სილვედერმა 10მგ/მლ კანის სპრეი, სუსპენზია ვერცხლის სულფადიაზინი
Silvederma 10mg/ml suspensión para pulverización cutánea
პრეპარატი შეიცავს ვერცხლის სულფადიაზინს, რომელიც არის სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი (ინფექციების სამკურნალო პრეპარატი). ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სულფადიაზინი (sulfadiazine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/მლ 50მლ გარეგანი გამოყენების აეროზოლი სუსპენზიის სახით ალუმინის ბალონი №1
- მწარმოებელი
- Laboratorio Aldo-Unión, S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბიოტიკები და ქიმიოთერაპიული საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისათვის, სულფონამიდები
- ATC კოდი
- D06BA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034059
- რეგისტრირებულია
- 23 დეკემბერი 2021, მოქმედებს 23 დეკემბერი 2026-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ი ემ თი ფარმა“
- GMP
- -
სილვედერმა 10მგ/მლ კანის სპრეი, სუსპენზია ვერცხლის სულფადიაზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი შეიცავს ვერცხლის სულფადიაზინს, რომელიც არის სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი (ინფექციების სამკურნალო პრეპარატი).
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.
მნიშვნელოვანია ინსტრუქციების დაცვა დოზასთან, მიღების ინტერვალთან და ექიმის მიერ მითითებული მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
არ შეინახოთ ან ხელახლა გამოიყენოთ ეს პრეპარატი. თუ მკურნალობის შემდეგ დარჩა ანტიბიოტიკი, დააბრუნეთ აფთიაქში სათანადო განადგურების მიზნით. არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში
პრეპარატი ნაჩვენებია ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობისას აგრეთვე ვარიკოზული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ.
- რა უნდა ვიცოდეთ სილვედერმას გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების თანახმად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეიწოვება ზედაპირულად კანის მეშვეობით.
სწორი გამოყენების ინსტრუქციები:
- - ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ კონტეინერი.
- - დაისხურეთ პრეპარატი ჭრილობის ადგილას ერთხელ, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღეში, ექიმის მითითების თანახმად.
თუ გამოიყენებთ სილვედერმას ზედმეტი დოზა:
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის ცენტრში ნომერზე 91 562 04 20, და მიუთითეთ პრეპარატი და მიღებული ან გამოყენებული პრეპარატის ოდენობა.
თუ დაგავიწყდათ სილვედერმას გამოყენება:
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირებისათვის.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
− თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ვერცხლის სულფადიაზინის, სულფონამიდების (ჯგუფი, რომელსაც ეს პრეპარატი მიეკუთვნება) ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
- დიდი ზომის დაზიანების შემთხვევაში ახალშობილებში, ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში, ორსულობის ბოლო დღეებში ან ლაქტაციის პერიოდში.
− სიცოცხლისათვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა სილვედერმა 10 მგ/გ კრემის გამოყენებისას, რომელიც თავდაპირველად ჩნდება მოწითალო წრიული ლაქების ან გამონაყარის სახით, ხშირად ბუშტუკით.
- სხვა ნიშნები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს არის წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე, შეშუპება).
- ამ პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ კანის გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს გენერალიზებულ ბუშტუკებში ან კანის აქერცვლაში.
- კანის სერიოზული რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის პერიოდია მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირა.
- თუ თქვენ განგივითარდათ სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი სილვედერმა 10 მგ/გ კრემის გამოყენებისას, აღარ გამოიყენოთ სილვედერმა კრემი.
- თუ განვითარდა გამონაყარი ან ეს კანის სიმპტომები, შეწყვიტეთ სილვედერმა 10 მგ/გ კრემის გამოყენება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
სიფრთხილის ზომები
სილვედერმას გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სილვედერმას გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება:
- თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელის დაავადებები,უნდა მოერიდოთ ამ კრემის გამოყენებას დიდი ზომის დაზიანებებზე, ღია ჭრილობებზე და განსაკუთრებით წყლულებზე. - სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობის შემთხვევაში რეკომენდებულია საკონტროლო ანალიზი.
- ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტისას.
- კრემით დამუშავებული ადგილი უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს,რათა თავიდან აიცილოთ კანის შეფერილობის შეცვლა აგრეთვე კრემის რუხი შეფერილობა.
სილვედერმას გამოყენება სხვა წამლებთან ერთად:
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის გაფრთხილება თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე მისაღები პრეპარატების გამოყენებისას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
სილვედერმა არ გამოიყენება ფეხმძიმობის ბოლო დღეებსა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებად შესაძლებელია, რომ სილვადერმამ გამოიწვიოს რაიმე გვერდითი ეფექტი საჭესთან და სხვა მექანიზმების მართვისას.
სილვედერმა შეიცავს სპირტს
ეს პროდუქტი შეიცავს 29.84% ეთანოლს საბოლოო მოცულობაში, რომელიც არის 235.76 მგ/მლ-ს ექვივალენტური.
მან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: (შესაძლოა გამოვლინდეს 10, 000-დან 1-მდე პაციენტში):
- შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კანის რეაქციები (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პარაგრაფი 2).
- უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით შეფასება არ არის შესაძლებელი). თუ აღგენიშნათ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული რეაქცია, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ:
- ალერგიული რეაქციები. - კანის რეაქციები,როგორებიცაა წვის შეგრძნება ან ტკივილი; - კანის ფერის შეცვლა/განაცრისფრება გამოყენების ადგილას მზის სხივების ზემოქმედების შედეგად; - სისხლში თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია); - ოსმოლარობის მომატება შრატში.
ანგარიში გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადოთ ესპანეთის ადამიანის სამედიცინო პროდუქტების ფარმაკოკონტროლის სისტემის მეშვეობით: https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში დახმარება.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის ვერცხლის სულფადიაზინი. 1 მლ შეიცავს 10 მგ ვერცხლის სულფადიაზინს. - დანარჩენი კომპონენტებია: იზოპროპილის მირისტატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლავანდის ესენცია, აბსოლუტური ეთანოლი და ნორფლურანი (HFA-134a).
პროდუქტის გამოშვების ფორმა და აღწერილობა:
ალუმინის კონტეინერი დალუქული მთლიანი სარქველით, რომელშიც მოთავსებულია 50 მლ სუსპენდირებული წამლის სუბსტანცია. მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი: შპს ლაბორატორია ალდო უნიონ (Laboratorio ALDO UNION S.L.)
ბარონესა დე მალდას ქუჩა 73 08950 ესპლუგას დე ლობრეგატი ბარსელონა,ესპანეთი
გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 2020 წლის იანვარში.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
[ლოგო: ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის და თანასწორობის სამინისტრო
ესპანეთის სამედიცინო პროდუქტების და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტო]
მე, ნოელია მარია ესტევას ფერნანდესი, ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დანიშნული ინგლისურ-ესპანური / ესპანური-ინგლისური ენის ნაფიცი მთარგმნელი და თარჯიმანი, ამით ვადასტურებ, რომ წინამდებარე ტექსტი არის ესპანურად შედგენილი დოკუმენტის ინგლისურ ენაზე სწორი და სრული თარგმანი.
მოტრილი, 2021 წლის 17 აგვისტო
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდიმელ ადგილას;
პრეპარატი არ გამოიყენოთ კონტეინერზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადა განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღით.
შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ჭარბი სიცხისგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღია ცეცხლთან, ანთებულ სიგარეთან და გარკვეულ მოწყობილობებთან ( მაგ თმის საშრობი ფენი) სიახლოვეს, რადგან ისე შეიცავ სპირტს.
ჰერმეტიზებული კონტეინერი. აალებადი. არ გახვრიტოთ ან დაწვათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის სრულიად ცარიელია. აალებადია.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. მოათავსეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ აფთიაქში SIGRE პუნქტში [SIGRE სიმბოლო]. თუ არ ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
[ესპანეთის სახელმწიფო გერბი]
[AEMPS-ის ლოგო]
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
სილვედერმა 10 მგ/მლ კანის სპრეი, სუსპენზია
ვერცხლის სულფადიაზინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რომელიც შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
− შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახალი გაცნობა.
− დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
− ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება პრეპარატის მიცემა სხვა პირებისთვის, რადგან შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
− გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია:
- რა არის სილვედერმა და რისთვის გამოიყენება ის?
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სილვედერმას გამოყენებამდე?
- როგორ გამოიყენება სილვედერმა?
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
- როგორ შევინახოთ სილვედერმა?
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის სილვედერმა და რისთვის გამოიყენება ის
პრეპარატი შეიცავს ვერცხლის სულფადიაზინს, რომელიც არის სულფონამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი (ინფექციების სამკურნალო პრეპარატი).
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ.
მნიშვნელოვანია ინსტრუქციების დაცვა დოზასთან, მიღების ინტერვალთან და ექიმის მიერ მითითებული მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
არ შეინახოთ ან ხელახლა გამოიყენოთ ეს პრეპარატი. თუ მკურნალობის შემდეგ დარჩა ანტიბიოტიკი, დააბრუნეთ აფთიაქში სათანადო განადგურების მიზნით. არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში
პრეპარატი ნაჩვენებია ინფექციების სამკურნალოდ და პრევენციისთვის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობისას აგრეთვე ვარიკოზული წყლულების და ნაწოლების სამკურნალოდ.
- რა უნდა ვიცოდეთ სილვედერმას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ სილვედერმა:
− თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ვერცხლის სულფადიაზინის, სულფონამიდების (ჯგუფი, რომელსაც ეს პრეპარატი მიეკუთვნება) ან ამ პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).
- დიდი ზომის დაზიანების შემთხვევაში ახალშობილებში, ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში, ორსულობის ბოლო დღეებში ან ლაქტაციის პერიოდში.
− სიცოცხლისათვის საშიში კანის გამონაყარი (სტივენს ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) აღინიშნა სილვედერმა 10 მგ/გ კრემის გამოყენებისას, რომელიც თავდაპირველად ჩნდება მოწითალო წრიული ლაქების ან გამონაყარის სახით, ხშირად ბუშტუკით.
- სხვა ნიშნები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს არის წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებზე და კონიუნქტივიტი (თვალების სიწითლე, შეშუპება).
- ამ პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ კანის გამონაყარს ხშირად თან ახლავს გრიპის სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს გენერალიზებულ ბუშტუკებში ან კანის აქერცვლაში.
- კანის სერიოზული რეაქციების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის პერიოდია მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირა.
- თუ თქვენ განგივითარდათ სტივენს ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი სილვედერმა 10 მგ/გ კრემის გამოყენებისას, აღარ გამოიყენოთ სილვედერმა კრემი.
- თუ განვითარდა გამონაყარი ან ეს კანის სიმპტომები, შეწყვიტეთ სილვედერმა 10 მგ/გ კრემის გამოყენება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
სილვედერმას გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სილვედერმას გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება:
- თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელის დაავადებები,უნდა მოერიდოთ ამ კრემის გამოყენებას დიდი ზომის დაზიანებებზე, ღია ჭრილობებზე და განსაკუთრებით წყლულებზე. - სისხლში თეთრი უჯრედების ნაკლებობის შემთხვევაში რეკომენდებულია საკონტროლო ანალიზი.
- ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტისას.
- კრემით დამუშავებული ადგილი უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს,რათა თავიდან აიცილოთ კანის შეფერილობის შეცვლა აგრეთვე კრემის რუხი შეფერილობა.
სილვედერმას გამოყენება სხვა წამლებთან ერთად:
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის გაფრთხილება თუ იღებთ, უახლოეს წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის რეცეპტის გარეშე მისაღები პრეპარატების გამოყენებისას.
ორსულობა და ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
სილვედერმა არ გამოიყენება ფეხმძიმობის ბოლო დღეებსა და ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ნაკლებად შესაძლებელია, რომ სილვადერმამ გამოიწვიოს რაიმე გვერდითი ეფექტი საჭესთან და სხვა მექანიზმების მართვისას.
სილვედერმა შეიცავს სპირტს
ეს პროდუქტი შეიცავს 29.84% ეთანოლს საბოლოო მოცულობაში, რომელიც არის 235.76 მგ/მლ-ს ექვივალენტური.
მან შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- როგორ გამოვიყენოთ სილვედერმა
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების თანახმად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეიწოვება ზედაპირულად კანის მეშვეობით.
სწორი გამოყენების ინსტრუქციები:
- - ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ კონტეინერი.
- - დაისხურეთ პრეპარატი ჭრილობის ადგილას ერთხელ, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღეში, ექიმის მითითების თანახმად.
თუ გამოიყენებთ სილვედერმას ზედმეტი დოზა:
დოზის გადაჭარბების ან შემთხვევითი გადაყლაპვის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიის ცენტრში ნომერზე 91 562 04 20, და მიუთითეთ პრეპარატი და მიღებული ან გამოყენებული პრეპარატის ოდენობა.
თუ დაგავიწყდათ სილვედერმას გამოყენება:
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირებისათვის.
პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ მედიკამენტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: (შესაძლოა გამოვლინდეს 10, 000-დან 1-მდე პაციენტში):
- შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში კანის რეაქციები (სტივენს ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) (იხ. პარაგრაფი 2).
- უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით შეფასება არ არის შესაძლებელი). თუ აღგენიშნათ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული რეაქცია, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ:
- ალერგიული რეაქციები. - კანის რეაქციები,როგორებიცაა წვის შეგრძნება ან ტკივილი; - კანის ფერის შეცვლა/განაცრისფრება გამოყენების ადგილას მზის სხივების ზემოქმედების შედეგად; - სისხლში თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია); - ოსმოლარობის მომატება შრატში.
ანგარიში გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადოთ ესპანეთის ადამიანის სამედიცინო პროდუქტების ფარმაკოკონტროლის სისტემის მეშვეობით: https://www.notificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირებით თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში დახმარება.
- სილვედერმას შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდიმელ ადგილას;
პრეპარატი არ გამოიყენოთ კონტეინერზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადა განისაზღვრება მითითებული თვის ბოლო დღით.
შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ჭარბი სიცხისგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ღია ცეცხლთან, ანთებულ სიგარეთან და გარკვეულ მოწყობილობებთან ( მაგ თმის საშრობი ფენი) სიახლოვეს, რადგან ისე შეიცავ სპირტს.
ჰერმეტიზებული კონტეინერი. აალებადი. არ გახვრიტოთ ან დაწვათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის სრულიად ცარიელია. აალებადია.
არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. მოათავსეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ აფთიაქში SIGRE პუნქტში [SIGRE სიმბოლო]. თუ არ ხართ დარწმუნებული ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია რას შეიცავს სილვედერმა: - აქტიური ნივთიერება არის ვერცხლის სულფადიაზინი. 1 მლ შეიცავს 10 მგ ვერცხლის სულფადიაზინს. - დანარჩენი კომპონენტებია: იზოპროპილის მირისტატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლავანდის ესენცია, აბსოლუტური ეთანოლი და ნორფლურანი (HFA-134a).
პროდუქტის გამოშვების ფორმა და აღწერილობა:
ალუმინის კონტეინერი დალუქული მთლიანი სარქველით, რომელშიც მოთავსებულია 50 მლ სუსპენდირებული წამლის სუბსტანცია. მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი: შპს ლაბორატორია ალდო უნიონ (Laboratorio ALDO UNION S.L.)
ბარონესა დე მალდას ქუჩა 73 08950 ესპლუგას დე ლობრეგატი ბარსელონა,ესპანეთი
გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს განახლდა 2020 წლის იანვარში.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური განახლებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ესპანეთის სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
[ლოგო: ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის და თანასწორობის სამინისტრო
ესპანეთის სამედიცინო პროდუქტების და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტო]
მე, ნოელია მარია ესტევას ფერნანდესი, ესპანეთის საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დანიშნული ინგლისურ-ესპანური / ესპანური-ინგლისური ენის ნაფიცი მთარგმნელი და თარჯიმანი, ამით ვადასტურებ, რომ წინამდებარე ტექსტი არის ესპანურად შედგენილი დოკუმენტის ინგლისურ ენაზე სწორი და სრული თარგმანი.
მოტრილი, 2021 წლის 17 აგვისტო
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


