ცეფიქსი
Cefix
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები. ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც თქვენი ფარმაცევტი შეურევს წყალს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფიქსიმ (cefixime)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/5მლ 50მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
- მწარმოებელი
- Innova Captab Ltd., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044952
- რეგისტრირებულია
- 10 მარტი 2026, მოქმედებს 10 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SmartPharm Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „SmartPharm“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ცეფიქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც თქვენი ფარმაცევტი შეურევს წყალს. სუსპენზია არის მარწყვის არომატით და მზადაა გამოსაყენებლად.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფექციებს:
- ყურის
- ცხვირის, სინუსის (სინუსიტი)
- ყელის (ტონზილიტი, ფარინგიტი)
- ბრონქები და ფილტვები (მაგალითად, ბრონქიტი და პნევმონია)
- საშარდე გზების (როგორიც არის ცისტიტი და თირკმელების ინფექციები)
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თქვენ უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მოცემული მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონასა და ასაკზე
- მიეცით ეს წამალი თქვენს შვილს პირის ღრუს საშუალებით
- ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის გამოდის გამზომი კოვზით, რომელსაც შეუძლია გაზომოს 3.75 მლ-დან 5 მლ-მდე. თქვენს შვილს მედიკამენტი მიეცით კოვზის გამოიყენეთებით.
- დოზა შეიძლება მივიღოთ ერთ მიღებად ან გაყოთ ორად და მიიღოთ სხვადასხვა დროს.
- თუ ფიქრობთ, რომ მედკამენტის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს.
ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი ფარმაცევტისგან. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მისცეთ დოზა.
მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული დღის განმავლობაში.
რამდენი უნდა მისცეთ
ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წელზე უფროსი ასაკის ან წონაში 50 კგ-ზე მეტი ბავშვები
- 10 მლ-დან 20 მლ ყოველდღე, ინფექციის მიხედვით
5-დან 10 წლამდე ბავშვები: 10 მლ ყოველდღე
1-დან 4 წლამდე ბავშვები: 5 მლ ყოველდღე
ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 3.7 მლ ყოველდღე
თუ თქვენი შვილი მიიღებს უფრო მეტ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის, ვიდრე უნდა მიეღო
თუ თქვენმა შვილმა მიიღო მეტი პრეპარატი ვიდრე უნდა მიეღო, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენი შვილის ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემა
თუ დაგავიწყდათ თქვენი ბავშვის დოზის მიცემაზე, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მისცეთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემას
არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიცემა ექიმთან გასაუბრების გარეშე. ბავშვმა არ უნდა შეწყვიტოს ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავს უკეთესად გრძნობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი და მდგომარეობის გაუარესება.
უკუჩვენებები
პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების მიმართ ან პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
არ მისცეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის თქვენს ბავშვს თუ
- ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის მიმართ
თქვენი ბავშვი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე), ცეფიქსიმის , სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ალერგიული რეაქციის ნიშნებია:
გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპება.
არ მისცეით ეს წამალი თქვენს ბავშვს, თუ ეს ყველაფერი ეხება მათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ ბავშვის ექიმს ან თქვენი ფარმაცევტს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გადაამოწმეთ ბავშვის ექიმთან ან თქვენს ფარმაცევტთან ამ მედიკამენტის მიცემამდე:
ოდესმე ჰქონია კოლიტი
აქვს თირკმელების მძიმე პრობლემები
არის 6 თვემდე ასაკის
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე მათგანი ეხება თქვენს შვილს, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავში იღებს ან ახლახანს მიიღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეული მედიკამენტები. რადგანაც ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე და ასევე სხვა მედიკამენტებმა იქონიონ გავლენა ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენი ბავშვის ექიმს თუ ბავში იღებს იღებთ სისხლის გამათხელებელს, როგორიცაა ვარფარინი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიკოაგულანტები
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, რამდენიმე პაციენტში აღინიშნა პროთრომბინის გაზრდილი რაოდენობა . შესაბამისად საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას.
ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს, მაგ. ვარფარინის კალიუმს. რადგან ცეფიქსიმმა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება, შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინის დრო გახანგრძლივება სისხლდენით ან მის გარეშე.
ურთიერთქმედების სხვა ფორმები
შარდში გლუკოზის ცრუ დადებითი რეაქცია შეიძლება განვითარდეს ბენედიქტისა ან ფელინგის ხსნარებთან ერთად ან სპილენძის სულფატის ტესტ-ტაბლეტებთან, მაგრამ არა ტესტებით, რომლებიც ემყარება გლუკოზაოქსიდაზას ფერმენტული რეაქციებს.
ცრუ დადებითი პირდაპირი კუმბსის ტესტი დაფიქსირდა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ამიტომ უნდა იქნას მიჩნეული, რომ დადებითი კუმბსის ტესტი შეიძლება გამოწვეული იყოს პრეპარატის მიღებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს წამალი მზადდება სპეციალურად ბავშვებისთვის. თუ ამ მედიკამენტს იღებთ ზრდასრულ ასაკში , უნდა გაესაუბროთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:
- ორსულად ხართ, შესაძლოა დაორსულდეთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ
- ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას
მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევებისათვის , ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ტესტები
თუ თქვენს შვილს მოითხოვს რაიმე ტესტირებას (მაგალითად, სისხლის ან შარდის ტესტები) ამ პრეპარატის მიღების დროს, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვის ექიმმა იცის, რომ თქვენი ბავშვი იღებს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზია შეიცავს:
საქაროზა: ეს არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ არ ხართ ტოლერანტული შაქარის მიმართ გაესაუბრეთ ექიმის მიღებამდე.
გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნებს - შეიძლება თქვენს შვილს დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
თუ თქვენს შვილს აქვს ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, სახსრების ტკივილს, ყლაპვის ან სუნთქვის
გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის და სასქესო ორგანოების გარშემო კანზე ბუშტუკები ან სისხლდენა. ასევე გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება იყოს '' სტივენ-ჯონსონის სინდრომი ''.
ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, სადაც შეიძლება განვითარდეს კანის განშრევება, კანის ღია უბნები.
ასევე არასასურველი შეგრძნებები, ცხელება, გაციების ნიშნები და კუნთების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები.
- თუ თქვენს შვილს აქვს კანის გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი / წითელი რკალით და ფერმკრთალი ცენტრით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან იყოს სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით განვითარდეს ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგია, რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა.
- თუ თქვენს შვილს ინფექცია აღენიშნება უფრო ადვილად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. ეს სიმპტომი უმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ
- თუ თქვენს შვილს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა აქვს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. მდგომარეობა გაუმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენს შვილს აქვს ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებში, შემცივნება, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი (ხშირად ყვითელი შეფერილობით), ჰაერის უკმარისობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოლიზური ანემიით.
თქვენს ბავშვს აღნიშნება თირკმელების მუშაობის, შარდში ან სისხლში ცვლილებები.
შეწყვიტეთ თქვენს შვილზე მედიკამენტის მიცემა და დაუყოვნებლად დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, თუ მათ აღენიშნებათ : ძლერი წყლიანი დიარეა, რომელიც არ წყდება და თქვენს შვილს აქვს სისუსტე და ცხელება. ეს შეიძლება იყოს "ფსევდომემბრანული კოლიტის" ნიშნები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სერიოზულად მიმდინარეობს ან ხანგრძლივდება რამდენიმე დღეს
- გულისრევის ან ღებინების შეგრძნება
მუცლის და კუჭის ტკივილი ან თავის ტკივილი
- თავბრუსსხვევა
- ქავილის შეგრძნება გენიტალიის ან საშოს არეში
სისხლის ანალიზი
ცეფექსიმმა ორალური სუსპენზიისთვის შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ან მცირე ცვლილებები ღვიძლსა და თირკმელების ფუნქციონირებაში. ეს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ანალიზში. ეს არ არის ჩვეურივი მოვლენა და ბრუნდება საწყის მდგომარეობაში პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზა
ცეფქსიმის მიღებისას დოზის გადაჭარბების გამოცდილება არ არსებობს.
არასასურველი რეაქციები პროფილი, რომელიც დაფიქსირდა ცეფიქსიმის 2 გ მდე დოზით გამოყენებისას, ნორმალურ სუბიექტებში არ განსხვავდებოდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ რეკომენდებული დოზებით. დიალიზის საშუალებით ცეფიქსიმი მნიშვნელოვანი რაოდენობით არ გამოიდევნება ცირკულაციიდან.
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია ზოგადი დამხმარე ზომები.
შემადგენლობა
თითოეული 5 მლ მომზადებული (რეკონსტრუირებული) სუსპენზია შეიცავს
ცეფიქსიმი USP (ტრიჰიდრატის სახით) ექვივალენტურია 100 მგ უწყლო ცეფიქსიმის
შენახვის პირობები
მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში. არ გაყინოთ.
წყლით შერევის შემდეგ, ცეფიქსიმი ორალური სუსპენზიის გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში. 14 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი სითხე უნდა დაუბრუნდეს თქვენს ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ფლაკონზე.
არ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოიახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- სხვა ინფორმაცია
რა შეიცავს ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის
5 მლ მომზადებული სუსპენზია შეიცავს:
ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 100 მგ. უწყლო ცეფიქსიმის. დამხმარე ნივთიერებები საჭირო რაოდენობით.
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
დამზადებულია ინდოეთში:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეფიქსიმი არის პერორალური მესამე თაობის ცეფალოსპორინი, რომელმაც გამოავლინა ინ ვიტრო ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.
კლინიკური ეფექტურობა გამოვლენილია ინფექციებზე, რომლებიც გამოწვეულია პირობით პათოგენებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella სახეობები, Haemophilus influenza (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) Enterobacterpecies. პრეპარატს ახასიათებს მაღალი სტაბილურია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების თანაობისას.
ენტეროკოკის შტამების უმეტესობა (Streptococcus faecalis, D ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სტაფილოკოკები (მათ შორის კოაგულაზა დადებითი და უარყოფითი შტამების ჩათვლით და მეტიცილინ მდგრადი შტამები) რეზისტენტულია ცეფიქსიმის მიმართ. გარდა ამისა, ფსევდომონას, Bacteroides fragilis, Listeria monocytogenes და Clostridia– ის შტამების უმეტესობა რეზისტენტულია ცეფიქსიმის მიმართ.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ცეფიქსიმის აბსოლუტური ორალური ბიოშეღწევადობა არის 22-54% -ის დიაპაზონში. შეწოვა უმნიშვნელოდ იცვლება საკვების მიღებისას. შესაბამისად, ცეფიქსიმი შეიძლება დაინიშნოს კვებისგან დამოუკიდებლად.
ინ ვიტრო გამოკვლევების მიხედვით, შრატში ან შარდში კონცენტრაცია 1 მკგ / მლ - ან მეტი მიჩნეული იყო საკმარისად ყველაზე გავრცელებული პათოგენების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც გამოიყენება ცეფიქსიმი. როგორც წესი, რეკომენდებული მოზრდილების ან პედიატრიული დოზების მიღების შემდეგ შრატის პიკური დონე არის 1,5 და 3 მკგ / მლ. ცეფიქსიმის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ შესაძლოა საერთოდ არ მოხდეს დაგროვება ან მოხდეს უმნიშვნელო კუმულაცია.
ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში (64 წელზე მეტი ასაკის) შეადარებული იყო ახალგაზრდა მოხალისეებთან (11-35 წელი) 400 მგ დოზა დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. Сmax და AUC საშუალო მნიშვნელობები ხანდაზმულებში ოდნავ აღემატებოდა. ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოს იგივე დოზა, როგორც ძირითად პოპულაციას.
ცეფიქსიმი უპირატესად გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. გორგლოვანი ფილტრაცია ითვლება უპირატესა მექანიზმად. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები არ გამოიყოფა ადამიანის შრატში ან შარდში.
შრატის ცილებთან კავშირი კარგად არის დამახასიათებელი ადამიანის და ცხოველების შრატში; ცეფიქსიმი თითქმის სრულად არის დაკავშირებული ალბუმინის ფრაქციასთან, საშუალო თავისუფალი ფრაქცია შეადგენს დაახლოებით 30% -ს. ცეფიქსიმის ცილასთან შეკავშირება კონცენტრაცია დამოკიდებულია ადამიანის შრატში და დამოკიდებულია ძალიან მაღალი კონცენტრაციებზე, რომელიც არ აღინიშნა კლინიკური მიღების შემდეგ.
14C მარკირებული ცეფიქსიმის გადაცემა ლაქტაციაზე მყოფი ვირთაგვების რძიდან მათ მეძუძურ შთამომავლობაზე რაოდენობრივად მცირე იყო (დედის სხეულის ცეფიქსიმის შემცველობის დაახლოებით 1,5%). არ არის მონაცემები ადამიანის დედის რძეში ცეფიქსიმის გამოყოფის შესახებ. ცეფიქსიმის პლაცენტური გადაცემა მცირე იყო ორსულ ვირთაგვებში, რომლებიც იღებდნენ მარკირებულ ცეფიქსიმს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
შეფუთვის ბროშურა
ცეფიქსი
ცეფიქსიმი USP პერორალური სუსპენზიისათვის
ვიდრე პრეპარატს მისცემთ თქვენს ბავშვ ყურადღებით გაეცანით ბროშურას
- შეინახეთ ბროშურა, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენი ბავშვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი ენიშნება თქვენს ბავშვს და არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ბროშურაში.
ბროშურაში იხილავთ:
- რას წარმოადგენს ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიის შესახებ ვიდრე მისცემთ თქვენს ბავშვს
- ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიის შენახვის პირობები
- სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პერორალური სუსპენზია და რისთვის გამოიყენება
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შეიცავს ცეფიქსიმს. მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის სპეციალურად მზადდება ბავშვებისთვის. ბოთლი შეიცავს ფხვნილს, რომელსაც თქვენი ფარმაცევტი შეურევს წყალს. სუსპენზია არის მარწყვის არომატით და მზადაა გამოსაყენებლად.
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფექციებს:
- ყურის
- ცხვირის, სინუსის (სინუსიტი)
- ყელის (ტონზილიტი, ფარინგიტი)
- ბრონქები და ფილტვები (მაგალითად, ბრონქიტი და პნევმონია)
- საშარდე გზების (როგორიც არის ცისტიტი და თირკმელების ინფექციები)
- რა უნდა იცოდეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის მიღებამდე
არ მისცეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის თქვენს ბავშვს თუ
- ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმის მიმართ
თქვენი ბავშვი არის ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე), ცეფიქსიმის , სხვა ცეფალოსპორინების ან ნებისმიერი სხვა ანტიბიოტიკის მათ შორის პენიცილინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
ალერგიული რეაქციის ნიშნებია:
გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპება.
არ მისცეით ეს წამალი თქვენს ბავშვს, თუ ეს ყველაფერი ეხება მათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაესაუბრეთ ბავშვის ექიმს ან თქვენი ფარმაცევტს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე.
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღებამდე გადაამოწმეთ ბავშვის ექიმთან ან თქვენს ფარმაცევტთან ამ მედიკამენტის მიცემამდე:
ოდესმე ჰქონია კოლიტი
აქვს თირკმელების მძიმე პრობლემები
არის 6 თვემდე ასაკის
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე მათგანი ეხება თქვენს შვილს, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტების მიღება
გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი ბავში იღებს ან ახლახანს მიიღო ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, მათ შორის ურეცეპტო და მცენარეული მედიკამენტები. რადგანაც ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე და ასევე სხვა მედიკამენტებმა იქონიონ გავლენა ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენი ბავშვის ექიმს თუ ბავში იღებს იღებთ სისხლის გამათხელებელს, როგორიცაა ვარფარინი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს წამალი მზადდება სპეციალურად ბავშვებისთვის. თუ ამ მედიკამენტს იღებთ ზრდასრულ ასაკში , უნდა გაესაუბროთ ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე, თუ:
- ორსულად ხართ, შესაძლოა დაორსულდეთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ
- ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას
მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევებისათვის , ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
ტესტები
თუ თქვენს შვილს მოითხოვს რაიმე ტესტირებას (მაგალითად, სისხლის ან შარდის ტესტები) ამ პრეპარატის მიღების დროს, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ბავშვის ექიმმა იცის, რომ თქვენი ბავშვი იღებს ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზია შეიცავს:
საქაროზა: ეს არის შაქრის ტიპი. თუ ექიმმა გაცნობათ, რომ არ ხართ ტოლერანტული შაქარის მიმართ გაესაუბრეთ ექიმის მიღებამდე.
- ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიის მიღების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზია ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თქვენ უნდა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.
მოცემული მედიკამენტის რაოდენობა დამოკიდებული იქნება თქვენი ბავშვის წონასა და ასაკზე
- მიეცით ეს წამალი თქვენს შვილს პირის ღრუს საშუალებით
- ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის გამოდის გამზომი კოვზით, რომელსაც შეუძლია გაზომოს 3.75 მლ-დან 5 მლ-მდე. თქვენს შვილს მედიკამენტი მიეცით კოვზის გამოიყენეთებით.
- დოზა შეიძლება მივიღოთ ერთ მიღებად ან გაყოთ ორად და მიიღოთ სხვადასხვა დროს.
- თუ ფიქრობთ, რომ მედკამენტის ეფექტი ძალიან სუსტია ან ძალიან ძლიერია, არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად, არამედ მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს.
ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი ფარმაცევტისგან. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მისცეთ დოზა.
მედიკამენტი უნდა იქნას მიღებული დღის განმავლობაში.
რამდენი უნდა მისცეთ
ჩვეულებრივი დოზაა:
მოზრდილები, ხანდაზმულები და 10 წელზე უფროსი ასაკის ან წონაში 50 კგ-ზე მეტი ბავშვები
- 10 მლ-დან 20 მლ ყოველდღე, ინფექციის მიხედვით
5-დან 10 წლამდე ბავშვები: 10 მლ ყოველდღე
1-დან 4 წლამდე ბავშვები: 5 მლ ყოველდღე
ბავშვები 6 თვიდან 1 წლამდე: 3.7 მლ ყოველდღე
თუ თქვენი შვილი მიიღებს უფრო მეტ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის, ვიდრე უნდა მიეღო
თუ თქვენმა შვილმა მიიღო მეტი პრეპარატი ვიდრე უნდა მიეღო, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენი შვილის ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემა
თუ დაგავიწყდათ თქვენი ბავშვის დოზის მიცემაზე, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდეგი მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.
არ მისცეთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიცემას
არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიცემა ექიმთან გასაუბრების გარეშე. ბავშვმა არ უნდა შეწყვიტოს ცეფექსიმი პერორალური სუსპენზიისთვის მიღება, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავს უკეთესად გრძნობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი და მდგომარეობის გაუარესება.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ცეფიქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების ნიშნებს - შეიძლება თქვენს შვილს დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:
თუ თქვენს შვილს აქვს ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება შეიცავდეს: გამონაყარს, სახსრების ტკივილს, ყლაპვის ან სუნთქვის
გაძნელება, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის და სასქესო ორგანოების გარშემო კანზე ბუშტუკები ან სისხლდენა. ასევე გრიპის მსგავსი სიმპტომები და ცხელება. ეს შეიძლება იყოს '' სტივენ-ჯონსონის სინდრომი ''.
ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, სადაც შეიძლება განვითარდეს კანის განშრევება, კანის ღია უბნები.
ასევე არასასურველი შეგრძნებები, ცხელება, გაციების ნიშნები და კუნთების ტკივილი. ეს შეიძლება იყოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ნიშნები.
- თუ თქვენს შვილს აქვს კანის გამონაყარი ან კანის დაზიანება, ვარდისფერი / წითელი რკალით და ფერმკრთალი ცენტრით, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ქავილი ან იყოს სითხით სავსე. გამონაყარი შეიძლება განსაკუთრებით განვითარდეს ხელის გულებზე ან ტერფებზე. ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგია, რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა.
- თუ თქვენს შვილს ინფექცია აღენიშნება უფრო ადვილად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. ეს სიმპტომი უმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ
- თუ თქვენს შვილს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა აქვს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ. ეს შეიძლება იყოს სისხლის დარღვევის გამო. მდგომარეობა გაუმჯობესდება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენს შვილს აქვს ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა ღრძილებში, შემცივნება, დაღლილობა, ფერმკრთალი კანი (ხშირად ყვითელი შეფერილობით), ჰაერის უკმარისობა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემოლიზური ანემიით.
თქვენს ბავშვს აღნიშნება თირკმელების მუშაობის, შარდში ან სისხლში ცვლილებები.
შეწყვიტეთ თქვენს შვილზე მედიკამენტის მიცემა და დაუყოვნებლად დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, თუ მათ აღენიშნებათ : ძლერი წყლიანი დიარეა, რომელიც არ წყდება და თქვენს შვილს აქვს სისუსტე და ცხელება. ეს შეიძლება იყოს "ფსევდომემბრანული კოლიტის" ნიშნები
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე სერიოზულად მიმდინარეობს ან ხანგრძლივდება რამდენიმე დღეს
- გულისრევის ან ღებინების შეგრძნება
მუცლის და კუჭის ტკივილი ან თავის ტკივილი
- თავბრუსსხვევა
- ქავილის შეგრძნება გენიტალიის ან საშოს არეში
სისხლის ანალიზი
ცეფექსიმმა ორალური სუსპენზიისთვის შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება ან მცირე ცვლილებები ღვიძლსა და თირკმელების ფუნქციონირებაში. ეს შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ანალიზში. ეს არ არის ჩვეურივი მოვლენა და ბრუნდება საწყის მდგომარეობაში პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
- ცეფიქსიმი პერორალური სუსპენზიისათვის შენახვის პირობები
მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში. არ გაყინოთ.
წყლით შერევის შემდეგ, ცეფიქსიმი ორალური სუსპენზიის გამოყენება შეიძლება 14 დღის განმავლობაში. 14 დღის შემდეგ დარჩენილი ნებისმიერი სითხე უნდა დაუბრუნდეს თქვენს ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია ფლაკონზე.
არ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ მოიახდინოთ იმ მედიკამენტის უტილიზაცია, რომელიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- სხვა ინფორმაცია
რა შეიცავს ცეფიქსიმის პერორალური სუსპენზიისათვის
5 მლ მომზადებული სუსპენზია შეიცავს:
ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 100 მგ. უწყლო ცეფიქსიმის. დამხმარე ნივთიერებები საჭირო რაოდენობით.
შენახვა:
შეინახეთ არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
დამზადებულია ინდოეთში:
მწარმოებელი: შპს ინნოვა კაპტაბ (INNOVA CAPTAB)
1281/1, ჰილტოპ ინდუტრიალ ესთეით, ეპიპ ფაზა-1-ის მახლობლად, ჯარმაჯრი, ბადდი (H.P.) ინდოეთი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


