პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

სულპირიდი-ZN

SULPIRID-ZN

რეცეპტით50მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

აგზნებისა და აგრესიის მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა მწვავე და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებში (შიზოფრენია, არაშიზოფრენიული ხასიათის ქრონიკული დელირიუმი: პარანოიდული დელირიუმი, ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
სულპირიდი (sulpiride)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზამიდები
ATC კოდი
N05AL01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044065
რეგისტრირებულია
26 სექტემბერი 2025, მოქმედებს 26 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასულპირიდი-ZN და სხვა წამალი ერთად

სულპირიდი-ZN — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აგზნებისა და აგრესიის მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა მწვავე და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებში (შიზოფრენია, არაშიზოფრენიული ხასიათის ქრონიკული დელირიუმი: პარანოიდული დელირიუმი, ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი).

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.

განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.

ყოველთვის უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზა. თუ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით (100 მგ), რის შემდეგაც შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ტიტრაცია.

დოზა არის 400-დან 800 მგ-მდე დღეში 2 კვირის განმავლობაში.

ამპულის გახსნის შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ბავშვები.

ამ დოზირების ფორმით, პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.

უკუჩვენებები

სულპირიდი-ზნ უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპერმგრძნობელობა სულპირიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ განყოფილება "შემადგენლობა");
  • პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები (მაგ., პროლაქტინის გამომყოფი ჰიპოფიზი (პროლაქტინომა) და სარძევე ჯირკვლის კიბო);
  • ფეოქრომოციტომის დიაგნოზის დადასტურება ან ეჭვი;
  • მწვავე პორფირია;
  • არაპარკინსონური დოფამინის აგონისტებთან (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი), ციტალონრამთან და ესციტალოპრამთან, ჰიდროქსიზინთან, დომპერიდონთან და პიპერაზინთან კომბინაციები (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ამ დოზირების ფორმით მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის.

სიფრთხილის ზომები

ანაგრელიდი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ეკგ-ს და კლინიკური მონიტორინგი.

აზითრომიცინი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი. ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ელექტროკარდიოგრამაზე კონტროლი.

ბრადიკარდიის გამომწვევი საშუალებები (როგორიცაა 1a კლასის ანტიარითმული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, ზოგიერთი III კლასის ანტიარითმული საშუალება, ზოგიერთი კალციუმის არხების ბლოკატორი, კრიზოტინიბი, დიგიტალის გლიკოზიდები, პასირეოტიდი, პილოკარპინი, ანტიქოლინესტერაზას აგენტები).

ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი.

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი. კლარითრომიცინი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების მომატებული რისკი. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული და კლინიკური მონიტორინგი. კალიუმის დამზოგავი პრეპარატები (კალიუმის არადამზოგავი შარდმდენები, ცალკე ან კომბინაციაში, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი და ამფოტერიცინ B ინტრავენური გამოყენებისთვის).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი.

მიღებამდე აუცილებელია არსებული ჰიპოკალიემიის კორექცია და კლინიკური მონიტორინგი, ელექტროლიტების კონტროლი და ელექტროკარდიოგრამა.

ნეიროლეფსიური ნიშნების განვითარების რისკი, რომლებიც მიუთითებს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომზე ან ლითიუმის მოწამვლაზე. აუცილებელია რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი, განსაკუთრებით ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების დასაწყისში. ნეიროტოქსიკურობის პირველი ნიშნების შემთხვევაში რეკომენდებულია ამ ორი პრეპარატიდან ერთ-ერთის მიღების შეწყვეტა.

ონდანსეტრონი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების მომატებული რისკი. ერთდროული გამოყენების პერიოდში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული და კლინიკური მონიტორინგის ჩატარება. როქსითრომიცინი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენების პერიოდში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება და კლინიკური მონიტორინგი.

როქსიტრომიცინი

,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ეკგ და კლინიკური მონიტორინგი.

კომბინაციები რომელთა გამოყენებასთან მიმართებაში საჭიროა სიფრთხულე

სხვა სედატიური საშუალებები

ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო გამოხატული დათრგუნვა. კონცენტრაციის უნარის გაუარესების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა შეიძლება საშიში იყოს.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

არტერიული ჰიპოტენზიის, განსაკუთრებით ორთოსტატულის განვითარების რისკის გაზრდა. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებული ბეტა-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)

გულის უკმარისობის დროს გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების შესახებ იხილეთ „სიფრთხილის ზომების მომთხოვნი კომბინაციები“. ვაზოდილატაციური ეფექტი და ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით პოსტურალური (ადიტიური ეფექტი).

დაპოქსეტინი

გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით თავბრუსხვევის ან სინკოპეს განვითარების გაზრდილი რისკი.

ორლისტატი

მკურნალობის წარუმატებლობის რისკი ორლისტატის ერთდროულად გამოყენებისას.

გამოყენების თავისებურებები

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, სულპირიდით თერაპიის დაწყებისას სისხლში გლუკოზის დონე შესაბამისად უნდა იყოს მონიტორინგი.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა დაენიშნოს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის შემცირება და მონიტორინგის გაზრდა; თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია წყვეტილი მკურნალობა.

სულპირიდით მკურნალობის დროს საჭიროა უფრო ფრთხილად მონიტორინგი:

  • ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სულპირიდმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღვარი; სულპირიდით ნამკურნალებ პაციენტებში კრუნჩხვების შემთხვევები დაფიქსირდა (იხილეთ განყოფილება "გვერდითი რეაქციები");
  • ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარებისკენ და უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის სედატიური და ექსტრაპირამიდული ეფექტების მიმართ. ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის სულპირიდის გამოყენებისას, აღწერილია ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. უცნობი წარმოშობის ინფექციები ან აუხსნელი ცხელება შეიძლება ლეიკოპენიის ნიშნები იყოს (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“): ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი. პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი.

აუხსნელი ცხელების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნეიროლეფსიური პრეპარატების გამოყენების დროს (სიფერმკრთალე, ჰიპერთერმია, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, ცნობიერების დარღვევა, კუნთების რიგიდობა).

ვეგეტატიური დისფუნქციის ნიშნები, როგორიცაა გაძლიერებული ოფლიანობა და არტერიული წნევის ცვლილებები, შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმიის დაწყებამდე და წარმოადგენს ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ ნეიროლეფსიური საშუალებების ეს ეფექტი შეიძლება იყოს იდიოსინკრაზული ხასიათის, შეიძლება არსებობდეს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დეჰიდრატაცია და ორგანული ტვინის დაზიანება.

QT ინტერვალის გახანგრძლივება.

სულპირიდმა შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დოზადამოკიდებული გახანგრძლივება. ეს ეფექტი, რომელიც, როგორც ცნობილია, ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიების რისკს, უფრო მეტად სავარაუდოა ბრადიკარდიის, ჰიპოკალიემიის და QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (როდესაც სულპირიდი მიიღება ერთდროულად QT ინტერვალის გამახანგძლივებელ პრეპარატთან) (იხ. გვერდითი რეაქციები).

ამის გათვალისწინებით, ამ პრეპარატის დანიშვნამდე, თუ კლინიკური სიტუაცია იძლევა საშუალებას, აუცილებელია პაციენტების შემოწმება ამ ტიპის არითმიის განვითარების რისკ-ფაქტორებზე: ბრადიკარდია წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით, ჰიპოკალიემია, QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება, სამკურნალო პროდუქტით თანმხლები მკურნალობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრადიკარდია (წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით), ჰიპოკალიემია, გულშიდა გამტარობის შენელება ან QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხილეთ ნაწილები "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").

გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რეკომენდებულია ეკგ-ს ჩატარება იმ პაციენტების საწყისი შეფასების დროს, რომლებიც უნდა მიიღონ მკურნალობა ანტიფსიქოზური პრეპარატით.

ინსულტი.

რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატით, ინსულტის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით. ამ გაზრდილი რისკის მიზეზი უცნობია. სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას ან პაციენტთა სხვა პოპულაციებში გაზრდილი რისკის გამორიცხვა შეუძლებელია. ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტები.

სიკვდილის რისკი იზრდება დემენციით გამოწვეული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით.

17 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (საშუალო ხანგრძლივობა 10 კვირა) მონაცემების ანალიზმა, რომელიც ჩატარდა ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, აჩვენა, რომ სიკვდილის რისკი 1.6-1.7-ჯერ გაიზარდა ამ პრეპარატების მიმღებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.

10 კვირის საშუალო მკურნალობის პერიოდის შემდეგ, სიკვდილის რისკი მკურნალობის ჯგუფში 4.5% იყო პლაცებოს ჯგუფში 2.6%-თან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით კლინიკურ კვლევებში სიკვდილის მიზეზები განსხვავდებოდა, სიკვდილიანობის უმეტესობა გამოწვეული იყო გულ-სისხლძარღვთა (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური დაავადებებით (მაგ., პნევმონია).

ეპიდემიოლოგიური კვლევები ვარაუდობენ, რომ სტანდარტული ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა, ისევე როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში.

ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ანტიფსიქოზური საშუალებისა და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების შედარებითი როლი გაზრდილ სიკვდილიანობაში გაურკვეველი რჩება.

ვენური თრომბოემბოლია.

ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას ზოგჯერ აღინიშნა ვენური თრომბოემბოლიის (VT) შემთხვევები. ვინაიდან ანტიფსიქოზური საშუალებების მიმღებ პაციენტებს ხშირად აქვთ VT-ს რისკ-ფაქტორები, უნდა გამოვლინდეს VT-ს ყველა პოტენციური რისკ-ფაქტორი და მიღებულ იქნას სიფრთხილის ზომები მკურნალობამდე და მკურნალობის დროს (იხ. ნაწილი ,,გვერდითი რეაქციები’’).

სარძევე ჯირკვლის კიბო.

სულპირიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მას შეუძლია პროლაქტინის დონის მატება. სქესის მიუხედავად, სულპირიდით მკურნალობის დროს სარძევე ჯირკვლის კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორიის მქონე ყველა პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. ნაწლავის დეჰიდრატაცია.

არსებობს ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევები ანტიფსიქოზურ საშუალებებზე მიმღებ პაციენტებში. ასევე აღწერილია იშემიური კოლიტის და ნაწლავის ნეკროზის იშვიათი, ზოგჯერ ფატალური შემთხვევები. პაციენტების უმეტესობა იღებდა ერთ ან რამდენიმე პრეპარატს, რომლებიც იწვევენ ნაწლავის მოძრაობის შემცირებას (განსაკუთრებით ანტიქოლინერგული თვისებების მქონე პრეპარატებს). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი ღებინებით და/ან დიარეით. ყაბზობა უნდა იქნას დროულად ამოცნობილი და აგრესიულად მკურნალობა. პარალიზური ან მექანიკური ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევა საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის ერთდროულად გამოყენება ალკოჰოლთან, ლევოდოპასთან, დოფამინის რეცეპტორების აგონისტებთან, ანტიპარაზიტულ საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes), მეტადონთან, სხვა ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ტიპები“).

სულპირიდს აქვს ანტიქოლინერგული ეფექტი, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლაუკომა, ნაწლავის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი სტენოზი, შარდის შეკავება და პროსტატის ჰიპერპლაზია ანამნეზში.

სულპირიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ჰიპერტენზიული კრიზის რისკის გამო. ამიტომ, ასეთი პაციენტები სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.

დამხმარე ნივთიერებები.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 30 მგ ნატრიუმს სულპირიდის 800 მგ დოზაზე. სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში გამოყენებისას.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სედატიური საშუალებები

უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ სამკურნალო საშუალებას შეუძლია გამოავლინოს დანამატური დამთრგუნველი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს გონებრივი აქტივობის შემცირება. ეს პრეპარატები მოიცავს მორფინის წარმოებულებს (ტკივილგამაყუჩებლები, ხველის საწინააღმდეგო და ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები), ნეიროლეფსიურებს, ბარბიტურატებს, ბენზოდიაზეპინებს, არაბენზოდიაზეპინის ანქსიოლიტიკებს (როგორიცაა მეპრობამატი), საძილე საშუალებებს, სედატიურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), სედატიურ Hi-ანტიჰისტამინურებს, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ბაკლოფენს და თალიდომიდს. პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) გამომწვევი პრეპარატები

გულის რიტმის ეს სერიოზული დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული პრეპარატებით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ანტიარითმული აქტივობა. პროვოცირების ფაქტორებია ჰიპოკალიემია (იხ. „კალიუმის დამზოგავი პრეპარატები“) და ბრადიკარდია (იხ. „ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები“) ან QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების არსებობა.

ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება, კერძოდ, 1a და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები და ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალება. ეს ეფექტი ასევე გამოწვეულია სხვა პრეპარატებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კლასებს.

დოლასეტრონი, ერითრომიცინი, სპირამიცინი და ვინკამინი მხოლოდ ინტრავენური დოზირების ფორმებით შედიან ასეთ ურთიერთქმედებაში.

ორი „ტორსადოგენური“ (torsades de pointes გამომწვევი) პრეპარატის ერთდროული მიღება ზოგადად უკუნაჩვენებია.

თუმცა, ზოგიერთი ამ პრეპარატისგან გამონაკლისია, რადგან მათი გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, ისინი უბრალოდ არ არის რეკომენდებული იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ torsades de pointes გამოწვევა. ეს ეხება მეტადონს, ანტიპარაზიტულ საშუალებებს (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიურ საშუალებებს.

თუმცა, ეს გამონაკლისები არ მოიცავს ციტალოპრამს, დომპერიდონს და ესციტალოპრამს: მათი გამოყენება ყველა იმ პრეპარატთან ერთად, რომელსაც შეუძლია torsades de pointes გამოწვევა, უკუნაჩვენებია.

უკუნაჩვენები კომბინაციები (იხილეთ განყოფილება "უკუჩვენებები").

ციტალოპრამი, ესციტალოპრამი

"პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა.

დოფამინის რეცეპტორების აგონისტები, რომლებიც არ გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი)

დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.

დომპერიდონი

არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, "პირუეტის" ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა.

ჰიდროქსიზინი

არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.

პიპერაზინი

არასასურველი კომბინაციები (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის torsades de pointes) განვითარება (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი).

პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა. თუ შესაძლებელია, ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის მიღება უნდა შეწყდეს.

თუ თანმხლები მკურნალობის თავიდან აცილება შეუძლებელია, მისი დაწყებამდე უნდა შეფასდეს QT ინტერვალის მდგომარეობა ეკგ-ზე და მკურნალობის დროს უნდა მოხდეს ეკგ პარამეტრების მონიტორინგი.

ანტიპარკინსონური დოფამინის აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლიზურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, როპინიროლი, რასაგილინი, როტიგოტინი, სელეგილინი)

დოფამინის აგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ფსიქიკური დარღვევები. თუ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც დოფამინის აგონისტებით მკურნალობენ, ნეიროლეფსიური საშუალებების დანიშვნა სჭირდებათ, დოფამინის აგონისტების დოზები თანდათან უნდა შემცირდეს მათ სრულ შეწყვეტამდე (მკვეთრი შეწყვეტა პაციენტს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს).

სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ torsades de pointes (კლასი 1a (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და კლასი III (ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიარითმული საშუალებები, სხვა პრეპარატები, როგორიცაა დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, ინტრავენური დოლასეტრონი, ინტრავენური ერითრომიცინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლევოფლოქსაცინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური სპირამიცინი, ტორამიფენი და ვანდეტანიბი).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes, მაღალი რისკი. სხვა ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ torsades de pointes (ამისულპირიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი).

პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, torsades de pointes მაღალი რისკი.

ალკოჰოლი (სასმელი ან დამხმარე ნივთიერება).

ნეიროლეფსიური საშუალებების სედატიური ეფექტის პოტენცირება.

კონცენტრაციის დაქვეითების უნარის გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმების მართვა შეიძლება საშიში იყოს.

პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას ან სპირტის შემცველი მედიკამენტების გამოყენებას.

ლევოდოპა

ლევოდოპასა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.

კონცენტრაციის უნარის გაუარესების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა შეიძლება საშიში იყოს. პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების დალევისგან ან ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების მიღებისგან.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ დოფამინის აგონისტებით და ნეიროლეფსიური საშუალებებით, უნდა დაენიშნოთ ორივე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზები. მეტადონი

პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა.

კომბინაციები, რომელთა დანიშვნა სიფრთხილეს მოითხოვს.

მეთადონი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) ,,პირუეტის,, ტიპის განვითარების რისკის გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებში დაფიქსირდა ფერტილობის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებთან (პროლაქტინით განპირობებული ეფექტი). ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებზე ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ ძალიან შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი. ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების კონტექსტში აღწერილი ნაყოფის ან ახალშობილის განვითარების დარღვევების თითქმის ყველა შემთხვევაში, ალტერნატიული ახსნა მისაღებია და უფრო სავარაუდო ჩანს. ამიტომ, ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ახალშობილები, რომელთა დედებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიიღეს ანტიფსიქოზური საშუალებები, მშობიარობის შემდეგ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ არიან, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან წამლის მოხსნის სიმპტომების, სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: აგზნება, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება და კვების პრობლემები. ამასთან დაკავშირებით, ახალშობილების მდგომარეობა ყურადღებით უნდა იყოს მონიტორინგი.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ვინაიდან სულპირიდი აღწევს დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

რეაქციის დროზე ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, განსაკუთრებით ისინი, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მექანიზმებს, რომ ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ.

არახშირი: ლეიკოპენია.

სიხშირე უცნობია: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ.

სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები: ჭინჭრის ციება და ანაფილაქსიური შოკი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ.

ხშირად: ჰიპერპროლაქტინემია.

ფსიქიკის მხრივ.

ხშირად: უძილობა.

სიხშირე უცნობია: დაბნეულობა.

ნერვული სისტემის მხრივ.

ხშირად: სედატიური ეფექტი ან ძილიანობა; ექსტრაპირამიდული სიმპტომი, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწილობრივი რეაქცია ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატებით მკურნალობაზე; პარკინსონიზმი, ტრემორი; აკატიზია.

არახშირი: ჰიპერტონია, დისკინეზია, დისტონია.

იშვიათი: ოკულოგირული კრიზი.

სიხშირე უცნობია: პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"); ჰიპოკინეზია.

მოგვიანებითი დისკინეზია, რომელიც შეიძლება შეინიშნოს ყველა ნეიროლეფსიურით ხანგრძლივი მკურნალობის დროს; ამ შემთხვევაში, ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატები არაეფექტურია და შეიძლება გააუარესოს კლინიკური გამოვლინებები.

კრუნჩხვები (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

მეტაბოლური და ალიმენტური დარღვევები.

სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია.

იშვიათი: პარკუჭოვანი არითმიები, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია ან გულის გაჩერება.

სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, უეცარი სიკვდილი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).

კარდიოლოგიური დარღვევები.

სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, უეცარი სიკვდილი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

არახშირი: ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზია.

სიხშირე უცნობია: ვენური თრომბოემბოლია, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“), არტერიული წნევის მომატება (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის დარღვევები.

სიხშირე უცნობია: ასპირაციული პნევმონია (ძირითადად სულპირიდის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.

ხშირი: ყაბზობა.

არახშირი: ნერწყვის ჰიპერსეკრეცია.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ.

ხშირი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

სიხშირე უცნობია: ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები.

ხშირი: მაკულოპაპულური გამონაყარი.

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და პერინატალური პერიოდი.

სიხშირე უცნობია: ახალშობილთა აბსტინენციის სინდრომი (იხილეთ განყოფილება „გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში“).

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები.

ხშირი: გალაქტორეა.

არახშირი: ამენორეა, იმპოტენცია ან ფრიგიდულობა.

სიხშირე უცნობია: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობები.

ხშირი: წონის მომატება.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.

სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ის საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

სულპირიდის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. შეიძლება აღინიშნოს დისკინეტიკური გამოვლინებები სპაზმური კისერმრუდობით, ენის პროტრუზიით და ტრიზმით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში პარკინსონიზმი ან თუნდაც კომა.

ფატალური შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა, როდესაც სულპირიდი გამოიყენებოდა სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად.

სულპირიდი ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. სულპირიდისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, რეანიმაციული ღონისძიებები გულის აქტივობისა და სუნთქვის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგით (QT ინტერვალის გახანგრძლივების და პარკუჭოვანი არითმიების რისკი), რომელიც უნდა გაგრძელდეს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე. მძიმე ექსტრაპირამიდული სინდრომის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ანტიქოლინერგული პრეპარატები.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: სულპირიდი;

ხსნარის 1 მლ შეიცავს 50 მგ სულპირიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე, უსუნო ან სუსტი სპეციფიკური სუნით.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

2 მლ თითო ამპულაში; 5 ამპულა თითო ბლისტერში; 2 ბლისტერი თითო კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიფსიქოზური საშუალებები. ათქ კოდი N05AL01

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

სულპირიდი გავლენას ახდენს დოფამინერგულ ნერვულ გადაცემაზე თავის ტვინში, როგორც დოფამინომიმეტური საშუალება, რის გამოც მას აქვს გამააქტიურებელი ეფექტი დაბალი დოზებით. უფრო მაღალი დოზებით, სულპირიდს ასევე აქვს ანტირეპროდუქციული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა.

100 მგ დოზის კუნთში შეყვანის შემდეგ, სულპირიდის პიკური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 2.2 მგ/ლ.

სულპირიდი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში: განაწილების ხილული მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში არის 0.94 ლ/კგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 40%-ს.

მცირე რაოდენობით ის გვხვდება დედის რძეში და შეუძლია პლაცენტარული ბარიერის გადალახვა. სულპირიდი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში; კუნთში ინექციით შეყვანილი სულპირიდის დოზის 92% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.

გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით გლომერულური ფილტრაციის გზით, შეადგენს 126 მლ/წთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია 7 საათი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

სულპირიდი-ზნ

(SULPIRID-ZN)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: სულპირიდი;

ხსნარის 1 მლ შეიცავს 50 მგ სულპირიდს;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, გოგირდმჟავა, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო სითხე, უსუნო ან სუსტი სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიფსიქოზური საშუალებები. ათქ კოდი N05AL01

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

სულპირიდი გავლენას ახდენს დოფამინერგულ ნერვულ გადაცემაზე თავის ტვინში, როგორც დოფამინომიმეტური საშუალება, რის გამოც მას აქვს გამააქტიურებელი ეფექტი დაბალი დოზებით. უფრო მაღალი დოზებით, სულპირიდს ასევე აქვს ანტირეპროდუქციული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა.

100 მგ დოზის კუნთში შეყვანის შემდეგ, სულპირიდის პიკური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 2.2 მგ/ლ.

სულპირიდი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში: განაწილების ხილული მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში არის 0.94 ლ/კგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 40%-ს.

მცირე რაოდენობით ის გვხვდება დედის რძეში და შეუძლია პლაცენტარული ბარიერის გადალახვა. სულპირიდი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში; კუნთში ინექციით შეყვანილი სულპირიდის დოზის 92% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.

გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით გლომერულური ფილტრაციის გზით, შეადგენს 126 მლ/წთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია 7 საათი.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

აგზნებისა და აგრესიის მდგომარეობების ხანმოკლე მკურნალობა მწვავე და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობების მქონე პაციენტებში (შიზოფრენია, არაშიზოფრენიული ხასიათის ქრონიკული დელირიუმი: პარანოიდული დელირიუმი, ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი).

უკუჩვენებები.

სულპირიდი-ზნ უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპერმგრძნობელობა სულპირიდის ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ განყოფილება "შემადგენლობა");
  • პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები (მაგ., პროლაქტინის გამომყოფი ჰიპოფიზი (პროლაქტინომა) და სარძევე ჯირკვლის კიბო);
  • ფეოქრომოციტომის დიაგნოზის დადასტურება ან ეჭვი;
  • მწვავე პორფირია;
  • არაპარკინსონური დოფამინის აგონისტებთან (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი), ციტალონრამთან და ესციტალოპრამთან, ჰიდროქსიზინთან, დომპერიდონთან და პიპერაზინთან კომბინაციები (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ამ დოზირების ფორმით მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

სედატიური საშუალებები

უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ სამკურნალო საშუალებას შეუძლია გამოავლინოს დანამატური დამთრგუნველი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს გონებრივი აქტივობის შემცირება. ეს პრეპარატები მოიცავს მორფინის წარმოებულებს (ტკივილგამაყუჩებლები, ხველის საწინააღმდეგო და ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები), ნეიროლეფსიურებს, ბარბიტურატებს, ბენზოდიაზეპინებს, არაბენზოდიაზეპინის ანქსიოლიტიკებს (როგორიცაა მეპრობამატი), საძილე საშუალებებს, სედატიურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), სედატიურ Hi-ანტიჰისტამინურებს, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ბაკლოფენს და თალიდომიდს. პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) გამომწვევი პრეპარატები

გულის რიტმის ეს სერიოზული დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული პრეპარატებით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ანტიარითმული აქტივობა. პროვოცირების ფაქტორებია ჰიპოკალიემია (იხ. „კალიუმის დამზოგავი პრეპარატები“) და ბრადიკარდია (იხ. „ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები“) ან QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების არსებობა.

ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება, კერძოდ, 1a და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები და ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალება. ეს ეფექტი ასევე გამოწვეულია სხვა პრეპარატებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კლასებს.

დოლასეტრონი, ერითრომიცინი, სპირამიცინი და ვინკამინი მხოლოდ ინტრავენური დოზირების ფორმებით შედიან ასეთ ურთიერთქმედებაში.

ორი „ტორსადოგენური“ (torsades de pointes გამომწვევი) პრეპარატის ერთდროული მიღება ზოგადად უკუნაჩვენებია.

თუმცა, ზოგიერთი ამ პრეპარატისგან გამონაკლისია, რადგან მათი გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, ისინი უბრალოდ არ არის რეკომენდებული იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ torsades de pointes გამოწვევა. ეს ეხება მეტადონს, ანტიპარაზიტულ საშუალებებს (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიურ საშუალებებს.

თუმცა, ეს გამონაკლისები არ მოიცავს ციტალოპრამს, დომპერიდონს და ესციტალოპრამს: მათი გამოყენება ყველა იმ პრეპარატთან ერთად, რომელსაც შეუძლია torsades de pointes გამოწვევა, უკუნაჩვენებია.

უკუნაჩვენები კომბინაციები (იხილეთ განყოფილება "უკუჩვენებები").

ციტალოპრამი, ესციტალოპრამი

"პირუეტის" ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა.

დოფამინის რეცეპტორების აგონისტები, რომლებიც არ გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი)

დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.

დომპერიდონი

არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, "პირუეტის" ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა.

ჰიდროქსიზინი

არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.

პიპერაზინი

არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.

არასასურველი კომბინაციები (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის torsades de pointes) განვითარება (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი).

პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა. თუ შესაძლებელია, ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთის მიღება უნდა შეწყდეს.

თუ თანმხლები მკურნალობის თავიდან აცილება შეუძლებელია, მისი დაწყებამდე უნდა შეფასდეს QT ინტერვალის მდგომარეობა ეკგ-ზე და მკურნალობის დროს უნდა მოხდეს ეკგ პარამეტრების მონიტორინგი.

ანტიპარკინსონური დოფამინის აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლიზურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, როპინიროლი, რასაგილინი, როტიგოტინი, სელეგილინი)

დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.

დოფამინის აგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ფსიქიკური დარღვევები. თუ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც დოფამინის აგონისტებით მკურნალობენ, ნეიროლეფსიური საშუალებების დანიშვნა სჭირდებათ, დოფამინის აგონისტების დოზები თანდათან უნდა შემცირდეს მათ სრულ შეწყვეტამდე (მკვეთრი შეწყვეტა პაციენტს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს).

სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ torsades de pointes (კლასი 1a (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და კლასი III (ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიარითმული საშუალებები, სხვა პრეპარატები, როგორიცაა დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, ინტრავენური დოლასეტრონი, ინტრავენური ერითრომიცინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლევოფლოქსაცინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური სპირამიცინი, ტორამიფენი და ვანდეტანიბი).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes, მაღალი რისკი. სხვა ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ torsades de pointes (ამისულპირიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი).

პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, torsades de pointes მაღალი რისკი.

ალკოჰოლი (სასმელი ან დამხმარე ნივთიერება).

ნეიროლეფსიური საშუალებების სედატიური ეფექტის პოტენცირება.

კონცენტრაციის დაქვეითების უნარის გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმების მართვა შეიძლება საშიში იყოს.

პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას ან სპირტის შემცველი მედიკამენტების გამოყენებას.

ლევოდოპა

ლევოდოპასა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.

კონცენტრაციის უნარის გაუარესების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა შეიძლება საშიში იყოს. პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების დალევისგან ან ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების მიღებისგან.

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ დოფამინის აგონისტებით და ნეიროლეფსიური საშუალებებით, უნდა დაენიშნოთ ორივე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზები. მეტადონი

პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა.

კომბინაციები, რომელთა დანიშვნა სიფრთხილეს მოითხოვს.

მეთადონი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) ,,პირუეტის,, ტიპის განვითარების რისკის გაზრდა.

სიფრთხილის ზომების მომთხოვნი კომბინაციები

ანაგრელიდი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ეკგ-ს და კლინიკური მონიტორინგი.

აზითრომიცინი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი. ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ელექტროკარდიოგრამაზე კონტროლი.

ბრადიკარდიის გამომწვევი საშუალებები (როგორიცაა 1a კლასის ანტიარითმული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, ზოგიერთი III კლასის ანტიარითმული საშუალება, ზოგიერთი კალციუმის არხების ბლოკატორი, კრიზოტინიბი, დიგიტალის გლიკოზიდები, პასირეოტიდი, პილოკარპინი, ანტიქოლინესტერაზას აგენტები).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ელექტროკარდიოგრამაზე კონტროლი.

ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი.

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი. კლარითრომიცინი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების მომატებული რისკი. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული და კლინიკური მონიტორინგი. კალიუმის დამზოგავი პრეპარატები (კალიუმის არადამზოგავი შარდმდენები, ცალკე ან კომბინაციაში, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი და ამფოტერიცინ B ინტრავენური გამოყენებისთვის).

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი.

მიღებამდე აუცილებელია არსებული ჰიპოკალიემიის კორექცია და კლინიკური მონიტორინგი, ელექტროლიტების კონტროლი და ელექტროკარდიოგრამა.

ნეიროლეფსიური ნიშნების განვითარების რისკი, რომლებიც მიუთითებს ნეიროლეფსიურ ავთვისებიან სინდრომზე ან ლითიუმის მოწამვლაზე. აუცილებელია რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი, განსაკუთრებით ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების დასაწყისში. ნეიროტოქსიკურობის პირველი ნიშნების შემთხვევაში რეკომენდებულია ამ ორი პრეპარატიდან ერთ-ერთის მიღების შეწყვეტა.

ონდანსეტრონი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების მომატებული რისკი. ერთდროული გამოყენების პერიოდში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული და კლინიკური მონიტორინგის ჩატარება. როქსითრომიცინი

პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენების პერიოდში აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება და კლინიკური მონიტორინგი.

როქსიტრომიცინი

,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ეკგ და კლინიკური მონიტორინგი.

კომბინაციები რომელთა გამოყენებასთან მიმართებაში საჭიროა სიფრთხულე

სხვა სედატიური საშუალებები

ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო გამოხატული დათრგუნვა. კონცენტრაციის უნარის გაუარესების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა შეიძლება საშიში იყოს.

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

არტერიული ჰიპოტენზიის, განსაკუთრებით ორთოსტატულის განვითარების რისკის გაზრდა. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებული ბეტა-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)

გულის უკმარისობის დროს გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების შესახებ იხილეთ „სიფრთხილის ზომების მომთხოვნი კომბინაციები“. ვაზოდილატაციური ეფექტი და ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით პოსტურალური (ადიტიური ეფექტი).

დაპოქსეტინი

გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით თავბრუსხვევის ან სინკოპეს განვითარების გაზრდილი რისკი.

ორლისტატი

მკურნალობის წარუმატებლობის რისკი ორლისტატის ერთდროულად გამოყენებისას.

გამოყენების თავისებურებები

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში, სულპირიდით თერაპიის დაწყებისას სისხლში გლუკოზის დონე შესაბამისად უნდა იყოს მონიტორინგი.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა დაენიშნოს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის შემცირება და მონიტორინგის გაზრდა; თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია წყვეტილი მკურნალობა.

სულპირიდით მკურნალობის დროს საჭიროა უფრო ფრთხილად მონიტორინგი:

  • ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სულპირიდმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღვარი; სულპირიდით ნამკურნალებ პაციენტებში კრუნჩხვების შემთხვევები დაფიქსირდა (იხილეთ განყოფილება "გვერდითი რეაქციები");
  • ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარებისკენ და უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის სედატიური და ექსტრაპირამიდული ეფექტების მიმართ. ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის სულპირიდის გამოყენებისას, აღწერილია ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. უცნობი წარმოშობის ინფექციები ან აუხსნელი ცხელება შეიძლება ლეიკოპენიის ნიშნები იყოს (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“): ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი. პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი.

აუხსნელი ცხელების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნეიროლეფსიური პრეპარატების გამოყენების დროს (სიფერმკრთალე, ჰიპერთერმია, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, ცნობიერების დარღვევა, კუნთების რიგიდობა).

ვეგეტატიური დისფუნქციის ნიშნები, როგორიცაა გაძლიერებული ოფლიანობა და არტერიული წნევის ცვლილებები, შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმიის დაწყებამდე და წარმოადგენს ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ ნეიროლეფსიური საშუალებების ეს ეფექტი შეიძლება იყოს იდიოსინკრაზული ხასიათის, შეიძლება არსებობდეს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დეჰიდრატაცია და ორგანული ტვინის დაზიანება.

QT ინტერვალის გახანგრძლივება.

სულპირიდმა შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დოზადამოკიდებული გახანგრძლივება. ეს ეფექტი, რომელიც, როგორც ცნობილია, ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით კი „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი არითმიების რისკს, უფრო მეტად სავარაუდოა ბრადიკარდიის, ჰიპოკალიემიის და QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (როდესაც სულპირიდი მიიღება ერთდროულად QT ინტერვალის გამახანგძლივებელ პრეპარატთან) (იხ. გვერდითი რეაქციები).

ამის გათვალისწინებით, ამ პრეპარატის დანიშვნამდე, თუ კლინიკური სიტუაცია იძლევა საშუალებას, აუცილებელია პაციენტების შემოწმება ამ ტიპის არითმიის განვითარების რისკ-ფაქტორებზე: ბრადიკარდია წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით, ჰიპოკალიემია, QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება, სამკურნალო პროდუქტით თანმხლები მკურნალობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრადიკარდია (წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით), ჰიპოკალიემია, გულშიდა გამტარობის შენელება ან QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხილეთ ნაწილები "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").

გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რეკომენდებულია ეკგ-ს ჩატარება იმ პაციენტების საწყისი შეფასების დროს, რომლებიც უნდა მიიღონ მკურნალობა ანტიფსიქოზური პრეპარატით.

ინსულტი.

რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატით, ინსულტის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით. ამ გაზრდილი რისკის მიზეზი უცნობია. სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას ან პაციენტთა სხვა პოპულაციებში გაზრდილი რისკის გამორიცხვა შეუძლებელია. ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.

დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტები.

სიკვდილის რისკი იზრდება დემენციით გამოწვეული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით.

17 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (საშუალო ხანგრძლივობა 10 კვირა) მონაცემების ანალიზმა, რომელიც ჩატარდა ატიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, აჩვენა, რომ სიკვდილის რისკი 1.6-1.7-ჯერ გაიზარდა ამ პრეპარატების მიმღებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით.

10 კვირის საშუალო მკურნალობის პერიოდის შემდეგ, სიკვდილის რისკი მკურნალობის ჯგუფში 4.5% იყო პლაცებოს ჯგუფში 2.6%-თან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით კლინიკურ კვლევებში სიკვდილის მიზეზები განსხვავდებოდა, სიკვდილიანობის უმეტესობა გამოწვეული იყო გულ-სისხლძარღვთა (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური დაავადებებით (მაგ., პნევმონია).

ეპიდემიოლოგიური კვლევები ვარაუდობენ, რომ სტანდარტული ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა, ისევე როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში.

ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ანტიფსიქოზური საშუალებისა და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების შედარებითი როლი გაზრდილ სიკვდილიანობაში გაურკვეველი რჩება.

ვენური თრომბოემბოლია.

ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებისას ზოგჯერ აღინიშნა ვენური თრომბოემბოლიის (VT) შემთხვევები. ვინაიდან ანტიფსიქოზური საშუალებების მიმღებ პაციენტებს ხშირად აქვთ VT-ს რისკ-ფაქტორები, უნდა გამოვლინდეს VT-ს ყველა პოტენციური რისკ-ფაქტორი და მიღებულ იქნას სიფრთხილის ზომები მკურნალობამდე და მკურნალობის დროს (იხ. ნაწილი ,,გვერდითი რეაქციები’’).

სარძევე ჯირკვლის კიბო.

სულპირიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მას შეუძლია პროლაქტინის დონის მატება. სქესის მიუხედავად, სულპირიდით მკურნალობის დროს სარძევე ჯირკვლის კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორიის მქონე ყველა პაციენტი უნდა იმყოფებოდეს მჭიდრო მონიტორინგის ქვეშ. ნაწლავის დეჰიდრატაცია.

არსებობს ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევები ანტიფსიქოზურ საშუალებებზე მიმღებ პაციენტებში. ასევე აღწერილია იშემიური კოლიტის და ნაწლავის ნეკროზის იშვიათი, ზოგჯერ ფატალური შემთხვევები. პაციენტების უმეტესობა იღებდა ერთ ან რამდენიმე პრეპარატს, რომლებიც იწვევენ ნაწლავის მოძრაობის შემცირებას (განსაკუთრებით ანტიქოლინერგული თვისებების მქონე პრეპარატებს). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი ღებინებით და/ან დიარეით. ყაბზობა უნდა იქნას დროულად ამოცნობილი და აგრესიულად მკურნალობა. პარალიზური ან მექანიკური ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევა საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის ერთდროულად გამოყენება ალკოჰოლთან, ლევოდოპასთან, დოფამინის რეცეპტორების აგონისტებთან, ანტიპარაზიტულ საშუალებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes), მეტადონთან, სხვა ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ტიპები“).

სულპირიდს აქვს ანტიქოლინერგული ეფექტი, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გლაუკომა, ნაწლავის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი სტენოზი, შარდის შეკავება და პროსტატის ჰიპერპლაზია ანამნეზში.

სულპირიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ჰიპერტენზიული კრიზის რისკის გამო. ამიტომ, ასეთი პაციენტები სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ.

დამხმარე ნივთიერებები.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 30 მგ ნატრიუმს სულპირიდის 800 მგ დოზაზე. სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფ პაციენტებში გამოყენებისას.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.

ორსულობა.

ცხოველებში დაფიქსირდა ფერტილობის შემცირება, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებთან (პროლაქტინით განპირობებული ეფექტი). ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებასა და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებზე ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ ძალიან შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი. ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების კონტექსტში აღწერილი ნაყოფის ან ახალშობილის განვითარების დარღვევების თითქმის ყველა შემთხვევაში, ალტერნატიული ახსნა მისაღებია და უფრო სავარაუდო ჩანს. ამიტომ, ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ახალშობილები, რომელთა დედებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიიღეს ანტიფსიქოზური საშუალებები, მშობიარობის შემდეგ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის ქვეშ არიან, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან წამლის მოხსნის სიმპტომების, სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: აგზნება, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება და კვების პრობლემები. ამასთან დაკავშირებით, ახალშობილების მდგომარეობა ყურადღებით უნდა იყოს მონიტორინგი.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ვინაიდან სულპირიდი აღწევს დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

რეაქციის დროზე ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, განსაკუთრებით ისინი, ვინც მართავს სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მექანიზმებს, რომ ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმების გამოყენება.

მიღების წესი და დოზირება.

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში.

განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.

ყოველთვის უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზა. თუ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით (100 მგ), რის შემდეგაც შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ტიტრაცია.

დოზა არის 400-დან 800 მგ-მდე დღეში 2 კვირის განმავლობაში.

ამპულის გახსნის შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ბავშვები.

ამ დოზირების ფორმით, პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილი პაციენტებისთვის.

დოზის გადაჭარბება.

სულპირიდის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. შეიძლება აღინიშნოს დისკინეტიკური გამოვლინებები სპაზმური კისერმრუდობით, ენის პროტრუზიით და ტრიზმით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში პარკინსონიზმი ან თუნდაც კომა.

ფატალური შემთხვევები ძირითადად დაფიქსირდა, როდესაც სულპირიდი გამოიყენებოდა სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად.

სულპირიდი ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. სულპირიდისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, რეანიმაციული ღონისძიებები გულის აქტივობისა და სუნთქვის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგით (QT ინტერვალის გახანგრძლივების და პარკუჭოვანი არითმიების რისკი), რომელიც უნდა გაგრძელდეს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე. მძიმე ექსტრაპირამიდული სინდრომის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ანტიქოლინერგული პრეპარატები.

გვერდითი რეაქციები.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ.

არახშირი: ლეიკოპენია.

სიხშირე უცნობია: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.

იმუნური სისტემის მხრივ.

სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები: ჭინჭრის ციება და ანაფილაქსიური შოკი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ.

ხშირად: ჰიპერპროლაქტინემია.

ფსიქიკის მხრივ.

ხშირად: უძილობა.

სიხშირე უცნობია: დაბნეულობა.

ნერვული სისტემის მხრივ.

ხშირად: სედატიური ეფექტი ან ძილიანობა; ექსტრაპირამიდული სიმპტომი, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწილობრივი რეაქცია ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატებით მკურნალობაზე; პარკინსონიზმი, ტრემორი; აკატიზია.

არახშირი: ჰიპერტონია, დისკინეზია, დისტონია.

იშვიათი: ოკულოგირული კრიზი.

სიხშირე უცნობია: პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები"); ჰიპოკინეზია.

მოგვიანებითი დისკინეზია, რომელიც შეიძლება შეინიშნოს ყველა ნეიროლეფსიურით ხანგრძლივი მკურნალობის დროს; ამ შემთხვევაში, ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატები არაეფექტურია და შეიძლება გააუარესოს კლინიკური გამოვლინებები.

კრუნჩხვები (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

მეტაბოლური და ალიმენტური დარღვევები.

სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეცია.

იშვიათი: პარკუჭოვანი არითმიები, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია ან გულის გაჩერება.

სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, უეცარი სიკვდილი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).

კარდიოლოგიური დარღვევები.

იშვიათი: პარკუჭოვანი არითმიები, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია ან გულის გაჩერება.

სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, უეცარი სიკვდილი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.

არახშირი: ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზია.

სიხშირე უცნობია: ვენური თრომბოემბოლია, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“), არტერიული წნევის მომატება (იხილეთ განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის დარღვევები.

სიხშირე უცნობია: ასპირაციული პნევმონია (ძირითადად სულპირიდის სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.

ხშირი: ყაბზობა.

არახშირი: ნერწყვის ჰიპერსეკრეცია.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ.

ხშირი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

სიხშირე უცნობია: ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები.

ხშირი: მაკულოპაპულური გამონაყარი.

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და პერინატალური პერიოდი.

სიხშირე უცნობია: ახალშობილთა აბსტინენციის სინდრომი (იხილეთ განყოფილება „გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში“).

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები.

ხშირი: გალაქტორეა.

არახშირი: ამენორეა, იმპოტენცია ან ფრიგიდულობა.

სიხშირე უცნობია: გინეკომასტია.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მდგომარეობები.

ხშირი: წონის მომატება.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.

სამკურნალო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ის საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით.

ვარგისობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

2 მლ თითო ამპულაში; 5 ამპულა თითო ბლისტერში; 2 ბლისტერი თითო კოლოფში.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

Общество с ограниченной ответственностью «Харьковское фармацевтическое предприятие «Здоровье народу».

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის ადგილი.

Украина, 61002, Харьковская обл., город Харьков, улица Куликовская, дом 41.

ბოლო გადახედვის თარიღი. 23/04/2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა