ერიქსიმი
ERIXIM
ერიქსიმი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ერიქსიმი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: შუა ყურის ინფექცია სინუსების ინფექცია ყელის ინფექცია ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკული ბრონქიტის უეცარ გამწვავებას არაჰოსპიტალური (საავადმყოფოს …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფიქსიმ (cefixime)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5 (1X5)
- მწარმოებელი
- ACS DOBFAR S.P.A., იტალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მესამე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042035
- რეგისტრირებულია
- 17 სექტემბერი 2024, მოქმედებს 17 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „New Pharma“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ერიქსიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ერიქსიმი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ერიქსიმი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
შუა ყურის ინფექცია
სინუსების ინფექცია
ყელის ინფექცია
ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკული ბრონქიტის უეცარ გამწვავებას
არაჰოსპიტალური (საავადმყოფოს გარეთ შეძენილი) ფილტვების ინფექციები (პნევმონია)
საშარდე გზების ინფექციები
გენიტალური ტრაქტის ინფექციები
თქვენი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ერიქსიმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარამცევტთან.
ერიქსიმი მიიღება პერორალურად. ეცადეთ ერიქსიმი მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.
დოზირება
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები.
მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200 მგ 12 საათში ერთხელ ან 400 მგ დღე-ღამეში ერთჯერადი დოზის სახით.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა არის იგივე რაც მოზრდილებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადგილი აქვს თირკმლის მწვავე უკმარისობას (იხ. ქვემოთ).
თირკმლის უკმარისობა
ერიქსიმის გამოყენება შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში. ზემოთ მითითებული დოზების მიცემა შესაძლებელია პაციენტებისთვის არანაკლებ 20 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით. პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია, არ არის რეკომენდებული 200 მგ ერთხელ დღეში დოზის გადაჭარბება. დოზა და რეჟიმი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებმა.
საკმარისი მონაცემები არ არსებობს ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში თირკმლის უკმარისობის არსებობისას; შესაბამისად, ცეფიქსიმის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ერიქსიმი
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ პრეპარატი გადაყლაპა ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატი, მაშინაც კი, თუ კოლოფში ტაბლეტები არ დარჩა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს, რა მიიღეთ.
არ არსებობს ცეფიქსიმის ჭარბი დოზების მიღების გამოცდილება. ჯანმრთელ მოზრდილ პაციენტებში 2 გ-მდე დოზების მიღებამ გამოიწვია ზომიერი კუჭ-ნაწლავის მხრივ ეფექტები, რომლებიც არ განსხვავდებოდა თერაპიული დოზების გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ მიღებიდან გასულია არაუმეტეს 2 საათი) და პაციენტის ჰიდრატაცია და რებალანსირება ელექტროლიტებით, საჭიროების შემთხვევაში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან იქონიეთ ეს საინფორმაციო ფურცელი.
თუ დაგავიწყდათ ერიქსიმის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. თუ გამოგრჩათ დოზის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და პრეპარატის მიღება გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმის მიხედვით.
თუ შეწყვიტეთ ერიქსიმის გამოყენება
ექიმი მოგცემთ მითითებას ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სრული კურსი.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
აღგენიშნებათ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ერიქსიმის, სოიოს ან ერიქსიმის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში („დამატებითი ინფორმაცია“))
გქონიათ დაუყოვნებელი ტიპის ან მძიმე ალერგიული რეაქციები პენიცილინებით ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობისას.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ერიქსიმის მიღებამდე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ერიქსიმის გამოყენებისას:
- თუ წარსულში გქონდათ ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქცია პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია.
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე. ორივე შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ერიქსიმი, თუმცა უფრო დაბალი დოზით.
- თუ გაქვთ დიარეის მძიმე ფორმა, მუცლის ტკივილი, სპაზმი ან თუ შენიშნავთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს განავალში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. არ შეიძლება ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავების პერისტალტიკის (მოძრაობის) დაქვეითება ან შეჩერება.
ცეფიქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ეფექტები ლაბორატორიულ ანალიზებზე
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, გლუკოზის განსაზღვრის ლაბორატორიულ ანალიზებში (ბენედიქტის ან ფელინგის ანალიზი, რომლებიც, როგორც წესი, ტარდება დიაბეტის მქონე პირებში, შესაბამისად, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მიიღება ცეფიქსიმი) და კუმბსის რეაქციაში (ანტისხეულების დადგენა).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ეს პრეპარატი არ მიიღოთ სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატს, როგორიცაა ვარფარინი.
ერიქსიმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ერიქსიმი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად სითხესთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო უარყოფითი ეფექტების შესახებ, შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ექიმი არ მიიჩნევს შესაბამისად მის გამოყენებას.
ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
როგორც წესი ერიქსიმი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ განვითარდა თავბრუსხვევა, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ დანადგარები.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ერიქსიმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.
გამოვლენილი გვერდითი რეაქციების უმრავლესობა არის მსუბუქი და თვით-შემზღუდავი ხასიათის.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის სიწითლეს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, აჩქარებულ გულისცემას, გულის წასვლის შეგრძნებას, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას. ვითარდება იშვიათად.
მძიმე ფორმის ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც იხსნება და კანზე სველ ეროზიულ ადგილებს ტოვებს. ასევე ზოგადი სისუსტე, ცხელება, შემცივნება და კუნთების ტკივილი.
კანისა და რბილი ქსოვილების ანთება.
კანზე გამონაყარი ან ვარდისფერი/წითელი ლაქები კანზე, კანის აქერცვლა, ქავილი, ან ბუშტუკები. გამონაყარი შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ხელის გულებზე ან ტერფებზე.
სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ჩვეულებრივზე მარტივად, ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ძლიერი ყელის ტკივილი ან ცხელება.
მძიმე ფორმის, სისხლიანი ან გახანგრძლივებული დიარეა, რომელსაც თან ახლავს სისუსტე და ცხელება, ამ წამლის მიღების დროს ან შემდეგ.
სხვა გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)
დიარეა ან თხიერი განავალი
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)
გულისრევა ან ღებინება
კუჭის ტკივილი, დისპეფსია
თავის ტკივილი
კანზე გამონაყარი
ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში დროებითი დარღვევები
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში)
თავბრუსხვევა ან ცხელება
ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ახალი ინფექციები, როგორიცაა „კანდიდოზი“ (ქავილი სასქესო ორგანოს ან საშოს მიდამოში)
მადის დაკარგვა, მეტეორიზმი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და/ან სხვა შიდა ზედაპირების ანთება.
სისხლში შარდოვანას დონის დროებითი მატება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000- დან 1 პაციენტში)
სისხლში სხვადასხვა უჯრედების რაოდენობის შემცირება (სიმპტომები: დაღლილობა, ახალი ინფექციები და სისხლჩაქცევები ან სისხლდენები)
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანისა და სკლერების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ჰიპერაქტიურობა
ამ ტიპის სხვა ანტიბიოტიკებმა (ცეფალოსპორინები) შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი, რომელიც ასევე შესაძლებელია ერიქსიმის მიღებისას.
სისხლის ანალიზები
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება, რადგან ერიქსიმმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) რაოდენობაში. აღნიშნული ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის მოხსნისას.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში და პროდუქტის მახასიათებლის შეჯამებაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
ჭარბი დოზა
არ არსებობს გამოცდილება ცეფიქსიმის დოზის გადაჭარბების შესახებ. 2 გ-მდე დოზები ჯანმრთელ მოზრდილებში იწვევდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ზომიერ ეფექტს, რომელიც არ განსხვავდებოდა თერაპიული დოზებით მკურნალობისას დაფიქსირებული ეფექტებისგან.
მწვავე ინტოქსიკაციის დროს მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ პერორალური მიღება მოხდა 2 საათზე ნაკლებ დროში) და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰიდრატირება და ელექტროლიტებით რებალანსირება.
ნივთიერების მნიშვნელოვანი რაოდენობები არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი.
სხვა ინგრედიენტებია ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: OPADRY® AMB White OY-B-28920 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სოიოს ლეციტინი, ქსანთანის გუმფისი).
ერიქსიმის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები.
თეთრი ფერის, აპკით დაფარული, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით.
ერიქსიმი დაფასოებულია PVC-პოლიამიდი-ალუმინი-PVC/ალუმინის ბლისტერებში, რომელშიც მოთავსებულია 5 შემოგარსული ტაბლეტი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ერიქსიმი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1.2.3 – ანტიინფექციური საშუალებები. ანტიბაქტერიული. მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
მესამე თაობის ცეფალოსპორინები
ათქ კოდი: J01D D08
მოქმედების მექანიზმი
ცეფიქსიმი, ერიქსიმის ერთადერთი სამკურნალწამლო ნივთიერება, არის მესამე თაობის ცეფალოსპორინების კლასის ანტიბაქტერიული საშუალება.
როგორც ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი, მისი მოქმედება ეფუძნება ბაქტერიების კედლის სინთეზის ინჰიბირებას. ამიტომ, ეს პრეპარატი არის ბაქტერიციდული ანტიბიოტიკი. ცეფემის ბირთვის მე-7 პოზიციაზე კარბოქსიმეთოქსიმინო რადიკალის გამო, ცეფიქსიმი ავლენს მაღალ რეზისტენტობას გრამდადებითი ან გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული ბეტა ლაქტამაზების უმრავლესობით ინაქტივაციის მიმართ. ეს მახასიათებელი მოიცავს აქტივობას, რომელიც თითქმის მგრძნობიარე ბაქტერიებისთვის აქტივობის მსგავსია, მიუხედავად იმისა გამოიმუშავებენ თუ არა ისინი ბეტა-ლაქტამაზას.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) ურთიერთობა
ნაჩვენებია, რომ დრო როდესაც ცეფიქსიმის პლაზმური კონცენტრაცია აღემატება ინფიცირებული ორგანიზმების MIC-ს, საუკეთესო კორელაციაშია ეფექტურობასთან PK/PD კვლევებში.
რეზისტენტობის მექანიზმები
ცეფიქსიმის მიმართ ბაქტერიული რეზისტენტობა შეიძლება განპირობებული იყოს ერთი ან რამდენიმე მექანიზმის მოქმედების შედეგად:
ჰიდროლიზი ბეტა-ლაქტამაზებით ან ფერმენტის (AmpC) ინდუქციის ან რეპრესიის გზით ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაში;
პენიცილინდამაკავშირებელი ცილების შემცირებული აფინობა ცეფიქსიმის მიმართ;
ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიაში გარე მემბრანის შემცირებული გამტარიანობა, რაც ზღუდავს ცეფიქსიმის წვდომას პენიცილინდამაკავშირებელ ცილებთან;
წამლის ეფლუქსური ტუმბოები.
ერთი ბაქტერიული უჯრედის შიგნით შეიძლება არსებობდეს უფრო მეტი, ვიდრე ზემოთ აღწერილი რეზისტენტობის მექანიზმი. წარმოდგენილი მექანიზმებიდან გამომდინარე, ბაქტერიამ შეიძლება გამოავლინოს ჯვარედინი რეზისტენტობა რამდენიმე ან ყველა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის ან სხვა თერაპიული კლასის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
ზღვრული მნიშვნელობები
2009 წლის მაისის ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტის თანახმად (EUCAST) ცეფიქსიმის ზღვრული მნიშვნელობები არის შემდეგი:
H. influenza: მგრძნობიარე ≤ 0,12 მგ/ლ, რეზისტენტული > 0,12 მგ/მლ
M. Catarrhalis: მგრძნობიარე ≤ 0,5 მგ/ლ, რეზისტენტული > 1,0 მგ/ლ
Neisseria gonorrhoeae: მგრძნობიარე ≤ 0,12 მგ/ლ, რეზისტენტული > 0,12 მგ/ლ
Enterobacteriaceae: მგრძნობიარე ≤ 1,0 მგ/ლ, რეზისტენტული > 1,0 მგ/ლ (საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს). ინფექციის კონტროლის ეფექტის, ეპიდემიოლოგიისა და სიფხიზლის მიზნით, ლაბორატორიამ შეიძლება გამოიყენოს სპეციალური ტესტები, ESBL პროდუქტის გამოსავლენად და დასადასტურებლად, რაც ამცირებს მგრძნობელობას.
შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროში, შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოთ ექსპერტის რეკომენდაცია, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის სარგებლიანობა სულ მცირე ზოგიერთი ტიპის ინფექციებში, საეჭვოა.
მგრძნობიარე მიკროორგანიზმები
გრამდადებითი აერობები
Streptococcus pneumoniae (მგრძნობიარე პენიცილინის მიმართ)
Streptococcus pyogenes
გრამუარყოფითი აერობები
Escherichia coli %
Haemophilus influenzae
Klebsiella species %
Moraxella catarrhalis
Proteus mirabilis %
მიკროორგანიზმები, რომლებისთვისაც რეზისტენტობის შეძენა შეიძლება იყოს პრობლემა
ენტერობაქტერიის სახეობები
არსებითად რეზისტენტული მიკროორგანიზმები
Clostridium difficile
Bacteroides fragilis
Enterococci
Pseudomonas species
Staphylococcus aureus +
Streptococcus pneumoniae (რეზისტენტული პენიცილინის მიმართ)
% ESBL წარმომქმნელი შტამები ყოველთვის რეზისტენტულია
+ ცეფიქსიმს აქვს ცუდი აქტივობა სტაფილოკოკების მიმართ (მეტიცილინისადმი მგრძნობელობის მიუხედავად).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ცეფიქსიმის ორალური ბიოშეღწევადობა 22-54%-ის ფარგლებშია და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. საკვების არსებობა არ ახდენს გავლენას ცეფიქსიმის პერორალური გზით შეწოვაზე; Tmax ოდნავ გაფართოებულია, მაგრამ როგორც Cmax ასევე AUC24 რჩება უცვლელი. ცეფიქსიმის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ცეფიქსიმი უკავშირდება შრატის ცილებს დაახლოებით 70%-ით და თავისუფალი ფრაქცია კარგად ნაწილდება სხეულის ქსოვილში, ცნს-ის გარდა. ანტიბაქტერიული საშუალება კარგად ნაწილდება ზედა ყბის უბეში, შუა ყურში, სასუნთქ გზებში (ნახველის ჩათვლით), ნუშისებრ ჯირკვლებში, პროსტატის სითხესა და ქსოვილში და სხვა ორგანოებში. ცეფიქსიმის პერორალური ბიოშეღწევადობა ბავშვებში მსგავსია მოზრდილებში ბიოშეღწევადობისა, სულ მცირე 2 თვის ან მეტი ასაკის ბავშვებში.
მრავალჯერადი თერაპიული დოზები არ იწვევს დაგროვებას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში.
მეტაბოლიზმი და ექსკრეცია
ცეფიქსიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების გზით უცვლელი სახით. გორგლისებური ფილტრაცია ითვლება უპირატეს მექანიზმად. ცეფიქსიმის მეტაბოლიტები არ არის გამოყოფილი ადამიანის შრატში ან შარდში.
კონცენტრაცია შარდსა და ნაღველში ძალიან მაღალია, რადგან ელიმინაცია ხდება ამ გზით. ცეფიქსიმი განიცდის ზომიერ მეტაბოლიზმს ორგანიზმში, რომელიც არსებითად გამოიყოფა აქტიური ფორმით, ძირითადად ნაღველით და მნიშვნელოვანი რაოდენობით (შეწოვილი დოზის 20-დან 30%-მდე) ასევე შარდით.
მოზრდილებში 400 მგ დოზის შეყვანის შემდეგ, ცეფიქსიმის კონცენტრაცია ნაღვლის ბუშტის ქსოვილში და ნაღველში არის დაახლოებით 20 და 190 მკგ/მლ, შესაბამისად, ანტიბაქტერიული საშუალების მიღებიდან 4-12 საათი. ასევე მაღალია შარდის კონცენტრაცია.
ცეფიქსიმის გამოყოფა ხდება ნელა, სულ მცირე T1/2ß-ით, რომელიც ძალიან ხანგრძლივია (დაახლოებით 4 საათი), რაც უზრუნველყოფს კარგ დაფარვას მგრძნობიარე ბაქტერიების მიმართ 24 საათის განმავლობაში მოზრდილებში 400 მგ დღეში ერთხელ ან ბავშვებში 8 მგ/კგ მიღების შემდეგ.
არ არსებობს მონაცემები ცეფიქსიმის სეკრეციის შესახებ დედის რძეში. C-მარკირებული ცეფიქსიმის გადაცემა მეძუძური ვირთაგვებიდან მათ ძუძუთი კვებაზე მყოფ შთამომავლებზე დედის რძით რაოდენობრივად ძალიან მცირე იყო (დაახლოებით 1.5% ცეფიქსიმი ვირთაგვებში/ლეკვებში). მარკირებული ცეფიქსიმის გადაცემა პლაცენტაში რაოდენობრივად ნაკლებია.
სპეციალური ასაკობრივი ჯგუფი
ცეფიქსიმის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ჯანმრთელ ხანდაზმულებში (ასაკი > 64 წელი) და ჯანმრთელ მოხალისეებში (11-35 წელი) შედარებული იყო დღეში ერთხელ 400 მგ დოზის მიღების შემდეგ 5 დღის განმავლობაში. საშუალო Cmax და AUC მნიშვნელობები ოდნავ მეტი იყო ხანდაზმულებში. ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება მიეცეს იგივე დოზა, რაც საერთო პოპულაციას (იხ. პარაგრაფი 4.2).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ერიქსიმი /Erixim
400 მგ შემოგარსული ტაბლეტები
ცეფიქსიმი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით საინფორმაციო ფურცელს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს საინფორმაციო ფურცელი, შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა შემდგომში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ პირადად, ნუ გადასცემთ მას მესამე პირს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას რაც არ არის მითითებული ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს ეს საინფორმაციო ფურცელი: 1. რა არის ერიქსიმი და რისთვის გამოიყენება 2. რა უნდა იცოდეთ ერიქსიმის გამოყენებამდე 3. როგორ გამოიყენება ერიქსიმი 4. შესაძლო გვერდითი ეფექტები 5. როგორ ინახება ერიქსიმი
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- რა არის ერიქსიმი და რისთვის გამოიყენება
ერიქსიმი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ერიქსიმი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
შუა ყურის ინფექცია
სინუსების ინფექცია
ყელის ინფექცია
ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკული ბრონქიტის უეცარ გამწვავებას
არაჰოსპიტალური (საავადმყოფოს გარეთ შეძენილი) ფილტვების ინფექციები (პნევმონია)
საშარდე გზების ინფექციები
გენიტალური ტრაქტის ინფექციები
თქვენი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.
- რა უნდა იცოდეთ ერიქსიმის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ერიქსიმი იმ შემთხევვაში, თუ:
აღგენიშნებათ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ერიქსიმის, სოიოს ან ერიქსიმის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში („დამატებითი ინფორმაცია“))
გქონიათ დაუყოვნებელი ტიპის ან მძიმე ალერგიული რეაქციები პენიცილინებით ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობისას.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს ერიქსიმის მიღებამდე.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ერიქსიმის გამოყენებისას:
- თუ წარსულში გქონდათ ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქცია პრეპარატების მიმართ, განსაკუთრებით ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ, როგორიცაა ცეფალოსპორინები ან პენიცილინები. ცეფიქსიმით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია.
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან იმყოფებით ჰემოდიალიზზე. ორივე შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ ერიქსიმი, თუმცა უფრო დაბალი დოზით.
- თუ გაქვთ დიარეის მძიმე ფორმა, მუცლის ტკივილი, სპაზმი ან თუ შენიშნავთ სისხლს, ლორწოს ან ჩირქს განავალში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. არ შეიძლება ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავების პერისტალტიკის (მოძრაობის) დაქვეითება ან შეჩერება.
ცეფიქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.
ეფექტები ლაბორატორიულ ანალიზებზე
როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქციები შარდში კეტონის, გლუკოზის განსაზღვრის ლაბორატორიულ ანალიზებში (ბენედიქტის ან ფელინგის ანალიზი, რომლებიც, როგორც წესი, ტარდება დიაბეტის მქონე პირებში, შესაბამისად, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მიიღება ცეფიქსიმი) და კუმბსის რეაქციაში (ანტისხეულების დადგენა).
სხვა პრეპარატები და ერიქსიმი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
ეს პრეპარატი არ მიიღოთ სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად თქვენი ექიმის მითითების გარეშე. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატს, როგორიცაა ვარფარინი.
ერიქსიმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ერიქსიმი შეიძლება მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად სითხესთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისათვის.
არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს ცეფიქსიმის შესაძლო უარყოფითი ეფექტების შესახებ, შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუ ექიმი არ მიიჩნევს შესაბამისად მის გამოყენებას.
ცეფიქსიმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში ექსკრეციის შესახებ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
როგორც წესი ერიქსიმი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ განვითარდა თავბრუსხვევა, არ მართოთ ავტომობილი ან არ გამოიყენოთ დანადგარები.
- როგორ გამოიყენება ერიქსიმი
ყოველთვის მიიღეთ ერიქსიმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარამცევტთან.
ერიქსიმი მიიღება პერორალურად. ეცადეთ ერიქსიმი მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.
დოზირება
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები.
მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200 მგ 12 საათში ერთხელ ან 400 მგ დღე-ღამეში ერთჯერადი დოზის სახით.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.
ხანდაზმულები
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა არის იგივე რაც მოზრდილებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადგილი აქვს თირკმლის მწვავე უკმარისობას (იხ. ქვემოთ).
თირკმლის უკმარისობა
ერიქსიმის გამოყენება შესაძლებელია თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში. ზემოთ მითითებული დოზების მიცემა შესაძლებელია პაციენტებისთვის არანაკლებ 20 მლ/წთ კრეატინინის კლირენსით. პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია, არ არის რეკომენდებული 200 მგ ერთხელ დღეში დოზის გადაჭარბება. დოზა და რეჟიმი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკულ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე, უნდა შეესაბამებოდეს იგივე რეკომენდაციას, რაც 20 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებმა.
საკმარისი მონაცემები არ არსებობს ცეფიქსიმის გამოყენების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში თირკმლის უკმარისობის არსებობისას; შესაბამისად, ცეფიქსიმის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ერიქსიმი
თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ პრეპარატი გადაყლაპა ბავშვმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან დაუკავშირდით მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატი, მაშინაც კი, თუ კოლოფში ტაბლეტები არ დარჩა, რათა ექიმმა ზუსტად იცოდეს, რა მიიღეთ.
არ არსებობს ცეფიქსიმის ჭარბი დოზების მიღების გამოცდილება. ჯანმრთელ მოზრდილ პაციენტებში 2 გ-მდე დოზების მიღებამ გამოიწვია ზომიერი კუჭ-ნაწლავის მხრივ ეფექტები, რომლებიც არ განსხვავდებოდა თერაპიული დოზების გამოყენებისას გამოვლენილი ეფექტებისგან. მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში, მოსალოდნელია დიარეა, ღებინება და მუცლის ტკივილი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ მიღებიდან გასულია არაუმეტეს 2 საათი) და პაციენტის ჰიდრატაცია და რებალანსირება ელექტროლიტებით, საჭიროების შემთხვევაში.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი. თან იქონიეთ ეს საინფორმაციო ფურცელი.
თუ დაგავიწყდათ ერიქსიმის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. თუ გამოგრჩათ დოზის მიღება, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დაიცადეთ და პრეპარატის მიღება გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმის მიხედვით.
თუ შეწყვიტეთ ერიქსიმის გამოყენება
ექიმი მოგცემთ მითითებას ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, დაასრულოთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სრული კურსი.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ერიქსიმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა, არა ყველა პაციენტში.
გამოვლენილი გვერდითი რეაქციების უმრავლესობა არის მსუბუქი და თვით-შემზღუდავი ხასიათის.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
ალერგიული რეაქცია. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის სიწითლეს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, აჩქარებულ გულისცემას, გულის წასვლის შეგრძნებას, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპებას. ვითარდება იშვიათად.
მძიმე ფორმის ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომლებიც იხსნება და კანზე სველ ეროზიულ ადგილებს ტოვებს. ასევე ზოგადი სისუსტე, ცხელება, შემცივნება და კუნთების ტკივილი.
კანისა და რბილი ქსოვილების ანთება.
კანზე გამონაყარი ან ვარდისფერი/წითელი ლაქები კანზე, კანის აქერცვლა, ქავილი, ან ბუშტუკები. გამონაყარი შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით ხელის გულებზე ან ტერფებზე.
სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ჩვეულებრივზე მარტივად, ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ძლიერი ყელის ტკივილი ან ცხელება.
მძიმე ფორმის, სისხლიანი ან გახანგრძლივებული დიარეა, რომელსაც თან ახლავს სისუსტე და ცხელება, ამ წამლის მიღების დროს ან შემდეგ.
სხვა გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 პაციენტში)
დიარეა ან თხიერი განავალი
არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში)
გულისრევა ან ღებინება
კუჭის ტკივილი, დისპეფსია
თავის ტკივილი
კანზე გამონაყარი
ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგებში დროებითი დარღვევები
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1 პაციენტში)
თავბრუსხვევა ან ცხელება
ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ახალი ინფექციები, როგორიცაა „კანდიდოზი“ (ქავილი სასქესო ორგანოს ან საშოს მიდამოში)
მადის დაკარგვა, მეტეორიზმი
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და/ან სხვა შიდა ზედაპირების ანთება.
სისხლში შარდოვანას დონის დროებითი მატება.
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000- დან 1 პაციენტში)
სისხლში სხვადასხვა უჯრედების რაოდენობის შემცირება (სიმპტომები: დაღლილობა, ახალი ინფექციები და სისხლჩაქცევები ან სისხლდენები)
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანისა და სკლერების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე)
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ჰიპერაქტიურობა
ამ ტიპის სხვა ანტიბიოტიკებმა (ცეფალოსპორინები) შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების განვითარების რისკი, რომელიც ასევე შესაძლებელია ერიქსიმის მიღებისას.
სისხლის ანალიზები
ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზის გაკეთება, რადგან ერიქსიმმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) რაოდენობაში. აღნიშნული ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის მოხსნისას.
რომელიმე გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის, ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ საინფორმაციო ფურცელში და პროდუქტის მახასიათებლის შეჯამებაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს შეუწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ერიქსიმი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ერიქსიმი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატები არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ერიქსიმი
აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი.
სხვა ინგრედიენტებია ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: OPADRY® AMB White OY-B-28920 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სოიოს ლეციტინი, ქსანთანის გუმფისი).
ერიქსიმის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები.
თეთრი ფერის, აპკით დაფარული, მოგრძო ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით.
ერიქსიმი დაფასოებულია PVC-პოლიამიდი-ალუმინი-PVC/ალუმინის ბლისტერებში, რომელშიც მოთავსებულია 5 შემოგარსული ტაბლეტი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნიუ ფარმა“
საქართველო, 0154 თბილისი, ი. ევდოშვილის ქ. #18
მწარმოებელი
ACS DOBFAR S.p.A.
იტალია, 00071 პომეცია (რომი), ლაურენტინას ქ. 24-ე კმ, 730
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2024 წლის მარტი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


