პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

ატოზიბანი ევერ ფარმა

Atosiban EVER Pharma

რეცეპტით37.5მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიცავს ატოზიბანს. ატოზიბანი ევერ ფარმა შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ბავშვის ნაადრევი დაბადების გადადებაში. ატოზიბანი ევერ ფარმა გამოიყენება ზრდასრულ ორსულ ქალებში ორსულობის 24-დან 33-ე კვირამდე. ატოზიბანი ევერ ფარმა ამცირებს შეკუმშვის ძალას საშვილოსნოში (უტერუსში). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატოზიბანი (atosiban)
ფორმა და შეფუთვა
37.5მგ/5მლ (7.5მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
EVER Pharma Jena GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები
ATC კოდი
G02CX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-042190
რეგისტრირებულია
10 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 10 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაატოზიბანი ევერ ფარმა და სხვა წამალი ერთად

ატოზიბანი ევერ ფარმა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიცავს ატოზიბანს. ატოზიბანი ევერ ფარმა შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ბავშვის ნაადრევი დაბადების გადადებაში. ატოზიბანი ევერ ფარმა გამოიყენება ზრდასრულ ორსულ ქალებში ორსულობის 24-დან 33-ე კვირამდე. ატოზიბანი ევერ ფარმა ამცირებს შეკუმშვის ძალას საშვილოსნოში (უტერუსში). გარდა ამისა შეკუმშვა ხდება უფრო იშვიათად. ეს ხდება სხეულის ბუნებრივი ჰორმონის „ოქსიტოცინის“ უნარის ბლოკირებით, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა.

მიღების წესი და დოზირება

ატოზივანი ევერ ფარმა გაგიკეთდებათ კლინიკაში ექიმის ან ბებიაქალის მიერ. ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზირებას. სამედიცინო პერსონალი შეამოწმებს, რომ ხსნარი იყოს გამჭვირვალე და ნაწილაკებისგან თავისუფალი.

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიყვანება ინტრავენური გზით ერთმანეთზე მიყოლებულ სამ ეტაპად:

პირველი ინექცია 6,75 მგ 0,9 მლ-ში შეიყვანება ნელა ინექციის გზით ვენაში ერთი წუთის განმავლობაში.

ამას მოჰყვება ხანგრძლივი ინფუზია (წვეთოვანით) 18 მგ / საათში დოზირებით 3 საათის განმავლობაში.

შემდეგ კეთდება ხანგრძლივი ინფუზია (წვეთოვანით) 6 მგ/ საათში დოზირებით 45 საათამდე დროის განმავლობაში ან სანამ საშვილოსნოს შეკუმშვა არ შეჩერდება.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შეკუმშვის განმეორების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის შემდგომი კურსები ატოზიბანი ევერ ფარმათი. ატოზიბანი ევერ ფარმათი მკურნალობა შეიძლება განმეორდეს სამჯერ. ატოზიბანი ევერ ფარმათი მკურნალობის დროს უნდა აკონტროლოთ თქვენი შეკუმშვა და თქვენი არ დაბადებული ბავშვის გულისცემა. ორსულობის დროს რეკომენდებულია არაუმეტეს სამი მკურნალობის გამეორება.

უკუჩვენებები

თუ ორსულს ჯერ არ მიუღწევია ორსულობის 24-ე კვირამდე.

თუ ორსულობა აღემატება უკვე ორსულობის 33-ე კვირას.

თუ ორსულობის 30 კვირის შემდეგ განვითარდება სანაყოფე ბუშტის გახეთქვა (სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა).

თუ ჯერ არ დაბადებული ბავშვის (ნაყოფის) გულისცემა ნორმალური არ არის.

თუ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა და თქვენი ექიმი თვლის, რომ აუცილებელია მშობიარობა.

თუ გაქვთ მძიმე პრეეკლამფსია (ძალიან მაღალი არტერიული წნევა, სითხის შეკავება და/ან შარდში ცილები) და თქვენი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს დაუყოვნებლივ მშობიარობას.

თუ გაქვთ ეკლამფსია [მძიმე პრეეკლამფსიის მსგავსი, მაგრამ კრუნჩხვითი (კრუნჩხვები)]. ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მშობიარობას.

თუ აღინიშნება მუცლადყოფნისას ნაყოფის კვდომა.

თუ სახეზეა ან გაქვთ ეჭვი საშვილოსნოს (უტერუსის) ინფექციაზე.

თუ პლაცენტა ფარავს სამშობიარო არხს.

თუ პლაცენტა დაიშალა.

თუ თქვენ ან თქვენს არ დაბადებულ შვილს გაქვთ სხვა მიზეზები, რომლებიც ორსულობის გაგრძელებას საფრთხეს უქმნის.

თუ ხართ ალერგიული ატოზიბანზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელ ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

თუ თქვენ ამ ზემოთ აღწერილი მიზეზებიდან გახასიათებთ რომელიმე, მაშინ არ უნდა მიიღოთ ატოზიბანი ევერ ფარმა. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენებამდე, თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული.

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ, მიმართოთ რჩევისათვის თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს ატოზიბანი ევერ ფარმას მიღებამდე:

თუ ეჭვი გაქვთ, რომ გქონდათ სანაყოფე ბუშტის გახეთქვა (სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა).

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.

თუ ხართ ორსულობის 24-27 კვირაში.

თუ ხართ ტყუპებზე ორსულად.

თუ თქვენი შეკუმშვა განმეორებით გამოვლინდა, ატოზივანი ევერ ფარმათი მკურნალობა შეიძლება განმეორდეს სამჯერ.

თუ არ დაბადებული ბავშვი ძალიან პატარაა ორსულობის შესაბამისი კვირისთვის.

ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი შემცირდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

თუ ორსულად ხართ ერთზე მეტ ბავშვზე და/ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ თქვენი ბავშვის დაბადება, როგორიცაა მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები. ამან შეიძლება გაზარდოს ფილტვის შეშუპების რისკი (ფილტვებში სითხის დაგროვება).

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ აღწერილი რომელიმე მიზეზი (ან არ ხართ დარწმუნებული რაიმეში), მიმართეთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენებამდე.

ბავშვები და მოზარდები

ატოზიბანი ევერ ფარმა არ არის გამოკვლეული 18 წლამდე ასაკის ორსულებში გამოყენებისას.

ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს, თქვენს ბებიაქალს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს ან მიიღეთ ნებისმიერი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად და ამავდროულად ძუძუთი კვებავთ სხვა ჩვილს, უნდა შეწყდეს ლაქტაცია ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენების დროს.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება დედებში ძირითადად მსუბუქი ხასიათისაა. ფეტუსში ან ახალშობილში გვერდითი ეფექტები უცნობია. ამ მედიკამენტის გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.

ძალიან ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

გულისრევა.

ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

თავის ტკივილი.

თავბრუსხვევა

ხურვება

გულისრევა

აჩქარებული გულისცემა

დაბალი სისხლის წნევა. ნიშნები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.

რეაქციები ინექციის ადგილას.

სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლები.

არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ცხელება

უძილობა

ქავილი

კანზე გამონაყარი

იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა შემცირდეს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა.

ალერგიული რეაქციები.

შეიძლება აღინიშნოს ქოშინი ან ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის დაგროვება), განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ ერთზე მეტ ბავშვზე და/ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს თქვენი შვილის დაბადება, როგორიცაა მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ფედერალური ოფისის მეშვეობით, ტრაიზენგასე 5, 1200 ვენა, ავსტრია, ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207, ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიცავს

აქტიური ნივთიერება არის: ატოზიბანი.

ატოზიბანი ევერ ფარმას 37,5 მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 37,5 მგ ატოზიბანს (აცეტატის სახით) 5 მლ-ში. საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის ყოველი მლ შეიცავს 7,5 მგ ატოზიბანს (აცეტატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია მანიტოლი (E421), მარილმჟავა 1M (pH-დონის კორექციისათვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-დონის კორექციისათვის) და საინექციო წყალი.

ატოზიბანი ევერ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ატოზიბანი ევერ ფარმა 37,5მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი არის სუფთა, უფერო ხსნარი ნაწილაკების გარეშე. მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ საჩხვლეტ ფლაკონს 5 მლ ხსნარით.

კონტეინერი და დახურვის სისტემა წარმოდგენილია უფერო შუშის ფლაკონის სახით, რომელიც დახურულია ბრომბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, პლასტმასის ასაძრობი (Flip-off) საკეტით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაცევტული საწარმო

ევერ ვალინჯექტ გმბჰ

ობერბურგაუ 3

4866 უნტერახი

ავსტრია

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „გამოყენების“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ინახება მაცივარში (2°C - 8°C).

შეინახეთ საწყის შეფუთვაში შიგთავსის სინათლისგან დაცვის მიზნით.

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 48 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისაგან დაცულ და გრილ ადგილას შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ. თუ არ მოხდება ხსნარის დროული გამოყენება, პასუხისმგებლობა მისი შენახვის დროისა და პირობების შესახებ ეკისრება თავად მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს შენახვა 24 საათს 2˚C - 8˚C ტემპერატურისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაზავება განხორციელდა კონტროლირებად და ასეპტიურ პირობებში. არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება თუ შეინიშნება შემდეგი ნიშნები: ხილული ნაწილაკები და ფერის ცვლილება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ატოზიბანი ევერ ფარმა 37,5 მგ/5 მლ

საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი

აქტიური ნივთიერება: ატოზიბანი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს.

თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

  • რას წარმოადგენს ატოზიბანი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენებამდე
  • ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ატოზივანი ევერ ფარმას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს ატოზიბანი ევერ ფარმა და რისთვის გამოიყენება

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიცავს ატოზიბანს. ატოზიბანი ევერ ფარმა შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი ბავშვის ნაადრევი დაბადების გადადებაში. ატოზიბანი ევერ ფარმა გამოიყენება ზრდასრულ ორსულ ქალებში ორსულობის 24-დან 33-ე კვირამდე. ატოზიბანი ევერ ფარმა ამცირებს შეკუმშვის ძალას საშვილოსნოში (უტერუსში). გარდა ამისა შეკუმშვა ხდება უფრო იშვიათად. ეს ხდება სხეულის ბუნებრივი ჰორმონის „ოქსიტოცინის“ უნარის ბლოკირებით, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა.

  • ინფორმაცია ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენებამდე

არ შეიძლება ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენება,

თუ ორსულს ჯერ არ მიუღწევია ორსულობის 24-ე კვირამდე.

თუ ორსულობა აღემატება უკვე ორსულობის 33-ე კვირას.

თუ ორსულობის 30 კვირის შემდეგ განვითარდება სანაყოფე ბუშტის გახეთქვა (სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა).

თუ ჯერ არ დაბადებული ბავშვის (ნაყოფის) გულისცემა ნორმალური არ არის.

თუ გაქვთ ვაგინალური სისხლდენა და თქვენი ექიმი თვლის, რომ აუცილებელია მშობიარობა.

თუ გაქვთ მძიმე პრეეკლამფსია (ძალიან მაღალი არტერიული წნევა, სითხის შეკავება და/ან შარდში ცილები) და თქვენი ექიმი საჭიროდ მიიჩნევს დაუყოვნებლივ მშობიარობას.

თუ გაქვთ ეკლამფსია [მძიმე პრეეკლამფსიის მსგავსი, მაგრამ კრუნჩხვითი (კრუნჩხვები)]. ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მშობიარობას.

თუ აღინიშნება მუცლადყოფნისას ნაყოფის კვდომა.

თუ სახეზეა ან გაქვთ ეჭვი საშვილოსნოს (უტერუსის) ინფექციაზე.

თუ პლაცენტა ფარავს სამშობიარო არხს.

თუ პლაცენტა დაიშალა.

თუ თქვენ ან თქვენს არ დაბადებულ შვილს გაქვთ სხვა მიზეზები, რომლებიც ორსულობის გაგრძელებას საფრთხეს უქმნის.

თუ ხართ ალერგიული ატოზიბანზე ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელ ინგრედიენტზე, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.

თუ თქვენ ამ ზემოთ აღწერილი მიზეზებიდან გახასიათებთ რომელიმე, მაშინ არ უნდა მიიღოთ ატოზიბანი ევერ ფარმა. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენებამდე, თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ, მიმართოთ რჩევისათვის თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს ატოზიბანი ევერ ფარმას მიღებამდე:

თუ ეჭვი გაქვთ, რომ გქონდათ სანაყოფე ბუშტის გახეთქვა (სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა).

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემები.

თუ ხართ ორსულობის 24-27 კვირაში.

თუ ხართ ტყუპებზე ორსულად.

თუ თქვენი შეკუმშვა განმეორებით გამოვლინდა, ატოზივანი ევერ ფარმათი მკურნალობა შეიძლება განმეორდეს სამჯერ.

თუ არ დაბადებული ბავშვი ძალიან პატარაა ორსულობის შესაბამისი კვირისთვის.

ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი შემცირდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა.

თუ ორსულად ხართ ერთზე მეტ ბავშვზე და/ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ თქვენი ბავშვის დაბადება, როგორიცაა მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები. ამან შეიძლება გაზარდოს ფილტვის შეშუპების რისკი (ფილტვებში სითხის დაგროვება).

თუ თქვენ გაქვთ ზემოთ აღწერილი რომელიმე მიზეზი (ან არ ხართ დარწმუნებული რაიმეში), მიმართეთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენებამდე.

ბავშვები და მოზარდები

ატოზიბანი ევერ ფარმა არ არის გამოკვლეული 18 წლამდე ასაკის ორსულებში გამოყენებისას.

ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ ექიმს, თქვენს ბებიაქალს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს ან მიიღეთ ნებისმიერი ცოტა ხნის წინ ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას/გამოყენებას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ თქვენ ხართ ორსულად და ამავდროულად ძუძუთი კვებავთ სხვა ჩვილს, უნდა შეწყდეს ლაქტაცია ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენების დროს.

  • ატოზიბანი ევერ ფარმას გამოყენების წესი

ატოზივანი ევერ ფარმა გაგიკეთდებათ კლინიკაში ექიმის ან ბებიაქალის მიერ. ექიმი განსაზღვრავს საჭირო დოზირებას. სამედიცინო პერსონალი შეამოწმებს, რომ ხსნარი იყოს გამჭვირვალე და ნაწილაკებისგან თავისუფალი.

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიყვანება ინტრავენური გზით ერთმანეთზე მიყოლებულ სამ ეტაპად:

პირველი ინექცია 6,75 მგ 0,9 მლ-ში შეიყვანება ნელა ინექციის გზით ვენაში ერთი წუთის განმავლობაში.

ამას მოჰყვება ხანგრძლივი ინფუზია (წვეთოვანით) 18 მგ / საათში დოზირებით 3 საათის განმავლობაში.

შემდეგ კეთდება ხანგრძლივი ინფუზია (წვეთოვანით) 6 მგ/ საათში დოზირებით 45 საათამდე დროის განმავლობაში ან სანამ საშვილოსნოს შეკუმშვა არ შეჩერდება.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

შეკუმშვის განმეორების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის შემდგომი კურსები ატოზიბანი ევერ ფარმათი. ატოზიბანი ევერ ფარმათი მკურნალობა შეიძლება განმეორდეს სამჯერ. ატოზიბანი ევერ ფარმათი მკურნალობის დროს უნდა აკონტროლოთ თქვენი შეკუმშვა და თქვენი არ დაბადებული ბავშვის გულისცემა. ორსულობის დროს რეკომენდებულია არაუმეტეს სამი მკურნალობის გამეორება.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება დედებში ძირითადად მსუბუქი ხასიათისაა. ფეტუსში ან ახალშობილში გვერდითი ეფექტები უცნობია. ამ მედიკამენტის გამოყენებისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი მოვლენები.

ძალიან ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

გულისრევა.

ხშირი (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

თავის ტკივილი.

თავბრუსხვევა

ხურვება

გულისრევა

აჩქარებული გულისცემა

დაბალი სისხლის წნევა. ნიშნები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.

რეაქციები ინექციის ადგილას.

სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლები.

არახშირი (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ცხელება

უძილობა

ქავილი

კანზე გამონაყარი

იშვიათი (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)

ბავშვის დაბადების შემდეგ შესაძლოა შემცირდეს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა.

ალერგიული რეაქციები.

შეიძლება აღინიშნოს ქოშინი ან ფილტვის შეშუპება (ფილტვებში სითხის დაგროვება), განსაკუთრებით თუ ორსულად ხართ ერთზე მეტ ბავშვზე და/ან იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს თქვენი შვილის დაბადება, როგორიცაა მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებები.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ბებიაქალს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ფედერალური ოფისის მეშვეობით, ტრაიზენგასე 5, 1200 ვენა, ავსტრია, ფაქსი: + 43 (0) 50 555 36207, ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • ატოზიბანი ევერ ფარმას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ფლაკონზე „გამოყენების“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება მითითებული თვის ბოლო დღემდე.

ინახება მაცივარში (2°C - 8°C).

შეინახეთ საწყის შეფუთვაში შიგთავსის სინათლისგან დაცვის მიზნით.

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 48 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისაგან დაცულ და გრილ ადგილას შენახვისას. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა გამოიყენოთ დაუყონებლივ. თუ არ მოხდება ხსნარის დროული გამოყენება, პასუხისმგებლობა მისი შენახვის დროისა და პირობების შესახებ ეკისრება თავად მომხმარებელს და ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს შენახვა 24 საათს 2˚C - 8˚C ტემპერატურისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაზავება განხორციელდა კონტროლირებად და ასეპტიურ პირობებში. არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება თუ შეინიშნება შემდეგი ნიშნები: ხილული ნაწილაკები და ფერის ცვლილება.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიცავს

აქტიური ნივთიერება არის: ატოზიბანი.

ატოზიბანი ევერ ფარმას 37,5 მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის ყოველი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 37,5 მგ ატოზიბანს (აცეტატის სახით) 5 მლ-ში. საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის ყოველი მლ შეიცავს 7,5 მგ ატოზიბანს (აცეტატის სახით).

დამხმარე ნივთიერებებია მანიტოლი (E421), მარილმჟავა 1M (pH-დონის კორექციისათვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-დონის კორექციისათვის) და საინექციო წყალი.

ატოზიბანი ევერ ფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

ატოზიბანი ევერ ფარმა 37,5მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატი არის სუფთა, უფერო ხსნარი ნაწილაკების გარეშე. მუყაოს კოლოფი შეიცავს ერთ საჩხვლეტ ფლაკონს 5 მლ ხსნარით.

კონტეინერი და დახურვის სისტემა წარმოდგენილია უფერო შუშის ფლაკონის სახით, რომელიც დახურულია ბრომბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით, პლასტმასის ასაძრობი (Flip-off) საკეტით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაცევტული საწარმო

ევერ ვალინჯექტ გმბჰ

ობერბურგაუ 3

4866 უნტერახი

ავსტრია

მწარმოებელი

ევერ ფარმა იენა გმბჰ

ბრიუსელერ შტრ. 18

07747 იენა

გერმანია

ნებართვის ნომერი: 137296

ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევრო სავაჭრო ზონის წევრ ქვეყნებში (EWR) და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) შემდეგი სახელწოდებით:

ბელგია

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml, Concentraat voor oplossing voor infusle

Solution a diluer pour perfusion, Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

დანია

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml koncentrat til infusionsvaeske, oplosning

გერმანია

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ფინეთი

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml Infuusiokonsentraatti, iiuosta varten

საფრანგეთი

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml solution a diluer pour perfusion

იტალია

Atosiban EVER Pharma

ნიდერლანდები

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml concentraat voor oplossing voor infusie

ნორვეგია

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml konsentrat til infusjonsvaeske, opplesning

პოლონეთი

Atosiban EVER Pharma

პორტუგალია

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml Concentrado para solucao para perfusao

შვედეთი

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml koncentrat tiil infusionsvätska, lösning

ესპანეთი

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml concentrado para solucion para perfusio EFG

ჩეხეთი

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml koncentrat pro infuzni roztok

გაერთიანებული სამეფო (ჩრდ. ირლანდია)

Atosiban EVER Pharma 37,5 mg/5ml concentrate for solution for infusion

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 07/2023.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის: (იხილეთ აგრეთვე ნაწილი 3)

მითითებები გამოყენების შესახებ

ატოზიბანი ევერ ფარმას ხსნარის გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი გამჭვირვალეა და არ შეიცავს ნაწილაკებს.

ატოზიბანი ევერ ფარმა შეიყვანება ინტრავენურად ზედიზედ სამ ეტაპად

პირველი ინექცია 6,75 მგ 0,9 მლ-ში შეიყვანება ნელა ინექციის გზით ვენაში ერთი წუთის განმავლობაში.

ამას მოჰყვება ხანგრძლივი ინფუზია (წვეთოვანით) 24 მლ / საათში დოზირებით 3 საათის განმავლობაში.

შემდეგ კეთდება ხანგრძლივი ინფუზია (წვეთოვანით) 8 მლ/ საათში დოზირებით 45 საათამდე დროის განმავლობაში ან სანამ საშვილოსნოს შეკუმშვა არ შეჩერდება.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. შეკუმშვის განმეორების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის შემდგომი კურსები ატოზიბანი ევერ ფარმათი. ერთი ორსულობის დროს რეკომენდებულია არაუმეტეს სამი მკურნალობის გამეორება.

ინტრავენური საინფუზიო ხსნარის შეყვანა

ინტრავენური ინფუზია მიიღება ატოზიბანი ევერ ფარმა 37,5 მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის გაზავებით, რომელიც ზავდება 9მგ/მლ (0,9%-იან) NaCl საინექციო ხსნარში, რინგერის ხსნარში ან 5%-იან გლუკოზის (w/v) ხსნარში. ამისათვის 100 მლ-იანი საინფუზიო ტომარიდან უნდა ამოიღოთ 10 მლ ხსნარი და შეავსოთ ის 10 მლ ატოზიბანი ევერ ფარმა 37,5 მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატით ორი 5 მლ-იანი 37,5 მგ/5მლ საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის საჩხვლეტი ფლაკონიდან ისე, რომ მიღებული იქნეს 75 მგ ატოზიბანის კონცენტრაცია ყოველ 100 მლ-ზე. თუკი გამოყენებული იქნება სხვა მოცულობის საინფუზიო ტომარა, მაშინ დაანგარიშება უნდა მოხდეს თავიდან. ატოზიბანი ევერ ფარმას შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ საინფუზიო ტომარაში არ შეიძლება.

ევერ ფარმა

ვალინჯექტი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა