ციკლოდოლი გრინდექსი
CYCLODOL GRINDEKS
პარკინსონიზმი. ექსტრაპირამიდული დარღვევები, გამოწვეული ნეიროლეპტიური საშუალებებით და მსგავსი მოქმედების პრეპარატებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიჰექსიფენიდილი (trihexyphenidyl)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ ტაბლეტი №50 (2X25)
- მწარმოებელი
- «Grindeks» JSC, ლატვია
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, მესამეული ამინები
- ATC კოდი
- N04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036930
- რეგისტრირებულია
- 29 ნოემბერი 2022, მოქმედებს 29 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Grindeks» JSC (ლატვია)
- განმცხადებელი
- სს „გრინდეკსი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ციკლოდოლი გრინდექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პარკინსონიზმი. ექსტრაპირამიდული დარღვევები, გამოწვეული ნეიროლეპტიური საშუალებებით და მსგავსი მოქმედების პრეპარატებით.
მიღების წესი და დოზირება
ეს წამალი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე ან საკვების მიღების დროს. თუ პრეპარატი იწვევს პირის სიმშრალეს, მაშინ სასურველია მივიღოთ იგი საკვების მიღებამდე, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა.
მოზრდილები
მკურნალობა იწყება დღეში 1 მგ დოზით. დოზას ზრდიან თანდათანობით 2 მგ-ით ყოველი 3-5 დღის შემდეგ. შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებისამებრ შეადგენს 6-10 მგ-ს დღეში 3-4 მიღებაზე. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა დღეში 12-16 მგ-მდე 3-4- მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის 16 მგ-ს.
თერაპიის დასრულებისას ან ალტერნატიური მკურნალობის დაწყებისას ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.
სხვა პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღების დროს ორივე პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. ამ შემთხვევაში საკმარისია ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის 3-6 მგ დღეში 2-ჯერადი მიღებისას.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის მიმართ, ამიტომ მათ უნდა გამოიყენონ ნაკლები თერაპიული დოზები.
გამოყენება ბავშვებში
პედიატრიულ პრაქტიკაში არ გამოიყენება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის მიღების სანაცვლოდ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტრიჰექსიფენიდილის და/ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია განყოფილებაში „სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა“.
შარდის შეკავება არანამკურნალები.
პროსტატის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია.
ტაქიარითმია.
ალკოჰოლით, ფსიქოტროპული პრეპარატებით ან ოპიატებით მწვავე მოწამვლა.
მწვავე დელირიუმი და მანია.
მოგვიანებითი დისკინეზია.
დემენცია.
სიფრთხილის ზომები
განსაკუთრებული სიფრთხილით ტრიჰექსიფენიდილი უნდა მიიღონ ხანდაზმულმა პაციენტებმა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებმა, ასევე ღვიძლისა და თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებმა.
პრეპარატი ინიშნებაYმხოლოდ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ, აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში:
იმ დაავადებების დროს, რომლებსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ტაქიკარდიის გამოწვევა;
დემენციის სინდრომი;
Myasthenia gravis;
პროსტატის ჰიპერტროფიის დროს შარდის ბუშტის სრული დაცლით.
პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები არ ამცირებენ გვიან დისკინეზიას, ცალკეულ შემთხვევებში მათ მდგომარეობის გაუარესებაც კი შეუძლიათ. Aამიტომ, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული გვიანი დისკინეზიის მქონე პაციენტებისთვის, თუ მათ ამავდროულად არ აქვთ პარკინსონის დაავადება.
არსებობს მონაცემები ტრიჰექსიფენიდილის ბოროტად გამოყენების შესახებ (ჰალუცინაციების და ეიფორიის გამოვლენის გამო), განსაკუთრებით ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში.
აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით (ნევროზი, შფოთვა, ტაქიკარდია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ძილის დარღვევა), არ შეიძლება თერაპიის უეცრად შეწყვეტა.
ციკლოდოლი გრინდექსის ტაბლეტები შეიცავენ საქაროზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ წამლის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ბოლო პერიოდში, ღებულობდით ან შეგიძლიათ მიიღოთ.
ტრიჰექსიფენიდილის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს სხვა მსგავსი თვისებების მქონე ქოლინობლოკატორებთან ერთდროული გამოყენების დროს (მაგალითად, ამანტადინი, ზოგიერთი ანტიჰისტამიური პრეპარატები, ფენოთიაზინის წარმოებულები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვ.), ასევე მაო-ს ინჰიბიტორებთან (ისინი ახდენენ ენზიმების ინჰიბირებას, რომლებიც აუცილებელია წამლების მეტაბოლიზმის პროცესისთვის). ტრიჰექსიფენიდილის აღნიშნულ პრეპარატებთან ერთდროულად მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა პირის სიმშრალე, არამკაფიო მხედველობა, შარდის შეკავება და ყაბზობა.
ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი და პარასიმპატომიმეტური პრეპარატები წარმოადგენენ ანტაგონისტებს.
ტრიჰექსიფენიდილითან ერთდროულად გამოყენების დროს, მცირდება სუბლინგვალურად მიღებული ნიტრატების მოქმედება (პირის სიმშრალის გამო).
რადგანაც ტრიჰექსიფენიდილი ანელებს ნაწლავის მოტორიკას, შეიძლება დაირღვეს სხვა პრეპარატების შეწოვა.
ტრიჰექსიფენიდილი ამცირებს მეტოკლოპრამიდის და დომპერიდოლის ზეგავლენას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.
ტრიჰექსიფენიდილთან ერთდროულად მიღების დროს, შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ან სხვა პრეპარატების დამთრგუნებელი ზემოქმედება ცნს-ზე.
ანტიარითმული პრეპარატები აძლიერებენ ანტიქოლინერგულ ეფექტს. მაგალითად, ქინიდინის ტრიჰექსიფენიდილთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგული კარდიოვასკულარული ზეგავლენის გაძლიერება (განსაკუთრებით გამტარებლობის დარღვევები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობაზე ზემოქმედება და ნაყოფის განვითარების შეფასება, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი განვითარება - კვლევები ცხოველებზე საკმარისი არ რის. (იხ. ნაწილი «უკუჩვენებები» და «ფარმაკოკინეტიკა») ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.
აქტიური ნივთიერება - ტრიჰექსიფენიდილ ჰიდროქლორიდი გადის პლაცენტურ ბარიერს, ე.წ. ბარიერი დედისა და ნაყოფის სისხლს შორის, ამიტომ ორსულობისას ციკლოდოლი გრინდექსის გამოყენება არ შეიძლება. (იხ. ნაწილი «უკუჩვენებები»). ტრიჰექსიფენიდილი გამოიყოფა დედის რძეში. ახალშობილები ძალიან მგრძნობიარენი არიან ქოლინორეცეპტორების ბლოკატორების მიმართ, ამიტომ ციკლოდოლი გრინდექსის მიღება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება (იხ. ნაწილი «უკუჩვენებები»).
თუ დაორსულდით, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ციკლოდოლი გრინდექსი არსებითად გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე. ამიტომ მისი გამოყენების დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთ მოქმედებებს, რომელსაც სჭირდება სისხარტე და სწრაფი რეაქცია.
გვერდითი მოვლენები
შემდგომში აღნიშნული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ორგანოების სისტემების მიხედვით სიხშირის მითითებით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1 000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირად: მუცლის ტკივილი.
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირად: აკომოდაციის დარღვევები, პირის სიმშრალე, გულისრევა.
არახშირად: შარდის შეკავება, ყაბზობა, ტაქიკარდია.
იშვიათად: მიდრიაზი, შემცირებული ოფლგამოყოფა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა მომატებული თვალშიდა წნევის შედეგად, ამისთვის აუცილებელია თვალშიდა წნევის პერიოდული კონტროლი.
ძალიან იშვიათად: ბრადიკარდია, ფოტოფობია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები (ცნს)
ხშირად: დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნევროზულობა.
არახშირად: უძილობა, მეხსიერების გაუარესება.
ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების, ან აგრეთვე ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომელიც არ არის ინსტრუქციაში მოცემული, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის დიდი დოზების გამოყენების დროს ან თანმხლები ფაქტორებით პაციენტების მკურნალობისას (ათეროსკლეროზი, ასაკოვანი პაციენტები ან რომელიმე პრეპარატის მიმართ ადრე გამოვლენილი იდიოსინკრაზიის მქონე პაციენტები) შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების ან ფსიქიკის დარღვევები, ხასიათის უჩვეულო გაუმჯობესება, აგზნება, მსუბუქი აგზნება, ღებინება ან გულისრევა. ამ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს. დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის დროს გვერდითი მოვლენები ქრება.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ტრიჰექსიფენიდილის დიდი დოზები იწვევენ პარასიმპატიკური ნერვული სისტემის პოსტგანგლიონარული ინერვაციის ბლოკადას. მოწამვლის სურათი ატროპინით მოწამვლის სიმპტომების მსგავსია (მიდრიაზი, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ტაქიკარდია, ნაწლავისა და ნაღვლსადენი გზების ატონია, სხეულის მომატებული ტემპერატურა და სხვა). ტრიჰექსიფენიდილი ასევე იწვევს დარღვევებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (მომატებული აგზნებადობა, ცნობიერების დარღვევები, დერეალიზაცია და ფსიქიკის სხვა დარღვევები). მძიმე მოწამვლისას შეიძლება განვითარდეს კომა ან სუნთქვის ცენტრის დამბლა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა.
მკურნალობა
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია: ცივი კომპრესები, ბევრი სითხის მიღება.Uსაჭიროა კუჭის ამორეცხვა და გამოვიყენოთY სხვა მეთოდები, რომლებიც ამცირებენ მედიკამენტის შეწოვას. შეიძლება გამოვიყენოთ ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, ფიზოსტიგმინი); გულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გართულებების მკურნალობისთვის წარმატებით გამოიყენება ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ან ნატრიუმის ლაქტატი, კრუნჩხვების დროს – დიაზეპამი, დელირიის მოსახსნელად – ფიზოსტიგმინი.
ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია ინიშნება მხოლოდ მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, და მაშინაც მათი მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შეფუთვა
25 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს ყუთში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალება. ანტიქოლინერგული საშუალება.
კოდი ATX: N04AA01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტრიჰექსიფენიდილი წარმოადგენს ქოლინორეცეპტორების სინთეზურ ბლოკატორს, რომელიც ამცირებს პარკინსონიზმისთვის დამახასიათებელ ტრემორს, კუნთების რიგიდობას და ბრადიკინეზიას. ტრიჰექსიფენიდილი არის M-ქოლინორეცეპტორების ძლიერი ბლოკატორი H-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორის სუსტად გამოხატული თვისებებით. მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს პოსტსინაფსურ მემბრანაზე აცეტილქოლინთან კონკურენციის შესაძლებლობა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
პერორალური გამოყენების დროს ტრიჰექსიფენიდილი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეფექტი მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. ვინაიდან ტრიჰექსიფენიდილს გააჩნია გამოხატული ლიპოტროპულობა, იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
ტრიჰექსიფენიდილი ჰიდროლიზდება ქსოვილებში არასპეციფიური ესთერაზების ზეგავლენით, სპირტის და ორგანული მჟავების წარმოქმნით. გამოყოფის ნახევარპერიოდი შეადგენს 5-10 საათს. ტრიჰექსიფენიდილის მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო ინსტრუქცია
ციკლოდოლი გრინდექსი 2 მგ ტაბლეტები
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ტრიჰექსიფენიდილი (trihexyphenidylum)
წამლის ფორმა და შემადგენლობა
ტაბლეტები.
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას – ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს 2 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: საქაროზა, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი.
აღწერა
თეთრი ფერის, მრგვალი, ბრტყელცილინდრიანი ტაბლეტები, ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალება. ანტიქოლინერგული საშუალება.
კოდი ATX: N04AA01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტრიჰექსიფენიდილი წარმოადგენს ქოლინორეცეპტორების სინთეზურ ბლოკატორს, რომელიც ამცირებს პარკინსონიზმისთვის დამახასიათებელ ტრემორს, კუნთების რიგიდობას და ბრადიკინეზიას. ტრიჰექსიფენიდილი არის M-ქოლინორეცეპტორების ძლიერი ბლოკატორი H-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორის სუსტად გამოხატული თვისებებით. მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს პოსტსინაფსურ მემბრანაზე აცეტილქოლინთან კონკურენციის შესაძლებლობა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
პერორალური გამოყენების დროს ტრიჰექსიფენიდილი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ეფექტი მიიღწევა ერთი საათის განმავლობაში. ვინაიდან ტრიჰექსიფენიდილს გააჩნია გამოხატული ლიპოტროპულობა, იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
ტრიჰექსიფენიდილი ჰიდროლიზდება ქსოვილებში არასპეციფიური ესთერაზების ზეგავლენით, სპირტის და ორგანული მჟავების წარმოქმნით. გამოყოფის ნახევარპერიოდი შეადგენს 5-10 საათს. ტრიჰექსიფენიდილის მცირე ნაწილი გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.
ჩვენებები გამოყენებისთვის
პარკინსონიზმი. ექსტრაპირამიდული დარღვევები, გამოწვეული ნეიროლეპტიური საშუალებებით და მსგავსი მოქმედების პრეპარატებით.
გამოყენების მეთოდი და დოზები
ეს წამალი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე ან საკვების მიღების დროს. თუ პრეპარატი იწვევს პირის სიმშრალეს, მაშინ სასურველია მივიღოთ იგი საკვების მიღებამდე, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა.
მოზრდილები
მკურნალობა იწყება დღეში 1 მგ დოზით. დოზას ზრდიან თანდათანობით 2 მგ-ით ყოველი 3-5 დღის შემდეგ. შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებისამებრ შეადგენს 6-10 მგ-ს დღეში 3-4 მიღებაზე. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა დღეში 12-16 მგ-მდე 3-4- მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის 16 მგ-ს.
თერაპიის დასრულებისას ან ალტერნატიური მკურნალობის დაწყებისას ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.
სხვა პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღების დროს ორივე პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. ამ შემთხვევაში საკმარისია ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის 3-6 მგ დღეში 2-ჯერადი მიღებისას.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის მიმართ, ამიტომ მათ უნდა გამოიყენონ ნაკლები თერაპიული დოზები.
გამოყენება ბავშვებში
პედიატრიულ პრაქტიკაში არ გამოიყენება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის მიღების სანაცვლოდ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტრიჰექსიფენიდილის და/ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია განყოფილებაში „სამკურნალო ფორმა და შემადგენლობა“.
შარდის შეკავება არანამკურნალები.
პროსტატის ჰიპერტროფია შარდის შეკავებით.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქცია.
ტაქიარითმია.
ალკოჰოლით, ფსიქოტროპული პრეპარატებით ან ოპიატებით მწვავე მოწამვლა.
მწვავე დელირიუმი და მანია.
მოგვიანებითი დისკინეზია.
დემენცია.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დაავადება ან მდგომარეობა გაქვთ, წამლის მიღებამდე აცნობეთ ექიმს.
არასასურველი გვერდითი მოვლენები
შემდგომში აღნიშნული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ორგანოების სისტემების მიხედვით სიხშირის მითითებით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არახშირად (≥1/1 000, <1/100), იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10 000), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებით).
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები
არახშირად: მუცლის ტკივილი.
ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ხშირად: აკომოდაციის დარღვევები, პირის სიმშრალე, გულისრევა.
არახშირად: შარდის შეკავება, ყაბზობა, ტაქიკარდია.
იშვიათად: მიდრიაზი, შემცირებული ოფლგამოყოფა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა მომატებული თვალშიდა წნევის შედეგად, ამისთვის აუცილებელია თვალშიდა წნევის პერიოდული კონტროლი.
ძალიან იშვიათად: ბრადიკარდია, ფოტოფობია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები (ცნს)
ხშირად: დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ნევროზულობა.
არახშირად: უძილობა, მეხსიერების გაუარესება.
ზემოთ მოცემული გვერდითი მოვლენების, ან აგრეთვე ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, რომელიც არ არის ინსტრუქციაში მოცემული, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის დიდი დოზების გამოყენების დროს ან თანმხლები ფაქტორებით პაციენტების მკურნალობისას (ათეროსკლეროზი, ასაკოვანი პაციენტები ან რომელიმე პრეპარატის მიმართ ადრე გამოვლენილი იდიოსინკრაზიის მქონე პაციენტები) შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების ან ფსიქიკის დარღვევები, ხასიათის უჩვეულო გაუმჯობესება, აგზნება, მსუბუქი აგზნება, ღებინება ან გულისრევა. ამ შემთხვევებში მკურნალობა უნდა შეწყდეს. დოზის შემცირების ან თერაპიის შეწყვეტის დროს გვერდითი მოვლენები ქრება.
განსაკუთრებული მითითებანი
განსაკუთრებული სიფრთხილით ტრიჰექსიფენიდილი უნდა მიიღონ ხანდაზმულმა პაციენტებმა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებმა, ასევე ღვიძლისა და თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებმა.
პრეპარატი ინიშნებაYმხოლოდ რისკისა და სარგებლის შეფასების შემდეგ, აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში:
იმ დაავადებების დროს, რომლებსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ტაქიკარდიის გამოწვევა;
დემენციის სინდრომი;
Myasthenia gravis;
პროსტატის ჰიპერტროფიის დროს შარდის ბუშტის სრული დაცლით.
პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები არ ამცირებენ გვიან დისკინეზიას, ცალკეულ შემთხვევებში მათ მდგომარეობის გაუარესებაც კი შეუძლიათ. Aამიტომ, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული გვიანი დისკინეზიის მქონე პაციენტებისთვის, თუ მათ ამავდროულად არ აქვთ პარკინსონის დაავადება.
არსებობს მონაცემები ტრიჰექსიფენიდილის ბოროტად გამოყენების შესახებ (ჰალუცინაციების და ეიფორიის გამოვლენის გამო), განსაკუთრებით ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებში.
აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით (ნევროზი, შფოთვა, ტაქიკარდია, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ძილის დარღვევა), არ შეიძლება თერაპიის უეცრად შეწყვეტა.
ციკლოდოლი გრინდექსის ტაბლეტები შეიცავენ საქაროზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზას იშვიათი თანდაყოლილი აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობაზე ზემოქმედება და ნაყოფის განვითარების შეფასება, მშობიარობა და მშობიარობის შემდგომი განვითარება - კვლევები ცხოველებზე საკმარისი არ რის. (იხ. ნაწილი «უკუჩვენებები» და «ფარმაკოკინეტიკა») ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.
აქტიური ნივთიერება - ტრიჰექსიფენიდილ ჰიდროქლორიდი გადის პლაცენტურ ბარიერს, ე.წ. ბარიერი დედისა და ნაყოფის სისხლს შორის, ამიტომ ორსულობისას ციკლოდოლი გრინდექსის გამოყენება არ შეიძლება. (იხ. ნაწილი «უკუჩვენებები»). ტრიჰექსიფენიდილი გამოიყოფა დედის რძეში. ახალშობილები ძალიან მგრძნობიარენი არიან ქოლინორეცეპტორების ბლოკატორების მიმართ, ამიტომ ციკლოდოლი გრინდექსის მიღება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება (იხ. ნაწილი «უკუჩვენებები»).
თუ დაორსულდით, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურეობის უნარზე ზეგავლენა
ციკლოდოლი გრინდექსი არსებითად გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე. ამიტომ მისი გამოყენების დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთ მოქმედებებს, რომელსაც სჭირდება სისხარტე და სწრაფი რეაქცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ წამლის შესახებ, რომელსაც ღებულობთ ბოლო პერიოდში, ღებულობდით ან შეგიძლიათ მიიღოთ.
ტრიჰექსიფენიდილის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს სხვა მსგავსი თვისებების მქონე ქოლინობლოკატორებთან ერთდროული გამოყენების დროს (მაგალითად, ამანტადინი, ზოგიერთი ანტიჰისტამიური პრეპარატები, ფენოთიაზინის წარმოებულები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვ.), ასევე მაო-ს ინჰიბიტორებთან (ისინი ახდენენ ენზიმების ინჰიბირებას, რომლებიც აუცილებელია წამლების მეტაბოლიზმის პროცესისთვის). ტრიჰექსიფენიდილის აღნიშნულ პრეპარატებთან ერთდროულად მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა პირის სიმშრალე, არამკაფიო მხედველობა, შარდის შეკავება და ყაბზობა.
ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი და პარასიმპატომიმეტური პრეპარატები წარმოადგენენ ანტაგონისტებს.
ტრიჰექსიფენიდილითან ერთდროულად გამოყენების დროს, მცირდება სუბლინგვალურად მიღებული ნიტრატების მოქმედება (პირის სიმშრალის გამო).
რადგანაც ტრიჰექსიფენიდილი ანელებს ნაწლავის მოტორიკას, შეიძლება დაირღვეს სხვა პრეპარატების შეწოვა.
ტრიჰექსიფენიდილი ამცირებს მეტოკლოპრამიდის და დომპერიდოლის ზეგავლენას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.
ტრიჰექსიფენიდილთან ერთდროულად მიღების დროს, შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის ან სხვა პრეპარატების დამთრგუნებელი ზემოქმედება ცნს-ზე.
ანტიარითმული პრეპარატები აძლიერებენ ანტიქოლინერგულ ეფექტს. მაგალითად, ქინიდინის ტრიჰექსიფენიდილთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგული კარდიოვასკულარული ზეგავლენის გაძლიერება (განსაკუთრებით გამტარებლობის დარღვევები).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ტრიჰექსიფენიდილის დიდი დოზები იწვევენ პარასიმპატიკური ნერვული სისტემის პოსტგანგლიონარული ინერვაციის ბლოკადას. მოწამვლის სურათი ატროპინით მოწამვლის სიმპტომების მსგავსია (მიდრიაზი, ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ტაქიკარდია, ნაწლავისა და ნაღვლსადენი გზების ატონია, სხეულის მომატებული ტემპერატურა და სხვა). ტრიჰექსიფენიდილი ასევე იწვევს დარღვევებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (მომატებული აგზნებადობა, ცნობიერების დარღვევები, დერეალიზაცია და ფსიქიკის სხვა დარღვევები). მძიმე მოწამვლისას შეიძლება განვითარდეს კომა ან სუნთქვის ცენტრის დამბლა.
დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ სამკურნალო საშუალების შეფუთვა.
მკურნალობა
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია: ცივი კომპრესები, ბევრი სითხის მიღება.Uსაჭიროა კუჭის ამორეცხვა და გამოვიყენოთY სხვა მეთოდები, რომლებიც ამცირებენ მედიკამენტის შეწოვას. შეიძლება გამოვიყენოთ ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, ფიზოსტიგმინი); გულის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გართულებების მკურნალობისთვის წარმატებით გამოიყენება ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ან ნატრიუმის ლაქტატი, კრუნჩხვების დროს – დიაზეპამი, დელირიის მოსახსნელად – ფიზოსტიგმინი.
ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია ინიშნება მხოლოდ მიღებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, და მაშინაც მათი მნიშვნელობა ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
შეფუთვა
25 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს ყუთში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქ. 53, რიგა,
LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი: 2022 წლის აპრილი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


