შუა ყურის, ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების, ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობა დაფის აპკის შენარჩუნებული მთლიანობის პირობით: - მწვავე შუა ოტიტი შეგუბების მოვლენებით; - ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება; - ბაროტრავმული ოტიტი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენაზონი (phenazone) + ლიდოკაინი (lidocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- (40მგ + 10მგ)/გ 17,1გ (15მლ) ყურის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის თეთრი ფერის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოტოლოგიური საშუალებები, ანალგეზიური და საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- S02DA30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037120
- რეგისტრირებულია
- 10 იანვარი 2023, მოქმედებს 10 იანვარი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharm Group Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ფენაქსოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შუა ყურის, ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების, ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობა დაფის აპკის შენარჩუნებული მთლიანობის პირობით:
- მწვავე შუა ოტიტი შეგუბების მოვლენებით;
- ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება;
- ბაროტრავმული ოტიტი.
მიღების წესი და დოზირება
ფენაქსოლი გამოიყენება ადგილობრივად, გარეთა სასმენ მილში ჩაწვეთების გზით, 4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. ცივი ხსნარის ყურის ნიჟარასთან შეხების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი გამოყენების წინ გაათბეთ ხელში.
ფენაქსოლის გამოყენების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 10 დღისა, რის შემდეგაც უნდა გადაიხედოს დანიშნული მკურნალობა.
გამოყენება ბავშვებში
ფენაქსოლი ბავშვებში გამოსაყენებლად ნაჩვენებია დაბადებიდან 3-4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები
დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ დაფის აპკის მთლიანობაში. პერფორირებული დაფის აპკის შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში და გამოიწვიოს გართულებები.
ინსტილაციის შემდეგ მჭიდროდ უნდა მოხრახნოთ ხუფი და ფლაკონი მოათავსოთ შეფუთვაში, პრეპარატის სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.
ინფორმაცია სპორტსმენებისთვის: სამკურნალო საშუალება შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელიც იძლევა დადებით რეაქციას დოპინგ-კონტროლის დროს.
ფენაქსოლი ნაჩვენებია ბავშვებში გამოსაყენებლად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ამჟამად ინფორმაცია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ – არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ ფენაქსოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატი არ ენიშნებათ ორსულებს, გარდა აბსოლუტური საჭიროების შემთხევისა, ინიშნება მხოლოდ დედის სარგებლისა და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ.
აგრეთვე, არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევის შესახებ. რეკომენდებულია მოერიდოთ მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებას მეძუძურ დედებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს მანქანის მართვის უნარსა და რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობაზე, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას.
გვერდითი მოვლენები
არსებობს ადგილობრივი ალერგიული რეაქციების, გაღიზიანებისა და სასმენი მილის ჰიპერემიის წარმოშობის რისკი.
ჭარბი დოზა
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ გარეგანი გამოყენების დროს.
შემადგენლობა
1 გ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებები: 40 მგ ფენაზონი, 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთილის სპირტი, სტერილური წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1 M ხსნარი), გლიცერინი.
პრეპარატის კოდი ათქ-ს მიხედვით: S02DA30.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
პოლიეთიელნის საწვეთურიანი ფლაკონი 15მლ.
ფლაკონი-წვეთოვანი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა საშუალებები ოტოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ანალგეტიკები და ანესთეტიკები კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ფენაზონი (პირაზოლის წარმოებული) გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება. ლიდოკაინი (ამიდის ჯგუფის ანესთეზიური საშუალება) გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
სამკურნალო საშუალება არ აღწევს ორგანიზმში, თუ დაზიანებული არ არის დაფის აპკი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ფენაქსოლი
FENAXOL
სავაჭრო დასახელება: ფენაქსოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენაზონი/ლიდოკაინი
წამლის ფორმა: ყურის წვეთები (40 მგ/10მგ)/ 1 გ.
აღწერა: გამჭვირვალე ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.
შემადგენლობა:
1 გ შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებები: 40 მგ ფენაზონი, 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთილის სპირტი, სტერილური წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1 M ხსნარი), გლიცერინი.
პრეპარატის კოდი ათქ-ს მიხედვით: S02DA30.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა საშუალებები ოტოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ანალგეტიკები და ანესთეტიკები კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ფენაზონი (პირაზოლის წარმოებული) გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური მოქმედება. ლიდოკაინი (ამიდის ჯგუფის ანესთეზიური საშუალება) გააჩნია ადგილობრივი ანალგეზიიური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
სამკურნალო საშუალება არ აღწევს ორგანიზმში, თუ დაზიანებული არ არის დაფის აპკი.
ჩვენებები გამოყენებაზე:
შუა ყურის, ტკივილით მიმდინარე მდგომარეობების, ადგილობრივი სიმპტომატური მკურნალობა დაფის აპკის შენარჩუნებული მთლიანობის პირობით:
- მწვავე შუა ოტიტი შეგუბების მოვლენებით;
- ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება;
- ბაროტრავმული ოტიტი.
უკუჩვენებები:
დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
ამჟამად ინფორმაცია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ – არ არსებობს.
სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია დავრწმუნდეთ დაფის აპკის მთლიანობაში. პერფორირებული დაფის აპკის შემთხვევაში, პრეპარატმა შეიძლება შეაღწიოს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში და გამოიწვიოს გართულებები.
ინსტილაციის შემდეგ მჭიდროდ უნდა მოხრახნოთ ხუფი და ფლაკონი მოათავსოთ შეფუთვაში, პრეპარატის სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.
ინფორმაცია სპორტსმენებისთვის: სამკურნალო საშუალება შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელიც იძლევა დადებით რეაქციას დოპინგ-კონტროლის დროს.
ფენაქსოლი ნაჩვენებია ბავშვებში გამოსაყენებლად.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ ფენაქსოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში. პრეპარატი არ ენიშნებათ ორსულებს, გარდა აბსოლუტური საჭიროების შემთხევისა, ინიშნება მხოლოდ დედის სარგებლისა და ნაყოფისთვის შესაძლო რისკის შეფასების შემდეგ.
აგრეთვე, არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევის შესახებ. რეკომენდებულია მოერიდოთ მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებას მეძუძურ დედებში.
გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს მანქანის მართვის უნარსა და რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობაზე, რომლებიც მოითხოვენ გაზრდილ ყურადღებას.
გამოყენების წესი და დოზები:
ფენაქსოლი გამოიყენება ადგილობრივად, გარეთა სასმენ მილში ჩაწვეთების გზით, 4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. ცივი ხსნარის ყურის ნიჟარასთან შეხების თავიდან ასაცილებლად, ფლაკონი გამოყენების წინ გაათბეთ ხელში.
ფენაქსოლის გამოყენების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 10 დღისა, რის შემდეგაც უნდა გადაიხედოს დანიშნული მკურნალობა.
გამოყენება ბავშვებში
ფენაქსოლი ბავშვებში გამოსაყენებლად ნაჩვენებია დაბადებიდან 3-4 წვეთი 2-3-ჯერ დღეში.
დოზის გადაჭარბება:
არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ გარეგანი გამოყენების დროს.
გვერდითი მოქმედება:
არსებობს ადგილობრივი ალერგიული რეაქციების, გაღიზიანებისა და სასმენი მილის ჰიპერემიის წარმოშობის რისკი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 4 წელი დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში შენახვისას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ წვეთები უნდა გამოიყენოთ 4 კვირის განმავლობაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
პოლიეთიელნის საწვეთურიანი ფლაკონი 15მლ.
ფლაკონი-წვეთოვანი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი:
S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L.,
რუმინეთი, ილფოვი, 075100, ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ., #1ა.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს “ნექსტრა გრუპი”
საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


