პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოტოლოგიური საშუალებები

ოტომაქს-G

OTOMAX–G

ურეცეპტოდ(40მგ + 10მგ)/გინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

ადგილობრივად, სიმპტომური მკურნალობისა და ტკივილის კუპირებისათვის. - მწვავე შუა ოტიტის დროს. - გრიპის გართულების შედეგად განვითარებული ოტიტის დროს. - ბაროტრავმული ოტიტის დროს. - პოსტტრავმული ოტიტებისა და უცხო სხეულების მოცილების შემდგომი მდგომარეობის დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ფენაზონი (phenazone) + ლიდოკაინი (lidocaine)
ფორმა და შეფუთვა
(40მგ + 10მგ)/გ 15მლ ყურის წვეთები, ხსნარი პოლიეთილენის ფლაკონი №1
მწარმოებელი
ROMPHARM COMPANY S.R.L, რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოტოლოგიური საშუალებები, ანალგეზური და საანესთეზიო საშუალებები
ATC კოდი
S02DA30
რეგისტრაციის ნომერი
რ-035904
რეგისტრირებულია
20 ივლისი 2022, მოქმედებს 20 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ROMPHARM COMPANY S.R.L (რუმინეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაოტომაქს-G და სხვა წამალი ერთად

ოტომაქს-G — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადგილობრივად, სიმპტომური მკურნალობისა და ტკივილის კუპირებისათვის.

  • მწვავე შუა ოტიტის დროს.
  • გრიპის გართულების შედეგად განვითარებული ოტიტის დროს.
  • ბაროტრავმული ოტიტის დროს.
  • პოსტტრავმული ოტიტებისა და უცხო სხეულების მოცილების შემდგომი მდგომარეობის დროს.

მიღების წესი და დოზირება

0-1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1–2 წვეთი, 1-2 წლამდე 3 წვეთი, უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის 4–4 წვეთი დღეში 3-ჯერ. მოზრდილებშ ოტიტის დროს ოტომაქს-ჯის მოხმარება ხდება 4–4 წვეთის ოდენობით დღეში 3–4ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 3-დან 10 დღემდე.

საჭიროა ფლაკონის დახურვა ყოველ ჯერზე, მისი გამოყენების შემდეგ. არ არის რეკომენდებული პიპეტი შეეხოს ყურის გარე ნაწილს, რათა დაცული იყოს ხსნარის სტერილობა.

სიფრთხილით გამოყენება:

ოტომაქს-ჯის ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათად შესაძლებელია ადგილობრივად აღინიშნოს სიმპტომები განპირობებული პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობით.

უკუჩვენებები

დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები

რეკომენდებულია შემოწმებულ იქნას დაფის აპკის მთლიანობა პრეპარატის მოხმარებამდე. აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ოტომაქს-ჯის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია.

მოხმარების შემდეგ სახურავი კარგად უნდა დაეხუროს და ფლაკონი უნდა შევინახოთ შეფუთვაში, რათა იგი დაცული იქნეს სინათლის ზემოქმედებისგან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა უარყოფითი შედეგები ანალგეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტისეპტიკებთან, ადგილობრივი ან სისტემური მოხმარების ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობისას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ არსებობს მონაცემები ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ოტომაქს-ჯის გამოყენების უსაფრთხოებაზე. პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის დროს გარდა აბსოლუტური აუცილებლობისა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეფასებული იქნება რა სარგებელს მოუტანს იგი დედას და რა შესაძლო რისკი არსებობს ნაყოფისთვის.

ასევე არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევადობის შესახებ. რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს დედებმა თავი აარიდონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, რომლებიც ითხოვენ მეტ ყურადღებას.

ჭარბი დოზა

არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ადგილობრივი მოხმარებისას.

შემადგენლობა

პრეპარატის 1გ შეიცავს:

აქტიურ კომპონენტებს: ფენაზონი 40.0 მგ/გ და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/გ.

დამხმარე კომპონენტებს: ნატრიუმის თიოსულფატპენტაჰიდრატი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M (გამოიყენება მხოლოდ pH – ის აუცილებელი კორექტირების შემთხვევაში), გლიცერინი, სუფთა წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და საანესთეზიო პრეპარატები; ყურის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატი.

კოდი – ATC: S02DA30.

შენახვის პირობები

ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტოლოგიაში, გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რასაც განაპირობებს მისი კომპონენტების მოქმედების სინერგიზმი. ლიდოკაინი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას, ხოლო ფენაზონი–გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ფენაზონი მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიდოკაინის ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტს, ხანგრძლივობას, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად იქნეს აღმოფხვრილი ტკივილის სინდრომი ოტიტის დროს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ოტომაქს-G

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ოტომაქს-G

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ფენაზონი, ლიდოკაინი / PHENAZONE, LIDOCAINE

აღწერა: ხსნარი, გამჭვირვალე, თვალისათვის ხილული ნაწილაკების გარეშე.

წამლის ფორმა: ყურის წვეთები, ხსნარი: 4% ფენაზონი, 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

შემადგენლობა: პრეპარატის 1გ შეიცავს:

აქტიურ კომპონენტებს: ფენაზონი 40.0 მგ/გ და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგ/გ.

დამხმარე კომპონენტებს: ნატრიუმის თიოსულფატპენტაჰიდრატი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1M (გამოიყენება მხოლოდ pH – ის აუცილებელი კორექტირების შემთხვევაში), გლიცერინი, სუფთა წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და საანესთეზიო პრეპარატები; ყურის დაავადებათა სამკურნალო პრეპარატი.

კოდი – ATC: S02DA30.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტოლოგიაში, გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რასაც განაპირობებს მისი კომპონენტების მოქმედების სინერგიზმი. ლიდოკაინი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას, ხოლო ფენაზონი–გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ფენაზონი მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიდოკაინის ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტს, ხანგრძლივობას, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად იქნეს აღმოფხვრილი ტკივილის სინდრომი ოტიტის დროს.

ჩვენება:

ადგილობრივად, სიმპტომური მკურნალობისა და ტკივილის კუპირებისათვის.

  • მწვავე შუა ოტიტის დროს.
  • გრიპის გართულების შედეგად განვითარებული ოტიტის დროს.
  • ბაროტრავმული ოტიტის დროს.
  • პოსტტრავმული ოტიტებისა და უცხო სხეულების მოცილების შემდგომი მდგომარეობის დროს.

დოზირების რეჟიმი:

0-1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1–2 წვეთი, 1-2 წლამდე 3 წვეთი, უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის 4–4 წვეთი დღეში 3-ჯერ. მოზრდილებშ ოტიტის დროს ოტომაქს-ჯის მოხმარება ხდება 4–4 წვეთის ოდენობით დღეში 3–4ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა: 3-დან 10 დღემდე.

საჭიროა ფლაკონის დახურვა ყოველ ჯერზე, მისი გამოყენების შემდეგ. არ არის რეკომენდებული პიპეტი შეეხოს ყურის გარე ნაწილს, რათა დაცული იყოს ხსნარის სტერილობა.

სიფრთხილით გამოყენება:

ოტომაქს-ჯის ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათად შესაძლებელია ადგილობრივად აღინიშნოს სიმპტომები განპირობებული პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობით.

უკუჩვენებები:

დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს მონაცემები ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ოტომაქს-ჯის გამოყენების უსაფრთხოებაზე. პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის დროს გარდა აბსოლუტური აუცილებლობისა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეფასებული იქნება რა სარგებელს მოუტანს იგი დედას და რა შესაძლო რისკი არსებობს ნაყოფისთვის.

ასევე არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევადობის შესახებ. რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს დედებმა თავი აარიდონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებას.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, რომლებიც ითხოვენ მეტ ყურადღებას.

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებულია შემოწმებულ იქნას დაფის აპკის მთლიანობა პრეპარატის მოხმარებამდე. აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ოტომაქს-ჯის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია.

მოხმარების შემდეგ სახურავი კარგად უნდა დაეხუროს და ფლაკონი უნდა შევინახოთ შეფუთვაში, რათა იგი დაცული იქნეს სინათლის ზემოქმედებისგან.

დოზის გადაჭარბება:

არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ადგილობრივი მოხმარებისას.

წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა უარყოფითი შედეგები ანალგეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტისეპტიკებთან, ადგილობრივი ან სისტემური მოხმარების ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობისას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:

ვარგისობის ვადა–4 წელი.

ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს 4 კვირის განმავლობაში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

15 მლ-იანი პოლიმერული ფლაკონი–საწვეთურით, 1 ფლაკონი დასაკეც მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

მწარმოებელი:

კომპანია"რომფარმი", რუმინეთი

ეროილორის ქ. 1 ოტოპენი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა