პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიპროტოზოული საშუალებები

ფლაგილი

FLAGYL

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ფლაგილი 500 მგ- აპკით შემოგარსული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლის სახელით ცნობილ ნივთიერებას შეიცავს. მეტრონიდაზოლი, ანტიბიოტიკების ჯგუფში შემავალი პრეპარატია და სხეულში არსებული ბაქტერიების და პარაზიტების გამანადგურებელი მოქმედება აქვს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეტრონიდაზოლი (metronidazole)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპროტოზოული საშუალებები, ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P01AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0597
რეგისტრირებულია
7 სექტემბერი 2023, მოქმედებს 7 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაფლაგილი და სხვა წამალი ერთად

ფლაგილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფლაგილი 500 მგ- აპკით შემოგარსული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლის სახელით ცნობილ ნივთიერებას შეიცავს. მეტრონიდაზოლი, ანტიბიოტიკების ჯგუფში შემავალი პრეპარატია და სხეულში არსებული ბაქტერიების და პარაზიტების გამანადგურებელი მოქმედება აქვს.

ფლაგილი გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

სისხლის, თავის ტვინის, ფილტვების, ძვლების, სასქესო ორგანოების, კუჭის და ნაწლავების ინფექციების დროს

ღრძილების წყლულოვანი დაზიანების და კბილის სხვა ინფექციების დროს

ფეხების დაზიანებების და ზეწოლის შედეგად განვითარებული სხეულის დაზიანებების დროს

ოპერაციის შემდგომი ინფექციების განვითარების თავიდან აცილების მიზნით

ფლაგილი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 20 ტაბლეტის შემცველ შეფუთვაში.

  • ფლაგილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფლაგილი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

იმიდაზოლის წარმოებულების და მათ შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ფლაგილი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ და ან წარსულში მსგავსი ტიპის დაავადება გადაიტანეთ,

თუ, თირკმლების უკმარისობის გამო დიალიზით მკურნალობას გადიხართ,

თუ, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადება გაქვთ,

მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღებას უნდა მოერიდოთ. მკურნალობის შემდეგ კი 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ.

თუ, დაავადების ანამნეზში სისხლთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადება გაქვთ, მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

ფლაგილით ხანგრძლივი დროით მკურნალობის საჭიროებისას, გახანგრძლივებული მკურნალობის დეტალები სიფრთხილით უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილება მერე უნდა იქნას მიღებული

ფლაგილის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

ფლაგილის მიღება შეიძლება როგორც საკვების მიღებამდე, ასევე საკვების მიღების შემდეგაც.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ამების სახელით წოდებული პარაზიტებით გამოწვეული ინფექციები (ამებიაზი):

ზრდასრულები: 1,5 გრ დღეში 3 დოზად დაიყოფა და მიიღება.

ბავშვები: 30-40მგ/კგ/დღეში, რომელიც 3 დოზად დაიყოფა და მიიღება.

ღვიძლში პარაზიტით გამოწვეული აბსცესის შემთხვევაში მეტრონიდაზოლით მკურნალობა აბსცესის დრენირებასთან ერთდ უნდა იქნას დაწყებული.

მკურნალობა 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა გაგრძელდეს.

ტრიქომონადის სახელით წოდებული პარაზიტით გამოწვეული ინფექციები (ტრიქომონიაზი):

ქალებში (საშარდზე გზების და გარეთა სასქესო ორგანოების ინფექცია): ერთჯერადი დოზის სახით 2 გრამი (4 ტაბლეტი) მიიღება.

მეუღლესთან ანალიზის შედეგის ნეგატიურობის და ან ჩივილების არ არსებობის მიუხედავად, აღნიშნული მკურნალობა წყვილებმა ერთად უნდა ჩაიტაროს.

ლამბლიოზის სახელით წოდებული პარაზიტული ინფექცია (ლამბლიოზი, გარდიაზი):

ზრდასრულები: დღეში 750 მგ-დან 1 გრ-მდე მიიღება, რომელიც უწყვეტად 5 დღის განმავლობაში გრძელდება.

10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები: 500 მგ/დღეში.

ქალებში უცნობი ეტიოლოგიის მქონე გარეთა სასქესო ორგანოების ინფექციები (არასპეციფიკური ვაგინიტი):

500 მგ დღეში 2 ჯერ, 7 დღის განმავლობაში.

უჟანგბადო პირობებში გავრცელებული მიკრობებით (ანაერობული ორგანიზმები) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:

(პირველი რიგის პრეპარატის სახით და ან თერაპიის გაგრძელების დროს გამოიყენება)

ზრდასრულები: 1-1.5 გ/დღეში, 2 და ან 3 დოზად დაყოფილი დოზების სახით მიიღება.

ბავშვები: 20-30 მგ/კგ/დღეში.

ოპერაციის შემდგომ განვითარებული ინფექციების თავიდან აცილება (ქირურგიული ქიმიოპროფილაქტიკა):

ოპერაციის შემდგომ განვითარებული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული სამკურნალო სქემა სრულად გამოკვლეული არ არის.

ოპერაციიდან დაახლოებით 48 საათით ადრე პრეპარატის 8 საათში ერთხელ, 500 მგ სახით დაწყებისას საკმაოდ კარგი ეფექტი მიიღება.

ბოლო დოზა ოპერაციიდან სულ ცოტა 12 საათით ადრე უნდა იქნას მიცემული.

აღნიშნული მკურნალობის მიზანი ოპერაციის დროს კუჭ-ნაწლავის სისტემაში ბაქტერიის გავრცელების თავიდან აცილებაა, ამიტომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში წამლის მიცემის გაგრძელებას (ორალური გზით) სარგებელი არ აქვს.

იგივე პროტოკოლი ბავშვებშიც გამოიყენება: 20-30 მგ/კგ/დღეში დოზის სახით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ფლაგილი, პირის გზით მიღებისთვისაა განკუთვნილი. ტაბლეტები დაფხვნის და გატეხვის გარეშე კვების დროს და ან საკვების მიღებისთანავე უნდა იქნას მიღებული.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში სასურველია ფლაგილის სუსპენზიის ფორმა.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ფლაგილის ხანდაზმულებში გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს, განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

უკუჩვენებები

არ შეიძლება გამოყენება პირებში, რომლებთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობის პირველი ტრიმესტრი

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

პრეპარატი საშარდზე გზებით გამოიყოფა, ამიტომ თირკმლების უკმარისობის მქონე და დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში სიფრთილეს საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოებში ექიმი პრეპარატის დაბალ დოზას დაგინიშნავთ და ან მკურნალობის ხანმოკლე კურსს განახორციელებს.

ექიმი, დაავადების სიმძმის შესაბამის დოზას განსაზღვრავს და განახორციელებს.

თუ, ფიქრობთ, რომ ფლაგილის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ფლაგილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ფლაგილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.

თუ, ფლაგილის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ფლაგილის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, მომდევნო დოზა ჩვეული, ნორმალური რეჟიმის მიხედვით უნდა მიიღოთ. თუ, ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

მოვლენები, რომელიც ფლაგილით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას რაიმე სახის უარყოფითი ეფექტი არ ვლინდება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ფლაგილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფლაგილის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ხელების, ფეხების, სახსრების, სახის, ტუჩების და ან სასუნთქი გზების შეშუპება, რომელიც სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას იწვევს. ამავე დროს შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი. თუ აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ფლაგილის მიმართ ალერგია გაქვთ.

ძლიერი, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია ენცეფალოპათიის სახელით წოდებული თავის ტვინის დაავადება. აღნიშნულის გამოვლინება მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად ვლინდება: ცხელება, კეფის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი და ან არ არსებული ხმების გაგონება. ამავე დროს შეიძლება გამოვლინდეს ხელების და ფეხების მოძრაობის გაძნელება, მეტყველების გაძნელება, გაბრუების შეგრძნება.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში მოთავსება დაგჭირდეთ.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

კანის და თვალების გაყვითლება. აღნიშნული სიმპტომები ღვიძლის დაავადებაზე მიანიშნებს (სიყვითლე). სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინაციაში მეტრონიდაზოლით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციას საჭიროებს.

მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუში დაზიანებები (იარები), სისხლჩაქცევები, ღრძილებიდან სისხლდენა და ან დაღლილობა. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება სისხლის დაავადების გამოვლინება იყოს.

მუცლის ძლიეირ ტკივილი, რომელიც გადაეცემა ზურგში (პანკრეატიტი).

ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტებია და ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

ძალიან იშვიათი (<1/10 000)

გულყრები

გაბრუება და არ არსებულის გაგონება და ან დანახვის (ჰალუცინაციები) მსგავსი ფსიქიკური პრობლემები

კანზე გამონაყარი და ან სიწითლე

მხედველობის შემღვრევა და ან გაორება, მხედველობის სიმახვილის შემცირება და ან ფერების აღქმის ცვლილების მსგავსი თვალის პრობლემები

თავის ტკივილი

შარდის ფერის ცვლილება

ძილიანობა და ან თავბრუსხვევა

კუნთების და ან სახსრების ტკივილი

უცნობი სიხშირის მქონე (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია):

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟება, ტკივილი და ან დაღლილობა

პირში არასასიამოვნო გემო

ნადებიანი ენა

გულისრევა, ღებინება, კუჭის პრობლემები და ან დიარეა

მადის დაკარგვა

ცხელება

დათრგუნული სულიერი მდგომარეობა

თვალების ტკივილი (ოპტიკური ნევრიტი)

ცხელება, თავის ტკივილი, კეფის გაშეშება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, გულისრევა, ღებინების მსგავსი სიმპტომების ერთობლიობა.

აღნიშნული მდგომარეობა თავის ტვინის და ზურგის ტვინის მფარავი გარსის ანთების მაჩვენებელი შეიძლება იყოს (მენინგიტი).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის მტკივნეული შეშუპება და სიწითლე, კანის აშრევება), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი(კანის გასქელება და აქერცვლა, აშრევება).

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ფლაგილის შენახვა

ფლაგილი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

გარე შეფუთვაზე და ან ბლისტერზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფლაგილი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.

წამლები, გამდინარე წყალსა და ან საყოფაცხოვრებო ნაგავში არ უნდა ჩააგდოთ.

გამოუყენებელი წამლების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის თქვენს ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები გარემოს დაცვის სამუშაოებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გულისხმობს.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. სანოფის ჯანრმთელობის პროდუქტები

შიშლი-სტამბოლი

წარმოების ადგილი:

ს.ს. სანოფის წამლის წარმოება და ვაჭრობა

ლულებურგაზი-ქირქლარელი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.08.2014-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის რეკომენდებული კომბინაციების გამოყენება:

მეტრონიდაზოლ-დისულფირამი: დისულფირამთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დელირიუმი და დაბნეულობა.

ალკოჰოლი: დისულფირამის ტიპის რეაქციის თავიდან ასაცილებლად (სიწითლე სახისა და კისრის არეში, ღებინება, ტაქიკარდია), ალკოჰოლური სასმელები ან ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტები არ უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში.

ტერფენადინი და ასტემიზოლი: არასოდეს არ შეიძლება ერთად გამოყენება.

ამიოდარონი: მეტრონიდაზოლი აფერხებს ამიდარონის მეტაბოლიზმს. კარდიოტოქსიკურობის გაზრდილი რისკი (QTc ინტერვალის გახანგრძლივება, ტორსად დე პოინტესი, გულის გაჩერება)

ბუსულფანი: მეტრონიდაზოლმა შეიძლება გაზარდოს ბუსულფანის პლაზმური კონცენტრაცია და, შესაბამისად, ბუსულფანის ტოქსიკურობა.

კომბინაციები, რომლებიც უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით:

ვარფარინი: ვინაიდან მეტრონიდაზოლი ამცირებს ღვიძლში პერორალურად გამოყენებული ანტიკოაგულანტების დაშლას, ამ პრეპარატების ეფექტი და სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ერთად გამოყენებისას. ამიტომ, კომბინირებული გამოყენებისას ხშირად უნდა შემოწმდეს პროთრომბინის დონე და მოხდეს ორალური ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება.

ლითიუმი: ლითიუმის დონე პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს მეტრონიდაზოლთან ერთად გამოყენებისას. ამიტომ, ლითიუმის, კრეატინინის და ელექტროლიტების პლაზმური კონცენტრაციები უნდა გაკონტროლდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტრონიდაზოლს ლითიუმით თერაპიის დროს.

ციკლოსპორინი: შრატში ციკლოსპორინის დონის მომატება შეიძლება მოხდეს. თუ საჭიროა მეტრონიდაზოლთან ერთდროული გამოყენება, საჭიროა შრატში ციკლოსპორინისა და კრეატინინის დონის მონიტორინგი.

ფენიტოინი-ფენობარბიტალი: მეტრონიდაზოლის ელიმინაცია შეიძლება გაიზარდოს და შრატის დონე შეიძლება შემცირდეს.

კარბამაზეპინი: ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია. თუმცა, მეტრონიდაზოლი სავარაუდოდ აფერხებს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს.

5-ფტორურაცილი: მეტრონიდაზოლთან ერთად გამოყენებისას 5-ფტორურაცილის გამოყოფა მცირდება და შესაბამისად იზრდება მისი ტოქსიკური ეფექტი.

ვეკურონიუმი: (არადეპოლარიზებული ნეირომუსკულური მაბლოკირებელი პრეპარატი): მეტრონიდაზოლი აძლიერებს როკურონიუმის ეფექტს.

ქოლესტირამინი: შეიძლება გამოიწვიოს მეტრონიდაზოლის შეწოვის დაქვეითება და, შესაბამისად, ეფექტის დაქვეითება.

ერგოტის ალკალოიდები: მეტრონიდაზოლი აინჰიბირებს ციტოქრომ P450 3A4 სისტემას, რითაც ამცირებს ერგოტის წარმოებულების მეტაბოლიზმს. იზრდება ერგოტიზმის რისკი (გულისრევა, ღებინება, ვაზოსპასტიური იშემია).

ზეგავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე

მეტრონიდაზოლი ახდენს ტრეპონემის იმობილიზაციას და, შესაბამისად, იძლევა ცრუ დადებით შედეგს Treponema pallidum immobilization ტესტის დროს.

მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები AST (SGOT), ALT (SGPT), LDH, ტრიგლიცერიდების ან გლუკოზის გაზომვებში ულტრაიისფერი შთანთქმის მეთოდით გაზომვისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ფლაგილი, ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ორსულობის პირველი 3 თვის შემდეგ მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელი საჭიროებისას შეიძლება გამოყენებული იქნას.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ფლაგილი დედის რძეში გადადის, ამიტომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ გამოიყენოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფლაგილის გამოყენების დროს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედი გვერდით ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს (მაგ. გონების არევა, თავბრუსხვევა, არ არსებული ნივთების ხედვა, არ არსებული ხმების გაგონება (ჰალუცინაციები), მხედველობის დარღვევები და სხვა). თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ფლაგილის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ფლაგილი, სორბიტოლის სახელით ცნობილ შაქრის სახეობას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოცემული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ მოცემულ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:

დისულფირამი (ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ გამოიყენება)

ვარფარინი (სისხლის გათხელებისთვის გამოიყენება)

ლითიუმი (ფსიქიატრიული დავადების სამკურნალოდ გამოიყენება)

ფენობარბიტალი,ფენიტოინი, კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება)

5-ფლუოროურაცილი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)

ბუსულფანი (სისხლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)

ციკლოსპორინი (ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ორგანოთა მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება)

ვერუკონიუმი (კუნთების მოდუნებისთვის გამოიყენება)

ქოლესტირამინი ( სისხლში ცხიმების დონის შემცირების მიზნით გამოიყენება)

ერგოტის ალკალოიდები (მიგრენის ტიპის თავის ტკივილების დროს, ოპერაციის შემდგომი საშვილოსნოს შიგა სისხლდენების შემცირების მიზნით გამოიყენება)

ტერფენადინი და ასტემიზოლი (ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება)

ამიოდარონი (გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)

სპირტი (მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ სულ ცოტა 2 დღის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელი და ან სპირტის შემცველი წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული)

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებო კლინიკურ კვლევებში და გამოვლენილი, როგორც მინიმუმ სავარაუდოდ დაკავშირებულია მეტრონიდაზოლის მკურნალობასთან არსებული მონაცემების საუკეთესო შეფასების საფუძველზე, მიზეზობრიობის თვალსაზრისით, ჩამოთვლილია ქვემოთ შემდეგი კლასიფიკაციის გამოყენებით:

ძალიან ხშირი 1/10; ხშირი 1/100-დან <1/10-მდე; არახშირი 1/1000-დან <1/100-მდე; იშვიათი 1/10000-დან <1/1000-მდე; ძალიან იშვიათი <1/10000; უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ​​აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია

უცნობია: ლეიკოპენია

იმუნური სისტემის დაავადებები

იშვიათი: ანაფილაქსია

უცნობი: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ცხელება

მეტაბოლიზმი და კვების დაავადებები

უცნობია: ანორექსია

ფსიქიატრიული დაავადებები

ძალიან იშვიათი: ფსიქოზური დარღვევები, მათ შორის დაბნეულობა და ჰალუცინაციები

უცნობი: დეპრესიული განწყობა

ნერვული სისტემის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ​​ენცეფალოპათია (მაგ. დაბნეულობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, დამბლა, მგრძნობელობა სინათლის მიმართ, მოძრაობის დარღვევა, კისრის გაშეშება) და ქვემწვავე ცერებრალური სინდრომი (მაგ. ატაქსია, დიზართრია, სიარულის დარღვევა, ნისტაგმი და ტრემორი), რომელიც შეიძლება გაქრეს პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თავბრუსხვევა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა.

უცნობია: პერიფერიული სენსორული ნეიროპათია ან გარდამავალი ეპილეფსიის ფორმა მეტრონიდაზოლით ინტენსიური და/ან გახანგრძლივებული მკურნალობის დროს. დაფიქსირდა კრუნჩხვები. ხშირ შემთხვევაში, ნეიროპათია ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირებისას.

ასეპტიური მენინგიტი

თვალის დაავადებები

ძალიან იშვიათი: მხედველობის დარღვევები, ძირითადად გარდამავალი, როგორიცაა დიპლოპია, მიოპია, ბუნდოვანი მხედველობა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება და ფერის მხედველობის ცვლილება.

უცნობი: ოპტიკური ნეიროპათია/ნევრიტი

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

უცნობი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, როგორიცაა გემოვნების ცვლილება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, ჟანგიანი ენა (სოკოების ზრდის გამო), გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიული ტკივილი და დიარეა. შექცევადი პანკრეატიტის შემთხვევები.

ჰეპატობილიარული დაავადებები

ძალიან იშვიათად: ​​აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების (AST, ALT, ALP) მატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი ან შერეული ჰეპატიტი, ზოგჯერ სიყვითლით და ღვიძლის ჰეპატოცელულარული დაზიანება. ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ მეტრონიდაზოლით სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ​​გამონაყარი კანზე, პუსტულური გამონაყარი, ქავილი, სახის სიწითლე.

უცნობია: მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ​​მიალგია, ართრალგია

თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებები

ძალიან იშვიათად: ​​შარდის ფერის გამუქება (მეტრონიდაზოლის მეტაბოლიტის გამო).

ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილზე

ცხელება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის შემდეგ დიდი მნიშნელობა აქვს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. ამ ინფორმაციის შეტყობინება იძლევა წამლის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის თანამშრომლებმა ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქცია უნდა შეატყობინონ თურქეთის ფარმაკოლოგიურ ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ღებინება, ატაქსია და დეზორიენტაცია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა იქნას გამოყენებული სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტრონიდაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები სორბიტოლი 37,50 მგ

დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

24 თვე.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

  • 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა

20 გარსით დაფარული ტაბლეტი კოლოფში, PVC/Al ბლისტერში.

  • 6. ადამიანური გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები

გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის დებულების“ და „შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის დებულების“ შესაბამისად.

  • ლიცენზიის მფლობელი

Sanofi Health Products შ.პ.ს.

სანოფი სამკურნალო პროდუქტები შპს

ბიუიკდერე კადესი №:193 ლევენტი

34394 შიშლი-სტამბული, თურქეთი

ტელ: (0212) 339 10 00

ფაქსი: (0212) 339 10 89

  • ლიცენზიის ნომერი

220/82

  • პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი

პირველადი ლიცენზიის გაცემის თარიღი: 15.09.2009

ლიცენზიის განახლების თარიღი: 15.09.2009

  • სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციის ტექსტის განახლების თარიღი
  • 08.2014

თარგმანი სწორია:

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანაერობიციდები

ათქ კოდი: J08B0

მოქმედების მექანიზმი

მეტრონიდაზოლი არის ანტიბიოტიკი 5-ნიტროიმიდაზოლის ჯგუფიდან. ახასიათებს ბაქტერიციდული, ამებიციდული და ტრიქომონოზიდული ეფექტურობა. ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი ჯერ არ არის ცნობილი. ის არ იონიზირებულია ფიზიოლოგიურ pH-ზე და უჯრედში შეიყვანება ანაერობული მიკროორგანიზმებისა და უჯრედების მიერ. ის უჯრედებში მცირდება ელექტრონის გადამტანი პროტეინებით, დაბალი რედოქსული პოტენციალით, პოლარულ მეტაბოლიტებამდე, რომლებსაც არ აქვთ ნიტრო ჯგუფები და ჯერ კიდევ არ არის სრულად განსაზღვრული. ითვლება, რომ შემცირებული მეტაბოლიტები ახდენენ ანტიმიკრობულ ეფექტს ნუკლეინის მჟავების სინთეზის ინჰიბირებით და დნმ-ის დაშლით. მეტრონიდაზოლი თანაბრად ეფექტურია გამყოფი და არაგამყოფი უჯრედებისთვის. In vitro და in vivo კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მეტრონიდაზოლს აქვს პირდაპირი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ნეიტროფილების მოძრაობაზე, ლიმფოციტების წარმოქმნაზე და უჯრედულ იმუნიტეტზე.

მეტრონიდაზოლის მოქმედების ანტიბაქტერიული სპექტრი

ანაერობული ბაქტერიები

მეტრონიდაზოლი ეფექტურია in vitro მრავალი ბაქტერიის წინააღმდეგ:

Bacteroides fragilis, B. Bivius (Prevotella bivia), B. disiens (Prevotella disiens), B. distasonis, B. gingivalis, (Porphyromonas gingivalis), B. intermedius (Prevotella intermedia), B. Melaninogenicus (Prevotella melaninogenica), oralis (Prevotella oralis), B. ovatus, B. thetaiotaomicron, B. vulgatus, B. asaccharolyticus (Porphyromonas asaccharolytica), B. ureolyticus, Fusobacterium და Veillonella. Mobiluncus-ის ზოგიერთი სახეობა (მოძრავი, ანაერობული და დახვეული ღეროებით) ინ ვიტრო ინჰიბირებულია მეტრონიდაზოლით; სხვა სახეობები ითვლება რეზისტენტულად. გრამდადებითი ანაერობული კოკები, რომლებზეც პრეპარატი ეფექტურია, როგორიცაა Clostiridium, C.difficile, C. Perfringens, Eubacterium, Peptococcus და Peptostreptococcus. ცნობილია, რომ რეზისტენტულია Actinomyces, Lactobacillus, Propionibacterium acnes, P. avidum და P. granulosum მიმართ.

სხვა ორგანიზმები

მეტრონიდაზოლი ეფექტურია Campylobacter fetus-ის წინააღმდეგ in vitro. Gardnerella vaginalis (Haemophilus vaginalis) მგრძნობიარეა მეტრონიდაზოლის მაღალი დოზების მიმართ. მეტრონიდაზოლი აღმოჩნდა არაეფექტური სოკოების წინააღმდეგ in vitro კვლევებში.

რეზისტენტულობა

Trichomonas vaginalis-ის ზოგიერთ შტამს განუვითარდა წინააღმდეგობა მეტრონიდაზოლის მიმართ. იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, Bacteroides fragilis და სხვა ანაერობული ბაქტერიები შეიძლება ასევე შეიძინონ წინააღმდეგობა. მეტრონიდაზოლის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს უჯრედების ცუდი შეღწევით და/ან ნიტრორედუქტაზას აქტივობით.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

აბსორბცია

მეტრონიდაზოლი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. მინიმუმ 80% შეიწოვება ერთ საათში. პერორალური მიღების შემდეგ პიკური მნიშვნელობები იგივეა, რაც მიღებული ინტრავენური შეყვანისას თანაბარ დოზებში. მისი ბიოშეღწევადობა პერორალურად არის 100%. მასზე არ მოქმედებს საკვებთან ერთად გამოყენება.

განაწილება

შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია დაახლოებით 1 საათის შემდეგ 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან არის დაახლოებით 10 მიკროგრამი/მლ.

პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი 8-დან 10 საათამდეა.

პლაზმის ცილებთან შეკავშირება არ არის მაღალი: 20%-ზე ნაკლები.

განაწილების მოცულობა დიდია, დაახლოებით 40 I (ე.ი. 0.65 I/კგ).

შრატის დონეზე დაახლოებით დოზებით, ის სწრაფად შეიწოვება ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლში, კანში, ნაღველში, CSF, ნერწყვში, სათესლე სითხეში და გადადის ვაგინალურ სეკრეტში.

მეტრონიდაზოლი კვეთს პლაცენტას და გადადის დედის რძეში.

ბიოტრანსფორმაცია

ის მეტაბოლიზდება ღვიძლში და მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ღვიძლში და ნაღველში. მეტრონიდაზოლი ორგანიზმში მეტაბოლიზდება ორ მეტაბოლიტად, რომლებსაც აქვთ ანტიბაქტერიული მოქმედება.

ალკოჰოლის მეტაბოლიტი არის პირველადი მეტაბოლიტი. მისი ბაქტერიციდული მოქმედება ანაერობული ბაქტერიების მიმართ არის მეტრონიდაზოლის ეფექტის 30%. ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 11 საათს.

მჟავა მეტაბოლიტი არის მცირე რაოდენობით და აქვს 5% მეტრონიდაზოლის ბაქტერიციდული მოქმედება.

ელიმინაცია

გამოიყოფა ძირითადად შარდით (მეტრონიდაზოლის 40-70% გამოიყოფა უცვლელი სახით) და ამიტომ შარდს შეიძლება ჰქონდეს მოწითალო-ყავისფერი შეფერილობა.

წრფივობა/არაწრფივობა

დოზის წრფივობა არ აღინიშნება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია სანოფი

ფლაგილიR 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

განკუთვნილია პირის გზით (პერორალური) მიღებისთვის

მოქმედი ნივთიერება: თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 500 მგ მეტრონიდაზოლს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატის ორფუძიანი დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, სორბიტოლი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გამოხდილი წყალი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, პოლიეთილენ გლიკოლ 20000, სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მეთილეთილ კეტონი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა,

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს და ან საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი და ან დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ფლაგილი?

ფლაგილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ფლაგილი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ფლაგილის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ფლაგილი ?

ფლაგილი 500 მგ- აპკით შემოგარსული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით მეტრონიდაზოლის სახელით ცნობილ ნივთიერებას შეიცავს. მეტრონიდაზოლი, ანტიბიოტიკების ჯგუფში შემავალი პრეპარატია და სხეულში არსებული ბაქტერიების და პარაზიტების გამანადგურებელი მოქმედება აქვს.

ფლაგილი გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

სისხლის, თავის ტვინის, ფილტვების, ძვლების, სასქესო ორგანოების, კუჭის და ნაწლავების ინფექციების დროს

ღრძილების წყლულოვანი დაზიანების და კბილის სხვა ინფექციების დროს

ფეხების დაზიანებების და ზეწოლის შედეგად განვითარებული სხეულის დაზიანებების დროს

ოპერაციის შემდგომი ინფექციების განვითარების თავიდან აცილების მიზნით

ფლაგილი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 20 ტაბლეტის შემცველ შეფუთვაში.

  • ფლაგილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ფლაგილი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

იმიდაზოლის წარმოებულების და მათ შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში არ უნდა იქნას გამოყენებული.

ფლაგილი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:

თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ და ან წარსულში მსგავსი ტიპის დაავადება გადაიტანეთ,

თუ, თირკმლების უკმარისობის გამო დიალიზით მკურნალობას გადიხართ,

თუ, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადება გაქვთ,

მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღებას უნდა მოერიდოთ. მკურნალობის შემდეგ კი 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ.

თუ, დაავადების ანამნეზში სისხლთან დაკავშირებული გენეტიკური დაავადება გაქვთ, მეტრონიდაზოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ.

ფლაგილით ხანგრძლივი დროით მკურნალობის საჭიროებისას, გახანგრძლივებული მკურნალობის დეტალები სიფრთხილით უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილება მერე უნდა იქნას მიღებული

ფლაგილის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად

ფლაგილის მიღება შეიძლება როგორც საკვების მიღებამდე, ასევე საკვების მიღების შემდეგაც.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

ფლაგილი, ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში არ უნდა იქნას გამოყენებული. ორსულობის პირველი 3 თვის შემდეგ მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელი საჭიროებისას შეიძლება გამოყენებული იქნას.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, კონსულატაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.

ფლაგილი დედის რძეში გადადის, ამიტომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, არ გამოიყენოთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ფლაგილის გამოყენების დროს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მოქმედი გვერდით ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს (მაგ. გონების არევა, თავბრუსხვევა, არ არსებული ნივთების ხედვა, არ არსებული ხმების გაგონება (ჰალუცინაციები), მხედველობის დარღვევები და სხვა). თუ, აღნიშნული გვერდითი ეფექტები თქვენთან გამოვლინდება, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ფლაგილის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ფლაგილი, სორბიტოლის სახელით ცნობილ შაქრის სახეობას შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოცემული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ქვემოთ მოცემულ წამლებს ღებულობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ:

დისულფირამი (ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ გამოიყენება)

ვარფარინი (სისხლის გათხელებისთვის გამოიყენება)

ლითიუმი (ფსიქიატრიული დავადების სამკურნალოდ გამოიყენება)

ფენობარბიტალი,ფენიტოინი, კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება)

5-ფლუოროურაცილი (სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)

ბუსულფანი (სისხლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება)

ციკლოსპორინი (ორგანოთა გადანერგვის შემდეგ ორგანოთა მოცილების რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენება)

ვერუკონიუმი (კუნთების მოდუნებისთვის გამოიყენება)

ქოლესტირამინი ( სისხლში ცხიმების დონის შემცირების მიზნით გამოიყენება)

ერგოტის ალკალოიდები (მიგრენის ტიპის თავის ტკივილების დროს, ოპერაციის შემდგომი საშვილოსნოს შიგა სისხლდენების შემცირების მიზნით გამოიყენება)

ტერფენადინი და ასტემიზოლი (ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება)

ამიოდარონი (გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება)

სპირტი (მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ სულ ცოტა 2 დღის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელი და ან სპირტის შემცველი წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული)

თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ფლაგილი?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ამების სახელით წოდებული პარაზიტებით გამოწვეული ინფექციები (ამებიაზი):

ზრდასრულები: 1,5 გრ დღეში 3 დოზად დაიყოფა და მიიღება.

ბავშვები: 30-40მგ/კგ/დღეში, რომელიც 3 დოზად დაიყოფა და მიიღება.

ღვიძლში პარაზიტით გამოწვეული აბსცესის შემთხვევაში მეტრონიდაზოლით მკურნალობა აბსცესის დრენირებასთან ერთდ უნდა იქნას დაწყებული.

მკურნალობა 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა გაგრძელდეს.

ტრიქომონადის სახელით წოდებული პარაზიტით გამოწვეული ინფექციები (ტრიქომონიაზი):

ქალებში (საშარდზე გზების და გარეთა სასქესო ორგანოების ინფექცია): ერთჯერადი დოზის სახით 2 გრამი (4 ტაბლეტი) მიიღება.

მეუღლესთან ანალიზის შედეგის ნეგატიურობის და ან ჩივილების არ არსებობის მიუხედავად, აღნიშნული მკურნალობა წყვილებმა ერთად უნდა ჩაიტაროს.

ლამბლიოზის სახელით წოდებული პარაზიტული ინფექცია (ლამბლიოზი, გარდიაზი):

ზრდასრულები: დღეში 750 მგ-დან 1 გრ-მდე მიიღება, რომელიც უწყვეტად 5 დღის განმავლობაში გრძელდება.

10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები: 500 მგ/დღეში.

ქალებში უცნობი ეტიოლოგიის მქონე გარეთა სასქესო ორგანოების ინფექციები (არასპეციფიკური ვაგინიტი):

500 მგ დღეში 2 ჯერ, 7 დღის განმავლობაში.

უჟანგბადო პირობებში გავრცელებული მიკრობებით (ანაერობული ორგანიზმები) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:

(პირველი რიგის პრეპარატის სახით და ან თერაპიის გაგრძელების დროს გამოიყენება)

ზრდასრულები: 1-1.5 გ/დღეში, 2 და ან 3 დოზად დაყოფილი დოზების სახით მიიღება.

ბავშვები: 20-30 მგ/კგ/დღეში.

ოპერაციის შემდგომ განვითარებული ინფექციების თავიდან აცილება (ქირურგიული ქიმიოპროფილაქტიკა):

ოპერაციის შემდგომ განვითარებული ინფექციების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული სამკურნალო სქემა სრულად გამოკვლეული არ არის.

ოპერაციიდან დაახლოებით 48 საათით ადრე პრეპარატის 8 საათში ერთხელ, 500 მგ სახით დაწყებისას საკმაოდ კარგი ეფექტი მიიღება.

ბოლო დოზა ოპერაციიდან სულ ცოტა 12 საათით ადრე უნდა იქნას მიცემული.

აღნიშნული მკურნალობის მიზანი ოპერაციის დროს კუჭ-ნაწლავის სისტემაში ბაქტერიის გავრცელების თავიდან აცილებაა, ამიტომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში წამლის მიცემის გაგრძელებას (ორალური გზით) სარგებელი არ აქვს.

იგივე პროტოკოლი ბავშვებშიც გამოიყენება: 20-30 მგ/კგ/დღეში დოზის სახით.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ფლაგილი, პირის გზით მიღებისთვისაა განკუთვნილი. ტაბლეტები დაფხვნის და გატეხვის გარეშე კვების დროს და ან საკვების მიღებისთანავე უნდა იქნას მიღებული.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებში სასურველია ფლაგილის სუსპენზიის ფორმა.

ხანდაზმულებში გამოყენება:

ფლაგილის ხანდაზმულებში გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს, განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

პრეპარატი საშარდზე გზებით გამოიყოფა, ამიტომ თირკმლების უკმარისობის მქონე და დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში სიფრთილეს საჭიროებს.

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოებში ექიმი პრეპარატის დაბალ დოზას დაგინიშნავთ და ან მკურნალობის ხანმოკლე კურსს განახორციელებს.

ექიმი, დაავადების სიმძმის შესაბამის დოზას განსაზღვრავს და განახორციელებს.

თუ, ფიქრობთ, რომ ფლაგილის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ფლაგილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ფლაგილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, სასწრაფოდ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.

თუ, ფლაგილის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

თუ, ფლაგილის ერთი დოზის მიღება დაგავიწყდებათ, მომდევნო დოზა ჩვეული, ნორმალური რეჟიმის მიხედვით უნდა მიიღოთ. თუ, ამ წამლის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.

მოვლენები, რომელიც ფლაგილით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

მეტრონიდაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას რაიმე სახის უარყოფითი ეფექტი არ ვლინდება.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ფლაგილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდით ეფექტები გამოვლინდეს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ფლაგილის მიღება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ხელების, ფეხების, სახსრების, სახის, ტუჩების და ან სასუნთქი გზების შეშუპება, რომელიც სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას იწვევს. ამავე დროს შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი. თუ აღნიშნული ნიშნები გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ფლაგილის მიმართ ალერგია გაქვთ.

ძლიერი, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია ენცეფალოპათიის სახელით წოდებული თავის ტვინის დაავადება. აღნიშნულის გამოვლინება მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად ვლინდება: ცხელება, კეფის კუნთების რიგიდობა, თავის ტკივილი და ან არ არსებული ხმების გაგონება. ამავე დროს შეიძლება გამოვლინდეს ხელების და ფეხების მოძრაობის გაძნელება, მეტყველების გაძნელება, გაბრუების შეგრძნება.

ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, შეიძლება სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში მოთავსება დაგჭირდეთ.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფოდ თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

კანის და თვალების გაყვითლება. აღნიშნული სიმპტომები ღვიძლის დაავადებაზე მიანიშნებს (სიყვითლე). სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინაციაში მეტრონიდაზოლით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში დაფიქსირებულია ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციას საჭიროებს.

მოულოდნელი ინფექციები, პირის ღრუში დაზიანებები (იარები), სისხლჩაქცევები, ღრძილებიდან სისხლდენა და ან დაღლილობა. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება სისხლის დაავადების გამოვლინება იყოს.

მუცლის ძლიეირ ტკივილი, რომელიც გადაეცემა ზურგში (პანკრეატიტი).

ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტებია და ძალიან იშვიათად ვლინდება.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ:

ძალიან იშვიათი (<1/10 000)

გულყრები

გაბრუება და არ არსებულის გაგონება და ან დანახვის (ჰალუცინაციები) მსგავსი ფსიქიკური პრობლემები

კანზე გამონაყარი და ან სიწითლე

მხედველობის შემღვრევა და ან გაორება, მხედველობის სიმახვილის შემცირება და ან ფერების აღქმის ცვლილების მსგავსი თვალის პრობლემები

თავის ტკივილი

შარდის ფერის ცვლილება

ძილიანობა და ან თავბრუსხვევა

კუნთების და ან სახსრების ტკივილი

უცნობი სიხშირის მქონე (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია):

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დარღვევა, დაბუჟება, ტკივილი და ან დაღლილობა

პირში არასასიამოვნო გემო

ნადებიანი ენა

გულისრევა, ღებინება, კუჭის პრობლემები და ან დიარეა

მადის დაკარგვა

ცხელება

დათრგუნული სულიერი მდგომარეობა

თვალების ტკივილი (ოპტიკური ნევრიტი)

ცხელება, თავის ტკივილი, კეფის გაშეშება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება, გულისრევა, ღებინების მსგავსი სიმპტომების ერთობლიობა.

აღნიშნული მდგომარეობა თავის ტვინის და ზურგის ტვინის მფარავი გარსის ანთების მაჩვენებელი შეიძლება იყოს (მენინგიტი).

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის მტკივნეული შეშუპება და სიწითლე, კანის აშრევება), ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი(კანის გასქელება და აქერცვლა, აშრევება).

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ფლაგილის შენახვა

ფლაგილი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

გარე შეფუთვაზე და ან ბლისტერზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ფლაგილი არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა მითითებული თვის ბოლო დღეს გულისხმობს.

წამლები, გამდინარე წყალსა და ან საყოფაცხოვრებო ნაგავში არ უნდა ჩააგდოთ.

გამოუყენებელი წამლების განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის თქვენს ფარმაცევტს მიმართეთ. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები გარემოს დაცვის სამუშაოებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გულისხმობს.

ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

შპს. სანოფის ჯანრმთელობის პროდუქტები

შიშლი-სტამბოლი

წარმოების ადგილი:

ს.ს. სანოფის წამლის წარმოება და ვაჭრობა

ლულებურგაზი-ქირქლარელი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 04.08.2014-ში დამოწმებულია.

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა