პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ფლუქოლდი + ვიტ C

Flucold® + Vit C

ურეცეპტოდ(750მგ + 10მგ + 60მგ)ინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

Flucold® +Vit C გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ სხეულის მომატებული ტემპერატურის, გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას. ასევე, მსუბუქად გამოხატული ტკივილის სინდრომისას: თავის, კბილის, ყელის ტკივილისას, ნევრალგიისა და მიალგიის დროს.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(750მგ + 10მგ + 60მგ)/5გ 5გ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის გემოთი პაკეტი №5
მწარმოებელი
Nabros Pharma PVT. LTD., ინდოეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-043799
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2025, მოქმედებს 7 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Nabros Pharma PVT. LTD. (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „კონტა ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუქოლდი + ვიტ C და სხვა წამალი ერთად

ფლუქოლდი + ვიტ C — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Flucold® +Vit C გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ სხეულის მომატებული ტემპერატურის, გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას. ასევე, მსუბუქად გამოხატული ტკივილის სინდრომისას: თავის, კბილის, ყელის ტკივილისას, ნევრალგიისა და მიალგიის დროს.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ:

რეკომენდებულია დაინიშნოს ერთი პაკეტი აუცილებლობისას 3-4 ჯერ დღე-ღამეში, მიღებებს შორის 4-6 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 პაკეტს.

ერთი პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით 150 მლ ცხელი წყალი ან ჩაი, მოურიეთ და დალიეთ მიღებული ცხელი ხსნარი.

როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი,

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა, სისხლის დაავადებები.

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის მოქმედება ბოლომდე არ არის დადგენილი. და მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები

Flucold® +Vit C-თან ერთად არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების, ასევე სხვა არანარკოტიკული ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფრნი და ა.შ.) საშუალაბების მიღება.

თუ პაციენტი Flucold® +Vit C-თან ერთად იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, საჭიროა ექიმთნ შეთანხმება.

პრეპარატი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება პაციენტებში, რომლთაც აღენიშნაბათ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ჟირბერის სინდრომისას (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია)

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად აკრძალულია Flucold® +Vit C-თან ერთად ალკოჰოლის მიღება.

დაუშვებელია პრეპარატის დანიშვნა პირებში, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ალკოჰოლს.

მწვავე მოწამლის სიმპტომები:

გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,Lმძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. პრეპარატით მოწამვლაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა და მოწამვლიდან პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი.

გვერდითი მოვლენები

თერაპიული დოზებით პრეპარატი ჩვეულებრივად კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება), იშვიათად ჰემატოლოგიური დარღვევები.

პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა.

ყველა გერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში და მათ შორის ისეთის რაც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

შემადგენლობა

ერთი 5გ-იანი პაკეტი შეიცავს შემდეგ აქტიურ და დამხმარე ნივთიერებებს:

აქტიური ნივთიერებები:

პარაცეტამოლი 750მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ

ასკორბინის მჟავა 60 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სახამებელი, ასპარტამი, ყვითელი საღებავი, კალციუმის გლუკონატი, მანიტოლი, ლიმონის არომატიზატორი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ლაქტოზა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები, სხვა ანალგეზიურები და ანტიპირეტულები, ანილიდები

ათქ კოდი: N02BE51

Flucold® +Vit C ფხვნილი დამახასიათებელი ლიმონის სუნით პერორალურად მისაღები ცხელი სასმელის მოსამზადებლად, წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, გააჩნია სიცხის დამწევი, ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა : 3 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

Flucold® +Vit C

სავაჭრო სახელწოდება : Flucold® +Vit C

წამლის ფორმა: ფხვნილი პაკეტში

(პერორალურად მისაღები ცხელი სასმელის მოსმზადებლად)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: -

შემადგენლობა:

ერთი 5გ-იანი პაკეტი შეიცავს შემდეგ აქტიურ და დამხმარე ნივთიერებებს:

აქტიური ნივთიერებები:

პარაცეტამოლი 750მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ

ასკორბინის მჟავა 60 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სახამებელი, ასპარტამი, ყვითელი საღებავი, კალციუმის გლუკონატი, მანიტოლი, ლიმონის არომატიზატორი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ლაქტოზა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური საშუალებები, სხვა ანალგეზიურები და ანტიპირეტულები, ანილიდები

ათქ კოდი: N02BE51

Flucold® +Vit C ფხვნილი დამახასიათებელი ლიმონის სუნით პერორალურად მისაღები ცხელი სასმელის მოსამზადებლად, წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, გააჩნია სიცხის დამწევი, ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:

Flucold® +Vit C გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ სხეულის მომატებული ტემპერატურის, გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას. ასევე, მსუბუქად გამოხატული ტკივილის სინდრომისას: თავის, კბილის, ყელის ტკივილისას, ნევრალგიისა და მიალგიის დროს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი,

გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა, სისხლის დაავადებები.

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის მოქმედება ბოლომდე არ არის დადგენილი. და მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები:

Flucold® +Vit C-თან ერთად არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების, ასევე სხვა არანარკოტიკული ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფრნი და ა.შ.) საშუალაბების მიღება.

თუ პაციენტი Flucold® +Vit C-თან ერთად იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, საჭიროა ექიმთნ შეთანხმება.

პრეპარატი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება პაციენტებში, რომლთაც აღენიშნაბათ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ჟირბერის სინდრომისას (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია)

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად აკრძალულია Flucold® +Vit C-თან ერთად ალკოჰოლის მიღება.

დაუშვებელია პრეპარატის დანიშვნა პირებში, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ალკოჰოლს.

მწვავე მოწამლის სიმპტომები:

გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,Lმძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. პრეპარატით მოწამვლაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა და მოწამვლიდან პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:

მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ:

რეკომენდებულია დაინიშნოს ერთი პაკეტი აუცილებლობისას 3-4 ჯერ დღე-ღამეში, მიღებებს შორის 4-6 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 პაკეტს.

ერთი პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით 150 მლ ცხელი წყალი ან ჩაი, მოურიეთ და დალიეთ მიღებული ცხელი ხსნარი.

როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიული დოზებით პრეპარატი ჩვეულებრივად კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება), იშვიათად ჰემატოლოგიური დარღვევები.

პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა.

ყველა გერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში და მათ შორის ისეთის რაც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოშვების ფორმა:

5 პაკეტი შევსებული 5გ ფხვნილით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა : 3 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

Nabros Pharma Pvt. Ltd.

ნ.ჰ. 8 კაჯიპურა, კხედას ოლქი ინდოეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა