ნიკიტაბსი
Nikitabs®
მოწევის შეწყვეტა და ნიკოტინისადმი მოთხოვნილების შემცირება მწეველებში, რომელთაც სურთ მოწევის შეწყვეტა. ნიკიტაბსის® მკურნალობის მიზანია ნიკოტინის შემცველი პროდუქტების სამუდამოდ შეწყვეტა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ციტიზინიკლინი (cytisinicline)
- ფორმა და შეფუთვა
- 1,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (5X20)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044412
- რეგისტრირებულია
- 2 დეკემბერი 2025, მოქმედებს 2 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნიკიტაბსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოწევის შეწყვეტა და ნიკოტინისადმი მოთხოვნილების შემცირება მწეველებში, რომელთაც სურთ მოწევის შეწყვეტა.
ნიკიტაბსის® მკურნალობის მიზანია ნიკოტინის შემცველი პროდუქტების სამუდამოდ შეწყვეტა.
მიღების წესი და დოზირება
ნიკიტაბსი® უნდა მიიღოთ პერორალურად შესაბამისი რაოდენობის წყალთან ერთად.
დოზირება
ნიკიტაბსის® ერთი შეფუთვა (100 ტაბლეტი) საკმარისია მკურნალობის სრული კურსისთვის.
თერაპიის ხანგრძლივობაა 25 დღე.
ნიკიტაბსი® უნდა მიიღოთ შემდეგი სქემის მიხედვით:
მკურნალობის დღეები
რეკომენდებული დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
1 - დან მე-3 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში
6 ტაბლეტი
4 - დან მე-12 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 2.5 საათში
5 ტაბლეტი
13 -დან მე-16 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში
4 ტაბლეტი
17 -დან მე-20 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში
3 ტაბლეტი
21 -დან 25-ე დღემდე
1-2 ტაბლეტი დღეში
2 ტაბლეტამდე
მოწევის საბოლოო შეწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მეხუთე დღეს. თერაპიის დასრულების შემდეგ, პაციენტი უნდა იყოს თავად მზად და საკუთარი ნებასურვილით აღარ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ მოსწიოს ერთი სიგარეტიც კი.
მოწევა უნდა შეწყდეს მკურნალობის დაწყებიდან არაუგვიანეს მეხუთე დღისა. მკურნალობის დროს მოწევა არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს გვერდითი მოვლენები (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“). თუ მკურნალობა უშედეგოა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და განახლდეს 2-3 თვის შემდეგ.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები (თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა)
ციტიზინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება პაციენტთა ამ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პოპულაცია
შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, ციტიზინის გამოყენება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ციტიზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პირებში დადგენილი არ არის.
ციტიზინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პირებში რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან პირველ ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
არასტაბილური სტენოკარდია
კლინიკურად მნიშვნელოვანი არითმიები
ბოლოდროინდელი ინსულტი
სიფრთხილის ზომები
ნიკიტაბსი® უნდა მიიღონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც სერიოზულად აპირებენ ნიკოტინის მოხმარებისგან თავის შეკავებას.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატის მოწევასთან ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინის გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
ნიკიტაბსი® სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული გულის იშემიური დაავადების, გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიის, ფეოქრომოციტომის, არტერიოსკლეროზის და სხვა პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის და შიზოფრენიის დროს.
მოწევის შეწყვეტა: თამბაქოს კვამლში არსებული პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები ახდენენ იმ მედიკამენტების მეტაბოლიზმს, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP 1A2-ით (და შესაძლოა ასევე CYP 1A1-ით). როდესაც მწეველი თავს ანებებს მოწევას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის შენელება და შემდგომში ასეთი პრეპარატების დონის მატება სისხლში. ამას პოტენციური კლინიკური მნიშვნელობა აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე პროდუქტებისთვის, მაგალითად, თეოფილინი, ტაკრინი, კლოზაპინი და როპინიროლი.
CYP1A2-ით ნაწილობრივ მეტაბოლიზებული სხვა პრეპარატების, როგორიცაა იმიპრამინი, ოლანზაპინი, კლომიპრამინი და ფლუვოქსამინი, პლაზმური კონცენტრაციები ასევე შეიძლება გაიზარდოს მოწევის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, მონაცემები არასაკმარისია და ამ ეფექტის პოტენციური კლინიკური მნიშვნელობა ამ პრეპარატებისთვის უცნობია. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ფლეკაინიდის და პენტაზოცინის მეტაბოლიზმი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მოწევით.
ნიკოტინის მოხსნის სიმპტომი შეიძლება იყოს დეპრესიული განწყობა, იშვიათად კი სუიციდური აზრები და თვითმკვლელობის მცდელობები. სამედიცინო პერსონალმა უნდა გაითვალისწინონ სერიოზული ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების პოტენციური განვითარება იმ პაციენტებში, რომლებიც ცდილობენ მოწევისთვის თავის დანებებას, მკურნალობის მიუხედავად.
ფსიქიკური დაავადების პრეისტორიული გამოცდილება: მოწევის შეწყვეტა, ფარმაკოთერაპიით ან მის გარეშე, დაკავშირებულია ფსიქიკური დაავადებების (მაგ., დეპრესიის) გამწვავებასთან.
სიფრთხილეა რეკომენდებული ფსიქიატრიული დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში და პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი კონსულტაცია.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
ნიკიტაბსის® მიღებისას რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში ციტიზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები არასაკმარისია. ნიკიტაბსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).
ძუძუთი კვება
ნიკიტაბსი® უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).
ფერტილობა
ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები
ნიკიტაბსის® მიღებისას რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“). სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიმღებმა ქალებმა ასევე უნდა გამოიყენონ დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნიკიტაბსი® არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევები და ციტიზინის შემცველი პროდუქტების გამოყენების წინა გამოცდილება მიუთითებს, რომ ციტიზინი კარგად აიტანება. პაციენტების წილი, რომლებმაც გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს მკურნალობა, მერყეობდა 6%-დან 15.5%-მდე და კონტროლირებად კვლევებში შედარებადი იყო პლაცებო ჯგუფის პაციენტების წილთან, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის იყო და ყველაზე ხშირად ვლინდებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. გვერდითი მოვლენების უმეტესობა თერაპიის დასაწყისში ვითარდებოდა და მკურნალობის განმავლობაში ქრება. ეს სიმპტომები შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს მოწევის შეწყვეტით და არა თავად პრეპარატით.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდითი რეაქცია სისტემ-ორგანული კლასისა და კლინიკურ კვლევებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (< 1/10), ხშირი (< 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (≥ 10,000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:
ძალიან ხშირი: მადის ცვლილება (ძირითადად მატება), წონის მატება
ნერვული სისტემის დარღვევები:
ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა, გაღიზიანება, განწყობის ცვალებადობა, შფოთვა, ძილის დარღვევები (უძილობა, ძილიანობა, ლეთარგია, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები), თავის ტკივილი
ხშირი: კონცენტრაციის დარღვევა
არახშირი: თავში სიმძიმის შეგრძნება, ლიბიდოს დაქვეითება
თვალის დარღვევები:
არახშირი: ცრემლდენა
გულის დარღვევები:
ძალიან ხშირი: ტაქიკარდია
ხშირი: გულისცემის შენელება
ვასკულარული დარღვევები:
ძალიან ხშირი: ჰიპერტენზია
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები:
არახშირი: ქოშინი, ნახველის გამოყოფის მომატება
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, დიარეა, გულისრევა, გემოს შეცვლა, გულძმარვა, ყაბზობა, ღებინება, მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით მუცლის ზედა ნაწილში)
ხშირი: მუცლის შებერილობა, ენის წვა
არახშირი: ჭარბი ნერწყვდენა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ძალიან ხშირი: გამონაყარი;
არახშირი: ოფლიანობა, კანის ელასტიურობის დაქვეითება.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:
ძალიან ხშირი: მიალგია.
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას:
ძალიან ხშირი: უღონობა
ხშირი: სისუსტე
არახშირი: დაღლილობა
კვლევები:
არახშირი: შრატში ტრანსამინაზების დონის მომატება.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ეს იძლევა პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ განახორციელონ ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება (დეტალები იხილეთ ქვემოთ).
არასასურველი ეფექტის შენიშვნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
წამლისმიერი ურთიერთქმედება:
ნიკიტაბსი® არ უნდა იქნას გამოყენებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად. მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ სხვა კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატის მოწევასთან ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან ერთად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ნიკოტინის გვერდითი მოვლენები (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ჰორმონალური კონტრაცეპტივები
ამჟამად უცნობია, შეუძლია თუ არა ნიკიტაბსს® შეამციროს სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. ამიტომ, სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების მომხმარებლებმა ქალებმა ასევე უნდა გამოიყენონ დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი.
ჭარბი დოზა
სისუსტე, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის ცვალებადობა, სუნთქვის დარღვევა, მხედველობის დარღვევა და კლონური კრუნჩხვები. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული ზომები, როგორც მწვავე მოწამვლის დროს; უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და დიურეზის კონტროლი უნდა მოხდეს ინტრავენური სითხეებითა და შარდმდენებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიეპილეფსიური პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ასტიმულირებენ სუნთქვას. აუცილებელია სუნთქვის, არტერიული წნევის და გულისცემის მონიტორინგი.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1.5 მგ ციტიზინს, უწყლო კალციუმის ფოსფატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, კოლოიდურ კაჟბადის დიოქსიდს, მიკროკრისტალურ ცელულოზას pH 102, მაგნიუმის სტეარატს და კანდურინის წითელ პრიალა ლაქს (კალიუმის ალუმინის სილიკატი და წითელი რკინის ოქსიდი E 172) საღებავის სახით.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვის ფორმა:
ნიკიტაბსი® 1.5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი; PVC-PE-PVDC /AI (100 ტაბლეტი / 5 ბლისტერი / 1 კოლოფი (20 ტაბლეტი / 1 ბლისტერი))
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ლიცენზიის მფლობელი:
NOBEL ILAÇ SANA YII ve TICARET A.S.
Inkilap Mah., დრ. ადნან ბუიუკდენიზის ქუჩა, No: 14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
ტელ: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
ათქ კოდი: N07BA04
ნიკიტაბსის გამოყენება საშუალებას იძლევა ნიკოტინზე დამოკიდებულების თანდათანობითი შემცირებისა აბსტინენციის სიმპტომების შემსუბუქების გზით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნიკიტაბსის® აქტიური ინგრედიენტია მცენარეული ალკალოიდი ციტიზინი (სხვა ნივთიერებებთან ერთად, გვხვდება Laburnum-ის გვარის თესლში), რომელსაც ნიკოტინის მსგავსი ქიმიური სტრუქტურა აქვს. ის მოქმედებს აცეტილქოლინ-ნიკოტინურ რეცეპტორებზე. ციტიზინის ეფექტი ნიკოტინის ეფექტის მსგავსია, მაგრამ ზოგადად უფრო სუსტია. ციტიზინი კონკურენციას უწევს ნიკოტინს იმავე რეცეპტორებისთვის და თანდათან ცვლის ნიკოტინს მისი უფრო ძლიერი შეკავშირების გამო. მას აქვს ნიკოტინის რეცეპტორების, ძირითადად α4β2 ქვეტიპის (ის მათი ნაწილობრივი აგონისტია) სტიმულირების უფრო დაბალი უნარი და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნიკოტინთან შედარებით ნაკლებად ეფექტურად აღწევს. ითვლება, რომ ციტიზინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოქმედებს ნიკოტინზე დამოკიდებულებისა და ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლების მექანიზმზე. ის ხელს უშლის მეზოლიმბური დოფამინის სისტემის ნიკოტინდამოკიდებულ სრულ აქტივაციას და ზომიერად ზრდის დოფამინის დონეს ტვინში, რითაც ამსუბუქებს ნიკოტინის მოხსნის ცენტრალურ სიმპტომებს. პერიფერიულ ნერვულ სისტემაში ციტიზინი ასტიმულირებს და აინფიცირებს ნერვული სისტემის ვეგეტატიურ განგლიებს, იწვევს სუნთქვის რეფლექსურ სტიმულაციას და კატექოლამინების სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ბირთვიდან, ზრდის არტერიულ წნევას და ხელს უშლის ნიკოტინის მოხსნის სინდრომის პერიფერიულ სიმპტომებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა
ციტიზინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შემოწმდა 1.5 მგ ციტიზინის ფორმულირების ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ 36 ჯანმრთელ მოხალისეში. პერორალური მიღების შემდეგ, ციტიზინი სწრაფად შეიწოვებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 15.55 ნგ/მლ მიღწეული იქნა საშუალოდ 0.92 საათის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ციტიზინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდებოდა.
ელიმინაცია
დოზის 64% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში 24 საათის განმავლობაში. პლაზმაში საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 4 საათი იყო. ორგანიზმში შენარჩუნების საშუალო დრო (MRT-The mean residence time) იყო დაახლოებით 6 საათი.
არ არსებობს მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ და საკვების გავლენა ციტოზინის ზემოქმედებაზე უცნობია.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ნიკიტაბსი®
შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1.5 მგ ციტიზინს, უწყლო კალციუმის ფოსფატს, ნატრიუმის კროსკარმელოზას, კოლოიდურ კაჟბადის დიოქსიდს, მიკროკრისტალურ ცელულოზას pH 102, მაგნიუმის სტეარატს და კანდურინის წითელ პრიალა ლაქს (კალიუმის ალუმინის სილიკატი და წითელი რკინის ოქსიდი E 172) საღებავის სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
ათქ კოდი: N07BA04
ნიკიტაბსის გამოყენება საშუალებას იძლევა ნიკოტინზე დამოკიდებულების თანდათანობითი შემცირებისა აბსტინენციის სიმპტომების შემსუბუქების გზით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ნიკიტაბსის® აქტიური ინგრედიენტია მცენარეული ალკალოიდი ციტიზინი (სხვა ნივთიერებებთან ერთად, გვხვდება Laburnum-ის გვარის თესლში), რომელსაც ნიკოტინის მსგავსი ქიმიური სტრუქტურა აქვს. ის მოქმედებს აცეტილქოლინ-ნიკოტინურ რეცეპტორებზე. ციტიზინის ეფექტი ნიკოტინის ეფექტის მსგავსია, მაგრამ ზოგადად უფრო სუსტია. ციტიზინი კონკურენციას უწევს ნიკოტინს იმავე რეცეპტორებისთვის და თანდათან ცვლის ნიკოტინს მისი უფრო ძლიერი შეკავშირების გამო. მას აქვს ნიკოტინის რეცეპტორების, ძირითადად α4β2 ქვეტიპის (ის მათი ნაწილობრივი აგონისტია) სტიმულირების უფრო დაბალი უნარი და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნიკოტინთან შედარებით ნაკლებად ეფექტურად აღწევს. ითვლება, რომ ციტიზინი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოქმედებს ნიკოტინზე დამოკიდებულებისა და ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლების მექანიზმზე. ის ხელს უშლის მეზოლიმბური დოფამინის სისტემის ნიკოტინდამოკიდებულ სრულ აქტივაციას და ზომიერად ზრდის დოფამინის დონეს ტვინში, რითაც ამსუბუქებს ნიკოტინის მოხსნის ცენტრალურ სიმპტომებს. პერიფერიულ ნერვულ სისტემაში ციტიზინი ასტიმულირებს და აინფიცირებს ნერვული სისტემის ვეგეტატიურ განგლიებს, იწვევს სუნთქვის რეფლექსურ სტიმულაციას და კატექოლამინების სეკრეციას თირკმელზედა ჯირკვლის ბირთვიდან, ზრდის არტერიულ წნევას და ხელს უშლის ნიკოტინის მოხსნის სინდრომის პერიფერიულ სიმპტომებს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა
ციტიზინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები შემოწმდა 1.5 მგ ციტიზინის ფორმულირების ერთჯერადი პერორალური დოზის შემდეგ 36 ჯანმრთელ მოხალისეში. პერორალური მიღების შემდეგ, ციტიზინი სწრაფად შეიწოვებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 15.55 ნგ/მლ მიღწეული იქნა საშუალოდ 0.92 საათის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ციტიზინი უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდებოდა.
ელიმინაცია
დოზის 64% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში 24 საათის განმავლობაში. პლაზმაში საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) დაახლოებით 4 საათი იყო. ორგანიზმში შენარჩუნების საშუალო დრო (MRT-The mean residence time) იყო დაახლოებით 6 საათი.
არ არსებობს მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ და საკვების გავლენა ციტოზინის ზემოქმედებაზე უცნობია.
ჩვენებები
მოწევის შეწყვეტა და ნიკოტინისადმი მოთხოვნილების შემცირება მწეველებში, რომელთაც სურთ მოწევის შეწყვეტა.
ნიკიტაბსის® მკურნალობის მიზანია ნიკოტინის შემცველი პროდუქტების სამუდამოდ შეწყვეტა.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან პირველ ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
ბოლო დროს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
არასტაბილური სტენოკარდია
კლინიკურად მნიშვნელოვანი არითმიები
ბოლოდროინდელი ინსულტი
ორსულობა
ძუძუთი კვება
გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:
ნიკიტაბსი® უნდა მიიღონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც სერიოზულად აპირებენ ნიკოტინის მოხმარებისგან თავის შეკავებას.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატის მოწევასთან ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინის გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
ნიკიტაბსი® სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული გულის იშემიური დაავადების, გულის უკმარისობის, ჰიპერტენზიის, ფეოქრომოციტომის, არტერიოსკლეროზის და სხვა პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის და შიზოფრენიის დროს.
მოწევის შეწყვეტა: თამბაქოს კვამლში არსებული პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები ახდენენ იმ მედიკამენტების მეტაბოლიზმს, რომლებიც მეტაბოლიზირდებიან CYP 1A2-ით (და შესაძლოა ასევე CYP 1A1-ით). როდესაც მწეველი თავს ანებებს მოწევას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის შენელება და შემდგომში ასეთი პრეპარატების დონის მატება სისხლში. ამას პოტენციური კლინიკური მნიშვნელობა აქვს ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე პროდუქტებისთვის, მაგალითად, თეოფილინი, ტაკრინი, კლოზაპინი და როპინიროლი.
CYP1A2-ით ნაწილობრივ მეტაბოლიზებული სხვა პრეპარატების, როგორიცაა იმიპრამინი, ოლანზაპინი, კლომიპრამინი და ფლუვოქსამინი, პლაზმური კონცენტრაციები ასევე შეიძლება გაიზარდოს მოწევის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, მონაცემები არასაკმარისია და ამ ეფექტის პოტენციური კლინიკური მნიშვნელობა ამ პრეპარატებისთვის უცნობია. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ფლეკაინიდის და პენტაზოცინის მეტაბოლიზმი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მოწევით.
ნიკოტინის მოხსნის სიმპტომი შეიძლება იყოს დეპრესიული განწყობა, იშვიათად კი სუიციდური აზრები და თვითმკვლელობის მცდელობები. სამედიცინო პერსონალმა უნდა გაითვალისწინონ სერიოზული ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების პოტენციური განვითარება იმ პაციენტებში, რომლებიც ცდილობენ მოწევისთვის თავის დანებებას, მკურნალობის მიუხედავად.
ფსიქიკური დაავადების პრეისტორიული გამოცდილება: მოწევის შეწყვეტა, ფარმაკოთერაპიით ან მის გარეშე, დაკავშირებულია ფსიქიკური დაავადებების (მაგ., დეპრესიის) გამწვავებასთან.
სიფრთხილეა რეკომენდებული ფსიქიატრიული დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში და პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი კონსულტაცია.
რეპროდუქციული ასაკის ქალები
ნიკიტაბსის® მიღებისას რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა
ორსულ ქალებში ციტიზინის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან შეზღუდულია.
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევები არასაკმარისია. ნიკიტაბსი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).
ძუძუთი კვება
ნიკიტაბსი® უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს (იხილეთ ნაწილი „უკუჩვენებები“).
ფერტილობა
ფერტილობაზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალები
ნიკიტაბსის® მიღებისას რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ მაღალეფექტური კონტრაცეფცია (იხილეთ ნაწილი „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“). სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიმღებმა ქალებმა ასევე უნდა გამოიყენონ დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ნიკიტაბსი® არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი ეფექტები/არასასურველი მოვლენები:
კლინიკური კვლევები და ციტიზინის შემცველი პროდუქტების გამოყენების წინა გამოცდილება მიუთითებს, რომ ციტიზინი კარგად აიტანება. პაციენტების წილი, რომლებმაც გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს მკურნალობა, მერყეობდა 6%-დან 15.5%-მდე და კონტროლირებად კვლევებში შედარებადი იყო პლაცებო ჯგუფის პაციენტების წილთან, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის იყო და ყველაზე ხშირად ვლინდებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. გვერდითი მოვლენების უმეტესობა თერაპიის დასაწყისში ვითარდებოდა და მკურნალობის განმავლობაში ქრება. ეს სიმპტომები შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს მოწევის შეწყვეტით და არა თავად პრეპარატით.
ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა გვერდითი რეაქცია სისტემ-ორგანული კლასისა და კლინიკურ კვლევებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (< 1/10), ხშირი (< 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან < 1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (≥ 10,000), უცნობი (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია).
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები:
ძალიან ხშირი: მადის ცვლილება (ძირითადად მატება), წონის მატება
ნერვული სისტემის დარღვევები:
ძალიან ხშირი: თავბრუსხვევა, გაღიზიანება, განწყობის ცვალებადობა, შფოთვა, ძილის დარღვევები (უძილობა, ძილიანობა, ლეთარგია, უჩვეულო სიზმრები, კოშმარები), თავის ტკივილი
ხშირი: კონცენტრაციის დარღვევა
არახშირი: თავში სიმძიმის შეგრძნება, ლიბიდოს დაქვეითება
თვალის დარღვევები:
არახშირი: ცრემლდენა
გულის დარღვევები:
ძალიან ხშირი: ტაქიკარდია
ხშირი: გულისცემის შენელება
ვასკულარული დარღვევები:
ძალიან ხშირი: ჰიპერტენზია
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები:
არახშირი: ქოშინი, ნახველის გამოყოფის მომატება
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ძალიან ხშირი: პირის სიმშრალე, დიარეა, გულისრევა, გემოს შეცვლა, გულძმარვა, ყაბზობა, ღებინება, მუცლის ტკივილი (განსაკუთრებით მუცლის ზედა ნაწილში)
ხშირი: მუცლის შებერილობა, ენის წვა
არახშირი: ჭარბი ნერწყვდენა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ძალიან ხშირი: გამონაყარი;
არახშირი: ოფლიანობა, კანის ელასტიურობის დაქვეითება.
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები:
ძალიან ხშირი: მიალგია.
ზოგადი დარღვევები და გართულებები შეყვანის ადგილას:
ძალიან ხშირი: უღონობა
ხშირი: სისუსტე
არახშირი: დაღლილობა
კვლევები:
არახშირი: შრატში ტრანსამინაზების დონის მომატება.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ეს იძლევა პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ განახორციელონ ყველა საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება (დეტალები იხილეთ ქვემოთ).
არასასურველი ეფექტის შენიშვნის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
წამლისმიერი ურთიერთქმედება:
ნიკიტაბსი® არ უნდა იქნას გამოყენებული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად. მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედების შესახებ სხვა კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატის მოწევასთან ან ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან ერთად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ნიკოტინის გვერდითი მოვლენები (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).
ჰორმონალური კონტრაცეპტივები
ამჟამად უცნობია, შეუძლია თუ არა ნიკიტაბსს® შეამციროს სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების ეფექტურობა. ამიტომ, სისტემური მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივების მომხმარებლებმა ქალებმა ასევე უნდა გამოიყენონ დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი.
დოზირება და გამოყენების წესი:
მიღების წესი:
ნიკიტაბსი® უნდა მიიღოთ პერორალურად შესაბამისი რაოდენობის წყალთან ერთად.
დოზირება
ნიკიტაბსის® ერთი შეფუთვა (100 ტაბლეტი) საკმარისია მკურნალობის სრული კურსისთვის.
თერაპიის ხანგრძლივობაა 25 დღე.
ნიკიტაბსი® უნდა მიიღოთ შემდეგი სქემის მიხედვით:
მკურნალობის დღეები
რეკომენდებული დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
1 - დან მე-3 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში
6 ტაბლეტი
4 - დან მე-12 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 2.5 საათში
5 ტაბლეტი
13 -დან მე-16 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში
4 ტაბლეტი
17 -დან მე-20 დღემდე
1 ტაბლეტი ყოველ 5 საათში
3 ტაბლეტი
21 -დან 25-ე დღემდე
1-2 ტაბლეტი დღეში
2 ტაბლეტამდე
მოწევის საბოლოო შეწყვეტა უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან მეხუთე დღეს. თერაპიის დასრულების შემდეგ, პაციენტი უნდა იყოს თავად მზად და საკუთარი ნებასურვილით აღარ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ მოსწიოს ერთი სიგარეტიც კი.
მოწევა უნდა შეწყდეს მკურნალობის დაწყებიდან არაუგვიანეს მეხუთე დღისა. მკურნალობის დროს მოწევა არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს გვერდითი მოვლენები (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“). თუ მკურნალობა უშედეგოა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და განახლდეს 2-3 თვის შემდეგ.
პაციენტთა სპეციალური ჯგუფები (თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა)
ციტიზინის გამოყენების კლინიკური გამოცდილება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არსებობს. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება პაციენტთა ამ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პოპულაცია
შეზღუდული კლინიკური გამოცდილების გამო, ციტიზინის გამოყენება 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ციტიზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პირებში დადგენილი არ არის.
ციტიზინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პირებში რეკომენდებული არ არის.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ნიკოტინით ინტოქსიკაციის სიმპტომები. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია: სისუსტე, გულისრევა, ღებინება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის ცვალებადობა, სუნთქვის დარღვევა, მხედველობის დარღვევა და კლონური კრუნჩხვები. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში, უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული ზომები, როგორც მწვავე მოწამვლის დროს; უნდა ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა და დიურეზის კონტროლი უნდა მოხდეს ინტრავენური სითხეებითა და შარდმდენებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას ანტიეპილეფსიური პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ასტიმულირებენ სუნთქვას. აუცილებელია სუნთქვის, არტერიული წნევის და გულისცემის მონიტორინგი.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეფუთვის ფორმა:
ნიკიტაბსი® 1.5 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი; PVC-PE-PVDC /AI (100 ტაბლეტი / 5 ბლისტერი / 1 კოლოფი (20 ტაბლეტი / 1 ბლისტერი))
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ლიცენზიის მფლობელი:
NOBEL ILAÇ SANA YII ve TICARET A.S.
Inkilap Mah., დრ. ადნან ბუიუკდენიზის ქუჩა, No: 14
34768 უმრანიე / სტამბოლი / თურქეთი
ტელ: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


