ტიგაცილი, 10 ფლაკონიანი შეფუთვით არის წარმოდგენილი მოხმარებისთვის. პრეპარატი, ნარინჯისფერი ფერის, ლიოფილიზებული (გაყინვით გამომშრალი) მასის ანდა ფხვნილის სახითაა წარმოებული. ინტრავენური გზით ინფუზიისთვის გაზავებით მომზადებული ხსნარი ყვითელი-ნარინჯისფერი ფერისაა. თითოეული ფლაკონი 50 მგ ტიგეციკლინის ფხვნილს შეიცავს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტიგეციკლინი (tigecycline)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ ლიოფილიზებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- _
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტეტრაციკლინები
- ATC კოდი
- J01AA12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0223
- რეგისტრირებულია
- 3 ივნისი 2022, მოქმედებს 3 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ტიგაცილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტიგაცილი, 10 ფლაკონიანი შეფუთვით არის წარმოდგენილი მოხმარებისთვის. პრეპარატი, ნარინჯისფერი ფერის, ლიოფილიზებული (გაყინვით გამომშრალი) მასის ანდა ფხვნილის სახითაა წარმოებული. ინტრავენური გზით ინფუზიისთვის გაზავებით მომზადებული ხსნარი ყვითელი-ნარინჯისფერი ფერისაა. თითოეული ფლაკონი 50 მგ ტიგეციკლინის ფხვნილს შეიცავს.
ტიგაცილი, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ზრდის შემაფერხებელი, გლიცილციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკია.
ტიგაცილი, მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სხვა ალტერნატიული პრეპარატებით მკურნალობა უშედეგოა ანდა ამ მხრივ საეჭვო მდგომარეობაა.
ექიმი, ტიგაცილს მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოგიწერთ, თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ინფექციებიდან რომელიმე ინფექციით დაავადებული ხართ:
კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები, რომლებიც რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ
ინტრააბდომინალური (მუცლის ღრუს) გართულებული ინფექციები
საზოგადოებაში შეძენილი (არა-ჰოსპიტალური) ბაქტერიული პნევმონია (საავადმყოფოს გარეთ გავრცელებული ფილტვების ინფექცია)
ტიგაცილი, დიაბეტური ფეხის ინფექციის სამკურნალოდ არ უნდა იქნას გამოყენებული.
- ტიგაცილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტიგაცილი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ,
ტიგაცილის ანდა ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ. თუ, მინოციკლინის, დოქსიციკლინის მსგავსი ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) გაქვთ, გარდა ამისა, ტიგეციკლინის მიმართაც შეიძლება ალერგია გქონდეთ.
ტიგაცილი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ;
ჭრილობა, რომელიც გაქვთ, საერთოდ არ ხორცდება ან შეხორცება ნელა მიმდინარეობს,
თუ, ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ,
ძლიერი მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება განვითარდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული პანკრეასის მწვავე ჩირქოვანი ანთების მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება იყოს,
ტიგაცილით მკურნალობის დაწყებამდე დიარეა გქონდათ, ექიმს აცნობეთ. თუ ტიგაცილით მკურნალობის დროს ანდა შემდეგ დიარეა განვითარდება, ეს მდგომარეობა მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დიარეის საწინააღმდეგო რომელიმე წამალი არ მიიღოთ.
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით წარსულში ანდა მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები (მზის სხივების მიმართ კანის მგრძნობელობა, კბილების ამოჭრის დროს კბილების დალაქავება, ლაბორატორიული გამოკვლევისას პანკრეასის ჩირქოვანი ანთების და სისხლის შედედების მაჩვენებლების ცვლილება) გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნოებთ.
ზოგიერთი ძლიერი ინფექციის დროს, ექიმი, ტიგაცილს სხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დაგინიშნავთ.
ექიმს, სხვა ბაქტერიული ინფექციების განვთარების მხრივ დაკვირვების ქვეშ ეყოლებით. თუ, სხვა ბაქტერიული ინფექცია განვითარდება, ექიმი არსებული ინფექციის სახეობის შესაბამისად სხვა ანტიბიოტიკს გამოგიწერთ.
თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ ანდა ღვიძლის დაავადება გადაიტანეთ, ექიმს ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეთ. ღვიძლის მდგომარეობის შესაბამისად, ექიმი, შესაძლო გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით პრეპარატის დოზას შეიძლება შეამცირებს.
სანაღვლე გზების დახშობა (ქოლესტაზი) გაქვთ,თქვენს ექიმს აცნობეთ.
სისხლენის პრობლემები გაქვთ ანდა შედედების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობთ, ამ წამალმა შეიძლება სისხლის შედედებას ხელი შეუშალოს.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ტიგაცილის განსაზღვრული ბაქტერიების წინააღმდეგ გამოყენების დროს, შეიძლება გამოვლინდეს სხვა ბაქტერიების ანდა სოკოვანი ინფექციის გააქტიურება. ექიმს, აღნიშნული პრობლემების მხრივ ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით და საჭიროებისას მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
ტიგაცილი, ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) არ უნდა იქნას გამოყენებული. ტიგეციკლინის 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს განვითარებაში მყოფი კბილების შეუქცევადი დალაქავება, დაზიანება, ამიტომ ამ ასაკში არ უნდა იქნას გამოყენებული.
კლინიკური კვლევებით დადასურებულია, რომ ჩამოთვლილ მიზეზებთან დაკავშირებით ავადმყოფებში სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი მომატებულია.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
ტიგაცილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტიგაცილის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვების ანდა სასმელის მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთქმედების მაჩვენებელი მონაცემი არ არსებობს.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი, თქვენი დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და ისე გაგიკეთებთ. რეკომენდირებული დოზა, საწყისი დოზის სახით არის 100 მგ, შემდეგ 12 საათში ერთხელ 50 მგ. კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციების დროს და გართულებული მუცლის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდირებული ვადაა 5-14 დღე. არა-ჰოსპიტალური ბაქტერიული პნევმონიისთვის მკურნლობის რეკომენდირებული ვადაა: 7-14 დღე. ექიმი, ტიგაცილით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
ტიგაცილი, ექიმის ანდა ექთნის მიერ ვენაში უნდა გაკეთდეს დაახლოებით 30-60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიით, წვეთოვანის სახით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ტიგაცილი, ბავშვებსა და (18 წლამდე ასაკის)მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში დოზის განსაკუთღებულ დოზირებას არ საჭიროებს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში და ასევე დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ საჭიროებს.
ღვიძლის უკმარისობა:
მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს. თუ, ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ, ტიგაცილის გამოყენების დროს ექიმი რეგულარულად გამოგიკვლევთ და საჭიროებისას დოზას შეამცირებს.
თუ ფიქრობთ, რომ ტიგაცილის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ტიგაცილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ტიგაცილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ და ძალიან ღელავთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ტიგაცილის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ტიგაცილის მიღება დაგავიწყდათ და ეს ძალიან ღელავთ. მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ტიგაცილით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სანამ ექიმი მითითებას არ მოგცემთ წამლის მიღების დასრულებასთან დაკაშირებით, პრეპარატის მიღება არ შეწყვიტოთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ტიგაცილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს.
ტიგაცილის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული კატეგორიების მიხედვით.
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთნ შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ტიგაცილის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ანაფილაქსია/ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები (სიცოცხლისთვის საშიში შოკის განმაპირობებელი მდგომარეობა, უეცრად განვითარებული, გავრცელებული ალერგიული რეაქცია (მაგ.ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება), აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქიდან დაწყებული მძიმე ფორმებამდე).
კანზე შეშუპებით, სიწითლით და კანის აცლა- აშრევებით მიმდინარე (სტევენ-ჯონსონის სინდრომი) და კანის მძიმე რეაქციები.
მუცლის ტკივილით ანდა ცხელებით მიმდინარე მძიმე, შეუქცევადი სისხლიანი განავალი. ეს გვერდითი ეფეტები შეიძლება გამოვლინდეს თითქმის ყველა ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ განვითარებული ,,ფსევდომემბრანოზული კოლიტის’’ სახელით ცნობილი ნაწლავთა მძიმე ჩირქოვანი ანთების გამო. აღნიშნული, შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის შემდეგ.
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ძალიან გავცელებული:
გულისრევა, ღებინება, დიარეა
გავრცელებული:
აბსცესი, ინფექციები
სისხლის შედედების უნარის დაქვეითებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული ცვლილებები
თავბრუსხვევა, გაბრუება
მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი (კუჭის ტკივილი და დისპეფსიური მოვლენები), უმადობა
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (სისხლში ნაღვლის პიგმენტის მომატება)
ქავილი, გამონაყარი
ჭრილობის ძნელად შეხორცება ანდა საერთო არ შეხორცება
თავის ტკივილი
სანერწყვე ჯირკვლებსა და პანკრეასში არსებული ფერმენტის-ამილაზის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება
პნევმონია (ფილტვების ანთება)
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
სეფსისი (სხეულში და სისხლში სერიოზული ინფექცია)/სეპტიური შოკი(სეფსისთან დაკავშირებული მუტლიორგანული უკმარიობის და სიკვდილის განმაპირობებელი სერიოზული დაავადების კლინიკური სურათი)
ინექციის და ჩარევის ადგილებში რეაქციები (ტკივილი, სიწითლე, ჩირქოვანი ანთება)
სისხლში პროტეინების დონის დაცემა
ფლებიტი (ვენების ანთება)
ნაკლებად გავრცელებული:
პანკრეასის მწვავე ჩირქოვანი ანთება (ძლიერი მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება)
სიყვითლე (კანის დ თვალის თეთრი გარსის გაყვითლება), ღვიძლის ჩირქოვანი ანთება
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლდენისკენ მიდრეკილების მომატება და დალურჯებები/ჰემატომა)
ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება და ინექციასთან დაკაშირებული თრომბის წარმოქმნის მგავსი დაზიანებები
თრომბოფლებიტი (ვენების ანთება და ვენაში თრომბის წარმოქმნა)
იშვიათი:
სისხლში ფიბრინოგენის დონის დაქვეითება (სისხლის შედედებაში მონაწილე პროტეინი)
უცნობი:
ანაფილაქსია/ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები (შოკის განმაპირობებელი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, უეცრად განვითარებული გავრცელებული ალერგიული რეაქცია (მაგ.ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება), აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქიდან დაწყებული მძიმე ფორმებამდე).
ღვიძლის უკმარისობა
კანზე შეშუპებით, სიწითლით და კანის აცლა- აშრევებით მიმდინარე(სტევენ-ჯონსონის სინდრომი) და კანის მძიმე რეაქციები.
ბევრი ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში, ტიგაცილის ჩათვლით შეიძლება გამოვლინდეს ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება. აღნიშნული კლინიკური სურათი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამ დროს ვლინდება: მუცლის ტკივილი ანდა ცხელებით მიმდინარე, მძიმე, ჯიუტი სისხლიანი განავალი, აღნიშნული სიმპტომები ნაწლავთა სერიოზული ჩირქოვანი ანთების მანიშნებელია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ტიგაცილის შენახვა
ტიგაცილი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
ტიგაცილი, შესაბამის პირობებში სავადმყოფოში შეინახება.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის გახსნის-გაზავების შემდეგ შენახვა:
ტიგაცილის გამოყენება მისი გახსნა-გაზავების შემდეგ შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას (250 C) 24 საათის განმავლობაში,მაცივარში შენახვისას (2-80 C ) 48 საათის განმავლობაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტიგაცილი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის N: 11.06.2012-133/22
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. პფაიზერ PFE ილაჩლარი მუალლიმ ნაჯიოს ქ. N:55. 34347.ორთაქოი/სტმბული
წარმოების ადგილი: Wyeth Lederle S.r.L კატანია /იტალია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22/04/2021 დამოწმებულია.
......................................................................................................................................................
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც პრეპარატის ინექციას განახორციელებს
ინფორმაცია პეპარატის მომზადების და გამოყენების შესახებ
ფხვნილის, 5,3 მლ, 9 მგ/მლ (0.9%)-იანი ინექციისთვის ნატრი ქლორის ხსნართან ანდა 50 მგ/მლ (5%) -იანი ინექციისთვის დექსტროზის ხსნართან შერევა შესაძლებელია, ამ დროს მიიღება 10 მგ/მლ კონცენტრაციის ტიგეციკლინი. ფლაკონში წამლის სრულად გახსნის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ხელში მსუბუქი დატრიალება. შემდეგ, ფლაკონში მომზადებული ხსნარიდან გამოიქაჩება 5 მლ და ინფუზიისთვის 100 მლ ი.ვ. პარკში შეიყვანება.
100 მგ-იანი დოზისთვის, საჭიროა წამლის 2 ფლაკონის მომზადება 100 მლ ხსნარში და ი.ვ. ინფუზიის პარკში შეყვანა.(შენიშვნა:ფლაკონში 6% -ით ზედმეტი რაოდენობა არესბობს).მომზადებული ხსანრი ყვითელი-ნარინჯისფერი ფერის უნდა იყოს, თუ არ არის, ეს ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, გადაგდებული უნდა იქნას. პარენტერალური პროდუქტები, ინფუზიის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იქნას შემოწმებული, რომ ფერის ცვლილება ანდა ხსნარში ნაწილაკების არსებობა გამოირიცხოს. ი.ვ. ინფუზიის პარკში რეკონსტიტუციის (აღდგენის) შემდეგ ტიგეციკლინის შენახვა შესაძლებელია (25˚C) ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განამვლობაში, მაცივარში (2-8˚C) შენახვისას კი 48 საათის განმავლობაში.
გამოუყენებელი ხსნარი გადაგდებული უნდა იქნას.
ტიგაცილის ინფუზია შესაძლებელია, როგორც მხოლოდ ერთი პრეპარატის სახით, ი.ვ. გზით შეყვანა, ასევე საერთო ი.ვ. კათეტერითაც(ინფუზიის სისტემის ნაკრებიდან). თუ, ტიგაცილის ი.ვ. ინფუზია კეთდება ერთიდაიგივე ვენური კათეტერით ზედიზედ რამდენიმე პრეპარატის შეყვანის შემდეგ, ტიგაცილის ი.ვ. შეყვანამდე და შემდეგ საჭიროა სისტემის გამორეცხვა 9მგ/მლ (0.9%) ინექციისთვის ნატრი ქლორის ხსნარით ანდა 5მგ/მლ ინექციისთვის კი დექსტროზის ხსნარით.უნდა აღინიშნოს, რომ ტიგეციკლინისთვის შესაბამისი ინფუზიის ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული და ერთიდაიგივე ვენიდან შეყვანილი წამლის (წამლების) ერთად შეყვანისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი შეთავსების საკითხი.
შეთავსებადი წამლები და ხსნარები
შეთავსებადი ინტრავენური ხსნარებია: 9 მგ/მლ ინექციისთვის (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი (USP) და 50 მგ/მლ ინექციისთვის (5%) დექსტროზის ხსნარი (USP) და ლაქტატიანი რინგერის ინექცია (USP). ტიგაცილის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის (USP) ანდა 5% დექსტროზის ხსნართან (USP) ერთად გაკეთებისას, შესაძლებელია ქვემოთ მოცემული წამლების ანდა ხსნარების ერთი სისტემის ნაკრებით შეყვანა: ამიკაცინი, დობუტამინი, დოფამინი, HCl, გენტამიცინი, ჰალოპერიდოლი, ლაქტატიანი რინგერის ხსნარი, ლიდოკაინ HCl, მეტოკლიპრამიდი, მორფინი, ნორეპინეფრინი, პიპერაცილინი/ტაზოფაქტამი (EDTA ფორმულაცია), კალიუმის HCl, პროპოფოლი, რანიტიდინ HCl, თეოფილინი, ტობრამიცინი.
თარჯიმანი ნაილა იდნოვი
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ტიგაცილის ორსულობის პერიოდში გამოყენებამ, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება დამაზიანებელი ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ტიგაცილის გამოყენებამდე კონსულტაციის მისაღებად თქვენს ექიმს მიმართეთ.
ექიმი, ტიგაცილით მკურნალობასთან დაკაშირებით ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენებას გირჩევთ.
ანტიბიოტიკები, რომელიც პირის(ორალური) გზით მიიღება, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტი შეიძლება შეამციროს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ტიგაცილის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ბავშვთან ძუძუთი კვების დაწყებამდე, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტიგაცილმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრსუხვევა, გაბრუება, აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ტიგაცილის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ <23 მგ ნატრიუმს შეიცავს. ნატრიუმთან დაკაშირებით რაიმე სახის უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით ვარფარინს ანდა მსგავსი მოქმედების ეფექტის მქონე წამლებს ღებულობთ და ლაბორატორიული კვლევით ვლინდება სისხლის შედედების მაჩვენებლების ცვლილება, ექიმს აცნობეთ. ასეთ შემთხვევაში, ექიმს უფრო მკაცრი დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
ტიგაცილის, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებისას, შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს. ტიგაცილის გამოყენების დროს, ექიმს გაესაუბრეთ არა-ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით.
ტიგაცილმა, შეიძლება იმუნური სისტემის დამთრგუნავი პრეპარატების (ტაკროლიმუსი ანდა ციკლოსპორინის მსგავსი) ეფექტი გააძლიეროს. თუ, ამ წამლებს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ექიმს უფრო ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
თუ, P-gp სახელით ცნობილი ფერმენტის აქტივობის დამთრგუნავ (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული კეტაკონაზოლი და იმუნური სისტემის დათრგუნვის მიზნით გამოყენებული ციკლოსპორინის მსგავსი) ანდა გამაძლიერებელ (ტუბერკულოზის მკურანლობის დროს გამოყენებული რიფამპიცინის მსგავსი) წამლებს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ. ამ წამლებმა ტიგაცილის ეფექტი (ფარმაკოკინეტიკა) შეიძლება შეცვალოს.
თუ, რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე რომელიმე წამალს ღებულობთ დ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ტიგაცილი 50 მგ ლიოფილიზებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარისთვის
განკუთვნილია ვენაში (ინტრავენური) ინექციისთვის
სტერილური
მოქმედი ნივთიერება: ტიგეციკლინი........... 50 მგ
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. პრეპარატი მსხვილფეხა რქოსანი წარმოშობის ლაქტოზის მონოჰიდრატს შეიცავს.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ტიგაცილი ?
ტიგაცილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ტიგაცილი ?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ტიგაცილის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ტიგაცილი ?
ტიგაცილი, 10 ფლაკონიანი შეფუთვით არის წარმოდგენილი მოხმარებისთვის. პრეპარატი, ნარინჯისფერი ფერის, ლიოფილიზებული (გაყინვით გამომშრალი) მასის ანდა ფხვნილის სახითაა წარმოებული. ინტრავენური გზით ინფუზიისთვის გაზავებით მომზადებული ხსნარი ყვითელი-ნარინჯისფერი ფერისაა. თითოეული ფლაკონი 50 მგ ტიგეციკლინის ფხვნილს შეიცავს.
ტიგაცილი, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების ზრდის შემაფერხებელი, გლიცილციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკია.
ტიგაცილი, მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სხვა ალტერნატიული პრეპარატებით მკურნალობა უშედეგოა ანდა ამ მხრივ საეჭვო მდგომარეობაა.
ექიმი, ტიგაცილს მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოგიწერთ, თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული ინფექციებიდან რომელიმე ინფექციით დაავადებული ხართ:
კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციები, რომლებიც რეზისტენტულია მეთიცილინის მიმართ
ინტრააბდომინალური (მუცლის ღრუს) გართულებული ინფექციები
საზოგადოებაში შეძენილი (არა-ჰოსპიტალური) ბაქტერიული პნევმონია (საავადმყოფოს გარეთ გავრცელებული ფილტვების ინფექცია)
ტიგაცილი, დიაბეტური ფეხის ინფექციის სამკურნალოდ არ უნდა იქნას გამოყენებული.
- ტიგაცილის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტიგაცილი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ,
ტიგაცილის ანდა ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ. თუ, მინოციკლინის, დოქსიციკლინის მსგავსი ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა(ალერგია) გაქვთ, გარდა ამისა, ტიგეციკლინის მიმართაც შეიძლება ალერგია გქონდეთ.
ტიგაცილი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ
თუ;
ჭრილობა, რომელიც გაქვთ, საერთოდ არ ხორცდება ან შეხორცება ნელა მიმდინარეობს,
თუ, ალერგიული რეაქციები გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ,
ძლიერი მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება განვითარდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ. აღნიშნული პანკრეასის მწვავე ჩირქოვანი ანთების მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება იყოს,
ტიგაცილით მკურნალობის დაწყებამდე დიარეა გქონდათ, ექიმს აცნობეთ. თუ ტიგაცილით მკურნალობის დროს ანდა შემდეგ დიარეა განვითარდება, ეს მდგომარეობა მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დიარეის საწინააღმდეგო რომელიმე წამალი არ მიიღოთ.
ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით წარსულში ანდა მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები (მზის სხივების მიმართ კანის მგრძნობელობა, კბილების ამოჭრის დროს კბილების დალაქავება, ლაბორატორიული გამოკვლევისას პანკრეასის ჩირქოვანი ანთების და სისხლის შედედების მაჩვენებლების ცვლილება) გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნოებთ.
ზოგიერთი ძლიერი ინფექციის დროს, ექიმი, ტიგაცილს სხვა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში დაგინიშნავთ.
ექიმს, სხვა ბაქტერიული ინფექციების განვთარების მხრივ დაკვირვების ქვეშ ეყოლებით. თუ, სხვა ბაქტერიული ინფექცია განვითარდება, ექიმი არსებული ინფექციის სახეობის შესაბამისად სხვა ანტიბიოტიკს გამოგიწერთ.
თუ, ღვიძლის დაავადება გაქვთ ანდა ღვიძლის დაავადება გადაიტანეთ, ექიმს ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეთ. ღვიძლის მდგომარეობის შესაბამისად, ექიმი, შესაძლო გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით პრეპარატის დოზას შეიძლება შეამცირებს.
სანაღვლე გზების დახშობა (ქოლესტაზი) გაქვთ,თქვენს ექიმს აცნობეთ.
სისხლენის პრობლემები გაქვთ ანდა შედედების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობთ, ამ წამალმა შეიძლება სისხლის შედედებას ხელი შეუშალოს.
როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, ტიგაცილის განსაზღვრული ბაქტერიების წინააღმდეგ გამოყენების დროს, შეიძლება გამოვლინდეს სხვა ბაქტერიების ანდა სოკოვანი ინფექციის გააქტიურება. ექიმს, აღნიშნული პრობლემების მხრივ ექიმს დაკვირვების ქვეშ ეყოლებით და საჭიროებისას მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
ტიგაცილი, ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) არ უნდა იქნას გამოყენებული. ტიგეციკლინის 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას, შეიძლება გამოიწვიოს განვითარებაში მყოფი კბილების შეუქცევადი დალაქავება, დაზიანება, ამიტომ ამ ასაკში არ უნდა იქნას გამოყენებული.
კლინიკური კვლევებით დადასურებულია, რომ ჩამოთვლილ მიზეზებთან დაკავშირებით ავადმყოფებში სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი მომატებულია.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.
ტიგაცილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტიგაცილის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვების ანდა სასმელის მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთქმედების მაჩვენებელი მონაცემი არ არსებობს.
ორსულობა
წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ტიგაცილის ორსულობის პერიოდში გამოყენებამ, მუცლად მყოფ ბავშვზე შეიძლება დამაზიანებელი ზემოქმედება მოახდინოს. თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ტიგაცილის გამოყენებამდე კონსულტაციის მისაღებად თქვენს ექიმს მიმართეთ.
ექიმი, ტიგაცილით მკურნალობასთან დაკაშირებით ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენებას გირჩევთ.
ანტიბიოტიკები, რომელიც პირის(ორალური) გზით მიიღება, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტი შეიძლება შეამციროს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ტიგაცილის დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ბავშვთან ძუძუთი კვების დაწყებამდე, ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ტიგაცილმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრსუხვევა, გაბრუება, აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ტიგაცილის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია
აღნიშნული სამედიცინო პროდუქტის თითოეული მლ <23 მგ ნატრიუმს შეიცავს. ნატრიუმთან დაკაშირებით რაიმე სახის უარყოფითი ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით ვარფარინს ანდა მსგავსი მოქმედების ეფექტის მქონე წამლებს ღებულობთ და ლაბორატორიული კვლევით ვლინდება სისხლის შედედების მაჩვენებლების ცვლილება, ექიმს აცნობეთ. ასეთ შემთხვევაში, ექიმს უფრო მკაცრი დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
ტიგაცილის, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებისას, შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს. ტიგაცილის გამოყენების დროს, ექიმს გაესაუბრეთ არა-ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით.
ტიგაცილმა, შეიძლება იმუნური სისტემის დამთრგუნავი პრეპარატების (ტაკროლიმუსი ანდა ციკლოსპორინის მსგავსი) ეფექტი გააძლიეროს. თუ, ამ წამლებს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ექიმს უფრო ახლო დაკვირვების ქვეშ ეყოლებით.
თუ, P-gp სახელით ცნობილი ფერმენტის აქტივობის დამთრგუნავ (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული კეტაკონაზოლი და იმუნური სისტემის დათრგუნვის მიზნით გამოყენებული ციკლოსპორინის მსგავსი) ანდა გამაძლიერებელ (ტუბერკულოზის მკურანლობის დროს გამოყენებული რიფამპიცინის მსგავსი) წამლებს ღებულობთ, ექიმს აცნობეთ. ამ წამლებმა ტიგაცილის ეფექტი (ფარმაკოკინეტიკა) შეიძლება შეცვალოს.
თუ, რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე რომელიმე წამალს ღებულობთ დ ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ტიგაცილი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ექიმი, თქვენი დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და ისე გაგიკეთებთ. რეკომენდირებული დოზა, საწყისი დოზის სახით არის 100 მგ, შემდეგ 12 საათში ერთხელ 50 მგ. კანის და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციების დროს და გართულებული მუცლის ღრუს ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდირებული ვადაა 5-14 დღე. არა-ჰოსპიტალური ბაქტერიული პნევმონიისთვის მკურნლობის რეკომენდირებული ვადაა: 7-14 დღე. ექიმი, ტიგაცილით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკაშირებით სხვა კითხვების არსებობის შემთხვევაში თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
ტიგაცილი, ექიმის ანდა ექთნის მიერ ვენაში უნდა გაკეთდეს დაახლოებით 30-60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიით, წვეთოვანის სახით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ტიგაცილი, ბავშვებსა და (18 წლამდე ასაკის)მოზარდებში არ უნდა იქნას გამოყენებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულებში დოზის განსაკუთღებულ დოზირებას არ საჭიროებს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების უკმარისობა:
თირკმლების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში და ასევე დიალიზზე მყოფ ავადმყოფებში დოზის განსაკუთრებულ რეგულაციას არ საჭიროებს.
ღვიძლის უკმარისობა:
მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს. თუ, ღვიძლის მძიმე უკმარისობა გაქვთ, ტიგაცილის გამოყენების დროს ექიმი რეგულარულად გამოგიკვლევთ და საჭიროებისას დოზას შეამცირებს.
თუ ფიქრობთ, რომ ტიგაცილის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, ტიგაცილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ტიგაცილის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ და ძალიან ღელავთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ტიგაცილის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ტიგაცილის მიღება დაგავიწყდათ და ეს ძალიან ღელავთ. მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
ტიგაცილით მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
სანამ ექიმი მითითებას არ მოგცემთ წამლის მიღების დასრულებასთან დაკაშირებით, პრეპარატის მიღება არ შეწყვიტოთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ტიგაცილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს.
ტიგაცილის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ქვემოთაა მოცემული კატეგორიების მიხედვით.
ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 და 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცეელბული:100 ავადმყოფიდან <1 და 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი: 1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთნ შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი გაძნელებულია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ტიგაცილის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
ანაფილაქსია/ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები (სიცოცხლისთვის საშიში შოკის განმაპირობებელი მდგომარეობა, უეცრად განვითარებული, გავრცელებული ალერგიული რეაქცია (მაგ.ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება), აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქიდან დაწყებული მძიმე ფორმებამდე).
კანზე შეშუპებით, სიწითლით და კანის აცლა- აშრევებით მიმდინარე (სტევენ-ჯონსონის სინდრომი) და კანის მძიმე რეაქციები.
მუცლის ტკივილით ანდა ცხელებით მიმდინარე მძიმე, შეუქცევადი სისხლიანი განავალი. ეს გვერდითი ეფეტები შეიძლება გამოვლინდეს თითქმის ყველა ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ განვითარებული ,,ფსევდომემბრანოზული კოლიტის’’ სახელით ცნობილი ნაწლავთა მძიმე ჩირქოვანი ანთების გამო. აღნიშნული, შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის შემდეგ.
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
ძალიან გავცელებული:
გულისრევა, ღებინება, დიარეა
გავრცელებული:
აბსცესი, ინფექციები
სისხლის შედედების უნარის დაქვეითებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული ცვლილებები
თავბრუსხვევა, გაბრუება
მუცლის ტკივილი, კუჭის არეში დისკომფორტი (კუჭის ტკივილი და დისპეფსიური მოვლენები), უმადობა
ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (სისხლში ნაღვლის პიგმენტის მომატება)
ქავილი, გამონაყარი
ჭრილობის ძნელად შეხორცება ანდა საერთო არ შეხორცება
თავის ტკივილი
სანერწყვე ჯირკვლებსა და პანკრეასში არსებული ფერმენტის-ამილაზის მომატება, სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება
პნევმონია (ფილტვების ანთება)
სისხლში შაქრის დონის დაქვეითება
სეფსისი (სხეულში და სისხლში სერიოზული ინფექცია)/სეპტიური შოკი(სეფსისთან დაკავშირებული მუტლიორგანული უკმარიობის და სიკვდილის განმაპირობებელი სერიოზული დაავადების კლინიკური სურათი)
ინექციის და ჩარევის ადგილებში რეაქციები (ტკივილი, სიწითლე, ჩირქოვანი ანთება)
სისხლში პროტეინების დონის დაცემა
ფლებიტი (ვენების ანთება)
ნაკლებად გავრცელებული:
პანკრეასის მწვავე ჩირქოვანი ანთება (ძლიერი მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება)
სიყვითლე (კანის დ თვალის თეთრი გარსის გაყვითლება), ღვიძლის ჩირქოვანი ანთება
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (სისხლდენისკენ მიდრეკილების მომატება და დალურჯებები/ჰემატომა)
ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება და ინექციასთან დაკაშირებული თრომბის წარმოქმნის მგავსი დაზიანებები
თრომბოფლებიტი (ვენების ანთება და ვენაში თრომბის წარმოქმნა)
იშვიათი:
სისხლში ფიბრინოგენის დონის დაქვეითება (სისხლის შედედებაში მონაწილე პროტეინი)
უცნობი:
ანაფილაქსია/ანაფილაქსიის მსგავსი რეაქციები (შოკის განმაპირობებელი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, უეცრად განვითარებული გავრცელებული ალერგიული რეაქცია (მაგ.ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაძნელება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, პულსის აჩქარება), აღნიშნული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს მსუბუქიდან დაწყებული მძიმე ფორმებამდე).
ღვიძლის უკმარისობა
კანზე შეშუპებით, სიწითლით და კანის აცლა- აშრევებით მიმდინარე(სტევენ-ჯონსონის სინდრომი) და კანის მძიმე რეაქციები.
ბევრი ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში, ტიგაცილის ჩათვლით შეიძლება გამოვლინდეს ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება. აღნიშნული კლინიკური სურათი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ანდა მკურნალობის დასრულების შემდეგ. ამ დროს ვლინდება: მუცლის ტკივილი ანდა ცხელებით მიმდინარე, მძიმე, ჯიუტი სისხლიანი განავალი, აღნიშნული სიმპტომები ნაწლავთა სერიოზული ჩირქოვანი ანთების მანიშნებელია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ტიგაცილის შენახვა
ტიგაცილი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
ტიგაცილი, შესაბამის პირობებში სავადმყოფოში შეინახება.
შეინახეთ <250 C ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატის გახსნის-გაზავების შემდეგ შენახვა:
ტიგაცილის გამოყენება მისი გახსნა-გაზავების შემდეგ შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას (250 C) 24 საათის განმავლობაში,მაცივარში შენახვისას (2-80 C ) 48 საათის განმავლობაში.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ტიგაცილი არ გამოიყენოთ.
ვადა გადასული ანდა გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის N: 11.06.2012-133/22
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. პფაიზერ PFE ილაჩლარი მუალლიმ ნაჯიოს ქ. N:55. 34347.ორთაქოი/სტმბული
წარმოების ადგილი: Wyeth Lederle S.r.L კატანია /იტალია
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 22/04/2021 დამოწმებულია.
......................................................................................................................................................
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც პრეპარატის ინექციას განახორციელებს
ინფორმაცია პეპარატის მომზადების და გამოყენების შესახებ
ფხვნილის, 5,3 მლ, 9 მგ/მლ (0.9%)-იანი ინექციისთვის ნატრი ქლორის ხსნართან ანდა 50 მგ/მლ (5%) -იანი ინექციისთვის დექსტროზის ხსნართან შერევა შესაძლებელია, ამ დროს მიიღება 10 მგ/მლ კონცენტრაციის ტიგეციკლინი. ფლაკონში წამლის სრულად გახსნის უზრუნველყოფისთვის საჭიროა ხელში მსუბუქი დატრიალება. შემდეგ, ფლაკონში მომზადებული ხსნარიდან გამოიქაჩება 5 მლ და ინფუზიისთვის 100 მლ ი.ვ. პარკში შეიყვანება.
100 მგ-იანი დოზისთვის, საჭიროა წამლის 2 ფლაკონის მომზადება 100 მლ ხსნარში და ი.ვ. ინფუზიის პარკში შეყვანა.(შენიშვნა:ფლაკონში 6% -ით ზედმეტი რაოდენობა არესბობს).მომზადებული ხსანრი ყვითელი-ნარინჯისფერი ფერის უნდა იყოს, თუ არ არის, ეს ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, გადაგდებული უნდა იქნას. პარენტერალური პროდუქტები, ინფუზიის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იქნას შემოწმებული, რომ ფერის ცვლილება ანდა ხსნარში ნაწილაკების არსებობა გამოირიცხოს. ი.ვ. ინფუზიის პარკში რეკონსტიტუციის (აღდგენის) შემდეგ ტიგეციკლინის შენახვა შესაძლებელია (25˚C) ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განამვლობაში, მაცივარში (2-8˚C) შენახვისას კი 48 საათის განმავლობაში.
გამოუყენებელი ხსნარი გადაგდებული უნდა იქნას.
ტიგაცილის ინფუზია შესაძლებელია, როგორც მხოლოდ ერთი პრეპარატის სახით, ი.ვ. გზით შეყვანა, ასევე საერთო ი.ვ. კათეტერითაც(ინფუზიის სისტემის ნაკრებიდან). თუ, ტიგაცილის ი.ვ. ინფუზია კეთდება ერთიდაიგივე ვენური კათეტერით ზედიზედ რამდენიმე პრეპარატის შეყვანის შემდეგ, ტიგაცილის ი.ვ. შეყვანამდე და შემდეგ საჭიროა სისტემის გამორეცხვა 9მგ/მლ (0.9%) ინექციისთვის ნატრი ქლორის ხსნარით ანდა 5მგ/მლ ინექციისთვის კი დექსტროზის ხსნარით.უნდა აღინიშნოს, რომ ტიგეციკლინისთვის შესაბამისი ინფუზიის ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული და ერთიდაიგივე ვენიდან შეყვანილი წამლის (წამლების) ერთად შეყვანისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი შეთავსების საკითხი.
შეთავსებადი წამლები და ხსნარები
შეთავსებადი ინტრავენური ხსნარებია: 9 მგ/მლ ინექციისთვის (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი (USP) და 50 მგ/მლ ინექციისთვის (5%) დექსტროზის ხსნარი (USP) და ლაქტატიანი რინგერის ინექცია (USP). ტიგაცილის, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის (USP) ანდა 5% დექსტროზის ხსნართან (USP) ერთად გაკეთებისას, შესაძლებელია ქვემოთ მოცემული წამლების ანდა ხსნარების ერთი სისტემის ნაკრებით შეყვანა: ამიკაცინი, დობუტამინი, დოფამინი, HCl, გენტამიცინი, ჰალოპერიდოლი, ლაქტატიანი რინგერის ხსნარი, ლიდოკაინ HCl, მეტოკლიპრამიდი, მორფინი, ნორეპინეფრინი, პიპერაცილინი/ტაზოფაქტამი (EDTA ფორმულაცია), კალიუმის HCl, პროპოფოლი, რანიტიდინ HCl, თეოფილინი, ტობრამიცინი.
თარჯიმანი ნაილა იდნოვი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



