პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ბეტა ბლოკატორები

ტანელები

Taneleb®

რეცეპტით5მგინსტრუქცია ქართულადსაბერძნეთი
რისთვის გამოიყენება

ტანელები შეიცავს ნებივოლოლს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. საშუალებებს, რომლებიც არჩევითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). ის ხელს უშლის გულის რიტმის მომატებას, აკონტროლებს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნებივოლოლი (nebivolol)
ფორმა და შეფუთვა
5მგ ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
PharmaPath S.A, საბერძნეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
ATC კოდი
C07AB12
რეგისტრაციის ნომერი
რ-042638
რეგისტრირებულია
16 იანვარი 2025, მოქმედებს 16 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Welfar International LLC (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატანელები და სხვა წამალი ერთად

ტანელები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტანელები შეიცავს ნებივოლოლს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. საშუალებებს, რომლებიც არჩევითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). ის ხელს უშლის გულის რიტმის მომატებას, აკონტროლებს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას. პრეპარატს ასევე აქვს სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება, რაც განაპირობებს არტერიული წნევის დაქვეითებას.

პრეპარატი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

ტანელები ასევე გამოიყენება როგორც დამატება გულის მსუბუქი და საშუალო ქრონიკული უკმარისობის სხვა მკურნალობაზე 70 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტანელების® მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მაგრამ მისი მიღება ასევე შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად. ტაბლეტების მიღება უკეთესია მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში. ტაბლეტის მიღება სასურველია დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს.

ხანდაზმული პაციენტებისათვის და თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებისათვის საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს ½ (ნახევარ) ტაბლეტს დღე-ღამეში.

არტერიული წნევის დაქვეითების თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ, ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა მხოლოდ 4 კვირაში.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს და ჩატარდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით

ექიმი დაიწყებს მკურნალობას დღე-ღამეში ¼ (მეოთხედი) ტაბლეტის დანიშვნით. 1-2 კვირის შემდეგ დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღე-ღამეში ½ (ნახევარ) ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში ერთ ტაბლეტამდე და შემდეგ ორ ტაბლეტამდე სანამ არ იქნება მიღწეული სათანადო დოზა. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ თქვენთვის შესაფერისი დოზა, მკურნალობის თითოეულ კონკრეტულ ეტაპზე, და თქვენ მკაცრად უნდა დაიცვათ მისი ინსტრუქციები

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღე-ღამეში

მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის მიღებისას დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ საჭიროა გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობა 2 საათის განმავლობაში

საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეუძლია დოზის შემცირება

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა დაამძიმოს გულის უკმარისობა.

თირკმელების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

პრეპარატი მიიღეთ დღე-ღამეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ტანელების ტაბლეტებისა და თქვენი მდგომარეობის სამკურნალო სხვა პრეპარატების კომბინირების შესახებ.

არ გამოიყენოთ ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ მიიღეთ ტანელების საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ტანელების® დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლო გონების დაკარგვით (ჰიპოტენზია), ქოშინი, როგორც ასთმის შეტევის დროს (ბრონქოსპაზმი), და გულის მწვავე უკმარისობა.

ექიმის მოსვლამდე შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიღება (იყიდება აფთიაქებში).

თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდათ დანიშნულ დროზე ცოტათი მოგვიანებით, შეგიძლიათ მიიღოთ მისი ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა. თუმცა, ხანგრძლივი დაგვიანებისას (მაგალითად, რამდენიმე საათი), როდესაც მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. შემდეგში მოერიდეთ მიღების დროის ხელახალ გამოტოვებას.

თუ შეწყვიტეთ ტანელების მიღება

ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის ტანელებით® მკურნალობის შეწყვეტამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით იღებთ მას: მაღალი არტერიული წნევის თუ გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება დროებით გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება. თუ აუცილებელია ტანელებით მკურნალობის შეწყვეტა, რომელსაც გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ იღებდით, მაშინ სადღეღამისო დოზა თანდათანობით უნდა შეამციროთ, ერთკვირიანი ინტერვალით დოზის განახევრებით.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ნებივოლოლის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

თუ გაქვთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

დაბალი არტერიული წნევა

კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები

ძალიან ნელი პულსი (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები);

გულის რიტმის გარკვეული სხვა მძიმე დარღვევები (მაგალითად, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევები).

გულის უკმარისობა, რომელიც ახლახანს გამოვლინდა ან დამძიმდა ბოლო დროს, ან გულის მწვავე უკმარისობის შედეგად განვითარებული კარდიოგენული შოკის მკურნალობა გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატების შეყვანით

ასთმა ან ქოშინი (ამჟამად ან წარსულში)

არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, თირკმელზედას სიმსივნე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზი.

სიფრთხილის ზომები

ტანელების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი:

ანომალურად დაბალი გულისცემა

ტკივილი გულ-მკერდის არეში, გამოწვეული კორონარული არტერიების თვითნებურად გამოვლენილი სპაზმით, რომელსაც ეწოდება პრინცმეტალის სტენოკარდია

გულის არანამკურნალები ქრონიკული უკმარისობა

გულის I ხარისხის ბლოკადა (გულის სუსტი გამტარობა, რომელიც არღვევს გულის რიტმს)

სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურებში, მაგალითად, რეინოს დაავადება ან სინდრომი, კრუნჩხვის მაგვარი ტკივილი სიარულისას

სუნთქვის ხანგრძლივი დარღვევები

დიაბეტი: მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობაზე, თუმცა, შეუძლია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის (მაგალითად, კანკალი, გაძლიერებული გულისცემა) სიმპტომების დაფარვა.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია: მოცემულ პრეპარატს შეუძლია ამ მდგომარეობით გამოწვეული ანომალურად გაძლიერებული გულისცემის ნიშნების შენიღბვა

ალერგია: მოცემულ პრეპარატს შეუძლია მტვერზე ან სხვა ნივთიერებებზე რეაქციის გაძლიერება, რომლებზეც გაქვთ ალერგია

ფსორიაზი (კანის დაავადება, ქიცვისებრი ვარდისფერი ლაქების სახით), ან თუ უკვე გაქვთ ფსორიაზი

ოპერაციის ჩატარების წინ ანესთეზიამდე ყოველთვის აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ტანელებს.

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, არ მიიღოთ ტანელები გულის უკმარისობის სამკურნალოდ და მიმართეთ თქვენს ექიმს.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი გამოცდილი ექიმის მიერ (იხ. პარაგრაფი 3).

პრეპარატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება თქვენი ექიმის ზუსტი მითითებებისა და შეფასების გარეშე (იხ. პარაგრაფი 3).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების კვლევების მონაცემები არარსებობის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში ტანელების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ყოველთვის გააფრთხილეთ ექიმი, თუ ტანელებთან® ერთად დამატებით იყენებთ ან იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

არტერიული წნევის საკონტროლო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპანი, ფლეკაინიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეთინი, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი).

სედაციური საშუალებები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ბარბიტურატები (რომლებიც ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ფენოთიაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად) და თიორიდაზინი.

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი.

საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების დროს.

ასთმის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელი საშუალებები ან თვალის გარკვეული დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა) სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი (გამადიდებელი) პრეპარატები.

ბაკლოფენი (ანტისპაზმოლიზური საშუალება); ამიფოსტინი (დამცველობითი მოქმედების მქონე საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს)

ყველა ამ პრეპარატს, ისევე როგორც ნებივოლოლს, შეუძლია გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე ან/და გულის მუშაობაზე.

კუჭის მომატებული მჟავიანობის ან წყლულის სამკურნალო პრეპარატები (ანტაციდური პრეპარატები), მაგალითად, ციმეტიდინი: ტანელების® მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღების დროს, ხოლო ანტაციდური პრეპარატის – საკვების მიღებათა შორის.

ტანელების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

იხ. პარაგრაფი 3.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აუცილებელი შემთხვევების გარდა ორსულობის დროს ტანელების® მიღება არ შეიძლება.

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა. ამ სიმტომების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან ტექნიკა.

ტანელები შეიცავს ლაქტოზას

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა, ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ ტანელების® გამოყენებისას შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

დაღლილობა

ქავილის და ჩხვლეტის უჩვეულო შეგრძნება

დიარეა

ყაბზობა

გულისრევა

ქოშინი

ხელების ან ფეხების შეშუპება.

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):

გულისცემის შენელება ან სხვა ჩივილები გულის მხრივ

დაბალი არტერიული წნევა

კრუნჩხვის მაგვარი ტკივილი ფეხებში სიარულის დროს

მხედველობის დარღვევა

იმპოტენცია

დათრგუნვის შეგრძნება

საჭმლის მონელების გაძნელება (დისპეფსია), კუჭში ან ნაწლავებში აირების წარმოქმნა, გულისრევა

გამონაყარი კანზე, ქავილი

გაძნელებული სუნთქვა, რაც მოგვაგონებს სასუნთქი კუნთების მკვეთრი სპაზმით გამოწვეულ ასთმის შეტევას (ბრონქოსპაზმს)

კოშმარული სიზმრები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან 1 ადამიანს):

გონების დაკარგვა

ფსორიაზის გამწვავება (კანის დაავადება, ქიცვისებრი ვარდისფერი ლაქების სახით).

ტანელებით მკურნალობისას მხოლოდ რამდენიმე, ცალკეულ შემთხვევაში გამოვლინდა ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქცია მთელ სხეულზე, კანის გენერალიზებული დაზიანებით (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები);

სწრაფად განვითარებადი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების ან ენის გარშემო, სუნთქვის შესაძლო მწვავე გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება).

კანზე გამონაყარი, რომელიც წარმოადგენს კანის ზედაპირზე ალერგიული ან არაალერგიული ხასიათის მკრთალ-წითელ გამონაყარს ქავილით (ჭინჭრის ციება).

გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

გულისცემის შენელება

გულის უკმარისობის გაუარესება

დაბალი არტერიული წნევა (როგორიცაა სისუსტე ფეხზე სწრაფად ადგომისას)

ამ სამკურნალო საშუალების აუტანლობა

გულის გამტარობის სუსტი დარღვევა, რომელიც მოქმედებს გულის რიტმზე (I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

ქვედა კიდურების შეშუპება (მაგალითად, ფეხის კოჭების შეშუპება).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

ჭარბი დოზა

ნებივოლოლით ჭარბი დოზირების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

სიმპტომები

ბეტა-ბლოკატორებით ჭარბი დოზირების სიმპტომებია: ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი და გულის მწვავე უკმარისობა.

შემადგენლობა

ტანელების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ნებივოლოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა კომპონენტები არის: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი A, პოლოქსამერი 188, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი

ტანელების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ტანელები გამოდის თეთრი ფერის მრგვალი ორმხრივამობურცული ტაბლეტების სახით დიამეტრით დაახლოებით 9.0 მმ, ჯვარედინი ნაჭდევით ერთ მხარეს, შეფუთვაში 28 ტაბლეტით. ტაბლეტები მოთავსებულია 2 გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერში (2x14).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30ºC-ზე. არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე და ბლისტერულ ფოლგაზე.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტა-ბლოკატორები, სელექციური.

ათქ კოდი: C07AB12

ნებივოლოლი წარმოადგენს ორი ენანთიომერის, SRRR-ნებივოლოლი (ან d-ნებივოლოლი) და RSSS-ნებივოლოლის (ან 1-ნებივოლოლის) რაცემატს. ის ორ ფარმაკოლოგიურ მოქმედებას აერთიანებს.

ის არის კონკურენტუნარიანი და სელექციური ბეტა-რეცეპტორების ანტაგონისტი: აღნიშნული ეფექტი განპირობებულია SRRR-ენანთიომერით (d-ენანთიომერი).

მას გააჩნია მსუბუქი ვაზოდილატაციური მოქმედება, L-არგინინი/აზოტის ოქსიდთან ურთიერთქმედების შედეგად.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ნებივოლოლის ერთჯერადი და განმეორებადი დოზები ამცირებს გულის რითმსა და არტერიულ წნევას მოსვენების პერიოდში და ვარჯიშის დროს, როგორც ნორმოტენზიულ, ასევე ჰიპერტენზიულ პაციენტებში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია ქრონიკული მკურნალობის დროს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ნებივოლოლი არის ლიპოფილური, კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორი ISA-ს ან მემბრანის მასტაბილიზებელი თვისებების გარეშე (l-ენანთიომერი). მას ასევე გააჩნია აზოტის ოქსიდით განპირობებული ვაზოდილატაციური ეფექტი (d-ენანთიომერი).

შეწოვა

ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. ნებივოლოლის შეწოვაზე საკვები ზეგავლენას არ ახდენს; ნებივოლოლის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

ბიოტრანსფორმაცია

ნებივოლოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება, ნაწილობრივ აქტიურ ჰიდროქსი-მეტაბოლიტებად. ნებივოლოლი მეტაბოლიზდება ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონიდაციის გზით; გარდა ამისა, წარმოიქმნება ჰიდროქსი-მეტაბოლიტების გლუკურონიდები.

განაწილება

პლაზმაში, ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი უპირატესად ალბუმინთან არის შეკავშირებული.

გამოყოფა

მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, დოზის 38% გამოიყოფა შარდში და 48% - განავალში. შეუცვლელი ნებივოლოლის შარდში ექსკრეცია დოზის 0.5%-ზე ნაკლებია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ტანელები

5 მგ ტაბლეტები

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ტანელები

5 მგ ტაბლეტები

ნებივოლოლი

მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით სრულად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ის შეიძლება საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს ტანელები და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ ტანელების მიღებამდე

როგორ უნდა მიიღოთ ტანელები

შესაძლო გვერდითი მოქმედება

ტანელების შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ტანელები და რისთვის გამოიყენება იგი

ტანელები შეიცავს ნებივოლოლს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. საშუალებებს, რომლებიც არჩევითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). ის ხელს უშლის გულის რიტმის მომატებას, აკონტროლებს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას. პრეპარატს ასევე აქვს სისხლძარღვთა გამაფართოვებელი მოქმედება, რაც განაპირობებს არტერიული წნევის დაქვეითებას.

პრეპარატი გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

ტანელები ასევე გამოიყენება როგორც დამატება გულის მსუბუქი და საშუალო ქრონიკული უკმარისობის სხვა მკურნალობაზე 70 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

  • რა უნდა იცოდეთ ტანელების მიღებამდე

არ მიიღოთ ტანელები

თუ ხართ ალერგიული ნებივოლოლის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

თუ გაქვთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

დაბალი არტერიული წნევა

კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები

ძალიან ნელი პულსი (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები);

გულის რიტმის გარკვეული სხვა მძიმე დარღვევები (მაგალითად, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევები).

გულის უკმარისობა, რომელიც ახლახანს გამოვლინდა ან დამძიმდა ბოლო დროს, ან გულის მწვავე უკმარისობის შედეგად განვითარებული კარდიოგენული შოკის მკურნალობა გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატების შეყვანით

ასთმა ან ქოშინი (ამჟამად ან წარსულში)

არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, თირკმელზედას სიმსივნე (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე)

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ტანელების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან განვითარდა ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი:

ანომალურად დაბალი გულისცემა

ტკივილი გულ-მკერდის არეში, გამოწვეული კორონარული არტერიების თვითნებურად გამოვლენილი სპაზმით, რომელსაც ეწოდება პრინცმეტალის სტენოკარდია

გულის არანამკურნალები ქრონიკული უკმარისობა

გულის I ხარისხის ბლოკადა (გულის სუსტი გამტარობა, რომელიც არღვევს გულის რიტმს)

სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურებში, მაგალითად, რეინოს დაავადება ან სინდრომი, კრუნჩხვის მაგვარი ტკივილი სიარულისას

სუნთქვის ხანგრძლივი დარღვევები

დიაბეტი: მოცემული პრეპარატი არ მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობაზე, თუმცა, შეუძლია სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის (მაგალითად, კანკალი, გაძლიერებული გულისცემა) სიმპტომების დაფარვა.

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია: მოცემულ პრეპარატს შეუძლია ამ მდგომარეობით გამოწვეული ანომალურად გაძლიერებული გულისცემის ნიშნების შენიღბვა

ალერგია: მოცემულ პრეპარატს შეუძლია მტვერზე ან სხვა ნივთიერებებზე რეაქციის გაძლიერება, რომლებზეც გაქვთ ალერგია

ფსორიაზი (კანის დაავადება, ქიცვისებრი ვარდისფერი ლაქების სახით), ან თუ უკვე გაქვთ ფსორიაზი

ოპერაციის ჩატარების წინ ანესთეზიამდე ყოველთვის აცნობეთ ანესთეზიოლოგს, რომ იღებთ ტანელებს.

თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, არ მიიღოთ ტანელები გულის უკმარისობის სამკურნალოდ და მიმართეთ თქვენს ექიმს.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი გამოცდილი ექიმის მიერ (იხ. პარაგრაფი 3).

პრეპარატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება თქვენი ექიმის ზუსტი მითითებებისა და შეფასების გარეშე (იხ. პარაგრაფი 3).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების კვლევების მონაცემები არარსებობის გამო ამ ასაკობრივ ჯგუფში ტანელების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტანელები®

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ყოველთვის გააფრთხილეთ ექიმი, თუ ტანელებთან® ერთად დამატებით იყენებთ ან იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:

არტერიული წნევის საკონტროლო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპანი, ფლეკაინიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეთინი, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი).

სედაციური საშუალებები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ბარბიტურატები (რომლებიც ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ფენოთიაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად) და თიორიდაზინი.

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი.

საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების დროს.

ასთმის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელი საშუალებები ან თვალის გარკვეული დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა) სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი (გამადიდებელი) პრეპარატები.

ბაკლოფენი (ანტისპაზმოლიზური საშუალება); ამიფოსტინი (დამცველობითი მოქმედების მქონე საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს)

ყველა ამ პრეპარატს, ისევე როგორც ნებივოლოლს, შეუძლია გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე ან/და გულის მუშაობაზე.

კუჭის მომატებული მჟავიანობის ან წყლულის სამკურნალო პრეპარატები (ანტაციდური პრეპარატები), მაგალითად, ციმეტიდინი: ტანელების® მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღების დროს, ხოლო ანტაციდური პრეპარატის – საკვების მიღებათა შორის.

ტანელების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

იხ. პარაგრაფი 3.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აუცილებელი შემთხვევების გარდა ორსულობის დროს ტანელების® მიღება არ შეიძლება.

ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა. ამ სიმტომების განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან ტექნიკა.

ტანელები შეიცავს ლაქტოზას

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

  • როგორ უნდა მიიღოთ ტანელები

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტანელების® მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, მაგრამ მისი მიღება ასევე შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად. ტაბლეტების მიღება უკეთესია მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მკურნალობა

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში. ტაბლეტის მიღება სასურველია დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს.

ხანდაზმული პაციენტებისათვის და თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებისათვის საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს ½ (ნახევარ) ტაბლეტს დღე-ღამეში.

არტერიული წნევის დაქვეითების თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ, ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა მხოლოდ 4 კვირაში.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა

მკურნალობა უნდა დაიწყოს და ჩატარდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით

ექიმი დაიწყებს მკურნალობას დღე-ღამეში ¼ (მეოთხედი) ტაბლეტის დანიშვნით. 1-2 კვირის შემდეგ დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღე-ღამეში ½ (ნახევარ) ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში ერთ ტაბლეტამდე და შემდეგ ორ ტაბლეტამდე სანამ არ იქნება მიღწეული სათანადო დოზა. თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ თქვენთვის შესაფერისი დოზა, მკურნალობის თითოეულ კონკრეტულ ეტაპზე, და თქვენ მკაცრად უნდა დაიცვათ მისი ინსტრუქციები

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღე-ღამეში

მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის მიღებისას დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ საჭიროა გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობა 2 საათის განმავლობაში

საჭიროების შემთხვევაში, თქვენს ექიმს შეუძლია დოზის შემცირება

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა დაამძიმოს გულის უკმარისობა.

თირკმელების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

პრეპარატი მიიღეთ დღე-ღამეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ტანელების ტაბლეტებისა და თქვენი მდგომარეობის სამკურნალო სხვა პრეპარატების კომბინირების შესახებ.

არ გამოიყენოთ ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ მიიღეთ ტანელების საჭიროზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ ამ პრეპარატის საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ტანელების® დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლო გონების დაკარგვით (ჰიპოტენზია), ქოშინი, როგორც ასთმის შეტევის დროს (ბრონქოსპაზმი), და გულის მწვავე უკმარისობა.

ექიმის მოსვლამდე შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიღება (იყიდება აფთიაქებში).

თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდათ დანიშნულ დროზე ცოტათი მოგვიანებით, შეგიძლიათ მიიღოთ მისი ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა. თუმცა, ხანგრძლივი დაგვიანებისას (მაგალითად, რამდენიმე საათი), როდესაც მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. შემდეგში მოერიდეთ მიღების დროის ხელახალ გამოტოვებას.

თუ შეწყვიტეთ ტანელების მიღება

ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის ტანელებით® მკურნალობის შეწყვეტამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით იღებთ მას: მაღალი არტერიული წნევის თუ გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება დროებით გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება. თუ აუცილებელია ტანელებით მკურნალობის შეწყვეტა, რომელსაც გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ იღებდით, მაშინ სადღეღამისო დოზა თანდათანობით უნდა შეამციროთ, ერთკვირიანი ინტერვალით დოზის განახევრებით.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა, ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ ტანელების® გამოყენებისას შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა

დაღლილობა

ქავილის და ჩხვლეტის უჩვეულო შეგრძნება

დიარეა

ყაბზობა

გულისრევა

ქოშინი

ხელების ან ფეხების შეშუპება.

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):

გულისცემის შენელება ან სხვა ჩივილები გულის მხრივ

დაბალი არტერიული წნევა

კრუნჩხვის მაგვარი ტკივილი ფეხებში სიარულის დროს

მხედველობის დარღვევა

იმპოტენცია

დათრგუნვის შეგრძნება

საჭმლის მონელების გაძნელება (დისპეფსია), კუჭში ან ნაწლავებში აირების წარმოქმნა, გულისრევა

გამონაყარი კანზე, ქავილი

გაძნელებული სუნთქვა, რაც მოგვაგონებს სასუნთქი კუნთების მკვეთრი სპაზმით გამოწვეულ ასთმის შეტევას (ბრონქოსპაზმს)

კოშმარული სიზმრები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან 1 ადამიანს):

გონების დაკარგვა

ფსორიაზის გამწვავება (კანის დაავადება, ქიცვისებრი ვარდისფერი ლაქების სახით).

ტანელებით მკურნალობისას მხოლოდ რამდენიმე, ცალკეულ შემთხვევაში გამოვლინდა ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქცია მთელ სხეულზე, კანის გენერალიზებული დაზიანებით (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები);

სწრაფად განვითარებადი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების ან ენის გარშემო, სუნთქვის შესაძლო მწვავე გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება).

კანზე გამონაყარი, რომელიც წარმოადგენს კანის ზედაპირზე ალერგიული ან არაალერგიული ხასიათის მკრთალ-წითელ გამონაყარს ქავილით (ჭინჭრის ციება).

გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ძალიან ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

გულისცემის შენელება

თავბრუსხვევა

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):

გულის უკმარისობის გაუარესება

დაბალი არტერიული წნევა (როგორიცაა სისუსტე ფეხზე სწრაფად ადგომისას)

ამ სამკურნალო საშუალების აუტანლობა

გულის გამტარობის სუსტი დარღვევა, რომელიც მოქმედებს გულის რიტმზე (I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა)

ქვედა კიდურების შეშუპება (მაგალითად, ფეხის კოჭების შეშუპება).

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.

  • ტანელების შენახვის წესი

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30ºC-ზე. არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე და ბლისტერულ ფოლგაზე.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ტანელების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ნებივოლოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა კომპონენტები არის: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი A, პოლოქსამერი 188, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი

ტანელების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ტანელები გამოდის თეთრი ფერის მრგვალი ორმხრივამობურცული ტაბლეტების სახით დიამეტრით დაახლოებით 9.0 მმ, ჯვარედინი ნაჭდევით ერთ მხარეს, შეფუთვაში 28 ტაბლეტით. ტაბლეტები მოთავსებულია 2 გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერში (2x14).

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Welfar Internationl LLC, საქართველო

ფოთი თავისუფალი სამრეწველო ზონა, ნაკვეთი #545, ნაკვეთის შიდა #1D-5/G, 4400 ფოთი, საქართველო

მწარმოებელი

PharmaPath S.A.

1, 28 ოქტოვრიუსის ქ., აგ. ვარვარა

123 51 ათენი, საბერძნეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა