ცილოზეკი მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, რომლებსაც ფოსფოდიესთერაზა ტიპი-3-ის ინჰიბიტორებს უწოდებენ. მას გააჩნია რამდენიმე სახის მოქმედება, რაც მოიცავს ზოგიერთი სისხლძარღვის გაფართოებას და სისხლის ზოგიერთი უჯრედის თრომბების წარმოქმნის (სისხლძარღვის დახშობის) აქტივობის შემცირებას, რომლებსაც თრომბოციტები ეწოდებათ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცილოსტაზოლი (cilostazol)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Adamed Pharma S.A, პოლონეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC23
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043568
- რეგისტრირებულია
- 10 ივლისი 2025, მოქმედებს 10 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adamed Pharma S.A (პოლონეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გეა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცილოზეკი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცილოზეკი მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, რომლებსაც ფოსფოდიესთერაზა ტიპი-3-ის ინჰიბიტორებს უწოდებენ. მას გააჩნია რამდენიმე სახის მოქმედება, რაც მოიცავს ზოგიერთი სისხლძარღვის გაფართოებას და სისხლის ზოგიერთი უჯრედის თრომბების წარმოქმნის (სისხლძარღვის დახშობის) აქტივობის შემცირებას, რომლებსაც თრომბოციტები ეწოდებათ.
თქვენ გამოგიწერეს ცილოზეკი “გარდამავალი კოჭლობისთვის”, რომელიც არის ტკივილის მსგავსი ფეხების სპაზმი, რომელიც ვლინდება სიარულის დროს და გამოწვეულია ქვემო კიდურებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებით. ცილოზეკს შეუძლია გაზარდოს დისტანცია, რომლის გავლას თქვენ შეძლებთ ტკივილის გარეშე, რადგან იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვემო კიდურებში. ცილოსტაზოლი რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთა სიმპტომები საკმარისად არ გაუმჯობესდა ცხოვრების წესის ცვლილებების (როგორიცაა მოწევის შეწყვეტა, ფიზიკური აქტივობის ზრდა) და სხვა შესაბამისი ჩარევების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ განაგრძოთ ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებების დაცვა ცილოსტაზოლის მიღების პარალელურად.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ცილოზეკი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების წესთან დაკავშირებით, რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის 100 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილა-საღამოს). ამ დოზის კორექცია არ არის აუცილებელი ხანდაზმული პაციენტებისთვის. თუმცა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ ნაკლები დოზა იმ შემთხვევაში თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ცილოზეკის მოქმედებაზე.
ცილოზეკის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
ზოგიერთ შემთხვევაში ცილოზეკის მიღების დადებითი შედეგი იგრძნობა მკურნალობის 4-12 კვირის განმავლობაში. თქვენი ექიმი შეაფასებს პროგრესს მკურნალობის 3 თვის შემდეგ და თუ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, შესაძლოა გაგიწიოთ ცილოსტაზოლის შეწყვეტის რეკომენდაცია.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ცილოზეკის მიღება არ არის დაშვებული ბავშვებში.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცილოზეკი
თუ ნებისმიერი მიზეზით თქვენ მიიღეთ ცილოზეკის ტაბლეტების საჭიროზე მეტი რაოდენობა, შესაძლოა გამოგივლინდეთ ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა: ძლიერი თავის ტკივილი, დიარეა, სისხლის წნევის დაცემა და გულისცემის რიტმის დარღვევები.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. დაიხსომეთ, რომ თან წაიღოთ პრეპარატის შეფუთვა, რათა ზუსტად იქნას დადგენილი თუ რა პრეპარატს იღებთ.
თუ დაგავიწყდათ ცილოზეკის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ცილოზეკის დოზა, დაელოდეთ შემდეგი ტაბლეტის მიღების დროს და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძეთ პრეპარატის მიღება. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
თუ თქვენ შეწყვეტთ ცილოზეკის მიღებას
თუ თქვენ შეწყვეტთ ცილოზეკის მიღებას შესაძლოა კვლავ დაგეწყოთ ან გაუარესდეს ფეხების ტკივილი. შესაბამისად, ცილოზეკის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, რომელთაც ესაჭიროება დაუყოვნებელი სამედიცინო ყურადღება (იხ. ნაწილი 4) ან თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ექიმი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ცილოსტაზოლის ან ცილოზეკის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ გაქვთ გულის უკმარისობა.
თუ მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან გქონიათ “გულის შეტევა” ან გაკეთებული გაქვთ ნებისმიერი სახის გულის ოპერაცია უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
თუ გაქვთ ან გქონიათ გულის დაავადებებით გამოწვეული გონების დაკარგვის შემთხვევები ან გულისცემის ნებისმიერი სახის დარღვევა.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ან შეშუპების წარმოშობის რისკს, როგორიცაა:
აქტიური კუჭის წყლული(ები).
ინფარქტი უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
მხედველობის პრობლემები დიაბეტის შემთხვევაში.
თუ შესაბამისად არ აკონტროლებთ სისხლის წნევას.
თუ იღებთ როგორც აცეტილსალიცილის მჟავას და კლოპიდოგრელს ან მათ ნებისმიერ კომბინაციას, ისე ორ ან მეტ სხვა პრეპარატს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენის რისკის გაზრდა [თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატების მოქმედებასთან დაკავშირებით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს].
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება ან ღვიძლის მძიმე ან საშუალო სიმძიმის დაავადება.
თუ ხართ ორსულად.
სიფრთხილის ზომები
ცილოზეკის მიღების წინ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმისთვის ცნობილია:
თუ თქვენ გაქვთ გულის მძიმე დაავადებები ან ნებისმიერი პრობლემა გულისცემასთან დაკავშირებით.
თუ გაქვთ სისხლის წნევის პრობლემები.
ცილოზეკით მკურნალობის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ
თუ თქვენ უნდა ჩაიტაროთ რაიმე სახის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის კბილის ექსტრაქცია, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი, რომ იღებთ ცილოზეკს.
თუ გამოგივლინდათ მსუბუქი შეშუპება ან სისხლდენა, შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმს შეატყობინოთ თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების და სახსრების ტკივილის და/ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, ან სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ.
ეს პრეპარატები მოიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავა;
კლოპიდოგრელი
ანტიკოაგულანტები (მაგ: ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი).
თუ თქვენ იღებთ ზემოაღნიშნულ პრეპარატებს ცილოზეკთან ერთად, თქვენმა ექიმმა შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლის გარკვეული ანალიზები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ცილოზეკის მოქმედებაზე მათი ერთობლივი მიღებისას. მათ შესაძლოა გაზარდონ ცილოზეკით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ან გახადონ იგი ნაკლებად ეფექტური. ცილოზეკმა შესაძლოა თავის მხრივ მსგავსი გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ცილოზეკის მიღების წინ შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები);
კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
ომეპრაზოლი (კუჭის მჟავიანობის დასარეგულირებლად);
დილთიაზემი (მაღალი წნევის ან გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალოდ);
ცისაპრიდი (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ);
ლოვასტატინი ან სიმვასტატინი ან ატორვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ);
ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ);
პიმოზიდი (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
ერგოტის წარმოებულები (შაკიკის სამკურნალოდ, ე.წ. ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი).
კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ);
კრაზანა (მცენარეულ საშუალებას);
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოაღნიშნული ეხება თქვენს მიერ მოხმარებულ პრეპარატებს, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცილოზეკის მიღების დაწყებამდე, შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ მაღალი სისხლის წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რადგან ცილოზეკმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დასწიოს სისხლის წნევა. თუ თქვენი წნევა ძლიერ დაეცემა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება. აღნიშნული პრეპარატები მოიცავს:
დიურეტიკებს (მაგ: ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი);
კალციუმის არხის ბლოკატორებს (მაგ: ვერაპამილი, ამლოდიპინი);
ACE ინჰიბიტორები (მაგ: კაპტოპრილი, ლიზინოპრილი);
ანგიოტენზინი II რეცეპტორის ბლოკატორები (მაგ: ვალსარტანი, კანდესარტანი);
ბეტა ბლოკატორები (მაგ: ლაბეტალოლი, კარვედილოლი);
შესაძლოა თქვენთვის დასაშვები იყოს ზემოაღნიშნული პრეპარატების მიღება ცილოზეკთან ერთად და ამასთან დაკავშირებით თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ცილოზეკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცილოზეკის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე.
ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცილოზეკის მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს.
მეძუძური დედებისთვის ცილოზეკის მიღება არ არის რეკომენდებული.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ცილოზეკის ტაბლეტების მიღების შემდეგ იგრძნობთ თავბრუსხვევას არ მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები და შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
ინფარქტი
გულის შეტევა
გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს ჰაერის უკმარისობას ან კოჭების შეშუპებას.
არარეგულარული გულის რიტმი (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი);
შესამჩნევი სისხლდენა;
სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა;
სერიოზული სიმპტომები კანზე, პირის მიდამოში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ეროზიების გაჩენით.
კანის სიყვითლე ან თვალების სითეთრე, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე).
თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ გაქვთ გრიპი ან გაწუხებთ ყელის ტკივილი. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ზოგიერთი ანალიზის გაკეთება, რომლის შედეგად თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ მკურნალობაზე.
ცილოზეკის მიღების შედეგად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს >1/10 პაციენტში)
თავის ტკივილი
არანორმალური კუჭის მოქმედება
დიარეა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს ≤1/10 პაციენტში)
გულისცემის აჩქარება
გულის ფრიალი (პალპიტაცია)
ტკივილი გულმკერდის არეში
თავბრუსხვევა
ყელის ტკივილი
სურდო (რინიტი)
ტკივილი მუცლის არეში
დისკომფორტი მუცლის არეში (მოუნელებლობა)
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა ან ღებინება)
უმადობა (ანორექსია)
გახშირებული ბოყინი ან ჰაერის დაგროვება (მეტეორიზმი)
კოჭების, ფეხების ან სახის შეშუპება
გამონაყარი კანზე ან კანის ცვლილებები
ქავილი
სისხლდენა კანზე ლაქების სახით
ზოგადი სისუსტე
არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს ≤1/100 პაციენტში)
გულის შეტევა
არარეგულარული გულისცემა (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი)
გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს გულისცემის აჩქარებას ან კოჭების შეშუპებას.
პნევმონია
ხველა
ციება
მოულოდნელი სისხლდენა
მიდრეკილება სისხლდენისკენ (მაგ: სისხლდენა კუჭში, თვალებიდან ან კუნთებიდან და ცხვირიდან, სისხლი ნერწყვში ან შარდში);
სისხლში წითელი სხეულების ნაკლებობა
თავბრუსხვევა წამოდგომისას
გონების კარგვა
შფოთვა
ძილის სირთულე
უჩვეულო სიზმრები
ალერგიული რეაქციები
ქავილი ან ტკივილი
დიაბეტი და სისხლში შაქრის დონის მატება
კუჭის ტკივილი (გასტრიტი)
შეუძლოდ ყოფნა
დიაბეტის მქონე პაციენტებში არსებობს თვალებიდან სისხლდენის მომატებული რისკი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს ≤1/1000 პაციენტში)
ჩვეულებრივზე მეტად გახანგრძლივებული სისხლდენა
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მატება
თირკმელების პრობლემები
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა ცილოზეკის გამოყენების შედეგად, თუმცა უცნობია რა სიხშირით არის შესაძლებელი მათი გამოვლენა:
სისხლის წნევის ცვლილებები
სისხლში წითელი და თეთრი სხეულების და თრომბოციტების რაოდენობის კლება.
სუნთქვის გაძნელება
მოძრაობის გაძნელება
გრიპი
ალები
ეგზემა და სხვა სახის გამონაყარი კანზე
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
ცრემლიანობა ან თვალების შეწებება (კონიუნქტივიტი)
ხმაური ყურებში (ტინიტუსი)
ღვიძლის პრობლემები, მათ შორის ჰეპატიტი
ცვლილებები შარდში
ჭარბი დოზა
ინფორმაცია დოზის ძლიერი გადაჭარბების შესახებ ადამიანებში შეზღუდულია. ივარაუდება, რომ ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს ძლიერი თავის ტკივილი, დიარეა, ტაქიკარდია და შესაძლოა გულის არითმია.
საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება და მხარდამჭერი მკურნალობის დანიშნვა. კუჭის დაცლა უნდა მოხდეს ინდუცირებული ღებინებით, ან კუჭის ამორეცვით, სიტუაციიდან გამომდინარე.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ცილოსტაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ცილოსტაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარმელოზას კალციუმი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ცილოზეკი და შეფუთვის შიგთავსი
ცილოზეკის 100 მგ ტაბლეტი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტი, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია “100”. პრეპარატი წარმოდგენილია შეფუთვაში 30 ცალი ტაბლეტი, შეფუთული პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერებზე (3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C.
ცილოზეკი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც კოლოფზეა მითითებული “EXP” ნიშნით. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ გამოიყენოთ თუ შეამჩნევთ გაფუჭების ხილული ნიშნების გამოვლინებას.
პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. შეეკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გესაჭიროებათ. აღნიშნული ზომების მიღება დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.
ვარგისობის ვადა
3 წელი
- სხვა ინფორმაცია
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი, გარდა ჰეპარინისა.
ათქ კოდი: B01A C23
მოქმედების მექანიზმი
ცხრა პლაცებო კონტროლირებადი კვლევიდან მიღებული მონაცემებიდან (სადაც 1,634 პაციენტი იყენებდა ცილოსტაზოლს) გამოვლინდა, რომ ცილოსტაზოლსი აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას, კოჭლობის აბსოლუტური მანძილის (ACD, ან მაქსიმალური სასიარულო მანძილი) და კოჭლობის საწყისი მანძილის (ICD, ან იმტკივნეულო სასიარულო მანძილი) ცვლილებების მიხედვით სარბენ ბილიკზე ტესტირებისას. 24 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, 100 მგ ცილოსტაზოლის დღეში ორჯერ მიღება ზრდის საშუალო ACD– ს 60.4-დან 129,1 მეტრამდე, ხოლო საშუალო ICD–ს იზრდება 47.3– დან 93.6 მეტრამდე.
მეტა ანალიზმა, რომელიც ეფუძნებოდა ცხრა კვლევის საშუალო აწონილ განსხვავებს, აჩვენა, რომ მიღწერულ იქნა მაქსიმალური სასიარულო მანძილის მნიშვნელოვანი აბსოლუტური საშუალო პოსტ-ბაზისური გაუმჯობესება 42 მ-ით (ACD) დღეში ორჯერ100მგ ცილოსტაზოლის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით. ეს შეესაბამება პლაცებოზე 100% -ით შედარებით გაუმჯობესებას. ეს ეფექტი უფრო დაბალი აღმოჩნდა დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვიდრე დიაბეტის არმქონე პაციენტებში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ცხოველთა კვლევებმა აჩვენა, რომ ცილოსტაზოლს აქვს სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი, რაც გამოვლინდა მცირე კვლევებში მამაკაცში, სადაც კოჭის სისხლის ნაკადის გაზომვა მოხდა ტენზომეტრიული პლეტიზმოგრაფიით. ცილოსტაზოლი ასევე თრგუნავს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას ვირთაგვებსა და ადამიანის გლუვი კუნთების უჯრედებში in vitro და აინჰიბირებს თრომბოციტული ზრდის ფაქტორის და ადამიანის თრომბოციტებში PF-4-ს თრომბოციტების გამოთავისუფლების რეაქციას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება ცხოველების და მამაკაცების კვევებში (in vivo და ex vivo) გამოვლინდა, რომ ცილოსტაზოლი იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის შექცევად დათრგუნვას. ინჰიბირება ეფექტურია აგრეგატების მთელი რიგის მიმართ (მათ შორის სითხის გადანაცვლების დაძაბულობა, არაქიდონული მჟავა, კოლაგენი, ადენოზინ დიფოსფატა (ADP) და ადრენალინი); მამაკაცებში ინჰიბირება გრძელდება 12 საათამდე და ცილოსტაზოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ აგრეგაციის აღდგენა მოხდა 48-96 საათის განმავლობაში, ჰიპერაგრეგაციის განახლების გარეშე. სისხლის პლაზმის ლიპიდების ცირკულირებაზე მოქმედება შესწავლილ იქნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენცილოსტაზოლს. 12 კვირის შემდეგ, პლაცებოსთან შედარებით, 100 მგ ცილოსტაზოლის დღეში ორჯერ მიღებამ გამოიწვია ტრიგლიცერიდების შემცირება 0.33 მმოლ/ლ (15%) და HDL- ქოლესტერინის მომატება 0.10 მმოლ /ლ (10%).
ცილოსტაზოლის გრძელვადიანი ეფექტების შესაფასებლად ჩატარდა რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი IV ფაზის კვლევა, სადაც აქცენტი გაკეთდა სიკვდილიანობასა და უსაფრთხოებაზე. საერთო ჯამში, სამი წლის განმავლობაში, ცილოსტაზოლით, ან პლაცებოთი მკურნალობა ჩაუტარდა1,439 პაციენტს, რომელთაც აღენიშნებოდათ გარდამავალი კოჭლობა და არ ქონდათ გულის უკმარისობა. სიკვდილიანობის თვალსაზრისით, კაპლან-მაიერის შემთხვევათა სიხშირე გამოვლენილი 36 თვის მანძილე სიკვდილიანობისათვის შესასწავლი პრეპარატის შემთხვევაში, შესასწავლი პრეპარატის მიღების საშუალო დროით 18 თვე, იყო 5.6% (95% სი 2.8-დან 8.4%) ცილოსტაზოლის შემთხვევაში და 6.8% (95 სი 1.9-დან 11.5% -მდე) პლაცებოს შემთხვევაში. ცილოსტაზოლით ხანგრძლივმა მკურნალობამ არ გამოიწვია უსაფრთხოების პრობლემების მომატება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
დღეში ორჯერ 100 მგ ცილოსტაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ პაციენტებში პერიფერიული ვასკულარული დაავადებით, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის განმავლობაში.
განაწილება
ცილოსტაზოლის 95-98% უკავშირდება ცილებს, უპირატესად ალბუმინს. დეჰიდრო მეტაბოლიტი და 4-ტრანს-ჰიდროქსი მეტაბოლიტი არის ცილებთან შეკავშირებული, 97.4%-ით და 66%-ით, შესაბამისად.
ბიოტრანსფორმაცია
არ არის მტკიცებულება, რომ ცილოსტაზოლი ახდენს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუცირებას.
გამოყოფა
ცილოსტაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 10.5 საათი. არსებობს ორი ძირითადი მეტაბოლიტი, დეჰიდრო-ცილოსტაზოლი და 4'-ტრანს-ჰიდროქსი ცილოსტაზოლი, ორივე მათგანს გააჩნია მსგავსი აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდი.
დეჰიდრო მეტაბოლიტი 4-7 ჯერ უფრო აქტიური თრომბოციტების ანტიაგრეგანტია საწყის ნაერთთან შედარებით, ხოლო 4'-ტრანს-ჰიდროქსი მეტაბოლიტი აქტიურია ერთი მეხუთედით. დეჰიდრო და 4` – ტრანს – ჰიდროქსი მეტაბოლიტების კონცენტრაცია პლაზმაში (როგორც იზომება AUC– ით) არის ~ 41% და ცილოსტაზოლის კონცენტრაცია არის ~12%.
ცილოსტაზოლის უპირატესად გამოიყოფა მეტაბოლიზმით და მეტაბოლიტების შემდგომი შარდით ექსკრეციით. მის მეტაბოლიზმში მონაწილე პირველადი იზოფერმენტია ციტოქრომ P-450 CYP3A4, უფრო ნაკლებად CYP2C19, და კიდევ უფრო ნაკლებად CYP1A2.
გამოყოფის ძირითადი გზა არის შარდით გამოყოფა (74%), ხოლო დანარჩენი გამოიყოფა განავლით. შარდით არ გამოიყოფა უცვლელი ცილოზაზოლის გასაზომი რაოდენობა, ხოლო დოზის 2% -ზე ნაკლები გამოიყოფა როგორც დეჰიდრო-ცილოსტაზოლის მეტაბოლიტი. დოზის დაახლოებით 30% გამოიყოფა შარდით როგორც 4'–ტრანს–ჰიდროქსი მეტაბოლიტი. დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, რომელთაგან არცერთი არ აღემატება საერთო გამოყოფილი რაოდენობის 5%.
ხაზოვნება/არა ხაზოვნება
ცილოსტაზოლის და მისი პირველადი მოცირკულირე მეტაბოლიტების Cmax ზრდა ნაკლებად პროპორციული დოზის ზრდის. თუმცა, ცილოსტაზოლის და მისი მეტაბოლიტების AUC იზრდება დაახლოებით დოზის პროპორციულად.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება(ები)
ცილოსტაზოლის და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა ასაკი, ან სქესი ჯანმრთელ, 50-80 წლის ასაკის, სუბიექტებში.
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ცილოსტაზოლის თავისუფალი წილი 27%-ით მეტი იყო, ხოლო Cmax და AUC იყო 29%-ით და 39%-ით დაბალი შესაბამისად, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში. დეჰიდრო მეტაბოლიტის Cmax და AUC იყო 41%-ით და 47%-ით უფრო დაბალი თირკმლის მძიმე უკმრისობის მქონე პაციენტებში, თირკმლების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. 4'– ტრანს-ჰიდროქსი ცილოსტაზოლის Cmax და AUC იყო 173%-ით და 209%–ით მეტი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში. პრეპარატი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <25 მლ/წთ (იხ. პუნქტი 4.3).
არ არის მონაცემები პაციენტებში ღვიძლის ზომიერი, ან მძიმე უკმარისობით და რადგანაც ცილოსტაზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლის ფერმენტებით, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.3).
- 3 უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
ცილოსტაზოლი და მისი რამოდენიმე მეტაბოლიტი არის ფოსფოდიესთერაზა III-ის ინჰიბიტორი, რომელიც თრგუნავს ციკლურ ამფ-ს დეგრადაციას, რის შედეგადაც იზრდება ცამფ სხვადასხვა ქსოვილებში, თრომბოციტების და სისხლძარღვების ჩათვლით. როგორც სხვა დადებითი ინოტროპული და სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებების შემთხვევაში, ცილოზაზოლმა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაზიანება ძაღლებში. ასეთი დაზიანებები არ გამოვლინდა ვირთაგვებში, ან მაიმუნებში და განიხილება როგორც სახეობისათვის სპეციფიკური. ძაღლებში და მაიმუნებში QTc–ის კვლევამ არ გამოავლინა გახანგრძლივება ცილოსტაზოლის, ან მისი მეტაბოლიტების გამოყენების შემდეგ.
მუტაგენობის კვლევები უარყოფითი იყო ბაქტერიული გენის მუტაციასთან, ბაქტერიული დნმ–ის რეპარაციასთან, ძუძუმწოვრების უჯრედების გენის მუტაციასთან და თაგვში in vivo ძვლის ტვინის ქრომოსომულ დარღვევებთან მიმართებაში. ჩინური ზაზუნის საკვერცხის უჯრედებზე ჩატარებულმა In vitro კვლევებში ცილოსტაზოლმა გამოწვია ქრომოსომის დარღვევის სიხშირის სუსტი, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა. კანცეროგენობის 2 წლიან კვლევაში არ გამოვლენილა რაიმე უჩვეულო სიმსივნური შედეგი ვირთაებში პერორალური (დიეტური) დოზების 500 მგ/კგ /დღეში, ხოლო თაგვებში დოზების 1000 მგ/გ/დღეში მიღებისას.
ცილოსტაზოლმა დათრგუნა თაგვების ოოციტების მომწიფება In vitro და მდედრ თაგვებში გამოიწვია ფერტილობის შექცევადი გაუარესება. გავლენა ფერტილობაზე არ გამოვლინდა ვირთაგვებში, ან ადამიანის მსგავს პრიმატებში. მნიშვნელობა ადამიანებისათვის უცნობია.
ვირთაგვებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ ორსულობის დროს, შემცირდა ნაყოფის წონა. გარდა ამისა, მაღალი დოზების გამოყენებისას, აღინიშნა გარეგანი, ვისცერალური და ჩონჩხის დარღვევების მქონე ნაყოფების რაოდენობის ზრდა. უფრო დაბალი დოზის მიღებისას, გამოვლინდა ოსიფიკაციის შეფერხება. ორსულობის გვიან სტადიაზე გამოყენებამ გამოიწვია მკვდარშობადობის ზრდა და ნაყოფის წონის შემცირება. ბოცვრებში გამოვლინდა მკერდის ძვლის ოსიფიკაციის შეფერხება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ცილოზეკი, 100 მგ ტაბლეტები
ცილოსტაზოლი
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან იგი მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია. თქვენ შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ იგი.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი თქვენ გამოგიწერეს. არ გადასცეთ იგი სხვას. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი დაავადებები ან სიმპტომები მსგავსია.
თუ გამოგივლინდებათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ სავარაუდო გვერდით მოვლენას, რომელიც მოცემულ Gგამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი. იხ. ნაწილი 4.
Gგამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:
- რა არის ცილოზეკი და რისთვის გამოიყენება.
- რა უნდა იცოდეთ ცილოზეკის მიღებამდე.
- როგორც მივიღოთ ცილოზეკი.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები.
- როგორ შევინახოთ ცილოზეკი.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რა არის ცილოზეკი და რისთვის გამოიყენება
ცილოზეკი მიეკუთვნება პრეპარატთა ჯგუფს, რომლებსაც ფოსფოდიესთერაზა ტიპი-3-ის ინჰიბიტორებს უწოდებენ. მას გააჩნია რამდენიმე სახის მოქმედება, რაც მოიცავს ზოგიერთი სისხლძარღვის გაფართოებას და სისხლის ზოგიერთი უჯრედის თრომბების წარმოქმნის (სისხლძარღვის დახშობის) აქტივობის შემცირებას, რომლებსაც თრომბოციტები ეწოდებათ.
თქვენ გამოგიწერეს ცილოზეკი “გარდამავალი კოჭლობისთვის”, რომელიც არის ტკივილის მსგავსი ფეხების სპაზმი, რომელიც ვლინდება სიარულის დროს და გამოწვეულია ქვემო კიდურებში სისხლის არასაკმარისი მიწოდებით. ცილოზეკს შეუძლია გაზარდოს დისტანცია, რომლის გავლას თქვენ შეძლებთ ტკივილის გარეშე, რადგან იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქვემო კიდურებში. ცილოსტაზოლი რეკომენდებულია მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთა სიმპტომები საკმარისად არ გაუმჯობესდა ცხოვრების წესის ცვლილებების (როგორიცაა მოწევის შეწყვეტა, ფიზიკური აქტივობის ზრდა) და სხვა შესაბამისი ჩარევების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ განაგრძოთ ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებების დაცვა ცილოსტაზოლის მიღების პარალელურად.
- რა უნდა იცოდეთ ცილოზეკის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ცილოზეკი:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ცილოსტაზოლის ან ცილოზეკის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილში 6).
თუ გაქვთ გულის უკმარისობა.
თუ მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან გქონიათ “გულის შეტევა” ან გაკეთებული გაქვთ ნებისმიერი სახის გულის ოპერაცია უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
თუ გაქვთ ან გქონიათ გულის დაავადებებით გამოწვეული გონების დაკარგვის შემთხვევები ან გულისცემის ნებისმიერი სახის დარღვევა.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც ზრდის სისხლდენის ან შეშუპების წარმოშობის რისკს, როგორიცაა:
აქტიური კუჭის წყლული(ები).
ინფარქტი უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში.
მხედველობის პრობლემები დიაბეტის შემთხვევაში.
თუ შესაბამისად არ აკონტროლებთ სისხლის წნევას.
თუ იღებთ როგორც აცეტილსალიცილის მჟავას და კლოპიდოგრელს ან მათ ნებისმიერ კომბინაციას, ისე ორ ან მეტ სხვა პრეპარატს, რომელთაც შეუძლიათ სისხლდენის რისკის გაზრდა [თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატების მოქმედებასთან დაკავშირებით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს].
თუ გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება ან ღვიძლის მძიმე ან საშუალო სიმძიმის დაავადება.
თუ ხართ ორსულად.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ცილოზეკის მიღების წინ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
დარწმუნდით, რომ თქვენი ექიმისთვის ცნობილია:
თუ თქვენ გაქვთ გულის მძიმე დაავადებები ან ნებისმიერი პრობლემა გულისცემასთან დაკავშირებით.
თუ გაქვთ სისხლის წნევის პრობლემები.
ცილოზეკით მკურნალობის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ
თუ თქვენ უნდა ჩაიტაროთ რაიმე სახის ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის კბილის ექსტრაქცია, გააფრთხილეთ თქვენი ექიმი ან სტომატოლოგი, რომ იღებთ ცილოზეკს.
თუ გამოგივლინდათ მსუბუქი შეშუპება ან სისხლდენა, შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
სხვა პრეპარატები და ცილოზეკი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ექიმს შეატყობინოთ თუ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება კუნთების და სახსრების ტკივილის და/ან ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, ან სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ.
ეს პრეპარატები მოიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავა;
კლოპიდოგრელი
ანტიკოაგულანტები (მაგ: ვარფარინი, დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი ან დაბალი მოლეკულური მასის ჰეპარინი).
თუ თქვენ იღებთ ზემოაღნიშნულ პრეპარატებს ცილოზეკთან ერთად, თქვენმა ექიმმა შესაძლოა ჩაგიტაროთ სისხლის გარკვეული ანალიზები.
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ცილოზეკის მოქმედებაზე მათი ერთობლივი მიღებისას. მათ შესაძლოა გაზარდონ ცილოზეკით გამოწვეული გვერდითი მოვლენები ან გახადონ იგი ნაკლებად ეფექტური. ცილოზეკმა შესაძლოა თავის მხრივ მსგავსი გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ცილოზეკის მიღების წინ შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:
ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან რიფამპიცინი (ანტიბიოტიკები);
კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
ომეპრაზოლი (კუჭის მჟავიანობის დასარეგულირებლად);
დილთიაზემი (მაღალი წნევის ან გულმკერდის არეში ტკივილის სამკურნალოდ);
ცისაპრიდი (კუჭის დაავადებების სამკურნალოდ);
ლოვასტატინი ან სიმვასტატინი ან ატორვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის სამკურნალოდ);
ჰალოფანტრინი (მალარიის სამკურნალოდ);
პიმოზიდი (ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ);
ერგოტის წარმოებულები (შაკიკის სამკურნალოდ, ე.წ. ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი).
კარბამაზეპინი ან ფენიტოინი (კრუნჩხვების სამკურნალოდ);
კრაზანა (მცენარეულ საშუალებას);
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ზემოაღნიშნული ეხება თქვენს მიერ მოხმარებულ პრეპარატებს, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცილოზეკის მიღების დაწყებამდე, შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ მაღალი სისხლის წნევის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რადგან ცილოზეკმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დასწიოს სისხლის წნევა. თუ თქვენი წნევა ძლიერ დაეცემა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება. აღნიშნული პრეპარატები მოიცავს:
დიურეტიკებს (მაგ: ჰიდროქლოროთიაზიდი, ფუროსემიდი);
კალციუმის არხის ბლოკატორებს (მაგ: ვერაპამილი, ამლოდიპინი);
ACE ინჰიბიტორები (მაგ: კაპტოპრილი, ლიზინოპრილი);
ანგიოტენზინი II რეცეპტორის ბლოკატორები (მაგ: ვალსარტანი, კანდესარტანი);
ბეტა ბლოკატორები (მაგ: ლაბეტალოლი, კარვედილოლი);
შესაძლოა თქვენთვის დასაშვები იყოს ზემოაღნიშნული პრეპარატების მიღება ცილოზეკთან ერთად და ამასთან დაკავშირებით თქვენი ექიმი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
ცილოზეკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცილოზეკის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე.
ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
ცილოზეკის მიღება არ უნდა მოხდეს ორსულობის დროს.
მეძუძური დედებისთვის ცილოზეკის მიღება არ არის რეკომენდებული.
თუ თქვენ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ ცილოზეკის ტაბლეტების მიღების შემდეგ იგრძნობთ თავბრუსხვევას არ მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები და შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ მივიღოთ ცილოზეკი
ყოველთვის მიიღეთ ცილოზეკი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული მიღების წესთან დაკავშირებით, რეკომენდაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის 100 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილა-საღამოს). ამ დოზის კორექცია არ არის აუცილებელი ხანდაზმული პაციენტებისთვის. თუმცა, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ ნაკლები დოზა იმ შემთხვევაში თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ცილოზეკის მოქმედებაზე.
ცილოზეკის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საუზმემდე და საღამოს კვებამდე 30 წუთით ადრე. ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.
ზოგიერთ შემთხვევაში ცილოზეკის მიღების დადებითი შედეგი იგრძნობა მკურნალობის 4-12 კვირის განმავლობაში. თქვენი ექიმი შეაფასებს პროგრესს მკურნალობის 3 თვის შემდეგ და თუ შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, შესაძლოა გაგიწიოთ ცილოსტაზოლის შეწყვეტის რეკომენდაცია.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
ცილოზეკის მიღება არ არის დაშვებული ბავშვებში.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ცილოზეკი
თუ ნებისმიერი მიზეზით თქვენ მიიღეთ ცილოზეკის ტაბლეტების საჭიროზე მეტი რაოდენობა, შესაძლოა გამოგივლინდეთ ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა: ძლიერი თავის ტკივილი, დიარეა, სისხლის წნევის დაცემა და გულისცემის რიტმის დარღვევები.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. დაიხსომეთ, რომ თან წაიღოთ პრეპარატის შეფუთვა, რათა ზუსტად იქნას დადგენილი თუ რა პრეპარატს იღებთ.
თუ დაგავიწყდათ ცილოზეკის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ცილოზეკის დოზა, დაელოდეთ შემდეგი ტაბლეტის მიღების დროს და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძეთ პრეპარატის მიღება. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
თუ თქვენ შეწყვეტთ ცილოზეკის მიღებას
თუ თქვენ შეწყვეტთ ცილოზეკის მიღებას შესაძლოა კვლავ დაგეწყოთ ან გაუარესდეს ფეხების ტკივილი. შესაბამისად, ცილოზეკის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეამჩნევთ გვერდით მოვლენებს, რომელთაც ესაჭიროება დაუყოვნებელი სამედიცინო ყურადღება (იხ. ნაწილი 4) ან თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ექიმი.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენების თაობაზე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ცილოზეკმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტის შემთხვევაში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეწყვიტეთ ცილოზეკის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
ინფარქტი
გულის შეტევა
გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს ჰაერის უკმარისობას ან კოჭების შეშუპებას.
არარეგულარული გულის რიტმი (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი);
შესამჩნევი სისხლდენა;
სისხლჩაქცევების ადვილად გაჩენა;
სერიოზული სიმპტომები კანზე, პირის მიდამოში, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ეროზიების გაჩენით.
კანის სიყვითლე ან თვალების სითეთრე, რაც გამოწვეულია ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით (სიყვითლე).
თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს თუ გაქვთ გრიპი ან გაწუხებთ ყელის ტკივილი. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სისხლის ზოგიერთი ანალიზის გაკეთება, რომლის შედეგად თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ მკურნალობაზე.
ცილოზეკის მიღების შედეგად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს >1/10 პაციენტში)
თავის ტკივილი
არანორმალური კუჭის მოქმედება
დიარეა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს ≤1/10 პაციენტში)
გულისცემის აჩქარება
გულის ფრიალი (პალპიტაცია)
ტკივილი გულმკერდის არეში
თავბრუსხვევა
ყელის ტკივილი
სურდო (რინიტი)
ტკივილი მუცლის არეში
დისკომფორტი მუცლის არეში (მოუნელებლობა)
შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა ან ღებინება)
უმადობა (ანორექსია)
გახშირებული ბოყინი ან ჰაერის დაგროვება (მეტეორიზმი)
კოჭების, ფეხების ან სახის შეშუპება
გამონაყარი კანზე ან კანის ცვლილებები
ქავილი
სისხლდენა კანზე ლაქების სახით
ზოგადი სისუსტე
არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს ≤1/100 პაციენტში)
გულის შეტევა
არარეგულარული გულისცემა (როგორც ახალი ან გამწვავებული სიმპტომი)
გულთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს გულისცემის აჩქარებას ან კოჭების შეშუპებას.
პნევმონია
ხველა
ციება
მოულოდნელი სისხლდენა
მიდრეკილება სისხლდენისკენ (მაგ: სისხლდენა კუჭში, თვალებიდან ან კუნთებიდან და ცხვირიდან, სისხლი ნერწყვში ან შარდში);
სისხლში წითელი სხეულების ნაკლებობა
თავბრუსხვევა წამოდგომისას
გონების კარგვა
შფოთვა
ძილის სირთულე
უჩვეულო სიზმრები
ალერგიული რეაქციები
ქავილი ან ტკივილი
დიაბეტი და სისხლში შაქრის დონის მატება
კუჭის ტკივილი (გასტრიტი)
შეუძლოდ ყოფნა
დიაბეტის მქონე პაციენტებში არსებობს თვალებიდან სისხლდენის მომატებული რისკი.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს ≤1/1000 პაციენტში)
ჩვეულებრივზე მეტად გახანგრძლივებული სისხლდენა
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მატება
თირკმელების პრობლემები
შემდეგი გვერდითი მოვლენები აღინიშნა ცილოზეკის გამოყენების შედეგად, თუმცა უცნობია რა სიხშირით არის შესაძლებელი მათი გამოვლენა:
სისხლის წნევის ცვლილებები
სისხლში წითელი და თეთრი სხეულების და თრომბოციტების რაოდენობის კლება.
სუნთქვის გაძნელება
მოძრაობის გაძნელება
გრიპი
ალები
ეგზემა და სხვა სახის გამონაყარი კანზე
კანის მგრძნობელობის დაქვეითება
ცრემლიანობა ან თვალების შეწებება (კონიუნქტივიტი)
ხმაური ყურებში (ტინიტუსი)
ღვიძლის პრობლემები, მათ შორის ჰეპატიტი
ცვლილებები შარდში
- როგორ შევინახოთ ცილოზეკი
პრეპარატი შეინახეთ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 250C.
ცილოზეკი არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც კოლოფზეა მითითებული “EXP” ნიშნით. ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
პრეპარატი არ გამოიყენოთ თუ შეამჩნევთ გაფუჭების ხილული ნიშნების გამოვლინებას.
პრეპარატი არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. შეეკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გესაჭიროებათ. აღნიშნული ზომების მიღება დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.
ვარგისობის ვადა
3 წელი
- სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ცილოზეკი
აქტიური ნივთიერებაა ცილოსტაზოლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ცილოსტაზოლს.
სხვა ინგრედიენტებია: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარმელოზას კალციუმი, ჰიპრომელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
როგორ გამოიყურება ცილოზეკი და შეფუთვის შიგთავსი
ცილოზეკის 100 მგ ტაბლეტი არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტი, რომლის ერთ მხარეს ამოტვიფრულია “100”. პრეპარატი წარმოდგენილია შეფუთვაში 30 ცალი ტაბლეტი, შეფუთული პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერებზე (3 ბლისტერი 10 ტაბლეტით).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ადამედ ფარმა
პიენკოვი, მარიანა ადამკევიჩის ქ. 6ა
05-152 ჩოსნუვი, პოლონეთი
მწარმოებელი:
ს.ს. ადამედ ფარმა
მარშალ იუზეფPპილსუდსკის ქ. 5
95-200 პაბიანიცე, პოლონეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


