხლში

თირკმელების პრობლემები.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებისას, თუმცა მათი განვითარების სიხშირე უცნობია:

სისხლის წნევის ცვლილებები

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში

სუნთქვის გაძნელება

სიარულის გაძნელება

ცხელება

ალები

ეგზემა და სხვა ტიპის გამონაყარი კანზე

კანის მგრძნობელობის დაქვეითება

თვალებიდან ცრემლდენა ან ქუთუთოების შეწებება (კონიუნქტივიტი)

ყურებში ხმაური (ტინიტუსი)

ღვიძლის პრობლემები, ჰეპატიტის ჩათვლით

შარდის ცვლლებები

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

ცილოსტაზოლი ნორმონი შეიცავს

აქტიური ნივთიერებაა ცილოსტაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ცილოსტაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კალციუმის კარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და სტეარის მჟავა.

ცილოსტაზოლი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ცილოსტაზოლი ნორმონი 100 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი და გრავირების მქონე ტაბლეტები.

მედიკამენტი მოწოდებულია მუყაოს კოლოფებით, რომელიც შეიცავს 56 ტაბლეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2013 წლის ოქტომბერი.

პრეპარატის შესახებ განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ცილოსტაზოლი ნორმონი 100 მგ ტაბლეტები

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა;

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა;

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის;

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. (იხ. პარაგრაფი 4).

ინსტრუქციაში მოცემულია:

  • რას წარმოადგენს ცილოსტაზოლი ნორმონი და მისი გამოყენება
  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე
  • ცილოსტაზოლი ნორმონის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ცილოსტაზოლი ნორმონის შენახვის წესი
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ცილოსტაზოლი ნორმონი და მისი გამოყენება

ცილოსტაზოლი ნორმონი მიეკუთვნება მედიკამენტების გუფს, ე.წ. მე-3 ტიპის ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორებს.

მას ახასიათებს სხვადახვა მოქმედება, რომელიც მოიცავს ზოგიერთი სისხლძარღვის გაფართოებას და სისხლძარღვებში სისხლის ზოგიერთი უჯრედების, თრომბოციტების, შედედების (შეწებების) აქტივობის შემცირებას

ცილოსტაზოლი ნორმონი ინიშნება “ხანგამოშვებითი კოჭლობის” სამკურნალოდ. ხანგამოშვებითი კოჭლობა არის სპაზმური ტიპის ტკივილი ფეხებში სიარულის დროს და გამოწვეულია ფეხებში სისხლის არასაკმარისი მომარაგებით. ცილოსტაზოლი ნორმონი ხელს უწყობს სიარულის მანძილის გაზრდას, რადგან ის აუმჯობესებს ფეხებში სისხლის ცირკულაციას. ცილოსტაზოლი რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც სიმპტომები საკმარისად არ უმჯობესდება ცხოვრების სტილის ცვლილებების შედეგად (როგორიცაა: თამბაქოს მოწევის შეწყვეტა და ფიზიკური ვარჯიშის გაზრდა) და სხვა შესაბამისი ჩარევების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების წესის ეს ცვლილებები გაგრძელდეს ცილოსტაზოლის მიღების განმავლობაში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ცილოსტაზოლის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, ე.წ. „გულის უკმარისობა“;

თუ პაციენტს აღენიშნება მუდმივი ხასიათის ტკივილი მკერდის არეში მოსვენების დროს ან გადატანილი აქვს „მიოკარდიუმის ინფარქტი“, ან რაიმე ოპერაცია გულზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში;

თუ პაციენტს ამჟამად აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულისწასვლის ეპიზოდები გულის დაავადების ან გულისცემის მძიმე დარღვევების გამო;

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკს, როგორიცაა:

აქტიური კუწის წყლული;

ინსულტი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში;

თვალების პრობლემები, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;

თუ პაციენტის სისხლის წნევა არ არის კარგად გაკონტროლებული;

თუ პაციენტი იღებს აცეტილსალიცილის მჟავასა და კლოპიდოგრელს ერთად ან ნებისმიერი ორი ან მეტი მედიკამენტის კომბინაციას, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს [საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული].

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაავადება აქვს;

თუ პაციენტი ორსულადაა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე ექიმს უნდა ეცნობოს:

თუ პაციენტს გულის მძიმე პრობლემა ან გულისცემის რაიმე პრობლემა აქვს;

თუ პაციენტს სისხლის წნევის პრობლემები აქვს;

ცილოსტაზოლი ნორმონით მკურნალობის განმავლობაში:

თუ პაციენტს ესაჭიროება ოპერაცია, მათ შორის კბილის ამოღება, ექიმს ან სტომატოლოგს უნდა ეცნობოს, რომ იღებს ცილოსტაზოლ ნორმონს;

თუ პაციენტს აღენიშნება ადვილად სისხლჩაცევის ან სისხლდენის განვითარება, უნდა შეწყდეს ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება და უნდა ეცნობოს ექიმს.

სხვა მედიკამენტები და ცილოსტაზოლი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

განსაკუთრებით, მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ზოგ მედიკამენტს, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების ან მყესების მტკივნეული და/ან ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ, ან თუ პაციენტი იღებს სისხლის შედედების დასაქვეითებელ მედიკამენტს. ეს მედიკამენტები მოიცავს:

აცეტილსალიცილის მავა

კლოპიდოგრელი

ანტიკოაგულანტები (მაგ.: ვარფარინი, დაბიტრაგანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან დაბალმოლეკულური წონის ჰეპარინები).

თუ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტებს ცილოსტაზოლ ნორმონთან ერთად, მკურნალმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ზოგიერთი რუტინული სისხლის ანალიზი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ცილოსტაზოლი ნორმონის ეფექტზე მათი ერთდროული მიღებისას. მათ შეიძლება გაზარდონ ცილოსტაზოლი ნორმონის გვერდითი მოვლენები ან დააქვეითონ მისი ეფექტიანობა. ასევე შეიძლება ცილოსტაზოლმა ნორმონმა იგივე გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე. ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს:

ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები);

კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

ომეპრაზოლი (გამოიყენება კუჭის ჭარბი მჟავიანობის სამკურნალოდ);

დილტიაზემი (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან მკერდის არეში ტკივილის დროს);

ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს);

ლოვასტატინი, სიმვასტატინი ან ატორვასტატინი (გამოიყენება სისხლში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ);

ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

პიმოზიდი (გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს);

ერგოს წარმოებულები (გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ, როგორიცაა: ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი);

კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (გამოიყენება კონვულსიების სამკურნალოდ);

კრაზანა (მცენარეული საშუალება).

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ზემოთ ჩამოთვლილი ეხება თუ არა იმ მედიკამენტებს, რომლებსაც იღებს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტებს, რადგან ცილოსტაზოლმა ნორმონმა შეიძლება დამატებით დააქვეითოს სისხლის წნევა. თუ სისხლის წნევა ძალიან ეცემა, შეიძლება გამოიწვიოს აჩქარებული გულისცემა. ეს მედიკამენტები მოიცავს:

დიურეტიკები (მაგ.: ჰიდროქლორთიაზიდი, ფუროსემიდი);

კალციუმის არსების ბლოკატორები (მაგ.: ვერაპამილი, ამლოდიპინი);

აგფ ინჰიბიტორები (მაგ.: კაპტოპრილი, ლიზინოპრილი);

ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები (მაგ.: ვალსარტანი, კანდესარტანი);

ბეტა ბლოკატორები (მაგ.: ლაბეტალოლი, კარვედილოლი).

შეიძლება ზემოთ ხსენებული მედიკამენტების და ცილოსტაზოლი ნორმონის ერთდროულმა მიღებამ არ იქონიოს გავლენა პაციენტზე. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს პაციენტისთვის შესაფერის მკურნალობას.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნა საუზმემდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

ცილოსტაზოლი ნორმონი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს.

ცილოსტაზოლი ნორმონი არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისათვის.

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ცილოსტაზოლი ნორმონმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტების მიღებისას, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა და საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

ცილოსტაზოლი ნორმონი შეიცავს სორბიტოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს 40 მგ სორბიტოლს თითოეულ ტაბლეტში.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზაა ერთი 100 მგ ტაბლეტი ორჯერ დღეში (დილით და საღამოს). ეს დოზა არ უნდა შეიცვალოს ხანდაზმულებში. თუმცა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ცილოსტაზოლი ნორმონის ეფექტზე.

ცილოსტაზოლი ნორმონის ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას საუზმემდე და ვახშმამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მცირეოდენ წყალთან ერთად.

ზოგჯერ ცილოსტაზოლი ნორმონის სარგებელი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის 4-12 კვირაში. მკურნალი ექიმი პაციენტის პროგრესს შეაფასებს მკურნალობის 3 თვის შემდეგ და შეიძლება შეწყვიტოს ცილოსტაზოლით მკურნალობა, თუ მკურნალობის ეფექტი არასაკმარისია.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

ცილოსტაზოლ ნორმონი არ გამოიყენება ბავშვებში.

ცილოსტაზოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

რაიმე მიზეზის გამო ცილოსტაზოლი ნორმონის დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას, შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა: მწვავე თავის ტკივილი, დიარეა, სისხლის წნევის დაცემა და არარეგულარული გულისცემა.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით მიღებისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მიღებული მედიკამენტისა და რაოდენობის მითითებით.

ცილოსტაზოლი ნორმონის მიღების დავიწყებისას

დოზის გამოტოვებისას არ არის საჭირო ღელვა. საჭიროა შემდეგ დოზამდე მოცდა და მკურნალობის გაგრძელება ჩვეულებრივ. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

ცილოსტაზოლის ნორმონის მიღების შეწყვეტისას

ცილოსტაზოლი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას ტკივილი ფეხებში შეიძლება ისევ განვითარდეს ან გაუარესდეს. ამიტომ ცილოსტაზოლი ნორმონის შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ვითარდება გვერდითი მოვლენები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას (იხ. პარაგრაფი 4) ან ექიმის გადაწყვეტილებით.

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ ვითარდება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. უნდა შეწყდეს ცილოსტაზოლი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

ინსულტი;

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა);

გულის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან კოჭების შეშუპება;

არარეგულარული გულისცემა (ახლად განვითარებული ან გაუარესებული);

შესამჩნევი სისლხდენა;

ადვილად სისლჩაქცევა;

მძიმე დაავადება კანზე, პირში, თვალებზე და გენიტალიებზე ბუშტუკების განვითარებით;

კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე).

ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება ან ყელის ტკივილი. შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი სისხლის ანალიზის ჩატარება და ექიმი განსაზღვრავს შემდგომ მკურნალობას.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა ცილოსტაზოლი ნორმონის მიღების დროს. თუ პაციენტს აღენიშნება ეს გვერდითი მოვლენები, ექიმს უნდა ეცნობოს რაც შეიძლება სწრაფად:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

თავის ტკივილი

განავლის ცვლილება

დიარეა

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აჩქარებული გულისცემა

გულის ფრიალი

მკერდში ტკივილი

თავბრუსხვევა

ყელის ტკივილი

ცხვირიდან გამონადენი (რინიტი)

მუცლის ტკივილი

მუცლის არეში დისკომფორტი (დისპეფსია)

გულისრევა ან ღებინება

მადის დაკარგვა (ანორექსია)

ჭარბი ბოყინი ან მეტეორიზმი

კოჭების, ტერფების ან სახის შეშუპება

გამონაყარი ან კანის ცვლილება

კანის ქავილი

სისხლჩაქცევები კანში

ზოგადი სისუსტე

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი)

არარეგულარული გულისცემა (ახალგანვითარებული ან გაუარესებული)

გულის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან კოჭების შეშუპება

პნევმონია

ხველა

შემცივნება

მოულოდნელი სისხლდენა

სისხლდენისადმი მიდრეკილება (მაგ.: კუჭიდან, თვალებიდან ან კუნთებიდან, ცხვირიდან სისხლდენა და სისხლი ნახველში ან შარდში)

ერითროციტების შემცირება სისხლში

თავბრუსხვევა ადგომისას

გულისწასვლა

შფოთვა

დაძინების გაძნელება

უჩვეული სიზმრები

ალერგიული რეაქცია

სპაზმები და ტკივილი

დიაბეტი და სისხლში შაქრის დონის მომატება

კუჭის ტკივილი (გასტრიტი)

ცუდად ყოფნის შეგრძნება

დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება მაღალი იყოს თვალებში სისხლდენის რისკი.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

ჩვუელებრივზე უფრო ხანგრძლივად სისხლდენისადმი მიდრეკილება

თრომბოციტების რაოდენობის მომატება სისხლში

თირკმელების პრობლემები.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა ცილოსტაზოლი ნორმონის მიღებისას, თუმცა მათი განვითარების სიხშირე უცნობია:

სისხლის წნევის ცვლილებები

ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში

სუნთქვის გაძნელება

სიარულის გაძნელება

ცხელება

ალები

ეგზემა და სხვა ტიპის გამონაყარი კანზე

კანის მგრძნობელობის დაქვეითება

თვალებიდან ცრემლდენა ან ქუთუთოების შეწებება (კონიუნქტივიტი)

ყურებში ხმაური (ტინიტუსი)

ღვიძლის პრობლემები, ჰეპატიტის ჩათვლით

შარდის ცვლლებები

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ცილოსტაზოლი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ცილოსტაზოლი ნორმონი შეიცავს

აქტიური ნივთიერებაა ცილოსტაზოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ცილოსტაზოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (E-420), მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კალციუმის კარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და სტეარის მჟავა.

ცილოსტაზოლი ნორმონის ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ცილოსტაზოლი ნორმონი 100 მგ ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელი და გრავირების მქონე ტაბლეტები.

მედიკამენტი მოწოდებულია მუყაოს კოლოფებით, რომელიც შეიცავს 56 ტაბლეტს.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2013 წლის ოქტომბერი.

პრეპარატის შესახებ განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებ-გვერდზე: http://www.aemps.gob.es/

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა