პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

ფაქსიმინი

FAXIMIN

რეცეპტით200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ფაქსიმინი, წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ვარდისფერ, ამოზნექილ, მრგვალ გარსით დაფარული ტაბლეტს. 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ რიფაქსიმინს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რიფაქსიმინი (rifaximin)
ფორმა და შეფუთვა
200მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №12 (1X12)
მწარმოებელი
Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიბიოტიკები
ATC კოდი
A07AA11
რეგისტრაციის ნომერი
რ-038672
რეგისტრირებულია
20 ივლისი 2023, მოქმედებს 20 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაფაქსიმინი და სხვა წამალი ერთად

ფაქსიმინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ფაქსიმინი, წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ვარდისფერ, ამოზნექილ, მრგვალ გარსით დაფარული ტაბლეტს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ რიფაქსიმინს.

ფაქსიმინი არის პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ანტიბიოტიკები და შეიცავს რიფაქსიმინს, რომელიც გამოიყენება როგორც ეფექტური ანტიმიკრობული საშუალება ნაწლავური ინფექციებისას. იგი გამოიყენება მძიმე კუჭ-ნაწლავური ინფექციების დროს, მოგზაურთა დიარეის შემთხვევაში მოზრდილებში, როდესაც ფაღარათს არ ახლავს ცხელება ან სისხლიანი განავალი, ან 8 ან მეტი დეფეკაციის ეპიზოდი არაფორმირებული (რბილი ან თხევადი) განავალით ბოლო 24 საათის განმავლობაში; პრეპარატის მოქმედების გაზრდის მიზნით სისხლში ამიაკისა და მისი ნაერთების მომატებისას; და დიარეა-დომინანტური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა / მიღების სიხშირე:

ექიმებმა შეიძლება გირჩიონ დოზისა და პრეპარატის გამოყენების სიხშირის შეცვლა.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, თუ ექიმი სხვაგვარად არ გვირჩევს. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმმა უნდა განსაზღვროს პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით.

როდესაც საჭიროა მკურნალობის განმეორებითი კურსები, კურსებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 20-40 დღეს, რა დროსაც არ მიიღება პრეპარატი.

კურსების სახით პერიოდული მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ექიმმა.

რეკომენდებული დოზა:

კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციის, მოგზაურთა დიარეის სამკურნალოდ:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 8 საათში ერთხელ (600 მგ რიფაქსიმინი)

ადიუვანტური მკურნალობა სისხლში ამონიუმის გაზრდილი დონისთვის

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 8 საათში ერთხელ (1200 მგ რიფაქსიმინი)

დიარეა-დომინანტური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა (დიარეა უპირატესად მგრძნობიარე ნაწლავის დაავადება)

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 8 საათში ერთხელ (1200 მგ რიფაქსიმინი).

მიღების წესი და გამოყენების მეთოდი

  • ამოიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.
  • ფაქსიმინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მშიერ კუჭზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

პედიატრიული პოპულაცია:

ფაქსიმინის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გერიატრიული პოპულაცია:

ხანდაზმულებში რიფაქსიმინით მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა, დადგინდა, რომ წამლის ამტანობა მაღალია რეკომენდებული დოზებით მიღებისას.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რიფაქსიმინის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება.

დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რიფაქსიმინის შეზღუდული სისტემური შეწოვის გამო (წამლის შეწოვა ნაწლავებიდან).

თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფაქსიმინს:

კლინიკურმა კვლევებმა პაციენტებთან, რომლებიც უჩივიან ტურისტულ დიარეას, არ აჩვენა რაიმე სერიოზული კლინიკური გამოვლინება დღეში 1800 მგ-მდე დოზით მიღებისას.

ჯანმრთელ სუბიექტებში რიფაქსიმის დოზები 2400 მგ-მდე დღეში 7 დღის განმავლობაში მიღებისას არ იწვევდა მაღალ დოზასთან დაკავშირებულ კლინიკურ სიმპტომებს.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჭარბი დოზირება, მიზანშეწონილია დაინიშნოს შესაბამისი და დამხმარე მკურნალობა.

თუ თქვენ იყენებდით იმაზე მეტ ფაქსიმინს, ვიდრე გჭირდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფაქსიმინის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსნედებათ და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ზედმეტი მედიკამენტი გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფაქსიმინით მკურნალობის შეწყვეტისას:

თუ არ გააგრძელებთ მკურნალობას სამი დღის განმავლობაში, სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტი.

უკუჩვენებები

ხართ ჰიპერმგრძნობიარე რიფაქსიმინის, სხვა რიფამიცინების (მაგალითად: რიფამპიცინი ან რიფაბუტინი) ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (თუ ფიქრობთ, რომ ხართ ალერგიული),

გაქვთ სიცხე,

ბოლო 24 საათის განმავლობაში გქონდათ 8 ან მეტი დეფეკაციის ეპიზოდი არაფორმირებული განავალით,

გაქვთ ყაბზობა, სისხლიანი განავალი, მუცლის ტკივილი და ღებინება ნაწლავის ობსტრუქციის გამო;

გაქვთ ნაწლავის გაუვალობა.

გამოიყენეთ ფაქსიმინი სიფრთხილით ქვემოთ მოცემულ პირობებში, თუ:

თქვენი სიმპტომები უარესდება მკურნალობის დროს, შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ თქვენი სიმპტომები გრძელდება ან ხელახლა იჩენს თავს ცოტა ხნის შემდეგ, არ მიიღოთ ფაქსიმინის მეორე კურსი და მიმართეთ ექიმს.

თუ იყენებთ აქტივირებულ ნახშირს (მაგ. შებერილობის ან ფაღარათის სამკურნალოდ), გთხოვთ, მიიღოთ ფაქსიმინის 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნახშირის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

რიფაქსიმინი შესაძლოა შეიწოვოს ნაწლავებიდან მცირე რაოდენობით. აქედან გამომდინარე, შარდის ფერი შეიძლება გახდეს წითელი.

ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მაშინ, როცა აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ანელებენ ან აჩერებენ P-გლიკოპროტეინის ფერმენტის ფუნქციონირებას, როგორიცაა ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას).

ვარფარინისა (ანტიკოაგულაციური პრეპარატი) და რიფაქსიმინის კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ვარფარინის ეფექტურობა ან გაზარდოს მისი ეფექტურობა და გამოიწვიოს სისხლდენა. თუ თქვენ იყენებთ ვარფარინს, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი სისხლის მაჩვენებლების შემოწმება. გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ვარფარინს ან სისხლის ანტიკოაგულანტს.

კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ რიფაქსიმინი არ არის ეფექტური მოგზაურთა დიარეის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ინვაზიური ნაწლავური პათოგენებით, როგორიცაა Campylobacter jejuni, Salmonella spp. და Shighella, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ დიზენტერიის მსგავს ფაღარათს, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისხლი განავალში და ხშირი დეფეკაცია.

Clostridium difficile-ს რიფაქსიმინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი და ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), რომელიც დაკავშირებულია Clostridium difficile-თან.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები ძალაშია წარსულში ნებისმიერი პერიოდისთვის.

ფაქსიმინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

არ ცვლის ეფექტს საკვებთან ერთად გამოყენებისას ან მის გარეშე. მიიღება პერორალურად ჭიქა წყალთან ერთად.

ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოწითალო შეფერილობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავ დაორსულებას, ფაქსიმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტრანზიტორული ზეგავლენა ნაყოფის გაძვლოვანებასა და ჩონჩხის ცვლილებებზე (იხ. პუნქტი 5.3). ამ ინფორმაციის კლინიკური მნიშვნელობა ადამიანებში უცნობია.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული მეთოდები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ეფექტურად ითვლება მკურნალობის დროს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციაზე, თუ:

ხართ ორსულად, ან გაქვთ ეჭვი ორსულობა ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, მიმართეთ ექიმს ან ექიმს.

ძუძუთი კვება

  • თუ ძუძუთი კვებავთ ან თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას, გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გამოიყოფა თუ არა რიფაქსიმინი/მეტაბოლიტები დედის რძეში.

რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის არ არის გამორიცხული.

გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან რიფაქსიმინის თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.

ძუძუთი კვების დროს ფაქსიმინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფაქსიმინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან ძილიანობას, ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფაქსიმინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

თუ თქვენ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, ამ ნივთიერებების გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტების მიღება:

დღემდე, არანაირი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

არ არსებობს რიფაქსიმის გამოყენების გამოცდილება მათთვის, ვინც იყენებს სხვა რიფამიცინის ანტიბაქტერიულ პრეპარატს სხვადასხვა ორგანოებზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესიული საშუალება, რომელიც თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას), ვარფარინს (წამალი სისხლის შედედების პრევენციისათვის) ან პერორალურ კონტრაცეპტივებს (ორსულობის პრევენციის მედიკამენტები).

არ არსებობს სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები, რომლებიც იკვლევენ რიფაქსიმის და სხვა პრეპარატების (მაგ. ლოპერამიდი, გააქტიურებული ნახშირი) ერთდროულ მიღებას, რომლის გამოყენება შეიძლება ტურისტული დიარეის დროს.

თუ იღებთ გააქტიურებულ ნახშირს (მაგ. მეტეორიზმის ან ფაღარათის სამკურნალოდ), გთხოვთ, მიიღოთ ფაქსიმინი ნახშირის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობის დაავადება, ამ პრეპარატების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ვარფარინი, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიარითმული საშუალებები (გულის არითმიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები), კონტრაცეპტივები, რომლებზეც გავლენას ახდენს ღვიძლის ფერმენტი CYP3A4, ფაქსიმინთან ერთად მიღებისას.

ვინაიდან ვარფარინის (ანტი-კოაგულაციური პრეპარატი) და რიფაქსიმინის კომბინაცია ამცირებს ან ზრდის ვარფარინის ეფექტურობას, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლს INR მაჩვენებლები (საერთაშორისო ნორმალიზებული მაჩვენებელი). შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ვარფარინს.

ჯანმრთელ სუბიექტებში, ციკლოსპორინის (600 მგ) ერჯერადი დოზის, ძლიერი P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორის და რიფაქსიმინის ერთჯერადი დოზის (550 მგ) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია რიფაქსიმინის საშუალო Cmax და AUC∞ 83-ჯერ და 124-ჯერ მომატება, შესაბამისად.

ამ ნამატის კლინიკური მნიშვნელობა სისხლში მოსალოდნელი რაოდენობის გადასვლის თვალსაზრისით (სისტემური ექსპოზიცია) უცნობია.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ნებისმიერი გამოწერილი ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ ან იყენებდით ბოლო დროს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფაქსიმინსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

მედიკამენტების გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება ისე, როგორც ქვემოთ არის მოცემული.

ძალიან ხშირი: ის შეიძლება გამოვლინდეს მინიმუმ 10 პაციენტიდან 1-ში.

ხშირი: 10 პაციენტში ერთზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში ერთზე მეტი.

არახშირი: 100 პაციენტში ერთზე ნაკლები, მაგრამ 1000 პაციენტში ერთზე მეტი.

იშვიათი: 1000 პაციენტში ერთზე ნაკლები, მაგრამ 10000 პაციენტში ერთზე მეტი.

ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტში ერთზე ნაკლები.

სიხშირე უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით

შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ქავილით და შეშუპებით სახეზე, ტუჩებზე, ენაზე და/ან ყელზე, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ფაქსიმინზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ფაქსიმინთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ:

ხშირი

თავის ტკივილი

თავბრუ

მეტეორიზმი

მუცლის შებერილობა

ყაბზობა

მუცლის ტკივილი

ფაღარათი

სასწრაფო დეფეკაციის მოთხოვნილება

გულისრევა

უნებლიე და მტკივნეული ან არაეფექტური დაჭიმვა

ღებინება

ცხელება

არახშირი

სოკოვანი დაავადება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, კანდიდოზი

გრიპი

ყელის შეშუპება

ტუჩის მარტივი ჰერპესი, სითხით სავსე ბუშტუკები

ცხვირის და ხახის ანთება

სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა მომატება

სისხლში მონოციტების რაოდენობის პათოლოგიური მატება

სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება

მადის დაქვეითება

დეჰიდრატაცია

უძილობა

უჩვეულო სიზმრები

დეპრესიული განწყობა

გაღიზიანება

მძიმე თავის ტკივილი (შაკიკი)

მგრძნობელობის დაკარგვა

დაბუჟება

ძილიანობა

სინუსური თავის ტკივილი

მხედველობის გაორება

ძლიერი თავბრუსხვევა (ვერტიგო, ოთახში ტრიალია შეგრძნება)

ყურის ტკივილი

გულის ფრიალი

ალები

მომატებული არტერიული წნევა

სუნთქვის გაძნელება

ცხვირის ობსტრუქცია

ხველა

პირის ღრუს და ხახის ტკივილი

ხახის სიმშრალე

მონელების დარღვევა

კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ტკივილი

სეკრეტორული განავალი

მყარი განავალი

სისხლი განავალში

ტუჩების სიმშრალე

გემოვნების შეგრძნების დაკარგვა

სისხლის ანალიზის შედეგები: ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება: ფერმენტის ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება

გამონაყარი

ლაქიანი კანი

მზით დამწვრობა

ვირუსით გამოწვეული გამონაყარი

წელის ტკივილი

კუნთების შეკუმშვა

კუნთების უწყვეტი ტკივილი (მიალგია)

კუნთების სისუსტე

კისრის ტკივილი

ძალის დაკარგვა

შარდში შაქარი

ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით

ჭარბი შარდვა

სისხლიანი შარდი

ცილა შარდში

ხშირი მენსტრუაცია (21 დღეზე ნაკლები ინტერვალი ორ პერიოდ შორის)

სისუსტე

ტკივილი და დისკომფორტი

შეშუპება (მხრების შეშუპება)

გრიპის მსგავსი დაავადება

კანკალი

ცივი ოფლი

ჭარბი ოფლიანობა

სიხშირე უცნობია

ბაქტერიული ინფექციები (კლოსტრიდიული ინფექციები)

სისხლის პათოლოგიური ანალიზები (თრომბოციტების, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დაქვეითება ნორმალურ დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ცვლილებები - INR)

მძიმე, მწვავე რეაქციები მედიკამენტებზე (ანაფილაქსიური რეაქციები), პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები

გულის წასვლის შეგრძნება

სიწითლე, ქავილი, სისველე, კანის გაუხეშება და ა.შ. კანის არაგადამდები დაავადება, რომელიც ვლინდება ქსოვილის დარღვევით (ეგზემა)

მტკივნეული და მუწუკოვანი შეშუპებები (ანგიონევროზული შეშუპება), ყველაზე ხშირად გვხვდება ტუჩებზე, ენაზე, თვალების ირგვლივ, სახის, კისრის, მკლავების, ფეხების, მუცლისა და სასქესო რეგიონის კანზე.

ქავილი, ვარდისფერი ან წითელი გამონაყარი (დერმატიტი)

ხშირი სიწითლე და კანის აქერცვლა გამოყენებული წამლების ან უცნობი მიზეზების გამო (ექსფოლიატიური დერმატიტი)

კანის ანთება (ერითემა), რომელიც იწვევს ქუსლების ტკივილს და სიწითლეს.

სიწითლე

ქავილი

მოწითალო მეწამული ფერის, გამონაყარი კანზე (პურპურა)

ჭინჭრის ციება

ნებისმიერი ანტიბიოტიკით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი (CDAD), რომელიც დაკავშირებულია Clostridium difficile-თან (ბაქტერია, რომელსაც აქვს მრავალი ფერმენტი და შხამი, რომელსაც აქვს დამღუპველი ეფექტი ორგანოზე). მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას ან ნაწლავის შიდა შრის დაზიანებისას, შესაძლებელია პრეპარატის მცირე ნაწილის (1%-ზე ნაკლები) შეწოვა, რაც იწვევს შარდის წითლად შეღებვას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შეგხვდებათ, გარდა პაციენტის საინფორმაციო ფურცელში აღნიშნულისა.

შენახვის პირობები

შეინახეთ ფაქსიმინი თავის შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში და 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც დაბეჭდილია მის შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი, თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტში ან/და მის შეფუთვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

ფაქსიმინი

200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიიღება პერორალურად

აქტიური ინგრედიენტი: შეიცავს 200 მგ რიფაქსიმინს

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა 200, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გლიცერილ პალმიტოსტეარატი, ტალკი, ოპადრი OY-S 34907 ვარდისფერი (ნაერთი; ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენოგლიკი, პროპილენოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, დინატრიუმი EDTA).

პრეპარატის მიღების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ან გჭირდებათ რჩევა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი გამოგიწერეს თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ ამ მედიკამენტის მიღებისას უნდა მიმართოთ ექიმს/საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ ამ მედიკამენტს იღებთ.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ მიიღოთ დანიშნულზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზები.

შინაარსი:

  • რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის მიღებამდე
  • ფაქსიმინის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ფაქსიმინის შენახვის პირობები
  • რა არის ფაქსიმინი და რისთვის გამოიყენება?

ფაქსიმინი, წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ვარდისფერ, ამოზნექილ, მრგვალ გარსით დაფარული ტაბლეტს.

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ რიფაქსიმინს.

ფაქსიმინი არის პრეპარატების ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ანტიბიოტიკები და შეიცავს რიფაქსიმინს, რომელიც გამოიყენება როგორც ეფექტური ანტიმიკრობული საშუალება ნაწლავური ინფექციებისას. იგი გამოიყენება მძიმე კუჭ-ნაწლავური ინფექციების დროს, მოგზაურთა დიარეის შემთხვევაში მოზრდილებში, როდესაც ფაღარათს არ ახლავს ცხელება ან სისხლიანი განავალი, ან 8 ან მეტი დეფეკაციის ეპიზოდი არაფორმირებული (რბილი ან თხევადი) განავალით ბოლო 24 საათის განმავლობაში; პრეპარატის მოქმედების გაზრდის მიზნით სისხლში ამიაკისა და მისი ნაერთების მომატებისას; და დიარეა-დომინანტური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს.

18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ფაქსიმინის მიღებამდე

არ მიიღოთ ფაქსიმინი, თუ:

ხართ ჰიპერმგრძნობიარე რიფაქსიმინის, სხვა რიფამიცინების (მაგალითად: რიფამპიცინი ან რიფაბუტინი) ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ (თუ ფიქრობთ, რომ ხართ ალერგიული),

გაქვთ სიცხე,

ბოლო 24 საათის განმავლობაში გქონდათ 8 ან მეტი დეფეკაციის ეპიზოდი არაფორმირებული განავალით,

გაქვთ ყაბზობა, სისხლიანი განავალი, მუცლის ტკივილი და ღებინება ნაწლავის ობსტრუქციის გამო;

გაქვთ ნაწლავის გაუვალობა.

გამოიყენეთ ფაქსიმინი სიფრთხილით ქვემოთ მოცემულ პირობებში, თუ:

თქვენი სიმპტომები უარესდება მკურნალობის დროს, შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ თქვენი სიმპტომები გრძელდება ან ხელახლა იჩენს თავს ცოტა ხნის შემდეგ, არ მიიღოთ ფაქსიმინის მეორე კურსი და მიმართეთ ექიმს.

თუ იყენებთ აქტივირებულ ნახშირს (მაგ. შებერილობის ან ფაღარათის სამკურნალოდ), გთხოვთ, მიიღოთ ფაქსიმინის 200 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნახშირის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

რიფაქსიმინი შესაძლოა შეიწოვოს ნაწლავებიდან მცირე რაოდენობით. აქედან გამომდინარე, შარდის ფერი შეიძლება გახდეს წითელი.

ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მაშინ, როცა აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ანელებენ ან აჩერებენ P-გლიკოპროტეინის ფერმენტის ფუნქციონირებას, როგორიცაა ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას).

ვარფარინისა (ანტიკოაგულაციური პრეპარატი) და რიფაქსიმინის კომბინაციამ შეიძლება შეამციროს ვარფარინის ეფექტურობა ან გაზარდოს მისი ეფექტურობა და გამოიწვიოს სისხლდენა. თუ თქვენ იყენებთ ვარფარინს, თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი სისხლის მაჩვენებლების შემოწმება. გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ვარფარინს ან სისხლის ანტიკოაგულანტს.

კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ რიფაქსიმინი არ არის ეფექტური მოგზაურთა დიარეის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ინვაზიური ნაწლავური პათოგენებით, როგორიცაა Campylobacter jejuni, Salmonella spp. და Shighella, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ დიზენტერიის მსგავს ფაღარათს, რომელსაც ახასიათებს ცხელება, სისხლი განავალში და ხშირი დეფეკაცია.

Clostridium difficile-ს რიფაქსიმინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი და ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება), რომელიც დაკავშირებულია Clostridium difficile-თან.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, მაშინაც კი, თუ ეს გაფრთხილებები ძალაშია წარსულში ნებისმიერი პერიოდისთვის.

ფაქსიმინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:

არ ცვლის ეფექტს საკვებთან ერთად გამოყენებისას ან მის გარეშე. მიიღება პერორალურად ჭიქა წყალთან ერთად.

ამ მედიკამენტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის მოწითალო შეფერილობა.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავ დაორსულებას, ფაქსიმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ტრანზიტორული ზეგავლენა ნაყოფის გაძვლოვანებასა და ჩონჩხის ცვლილებებზე (იხ. პუნქტი 5.3). ამ ინფორმაციის კლინიკური მნიშვნელობა ადამიანებში უცნობია.

რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპტული მეთოდები, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისით ეფექტურად ითვლება მკურნალობის დროს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციაზე, თუ:

ხართ ორსულად, ან გაქვთ ეჭვი ორსულობა ან გეგმავთ ორსულობას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, მიმართეთ ექიმს ან ექიმს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • თუ ძუძუთი კვებავთ ან თუ გეგმავთ ძუძუთი კვებას, გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უცნობია გამოიყოფა თუ არა რიფაქსიმინი/მეტაბოლიტები დედის რძეში.

რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის არ არის გამორიცხული.

გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან რიფაქსიმინის თერაპიის შეწყვეტის/შეჩერების შესახებ ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.

ძუძუთი კვების დროს ფაქსიმინის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა:

ფაქსიმინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას ან ძილიანობას, ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფაქსიმინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

თუ თქვენ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა ფაქსიმინის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, ამ ნივთიერებების გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი არ არის.

სხვა მედიკამენტების მიღება:

დღემდე, არანაირი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

არ არსებობს რიფაქსიმის გამოყენების გამოცდილება მათთვის, ვინც იყენებს სხვა რიფამიცინის ანტიბაქტერიულ პრეპარატს სხვადასხვა ორგანოებზე გავრცელებული ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ.

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ციკლოსპორინს (იმუნოსუპრესიული საშუალება, რომელიც თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ სისტემას), ვარფარინს (წამალი სისხლის შედედების პრევენციისათვის) ან პერორალურ კონტრაცეპტივებს (ორსულობის პრევენციის მედიკამენტები).

არ არსებობს სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები, რომლებიც იკვლევენ რიფაქსიმის და სხვა პრეპარატების (მაგ. ლოპერამიდი, გააქტიურებული ნახშირი) ერთდროულ მიღებას, რომლის გამოყენება შეიძლება ტურისტული დიარეის დროს.

თუ იღებთ გააქტიურებულ ნახშირს (მაგ. მეტეორიზმის ან ფაღარათის სამკურნალოდ), გთხოვთ, მიიღოთ ფაქსიმინი ნახშირის მიღებიდან მინიმუმ 2 საათის შემდეგ.

თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობის დაავადება, ამ პრეპარატების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ვარფარინი, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიარითმული საშუალებები (გულის არითმიის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები), კონტრაცეპტივები, რომლებზეც გავლენას ახდენს ღვიძლის ფერმენტი CYP3A4, ფაქსიმინთან ერთად მიღებისას.

ვინაიდან ვარფარინის (ანტი-კოაგულაციური პრეპარატი) და რიფაქსიმინის კომბინაცია ამცირებს ან ზრდის ვარფარინის ეფექტურობას, თქვენმა ექიმმა უნდა აკონტროლს INR მაჩვენებლები (საერთაშორისო ნორმალიზებული მაჩვენებელი). შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირება. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ ვარფარინს.

ჯანმრთელ სუბიექტებში, ციკლოსპორინის (600 მგ) ერჯერადი დოზის, ძლიერი P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორის და რიფაქსიმინის ერთჯერადი დოზის (550 მგ) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია რიფაქსიმინის საშუალო Cmax და AUC∞ 83-ჯერ და 124-ჯერ მომატება, შესაბამისად.

ამ ნამატის კლინიკური მნიშვნელობა სისხლში მოსალოდნელი რაოდენობის გადასვლის თვალსაზრისით (სისტემური ექსპოზიცია) უცნობია.

აცნობეთ მკურნალ ექიმს ნებისმიერი გამოწერილი ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იყენებთ ან იყენებდით ბოლო დროს.

  • ფაქსიმინის მიღების წესი

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა / მიღების სიხშირე:

ექიმებმა შეიძლება გირჩიონ დოზისა და პრეპარატის გამოყენების სიხშირის შეცვლა.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, თუ ექიმი სხვაგვარად არ გვირჩევს. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმმა უნდა განსაზღვროს პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით.

როდესაც საჭიროა მკურნალობის განმეორებითი კურსები, კურსებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 20-40 დღეს, რა დროსაც არ მიიღება პრეპარატი.

კურსების სახით პერიოდული მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს ექიმმა.

რეკომენდებული დოზა:

კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციის, მოგზაურთა დიარეის სამკურნალოდ:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 8 საათში ერთხელ (600 მგ რიფაქსიმინი)

ადიუვანტური მკურნალობა სისხლში ამონიუმის გაზრდილი დონისთვის

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 8 საათში ერთხელ (1200 მგ რიფაქსიმინი)

დიარეა-დომინანტური გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა (დიარეა უპირატესად მგრძნობიარე ნაწლავის დაავადება)

მოზრდილები: 2 ტაბლეტი 8 საათში ერთხელ (1200 მგ რიფაქსიმინი).

მიღების წესი და გამოყენების მეთოდი

  • ამოიღეთ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.
  • ფაქსიმინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მშიერ კუჭზე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

პედიატრიული პოპულაცია:

ფაქსიმინის მიღება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

გერიატრიული პოპულაცია:

ხანდაზმულებში რიფაქსიმინით მკურნალობის გამოცდილება შეზღუდულია. თუმცა, დადგინდა, რომ წამლის ამტანობა მაღალია რეკომენდებული დოზებით მიღებისას.

განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა:

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რიფაქსიმინის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ მოიპოვება.

დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რიფაქსიმინის შეზღუდული სისტემური შეწოვის გამო (წამლის შეწოვა ნაწლავებიდან).

თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ საჭიროზე მეტ ფაქსიმინს:

კლინიკურმა კვლევებმა პაციენტებთან, რომლებიც უჩივიან ტურისტულ დიარეას, არ აჩვენა რაიმე სერიოზული კლინიკური გამოვლინება დღეში 1800 მგ-მდე დოზით მიღებისას.

ჯანმრთელ სუბიექტებში რიფაქსიმის დოზები 2400 მგ-მდე დღეში 7 დღის განმავლობაში მიღებისას არ იწვევდა მაღალ დოზასთან დაკავშირებულ კლინიკურ სიმპტომებს.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჭარბი დოზირება, მიზანშეწონილია დაინიშნოს შესაბამისი და დამხმარე მკურნალობა.

თუ თქვენ იყენებდით იმაზე მეტ ფაქსიმინს, ვიდრე გჭირდებათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფაქსიმინის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა როგორც კი გაგახსნედებათ და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ზედმეტი მედიკამენტი გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ფაქსიმინით მკურნალობის შეწყვეტისას:

თუ არ გააგრძელებთ მკურნალობას სამი დღის განმავლობაში, სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ფაქსიმინს აქვს ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტი.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფაქსიმინსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

მედიკამენტების გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება ისე, როგორც ქვემოთ არის მოცემული.

ძალიან ხშირი: ის შეიძლება გამოვლინდეს მინიმუმ 10 პაციენტიდან 1-ში.

ხშირი: 10 პაციენტში ერთზე ნაკლები, მაგრამ 100 პაციენტში ერთზე მეტი.

არახშირი: 100 პაციენტში ერთზე ნაკლები, მაგრამ 1000 პაციენტში ერთზე მეტი.

იშვიათი: 1000 პაციენტში ერთზე ნაკლები, მაგრამ 10000 პაციენტში ერთზე მეტი.

ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტში ერთზე ნაკლები.

სიხშირე უცნობია: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით

შეწყვიტეთ ფაქსიმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება გამონაყარით, ქავილით და შეშუპებით სახეზე, ტუჩებზე, ენაზე და/ან ყელზე, რამაც შეიძლება გაართულოს სუნთქვა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია ფაქსიმინზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ფაქსიმინთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ:

ხშირი

თავის ტკივილი

თავბრუ

მეტეორიზმი

მუცლის შებერილობა

ყაბზობა

მუცლის ტკივილი

ფაღარათი

სასწრაფო დეფეკაციის მოთხოვნილება

გულისრევა

უნებლიე და მტკივნეული ან არაეფექტური დაჭიმვა

ღებინება

ცხელება

არახშირი

სოკოვანი დაავადება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, კანდიდოზი

გრიპი

ყელის შეშუპება

ტუჩის მარტივი ჰერპესი, სითხით სავსე ბუშტუკები

ცხვირის და ხახის ანთება

სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა მომატება

სისხლში მონოციტების რაოდენობის პათოლოგიური მატება

სისხლში ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება

მადის დაქვეითება

დეჰიდრატაცია

უძილობა

უჩვეულო სიზმრები

დეპრესიული განწყობა

გაღიზიანება

მძიმე თავის ტკივილი (შაკიკი)

მგრძნობელობის დაკარგვა

დაბუჟება

ძილიანობა

სინუსური თავის ტკივილი

მხედველობის გაორება

ძლიერი თავბრუსხვევა (ვერტიგო, ოთახში ტრიალია შეგრძნება)

ყურის ტკივილი

გულის ფრიალი

ალები

მომატებული არტერიული წნევა

სუნთქვის გაძნელება

ცხვირის ობსტრუქცია

ხველა

პირის ღრუს და ხახის ტკივილი

ხახის სიმშრალე

მონელების დარღვევა

კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის ტკივილი

სეკრეტორული განავალი

მყარი განავალი

სისხლი განავალში

ტუჩების სიმშრალე

გემოვნების შეგრძნების დაკარგვა

სისხლის ანალიზის შედეგები: ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მომატება: ფერმენტის ასპარტატ ამინოტრანსფერაზას მატება

გამონაყარი

ლაქიანი კანი

მზით დამწვრობა

ვირუსით გამოწვეული გამონაყარი

წელის ტკივილი

კუნთების შეკუმშვა

კუნთების უწყვეტი ტკივილი (მიალგია)

კუნთების სისუსტე

კისრის ტკივილი

ძალის დაკარგვა

შარდში შაქარი

ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით

ჭარბი შარდვა

სისხლიანი შარდი

ცილა შარდში

ხშირი მენსტრუაცია (21 დღეზე ნაკლები ინტერვალი ორ პერიოდ შორის)

სისუსტე

ტკივილი და დისკომფორტი

შეშუპება (მხრების შეშუპება)

გრიპის მსგავსი დაავადება

კანკალი

ცივი ოფლი

ჭარბი ოფლიანობა

სიხშირე უცნობია

ბაქტერიული ინფექციები (კლოსტრიდიული ინფექციები)

სისხლის პათოლოგიური ანალიზები (თრომბოციტების, ღვიძლის ფუნქციური სინჯების დაქვეითება ნორმალურ დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ცვლილებები - INR)

მძიმე, მწვავე რეაქციები მედიკამენტებზე (ანაფილაქსიური რეაქციები), პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რეაქციები

გულის წასვლის შეგრძნება

სიწითლე, ქავილი, სისველე, კანის გაუხეშება და ა.შ. კანის არაგადამდები დაავადება, რომელიც ვლინდება ქსოვილის დარღვევით (ეგზემა)

მტკივნეული და მუწუკოვანი შეშუპებები (ანგიონევროზული შეშუპება), ყველაზე ხშირად გვხვდება ტუჩებზე, ენაზე, თვალების ირგვლივ, სახის, კისრის, მკლავების, ფეხების, მუცლისა და სასქესო რეგიონის კანზე.

ქავილი, ვარდისფერი ან წითელი გამონაყარი (დერმატიტი)

ხშირი სიწითლე და კანის აქერცვლა გამოყენებული წამლების ან უცნობი მიზეზების გამო (ექსფოლიატიური დერმატიტი)

კანის ანთება (ერითემა), რომელიც იწვევს ქუსლების ტკივილს და სიწითლეს.

სიწითლე

ქავილი

მოწითალო მეწამული ფერის, გამონაყარი კანზე (პურპურა)

ჭინჭრის ციება

ნებისმიერი ანტიბიოტიკით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი (CDAD), რომელიც დაკავშირებულია Clostridium difficile-თან (ბაქტერია, რომელსაც აქვს მრავალი ფერმენტი და შხამი, რომელსაც აქვს დამღუპველი ეფექტი ორგანოზე). მაღალი დოზით ხანგრძლივი მკურნალობისას ან ნაწლავის შიდა შრის დაზიანებისას, შესაძლებელია პრეპარატის მცირე ნაწილის (1%-ზე ნაკლები) შეწოვა, რაც იწვევს შარდის წითლად შეღებვას.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შეგხვდებათ, გარდა პაციენტის საინფორმაციო ფურცელში აღნიშნულისა.

  • ფაქსიმინის შენახვის პირობები

შეინახეთ ფაქსიმინი თავის შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში და 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადების შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც დაბეჭდილია მის შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ფაქსიმინი, თუ შეამჩნევთ დეფექტს პროდუქტში ან/და მის შეფუთვაში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş.

Oğuzlar Mah. 1370. Sok. No: 7/3

06520 ბალგატი - ანკარა / თურქეთი

ტელ.: 0 312 287 74 10

ფაქსი: 0 312 287 61 15

მწარმოებელი:

Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş

06760 ჩუბუკი - ანკარა / თურქეთი

ეს ბროშურა ბოლოს გადაიხედა 06.09.2018 წელს

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა