არტერიული ჰიპერტენზია; გულის ქრონიკული უკმარისობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) 70 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში; გულის იშემიური დაავადება.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნებივოლოლი (nebivolol)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sava Healthcare Limited(ინდოეთი)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, სელექციური ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AB12
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037787
- რეგისტრირებულია
- 6 აპრილი 2023, მოქმედებს 6 აპრილი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნონბლონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
არტერიული ჰიპერტენზია;
გულის ქრონიკული უკმარისობა
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობა
(კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) 70 წლის და უფროსი ასაკის
ხანდაზმულ პაციენტებში;
გულის იშემიური დაავადება.
მიღების წესი და დოზირება
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2.5-5 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში). ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზია
ოპტიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, რიგ შემთხვევებში – მე-4 კვირისთვის.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის, ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში.
ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება აღინიშნება 5 მგ ნონბლონის 12.5-25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინირებული გამოყენების დროს.
აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი 1 მიღებაზე).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 5 მგ-მდე.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრაპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
ბავშვები და მოზარდები
ნებივოლოლის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა უნდა განხორციელდეს გამოცდილი ექიმის მიერ. პაციენტებს მკურნალობის დაწყებამდე ბოლო 6 კვირის განმავლობაში არ უნდა აღენიშნებოდეთ გულის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის ნელი ტიტრირებით, ინდივიდუალური ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატებს, მათ შორის, დიურეზულ საშუალებებს ან/და დიგოქსინს, ან/და აგფ ინჰიბიტორებს, ან/და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს, აღნიშნული პრეპარატების შერჩეული დოზა უნდა იყოს სტაბილური, ნებივოლოლით მკურნალობის დაწყებამდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში.
დოზის საწყისი ტიტრირება უნდა განხორციელდეს 1-2 კვირიანი ინტერვალის დაცვით და პაციენტის მიერ მიღებული დოზის ამტანობის გათვალისწინებით, შემდეგი სქემის მიხედვით:
- 25 მგ (1/4 ტაბლეტი) ნებივოლოლი ერთჯერ დღე-ღამეში, შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ – 5 მგ-მდე (1 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ – 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს ერთჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის დასაწყისში და დოზის ყოველი გაზრდისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არანაკლებ 2 საათის განმავლობაში (არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირის, გამტარობის დარღვევის, გულის უკმარისობის დამძიმების სიმპტომების მონიტორინგის მიზნით).
გვერდითი მოქმედების გამოვლენის გამო შესაძლებელია ყველა პაციენტმა ვერ მიიღოს ნებივოლოლის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა. აუცილებლობის შემთხვევაში მიღწეული დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით და მიღებული იქნას განმეორებით, საჭიროების შესაბამისად.
პრეპარატის ტიტრირების ფაზაში, გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ნებივოლოლის დოზის შემცირება ან, აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხსნა (მძიმე ჰიპოტონიის გამოვლენის, ფილტვის მწვავე შეშუპებით მიმდინარე გულის უკმარისობის გაღრმავების, კარდიოგენული შოკის, სიმპტომური ბრადიკარდიის ან AV- ბლოკადის განვითარების შემთხვევაში).
როგორც წესი, ნებივოლოლით გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა არის ხანგრძლივი.
გულის უკმარისობის მკურნალობისას ნებივოლოლის მიღების მკვეთრად შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. თუ საჭიროა პრეპარატის მოხსნა, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, ყოველ კვირაში რაოდენობის ორჯერ შემცირებით.
გულის იშემიური დაავადება
გულის იშემიური დაავადების მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის
თანდათანობით გაზრდით, თითოეული პაციენტისთვის ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის განსაზღვრამდე.
საწყისი დოზის გაზრდა საჭიროა ყოველ 1-2 კვირაში, ამტანობის გათვალისწინებით, შემდეგი სქემის მიხედვით:
- 25 მგ (1/4 ტაბლეტი) ნებივოლოლი ერთჯერ დღე-ღამეში შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ - 5 მგ-მდე (1 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ კი 10 მგ (2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს ერთჯერ დღე-ღამეში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები გულის ქრონიკული უკმარისობით და გულის იშემიური დაავადებით
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს, დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან დოზის ტიტრირება მაქსიმალურ ასატან დოზამდე ხდება ინდივიდუალურად,
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ, აღნიშნულ პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდულია. ამიტომ, აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან დოზის ტიტრირება მაქსიმალურ ასატან დოზამდე ხდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კარდიოგენური შოკი; არტერიული ჰიპოტენზია; სინოატრიალური ბლოკადა; ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი); არანამკურნალები ფეოქრომოციტომა; ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა; დეპრესია; მიასთენია, კუნთების სისუსტე; მეტაბოლური აციდოზი; ბავშვობის და მოზარდობის ასაკი 18 წლამდე; მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ნარკოზით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევამდე (მათ შორის ქირურგიული სტომატოლოგია) 24 სთ-ით ადრე, ან შეირჩეს ყველაზე ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე საანესთეზიო საშუალება. აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ანესთეზიოლოგს, რომ პაციენტი იღებს ბეტა-ადრენობლოკატორს.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის (შესაძლოა მოხსნას ტაქიკარდია), ალერგიული დაავადებების და ფსორიაზის დროს, ასევე 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტის მქონე პაციენტებში, მაგრამ, პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორები სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას ზრდის მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით კონტროლი.
ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ნელ-ნელა შემცირებით 10 დღის განმავლობაში (2 კვირის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში).
არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში უნდა იყოს ყოველდღიური.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია. თუ გულის შეკუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წთ-ში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. დაძაბვის სტენოკარდიის დროს შერჩეული დოზა უნდა უზრუნველყოფდეს გულის შეკუმშვის სიხშირეს მოსვენების მდგომარეობაში წუთში 55-60 დარტყმის ფარგლებში, ხოლო დატვირთვისას – არა უმეტეს 110 დარტყმისა წთ-ში.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება, გარდამავალი კოჭლობა), რადგან პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სურათი.
გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნებივოლოლის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
მწეველებში ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არამწეველებში.
ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიეროს მგრძნობელობა ალერგენებისადმი და გაზარდოს ანაფილაქსიური რეაქციების გამოხატულება.
პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება. ნონბლონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ნონბლონი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, თუმცა პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატის ფარმაკოდინამიკით განპირობებული ურთიერთქმედება
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, ციბენზოლინი, ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეთინი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე და უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
კალციუმის არხების ბლოკატორები (ვერაპამილი ან დილთიაზემი): ნეგატიური გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე. ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტონია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები (კლონიდინი, გუანფაცინი, მოქსონიდინი, მეთილდოპა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს გულის უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დაქვეითების გამო (გულის შეკუმშვათა სიხშირის და დარტყმითი მოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მიღების მკვეთრად შეწყვეტისას, განსაკუთრებით ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის დასრულების წინ, შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის მომატების რისკი (მოხსნის სინდრომი).
ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე მოქმედების გაძლიერება.
საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოთენზიის რისკი. არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პაციენტი იღებს ნებივოლოლს.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე, ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორების და სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების (გლიქვიდონი, გლიკლაზიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, გლიმეპირიდი, ტოლბუტამიდი) ერთდროული მიღებისას იზრდება მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
ბაკლოფენი (მიორელაქსანტი), ამიფოსტინი (დამხმარე საშუალება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას): ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი, ამიტომ, საჭიროა ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის შესაბამისად კორექტირება.
ერთდროულად გამოყენებისას გასათვალისწინებელი კომბინაციები:
სათითურას ჯგუფის გლიკოზიდები: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება. თუმცა, ნებივოლოლის გამოყენებით ჩატარებული კლინიკური კვლევებისას აღნიშნული ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა. ნებივოლოლი არ მოქმედებს დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის წარმოებული კალციუმის არხების ბლოკატორები (როგორიცაა ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტონიის რისკი. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება გამოირიცხოს პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი შესუსტების რისკის გაზრდა.
ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სედაციური საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ფენოთიაზინის წარმოებულები): ერთდროულად გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ადიტიური ეფექტის პრინციპით.
სიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად მიღებისას შეიძლება მოახდინოს ბეტა-ადრენობლოკატორების საწინააღმდეგო მოქმედება. ბეტა-ადრენერგული ეფექტის მქონე მოქმედ ნივთიერებებს შეუძლია გამოიწვიოს სიმპათომიმეტიკების შეუფერხებელი ალფა-ადრენერგული მოქმედება, როგორც ალფა-, ასევე ბეტა-ადრენერგული ეფექტების გამოვლენით (არტერიული ჰიპერტონიის, მძიმე ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის განვითარების საშიშროება).
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკით განპირობებული ურთიერთქმედება
ვინაიდან ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესში ჩართულია ციტოქრომ CYP2D6-ის იზოფერმენტი, ამ ფერმენტის დამთრგუნველ პრეპარატებთან, კერძოდ პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან, თიორიდაზინთან და ქინიდინთან ერთდროულად გამოყენება ზრდის პლაზმაში ნებივოლოლის დონეს და შესაბამისად, ზრდის გამოხატული ბრადიკარდიის და სხვა გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს.
ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდებოდა პლაზმაში ნებივოლოლის დონე კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე. რანიტიდინთან ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
თუ ნებივოლოლი ჭამის დროს მიიღება, ხოლო ანტაციდი - საკვების მიღებებს შორის, ორივე პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან ერთად გამოყენებისას უმნიშვნელოდ იზრდება პლაზმაში ორივე სუბსტანციის შემცველობა, კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე.
ერთდროულად გამოყენება ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დღეისათვის არ არსებობს დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის.
ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებს პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა, განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ნონბლონის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.
გვერდითი მოვლენები
ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად, მსუბუქი ან ზომიერი სახით.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები: ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
სხვა: ფსორიაზის გამწვავება, ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, შესაძლებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ასევე ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, აუცილებლობისას – კატექოლამინების ინტრავენური შეყვანა. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში), ეფექტის არარსებობისას – გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად). AV ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია. ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებს ი/ვ, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს – ლიდოკაინს (IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება), კრუნჩხვების დროს – დიაზეპამს ი/ვ.
შემადგენლობა
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდს, 5 მგ ნებივოლოლის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა (მონოჰიდრატი), სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნებივოლოლი – მესამე თაობის კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორია. გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით, ბარორეცეპტორების მგრძნობელობის ნაწილობრივი დაქვეითებით. პრეპარატი ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის გულის დარტყმით მოცულობას და განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვის ამტანობის უნარს.
ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია გულის პათოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით (მათ შორის პათოლოგიურ კერაში) და AV გამტარებლობის შენელებით. აქტიური ნივთიერება წარმოადგენს რაცემატს, რომელიც შედგება ორი ენანთიომერისგან: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.
D-ნებივოლოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექციური ბლოკატორი.
L-ნებივოლოლი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას ენდოთელური რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე (L-არგინინის მონაწილეობით). აზოტის ოქსიდი არეგულირებს სისხლძარღვოვან ჰომეოსტაზს და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ნორმალური ბაზალური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლძარღვთა რეაქტიულობისა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.
პრეპარატი არ მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეზე. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სეკრეტირდება დედის რძეში.
ხანგრძლივი მკურნალობისას (3 წლის განმავლობაში) მიჩვევა პრეპარატზე არ განვითარებულა.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 12%-ს სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და თითქმის სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში. ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნებივოლოლის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონირების გზით. პაციენტთა უმეტესობაში სისხლის პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ჰიდროქსიმეტაბოლიტების – რამოდენიმე დღის შემდეგ.
ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის – 97.9%-ს.
მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია), ხოლო 48% – ნაწლავების მიერ.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის ენანთიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 სთ-ს, ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-5-ჯერ მატულობს.
ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს არ გააჩნიათ ასაკობრივი და სქესობრივი განსხვავებები.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნონბლონი
(NONBLON)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნებივოლოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ცალ მხარეს ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდს, 5 მგ ნებივოლოლის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა (მონოჰიდრატი), სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბეტა-ადრენორეცეპტორების სელექციური ბლოკატორი.
ათქ-კოდი: C07AB12.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნებივოლოლი – მესამე თაობის კარდიოსელექციური ბეტა-ბლოკატორია. გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით, ბარორეცეპტორების მგრძნობელობის ნაწილობრივი დაქვეითებით. პრეპარატი ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის გულის დარტყმით მოცულობას და განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვის ამტანობის უნარს.
ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია გულის პათოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით (მათ შორის პათოლოგიურ კერაში) და AV გამტარებლობის შენელებით. აქტიური ნივთიერება წარმოადგენს რაცემატს, რომელიც შედგება ორი ენანთიომერისგან: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.
D-ნებივოლოლი არის ბეტა-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექციური ბლოკატორი.
L-ნებივოლოლი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას ენდოთელური რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმიდან გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე (L-არგინინის მონაწილეობით). აზოტის ოქსიდი არეგულირებს სისხლძარღვოვან ჰომეოსტაზს და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ნორმალური ბაზალური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლძარღვთა რეაქტიულობისა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.
პრეპარატი არ მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეზე. გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სეკრეტირდება დედის რძეში.
ხანგრძლივი მკურნალობისას (3 წლის განმავლობაში) მიჩვევა პრეპარატზე არ განვითარებულა.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 12%-ს სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და თითქმის სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში. ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნებივოლოლის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონირების გზით. პაციენტთა უმეტესობაში სისხლის პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ჰიდროქსიმეტაბოლიტების – რამოდენიმე დღის შემდეგ.
ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის – 97.9%-ს.
მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია), ხოლო 48% – ნაწლავების მიერ.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ნებივოლოლის ენანთიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 სთ-ს, ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-5-ჯერ მატულობს.
ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს არ გააჩნიათ ასაკობრივი და სქესობრივი განსხვავებები.
ჩვენება:
არტერიული ჰიპერტენზია;
გულის ქრონიკული უკმარისობა
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობა
(კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) 70 წლის და უფროსი ასაკის
ხანდაზმულ პაციენტებში;
გულის იშემიური დაავადება.
მიღების წესი და დოზირება:
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2.5-5 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში). ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზია
ოპტიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, რიგ შემთხვევებში – მე-4 კვირისთვის.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის, ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში.
ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება აღინიშნება 5 მგ ნონბლონის 12.5-25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინირებული გამოყენების დროს.
აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი 1 მიღებაზე).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 5 მგ-მდე.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ამ ჯგუფის პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრაპარატის გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია.
ბავშვები და მოზარდები
ნებივოლოლის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
გულის ქრონიკული უკმარისობა
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა უნდა განხორციელდეს გამოცდილი ექიმის მიერ. პაციენტებს მკურნალობის დაწყებამდე ბოლო 6 კვირის განმავლობაში არ უნდა აღენიშნებოდეთ გულის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის ნელი ტიტრირებით, ინდივიდუალური ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატებს, მათ შორის, დიურეზულ საშუალებებს ან/და დიგოქსინს, ან/და აგფ ინჰიბიტორებს, ან/და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს, აღნიშნული პრეპარატების შერჩეული დოზა უნდა იყოს სტაბილური, ნებივოლოლით მკურნალობის დაწყებამდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში.
დოზის საწყისი ტიტრირება უნდა განხორციელდეს 1-2 კვირიანი ინტერვალის დაცვით და პაციენტის მიერ მიღებული დოზის ამტანობის გათვალისწინებით, შემდეგი სქემის მიხედვით:
- 25 მგ (1/4 ტაბლეტი) ნებივოლოლი ერთჯერ დღე-ღამეში, შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ – 5 მგ-მდე (1 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ – 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში.
მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს ერთჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის დასაწყისში და დოზის ყოველი გაზრდისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არანაკლებ 2 საათის განმავლობაში (არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირის, გამტარობის დარღვევის, გულის უკმარისობის დამძიმების სიმპტომების მონიტორინგის მიზნით).
გვერდითი მოქმედების გამოვლენის გამო შესაძლებელია ყველა პაციენტმა ვერ მიიღოს ნებივოლოლის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა. აუცილებლობის შემთხვევაში მიღწეული დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით და მიღებული იქნას განმეორებით, საჭიროების შესაბამისად.
პრეპარატის ტიტრირების ფაზაში, გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტის მდგომარეობის გაუარესების ან პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ნებივოლოლის დოზის შემცირება ან, აუცილებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხსნა (მძიმე ჰიპოტონიის გამოვლენის, ფილტვის მწვავე შეშუპებით მიმდინარე გულის უკმარისობის გაღრმავების, კარდიოგენული შოკის, სიმპტომური ბრადიკარდიის ან AV- ბლოკადის განვითარების შემთხვევაში).
როგორც წესი, ნებივოლოლით გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა არის ხანგრძლივი.
გულის უკმარისობის მკურნალობისას ნებივოლოლის მიღების მკვეთრად შეწყვეტა არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. თუ საჭიროა პრეპარატის მოხსნა, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, ყოველ კვირაში რაოდენობის ორჯერ შემცირებით.
გულის იშემიური დაავადება
გულის იშემიური დაავადების მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზის
თანდათანობით გაზრდით, თითოეული პაციენტისთვის ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის განსაზღვრამდე.
საწყისი დოზის გაზრდა საჭიროა ყოველ 1-2 კვირაში, ამტანობის გათვალისწინებით, შემდეგი სქემის მიხედვით:
- 25 მგ (1/4 ტაბლეტი) ნებივოლოლი ერთჯერ დღე-ღამეში შეიძლება გაიზარდოს 2.5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ - 5 მგ-მდე (1 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში, შემდეგ კი 10 მგ (2 ტაბლეტი) ერთჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ ნებივოლოლს ერთჯერ დღე-ღამეში.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები გულის ქრონიკული უკმარისობით და გულის იშემიური დაავადებით
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის დროს, დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან დოზის ტიტრირება მაქსიმალურ ასატან დოზამდე ხდება ინდივიდუალურად,
თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. ამიტომ, აღნიშნულ პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
მონაცემები ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდულია. ამიტომ, აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ნებივოლოლის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგან დოზის ტიტრირება მაქსიმალურ ასატან დოზამდე ხდება ინდივიდუალურად.
ბავშვები და მოზარდები
ნებივოლოლის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს მონაცემები მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.
გვერდითი მოვლენები:
ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად, მსუბუქი ან ზომიერი სახით.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები, დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები: ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
სხვა: ფსორიაზის გამწვავება, ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კარდიოგენური შოკი; არტერიული ჰიპოტენზია; სინოატრიალური ბლოკადა; ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი); არანამკურნალები ფეოქრომოციტომა; ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა; დეპრესია; მიასთენია, კუნთების სისუსტე; მეტაბოლური აციდოზი; ბავშვობის და მოზარდობის ასაკი 18 წლამდე; მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
პრეპარატის ფარმაკოდინამიკით განპირობებული ურთიერთქმედება
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის:
I კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, ციბენზოლინი, ფლეკაინიდი, დიზოპირამიდი, ლიდოკაინი, მექსილეთინი, პროპაფენონი): შეიძლება გაძლიერდეს მოქმედება ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე და უარყოფითი ინოტროპული ეფექტი.
კალციუმის არხების ბლოკატორები (ვერაპამილი ან დილთიაზემი): ნეგატიური გავლენა კუმშვადობაზე და ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე. ვერაპამილის ინტრავენურმა შეყვანამ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ადრენობლოკატორებს, შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული არტერიული ჰიპოტონია და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები (კლონიდინი, გუანფაცინი, მოქსონიდინი, მეთილდოპა, რილმენიდინი): ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დაამძიმოს გულის უკმარისობა ცენტრალური სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დაქვეითების გამო (გულის შეკუმშვათა სიხშირის და დარტყმითი მოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია). მიღების მკვეთრად შეწყვეტისას, განსაკუთრებით ბეტა-ადრენობლოკატორებით თერაპიის დასრულების წინ, შეიძლება გაიზარდოს არტერიული წნევის მომატების რისკი (მოხსნის სინდრომი).
ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე:
III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (ამიოდარონი): შესაძლებელია ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე მოქმედების გაძლიერება.
საანესთეზიო საშუალებები: ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დათრგუნოს რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდოს არტერიული ჰიპოთენზიის რისკი. არ შეიძლება ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა. ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პაციენტი იღებს ნებივოლოლს.
ინსულინი და პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები: მიუხედავად იმისა, რომ ნებივოლოლი არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე, ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორების და სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტური პრეპარატების (გლიქვიდონი, გლიკლაზიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, გლიმეპირიდი, ტოლბუტამიდი) ერთდროული მიღებისას იზრდება მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.
ბაკლოფენი (მიორელაქსანტი), ამიფოსტინი (დამხმარე საშუალება სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობისას): ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპოტენზიური ეფექტი, ამიტომ, საჭიროა ჰიპოტენზიური პრეპარატის დოზის შესაბამისად კორექტირება.
ერთდროულად გამოყენებისას გასათვალისწინებელი კომბინაციები:
სათითურას ჯგუფის გლიკოზიდები: ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება. თუმცა, ნებივოლოლის გამოყენებით ჩატარებული კლინიკური კვლევებისას აღნიშნული ურთიერთქმედების ნიშნები არ გამოვლენილა. ნებივოლოლი არ მოქმედებს დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიჰიდროპირიდინის წარმოებული კალციუმის არხების ბლოკატორები (როგორიცაა ამლოდიპინი, ფელოდიპინი, ლაციდიპინი, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი): ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული ჰიპოტონიის რისკი. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება გამოირიცხოს პარკუჭების ტუმბოს ფუნქციის შემდგომი შესუსტების რისკის გაზრდა.
ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები და სედაციური საშუალებები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები და ფენოთიაზინის წარმოებულები): ერთდროულად გამოყენებისას ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ადიტიური ეფექტის პრინციპით.
სიმპათომიმეტური საშუალებები: ერთდროულად მიღებისას შეიძლება მოახდინოს ბეტა-ადრენობლოკატორების საწინააღმდეგო მოქმედება. ბეტა-ადრენერგული ეფექტის მქონე მოქმედ ნივთიერებებს შეუძლია გამოიწვიოს სიმპათომიმეტიკების შეუფერხებელი ალფა-ადრენერგული მოქმედება, როგორც ალფა-, ასევე ბეტა-ადრენერგული ეფექტების გამოვლენით (არტერიული ჰიპერტონიის, მძიმე ბრადიკარდიის და გულის ბლოკადის განვითარების საშიშროება).
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკით განპირობებული ურთიერთქმედება
ვინაიდან ნებივოლოლის მეტაბოლიზმის პროცესში ჩართულია ციტოქრომ CYP2D6-ის იზოფერმენტი, ამ ფერმენტის დამთრგუნველ პრეპარატებთან, კერძოდ პაროქსეტინთან, ფლუოქსეტინთან, თიორიდაზინთან და ქინიდინთან ერთდროულად გამოყენება ზრდის პლაზმაში ნებივოლოლის დონეს და შესაბამისად, ზრდის გამოხატული ბრადიკარდიის და სხვა გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკს.
ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენებისას იზრდებოდა პლაზმაში ნებივოლოლის დონე კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე. რანიტიდინთან ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
თუ ნებივოლოლი ჭამის დროს მიიღება, ხოლო ანტაციდი - საკვების მიღებებს შორის, ორივე პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად.
ნებივოლოლის ნიკარდიპინთან ერთად გამოყენებისას უმნიშვნელოდ იზრდება პლაზმაში ორივე სუბსტანციის შემცველობა, კლინიკური ეფექტის შეცვლის გარეშე.
ერთდროულად გამოყენება ალკოჰოლთან, ფუროსემიდთან ან ჰიდროქლორთიაზიდთან არ ახდენდა გავლენას ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე.
ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, შესაძლებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ასევე ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, აუცილებლობისას – კატექოლამინების ინტრავენური შეყვანა. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში), ეფექტის არარსებობისას – გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად). AV ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია. ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებს ი/ვ, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს – ლიდოკაინს (IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება), კრუნჩხვების დროს – დიაზეპამს ი/ვ.
ორსულობა და ლაქტაცია:
დღეისათვის არ არსებობს დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის.
ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებს პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა, განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ნონბლონის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ნარკოზით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევამდე (მათ შორის ქირურგიული სტომატოლოგია) 24 სთ-ით ადრე, ან შეირჩეს ყველაზე ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე საანესთეზიო საშუალება. აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ანესთეზიოლოგს, რომ პაციენტი იღებს ბეტა-ადრენობლოკატორს.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის (შესაძლოა მოხსნას ტაქიკარდია), ალერგიული დაავადებების და ფსორიაზის დროს, ასევე 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში.
ნებივოლოლი არ ახდენს გავლენას გლუკოზის დონეზე დიაბეტის მქონე პაციენტებში, მაგრამ, პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის გარკვეული სიმპტომები (ტაქიკარდია, პალპიტაცია). ბეტა-ადრენობლოკატორები სულფანილშარდოვანას ჯგუფის ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას ზრდის მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკს. დიაბეტის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის გულდასმით კონტროლი.
ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ნელ-ნელა შემცირებით 10 დღის განმავლობაში (2 კვირის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში).
არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში უნდა იყოს ყოველდღიური.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია. თუ გულის შეკუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წთ-ში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. დაძაბვის სტენოკარდიის დროს შერჩეული დოზა უნდა უზრუნველყოფდეს გულის შეკუმშვის სიხშირეს მოსვენების მდგომარეობაში წუთში 55-60 დარტყმის ფარგლებში, ხოლო დატვირთვისას – არა უმეტეს 110 დარტყმისა წთ-ში.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება, გარდამავალი კოჭლობა), რადგან პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სურათი.
გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნებივოლოლის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
მწეველებში ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არამწეველებში.
ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიეროს მგრძნობელობა ალერგენებისადმი და გაზარდოს ანაფილაქსიური რეაქციების გამოხატულება.
პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება. ნონბლონი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ნონბლონი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, თუმცა პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.