სხვადასხვა წარმოშობის პარკინსონიზმის მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია (ლევოდოპასთან ერთად). დამატებით ციკლოდოლის 5 მგ ტაბლეტებისათვის: ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ნეიროლეპტიკებით ან მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატებით; პარკინსონის დაავადება; ლითლის დაავადება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტრიჰექსიფენიდილი (trihexyphenidyl)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ ტაბლეტი №40 (4X10)
- მწარმოებელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, მესამეული ამინები
- ATC კოდი
- N04AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038843
- რეგისტრირებულია
- 15 აგვისტო 2023, მოქმედებს 15 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ციკლოდოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სხვადასხვა წარმოშობის პარკინსონიზმის მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია (ლევოდოპასთან ერთად).
დამატებით ციკლოდოლის 5 მგ ტაბლეტებისათვის: ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ნეიროლეპტიკებით ან მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატებით; პარკინსონის დაავადება; ლითლის დაავადება; სპასტიური დამბლები, რომელიც დაკავშირებულია ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანებასთან; გარკვეულ შემთხვევებში
ამცირებს ტონუსს და აუმჯობესებს მოძრაობებს პირამიდული ხასიათის პარეზების დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დაწყებული ყველაზე დაბალიდან, მინიმალურ ეფექტურ დოზამდე გაზრდით.
პარკინსონიზმის სინდრომების დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში (პრეპარატი ციკლოდოლი არ გამოიყენება 1 მგ დოზირებისთვის). ყოველ 3-5 დღეში თანდათან გაზარდეთ ეს დოზა 1-2 მგ-ით დღე-ღამეში ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღებამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 6-16 მგ დღე-ღამეში, დაყოფილი 3-5 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ.
ექსტრაპირამიდული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალებების მიღებასთან ინიშნება 2-16 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი დღე-ღამეში, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ.
სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების ანტიქოლინერგული თერაპიის დროს პრეპარატის დოზა აუცილებელად უნდა დარეგულირდეს თანდათანობით, საწყისი დოზის 2 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის ყოველ დღე გაზრდით მინიმალურ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც ინიშნება სხვა ჩვენებების შემთხვევაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ.
5-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის ციკლოდოლი განკუთვნილია მხოლოდ ექსტრაპირამიდული დისტონიის სამკურნალოდ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 40 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი.
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების მიღების დროზე. რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (150-200 მლ). ჰიპერსალივაციის შემთხვევაში, რომელიც აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებამდე, ტრიჰექსიფენიდილი უნდა იქნას მიღებული ჭამის შემდეგ. მკურნალობის პროცესში პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალის განვითარებისას, ციკლოდოლი ინიშნება ჭამის წინ (თუ ამ დროს არ აღინიშნება გულისრევა).
მკურნალობა უნდა დასრულდეს თანდათანობით, ტრიჰექსიფენიდილის დოზის შემცირებით 1-2 კვირის განმავლობაში, სანამ ის მთლიანად არ მოიხსნება. პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის უეცარი გაუარესება დაავადების სიმპტომების გამწვავების გამო.
მკურნალობის ხანგრძლივობას თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.
ბავშვები.
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული 5 წლიდან ბავშვებში მხოლოდ ექსტრაპირამიდული დისტონიის სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტრიჰექსიფენიდილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
გლაუკომა;
შარდის გამოყოფის შეკავება;
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის გადინების დარღვევით, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტენოზური დაავადებები (პილოროდუოდენალური სტენოზი, აქალაზია და ა.შ.);
პარალიზური ილეუსი, ნაწლავის ატონია, ატონური ყაბზობა, ნაწლავის მექანიკური გაუვალობა, მეგაკოლონი;
ტაქიარითმია, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია;
კარდიოპათია დეკომპენსაციის სტადიაში.
სიფრთხილის ზომები
ვინაიდან ტრიჰექსიფენიდილის გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს განუსაზღვრელი ხანგრძლივობის ვადით, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ მკვეთრი მოხსნით, პრეპარატის დოზის მკვეთრი შემცირებით შესაძლოა პარკინსონიზმის სიმპტომების გამწვავება, პოტენციურად ლეტალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარება [ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, ვეგეტატიური დისფუნქციის გამოვლინებები (არტერიული წნევის მერყეობა, დიაფორეზი, ტაქიკარდია, გულის არითმია)].
ამიტომ, გარდა სასიცოცხლო მიზეზების გამო პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევებისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტა.
უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პრეპარატის მიმართ მედიკამენტოზური დამოკიდებულება, რომ ტრიჰექსიფენიდილი შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენების საგანი მისი ეიფორიული და/ან ჰალუცინოგენური თვისებების გამო, როგორც წესი, რეკომენდებული დოზების გადაჭარბებით მიღებისას.
სასურველია პაციენტებმა გაიარონ გონიოსკოპია ტრიჰექსიფენიდილის მიღების დაწყებამდე, შემდგომში კი პრეპარატით მკურნალობის დროს გულდასმით აკონტროლონ თვალისშიდა წნევა, ვინაიდან ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარება, თვალისშიდა წნევის მომატება და სიბრმავე. თუ თერაპიის დროს წარმოიქმნება მხედველობის სიმკვეთრის კლება, აუცილებელია განვიხილოთ დახურულკუთხოვანი გლაუკომის დიაგნოზის შესაძლებლობა.
ვინაიდან ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ისეთი ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების აღრევა, ბოდვა და ჰალუცინაციები, ტრიჰექსიფენიდილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დოზის შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს განსაკუთრებული გულდასმით (არსებობს მგრძნობელობის მომატების და გვერდითი რეაქციების განვითარების მაღალი რისკი). ორჯერ ნაკლები დოზის გამოყენება ჩვეულებრივ საკმარისია მოსალოდნელი ეფექტის მისაღწევად.
ტრიჰექსიფენიდილმა შეიძლება მოახდინოს გვიანი დისკინეზიის სიმპტომების პროვოცირება ან გაძლიერება, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვიანი დისკინეზიის მქონე პაციენტებში, თუ მათ არ აქვთ თანმხლები პარკინსონის დაავადება.
ტრიჰექსიფენიდილის გამოყენება დაკავშირებული იყო მიასთენიის მიმდინარეობის კლინიკურ გაუარესებასთან, ამიტომ პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ან გამოყენებული იქნას დიდი სიფრთხილით მიასთენიის მქონე პაციენტებში.
ტრიჰექსიფენიდილი ასევე უნდა იქნას სიფრთხილით დანიშნული :
სხვა ქოლინერგულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში; თავიდან უნდა იქნას აცილებული ორი ანტიქოლინერგული პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაცია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების ზრდა თერაპიული ეფექტურობის გაზრდის გარეშე;
პაციენტებში ფსიქონევროლოგიური დაავადებებით, ვეგეტატიური ნეიროპათიით (შესაძლოა დაავადების სიმპტომების გაძლიერება);
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით შარდის გადინების დარღვევის გარეშე;
ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც შეიძლება გართულდეს ტაქიკარდიით, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის დროს;
გარემოს ტემპერატურის მომატების დროს, მათ შორის სამუშაო ადგილზე (სითბური დარტყმის რისკი საოფლე ჯირკვლების აქტივობის დათრგუნვის შედეგად); ჰიპერთერმიისას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში, დასუსტებულ პაციენტებში - შესაძლებელია ჰიპერთერმიის გაძლიერება;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, თირკმელების მძიმე დაავადების დროს (გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი პრეპარატის გამოყოფის შემცირების შედეგად);
ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს არასასურველი რეაქციების ინტენსივობა, რომლებიც განპირობებულია ტრიჰექსიფენიდილის ანტიქოლინერგული აქტივობით, მნიშვნელოვნად მცირდება.
პაციენტებში ნახშირწყლების ტოლერანტობის დარღვევებით, ისეთების, როგორიცაა თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, ლაქტაზას უკმარისობა, არ არის ნაჩვენები პრეპარატის გამოყენება ლაქტოზის შემცველობის გამო.
არ უნდა იქნას გადაჭარბებული პრეპარატის რეკომენდებულ დოზები.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების დალევისგან. გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ტრიჰექსიფენიდილის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, რადგან მცირდება კონცენტრაციის უნარი და ნელდება ფსიქომოტორული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კანაბინოიდები, ბარბიტურატები, ოპიატები, ალკოჰოლი, ცნს-ის სხვა დეპრესანტები - შესაძლოა ადიტიური ეფექტები ტრიჰექსიფენიდილინთან, სედაციური ეფექტის ზრდა. არსებობს ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
ფენოთიაზინები (მათ შორის ქლორპრომაზინი), კლოზაპინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები (მათ შორის დიფენჰიდრამინი, დიპრაზინი), დიზოპირამიდი, ნეფოპამი, ამანტადინი: შესაძლოა ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მაო-ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ანტიქოლინერგული ეფექტებით: ადიტიური ეფექტების გამო შესაძლებელია ტრიჰექსიფენიდილის ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება, მათ შორის. პირის სიმშრალე, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა, შარდვის გაძნელება დასაწყისში, შარდის შეკავება, მწვავე გლაუკომა ან პარალიზური ნაწლავური გაუვალობა, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ანტიქოლინერგული პრეპარატები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მაო-ს ინჰიბიტორებს. თუ პაციენტი უკვე ღებულობს ანტიდეპრესანტებს, ტრიჰექსიფენიდილის გამოყენება უნდა დაიწყოს შემცირებული დოზით, ხოლო პაციენტის მდგომარეობას უნდა ჩაუტარდეს რეგულარული მონიტორინგი.
ტრანკვილიზატორები: იზრდება დაგვიანებული დისკინეზიის განვითარების რისკი მათი გამოყენებისას ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან, ამიტომ ისეთი ანტიქოლინერგული პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა ტრიჰექსიფენიდილი, მედიკამენტოზურად ინდუცირებული პარკინსონიზმის პროფილაქტიკისთვის ტრანკვილიზატორებით თერაპიის დროს არ არის რეკომენდებული. დისკინეზი, რომელიც გამოწვეულია ტრანკვილიზატორების გამოყენებით, ძლიერდება ტრიჰექსიფენიდილის ამავდროული მიღების შემთხვევაში.
მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი: ტრიჰექსიფენიდილი ამცირებს ამ პრეპარატების ეფექტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
სხვა პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ლევოდოპა): ლევოდოპას აბსორბცია და მისი სისტემური კონცენტრაცები შეიძლება შემცირდეს ტრიჰექსიფენიდილთან ერთად გამოყენებისას, ამიტომ მისი დოზა უნდა დარეგულირდეს; ვინაიდან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს მედიკამენტოზურად ინდუცირებული დისკინეზიები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ტრიჰექსიფენიდილის ან ლევოდოპას ჩვეულებრივ დოზას კომბინირებული თერაპიის დროს შეიძლება დასჭირდეს შემცირება.
პარასიმპატომიმეტიკა: ტრიჰექსიფენიდილის ეფექტი შეიძლება იყოს ანტაგონისტური პარასიმპათომიმეტიკების ეფექტის მიმართ.
ანტიარითმული ანტიქოლინერგული პრეპარატები (მათ შორის ქინიდინი): ანტიქოლინერგული ზემოქმედების გაძლიერება გულის მოქმედებაზე (ატრიოვენტრიკულური გამტარობის შეფერხება).
რეზერპინი: მცირდება ტრიჰექსიფენიდილის პარკინსონის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც იწვევს პარკინსონიზმის სინდრომის გაძლიერებას.
გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემა და ფსიქიკური დარღვევები: სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მათ შორის ძილიანობა, გაღიზიანებადობა, გულისრევა, ღებინება. შესაძლოა მიასთენიის გამწვავება.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების ან მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია შფოთვა, ნევროზულობა, აგზნებადობა, ეიფორია, კოგნიტური დისფუნქციები, ისეთები, როგორიცაა ცნობიერების აღრევა, მყისიერი და მოკლევადიანი მეხსიერების დარღვევა,
უძილობა, ბოდვა, ჰალუცინაციები, პარანოიდული რეაქციები, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში.
შემოვიდა შეტყობინებები დისკინეზიის შემთხვევების შესახებ სახის, ტუჩების, სხეულის, კიდურების უნებლიე ქორეული მოძრაობების სახით (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოდოპას პრეპარატებს). ფსიქიკური აშლილობის განვითარებამ შეიძლება მოითხოვოს მკურნალობის შეწყვეტა. იყო შეტყობინებები ტრიჰექსიფენიდილის ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ მისი ეიფორიული და ჰალუცინოგენური თვისებების გამო.
ეფექტები, რომლებიც განპირობებულია ანტიქოლინერგული მოქმედებით: კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მათ შორის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დისფაგიის შესაძლო განვითარებით, წყურვილის გრძნობა, ოფლიანობის დაქვეითება, ჰიპერთერმია, ალები, ტაქიკარდია, ბრონქული სეკრეციის დაქვეითება, ყაბზობა, შარდვის დარღვევები, მათ შორის შარდვის დაწყების გაძნელება, შარდის შეკავება. შესაძლებელია აკომოდაციის დარღვევა (მათ შორის ციკლოპლეგია), მიდრიაზი, მხედველობის (სიმკვეთრის) დარღვევა, ფოტოფობია, თვალისშიდა წნევის მომატება, დახურულკუთხიანი გლაუკომის განვითარება (ზოგიერთ შემთხვევაში სიბრმავით).
აღინიშნა პარადოქსული სინუსური ბრადიკარდიის შემთხვევები, ჩირქოვანი პაროტიტის იზოლირებული შემთხვევები, მეორადი პირის ზედმეტ სიმშრალესთან მიმართებაში, მსხვილი ნაწლავის დილატაციისა, ნაწლავის გაუვალობის შემთხვევები.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანზე გამონაყარის ჩათვლით. მკურნალობის მკვეთრი მოხსნისას შემოვიდა შეტყობინებები პარკინსონიზმის სიმპტომების გამწვავების, ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების შესახებ.
პედიატრიულ პრაქტიკაში დაფიქსირდა ასეთი გვერდითი რეაქციები: ჰიპერკინეზია, ფსიქოზი, მეხსიერების დარღვევები, წონის დაკლება, შფოთვა, ქორეა, ძილის დარღვევა.
ამ სიმპტომების უმეტესობა ქრება მკურნალობის დროს ან იხსნება დოზის შემცირებით ან პრეპარატის დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით.
ჭარბი დოზა
ტრიჰექსიფენიდილის მაღალ დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში მოწამვლა. სიმპტომები. ანტიქოლინერგული პრეპარატებით ინტოქსიკაციის გამოვლინებებია სახის ჰიპერემია, კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაფართოებული გუგები, აკომოდაციის დამბლა, ყლაპვის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევა (მათ შორის ტაქიკარდია), აჩქარებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება. შეიძლება წარმოიქმნას გამონაყარი სახეზე და/ან სხეულის ზედა ნაწილზე. მძიმე ინტოქსიკაციის გამოვლინებებია კუნთების ზოგადი სისუსტე, შარდვის დარღვევა, ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითება.
ცნს-ის გაღიზიანების სიმპტომები მოიცავს დელირიუმს, დეზორიენტაციას, მოუსვენრობას, ჰალუცინაციებს, ინკოგერენტულობას, გონების აღრევას (დაკარგვას), აგზნებადობას, ჰიპერაქტიურობას, ატაქსიას, პარანოიდულ რეაქციებს, აგრესიულობას, ზოგჯერ კრუნჩხვებს. შესაძლოა პროგრესირება ცნს-ის დეპრესიამდე, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვით უკმარისობამდე, კომა, ლეტალური გამოსავალი.
მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარიანობის უზრუნველყოფა. ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია ნაჩვენებია მხოლოდ პირველ საათებში მოწამვლის შემდეგ. არითმიის წარმოქმნის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ანტიარითმული პრეპარატების მიღება. შესაძლოა დიაზეპამის შეყვანა აღგზნებისა და საცდელი კონტროლისთვის, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის რისკი. ჰიპოქსია და აციდოზი უნდა იყოს კომპენსირებული. ნატრიუმის ბიკარბონატის ან ლაქტატის გამოყენება აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების ლიკვიდაციისათვის.
ფიზოსტიგმინი გამოიყენება ინტოქსიკაციის სხვადასხვა სიმპტომების (დელირიუმის, კომის, ექსტრაპირამიდული დარღვევების), ტაქიარითმიის, ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების და სხვადასხვა ბლოკადების თერაპიისათვის. 2-8 მგ ფიზოსტიგმინი ინფუზიურად უნდა იქნას შეყვანილი ეკგ-მონიტორინგის ქვეშ. ფიზოსტიგმინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ნახევარგამოყოფის პერიოდი 20-40 წუთი) არჩევითი პრეპარატია ატროპინი, რომლის 0,5 მგ-ს ძალუძს გაუწიოს წინააღმდეგობა 1 მგ ფიზოსტიგმინს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ტრიჰექსიფენიდილი;
1 ტაბლეტი შეიცავს ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს (100% მშრალი ნივთიერებაზე გადათვლით) 2 მგ ან 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები 2 მგ და 5 მგ - მრგვალი ფორმის ბრტყელი ზედაპირით, დახრილი კიდეებით და გამყოფი ზოლით, თეთრი ფერის.
შენახვის პირობები
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში, 4 ბლისტერი შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპარკინსონიული პრეპარატები. ანტიქოლინერგული საშუალებები. ტრიჰექსიფენიდილი. ათქ კოდი N04AA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ციკლოდოლი არის ცენტრალური მოქმედების ანტიქოლინერგული პრეპარატი, რომელიც არღვევს კავშირს დოფამინსა და აცეტილქოლინს შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს).
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ტრიჰექსიფენიდილის წყალობით, სუსტდება დოფამინის დეფიციტით განპირობებული ქოლინერგული ეფექტები. პრეპარატს აქვს გამოხატული ცენტრალური N-ქოლინმაბლოკირებელი, ასევე პერიფერიული M-ქოლინმაბლოკირებელი მოქმედება.
პარკინსონიზმის დროს ციკლოდოლი, ისევე როგორც სხვა ქოლინმაბლოკირებელი საშუალებები, ამცირებს ტრემორს. პრეპარატი ნაკლებად ახდენს გავლენას მუსკულატურის რიგიდულობაზე და ბრადიკინეზიაზე. პრეპარატის ქოლინმაბლოკირებელი მოქმედების გამო მცირდება სალივაცია, ოფლის გამოყოფა და კანის ცხიმიანობა. პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება ასევე დაკავშირებულია ანტიქოლინერგულ აქტივობასთან და პირდაპირ მიოტროპულ ზემოქმედებასთან.
ფარმაკოკინეტიკა.
შინაგანად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერის მიღმა. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 6-10 საათს. არ არსებობს მონაცემები განაწილების, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების, ტრიჰექსიფენიდილის მეტაბოლიზმისა და კლირენსის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის გამოყოფის ცვლილებების(მათ შორის ჰემოდიალიზის დროს), პლაცენტაში და დედის რძეში შეღწევის შესახებ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ციკლოდოლი
(CYCLODOL)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ტრიჰექსიფენიდილი;
1 ტაბლეტი შეიცავს ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს (100% მშრალი ნივთიერებაზე გადათვლით) 2 მგ ან 5 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ტაბლეტები 2 მგ და 5 მგ - მრგვალი ფორმის ბრტყელი ზედაპირით, დახრილი კიდეებით და გამყოფი ზოლით, თეთრი ფერის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიპარკინსონიული პრეპარატები. ანტიქოლინერგული საშუალებები. ტრიჰექსიფენიდილი. ათქ კოდი N04AA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ციკლოდოლი არის ცენტრალური მოქმედების ანტიქოლინერგული პრეპარატი, რომელიც არღვევს კავშირს დოფამინსა და აცეტილქოლინს შორის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ცნს).
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ტრიჰექსიფენიდილის წყალობით, სუსტდება დოფამინის დეფიციტით განპირობებული ქოლინერგული ეფექტები. პრეპარატს აქვს გამოხატული ცენტრალური N-ქოლინმაბლოკირებელი, ასევე პერიფერიული M-ქოლინმაბლოკირებელი მოქმედება.
პარკინსონიზმის დროს ციკლოდოლი, ისევე როგორც სხვა ქოლინმაბლოკირებელი საშუალებები, ამცირებს ტრემორს. პრეპარატი ნაკლებად ახდენს გავლენას მუსკულატურის რიგიდულობაზე და ბრადიკინეზიაზე. პრეპარატის ქოლინმაბლოკირებელი მოქმედების გამო მცირდება სალივაცია, ოფლის გამოყოფა და კანის ცხიმიანობა. პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება ასევე დაკავშირებულია ანტიქოლინერგულ აქტივობასთან და პირდაპირ მიოტროპულ ზემოქმედებასთან.
ფარმაკოკინეტიკა.
შინაგანად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერის მიღმა. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 6-10 საათს. არ არსებობს მონაცემები განაწილების, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების, ტრიჰექსიფენიდილის მეტაბოლიზმისა და კლირენსის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის გამოყოფის ცვლილებების(მათ შორის ჰემოდიალიზის დროს), პლაცენტაში და დედის რძეში შეღწევის შესახებ.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
სხვადასხვა წარმოშობის პარკინსონიზმის მონოთერაპია და კომბინირებული თერაპია (ლევოდოპასთან ერთად).
დამატებით ციკლოდოლის 5 მგ ტაბლეტებისათვის: ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია ნეიროლეპტიკებით ან მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატებით; პარკინსონის დაავადება; ლითლის დაავადება; სპასტიური დამბლები, რომელიც დაკავშირებულია ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანებასთან; გარკვეულ შემთხვევებში
ამცირებს ტონუსს და აუმჯობესებს მოძრაობებს პირამიდული ხასიათის პარეზების დროს.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა ტრიჰექსიფენიდილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
გლაუკომა;
შარდის გამოყოფის შეკავება;
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია შარდის გადინების დარღვევით, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტენოზური დაავადებები (პილოროდუოდენალური სტენოზი, აქალაზია და ა.შ.);
პარალიზური ილეუსი, ნაწლავის ატონია, ატონური ყაბზობა, ნაწლავის მექანიკური გაუვალობა, მეგაკოლონი;
ტაქიარითმია, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია;
კარდიოპათია დეკომპენსაციის სტადიაში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
კანაბინოიდები, ბარბიტურატები, ოპიატები, ალკოჰოლი, ცნს-ის სხვა დეპრესანტები - შესაძლოა ადიტიური ეფექტები ტრიჰექსიფენიდილინთან, სედაციური ეფექტის ზრდა. არსებობს ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა.
ფენოთიაზინები (მათ შორის ქლორპრომაზინი), კლოზაპინი, ანტიჰისტამინური პრეპარატები (მათ შორის დიფენჰიდრამინი, დიპრაზინი), დიზოპირამიდი, ნეფოპამი, ამანტადინი: შესაძლოა ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მაო-ს ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ანტიქოლინერგული ეფექტებით: ადიტიური ეფექტების გამო შესაძლებელია ტრიჰექსიფენიდილის ანტიქოლინერგული ეფექტების გაძლიერება, მათ შორის. პირის სიმშრალე, ყაბზობა, მხედველობის დაბინდვა, შარდვის გაძნელება დასაწყისში, შარდის შეკავება, მწვავე გლაუკომა ან პარალიზური ნაწლავური გაუვალობა, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. ანტიქოლინერგული პრეპარატები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს ან მაო-ს ინჰიბიტორებს. თუ პაციენტი უკვე ღებულობს ანტიდეპრესანტებს, ტრიჰექსიფენიდილის გამოყენება უნდა დაიწყოს შემცირებული დოზით, ხოლო პაციენტის მდგომარეობას უნდა ჩაუტარდეს რეგულარული მონიტორინგი.
ტრანკვილიზატორები: იზრდება დაგვიანებული დისკინეზიის განვითარების რისკი მათი გამოყენებისას ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან, ამიტომ ისეთი ანტიქოლინერგული პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა ტრიჰექსიფენიდილი, მედიკამენტოზურად ინდუცირებული პარკინსონიზმის პროფილაქტიკისთვის ტრანკვილიზატორებით თერაპიის დროს არ არის რეკომენდებული. დისკინეზი, რომელიც გამოწვეულია ტრანკვილიზატორების გამოყენებით, ძლიერდება ტრიჰექსიფენიდილის ამავდროული მიღების შემთხვევაში.
მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი: ტრიჰექსიფენიდილი ამცირებს ამ პრეპარატების ეფექტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
სხვა პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, ლევოდოპა): ლევოდოპას აბსორბცია და მისი სისტემური კონცენტრაცები შეიძლება შემცირდეს ტრიჰექსიფენიდილთან ერთად გამოყენებისას, ამიტომ მისი დოზა უნდა დარეგულირდეს; ვინაიდან ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გააძლიეროს მედიკამენტოზურად ინდუცირებული დისკინეზიები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ტრიჰექსიფენიდილის ან ლევოდოპას ჩვეულებრივ დოზას კომბინირებული თერაპიის დროს შეიძლება დასჭირდეს შემცირება.
პარასიმპატომიმეტიკა: ტრიჰექსიფენიდილის ეფექტი შეიძლება იყოს ანტაგონისტური პარასიმპათომიმეტიკების ეფექტის მიმართ.
ანტიარითმული ანტიქოლინერგული პრეპარატები (მათ შორის ქინიდინი): ანტიქოლინერგული ზემოქმედების გაძლიერება გულის მოქმედებაზე (ატრიოვენტრიკულური გამტარობის შეფერხება).
რეზერპინი: მცირდება ტრიჰექსიფენიდილის პარკინსონის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც იწვევს პარკინსონიზმის სინდრომის გაძლიერებას.
გამოყენების თავისებურებები.
ვინაიდან ტრიჰექსიფენიდილის გამოყენება, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება დაინიშნოს განუსაზღვრელი ხანგრძლივობის ვადით, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ მკვეთრი მოხსნით, პრეპარატის დოზის მკვეთრი შემცირებით შესაძლოა პარკინსონიზმის სიმპტომების გამწვავება, პოტენციურად ლეტალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარება [ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ფსიქიკური სტატუსის შეცვლა, ვეგეტატიური დისფუნქციის გამოვლინებები (არტერიული წნევის მერყეობა, დიაფორეზი, ტაქიკარდია, გულის არითმია)].
ამიტომ, გარდა სასიცოცხლო მიზეზების გამო პრეპარატის შეწყვეტის შემთხვევებისა, თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტა.
უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პრეპარატის მიმართ მედიკამენტოზური დამოკიდებულება, რომ ტრიჰექსიფენიდილი შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენების საგანი მისი ეიფორიული და/ან ჰალუცინოგენური თვისებების გამო, როგორც წესი, რეკომენდებული დოზების გადაჭარბებით მიღებისას.
სასურველია პაციენტებმა გაიარონ გონიოსკოპია ტრიჰექსიფენიდილის მიღების დაწყებამდე, შემდგომში კი პრეპარატით მკურნალობის დროს გულდასმით აკონტროლონ თვალისშიდა წნევა, ვინაიდან ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარება, თვალისშიდა წნევის მომატება და სიბრმავე. თუ თერაპიის დროს წარმოიქმნება მხედველობის სიმკვეთრის კლება, აუცილებელია განვიხილოთ დახურულკუთხოვანი გლაუკომის დიაგნოზის შესაძლებლობა.
ვინაიდან ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ისეთი ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა ცნობიერების აღრევა, ბოდვა და ჰალუცინაციები, ტრიჰექსიფენიდილი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დოზის შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს განსაკუთრებული გულდასმით (არსებობს მგრძნობელობის მომატების და გვერდითი რეაქციების განვითარების მაღალი რისკი). ორჯერ ნაკლები დოზის გამოყენება ჩვეულებრივ საკმარისია მოსალოდნელი ეფექტის მისაღწევად.
ტრიჰექსიფენიდილმა შეიძლება მოახდინოს გვიანი დისკინეზიის სიმპტომების პროვოცირება ან გაძლიერება, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვიანი დისკინეზიის მქონე პაციენტებში, თუ მათ არ აქვთ თანმხლები პარკინსონის დაავადება.
ტრიჰექსიფენიდილის გამოყენება დაკავშირებული იყო მიასთენიის მიმდინარეობის კლინიკურ გაუარესებასთან, ამიტომ პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ან გამოყენებული იქნას დიდი სიფრთხილით მიასთენიის მქონე პაციენტებში.
ტრიჰექსიფენიდილი ასევე უნდა იქნას სიფრთხილით დანიშნული :
სხვა ქოლინერგულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში; თავიდან უნდა იქნას აცილებული ორი ანტიქოლინერგული პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაცია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების ზრდა თერაპიული ეფექტურობის გაზრდის გარეშე;
პაციენტებში ფსიქონევროლოგიური დაავადებებით, ვეგეტატიური ნეიროპათიით (შესაძლოა დაავადების სიმპტომების გაძლიერება);
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით შარდის გადინების დარღვევის გარეშე;
ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც შეიძლება გართულდეს ტაქიკარდიით, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის დროს;
გარემოს ტემპერატურის მომატების დროს, მათ შორის სამუშაო ადგილზე (სითბური დარტყმის რისკი საოფლე ჯირკვლების აქტივობის დათრგუნვის შედეგად); ჰიპერთერმიისას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში, დასუსტებულ პაციენტებში - შესაძლებელია ჰიპერთერმიის გაძლიერება;
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის, თირკმელების მძიმე დაავადების დროს (გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი პრეპარატის გამოყოფის შემცირების შედეგად);
ქრონიკული ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში.
ხანგრძლივი მკურნალობის დროს არასასურველი რეაქციების ინტენსივობა, რომლებიც განპირობებულია ტრიჰექსიფენიდილის ანტიქოლინერგული აქტივობით, მნიშვნელოვნად მცირდება.
პაციენტებში ნახშირწყლების ტოლერანტობის დარღვევებით, ისეთების, როგორიცაა თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, ლაქტაზას უკმარისობა, არ არის ნაჩვენები პრეპარატის გამოყენება ლაქტოზის შემცველობის გამო.
არ უნდა იქნას გადაჭარბებული პრეპარატის რეკომენდებულ დოზები.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების დალევისგან. გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს.
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ტრიჰექსიფენიდილის დედის რძესთან ერთად გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისაგან, რადგან მცირდება კონცენტრაციის უნარი და ნელდება ფსიქომოტორული რეაქციები.
მიღების წესი და დოზები.
პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, დაწყებული ყველაზე დაბალიდან, მინიმალურ ეფექტურ დოზამდე გაზრდით.
პარკინსონიზმის სინდრომების დროს საწყისი დოზა შეადგენს 1 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში (პრეპარატი ციკლოდოლი არ გამოიყენება 1 მგ დოზირებისთვის). ყოველ 3-5 დღეში თანდათან გაზარდეთ ეს დოზა 1-2 მგ-ით დღე-ღამეში ოპტიმალური სამკურნალო ეფექტის მიღებამდე. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 6-16 მგ დღე-ღამეში, დაყოფილი 3-5 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ.
ექსტრაპირამიდული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია სამკურნალო საშუალებების მიღებასთან ინიშნება 2-16 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი დღე-ღამეში, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ.
სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების ანტიქოლინერგული თერაპიის დროს პრეპარატის დოზა აუცილებელად უნდა დარეგულირდეს თანდათანობით, საწყისი დოზის 2 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდის ყოველ დღე გაზრდით მინიმალურ ეფექტურ შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს იმ მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც ინიშნება სხვა ჩვენებების შემთხვევაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ.
5-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის ციკლოდოლი განკუთვნილია მხოლოდ ექსტრაპირამიდული დისტონიის სამკურნალოდ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 40 მგ ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდი.
პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების მიღების დროზე. რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (150-200 მლ). ჰიპერსალივაციის შემთხვევაში, რომელიც აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებამდე, ტრიჰექსიფენიდილი უნდა იქნას მიღებული ჭამის შემდეგ. მკურნალობის პროცესში პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალის განვითარებისას, ციკლოდოლი ინიშნება ჭამის წინ (თუ ამ დროს არ აღინიშნება გულისრევა).
მკურნალობა უნდა დასრულდეს თანდათანობით, ტრიჰექსიფენიდილის დოზის შემცირებით 1-2 კვირის განმავლობაში, სანამ ის მთლიანად არ მოიხსნება. პრეპარატის უეცარმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის უეცარი გაუარესება დაავადების სიმპტომების გამწვავების გამო.
მკურნალობის ხანგრძლივობას თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.
ბავშვები.
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული 5 წლიდან ბავშვებში მხოლოდ ექსტრაპირამიდული დისტონიის სამკურნალოდ.
დოზის გადაჭარბება.
ტრიჰექსიფენიდილის მაღალ დოზებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში მოწამვლა. სიმპტომები. ანტიქოლინერგული პრეპარატებით ინტოქსიკაციის გამოვლინებებია სახის ჰიპერემია, კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაფართოებული გუგები, აკომოდაციის დამბლა, ყლაპვის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის დარღვევა (მათ შორის ტაქიკარდია), აჩქარებული სუნთქვა, გულისრევა, ღებინება. შეიძლება წარმოიქმნას გამონაყარი სახეზე და/ან სხეულის ზედა ნაწილზე. მძიმე ინტოქსიკაციის გამოვლინებებია კუნთების ზოგადი სისუსტე, შარდვის დარღვევა, ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითება.
ცნს-ის გაღიზიანების სიმპტომები მოიცავს დელირიუმს, დეზორიენტაციას, მოუსვენრობას, ჰალუცინაციებს, ინკოგერენტულობას, გონების აღრევას (დაკარგვას), აგზნებადობას, ჰიპერაქტიურობას, ატაქსიას, პარანოიდულ რეაქციებს, აგრესიულობას, ზოგჯერ კრუნჩხვებს. შესაძლოა პროგრესირება ცნს-ის დეპრესიამდე, გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვით უკმარისობამდე, კომა, ლეტალური გამოსავალი.
მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, აუცილებელია სასუნთქი გზების გამტარიანობის უზრუნველყოფა. ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია ნაჩვენებია მხოლოდ პირველ საათებში მოწამვლის შემდეგ. არითმიის წარმოქმნის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული ანტიარითმული პრეპარატების მიღება. შესაძლოა დიაზეპამის შეყვანა აღგზნებისა და საცდელი კონტროლისთვის, მაგრამ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის რისკი. ჰიპოქსია და აციდოზი უნდა იყოს კომპენსირებული. ნატრიუმის ბიკარბონატის ან ლაქტატის გამოყენება აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან გართულებების ლიკვიდაციისათვის.
ფიზოსტიგმინი გამოიყენება ინტოქსიკაციის სხვადასხვა სიმპტომების (დელირიუმის, კომის, ექსტრაპირამიდული დარღვევების), ტაქიარითმიის, ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების და სხვადასხვა ბლოკადების თერაპიისათვის. 2-8 მგ ფიზოსტიგმინი ინფუზიურად უნდა იქნას შეყვანილი ეკგ-მონიტორინგის ქვეშ. ფიზოსტიგმინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (ნახევარგამოყოფის პერიოდი 20-40 წუთი) არჩევითი პრეპარატია ატროპინი, რომლის 0,5 მგ-ს ძალუძს გაუწიოს წინააღმდეგობა 1 მგ ფიზოსტიგმინს.
გვერდითი რეაქციები.
ნერვული სისტემა და ფსიქიკური დარღვევები: სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მათ შორის ძილიანობა, გაღიზიანებადობა, გულისრევა, ღებინება. შესაძლოა მიასთენიის გამწვავება.
რეკომენდებულზე მაღალი დოზების ან მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია შფოთვა, ნევროზულობა, აგზნებადობა, ეიფორია, კოგნიტური დისფუნქციები, ისეთები, როგორიცაა ცნობიერების აღრევა, მყისიერი და მოკლევადიანი მეხსიერების დარღვევა,
უძილობა, ბოდვა, ჰალუცინაციები, პარანოიდული რეაქციები, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებში.
შემოვიდა შეტყობინებები დისკინეზიის შემთხვევების შესახებ სახის, ტუჩების, სხეულის, კიდურების უნებლიე ქორეული მოძრაობების სახით (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლევოდოპას პრეპარატებს). ფსიქიკური აშლილობის განვითარებამ შეიძლება მოითხოვოს მკურნალობის შეწყვეტა. იყო შეტყობინებები ტრიჰექსიფენიდილის ბოროტად გამოყენების შემთხვევების შესახებ მისი ეიფორიული და ჰალუცინოგენური თვისებების გამო.
ეფექტები, რომლებიც განპირობებულია ანტიქოლინერგული მოქმედებით: კანისა და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მათ შორის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დისფაგიის შესაძლო განვითარებით, წყურვილის გრძნობა, ოფლიანობის დაქვეითება, ჰიპერთერმია, ალები, ტაქიკარდია, ბრონქული სეკრეციის დაქვეითება, ყაბზობა, შარდვის დარღვევები, მათ შორის შარდვის დაწყების გაძნელება, შარდის შეკავება. შესაძლებელია აკომოდაციის დარღვევა (მათ შორის ციკლოპლეგია), მიდრიაზი, მხედველობის (სიმკვეთრის) დარღვევა, ფოტოფობია, თვალისშიდა წნევის მომატება, დახურულკუთხიანი გლაუკომის განვითარება (ზოგიერთ შემთხვევაში სიბრმავით).
აღინიშნა პარადოქსული სინუსური ბრადიკარდიის შემთხვევები, ჩირქოვანი პაროტიტის იზოლირებული შემთხვევები, მეორადი პირის ზედმეტ სიმშრალესთან მიმართებაში, მსხვილი ნაწლავის დილატაციისა, ნაწლავის გაუვალობის შემთხვევები.
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, კანზე გამონაყარის ჩათვლით. მკურნალობის მკვეთრი მოხსნისას შემოვიდა შეტყობინებები პარკინსონიზმის სიმპტომების გამწვავების, ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების შესახებ.
პედიატრიულ პრაქტიკაში დაფიქსირდა ასეთი გვერდითი რეაქციები: ჰიპერკინეზია, ფსიქოზი, მეხსიერების დარღვევები, წონის დაკლება, შფოთვა, ქორეა, ძილის დარღვევა.
ამ სიმპტომების უმეტესობა ქრება მკურნალობის დროს ან იხსნება დოზის შემცირებით ან პრეპარატის დოზებს შორის ინტერვალის გაზრდით.
ვარგისობის ვადა. 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები. ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში, 4 ბლისტერი შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით.
მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 03134, კიევი, ქ. მირა, 17.
ბოლო გადახედვის თარიღი. 14.07.2017.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
