პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ცეფაზოლინი-BCPP

Cefazoline-BCPP

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით: სასუნთქი გზების ინფექციები; შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ნაღვლგამომყოფი გზების ინფექციები; ძვლების და სახსრების ინფექციები; ენდოკარდიტი; სეფსისი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეფაზოლინი (cefazolin)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ ფხვნილი ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინფუზიო/საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პირველი თაობის ცეფალოსპორინები
ATC კოდი
J01DB04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044000
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაცეფაზოლინი-BCPP და სხვა წამალი ერთად

ცეფაზოლინი-BCPP — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

სასუნთქი გზების ინფექციები;

შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

ნაღვლგამომყოფი გზების ინფექციები;

ძვლების და სახსრების ინფექციები;

ენდოკარდიტი;

სეფსისი;

ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება

თერაპიის დაწყების წინ აუცილებელია გამოირიცხოს პაციენტის ანტიბიოტიკისადმი მომატებული მგრძნობელობა კანის სინჯის ჩატარდებით.

ცეფაზოლინი უნდა იქნას შეყვანილი ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად (წვეთოვნად და ნაკადით). ცეფაზოლინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრათეკალურად!

საინექციო და საინფუზიო ხსნარის მომზადება

ინტრამუსკულარული შეყვანისთვის ფლაკონის შიგთავსი 1000 მგ გახსენით 4-5 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან სტერილურ საინექციო წყალში, გულმოდგინედ შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. შეიყვანეთ ღრმად დიდი დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა კვადრანტში.

ნაკადით ინტრავენური შეყვანისთვის პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან სტერილურ საინექციო წყლში და ნელა შეიყვანება 3-5 წუთის განმავლობაში.

ინტრავენური წვეთოვანი შეყვანისათვის პრეპარატის 1000 მგ უნდა გაიხსნას 50-100 მლ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან ერთ-ერთ შემდეგ ხსნარში: გლუკოზის 5% ხსნარი, გლუკოზის 10% ხსნარი, გლუკოზის 5% ხსნარი ნატრიუმის ლაქტატის საინფუზიო ხსნარში, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი გლუკოზის 5% ინტრავენურ საინფუზიო ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 0,45% ხსნარი გლუკოზის 5% ინტრავენურ საინფუზიო ხსნართან, ნატრიუმის ლაქტატის 5% ხსნარი ან ინვერტირებული შაქრის 10% ხსნარი საინექციო წყალში, რინგერის საინექციო ხსნარი ლაქტატით ან ლაქტატის გარეშე; შეყვანა უნდა მოხდეს 20-30 წუთის განმავლობაში (შეყვანის სიჩქარე 60-80 წვეთი/წთ). განზავების დროს ფლაკონები ენერგიულად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. ინტრავენური შეყვანისას სადღეღამისო დოზები რჩება ისეთივე, როგორც ინტრამუსკულარული შეყვანისას.

ახლადმომზადებული ხსნარი (333 მგ/მლ) ყვითელი ფერისაა, გამჭვირვალე, ინარჩუნებს თავის ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

დოზირება

საშუალო სადღეღამისო დოზა ზრდასრულებისთვის ჩვეულებრივ შეადგენს 1000-4000 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 6000 მგ.

ინფექციის ტიპი

ერთჯერადი დოზა

სიხშირე

ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი მიკრობებით

250-500 მგ

ყოველ 8 საათში

სასუნთქი გზების საშუალო სიმძიმის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პნევმოკოკებით, და შარდგამომყოფი გზების ინფექციები

1 გ

ყოველ 12 საათში

ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით

500 მგ - 1 გ

ყოველ 6-8 საათში

სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები (სეფსისი, ენდოკარდიტი, პერიტონიტი, დესტრუქციული პნევმონია, მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი, გართულებული უროლოგიური ინფექციები)

1-1,5 გ

ყოველ 6-8 საათში

ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის ზრდასრულებში რეკომენდებულია ცეფაზოლინ-BCPP-ს შეყვანა ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად:

1000 მგ დოზით ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე 0,5-1 საათით ადრე;

ხანგრძლივი ოპერაციებისას (2 საათი და მეტი) - დამატებით 500-1000 მგ ოპერაციის პროცესში;

ოპერაციის შემდეგ - დოზით 500-1000 მგ ყოველ 6-8 საათში პირველი 24 საათის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ოპერაციები ღია გულზე, სახსრის პროთეზირება), ცეფაზოლინის პროფილაქტიკური გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს 3-5 დღე ოპერაციის შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში დოზირების რეჟიმი უნდა დადგინდეს კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე. დარტყმითი დოზის შემდეგ, რომელიც შეესაბამება ინფექციის სიმძიმეს, შეიძლება გამოყენებული იქნას ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.

როდესაც კრეატინინის კლირენსი არის:

55 მლ/წთ და მეტი - დოზის კორექცია საჭირო არ არის;

35-54 მლ/წთ - ერთჯერადი დოზა არ იცვლება, მაგრამ ინტერვალი შეყვანებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათისა;

11-34 მლ/წთ - ერთჯერადი სტარდანტული დოზა უნდა შემცირდეს 2-ჯერ, ინტერვალი შეყვანებს შორის შეადგენს 12 საათს.

10 მლ/წთ ნაკლები - ინიშნება თერაპიული დოზის ნახევარი ყოველ 18-24 საათში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზირება ისეთივეა, როგორც ზრდასრულებიში (თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში).

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 25-50 მგ/კგ დღე-ღამეში (მძიმე შემთხვევებში - 100 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში), გაყოფილი 3-4 მიღებაზე.

ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 100 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით დოზის კორექცია უნდა მოხდეს კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე.

როდესაც კრეატინინის კლირენსის არის:

40-70 მლ/წთ - პრეპარატის სადღეღამისო დოზის 60%, რომელიც განაწილებულია 12 საათიანი ინტერვალით შეყვანებს შორის;

20-40 მლ/წთ - სადღეღამისო დოზის 25%, რომელიც განაწილებულია 12 საათიანი ინტერვალით შეყვანებს შორის;

5-20 მლ/წთ - საშუალო სადღეღამისო დოზის 10% ყოველ 24 საათში.

ყველა რეკომენდებული დოზა ინიშნება საწყისი დარტყმითი დოზის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 7-10 დღეს.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება 1 თვემდე ასაკის და დღენაკლულ ბავშვებში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ცეფაზოლინის, ცეფალოსპორინის რიგის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ.

ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების არსებობა (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები) ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებების (პენიცილინების, მონობაქტამების, კარბაპენემების) მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ცეფაზოლინის დანიშვნისას საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიისა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილაქტიკის ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება.

ჰიპერმგრძნობელობა. პენიცილინების მიმართ ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რომელიმე ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ცეფალოსპორინებთან ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შესაძლებლობას (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). ცეფაზოლინის გამოყენებისას, ისევე როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას, იყო მონაცემები ჰიპერმგრძნობელობის მძიმე, მწვავე რეაქციების (ანაფილაქსიის) შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაწვრილებით ანამნეზში არ ყოფილა შესაბამისი მითითებები. ასეთი რეაქციების განვითარების დროს, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეყვანილი იქნას ადრენალინი (ეპინეფრინი), გლუკოკორტიკოიდები და გამოყენებული იქნას სხვა ადექვატური გადაუდებელი ზომები.

მკურნალობის ყოველი ახალი კურსის დაწყების წინ პაციენტი უნდა იქნას გამოკითხული ცეფაზოლინისადმი, სხვა ცეფალოსპორინებისადმი, ან ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკისადმი ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობის შესახებ. ცეფაზოლინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობის არამძიმე რეაქციები პენიცილინების, ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ცეფაზოლინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს შეყვანილი პაციენტებში ალერგიული რეაქტიულობით (მაგალითად, ალერგიული რინიტით, ან ბრონქული ასთმით, ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ფორმებით, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალებებზე), რადგან ძლიერდება ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების განვითარების რისკი.

ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტი/არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობამ, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებისას ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე დასუსტებულ პაციენტებში, ბავშვებში, შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა, კოლიტები, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი. ფსევდომემბრანული კოლიტის გამოვლინების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოცემული დიაგნოზის შესაძლებლობის განხილვა ყველა პაციენტთან, რომელსაც ცეფაზოლინის გამოყენებისას ან მის შემდეგ განუვითარდა დიარეა. მძიმე და/ან სისხლთან შერეული დიარეის დროს, აუცილებელია ცეფაზოლინით თერაპიის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს საწინააღმდეგო სპეციფიკური თერაპიის გამოყენება. აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი, შოკი. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას, არ უნდა იქნას გამოყენებული.

მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, განსაკუთრებით კოლიტი.

ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ცეფაზოლინის, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, სოკოების ჭარბი ზრდა და სუპერინფექციის განვითარება. საჭიროა პაციენტების გულმოდგინე კონტროლი შესაძლო სუპერინფექციის გამოსავლენად. თუ მკურნალობის პერიოდში ვითარდება სუპერინფექცია, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, კერძოდ - პერიოდულად პრეპარატისადმი მიკროფლორის მგრძნობელობის გამოკვლევა.

თირკმლის უკმარისობა. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პრეპარატის დოზები და/ან ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის შეიძლება იყოს დაკორექტირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე.

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში 55 მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით გასათვალისწინებელია ცეფაზოლინის კუმულაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა სადღეღამისო დოზის შესაბამისად შემცირება, ან პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება მისი ტოქსიკური მოქმედების თავიდან ასაცილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ცეფაზოლინი იშვიათად არის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი, რეკომენდებულია თირკმის ფუნქციის შეფასება, განსაკუთრებით მძიმედ მოავადე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მაქსიმალურ დოზებს, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატებით (მათ შორის ამინოგლიკოზიდებით, ძლიერმოქმედი დიურეტიკებით).

ცეფაზოლინის მაღალი დოზების გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კრუნჩხვების განვითარების რისკთან.

გერიატრიული ჯგუფის პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სისხლის შედედების დარღვევა. ცეფაზოლინმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების დარღვევა. ამიტომ, პაციენტებში იმ დაავადებებით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა (მაგალითად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულები), პაციენტებში კოაგულაციის დეფექტებით (მემკვიდრეობითი: მაგალითად, ჰემოფილია; შეძენილი: მაგალითად, თრომბოციტოპენია, პაციენტებში ვიტამინი K-ს სინთეზის დარღვევით ან უკმარისობით პარენტერალური კვებისას, არასაკმარისი საკვების მიღებისას, ღვიძლის, თირკმლების ქრონიკული დაავადებებისას, ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ასევე პაციენტებში ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, პაციენტებში მანამდე ჩატარებული ხანგრძლივი ანტიკოაგულაციური თერაპიისას აუცილებელია რეგულარულად გაუწიონ კონტროლი პროთრომბინის დროს (ან საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობის მონიტორინგი). ჩვენებების არსებობის შემთხვევაში უნდა იქნას დანიშნული ეგზოგენური ვიტამინი K (10 მგ კვირაში).

გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს არაფერმენტული მეთოდით ჩატარებული გლუკოზურიული ტესტების ცრუ დადებითი შედეგები. პრეპარატი არ ახდენს გავლენას, გლუკოზურიულ ტესტებზე, რომლებიც ტარდება ფერმენტული მეთოდებით.

ცეფალოსპორინები შეიძლება აბსორბირდებოდნენ ერითროციტების მემბრანის ზედაპირზე და ურთიერთქმედებდნენ ანტისხეულებთან, რომლებიც მიმართულნი არიან პრეპარატის საწინააღმდეგოდ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კუმბსის ცრუ დადებითი ტესტი (მაგალითად, ბავშვებში, რომელთა დედებიც მკურნალობდნენ ცეფაზოლინით) და ძალიან იშვიათად - ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ასეთი რეაქციისას შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი რეაქტიულობა პენიცილინებთან.

ინტრათეკალური შეყვანა. ცეფაზოლინის ინტრათეკალური შეყვანა რეკომენდებული არ არის. იყო ცნობები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მძიმე ტოქსიური რეაქციების, მათ შორის კრუნჩხვების შესახებ, შეყვანის ზუსტად ასეთი გზით სარგებლობისას.

პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს რეკომენდებულია სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

ნატრიუმი. პრეპარატ ცეფაზოლინ-BCPP ყოველი გრამი შეიცავს 2,2 მმოლ (50,61 მგ) ნატრიუმს, რაც აუცილებელია გათვალისწინებული იქნას პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას.

გამოყენებისათვის ვარგისია პრეპარატის მხოლოდ გამჭვირვალე, ახლადმომზადებული ხსნარები. ცეფაზოლინის ხსნარი არ შეიძლება შეურიოთ სხვა ანტიბიოტიკებს ერთ ჭურჭელში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრობენეციდი: ცეფაზოლინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება, რაც ხელს უწყობს მის კუმულაციას და სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის ხანგრძლივ მომატებას.

ანტიკოაგულანტები (მაგალითად ვარფარინი, ჰეპარინი): პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა. ცეფალოსპორინები ძალიან იშვიათად ასევე იწვევენ სისხლის შედედების დარღვევებს (იხ. პუნქტი „ გამოყენების თავისებურებები“). ცეფაზოლინის გამოყენების პერიოდში ანტიკოაგულანტების მაღალი დოზებთან ერთად საჭიროა კოაგულაციის პარამეტრების კონტროლი.

ვიტამინი K: ზოგიერთმა ცეფალოსპორინებმა, ისეთებმა, როგორიცაა ცეფაზოლინი, ცეფამანდოლი, ცეფოტეტანი შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ K მეტაბოლიზმის დარღვევა, განსაკუთრებით მისი დეფიციტის შემთხვევაში, რამაც შეიძლება მოითხოვოს ვიტამინი K-ს დამატებით შეყვანა.

ამინოგლიკოზიდები, მარყუჟოვანი დიურეტიკები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა), სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატები (მათ შორის კოლისტინი, პოლიმიქსინი B, ვანკომიცინი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები, ორგანოპლატინის შენაერთები, მეტოტრექსატი მაღალი დოზებით, ზოგი ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, აციკლოვირი, ფოსკარნეტი), პენტამიდინი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი): არ შეიძლება გამოირიცხოს ნეფროტოქსიკურობის რისკის მომატება ცეფაზოლინის მილაკოვანი სეკრეციის ბლოკადის შედეგად. თანმხლები მკურნალობა ნეფროტოქსიკური პრეპარატებით თავიდან უნდა იქნას აცილებული. ასეთი კომბინაციის აუცილებლობისას, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება და მკურნალობის ჩატარება თირკმლის ფუნქციის კონტროლით (შარდოვანას აზოტი, სისხლის კრეატინინი).

ბაქტერიოსტატიკური ანტიბაქტერიული საშუალებები (ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები, ერითრომიცინი, ქლორამფენიკოლი): არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად, შესაძლებელია ცეფაზოლინის ბაქტერიციდული ეფექტის დაქვეითება. კვლევებში in vitro ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას აღინიშნებოდა ანტაგონისტური ეფექტი.

სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები: შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება.

ჰორმონული კონტრაცეპტივები: როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა ქვეითდება, ამიტომ მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია კონტრაცეპციის დამატებითი (არაჰორმონული) მეთოდების გამოყენება.

ცოცხალი ვაქცინა ტიფის წინააღმდეგ, ბცჟ-ვაქცინა: სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფაზოლინმა შეიძლება დააქვეითოს ცოცხალი ვაქცინების ეფექტი. საჭიროა არანაკლებ 24 საათიანი ინტერვალის დაცვა ანტიბიოტიკის ბოლო დოზისა და ვაქცინის გამოყენებას შორის.

ეთანოლი: შესაძლებელია დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ლაბორატორიული კვლევები: შესაძლებელია გლუკოზურიული ტესტების ცრუ დადებითი შედეგები არაფერმენტული მეთოდების გამოყენების დროს ბენედიქტის, ფელინგის ხსნარებით ან Clinitest-ის ტაბლეტებით სარგებლობისას; ცეფაზოლინი არ ახდენს გავლენას შარდში გლუკოზის განსაზღვრის ფერმენტულ მეთოდებზე. კუმბსის პირდაპირმა და არაპირდაპირმა სინჯებმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.

არ შეიძლება ცეფაზოლინის ხსნარის ერთ ჭურჭელში შერევა სხვა ანტიბიოტიკებთან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცეფაზოლინი აღწევს პლაცენტარული ბარიერის მიღმა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენეს პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუქციული ტოქსიკურობა. არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში მისი გამოყენების შესახებ. ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.

ცეფაზოლინი აღწევს დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

სანამ არ იქნება განსაზღვრული პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე, საჭიროა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისგან თავის შეკავება, იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება აღინიშნოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა, მეტეორიზმი, სპაზმები/ტკივილი მუცელში; ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დისბაქტერიოზი. მძიმე და სტაბილური დიარეის დროს აუცილებელია ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის საკითხის განხილვა, რაც მოითხოვს ცეფაზოლინის მოხსნას და ამ გართულების დაუყოვნებლივ მკურნალობას. პერისტალტიკის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებები“).

ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის, ბილირუბინის და/ან ლაქტატ დეჰიდროგენაზას და ტუტე ფოსფატაზას დონის ტრანზიტორული მომატება სისხლის პლაზმაში, ტრანზიტორული ქოლესტაზური სიყვითლე, ტრანზიტორული ჰეპატიტი.

სისხლის სისტემა და ლიმფური სისტემა: ნეიტროპენია, ლეიკოპენია/ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია/თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, ლიმფოპენია, ბაზოფილია, მონოციტოზი, გრანულოციტოზი/გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და/ან ჰემატოკრიტის დაქვეითება, ანემია, მათ შორის აპლასტიური, ჰემოლიზური, პანციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, კოაგულოპათიები და ჰემორაგიები, კუმბსის პოზიტიური პირდაპირი და არაპირდაპირი რეაქცია.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა, სისუსტე, უძილობა/ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა (ნევროზულობა), მშფოთვარე მდგომარეობები, ღამის კოშმარები, ვერტიგო, ჰიპერაქტივობა, პარესთეზიები, კრუნჩხვები (ჩვეულებრივ პრეპარატის არამიზნობრივად მაღალი დოზებისას თირკმლის დისფუნქციის ფონზე), წამოხურებები, ფერადი მხედველობის დარღვევა, ცნობირების არევა, ეპილეპტოგენური აქტივობა.

იმუნური სისტემა: მედიკამენტური ცხელება, ძალიან იშვიათად - ანაფილაქტოიდური რეაქციები/ანაფილაქსია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ხორხის შეშუპება, ლარინგოსპაზმი/ბრონქოსპაზმი, არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია, ქოშინი, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ანალური ქავილი, სასქესო ორგანოების ქავილი), ინტერსტიციული პნევმონია/პნევმონიტი, შრატისმიერი სინდრომი.

კანი და კანქვეშა ქსოვილი: გამონაყარი კანზე (ეკზანთემა), დერმატიტები, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითმა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სისხლძარღვების ლოკალური მომატებული შეღწევადობა ანგიონევროზული შეშუპების განვითარებით, მათ შორის სახსრების, ლორწოვანი გარსების, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი. შესაძლებელია პუსტულოზური გამონაყარი.

სასუნთქი სისტემა: პლევრალური გამონაჟონი, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის უკმარისობა, ხველა, რინიტი.

შარდგამომყოფი სისტემა: თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სისხლის შარდოვანას აზოტის დონის ტრანზიტორული მომატება, პროტეინურია, ჰიპერკრეატინინემია) თირკმლის უკმარისობის კლინიკური ნიშნების გარეშე. იშვიათად - ინტერსტიციული ნეფრიტი, შესაძლოა პიურიით, ეოზინოფილურიით და ნეფროტოქსიკურობის სხვა გამოვლინებები (ტოქსიკური ნეფროპათია, პაპილონეკროზი, თირკმლის უკმარისობა), ჩვეულებრივ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ ცეფაზოლინი წარმოადგენს პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატს. თუმცა ნეფროტოქსიკურობა არ არის აღნიშნული ადამიანებთან, უნდა იქნას განხილული მისი შესაძლებლობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობდნენ მაღალ დოზებს. ცეფაზოლინის როლი ინტერსტიციული ნეფრიტისა ან სხვა ნეფროპათიის განვითარებაში საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ადგილობრივი რეაქციები: პრეპარატის შეყვანის ადგილზე ფლებიტი/თრომბოფლებიტი (იშვიათი), ტკივილი და/ან ინდურაცია ინტრამუსკულური შეყვანისას.

პრეპარატის ბიოლოგიურ მოქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: ცეფალოსპორინების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ მდგრადი პათოგენების ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით Enterobacter, Citrobacter, Pseudomonas, Enterococcus და Candida, რაც შეიძლება გახდეს სუპერინფექციის განვითარების მიზეზი, მაგალითად, კანდიდოზის (მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდომიკოზი, კანდიდოზური სტომატიტი, სასქესო ორგანოების კანდიდოზი, ვაგინიტი), ანოგენიტალური ქავილი.

სხვა: კანის სიფერმკრთალე, არტერიული ჰიპერტენზია, ართრალგიები, ჰიპოგლიკემია/ ჰიპერგლიკემია.

ჭარბი დოზა

სიმპტომები. ცეფალოსპორინების მაღალი დოზების პარიენტალურმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, პარესთეზიები და თავის ტკივილი. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება; შესაძლებელია ნეიროტოქსიკური მოვლენები, მათ შორის მომატებული კრუნჩხვითი მზაობა, გენერალიზებული კრუნჩხვები, ღებინება და ტაქიკარდია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ისეთი გადახრები, როგორიცაა კრეატინინის, სისხლის შარდოვანას აზოტის, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება, კუმბსის დადებითი ტესტი, თრომბოციტოზი/თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.

მკურნალობა. შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, აუცილებლობისას ჩატარდეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი თერაპია. დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია და ჰემატოლოგიური, ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის და სისხლის კოაგულაციური სისტემის მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებამდე. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით; პერიტონეალური დიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ცეფაზოლინი;

1 ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ცეფაზოლინს (ცეფაზოლინის ნატრიუმის მარილის სახით).

სამკურნალო ფორმა: ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი. ძალიან ჰიგროსკოპიულია.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები

ორიგინალ შეფუთვაში, არა უმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არათავსებადობა

არ შეურიოთ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთ შპრიცში.

ცეფაზოლინის ხსნარი არ უნდა შეურიოთ სხვა ანტიბიოტიკებს ერთ შპრიცში, ან ერთ საინფუზიო სისტემაში.

შეფუთვა. 1000 მგ ფლაკონში, თითო ფლაკონი შფეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიმიკრობული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. ცეფალოსპორინები. ათქ კოდი J01D B04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ცეფაზოლინი არის პირველი თაობის ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი პარენტალური გამოყენებისათვის. ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ტრანსპეპტიდაზას დათრგუნვასთან, ბაქტერიის უჯრედულ კედელში მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის ბლოკადასთან. ცეფაზოლინი არის მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphyloccocus aureus, (იმ შტამების ჩათვლით, რომლებიც აპროდუცირებენ პენიცილინაზას), Staphylococcus epidermidis (სტაფილოკოკები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან მეტიცილინის მიმართ, ასევე მდგრადნი არიან ცეფაზოლინისადმი), A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები და სტრეპტოკოკების სხვა შტამები (ენტეროკოკების მრავალი შტამი რეზისტენტულია პრეპარატის მიმართ), Streptococcus (Diplococcus) pneumonie, Corynebacterium diphtheriae, Bacillus anthracis, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella spp., Enterobacter aerogenes, Haemophilus influenzae, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Shigella spp., Salmonella spp., Treponema spp., Leptospira spp.

Proteus (proteus vulgaris)-ის ინდოლდადებითი შტამების უმრავლესობა, ასევე Enterobacter cloacae, Morganella morganii, Providencia rettgeri, Serratia, Pseudomonas spp., Acinetobacter spp., ასევე ანაერობული კოკები Peptococcus, Peptostreptococcus, მათ შორის B. fragilis რეზისტენტულნი არიან ცეფაზოლინისადმი. რიკეტსიები, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები მდგრადნი არიან პრეპარატის მოქმედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიტიკა.

ინტრამუსკულარულად შეყვანისას, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება; შეყვანილი დოზის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ინტრამუსკულარულად შეყვანისას, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათში ინექციის შემდეგ და შეადგენს 37-64 მკგ/მლ. ინტრავენური გამოყენებისას, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია ისაზღვრება შეყვანისთანავე და შეადგენს 185 მკგ/მლ.

თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 8-12 საათი. პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, აღწევს ანთებადი სინოვიურ გარსის გავლით სახსრებში და მუცლის ღრუში. ცეფაზოლინი ადვილად გადის პლაცენტარული ბარიერის მიღმა. პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. პრეპარატის შეყვანილი დოზის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 60-90%) ექსკრეტირდება პირველ 6 საათში, 24 საათის შემდეგ - 70-95% და გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი გადადის ქალის რძეში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი - დაახლოებით 2 საათია ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, 1,8 საათი - ინტრავენური შეყვანის შემდეგ. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-42 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ცეფაზოლინი-BCPP

(CEFAZOLINE-BCPP)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ცეფაზოლინი;

1 ფლაკონი შეიცავს 1000 მგ ცეფაზოლინს (ცეფაზოლინის ნატრიუმის მარილის სახით).

სამკურნალო ფორმა: ფხვნილი საინექციო ხსნარისთვის.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი, ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი. ძალიან ჰიგროსკოპიულია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. ცეფალოსპორინები. ათქ კოდი J01D B04.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ცეფაზოლინი არის პირველი თაობის ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი პარენტალური გამოყენებისათვის. ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ტრანსპეპტიდაზას დათრგუნვასთან, ბაქტერიის უჯრედულ კედელში მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის ბლოკადასთან. ცეფაზოლინი არის მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphyloccocus aureus, (იმ შტამების ჩათვლით, რომლებიც აპროდუცირებენ პენიცილინაზას), Staphylococcus epidermidis (სტაფილოკოკები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან მეტიცილინის მიმართ, ასევე მდგრადნი არიან ცეფაზოლინისადმი), A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები და სტრეპტოკოკების სხვა შტამები (ენტეროკოკების მრავალი შტამი რეზისტენტულია პრეპარატის მიმართ), Streptococcus (Diplococcus) pneumonie, Corynebacterium diphtheriae, Bacillus anthracis, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella spp., Enterobacter aerogenes, Haemophilus influenzae, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae, Shigella spp., Salmonella spp., Treponema spp., Leptospira spp.

Proteus (proteus vulgaris)-ის ინდოლდადებითი შტამების უმრავლესობა, ასევე Enterobacter cloacae, Morganella morganii, Providencia rettgeri, Serratia, Pseudomonas spp., Acinetobacter spp., ასევე ანაერობული კოკები Peptococcus, Peptostreptococcus, მათ შორის B. fragilis რეზისტენტულნი არიან ცეფაზოლინისადმი. რიკეტსიები, ვირუსები, სოკოები და უმარტივესები მდგრადნი არიან პრეპარატის მოქმედების მიმართ.

ფარმაკოკინეტიტიკა.

ინტრამუსკულარულად შეყვანისას, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება; შეყვანილი დოზის დაახლოებით 90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ინტრამუსკულარულად შეყვანისას, სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათში ინექციის შემდეგ და შეადგენს 37-64 მკგ/მლ. ინტრავენური გამოყენებისას, პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია ისაზღვრება შეყვანისთანავე და შეადგენს 185 მკგ/მლ.

თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 8-12 საათი. პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, აღწევს ანთებადი სინოვიურ გარსის გავლით სახსრებში და მუცლის ღრუში. ცეფაზოლინი ადვილად გადის პლაცენტარული ბარიერის მიღმა. პრეპარატი უმნიშვნელო რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად. პრეპარატის შეყვანილი დოზის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 60-90%) ექსკრეტირდება პირველ 6 საათში, 24 საათის შემდეგ - 70-95% და გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი გადადის ქალის რძეში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი - დაახლოებით 2 საათია ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, 1,8 საათი - ინტრავენური შეყვანის შემდეგ. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-42 საათს.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

სასუნთქი გზების ინფექციები;

შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

ნაღვლგამომყოფი გზების ინფექციები;

ძვლების და სახსრების ინფექციები;

ენდოკარდიტი;

სეფსისი;

ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევების შემდეგ.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ცეფაზოლინის, ცეფალოსპორინის რიგის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ.

ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების არსებობა (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქციები) ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებების (პენიცილინების, მონობაქტამების, კარბაპენემების) მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

პრობენეციდი: ცეფაზოლინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება, რაც ხელს უწყობს მის კუმულაციას და სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის ხანგრძლივ მომატებას.

ანტიკოაგულანტები (მაგალითად ვარფარინი, ჰეპარინი): პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება და სისხლდენის რისკის გაზრდა. ცეფალოსპორინები ძალიან იშვიათად ასევე იწვევენ სისხლის შედედების დარღვევებს (იხ. პუნქტი „ გამოყენების თავისებურებები“). ცეფაზოლინის გამოყენების პერიოდში ანტიკოაგულანტების მაღალი დოზებთან ერთად საჭიროა კოაგულაციის პარამეტრების კონტროლი.

ვიტამინი K: ზოგიერთმა ცეფალოსპორინებმა, ისეთებმა, როგორიცაა ცეფაზოლინი, ცეფამანდოლი, ცეფოტეტანი შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ K მეტაბოლიზმის დარღვევა, განსაკუთრებით მისი დეფიციტის შემთხვევაში, რამაც შეიძლება მოითხოვოს ვიტამინი K-ს დამატებით შეყვანა.

ამინოგლიკოზიდები, მარყუჟოვანი დიურეტიკები (ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა), სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატები (მათ შორის კოლისტინი, პოლიმიქსინი B, ვანკომიცინი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები, ორგანოპლატინის შენაერთები, მეტოტრექსატი მაღალი დოზებით, ზოგი ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, აციკლოვირი, ფოსკარნეტი), პენტამიდინი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი): არ შეიძლება გამოირიცხოს ნეფროტოქსიკურობის რისკის მომატება ცეფაზოლინის მილაკოვანი სეკრეციის ბლოკადის შედეგად. თანმხლები მკურნალობა ნეფროტოქსიკური პრეპარატებით თავიდან უნდა იქნას აცილებული. ასეთი კომბინაციის აუცილებლობისას, საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება და მკურნალობის ჩატარება თირკმლის ფუნქციის კონტროლით (შარდოვანას აზოტი, სისხლის კრეატინინი).

ბაქტერიოსტატიკური ანტიბაქტერიული საშუალებები (ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები, ერითრომიცინი, ქლორამფენიკოლი): არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად, შესაძლებელია ცეფაზოლინის ბაქტერიციდული ეფექტის დაქვეითება. კვლევებში in vitro ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში გამოყენებისას აღინიშნებოდა ანტაგონისტური ეფექტი.

სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები: შესაძლებელია ჯვარედინი ალერგიული რეაქციების განვითარება.

ჰორმონული კონტრაცეპტივები: როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა ქვეითდება, ამიტომ მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია კონტრაცეპციის დამატებითი (არაჰორმონული) მეთოდების გამოყენება.

ცოცხალი ვაქცინა ტიფის წინააღმდეგ, ბცჟ-ვაქცინა: სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფაზოლინმა შეიძლება დააქვეითოს ცოცხალი ვაქცინების ეფექტი. საჭიროა არანაკლებ 24 საათიანი ინტერვალის დაცვა ანტიბიოტიკის ბოლო დოზისა და ვაქცინის გამოყენებას შორის.

ეთანოლი: შესაძლებელია დისულფირამის მსგავსი რეაქციები.

ლაბორატორიული კვლევები: შესაძლებელია გლუკოზურიული ტესტების ცრუ დადებითი შედეგები არაფერმენტული მეთოდების გამოყენების დროს ბენედიქტის, ფელინგის ხსნარებით ან Clinitest-ის ტაბლეტებით სარგებლობისას; ცეფაზოლინი არ ახდენს გავლენას შარდში გლუკოზის განსაზღვრის ფერმენტულ მეთოდებზე. კუმბსის პირდაპირმა და არაპირდაპირმა სინჯებმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები.

არ შეიძლება ცეფაზოლინის ხსნარის ერთ ჭურჭელში შერევა სხვა ანტიბიოტიკებთან.

გამოყენების თავისებურებები

ცეფაზოლინის დანიშვნისას საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიისა და ანტიბიოტიკორეზისტენტობის პროფილაქტიკის ოფიციალური რეკომენდაციების გათვალისწინება.

ჰიპერმგრძნობელობა. პენიცილინების მიმართ ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რომელიმე ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ცეფალოსპორინებთან ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შესაძლებლობას (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). ცეფაზოლინის გამოყენებისას, ისევე როგორც სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას, იყო მონაცემები ჰიპერმგრძნობელობის მძიმე, მწვავე რეაქციების (ანაფილაქსიის) შესახებ, ზოგჯერ ლეტალური შედეგით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაწვრილებით ანამნეზში არ ყოფილა შესაბამისი მითითებები. ასეთი რეაქციების განვითარების დროს, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეყვანილი იქნას ადრენალინი (ეპინეფრინი), გლუკოკორტიკოიდები და გამოყენებული იქნას სხვა ადექვატური გადაუდებელი ზომები.

მკურნალობის ყოველი ახალი კურსის დაწყების წინ პაციენტი უნდა იქნას გამოკითხული ცეფაზოლინისადმი, სხვა ცეფალოსპორინებისადმი, ან ნებისმიერი სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკისადმი ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების არსებობის შესახებ. ცეფაზოლინი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერმგრძნობელობის არამძიმე რეაქციები პენიცილინების, ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.

ცეფაზოლინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს შეყვანილი პაციენტებში ალერგიული რეაქტიულობით (მაგალითად, ალერგიული რინიტით, ან ბრონქული ასთმით, ალერგიული რეაქციების ნებისმიერი ფორმებით, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალებებზე), რადგან ძლიერდება ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციების განვითარების რისკი.

ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტი/არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობამ, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებისას ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე დასუსტებულ პაციენტებში, ბავშვებში, შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკ-ასოცირებული დიარეა, კოლიტები, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი. ფსევდომემბრანული კოლიტის გამოვლინების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოცემული დიაგნოზის შესაძლებლობის განხილვა ყველა პაციენტთან, რომელსაც ცეფაზოლინის გამოყენებისას ან მის შემდეგ განუვითარდა დიარეა. მძიმე და/ან სისხლთან შერეული დიარეის დროს, აუცილებელია ცეფაზოლინით თერაპიის შეწყვეტა და Clostridium difficile-ს საწინააღმდეგო სპეციფიკური თერაპიის გამოყენება. აუცილებელი მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ტოქსიკური მეგაკოლონი, პერიტონიტი, შოკი. სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას, არ უნდა იქნას გამოყენებული.

მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, განსაკუთრებით კოლიტი.

ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის ცეფაზოლინის, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, სოკოების ჭარბი ზრდა და სუპერინფექციის განვითარება. საჭიროა პაციენტების გულმოდგინე კონტროლი შესაძლო სუპერინფექციის გამოსავლენად. თუ მკურნალობის პერიოდში ვითარდება სუპერინფექცია, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, კერძოდ - პერიოდულად პრეპარატისადმი მიკროფლორის მგრძნობელობის გამოკვლევა.

თირკმლის უკმარისობა. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პრეპარატის დოზები და/ან ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის შეიძლება იყოს დაკორექტირებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე.

თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში 55 მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით გასათვალისწინებელია ცეფაზოლინის კუმულაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა სადღეღამისო დოზის შესაბამისად შემცირება, ან პრეპარატის შეყვანებს შორის ინტერვალის გახანგრძლივება მისი ტოქსიკური მოქმედების თავიდან ასაცილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ცეფაზოლინი იშვიათად არის თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი, რეკომენდებულია თირკმის ფუნქციის შეფასება, განსაკუთრებით მძიმედ მოავადე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მაქსიმალურ დოზებს, პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკური პრეპარატებით (მათ შორის ამინოგლიკოზიდებით, ძლიერმოქმედი დიურეტიკებით).

ცეფაზოლინის მაღალი დოზების გამოყენება პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, შეიძლება დაკავშირებული იყოს კრუნჩხვების განვითარების რისკთან.

გერიატრიული ჯგუფის პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სისხლის შედედების დარღვევა. ცეფაზოლინმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების დარღვევა. ამიტომ, პაციენტებში იმ დაავადებებით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა (მაგალითად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულები), პაციენტებში კოაგულაციის დეფექტებით (მემკვიდრეობითი: მაგალითად, ჰემოფილია; შეძენილი: მაგალითად, თრომბოციტოპენია, პაციენტებში ვიტამინი K-ს სინთეზის დარღვევით ან უკმარისობით პარენტერალური კვებისას, არასაკმარისი საკვების მიღებისას, ღვიძლის, თირკმლების ქრონიკული დაავადებებისას, ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებში), ასევე პაციენტებში ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს, პაციენტებში მანამდე ჩატარებული ხანგრძლივი ანტიკოაგულაციური თერაპიისას აუცილებელია რეგულარულად გაუწიონ კონტროლი პროთრომბინის დროს (ან საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობის მონიტორინგი). ჩვენებების არსებობის შემთხვევაში უნდა იქნას დანიშნული ეგზოგენური ვიტამინი K (10 მგ კვირაში).

გავლენა ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს არაფერმენტული მეთოდით ჩატარებული გლუკოზურიული ტესტების ცრუ დადებითი შედეგები. პრეპარატი არ ახდენს გავლენას, გლუკოზურიულ ტესტებზე, რომლებიც ტარდება ფერმენტული მეთოდებით.

ცეფალოსპორინები შეიძლება აბსორბირდებოდნენ ერითროციტების მემბრანის ზედაპირზე და ურთიერთქმედებდნენ ანტისხეულებთან, რომლებიც მიმართულნი არიან პრეპარატის საწინააღმდეგოდ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კუმბსის ცრუ დადებითი ტესტი (მაგალითად, ბავშვებში, რომელთა დედებიც მკურნალობდნენ ცეფაზოლინით) და ძალიან იშვიათად - ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ასეთი რეაქციისას შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი რეაქტიულობა პენიცილინებთან.

ინტრათეკალური შეყვანა. ცეფაზოლინის ინტრათეკალური შეყვანა რეკომენდებული არ არის. იყო ცნობები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მძიმე ტოქსიური რეაქციების, მათ შორის კრუნჩხვების შესახებ, შეყვანის ზუსტად ასეთი გზით სარგებლობისას.

პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს რეკომენდებულია სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციური მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.

ნატრიუმი. პრეპარატ ცეფაზოლინ-BCPP ყოველი გრამი შეიცავს 2,2 მმოლ (50,61 მგ) ნატრიუმს, რაც აუცილებელია გათვალისწინებული იქნას პაციენტებში, რომლებიც იცავენ ნატრიუმის შემცველობის კონტროლირებად დიეტას.

გამოყენებისათვის ვარგისია პრეპარატის მხოლოდ გამჭვირვალე, ახლადმომზადებული ხსნარები. ცეფაზოლინის ხსნარი არ შეიძლება შეურიოთ სხვა ანტიბიოტიკებს ერთ ჭურჭელში.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ცეფაზოლინი აღწევს პლაცენტარული ბარიერის მიღმა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენეს პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუქციული ტოქსიკურობა. არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში მისი გამოყენების შესახებ. ამიტომ ორსულობის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.

ცეფაზოლინი აღწევს დედის რძეში დაბალი კონცენტრაციებით. პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

სანამ არ იქნება განსაზღვრული პაციენტის ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე, საჭიროა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვისგან თავის შეკავება, იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეიძლება აღინიშნოს ისეთი დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.

გამოყენების წესი და დოზები

თერაპიის დაწყების წინ აუცილებელია გამოირიცხოს პაციენტის ანტიბიოტიკისადმი მომატებული მგრძნობელობა კანის სინჯის ჩატარდებით.

ცეფაზოლინი უნდა იქნას შეყვანილი ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად (წვეთოვნად და ნაკადით). ცეფაზოლინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრათეკალურად!

საინექციო და საინფუზიო ხსნარის მომზადება

ინტრამუსკულარული შეყვანისთვის ფლაკონის შიგთავსი 1000 მგ გახსენით 4-5 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან სტერილურ საინექციო წყალში, გულმოდგინედ შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. შეიყვანეთ ღრმად დიდი დუნდულა კუნთის ზედა, გარეთა კვადრანტში.

ნაკადით ინტრავენური შეყვანისთვის პრეპარატის ერთჯერადი დოზა იხსნება 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან სტერილურ საინექციო წყლში და ნელა შეიყვანება 3-5 წუთის განმავლობაში.

ინტრავენური წვეთოვანი შეყვანისათვის პრეპარატის 1000 მგ უნდა გაიხსნას 50-100 მლ საინექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარში ან ერთ-ერთ შემდეგ ხსნარში: გლუკოზის 5% ხსნარი, გლუკოზის 10% ხსნარი, გლუკოზის 5% ხსნარი ნატრიუმის ლაქტატის საინფუზიო ხსნარში, ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი გლუკოზის 5% ინტრავენურ საინფუზიო ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 0,45% ხსნარი გლუკოზის 5% ინტრავენურ საინფუზიო ხსნართან, ნატრიუმის ლაქტატის 5% ხსნარი ან ინვერტირებული შაქრის 10% ხსნარი საინექციო წყალში, რინგერის საინექციო ხსნარი ლაქტატით ან ლაქტატის გარეშე; შეყვანა უნდა მოხდეს 20-30 წუთის განმავლობაში (შეყვანის სიჩქარე 60-80 წვეთი/წთ). განზავების დროს ფლაკონები ენერგიულად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე. ინტრავენური შეყვანისას სადღეღამისო დოზები რჩება ისეთივე, როგორც ინტრამუსკულარული შეყვანისას.

ახლადმომზადებული ხსნარი (333 მგ/მლ) ყვითელი ფერისაა, გამჭვირვალე, ინარჩუნებს თავის ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში.

დოზირება

საშუალო სადღეღამისო დოზა ზრდასრულებისთვის ჩვეულებრივ შეადგენს 1000-4000 მგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 6000 მგ.

ინფექციის ტიპი

ერთჯერადი დოზა

სიხშირე

ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამდადებითი მიკრობებით

250-500 მგ

ყოველ 8 საათში

სასუნთქი გზების საშუალო სიმძიმის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პნევმოკოკებით, და შარდგამომყოფი გზების ინფექციები

1 გ

ყოველ 12 საათში

ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით

500 მგ - 1 გ

ყოველ 6-8 საათში

სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები (სეფსისი, ენდოკარდიტი, პერიტონიტი, დესტრუქციული პნევმონია, მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი, გართულებული უროლოგიური ინფექციები)

1-1,5 გ

ყოველ 6-8 საათში

ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის ზრდასრულებში რეკომენდებულია ცეფაზოლინ-BCPP-ს შეყვანა ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად:

1000 მგ დოზით ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე 0,5-1 საათით ადრე;

ხანგრძლივი ოპერაციებისას (2 საათი და მეტი) - დამატებით 500-1000 მგ ოპერაციის პროცესში;

ოპერაციის შემდეგ - დოზით 500-1000 მგ ყოველ 6-8 საათში პირველი 24 საათის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, ოპერაციები ღია გულზე, სახსრის პროთეზირება), ცეფაზოლინის პროფილაქტიკური გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს 3-5 დღე ოპერაციის შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზრდასრულ პაციენტებში დოზირების რეჟიმი უნდა დადგინდეს კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე. დარტყმითი დოზის შემდეგ, რომელიც შეესაბამება ინფექციის სიმძიმეს, შეიძლება გამოყენებული იქნას ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.

როდესაც კრეატინინის კლირენსი არის:

55 მლ/წთ და მეტი - დოზის კორექცია საჭირო არ არის;

35-54 მლ/წთ - ერთჯერადი დოზა არ იცვლება, მაგრამ ინტერვალი შეყვანებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათისა;

11-34 მლ/წთ - ერთჯერადი სტარდანტული დოზა უნდა შემცირდეს 2-ჯერ, ინტერვალი შეყვანებს შორის შეადგენს 12 საათს.

10 მლ/წთ ნაკლები - ინიშნება თერაპიული დოზის ნახევარი ყოველ 18-24 საათში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზირება ისეთივეა, როგორც ზრდასრულებიში (თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში).

1 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 25-50 მგ/კგ დღე-ღამეში (მძიმე შემთხვევებში - 100 მგ/კგ-მდე დღე-ღამეში), გაყოფილი 3-4 მიღებაზე.

ბავშვებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა - 100 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ბავშვებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით დოზის კორექცია უნდა მოხდეს კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე.

როდესაც კრეატინინის კლირენსის არის:

40-70 მლ/წთ - პრეპარატის სადღეღამისო დოზის 60%, რომელიც განაწილებულია 12 საათიანი ინტერვალით შეყვანებს შორის;

20-40 მლ/წთ - სადღეღამისო დოზის 25%, რომელიც განაწილებულია 12 საათიანი ინტერვალით შეყვანებს შორის;

5-20 მლ/წთ - საშუალო სადღეღამისო დოზის 10% ყოველ 24 საათში.

ყველა რეკომენდებული დოზა ინიშნება საწყისი დარტყმითი დოზის შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს საშუალოდ 7-10 დღეს.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება 1 თვემდე ასაკის და დღენაკლულ ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები. ცეფალოსპორინების მაღალი დოზების პარიენტალურმა შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, პარესთეზიები და თავის ტკივილი. შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება; შესაძლებელია ნეიროტოქსიკური მოვლენები, მათ შორის მომატებული კრუნჩხვითი მზაობა, გენერალიზებული კრუნჩხვები, ღებინება და ტაქიკარდია, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. შესაძლებელია ლაბორატორიული მაჩვენებლების ისეთი გადახრები, როგორიცაა კრეატინინის, სისხლის შარდოვანას აზოტის, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება, კუმბსის დადებითი ტესტი, თრომბოციტოზი/თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.

მკურნალობა. შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, აუცილებლობისას ჩატარდეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი თერაპია. დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია შემანარჩუნებელი თერაპია და ჰემატოლოგიური, ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის და სისხლის კოაგულაციური სისტემის მონიტორინგი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებამდე. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით; პერიტონეალური დიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

გვერდითი რეაქციები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დიარეა, მეტეორიზმი, სპაზმები/ტკივილი მუცელში; ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს დისბაქტერიოზი. მძიმე და სტაბილური დიარეის დროს აუცილებელია ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის საკითხის განხილვა, რაც მოითხოვს ცეფაზოლინის მოხსნას და ამ გართულების დაუყოვნებლივ მკურნალობას. პერისტალტიკის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებები“).

ჰეპატობილიარული სისტემა: ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის, ბილირუბინის და/ან ლაქტატ დეჰიდროგენაზას და ტუტე ფოსფატაზას დონის ტრანზიტორული მომატება სისხლის პლაზმაში, ტრანზიტორული ქოლესტაზური სიყვითლე, ტრანზიტორული ჰეპატიტი.

სისხლის სისტემა და ლიმფური სისტემა: ნეიტროპენია, ლეიკოპენია/ლეიკოციტოზი, თრომბოციტოპენია/თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, ლიმფოპენია, ბაზოფილია, მონოციტოზი, გრანულოციტოზი/გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და/ან ჰემატოკრიტის დაქვეითება, ანემია, მათ შორის აპლასტიური, ჰემოლიზური, პანციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, კოაგულოპათიები და ჰემორაგიები, კუმბსის პოზიტიური პირდაპირი და არაპირდაპირი რეაქცია.

ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა, სისუსტე, უძილობა/ძილიანობა, მომატებული აგზნებადობა (ნევროზულობა), მშფოთვარე მდგომარეობები, ღამის კოშმარები, ვერტიგო, ჰიპერაქტივობა, პარესთეზიები, კრუნჩხვები (ჩვეულებრივ პრეპარატის არამიზნობრივად მაღალი დოზებისას თირკმლის დისფუნქციის ფონზე), წამოხურებები, ფერადი მხედველობის დარღვევა, ცნობირების არევა, ეპილეპტოგენური აქტივობა.

იმუნური სისტემა: მედიკამენტური ცხელება, ძალიან იშვიათად - ანაფილაქტოიდური რეაქციები/ანაფილაქსია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ხორხის შეშუპება, ლარინგოსპაზმი/ბრონქოსპაზმი, არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია, ქოშინი, ენის შეშუპება, სახის შეშუპება, ანალური ქავილი, სასქესო ორგანოების ქავილი), ინტერსტიციული პნევმონია/პნევმონიტი, შრატისმიერი სინდრომი.

კანი და კანქვეშა ქსოვილი: გამონაყარი კანზე (ეკზანთემა), დერმატიტები, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითმა, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სისხლძარღვების ლოკალური მომატებული შეღწევადობა ანგიონევროზული შეშუპების განვითარებით, მათ შორის სახსრების, ლორწოვანი გარსების, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი. შესაძლებელია პუსტულოზური გამონაყარი.

სასუნთქი სისტემა: პლევრალური გამონაჟონი, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი ან სუნთქვის უკმარისობა, ხველა, რინიტი.

შარდგამომყოფი სისტემა: თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სისხლის შარდოვანას აზოტის დონის ტრანზიტორული მომატება, პროტეინურია, ჰიპერკრეატინინემია) თირკმლის უკმარისობის კლინიკური ნიშნების გარეშე. იშვიათად - ინტერსტიციული ნეფრიტი, შესაძლოა პიურიით, ეოზინოფილურიით და ნეფროტოქსიკურობის სხვა გამოვლინებები (ტოქსიკური ნეფროპათია, პაპილონეკროზი, თირკმლის უკმარისობა), ჩვეულებრივ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ ცეფაზოლინი წარმოადგენს პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატს. თუმცა ნეფროტოქსიკურობა არ არის აღნიშნული ადამიანებთან, უნდა იქნას განხილული მისი შესაძლებლობა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობდნენ მაღალ დოზებს. ცეფაზოლინის როლი ინტერსტიციული ნეფრიტისა ან სხვა ნეფროპათიის განვითარებაში საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ადგილობრივი რეაქციები: პრეპარატის შეყვანის ადგილზე ფლებიტი/თრომბოფლებიტი (იშვიათი), ტკივილი და/ან ინდურაცია ინტრამუსკულური შეყვანისას.

პრეპარატის ბიოლოგიურ მოქმედებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები: ცეფალოსპორინების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ მდგრადი პათოგენების ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით Enterobacter, Citrobacter, Pseudomonas, Enterococcus და Candida, რაც შეიძლება გახდეს სუპერინფექციის განვითარების მიზეზი, მაგალითად, კანდიდოზის (მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდომიკოზი, კანდიდოზური სტომატიტი, სასქესო ორგანოების კანდიდოზი, ვაგინიტი), ანოგენიტალური ქავილი.

სხვა: კანის სიფერმკრთალე, არტერიული ჰიპერტენზია, ართრალგიები, ჰიპოგლიკემია/ ჰიპერგლიკემია.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შენახვის პირობები

ორიგინალ შეფუთვაში, არა უმეტეს 250 C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არათავსებადობა

არ შეურიოთ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთ შპრიცში.

ცეფაზოლინის ხსნარი არ უნდა შეურიოთ სხვა ანტიბიოტიკებს ერთ შპრიცში, ან ერთ საინფუზიო სისტემაში.

შეფუთვა. 1000 მგ ფლაკონში, თითო ფლაკონი შფეფუთვაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი. საჯარო სააქციო საზოგადოება “სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი ”ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი უკრაინა, 03134, ქ. კიევი, მირის ქუჩა. 17.

ბოლო გადახედვის თარიღი. 08.07.2024.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა