ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ფლუკონაზოლი-დარნიცა

FLUCONAZOLE-DARNYTSIA

რეცეპტით2მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლ-დარნიცა ნაჩვენებია ზრდასრულებში შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ: კრიპტოკოკური მენინგიტი; კოკციდიოიდოზი; ინვაზიური კანდიდოზი; ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ოროფარინგიალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის ჩათვლით, კანდიდურია, კანისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფლუკონაზოლი (fluconazole)
ფორმა და შეფუთვა
2მგ/მლ 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პოლიპროპილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
J02AC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-046156
რეგისტრირებულია
13 აგვისტო 2026, მოქმედებს 13 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Pharmaceutical Firm «Darnytsia» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს ,,ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფლუკონაზოლი-დარნიცა და სხვა წამალი ერთად

ფლუკონაზოლი-დარნიცა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლუკონაზოლ-დარნიცა ნაჩვენებია ზრდასრულებში შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

კრიპტოკოკური მენინგიტი;

კოკციდიოიდოზი;

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ოროფარინგიალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის ჩათვლით, კანდიდურია, კანისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი;

პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენების გამო გამოწვეული კანდიდოზი), პირის ღრუს ჰიგიენისა ან ადგილობრივი თერაპიის არაეფექტურობის დროს.

ფლუკონაზოლ-დარნიცა ნაჩვენებია ზრდასრულებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი პაციენტებში მისი განვითარების მაღალი რისკით;

ოროფარინგეალური ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი პაციენტებში აივ ინფექციით მისი განვითარების მაღალი რისკი;

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (მაგალითად, პაციენტებში სისხლის ავთვისებიანი დაავადებებით, რომლებიც ღებულობენ ქიმიოთერაპიას ან პაციენტებში ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით).

ფლუკონაზოლ-დარნიცა გამოიყენება ბავშვებში დაბადებიდან ლორწოვანი გარსის კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში შემცირებული იმუნიტეტით. სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში მისი განვითარების მაღალი რისკით.

თერაპია სამკურნალო საშუალებით შეიძლება დაიწყოს კულტურალური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე; შედეგების მიღების შემდეგ, ანტიბაქტერიული თერაპია შესაბამისად უნდა იქმნას კორექტირებული.

მიღების წესი და დოზირება

არ ჩაარჭოთ ნემსი(ები) პოლიმერული ფლაკონის სხვა, ამისთვის არაგათვალისწინებულ ადგილებში, არამედ მხოლოდ სტერილურ პორტებში !

ინფუზიური მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია შემდეგი ალგორითმის დაცვა:

მოხსენით დამცავი პლასტმასის სახურავი პირველი გახსნის კონტროლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოაძრეთ დამცავი სარქველი(ები ) No1, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 1-ზე და ნახ. 2-ზე (მწარმოებელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ტიპისა და მასალის დამცავი სარქველები).

ნემსს მოხსენით თავსახური და ჩაარჭეთ ის ფლაკონის ნებისმიერ სპეციალურ N2 პორტში, რომელშიც მოთავსებულია საინფუზიო სამკურნალო საშუალება (იხ. სურ. 1 და სურ. 2 ).

მეორე სტერილური პორტის გამოყენება შესაძლებელია საინფუზიო ფლაკონში სხვა სამკურნალო საშუალებების (No4, იხ. სურ. 3) შესაყვანად, ან ჰაერგამტარი-ნემსისთვის არასაკმარისი ნაკადის სიჩქარის შემთხვევაში (No4, იხ. სურ. 3).

ხსნარიანი ფლაკონი ჩამოკიდეთ სპეციალური N3 რგოლის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს ფლაკონის ძირში (იხ. სურ. 3).

ბავშვები. სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება ბავშვებში დაბადებიდან; იხ. განყოფილება „მიღების წესი და დოზები“.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის, სხვა აზოლის ნაერთების ან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ფლუკონაზოლისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ფლუკონაზოლს მრავალჯერადად 400 მგ/დღე-ღამეში ან მეტი დოზებით (მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების თანახმად).

ფლუკონაზოლისა და სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ფერმენტ CYP3A4-ის დახმარებით (მაგალითად, ცისაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ცისაპრიდი. შემოდიოდა შეტყობინებები გულის მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შესახებ, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ფლუკონაზოლსა და ცისაპრიდს. კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა, რომ 200 მგ ფლუკონაზოლის დღე-ღამეში ერთხელ და 20 მგ ცისაპრიდის დღე-ღამეში ოთხჯერ ერთდროული გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ცისაპრიდის დონის მნიშვნელოვან მატებას და QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ცისაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").

ტერფენადინი. გულის მძიმე არითმიების განვითარების შემთხვევების გამო, რომლებიც გამოწვეული იყო QTc ინტერვალის გახანგრძლივებით, პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ტერფენადინთან ერთდროულად აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, ტარდებოდა ამ პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები. ერთ კვლევის მიმდინარეობისას ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით გამოყენებისას არ გამოვლინდა QTc ინტერვალის გახანგრძლივება. სხვა კვლევაში ფლუკონაზოლის გამოყენებით დღე-ღამეში 400 მგ ან 800 მგ დოზით ნაჩვენები იყო, რომ ფლუკონაზოლის გამოყენება 400 მგ ან მეტი დოზით მნიშვნელოვნად ზრდიდა სისხლის პლაზმაში ტერფენადინის დონეს ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას. ფლუკონაზოლის 400 მგ ან მეტი დოზით ტერფენადინთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით გამოყენებისას ტერფენადინთან ერთდროულად აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება.

ასტემიზოლი. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ამის შედეგად მომატებულმა ასტემიზოლის კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

პიმოზიდი და ქინიდინი. ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის ან ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა, თუმცა შესაბამისი კვლევები in vitro და in vivo არ ჩატარებულა. პიმოზიდის ან ქინიდინის კონცენტრაციის მომატებამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალი და იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარება. ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ერითრომიცინი. ერითრომიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ პოტენციურად შესაძლოა გაზარდოს კარდიოტოქსიკურობისა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) განვითარების და, შესაბამისად, გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკი. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.

არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ჰალოფანტრინი. ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლის პლაზმაში ჰალოფანტრინის კონცენტრაცია CYP3A4-ის ინჰიბირების ხარჯზე. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობისა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, შესაბამისად, გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკის განვითარება. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილესა და დოზის კორექციას.

ამიოდარონი. ფლუკონაზოლის ამიოდარონთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამიოდარონთან ერთად, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზის (800 მგ) დანიშვნისას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე.

ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის პერორალურად გამოყენებას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან მთელი სხეულის შემდგომ დასხივებას ძვლის ტვინის გადანერგვისთვის არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ფლუკონაზოლის აბსორბციაზე.

რიფამპიცინი. ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენება იწვევდა ფლუკონაზოლის AUC-ის 25%-ით შემცირებას და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირებას. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რიფამპიცინს, უნდა იქნას განხილული ფლუკონაზოლის დოზის გაზრდის მიზანშეწონილობა.

ჰიდროქლოროთიაზიდი. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულმა მრავალჯერადმა გამოყენებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ღებულობდნენ ფლუკონაზოლს, ზრდიდა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას 40%-ით. ურთიერთქმედების ასეთი პარამეტრები არ საჭიროებენ ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ შარდმდენებს.

ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე.

ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების CYP2C9-სა და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. ქვემოთ აღწერილი დაკვირვებადი / დოკუმენტურად დადასტურებული ურთიერთქმედებების გარდა, ფლუკონაზოლის ერთდროული დამოყენებისას არსებობს სისხლის პლაზმაში ისეთი სხვა ნაერთების კონცენტრაციების ზრდა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის მიერ. ამიტომ სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული; ამ დროს აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტების მდგომარეობაზე. ფლუკონაზოლის ფერმენტებზე დამთრგუნველი მოქმედება გრძელდება გამოყენებიდან 4-5 დღე-ღამის განმავლობაში მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო.

აბროციტინიბი. ფლუკონაზოლმა (CYP2C19, CYP2C9 და CYP3A4 ინჰიბიტორი) გაზარდა აბროციტინიბის აქტიური ნაწილის ექსპოზიცია 155%-ით. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა აბროციტინიბის დოზის დაკორექტირება აბროციტინიბის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ალფენტანილი. ჯანმრთელ მოხალისეებში ალფენტანილის დოზით20 მკგ/კგ ფლუკონაზოლთან 400 მგ დოზით ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა AUC10-ის ორჯერადი ზრდა, შესაძლოა, CYP3A4 ინჰიბირების გამო. შეიძლება აუცილებელი გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი. ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის მოქმედებას.

რეკომენდებულია 5-ნორტრიპტილინისა და/ან S-ამიტრიპტილინის კონსენტრაციის გაზომვა კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და 1 კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას კორექტირებული ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზა.

ამფოტერიცინი B. ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინ B-ს ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში ნორმალური იმუნიტეტით და ინფიცირებულ თაგვებში დაქვეითებული იმუნიტეტით გამოიწვია ასეთი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი C. Albicans-ის სისტემური ინფექციისას, ურთიერთქმედების არარსებობა ქალასშიდა Cryptococcus neoformans ინფექციის დროს და ორი სამკურნალო საშუალების ანტაგონიზმი A. fumigatus სისტემური ინფექციისას. შედეგების კლინიკური მნიშვნელობა, რომლებიც მიღებულია ამ კვლევებში, უცნობია.

ანტიკოაგულანტები. როგორც სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია სისხლდენის (ჰემატომების, ცხვირიდან სისხლდენის, კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, ჰემატურიის და მელენას) შემთხვევები პროთრომბინის დროის გახანგრძლივების თანხლებით. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა პროთრომბინის დროის ორჯერადი ზრდა, სავარაუდოდ, CYP2C9-ის მეშვეობით ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. საჭიროა პროთრომბინის დროის გულდასმითი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს ან ინდანედიონს. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია .

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგალითად მიდაზოლამი, ტრიაზოლამი. ფლუკონაზოლის დანიშვნამ მიდაზოლამის პერორალური გამოყენების შემდეგ გამოიწვია მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა და ფსიქომოტორული ეფექტების გაძლიერება. 200 მგ ფლუკონაზოლის და 7.5 მგ მიდაზოლამის პერორალურად ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, შესაბამისად, 3.7 და 2.2-ჯერ. ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით და 0.25 მგ ტრიაზოლამის პერორალურად გამოყენებამ გამოიწვია ტრიაზოლამის AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, შესაბამისად, 4.4 და 2.3-ჯერ. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა ტრიაზოლამის ეფექტების პოტენცირება და გახანგრძლივება.

თუ პაციენტს, რომელიც გადის ფლუკონაზოლით მკურნალობის კურსს, ამავდროულად უნდა დაენიშნოს თანმხლები თერაპია ბენზოდიაზეპინებით, ამ უკანასკნელების დოზა უნდა შემცირდეს და პაციენტის მდგომარეობაზე დაწესდეს შესაბამისი მეთვალყურეობა.

კარბამაზეპინი. ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და იწვევს სისხლის შრატში კარბამაზეპინის დონის 30%-ით ზრდას. არსებობს კარბამაზეპინის მხრიდან ტოქსიკურობის გამოვლინებების განვითარების რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია მისი კონცენტრაციისა და სამკურნალო საშუალების მოქმედებიდან გამომდინარე.

კალციუმის არხების ბლოკატორები. კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით. ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია გაზარდოს კალციუმის არხების ბლოკატორების სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებულია გვერდითი რეაქციების განვითარების გულდასმითი მონიტორინგი.

ცელეკოქსიბი. ფლუკონაზოლის (დღე-ღამეში 200 მგ) და ცელეკოქსიბის ( 200 მგ) ერთდროულად გამოყენებისას, ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდებოდა შესაბამისად 68%-ით და 134%-ით. ცელეკოქსიბისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.

ციკლოფოსფამიდი. ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის დონის მატებას. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია, თუ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის დონის მომატების რისკს.

ფენტანილი. შემოდიოდა შეტყობინებები ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი ლეტალური შემთხვევის შესახებ ფენტანილსა და ფლუკონაზოლს შორის შესაძლო ურთიერთქმედების გამო. ამასთანავე, ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ ფლუკონაზოლი ნიშვნელოვნად ანელებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის კონცენტრაციის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ პაციენტის მდგომარეობა გულდასმით უნდა კონტროლირდებოდეს. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.

ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები. ფლუკონაზოლისა და ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (ატორვასტატინი და სიმვასტატინი) ან ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (ფლუვასტატინი (სტატინის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემცირება)) ერთდროული გამოყენება ზრდის მიოპათიისა და რაბდომიოლიზის (დოზადამოკიდებული) განვითარების რისკს. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების წარმოქმნის გამოვლენის მიზნით და უნდა უტარდებოდეს კრეატინკინაზას დონის მონიტორინგი. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში, და ასევე მიოპათია/რაბდომიოლიზის დიაგნოზის დასმისას ან მასზე ეჭვის დროს, ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება, როგორც მითითებულია სტატინების სამედიცინო გამოყენებოს ინსტრუქციაში.

იბრიტინიბი. CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, ისეთები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან იბრიტინიბის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შეიძლება გაზარდონ ტოქსიკურობის რისკი. თუ პრეპარატების კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, იბრიტინიბის დოზა უნდა შემცირდეს 280 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების გაგრძელების მიზნით და უნდა იქნას უზრუნველყოფილი მუდმივი კლინიკური მონიტორინგი.

ივაკაფტორი (მონოთერაპიის სახით ან იგივე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაციაში). ივაკაფტორის, მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორის (CFTR) ერთდროული გამოყენება ზრდის ივაკაფტორის ექსპოზიციას 3-ჯერ და ჰიდროქსიმეთილივაკაფტორის (M1) ექსპოზიციას 1.9-ჯერ. აუცილებელია ივაკაფტორის დოზის შემცირება (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში), როგორც ეს მითითებულია ივაკაფტორის (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში.

ოლაპარიბი. CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, ისეთები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან ოლაპარიბის პლაზმურ კონცენტრაციებს; მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ ასეთი კომბინაციის თავიდან აცილება არ შეიძლება, ოლაპარიბის მიღება უნდა შემოიფარგლოს 200 მგ დოზით დღე-ღამეში ორჯერ.

იმუნოსუპრესანტები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი) .

ციკლოსპორინი. ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და მის AUC-ს. ფლუკონაზოლის 200 მგ/დღე-ღამეში და ციკლოსპორინის 2.7 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით ერთდროული მიღებისას აღინიშნა ციკლოსპორინის AUC-ის 1.8-ჯერადი ზრდა. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ციკლოსპორინის დოზა შემცირდება მისი კონცენტრაციიდან გამომდინარე.

ევეროლიმუსი. თუმცა in vitro და in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში CYP3A4 ინჰიბირების გზით.

სიროლიმუსი. ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის CYP3A4 ფერმენტით და P-გლიკოპროტეინით ინჰიბირების გზით. ეს სამკურნალო საშუალებები შეიძლება ერთდროულად იქნას გამოყენებული იმ პირობით, რომ სიროლიმუსის დოზა იქნება კორექტირებული პრეპარატის კონცენტრაციიდან და ეფექტების დონიდან გამომდინარე.

ტაკროლიმუსი. ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში 5-ჯერამდე მისი პერორალურად მიღებისას, ნაწლავში CYP3A4 ფერმენტის მიერ ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. ტაკროლიმუსის ინტრავენური შეყვანისას ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ტაკროლიმუსის მომატებული დონე ასოცირდება ნეფროტოქსიკურობასთან. პერორალური გამოყენების ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციიდან გამომდინარე.

ლოზარტანი. ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რაც განაპირობებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმის უმეტეს ნაწილს ლოზარტანის გამოყენებისას. რეკომენდებულია პაციენტებში არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.

ლურაზიდონი. CYP3A4 ზომიერმა ინჰიბიტორებმა, ისეთებმა, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეიძლება გაზარდონ ლურაზიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. თუ არ შეიძლება ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, ლურასიდონის დოზა უნდა შემცირდეს, როგორც ეს მითითებულია ლურაზიდონის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში.

მეტადონი. ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს მეტადონის კონცენტრაცია სისხლის შრატში. მეტადონისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ). ფლუკონაზოლთან ერთდროულად მიღებისას ფლურბიპროფენის Cmax და AUC გაიზარდა 23-ით % და 81%, შესაბამისად, ასეთ მაჩვენებლებთან შედარებით მხოლოდ ფლურბიპროფენის მიღებისას. ანალოგიურად, ფლუკონაზოლის რაცემიულ იბუპროფენთან ერთდროულად გამოყენებისას (400 მგ) ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის S-(+)-იბუპროფენის C max და AUC გაიზარდა 15 % და 82%-ით, შესაბამისად, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია გაზარდოს სხვა იმ აასპ-ბის სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP2C9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია აასპ-სთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციებისა და ტოქსიკურობის მონიტორინგის პერიოდული განხორციელება. შეიძლება საჭირო გახდეს აასპ-ის დოზის კორექცია.

ფენიტოინი. ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200 მგ ფლუკონაზოლისა და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად ერთდროული მრავალჯერადი გამოყენება იწვევს ფენიტოინის AUC 24 -ის 75%-ით და Cmin-ის 128%-ით ზრდას. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას უნდა იქნას ჩატარებული სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მონიტორინგი მისი ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.

პრედნიზოლონი. აღწერილია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პრედნიზოლონის გამოყენების ფონზე განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნა ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტამ, სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაძლიერება, რის შედეგადაც პრედნიზოლონის მეტაბოლიზმი დაჩქარდა. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთდროულად ღებულობენ ფლუკონაზოლს და პრედნიზოლონს, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან იქნას აცილებული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

რიფაბუტინი. ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC-ის მომატებას 80%-მდე. ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია უვეიტის განვითარების შემთხვევები. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული რიფაბუტინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომები.

საქვინავირი. ფლუკონაზოლი ზრდის საქვინავირის AUC-ს და Cmax-ს დაახლოებით 50%-ით და 55%-ით, შესაბამისად, CYP3A4 ფერმენტის მიერ ღვიძლში საქვინავირის მეტაბოლიზმის დათრგუნვით და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გზით. ფლუკონაზოლსა და საქვინავირ/რიტონავირს შორის ურთიერთქმედება არ არის გამოკვლეული, ამიტომ ისინი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. შესაძლოა საჭირო გახდეს საქვინავირის დოზის კორექცია.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები. ერთდროულად გამოყენებისას ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებისას. რეკომენდებულია სისხლში შაქრის ხშირი კონტროლი და შესაბამისად სულფონილშარდოვანას წარმოებულების დოზის შემცირება ფლუკონაზოლთან ერთდროულად მიღებისას.

თეოფილინი. პლაცებო-კონტროლირებად სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევაში ფლუკონაზოლის 200 მგ-ის გამოყენებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია სისხლის პლაზმაში თეოფილინის საშუალო კლირენსის 18%-ით შემცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს ან რომლებსაც სხვა მიზეზების გამო აქვთ თეოფილინის ტოქსიკური გამოვლინებების განვითარების მომატებული რისკი, უნდა იმყოფებოდნენ თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების ნიშნების გამოვლენის მიზნით მონიტორინგის ქვეშ. ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენისას თერაპია უნდა შეიცვალოს.

ტოფაციტინიბი. ტოფაციტინიბის გავლენა ძლიერდება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებიც იწვევენ CYP3A4-ს ზომიერ ინჰიბირებას და CYP2C19-ს ძლიერ ინჰიბირებას (მაგალითად, ფლუკონაზოლი). ამიტომ, ამ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.

ტოლვაპტანი. ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდებოდა (200% AUC, 80% Cmax ), როდესაც ტოლვაპტანი, CYP3A4-ის სუბსტრატი, გამოიყენებოდა ფლუკონაზოლთან ერთდროულად, CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორთან, ამავე დროს მნიშვნელოვნად იზრდებოდა გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, კერძოდ, დიურეზის, დეჰიდრატაციისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის მნიშვნელოვნი მომატება. ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს პაციენტის მდგომარეობა ტოლვაპტანთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოსავლენად.

ვინკას ალკალოიდები. თუმცა შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა, სავარაუდოდ, CYP3A4-ის ინჰიბირების გზით, შეიძლება გამოიწვიოს ვინკას ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინი და ვინბლასტინი) კონცენტრაციები ზრდა სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც ვითარდება ნეიროტოქსიკური ეფექტები.

ვიტამინი A. იტყობინებოდნენ, რომ პაციენტს, რომელიც ერთდროულად ღებულობდა ტრანს-რეტინოინის მჟავას (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლს, აღენიშნებოდა გვერდითი რეაქციები ცნს-ის მხრივ თავის ტვინის ფსევდოტუმორის ფორმით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. ეს სამკურნალო საშუალებები შეიძლება იქნას გამოყენებული ერთდროულად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ცნს-ის მხრივ გვერდითი რეაქციების წარმოქმნის რისკი.

ვორიკონაზოლი (CYP2С9-ს, CYP2C19-ს და CYP3A4-ის ინჰიბიტორი). ვორიკონაზოლის ერთდროული პერორალური (400 მგ ყოველ 12 საათში პირველი დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში 2.5 დღის განმავლობაში) და პერორალური ფლუკონაზოლის გამოყენება (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ ყოველ 24 საათში 4 დღის განმავლობაში) 8 ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში იწვევს ვორიკონაზოლის C max და AUC τ ზრდას საშუალოდ 57%-ით (90% ნი: 20%, 107%) და 79%-ით (90% ნი: 40%, 128%), შესაბამისად. უცნობია, გამოიწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის და/ან გამოყენების სიხშირის …

ორსულობა და ძუძუთი კვება

ობსერვაციული კვლევები მიუთითებენ სპონტანური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც პირველი და/ან მეორე ტრიმესტრის განმავლობაში ღებულობდნენ ფლუკონაზოლს, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობდნენ ფლუკონაზოლს ან იღებდნენ ადგილობრივ აზოლებს იმავე პერიოდში. მონაცემებმა რამდენიმე ათას ორსულ ქალზე, რომლებიც პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლით მკურნალობდნენ ≤150 მგ კუმულაციური დოზებით, არ აჩვენეს ნაყოფის განვითარების მანკების საერთო რისკის ზრდა. ერთ დიდ დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლის პერორალური გამოყენება დაკავშირებული იყო ძვალ-კუნთოვანი სისტემის მანკების განვითარების მცირედ გაზრდილ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც ღებულობდნენ ≤450 მგ კუმულაციურ დოზებს, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ ადგილობრივი მოქმედების აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც ღებულობდნენ 450 მგ-ზე მეტ კუმულაციურ დოზებს. კორექტირებული ფარდობითი რისკი შეადგენდა 1.29 (95 % ნი: 1.05–1.58) ფლუკონაზოლის პერორალური 150 მგ დოზისთვის და 1.98 (95 % ნი: 1.23–3.17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მეტი დოზებისთვის.

არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები ფლუკონაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას გულის მანკების განვითარების შესახებ იძლევიან ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს. თუმცა, 5 ობსერვაციული კვლევის მეტაანალიზმა, რომელიც ჩატარდა ფლუკონაზოლის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მიმღები რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაწილეობით, აჩვენა, რომ ჩვილებში გულის დეფექტების განვითარების რისკი 1.8-2-ჯერ მეტი იყო იმ ჩვილებთან შედარებით, რომელთა დედებიც არ იყენებდნენ ფლუკონაზოლს და/ან იყენებდნენ ადგილობრივი მოქმედების აზოლებს.

შეტყობინებებში აღწერილია განვითარების თანდაყოლილი მანკები იმ ჩვილებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-დან 800 მგ-მდე დღე-ღამეში) ორსულობის დროს 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ. თანდაყოლილი მანკები, რომლებიც აღინიშნებოდა ამ ბავშვებში, მოიცავენ ბრაქიცეფალიას, ყურის ნიჟარის დისპლაზიას, წინა ყიფლიბანდის ზედმეტად გადიდებას, ბარძაყის ძვლის გამრუდებას და სხივ-მხრის სინოსტოზს. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და თანდაყოლილ მანკებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ფლუკონაზოლის ჩვეულებრივი დოზები და ფლუკონაზოლით მკურნალობის ხანმოკლე კურსები, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.

ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ფლუკონაზოლით მკურნალობის მაღალი დოზები და/ან ფლუკონაზოლის ხანგრძლივი კურსები, გარდა იმ ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა, რომლებიც საშიშია სიცოცხლისთვის.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს უფრო დაბალ კონცენტრაციებს, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია ფლუკონაზოლის ერთჯერადი ჩვეულებრივი დოზის მიღების შემდეგ, რომელიც შეადგენს 150 მგ-ს.

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მრავალჯერადი ან მაღალი დოზებით გამოყენების დროს.

უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის, და ასევე ფლუკონაზოლის კლინიკურ საჭიროება დედისთვის ან ფლუკონაზოლისა და დედის ძირითადი დაავადების ნებისმიერი პოტენციური გვერდითი ეფექტი ბავშვისთვის, რომელიც იმყოფება ძუძუთი კვებაზე.

ფერტილობა. ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას ნაყოფიერებაზე მამრ და მდედრ ვირთხებში.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვისას.

სამკურნალო საშუალების ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ არის რეკომენდებული.

მიღების წესი და დოზები.

ფლუკონაზოლის დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.

პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების აუცილებლობისას ინფექციების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სოკოვანი ინფექციის კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლინებების გაქრობამდე. მკურნალობის არასაკმარისმა ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინფექციური პროცესის განახლება.

სამკურნალო საშუალება გამოიყენება ინტრავენური ინფუზიის სახით. არ არის აუცილებელი სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზის შეცვლა მისი მიღების წესის შეცვლის შემთხვევაში პერორალურიდან ინტრავენურ მიღებაზე გადასვლისას ან პირიქით.

საინფუზიო ხსნარი უნდა შეიყვანოთ სიჩქარით არაუმეტეს 10 მლ/წთ.

სამკურნალო საშუალების თავსებადობა.

სამკურნალო საშუალება თავსებადია ისეთ ხსნარებთან, როგორიცაა:

  • გლუკოზის 5%-იანი და 20%-იანი ხსნარი;
  • რინგერის ხსნარი;
  • ჰარტმანის ხსნარი;
  • კალიუმის ქლორიდის ხსნარი გლუკოზაში;
  • ნატრიუმის ბიკარბონატის 4.2%-იანი და 5%-იანი ხსნარი;
  • ამინოზინის 3.5%-იანი ხსნარი;
  • ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი;
  • დიალაფლექსი (6.36%-იანი ხსნარი ინტრაპერიტონეალური დიალიზისთვის).

ფლუკონაზოლის შეყვანა შესაძლებელია საინფუზიო სისტემაში ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ხსნართან ერთად. თუმცა სამკურნალო საშუალების სხვა საშუალებებთან არასპეციფიკური შეუთავსებლობის შემთხვევები არ არის აღწერილი, ინფუზიამდე არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის სხვა სამკურნსალო საშუალებებთან შერევა.

ინტრავენური საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში. ხსნარი უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების არსებობაზე. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როცა ის გამჭვირვალე და უცხო ნაწილაკებისგან თავისუფალია. სამკურნალო საშუალების გამოუყენებელი ნარჩენები უნდა განადგურდეს.

ზრდასრულები.

კრიპტოკოკოზი.

  • კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა: რეკომენდებული დამტვირთავი დოზა შეადგენს 400 მგ პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა - 200-400 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს არაუმცირეს 6-8 კვირას. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.
  • შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მისი განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში: სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ/დღე-ღამეში შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში.

კოქციდიოიდოზი. რეკომენდებული დოზა შეადგენს 200-400 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 11-24 თვე ან მეტი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ინფექციის ზოგიერთი ფორმების მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მენინგიტის მკურნალობისას, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს დღე-ღამეში 800 მგ დოზის გამოყენება.

ინვაზიური კანდიდოზები. დატვირთვითი დოზა შეადგენს 800 მგ პირველ დღეს, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა - 400 მგ/დღე-ღამეში. კანდიდემიის მკურნალობის ჩვეულებრივ რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის კულტურის პირველი უარყოფითი შედეგების შემდეგ და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი.

  • ოროფარინგეალური კანდიდოზი: დატვირთვითი დოზა შეადგენს 200-400 მგ პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა - 100-200 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7–21 დღეს (რემისიის მიღწევამდე), მაგრამ შეიძლება გაიზარდოს მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის.
  • საყლაპავის კანდიდოზი: დატვირთვითი დოზა შეადგენს 200-400 მგ პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა - 100-200 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 14-30 დღეს (რემისიის მიღწევამდე), მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის.
  • კანდიდურია: რეკომენდებული დოზა შეადგენს 200–400 მგ/დღე-ღამეში 7–21 დღის განმავლობაში. მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს.
  • ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
  • კანისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 28 დღემდე, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს ინფექციის სიმძიმიდან და ტიპიდან ან დასუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი.

  • ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 100–200 მგ/დღე-ღამეში ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ. დათრგუნული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა გახანგრძლივებული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში. რეკომენდებული დოზა შეადგენს 200-400 მგ. მკურნალობა უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში ნეიტროფილების რაოდენობის 1000/ მმ3 -ზე მეტით მომატების შემდეგ .

ხანდაზმული ასაკის პაციენტები .

დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე (იხ. ქვემოთ).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი სახით. ერთჯერადი გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას მკურნალობის

პირველ დღეს უნდა გამოიყენონ საწყისი დოზა 50-400 მგ ჩვენებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ სადღეღამისო დოზა (ჩვენების მიხედვით) უნდა გამოითვალოს ცხრილის შესაბამისად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტული მაჩვენებელი

> 50

100%

≤ 50 ( ჰემოდიალიზის გარეშე )

50%

ჰემოდიალიზი

100% თითოეული ჰემოდიალიზის შემდეგ

პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ.იმ დღეებში, როცა დიალიზი არ ტარდება, პაციენტმა უნდა მიიღოს დოზა, რომელიც დაკორექტირებულია კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ პაციენტების ამ კატეგორიაში.

ბავშვები.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს

მკურნალობის ხანგრძლივობა, ისევე, როგორც ზრდასრულებში ანალოგიური ინფექციებისას, დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ პასუხზე. ფლუკონაზოლი გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სამკურნალო საშუალების დოზირება მოცემულია ქვეპუნქტში „თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები“ .

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი (იხ. ქვემოთ ინფორმაცია ახალშობილებში გამოყენების შესახებ, რომლებსაც ხშირად აქვთ თირკმლის პირველადი უმწიფრობა.)

12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები .

სხეულის წონისა და პუბერტატული განვითარებიდან გამომდინარე ექიმმა უნდა შეაფასოს, სამკურნალო საშუალების რა ოდენობის დოზა (მოზრდილებისთვის ან ბავშვებისთვის) იქნება ოპტიმალური პაციენტისთვის. კლინიკური მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ფლუკონაზოლის კლირენსი ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში. ზრდასრულებში 100, 200 და 400 მგ დოზების და ბავშვებში 3, 6 და 12 მგ/კგ დოზების გამოყენება გვაძლევს შედარებადი სისტემური ექსპოზიციის მიღწევის საშუალებას.

28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები .

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: საწყისი დოზა შეადგენს 6 მგ/კგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზა - 3 მგ/კგ/დღე-ღამეში. საწყისი დოზა შეიძლება გამოყენებული იქნას პირველ დღეს წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მიღწევის მიზნით.

ინვაზიური კანდიდოზები, კრიპტოკოკური მენინგიტი: სამკურნალო საშუალების დოზა შეადგენს 6-12 მგ/კგ/დღე-ღამეში, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შემანარჩუნებელი თერაპია ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი: სამკურნალო საშუალების დოზა შეადგენს 6 მგ/კგ/დღე-ღამეში დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

კანდიდოზის პროფილაქტიკა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში: სამკურნალო საშუალების დოზა შეადგენს 3-12 მგ/კგ/დღე-ღამეში ინდუცირებული ნეიტროპენიის გამოხატულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე (იხ. დოზები ზრდასრულებისთვის).

ბავშვები დაბადებიდან 27 დღემდე.

ახალშობილებში ფლუკონაზოლი ორგანიზმიდან ნელა გამოიყოფა. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომლებზეც არის დაფუძნებული ქვემოთ ჩამოთვლილი დოზები დროულად დაბადებული ახალშობილებისთვის, მოყვანილია ნაწილში „ფარმაკოკინეტიკა“.

  • 0-დან 14 დღემდე ასაკის დროულად დაბადებული ახალშობილები: დოზები ანალოგიურია 28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზემოთ მითითებული დოზებისა, უნდა იქნას გამოყენებული ყოველ 72 საათში ერთხელ. არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დოზა, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ-ს ყოველ 72 საათში ერთხელ.
  • 15-დან 27 დღემდე ასაკის დროულად დაბადებული ახალშობილები: 28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზემოთ მითითებული დოზების ანალოგიური დოზები, უნდა მიიღოთ ყოველ 48 საათში ერთხელ.არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დოზა, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ-ს ყოველ 48 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

სმენის ორგანოებისა და ვესტიბულური აპარატის მხრიდან:

არახშირი : ვერტიგო.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიის მხრივ:

ხშირი : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, ღებინება.

არახშირი: ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ:

ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.

არახშირი : ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება.

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანება.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ:

არახშირი: მადის დაქვეითება.

იშვიათი : ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი : თავის ტკივილი.

არახშირი : კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა.

იშვიათი : ტრემორი.

ფსიქიკის მხრივ:

არახშირი: უძილობა, ძილიანობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათი : „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

არახშირი : ანემია.

იშვიათი : აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია.

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათი : ანაფილაქსია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი : გამონაყარი.

არახშირი : მედიკამენტოზური დერმატიტი (მათ შორის ფიქსირებული მედიკამენტოზური დერმატიტი), ჭინჭრის ციება, ქავილი, გაძლიერებული ოფლიანობა.

იშვიათი : ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია.

უცნობია: რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არახშირი : მიალგია .

შეყვანის ადგილზე ზოგადი დარღვევები და რეაქციები:

არახშირი : მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება.

ბავშვები. ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას გვერდითი რეაქციებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ნორმიდან გადახრის სიხშირე და ხასიათი შედარებადი იყო ზრდასრულებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს იძლევა შესაბამისი სამკურნალო საშუალების „სარგებლი/რისკის“ თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებისთვის აუცილებელია შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

ჭარბი დოზა

მიღებულია შეტყობინება ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შესახებ; ამავდროულად შეგვატყობინეს ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის შესახებ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია და, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა.

ფლუკონაზოლი ძირითად გამოიყოფა შარდთან ერთად; ფორსირებულ დიურეზს შეუძლია დააჩქაროს სამკურნალო საშუალების გამოყოფა. 3-საათიანი ხანგრძლივობის ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50%-ით.

გვერდითი რეაქციები.

ყველაზე ხშირად (> 1/10) გვატყობინებდნენ შემდეგ გვერდით რეაქციებზე: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და ტუტე ფოსფატაზას დონის გაზრდა სისხლში, რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიისა და სისტემური გამოვლინებების თანხლებით (DRESS-სინდრომი), რომელიც დაკავშირებულია ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი;

ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ფლუკონაზოლს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ტრიაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი J02AC01.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა.

ამ მედიკამენტთან შეუთავსებლობის პრობლემები არ დაფიქსირებულა. არ შეურიოთ პრეპარატი სხვა სამკურნალო საშუალებებს ერთად, გარდა პუნქტში „დოზირება და მიღების წესი“ მითითებული შემთხვევებისა.

შეფუთვა.

100 მლ ფლაკონში; 1 ერთი ფლაკონი შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი. კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილის მისამართი.

უკრაინა 02093, ქ. კიევი, ქ. ბორისპილსკაია, 13.

ბოლო გადახედვის თარიღი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების მექანიზმი.

ფლუკონაზოლი, ტრიაზოლის კლასის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი, წარმოადგენს ერგოსტეროლის სინთეზისთვის საჭირო სოკოვანი ფერმენტების ძლიერ, შერჩევით ინჰიბიტორს. მისი მოქმედების პირველადი მექანიზმია ციტოქრომ P450-ით განპირობებული სოკოვანი 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების დათრგუნვა, რაც სოკოვანი ერგოსტეროლის ბიოსინთეზის განუყოფელი ეტაპია. 14-ალფა-მეთილსტეროლების დაგროვება კორელაციაშია სოკოვანი უჯრედის მემბრანიდან ერგოსტეროლის შემდგომ დაკარგვასთან და შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო აქტივობაზე. ფლუკონაზოლი უფრო შერჩევითია სოკოვანი ციტოქრომ P450 ფერმენტების მიმართ, ვიდრე ძუძუმწოვრების ციტოქრომ P450 ფერმენტული სხვადასხვა სისტემების მიმართ.

ფლუკონაზოლის 50 მგ დღიური დოზა 28 დღის განმავლობაში გავლენას არ ახდენს მამაკაცებში პლაზმაში ტესტოსტერონის დონეზე ან რეპროდუქციული ასაკის ქალებში ენდოგენური სტეროიდების დონეზე. ფლუკონაზოლის 200-400 მგ დღიური დოზა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციაზე ჯანმრთელ მამაკაც მოხალისეებში.

ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ 50 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი ან განმეორებითი მიღება არ მოქმედებს ანტიპირინის მეტაბოლიზმზე.

In vitro მგრძნობელობა .

ფლუკონაზოლი in vitro ავლენს სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას Candida-ს ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობების (C. albicans, C. parapsilosis, C. Tropicalis ჩათვლით) მიართ. C. glabrata ფლუკონაზოლის მიმართ ავლენს ფართო დიაპაზონის მგრძნობელობას, მაშინ როდესაც C. Krusei მის მიმართ რეზისტენტულია.

ფლუკონაზოლი in vitro ასევე ავლენს აქტივობას როგორც Cryptococcus neoformans-ისა და Cryptococcus gattii-ის, ასევე ენდემური ობის სოკოების Blastomices dermatitidis-ის, Coccidioides immitis-ის, Histoplasma capsulatum-ისა და Paracoccidioides brasiliensis-ის წინააღმდეგ.

ფარმაკოდინამიკა ფარმაკოკინეტიკა.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად არსებობს კორელაცია მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციასა და Candida-ს სახეობებით გამოწვეული ექსპერიმენტული მიკოზების საწინააღმდეგო ეფექტურობას შორის. კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად არსებობს წრფივი კავშირი ფლუკონაზოლის AUC-სა და დოზას შორის (დაახლოებით 1:1). ასევე არსებობს პირდაპირი, მაგრამ არასაკმარისი კავშირი AUC-სა ან დოზასა და ორალურ კანდიდოზაზე და, ნაკლებად კანდიდემიაზე მკურნალობაზე დადებით კლინიკურ პასუხს შორის. იმ ინფექციების ანალოგიური მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია შტამებით, რომლებიც მიმართაც ფლუკონაზოლს აქვს მაღალი მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაცია ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.

რეზისტენტობის მექანიზმი.

Candida-ს მიკროორგანიზმების სახეობებს გააჩნიათ რეზისტენტობის მრავალი მექანიზმი აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ფლუკონაზოლი ავლენს მაღალ მინიმალურ ინჰიბიტორულ კონცენტრაციებს იმ სოკოვანი შტამების მიმართ, რომლებსაც აქვთ ერთი ან მეტი რეზისტენტობის მექანიზმი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის ეფექტურობაზე in vivo და კლინიკურ პრაქტიკაში. შემოდიოდა შეტყობინებები Candida spp.-ის სუპერინფექციის განვითარების შემთხვევების შესახებს, სხვა, C albicans.- სგან განსხვავებული სახეობები, რომლებიც ხშირად არამგრძნობიარია ფლუკონაზოლის მიმართ (მაგალითად, Candida krusei). ასეთი შემთხვევების მკურნალობისთვის უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

ფარმაკოკინეტიკა.

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია ინტრავენურად და პერორალურად მიღებისას.

განაწილება.

განაწილების მოცულობა დაახლოებით ტოლია ორგანიზმში სითხის საერთო შემცველობისა. შეკავშირება პლაზმის ცილებთან დაბალია (11–12%).

ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა გამოკვლევად სითხეში. ფლუკონაზოლის დონე ნერწყვსა და ნახველში მსგავსია სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციისა. პაციენტებში სოკოვანი მენინგიტით ფლუკონაზოლის დონე ზურგის ტვინის სითხეში აღწევს სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის 80%-ს.

კანში ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატისმიერს, მიიღწევა რქოვან შრეში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვან შრეში. დღე-ღამეში ერთხელ 50 მგ დოზის მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია მკურნალობის 12 დღის შემდეგ შეადგენდა 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია ჯერ კიდევ შეადგენდა 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის გამოყენებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია მკურნალობის მე-7 დღეს შეადგენდა 23.4 მკგ/გ; 7 დღის შემდეგ შემდეგი დოზის მიღებიდან კონცენტრაცია ჯერ კიდევ შეადგენდა 7.1 მკგ/გ.

კვირაში ერთხელ 150 მგ 4 თვის გამოყენების შემდეგ ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ფრჩხილებში შეადგენდა 4.05 მკგ/გ ჯანმრთელ მოხალისეებში და 1.8 მკგ/გ ფრჩხილების დაავადებების მქონე პაციენტებში; ფრჩხილების ნიმუშებში ფლუკონაზოლი განისაზღვრება თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

მეტაბოლიზმი.

ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება უმნიშვნელოდ. რადიოაქტიული იზოტოპებით მონიშნული დოზის შეყვანის შემდეგ ფლუკონაზოლის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების სელექციურ ინჰიბიტორს, ასევე იზოფერმენტ CYP2C19-ის ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4-ის იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს, და ასევე CYP2C19 იზოენზიმის ძლიერ ინჰიბიტორს.

ექსკრეცია.

ფლუკონაზოლის სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. სამკურნალო საშუალების დიდი ნაწილი გამოიყოფა თირკმელებით, ამასთან შეყვანილი დოზის 80% აღინიშნება შარდში უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.

სისხლის პლაზმიდან სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი იძლევა მისი ერთჯერადი გამოყენების საშუალებას ვაგინალური კანდიდოზის დროს, და ასევე პრეპარატის კვირაში ერთხელ გამოყენების საშუალებას სხვა ჩვენებების დროს.

თირკმლის უკმარისობა.

თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 20 მლ/წთ), ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30 საათიდან 98 საათამდე. ამიტომ პაციენტთა ამ კატეგორიაში საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის შემცირდება. ფლუკონაზოლი გამოიდევნება ჰემოდიალიზისა და, უფრო მცირე რაოდენობით, ინტრაპერიტონეალური დიალიზის საშუალებით. 3-საათის ხანგრძლივობის ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის დონეს დაახლოებით 50 %-ით.

ბავშვები.

მონაცემები ფარმაკოკინეტიკის შესახებ შეფასდა 113 ბავშვთან 5 კვლევის მიმდინარეობის დროს: ერთჯერადი გამოყენების 2 კვლევა, მრავალჯერადი გამოყენეების 2 კვლევა და 1 კვლევა დღენაკლული ჩვილების მონაწილეობით.

9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 2–8 მგ/კგ ფლუკონაზოლის შეყვანის შემდეგ AUC შეადგენდა დაახლოებით 38 მკგ × სთ/მლ 1 მგ/კგ დოზაზე. მრავალჯერადი გამოყენების მიღების შემდეგ სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი მერყეობდა 15-დან 18 საათამდე; განაწილების მოცულობა შეადგენდა 880 მლ/კგ. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც შეადგენდა დახლოებით 24 საათს, დაფიქსირდა ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ . ეს მაჩვენებელი შედარებადია სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდთან 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში 3 მგ/კგ ინტრავენური ერთჯერადი გამოყენების შემდეგ. ამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილების მოცულობა შეადგებდა დაახლოებით 950 მლ/კგ.

ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლება ფარმაკოკინეტიკური კვლევებით, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა 12 დღენაკლულმა ახალშობილმა დაახლოებით 28 კვირიანი გესტაციური ასაკით. ბავშვის საშუალო ასაკი პირველი დოზის შეყვანისას შეადგენდა 24 საათს (9-დან 36 საათამდე); საშუალო წონა შეადგენდა 900 გ (750-დან 1100 გ-მდე). კვლევის პროტოკოლი შესრულებული იყო 7 პაციენტისთვის. მაქსიმუმ 5 ინტრავენური ინექცია ფლუკონაზოლი 6 მგ/კგ დოზით შეჰყავდათ ყოველ 72 საათში ერთხელ. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი პირველ დღეს შეადგენდა 74 საათს ( 44-185), შემდეგ შემცირდა 53 საათამდე (30-131) მე-7 დღეს და 47 საათამდე ( 27-68) მე-13 დღეს. ფართობი მრუდის ქვეშ (მკგ × სთ/მლ) პირველ დღეს შეადგენდა 271 (173–385), გაიზარდა მე-7 დღეს 490-მდე (292–734), შემდეგ მე-13 დღეს შემცირდა 360-მდე (167–566). განაწილების მოცულობა (მლ/კგ) პირველ დღეს შეადგენდა 1183 (1070–1470), იზრდებოდა 1184-მდე (510–2130) მე-7 დღეს და 1328 -მდე(1040–1680) მე-13 დღეს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები.

ფარმაკოკინეტიკური კვლევა ტარდებოდა 22 პაციენტის მონაწილეობით (65 წლის და უფროსი ასაკის), რომლებმაც იყენებდნენ 50 მგ ფლუკონაზოლს პერორალურად. 10 მონაწილე ამავდროულად ღებულობდა შარდმდენებს. Cmax შეადგენდა 1.54 მკგ/მლ და მიიღწეოდა ფლუკონაზოლის მიღებიდან 1.3 საათის განმავლობაში. საშუალო AUC შეადგენდა 76.4 ± 20.3 მკგ × სთ/მლ. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი-46.2 საათი. ეს ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები უფრო მაღალია უფრო ახალგაზრდა ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში მსგავს მაჩვენებლებთან შედარებით. დიურეზლების ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა Cmax-სა და AUC-ზე. ასევე, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), ფლუკონაზოლის პროცენტი, რომელიც გამოიყოფოდა შარდით უცვლელი სახით (0-24 საათი, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლის კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის მოხალისეების ანალოგიური მაჩვენებლები. ამიტომ, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციის პარამეტრებზე.

კლინიკური მახასიათებლები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ფლუკონაზოლი-დარნიცა

(FLUCONAZOLE-DARNYTSIA)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი;

ხსნარის 1 მლ შეიცავს 2 მგ ფლუკონაზოლს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ტრიაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი J02AC01.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ჩვენებები.

ფლუკონაზოლ-დარნიცა ნაჩვენებია ზრდასრულებში შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:

კრიპტოკოკური მენინგიტი;

კოკციდიოიდოზი;

ინვაზიური კანდიდოზი;

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ოროფარინგიალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის ჩათვლით, კანდიდურია, კანისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი;

პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (კბილის პროთეზის გამოყენების გამო გამოწვეული კანდიდოზი), პირის ღრუს ჰიგიენისა ან ადგილობრივი თერაპიის არაეფექტურობის დროს.

ფლუკონაზოლ-დარნიცა ნაჩვენებია ზრდასრულებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი პაციენტებში მისი განვითარების მაღალი რისკით;

ოროფარინგეალური ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი პაციენტებში აივ ინფექციით მისი განვითარების მაღალი რისკი;

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (მაგალითად, პაციენტებში სისხლის ავთვისებიანი დაავადებებით, რომლებიც ღებულობენ ქიმიოთერაპიას ან პაციენტებში ჰემატოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით).

ფლუკონაზოლ-დარნიცა გამოიყენება ბავშვებში დაბადებიდან ლორწოვანი გარსის კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში შემცირებული იმუნიტეტით. სამკურნალო საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში მისი განვითარების მაღალი რისკით.

თერაპია სამკურნალო საშუალებით შეიძლება დაიწყოს კულტურალური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე; შედეგების მიღების შემდეგ, ანტიბაქტერიული თერაპია შესაბამისად უნდა იქმნას კორექტირებული.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა ფლუკონაზოლის, სხვა აზოლის ნაერთების ან სამკურნალო საშუალების ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ფლუკონაზოლისა და ტერფენადინის ერთდროული გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ფლუკონაზოლს მრავალჯერადად 400 მგ/დღე-ღამეში ან მეტი დოზებით (მრავალჯერადი გამოყენების ურთიერთქმედების კვლევის შედეგების თანახმად).

ფლუკონაზოლისა და სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ფერმენტ CYP3A4-ის დახმარებით (მაგალითად, ცისაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ცისაპრიდი. შემოდიოდა შეტყობინებები გულის მხრიდან გვერდითი რეაქციების განვითარების შესახებ, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შესახებ, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ფლუკონაზოლსა და ცისაპრიდს. კონტროლირებადმა კვლევამ აჩვენა, რომ 200 მგ ფლუკონაზოლის დღე-ღამეში ერთხელ და 20 მგ ცისაპრიდის დღე-ღამეში ოთხჯერ ერთდროული გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ცისაპრიდის დონის მნიშვნელოვან მატებას და QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლისა და ცისაპრიდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები").

ტერფენადინი. გულის მძიმე არითმიების განვითარების შემთხვევების გამო, რომლებიც გამოწვეული იყო QTc ინტერვალის გახანგრძლივებით, პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ტერფენადინთან ერთდროულად აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, ტარდებოდა ამ პრეპარატების ურთიერთქმედების კვლევები. ერთ კვლევის მიმდინარეობისას ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით გამოყენებისას არ გამოვლინდა QTc ინტერვალის გახანგრძლივება. სხვა კვლევაში ფლუკონაზოლის გამოყენებით დღე-ღამეში 400 მგ ან 800 მგ დოზით ნაჩვენები იყო, რომ ფლუკონაზოლის გამოყენება 400 მგ ან მეტი დოზით მნიშვნელოვნად ზრდიდა სისხლის პლაზმაში ტერფენადინის დონეს ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას. ფლუკონაზოლის 400 მგ ან მეტი დოზით ტერფენადინთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით გამოყენებისას ტერფენადინთან ერთდროულად აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის გულდასმითი მონიტორინგის ჩატარება.

ასტემიზოლი. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ასტემიზოლის კლირენსი. ამის შედეგად მომატებულმა ასტემიზოლის კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ფლუკონაზოლისა და ასტემიზოლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

პიმოზიდი და ქინიდინი. ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის ან ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა, თუმცა შესაბამისი კვლევები in vitro და in vivo არ ჩატარებულა. პიმოზიდის ან ქინიდინის კონცენტრაციის მომატებამ სისხლის პლაზმაში შეიძლება გაახანგრძლივოს QT ინტერვალი და იშვიათ შემთხვევებში გამოიწვიოს „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარება. ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ან ქინიდინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ერითრომიცინი. ერითრომიცინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულმა გამოყენებამ პოტენციურად შესაძლოა გაზარდოს კარდიოტოქსიკურობისა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) განვითარების და, შესაბამისად, გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკი. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაციის გამოყენება უკუნაჩვენებია.

არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.

ჰალოფანტრინი. ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს სისხლის პლაზმაში ჰალოფანტრინის კონცენტრაცია CYP3A4-ის ინჰიბირების ხარჯზე. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიოტოქსიკურობისა (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და, შესაბამისად, გულით გამოწვეული უეცარი სიკვდილის რისკის განვითარება. ამ სამკურნალო საშუალებების კომბინაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ფლუკონაზოლისა და ქვემოთ მითითებული სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილესა და დოზის კორექციას.

ამიოდარონი. ფლუკონაზოლის ამიოდარონთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება. ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ამიოდარონთან ერთად, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზის (800 მგ) დანიშვნისას.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ფლუკონაზოლზე.

ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის პერორალურად გამოყენებას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან მთელი სხეულის შემდგომ დასხივებას ძვლის ტვინის გადანერგვისთვის არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ფლუკონაზოლის აბსორბციაზე.

რიფამპიცინი. ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენება იწვევდა ფლუკონაზოლის AUC-ის 25%-ით შემცირებას და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 20%-ით შემცირებას. ამიტომ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ რიფამპიცინს, უნდა იქნას განხილული ფლუკონაზოლის დოზის გაზრდის მიზანშეწონილობა.

ჰიდროქლოროთიაზიდი. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროულმა მრავალჯერადმა გამოყენებამ ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც ღებულობდნენ ფლუკონაზოლს, ზრდიდა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას 40%-ით. ურთიერთქმედების ასეთი პარამეტრები არ საჭიროებენ ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ შარდმდენებს.

ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე.

ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების CYP2C9-სა და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. ქვემოთ აღწერილი დაკვირვებადი / დოკუმენტურად დადასტურებული ურთიერთქმედებების გარდა, ფლუკონაზოლის ერთდროული დამოყენებისას არსებობს სისხლის პლაზმაში ისეთი სხვა ნაერთების კონცენტრაციების ზრდა, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის მიერ. ამიტომ სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული; ამ დროს აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება პაციენტების მდგომარეობაზე. ფლუკონაზოლის ფერმენტებზე დამთრგუნველი მოქმედება გრძელდება გამოყენებიდან 4-5 დღე-ღამის განმავლობაში მისი ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო.

აბროციტინიბი. ფლუკონაზოლმა (CYP2C19, CYP2C9 და CYP3A4 ინჰიბიტორი) გაზარდა აბროციტინიბის აქტიური ნაწილის ექსპოზიცია 155%-ით. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა აბროციტინიბის დოზის დაკორექტირება აბროციტინიბის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.

ალფენტანილი. ჯანმრთელ მოხალისეებში ალფენტანილის დოზით20 მკგ/კგ ფლუკონაზოლთან 400 მგ დოზით ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნებოდა AUC10-ის ორჯერადი ზრდა, შესაძლოა, CYP3A4 ინჰიბირების გამო. შეიძლება აუცილებელი გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი. ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინის და ნორტრიპტილინის მოქმედებას.

რეკომენდებულია 5-ნორტრიპტილინისა და/ან S-ამიტრიპტილინის კონსენტრაციის გაზომვა კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და 1 კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნას კორექტირებული ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზა.

ამფოტერიცინი B. ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინ B-ს ერთდროულმა გამოყენებამ ინფიცირებულ თაგვებში ნორმალური იმუნიტეტით და ინფიცირებულ თაგვებში დაქვეითებული იმუნიტეტით გამოიწვია ასეთი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი C. Albicans-ის სისტემური ინფექციისას, ურთიერთქმედების არარსებობა ქალასშიდა Cryptococcus neoformans ინფექციის დროს და ორი სამკურნალო საშუალების ანტაგონიზმი A. fumigatus სისტემური ინფექციისას. შედეგების კლინიკური მნიშვნელობა, რომლებიც მიღებულია ამ კვლევებში, უცნობია.

ანტიკოაგულანტები. როგორც სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია სისხლდენის (ჰემატომების, ცხვირიდან სისხლდენის, კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, ჰემატურიის და მელენას) შემთხვევები პროთრომბინის დროის გახანგრძლივების თანხლებით. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა პროთრომბინის დროის ორჯერადი ზრდა, სავარაუდოდ, CYP2C9-ის მეშვეობით ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. საჭიროა პროთრომბინის დროის გულდასმითი კონტროლი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კუმარინის ანტიკოაგულანტებს ან ინდანედიონს. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია .

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები, მაგალითად მიდაზოლამი, ტრიაზოლამი. ფლუკონაზოლის დანიშვნამ მიდაზოლამის პერორალური გამოყენების შემდეგ გამოიწვია მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა და ფსიქომოტორული ეფექტების გაძლიერება. 200 მგ ფლუკონაზოლის და 7.5 მგ მიდაზოლამის პერორალურად ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, შესაბამისად, 3.7 და 2.2-ჯერ. ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით და 0.25 მგ ტრიაზოლამის პერორალურად გამოყენებამ გამოიწვია ტრიაზოლამის AUC-ის და ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, შესაბამისად, 4.4 და 2.3-ჯერ. ფლუკონაზოლის და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნებოდა ტრიაზოლამის ეფექტების პოტენცირება და გახანგრძლივება.

თუ პაციენტს, რომელიც გადის ფლუკონაზოლით მკურნალობის კურსს, ამავდროულად უნდა დაენიშნოს თანმხლები თერაპია ბენზოდიაზეპინებით, ამ უკანასკნელების დოზა უნდა შემცირდეს და პაციენტის მდგომარეობაზე დაწესდეს შესაბამისი მეთვალყურეობა.

კარბამაზეპინი. ფლუკონაზოლი აინჰიბირებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და იწვევს სისხლის შრატში კარბამაზეპინის დონის 30%-ით ზრდას. არსებობს კარბამაზეპინის მხრიდან ტოქსიკურობის გამოვლინებების განვითარების რისკი. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია მისი კონცენტრაციისა და სამკურნალო საშუალების მოქმედებიდან გამომდინარე.

კალციუმის არხების ბლოკატორები. კალციუმის ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით. ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია გაზარდოს კალციუმის არხების ბლოკატორების სისტემური ექსპოზიცია. რეკომენდებულია გვერდითი რეაქციების განვითარების გულდასმითი მონიტორინგი.

ცელეკოქსიბი. ფლუკონაზოლის (დღე-ღამეში 200 მგ) და ცელეკოქსიბის ( 200 მგ) ერთდროულად გამოყენებისას, ცელეკოქსიბის Cmax და AUC იზრდებოდა შესაბამისად 68%-ით და 134%-ით. ცელეკოქსიბისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.

ციკლოფოსფამიდი. ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის დონის მატებას. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია, თუ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის დონის მომატების რისკს.

ფენტანილი. შემოდიოდა შეტყობინებები ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი ლეტალური შემთხვევის შესახებ ფენტანილსა და ფლუკონაზოლს შორის შესაძლო ურთიერთქმედების გამო. ამასთანავე, ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენები იქნა, რომ ფლუკონაზოლი ნიშვნელოვნად ანელებდა ფენტანილის ელიმინაციას. ფენტანილის კონცენტრაციის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ პაციენტის მდგომარეობა გულდასმით უნდა კონტროლირდებოდეს. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.

ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორები. ფლუკონაზოლისა და ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (ატორვასტატინი და სიმვასტატინი) ან ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (ფლუვასტატინი (სტატინის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემცირება)) ერთდროული გამოყენება ზრდის მიოპათიისა და რაბდომიოლიზის (დოზადამოკიდებული) განვითარების რისკს. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების წარმოქმნის გამოვლენის მიზნით და უნდა უტარდებოდეს კრეატინკინაზას დონის მონიტორინგი. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში, და ასევე მიოპათია/რაბდომიოლიზის დიაგნოზის დასმისას ან მასზე ეჭვის დროს, ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორების დოზის შემცირება, როგორც მითითებულია სტატინების სამედიცინო გამოყენებოს ინსტრუქციაში.

იბრიტინიბი. CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, ისეთები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან იბრიტინიბის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შეიძლება გაზარდონ ტოქსიკურობის რისკი. თუ პრეპარატების კომბინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია, იბრიტინიბის დოზა უნდა შემცირდეს 280 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების გაგრძელების მიზნით და უნდა იქნას უზრუნველყოფილი მუდმივი კლინიკური მონიტორინგი.

ივაკაფტორი (მონოთერაპიის სახით ან იგივე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაციაში). ივაკაფტორის, მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული გამტარობის რეგულატორის (CFTR) ერთდროული გამოყენება ზრდის ივაკაფტორის ექსპოზიციას 3-ჯერ და ჰიდროქსიმეთილივაკაფტორის (M1) ექსპოზიციას 1.9-ჯერ. აუცილებელია ივაკაფტორის დოზის შემცირება (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში), როგორც ეს მითითებულია ივაკაფტორის (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში.

ოლაპარიბი. CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, ისეთები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან ოლაპარიბის პლაზმურ კონცენტრაციებს; მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ ასეთი კომბინაციის თავიდან აცილება არ შეიძლება, ოლაპარიბის მიღება უნდა შემოიფარგლოს 200 მგ დოზით დღე-ღამეში ორჯერ.

იმუნოსუპრესანტები (მაგალითად, ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი) .

ციკლოსპორინი. ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და მის AUC-ს. ფლუკონაზოლის 200 მგ/დღე-ღამეში და ციკლოსპორინის 2.7 მგ/კგ/დღე-ღამეში დოზით ერთდროული მიღებისას აღინიშნა ციკლოსპორინის AUC-ის 1.8-ჯერადი ზრდა. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ციკლოსპორინის დოზა შემცირდება მისი კონცენტრაციიდან გამომდინარე.

ევეროლიმუსი. თუმცა in vitro და in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში CYP3A4 ინჰიბირების გზით.

სიროლიმუსი. ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, სავარაუდოდ, სიროლიმუსის მეტაბოლიზმის CYP3A4 ფერმენტით და P-გლიკოპროტეინით ინჰიბირების გზით. ეს სამკურნალო საშუალებები შეიძლება ერთდროულად იქნას გამოყენებული იმ პირობით, რომ სიროლიმუსის დოზა იქნება კორექტირებული პრეპარატის კონცენტრაციიდან და ეფექტების დონიდან გამომდინარე.

ტაკროლიმუსი. ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში 5-ჯერამდე მისი პერორალურად მიღებისას, ნაწლავში CYP3A4 ფერმენტის მიერ ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო. ტაკროლიმუსის ინტრავენური შეყვანისას ფარმაკოკინეტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ტაკროლიმუსის მომატებული დონე ასოცირდება ნეფროტოქსიკურობასთან. პერორალური გამოყენების ტაკროლიმუსის დოზა უნდა შემცირდეს ტაკროლიმუსის კონცენტრაციიდან გამომდინარე.

ლოზარტანი. ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რაც განაპირობებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმის უმეტეს ნაწილს ლოზარტანის გამოყენებისას. რეკომენდებულია პაციენტებში არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგის განხორციელება.

ლურაზიდონი. CYP3A4 ზომიერმა ინჰიბიტორებმა, ისეთებმა, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეიძლება გაზარდონ ლურაზიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. თუ არ შეიძლება ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება, ლურასიდონის დოზა უნდა შემცირდეს, როგორც ეს მითითებულია ლურაზიდონის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში.

მეტადონი. ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს მეტადონის კონცენტრაცია სისხლის შრატში. მეტადონისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ). ფლუკონაზოლთან ერთდროულად მიღებისას ფლურბიპროფენის Cmax და AUC გაიზარდა 23-ით % და 81%, შესაბამისად, ასეთ მაჩვენებლებთან შედარებით მხოლოდ ფლურბიპროფენის მიღებისას. ანალოგიურად, ფლუკონაზოლის რაცემიულ იბუპროფენთან ერთდროულად გამოყენებისას (400 მგ) ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის S-(+)-იბუპროფენის C max და AUC გაიზარდა 15 % და 82%-ით, შესაბამისად, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია გაზარდოს სხვა იმ აასპ-ბის სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP2C9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია აასპ-სთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციებისა და ტოქსიკურობის მონიტორინგის პერიოდული განხორციელება. შეიძლება საჭირო გახდეს აასპ-ის დოზის კორექცია.

ფენიტოინი. ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200 მგ ფლუკონაზოლისა და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად ერთდროული მრავალჯერადი გამოყენება იწვევს ფენიტოინის AUC 24 -ის 75%-ით და Cmin-ის 128%-ით ზრდას. ამ სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას უნდა იქნას ჩატარებული სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მონიტორინგი მისი ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.

პრედნიზოლონი. აღწერილია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ პრედნიზოლონის გამოყენების ფონზე განუვითარდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნა ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტამ, სავარაუდოდ, გამოიწვია CYP3A4 აქტივობის გაძლიერება, რის შედეგადაც პრედნიზოლონის მეტაბოლიზმი დაჩქარდა. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთდროულად ღებულობენ ფლუკონაზოლს და პრედნიზოლონს, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან იქნას აცილებული თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის განვითარება ფლუკონაზოლის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.

რიფაბუტინი. ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის კონცენტრაციას სისხლის შრატში, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC-ის მომატებას 80%-მდე. ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროული გამოყენებისას აღწერილია უვეიტის განვითარების შემთხვევები. სამკურნალო საშუალებების ასეთი კომბინაციის გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული რიფაბუტინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომები.

საქვინავირი. ფლუკონაზოლი ზრდის საქვინავირის AUC-ს და Cmax-ს დაახლოებით 50%-ით და 55%-ით, შესაბამისად, CYP3A4 ფერმენტის მიერ ღვიძლში საქვინავირის მეტაბოლიზმის დათრგუნვით და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გზით. ფლუკონაზოლსა და საქვინავირ/რიტონავირს შორის ურთიერთქმედება არ არის გამოკვლეული, ამიტომ ისინი შეიძლება უფრო გამოხატული იყოს. შესაძლოა საჭირო გახდეს საქვინავირის დოზის კორექცია.

სულფონილშარდოვანას წარმოებულები. ერთდროულად გამოყენებისას ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი და ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებისას. რეკომენდებულია სისხლში შაქრის ხშირი კონტროლი და შესაბამისად სულფონილშარდოვანას წარმოებულების დოზის შემცირება ფლუკონაზოლთან ერთდროულად მიღებისას.

თეოფილინი. პლაცებო-კონტროლირებად სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევაში ფლუკონაზოლის 200 მგ-ის გამოყენებამ 14 დღის განმავლობაში გამოიწვია სისხლის პლაზმაში თეოფილინის საშუალო კლირენსის 18%-ით შემცირება. პაციენტები, რომლებიც იღებენ თეოფილინის მაღალ დოზებს ან რომლებსაც სხვა მიზეზების გამო აქვთ თეოფილინის ტოქსიკური გამოვლინებების განვითარების მომატებული რისკი, უნდა იმყოფებოდნენ თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების ნიშნების გამოვლენის მიზნით მონიტორინგის ქვეშ. ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენისას თერაპია უნდა შეიცვალოს.

ტოფაციტინიბი. ტოფაციტინიბის გავლენა ძლიერდება იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებიც იწვევენ CYP3A4-ს ზომიერ ინჰიბირებას და CYP2C19-ს ძლიერ ინჰიბირებას (მაგალითად, ფლუკონაზოლი). ამიტომ, ამ პრეპარატებთან კომბინაციაში მიღებისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე დღე-ღამეში ერთხელ.

ტოლვაპტანი. ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდებოდა (200% AUC, 80% Cmax ), როდესაც ტოლვაპტანი, CYP3A4-ის სუბსტრატი, გამოიყენებოდა ფლუკონაზოლთან ერთდროულად, CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორთან, ამავე დროს მნიშვნელოვნად იზრდებოდა გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი, კერძოდ, დიურეზის, დეჰიდრატაციისა და თირკმლის მწვავე უკმარისობის მნიშვნელოვნი მომატება. ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში ტოლვაპტანის დოზა უნდა შემცირდეს სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს პაციენტის მდგომარეობა ტოლვაპტანთან დაკავშირებული ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოსავლენად.

ვინკას ალკალოიდები. თუმცა შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლმა, სავარაუდოდ, CYP3A4-ის ინჰიბირების გზით, შეიძლება გამოიწვიოს ვინკას ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინი და ვინბლასტინი) კონცენტრაციები ზრდა სისხლის პლაზმაში, რის შედეგადაც ვითარდება ნეიროტოქსიკური ეფექტები.

ვიტამინი A. იტყობინებოდნენ, რომ პაციენტს, რომელიც ერთდროულად ღებულობდა ტრანს-რეტინოინის მჟავას (A ვიტამინის მჟავური ფორმა) და ფლუკონაზოლს, აღენიშნებოდა გვერდითი რეაქციები ცნს-ის მხრივ თავის ტვინის ფსევდოტუმორის ფორმით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. ეს სამკურნალო საშუალებები შეიძლება იქნას გამოყენებული ერთდროულად, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ცნს-ის მხრივ გვერდითი რეაქციების წარმოქმნის რისკი.

ვორიკონაზოლი (CYP2С9-ს, CYP2C19-ს და CYP3A4-ის ინჰიბიტორი). ვორიკონაზოლის ერთდროული პერორალური (400 მგ ყოველ 12 საათში პირველი დღის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ყოველ 12 საათში 2.5 დღის განმავლობაში) და პერორალური ფლუკონაზოლის გამოყენება (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ ყოველ 24 საათში 4 დღის განმავლობაში) 8 ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში იწვევს ვორიკონაზოლის C max და AUC τ ზრდას საშუალოდ 57%-ით (90% ნი: 20%, 107%) და 79%-ით (90% ნი: 40%, 128%), შესაბამისად. უცნობია, გამოიწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის და/ან გამოყენების სიხშირის შემცირება ამ ეფექტის აღმოფხვრას. ფლუკონაზოლის შემდეგ ვორიკონაზოლის გამოიყენებისას უნდა ტარდებოდეს დაკვირვებები იმ გვერდითი მოვლენების განვითარებაზე, რომლებიც დაკავშირებულია ვორიკონაზოლთან.

ზიდოვუდინი. ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის C max-ს და AUC-ს შესაბამისად 84%-ით და 74%-ით, რაც განპირობებულია ზიდოვუდინის კლირენსის დაახლოებით 45%-ით შემცირებით მისი პერორალურად მიღებისას. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო ასევე გახანგრძლივებული დაახლოებით 128%-ით ფლუკონაზოლისა და ზიდოვუდინის კომბინაციის გამოყენების შემდეგ. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებების ასეთ კომბინაციას, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ გვერდითი რეაქციების განვითარების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია ზიდოვუდინთან. შეიძლება განხილული იყოს ზიდოვუდინის დოზის შემცირების მიზანშეწონილობა.

აზითრომიცინი. ღია რანდომიზებული სამმხრივი ჯვარედინი კვლევის მიმდინარეობისას, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 18 ჯანმრთელი მოხალისე, ფასდებოდა აზითრომიცინისა და ფლუკონაზოლის ზემოქმედება ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე მათი ერთდროული პერორალური ერთჯერადი გამოყენებისას შესაბამისად, 1200 და 800 მგ დოზებით. არანაირი მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება აღმოჩენილი არ ყოფილა.

პერორალური კონტრაცეპტივები. ჩატარდა ფლუკონაზოლის და კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მრავალჯერადი გამოყენების ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა. ფლუკონაზოლი 50 მგ დოზით გამოყენებისას არ ახდენდა გავლენას ჰორმონების დონეზე, მაშინ, როცა ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით გამოყენებისას აღინიშნებოდა ეთინილესტრადიოლის AUC-ს ზრდა 40%-ით და ლევონორგესტრელის 24%-ით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფლუკონაზოლის მითითებული დოზებით განმეორებითი გამოყენებას სავარაუდოდ არ ექნება გავლენა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობაზე.

გამოყენების თავისებურებები.

დერმატოფიტია. ბავშვებში დერმატოფიტიის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების კვლევის შედეგების მიხედვით ფლუკონაზოლი ეფექტურობით არ აღემატება გრიზეოფულვინს და ეფექტურობის საერთო მაჩვენებლით შეადგენს 20%-ზე ნაკლებს. ამიტომ, ეს სამკურნალო საუალება არ უნდა იქნას გამოყენებული დერმატოფიტიის სამკურნალოდ.

კრიპტოკოკოზი. მტკიცებულებები ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკოზის (მაგალითად, ფილტვის კრიპტოკოკოზი და კანის კრიპტოკოკოზი) სამკურნალოდ არასაკმარისია, ამიტომ რეკომენდაციები ასეთი დაავადებების სამკურნალოდ დოზირების რეჟიმის შესახებ არ არსებობს.

ღრმა ენდემური მიკოზები. ფლუკონაზოლის ეფექტურობის მტკიცებულებები ენდემური მიკოზების სხვა ფორმების სამკურნალოდ, ისეთების, როგორიცაა პარაკოქციდიოიდომიკოზი, ჰისტოპლაზმოზი და კან-ლიმფური სპოროტრიქოზი, არასაკმარისია, ამიტომ რეკომენდაციები ასეთი დაავადებების სამკურნალო დოზირების რეჟიმის შესახებ არ არსებობს.

თირკმლის სისტემა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. განყოფილება „მიღების წესი და დოზები“).

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა. კეტოკონაზოლი, როგორც ცნობილია, იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, შეიძლება გამოიწვიოს ფლუკონაზოლის უკმარისობა, თუმცა ეს იშვიათია. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რომელიც დაკავშირებულია პრედნიზოლონით ერთდროულ მკურნალობასთან, აღწერილია ნაწილში „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები. ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე“.

ჰეპატობილიარული სისტემა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. ფლუკონაზოლის გამოყენება ასოცირდება მძიმე ჰეპატოტოქსიურობის იშვიათ შემთხვევების წაროქმნასთან, ლეტალური შემთხვევების ჩათვლით, ძირითადად მძიმე ძირითადი დაავადებების მქონე პაციენტებში. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰეპატოტოქსიურობის განვთარება ასოცირდებოდა ფლუკონაზოლთან, არ ყოფილა აღნიშნული მისი აშკარა დამოკიდებულება სამკურნალო საშუალების საერთო სადღეღამისო დოზისგან, თერაპიის ხანგრძლივობისგან, სქესისგან ან პაციენტის ასაკთან. ჩვეულებრივ ჰეპატოტოქსიურობა, რომელიც გამოწვეულია ფლუკონაზოლით, შექცევადია, ხოლო მისი გამოვლინებები ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტები, რომლებსაც ფლუკონაზოლის გამოყენების დროს აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების გადახრები, უნდა იმყოფებოდნენ გულდასმითი დაკვირვების ქვეშ ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანების განვითარების გამოვლენის მიზნით.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლზე სერიოზულ გავლენაზე (გამოხატული ასთენია, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ასეთ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ზოგიერთი აზოლი, მათ შორის ფლუკონაზოლი, ასოცირდება ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს QT ინტერვალს ინვერსიული კალიუმის არხის დათრგუნვის გზით (I kr ). QT ინტერვალის გახანგრძლივება, რომელიც გამოწვეულია სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედების შედეგად (მაგალითად, ამიოდარონის), შეიძლება გაძლიერდეს ციტოქრომ P450-ს ფერმენტ CYP3A4-ს დათრგუნვის გზით. აღწერილია QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და „პირუეტის“ ტიპის პაროქსიმაზმური პარკუჭოვანო ტაქიკარდიის ძალიან იშვიათი შემთხვევები ფლუკონაზოლის გამოყენების დროს. ასეთი ინფორმაცია ეხებოდა პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ მძიმე დაავადებები კომბინაციაში მრავალ რისკის ფაქტორთან, ისეთებთან, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიტური ცვლის დარღვევები და QT ინტერვალზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება. პაციენტებს ჰიპოკალიემიით და გულის პროგრესირებადი უკმარისობით აქვთ სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიების და „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული

პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი.

ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არითმიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებენ QTc ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 ფერმენტ CYP3A4-ის დახმარებით.

ჰალოფანტრინი. ჰალოფანტრინი წარმოადგენს CYP3A4 სუბსტრატს და ახანგრძლივებს QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზებით გამოყენების დროს. ჰალოფანტრინისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დერმატოლოგიური რეაქციები. ფლუკონაზოლის გამოყენებისას იშვიათად შემოდიოდა ინფორმაცია ისეთი კანის ექსფოლიაციური რეაქციების განვითარების შესახებ, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. აღწერილია მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით (DRESS სინდრომი). შიდსით დაავადებული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან კანის მძიმე რეაქციების განვითარებისკენ მრავალი სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს. თუ ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტს უვითარდება გამონაყარი, რომელიც შეიძლება ფლუკონაზოლის გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული, სამკურნალო საშუალების შემდგომი გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ პაციენტს ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციით უვითარდება გამონაყარი კანზე, მის მდგომარეობაზე უნდა დაწესდეს გულდასმითი მთვალყურეობა, ხოლო ბულოზური გამონაყარისა ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში ფლუკონაზოლის მიღება უნდა შეწყდეს.

ჰიპერმგრძნობელობა. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ანაფილაქსიური რეაქციების განვითარება.

ციტოქრომ P450. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 ფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე წარმოადგენს CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს. იმ პაციენტების მდგომარეობაზე, რომლებიც ფლუკონაზოლს ღებულობენ CYP2C9-ის, CYP2C19-ის და CYP3A4-ის მიერ მეტაბოლიზებულ ვიწრო თერაპიული ფანჯრის მქონე სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად, უნდა დაწესდეს გულდასმითი მეთვალყურეობა.

ტერფენადინი. აუცილებელია გულდასმითი დაკვირვება იმ პაციენტის მდგომარეობაზე, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ტერფენადინსა და ფლუკონაზოლს დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით.

კანდიდოზი. კვლევებმა აჩვენა, იმ ინფექციების გავრცელების ზრდა, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს სხვა სახეობებით, გარდა C. albicans-ის. ისინი ხშირად ბუნებრივად რეზისტენტულია (მაგალითად, C. krusei და C. auris ) ან ავლენენ შემცირებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ ( C. glabrata ). უშედეგო მკურნალობის შემდეგ ასეთმა ინფექციებმა შეიძლება მოითხოვონ ალტერნატიული სოკოს საწინააღმდეგო თერაპია. ამრიგად, ექიმებს, რომლებიც ნიშნავენ პრეპარატს, ეძლევათ რეკომენდაცია გაითვალისწინონ ფლუკონაზოლის მიმართ Candida-ს სხვადასხვა სახეობის მდგრადობის გავრცელება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ. სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის 0.9 % ხსნარს. ყოველი 200 მგ (100 მლ ბოთლი) შეიცავს 15 მმოლ ნატრიუმის იონებს (0.145 მმოლ ნატრიუმი 1 მლ-ში) და ქლორს, რაზეც უნდა იქნას მხედველობაში მიღებული იმ პაციენტებისთვის დანიშვნის დროს, რომლებსაც სჭირდებათ ნატრიუმისა და სითხის მიღების შეზღუდვა.

გამოყენება ორსულობისა და/ან ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული ასაკის ქალები.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული იმ პოტენციური რისკის შესახებ, რომელიც მიყენებული იქნება ნაყოფისთვის.

ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ ორსულობის დადგომამდე აუცილებელია ფლუკონაზოლის ელიმინაციის პერიოდის დაცვა, რომელიც შეადგენს დაახლოებით 1 კვირას (რაც შეესაბამება 5-6 ნახევარგამოყოფის პერიოდს) (იხ. ქვეთავი „ფარმაკოკინეტიკა“).

ხანგრძლივი მკურნალობის დროს, რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა განიხილონ კონტრაცეფციის გამოყენების შესაძლებლობა მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში და ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.

ორსულობა.

ობსერვაციული კვლევები მიუთითებენ სპონტანური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც პირველი და/ან მეორე ტრიმესტრის განმავლობაში ღებულობდნენ ფლუკონაზოლს, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობდნენ ფლუკონაზოლს ან იღებდნენ ადგილობრივ აზოლებს იმავე პერიოდში. მონაცემებმა რამდენიმე ათას ორსულ ქალზე, რომლებიც პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლით მკურნალობდნენ ≤150 მგ კუმულაციური დოზებით, არ აჩვენეს ნაყოფის განვითარების მანკების საერთო რისკის ზრდა. ერთ დიდ დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლის პერორალური გამოყენება დაკავშირებული იყო ძვალ-კუნთოვანი სისტემის მანკების განვითარების მცირედ გაზრდილ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც ღებულობდნენ ≤450 მგ კუმულაციურ დოზებს, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ ადგილობრივი მოქმედების აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც ღებულობდნენ 450 მგ-ზე მეტ კუმულაციურ დოზებს. კორექტირებული ფარდობითი რისკი შეადგენდა 1.29 (95 % ნი: 1.05–1.58) ფლუკონაზოლის პერორალური 150 მგ დოზისთვის და 1.98 (95 % ნი: 1.23–3.17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მეტი დოზებისთვის.

არსებული ეპიდემიოლოგიური კვლევები ფლუკონაზოლის ორსულობის პერიოდში გამოყენებისას გულის მანკების განვითარების შესახებ იძლევიან ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს. თუმცა, 5 ობსერვაციული კვლევის მეტაანალიზმა, რომელიც ჩატარდა ფლუკონაზოლის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მიმღები რამდენიმე ათასი ორსული ქალის მონაწილეობით, აჩვენა, რომ ჩვილებში გულის დეფექტების განვითარების რისკი 1.8-2-ჯერ მეტი იყო იმ ჩვილებთან შედარებით, რომელთა დედებიც არ იყენებდნენ ფლუკონაზოლს და/ან იყენებდნენ ადგილობრივი მოქმედების აზოლებს.

შეტყობინებებში აღწერილია განვითარების თანდაყოლილი მანკები იმ ჩვილებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-დან 800 მგ-მდე დღე-ღამეში) ორსულობის დროს 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ. თანდაყოლილი მანკები, რომლებიც აღინიშნებოდა ამ ბავშვებში, მოიცავენ ბრაქიცეფალიას, ყურის ნიჟარის დისპლაზიას, წინა ყიფლიბანდის ზედმეტად გადიდებას, ბარძაყის ძვლის გამრუდებას და სხივ-მხრის სინოსტოზს. ფლუკონაზოლის გამოყენებასა და თანდაყოლილ მანკებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.

ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ფლუკონაზოლის ჩვეულებრივი დოზები და ფლუკონაზოლით მკურნალობის ხანმოკლე კურსები, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.

ორსულობის დროს არ უნდა იქნას გამოყენებული ფლუკონაზოლით მკურნალობის მაღალი დოზები და/ან ფლუკონაზოლის ხანგრძლივი კურსები, გარდა იმ ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა, რომლებიც საშიშია სიცოცხლისთვის.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში და აღწევს უფრო დაბალ კონცენტრაციებს, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ძუძუთი კვების გაგრძელება შესაძლებელია ფლუკონაზოლის ერთჯერადი ჩვეულებრივი დოზის მიღების შემდეგ, რომელიც შეადგენს 150 მგ-ს.

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მრავალჯერადი ან მაღალი დოზებით გამოყენების დროს.

უნდა შეფასდეს ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის, და ასევე ფლუკონაზოლის კლინიკურ საჭიროება დედისთვის ან ფლუკონაზოლისა და დედის ძირითადი დაავადების ნებისმიერი პოტენციური გვერდითი ეფექტი ბავშვისთვის, რომელიც იმყოფება ძუძუთი კვებაზე.

ფერტილობა. ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას ნაყოფიერებაზე მამრ და მდედრ ვირთხებში.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვისას.

სამკურნალო საშუალების ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას თავბრუსხვევის ან კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობის შესახებ. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ არის რეკომენდებული.

მიღების წესი და დოზები.

ფლუკონაზოლის დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე.

პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების აუცილებლობისას ინფექციების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სოკოვანი ინფექციის კლინიკური და ლაბორატორიული გამოვლინებების გაქრობამდე. მკურნალობის არასაკმარისმა ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ინფექციური პროცესის განახლება.

სამკურნალო საშუალება გამოიყენება ინტრავენური ინფუზიის სახით. არ არის აუცილებელი სამკურნალო საშუალების სადღეღამისო დოზის შეცვლა მისი მიღების წესის შეცვლის შემთხვევაში პერორალურიდან ინტრავენურ მიღებაზე გადასვლისას ან პირიქით.

საინფუზიო ხსნარი უნდა შეიყვანოთ სიჩქარით არაუმეტეს 10 მლ/წთ.

სამკურნალო საშუალების თავსებადობა.

სამკურნალო საშუალება თავსებადია ისეთ ხსნარებთან, როგორიცაა:

  • გლუკოზის 5%-იანი და 20%-იანი ხსნარი;
  • რინგერის ხსნარი;
  • ჰარტმანის ხსნარი;
  • კალიუმის ქლორიდის ხსნარი გლუკოზაში;
  • ნატრიუმის ბიკარბონატის 4.2%-იანი და 5%-იანი ხსნარი;
  • ამინოზინის 3.5%-იანი ხსნარი;
  • ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი;
  • დიალაფლექსი (6.36%-იანი ხსნარი ინტრაპერიტონეალური დიალიზისთვის).

ფლუკონაზოლის შეყვანა შესაძლებელია საინფუზიო სისტემაში ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ხსნართან ერთად. თუმცა სამკურნალო საშუალების სხვა საშუალებებთან არასპეციფიკური შეუთავსებლობის შემთხვევები არ არის აღწერილი, ინფუზიამდე არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის სხვა სამკურნსალო საშუალებებთან შერევა.

ინტრავენური საინფუზიო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განზავება უნდა მოხდეს ასეპტიკურ პირობებში. ხსნარი უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკებისა და ფერის ცვლილების არსებობაზე. ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როცა ის გამჭვირვალე და უცხო ნაწილაკებისგან თავისუფალია. სამკურნალო საშუალების გამოუყენებელი ნარჩენები უნდა განადგურდეს.

ზრდასრულები.

კრიპტოკოკოზი.

  • კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა: რეკომენდებული დამტვირთავი დოზა შეადგენს 400 მგ პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა - 200-400 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს არაუმცირეს 6-8 კვირას. სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.
  • შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის მისი განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში: სამკურნალო საშუალების რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ/დღე-ღამეში შეუზღუდავი პერიოდის განმავლობაში.

კოქციდიოიდოზი. რეკომენდებული დოზა შეადგენს 200-400 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 11-24 თვე ან მეტი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ინფექციის ზოგიერთი ფორმების მკურნალობის დროს, განსაკუთრებით მენინგიტის მკურნალობისას, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს დღე-ღამეში 800 მგ დოზის გამოყენება.

ინვაზიური კანდიდოზები. დატვირთვითი დოზა შეადგენს 800 მგ პირველ დღეს, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა - 400 მგ/დღე-ღამეში. კანდიდემიის მკურნალობის ჩვეულებრივ რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის კულტურის პირველი უარყოფითი შედეგების შემდეგ და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი.

  • ოროფარინგეალური კანდიდოზი: დატვირთვითი დოზა შეადგენს 200-400 მგ პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა - 100-200 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7–21 დღეს (რემისიის მიღწევამდე), მაგრამ შეიძლება გაიზარდოს მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის.
  • საყლაპავის კანდიდოზი: დატვირთვითი დოზა შეადგენს 200-400 მგ პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა - 100-200 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 14-30 დღეს (რემისიის მიღწევამდე), მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის.
  • კანდიდურია: რეკომენდებული დოზა შეადგენს 200–400 მგ/დღე-ღამეში 7–21 დღის განმავლობაში. მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს.
  • ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50 მგ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
  • კანისა და ლორწოვანი გარსის ქრონიკული კანდიდოზი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა - 28 დღემდე, მაგრამ შეიძლება გაგრძელდეს ინფექციის სიმძიმიდან და ტიპიდან ან დასუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე.

ლორწოვანი გარსის კანდიდოზის რეციდივის პრევენცია აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი.

  • ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი: რეკომენდებული დოზა შეადგენს 100–200 მგ/დღე-ღამეში ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ. დათრგუნული იმუნიტეტის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეუზღუდავია.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა გახანგრძლივებული ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში. რეკომენდებული დოზა შეადგენს 200-400 მგ. მკურნალობა უნდა დაიწყოს ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში ნეიტროფილების რაოდენობის 1000/ მმ3 -ზე მეტით მომატების შემდეგ .

ხანდაზმული ასაკის პაციენტები .

დოზა უნდა შეირჩეს თირკმლის ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე (იხ. ქვემოთ).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები.

ფლუკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი სახით. ერთჯერადი გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას მკურნალობის

პირველ დღეს უნდა გამოიყენონ საწყისი დოზა 50-400 მგ ჩვენებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ სადღეღამისო დოზა (ჩვენების მიხედვით) უნდა გამოითვალოს ცხრილის შესაბამისად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტული მაჩვენებელი

> 50

100%

≤ 50 ( ჰემოდიალიზის გარეშე )

50%

ჰემოდიალიზი

100% თითოეული ჰემოდიალიზის შემდეგ

პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100% ჰემოდიალიზის თითოეული სეანსის შემდეგ.იმ დღეებში, როცა დიალიზი არ ტარდება, პაციენტმა უნდა მიიღოს დოზა, რომელიც დაკორექტირებულია კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.

ფლუკონაზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ პაციენტების ამ კატეგორიაში.

ბავშვები.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს

მკურნალობის ხანგრძლივობა, ისევე, როგორც ზრდასრულებში ანალოგიური ინფექციებისას, დამოკიდებულია კლინიკურ და მიკოლოგიურ პასუხზე. ფლუკონაზოლი გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სამკურნალო საშუალების დოზირება მოცემულია ქვეპუნქტში „თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები“ .

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში არ არის შესწავლილი (იხ. ქვემოთ ინფორმაცია ახალშობილებში გამოყენების შესახებ, რომლებსაც ხშირად აქვთ თირკმლის პირველადი უმწიფრობა.)

12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები .

სხეულის წონისა და პუბერტატული განვითარებიდან გამომდინარე ექიმმა უნდა შეაფასოს, სამკურნალო საშუალების რა ოდენობის დოზა (მოზრდილებისთვის ან ბავშვებისთვის) იქნება ოპტიმალური პაციენტისთვის. კლინიკური მონაცემები მოწმობენ იმაზე, რომ ფლუკონაზოლის კლირენსი ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში. ზრდასრულებში 100, 200 და 400 მგ დოზების და ბავშვებში 3, 6 და 12 მგ/კგ დოზების გამოყენება გვაძლევს შედარებადი სისტემური ექსპოზიციის მიღწევის საშუალებას.

28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები .

ლორწოვანი გარსის კანდიდოზი: საწყისი დოზა შეადგენს 6 მგ/კგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზა - 3 მგ/კგ/დღე-ღამეში. საწყისი დოზა შეიძლება გამოყენებული იქნას პირველ დღეს წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მიღწევის მიზნით.

ინვაზიური კანდიდოზები, კრიპტოკოკური მენინგიტი: სამკურნალო საშუალების დოზა შეადგენს 6-12 მგ/კგ/დღე-ღამეში, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის შემანარჩუნებელი თერაპია ბავშვებში, რომლებსაც აქვთ მისი განვითარების მაღალი რისკი: სამკურნალო საშუალების დოზა შეადგენს 6 მგ/კგ/დღე-ღამეში დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

კანდიდოზის პროფილაქტიკა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში: სამკურნალო საშუალების დოზა შეადგენს 3-12 მგ/კგ/დღე-ღამეში ინდუცირებული ნეიტროპენიის გამოხატულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე (იხ. დოზები ზრდასრულებისთვის).

ბავშვები დაბადებიდან 27 დღემდე.

ახალშობილებში ფლუკონაზოლი ორგანიზმიდან ნელა გამოიყოფა. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომლებზეც არის დაფუძნებული ქვემოთ ჩამოთვლილი დოზები დროულად დაბადებული ახალშობილებისთვის, მოყვანილია ნაწილში „ფარმაკოკინეტიკა“.

  • 0-დან 14 დღემდე ასაკის დროულად დაბადებული ახალშობილები: დოზები ანალოგიურია 28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზემოთ მითითებული დოზებისა, უნდა იქნას გამოყენებული ყოველ 72 საათში ერთხელ. არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დოზა, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ-ს ყოველ 72 საათში ერთხელ.
  • 15-დან 27 დღემდე ასაკის დროულად დაბადებული ახალშობილები: 28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზემოთ მითითებული დოზების ანალოგიური დოზები, უნდა მიიღოთ ყოველ 48 საათში ერთხელ.არ უნდა იქნას გადაჭარბებული მაქსიმალური დოზა, რომელიც შეადგენს 12 მგ/კგ-ს ყოველ 48 საათში ერთხელ.

გამოყენების წესი

არ ჩაარჭოთ ნემსი(ები) პოლიმერული ფლაკონის სხვა, ამისთვის არაგათვალისწინებულ ადგილებში, არამედ მხოლოდ სტერილურ პორტებში !

ინფუზიური მკურნალობის ჩასატარებლად აუცილებელია შემდეგი ალგორითმის დაცვა:

მოხსენით დამცავი პლასტმასის სახურავი პირველი გახსნის კონტროლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოაძრეთ დამცავი სარქველი(ები ) No1, როგორც ეს ნაჩვენებია ნახ. 1-ზე და ნახ. 2-ზე (მწარმოებელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ტიპისა და მასალის დამცავი სარქველები).

ნემსს მოხსენით თავსახური და ჩაარჭეთ ის ფლაკონის ნებისმიერ სპეციალურ N2 პორტში, რომელშიც მოთავსებულია საინფუზიო სამკურნალო საშუალება (იხ. სურ. 1 და სურ. 2 ).

მეორე სტერილური პორტის გამოყენება შესაძლებელია საინფუზიო ფლაკონში სხვა სამკურნალო საშუალებების (No4, იხ. სურ. 3) შესაყვანად, ან ჰაერგამტარი-ნემსისთვის არასაკმარისი ნაკადის სიჩქარის შემთხვევაში (No4, იხ. სურ. 3).

ხსნარიანი ფლაკონი ჩამოკიდეთ სპეციალური N3 რგოლის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს ფლაკონის ძირში (იხ. სურ. 3).

ბავშვები. სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება ბავშვებში დაბადებიდან; იხ. განყოფილება „მიღების წესი და დოზები“.

დოზის გადაჭარბება.

მიღებულია შეტყობინება ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შესახებ; ამავდროულად შეგვატყობინეს ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის შესახებ.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია და, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა.

ფლუკონაზოლი ძირითად გამოიყოფა შარდთან ერთად; ფორსირებულ დიურეზს შეუძლია დააჩქაროს სამკურნალო საშუალების გამოყოფა. 3-საათიანი ხანგრძლივობის ჰემოდიალიზის სეანსი ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50%-ით.

გვერდითი რეაქციები.

ყველაზე ხშირად (> 1/10) გვატყობინებდნენ შემდეგ გვერდით რეაქციებზე: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გამონაყარი, სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) და ტუტე ფოსფატაზას დონის გაზრდა სისხლში, რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიისა და სისტემური გამოვლინებების თანხლებით (DRESS-სინდრომი), რომელიც დაკავშირებულია ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხ. ნაწილი „გამოყენების თავისებურებები“).

გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10000-დან < 1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).

სმენის ორგანოებისა და ვესტიბულური აპარატის მხრიდან:

არახშირი : ვერტიგო.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიის მხრივ:

ხშირი : ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, ღებინება.

არახშირი: ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ:

ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.

არახშირი : ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება.

იშვიათი: ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულარული ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულარული დაზიანება.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ:

არახშირი: მადის დაქვეითება.

იშვიათი : ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია.

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი : თავის ტკივილი.

არახშირი : კრუნჩხვები, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა.

იშვიათი : ტრემორი.

ფსიქიკის მხრივ:

არახშირი: უძილობა, ძილიანობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათი : „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:

არახშირი : ანემია.

იშვიათი : აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია.

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათი : ანაფილაქსია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:

ხშირი : გამონაყარი.

არახშირი : მედიკამენტოზური დერმატიტი (მათ შორის ფიქსირებული მედიკამენტოზური დერმატიტი), ჭინჭრის ციება, ქავილი, გაძლიერებული ოფლიანობა.

იშვიათი : ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია.

უცნობია: რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:

არახშირი : მიალგია .

შეყვანის ადგილზე ზოგადი დარღვევები და რეაქციები:

არახშირი : მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება.

ბავშვები. ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას გვერდითი რეაქციებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ნორმიდან გადახრის სიხშირე და ხასიათი შედარებადი იყო ზრდასრულებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.

შეტყობინებები საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცედურას. ეს იძლევა შესაბამისი სამკურნალო საშუალების „სარგებლი/რისკის“ თანაფარდობის მუდმივი მონიტორინგის გაგრძელების საშუალებას. მედიცინის მუშაკებისთვის აუცილებელია შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები .

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა.

ამ მედიკამენტთან შეუთავსებლობის პრობლემები არ დაფიქსირებულა. არ შეურიოთ პრეპარატი სხვა სამკურნალო საშუალებებს ერთად, გარდა პუნქტში „დოზირება და მიღების წესი“ მითითებული შემთხვევებისა.

შეფუთვა.

100 მლ ფლაკონში; 1 ერთი ფლაკონი შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი. კსს „ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის ადგილის მისამართი.

უკრაინა 02093, ქ. კიევი, ქ. ბორისპილსკაია, 13.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა