სულფარგინი
Sulfargin®
- დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობების დამატებითი პროფილაქტიკა და მკურნალობა; - კანის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების დამატებითი მკურნალობა; - კანის გადანერგილი ინფიცირებული უბნების და ფართო დაბეჟილობების დამატებითი პროფილაქტიკა. 2. რა უნდა ვიცოდეთ სულფარგინის გამოყენებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სულფადიაზინი (sulfadiazine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/გ 50გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბი №1
- მწარმოებელი
- Tallinna Farmaatsiatehase AS, ესტონეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის, სულფონამიდები
- ATC კოდი
- D06BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044618
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2026, მოქმედებს 16 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გრინდეკსი წარმომადგენლობა (ფილიალი)“
სულფარგინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობების დამატებითი პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კანის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების დამატებითი მკურნალობა;
- კანის გადანერგილი ინფიცირებული უბნების და ფართო დაბეჟილობების დამატებითი პროფილაქტიკა.
- რა უნდა ვიცოდეთ სულფარგინის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამკურნალწამლო საშუალება ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა აგიხსნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
პირველი გამოყენებისას, ტუბის გასახსნელად, კონუსური მოწყობილობის მეშვეობით გახვრიტეთ ტუბის ყელზე ხრახნიანი ბუშონის მემბრანა.
კანის ზედაპირის გაწმენდის შემდეგ, მალამო თხელი ფენით (2-4 მმ) წაისვით დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, სტერილური სახვევის ქვეშ ან ღია წესით. მალამო შეიძლება ასევე წაუსვათ სტერილურ სახვევზე, რომელიც იდება დაზიანებულ ზედაპირზე.
სულფარგინის გამოყენება უმტკივნეულოა, მალამო არ სვრის ტანსაცმელს და თეთრეულს.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 300 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და მკურნალობის ეფექტურობაზე, და ზოგადად 3 კვირამდე გრძელდება. სამკურნალწამლო საშუალების დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინიშნება ექიმის მიერ.
თუ ექიმმა სხვა დოზა დანიშნა, უნდა მიჰყვეთ ექიმის მითითებებს.
თუ გრძნობთ, რომ სულფარგინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
სულფარგინი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის! არ გადაყლაპოთ!
გამოყენება ბავშვებში
სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლ ბავშვებსა და ახალშობილებში პირველი 3 თვის განმავლობაში (იხ. - არ გამოიყენოთ სულფარგინი ).
თუ თქვენ გამოიყენეთ სულფარგინის მითითებულზე მეტი რაოდენობა
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს კონსულტაციის მისაღებად.
დამწვრობის ფართო ზედაპირების გრძელვადიანი მკურნალობისას, სისხლის პლაზმაში შეიძლება წარმოიქმნას სულფანალამიდების ისეთი კონცენტრაციები, რომლებიც შეიძლება შედარებულ იქნას სისტემური მკურნალობის დროს წარმოქმნილ კონცენტრაციებს; ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც სულფანილამიდების სისტემური გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4).
მკურნალობა სიმპტომურია.
თუ ბავშვმა სულფარგინი შემთხვევით გადაყლაპა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმთან თან გაიყოლეთ სამკურნალწამლო საშუალების შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ სულფარგინის გამოყენება
რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ იგი. თუ მორიგი გამოყენების დრო დადგა, გამოიყენეთ დადგენილი რაოდენობა და გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ გამოყენება. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, თუ გამოტოვებულია წინა დოზა.
უკუჩვენებები
- ხართ ალერგიული ვერცხლის სულფადიაზინის ან სხვა სულფანილამიდების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ნივთიერებათა ცვლის ცნობილი დაავადება - ნახშირწყლოვანი ცვლის ფერმენტის გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ფართო ზედაპირებზე გამოყენებისას შესაძლოა სისხლის წითელი უჯრედების დაშლა, ანუ ჰემოლიზი);
- თუ ხართ ორსულად და ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება (ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო):
- დღენაკლ ბავშვებში;
- 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.
სულფარგინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ და დამწვრობის სველი ჭრილობების სამკურნალოდ.
სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე.
სიფრთხილის ზომები
მალამოს გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს:
- თუ გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა;
- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანსა და ნერვულ სისტემას);
ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, სულფარგინის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია.
ბავშვები
ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო, სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლ ბავშვებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში (იხ. - არ გამოიყენოთ სულფარგინი).
სხვა სამკურნალწამლო საშუალებები და სულფარგინი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახან გამოიყენეთ ან აპირებთ რაიმე სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებას.
ვერცხლის სულფადიაზინს შეუძლია ადგილობრივად გამოყენებული პროტეოლიზური ფერმენტების ინაქტივაცია მოახდინოს, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს (იხ. - არ გამოიყენოთ სულფარგინი).
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სულფარგინი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E 216), ცეტოსტეარილის სპირტს და პროპილენგლიკოლს.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 216) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (აგრეთვე დაყოვნებული ტიპის), ცალკეულ შემთხვევაში ასევე ბრონქოსპაზმი.
ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ამ სამკურნალწამლო პრეპარატის შეფუთვა შეიცავს ლატექსს. შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.
გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალწამლო საშუალების მსგავსად, ამ სამკურნალწამლო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი შეიძლება ყველას არ გამოუვლინდეს.
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:
ხშირად (10 პაციენტში ერთზე ნაკლებს)
- გულისრევა, ღებინება;
- ფაღარათი;
- გლოსიტი (ენის ანთება).
იშვიათად (1000 პაციენტში ერთზე ნაკლებს)
- ალერგიული რეაქციები;
- ღვიძლის დაზიანება;
- თავის ტკივილი;
- კრუნჩხვითი სპაზმები;
- კრისტალურია (შარდში მოქმედი ნივთიერების კრისტალების არსებობა);
- თირკმლის დაზიანება;
- კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება, ქავილი, სიწითლე);
- ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (ეოზინოფილების სიჭარბე). იმისათვის, რომ რაც შეიძლება ადრე დადგინდეს მიღებული ცვლილებები, უნდა გაკონტროლდეს სისხლის მაჩვენებლები;
- არგირია - ქსოვილებში ვერცხლის დაგროვების შედეგად კანმა შეიძლება ოდნავ მონაცრისფრო შეფერილობა მიიღოს. როგორც წესი, ჩნდება ხანგრძლივი მკურნალობის ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას.
ძალიან იშვიათად (10 000 პაციენტში ერთზე ნაკლებს)
- ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება (ხანმოკლე წვის შეგრძნება, ტკივილი), რომელიც ქრება 5-10 წუთის შემდეგ.
უცნობია (სიხშირე ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
- სახსრების ტკივილი;
- ცნობიერების დაბინდვა.
შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია (იხ. ნაწილი - გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად. ეს შეიძლება ასევე იყოს ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში.
თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ www.ravimiamet.ee მეშვეობით. თქვენი შეტყობინება გვეხმარება სამკურნალწამლო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
- მოქმედი ნივთიერება: ვერცხლის სულფადიაზინი. 1 გ მალამო შეიცავს 10 მგ ვერცხლის სულფადიაზინს.
- სხვა კომპონენტები: ვაზელინის ზეთი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცერილის მონოსტეარატი 40-55, პოლისორბატი 80, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), გასუფთავებული წყალი.
სულფარგინის გარეგანი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
სულფარგინი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო, სპეციფიური სუნით.
ალუმინის ტუბში მოთავსებული 50 გ მალამო ან პლასტმასის ქილაში მოთავსებული 500 გ მალამო. მუყაოს კოლოფშია მოთავსებული ტუბი ან პლასტმასის ქილა.
შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა სახის შეფუთვა.
გაყიდვების ნებართვის მფლობელი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქ. №53
რიგა, LV-1057
ლატვია
ტელ.: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
მწარმოებლები
Tallinna Farmaatsiatehase AS
ტონდი 33
11316 ტალინი
ესტონეთი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქ. №53
რიგა, LV-1057
ლატვია
თუ ამ სამკურნალწამლო საშუალებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, დაუკავშირდით გაყიდვების ნებართვის მფლობელს (იხ. ზემოთ) ან გაყიდვების ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სს გრინდეკსის ფილიალი ესტონეთში
ტონდი 33
11316 ტალინი
ტელ.: +372 6120224
საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2023 წლის მაისში.
შენახვის პირობები
სამკურნალწამლო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ სამკურნალწამლო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადაში მითითებულია თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
მჭიდროდ დახურული პლასტმასის ქილები (500 გ) შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გადააგდოთ სამკურნალწამლო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ ხდება იმ წამლების განადგურება, რომლებსაც უკვე არ ვიყენეთ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
(რეცეპტით*)
სულფარგინი, 10 მგ/გ მალამო
ვერცხლის სულფადიაზინი
სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.
- შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რათა საჭიროების შემთხვევაში კვლავ წაიკითხოთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
- სამკურნალწამლო საშუალება დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს მაშინაც კი, თუ მათ დაავადების მსგავსი სიმპტომები აქვთ.
- რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
საინფორმაციო ფურცელი-ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალება სულფარგინი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა ვიცოდეთ სულფარგინის გამოყენებამდე
- როგორ გამოვიყენოთ სულფარგინი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ სულფარგინი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რას არის სამკურნალწამლო საშუალება სულფარგინი და რისთვის გამოიყენება იგი
სულფარგინი არის ანტიმიკრობული მოქმედების მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გამოყენების ჩვენებები:
- დამწვრობის ინფიცირებული ჭრილობების დამატებითი პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კანის ინფიცირებული წყლულების და ნაწოლების დამატებითი მკურნალობა;
- კანის გადანერგილი ინფიცირებული უბნების და ფართო დაბეჟილობების დამატებითი პროფილაქტიკა.
- რა უნდა ვიცოდეთ სულფარგინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სულფარგინი, თუ:
- ხართ ალერგიული ვერცხლის სულფადიაზინის ან სხვა სულფანილამიდების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ნივთიერებათა ცვლის ცნობილი დაავადება - ნახშირწყლოვანი ცვლის ფერმენტის გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი (ფართო ზედაპირებზე გამოყენებისას შესაძლოა სისხლის წითელი უჯრედების დაშლა, ანუ ჰემოლიზი);
- თუ ხართ ორსულად და ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება (ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო):
- დღენაკლ ბავშვებში;
- 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.
სულფარგინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ და დამწვრობის სველი ჭრილობების სამკურნალოდ.
სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მალამოს გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს:
- თუ გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა;
- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც აზიანებს კანსა და ნერვულ სისტემას);
ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, სულფარგინის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია.
ბავშვები
ბირთვული სიყვითლის განვითარების საშიშროების გამო, სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლ ბავშვებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში (იხ. - არ გამოიყენოთ სულფარგინი).
სხვა სამკურნალწამლო საშუალებები და სულფარგინი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ახლახან გამოიყენეთ ან აპირებთ რაიმე სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენებას.
ვერცხლის სულფადიაზინს შეუძლია ადგილობრივად გამოყენებული პროტეოლიზური ფერმენტების ინაქტივაცია მოახდინოს, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ შეიძლება სულფარგინის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს (იხ. - არ გამოიყენოთ სულფარგინი).
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
ავტომობილის მართვა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა
ავტომობილის მართვისა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენას არ ახდენს.
სულფარგინი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E 218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს (E 216), ცეტოსტეარილის სპირტს და პროპილენგლიკოლს.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 218) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატმა (E 216) შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (აგრეთვე დაყოვნებული ტიპის), ცალკეულ შემთხვევაში ასევე ბრონქოსპაზმი.
ცეტოსტეარილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).
პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
ამ სამკურნალწამლო პრეპარატის შეფუთვა შეიცავს ლატექსს. შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.
- როგორ გამოვიყენოთ სულფარგინი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს სამკურნალწამლო საშუალება ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა აგიხსნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
პირველი გამოყენებისას, ტუბის გასახსნელად, კონუსური მოწყობილობის მეშვეობით გახვრიტეთ ტუბის ყელზე ხრახნიანი ბუშონის მემბრანა.
კანის ზედაპირის გაწმენდის შემდეგ, მალამო თხელი ფენით (2-4 მმ) წაისვით დაზიანებულ ზედაპირზე 1-2-ჯერ დღეში, სტერილური სახვევის ქვეშ ან ღია წესით. მალამო შეიძლება ასევე წაუსვათ სტერილურ სახვევზე, რომელიც იდება დაზიანებულ ზედაპირზე.
სულფარგინის გამოყენება უმტკივნეულოა, მალამო არ სვრის ტანსაცმელს და თეთრეულს.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა - 300 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და მკურნალობის ეფექტურობაზე, და ზოგადად 3 კვირამდე გრძელდება. სამკურნალწამლო საშუალების დოზა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინიშნება ექიმის მიერ.
თუ ექიმმა სხვა დოზა დანიშნა, უნდა მიჰყვეთ ექიმის მითითებებს.
თუ გრძნობთ, რომ სულფარგინის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად.
სულფარგინი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისათვის! არ გადაყლაპოთ!
გამოყენება ბავშვებში
სულფარგინის გამოყენება არ შეიძლება დღენაკლ ბავშვებსა და ახალშობილებში პირველი 3 თვის განმავლობაში (იხ. - არ გამოიყენოთ სულფარგინი ).
თუ თქვენ გამოიყენეთ სულფარგინის მითითებულზე მეტი რაოდენობა
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს კონსულტაციის მისაღებად.
დამწვრობის ფართო ზედაპირების გრძელვადიანი მკურნალობისას, სისხლის პლაზმაში შეიძლება წარმოიქმნას სულფანალამიდების ისეთი კონცენტრაციები, რომლებიც შეიძლება შედარებულ იქნას სისტემური მკურნალობის დროს წარმოქმნილ კონცენტრაციებს; ამიტომ შეიძლება გამოვლინდეს იგივე გვერდითი მოვლენები, რაც სულფანილამიდების სისტემური გამოყენებისას (იხ. ნაწილი 4).
მკურნალობა სიმპტომურია.
თუ ბავშვმა სულფარგინი შემთხვევით გადაყლაპა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმთან თან გაიყოლეთ სამკურნალწამლო საშუალების შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ სულფარგინის გამოყენება
რაც შეიძლება მალე გამოიყენეთ იგი. თუ მორიგი გამოყენების დრო დადგა, გამოიყენეთ დადგენილი რაოდენობა და გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ გამოყენება. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, თუ გამოტოვებულია წინა დოზა.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალწამლო საშუალების მსგავსად, ამ სამკურნალწამლო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი შეიძლება ყველას არ გამოუვლინდეს.
შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:
ხშირად (10 პაციენტში ერთზე ნაკლებს)
- გულისრევა, ღებინება;
- ფაღარათი;
- გლოსიტი (ენის ანთება).
იშვიათად (1000 პაციენტში ერთზე ნაკლებს)
- ალერგიული რეაქციები;
- ღვიძლის დაზიანება;
- თავის ტკივილი;
- კრუნჩხვითი სპაზმები;
- კრისტალურია (შარდში მოქმედი ნივთიერების კრისტალების არსებობა);
- თირკმლის დაზიანება;
- კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, წვის შეგრძნება, ქავილი, სიწითლე);
- ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (ეოზინოფილების სიჭარბე). იმისათვის, რომ რაც შეიძლება ადრე დადგინდეს მიღებული ცვლილებები, უნდა გაკონტროლდეს სისხლის მაჩვენებლები;
- არგირია - ქსოვილებში ვერცხლის დაგროვების შედეგად კანმა შეიძლება ოდნავ მონაცრისფრო შეფერილობა მიიღოს. როგორც წესი, ჩნდება ხანგრძლივი მკურნალობის ან კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას.
ძალიან იშვიათად (10 000 პაციენტში ერთზე ნაკლებს)
- ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება (ხანმოკლე წვის შეგრძნება, ტკივილი), რომელიც ქრება 5-10 წუთის შემდეგ.
უცნობია (სიხშირე ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
- სახსრების ტკივილი;
- ცნობიერების დაბინდვა.
შეიძლება განვითარდეს სუპერინფექცია (იხ. ნაწილი - გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციის მისაღებად. ეს შეიძლება ასევე იყოს ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ნახსენები ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში.
თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ www.ravimiamet.ee მეშვეობით. თქვენი შეტყობინება გვეხმარება სამკურნალწამლო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- როგორ შევინახოთ სულფარგინი
სამკურნალწამლო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ სამკურნალწამლო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადაში მითითებულია თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.
მჭიდროდ დახურული პლასტმასის ქილები (500 გ) შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
არ გადააგდოთ სამკურნალწამლო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ ხდება იმ წამლების განადგურება, რომლებსაც უკვე არ ვიყენეთ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს სულფარგინი
- მოქმედი ნივთიერება: ვერცხლის სულფადიაზინი. 1 გ მალამო შეიცავს 10 მგ ვერცხლის სულფადიაზინს.
- სხვა კომპონენტები: ვაზელინის ზეთი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირტი, გლიცერილის მონოსტეარატი 40-55, პოლისორბატი 80, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), გასუფთავებული წყალი.
სულფარგინის გარეგანი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
სულფარგინი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მალამო, სპეციფიური სუნით.
ალუმინის ტუბში მოთავსებული 50 გ მალამო ან პლასტმასის ქილაში მოთავსებული 500 გ მალამო. მუყაოს კოლოფშია მოთავსებული ტუბი ან პლასტმასის ქილა.
შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა სახის შეფუთვა.
გაყიდვების ნებართვის მფლობელი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქ. №53
რიგა, LV-1057
ლატვია
ტელ.: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]
მწარმოებლები
Tallinna Farmaatsiatehase AS
ტონდი 33
11316 ტალინი
ესტონეთი
სს გრინდეკსი
კრუსტპილსის ქ. №53
რიგა, LV-1057
ლატვია
თუ ამ სამკურნალწამლო საშუალებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაგიჩნდათ, დაუკავშირდით გაყიდვების ნებართვის მფლობელს (იხ. ზემოთ) ან გაყიდვების ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
სს გრინდეკსის ფილიალი ესტონეთში
ტონდი 33
11316 ტალინი
ტელ.: +372 6120224
საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2023 წლის მაისში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


