ტაბექსი 1,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
TABEX® 1,5mg film-coated tablets
ტაბექსი გამოიყენება ზრდასრულებში: ქრონიკული ნიკოტინიზმის (ტაბაკიზმის) დროს; როგორც დამხმარე საშუალება თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციტიზინიკლინი (cytisinicline)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (5X20)
- მწარმოებელი
- SOPHARMA JSC, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040628
- რეგისტრირებულია
- 2 აპრილი 2024, მოქმედებს 2 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ტაბექსი 1,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტაბექსი გამოიყენება ზრდასრულებში:
ქრონიკული ნიკოტინიზმის (ტაბაკიზმის) დროს;
როგორც დამხმარე საშუალება თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
გამოიყენება შემდეგი სქემით:
1-3 დღე - თითო (1) ტაბლეტი ყოველ 2 საათში (6 ტაბლეტი დღეში). ამ დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება შესაძლებელია 2-3 თვის შემდეგ. კარგი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:
მე-4-დან მე-12 დღის ჩათვლით - 1 ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღეში);
მე-13-დან მე-16 დღის ჩათვლით - 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღეში);
მე-17-დან მე-20 დღის ჩათვლით - 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღეში);
21-დან 25 დღის ჩათვლით - 1 -2 ტაბლეტი დღეში.
პედიატრიული პოპულაცია და 65 წელს გადაცილებული პაციენტები
ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში და 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ტაბექსის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
გამოყენების წესი
მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით. თამბაქოს მოწევის საბოლოო შეწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მეხუთე დღეს. სამკურნალო კურსის დასრულების მერე პაციენტმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და არ უნდა მოსწიოს არცერთი ღერი სიგარეტი.
მკურნალობის ხანგრძლივობა (სქემის თანახმად)
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1. პუნქტში;
მიოკარდის მწვავე ინფაქტი;
არასტაბილური სტენოკარდია;
გულის არითმია;
ახლო წარსულში გადატანილი ცერებროვასკულარი ინციდენტი;
ათეროსკლეროზი;
მწვავე არტერიული ჰიპერტენზია;
სიფრთხილის ზომები
ციტიზინი ენიშნებათ მხოლოდ მწეველებს და ნიკოტინზე დამოკიდებულ პირებს, რომელთაც მიიღეს სერიოზული განზრახვა დაანებონ თავი მოწევას. პრეპარატით მკურნალობის და ერთდროულად მოწევის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინის გვერდითი მოვლენების გაძლიერება (ნიკოტინური ინტოქსიკაცია).
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ციტიზინის გულის იშემიური დაავადების სხვა ფორმების, გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, თავის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ჰიპერთირეოდიზმის, წყლულოვანი დაავადებების, დიაბეტის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობების მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ციტიზინის გამოყენება ხდება მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმის, თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინული სიმსივნის, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის მქონე პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებაზე კვლევების არარსებობის გამო მისი გამოყენება ხდება რისკი/სარგებლის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
აგრეთვე არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება 18 წლამდე ბავშვებში და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულებში ტაბექსის უსაფრთხო გამოყენების შესახებ, რის გამოც ამ ასაკობრივ ჯგუფებში არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება.
- 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თამბაქოს მოწევის დროს აღინიშნება მომატებული CYP1A2 -ს აქტივობა. მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ამ იზოფერმენტის აქტივობა შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის მომატება, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2, მაგალითად, როგორც თეოფილინი, როპინიროლი, კლოზაპინი ან ოლანზაპინი. ამ შემთხევვებში შეიძლება გაძლიერდეს მათი გვერდითი მოვლენები, რადგანაც ამ სამკურნალო საშუალებებს გააჩნიათ დაბალი თერაპიული არეალი.
ტაბექსის ქოლინომიმეტიკებთან და ანტიქოლინესთერაზულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ჰოლინომიმეტიკური გვერდითი მოვლენების მომატება.
ანტიჰიპერლიპიდემიურ სამკურნალო პრეპარატებთან (სტატინებთან) ერთად გამოყენება ზრდის მიალგიის გამოვლენის რისკს.
ტაბექსის ანტიჰიპერტენზიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ციტიზინი არ გამოიყენება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ტაბექსი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე
ჩატარებული კლინიკური გამოკვლევებით და პოსტმარკეტინგული დაკვირვებებით გამოვლენილია პრეპარატის კარგი ამტანობა. გამოვლენილი გვერდითი მოვლენები - სუსტად ან ზომიერად გამოხატული. მათი უმრავლესობა დასაწყისში ვლინდება და ქრება მკურნალობის მიმდინარეობისას. ხშირად ის დაკავშირებულია ნიკოტინზე დამოკიდებულებით და ვლინდება თავბრუსხვევით, თავის ტკივილით და უძილობით.
რადგანაც ციტიზინს გააჩნია ნიკოტინის სტრუქტურის მსგავსი სტრუქტურა და წარმოადგენს ნიკოტინის აცეტილჰოლინის რეცეპტორების ნაწილობრივ აგონისტს, შესაძლო არასასურველი ფარმაკოდინამიკური ეფექტები უმთავრესად გავლინდება ნიკოტინის ეფექტების სახით.
1389 სუბიექტის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების (N=2844) 6 პლაცებოში მიღებული იქნა ციტიზინი. ციტიზინის ჯგუფში ყველაზე ხშირად მიღებული გვერდითი მოვლენები იყო გასტროინტესტინალური სისტემა: ტკივილი მუცელში, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ღებინება, ყაბზობა, დიარეა. იყო ასევე გავრცელებული ნერვული სისტემა და ფსიქიკური მოშლილობა, ყველაზე ხშირად თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, აგრეთვე ძილიანობა და უძილობა. თუმცა სტატისტიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა ნერვული სისტემის გვერდით მოვლენებში არსებითი განსხვავებები ციტიზინის და პლაცებოს ჯგუფებს შორის (p=0,12).
ბ. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი
გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 -დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება):
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:
უცნობი სიხშირით: გაძლიერებული ოფლიანობა, წონის დაკარგვა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არახშირი: უძილობა ან ძილიანობა.
უცნობი სიხშირით: მომატებული გაღიზიანებადობა
დარღვევები გულის მხრივ:
უცნობი სიხშირით: ტაქიკარდია, პალპიტაცია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
უცნობი სიხშირით: არეტრიული წნევის სუსტად მომატება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:
უცნობი სიხშირით: დისპნოე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა არეში, დისპეფსია
არახშირი: ყაბზობა, დიარეა, ღებინება
უცნობი სიხშირით: ტკივილი მუცლის არეში, გემოს და მადის შეცვლა
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:
უცნობი სიხშირით: მიალგია
საერთო მოშლილობა და დარღვევები შეყვანის ადგილას:
უცნობი სიხშირით: ტკივილი გულმკერდის არეში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, მხედველობის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კლონური კრუნჩხვები, სუნთქვის ცენტრის დამბლა.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, თუ პაციენტი იმყოფება გონებაზე; ინფუზური მკურნალობა მარილოვანი ხსნარებით. მკრუნალობა - სიმპტომატური, კრუნჩხვებზე ზეგავლენის მომხდენი საშუალებების გამოყენებით, სუნთქვითი და გულ-სისხლძარღვთა დარღვევები. აუცილებელია სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა ჩვენებების მონიტორინგი.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს ციტიზინს (cytisine) 1,5 მგ (100% ფორმით)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია 6.1. პუნქტში
შენახვის პირობები
2 წელი
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დასაცავად, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
- 5. მონაცემები შეფუთვის შესახებ
20 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/პე/პვქ/ ალუმინის ბლისტერში.
5 ბლისტერი მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.
- 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდებისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
- გამოყენების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ქ. ილიენსკოის გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
- გამოყენების ნებართვის ნომერი
000326
- პირველი ნებართვის თარიღი/გამოყენების ნებართვის განახლება
- 4.2004/ 23.3.2009
- ტექსტის განახლების თარიღი
ოქტომბერი, 2023 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს.
ATC კოდი: N07BA04
მოქმედების მექანიზმი
ციტიზინი - ალკალოიდი, რომელიც გამოიყოფა მცენარისაგან Cytisus Laburnum.
აქვს ქიმიური სტრუქტურა, რომელიც არის ნიკოტინის და ლობელინის სტრუქტურის მსგავსი. სელექციურად და კომპეტეტურად უკავშირდება რეცეპტორებს, გააჩნია რა ნაწილობრივ აგონისტიკური აქტივობა ნიკოტინის აცეტილჰოლინის რეცეპტორების მიმართ და კერძოდ, მაღალი აფინებით α4β2 ქვეტიპისადმი. ამგვარად ხელს უშლის ნიკოტინის დაკავშირებას α4β2 რეცეპტორებთან და მისი უნარი ამ რეცეპტორების ატივირების საშუალებით მოახდინოს ცენტრალური მეზოლიმბური დოფამინური სისტემის სტიმულირება, რომელიც დაკავშირებულია ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მექანიზმებთან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ამ მოქმედების შედეგად, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სიმპტომები თანდათან მცირდება და ქრება. ციტიზინის სხვა ფარმაკოდინამიკური თვისებები: აღაგზნებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის განგლიებს, რეფლექტორულად აღაგზნებს სუნთქვას, იწვევს ადრენალინის გამოყოფას თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან, ზრდის არტერიულ წნევას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ციტიზინის წარმოადგენს ბევრად ნაკლები ტოქსიკურობას, ვიდრე ნიკოტინი.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ციტიზინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები გამოკვლეულია 36 ჯანმრთელ მოხალისეზე ერთჯერადი დოზის 1,5 მგ (ტაბექსის აპკისებრი გარსით დაფარული 1 ტაბლეტები) პერორალური გამოყენების შემდეგ.
შეწოვა
ციტიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი პერორალური მიღების შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 15,55 ηg/მლ მიიღწევა 0,92 სთ ფარგლებში.
განაწილება
არ არის მონაცემები ადამიანებში გავრცელების მოცულობის შესახებ.
თაგვებში ციტიზინის მაღალი პლაზმური კონცენტრაცია პერორალური და შიდავენური გამოყენების შემდეგ დგინდება ღვიძლში, თირკმელებში და თირკმელზედა ჯირკვალში. განაწილების მოცულობა (Vd) ბოცვრებში პერორალური და შიდავენური გამოყენების შემდეგ შეადგენს 6,21 ლ/კგ და შესაბამისად 1,02 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
ციტიზინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. გამოყენებული დოზის 64% გამოიდევნება უცვლელი სახით შარდთან ერთად 24 საათის ფარგლებში. ნახევგარგამოდევნის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 საათს. ორგანიზმში ციტიზინის შეკავების საშუალო დრო (MRT) შეადგენს დაახლოებით 6 საათს.
- 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
კლინიკამდელი მონაცემები არ აჩვენებს ადამიანებისთვის სპეციფიკურ რისკებს უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზის დროს ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კონვენციონალური კვლევების საფუძველზე.
ვირთხებში პრეპარატის ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა 30 და 90 დღის განამავლობაში აჩვენა კარგი რეზორბცია და ტოქსიკური მოქმედების არ არსებობა ჰემოპოეზზე და შიდა ორგანოებზე. თაგვებში პრეპარატის პერორალური გამოყენება 45 დღის განმავლობაში და ვირთხებში და ძაღლებში 180 დღის განმავლობაში არ გამოიწვია ჰემოპოეზის და შიდა ორგანოების ტოქსიკური ცვლილებები, ღვიძლის სხვადასხვა ხარისხის დისტროფული ცვლილებების გამოკლებით.
ციტიზინის (1 და 5 მგ/კგ) და ნიკოტინის (1 და 5 მგ/კგ) ერთჯერადი პერორალური დოზა არ იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილებას ან QT ინტერვალის გახანგძლივებას ზღვის გოჭებში.
ციტიზინს 1მგ/კგ და 5 მგ/კგ დოზებში გააჩნია კუჭის ლორწოვანის მიმართ უფრო კარგი უსაფრთხოების პროფილი ვიდრე ნიკოტინს იმავე დოზით ვირთხებში გამოყენებისას.
იზოლირებულ ჰეპატოციტებში ციტიზინის და ნიკოტინის ექვიმოლარულ კონცენტრაციებში გამოკვლევისას დგინდება, რომ ციტიზინი იწვევს მნიშვნელოვნად უფრო სუსტ ტოქსიკურობას ჰეპატოციტების და დეპლეციის GSH სიცოცხლისუნარიანობის მიმართ ნიკოტინთან შედარებით. ამასთან ციტიზინი აჩვენებს უფრო გამოხატულ ტოქსიკურ მოქმედებას ლიპიდების პეროქსიდაციის პროდუქტზე - MDA.
ციტიზინი (6,25-200 მკმ) აჩვენებს ძალიან დაბალ ნეფროტოქსიკურ პოტენციალს ადამიანის ემბრიონალური თირკმლის ეპითელიალურ უჯრედების in vitro კვლევების დროს ნიკოტინთან და სხვა ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან შედარებით.
5 დღის განმავლობაში ციტიზინის და ნიკოტინის გამოყენებისას ვირთხებში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმლის სისხლძარღვების კედლებზე ჯგუფში, სადაც ხდებოდა ნიკოტინის 5 მგ/კგ დოზის გამოყენება, მას მოსდევს ჯგუფები ნიკოტინის 1 მგ/კგ დოზით გამოყენებით, ციტიზინის 5 მგ/კგ დოზით და უმნიშვნელო ცვლილებები ცხოველთა ჯგუფში ციტიზინის 1 მგ/კგ დოზით გამოყენებით.
ციტიზინის, ნიკოტინის და კარგად ცნობილი გენოტოქსიკური ნივთიერებების (მიტომიცინი C და ციკლოფოსფამიდი) გენოტოქსიკურობის პოტენციალის შედარებითი კვლევა აჩვენებს, რომ ციტიზინი თერაპიულ დოზებში არ ავლენს კლასტოგენურ აქტივობას.
არ არსებობს მონაცემები ციტიზინის კანცეროგენული პოტენციალის შესახებ.
ციტიზინი 3 მგ/კგ და 4 მგ/კგ დოზებში არ იწვევს ემბრიოტოქსიკურს ეფექტს ვირთხებში. ქათმის ემბრიონებში ციტიზინის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ იწვევს ემბრიტოქსიკურ და ტერატოგენულ ეფექტს; მაღალ დოზებში, თუმცა, პრეპარატი ახდენს ემბრიოტოქსიკურ მოქმედებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პრეპარატის მოკლე დახასიათება
- სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ტაბექსი® 1,5 მგ აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები
TABEX ®1,5 mg film- coated tablets
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს ციტიზინს (cytisine) 1,5 მგ (100% ფორმით)
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი წარმოდგენილია 6.1. პუნქტში
- გამოშვების ფორმა
აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი.
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი კრემისფერი ტაბლეტები, დაფარული აპკისებრი გარსით, დიამეტრი 5,5 მმ, ერთი მხრიდან გრავირებით „S“.
- კლინიკური მონაცემები
- 1. თერაპიული ჩვენებები
ტაბექსი გამოიყენება ზრდასრულებში:
ქრონიკული ნიკოტინიზმის (ტაბაკიზმის) დროს;
როგორც დამხმარე საშუალება თამბაქოსთვის თავის დასანებებლად.
- 4. დოზირება და გამოყენების წესი
დოზირება
მოზრდილები
გამოიყენება შემდეგი სქემით:
1-3 დღე - თითო (1) ტაბლეტი ყოველ 2 საათში (6 ტაბლეტი დღეში). ამ დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება. თუ შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მკურნალობა წყდება და მისი გამეორება შესაძლებელია 2-3 თვის შემდეგ. კარგი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:
მე-4-დან მე-12 დღის ჩათვლით - 1 ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღეში);
მე-13-დან მე-16 დღის ჩათვლით - 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღეში);
მე-17-დან მე-20 დღის ჩათვლით - 1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში (3 ტაბლეტი დღეში);
21-დან 25 დღის ჩათვლით - 1 -2 ტაბლეტი დღეში.
პედიატრიული პოპულაცია და 65 წელს გადაცილებული პაციენტები
ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში და 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ტაბექსის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
გამოყენების წესი
მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით. თამბაქოს მოწევის საბოლოო შეწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მეხუთე დღეს. სამკურნალო კურსის დასრულების მერე პაციენტმა უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და არ უნდა მოსწიოს არცერთი ღერი სიგარეტი.
მკურნალობის ხანგრძლივობა (სქემის თანახმად)
- 3. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1. პუნქტში;
მიოკარდის მწვავე ინფაქტი;
არასტაბილური სტენოკარდია;
გულის არითმია;
ახლო წარსულში გადატანილი ცერებროვასკულარი ინციდენტი;
ათეროსკლეროზი;
მწვავე არტერიული ჰიპერტენზია;
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ციტიზინი ენიშნებათ მხოლოდ მწეველებს და ნიკოტინზე დამოკიდებულ პირებს, რომელთაც მიიღეს სერიოზული განზრახვა დაანებონ თავი მოწევას. პრეპარატით მკურნალობის და ერთდროულად მოწევის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინის გვერდითი მოვლენების გაძლიერება (ნიკოტინური ინტოქსიკაცია).
არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ციტიზინის გულის იშემიური დაავადების სხვა ფორმების, გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის, თავის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ჰიპერთირეოდიზმის, წყლულოვანი დაავადებების, დიაბეტის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობების მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში ციტიზინის გამოყენება ხდება მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
შიზოფრენიის ზოგიერთი ფორმის, თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინული სიმსივნის, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის მქონე პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოებაზე კვლევების არარსებობის გამო მისი გამოყენება ხდება რისკი/სარგებლის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.
აგრეთვე არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება 18 წლამდე ბავშვებში და 65 წელს ზემოთ ხანდაზმულებში ტაბექსის უსაფრთხო გამოყენების შესახებ, რის გამოც ამ ასაკობრივ ჯგუფებში არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება.
- 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
თამბაქოს მოწევის დროს აღინიშნება მომატებული CYP1A2 -ს აქტივობა. მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ამ იზოფერმენტის აქტივობა შეიძლება შემცირდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის მომატება, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2, მაგალითად, როგორც თეოფილინი, როპინიროლი, კლოზაპინი ან ოლანზაპინი. ამ შემთხევვებში შეიძლება გაძლიერდეს მათი გვერდითი მოვლენები, რადგანაც ამ სამკურნალო საშუალებებს გააჩნიათ დაბალი თერაპიული არეალი.
ტაბექსის ქოლინომიმეტიკებთან და ანტიქოლინესთერაზულ სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია ჰოლინომიმეტიკური გვერდითი მოვლენების მომატება.
ანტიჰიპერლიპიდემიურ სამკურნალო პრეპარატებთან (სტატინებთან) ერთად გამოყენება ზრდის მიალგიის გამოვლენის რისკს.
ტაბექსის ანტიჰიპერტენზიურ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტი.
- 6. ორსულობა და ძუძუთი კვება
ციტიზინი არ გამოიყენება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში.
- 7. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ტაბექსი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მანქანებთან მუშაობის უნარზე.
- 8. გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე
ჩატარებული კლინიკური გამოკვლევებით და პოსტმარკეტინგული დაკვირვებებით გამოვლენილია პრეპარატის კარგი ამტანობა. გამოვლენილი გვერდითი მოვლენები - სუსტად ან ზომიერად გამოხატული. მათი უმრავლესობა დასაწყისში ვლინდება და ქრება მკურნალობის მიმდინარეობისას. ხშირად ის დაკავშირებულია ნიკოტინზე დამოკიდებულებით და ვლინდება თავბრუსხვევით, თავის ტკივილით და უძილობით.
რადგანაც ციტიზინს გააჩნია ნიკოტინის სტრუქტურის მსგავსი სტრუქტურა და წარმოადგენს ნიკოტინის აცეტილჰოლინის რეცეპტორების ნაწილობრივ აგონისტს, შესაძლო არასასურველი ფარმაკოდინამიკური ეფექტები უმთავრესად გავლინდება ნიკოტინის ეფექტების სახით.
1389 სუბიექტის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების (N=2844) 6 პლაცებოში მიღებული იქნა ციტიზინი. ციტიზინის ჯგუფში ყველაზე ხშირად მიღებული გვერდითი მოვლენები იყო გასტროინტესტინალური სისტემა: ტკივილი მუცელში, დისპეფსია, პირის სიმშრალე, ღებინება, ყაბზობა, დიარეა. იყო ასევე გავრცელებული ნერვული სისტემა და ფსიქიკური მოშლილობა, ყველაზე ხშირად თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, აგრეთვე ძილიანობა და უძილობა. თუმცა სტატისტიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა ნერვული სისტემის გვერდით მოვლენებში არსებითი განსხვავებები ციტიზინის და პლაცებოს ჯგუფებს შორის (p=0,12).
ბ. გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი
გვერდითი მოვლენების სიხშირე ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000 -დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასების გაკეთება):
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ:
უცნობი სიხშირით: გაძლიერებული ოფლიანობა, წონის დაკარგვა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არახშირი: უძილობა ან ძილიანობა.
უცნობი სიხშირით: მომატებული გაღიზიანებადობა
დარღვევები გულის მხრივ:
უცნობი სიხშირით: ტაქიკარდია, პალპიტაცია.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ:
უცნობი სიხშირით: არეტრიული წნევის სუსტად მომატება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ:
უცნობი სიხშირით: დისპნოე
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: პირის სიმშრალე, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა არეში, დისპეფსია
არახშირი: ყაბზობა, დიარეა, ღებინება
უცნობი სიხშირით: ტკივილი მუცლის არეში, გემოს და მადის შეცვლა
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:
უცნობი სიხშირით: მიალგია
საერთო მოშლილობა და დარღვევები შეყვანის ადგილას:
უცნობი სიხშირით: ტკივილი გულმკერდის არეში.
- 9. ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ჭარბი ოფლიანობა, ტრემორი, მხედველობის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია, კლონური კრუნჩხვები, სუნთქვის ცენტრის დამბლა.
მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, თუ პაციენტი იმყოფება გონებაზე; ინფუზური მკურნალობა მარილოვანი ხსნარებით. მკრუნალობა - სიმპტომატური, კრუნჩხვებზე ზეგავლენის მომხდენი საშუალებების გამოყენებით, სუნთქვითი და გულ-სისხლძარღვთა დარღვევები. აუცილებელია სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა ჩვენებების მონიტორინგი.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს.
ATC კოდი: N07BA04
მოქმედების მექანიზმი
ციტიზინი - ალკალოიდი, რომელიც გამოიყოფა მცენარისაგან Cytisus Laburnum.
აქვს ქიმიური სტრუქტურა, რომელიც არის ნიკოტინის და ლობელინის სტრუქტურის მსგავსი. სელექციურად და კომპეტეტურად უკავშირდება რეცეპტორებს, გააჩნია რა ნაწილობრივ აგონისტიკური აქტივობა ნიკოტინის აცეტილჰოლინის რეცეპტორების მიმართ და კერძოდ, მაღალი აფინებით α4β2 ქვეტიპისადმი. ამგვარად ხელს უშლის ნიკოტინის დაკავშირებას α4β2 რეცეპტორებთან და მისი უნარი ამ რეცეპტორების ატივირების საშუალებით მოახდინოს ცენტრალური მეზოლიმბური დოფამინური სისტემის სტიმულირება, რომელიც დაკავშირებულია ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მექანიზმებთან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ამ მოქმედების შედეგად, ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სიმპტომები თანდათან მცირდება და ქრება. ციტიზინის სხვა ფარმაკოდინამიკური თვისებები: აღაგზნებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის განგლიებს, რეფლექტორულად აღაგზნებს სუნთქვას, იწვევს ადრენალინის გამოყოფას თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან, ზრდის არტერიულ წნევას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ციტიზინის წარმოადგენს ბევრად ნაკლები ტოქსიკურობას, ვიდრე ნიკოტინი.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ციტიზინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები გამოკვლეულია 36 ჯანმრთელ მოხალისეზე ერთჯერადი დოზის 1,5 მგ (ტაბექსის აპკისებრი გარსით დაფარული 1 ტაბლეტები) პერორალური გამოყენების შემდეგ.
შეწოვა
ციტიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი პერორალური მიღების შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 15,55 ηg/მლ მიიღწევა 0,92 სთ ფარგლებში.
განაწილება
არ არის მონაცემები ადამიანებში გავრცელების მოცულობის შესახებ.
თაგვებში ციტიზინის მაღალი პლაზმური კონცენტრაცია პერორალური და შიდავენური გამოყენების შემდეგ დგინდება ღვიძლში, თირკმელებში და თირკმელზედა ჯირკვალში. განაწილების მოცულობა (Vd) ბოცვრებში პერორალური და შიდავენური გამოყენების შემდეგ შეადგენს 6,21 ლ/კგ და შესაბამისად 1,02 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
ციტიზინი არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში. გამოყენებული დოზის 64% გამოიდევნება უცვლელი სახით შარდთან ერთად 24 საათის ფარგლებში. ნახევგარგამოდევნის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 საათს. ორგანიზმში ციტიზინის შეკავების საშუალო დრო (MRT) შეადგენს დაახლოებით 6 საათს.
- 3. კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
კლინიკამდელი მონაცემები არ აჩვენებს ადამიანებისთვის სპეციფიკურ რისკებს უსაფრთხოების, მრავალჯერადი დოზის დროს ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კონვენციონალური კვლევების საფუძველზე.
ვირთხებში პრეპარატის ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა 30 და 90 დღის განამავლობაში აჩვენა კარგი რეზორბცია და ტოქსიკური მოქმედების არ არსებობა ჰემოპოეზზე და შიდა ორგანოებზე. თაგვებში პრეპარატის პერორალური გამოყენება 45 დღის განმავლობაში და ვირთხებში და ძაღლებში 180 დღის განმავლობაში არ გამოიწვია ჰემოპოეზის და შიდა ორგანოების ტოქსიკური ცვლილებები, ღვიძლის სხვადასხვა ხარისხის დისტროფული ცვლილებების გამოკლებით.
ციტიზინის (1 და 5 მგ/კგ) და ნიკოტინის (1 და 5 მგ/კგ) ერთჯერადი პერორალური დოზა არ იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირის ცვლილებას ან QT ინტერვალის გახანგძლივებას ზღვის გოჭებში.
ციტიზინს 1მგ/კგ და 5 მგ/კგ დოზებში გააჩნია კუჭის ლორწოვანის მიმართ უფრო კარგი უსაფრთხოების პროფილი ვიდრე ნიკოტინს იმავე დოზით ვირთხებში გამოყენებისას.
იზოლირებულ ჰეპატოციტებში ციტიზინის და ნიკოტინის ექვიმოლარულ კონცენტრაციებში გამოკვლევისას დგინდება, რომ ციტიზინი იწვევს მნიშვნელოვნად უფრო სუსტ ტოქსიკურობას ჰეპატოციტების და დეპლეციის GSH სიცოცხლისუნარიანობის მიმართ ნიკოტინთან შედარებით. ამასთან ციტიზინი აჩვენებს უფრო გამოხატულ ტოქსიკურ მოქმედებას ლიპიდების პეროქსიდაციის პროდუქტზე - MDA.
ციტიზინი (6,25-200 მკმ) აჩვენებს ძალიან დაბალ ნეფროტოქსიკურ პოტენციალს ადამიანის ემბრიონალური თირკმლის ეპითელიალურ უჯრედების in vitro კვლევების დროს ნიკოტინთან და სხვა ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან შედარებით.
5 დღის განმავლობაში ციტიზინის და ნიკოტინის გამოყენებისას ვირთხებში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები თირკმლის სისხლძარღვების კედლებზე ჯგუფში, სადაც ხდებოდა ნიკოტინის 5 მგ/კგ დოზის გამოყენება, მას მოსდევს ჯგუფები ნიკოტინის 1 მგ/კგ დოზით გამოყენებით, ციტიზინის 5 მგ/კგ დოზით და უმნიშვნელო ცვლილებები ცხოველთა ჯგუფში ციტიზინის 1 მგ/კგ დოზით გამოყენებით.
ციტიზინის, ნიკოტინის და კარგად ცნობილი გენოტოქსიკური ნივთიერებების (მიტომიცინი C და ციკლოფოსფამიდი) გენოტოქსიკურობის პოტენციალის შედარებითი კვლევა აჩვენებს, რომ ციტიზინი თერაპიულ დოზებში არ ავლენს კლასტოგენურ აქტივობას.
არ არსებობს მონაცემები ციტიზინის კანცეროგენული პოტენციალის შესახებ.
ციტიზინი 3 მგ/კგ და 4 მგ/კგ დოზებში არ იწვევს ემბრიოტოქსიკურს ეფექტს ვირთხებში. ქათმის ემბრიონებში ციტიზინის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ იწვევს ემბრიტოქსიკურ და ტერატოგენულ ეფექტს; მაღალ დოზებში, თუმცა, პრეპარატი ახდენს ემბრიოტოქსიკურ მოქმედებას.
- ფარმაცევტული მონაცემები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ტაბლეტის ბირთვი: ცელულოზას ფხვნილი, კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი
მფარავი აპკისებრი გარსი: ოპადრაი II ყავისფერი 85 G 265001 (პოლივინილური ალკოჰოლი, ნაწილობრივ ჰიდროლიზირებული, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 4000, ტალკი, ლეციტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172) , რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი შავი (E172)).
- 2. შეუთავსებლობა
არ არის ცნობილი
- 3. ვარგისობის ვადა
2 წელი
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტენისგან დასაცავად, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
- 5. მონაცემები შეფუთვის შესახებ
20 აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტი მყარ, უფერო, გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/პე/პვქ/ ალუმინის ბლისტერში.
5 ბლისტერი მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.
- 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდებისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
- გამოყენების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ქ. ილიენსკოის გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
- გამოყენების ნებართვის ნომერი
000326
- პირველი ნებართვის თარიღი/გამოყენების ნებართვის განახლება
- 4.2004/ 23.3.2009
- ტექსტის განახლების თარიღი
ოქტომბერი, 2023 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


