ფლუნოლი
Flunol
ფლუნოლი ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. ფარმაკოდინამიკური თავისებურებები). ფლუნოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: კრიპტოკოკული მენინგიტის ( იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები) კოკციდიოიდომიკოზის (იხ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (fluconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ მყარი კაფსულა №1 (1X1)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045516
- რეგისტრირებულია
- 21 მაისი 2026, მოქმედებს 21 მაისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფლუნოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ფლუნოლი ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. ფარმაკოდინამიკური თავისებურებები).
ფლუნოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკული მენინგიტის ( იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
კოკციდიოიდომიკოზის (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
ინვაზიური კანდიდოზის
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის, მათ შორის ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური კანდიდოზის, კანდიდურიის და ქრონიკული კანის და ლორწოვანი გარსის კანდიდოზის.
ქრონიკული პერორალური ატროფიული კანდიდოზის (კბილების პროტეზის შედეგად) პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის ან ადგილობრივი მკურნალობის დროს.
ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე; როდესაც ადგილობრივი თერაპია არასათანადოა.
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არასათანადოა.
დერმატომიკოზიები, მათ შორის tinea pedis, tinea corporis, tineal cruris, tinea versicolor და კანის candida-ს ინფექციები, როდესაც ნაჩვენებია სისტემური თერაპია.
Tinea unguinium (ონიკომიკოზი), როდესაც სხვა საშუალებები არ მიიჩნევა შესაფერისად.
ფლუნოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკული მენინგიტის პროფილაქტიკა პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკის დროს.
ოროფარინგეალური ან ეზოფაგეალური კანდიდოზის რეციდივი პაციენტებში აივ ინფექციის დროს, რომლებიც იმყოფებიან რეციდივის რისკის ქვეშ.
მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის ინტენსივობის შესამცირებლად ( 4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში).
კანდიდას ინფექციის პროფილაქტიკა პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით (როგორიცაა პაციენტები ჰემატოლოგიური სიმსივნეებით რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას ან პაციენტები, რომლებიც გადიან სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაის (იხ. ფარმაკოდინამიკური თავისებურებები).
ფლუნოლი ინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, მცირე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში 0-17 წლის:
ფლუნოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსის კანდიდოზის (ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკული მენინგიტის და კანდიდას ინფექციების პროფილაქტიკისთვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ფლუნოლის მიღება შესაძლებელია შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ბავშვებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის, რომლებიც იმყოფებიან რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
თერაპიის დაწყება შესაძლებელია, ვიდრე ცნობილი გახდება კულტურების და სხვა სახის ლაბორატორიული კვლევების შედეგები.; თუმცა, როგორც კი შედეგები ცნობილი გახდება, ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის კორექცია უნდა მოხდეს შესაბამისად.
უნდა მოხდეს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შესახებ ოფიციალური მითითებების გათვალისწინება.
მიღების წესი და დოზირება
დოზა დამოკიდებული უნდა იყოს სოკოვანი დაავადების ბუნებასა და სიმწვავეზე. ინფექციების მკურნალობა, რომელიც საჭიროებს მრავალჯერადი დოზების გამოყენებას უნდა გაგრძელდეს კლინიკური პარამეტრების ან ლაბორატორიული ტესტების ჩვენებამდე, რომ სოკოვანი ინფექცია ჩაცხრა. მკურნალობის არაადექვატურმა ხანგრძლივობამ შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური ინფექციის რეციდივი.
მოზრდილები
უკუჩვენებები
ჰიპერმგრნძობელობა აქტიური ნივთიერების, მოკავშირე აზოლური ნივთერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ტერფენადინის გამოყენება თანადროულად უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუნოლს მრავალჯერადი დოზების სახით 400მგ ან უფრო მაღალს დღეში, მრავალჯერადი დოზების ურთიერთქმედების კვლევის შედეგევის მიხედვით. სხვა პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტორქრომ P450 (CYP) 3A4, როგორიცაა ცისაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ფლუკონაზოლის მიღებისას (იხ. სიფრთხილის ზომები/ გაფრთხილებები და ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან).
სიფრთხილის ზომები
Tinea capitis
ფლუკონაზოლის ბავშვებში tinea capitis-ს მკურნალობის შესახებ ჩატარდა კვლევა. როგორც გამოვლინდა, იგი არ აღემატებოდა გრიზეოფულვინს და საერთო წარმატების თანაფარდობა შეადგენდა 20%. ამიტომ, ფლუნოლის გამოყენება დაუშვებელია tinea capitis-ს დროს.
კრიპტოკოკები
ფლუკონაზოლის ეფექტურობა სხვა ადგილების კრიპტოკოკების სამკურნალოდ (მაგ. ფილტვის და კანის კრიპტოკოკები) შეზღუდულია, რის გამოც შეუძლებლია დოზების რეკომენდაციები.
ღრმა ენდემური მიკოზები
ფლუკონაზოლის ეფექტურობა ენდემური მიკოზების სხვა ფორმების სამკურნალოდ, როგორიციაა პარაკოკციდიოიდომიკოზები, ლიმფო და კანის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, შეზღუდულია, რის გამოც შეუძლებელია დოზის შესახებ რეკომენდაციები.
თირკმლის სისტემა
ფლუნოლის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით (იხ. დოზირება და მიღების წესი)
ჰეპატობილიარული სისტემა
ფლუნოლის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით.
ფლუკონაზოლი ასოცირდებოდა ღვიძლის სერიოზული ტოქსიურობის იშვიათ შემთხვევებთან, მათ შორის ფატალურის, ძირითადად პაციენტებში სერიოზული ფონური კლინიკური მდგომარეობების დროს. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიურობასთან ასოცირების შემთხვევაში არ შეინიშნებოდა საერთო დღიურ დოზასთან, თერაპიის ხანგრძლივობასთან, სქესთან ან პაციენტის ასაკთან კავშირი. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიურობა, როგორც წესი შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შედეგად.
პაციენტებში, რომელთაც განუვითარდებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ფლუკონაზოლის თერაპიის დროს, უნდა ჩატარდეს სათანადო მონიტორინგი ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების გამოსავლენად.
უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირება ღვიძლის სერიოზული ეფექტების სიმპტომების შესახებ (მნიშვნელოვანია ასთენია, ანორექსია, გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ფლუკონაზოლის თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის.
გულსისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი, ასოცირდებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან ეკგ-ზე. პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას შეინიშნებოდა QT გახანგრძლივების ძალიან იშვიათი შემთხვევები და მოციმციმე არითმია პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას. მოცემული შეტყობინებები მოიცავდა სერიოზულად დაავადებულ პაციენტებს მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტრონული ანომალიები და ერთდროული მკურნალობა, რომელიც შესაძლებელია იყოს სასარგებლო.
ფლუნოლის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში პროარითმიული მდგომარეობებით. სხვა პრეპარატების მიღება თანადროულად, როგორც ცნობილია ახანგრძლივებს QT ინტერვალს და რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები და პრეპარატებთან უერთერთქმედება).
ჰალოფანტრინი
ჰალოფანტრინი ახანგრძლივებს QT ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზებით და წარმოადგენს CYP3A4 სუბსტრატს. ფლუკონაზოლის და ჰალოფანტრინის ერთად გამოყენება ამიტომ არ არის რეკომენდებული (იხ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება).
დერმატოლოგიური რეაქციები
პაციენტებს იშვიათად უვითრდებოდათ კანის ექსფოლიაციური რექციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს. აივ პაციენტები მეტად არიან მიდრეკილნი კანის მწვავე რეაქციების განვითრებისადმი სხვადასხვა პრეპარატების მიმართ. ფლუკონაზოლის დროს გამონაყარის განვითარებისას ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობისას, მოცემული პრეპარატით შემდგომი თერაპია უნდა შეწყდეს. თუ პაციენტებს ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციებით, განუვითარდებათ გამონაყარი, მათი მონიტორინგი სათანადოდ უნდა მოხდეს და შეწყდეს ფლუკონაზოლის მიღება ბულოზური დაზიანებების ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში.
ჰიპერმგრნძობელობა
იშვითად შეინიშნებოდა ანაფილაქსია (იხ. უკუჩვენებები).
ციტოქრომ P450
ფლუკონაზოლი არის პოტენციური CYP2C9 ინჰიბიტორი და CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 ინჰიბიტორი. ფლუნოლით მკურნალობისას პაციენტებში, რომლებიც თანადროულად იღებენ პრეპრატებს ვიწრო თერაპიული ფანჯრით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 -ით უნდა ჩატარდეს მათი მონიტორინგი (იხ. პრეპარატებთან ურთიერთქმედება).
ტერფენადინი
ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას <400მგ დოზებით დღეში ტერფენადინთან ერთად, უნდა მოხდეს სათანადო მონიტორინგი (იხ. უკუჩვენებები და სხვა პრეპარატებთან ურთერთქმედება).
დამხმარე ნივთიერებები
კაფსულები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტები იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემით გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა და ძუძუთი კვება
რამოდენიმე ასეული ორსულისგან მიღებული მონაცემები, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზებით (<200მგ დღეში) რომლის მიღებაც ხდებოდა ერთჯერადი ან განმეორებითი დოზებით პირველ ტრიმესტრში, არ მიუთთებენ ნაყოფზე გვერდითი მოვლენების განვითარებაზე.
ადგილი ჰქონდა მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევებს (მათ შორის ბრაქიცეფალია, ყურის დისპლაზია, გიგანტური ყიფლიბანდი, მენჯის ძვლის გამრუდება და რადიოჰუმერალური სინოსტოზი) ჩვილებში, რომელთა დედებიც მკურნალობდნენ მაღალი დოზებით სამი ან მეტი თვის განმავლობაში (400-800მგ დღეში) ფლუკონაზოლით კოკციდიოიდომიკოზებისთვის. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და მოცემულ მოვლენებს შორის კავშირი დაუდგენელია.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში შეინიშნებოდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ფლუკონაზოლის გამოყენება სტანდარტული დოზებით და მოკლევადიანი მკურნალობის სახით დაუშვებელია ორსულებში აუცილებლობის გარდა.
ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივი რეჟიმით გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს გარდა პოტენციურად სიცოცლიხთვის საშიში ინფექციებისა.
ლაქტაცია
ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში პლაზმაში არსებულ კონცენტრაციებზე მცირე რაოდენობით. ლაქტაციის შენარჩუნება შესაძლებელია სტანდარტული 200მგ ფლუკონაზოლის ან ნაკლები დოზის ერთჯერადი მიღებისას.
ლაქტაცია არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის განმეორებითი დოზის ან მაღალის დოზის მიღების შედეგად.
ნაყოფიერება
ფლუკონაზოლი არ ზემოქმედებს მამრი ან მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე.
ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ჩატარებულა კვლევები ფლუკონაზოლის ეფექტის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ძილიანობის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ (იხ. გვერდითი მოვლენები) ფლუნოლის გამოყენებისას და უნდა მოერიდონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას, რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირად (>1/10) შეტყობინებულ გვერდით რეაქციებს წარმოადგენს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება და გამონაყარი.
შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები შეინიშნებოდა და მოხდა მათი შეტყობინება ფლუკონაზოლით მკურნალობისას, შემდეგი სიხშირეებით: ძალიან ხშირი (≥1/10 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით)
სისტემათა ორგანოთა კლასი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
სისხლის და სისხლმბადი სისტემის მხრივ
ანემია
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსია
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
შემცირებული მადა
ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია
ფისქიური დარღვევები
ძილიანობა, უძილობა
ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს ცვლილება
კანკალი
ყურის და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
გულის მხრივ
მოციმციმე არითმია (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები) QT გახანგრძლივება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
კუჭ-ნაწლავის მხრივ
მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, გულისრევა
ყაბზობა, დისპეფსია, შებერილობა, მშრალი პირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ასპარტატ ამინტორანსფერაზას მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები). სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
ქოლესტაზი (იხ. გაფრთილებები/სიფრთხილის ზომები), სიყვითლე (იხ. გაფრთილებები/სიფრთილის ზომები), ბილირუბინის მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
ღვიძლსი უკმარისობა (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ჰეპატიტი (იხ. გაფრთილებები/სიფრთხილის ზომები), ჰეპატოცელულარული დაზიანება (იხ. გაფრთხილებები /სიფრთხილის ზომები)
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
გამონაყარი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები). ჭინჭრის ციება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), პრურიტი, მომატებული ოფლიანობა
ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), სტივენს-ჯონსონის სინდორმი (იხ. გაფრთხილებები/სიფთხილის ზომები), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიოედემა, სახის ედემა, ალოპეცია
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
მიალგია
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
დაღლილობა, უგუნებობა, ასთენია, ცხელება
პედიატრიული პოპულაცია
გვერდითი მოვლენების ინტენსივობა და ლაბორატორიული ანომალიები, რომელთა ჩაწერაც მოხდა პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, გენიტალური კანდიდოზის ჩვენების გარდა, შედარებითია მოზრდილებში არსებული მოვლენებისა.
მიმართეთ ექიმს თუ შეატყობთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენის განვითარებას.
სხვა პრეპარტებთან ურთიერთქმედება:
უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან ერთად მიღება:
ცისაპრიდი: შეინიშნებოდა გულის მხრივ მოვლენები, მათ შორის მოციმციმე არითმია პაციენტებში, როდესაც ფლუკონაზოლი და ცისაპრიდი ერთად გამოიყენებოდა. კონტროლირებულ კვლევაში შეინიშნებოდა, რომ ფლუკონაზოლის 200მგ დღეში ერთხელ და ცისაპრიდის 20მგ დღეში ოთხჯერ მიღება იწვევდა ცისაპრიდის პლაზმური დონეების მნიშვნელოვან მომატებას და QT ინტერვალის მომატებას. ფლუკონაზოლით და ცისაპრიდით ერთად მკურნალობა უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
ტერფენადინი: გულის სერიოზული დისრითმიების გამო QT ინტერვალის შედეგად პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ტერფენადინთან ერთად, ჩატარდა ურთერთქმედების კვლევები. ერთ-ერთ კვლევაში 200მგ დღიური დოზის მიღებისას არ შეინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება. მეორე კვლევაში ფლუკონაზოლის 400მგ და 800მგ მიღებისას გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლის 400მგ მიღებისას დღეში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ტერფენადინის პლაზმური დონეები მათი ერთად გამოყენებისას. ფლუკონაზოლის 400მგ ან მეტი დოზის ტერფენადინთან კომბინაციაში მიღება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები). ფლუკონაზოლის <400მგ დღეში მიღებისას ტერფენადინთან ერთად უნდა მოხდეს სათანადო მონიტორინგი.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლის ასტემიზოლთან ერთად გამოყენებამ შესაძლებელია შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ასტემიზოლის პლაზმური კონცენტრაციების მომატებამ შესაძლებელია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათად, მოციმციმე არითმია. ფლუკონაზოლის და ასტემიზოლის კომბინაციაში მიღება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
პიმოზიდი: თუმცა ინ ვიტრო ან ინ ვივო არ შესწავლილა , ფლუკონაზოლის პიმოზიდთან კომბინაციაში მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაობლიზმის ინჰიბირება. პიმოზიდის მომატებული პლაზმური კონცენტრაციები იწვევენ QT გახანგრძლივებას და იშვიათად მოციმციმე არითმიას. ფლუკონაზოლის და პიმოზიდის კომბინაციაში გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
ქინიდინი: თუმცა არ შესწავლილა ინ ვიტრო ან ინ ვივო, ფლუკონაზოლის ქინიდინთან ერთად მიღებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ქინიდინის გამოყენება ასოცირდება QT გახანგრძლივებასთან და იშვიათად მოციმციმე არითმიასთან. ფლუკონაზოლის და ქინიდინის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია (იც. უკუჩვენებები).
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლის და ერითრომიცინის ერთად გამოყენებას გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს კარდიოტოქსიურობის რისკი (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მოციმციმე არითმია) და შედეგად გამოიწვიოს სიკვდილი. ფლუკონაზოლის და ერითრომიცინის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთად ერთად გამოყენება
ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს ჰალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაცია CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი ეფექტის გამო. ფლუკონაზოლის და ჰალოფანტრინის კომბინირებულ გამოყენებას გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს კარდიოტოქსიურობის რისკი (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მოციმციმე არითმია) და შედეგად გამოიწვიოს სიკვდილი. მოცემული კომბინაცია დაუშვებელია (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
შემდეგი სახის პრეპარატების კომბინაციაში გამოყენება იწვევდა სიფრთხილის ზომების დაცვას და დოზის კორექციას.
სხვა პრეაპრატების ეფექტი ფლუკონაზოლზე
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის კომბინაციაში გამოყენება იწვევდა ფლუკონაზოლის AUC შემცირებას 25% და ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%. რიფამპიცინთან ერთად მიღებისას საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის მომატება.
ურთიერთქმედების კვლევებმა გამოავლინეს, რომ პერორალური ფლუკონაზოლის მიღება საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ან ორგანიზმის დასხივებისას ძვლის ტვინის გადანერგვის დროს, არ შეინიშნბოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფლუკონაზოლის აბსორბციის დარღვევა.
ფლუკონაზოლის ეფექტი სხვა პრეპარატებზე
ფლუკონაზოლი: არის ციტოქრომ P450 (CYP) 2C9 იზოფერმენტის პოტენციური ინჰიბიტორი და CYP3A4-ს ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. ქვემოთ მოცემული დადასტურებული ურთიერთქმედების გარდა არსებობს სხვა შენაერთების მომატებული პლაზმური კონცენტრაციების რისკი, რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება CYP2C9 და СYP3A4 -ით ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას. ამიტომ, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მოცემული კომბინაციების გამოყენებისას და ასევე პაციენტების მონიტორინგი. ფლუკონაზოლის ფერმენტის მაინჰიბირებელი ეფექტი გრძელდება 4-5 დღე ფლუკონაზოლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფლუკონაზოლის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო (იხ. უკუჩვენებები).
ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (400მგ) და ინტრავენური ალფენტანილის (20 მკგ/კგ) ჯანმრთელ მოხალისეებში ერთად გამოყენებისას ალფენტანილის AUC 10 იზრდებოდა 2-ჯერ, სავარაუდოდ CYP3A4 -ის ინჰიბირების მეშვეობით. ალფენტანილის დოზის კორექცია შესაძლებელია გახდეს საჭირო.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი ზრდის ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის ეფექტს. 5-ნოტრიპტილინი და/ან S-ამიტრიპტილინის გაზომვა შესაძლებელია კომბინირებული თერაპიის დაწყებისას და ერთი კვირის შემდეგ. ამიტრიპტილინი/ნორტრიპტილინის დოზის კორექცია შესაძლებელია გახდეს აუცილებელი.
ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლის და ამფოტერიცინი B-ს ერთად მიღებისას ინფიცირებულ ნორმალურ და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე თაგვებში გამოვლინდა შემდეგი სახის შედეგები: სოკოს საწინააღმდეგო მცირე ადიტიური ეფექტი სისტემურ ინფექციაში C. albicanis-ით, არ შეინიშნებოდა ურთიერთქმედება ინტრაკრანიალურ ინფექციაში Cryptococcus neoformans-ით და ანტაგონიზმი ორი პრეპარატის სისტემურ ინფექციაში A. Fumigates-ით. მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა მოცემულ კვლევებში უცნობია.
ანტიკოაგულანტები: პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას, სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, სისხლდენის მოვლენები (წყლულები, ეპისტაქსი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ჰემატურია და მელენა) შეინიშნებოდა პროთრომბინის დროის გაზრდასთან დაკავშირებით, პაციენტებში ფლუკონაზოლის ვარფარინთან ერთად მიღებისას. ფლუკონაზოლის და ვარფარინის ერთად მიღებისას პროთრომბინის დრო ხანგრძლივდებოდა 2-ჯერ, სავარაუდოდ ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირებით CYP2C9 მიერ. პაციენტებში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას პროთრომბინის დრო სათანადოდ უნდა შემოწმედეს. ვარფარინის დოზის კორექცია შესაძლებლია გახდეს საჭირო.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების) ანუ მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი იწვევდა მიდაზოლამის კონცენტრაციების შემდგომ მომატებას და ფსიქომოტორულ ეფექტებს. ფლუკონაზოლის 200მგ და მიდაზოლამის 7.5მგ ერთად მიღება პერორალურად იწვევდა მიდაზოლამის AUC -ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ, შესაბამისად. ფლუკონაზოლი 200მგ დღში ტრიაზოლამთან ერთად მიღებისას 0.25მგ პერორალურად ზრდიდა ტრიაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდის მომატებას 4.4-ჯერ და 2.3-ჯერ შესაბამისად. ტრიაზოლამის გაძლიერებული და გახანგრძლივებული ეფექტები შეინიშნებოდა ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას.
თუ ბენზოდიაზეპინებთან ერთად თერაპია აუცილებელია პაციენტებში ფლუკონაზოლის მიღებისას, უნდა მოხდეს ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირება და პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და ზრდის შრატისმიერი კარბამაზეპინის 30%. არსებობს კარბამაზეპინის ტოქსიურობის განვითარების რისკი . კარბამაზეპინის დოზის კორექცია შესაძლებელია გახდეს საჭირო კონცენტრაციაზე/ეფექტურობაზე დაყრდნობით.
კალციუმის არხების ბლოკატორები: ზოგიერთი კალციუმის არხის ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით. ფლუკონაზოლს გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემური ექსპოზიცია. გვერდითი მოვლენების ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200მგ დღში) და ცელეკოქსიბით (200მგ) ერთდროულად მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდებოდა 68% და 134%-ით შესაბამისად. ცელეკოქსიბის ნახევარი დოზა შესაძლებელია გახდეს საჭირო ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდთან და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევს შრატში ბილირუბინის და შრატისმიერი კრეატინინის მომატებას. კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია გაზრდილი შრატისმიერი ბილირუბინის და კრეატინინის რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთ ფატალურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ფენტანილის ფლუკონაზოლთან შესაძლო ურთიერთქმედების გამო. ასევე ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად აყოვნებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა. უნდა მოხდეს პაციენტების სათანადო მონიტორინგი რესპირატორული დათრგუნვის პოტენციური რისკის გამო.
შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები: მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება ფლუკონაზოლის HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლზმიც ხდება CYP3A4 მიერ, როგორიცაა ატორვასტატინი და სიმვასტატინი ან CYP2C9 მიერ, როგორიცაა ფლუვასტატინი. თუ აუცილებელია კომბინირებული თერაპია, საჭიროა პაციენტზე დაკვრივება მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოსავლენად და უნდა მოხდეს კრეატინინის კინაზას მონიტორინგი. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს, თუ შეინიშნება კრეატინინ კინაზას გამოხატული მომატება ან მიოპათია.
იმუნოსუპრესორები (ანუ ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი):
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის 200გმ დღეში და ციკლოსპორინის (2.7 მგ/კგ დღეში ) ერთად მიღებისას ციკლოსპორინის AUC იზრდებოდა 1.8-ჯერ. კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია ციკლოსპორინის დოზის შემცირებით ციკლოსპორინის კონცენტრაციების მიხედვით.
ევეროლიმუსი: თუმცა ინ ვიტრო ან ინ ვივო არ შესწავლილა, ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს შრატისმიერი ევეროლიმუსის კონცენტრაციები CYP3A4 ინჰიბირების საშუალებით.
სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციებს სავარაუდოდ სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირებით CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის მეშვეობით. მოცემული კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია სიროლიმუსის დოზის კორექციით ეფექტის/კონცნეტრაციის შემოწმებაზე დაყრდნობით.
ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს პერორალურად მიღებული ტაკროლიმუსის შრატისმიერი კონცენტრაციები 5-ჯერ მეტად ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის CYP3A4 მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით ნაწლავებში. არ შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები ტაკროლიმუსის ინტრავენურად გამოყენებისას. ტაკროლიმუსის მომატებული დონეები ასოცირდებოდა ნეფროტოქსიურობასთან. პერორალურად მიღებული ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.
ლოსარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოსარტანის მეტაბოლიზმს აქტიურ მეტაბოლიტად (E-31 74) რაც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგინიზმს რომელიც მიმდინარეობს ლოსარტანით მკურნალობის დროს. პაციენტებმა უწყვეტ რეჟიმში უნდა მოახდინონ საკუთარი არტერიული წნევის მონიტორინგი.
მეთადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს მეთადონის შრატისმიერი კონცენტრაცია. მეთადონის დოზის კორექცია შესაძლებელია აუცილებელი იყოს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ფლურბიპროფენის Cmax და AUC იზრდებოდა 23% და 81% შესაბამისად, ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას ფლურბიპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით. ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+) -იბუპროფენი] Cmax და AUC შესაბამისად იზრდებოდა 15% და 82% , როდესაც ფლუკონაზოლი გამოიყენებოდა რაცემულ იბუპროფენთან კომბინაციაში (400მგ) რაცემული იბუპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით.
თუმცა განსაკუთრებულად არ შესწავლილა, ფლუკონაზოლს გააჩნია პოტენციალი გაზარდოს სხვა აასს-ების სისტემური ექსპოზიცია, რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება CYP2C9 მიერ (მაგ. ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). აასს-ებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და ტოქსიურობის ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია. შესაძლებელია საჭრო გახდეს აასს-ების დოზის კორექცია.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის ღვიძლში მეტაბოლიზმს. 200მგ ფლუკონაზოლის და 250მგ ინტრავენური ფენიტოინის განმეორებითი გამოყენება ზრდიდა ფენიტოინის AUC 24 75%-ით და Cmax -128%. კომბინაციაში გამოყენებისას შრატში ფენიტოინის კონცენტრაციების მონიტორინგი საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს ფენიტოინის ტოქსიურობის პრევენცია.
პრედნიზონი: ღვიძლის გადანერგვის მქონე პაციენტში პრედნიზონით მკურნალობისას შეინიშნებოდა თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა, როდესაც მოხდა ფლუკონაზოლის სამთვიანი თერაპიის შეწყვეტა. ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტა სავარაუდოდ იწვევდა CYP3A4 აქტიურობის მომატებას, რაც ზრდიდა პრედნიზონის მეტაბოლიზმს. პაციენტები, რომლებიც გადიოდნენ ფლუკონაზოლით ხანგრძლივ მკურნალობას, უნდა ჩაუტარდეთ სათანადო მონიტორინგი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამოსავლენად ფლუკონაზოლის მიღების შეწყევეტისას.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის შრატისმიერ კონცენტრაციებს და იწვევს რიფაბუტინის AUC -ის მომატებას 80%-ით. ადგილი ჰქონდა უვეიტის განვითარების შემთხვევებს პაციენტებში ფლუკონაზოლის და რიფაბუტინის კომბინაციაში გამოყენებისას. კომბინირებული თერაპიის დროს, რიფაბუტინის ტოქსიურობის სიმპტომების გათვალისწინება უნდა მოხდეს.
საქუინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საქუინავირის AUC და CMax დაახლოებით 50% და 55%, შესაბამისად საქუინავირის ღვიძლში მეტაბოლიზმის ინჰიბირების საშუალებით CYP3A4 მეშვეობით და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირებით. საქუინავირი/რიტონავირის ურთიერთქმედება არ შესწავლილა . შესაძლებელია აუცილებელი გახდეს საქუინავირის დოზის კორექცია.
სულფონილშარდოვანა: ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს სულფონილშარდოვანას შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდს მასთან ერთად გამოყენებისას (მაგ. ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ჯანმრთელ მოხალისეებში. სისხლში გლუკოზას ხშირი მონიტორინგი და სულფონილშარდოვანას დოზის შესაბამისი შემცირება რეკომენდებულია კომბინირებული თერაპიის დროს.
თეოფილინი: პლაცებო კონტროლირებულ ურთიერთქმედების კვლევაში ფლუკონაზოლის 200მგ 14 დღის განმავლობაში მიღება იწვევდა თეოფილინის საშუალო პლაზმური კლირენსის შემცირებას 18%-ით. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს ან რომლებიც იმყოფებიან თეოფილინის ტოქსიურობის მაღალი რისკის ქვეშ, უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი თეოფილინის ტოქსიურობის ნიშნების გამოსავლენად ფლუკონაზოლის მიღებისას. საჭიროა თერაპიის ცვლილება ტოქსიურობის ნიშნების გავნითარების შემთხვევაში.
ვინკა ალკალოიდები: თუმცა არ შესწავლილა, ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს ვინკა ალკალოიდების პლაზმური დონეები (მაგ. ვინკრისტინი და ვინბლასტინი) და გამოიწვიოს ნეიროტოქისურობა, რაც სავარაუდოდ განპირობებულია CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი ეფექტით.
ვიტამინი A: ერთ პაციენტში განვითარებული შემთხვევის მიხედვით , რომელიც იღებდა კომბინირებულ თერაპიას ყველა სახის ტრანს-რეტინოიდული მჟავით (მჟავა რომელიც ახდენს ვიტამინ A-ს ფორმირებას) და ფლუკონაზოლით, შეინიშნებოდა ცნს-სთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები ფსევდოთუმოროზის ფორმით, რომელთა გაქრობაც ხდებოდა ფლუკონაზოლის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. მოცემული კომბინაციის გამოყენება შესაძლებლია, მაგრამ ცნს-თან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ინტენსივობის გათვალისწინება აუცილებელია.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9 და CYP3A4 ინჰიბიტორი): პერორალური ვორიკონაზოლის (400გ Q12 ერთი დღე, შემდეგ 200მგ Q12 2.5 დღე) და პერორალური ფლუკონაზოლის (400მგ პირველ დღეს, შემდეგ 200მგ Q24 4 დღე) კომბინირებული გამოყენება 8 ჯანმრთელ მამაკაცში იწვევდა ვორიკონაზოლის Cmax და AUCt მომატებას საშუალოდ 57% და 79%, შესაბამისად. ვორიკონაზოლის და ფლუკონაზოლის შემცირებული დოზა/ან სიხშირე, რამაც უნდა გაზარდოს მოცემული ეფექტი არ დადგენილა. ვორიკონაზოლთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების მონიტორინგი რეკომენდებულია, თუ ვორიკონაზოლის გამოყენება ხდება ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ.
ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Cmax და AUC 84 და 74%, შესაბამისად პერორალური ზიდოვუდინის დაახლოებით 45% კლირენსის გამო. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა დაახლოებით 128%-ით ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპიის შემდეგ. პაციენტებში მოცემული კომბინაციის მიღებისას უნდა ჩატარდეს მონიტორინგი ზიდოვუდინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების გამო. შესაძლებელია საჭირო გახდეს ზიდოვუდინის დოზის შემცირება.
აზითრომიცინი: ღია, რანდომიზებული სამგზის ჯვარედინი კვლევა, რომელიც ჩატარდა 18 ჯამრთელ სუბიექტში შეისწავლებოდა აზითრომიცინის ერთჯერადი 1200მგ დოზის ეფექტი ფლუკონაზოლის 800მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკაზე ასევე ფლუკონაზოლის ეფექტი აზითრომიცინის ეფექტზე. არ შეინიშნებოდა ფლუკონაზოლის და აზითრომიცინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
პერორალური კონტრაცეპტივები: ჩატარდა ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზების გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური კვლევები პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად კომბინაციაში. არ შეინიშნებოდა ჰორმონის დონეზე რაიმე სახის ეფექტი ფლუკონაზოლის 50მგ კველვაში, მაშინ, როდესაც 100მგ დღეში მიღებისას ეთინილ ესტრადიოლის და ლევონორგესტრელი AUC -ები იზრდებოდა 40% და 24%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლის მოცემული დოზების მრავალჯერად გამოყენებას არ არის მოსალოდნელი რომ ჰქონედეს ეფექტი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე.
ჭარბი დოზა
ადგილი ჰქონდა ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების შემთხვევებს და მოხდა ჰალუცინაციების და პარანოიდული საქციელის შეტყობინება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადექვატურია სიმპტომური თერაპია (შემანარჩუნებელი ზომებით და კუჭის ამორეცხვით აუცილებლობის შემთხვევაში).
ფლუკონაზოლი ჭარბად გამოიყოფა შარდში, ფორსირებული მოცულობის დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლებელია გაზარდონ ელიმინაციის სიჩქარე. სამსაათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს პლაზმურ დონეებს დაახლოებით 50%-ით.
გამოშვების ფორმა:
ფლუნოლი 150მგ კაფსულა წარმოდგენილია ბლისტერზე 1 და 2 კაფსულით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ფლუნოლის 50მგ კაფსულა წარმოდგენილია ბლისტერზე 3 და 7 კაფსულით.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 150მგ ფლუკონაზოლს და საღებავ ნივთიერებებს; აზორუბინი (E122) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე , საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ფლუნოლი 150მგ კაფსულა გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ ბლისტერზე.
შეფუთვაში 1 კაფსულა: 1 კაფსულა/1ბლისტერი/1 კოლოფი
შეფუთვაში 2 კაფსულა: 2 კაფსულა/1 ბლისტერი/1 კოლოფი
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.ს.
სტამბული/თურქეთი
მწარმოებელი:
ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.ს.
დიუზჩე/თურქეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ კლასიფიკაცია
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლ წარმოებულები
ათქ კოდი: J02AC01
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი არის ტრიაზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. მისი ძირითადი მოქმედების მექანიზმი არის სოკოვანი ციტოქრომ P450 განპირობებული 14 ალფა-ლანოსტეროლის დემეთილაციის ინჰიბირება , რაც წარმოდგენს სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ძირითად საფეხურს. 14 ალფა-მეთილ სტეროლის კუმულაცია კორელირებს ერგოსტეროლის სოკოს უჯრედის მემბრანაში დაკარგვასთან და შესაძლებელია პასუხისმგებელი იყოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ფლუკონაზოლმა გამოამჟღავნა მეტი სელექტიურობა სოკოვანი ციტოქრომ P450 ფერმენტისთვის ვიდრე სხვადასხვა ძუძუმწოვართა ციტოქრომ P450 ფერმენტთა სისტემისთვის.
ფლუკონაზოლი 50მგ დღეში 28 დღის განმალვობაში გამოყენებისას არ გამოვლინდა ტესტოსტერონის პლაზმურ კონცენტრაციებზე ეფექტი მამაკაცებში ან სტეროიდების კონცენტრაციაზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ფლუკონაზოლის 200მგ -400მგ დღეში მიღებას არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ენდოგენური სტეროიდების დონეებზე ან ACTH მასტიმულირებელ პასუხზე ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში.
ანტიპირინთან ურთიერთმედების კვლევები მიუთითებენ რომ ფლუკოზანოლის 50მგ ერთჯერადი ან მრავლაჯერადი დოზებს არ ჰქონია გავლენა მეტაბოლიზმზე.
ინ ვიტრო მგრძნობელობა
ინ ვიტრო ფლუკონაზოლი ამჟღავნებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას უმრავლესობა კლინიკურად ხშირად განვითარებული კანდიდოზის სახეობების წინააღმდეგ (მათ შორის С. albicans, C. parapsilosis, C.tropicalis). C.glabrata ავლენს ფართო სპექტრის მგრძნობელობას მაშინ, როდესაც C.krusei რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ.
ფლუკონაზოლი ასევე ავლენს ინ ვიტრო მოქმედებას Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii -ს წინააღმდეგ, ასევე ენდემური ობის Blastomyces dermatiditis, Coccoidioides immitis, Histiplazma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis.
ფკ/ფდ კავშირი
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არსებობს კორელაცია MIC მაჩვენებელსა და ეფექტურობას შორის Candida spp.-ს მიერ გამოწვეული ექსპერიმენტული მიკოზის წინააღმდეგ. კლინიკურ კვლევებში არსებობს 1:1 ხაზოვანი კავშირი ფლუკონაზოლის AUC და დოზას შორის. ასევე შეინიშნება პირდაპირი, თუმცა არასრულყოფილი კავშირი AUC ან დოზას და პერორალური კანდიდოზის წარმატებულ კლინიკურ პასუხს და ნაკლებად მკურნალობის მიმართ კანდიდემიას შორის. ამგვარად განკურნება ნაკლებადაა მოსალოდენლი ისეთი ინფექიცებისთვის, რომლებიც გამოწვეულია შტამებით ფლუკონაზოლის მაღალი MIC-ით.
რეზისტენტობის მექანიზმი
Candida spp. აქვს რეზისტენტობის სხვადასხვა მექანიზმი აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. სოკოვანი შტამები, რომელთაც განუვითარდათ მოცემული რეზისტენტობის მექანიზმები, ამჟღავნებენ მაღალ მაინჰიბირებელ კონცენტრაციებს (MICs) ფლუკონაზოლის მიმართ, რომელიც გვერდითად მოქმედებს ინ ვივო და კლინიკურად.
საკონტროლო წერტილები (EUCAST-ის მიხედვით)
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების მიხედვით, ინ ვიტრო მგრძნობელობა და კლინიკური პასუხი EUCAST-AFTS-მა (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი სოკოს საწინააღმდეგო მგრძნობელობის ტესტზე) განსაზღვრა ფლუკონაზოლის მიმართ Candida-ს სახეობებისთვის საკონტროლო წერტილები (EUCAST ფლუკონაზოლის რაციონალური დოკუმენტი (2007)-ვერსია 2). მათი დაყოფა მოხდა სახეობებთან არდაკავშირებულ საკონტროლო წერტილებად; რომელთა განსაზრღვრაც მოხდა ძირითადად ფკ/ფდ მონაცემებზე დაყრდნობით და წარმოადგენენ სპეციფიკური სახეობების MIC -ს გავრცელებისგან დამოუკიდებელს და სახეობების რომლებიც უკავშირდებიან მოცემული სახეობების საკონტროლო წერტილებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ასოცირდებიან ადამიანების ინფექციებთან. მოცემული საკონტროლო წერტილები მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
სოკოს საწინააღმდეგო
სახეობებთან დაკავშირებული საკონტროლო წერტილები (S≤/R>)
სახეობებთან არდაკავშირებული საკონტროლო წერტილები (S≤/R>)
Candida albicans
Candida glabrata
Candida krusei
Candida parapsilosis
Candida tropicalis
ფლუკონაზოლი
2/4
IE
- -
2/4
2/4
2/4
S= მგრძნობიარე, R=რეზისტენტული
A= სახეობებთან არდაკავშირებული საკონტროლო წერტილები განისაზღვრა ძირითადად ფკ/ფდ მონაცემებზე დაყრდნობით და დამოუკიდებელია სპეციფიკური სახებობების MIC-ის დისტრიბუციისგან. მათი გამოყენება მხოლოდ ხდება ორგანიზმებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ სპეციფიკური საკონტროლო წერტილები.
- -= არ არის რეკომენდებული მგრძნობელობაზე ტესტირება, ვინაიდან სახეობები წარმოადგენენ პრეპარატით თერაპიისთვის ცუდ მიზანს.
IE = არასაკმარისი ჩვენებაა, რომ სახეობები წარმოადგენენ მოცემული პრეპარატით თერაპიის შესაფერის მიზანს.
ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები:
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თავისებურებები მსგავსია ინტრავენური და პერორალური მიღების შემდეგ.
აბსორბცია
ფლუკონაზოლის პერორალური მიღების შემდეგ კარგად შეიწოვება და პლაზმური დონეები (და სისტემური ბიოშეღწევადობა) შეადგენს მიღწეული დონეების 90% ინტრავენური მიღების შემდეგ. პერორალურ აბსორბციაზე არ მოქმედებს მასთან ერთად საკვების მიღება. პიკური პლაზმური კონცენტრაციები უზმოზე მიღებისას შეადგენს 0.5-1.5 სთ დოზირების შემდეგ. პლაზმური კონცენტრაციები დოზის პროპორციულია. წონასწორული მდგომარეობის 90% მიიღწევა 4-5 დღში, დღეში ერთხელ მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ. დარტყმითი დოზის (1 დღეს) ჩვეულებრივი დოზის ორმაგი დოზა იწვევს პლაზმური კონცენტრაციების მიახოლებას წონასწორული მდგომარეობის 90% -დე მე-2 დღეს.
დისტრიბუცია
დისტრიბუციის აშკარა მოცულობა თითქმის ორგანიზმის სითხის ტოლია. პლაზმური ცილებთან კავშირი დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმების სითხეებში. ფლუკონაზოლის დონეები ნერწყვში და ნახველში უტოლდება პლაზმურ დონეებს. პაციენტებში სოკოვანი მენინგიტით, ფლუკონაზოლის დონეები CSF -ში შესაბამისი პლაზმური დონეების დაახლოებით 80%-ია.
ფლუკონაზოლის კანში მაღალი კონცენტრაციები, შრატისმიერ კონცენტრაციებზე მაღალი მიიღწევა ეპიდერმისის რქოვან ფენაში, დერმაში და ეგზოკრინულ ოფლში. ფლუკონაზოლი კუმულირდება ეპიდერმისის რქოვან ფენაში.
50მგ დღეში ერთხელ დოზირებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ შეადგენდა 73მკგ/გ და მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ შეადგენდა კვლავ 5.8 მკგ/გ. 150მგ კვირაში ერთხელ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ეპიდერმისის რქოვან ფენაში მე-7 დღეს შეადგენდა 23.4 მკგ/გ და მეორე დოზიდან 7 დღის შემდეგ შეადგენდა კვლავ 7.1 მკგ/გ.
ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილებში 4 თვის შემდეგ კვირაში 150მგ ერთხელ მიღებისას შეადგენდა 4.05 მკგ/გ ჯანმრთელ და 1.8 მკგ/გ დაავადებულ ფრჩხილებში. ფლუკონაზოლი კვლავ შეინიშნებოდა ფრჩხილების ნიმუშებში თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუკონაზოლის მეტაბოლიზდება უმნიშვნელოდ. რადიოაქტიული დოზის მხოლოდ 11% გამოიყოფა შეცვლილი სახით შარდში. ფლუკონაზოლი არის CYP2C9 და CYP3A4 იზოზიმის სელექციური ინჰიბიტორი (იხ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან). ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოზიმის ინჰიბიტორი.
ექსკრეცია
ფლუკონაზოლის პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია დაახლოებით 30 სთ. ექსკრეციის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელები, მიღებული დოზის დაახლოებით 80%, რომელიც შეინიშნება შარდში უცვლელი პრეპარატის სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. არ შეინიშნება მოცირკულირე მეტაბოლიტების არსებობა.
ხანგრძლივი პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი უზრუნველყოფს ერთჯერადი დოზის თერაპიის ბაზას ვაგინალური კანდიდოზისთვის, სხვა ჩვენებებისთვის კი დღეში ერთხელ და კვირაში ერთხელ დოზირებას.
ფარმაკოკინეტიკა თირკმლის ფუნქციის დარღვევისას.
პაციენტებში თირკმლის მწვავე დისფუნქციის დროს (გფს <20მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 30-დან 98 სთ-მდე. შედეგად, საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით და ნაკლებად პერიტოენალური დიალიზით. სამსაათიანი ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ, ფლუკონაზოლის 50%-მდე ელიმინირდება სისხლიდან.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
ფარამაკოკინეტიკული მონაცემების შეფასება მოხდა 133 პაციენტისთვის 5 კვლევაში; 2 ერთჯერადდოზიანი კვლევა, 2 მრავალჯერადდოზიანი კვლევა და კვლევა ნაადრევადშობილებში. ერთ-ერთი კვლევიდან მიღებული მონაცემების ინტერპრეტირება შეუძლებელი იყო კვლევაში ფორმულის გზის ცვლილებების გამო. დამატებითი მონაცემები არსებობდა კომპენსირებული გამოყენების კვლევაში.
2-8 მგ/კგ ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ 9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, AUC შეადგენდა 38 მკგ.სთ/მლ-ს 1მგ/კგ დოზის ერთეულზე. ფლუკონაზოლის საშუალო პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 15-18 სთ და დისტრიბუციის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880მლ/კგ მრავალჯერადი დოზირების შემდეგ. ფლუკონაზოლის შედარებით მაღალი პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი 24 სთ შეინიშნებოდა ერთჯერადი დოზირების შემდეგ, რაც შედარებითია ფლუკონაზოლის პლაზმური ელიმინაციის ნახევარგაოყოფის პერიოდთან 3მგ/კგ ი.ვ. ერთჯერადი გამოყენებისას 11 დღიდან -11 თვემდე ასაკის ბავშვებში. დისტრიბუციის მოცეულობა მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში შეადგენდა დაახლოებით 950მლ/კგ.
ფლუკონაზოლის ახალშობილებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პირველი დოზის საშუალო ასაკი შეადგენდა 24 სთ (დიაპაზონი 9-36სთ) და საშუალო წონა დაბადებისას -0.9კგ (დიაპაზონი 0.75-1.10კგ) 12 ნაადრევადშობილში საშუალო 28 კვირის გესტაციური ასაკით. შვიდმა პაციენტმა დაასრულა პროტოკოლი; ფლუკონაზოლის მაქსიმუმ 5-ჯერადი 6მგ/კგ ი.ვ. ინფუზიის შეყვანა მოხდა ყოველ 72 სთ-ში. საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 74სთ (დიაპაზონი 44-185) 1 დღეს, რაც შემცირდა საშუალოდ 53-მდე ( დიაპაზონი 30-131) მე-7 დღეს და 47 (დიაპაზონი 27-68) მე-13 დღეს. AUC (მკგ.სთ/მლ) შეადგენდა 271 (დიაპაზონი 173-385) 1 დღეს და იზრდებოდა საშუალოდ 490 (დიაპაზონი 292-734) მე-7 დღეს და მცირდებოდა საშუალოდ 360-ით (დიაპაზონი 167-566) მე-13 დღეს. დისტრიბუციის მოცულობა (მლ/კგ) შეადგენდა 1183 (დიაპაზონი 1070-1470) 1 დღეს და იზრდებოდა, საშუალოდ 1184-ით (დიაპაზონი 510-2130) მე-7 დღეს და 1328 (დიაპაზონი 1040-1680) მე-13 დღეს.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებში
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა 65 წლის ასაკის ან უფრო ხანდაზმულ 22 სუბიექტში, ერთჯერადი 500მგ პერორალური დოზის მიღებით. მოცემული პაციენტებიდან 10 ამავდროულად იღებდა შარდმდენებს. Cmax შეადგებდა 1.54 მკგ/მლ და მიიღწეოდა 1.3 სთ-ში დოზირებიდან. საშუალო AUC შეადგენდა 76.4± 20.3 მკგ.სთ/მლ და საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი - 46.2 სთ. მოცემული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ნორმალურ მოხალისე ახალაზრდა მამაკაცებში ანალოგიური მაჩვენებლები. შარდმდენების ერთად გამოყენება მნიშვნელოვნად არ ცვლიდა AUC და Cmax-ს. ასევე, კრეატინინის კლირენსი (74მლ/წთ), შარდში გამოყოფილი უცვლელი პროდუქტის პროცენტი (0-24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულებში როგორც წესი, უფრო მცირე იყო, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში. ამგვარად, ფლუკონაზოლის დისპოზიციის ცვლილება ხანდაზმულებში დაკავშირებულია მოცემული ჯგუფის თირკმლის ფუნქციის შემცირების თავისებურებებთან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფლუნოლი
Flunol
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 150მგ ფლუკონაზოლს და საღებავ ნივთიერებებს; აზორუბინი (E122) და ტიტანის დიოქსიდი (E171).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თავისებურებები:

ჩვენებები:
ფლუნოლი ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. ფარმაკოდინამიკური თავისებურებები).
ფლუნოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკული მენინგიტის ( იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
კოკციდიოიდომიკოზის (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
ინვაზიური კანდიდოზის
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის, მათ შორის ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური კანდიდოზის, კანდიდურიის და ქრონიკული კანის და ლორწოვანი გარსის კანდიდოზის.
ქრონიკული პერორალური ატროფიული კანდიდოზის (კბილების პროტეზის შედეგად) პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის ან ადგილობრივი მკურნალობის დროს.
ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე; როდესაც ადგილობრივი თერაპია არასათანადოა.
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არასათანადოა.
დერმატომიკოზიები, მათ შორის tinea pedis, tinea corporis, tineal cruris, tinea versicolor და კანის candida-ს ინფექციები, როდესაც ნაჩვენებია სისტემური თერაპია.
Tinea unguinium (ონიკომიკოზი), როდესაც სხვა საშუალებები არ მიიჩნევა შესაფერისად.
ფლუნოლი ინიშნება მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკული მენინგიტის პროფილაქტიკა პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკის დროს.
ოროფარინგეალური ან ეზოფაგეალური კანდიდოზის რეციდივი პაციენტებში აივ ინფექციის დროს, რომლებიც იმყოფებიან რეციდივის რისკის ქვეშ.
მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის ინტენსივობის შესამცირებლად ( 4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში).
კანდიდას ინფექციის პროფილაქტიკა პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით (როგორიცაა პაციენტები ჰემატოლოგიური სიმსივნეებით რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას ან პაციენტები, რომლებიც გადიან სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაის (იხ. ფარმაკოდინამიკური თავისებურებები).
ფლუნოლი ინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, მცირე ასაკის ბავშვებში, უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში 0-17 წლის:
ფლუნოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსის კანდიდოზის (ოროფარინგეალური, ეზოფაგეალური), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკული მენინგიტის და კანდიდას ინფექციების პროფილაქტიკისთვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. ფლუნოლის მიღება შესაძლებელია შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ბავშვებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის, რომლებიც იმყოფებიან რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
თერაპიის დაწყება შესაძლებელია, ვიდრე ცნობილი გახდება კულტურების და სხვა სახის ლაბორატორიული კვლევების შედეგები.; თუმცა, როგორც კი შედეგები ცნობილი გახდება, ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის კორექცია უნდა მოხდეს შესაბამისად.
უნდა მოხდეს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შესახებ ოფიციალური მითითებების გათვალისწინება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრნძობელობა აქტიური ნივთიერების, მოკავშირე აზოლური ნივთერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ტერფენადინის გამოყენება თანადროულად უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლუნოლს მრავალჯერადი დოზების სახით 400მგ ან უფრო მაღალს დღეში, მრავალჯერადი დოზების ურთიერთქმედების კვლევის შედეგევის მიხედვით. სხვა პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტორქრომ P450 (CYP) 3A4, როგორიცაა ცისაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში ფლუკონაზოლის მიღებისას (იხ. სიფრთხილის ზომები/ გაფრთხილებები და ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან).
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
Tinea capitis
ფლუკონაზოლის ბავშვებში tinea capitis-ს მკურნალობის შესახებ ჩატარდა კვლევა. როგორც გამოვლინდა, იგი არ აღემატებოდა გრიზეოფულვინს და საერთო წარმატების თანაფარდობა შეადგენდა 20%. ამიტომ, ფლუნოლის გამოყენება დაუშვებელია tinea capitis-ს დროს.
კრიპტოკოკები
ფლუკონაზოლის ეფექტურობა სხვა ადგილების კრიპტოკოკების სამკურნალოდ (მაგ. ფილტვის და კანის კრიპტოკოკები) შეზღუდულია, რის გამოც შეუძლებლია დოზების რეკომენდაციები.
ღრმა ენდემური მიკოზები
ფლუკონაზოლის ეფექტურობა ენდემური მიკოზების სხვა ფორმების სამკურნალოდ, როგორიციაა პარაკოკციდიოიდომიკოზები, ლიმფო და კანის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, შეზღუდულია, რის გამოც შეუძლებელია დოზის შესახებ რეკომენდაციები.
თირკმლის სისტემა
ფლუნოლის გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით (იხ. დოზირება და მიღების წესი)
ჰეპატობილიარული სისტემა
ფლუნოლის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით.
ფლუკონაზოლი ასოცირდებოდა ღვიძლის სერიოზული ტოქსიურობის იშვიათ შემთხვევებთან, მათ შორის ფატალურის, ძირითადად პაციენტებში სერიოზული ფონური კლინიკური მდგომარეობების დროს. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიურობასთან ასოცირების შემთხვევაში არ შეინიშნებოდა საერთო დღიურ დოზასთან, თერაპიის ხანგრძლივობასთან, სქესთან ან პაციენტის ასაკთან კავშირი. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიურობა, როგორც წესი შექცევადია თერაპიის შეწყვეტის შედეგად.
პაციენტებში, რომელთაც განუვითარდებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ფლუკონაზოლის თერაპიის დროს, უნდა ჩატარდეს სათანადო მონიტორინგი ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების გამოსავლენად.
უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირება ღვიძლის სერიოზული ეფექტების სიმპტომების შესახებ (მნიშვნელოვანია ასთენია, ანორექსია, გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ფლუკონაზოლის თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის.
გულსისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი, ასოცირდებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან ეკგ-ზე. პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას შეინიშნებოდა QT გახანგრძლივების ძალიან იშვიათი შემთხვევები და მოციმციმე არითმია პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას. მოცემული შეტყობინებები მოიცავდა სერიოზულად დაავადებულ პაციენტებს მრავლობითი რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადება, ელექტრონული ანომალიები და ერთდროული მკურნალობა, რომელიც შესაძლებელია იყოს სასარგებლო.
ფლუნოლის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში პროარითმიული მდგომარეობებით. სხვა პრეპარატების მიღება თანადროულად, როგორც ცნობილია ახანგრძლივებს QT ინტერვალს და რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები და პრეპარატებთან უერთერთქმედება).
ჰალოფანტრინი
ჰალოფანტრინი ახანგრძლივებს QT ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზებით და წარმოადგენს CYP3A4 სუბსტრატს. ფლუკონაზოლის და ჰალოფანტრინის ერთად გამოყენება ამიტომ არ არის რეკომენდებული (იხ. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება).
დერმატოლოგიური რეაქციები
პაციენტებს იშვიათად უვითრდებოდათ კანის ექსფოლიაციური რექციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს. აივ პაციენტები მეტად არიან მიდრეკილნი კანის მწვავე რეაქციების განვითრებისადმი სხვადასხვა პრეპარატების მიმართ. ფლუკონაზოლის დროს გამონაყარის განვითარებისას ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობისას, მოცემული პრეპარატით შემდგომი თერაპია უნდა შეწყდეს. თუ პაციენტებს ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციებით, განუვითარდებათ გამონაყარი, მათი მონიტორინგი სათანადოდ უნდა მოხდეს და შეწყდეს ფლუკონაზოლის მიღება ბულოზური დაზიანებების ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში.
ჰიპერმგრნძობელობა
იშვითად შეინიშნებოდა ანაფილაქსია (იხ. უკუჩვენებები).
ციტოქრომ P450
ფლუკონაზოლი არის პოტენციური CYP2C9 ინჰიბიტორი და CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 ინჰიბიტორი. ფლუნოლით მკურნალობისას პაციენტებში, რომლებიც თანადროულად იღებენ პრეპრატებს ვიწრო თერაპიული ფანჯრით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 -ით უნდა ჩატარდეს მათი მონიტორინგი (იხ. პრეპარატებთან ურთიერთქმედება).
ტერფენადინი
ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას <400მგ დოზებით დღეში ტერფენადინთან ერთად, უნდა მოხდეს სათანადო მონიტორინგი (იხ. უკუჩვენებები და სხვა პრეპარატებთან ურთერთქმედება).
დამხმარე ნივთიერებები
კაფსულები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტები იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემით გალაქტოზას აუტანლობით, ლაპ ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
რამოდენიმე ასეული ორსულისგან მიღებული მონაცემები, რომლებიც მკურნალობდნენ ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზებით (<200მგ დღეში) რომლის მიღებაც ხდებოდა ერთჯერადი ან განმეორებითი დოზებით პირველ ტრიმესტრში, არ მიუთთებენ ნაყოფზე გვერდითი მოვლენების განვითარებაზე.
ადგილი ჰქონდა მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიების შემთხვევებს (მათ შორის ბრაქიცეფალია, ყურის დისპლაზია, გიგანტური ყიფლიბანდი, მენჯის ძვლის გამრუდება და რადიოჰუმერალური სინოსტოზი) ჩვილებში, რომელთა დედებიც მკურნალობდნენ მაღალი დოზებით სამი ან მეტი თვის განმავლობაში (400-800მგ დღეში) ფლუკონაზოლით კოკციდიოიდომიკოზებისთვის. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და მოცემულ მოვლენებს შორის კავშირი დაუდგენელია.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში შეინიშნებოდა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ფლუკონაზოლის გამოყენება სტანდარტული დოზებით და მოკლევადიანი მკურნალობის სახით დაუშვებელია ორსულებში აუცილებლობის გარდა.
ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივი რეჟიმით გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს გარდა პოტენციურად სიცოცლიხთვის საშიში ინფექციებისა.
ლაქტაცია
ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში პლაზმაში არსებულ კონცენტრაციებზე მცირე რაოდენობით. ლაქტაციის შენარჩუნება შესაძლებელია სტანდარტული 200მგ ფლუკონაზოლის ან ნაკლები დოზის ერთჯერადი მიღებისას.
ლაქტაცია არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის განმეორებითი დოზის ან მაღალის დოზის მიღების შედეგად.
ნაყოფიერება
ფლუკონაზოლი არ ზემოქმედებს მამრი ან მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე.
ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
არ ჩატარებულა კვლევები ფლუკონაზოლის ეფექტის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ძილიანობის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ (იხ. გვერდითი მოვლენები) ფლუნოლის გამოყენებისას და უნდა მოერიდონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას, რომელიმე სიმპტომის განვითარების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირად (>1/10) შეტყობინებულ გვერდით რეაქციებს წარმოადგენს თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება და გამონაყარი.
შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები შეინიშნებოდა და მოხდა მათი შეტყობინება ფლუკონაზოლით მკურნალობისას, შემდეგი სიხშირეებით: ძალიან ხშირი (≥1/10 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000) უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით)
სისტემათა ორგანოთა კლასი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
სისხლის და სისხლმბადი სისტემის მხრივ
ანემია
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსია
მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
შემცირებული მადა
ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალემია
ფისქიური დარღვევები
ძილიანობა, უძილობა
ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს ცვლილება
კანკალი
ყურის და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
გულის მხრივ
მოციმციმე არითმია (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები) QT გახანგრძლივება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
კუჭ-ნაწლავის მხრივ
მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, გულისრევა
ყაბზობა, დისპეფსია, შებერილობა, მშრალი პირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ასპარტატ ამინტორანსფერაზას მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები). სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
ქოლესტაზი (იხ. გაფრთილებები/სიფრთხილის ზომები), სიყვითლე (იხ. გაფრთილებები/სიფრთილის ზომები), ბილირუბინის მომატება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
ღვიძლსი უკმარისობა (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ჰეპატიტი (იხ. გაფრთილებები/სიფრთხილის ზომები), ჰეპატოცელულარული დაზიანება (იხ. გაფრთხილებები /სიფრთხილის ზომები)
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები)
გამონაყარი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები). ჭინჭრის ციება (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), პრურიტი, მომატებული ოფლიანობა
ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), სტივენს-ჯონსონის სინდორმი (იხ. გაფრთხილებები/სიფთხილის ზომები), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები), ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიოედემა, სახის ედემა, ალოპეცია
ძვალკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ
მიალგია
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
დაღლილობა, უგუნებობა, ასთენია, ცხელება
პედიატრიული პოპულაცია
გვერდითი მოვლენების ინტენსივობა და ლაბორატორიული ანომალიები, რომელთა ჩაწერაც მოხდა პედიატრიულ პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, გენიტალური კანდიდოზის ჩვენების გარდა, შედარებითია მოზრდილებში არსებული მოვლენებისა.
მიმართეთ ექიმს თუ შეატყობთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენის განვითარებას.
სხვა პრეპარტებთან ურთიერთქმედება:
უკუნაჩვენებია შემდეგ პრეპარატებთან ერთად მიღება:
ცისაპრიდი: შეინიშნებოდა გულის მხრივ მოვლენები, მათ შორის მოციმციმე არითმია პაციენტებში, როდესაც ფლუკონაზოლი და ცისაპრიდი ერთად გამოიყენებოდა. კონტროლირებულ კვლევაში შეინიშნებოდა, რომ ფლუკონაზოლის 200მგ დღეში ერთხელ და ცისაპრიდის 20მგ დღეში ოთხჯერ მიღება იწვევდა ცისაპრიდის პლაზმური დონეების მნიშვნელოვან მომატებას და QT ინტერვალის მომატებას. ფლუკონაზოლით და ცისაპრიდით ერთად მკურნალობა უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
ტერფენადინი: გულის სერიოზული დისრითმიების გამო QT ინტერვალის შედეგად პაციენტებში, რომლებიც იღებენ აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს ტერფენადინთან ერთად, ჩატარდა ურთერთქმედების კვლევები. ერთ-ერთ კვლევაში 200მგ დღიური დოზის მიღებისას არ შეინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივება. მეორე კვლევაში ფლუკონაზოლის 400მგ და 800მგ მიღებისას გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლის 400მგ მიღებისას დღეში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ტერფენადინის პლაზმური დონეები მათი ერთად გამოყენებისას. ფლუკონაზოლის 400მგ ან მეტი დოზის ტერფენადინთან კომბინაციაში მიღება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები). ფლუკონაზოლის <400მგ დღეში მიღებისას ტერფენადინთან ერთად უნდა მოხდეს სათანადო მონიტორინგი.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლის ასტემიზოლთან ერთად გამოყენებამ შესაძლებელია შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ასტემიზოლის პლაზმური კონცენტრაციების მომატებამ შესაძლებელია გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათად, მოციმციმე არითმია. ფლუკონაზოლის და ასტემიზოლის კომბინაციაში მიღება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
პიმოზიდი: თუმცა ინ ვიტრო ან ინ ვივო არ შესწავლილა , ფლუკონაზოლის პიმოზიდთან კომბინაციაში მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაობლიზმის ინჰიბირება. პიმოზიდის მომატებული პლაზმური კონცენტრაციები იწვევენ QT გახანგრძლივებას და იშვიათად მოციმციმე არითმიას. ფლუკონაზოლის და პიმოზიდის კომბინაციაში გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
ქინიდინი: თუმცა არ შესწავლილა ინ ვიტრო ან ინ ვივო, ფლუკონაზოლის ქინიდინთან ერთად მიღებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება. ქინიდინის გამოყენება ასოცირდება QT გახანგრძლივებასთან და იშვიათად მოციმციმე არითმიასთან. ფლუკონაზოლის და ქინიდინის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია (იც. უკუჩვენებები).
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლის და ერითრომიცინის ერთად გამოყენებას გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს კარდიოტოქსიურობის რისკი (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მოციმციმე არითმია) და შედეგად გამოიწვიოს სიკვდილი. ფლუკონაზოლის და ერითრომიცინის ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. უკუჩვენებები).
არ არის რეკომენდებული შემდეგ პრეპარატებთად ერთად გამოყენება
ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს ჰალოფანტრინის პლაზმური კონცენტრაცია CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი ეფექტის გამო. ფლუკონაზოლის და ჰალოფანტრინის კომბინირებულ გამოყენებას გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს კარდიოტოქსიურობის რისკი (გახანგრძლივებული QT ინტერვალი, მოციმციმე არითმია) და შედეგად გამოიწვიოს სიკვდილი. მოცემული კომბინაცია დაუშვებელია (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები).
შემდეგი სახის პრეპარატების კომბინაციაში გამოყენება იწვევდა სიფრთხილის ზომების დაცვას და დოზის კორექციას.
სხვა პრეაპრატების ეფექტი ფლუკონაზოლზე
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლის და რიფამპიცინის კომბინაციაში გამოყენება იწვევდა ფლუკონაზოლის AUC შემცირებას 25% და ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%. რიფამპიცინთან ერთად მიღებისას საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის მომატება.
ურთიერთქმედების კვლევებმა გამოავლინეს, რომ პერორალური ფლუკონაზოლის მიღება საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ან ორგანიზმის დასხივებისას ძვლის ტვინის გადანერგვის დროს, არ შეინიშნბოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფლუკონაზოლის აბსორბციის დარღვევა.
ფლუკონაზოლის ეფექტი სხვა პრეპარატებზე
ფლუკონაზოლი: არის ციტოქრომ P450 (CYP) 2C9 იზოფერმენტის პოტენციური ინჰიბიტორი და CYP3A4-ს ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორი. ქვემოთ მოცემული დადასტურებული ურთიერთქმედების გარდა არსებობს სხვა შენაერთების მომატებული პლაზმური კონცენტრაციების რისკი, რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება CYP2C9 და СYP3A4 -ით ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას. ამიტომ, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მოცემული კომბინაციების გამოყენებისას და ასევე პაციენტების მონიტორინგი. ფლუკონაზოლის ფერმენტის მაინჰიბირებელი ეფექტი გრძელდება 4-5 დღე ფლუკონაზოლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფლუკონაზოლის ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო (იხ. უკუჩვენებები).
ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (400მგ) და ინტრავენური ალფენტანილის (20 მკგ/კგ) ჯანმრთელ მოხალისეებში ერთად გამოყენებისას ალფენტანილის AUC 10 იზრდებოდა 2-ჯერ, სავარაუდოდ CYP3A4 -ის ინჰიბირების მეშვეობით. ალფენტანილის დოზის კორექცია შესაძლებელია გახდეს საჭირო.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი ზრდის ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის ეფექტს. 5-ნოტრიპტილინი და/ან S-ამიტრიპტილინის გაზომვა შესაძლებელია კომბინირებული თერაპიის დაწყებისას და ერთი კვირის შემდეგ. ამიტრიპტილინი/ნორტრიპტილინის დოზის კორექცია შესაძლებელია გახდეს აუცილებელი.
ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლის და ამფოტერიცინი B-ს ერთად მიღებისას ინფიცირებულ ნორმალურ და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე თაგვებში გამოვლინდა შემდეგი სახის შედეგები: სოკოს საწინააღმდეგო მცირე ადიტიური ეფექტი სისტემურ ინფექციაში C. albicanis-ით, არ შეინიშნებოდა ურთიერთქმედება ინტრაკრანიალურ ინფექციაში Cryptococcus neoformans-ით და ანტაგონიზმი ორი პრეპარატის სისტემურ ინფექციაში A. Fumigates-ით. მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა მოცემულ კვლევებში უცნობია.
ანტიკოაგულანტები: პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას, სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, სისხლდენის მოვლენები (წყლულები, ეპისტაქსი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, ჰემატურია და მელენა) შეინიშნებოდა პროთრომბინის დროის გაზრდასთან დაკავშირებით, პაციენტებში ფლუკონაზოლის ვარფარინთან ერთად მიღებისას. ფლუკონაზოლის და ვარფარინის ერთად მიღებისას პროთრომბინის დრო ხანგრძლივდებოდა 2-ჯერ, სავარაუდოდ ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირებით CYP2C9 მიერ. პაციენტებში კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტების ფლუკონაზოლთან ერთად მიღებისას პროთრომბინის დრო სათანადოდ უნდა შემოწმედეს. ვარფარინის დოზის კორექცია შესაძლებლია გახდეს საჭირო.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების) ანუ მიდაზოლამი, ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი იწვევდა მიდაზოლამის კონცენტრაციების შემდგომ მომატებას და ფსიქომოტორულ ეფექტებს. ფლუკონაზოლის 200მგ და მიდაზოლამის 7.5მგ ერთად მიღება პერორალურად იწვევდა მიდაზოლამის AUC -ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას 3.7-ჯერ და 2.2-ჯერ, შესაბამისად. ფლუკონაზოლი 200მგ დღში ტრიაზოლამთან ერთად მიღებისას 0.25მგ პერორალურად ზრდიდა ტრიაზოლამის AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდის მომატებას 4.4-ჯერ და 2.3-ჯერ შესაბამისად. ტრიაზოლამის გაძლიერებული და გახანგრძლივებული ეფექტები შეინიშნებოდა ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას.
თუ ბენზოდიაზეპინებთან ერთად თერაპია აუცილებელია პაციენტებში ფლუკონაზოლის მიღებისას, უნდა მოხდეს ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირება და პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და ზრდის შრატისმიერი კარბამაზეპინის 30%. არსებობს კარბამაზეპინის ტოქსიურობის განვითარების რისკი . კარბამაზეპინის დოზის კორექცია შესაძლებელია გახდეს საჭირო კონცენტრაციაზე/ეფექტურობაზე დაყრდნობით.
კალციუმის არხების ბლოკატორები: ზოგიერთი კალციუმის არხის ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით. ფლუკონაზოლს გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემური ექსპოზიცია. გვერდითი მოვლენების ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200მგ დღში) და ცელეკოქსიბით (200მგ) ერთდროულად მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდებოდა 68% და 134%-ით შესაბამისად. ცელეკოქსიბის ნახევარი დოზა შესაძლებელია გახდეს საჭირო ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდთან და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევს შრატში ბილირუბინის და შრატისმიერი კრეატინინის მომატებას. კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია გაზრდილი შრატისმიერი ბილირუბინის და კრეატინინის რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთ ფატალურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ფენტანილის ფლუკონაზოლთან შესაძლო ურთიერთქმედების გამო. ასევე ჯანმრთელ მოხალისეებში გამოვლინდა, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად აყოვნებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის მომატებულმა კონცენტრაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა. უნდა მოხდეს პაციენტების სათანადო მონიტორინგი რესპირატორული დათრგუნვის პოტენციური რისკის გამო.
შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები: მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი იზრდება ფლუკონაზოლის HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა მეტაბოლზმიც ხდება CYP3A4 მიერ, როგორიცაა ატორვასტატინი და სიმვასტატინი ან CYP2C9 მიერ, როგორიცაა ფლუვასტატინი. თუ აუცილებელია კომბინირებული თერაპია, საჭიროა პაციენტზე დაკვრივება მიოპათიის და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოსავლენად და უნდა მოხდეს კრეატინინის კინაზას მონიტორინგი. HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს, თუ შეინიშნება კრეატინინ კინაზას გამოხატული მომატება ან მიოპათია.
იმუნოსუპრესორები (ანუ ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი):
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის 200გმ დღეში და ციკლოსპორინის (2.7 მგ/კგ დღეში ) ერთად მიღებისას ციკლოსპორინის AUC იზრდებოდა 1.8-ჯერ. კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია ციკლოსპორინის დოზის შემცირებით ციკლოსპორინის კონცენტრაციების მიხედვით.
ევეროლიმუსი: თუმცა ინ ვიტრო ან ინ ვივო არ შესწავლილა, ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს შრატისმიერი ევეროლიმუსის კონცენტრაციები CYP3A4 ინჰიბირების საშუალებით.
სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის პლაზმურ კონცენტრაციებს სავარაუდოდ სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირებით CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის მეშვეობით. მოცემული კომბინაციის გამოყენება შესაძლებელია სიროლიმუსის დოზის კორექციით ეფექტის/კონცნეტრაციის შემოწმებაზე დაყრდნობით.
ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს პერორალურად მიღებული ტაკროლიმუსის შრატისმიერი კონცენტრაციები 5-ჯერ მეტად ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის CYP3A4 მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით ნაწლავებში. არ შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები ტაკროლიმუსის ინტრავენურად გამოყენებისას. ტაკროლიმუსის მომატებული დონეები ასოცირდებოდა ნეფროტოქსიურობასთან. პერორალურად მიღებული ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციის მიხედვით.
ლოსარტანი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ლოსარტანის მეტაბოლიზმს აქტიურ მეტაბოლიტად (E-31 74) რაც უზრუნველყოფს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგინიზმს რომელიც მიმდინარეობს ლოსარტანით მკურნალობის დროს. პაციენტებმა უწყვეტ რეჟიმში უნდა მოახდინონ საკუთარი არტერიული წნევის მონიტორინგი.
მეთადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს მეთადონის შრატისმიერი კონცენტრაცია. მეთადონის დოზის კორექცია შესაძლებელია აუცილებელი იყოს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ფლურბიპროფენის Cmax და AUC იზრდებოდა 23% და 81% შესაბამისად, ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას ფლურბიპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით. ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+) -იბუპროფენი] Cmax და AUC შესაბამისად იზრდებოდა 15% და 82% , როდესაც ფლუკონაზოლი გამოიყენებოდა რაცემულ იბუპროფენთან კომბინაციაში (400მგ) რაცემული იბუპროფენის ცალკე მიღებასთან შედარებით.
თუმცა განსაკუთრებულად არ შესწავლილა, ფლუკონაზოლს გააჩნია პოტენციალი გაზარდოს სხვა აასს-ების სისტემური ექსპოზიცია, რომელთა მეტაბოლიზმიც ხდება CYP2C9 მიერ (მაგ. ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). აასს-ებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და ტოქსიურობის ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია. შესაძლებელია საჭრო გახდეს აასს-ების დოზის კორექცია.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი აინჰიბირებს ფენიტოინის ღვიძლში მეტაბოლიზმს. 200მგ ფლუკონაზოლის და 250მგ ინტრავენური ფენიტოინის განმეორებითი გამოყენება ზრდიდა ფენიტოინის AUC 24 75%-ით და Cmax -128%. კომბინაციაში გამოყენებისას შრატში ფენიტოინის კონცენტრაციების მონიტორინგი საჭიროა იმისათვის, რომ მოხდეს ფენიტოინის ტოქსიურობის პრევენცია.
პრედნიზონი: ღვიძლის გადანერგვის მქონე პაციენტში პრედნიზონით მკურნალობისას შეინიშნებოდა თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა, როდესაც მოხდა ფლუკონაზოლის სამთვიანი თერაპიის შეწყვეტა. ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტა სავარაუდოდ იწვევდა CYP3A4 აქტიურობის მომატებას, რაც ზრდიდა პრედნიზონის მეტაბოლიზმს. პაციენტები, რომლებიც გადიოდნენ ფლუკონაზოლით ხანგრძლივ მკურნალობას, უნდა ჩაუტარდეთ სათანადო მონიტორინგი თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამოსავლენად ფლუკონაზოლის მიღების შეწყევეტისას.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის შრატისმიერ კონცენტრაციებს და იწვევს რიფაბუტინის AUC -ის მომატებას 80%-ით. ადგილი ჰქონდა უვეიტის განვითარების შემთხვევებს პაციენტებში ფლუკონაზოლის და რიფაბუტინის კომბინაციაში გამოყენებისას. კომბინირებული თერაპიის დროს, რიფაბუტინის ტოქსიურობის სიმპტომების გათვალისწინება უნდა მოხდეს.
საქუინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საქუინავირის AUC და CMax დაახლოებით 50% და 55%, შესაბამისად საქუინავირის ღვიძლში მეტაბოლიზმის ინჰიბირების საშუალებით CYP3A4 მეშვეობით და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირებით. საქუინავირი/რიტონავირის ურთიერთქმედება არ შესწავლილა . შესაძლებელია აუცილებელი გახდეს საქუინავირის დოზის კორექცია.
სულფონილშარდოვანა: ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს სულფონილშარდოვანას შრატისმიერი ნახევარგამოყოფის პერიოდს მასთან ერთად გამოყენებისას (მაგ. ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ჯანმრთელ მოხალისეებში. სისხლში გლუკოზას ხშირი მონიტორინგი და სულფონილშარდოვანას დოზის შესაბამისი შემცირება რეკომენდებულია კომბინირებული თერაპიის დროს.
თეოფილინი: პლაცებო კონტროლირებულ ურთიერთქმედების კვლევაში ფლუკონაზოლის 200მგ 14 დღის განმავლობაში მიღება იწვევდა თეოფილინის საშუალო პლაზმური კლირენსის შემცირებას 18%-ით. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს ან რომლებიც იმყოფებიან თეოფილინის ტოქსიურობის მაღალი რისკის ქვეშ, უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი თეოფილინის ტოქსიურობის ნიშნების გამოსავლენად ფლუკონაზოლის მიღებისას. საჭიროა თერაპიის ცვლილება ტოქსიურობის ნიშნების გავნითარების შემთხვევაში.
ვინკა ალკალოიდები: თუმცა არ შესწავლილა, ფლუკონაზოლმა შესაძლებელია გაზარდოს ვინკა ალკალოიდების პლაზმური დონეები (მაგ. ვინკრისტინი და ვინბლასტინი) და გამოიწვიოს ნეიროტოქისურობა, რაც სავარაუდოდ განპირობებულია CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი ეფექტით.
ვიტამინი A: ერთ პაციენტში განვითარებული შემთხვევის მიხედვით , რომელიც იღებდა კომბინირებულ თერაპიას ყველა სახის ტრანს-რეტინოიდული მჟავით (მჟავა რომელიც ახდენს ვიტამინ A-ს ფორმირებას) და ფლუკონაზოლით, შეინიშნებოდა ცნს-სთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენები ფსევდოთუმოროზის ფორმით, რომელთა გაქრობაც ხდებოდა ფლუკონაზოლის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. მოცემული კომბინაციის გამოყენება შესაძლებლია, მაგრამ ცნს-თან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ინტენსივობის გათვალისწინება აუცილებელია.
ვორიკონაზოლი: (CYP2C9 და CYP3A4 ინჰიბიტორი): პერორალური ვორიკონაზოლის (400გ Q12 ერთი დღე, შემდეგ 200მგ Q12 2.5 დღე) და პერორალური ფლუკონაზოლის (400მგ პირველ დღეს, შემდეგ 200მგ Q24 4 დღე) კომბინირებული გამოყენება 8 ჯანმრთელ მამაკაცში იწვევდა ვორიკონაზოლის Cmax და AUCt მომატებას საშუალოდ 57% და 79%, შესაბამისად. ვორიკონაზოლის და ფლუკონაზოლის შემცირებული დოზა/ან სიხშირე, რამაც უნდა გაზარდოს მოცემული ეფექტი არ დადგენილა. ვორიკონაზოლთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების მონიტორინგი რეკომენდებულია, თუ ვორიკონაზოლის გამოყენება ხდება ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ.
ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Cmax და AUC 84 და 74%, შესაბამისად პერორალური ზიდოვუდინის დაახლოებით 45% კლირენსის გამო. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდა დაახლოებით 128%-ით ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპიის შემდეგ. პაციენტებში მოცემული კომბინაციის მიღებისას უნდა ჩატარდეს მონიტორინგი ზიდოვუდინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების გამო. შესაძლებელია საჭირო გახდეს ზიდოვუდინის დოზის შემცირება.
აზითრომიცინი: ღია, რანდომიზებული სამგზის ჯვარედინი კვლევა, რომელიც ჩატარდა 18 ჯამრთელ სუბიექტში შეისწავლებოდა აზითრომიცინის ერთჯერადი 1200მგ დოზის ეფექტი ფლუკონაზოლის 800მგ ერთჯერადი პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკაზე ასევე ფლუკონაზოლის ეფექტი აზითრომიცინის ეფექტზე. არ შეინიშნებოდა ფლუკონაზოლის და აზითრომიცინს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
პერორალური კონტრაცეპტივები: ჩატარდა ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზების გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური კვლევები პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად კომბინაციაში. არ შეინიშნებოდა ჰორმონის დონეზე რაიმე სახის ეფექტი ფლუკონაზოლის 50მგ კველვაში, მაშინ, როდესაც 100მგ დღეში მიღებისას ეთინილ ესტრადიოლის და ლევონორგესტრელი AUC -ები იზრდებოდა 40% და 24%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლის მოცემული დოზების მრავალჯერად გამოყენებას არ არის მოსალოდნელი რომ ჰქონედეს ეფექტი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზა დამოკიდებული უნდა იყოს სოკოვანი დაავადების ბუნებასა და სიმწვავეზე. ინფექციების მკურნალობა, რომელიც საჭიროებს მრავალჯერადი დოზების გამოყენებას უნდა გაგრძელდეს კლინიკური პარამეტრების ან ლაბორატორიული ტესტების ჩვენებამდე, რომ სოკოვანი ინფექცია ჩაცხრა. მკურნალობის არაადექვატურმა ხანგრძლივობამ შესაძლებელია გამოიწვიოს აქტიური ინფექციის რეციდივი.
მოზრდილები
ჩვენებები
დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა
კრიპტოკოკოზი
კრიპტოკოკული მენინგიტის მკურნალობა
დარტყმითი დოზა: 400მგ 1 დღეს
შემდგომი დოზა: 200მგ - 400მგ დღეში
როგორც წესი 6-8 კვირა
სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს შესაძლებელია გაიზარდოს 800მგ-მდე.
შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკის დროს
200მგ დღეში
განუსაზღვრელად დღიური დოზით 200მგ
კოკციდიოიდომიკოზები
200მგ-400მგ
11 თვიდან 24 თვემდე ან უფრო ხანგრძლივად პაციენტის მიხედვით. 800მგ დღეში შესაძლებელია ზოგიერთი ინფექციის დროს და განსაკუთრებით მენინგეალური დაავადებებისთვის
ინვაზიური კანდიდოზი
დარტყმითი დოზა: 800მგ 1 დღეს
შემდგომი დოზა: 400მგ დღეში
ზოგადად, თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობაა კანდიდემიის დროს 2 კვირა სისხლის კულტურის პირველი უარყოფითი შედეგის შემდეგ და კანდიდემიისთვის დამახასიათებელი ნიშნების და სიმპტომების მოხსნის შემდეგ
ლოწროვანი გარსის კანდიდოზის მკურნალობა
ოროფარინგეალური კანდიდოზი
ეზოფაგეალური კანდიდოზი
დარტმითი დოზა: 200მგ - 400მგ 1 დღეს
შემდგომი დოზა: 100მგ-200მგ დღეში
დარტყმითი დოზა:200მგ-400მგ 1 დღეს
შემდგომი დოზა: 100-200მგ დღეში
7-21 დღე (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიამდე)
შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი პერიოდები პაცინეტებში ძლიერ კომპრომისირებული იმუნური ფუნქციით
14-30 დღე (ეზოფაგეალური კანდიდოზის რემისიამდე)
შესაძლებელია უფორ ხანგრძლივად პაცინეტებში ძლიერ კომპრომისირებული იმუნური ფუნქციით
კანდიდურია
200-400მგ დღეში
7-21 დღე. შესაძლებელია უფორ ხანგრძლივად პაციენტებში ძლიერ კომპრომისირებული იმუნური ფუნქციით.
ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
50მგ დღში
14 დღე
ქრონიკული ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
50-100მგ დღეში
28 დღემდე. შესაძლებელია უფრო ხანგრძლივად ინფექციის სიმწვავისა ან ფონური იმუნური კომპრომიზაციის და ინფექციის მიხედვით
ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია პაციენტებში აივ იფექციით, რომლებიც იმყოფებიან რეციდივის განვითარების რისკის ქვეშ
ოროფარინგეალური კანდიდოზი
ეზოფაგეალური კანდიდოზი
100მგ-200მგ დღეში ან 200მგ 3-ჯერ კვირაში

განუსაზღვრელი პერიოდით პაციენტებში ქრონიკული იმუნური დათრგუნვით

გენიტალური კანდიდოზი
აქტიური ვაგინალური კანდიდოზი
კანდიდოზური
ბალანიტი
150მგ
ერთჯერადი დოზა
მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში)
150მგ ყოველ მესამე დღეს სულ 3 დოზა (1, 4 და მე-7 დღეს) შემდეგ 150მგ კვირაში ერთხელ შემანარჩუნებელი დოზის სახით
შემანარჩუნებელი დოზა: 6
დერმატომიკოზები
- tinea pedis,
tinea corporis,
tinea cruris,
კანდიდა ინფექციები
150მგ კვირაში ერთხელ ან 50მგ დღეში ერთხელ
2-4 კვირა, tinea pedis -ს შესაძლებელია საჭიროებდეს 6 კვირამდე მკურნალობას
tinea versicolor
300-400მგ კვირაში ერთხელ
1-3 კვირა
50მგ დღეში ერთხელ
2-4 კვირა
tinea unguium (ონიკომიკოზები)
150მგ კვირაში ერთხელ
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ვიდრე არ მოხდება ინფიცირებული ფრჩხილის გამოცვლა (არაინფიცირებული ფრძხილის ზრდა). ხელის და ფეხის ფრჩხილების ზრდას როგორც წესი ჭირდება 3-6 თვე და 6-12 თვე შესაბამისად.
თუმცა, ზრდის სიჩქარე შესაძლებელია განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად და ასაკის მიხედვით. ხაგნრძლივი ქორნიკული ინფექციის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ფრჩხილები ხანდახან რჩება უფორმო.
კანდიდას ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით
200-400მგ
მკურნალობა უნდა დაიწყოს რამოდენიმე დღით ადრე ნეიტროპენიის მოსალოდნელ დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს 7 დღე ნეიტროპენიიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რაოდენობა გაიზრდება 1000-ზე მეტი უჯრედს /მმ3.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები
დოზირების კორექცია უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით (იხ. თირკმლის ფუნქციის დარღვევა).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
არ არის აუცილებელი ერთჯერადი დოზის თერაპიის კორექცია. პაციენტებში (მათ შორის პედიატრიულ პოპულაციაში) თირკმლის ფუნქციის დარღვევისას, რომლებიც მიიღებენ ფლუკონაზოლის მრავალჯერად დოზებს, საწყისი 50მგ -დან 400მგ-დე დოზის გამოყენებაა საჭირო, ჩვენებისთვის რეკომენდებულ დღიურ დოზაზე დაყრდნობით. საწყისი დარტყმითი დოზის შემდეგ დღიური დოზა (ჩვენების მიხედვით) დამოკიდებული უნდა იყოს შემდეგ ცხრილზე:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
რეკომენდებული დოზის პროცენტი
>50
100%
≤50 (დიალიზის გარეშე)
50%
რეგულარული დიალიზი
100% ყოველი დიალიზის სეანსის შემდეგ
პაციენტები რომლებიც იმყოფებიან რეგულარულ დიალიზზე, უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ყოველი დიალიზის სეანსის შემდეგ; დიალიზის გარეშე დღეებში, პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა კრეატინინის კლირენსის მიხედვით.
ღვიძლის ფუქნციის დარღვევა
არსებობს შეზღუდული მონაცმები პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ამიტომ ფლუკონაზოლის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციის დროს (იხ. გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები და გვერდითი მოვლენები).
პედიატრიული პაციენტები
დღეში მაქსიმალური 400მგ-ზე მეტი დოზა არ გამოიყენება პედიატრიულ პოპულაციაში.
როგორც მოზრდილებში, მსგავსი ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ პასუხზე. ფლუნოლის მიღება ხდება ერთჯერადი დოზის სახით დღეში.
პედიატრიულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, იხ. თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა არ შესწავლილა პედიატრიულ პოპულაციაში თირკმლის უკმარისობით („ტერმინი ახალშობილებისთვის“, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ უპერატესად თირკმლის მოუმწიფებლობა იხ. ქვემოთ).
ჩვილი ბავშვები, მცირე ასაკის ბავშვები და ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე ასაკის):
ჩვენებები
დოზირება
რეკომენდაციები
- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
საწყისი დოზა: 6მგ/კგ
შემდგომი დოზა:3მგ/კგ
საწყისი დოზა მიიღება პირველ დღეს წონასწორული მდგომარეობის დონეების მისაღწევად უფრო სწრაფად
ინვაზიური კანდიდოზი
კრიპტოკოკული მენინგიტი
დოზა: 6-12 მგ/კგ დღეში
დაავადების სიმწვავის მიხედვით
შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პრევენციისთვის რეციდივის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებში
დოზა: 6მგ/კგ/დღეში
დაავადების სიმწვავის მიხედვით
კანდიდას პროფილაქტიკა იმუნიკომპრომისირებულ პაციენტებში
დოზა: 3-12 მგ/კგ დღეში
ინდუცირებული ნეიტროპენიის გავრცელებასა და ხანგრძლივობაზე დამოკიდებულებით (იხ. დოზირება მოზრდილებში)
მოზარდები (12-17 წლის):
წონასა და მომწიფების პერიოდის გათვალისწინებით, ექიმმა უნდა შეამოწმოს, თუ რა სახის დოზირება იქნება უფრო შესაფერისი (მოზრდილები ან ბავშვები). კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვებს გააჩნიათ ფლუკონაზოლის უფრო მაღალი კლირენსი, ვიდრე მოზრდილებს. 100, 200 და 400მგ დოზები მოზრდილებში შეესაბამება 3, 6 და 12 მგ/კგ დოზებს ბავშებში შედარებითი სისტემური ექსპოზიციის მისაღწევად.
გენიტალური კანდიდოზის ჩვენების უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პოპულაციაში არ დადგენილა. ამჟამინდელი არსებული მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, პედიატრიული ჩვენებისთვის აღწერილია ნაწილში „გვერდითი მოვლენები“ . მწვავე გენიტალური კანდიდოზის მკურნალობის დროს მოზარდებში , დოზირება უნდა იყოს მოზრდილების დოზირების მსგავსი.
ახალშობილები (0-27 დღის):
ახალშობილებში ფლუკონაზოლი ნელა გამოიყოფა. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მცირეა მოცემული დოზირების ახალშობილებში გამოყენების გასამყარებლად (იხ. ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
ასაკობრივი ჯგუფი
დოზირება
რეკომენდაციები
ახალშობილები (0-14 დღის)
იგივე მგ/კგ დოზა, როგორც ჩვილ ბავშვებში, მცირე ასაკის ბავშვებში და ბავშვებში, რომლის მიღებაც უნდა მოხდეს ყოველ 72 სთ-ში
დაუშვებელია მაქსიმალური 12მგ/კგ დოზა 72 სთ-ში გადაჭარბება
ახალშობილები (15-27 დღის)
იგივე მგ/კგ დოზები როგორც ჩვილებში, მცირე ასაკის ბავშვებში და ბავშვებში ყოველ 48 სთ-ში
დაუშვებელია მაქსიმალური 12მგ/კგ დოზის გადაჭარბება ყოველ 48 სთ-ში
მიღების წესი
ფლუნოლის გამოყენება უნდა მოხდეს პერორალურად.
კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკვებისგან დამოუკიდებლად.
ჭარბი დოზირება:
ადგილი ჰქონდა ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების შემთხვევებს და მოხდა ჰალუცინაციების და პარანოიდული საქციელის შეტყობინება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ადექვატურია სიმპტომური თერაპია (შემანარჩუნებელი ზომებით და კუჭის ამორეცხვით აუცილებლობის შემთხვევაში).
ფლუკონაზოლი ჭარბად გამოიყოფა შარდში, ფორსირებული მოცულობის დიურეზულმა საშუალებებმა შესაძლებელია გაზარდონ ელიმინაციის სიჩქარე. სამსაათიანი ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს პლაზმურ დონეებს დაახლოებით 50%-ით.
გამოშვების ფორმა:
ფლუნოლი 150მგ კაფსულა წარმოდგენილია ბლისტერზე 1 და 2 კაფსულით.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ფლუნოლის 50მგ კაფსულა წარმოდგენილია ბლისტერზე 3 და 7 კაფსულით.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე , საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
ფლუნოლი 150მგ კაფსულა გამჭვირვალე პვქ-პვდქ/ალ ბლისტერზე.
შეფუთვაში 1 კაფსულა: 1 კაფსულა/1ბლისტერი/1 კოლოფი
შეფუთვაში 2 კაფსულა: 2 კაფსულა/1 ბლისტერი/1 კოლოფი
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.ს.
სტამბული/თურქეთი
მწარმოებელი:
ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.ს.
დიუზჩე/თურქეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.