პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ტრაქტოცილი

Tractocile®

რეცეპტით37.5მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ტრაქტოცილი შეიცავს ატოსიბანს. ტრაქტოცილის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მშობიარობის ასაცილებლად. ტრაქტოცილი გამოიყენება ორსულ ზრდასრულ ქალებში, ორსულობის 24-დან 33 კვირამდე. ტრაქტოცილი მოქმედებს საშვილოსნოს შეკუმშვების შესუსტებით. აგრეთვე აიშვიათებს მათ სიხშირეს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატოზიბანი (atosiban)
ფორმა და შეფუთვა
37.5მგ/5მლ (7.5მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Ferring GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, გინეკოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
G02CX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-026396
რეგისტრირებულია
28 სექტემბერი 2018, მოქმედებს 28 სექტემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს ფერინგ ფარმაცევტიკალს ეს ეი-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებატრაქტოცილი და სხვა წამალი ერთად

ტრაქტოცილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრაქტოცილი შეიცავს ატოსიბანს. ტრაქტოცილის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მშობიარობის ასაცილებლად. ტრაქტოცილი გამოიყენება ორსულ ზრდასრულ ქალებში, ორსულობის 24-დან 33 კვირამდე.

ტრაქტოცილი მოქმედებს საშვილოსნოს შეკუმშვების შესუსტებით. აგრეთვე აიშვიათებს მათ სიხშირეს. ამას აკეთებს ორგანიზმის ნატურალური ჰორმონის, „ოქსიტოცინის“ ბლოკირებით, რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას.

მიღების წესი და დოზირება

ტრაქტოცილს მოგცემთ ექიმი, ექთანი ან სანიტარი საავადმყოფოში. ისინი გადაწყვეტენ, რამდენი გჭირდებათ. აგრეთვე დარწმუნდებიან, რომ ხსნარი გამჭვირვალე და ნაწილაკებისგან თავისუფალია.

ტრაქტოცილის შეყვანა მოხდება ვენაში (ინტრავენურად) სამ სტადიად:

პირველი ინექცია 6.75მგ 0.9მლ-ში ნელა გაკეთდება ვენაში ერთი წუთის განმავლობაში.

შემდეგ გაკეთდება მუდმივი ინფუზია (ნაკადად) 10მგ/სთ 3 საათის განმავლობაში.

შემდეგ სხვა მუდმივი ინფუზია (ნაკადად) 6მგ/სთ გაკეთდება 45 საათის განმავლობაში ან სანამ შეკუმშვები არ შეწყდება.

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 48 საათზე დიდხანს.

ტრაქტოცილით მკურნალობა შეიძლება გამეორდეს, თუ შეკუმშვები თავიდან დაიწყება. ტრაქტოცილით მკურნალობა შეიძლება გამეორდეს სამჯერ.

ტრაქტოცილით მკურნალობისას შეიძლება მოხდეს თქვენი და თქვენი ნაყოფის გულისცემის სიხშირის მონიტორინგი.

რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს მკურნალობის სამზე მეტჯერ გამეორება.

.შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დედის გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი სიმძიმისაა. უცნობია ნაყოფის ან ახალშობილის გვერდითი ეფექტები.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (ვითარდება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

  • ავადობის შეგრძნება (გულისრევა)

ხშირი (ვითარდება 10-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ალები

ავადობა (გულისრევა)

სწრაფი გულისცემა

სისხლის დაბალი წნევა. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას ან სიმსუბუქის შეგრძნებას.

რეაქცია ინექციის ადგილას

სისხლში შაქრის მაღალი დონე

ნაკლებად ხშირი (ვითარდება 100-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

მაღალი ტემპერატურა (ცხელება)

ძილის გაძნელება (უძილობა)

ქავილი

გამონაყარი

იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

საშვილოსნოს შეიძლება დაუქვეითდეს შეკუმშვის უნარი ბავშვის დაბადების შემდეგ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

ალერგული რეაქციები

შეიძლება აღგენიშნებოდეთ სუნთქვის უკმარისობა ან ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), განსაკუთრებით თუ ერთზე მეტი ნაყოფი გყავთ და/ან იღებთ მედიკამენტებს, რამაც შეიძლება მშობიარობა გადაავადოს, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევის დროს გამოყენებული მედიკამენტები.

უკუჩვენებები

თუ 24 კვირაზე ნაკლები ვადის ორსული ხართ

თუ 33 კვირაზე მეტი ვადის ორსული ხართ

თუ დაირღვა სანაყოფე გარსი (ნაადრევი გაგლეჯა) და დასრულებული გაქვთ ორსულობის 30 კვირა ან მეტი

თუ ნაყოფს ანომალური გულისცემა აქვს

თუ გაქვთ საშოდან სისხლდენა და ექიმს სურს დაუყოვნებლივ გამშობიაროთ

თუ გაქვთ „მწვავე პრე-ეკლამფსია“ და ექიმს სურს დაუყოვნებლივ გამშობიაროთ. მწვავე პრე-ეკლამფსია არის მდგომარეობა, როდესაც გაქვთ სისხლის მაღალი წნევა, სითხის შეკავება და/ან ცილა შარდში.

თუ გაქვთ „ეკლამფსია“, რაც გავს „პრე-ეკლამფსიას“ მაგრამ აგრეთვე გაქვთ გულყრები (კონვულსიები). ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა დაიბადოს.

თუ ნაყოფი დაიღუპა.

თუ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ საშვილოსნოს ინფექცია.

თუ პლაცენტა ფარავს სამშობიარო არხს

თუ პლაცენტა ცილდება საშვილოსნოს კედელს

თუ თქვენ ან ნაყოფს გაქვთ სხვა მდგომარეობები, როდესაც შეიძლება საშიში იყოს ორსულობის გაგრძელება.

თუ ალერგიული ხართ ატოსიბანის ან მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი 6 პარაგრაფში).

ტრაქტოცილი არ გამოიყენოთ, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ტრაქტოცილის გამოყენებამდე.

სიფრთხილის ზომები

მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ტრაქტოცილის გამოყენებამდე:

თუ ფიქრობთ რომ წყლები დაიღვარა (გარსების ნაადრევი გაგლეჯა)

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები

თუ ხართ 24-27 კვირის ორსული

თუ ერთზე მეტი ნაყოფი გყავთ.

თუ შეკუმშვები კვლავ იწყება, ტრაქტოცილით მკურნალობის გამეორება შეიძლება სამჯერ.

თუ ნაყოფი პატარაა ორსულობის ვადისთვის.

საშვილოსნოს შეიძლება შეკუმშვის უნარი დაუქვეითდეს ბავშვის დაბადების შემდეგ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

თუ ერთზე მეტი ნაყოფი გყავთ და/ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გადაავადონ მშობიარობა, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევისთვის გამოყენებული საშუალებები.ამან შეიძლება გაზარდოს ფილტვის შეშუპების (სითხეში ფილტვის აკუმულაცია) რისკი.

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ (ან ეჭვი გეპარებათ) მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ტრაქტოცილის მიღებამდე.

ბავშვები და მოზარდები

ტრაქტოცილი შესწავლილი არ არის 18 წლამდე ორსულებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან მცირე ასაკის ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ტრაქტოცილის გამოყენებამდე ლაქტაცია უნდა შეწყვიტოთ.

გვერდითი მოვლენები

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ (იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ფურცლების სქემა

ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია

HPRA ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტ ტერასა, IRL – დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1 6762517

ვებ-გვერდი www.hpra.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ატოსიბანი

ტრაქტოსილი 37.5მგ/5მლ კონცენტრაცი საინფუზიო ხნსარის მოსამზადებლად შეიცავს 5მლ-ში 37.5მგ ატოსიბანის ექვივალენტ ატოსიბანის აცეტატს

სხვა ინგრედიენტებია მანიტოლი, ქლორწყალბადმჟავა და საინექციო წყალი.

ტრაქტოცილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ტრაქტოცილი 37.5მგ/5მლ კონცენტრაცი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ნაწილაკების გარეშე. ერთი შეფუთვა შეიცავს ერთ 5მლ ფლაკონს.

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი:

ფერინგ ფარმასეუტიკალს ა/ს

კეი ფიშერ პლადს 11

2300 კობენჰავნ ს

დანია

ტელ: +45 88 33 88 34

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია იარლიყზე EXP შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ინახება მაცივარში (2°C - 8°C).

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცვისთვის.

ინტრავენური გამოყენებისთვის განზავება უნდა მოხდეს მომზადებიდან 24 საათის განმავლობაში.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ თუ შენიშნავთ მყარ ნაწილაკებს ან დისკოლორაციას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტრაქტოცილი

  • 5 მგ/5მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ატოსიბანი

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში

რა არის ტრაქტოცილი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ტრაქტოცილის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ტრაქტოცილი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ტრაქტოცილი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ტრაქტოცილი და რისთვის გამოიყენება

ტრაქტოცილი შეიცავს ატოსიბანს. ტრაქტოცილის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მშობიარობის ასაცილებლად. ტრაქტოცილი გამოიყენება ორსულ ზრდასრულ ქალებში, ორსულობის 24-დან 33 კვირამდე.

ტრაქტოცილი მოქმედებს საშვილოსნოს შეკუმშვების შესუსტებით. აგრეთვე აიშვიათებს მათ სიხშირეს. ამას აკეთებს ორგანიზმის ნატურალური ჰორმონის, „ოქსიტოცინის“ ბლოკირებით, რომელიც იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას.

რა უნდა იცოდეთ ტრაქტოცილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ტრაქტოცილი:

თუ 24 კვირაზე ნაკლები ვადის ორსული ხართ

თუ 33 კვირაზე მეტი ვადის ორსული ხართ

თუ დაირღვა სანაყოფე გარსი (ნაადრევი გაგლეჯა) და დასრულებული გაქვთ ორსულობის 30 კვირა ან მეტი

თუ ნაყოფს ანომალური გულისცემა აქვს

თუ გაქვთ საშოდან სისხლდენა და ექიმს სურს დაუყოვნებლივ გამშობიაროთ

თუ გაქვთ „მწვავე პრე-ეკლამფსია“ და ექიმს სურს დაუყოვნებლივ გამშობიაროთ. მწვავე პრე-ეკლამფსია არის მდგომარეობა, როდესაც გაქვთ სისხლის მაღალი წნევა, სითხის შეკავება და/ან ცილა შარდში.

თუ გაქვთ „ეკლამფსია“, რაც გავს „პრე-ეკლამფსიას“ მაგრამ აგრეთვე გაქვთ გულყრები (კონვულსიები). ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა დაიბადოს.

თუ ნაყოფი დაიღუპა.

თუ გაქვთ ან შეიძლება გქონდეთ საშვილოსნოს ინფექცია.

თუ პლაცენტა ფარავს სამშობიარო არხს

თუ პლაცენტა ცილდება საშვილოსნოს კედელს

თუ თქვენ ან ნაყოფს გაქვთ სხვა მდგომარეობები, როდესაც შეიძლება საშიში იყოს ორსულობის გაგრძელება.

თუ ალერგიული ხართ ატოსიბანის ან მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი 6 პარაგრაფში).

ტრაქტოცილი არ გამოიყენოთ, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ტრაქტოცილის გამოყენებამდე.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ტრაქტოცილის გამოყენებამდე:

თუ ფიქრობთ რომ წყლები დაიღვარა (გარსების ნაადრევი გაგლეჯა)

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები

თუ ხართ 24-27 კვირის ორსული

თუ ერთზე მეტი ნაყოფი გყავთ.

თუ შეკუმშვები კვლავ იწყება, ტრაქტოცილით მკურნალობის გამეორება შეიძლება სამჯერ.

თუ ნაყოფი პატარაა ორსულობის ვადისთვის.

საშვილოსნოს შეიძლება შეკუმშვის უნარი დაუქვეითდეს ბავშვის დაბადების შემდეგ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

თუ ერთზე მეტი ნაყოფი გყავთ და/ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გადაავადონ მშობიარობა, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევისთვის გამოყენებული საშუალებები.ამან შეიძლება გაზარდოს ფილტვის შეშუპების (სითხეში ფილტვის აკუმულაცია) რისკი.

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ (ან ეჭვი გეპარებათ) მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს ტრაქტოცილის მიღებამდე.

ბავშვები და მოზარდები

ტრაქტოცილი შესწავლილი არ არის 18 წლამდე ორსულებში.

სხვა მედიკამენტები და ტრაქტოცილი

აცნობეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან მცირე ასაკის ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ტრაქტოცილის გამოყენებამდე ლაქტაცია უნდა შეწყვიტოთ.

როგორ მიიღება ტრაქტოცილი

ტრაქტოცილს მოგცემთ ექიმი, ექთანი ან სანიტარი საავადმყოფოში. ისინი გადაწყვეტენ, რამდენი გჭირდებათ. აგრეთვე დარწმუნდებიან, რომ ხსნარი გამჭვირვალე და ნაწილაკებისგან თავისუფალია.

ტრაქტოცილის შეყვანა მოხდება ვენაში (ინტრავენურად) სამ სტადიად:

პირველი ინექცია 6.75მგ 0.9მლ-ში ნელა გაკეთდება ვენაში ერთი წუთის განმავლობაში.

შემდეგ გაკეთდება მუდმივი ინფუზია (ნაკადად) 10მგ/სთ 3 საათის განმავლობაში.

შემდეგ სხვა მუდმივი ინფუზია (ნაკადად) 6მგ/სთ გაკეთდება 45 საათის განმავლობაში ან სანამ შეკუმშვები არ შეწყდება.

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 48 საათზე დიდხანს.

ტრაქტოცილით მკურნალობა შეიძლება გამეორდეს, თუ შეკუმშვები თავიდან დაიწყება. ტრაქტოცილით მკურნალობა შეიძლება გამეორდეს სამჯერ.

ტრაქტოცილით მკურნალობისას შეიძლება მოხდეს თქვენი და თქვენი ნაყოფის გულისცემის სიხშირის მონიტორინგი.

რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს მკურნალობის სამზე მეტჯერ გამეორება.

.შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დედის გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი სიმძიმისაა. უცნობია ნაყოფის ან ახალშობილის გვერდითი ეფექტები.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი (ვითარდება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

  • ავადობის შეგრძნება (გულისრევა)

ხშირი (ვითარდება 10-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

ალები

ავადობა (გულისრევა)

სწრაფი გულისცემა

სისხლის დაბალი წნევა. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს თავბრუსხვევას ან სიმსუბუქის შეგრძნებას.

რეაქცია ინექციის ადგილას

სისხლში შაქრის მაღალი დონე

ნაკლებად ხშირი (ვითარდება 100-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

მაღალი ტემპერატურა (ცხელება)

ძილის გაძნელება (უძილობა)

ქავილი

გამონაყარი

იშვიათი (ვითარდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში)

საშვილოსნოს შეიძლება დაუქვეითდეს შეკუმშვის უნარი ბავშვის დაბადების შემდეგ. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

ალერგული რეაქციები

შეიძლება აღგენიშნებოდეთ სუნთქვის უკმარისობა ან ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), განსაკუთრებით თუ ერთზე მეტი ნაყოფი გყავთ და/ან იღებთ მედიკამენტებს, რამაც შეიძლება მშობიარობა გადაავადოს, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევის დროს გამოყენებული მედიკამენტები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ მოვლენებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება შეგიძლიათ პირდაპირ (იხ. ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

გაერთიანებული სამეფო

ყვითელი ფურცლების სქემა

ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია

HPRA ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტ ტერასა, IRL – დუბლინი 2

ტელ: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1 6762517

ვებ-გვერდი www.hpra.ie

ელ-ფოსტა: [email protected]

როგორ ინახება ტრაქტოცილი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია იარლიყზე EXP შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ინახება მაცივარში (2°C - 8°C).

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცვისთვის.

ინტრავენური გამოყენებისთვის განზავება უნდა მოხდეს მომზადებიდან 24 საათის განმავლობაში.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ თუ შენიშნავთ მყარ ნაწილაკებს ან დისკოლორაციას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტრაქტოცილი

აქტიური ნივთიერებაა ატოსიბანი

ტრაქტოსილი 37.5მგ/5მლ კონცენტრაცი საინფუზიო ხნსარის მოსამზადებლად შეიცავს 5მლ-ში 37.5მგ ატოსიბანის ექვივალენტ ატოსიბანის აცეტატს

სხვა ინგრედიენტებია მანიტოლი, ქლორწყალბადმჟავა და საინექციო წყალი.

ტრაქტოცილის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ტრაქტოცილი 37.5მგ/5მლ კონცენტრაცი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი ნაწილაკების გარეშე. ერთი შეფუთვა შეიცავს ერთ 5მლ ფლაკონს.

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი:

ფერინგ ფარმასეუტიკალს ა/ს

კეი ფიშერ პლადს 11

2300 კობენჰავნ ს

დანია

ტელ: +45 88 33 88 34

მწარმოებელი:

ფერინგ გმბჰ

ვიტლანდ11

D-24109 კიელი

გერმანია

მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართეთ მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს

ბულგარეთი

Аквaxим АД

Тел: +359 2 807 5022

[email protected]

ჩეხეთის რესპუბლიკა

Ferring Pharmaceuticals CZ s.r.o. Tel: +420 243 701 333 [email protected]

დანია

Ferring Lægemidler A/S

Tlf: +45 88 16 88 17

გერმანია

Ferring Arzneimittel GmbH

Tel: +49 431 5852 0

[email protected]

ესტონეთი

PharmaSwiss Eesti OÜ

Tel: +372 682 7400

[email protected]

საბერძნეთი

Ferring Ελλάς ΜΕΠΕ

Τηλ. +30 210 68 43 449

ესპანეთი

Ferring S.A.U.

Tel: +34 91 387 70 00

[email protected]

საფრანგეთი

Ferring S.A.S.

Tél: +33 1 49 08 91 23

ხორვატია

Clinres farmacija d.o.o.

Tel: +385 1 2396 900

ირლანდია

Ferring Ireland Ltd.

Tel: +353 1 4637355

[email protected]

ისლანდია

Vistor hf.

Sími: +354 535 70 00

იტალია

Ferring S.p.A.

Tel: +39 02 640 00 11

კვიპროსი

Potamitis Medicare Ltd Τηλ: +357 22583333

[email protected]

ლატვია

PharmaSwiss SIA Latvia

Tālr: +371 6 750 2185

HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

ლიეტუვა

UAB PharmaSwiss Tel.: +370 5 2790762

HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

ლუქსემბურგი

Ferring N.V.

Belgique/Belgien

Tel/Tél: +32 53 72 92 00

[email protected]

უნგრეთი

Ferring Magyarország

Gyógyszerkereskedelmi Kft.

Tel: +36 1 236 3800

[email protected]

მალტა

E.J. Busuttil Ltd.

Tel: +356 21447184

[email protected]

ნიდერლანდები

Ferring B.V.

Tel: +31 235680300

[email protected]

ნორვეგია

Ferring Legemidler AS

Tlf: +47 22 02 08 80

[email protected]

ავსტრია

Ferring Arzneimittel Ges.m.b.H

Tel: +43 1 60 808 0

[email protected]

პოლონეთი

Ferring Pharmaceuticals Poland Sp. z o.o.

Tel: +48 22 246 06 80

[email protected]

პორტუგალია

Ferring Portuguesa – Produtos Farmacêuticos, Sociedade Unipessoal, Lda.

Tel: +351 21 940 51 90 [email protected]

რუმინეთი

Ferring Pharmaceuticals Romania SRL

Tel: +40 356 113 270

სლოვენია

SALUS, Veletrgovina, d.o.o.

Tel: +386 1 5899 179

[email protected]

სლოვაკეთის რესპუბლინა

Ferring Slovakia s.r.o.

Tel: +421 2 54 416 010

[email protected]

ფინეთი

Ferring Lääkkeet Oy

Puh/Tel: +358 207 401 440

[email protected]

შვედეთი

Ferring Läkemedel AB

Tel: +46 40 691 69 00

[email protected]

გაერთიანებული სამეფო

Ferring Pharmaceuticals Ltd.

Tel: +44 844 931 0050

HYPERLINK "mailto:[email protected]" [email protected]

ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღი 01/2016.

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე:: http://www.ema.europa.eu.

შემდგომი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის:

(აგრეთვე იხილეთ პარაგრაფი 3)

გამოყენების ინსტრუქცია

ტრაქტოცილის გამოყენებამდე უნდა მოხდეს ხსნარის დათვალიერება რათა დარწმუნდნენ რომ ის გამჭვირვალე და ნაწილაკებისგან თავისუფალია.

ტრაქტოცილის გამოყენება ხდება ინტრავენურად სამ სტადიად:

საწყისი ინტრავენური ინექცია 6.75მგ 0.9მლ-ში ნელა კეთდება ვენაში ერთი წუთის განმავლობაში.

მუდმივი ინფუზია 24მლ/სთ სისწრაფით კეთდება 3 საათის განმავლობაში.

მუდმივი ინფუზია 8მლ/სთ სისწრაფით კეთდება 45 საათის განმავლობაში ან სანამ შეკუმშვები არ შეწყდება.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 48 საათს. ტრაქტოცილით მკურნალობის შემდგომი ციკლები შეიძლება გამოყენებული იყოს შეკუმშვების რეციდივისას. ორსულობის განმავლობაში რეკომენდებული არ არის სამზე მეტი კურსი.

ინტრავენური ინფუზიის მომზადება

ინტრავენური ინფუზია მზადდება 37.5მგ/5მლ ტრაქტოცილის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარში განზავებით, რინგერ ლაქტატის ხსნარში ან 5% w/v გლუკოზის ხსნარში განზავებით. ეს კეთდება 10მლ ხსნარის ამოღებით 100მლ საინფუზიო ფლაკონიდან და მისი ჩანაცვლებით 10მლ ტრაქტოცილი 37.5მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატით ორი 5მლ ფლაკონიდან 100მლ-ში 75მგ ატოსიბანის კონცენტრაციის მისაღებად. თუ გამოიყენება სხვა მოცულობის საინფუზიო ფლაკონი, უნდა გაკეთდეს მომზადების პროპორციული კალკულაცია.

ტრაქტოცილი არ უნდა შეერიოს საინფუზიო ფლაკონში სხვა სამედიცინო პროდუქტებს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა