ფუროტალგინი
FUROTALGIN®
- მოქმედი ნივთიერება
- phenazone + nitrofural + tetracaine
- ფორმა და შეფუთვა
- (2,5მგ + 31,25მგ + 87,5მგ)/მლ 5მლ ყურის წვეთები, ხსნარი საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- SOPHARMA AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოტოლოგიური საშუალებები, ანალგეზური და საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- S02DA30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045707
- რეგისტრირებულია
- 15 ივნისი 2026, მოქმედებს 15 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სააქციო საზოგადოება „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
ფუროტალგინი — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ყურებში ჩასაწვეთებლად. არ გამოიყენოთ ცხვირში და თვალებში! არ მიიღოთ პერორალურად!
ჩააწვეთეთ ყურში ყურის არხის გაწმენდის შემდეგ. თავი უნდა იყოს გადახრილი გვერდზე, რათა წვეთები დარჩეს ყურში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ბამბით გაამშრალეთ ყურის არხი.
აუცილებელია ხსნარის წინასწარ გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან აიცილოთ ცივ წვეთებთან უსიამოვნო კონტაქტი.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში
3 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში
თუ მიიღეთ ფუროტალგინის საჭიროზე მეტი დოზა
ფუროტალგინის სწორად გამოყენების შემთხვევაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ ფუროტალგინის გამოყენება
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერებებზე (ნიტროფურალი, ტეტრაკაინი, ფენაზონი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- ექიმი არ დაგინიშნავთ ფუროტალგინს, თუ გაქვთ დაფის აპკის გახევა ან სოკოთი გამოწვეული ყურის ინფექცია (ოტომიკოზი).
სიფრთხილის ზომები
ფუროტალგინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინის გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის მიერ შეფასების შემდეგ.
მანქანისა და მექანიზმების მართვა
ფუროტალგინი არ მოქმედებს მანქანისა და მექანიზმების მართვაზე.
გვერდითი მოვლენები
- ფუროტალგინის შენახვა.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება ის
ფუროტალგინი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. იგი გამოიყენება სასმენი მილისა და შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესების დროს.
- რა უნდა იცოდეთ ფუროტალგინის გამოყენებამდე
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებებია: ნიტროფურალი (nitrofural) 2.5 მგ, ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (tetracaine hydrochloride) 31.25 მგ, ფენაზონი (phenazone) 87.5 მგ 1 მლ ხსნარში (27 წვეთი).
- სხვა შემადგენლობა: გლიცეროლი.
როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, ყვითელი სითხე, მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
5 მლ ხსნარი შუშის ან პოლიპროპილენის ბოთლში, საწვეთურით, მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, ილიენსკო შოსეს ქ. 16,
მწარმოებელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, ილიენსკო შოსეს ქ. 16,
სს სოფარმა, ბულგარეთი, ქ. სანდანსკი 2800, ინდუსტრიული ზონა
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2021 წლის ივლისი
________________________________________________________________________
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სარეკომენდაციო ვერსია
ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებელთათვის
ფუროტალგინი® 2,5 მგ/31,25 მგ/87,5 მგ/მლ
ყურის წვეთები, ხსნარი
FUROTALGIN® 2,5 mg/31,25 mg/87,5 mg/ml
ear drops, solution
ნიტროფურალი/ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი/ფენაზონი
(nitrofural/tetracaine hydrochloride/phenazone)
ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცეფტს ან მედდას.
მოცემული მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის ვინმე სხვას. მან შესაძლოა ზიანი მოუტანოს სხვა პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღენიშნებათ თქვენი სიმპტომების მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, აცნობეთ თქვენ ექიმს ან ფარმაცეფტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. (იხილეთ მე-4 ნაწილი);
რას მოიცავს ეს ინსტრუქცია.
- რას წარმოადგენს ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ ფუროტალგინის მიღებამდე
- როგორ მიიღოთ ფუროტალგინი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ფუროტალგინის შენახვა.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს ფუროტალგინი და რისთვის გამოიყენება ის
ფუროტალგინი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. იგი გამოიყენება სასმენი მილისა და შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესების დროს.
- რა უნდა იცოდეთ ფუროტალგინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფუროტალგინი:
- თუ გაქვთ ალერგია აქტიურ ნივთიერებებზე (ნიტროფურალი, ტეტრაკაინი, ფენაზონი) ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
- ექიმი არ დაგინიშნავთ ფუროტალგინს, თუ გაქვთ დაფის აპკის გახევა ან სოკოთი გამოწვეული ყურის ინფექცია (ოტომიკოზი).
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ფუროტალგინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
სხვა მედიკამენტები და ფუროტალგინი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინის გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის მიერ შეფასების შემდეგ.
მანქანისა და მექანიზმების მართვა
ფუროტალგინი არ მოქმედებს მანქანისა და მექანიზმების მართვაზე.
- როგორ გამოვიყენოთ ფუროტალგინი
გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროტალგინი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ყურებში ჩასაწვეთებლად. არ გამოიყენოთ ცხვირში და თვალებში! არ მიიღოთ პერორალურად!
ჩააწვეთეთ ყურში ყურის არხის გაწმენდის შემდეგ. თავი უნდა იყოს გადახრილი გვერდზე, რათა წვეთები დარჩეს ყურში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ ბამბით გაამშრალეთ ყურის არხი.
აუცილებელია ხსნარის წინასწარ გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან აიცილოთ ცივ წვეთებთან უსიამოვნო კონტაქტი.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში
3 წლამდე ასაკის ბავშვები: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში
თუ მიიღეთ ფუროტალგინის საჭიროზე მეტი დოზა
ფუროტალგინის სწორად გამოყენების შემთხვევაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
თუ დაგავიწყდათ ფუროტალგინის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
თუ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, რომლებიც გამოიხატება ყურის არხის გაღიზიანებით ან სიწითლით.
თუ ის მოხვდება დაფის აპკში, იშვიათად (აწუხებს 1000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე) შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები: სწრაფად გარდამავალი თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე, გულისრევა, ღებინება.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შემთხვევაში:
თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე არასასურველ რეაქციას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ყველა იმ არასასურველ რეაქციას, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი. ასევე შეგიძლიათ გვაცნობოთ ამ რეაქციების შესახებ პირდაპირ სამედიცინო პრეპარატების აღმასრულებელ სააგენტოში: ბულგარეთი, ქ. სოფია, 1303, „დამიან გრუევ“ - ის ქ.8, ტელ: +35928903417 ვებ-გვერდი: www.bda.bg.
როდესაც თქვენ აცნობებთ არასასურველი რეაქციის შესახებ, თქვენ შეგაქვთ თქვენი წვლილი ამ პრეპარატის გამოსაყენებლად უსაფრთხოებისთვის მეტი ინფორმაციის მისაღებად.
- როგორ შევინახოთ ფუროტალგინი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფუროტალგინის გამოყენება შეგიძლიათ ბოთლის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფუროტალგინი
- აქტიური ნივთიერებებია: ნიტროფურალი (nitrofural) 2.5 მგ, ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი (tetracaine hydrochloride) 31.25 მგ, ფენაზონი (phenazone) 87.5 მგ 1 მლ ხსნარში (27 წვეთი).
- სხვა შემადგენლობა: გლიცეროლი.
როგორ გამოიყურება ფუროტალგინი და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე, ყვითელი სითხე, მომწვანო ელფერით, სუნის გარეშე.
5 მლ ხსნარი შუშის ან პოლიპროპილენის ბოთლში, საწვეთურით, მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ლიცენზიის მფლობელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, ილიენსკო შოსეს ქ. 16,
მწარმოებელი
სს სოფარმა, ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, ილიენსკო შოსეს ქ. 16,
სს სოფარმა, ბულგარეთი, ქ. სანდანსკი 2800, ინდუსტრიული ზონა
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2021 წლის ივლისი
________________________________________________________________________
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


