ტიგეპოლი
Tygepol
ტიგეპოლი მოცემულია 10 ფლაკონიანი შეფუთვით. იგი წარმოდგენილია ფორთოხლის ლიოფილიზებული (გაყინვით გამხმარი) ფხვნილის სახით. ინტრავენური შეყვანისთვის განზავების გზით მომზადებული ხსნარი არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ნარინჯისფერი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ ტიგეციკლინის ფხვნილს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტიგეციკლინი (tigecycline)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- AROMA İlaç San. Ltd. Şti., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები
- ATC კოდი
- J01AA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036546
- რეგისტრირებულია
- 3 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 3 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ემ ელ სი მედიკალი“
- GMP
- -
ტიგეპოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტიგეპოლი მოცემულია 10 ფლაკონიანი შეფუთვით. იგი წარმოდგენილია ფორთოხლის ლიოფილიზებული (გაყინვით გამხმარი) ფხვნილის სახით. ინტრავენური შეყვანისთვის განზავების გზით მომზადებული ხსნარი არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ნარინჯისფერი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ ტიგეციკლინის ფხვნილს.
ტიგეციკლინი არის გლიცილციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების ზრდის შეჩერებით.
ტიგეპოლი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ სხვა ალტერნატივა არ არის შესაფერისი.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტიგეპოლს, რადგან თქვენ გაქვთ ერთ-ერთი შემდეგი ტიპის სერიოზული ინფექცია:
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექცია;
გართულებული ინფექცია მუცლის ღრუში;
საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონია (ფილტვის ინფექცია, რომელიც ვითარდება საავადმყოფოს გარეთ).
ტიგეპოლი არ გამოიყენება დიაბეტური ტერფის ინფექციის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
თქვენი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას თქვენი ავადმყოფობის მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
რეკომენდირებული დოზაა 100 მგ თავდაპირველად, შემდეგ 50 მგ ყოველ 12 საათში. კანისა და კანის ტექსტურის გართულებული ინფექციების ან გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 5-დან 14 დღემდეა. საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 7-დან 14 დღემდე. თქვენი ექიმი გაცნობებთ ტიგეპოლით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ბავშვები და მოზარდები
ტიგეპოლი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის დოზის კორექტორება.
მიღების წესი და მეთოდი
ტიგეპოლის შეყვანა ხდება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ ვენაში წვეთოვანი გზით 30-60 წუთის განმავლობაში.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც არიან ჰემოდიალიზზე.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, თქვენი ექიმი აწარმოებს მონიტორინგს ტიგეპოლის გამოყენებისას.
თუ გრძნობთ, რომ ტიგეპოლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ტიგეპოლი
თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მიიღეთ ტიგეპოლი საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ გამოიყენეთ ტიგეპოლი დანიშნულზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტიგეპოლის გამოყენება
თუ ფიქრობთ, რომ დაგავიწყდათ ტიგეპოლის დოზის გამოყენება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ტიგეპოლის გამოყენებას
გააგრძელეთ მედიკამენტების გამოყენება, სანამ თქვენი ექიმი არ შეგიწყვეტთ მკურნალობას.
უკუჩვენებები
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ტიგეციკლინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,
გაქვთ ალერგია ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკების მიმართ, მაგ., მინოციკლინის, დოქსიციკლინის და ა.შ. მიმართ, შესაძლოა გქონდეთ ალერგია ტიგეციკლინზეც.
სიფრთხილის ზომები
თუ რთულად ან ნელა გიხორცდებათ ჭრილობები.
ალერგიული რეაქციის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ განგივითარდებათ მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები.
თუ გაქვთ დიარეა ტიგეპოლით მკურნალობის დაწყებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ ტიგეპოლით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ ვითარდება დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. არ მიიღოთ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ტეტრაციკლინის კლასში შემავალი ანტიბიოტიკების გამო (მაგ. კანისმიერი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, კბილების მუდმივი გაუფერულება, როცა გამოიყენება კბილების განვითარების დროს, პანკრეასის ანთება და ლაბორატორიული ტესტების დროს სისხლის შედედების პარამეტრების ცვლილება).
გარკვეული სერიოზული ინფექციების დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს ტიგეპოლის გამოყენება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.
თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ სხვა ბაქტერიული ინფექციების განვითარებაზე. თუ თქვენ განგივითარდებათ სხვა ბაქტერიული ინფექცია, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება კონკრეტულად ამ ტიპის ინფექციისთვის.
თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ღვიძლისმიერი პრობლემები, აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენი ღვიძლის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა პოტენციური გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
თუ გაქვთ სანაღვლე გზების ბლოკირება (ქოლესტაზი), მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები, მათ შორის ტიგეციკლინი ებრძვის გარკვეულ ბაქტერიებს, სხვა ბაქტერიებმა და სოკოებმა შეიძლება გააგრძელონ ზრდა. თქვენი ექიმი საგულდაგულოდ დაგაკვირდებათ ნებისმიერი პოტენციური ინფექციის განვითარებაზე და საჭიროების შემთხვევაში გიმკურნალებთ.
ტიგეპოლი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე). ტიგეციკლინი არ გამოიყენება 8 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი სტომატოლოგიური დარღვევვები, როგორიცაა კბილების მუდმივი გაუფერულება, კბილების განვითარების დროს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ, ან გეხებოდათ წარსულში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ტიგეპოლი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ იყენებთ ზოგიერთ პრეპარატს (როგორიცაა ვარფარინი), რათა თავიდან აიცილოთ სისხლის ჭარბი შედედება, და თუ შეინიშნება სისხლის შედედების მაჩვენებლების ცვლილება ლაბორატორიულ ტესტებში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი საგულდაგულოდ დაგაკვირდებათ.
ტიგეპოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს კონტრაცეფციული აბების მოქმედებას (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები). გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ტიგეპოლის მიღებისას კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის საჭიროებასთან დაკავშირებით.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ (როგორიცაა: კეტოკონაზოლი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის დასათრგუნად) ან შეიძლება გაზარდონ (როგორიცაა რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ) ფერმენტის ეფექტურობა, რომელსაც ეწოდება p-gp. ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეცვალონ ტიგეპოლის მოქმედება (ფარმაკოკინეტიკა) თქვენს ორგანიზმზე.
თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტიგეპოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიღების მეთოდიდან გამომდინარე, არ არსებობს მონაცემები საკვებთან და სასმელებთან ერთად გამოყენების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ტიგეპოლის მიღებამდე.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ კონტრაცეფციულ საშუალებებს, ტიგეპოლით მკურნალობის გამო.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ტიგეპოლი დედის რძეში. ლაქტაციის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტიგეპოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. აღნიშნულმა შეიძლება გააუარესოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
ტიგეპოლი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ მლ-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“. ნატრიუმთან დაკავშირებული არანაირი გვერდითი მოვლენა არ არის მოსალოდნელი.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტიგეპოლში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების მიმართ მგრძნობიარე პირებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
ტიგეპოლის გამოყენებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები შემდეგია და ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში.
ძალიან ხშირი
: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში;
ხშირი
: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში;
არახშირი
: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში;
იშვიათი
: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში;
ძალიან იშვიათი
: შეიძლება გამოვლინდეს 10000 მინიმუმ ერთ პაციენტში;
უცნობი
: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
აბსცესი, ინფექციები;
სისხლის შედედების უნარის დაქვეითების ლაბორატორიული მაჩვენებლები;
თავბრუსხვევა;
მუცლის ტკივილი, დისპეფსია (კუჭის ტკივილი და საჭმლის მონელების დარღვევა), მადის დაკარგვა;
ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (სისხლში ნაღვლის პიგმენტის ჭარბი რაოდენობა);
ქავილი, გამონაყარი;
ჭრილობის რთულად ან ნელა შეხორცება;
თავის ტკივილი;
ამილაზას დონის მომატება, ფერმენტი, რომელიც გვხვდება სანერწყვე ჯირკვლებში და პანკრეასში, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება.
პნევმონია (ფილტვის ანთება);
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
სეფსისი (სხეულში და სისხლის ნაკადში მძიმე ინფექცია)/სეპტიკური შოკი (სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი სეფსისის შედეგად);
რეაქცია ინექციის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე, ანთება);
ცილების დაბალი დონე სისხლში.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
მწვავე პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება);
სიყვითლე (შეიძლება გამოვლინდეს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებით), ღვიძლის ანთება;
თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის ტენდენცია და სისხლჩაქცევები/ჰემატომა);
ინექციით გამოწვეული გაღიზიანება, როგორიცაა ტკივილი ინექციის ადგილზე, შეშუპება და თრომბის წარმოქმნა.
უცნობი გვერდითი მოვლენები:
ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (რომლებიც შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე, მათ შორის უეცარი, გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში შოკი [მაგ. სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაქვეითება, სწრაფი პულსი]);
ღვიძლის უკმარისობა
მწვავე კანისმიერი რეაქცია, მათ შორის კანის ანთება, შეშუპებით, გაწითლებით და აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ფიბრინოგენის დაბალი დონე სისხლში (ცილა, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებაში).
ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება) შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების უმეტესობის, მათ შორის ტიგეპოლის გამოყენების დროს. ეს არის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა, რომელიც დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ ტიგეპოლი ორიგინალი შეფუთვით და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტიგეპოლი ინახება საავადმყოფოში შესაბამის პირობებში.
შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენახვა განზავების/აღდგენის შემდეგ
მომზადების შემდეგ, ტიგეპოლი შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (25°C) 24 საათის განმავლობაში (6 საათამდე ფლაკონში, 18 საათამდე ინტრავენური ტომარაში) და 48 საათის განმავლობაში მაცივარში (2-8°C).
შეანჯღრიეთ/მოურიეთ სანამ პროდუქტი მთლიანად არ დაიშლება განზავების/აღდგენის დროს.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გადაყროთ მედიკამენტები, რომელსაც გაუვიდა ვადა ან აღარ იყენებთ. ჩააბარეთ შემგროვებელ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.
არ გამოიყენოთ ტიგეპოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:
პოლიფარმა ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.შ.
(POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
/დასმულია სამი თურქულენოვანი შტამპი და შეკრულია ბეჭდით, 18 თებერვალი 2022 წ., #03560/
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი
ტიგეპოლი 50 მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარისთვის
ინტრავენური შეყვანისთვის.
სტერილური
მოქმედი ნივთიერებები: ტიგეციკლინი.................................50მგ
დამხმარე ნივთიერებები: მალტოზა, საინექციო წყალი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს.
აღნიშული პრეპარატის გამოყენების პერიოდში, თუ გექნებათ ვიზიტი ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ტიგეპოლი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ტიგეპოლის გამოყენებამდე
როგორ უნდა გამოიყენოთ ტიგეპოლი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ტიგეპოლის შენახვის პირობები
რას წარმოადგენს ტიგეპოლი და რისთვის გამოიყენება
ტიგეპოლი მოცემულია 10 ფლაკონიანი შეფუთვით. იგი წარმოდგენილია ფორთოხლის ლიოფილიზებული (გაყინვით გამხმარი) ფხვნილის სახით. ინტრავენური შეყვანისთვის განზავების გზით მომზადებული ხსნარი არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ნარინჯისფერი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 50 მგ ტიგეციკლინის ფხვნილს.
ტიგეციკლინი არის გლიცილციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების ზრდის შეჩერებით.
ტიგეპოლი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ სხვა ალტერნატივა არ არის შესაფერისი.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტიგეპოლს, რადგან თქვენ გაქვთ ერთ-ერთი შემდეგი ტიპის სერიოზული ინფექცია:
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექცია;
გართულებული ინფექცია მუცლის ღრუში;
საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონია (ფილტვის ინფექცია, რომელიც ვითარდება საავადმყოფოს გარეთ).
ტიგეპოლი არ გამოიყენება დიაბეტური ტერფის ინფექციის სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეთ ტიგეპოლის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ტიგეპოლი იმ შემთხვევებში, თუ:
გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) ტიგეციკლინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,
გაქვთ ალერგია ტეტრაციკლინის კლასის ანტიბიოტიკების მიმართ, მაგ., მინოციკლინის, დოქსიციკლინის და ა.შ. მიმართ, შესაძლოა გქონდეთ ალერგია ტიგეციკლინზეც.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
თუ რთულად ან ნელა გიხორცდებათ ჭრილობები.
ალერგიული რეაქციის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ განგივითარდებათ მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის სიმპტომები.
თუ გაქვთ დიარეა ტიგეპოლით მკურნალობის დაწყებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ ტიგეპოლით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ ვითარდება დიარეა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. არ მიიღოთ დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ რაიმე გვერდითი მოვლენა ტეტრაციკლინის კლასში შემავალი ანტიბიოტიკების გამო (მაგ. კანისმიერი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, კბილების მუდმივი გაუფერულება, როცა გამოიყენება კბილების განვითარების დროს, პანკრეასის ანთება და ლაბორატორიული ტესტების დროს სისხლის შედედების პარამეტრების ცვლილება).
გარკვეული სერიოზული ინფექციების დროს თქვენმა ექიმმა შეიძლება განიხილოს ტიგეპოლის გამოყენება სხვა ანტიბიოტიკებთან ერთად.
თქვენი ექიმი ყურადღებით დაგაკვირდებათ სხვა ბაქტერიული ინფექციების განვითარებაზე. თუ თქვენ განგივითარდებათ სხვა ბაქტერიული ინფექცია, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება კონკრეტულად ამ ტიპის ინფექციისთვის.
თუ გაქვთ ან ადრე გქონდათ ღვიძლისმიერი პრობლემები, აცნობეთ თქვენს ექიმს. თქვენი ღვიძლის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა პოტენციური გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
თუ გაქვთ სანაღვლე გზების ბლოკირება (ქოლესტაზი), მიმართეთ თქვენს ექიმს.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები, მათ შორის ტიგეციკლინი ებრძვის გარკვეულ ბაქტერიებს, სხვა ბაქტერიებმა და სოკოებმა შეიძლება გააგრძელონ ზრდა. თქვენი ექიმი საგულდაგულოდ დაგაკვირდებათ ნებისმიერი პოტენციური ინფექციის განვითარებაზე და საჭიროების შემთხვევაში გიმკურნალებთ.
ტიგეპოლი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე). ტიგეციკლინი არ გამოიყენება 8 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი სტომატოლოგიური დარღვევვები, როგორიცაა კბილების მუდმივი გაუფერულება, კბილების განვითარების დროს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ, ან გეხებოდათ წარსულში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ტიგეპოლი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
სხვა სამკურნალო საშუალებები და ტიგეპოლი
თუ იყენებთ ზოგიერთ პრეპარატს (როგორიცაა ვარფარინი), რათა თავიდან აიცილოთ სისხლის ჭარბი შედედება, და თუ შეინიშნება სისხლის შედედების მაჩვენებლების ცვლილება ლაბორატორიულ ტესტებში, აცნობეთ თქვენს ექიმს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი საგულდაგულოდ დაგაკვირდებათ.
ტიგეპოლმა შეიძლება ხელი შეუშალოს კონტრაცეფციული აბების მოქმედებას (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები). გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ტიგეპოლის მიღებისას კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის საჭიროებასთან დაკავშირებით.
გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ (როგორიცაა: კეტოკონაზოლი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და ციკლოსპორინი, იმუნური სისტემის დასათრგუნად) ან შეიძლება გაზარდონ (როგორიცაა რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ) ფერმენტის ეფექტურობა, რომელსაც ეწოდება p-gp. ამ პრეპარატებს შეუძლიათ შეცვალონ ტიგეპოლის მოქმედება (ფარმაკოკინეტიკა) თქვენს ორგანიზმზე.
თუ იყენებთ ან ბოლო პერიოდში იყენებდით რეცეპტით გამოსაწერ ან ურეცეპტო პრეპარატებს, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტიგეპოლის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიღების მეთოდიდან გამომდინარე, არ არსებობს მონაცემები საკვებთან და სასმელებთან ერთად გამოყენების შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ტიგეპოლის მიღებამდე.
თქვენი ექიმი დაგინიშნავთ კონტრაცეფციულ საშუალებებს, ტიგეპოლით მკურნალობის გამო.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ტიგეპოლი დედის რძეში. ლაქტაციის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ტიგეპოლმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. აღნიშნულმა შეიძლება გააუარესოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
ტიგეპოლი შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ მლ-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“. ნატრიუმთან დაკავშირებული არანაირი გვერდითი მოვლენა არ არის მოსალოდნელი.
- როგორ უნდა გამოიყენოთ ტიგეპოლი
თქვენი ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას თქვენი ავადმყოფობის მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
რეკომენდირებული დოზაა 100 მგ თავდაპირველად, შემდეგ 50 მგ ყოველ 12 საათში. კანისა და კანის ტექსტურის გართულებული ინფექციების ან გართულებული ინტრააბდომინალური ინფექციების მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 5-დან 14 დღემდეა. საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 7-დან 14 დღემდე. თქვენი ექიმი გაცნობებთ ტიგეპოლით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ სხვა შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ბავშვები და მოზარდები
ტიგეპოლი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის).
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში საჭირო არ არის დოზის კორექტორება.
მიღების წესი და მეთოდი
ტიგეპოლის შეყვანა ხდება თქვენი ექიმის ან ექთნის მიერ ვენაში წვეთოვანი გზით 30-60 წუთის განმავლობაში.
განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც არიან ჰემოდიალიზზე.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა, თქვენი ექიმი აწარმოებს მონიტორინგს ტიგეპოლის გამოყენებისას.
თუ გრძნობთ, რომ ტიგეპოლის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ტიგეპოლი
თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მიიღეთ ტიგეპოლი საჭიროზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
თუ გამოიყენეთ ტიგეპოლი დანიშნულზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ტიგეპოლის გამოყენება
თუ ფიქრობთ, რომ დაგავიწყდათ ტიგეპოლის დოზის გამოყენება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ტიგეპოლის გამოყენებას
გააგრძელეთ მედიკამენტების გამოყენება, სანამ თქვენი ექიმი არ შეგიწყვეტთ მკურნალობას.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ტიგეპოლში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების მიმართ მგრძნობიარე პირებს შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
ტიგეპოლის გამოყენებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი მოვლენები შემდეგია და ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში.
ძალიან ხშირი
: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში;
ხშირი
: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში;
არახშირი
: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში;
იშვიათი
: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტ პაციენტში;
ძალიან იშვიათი
: შეიძლება გამოვლინდეს 10000 მინიმუმ ერთ პაციენტში;
უცნობი
: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ხშირი გვერდითი მოვლენები:
აბსცესი, ინფექციები;
სისხლის შედედების უნარის დაქვეითების ლაბორატორიული მაჩვენებლები;
თავბრუსხვევა;
მუცლის ტკივილი, დისპეფსია (კუჭის ტკივილი და საჭმლის მონელების დარღვევა), მადის დაკარგვა;
ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (სისხლში ნაღვლის პიგმენტის ჭარბი რაოდენობა);
ქავილი, გამონაყარი;
ჭრილობის რთულად ან ნელა შეხორცება;
თავის ტკივილი;
ამილაზას დონის მომატება, ფერმენტი, რომელიც გვხვდება სანერწყვე ჯირკვლებში და პანკრეასში, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება.
პნევმონია (ფილტვის ანთება);
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
სეფსისი (სხეულში და სისხლის ნაკადში მძიმე ინფექცია)/სეპტიკური შოკი (სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი სეფსისის შედეგად);
რეაქცია ინექციის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე, ანთება);
ცილების დაბალი დონე სისხლში.
არახშირი გვერდითი მოვლენები:
მწვავე პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება);
სიყვითლე (შეიძლება გამოვლინდეს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებით), ღვიძლის ანთება;
თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის ტენდენცია და სისხლჩაქცევები/ჰემატომა);
ინექციით გამოწვეული გაღიზიანება, როგორიცაა ტკივილი ინექციის ადგილზე, შეშუპება და თრომბის წარმოქმნა.
უცნობი გვერდითი მოვლენები:
ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები (რომლებიც შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე, მათ შორის უეცარი, გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში შოკი [მაგ. სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაქვეითება, სწრაფი პულსი]);
ღვიძლის უკმარისობა
მწვავე კანისმიერი რეაქცია, მათ შორის კანის ანთება, შეშუპებით, გაწითლებით და აქერცვლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
ფიბრინოგენის დაბალი დონე სისხლში (ცილა, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებაში).
ფსევდომემბრანული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება) შესაძლოა განვითარდეს ანტიბიოტიკების უმეტესობის, მათ შორის ტიგეპოლის გამოყენების დროს. ეს არის მძიმე, მუდმივი ან სისხლიანი დიარეა, რომელიც დაკავშირებულია მუცლის ტკივილთან ან ცხელებასთან, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ტიგეპოლის შენახვის პირობები
შეინახეთ ტიგეპოლი ორიგინალი შეფუთვით და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტიგეპოლი ინახება საავადმყოფოში შესაბამის პირობებში.
შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შენახვა განზავების/აღდგენის შემდეგ
მომზადების შემდეგ, ტიგეპოლი შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (25°C) 24 საათის განმავლობაში (6 საათამდე ფლაკონში, 18 საათამდე ინტრავენური ტომარაში) და 48 საათის განმავლობაში მაცივარში (2-8°C).
შეანჯღრიეთ/მოურიეთ სანამ პროდუქტი მთლიანად არ დაიშლება განზავების/აღდგენის დროს.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გადაყროთ მედიკამენტები, რომელსაც გაუვიდა ვადა ან აღარ იყენებთ. ჩააბარეთ შემგროვებელ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.
არ გამოიყენოთ ტიგეპოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი:
პოლიფარმა ილაჯ სან. ვე ტიჯ. ა.შ.
(POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი
ტელ: 0282 675 14 04
ფაქსი: 0282 675 14 05
მწარმოებელი:
არომა ილაჯ სან. ლტდ შტი.
(AROMA İLAÇ SAN. LTD. ŞTİ.)
ვაკიფლარ ოსბ დასახლება, სანაიი გამზ. (Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi) #22/1, სართული 2, ერგენე/თექირდაღი/თურქეთი
ტელ: 0282 675 10 06
ფაქსი: 0282 675 14 05
წინამდებარე პაციენტის საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა: 11.09.2018
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებისთვის
ინსტრუქცია მომზადებისა და გამოყენებისთვის:
ლიოფილიზებული ფხვნილი უნდა განზავდეს/აღდგეს 5.3 მლ 9 მგ/მლ-იანი (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით ან 50 მგ/მლ (5%) დექსტროზის საინექციო ხსნარით, ტიგეციკლინის 10 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად. ფლაკონი ნაზად უნდა დატრიალდეს, სანამ პრეპარატი არ გაიხსნება. ამოიღეთ 5 მლ განზავებული/აღდგენილი ხსნარი ფლაკონიდან და გადაიტანეთ 100 მლ-იან ინტრავენურ საინფუზიო ტომარაში.
100 მგ დოზის მისაღებად, განაზავეთ/აღადგინეთ ორი ფლაკონი და გადაიტანეთ 100 მლ-იან ინტრავენური ტომარაში (შენიშვნა: თითოეული ფლაკონი შეიცავს 6%-ს ზედმეტად. ამრიგად, 5 მლ განზავებული/აღდგენილი ხსნარი უდრის პრეპარატის 50 მგ-ს.) განზავებული/აღდგენილი ხსნარი უნდა იყოს ყვითელი ან ნარინჯისფერი; თუ არ არის, ხსნარი უნდა გადაიღვაროს. პარენტერალური წამლის პროდუქტები შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის გაუფერულებაზე (მაგ., მწვანე ან შავი). ინტრავენურ ტომარაში განზავების/აღდგენის შემდეგ, ტიგეპოლი შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (25°C) 24 საათის განმავლობაში (6 საათამდე ფლაკონში, 18 საათამდე ი.ვ. ტომარაში) და 48 საათის განმავლობაში მაცივარში (2-8°C). შეანჯღრიეთ/დაატრიალეთ სანამ პროდუქტი მთლიანად არ დაიშლება განზავების/აღდგენის დროს.
ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
ტიგეპოლის შეყვანა შეიძლება ინტრავენურად სპეციალური ი.ვ. ხაზის ან Y-ადგილის მეშვეობით. თუ რამდენიმე წამლის თანმიმდევრული ინფუზიისთვის გამოიყენება ერთიდაიგივე ინტრავენური ხაზი, ხაზი უნდა გამოირეცხოს ტიგეპოლის ინფუზიის წინ და შემდეგ 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარით ან 50 მგ/მლ (5%) საინექციო დექსტროზის ხსნარით. ინექცია უნდა გაკეთდეს საინფუზიო ხსნარით, რომელიც თავსებადია ტიგეციკლინთან და ნებისმიერ სხვა წამალ(ებ)თან, რომელიც შეყვანილია ამ საერთო ხაზის მეშვეობით.
თავსებადი პრეპარატები და ხსნარები
თავსებადი ინტრავენური ხსნარებია: ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ/მლ-იანი (0.9%) საინექციო ხსნარი, დექსტროზის 50 მგ/მლ-იანი (5%) საინექციო ხსნარი და ლაქტატ-რინგერის საინექციო ხსნარი. ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იან საინექციო (USP) ან 5%-იან დექსტროზის ხსნართან (USP) გამოყენებისას ტიგეპოლის შეყვანა შესაძლებელია იმავე Y-ადგილიდან შემდეგი სამკურნალო საშუალებებთან ან გამხსნელებთან ერთად: ამიკაცინი, დობუტამინი, დოფამინი HCl, გენტამიცინი, ჰალოპერიდოლი, ლაქტატ-რინგერი, ლიდოკაინი HCl, მეტოკლოპრამიდი, მორფინი, ნორეპინეფრინი, პიპერაცილინი/ტაზობაქტამი (EDTA ფორმულირება), პროპოფოლი, რანიტიდინის HCl, თეოფილინი.
/დასმულია ოთხო თურქულენოვანი შტამპი./
/ყველა გვერდზე დასმულია 2 ბეჭედი და თან ახლავს 2 ხელმოწერა/
აპოსტილი
(1961 წლის 5 ოქტომბრის ჰააგის კონვენცია)
- ქვეყანა: თურქეთი
მოცემული ოფიციალური დოკუმენტი
- ხელმოწერილია: ვურალ შენის მიერ
- რომლის თანამდებობაც არის: მდივანი
- დამტკიცებულია ბეიოღლუს მე-40 ნოტარიუსი ბეჭედით/შტამპით
დამოწმებულია
- ადგილი: კაღითხანეს რაიონის გამგებლობა
- თარიღი: 21.02.2022
- დამოწმებულია: შეფ ჩიღდემ ერბაღის მიერ
- ნომერი: 32356
- ბეჭედი/შტამპი /დასმულია ბეჭედი/
- ხელმოწერა: /ხელმოწერილია/
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.