პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

კოლდრექს მაქსგრიპი

Coldrex MaxGrip

ურეცეპტოდ(1000მგ+10მგ+40მგ)ინსტრუქცია ქართულადბოსნია და ჰერცეგოვინა
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი კოლდრექს მაქს გრიპი გამოიყენება მოზრდილებში, როგორც „გაციების“ და გრიპის სიმპტომების დროებითი სამკურნალო საშუალება, მათ შორის: მომატებული ტემპერატურა; თავის ტკივილი; შემცივნება; სახსრებისა და კუნთების ტკივილი; ტკივილი სინუსებში და ცხვირში შეგუბება; ყელის ტკივილი.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
(1000მგ+10მგ+40მგ)/6,427გ 6,427გ ფხვნილი ლიმონის არომატით შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №10
მწარმოებელი
Hemofarm d.o.o., ბოსნია და ჰერცეგოვინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-040712
რეგისტრირებულია
11 აპრილი 2024, მოქმედებს 11 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Nizhpharm» JSC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლდრექს მაქსგრიპი და სხვა წამალი ერთად

კოლდრექს მაქსგრიპი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი კოლდრექს მაქს გრიპი გამოიყენება მოზრდილებში, როგორც „გაციების“ და გრიპის სიმპტომების დროებითი სამკურნალო საშუალება, მათ შორის:

მომატებული ტემპერატურა;

თავის ტკივილი;

შემცივნება;

სახსრებისა და კუნთების ტკივილი;

ტკივილი სინუსებში და ცხვირში შეგუბება;

ყელის ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება

პერორალური მიღებისთვის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

გამოიყენება ეფექტის მისაღწევად საჭირო უმცირესი დოზა მკურნალობის უმოკლეს პერიოდში!

პრეპარატ კოლდრექს მაქსი გრიპის დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 საათი.

1 პაკეტის შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში, დაასხით ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ცივი წყალი და შაქარი.

ზრდასრულები

1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არა უმეტეს 4 პაკეტი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 პაკეტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არა უმეტეს 5 დღე.

არ მიიღოთ ერთდროულად პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებებთან, დეკონგესანტებთან და „გაციების“ და გრიპის სამკურნალო საშუალებებთან, ასევე ეთანოლის შემცველ საშუალებებთან და სასმელებთან.

თუ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება პრეპარატის მიღებისას, უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენებამდე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა ჯერ უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აქტიური ინგრედიენტების ამ კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძირითადად დაკავშირებულია პრეპარატში პარაცეტამოლის შემცველობასთან.

ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენებამდე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აქტიური ინგრედიენტების ამ კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძირითადად დაკავშირებულია პრეპარატში პარაცეტამოლის შემცველობასთან.

უკუჩვენებები

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, ფენილეფრინის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

ღვიძლისა და თირკმელების მძიმე ხარისხის დარღვევები;

არტერიული ჰიპერტენზია;

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია (თირეოტოქსიკოზის ჩათვლით);

სისხლის სისტემის დაავადებები;

გულის დაავადებები (აორტის მძიმე სტენოზის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ტაქიარითმიის დროს);

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;

შაქრიანი დიაბეტი და დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია შაქრის შეწოვის მემკვიდრეობით დარღვევასთან (თითოეული პაკეტი შეიცავს დაახლოებით 4 გ საქაროზას);

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა;

საქარაზა/იზომალტაზას დეფიციტი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებისას, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, რადგან პრეპარატი შეიცავს საქაროზას;

დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ბლოკატორების, მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, მათ შორის მათი შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში;

პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების, დეკონგესტანტების, არანარკოტიკული ანალგეტიკების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, „გაციების“, გრიპის და ცხვირის შეშუპების სიმპტომების შესამსუბუქებლად, მადის მარეგულირებელი საშუალებების, ამფეტამინის მსგავსი ფსიქოსტიმულატორების, ბარბიტურატების, ანტიეპილეფსიური საშუალებების, რიფამპიცინის, ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან");

ეთანოლის შემცველი სასმელებისა და მედიკამენტების ერთდროული მიღება;

ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

სიფრთხილის ზომები

თუ სიმპტომები გაუარესდება, გაგრძელდება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან თუ აღინიშნება მაღალი სიცხე, კანის გამონაყარი ან მუდმივი თავის ტკივილი, უნდა მიმართოთ ექიმს.

არ შეიძლება პრეპარატის ერთდროულად მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან, აგრეთვე არანარკოტიკულ ანალგეტიკებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მეტამიზოლ ნატრიუმი, აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი და ა.), პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენება „გაციების“ და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად, სიმპათომიმეტიკებთან (დეკონგესტანტები), პრეპარატებთან, რომლებიც არეგულირებენ მადას, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულატორებთან, ბარბიტურატებთან, ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან, რიფამპიცინთან, ქლორამფენიკოლთან.

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან და სასმელებთან, ან მისი მიღება ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ მიდრეკილი ადამიანების მიერ.

ღვიძლის თანმხლები დაავადებები ზრდიან ღვიძლის შემდგომი დაზიანების რისკს პრეპარატის მიღებისას. ღვიძლის არაალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებისას მაღალია დოზის გადაჭარბების რისკი.

შარდმჟავას და სისხლში გლუკოზის დონის დასადგენად ტესტების ჩატარებისას აცნობეთ ექიმს კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენების შესახებ, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზისა და შარდმჟავას კონცენტრაციის განმსაზღვრელი ლაბორატორიულ ტესტებში ცრუ შედეგები.

გლუტათიონის დეფიციტის მქონე პაციენტები კვებითი დარღვევების, კისტოზური ფიბროზის, აივ ინფექციის, შიმშილის, გამოფიტვის გამო, მიდრეკილნი არიან დოზის გადაჭარბებისკენ, ამიტომ მიიღება სიფრთხილის ზომები და პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ღვიძლის უკმარისობის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები დაფიქსირდა პარაცეტამოლის მცირე დოზის გადაჭარბებისას (5 გ ან მეტი) გლუტათიონის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით უკიდურესად გამოფიტულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანორექსია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, პაციენტები სხეულის მასის დაბალი ინდექსით ან სეფსისით.

პრეპარატის გამოყენებამ პაციენტებში გლუტათიონის დაბალი დონით, მაგალითად, სეფსისით, შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკი, რომელსაც თან ახლავს სწრაფი, გაძნელებული სუნთქვის სიმპტომები (ჰაერის უკმარისობა, ქოშინი), გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. თუ ეს სიმპტომები ერთდროულად გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

კოლდრექს მაქს გრიპის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • ვარფარინი ან სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები სისხლის გასათხელებლად;
  • მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების შესამსუბუქებლად) ან ქოლესტირამინი, რომელიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად.

თითოეული პაკეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჰიპონატრიუმის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენებისას მაღალი ანიონური ინტერვალით მეტაბოლური აციდოზის მომატებული რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, სეფსისით, არასათანადო კვების და გლუტათიონის დეფიციტის სხვა რისკფაქტორებით (მაგ. ქრონიკული ალკოჰოლიზმი), აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლის მაქსიმალურ დღიურ დოზას. რეკომენდებულია მჭიდრო მონიტორინგი, შარდში 5-ოქსოპროლინის დონის განსაზღვრის ჩათვლით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები პრეპარატებთან წარმოდგენილია ქვემოთ (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“).

პარაცეტამოლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეგულარულად მიღებისას აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინების ეფექტს, რაც ზრდის სისხლდენის რისკს. პრეპარატის ერთჯერადი დოზის ეპიზოდური მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მათ მოქმედებაზე.

ღვიძლში მიკროსომური ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი, ფენიტოინი, ეთანოლი, ფლუმეცინოლი, ფენილბუტაზონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰეპატოტოქსიურობის რისკს ჭარბი დოზირებისას და პარაცეტამოლთან ერთად გამოყენებისას.

მიკროსომური ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიურობის რისკს.

პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული საშუალებების ეფექტურობას.

მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს.

პარაცეტამოლი აძლიერებს მაო ინჰიბიტორების, სედაციური საშუალებების, ეთანოლის მოქმედებას.

პარაცეტამოლის და ალკოჰოლური სასმელების ერთდროული გამოყენება ზრდის ღვიძლის დაზიანებისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს.

სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლის და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენებისას, რადგან ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია მეტაბოლურ აციდოზთან მაღალი ანიონური ინტერვალით, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი " განსაკუთრებული მითითებები").

ფენილეფრინმა მაო ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

ფენილეფრინმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ადრენობლოკატორების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობა (მათ შორის ისეთი პრეპარატების, როგორიცაა დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა), ზრდის ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების განვითარების რისკს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ფენილეფრინის სიმპათომიმეტურ ეფექტს და შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი ეფექტების რისკი.

ჰალოთანის ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენება ზრდის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკს. ფენილეფრინი ამცირებს გუანეთიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომასტიმულირებელ აქტივობას.

ანტიდეპრესანტები, ანტიპარკინსონიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის სიმშრალის და ყაბზობის განვითარების რისკს.

გლუკოკორტიკოსტეროიდების ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენება ზრდის გლაუკომის განვითარების რისკს.

დიგოქსინის და სხვა საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის დარღვევის და გულის შეტევის რისკი.

ფენილეფრინის და ერგოტის ალკალოიდების (მაგ., ერგოტამინისა და მეთისერგიდის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ერგოტიზმის განვითარების რისკი.

ფენილეფრინის ერთდროულმა გამოყენებამ სიმპათომიმეტურ ამინებთან შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასასურველი ეფექტების რისკი.

ასკორბინის მჟავა ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფონამიდებით მკურნალობის დროს, ანელებს თირკმელებით მჟავების გამოყოფას, ზრდის ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატების (მათ შორის ალკალოიდების) გამოყოფას და ამცირებს სისხლში პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას.

ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის განვითარებას.

მიელოტოქსიკური პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიკურობას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

18 წლამდე ასაკი.

სიფრთხილით

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება/მდგომარეობა/რისკ-ფაქტორები, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია;

ღვიძლისა და თირკმელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფუნქციის დარღვევა;

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებები (რეინოს სინდრომი);

ფეოქრომოციტომა;

მძიმე ინფექციების არსებობა, რადგან პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი;

გლუტათიონის დეფიციტი (განსაკუთრებით უკიდურესად გამოფიტულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანორექსია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტებში);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, დიგოქსინის და საგულე გლიკოზიდების, ერგოტის ალკალოიდების (მაგალითად, ერგოტამინისა და მეთისერგიდის) ერთდროული გამოყენება.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის გვიან პერიოდში ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ფენილეფრინი იწვევდა ნაყოფის ზრდის შეფერხებას და ასტიმულირებდა მშობიარობის ადრეულ დაწყებას. ფენილეფრინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები ძუძუთი კვების დროს ფენილეფრინის შემცველი პრეპარატების გამოყენების შესახებ. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის ავტომობილების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზებით, პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა სპონტანურად პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანიზმის სისტემების და განვითარების სიხშირის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10), არახშირად (≥1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10,000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

პარაცეტამოლი

პარაცეტამოლი იშვიათად ახდენს გვერდით მოქმედებას.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური შოკი, კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​ბრონქოსპაზმი აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულზე მეტი დოზით, ნეფროტოქსიურობის ალბათობა იზრდება.

ფენილეფრინი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათად: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი.

ფსიქიკური დარღვევები

ხშირად: ნერვოზულობა.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა.

მხედველობის ორგანოს დარღვევები

იშვიათად: ​​მიდრიაზი, გლაუკომის მწვავე შეტევა, უმეტეს შემთხვევაში დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

ხშირად: არტერიული წნევის მომატება.

იშვიათად: ​​ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირად: გულისრევა, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​გამონაყარი.

იშვიათად: ​​დიზურია, შარდის შეკავება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის გამოსასვლელი ხვრელის ობსტრუქცია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო.

ასკორბინის მჟავა

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სიხშირე უცნობია: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია.

იმუნური სისტემის დარღვევები

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის სიწითლე).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

სიხშირე უცნობია: კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ასკორბინის მჟავას 600 მგ/დღეზე მეტი მიღებისას შესაძლებელია ზომიერი პოლაკიურია.

თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.

თუ ინსტრუქციებში მითითებული რომელიმე გვერდითი რეაქცია გაუარესდება ან შეამჩნევთ სხვა არასასურველ რეაქციას, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

პრეპარატი მიიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზებით!

თუ ეჭვი გაქვთ დოზის გადაჭარბებაზე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაგვიანებული დაზიანების რისკი და შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ გამოწვეულია პარაცეტამოლით.

პარაცეტამოლი

სიმპტომები

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა ან სიკვდილი.

24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი: კანის საფარის სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები ჩვეულებრივ ვითარდება 24-48 საათის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 4-6 დღის შემდეგ. შეიძლება გამოვლინდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევისა და მეტაბოლური აციდოზის ნიშნები. ტოქსიკური მოქმედება მოზრდილებში შეიძლება აღინიშნოს 10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მიღების შემდეგ. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტი, ჩვეულებრივ ღვიძლის დისფუნქციითა და ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედებით. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, რომელიც დიაგნოსტირებულია წელის არეში ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით და პროტეინურიით, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის გარეშე. არსებობს ცნობები გულის არითმიის შემთხვევების შესახებ პარაცეტამოლის ჭარბი დოზით გამოყენებისას.

5 გ ან მეტი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში:

  • ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინის, ფენობარბიტალის, ფენიტოინის, პრიმიდონის, რიფამპიცინის, კრაზანას პრეპარატების ან სხვა პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს,;
  • ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ჭარბი რაოდენობით;
  • გლუტათიონის დეფიციტი (კვების დარღვევის, კისტოზური მუკოვისციდოზის, აივ ინფექციის, შიმშილის, დაღლილობის გამო).

დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუნდაც მოწამვლის აშკარა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. ადრეულ პერიოდში სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ გულისრევით და ღებინებით და არ ასახავდეს დოზის გადაჭარბების სიმძიმეს ან შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკის ხარისხს.

მკურნალობა

სავარაუდო დოზის გადაჭარბებიდან პირველი საათის განმავლობაში მიზანშეწონილია გააქტიურებული ნახშირის პერორალურად მიღება. სავარუდო დოზის გადაჭარბებიდან ოთხი ან მეტი საათის შემდეგ აუცილებელია პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში (პარაცეტამოლის კონცენტრაციის უფრო ადრე განსაზღვრა შესაძლოა არასანდო იყოს). აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათამდე, თუმცა მაქსიმალური ჰეპატოპროტექტორული ეფექტი მიიღწევა დოზის გადაჭარბებიდან პირველ 8 საათში. ამის შემდეგ ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა. საჭიროების შემთხვევაში, აცეტილცისტეინის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული ვარიანტი (თუ შეუძლებელია საავადმყოფოში დახმარების სწრაფად მიღება) არის მეთიონინის პერორალურად დანიშვნა. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობა პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის შემდეგ უნდა ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ცენტრის ან ღვიძლის დაავადების სპეციალიზებული განყოფილების სპეციალისტებთან ერთად.

ფენილეფრინი

სიმპტომები

ფენილეფრინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები გვერდითი მოვლენების მსგავსია. გარდა ამისა: გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობის მომატება, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ბრადიკარდია. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰალუცინაციები, დაბნეულობა, კრუნჩხვები და არითმიები. გასათვალისწინებელია, რომ ფენილეფრინის დოზის გადაჭარბების კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების გამოვლენა პრეპარატის მიღებისას ყოველთვის დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე დაზიანებასთან პარაცეტამოლის ჭარბი დოზის ფონზე.

მკურნალობა

სიმპტომური თერაპია, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, ალფა-ადრებლოკატორების გამოყენება, როგორიცაა ფენტოლამინი.

ასკორბინის მჟავა

სიმპტომები

ასკორბინის მჟავის მაღალმა დოზებმა (3000 მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ოსმოტური დიარეა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა და კუჭის არეში დისკომფორტი. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ პრეპარატის მიღებისას ასკორბინის მჟავას დოზის გადაჭარბების კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების გამოვლენა ყოველთვის დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე დაზიანებასთან პარაცეტამოლის ჭარბი დოზის გამო.

მკურნალობა

სიმპტომური, ფორსირებული დიურეზი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მწვავე რესპირატორული დაავადებების და „გაციების“ სიმპტომების მოსახსნელი პრეპარატი (არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება + ალფა-ადრენომიმეტიკი + ვიტამინი).

ათქ კოდი: N02BE51.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პროდუქტი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ნავარაუდევია, რომ მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაში, ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

პერიფერიული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის არარსებობა პრეპარატს ანიჭებს მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებებს, როგორიცაა დამცავი პროსტაგლანდინების შენარჩუნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პარაცეტამოლის ამ თვისების გამო, პრეპარატი განსაკუთრებით შესაფერისია პაციენტებისთვის ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებით (მაგალითად, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მქონე პაციენტებისთვის ან ხანდაზმული პაციენტებისთვის) ან პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომელთა მიღებისას შეიძლება არასასურველი იყოს პერიფერიული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომლის მოქმედება მიმართულია ადრენორეცეპტორების (ძირითადად α-ადრენორეცეპტორების) სტიმულირებაზე, რაც იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და ცხვირით სუნთქვის გაადვილებას.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ავსებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნას „გაციების“ და გრიპის დროს, განსაკუთრებით დაავადების საწყის ეტაპებზე, რადგან ამ მდგომარეობების დროს C ვიტამინის რეზერვები შეიძლება ამოიწუროს და მადა დაქვეითდეს. ასკორბინის მჟავა არის ელექტრონების დონორი (აღმდგენი და ოქსიდანტი) და, შესაძლოა, მისი ყველა ბიოქიმიური და მოლეკულური თვისება განპირობებული იყოს ამ ფუნქციით.

პრეპარატში შემავალი კომპონენტები არ იწვევენ ძილიანობას და არ არღვევენ კონცენტრაციას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება

პარაცეტამოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმის ცილებთან შეკავშირება მინიმალურია თერაპიულ კონცენტრაციებში გამოყენებისას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. არ არსებობს მონაცემები ფენილეფრინის განაწილების შესახებ.

ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან არის 25%.

მეტაბოლიზმი

პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი განიცდის პირველად მეტაბოლიზმს მონოამინოქსიდაზებით ნაწლავში და ღვიძლში. ამრიგად, პერორალური მიღებისას ფენილეფრინის ბიოშეღწევადობა მცირდება.

არ არსებობს მონაცემები ასკორბინის მჟავას მეტაბოლიზმის შესახებ.

გამოყოფა

პარაცეტამოლი გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების, ძირითადად გლუკურონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით; მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით სულფატის კონიუგატების სახით.

თუ მიიღება დოზებით, რომლებიც აღემატება ასკორბინის მჟავაზე ორგანიზმის საჭიროებას, ასკორბინის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო

სამკურნალო სასუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

კოლდრექს მაქს გრიპი

რეგისტრაციის ნომერი: П N014920/01.

სავაჭრო დასახელება: კოლდრექს მაქს გრიპი

საერთაშორისო არადაპატენტებული ან ჯგუფური დასახელება:

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + [ასკორბინის მჟავა].

წამლის ფორმა: ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის არომატით და გემოთი.

ერთი პაკეტის შემადგენლობა:

ინგრედიენტების

რაოდენობა, მგ

მოქმედი ნივთიერება

პარაცეტამოლი

1000,00

ასკორბინის მჟავა

40,00

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი

10,00

დამხმარე ნივთიერებები

საქაროზა

ლიმონის მჟავა 680.0

3725,0

ლიმონმჟავა

680,0

ნატრიუმის ციტრატი

430,0

სიმინდის სახამებელი

200,0

ლიმონის არომატიზატორი

200,0

ნატრიუმის ციკლამატი

79,0

ნატრიუმის საქარინატი

54,0

კურკუმინის საღებავი (E100)

7,0

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

2,0

აღწერა

ღია ყვითელი ფერის ფხვნილი ლიმონის სურნელით.

მომზადებული ხსნარის აღწერა

მოყვითალო-მომწვანო ფერის გაუმჭვირვალე ხსნარი ლიმონის სუნით ზედაპირული ქაფისა და მყარი ჩანართების გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

მწვავე რესპირატორული დაავადებების და „გაციების“ სიმპტომების მოსახსნელი პრეპარატი (არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება + ალფა-ადრენომიმეტიკი + ვიტამინი).

ათქ კოდი: N02BE51.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

კომბინირებული პროდუქტი, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება. ნავარაუდევია, რომ მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვაში, ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

პერიფერიული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვის არარსებობა პრეპარატს ანიჭებს მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებებს, როგორიცაა დამცავი პროსტაგლანდინების შენარჩუნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პარაცეტამოლის ამ თვისების გამო, პრეპარატი განსაკუთრებით შესაფერისია პაციენტებისთვის ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებით (მაგალითად, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მქონე პაციენტებისთვის ან ხანდაზმული პაციენტებისთვის) ან პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ თანმხლებ მედიკამენტებს, რომელთა მიღებისას შეიძლება არასასურველი იყოს პერიფერიული პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვა.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური საშუალება, რომლის მოქმედება მიმართულია ადრენორეცეპტორების (ძირითადად α-ადრენორეცეპტორების) სტიმულირებაზე, რაც იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და ცხვირით სუნთქვის გაადვილებას.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ავსებს C ვიტამინზე გაზრდილ მოთხოვნას „გაციების“ და გრიპის დროს, განსაკუთრებით დაავადების საწყის ეტაპებზე, რადგან ამ მდგომარეობების დროს C ვიტამინის რეზერვები შეიძლება ამოიწუროს და მადა დაქვეითდეს. ასკორბინის მჟავა არის ელექტრონების დონორი (აღმდგენი და ოქსიდანტი) და, შესაძლოა, მისი ყველა ბიოქიმიური და მოლეკულური თვისება განპირობებული იყოს ამ ფუნქციით.

პრეპარატში შემავალი კომპონენტები არ იწვევენ ძილიანობას და არ არღვევენ კონცენტრაციას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება

პარაცეტამოლი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმის ცილებთან შეკავშირება მინიმალურია თერაპიულ კონცენტრაციებში გამოყენებისას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არათანაბრად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. არ არსებობს მონაცემები ფენილეფრინის განაწილების შესახებ.

ასკორბინის მჟავა სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ნაწილდება მთელ ორგანიზმში. კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან არის 25%.

მეტაბოლიზმი

პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი განიცდის პირველად მეტაბოლიზმს მონოამინოქსიდაზებით ნაწლავში და ღვიძლში. ამრიგად, პერორალური მიღებისას ფენილეფრინის ბიოშეღწევადობა მცირდება.

არ არსებობს მონაცემები ასკორბინის მჟავას მეტაბოლიზმის შესახებ.

გამოყოფა

პარაცეტამოლი გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების, ძირითადად გლუკურონიდისა და სულფატის კონიუგატების სახით; მიღებული დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით სულფატის კონიუგატების სახით.

თუ მიიღება დოზებით, რომლებიც აღემატება ასკორბინის მჟავაზე ორგანიზმის საჭიროებას, ასკორბინის მჟავა გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი კოლდრექს მაქს გრიპი გამოიყენება მოზრდილებში, როგორც „გაციების“ და გრიპის სიმპტომების დროებითი სამკურნალო საშუალება, მათ შორის:

მომატებული ტემპერატურა;

თავის ტკივილი;

შემცივნება;

სახსრებისა და კუნთების ტკივილი;

ტკივილი სინუსებში და ცხვირში შეგუბება;

ყელის ტკივილი.

უკუჩვენებები

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენება რეკომენდებული არ არის პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:

ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის, ფენილეფრინის, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

ღვიძლისა და თირკმელების მძიმე ხარისხის დარღვევები;

არტერიული ჰიპერტენზია;

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია (თირეოტოქსიკოზის ჩათვლით);

სისხლის სისტემის დაავადებები;

გულის დაავადებები (აორტის მძიმე სტენოზის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ტაქიარითმიის დროს);

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია;

შაქრიანი დიაბეტი და დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია შაქრის შეწოვის მემკვიდრეობით დარღვევასთან (თითოეული პაკეტი შეიცავს დაახლოებით 4 გ საქაროზას);

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა;

საქარაზა/იზომალტაზას დეფიციტი იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებისას, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, რადგან პრეპარატი შეიცავს საქაროზას;

დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ბლოკატორების, მონოამინ ოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება, მათ შორის მათი შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში;

პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების, დეკონგესტანტების, არანარკოტიკული ანალგეტიკების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, „გაციების“, გრიპის და ცხვირის შეშუპების სიმპტომების შესამსუბუქებლად, მადის მარეგულირებელი საშუალებების, ამფეტამინის მსგავსი ფსიქოსტიმულატორების, ბარბიტურატების, ანტიეპილეფსიური საშუალებების, რიფამპიცინის, ქლორამფენიკოლის ერთდროული გამოყენება (იხ. პუნქტი "ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან");

ეთანოლის შემცველი სასმელებისა და მედიკამენტების ერთდროული მიღება;

ქრონიკული ალკოჰოლიზმი;

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

18 წლამდე ასაკი.

სიფრთხილით

თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება/მდგომარეობა/რისკ-ფაქტორები, პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს:

კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემია;

ღვიძლისა და თირკმელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფუნქციის დარღვევა;

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის მაღალი არტერიული წნევა, სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებები (რეინოს სინდრომი);

ფეოქრომოციტომა;

მძიმე ინფექციების არსებობა, რადგან პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი;

გლუტათიონის დეფიციტი (განსაკუთრებით უკიდურესად გამოფიტულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანორექსია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ან დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტებში);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, დიგოქსინის და საგულე გლიკოზიდების, ერგოტის ალკალოიდების (მაგალითად, ერგოტამინისა და მეთისერგიდის) ერთდროული გამოყენება.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის გვიან პერიოდში ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ფენილეფრინი იწვევდა ნაყოფის ზრდის შეფერხებას და ასტიმულირებდა მშობიარობის ადრეულ დაწყებას. ფენილეფრინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. არ არსებობს მონაცემები ძუძუთი კვების დროს ფენილეფრინის შემცველი პრეპარატების გამოყენების შესახებ. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზები

პერორალური მიღებისთვის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!

გამოიყენება ეფექტის მისაღწევად საჭირო უმცირესი დოზა მკურნალობის უმოკლეს პერიოდში!

პრეპარატ კოლდრექს მაქსი გრიპის დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 საათი.

1 პაკეტის შიგთავსი ჩაასხით ჭიქაში, დაასხით ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. საჭიროების შემთხვევაში, დაამატეთ ცივი წყალი და შაქარი.

ზრდასრულები

1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში, მაგრამ არა უმეტეს 4 პაკეტი დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 პაკეტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - არა უმეტეს 5 დღე.

არ მიიღოთ ერთდროულად პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებებთან, დეკონგესანტებთან და „გაციების“ და გრიპის სამკურნალო საშუალებებთან, ასევე ეთანოლის შემცველ საშუალებებთან და სასმელებთან.

თუ დაავადების სიმპტომები ნარჩუნდება პრეპარატის მიღებისას, უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენებამდე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა ჯერ უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აქტიური ინგრედიენტების ამ კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძირითადად დაკავშირებულია პრეპარატში პარაცეტამოლის შემცველობასთან.

ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტები

კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენებამდე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აქტიური ინგრედიენტების ამ კომბინაციის შემცველი პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძირითადად დაკავშირებულია პრეპარატში პარაცეტამოლის შემცველობასთან.

გვერდითი მოვლენები

რეკომენდებული დოზებით, პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა სპონტანურად პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება ორგანიზმის სისტემების და განვითარების სიხშირის მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10), ხშირად (≥1/100 და <1/10), არახშირად (≥1/1000 და <1/100), იშვიათად (≥1/10,000 და <1/1000), ძალიან იშვიათად (<10,000), სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

პარაცეტამოლი

პარაცეტამოლი იშვიათად ახდენს გვერდით მოქმედებას.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური შოკი, კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, კანის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სუნთქვის სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​ბრონქოსპაზმი აცეტილსალიცილის მჟავისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულზე მეტი დოზით, ნეფროტოქსიურობის ალბათობა იზრდება.

ფენილეფრინი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათად: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციება, ალერგიული დერმატიტი.

ფსიქიკური დარღვევები

ხშირად: ნერვოზულობა.

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა.

მხედველობის ორგანოს დარღვევები

იშვიათად: ​​მიდრიაზი, გლაუკომის მწვავე შეტევა, უმეტეს შემთხვევაში დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

ხშირად: არტერიული წნევის მომატება.

იშვიათად: ​​ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირად: გულისრევა, ღებინება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან იშვიათად: ​​გამონაყარი.

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათად: ​​დიზურია, შარდის შეკავება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შარდის ბუშტის გამოსასვლელი ხვრელის ობსტრუქცია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო.

ასკორბინის მჟავა

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

სიხშირე უცნობია: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია.

იმუნური სისტემის დარღვევები

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები (კანის გამონაყარი, კანის სიწითლე).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

სიხშირე უცნობია: კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ასკორბინის მჟავას 600 მგ/დღეზე მეტი მიღებისას შესაძლებელია ზომიერი პოლაკიურია.

თუ განვითარდა რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი რეაქცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.

თუ ინსტრუქციებში მითითებული რომელიმე გვერდითი რეაქცია გაუარესდება ან შეამჩნევთ სხვა არასასურველ რეაქციას, რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

პრეპარატი მიიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზებით!

თუ ეჭვი გაქვთ დოზის გადაჭარბებაზე, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, რადგან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაგვიანებული დაზიანების რისკი და შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. დოზის გადაჭარბება ჩვეულებრივ გამოწვეულია პარაცეტამოლით.

პარაცეტამოლი

სიმპტომები

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა ან სიკვდილი.

24 საათის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი: კანის საფარის სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანების კლინიკური ნიშნები ჩვეულებრივ ვითარდება 24-48 საათის შემდეგ და მაქსიმუმს აღწევს 4-6 დღის შემდეგ. შეიძლება გამოვლინდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევისა და მეტაბოლური აციდოზის ნიშნები. ტოქსიკური მოქმედება მოზრდილებში შეიძლება აღინიშნოს 10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მიღების შემდეგ. დაფიქსირდა მწვავე პანკრეატიტი, ჩვეულებრივ ღვიძლის დისფუნქციითა და ღვიძლზე ტოქსიკური ზემოქმედებით. თირკმლის მწვავე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით, რომელიც დიაგნოსტირებულია წელის არეში ძლიერი ტკივილით, ჰემატურიით და პროტეინურიით, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის გარეშე. არსებობს ცნობები გულის არითმიის შემთხვევების შესახებ პარაცეტამოლის ჭარბი დოზით გამოყენებისას.

5 გ ან მეტი პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება შემდეგი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში:

  • ხანგრძლივი მკურნალობა კარბამაზეპინის, ფენობარბიტალის, ფენიტოინის, პრიმიდონის, რიფამპიცინის, კრაზანას პრეპარატების ან სხვა პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც ასტიმულირებენ ღვიძლის ფერმენტებს,;
  • ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ჭარბი რაოდენობით;
  • გლუტათიონის დეფიციტი (კვების დარღვევის, კისტოზური მუკოვისციდოზის, აივ ინფექციის, შიმშილის, დაღლილობის გამო).

დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუნდაც მოწამვლის აშკარა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. ადრეულ პერიოდში სიმპტომები შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ გულისრევით და ღებინებით და არ ასახავდეს დოზის გადაჭარბების სიმძიმეს ან შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკის ხარისხს.

მკურნალობა

სავარაუდო დოზის გადაჭარბებიდან პირველი საათის განმავლობაში მიზანშეწონილია გააქტიურებული ნახშირის პერორალურად მიღება. სავარუდო დოზის გადაჭარბებიდან ოთხი ან მეტი საათის შემდეგ აუცილებელია პარაცეტამოლის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში (პარაცეტამოლის კონცენტრაციის უფრო ადრე განსაზღვრა შესაძლოა არასანდო იყოს). აცეტილცისტეინით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათამდე, თუმცა მაქსიმალური ჰეპატოპროტექტორული ეფექტი მიიღწევა დოზის გადაჭარბებიდან პირველ 8 საათში. ამის შემდეგ ანტიდოტის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა. საჭიროების შემთხვევაში, აცეტილცისტეინის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად. ღებინების არარსებობის შემთხვევაში, ალტერნატიული ვარიანტი (თუ შეუძლებელია საავადმყოფოში დახმარების სწრაფად მიღება) არის მეთიონინის პერორალურად დანიშვნა. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობა პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის შემდეგ უნდა ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ცენტრის ან ღვიძლის დაავადების სპეციალიზებული განყოფილების სპეციალისტებთან ერთად.

ფენილეფრინი

სიმპტომები

ფენილეფრინის დოზის გადაჭარბების სიმპტომები გვერდითი მოვლენების მსგავსია. გარდა ამისა: გაღიზიანებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, აგზნებადობის მომატება, არტერიული წნევის მომატება, გულისრევა, ღებინება, რეფლექსური ბრადიკარდია. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰალუცინაციები, დაბნეულობა, კრუნჩხვები და არითმიები. გასათვალისწინებელია, რომ ფენილეფრინის დოზის გადაჭარბების კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების გამოვლენა პრეპარატის მიღებისას ყოველთვის დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე დაზიანებასთან პარაცეტამოლის ჭარბი დოზის ფონზე.

მკურნალობა

სიმპტომური თერაპია, მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, ალფა-ადრებლოკატორების გამოყენება, როგორიცაა ფენტოლამინი.

ასკორბინის მჟავა

სიმპტომები

ასკორბინის მჟავის მაღალმა დოზებმა (3000 მგ-ზე მეტი) შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ოსმოტური დიარეა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა და კუჭის არეში დისკომფორტი. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ პრეპარატის მიღებისას ასკორბინის მჟავას დოზის გადაჭარბების კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების გამოვლენა ყოველთვის დაკავშირებულია ღვიძლის მძიმე დაზიანებასთან პარაცეტამოლის ჭარბი დოზის გამო.

მკურნალობა

სიმპტომური, ფორსირებული დიურეზი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები პრეპარატებთან წარმოდგენილია ქვემოთ (იხ. პუნქტები „უკუჩვენებები“ და „განსაკუთრებული მითითებები“).

პარაცეტამოლი ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეგულარულად მიღებისას აძლიერებს ვარფარინის და სხვა კუმარინების ეფექტს, რაც ზრდის სისხლდენის რისკს. პრეპარატის ერთჯერადი დოზის ეპიზოდური მიღება არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მათ მოქმედებაზე.

ღვიძლში მიკროსომური ჟანგვის ფერმენტების ინდუქტორები (ბარბიტურატები, დიფენინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ზიდოვუდინი, ფენიტოინი, ეთანოლი, ფლუმეცინოლი, ფენილბუტაზონი და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰეპატოტოქსიურობის რისკს ჭარბი დოზირებისას და პარაცეტამოლთან ერთად გამოყენებისას.

მიკროსომური ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიურობის რისკს.

პარაცეტამოლი ამცირებს დიურეზული საშუალებების ეფექტურობას.

მეტოკლოპრამიდი და დომპერიდონი ზრდიან, ხოლო ქოლესტირამინი ამცირებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს.

პარაცეტამოლი აძლიერებს მაო ინჰიბიტორების, სედაციური საშუალებების, ეთანოლის მოქმედებას.

პარაცეტამოლის და ალკოჰოლური სასმელების ერთდროული გამოყენება ზრდის ღვიძლის დაზიანებისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს.

სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლის და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენებისას, რადგან ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია მეტაბოლურ აციდოზთან მაღალი ანიონური ინტერვალით, განსაკუთრებით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი " განსაკუთრებული მითითებები").

ფენილეფრინმა მაო ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

ფენილეფრინმა შეიძლება შეამციროს ბეტა-ადრენობლოკატორების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობა (მათ შორის ისეთი პრეპარატების, როგორიცაა დებრიზოქინი, გუანეთიდინი, რეზერპინი, მეთილდოპა), ზრდის ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვთა დარღვევების განვითარების რისკს.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ფენილეფრინის სიმპათომიმეტურ ეფექტს და შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი ეფექტების რისკი.

ჰალოთანის ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენება ზრდის პარკუჭოვანი არითმიის განვითარების რისკს. ფენილეფრინი ამცირებს გუანეთიდინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ფენილეფრინის ალფა-ადრენომასტიმულირებელ აქტივობას.

ანტიდეპრესანტები, ანტიპარკინსონიული საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის სიმშრალის და ყაბზობის განვითარების რისკს.

გლუკოკორტიკოსტეროიდების ფენილეფრინთან ერთდროული გამოყენება ზრდის გლაუკომის განვითარების რისკს.

დიგოქსინის და სხვა საგულე გლიკოზიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულის რითმის დარღვევის და გულის შეტევის რისკი.

ფენილეფრინის და ერგოტის ალკალოიდების (მაგ., ერგოტამინისა და მეთისერგიდის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ერგოტიზმის განვითარების რისკი.

ფენილეფრინის ერთდროულმა გამოყენებამ სიმპათომიმეტურ ამინებთან შეიძლება გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის არასასურველი ეფექტების რისკი.

ასკორბინის მჟავა ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს სალიცილატებით და ხანმოკლე მოქმედების სულფონამიდებით მკურნალობის დროს, ანელებს თირკმელებით მჟავების გამოყოფას, ზრდის ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატების (მათ შორის ალკალოიდების) გამოყოფას და ამცირებს სისხლში პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას.

ეთანოლი ხელს უწყობს მწვავე პანკრეატიტის განვითარებას.

მიელოტოქსიკური პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიკურობას.

განსაკუთრებული მითითებები

თუ სიმპტომები გაუარესდება, გაგრძელდება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან თუ აღინიშნება მაღალი სიცხე, კანის გამონაყარი ან მუდმივი თავის ტკივილი, უნდა მიმართოთ ექიმს.

არ შეიძლება პრეპარატის ერთდროულად მიღება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან, აგრეთვე არანარკოტიკულ ანალგეტიკებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მეტამიზოლ ნატრიუმი, აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი და ა.), პრეპარატებთან, რომლებიც გამოიყენება „გაციების“ და გრიპის სიმპტომების მოსახსნელად, სიმპათომიმეტიკებთან (დეკონგესტანტები), პრეპარატებთან, რომლებიც არეგულირებენ მადას, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულატორებთან, ბარბიტურატებთან, ანტიეპილეფსიურ საშუალებებთან, რიფამპიცინთან, ქლორამფენიკოლთან.

ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატის კომბინირება არ შეიძლება ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან და სასმელებთან, ან მისი მიღება ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ მიდრეკილი ადამიანების მიერ.

ღვიძლის თანმხლები დაავადებები ზრდიან ღვიძლის შემდგომი დაზიანების რისკს პრეპარატის მიღებისას. ღვიძლის არაალკოჰოლური ციროზის მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღებისას მაღალია დოზის გადაჭარბების რისკი.

შარდმჟავას და სისხლში გლუკოზის დონის დასადგენად ტესტების ჩატარებისას აცნობეთ ექიმს კოლდრექს მაქს გრიპის გამოყენების შესახებ, რადგან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზისა და შარდმჟავას კონცენტრაციის განმსაზღვრელი ლაბორატორიულ ტესტებში ცრუ შედეგები.

გლუტათიონის დეფიციტის მქონე პაციენტები კვებითი დარღვევების, კისტოზური ფიბროზის, აივ ინფექციის, შიმშილის, გამოფიტვის გამო, მიდრეკილნი არიან დოზის გადაჭარბებისკენ, ამიტომ მიიღება სიფრთხილის ზომები და პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. ღვიძლის უკმარისობის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევები დაფიქსირდა პარაცეტამოლის მცირე დოზის გადაჭარბებისას (5 გ ან მეტი) გლუტათიონის დაბალი დონის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით უკიდურესად გამოფიტულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანორექსია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, პაციენტები სხეულის მასის დაბალი ინდექსით ან სეფსისით.

პრეპარატის გამოყენებამ პაციენტებში გლუტათიონის დაბალი დონით, მაგალითად, სეფსისით, შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკი, რომელსაც თან ახლავს სწრაფი, გაძნელებული სუნთქვის სიმპტომები (ჰაერის უკმარისობა, ქოშინი), გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. თუ ეს სიმპტომები ერთდროულად გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

კოლდრექს მაქს გრიპის მიღებამდე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

  • ვარფარინი ან სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები სისხლის გასათხელებლად;
  • მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევისა და ღებინების შესამსუბუქებლად) ან ქოლესტირამინი, რომელიც გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად.

თითოეული პაკეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჰიპონატრიუმის დიეტაზე მყოფ პაციენტებში.

სიფრთხილეა საჭირო პარაცეტამოლისა და ფლუკლოქსაცილინის ერთდროული გამოყენებისას მაღალი ანიონური ინტერვალით მეტაბოლური აციდოზის მომატებული რისკის გამო, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით, სეფსისით, არასათანადო კვების და გლუტათიონის დეფიციტის სხვა რისკფაქტორებით (მაგ. ქრონიკული ალკოჰოლიზმი), აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლის მაქსიმალურ დღიურ დოზას. რეკომენდებულია მჭიდრო მონიტორინგი, შარდში 5-ოქსოპროლინის დონის განსაზღვრის ჩათვლით.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში, რეკომენდებული არ არის ავტომობილების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.

გამოშვების ფორმა

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ლიმონის არომატით და გემოთი.

6,427 გ ფხვნილი მრავალშრიან პაკეტებში (ქაღალდი / პოლიეთილენი / ალუმინის ფოლგა / პოლიეთილენი).

3, 4, 5 ან 10 პაკეტი სამკურნალო პროდუქტის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. მეორეულ შეფუთვაზე დასაშვებია პირველი გახსნის კონტროლი.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

ქემოფარმ დ.ო.ო. ბოსნია და ჰერცეგოვინა

ნოვაკოვიჩის ქ. ბბ, 78000 ბანია-ლუკა

რეგისტრაციის სერტიფიკატების მფლობელი

შტადა არცნაიმიტელ აგ, გერმანია,

შტადაშტრასე 2-18, 61118, ბად-ფილბელი, გერმანია

მომხარებელთა პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი

603105, ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქ. 7

ტელ.: (831) 278-80-88;

ელ.ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა