პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

ფაქსიმინი 550მგ

FAXIMIN 550mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფაქსიმინი გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 42 ვარდისფერ, ოვალურ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს. ფაქსიმინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს რიფაქსიმინს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რიფაქსიმინი (rifaximin)
ფორმა და შეფუთვა
550მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №42 (1X42)
მწარმოებელი
Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
A07AA11
რეგისტრაციის ნომერი
რ-036461
რეგისტრირებულია
20 სექტემბერი 2022, მოქმედებს 20 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფაქსიმინი 550მგ და სხვა წამალი ერთად

ფაქსიმინი 550მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფაქსიმინი გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 42 ვარდისფერ, ოვალურ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.

ფაქსიმინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს რიფაქსიმინს. ფაქსიმინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიას, რომელიც დალექილია ნაწლავში და იწვევს ღვიძლის ენცეფალოპათიას. ღვიძლის ენცეფალოპათია;

ღვიძლის მოულოდნელი ან ქრონიკული უკმარისობის დროს მავნე ნივთიერებები, რომლებიც არ იწმინდება ღვიძლის მიერ, ხვდება ტვინში სისხლის საშუალებით და იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ფსიქიკური დაძაბულობა, აგრესიულობა, დაბნეულობა, დარღვევები კუნთების მხრივ, მეტყველების გაძნელება და კომა. ფაქსიმინი გამოიყენება ღვიძლის დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის გამოხატული ენცეფალოპათიის ეპიზოდების რეციდივის შესამცირებლად. პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და დეფეკაციის სიხშირის შეცვლა.

ფაქსიმინის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან განავლის დამარბილებელ საშუალებასთან კომბინაციაში, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს ლაქტულოზას.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მითითებები პრეპარატის სათანადო გამოყენების და დოზების/მიღების სიხშირის შესახებ:

ფაქსიმინი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

ფაქსიმინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ ტაბლეტს დღეში. გამოყენების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი მკურნალობის გაგრძელების საკითხს.

ფაქსიმინი გამოიყენება სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და ნაწლავის სტრუქტურის შეცვლა. სიმპტომების განმეორების შემთხვევაში თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ განმეორებითი მკურნალობა.

მიღების წესი და მეთოდი:

ამოიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში რიფაქსიმინით მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

განსაკუთრებული შემთხვევები:

განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება აღწერილი არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ფაქსიმინის საჭიროზე მეტი დოზა:

დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ფაქსიმინის ძალიან მაღალი დოზა.

თუ დაგავიწყდათ ფაქსიმინის დოზის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

უკუჩვენებები

თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რიფაქსიმინის, სხვა რიფამიცინების (მაგ., რიფამპიცინის ან რიფაბუტინის) მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ზემოაღნიშნული დამხმარე ნივთიერების მიმართ (თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია),

გაქვთ ციებ-ცხელება,

გაქვთ არარეგულარული დეფეკაციის 8 ან მეტი ეპიზოდი ბოლო 24 საათის განმავლობაში,

გაქვთ წყლული, შეკრულობა ან ნაწლავის ობსტრუქცია,

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

გაქვთ სისხლიანი განავალი და ციებ-ცხელებით მიმდინარე დიარეა,

რიფაქსიმინი; არ გამოიყენთ მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკებთან ერთად (როგორიცაა რიფამპიცინი ან რიფაბუტინი).

სიფრთხილეა საჭირო ფაქსიმინის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში

თუ:

მკურნალობის პერიოდში დაგიმძიმდათ სიმპტომები, შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

თქვენმა შარდმა შეიძლება მიიღოს წითელი ფერი ფაქსიმინით მკურნალობის შემთხვევაში. ეს ნორმაა.

რიფაქსიმინის შემცველი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეიძლება იწვევდეს დიარეას. ეს შეიძლება გაგრძელდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში. თუ დიარეა განვითარდა ფაქსიმინით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ; შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ ღვიძლის დაავადება სერიოზულია; საჭიროა თქვენი მონიტორინგი ექიმის მიერ.

თქვენი ექიმი გააკონტროლებს შრატში ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაციების ცვლილებებს.

Escherichia coli, ბაქტერია, რომელიც ჩართულია რიფაქსიმინი K ვიტამინის სინთეზში.

თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების მდგომარეობას.

რიფაქსიმინი; დაიცავით სიფრთხილის ზომები ისეთი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი), ვერაპამილი (კარდიოცირკულატორული პრეპარატი), ამიოდარონი (გულის რიტმის მარეგულირებელი საშუალება).

თუ სიფრთხილის ეს ზომები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ ნებისმიერ დროს წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფაქსიმინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე არ ცვლის მის ეფექტს. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭიქა წყლის მიყოლებით.

სიფრთხილის ზომები

Clostridium dfficile ასოცირებული ფაღარათი:

Clostridium dfficile ასოცირებული ფაღარათი (CDAD) ფიქსირდება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის დროს, რიფაქსიმინის ჩათვლით. ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობა იწვევს მსხვილი ნაწლავის ნორმალური ფლორის შეცვლას C.difficile-ს ჭარბი ზრდის გამო. CDAD-ს, ფსევდომემბრანულ კოლიტსა (PMC) დარიფაქსიმინს შორის პოტენციური კავშირის გამორიცხვა არ შეიძლება. C.difficile წარმოქმნის A და B ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობენ CDAD-ის განვითარებას. C.difficile-ს ჰიპერტოქსინის წარმომქმნელი შტამები ზრდიან ავადობასა და სიკვდილობას, და აღნიშნული ინფექციები შეიძლება რეზისტენტული იყოს ანტიმიკრობული თერაპიის მიმართ და შეიძლება საჭირო გახდეს კოლექტომია. CDAD გასათვალისწინებელია ყველა პაციენტში, ვისაც უვითარდება ფაღარათი ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. თუ CDAD განვითარდა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ, საგულდაგულოდ უნდა შეიკრიბოს ანამნეზი. თუ CDAD საეჭვოა, ან CDAD დადასტურდა; ანტიბიოტიკები, რომლებიც არ გამოიყენება უშუალოდ C. difficile-ის საწინააღმდეგოდ, თუმცა მათი გამოყენება კვლავ გრძელდება, სავარაუდოდ უნდა მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში, CDAD-ის სამკურნალოდ უნდა ჩატარდეს შესაბამისი სითხითა და ელექტროლიტებით მხარდაჭერა, ცილებით მხარდაჭერა, ანტიბიოტებით თერაპია და ქირურგიული შეფასება, კლინიკის ჩვენების მიხედვით. Candida albicans არის ერთ-ერთი პათოგენი, რომელიც იწვევს ანტიბიოტიკებთან ასოცირებული ფაღარათის განვითარებას და Candida albicans იზოლირებული იყო განავლის ნიმუშებიდან პაციენტების 20%-ში დღეში 1200 მგ რიფააქსიმინის გამოყენებისას.

წამლის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება:

რიფაქსიმინით მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია შესაძლო ინფექციები და ბაქტერიული რეზისტენტობის სტიმულირება, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. კომპარატიულ კვლევაში პლაცებოთი, რიფაქსიმინით მკურნალობის 6 თვის შემდეგ, პლაცებოს ჯგუფში შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაშინ როდესაც Clostridium dfficile (C. difficile) ინფექციის 2 შემთხვევა გამოვლინდა რიფაქსიმინის ჯგუფში, მიუხედავად იმისა, რომ ის ეფექტიანი იყო ბაქტერიის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ მიჩნეულია, რომ გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების რეზისტენტული მუტანტების სელექცია ძალიან დაბალი იქნება ანაერობულ პირობებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მისი განვითარების გამორიცხვა არ შეიძლება. შესაბამისად, სიფრთხილე არის აუცილებელი პაციენტებში, განსაკუთრებით რიფაქსიმინის ხანგრძლივი თერაპიის დროს. იმ შემთხვევაში, თუ რიფაქსიმინით ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ (5 დღე) განვითარდა ბაქტერიული რეზისტენტობა, აღნიშნული რეაზისტენტული ბაქტერიები სწრაფად გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, თუმცა, მსგავსი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ანაერობულ ბაქტერიებში, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაცილებში, განმეორებით მგრძნობელობას რიფაქსიმინის მიმართ უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება, ვიდრე ანაერობულ სახეობებს.

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ჩაილდ პიუ C):

რიფაქსიმინი უსაფრთხოა ჯანმრთელ მოხალისეებში. თუმცა, ღვიძლის ციროზი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ამ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე. სისტემური ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით; პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში გაიზარდა თითქმის 10-ჯერ. მომატებული სისტემური ექსპოზიცია, რომელიც ვლინდება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში; არ შეინიშნება ცხოველების ტოქსიკოლოგიურ კვლევებში. კლინიკური კვლევები შეზღუდულია პაციენტებისათვის MELD მაჩვენებლით < 25 (ღვიძლის ტერმინალური დაავადების მოდელი). შესაბამისად, ფაქსიმინი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის (ჩაილდ პიუ C) მქონე პაციენტებში MELD მაჩვენებლით >25.

ელექტროლიტური დარღვევები:

შრატში ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი მომატება ფიქსირდება რიფაქსიმინით მკურნალობის დროს. ციროზის მქონე პაციენტებში, რომლებში ელექტროლიტური დარღვევები ასოცირდება ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარებასთან, ასეთი ცვლილებების დროს მიღებულ უნდა იქნას განსაკუთრებული ზომები.

K ვიტამინის სინთეზი:

განავალში Escherichia coli-ს რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნება რიფაქსიმინით მკურნალობისას დღიური დოზით 800 მგ 5 დღის განმავლობაში. ვინაიდან ეს ბაქტერია მნიშვნელოვანია K ვიტამინის სინთეზისათვის, ციროზის მქონე პაციენტებში უკვე დარღვეული კოაგულაციური მდგომარეობა შეიძლება უფრო გაუარესდეს რიფაქსიმინის ხანგრძლივი მკურნალობით.

რიფამპიცინის სხვა წარმოებულებთან თანმხლები გამოყენება:

რიფაქსიმინის თანმხლები გამოყენება სხვა რიფამპიცინებთან არ არის რეკომენდბეულია არასაკმარისი ხელმისაწვდომი მონაცემების და ნაწლავური ფლორის მძიმე დარღვევით უცნობი შედეგების გამოწვევის შესაძლებლობის გამო.

ესტროგენის შემცველ პერორალურ კონტრაცეპტივებთან თანმხლები გამოყენება:

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ ფიქსირდება, პერორალური ესტროგენული კონტრაცეპტივების ეფექტიანობა შეიძლება შემცირდეს რიფაქსიმინის გამოყენების შემდეგ ნაწლავურ ფლორაზე მისი ზემოქმედების გამო. თუ უნდა იქნას გამოყენებული პერორალური კონტრაცეპტივები ესტროგენის < 50 მკგ შემცველობით, რეკომენდებულია დამატებითი კონტრაცეპტული ზომების მიღება.

P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან თანმხლები გამოყენება:

რიფაქსიმინის გამოყენება P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის რიფაქსიმინის ექსპოზიციას. სიფრთხილე არის აუცილებელი რიფაქსიმინის თანმხლები გამოყენებისას P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან, როგორიცაა ციკლოსპორინი. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, შემცირებული მეტაბოლიზმისა და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორების თანმხლები გამოყენების ადიტიური ეფექტმა შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს რიფაქსიმინის სისტემური ექსპოზიცია.

შარდის ფერის შეცვლა:

რიფამიცინის სხვა წარმოებულების მსგავსად, რიფაქსიმინის სისტემური შეწოვა უმნიშვნელოა (<1%). მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი შეიწოვება ძალიან დაბალი დონით, პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რომ პრეპარატის მიღების გამო შარდმა შეიძლება მიიღოს მოწითალო ფერი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დღემდე ურთიერთქმედებები დადგენილი არ არის.

არ არსებობს რიფაქსიმინის გამოყენების გამოცდილება იმ პირებში, რომლებიც იყენებენ სხვა რიფამიცინის ანტიბაქტერიულ საშუალებას სისტემური ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.

In vitro მონაცემები ცხადჰყოფს, რომ რიფაქსიმინი არ აინჰიბირებს P-450 (CYP) ციტოქრომის მეტაბოლიზმის მთავარ ფერმენტებს (CYPs1A2, 2A6, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 და 3A4). In vitro ინდუქციის კვლევებში, რიფაქსიმინი არ ასტიმულირებდა CYP1A2 და CYP2B6, თუმცა სუსტად ასტიმულირებდა CYP3A4-ს.

ჯანმრთელ პირებში სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა, რომ რიფაქსიმინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა CYP3A4 სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე. თუმცა, რიფაქსიმინის გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უჩვენებს უფრო მაღალ სისტემურ ექსპოზიციას ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. შესაბამისად, რიფაქსიმინთან ერთად გამოყენებული CYP3A4 სუბსტრატების (მაგ. ვარფარინი, ანტიეპილეფსიური, ანტიარითმული საშუალებები, პერორალური კონტრაცეპტივები) ექსპოზიცია შეიძლება შემცირდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდა და შემცირება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც დაცულნი იყვნენ ვარფარინისგან და დაენიშნათ რიფაქსიმინი. თანმხლები გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის კონტროლი რიფაქსიმინის დამატებით ან შემცირებით. პერორალურ ანტიკოაგულანტებს შეიძლება დასჭირდეთ დოზის კორექცია.

In vitro კვლევა ცხადჰყოფს, რომ რიფაქსიმინი არის p_გლიკოპროტეინის (p_gp) სუბსტრატი და მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. არ არის ცნობილი, ზრდის თუ არა რიფაქსიმინის გამოყენება CYP3A4 ფერმენტის მაინჰიბირებელ პრეპარატებთან ერთად რიფაქსიმინის სისტემურ ზემოქმედებას.

ჯანმრთელ პირებში, რიფაქსიმინის ერთი დოზის (550 მგ) და ციკლოსპორინის (600 მგ), p-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის, ერთად გამოყენება იწვევდა რიფაქსიმინის Cmax და AUC-ის საშუალოდ 83-ჯერ და 124-ჯერ გაზრდას. სისტემური ზემოქმედების მატების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების პოტენციალი სატრანსპორტო სისტემების დონეზე გამოიკვლიეს in vitro კვლევებში, და ეს კვლევები ცხადჰყოფს, რომ რიფაქსიმინსა და სხვა ნივთიერებებს (რომლებიც გამოიყოფა p-gp-თი და სხვა სატრანსპორტო ცილებით) შორის ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნაყოფისთვის ფაქსიმინის ზიანი ცნობილი არ არის. ამიტომ, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში.

მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა რიფაქსიმინი დედის რძეში. ამიტომ, ფაქსიმინი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების გამოყენება

როგორც წესი, ფაქსიმინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფაქსიმინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგნელობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, რაიმე სახის არასასურველი მოქმედება მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ანტიბიოტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

ვარფარინი (სისხლის შედედების პროფილაქტიკური პრეპარატი)

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები)

არითმიის სამკურნალო საშუალებები (პათოლოგიური გულისცემის სამკურნალო პრეპარატები)

ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი)

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საკონტროლო პრეპარატები)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გამოწერილი ან ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

კლინიკურ კვლევებში ფიქსირდება თავბრუსხვევის გამოწვევა, თუმცა ეს ეფექტი უმნიშვნელოა. შესაბამისად. რეკომენდებულია სიფრთხილე ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

მკურნალობის დასრულებამდე ფაქსიმინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი დაავადების სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა პრეპარატს, გვერდითი მოქმედება შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ განვითარებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ, შეიძლება აღინიშნოს ფაქსიმინის მიღების შედეგად.

პრეპარატის გვერდითი მოქმედება კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

იშვიათად: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

ძალიან იშვიათად: 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმთან ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში:

ხშირი:

დეპრესია

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ქოშინი

ტკივილი მუცლის ზედა არეში, მუცლის შებერილობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ასციტი

ქავილი, გამონაყარი

კუნთების სპაზმი, ართრალგია

პერიფერიული შეშუპება

არახშირი:

Clostridium (ბაქტერიის სახეობა) ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, candidiasis (ზედაპირული სოკოვანი ინფექციის სახეობა)

ანემია

ანორექსია, ჰიპერკალიემია (კალიუმის მაღალი შემცველობა)

დაბნეულობა, შფოთვა (შფოთვა), უძილობა, დაძინების ძლიერი სურვილი (ჰიპერსომნია)

წონასწორობის დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), კრუნჩხვა (კონვულსია), ყურადღების დარღვევა, ნერვების დაქვეითებული მგრძნობელობა (ჰიპოსთეზია), მეხსიერების დარღვევა

მოულოდნელი წამოხურება

ფილტვის გარსში წყლის დაგროვება (პლევრული გამონაჟონი)

მუცლის ტკივილი, ვარიკოზული სისხლდენა, პირის ღრუს სიმშრალე, დისკომფორტი კუჭის არეში

კუნთების ტკივილი (მიალგია)

მტკივნეული შარდვა (დიზურია), ხშირი შარდვა (პოლაკიურია)

შეშუპება, ცხელება

დაცემა

იშვიათი:

ფილტვის ანთება (პნევმონია), ცელულიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, შემცივნება

სითხის დაკარგვა

ჩვეულებრივზე მაღალი და დაბალი არტერიული წნევა

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

შეკრულობა

ზურგის ტკივილი

შარდში ცილის არსებობა

სისუსტე (ასთენია)

დაბნეულობა, პროცედურული ტკივილი

სიხშირე უცნობია:

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა

გულის წასვლის წინა მდგომარეობა (გულის წასვლის შეგრძნება), გულის წასვლა

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები

კანის ანთებითი დაავადება (დერმატიტი), გამონაყარი კანზე (ეგზემა)

საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პათოლოგიური მაჩვენებლები

მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში ან ნაწლავის შიდა შრის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის მცირე დოზის (1%-ზე ნაკლები) აბსორბციას და შარდის მოწითალო ფერის მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გეხებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში.

ჭარბი დოზა

კლინიკურ კვლევებში პაციენტებში მოგზაურთა ფაღარაღით, 1,800 მგ-მდე/დღეში დოზები აიტანება პაციენტის მიერ კლინიკური ნიშნების გარეშე. ფაქტიურად, პაციენტებს/პირებს ნორმალური ნაწლავური ფლორით აძლევდნენ რიფაქსიმინს დოზით 2400 მგ 7 დღის განმავლობაში და მაღალ დოზებთან დაკავშირებით კლინიკური სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

რიფაქსიმინის ჭარბი დოზირების მკურნალობისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და შესაბამისი დამხმარე მკურნალობა.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

რიფაქსიმინი 550 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 20.41 მგ

იხ. 6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

შენახვის პირობები

ფაქსიმინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი, თუ შენიშნავთ პრეპარატის ან/და მისი შეფუთვის დაზიანების ნებისმიერ ნიშანს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დანიშნულ შემგროვებელ დაწესებულებას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი:

დროგსან ილაჩლარი სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ოგუზლარ მაჰ. 1370, სოკ. #: 7/3

ბალგატ / ანკარა თურქეთი

წარმოების ადგილი:

დროგსან ილაჩლარი სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ჩუბუკ / ანკარა თურქეთი

ჩანართის დამტკიცების თარიღი 21/04/2021

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაწლავის ანთების საწინააღმდეგო - ანტი-ინფექციური პრეპარატები.

ATC ოდი: A07AA11

მოქმედების მექანიზმი

რიფაქსიმინი არის რიფამიცინის კლასის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც შეუქცევადად უკავშირდება ბაქტერიული ფერმენტის დნმ-შეკავშირებული რნმ პოლიმერაზას ბეტა ქვეერთეულს, რითაც ბაქტერიული რნმ-ის სინთეზს აინჰიბირებს.

რიფიქსამინს გააჩნია ფართო ანტიმიკრობული სპექტრი უმეტესობა გრამ დადებითი და უარყოფითი, აერობული და ანაერობული, ნაწლავურ ინფექციაზე პასუხისმგებელი ბაქტერიბის წინააღმდეგ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძალიან დაბალი შეწოვის გამო, რიფაქსიმინი მოქმედებს ადგილობრივდა ნაწლავის სანათურში და არ არის კლინიკურად ეფექტური ინვაზიური პათოგენების წინააღმდეგ.

რეზისტენტობის მექანიზმი

რიფაქსიმინის რეზისტენტობის შეძენის ძირითადი მექანიზმი მოიცავს rpoB მუტაციას, რომელიც აკოდირებს ბაქტერიულ რნმ პოლიმერაზას.

რეზისტენტული სუბპოპულაციის გავრცელება ფაღარათის მქონე პაციენტებისაგან იზოლირებულ ბაქტერიებში ძალიან დაბალია.

კლინიკურმა კვლევებმა, რომლებიც სწავლობდნენ ნაწლავური ფლორის მგრძნობელობის შეცვლას ფაღარათის მქონე პირებში, ვერ გამოავლინეს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული გრამდადებითი (მაგ. ენტეროკოკები) და გრამუარყოფითი (E.coli) მიკროორგანიზმების არსებობს რიფაქსიმინით მკურნალობის 3 დღიანი პერიოდის განმავლობაში.

ნორმალურ ნაწლავურ ბაქტერიულ ფლორაში რეზისტენტობის განვითარება გამოიკვლიეს მრავალჯერადად რიფაქსიმინის მაღალი დოზებით ჯანმრთელ მოხალისეებში და გაღიზიანებული ნაწლავის დაავადების მქონე პაციენტებში. წარმოიშვა რიფაქსიმინ-რეზისტენტული შტამები, თუმცა იყვნენ არასტაბილური და არ შექმნეს კოლონიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ან ჩაანაცვლეს რიფაქსიმინ-მგრძნობიარე შტამები. რეზისტენტული შტამები სწრაფად გაქრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მიგრირებადი ფაღარათის და Mycobacterium tuberculosis ან Neisseria meningitidis შტამების მქონე პაციენტების მკურნალობა რიფაქსიმინით არ უნდა შეირჩეს რიფამპიცინის რეზისტენტობისათვის.

მგრძნობელობა

რიფაქსიმინი არის არაშეწოვილი ანტიბაქტერიული საშუალება. In vitro მგრძნობელობის სინჯები არ შეიძლება გამოყენებული იქნას რიფაქსიმინის მიმართ ბაქტერიების მგრძნობელობის ან რეზისტენტობის დასადასტურებლად. კლინიკური წყვეტის წერტილის მხარდასაჭერად მგრძნობელობის ტესტირებისთვის არასაკმარისი მონაცემები არის ხელმისაწვდომი.

რიფაქსიმინი გამოიკვლიეს in vitro მოგზაურებში ფაღარათის გამომწვევ პატოგენებზე. ეს პათოგენებია ETEC (ენტეროტოქსიგენური E. coli), EAEC (ენტეროაგრეგაციული E. coli), არა-V ქოლერის ვიბრიონები. ბაქტერიული იზოლატებისათვის, MIC90 იყო 32 მკგ/მლ, რომელიც მალევე არის ხელმისაწვდომი ნაწლავის სანათურში განავალში რიფაქსიმინის მაღალი კონცენტრაციების გამო.

კლინიკური ეფექტიანობა

დღეში ორჯერადი 550 მგ რიფაქსიმინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება რემისიის ფაზაში ღვიძლის ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში დადგინდა 3 ფაზის კვლევაში, 6-თვიან, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებულ კვლევაში RFHE3001. ამ კვლევაში, 299 პაციენტი შეირჩა 550 მგ რიფაქსიმინით (n=140) ან პლაცებოთი (n=159) სამკურნალოდ 6 თვის განმავლობაში. პაციენტების 90%-ზე მეტი ორივე ჯგუფში ასევე, მკურნალობდნენ ლაქტულოზათი. პაციენტები MELD მაჩვენებლით >25 გაირიცხნენ კვლევიდან.

პირველადი საბოლოო წერტილი განისაზღვრა ღვიძლის ენცეფალოპათიის შეტევის დროისათვის და აღნიშნული პაციენტები გაირიცხნენ კვლევიდან. კვლევის 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში, ღვიძლის ენცეფალოპათიის ეპიზოდები განვითარდა 140 პაციენტიდან 31-ში (22%) რიფაქსიმინის ჯგუფში და 159 პაციენტიდან 73-ში (46%) პლაცებოს ჯგუფში. პლაცებოსთან შედარებით, რიფაქსიმინმა შეამცირა ღვიძლის ენცეფალოპათიის შეტევების რისკი 58%-ით (p <0.0001) და ღვიძლის ენცეფალოპათიასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის რისკი 50%-ით (p <0.013).

რიფაქსიმინი თერაპიის გრძელვადიანი ეფექტიანობა და უსაფრთხოება შეფასდა RFHE3002 კვლევაში 322 პაციენტში, რომელიც გადავიდა რემისიის ფაზაში. ამ კვლევაში, პაციენტებმა მიიღეს 550 მგ რიფაქსიმინი დღეში ორჯერ სულ მცირე 24 თვის განმავლობაში. კვლევაში ჩართული პაციენტებიდან, 152 (70 რიფაქსიმინის ჯგუფში და 82 პლაცებოს ჯგუფში) გადმოიყვანეს RFHE3001 კვლევიდან, და დაემატა 170 პაციენტი.

რიფაქსიმინით მკურნალობამ 24 თვის განმავლობაში (OLE კვლევა RFHE3002) არ გამოიწვია პაციენტის დაცვის დაკარგვა ღვიძლის ენცეფალოპათიის შეტევის წინააღმდეგ ან ჰოსპიტალური დატვირთვის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი თვისებები

შეწოვა:

ვირთაგვებში, ძაღლებსა და ადამიანებში ჩატარებულმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა თითქმის არ აჩვენა რიფაქსიმინის შეწოვა (<1%) პერორალური მიღების შემდეგ. პლაზმური დონე (მინ. 10 ნგ/მლ) შეიძლება უმნიშვნელო იყოს რიფაქსიმინის მიღების შემდეგ თერაპიულ დოზებში ჯანმრთელ მოხალისეებში და პაციენტებში ნაწლავური ლორწოთი (ანთებითი ნაწლავის დაავადება).

რიფაქსიმინის სისტემური შეწოვა გაიზარდა, თუმცა, კლინიკურად არ გაიზარდა მსუყე საუზმის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში.

განაწილება:

რიფაქსიმინი ზომიერად არის შეკავშირებული ადამიანის პლაზმის ცილებთან. In vivo, რიფაქსიმინის გამოყენებისას ჯანმრთელ პირებში, ცილებთან საშუალო შეკავშირების მაჩვენებელი არის 67,5%, 62%-თან შედარებით ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ბიოტრანსფორმაცია:

ფეკალური ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ რიფაქსიმინი წარმოდგენილი იყო ინტაქტური მოლეკულის სახით; ეს ნიშნავს, რომ ის არ იშლება ან მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავში გავლის დროს.

კვლევაში რადიოაქტიური რიფაქსიმინის გამოყენებით, რიფაქსიმინის ექსკრეციის შარდის დოზა იყო 0.025% და დოზის <0.01% იყო დესაცეტილრიფაქსიმინი, ადამიანში გამოვლენილი რიფაქსიმინის ერთადერთი მეტაბოლიტი.

გამოყოფა:

კვლევა რადიოაქტიური რიფაქსიმინით აჩვენებს, რომ 14C-რიფაქსიმინი სწრაფად და სრულად გამოიყოფა განავალში (მიღებული დოზის 96,9%). 14C რიფაქსიმინის შარდში აღდგენა არ აღემატებოდა მიღებული დოზის 0,4%-ს.

ხაზოვნება/არა-ხაზოვნება:

რიფაქსიმინის სისტემური ექსპოზიციის სიჩქარე და მასშტაბი ხასიათდება არახაზოვანი (დოზა-დამოკიდებელი) კინეტიკით, რაც შეესაბამება შეზღუდული შეწოვის შესაძლებლობასთან. აღნიშნული კინეტიკა შეესაბამება რიფაქსიმინის გახსნის სიჩქარე-შეზღუდული შეწოვის ალბათობასთან.

განსაკუთრებული პოპულაციები:

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში რიფაქსიმინის გამოყენების შესახებ კლინიკური ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში რიფაქსიმინის გამოყენების შესახებ არსებული კლინიკური მონაცემებით დგინდება, რომ სისტემური ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. რიფაქსიმინის სისტემური ექსპოზიცია დაახლოებით 10, 13 და 20-ჯერ უფრო მაღალია პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ-პიუ A), ზომიერი (ჩაილდ-პიუ B) და მძიმე (ჩაილდ-პიუ C) უკმარისობით, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

რიფაქსიმინის სისტემური ზემოქმედების ზრდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა იქნას განმარტებული კუჭ-ნაწლავის ადგილობრივი მოქმედების და რიფაქსიმინის დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აგრეთვე რიფაქსიმინის უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების გათვალისწინებით ციროზის მქონე პაციენტებში.

შესაბამისად, დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის, ვინაიდან რიფაქსიმინი მოქმედებს ლოკალურად.

პედიატრიული პოპულაცია

რიფაქსიმინის ფარმაკოდინამიკა არ არის შესწავლილი ნებისმიერი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

ფაქსიმინი 550მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მიიღება პერორალურად.

მოქმედი ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებები: შეიცავს ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას 200, კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, გლიცერილის დისტეარატს, ტალკს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს, რკინის წითელ ოქსიდს, დინატრიუმის ეთილენდიამინტეტრა ძმარმჟავას.

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული მომხმარებლის ინსტრუქცია. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს, თუ გიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი მოცემული პრეპარატის მიღების პერიოდში,.

ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციის მითითებები. არ მიიღოთ პრეპარატი თქვენთვის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან მცირე დოზით.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის გამოყენებამდე

როგორ მიიღება ფაქსიმინი

შესაძლო გვერდითი მოქმედება

ფაქსიმინის შენახვის პირობები

სათაურები ჩართულია

  • რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება

ფაქსიმინი გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 42 ვარდისფერ, ოვალურ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ რიფაქსიმინს.

ფაქსიმინი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს რიფაქსიმინს. ფაქსიმინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიას, რომელიც დალექილია ნაწლავში და იწვევს ღვიძლის ენცეფალოპათიას. ღვიძლის ენცეფალოპათია;

ღვიძლის მოულოდნელი ან ქრონიკული უკმარისობის დროს მავნე ნივთიერებები, რომლებიც არ იწმინდება ღვიძლის მიერ, ხვდება ტვინში სისხლის საშუალებით და იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ფსიქიკური დაძაბულობა, აგრესიულობა, დაბნეულობა, დარღვევები კუნთების მხრივ, მეტყველების გაძნელება და კომა. ფაქსიმინი გამოიყენება ღვიძლის დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში ღვიძლის გამოხატული ენცეფალოპათიის ეპიზოდების რეციდივის შესამცირებლად. პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და დეფეკაციის სიხშირის შეცვლა.

ფაქსიმინის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან განავლის დამარბილებელ საშუალებასთან კომბინაციაში, რომელიც, როგორც წესი, შეიცავს ლაქტულოზას.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი შემდეგ შემთხვევებში

თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რიფაქსიმინის, სხვა რიფამიცინების (მაგ., რიფამპიცინის ან რიფაბუტინის) მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ზემოაღნიშნული დამხმარე ნივთიერების მიმართ (თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგია),

გაქვთ ციებ-ცხელება,

გაქვთ არარეგულარული დეფეკაციის 8 ან მეტი ეპიზოდი ბოლო 24 საათის განმავლობაში,

გაქვთ წყლული, შეკრულობა ან ნაწლავის ობსტრუქცია,

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა,

გაქვთ სისხლიანი განავალი და ციებ-ცხელებით მიმდინარე დიარეა,

რიფაქსიმინი; არ გამოიყენთ მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკებთან ერთად (როგორიცაა რიფამპიცინი ან რიფაბუტინი).

სიფრთხილეა საჭირო ფაქსიმინის გამოყენებისას შემდეგ შემთხვევებში

თუ:

მკურნალობის პერიოდში დაგიმძიმდათ სიმპტომები, შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

თქვენმა შარდმა შეიძლება მიიღოს წითელი ფერი ფაქსიმინით მკურნალობის შემთხვევაში. ეს ნორმაა.

რიფაქსიმინის შემცველი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეიძლება იწვევდეს დიარეას. ეს შეიძლება გაგრძელდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში. თუ დიარეა განვითარდა ფაქსიმინით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ; შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ ღვიძლის დაავადება სერიოზულია; საჭიროა თქვენი მონიტორინგი ექიმის მიერ.

თქვენი ექიმი გააკონტროლებს შრატში ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაციების ცვლილებებს.

Escherichia coli, ბაქტერია, რომელიც ჩართულია რიფაქსიმინი K ვიტამინის სინთეზში.

თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენი სისხლის შედედების მდგომარეობას.

რიფაქსიმინი; დაიცავით სიფრთხილის ზომები ისეთი პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას, როგორიცაა ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი), ვერაპამილი (კარდიოცირკულატორული პრეპარატი), ამიოდარონი (გულის რიტმის მარეგულირებელი საშუალება).

თუ სიფრთხილის ეს ზომები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ ნებისმიერ დროს წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ფაქსიმინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

პრეპარატის მიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე არ ცვლის მის ეფექტს. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭიქა წყლის მიყოლებით.

ორსულობა

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნაყოფისთვის ფაქსიმინის ზიანი ცნობილი არ არის. ამიტომ, ის არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში.

მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა რიფაქსიმინი დედის რძეში. ამიტომ, ფაქსიმინი არ უნდა გამოიყენოთ ძუძუთი კვების პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების გამოყენება

როგორც წესი, ფაქსიმინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან გამოიყენოთ მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფაქსიმინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგნელობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, რაიმე სახის არასასურველი მოქმედება მოსალოდნელი არ არის.

სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

ანტიბიოტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)

ვარფარინი (სისხლის შედედების პროფილაქტიკური პრეპარატი)

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები)

არითმიის სამკურნალო საშუალებები (პათოლოგიური გულისცემის სამკურნალო პრეპარატები)

ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი)

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საკონტროლო პრეპარატები)

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გამოწერილი ან ურეცეპტო სტატუსის მქონე პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში.

  • როგორ მიიღება ფაქსიმინი

მითითებები პრეპარატის სათანადო გამოყენების და დოზების/მიღების სიხშირის შესახებ:

ფაქსიმინი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა:

ფაქსიმინის რეკომენდებული დოზა შეადგენს ორ ტაბლეტს დღეში. გამოყენების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, თქვენი ექიმი შეაფასებს თქვენი მკურნალობის გაგრძელების საკითხს.

ფაქსიმინი გამოიყენება სამჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში კუჭ-ნაწლავის ისეთი ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, რომლებსაც ახასიათებს დიარეა, ძირითადად, მუცლის ტკივილი, შეშუპება და ნაწლავის სტრუქტურის შეცვლა. სიმპტომების განმეორების შემთხვევაში თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ განმეორებითი მკურნალობა.

მიღების წესი და მეთოდი:

ამოიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში რიფაქსიმინით მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია.

განსაკუთრებული შემთხვევები:

განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება აღწერილი არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ ფაქსიმინის საჭიროზე მეტი დოზა:

დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ფაქსიმინის ძალიან მაღალი დოზა.

თუ დაგავიწყდათ ფაქსიმინის დოზის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფაქსიმინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ:

მკურნალობის დასრულებამდე ფაქსიმინის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში თქვენი დაავადების სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა პრეპარატს, გვერდითი მოქმედება შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ განვითარებული გვერდითი რეაქციები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ, შეიძლება აღინიშნოს ფაქსიმინის მიღების შედეგად.

პრეპარატის გვერდითი მოქმედება კლასიფიცირებულია შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.

ხშირი: 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

არახშირი: 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

იშვიათად: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

ძალიან იშვიათად: 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმთან ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში:

ხშირი:

დეპრესია

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

ქოშინი

ტკივილი მუცლის ზედა არეში, მუცლის შებერილობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ასციტი

ქავილი, გამონაყარი

კუნთების სპაზმი, ართრალგია

პერიფერიული შეშუპება

არახშირი:

Clostridium (ბაქტერიის სახეობა) ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, candidiasis (ზედაპირული სოკოვანი ინფექციის სახეობა)

ანემია

ანორექსია, ჰიპერკალიემია (კალიუმის მაღალი შემცველობა)

დაბნეულობა, შფოთვა (შფოთვა), უძილობა, დაძინების ძლიერი სურვილი (ჰიპერსომნია)

წონასწორობის დარღვევა, მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია), კრუნჩხვა (კონვულსია), ყურადღების დარღვევა, ნერვების დაქვეითებული მგრძნობელობა (ჰიპოსთეზია), მეხსიერების დარღვევა

მოულოდნელი წამოხურება

ფილტვის გარსში წყლის დაგროვება (პლევრული გამონაჟონი)

მუცლის ტკივილი, ვარიკოზული სისხლდენა, პირის ღრუს სიმშრალე, დისკომფორტი კუჭის არეში

კუნთების ტკივილი (მიალგია)

მტკივნეული შარდვა (დიზურია), ხშირი შარდვა (პოლაკიურია)

შეშუპება, ცხელება

დაცემა

იშვიათი:

ფილტვის ანთება (პნევმონია), ცელულიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, შემცივნება

სითხის დაკარგვა

ჩვეულებრივზე მაღალი და დაბალი არტერიული წნევა

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

შეკრულობა

ზურგის ტკივილი

შარდში ცილის არსებობა

სისუსტე (ასთენია)

დაბნეულობა, პროცედურული ტკივილი

სიხშირე უცნობია:

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შეშუპება, ჰიპერმგრძნობელობა

გულის წასვლის წინა მდგომარეობა (გულის წასვლის შეგრძნება), გულის წასვლა

ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები

კანის ანთებითი დაავადება (დერმატიტი), გამონაყარი კანზე (ეგზემა)

საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პათოლოგიური მაჩვენებლები

მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში ან ნაწლავის შიდა შრის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს პრეპარატის მცირე დოზის (1%-ზე ნაკლები) აბსორბციას და შარდის მოწითალო ფერის მიღებას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გეხებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის აღნიშნული მოცემულ ჩანართში.

  • ფაქსიმინის შენახვის წესი

ფაქსიმინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი, თუ შენიშნავთ პრეპარატის ან/და მისი შეფუთვის დაზიანების ნებისმიერ ნიშანს.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით ისინი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დანიშნულ შემგროვებელ დაწესებულებას.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ლიცენზიის მფლობელი:

დროგსან ილაჩლარი სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ოგუზლარ მაჰ. 1370, სოკ. #: 7/3

ბალგატ / ანკარა თურქეთი

წარმოების ადგილი:

დროგსან ილაჩლარი სან. ვე ტიჯ. ა.შ.

ჩუბუკ / ანკარა თურქეთი

ჩანართის დამტკიცების თარიღი 21/04/2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა