მწვავე ფსიქიკური დარღვევები. ქრონიკული ფსიქიკური დარღვევები (შიზოფრენია, ქრონიკული არაშიზოფრენიული დელირიუმი: პარანოიდული დელირიუმი, ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სულპირიდი (sulpiride)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზამიდები
- ATC კოდი
- N05AL01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044064
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2025, მოქმედებს 26 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სულპირიდი-ZN — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მწვავე ფსიქიკური დარღვევები. ქრონიკული ფსიქიკური დარღვევები (შიზოფრენია, ქრონიკული არაშიზოფრენიული დელირიუმი: პარანოიდული დელირიუმი, ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი).
მიღების წესი და დოზირება
პერორალური გამოყენებისთვის.
ყოველთვის უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზა.
თუ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით, რის შემდეგაც შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ტიტრაცია.
ამ დოზირების ფორმით პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. დღიური დოზაა 200-1000 მგ.
ბავშვები.
ამ დოზირების ფორმით პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სულპირიდის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ განყოფილება „შემადგენლობა“),
- პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები (მაგალითად, პროლაქტინის გამომყოფი ჰიპოფიზი (პროლაქტინომა) და ძუძუს კიბო).
- ფეოქრომოციტომის ცნობილი ან სავარაუდო დიაგნოზი.
- მწვავე პორფირია.
- კომბინაციები დოფამინის რეცეპტორების აგონისტებთან, რომლებიც არ გამოიყენება პარკინსონის დაავადების (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი), ციტალოპრამი და ესციტალოპრამი, ჰიდროქსიზინი, დომპერიდონი და პიპერაზინი (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
სიფრთხილის ზომები
ანაგრელიდი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ეკგ-ს და კლინიკური მონიტორინგი.
აზითრომიცინი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ეკგ-ს და კლინიკური მონიტორინგი.
ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ბისოპროლოლი, კარვედილი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ეკგ-ს კონტროლი.
ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (მაგალითად, 1a კლასის ანტიარითმული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, ზოგიერთი III კლასის ანტიარითმული საშუალება, ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორი, კრიზოტინიბი, დიგიტალის გლიკოზიდები, პასირეოტიდი, პილოკარპინი, ანტიქოლინესტერაზას პრეპარატები)
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკი იზრდება. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ეკგ კონტროლი.
ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი.
კლარითრომიცინი

კალიუმის დამზოგავი პრეპარატები (კალიუმის არაშემნახველი შარდმდენები, ცალკე ან კომბინაციაში, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი და ინტრავენური ამფოტერიცინ B)
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. მიღებამდე უნდა ჩატარდეს არსებული ჰიპოკალიემიის კორექცია და კლინიკური მონიტორინგი, ელექტროლიტების და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
ლითიუმი
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის ან ლითიუმის მოწამვლის შესახებ ნეიროფსიქიატრიული ნიშნების განვითარების რისკი.
აუცილებელია რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი, განსაკუთრებით ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების დასაწყისში. ნეიროტოქსიკურობის პირველი ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია ორი პრეპარატიდან ერთ-ერთის მიღების შეწყვეტა.
ონდანსეტრონი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ეკგ და კლინიკური მონიტორინგი.
როქსიტრომიცინი

სუკრალფატი
სულპირიდის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
სუკრალფატისა და სულპირიდის მიღებას შორის უნდა იყოს გარკვეული დროის ინტერვალი (თუ შესაძლებელია, 2 საათზე მეტი).
ადგილობრივი მოქმედების კუჭ-ნაწლავის საშუალებები, ანტაციდები და აქტივირებული ნახშირი.

ამ საშუალებებისა და სულპირიდის მიღებას შორის უნდა იყოს გარკვეული დროის ინტერვალი (თუ შესაძლებელია, 2 საათზე მეტი).
კომბინაციები რომელთა გამოყენებასთან მიმართებაში საჭიროა სიფრთხულე
სხვა სედატიური საშუალებები
ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო გამოხატული დათრგუნვა. კონცენტრაციის უნარის გაუარესების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა შეიძლება საშიში იყოს.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
არტერიული ჰიპოტენზიის, განსაკუთრებით ორთოსტატულის განვითარების რისკის გაზრდა. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებული ბეტა-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
გულის უკმარისობის დროს გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების შესახებ იხილეთ „სიფრთხილის ზომების მომთხოვნი კომბინაციები“. ვაზოდილატაციური ეფექტი და ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით პოსტურალური (ადიტიური ეფექტი).
დაპოქსეტინი
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით თავბრუსხვევის ან სინკოპეს განვითარების გაზრდილი რისკი.
ორლისტატი
მკურნალობის წარუმატებლობის რისკი ორლისტატის თანმხლები გამოყენების შემთხვევაში.
გამოყენების თავისებურებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში სულპირიდით თერაპიის დაწყებისას სისხლში გლუკოზის დონე სათანადოდ უნდა იყოს გაკონტროლებული.
გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა დაენიშნოს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის შემცირება და მონიტორინგის გაძლიერება; თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია წყვეტილი მკურნალობა.
სულპირიდით მკურნალობის დროს საჭიროა უფრო ინტენსიური მონიტორინგი:
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სულპირიდმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღვარი; სულპირიდით ნამკურნალებ პაციენტებში კრუნჩხვების შემთხვევები დაფიქსირდა (იხილეთ განყოფილება "გვერდითი რეაქციები");
- ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც უფრო მიდრეკილნი არიან პოსტურალური ჰიპოტენზიის, სედაციის და პრეპარატის ექსტრაპირამიდული ეფექტების განვითარებისკენ.
ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის სულპირიდის გამოყენებისას დაფიქსირებულია ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. ლეიკოპენიის ნიშნები შეიძლება იყოს აუხსნელი ინფექციები ან აუხსნელი ცხელება (იხილეთ გვერდითი რეაქციები): ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზები.
პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი
სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მომატების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენების დროს (სიფერმკრთალე, ჰიპერთერმია, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, ცნობიერების დარღვევა, კუნთების რიგიდობა).
ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციის ნიშნები, როგორიცაა გაძლიერებული ოფლიანობა და არტერიული წნევის ცვლილებები, შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმიამდე და ამიტომ უნდა ჩაითვალოს ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებად.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიროლეფსიური საშუალებების ეს ეფექტი შეიძლება იყოს იდიოსინკრაზული ხასიათის, შეიძლება არსებობდეს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დეჰიდრატაცია და ორგანული ტვინის დაზიანება. QT ინტერვალის გახანგრძლივება.
სულპირიდმა შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დოზადამოკიდებული გახანგრძლივება. ეს ეფექტი, რომელიც ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, torsades de pointes განვითარების რისკს, უფრო ხშირად აღინიშნება ბრადიკარდიის, ჰიპოკალიემიის და QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (როდესაც სულპირიდი ერთდროულად მიიღება სამკურნალო პროდუქტთან, რომელიც იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას) (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). ამის გათვალისწინებით, პრეპარატის გამოყენებამდე და თუ კლინიკური სიტუაცია იძლევა საშუალებას, აუცილებელია შემოწმდეს პაციენტებში ამ ტიპის არითმიის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: ბრადიკარდია წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით, ჰიპოკალიემია, QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება, სამკურნალო პროდუქტით თანმხლები მკურნალობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრადიკარდია (წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით), ჰიპოკალიემია, გულშიდა გამტარობის შენელება ან QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხილეთ ნაწილები "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").
გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რეკომენდებულია ეკგ-ს ჩატარება იმ პაციენტების საწყისი შეფასების დროს, რომლებიც უნდა მიიღონ მკურნალობა ანტიფსიქოზური პრეპარატით.
ინსულტი.
რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ინსულტის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებით, პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით. ამ გაზრდილი რისკის მექანიზმი უცნობია. სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ან პაციენტთა სხვა პოპულაციებში გაზრდილი რისკის არსებობა არ შეიძლება გამოირიცხოს. ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტები.
სიკვდილის რისკი იზრდება დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს იღებენ. ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მიმღებ პაციენტებში ჩატარებული 17 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (საშუალო ხანგრძლივობა 10 კვირა) მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის რისკი ამ პრეპარატების მიმღებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით 1.6-1.7-ჯერ გაიზარდა.
10 კვირის საშუალო მკურნალობის პერიოდის შემდეგ, სიკვდილის რისკი მკურნალობის ჯგუფში 4.5% იყო პლაცებო ჯგუფში 2.6%-თან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით კლინიკურ კვლევებში სიკვდილის მიზეზები განსხვავდებოდა, სიკვდილიანობის უმეტესობა გამოწვეული იყო გულ-სისხლძარღვთა (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ., პნევმონია) დაავადებებით. ეპიდემიოლოგიური კვლევები ვარაუდობენ, რომ სტანდარტული ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა ისევე, როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში.
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ანტიფსიქოზური პრეპარატისა და პაციენტის მახასიათებლების შედარებითი როლი სიკვდილიანობის ზრდაში გაურკვეველი რჩება.
ვენური თრომბოემბოლია.
ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას აღწერილია ვენური თრომბოემბოლიის (VT), ზოგჯერ ფატალური შედეგით, შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, ხშირად აღენიშნებათ VT-ის რისკ-ფაქტორები, სულპირიდი-ზნ-თი მკურნალობამდე და მკურნალობის დროს უნდა გამოვლინდეს VT-ის ყველა პოტენციური რისკ-ფაქტორი და მიღებულ იქნას სიფრთხილის ზომები (იხილეთ განყოფილება "გვერდითი რეაქციები"). სარძევე ჯირკვლის კიბო.
რადგან სულპირიდმა შეიძლება გაზარდოს პროლაქტინის დონე, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. სქესის მიუხედავად, ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს სარძევე ჯირკვლის კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორია, სულპირიდით მკურნალობის დროს სჭირდება ფრთხილად მონიტორინგი.
ნაწლავის მოძრაობის შენელება.
არსებობს ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევები ანტიფსიქოზური პრეპარატების მიმღებ პაციენტებში. ასევე აღწერილია იშემიური კოლიტის და ნაწლავის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური. პაციენტების უმეტესობას ერთდროულად უტარდებოდა მკურნალობა ერთი ან მეტი პრეპარატით, რომლებიც იწვევენ ნაწლავის მოძრაობის შემცირებას (განსაკუთრებით ანტიქოლინერგული თვისებების მქონე პრეპარატებით). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი ღებინებით და/ან დიარეით. ყაბზობა დროულად უნდა იქნას ამოცნობილი და აგრესიულად მკურნალობა. პარალიზური ან მექანიკური ნაწლავის ობსტრუქციის განვითარება მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის ერთდროულად მიღება ალკოჰოლთან, ლევოდოპასთან, დოფამინის რეცეპტორების აგონისტებთან, ანტიპარაზიტულ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes, მეტადონთან, სხვა ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
სულპირიდს აქვს ანტიქოლინერგული ეფექტი, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლაუკომა, ნაწლავის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი სტენოზი, შარდის შეკავება და პროსტატის ჰიპერპლაზია ანამნეზში. სულპირიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ჰიპერტენზიული კრიზის რისკის გამო. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ფრთხილად მონიტორინგი.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დაუდგინდა ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მან ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სედატიური საშუალებები
უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ სამკურნალო საშუალებას ან ნივთიერებას შეუძლია ჰქონდეს დამატებითი დამთრგუნველი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს გონებრივი აქტივობის შემცირება. ეს პრეპარატები მოიცავს მორფინის წარმოებულებს (ტკივილგამაყუჩებლები, ხველის საწინააღმდეგო და ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები), ნეიროლეფსიურებს, ბარბიტურატებს, ბენზოდიაზეპინებს, არაბენზოდიაზეპინის ჯგუფის ანქსიოლიტიკებს (როგორიცაა მეპრობამატი), საძილე საშუალებებს, სედატიურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), სედატიურ Hi-ანტიჰისტამინურებს, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ბაკლოფენს და თალიდომიდს.
პრეპარატები რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes)
გულის რითმის ეს სერიოზული დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი სამკურნალო საშუალებებით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ანტიარითმული აქტივობა. მაპროვოცირებელი ფაქტორებია ჰიპოკალიემია (იხ. "კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს (კალიუმის დამზოგავი პრეპარატები)") და ბრადიკარდია (იხ. "კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს (ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები)") ან QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება.
ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება, კერძოდ, 1a და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები და ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალება. ეს ეფექტი ასევე ინიცირდება სხვა პრეპარატებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კლასებს. ასეთი ურთიერთქმედება ხდება ერითრომიცინთან, დოლასეტრონთან, სპირამიცინთან და ვინკამინთან მხოლოდ ინტრავენური შეყვანის დოზირების ფორმებში.
ორი „ტორსადოგენური“ (torsades de pointes გამომწვევი) პრეპარატის ერთდროული მიღება ზოგადად უკუნაჩვენებია.
თუმცა, ზოგიერთი ამ პრეპარატისგან წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან მათი გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, ისინი უბრალოდ არ არის რეკომენდებული იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ torsades de pointes გამოწვევა. ეს ეხება მეთადონს, ანტიპარაზიტულ პრეპარატებს (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიურ საშუალებებს.
თუმცა, ეს გამონაკლისები არ მოიცავს ციტალოპრამს, დომპერიდონს და ესციტალოპრამს: მათი გამოყენება ყველა იმ პრეპარატთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ torsades de pointes გამოწვევა, უკუნაჩვენებია.
უკუნაჩვენებია კომბინაციები (იხილეთ განყოფილება „უკუჩვენებები“).
ციტალოპრამი, ესციტალოპრამი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების მომატებული რისკი.
დოფამინის რეცეპტორების აგონისტები, რომლებიც არ გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი).
დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ურთიერთანტაგონიზმი.
დომპერიდონი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.
ჰიდროქსიზინი

პიპერაზინი

არასასურველი კომბინაციები (იხ. განყოფილება „სპეციალური ინსტრუქციები“),
ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარება (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი)
პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა. თუ შესაძლებელია, გამოყენებული ორი პრეპარატიდან ერთ-ერთი უნდა შეწყდეს.
თუ თანმხლები მკურნალობის თავიდან აცილება შეუძლებელია, მისი დაწყებამდე უნდა შეფასდეს QT ინტერვალის მდგომარეობა ეკგ-ზე და მკურნალობის დროს უნდა კონტროლდებოდეს ეკგ პარამეტრები. ანტიპარკინსონული დოფამინის აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, როპინიროლი, რასაგილინი, როტიგოტინი, სელეგილინი)
დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.
დოფამინის აგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ ფსიქიკური აშლილობები. თუ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც დოფამინის აგონისტებით მკურნალობენ, ნეიროლეფსიური საშუალებების მიღება აუცილებელია, დოფამინის აგონისტების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მათ სრულ შეწყვეტამდე (მკვეთრი მოხსნა პაციენტს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს).
სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ torsades de pointes (კლასი 1ა (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და კლასი III (ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიარითმული საშუალებები და სხვა პრეპარატები, როგორიცაა დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, ინტრავენური დოლასეტრონი, დომპერიდონი, ინტრავენური ერითრომიცინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური სპირამიცინი, ტორამიფენი და ვადეტანიბი).
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი არითმიების“ მაღალი რისკი.
სხვა ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი არითმიები“ (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი).

ალკოჰოლი (სასმელი ან დამხმარე ნივთიერება).
ნეიროლეფსიური საშუალებების სედატიური ეფექტის პოტენცირება.
კონცენტრაციის დაქვეითების უნარის გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმების მართვა შეიძლება საშიში იყოს.
პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას ან სპირტის შემცველი მედიკამენტების გამოყენებას.
ლევოდოპა.
ლევოდოპასა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ დოფამინის აგონისტებით და ნეიროლეფსიური საშუალებებით, უნდა მიეცეთ ორივე პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზები.
მეთადონი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) ,,პირუეტის,, ტიპის განვითარების რისკის გაზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებში დაფიქსირდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებთან დაკავშირებული ფერტილობის შემცირება (პროლაქტინით განპირობებული ეფექტი). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებზე ძალიან შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ. ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების კონტექსტში აღწერილი ნაყოფის ან ახალშობილის განვითარების დარღვევების თითქმის ყველა შემთხვევაში, შესაძლებელია ალტერნატიული ახსნა-განმარტებები და უფრო სავარაუდო ჩანს. ამიტომ, ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ახალშობილებს, რომელთა დედებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიიღეს ანტიფსიქოზური საშუალებები (მათ შორის სულპირიდი-ზნ), აქვთ დაბადების შემდეგ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან მოხსნის სინდრომის, სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: აგზნება, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება და კვების პრობლემები. ამიტომ, ახალშობილების მდგომარეობა ყურადღებით უნდა იყოს მონიტორინგი.
ძუძუთი კვების პერიოდი.
ვინაიდან სულპირიდი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
გავლენა რეაქციების სიჩქარეზე ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მართავს ავტომობილს ან სხვა მექანიზმებს, უნდა აცნობონ, რომ ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). პრეპარატის გამოყენების დროს ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმების მართვა უკუნაჩვენებია.
გვერდითი მოვლენები
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ.
არახშირი: ლეიკოპენია.
სიხშირე უცნობია: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის დარღვევები.
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქოშინი, ჰიპოტენზია, ანაფილაქსიური შოკი.
ენდოკრინული დარღვევები.
ხშირი: ჰიპერპროლაქტინემია.
ფსიქიკური აშლილობები.
ხშირი: უძილობა.
სიხშირე უცნობია: დაბნეულობა.
ნერვული სისტემის დარღვევები.
ხშირი: სედაცია ან ძილიანობა; ექსტრაპირამიდული სიმპტომი, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწილობრივი რეაქცია ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატებით მკურნალობაზე; პარკინსონიზმი, ტრემორი; ჰიპერკინეტიკურ-ჰიპერტენზიული, აღგზნებითი მოტორული აქტივობა; აკატიზია.
არახშირი: ჰიპერტონია, დისკინეზია, დისტონია.
იშვიათი: ოკულოგირული კრიზი.
სიხშირე უცნობია: პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (იხ. ნაწილი "სპეციალური გაფრთხილებები"); ჰიპოკინეზია; კრუნჩხვები (იხ. ნაწილი "სპეციალური გაფრთხილებები").
გვიანი დისკინეზია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ყველა ნეიროლეფსიურით ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ამ შემთხვევაში, ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატები არაეფექტურია და შეიძლება გააუარესოს კლინიკური გამოვლინებები.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები.
სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი,
კარდიოლოგიური დარღვევები.
იშვიათი: პარკუჭოვანი არითმიები, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია ან გულის გაჩერება.
სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, უეცარი სიკვდილი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
სისხლძარღვოვანი დარღვევები.
არახშირი: ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზია.
სიხშირე უცნობია: ვენური თრომბოემბოლია, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“), არტერიული წნევის მომატება (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის დარღვევები. სიხშირე უცნობია: ასპირაციული პნევმონია (ძირითადად სულპირიდის თანმხლები გამოყენების შემთხვევაში სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
ხშირი: ყაბზობა.
არახშირი: ნერწყვის ჰიპერსეკრეცია.
ჰეპატობილიარული დარღვევები.
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
სიხშირე უცნობია: ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები.
ხშირი: მაკულოპაპულური გამონაყარი.
ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და პერინატალური პერიოდი.
სიხშირე უცნობია: მოხსნის სინდრომი ახალშობილებში (იხილეთ განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს").
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები.
ხშირი: გალაქტორეა.
არახშირი: ამენორეა, იმპოტენცია ან ფრიგიდულობა.
სიხშირე უცნობია: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები.
ხშირი: წონის მატება.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ის საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სულპირიდის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. შესაძლოა განვითარდეს დისკინეტიკური გამოვლინებები სპაზმური კისერმრუდობით, ენის პროტრუზიით და ტრისმით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პარკინსონიზმის გამოვლინებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, ან თუნდაც კომა.
ფატალური შემთხვევები ძირითადად აღწერილია სულპირიდის სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან კომბინაციაში გამოყენებისას.
სულპირიდი ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. სულპირიდისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, რეანიმაციული ღონისძიებები გულის აქტივობისა და სუნთქვის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგით (QT ინტერვალის გახანგრძლივების და პარკუჭოვანი არითმიების რისკი), რაც უნდა გაგრძელდეს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე. მძიმე ექსტრაპირამიდული სინდრომის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ანტიქოლინერგული პრეპარატები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: სულპირიდი;
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ სულპირიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზის მონოჰიდრატისა და ფხვნილისებრი ცელულოზის (75:25) ნარევი), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ამოზნექილი ზედაპირებით, წაკვეთილი კიდეებით და ერთ მხარეს ნაზოლით.
შენახვის პირობები
3 წელი.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში; 1 ბლისტერი კოლოფში,
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიფსიქოზური საშუალებები. ათქ კოდი N05AL01
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
სულპირიდი გავლენას ახდენს დოფამინერგულ ნერვულ გადაცემაზე თავის ტვინში, როგორც დოფამინომიმეტური საშუალება, რითაც ახდენს გამააქტიურებელ ეფექტს დაბალი დოზებით. უფრო მაღალი დოზებით, სულპირიდს ასევე აქვს ანტირეპროდუქციული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა.
ერთი 200 მგ ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ, სულპირიდის პიკური პლაზმური კონცენტრაცია (0.73 მგ/ლ) მიიღწევა 3-6 საათის შემდეგ.
პერორალური დოზირების ფორმების ბიოშეღწევადობა 25-35%-ია, ფართო ინდივიდუალური ვარიაციებით; სულპირიდს 50-დან 300 მგ-მდე დოზით მიღების შემდეგ აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკური პროფილი.
სულპირიდი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში: წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების ხილული მოცულობა შეადგენს 0.94 ლ/კგ. პლაზმურ ცილებთან კავშირი 40%.
სულპირიდი მცირე რაოდენობით გვხვდება დედის რძეში და შეუძლია პლაცენტარული ბარიერის გადალახვა. სულპირიდი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში.
სულპირიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით გლომერულური ფილტრაციის გზით. მისი თირკმლისმიერი კლირენსია 126 მლ/წთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი - 7 საათი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
სულპირიდი-ზნ
(SULPIRID-ZN)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სულპირიდი;
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ სულპირიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზის მონოჰიდრატისა და ფხვნილისებრი ცელულოზის (75:25) ნარევი), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი ცილინდრული ფორმის ტაბლეტები, ამოზნექილი ზედაპირებით, წაკვეთილი კიდეებით და ერთ მხარეს ნაზოლით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტიფსიქოზური საშუალებები. ათქ კოდი N05AL01
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
სულპირიდი გავლენას ახდენს დოფამინერგულ ნერვულ გადაცემაზე თავის ტვინში, როგორც დოფამინომიმეტური საშუალება, რითაც ახდენს გამააქტიურებელ ეფექტს დაბალი დოზებით. უფრო მაღალი დოზებით, სულპირიდს ასევე აქვს ანტირეპროდუქციული ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა.
ერთი 200 მგ ტაბლეტის პერორალური მიღების შემდეგ, სულპირიდის პიკური პლაზმური კონცენტრაცია (0.73 მგ/ლ) მიიღწევა 3-6 საათის შემდეგ.
პერორალური დოზირების ფორმების ბიოშეღწევადობა 25-35%-ია, ფართო ინდივიდუალური ვარიაციებით; სულპირიდს 50-დან 300 მგ-მდე დოზით მიღების შემდეგ აქვს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკური პროფილი.
სულპირიდი სწრაფად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში: წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების ხილული მოცულობა შეადგენს 0.94 ლ/კგ. პლაზმურ ცილებთან კავშირი 40%.
სულპირიდი მცირე რაოდენობით გვხვდება დედის რძეში და შეუძლია პლაცენტარული ბარიერის გადალახვა. სულპირიდი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ადამიანის ორგანიზმში.
სულპირიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით გლომერულური ფილტრაციის გზით. მისი თირკმლისმიერი კლირენსია 126 მლ/წთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი - 7 საათი.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
მწვავე ფსიქიკური დარღვევები. ქრონიკული ფსიქიკური დარღვევები (შიზოფრენია, ქრონიკული არაშიზოფრენიული დელირიუმი: პარანოიდული დელირიუმი, ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზი).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სულპირიდის ან სამკურნალო საშუალების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ განყოფილება „შემადგენლობა“),
- პროლაქტინდამოკიდებული სიმსივნეები (მაგალითად, პროლაქტინის გამომყოფი ჰიპოფიზი (პროლაქტინომა) და ძუძუს კიბო).
- ფეოქრომოციტომის ცნობილი ან სავარაუდო დიაგნოზი.
- მწვავე პორფირია.
- კომბინაციები დოფამინის რეცეპტორების აგონისტებთან, რომლებიც არ გამოიყენება პარკინსონის დაავადების (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი), ციტალოპრამი და ესციტალოპრამი, ჰიდროქსიზინი, დომპერიდონი და პიპერაზინი (იხილეთ განყოფილება „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები“).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
სედატიური საშუალებები
უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრ სამკურნალო საშუალებას ან ნივთიერებას შეუძლია ჰქონდეს დამატებითი დამთრგუნველი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიწვიოს გონებრივი აქტივობის შემცირება. ეს პრეპარატები მოიცავს მორფინის წარმოებულებს (ტკივილგამაყუჩებლები, ხველის საწინააღმდეგო და ჩანაცვლებითი თერაპიის საშუალებები), ნეიროლეფსიურებს, ბარბიტურატებს, ბენზოდიაზეპინებს, არაბენზოდიაზეპინის ჯგუფის ანქსიოლიტიკებს (როგორიცაა მეპრობამატი), საძილე საშუალებებს, სედატიურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), სედატიურ Hi-ანტიჰისტამინურებს, ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, ბაკლოფენს და თალიდომიდს.
პრეპარატები რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes)
გულის რითმის ეს სერიოზული დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს რიგი სამკურნალო საშუალებებით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ანტიარითმული აქტივობა. მაპროვოცირებელი ფაქტორებია ჰიპოკალიემია (იხ. "კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს (კალიუმის დამზოგავი პრეპარატები)") და ბრადიკარდია (იხ. "კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილეს (ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები)") ან QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება.
ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება, კერძოდ, 1a და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები და ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალება. ეს ეფექტი ასევე ინიცირდება სხვა პრეპარატებით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ კლასებს. ასეთი ურთიერთქმედება ხდება ერითრომიცინთან, დოლასეტრონთან, სპირამიცინთან და ვინკამინთან მხოლოდ ინტრავენური შეყვანის დოზირების ფორმებში.
ორი „ტორსადოგენური“ (torsades de pointes გამომწვევი) პრეპარატის ერთდროული მიღება ზოგადად უკუნაჩვენებია.
თუმცა, ზოგიერთი ამ პრეპარატისგან წარმოადგენს გამონაკლისს, რადგან მათი გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია. ამიტომ, ისინი უბრალოდ არ არის რეკომენდებული იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ torsades de pointes გამოწვევა. ეს ეხება მეთადონს, ანტიპარაზიტულ პრეპარატებს (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი) და ნეიროლეფსიურ საშუალებებს.
თუმცა, ეს გამონაკლისები არ მოიცავს ციტალოპრამს, დომპერიდონს და ესციტალოპრამს: მათი გამოყენება ყველა იმ პრეპარატთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ torsades de pointes გამოწვევა, უკუნაჩვენებია.
უკუნაჩვენებია კომბინაციები (იხილეთ განყოფილება „უკუჩვენებები“).
ციტალოპრამი, ესციტალოპრამი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების მომატებული რისკი.
დოფამინის რეცეპტორების აგონისტები, რომლებიც არ გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ (კაბერგოლინი, ქინაგოლიდი).
დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ურთიერთანტაგონიზმი.
დომპერიდონი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.
ჰიდროქსიზინი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.
პიპერაზინი
არსებობს პარკუჭოვანი არითმიის, კერძოდ, „torsades de pointes“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მომატებული რისკი.
არასასურველი კომბინაციები (იხ. განყოფილება „სპეციალური ინსტრუქციები“),
ანტიპარაზიტული პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარება (ქლოროქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი, პენტამიდინი)
პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) განვითარების რისკის გაზრდა. თუ შესაძლებელია, გამოყენებული ორი პრეპარატიდან ერთ-ერთი უნდა შეწყდეს.
თუ თანმხლები მკურნალობის თავიდან აცილება შეუძლებელია, მისი დაწყებამდე უნდა შეფასდეს QT ინტერვალის მდგომარეობა ეკგ-ზე და მკურნალობის დროს უნდა კონტროლდებოდეს ეკგ პარამეტრები. ანტიპარკინსონული დოფამინის აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, როპინიროლი, რასაგილინი, როტიგოტინი, სელეგილინი)
დოფამინის აგონისტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი.
დოფამინის აგონისტებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გაამწვავონ ფსიქიკური აშლილობები. თუ პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც დოფამინის აგონისტებით მკურნალობენ, ნეიროლეფსიური საშუალებების მიღება აუცილებელია, დოფამინის აგონისტების დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მათ სრულ შეწყვეტამდე (მკვეთრი მოხსნა პაციენტს ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს).
სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ torsades de pointes (კლასი 1ა (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და კლასი III (ამიოდარონი, დრონედარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიარითმული საშუალებები და სხვა პრეპარატები, როგორიცაა დარიშხანის ნაერთები, დიფემანილი, ინტრავენური დოლასეტრონი, დომპერიდონი, ინტრავენური ერითრომიცინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ლევოფლოქსაცინი, მექიტაზინი, მიზოლასტინი, პრუკალოპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური სპირამიცინი, ტორამიფენი და ვადეტანიბი).
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი არითმიების“ მაღალი რისკი.
სხვა ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ „პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი არითმიები“ (ამისულპრიდი, ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, დროპერიდოლი, ფლუპენტიქსოლი, ფლუფენაზინი, ჰალოპერიდოლი, ლევომეპრომაზინი, პიმოზიდი, პიპამპერონი, პიპოთიაზიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ზუკლოპენტიქსოლი).
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით „პირუეტის ტიპის პარკუჭოვანი არითმიების“ მაღალი რისკი.
ალკოჰოლი (სასმელი ან დამხმარე ნივთიერება).
ნეიროლეფსიური საშუალებების სედატიური ეფექტის პოტენცირება.
კონცენტრაციის დაქვეითების უნარის გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმების მართვა შეიძლება საშიში იყოს.
პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ალკოჰოლური სასმელების მიღებას ან სპირტის შემცველი მედიკამენტების გამოყენებას.
ლევოდოპა.
ლევოდოპასა და ნეიროლეფსიურ საშუალებებს შორის არსებობს ორმხრივი ანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ დოფამინის აგონისტებით და ნეიროლეფსიური საშუალებებით, უნდა მიეცეთ ორივე პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზები.
მეთადონი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsades de pointes) ,,პირუეტის,, ტიპის განვითარების რისკის გაზრდა.
სიფრთხილის ზომების მომთხოვნი კომბინაციები
ანაგრელიდი
პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ეკგ-ს და კლინიკური მონიტორინგი.
აზითრომიცინი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ეკგ-ს და კლინიკური მონიტორინგი.
ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ბისოპროლოლი, კარვედილი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ეკგ-ს კონტროლი.
ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (მაგალითად, 1a კლასის ანტიარითმული საშუალებები, ბეტა-ბლოკატორები, ზოგიერთი III კლასის ანტიარითმული საშუალება, ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორი, კრიზოტინიბი, დიგიტალის გლიკოზიდები, პასირეოტიდი, პილოკარპინი, ანტიქოლინესტერაზას პრეპარატები)
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკი იზრდება. საჭიროა კლინიკური მონიტორინგი და ეკგ კონტროლი.
ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი, ნორფლოქსაცინი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი.
კლარითრომიცინი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ელექტროკარდიოგრამა და კლინიკური მონიტორინგი.
კალიუმის დამზოგავი პრეპარატები (კალიუმის არაშემნახველი შარდმდენები, ცალკე ან კომბინაციაში, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი და ინტრავენური ამფოტერიცინ B)
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. მიღებამდე უნდა ჩატარდეს არსებული ჰიპოკალიემიის კორექცია და კლინიკური მონიტორინგი, ელექტროლიტების და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი.
ლითიუმი
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის ან ლითიუმის მოწამვლის შესახებ ნეიროფსიქიატრიული ნიშნების განვითარების რისკი.
აუცილებელია რეგულარული კლინიკური და ლაბორატორიული მონიტორინგი, განსაკუთრებით ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენების დასაწყისში. ნეიროტოქსიკურობის პირველი ნიშნების გამოვლენისას რეკომენდებულია ორი პრეპარატიდან ერთ-ერთის მიღების შეწყვეტა.
ონდანსეტრონი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ეკგ და კლინიკური მონიტორინგი.
როქსიტრომიცინი
,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes განვითარების რისკის გაზრდა. ერთდროული გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ეკგ და კლინიკური მონიტორინგი.
სუკრალფატი
სულპირიდის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
სუკრალფატისა და სულპირიდის მიღებას შორის უნდა იყოს გარკვეული დროის ინტერვალი (თუ შესაძლებელია, 2 საათზე მეტი).
ადგილობრივი მოქმედების კუჭ-ნაწლავის საშუალებები, ანტაციდები და აქტივირებული ნახშირი.
სულპირიდის შეწოვის შემცირება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ამ საშუალებებისა და სულპირიდის მიღებას შორის უნდა იყოს გარკვეული დროის ინტერვალი (თუ შესაძლებელია, 2 საათზე მეტი).
კომბინაციები რომელთა გამოყენებასთან მიმართებაში საჭიროა სიფრთხულე
სხვა სედატიური საშუალებები
ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო გამოხატული დათრგუნვა. კონცენტრაციის უნარის გაუარესების გამო, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვა მექანიზმებთან მუშაობა შეიძლება საშიში იყოს.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
არტერიული ჰიპოტენზიის, განსაკუთრებით ორთოსტატულის განვითარების რისკის გაზრდა. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენებული ბეტა-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი, ნებივოლოლი)
გულის უკმარისობის დროს გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების შესახებ იხილეთ „სიფრთხილის ზომების მომთხოვნი კომბინაციები“. ვაზოდილატაციური ეფექტი და ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით პოსტურალური (ადიტიური ეფექტი).
დაპოქსეტინი
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით თავბრუსხვევის ან სინკოპეს განვითარების გაზრდილი რისკი.
ორლისტატი
მკურნალობის წარუმატებლობის რისკი ორლისტატის თანმხლები გამოყენების შემთხვევაში.
გამოყენების თავისებურებები
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან დიაბეტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში სულპირიდით თერაპიის დაწყებისას სისხლში გლუკოზის დონე სათანადოდ უნდა იყოს გაკონტროლებული.
გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა დაენიშნოს პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დოზის შემცირება და მონიტორინგის გაძლიერება; თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია წყვეტილი მკურნალობა.
სულპირიდით მკურნალობის დროს საჭიროა უფრო ინტენსიური მონიტორინგი:
- ეპილეფსიის მქონე პაციენტებისთვის, რადგან სულპირიდმა შეიძლება შეამციროს კრუნჩხვების ზღვარი; სულპირიდით ნამკურნალებ პაციენტებში კრუნჩხვების შემთხვევები დაფიქსირდა (იხილეთ განყოფილება "გვერდითი რეაქციები");
- ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც უფრო მიდრეკილნი არიან პოსტურალური ჰიპოტენზიის, სედაციის და პრეპარატის ექსტრაპირამიდული ეფექტების განვითარებისკენ.
ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის სულპირიდის გამოყენებისას დაფიქსირებულია ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი. ლეიკოპენიის ნიშნები შეიძლება იყოს აუხსნელი ინფექციები ან აუხსნელი ცხელება (იხილეთ გვერდითი რეაქციები): ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზები.
პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი
სხეულის ტემპერატურის აუხსნელი მომატების შემთხვევაში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან ეს შეიძლება იყოს ავთვისებიანი სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენების დროს (სიფერმკრთალე, ჰიპერთერმია, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, ცნობიერების დარღვევა, კუნთების რიგიდობა).
ვეგეტატიური ნერვული სისტემის დისფუნქციის ნიშნები, როგორიცაა გაძლიერებული ოფლიანობა და არტერიული წნევის ცვლილებები, შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმიამდე და ამიტომ უნდა ჩაითვალოს ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებად.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიროლეფსიური საშუალებების ეს ეფექტი შეიძლება იყოს იდიოსინკრაზული ხასიათის, შეიძლება არსებობდეს რისკ-ფაქტორები, როგორიცაა დეჰიდრატაცია და ორგანული ტვინის დაზიანება. QT ინტერვალის გახანგრძლივება.
სულპირიდმა შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დოზადამოკიდებული გახანგრძლივება. ეს ეფექტი, რომელიც ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების, კერძოდ, torsades de pointes განვითარების რისკს, უფრო ხშირად აღინიშნება ბრადიკარდიის, ჰიპოკალიემიის და QT ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (როდესაც სულპირიდი ერთდროულად მიიღება სამკურნალო პროდუქტთან, რომელიც იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას) (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). ამის გათვალისწინებით, პრეპარატის გამოყენებამდე და თუ კლინიკური სიტუაცია იძლევა საშუალებას, აუცილებელია შემოწმდეს პაციენტებში ამ ტიპის არითმიის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: ბრადიკარდია წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით, ჰიპოკალიემია, QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება, სამკურნალო პროდუქტით თანმხლები მკურნალობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ბრადიკარდია (წუთში 55-ზე ნაკლები დარტყმით), ჰიპოკალიემია, გულშიდა გამტარობის შენელება ან QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხილეთ ნაწილები "უკუჩვენებები" და "ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები").
გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა, რეკომენდებულია ეკგ-ს ჩატარება იმ პაციენტების საწყისი შეფასების დროს, რომლებიც უნდა მიიღონ მკურნალობა ანტიფსიქოზური პრეპარატით.
ინსულტი.
რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ინსულტის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ზოგიერთი ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებით, პლაცებოს მიმღებ პირებთან შედარებით. ამ გაზრდილი რისკის მექანიზმი უცნობია. სხვა ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან ან პაციენტთა სხვა პოპულაციებში გაზრდილი რისკის არსებობა არ შეიძლება გამოირიცხოს. ეს სამკურნალო პროდუქტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ინსულტის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში.
დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტები.
სიკვდილის რისკი იზრდება დემენციასთან დაკავშირებული ფსიქოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ანტიფსიქოზურ საშუალებებს იღებენ. ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების მიმღებ პაციენტებში ჩატარებული 17 პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (საშუალო ხანგრძლივობა 10 კვირა) მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილის რისკი ამ პრეპარატების მიმღებ პაციენტებში პლაცებოსთან შედარებით 1.6-1.7-ჯერ გაიზარდა.
10 კვირის საშუალო მკურნალობის პერიოდის შემდეგ, სიკვდილის რისკი მკურნალობის ჯგუფში 4.5% იყო პლაცებო ჯგუფში 2.6%-თან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით კლინიკურ კვლევებში სიკვდილის მიზეზები განსხვავდებოდა, სიკვდილიანობის უმეტესობა გამოწვეული იყო გულ-სისხლძარღვთა (მაგ., გულის უკმარისობა, უეცარი სიკვდილი) ან ინფექციური (მაგ., პნევმონია) დაავადებებით. ეპიდემიოლოგიური კვლევები ვარაუდობენ, რომ სტანდარტული ანტიფსიქოზური საშუალებებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობა ისევე, როგორც ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების შემთხვევაში.
ეპიდემიოლოგიურ კვლევებში ანტიფსიქოზური პრეპარატისა და პაციენტის მახასიათებლების შედარებითი როლი სიკვდილიანობის ზრდაში გაურკვეველი რჩება.
ვენური თრომბოემბოლია.
ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას აღწერილია ვენური თრომბოემბოლიის (VT), ზოგჯერ ფატალური შედეგით, შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს, ხშირად აღენიშნებათ VT-ის რისკ-ფაქტორები, სულპირიდი-ზნ-თი მკურნალობამდე და მკურნალობის დროს უნდა გამოვლინდეს VT-ის ყველა პოტენციური რისკ-ფაქტორი და მიღებულ იქნას სიფრთხილის ზომები (იხილეთ განყოფილება "გვერდითი რეაქციები"). სარძევე ჯირკვლის კიბო.
რადგან სულპირიდმა შეიძლება გაზარდოს პროლაქტინის დონე, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული. სქესის მიუხედავად, ყველა პაციენტს, რომელსაც აქვს სარძევე ჯირკვლის კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორია, სულპირიდით მკურნალობის დროს სჭირდება ფრთხილად მონიტორინგი.
ნაწლავის მოძრაობის შენელება.
არსებობს ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევები ანტიფსიქოზური პრეპარატების მიმღებ პაციენტებში. ასევე აღწერილია იშემიური კოლიტის და ნაწლავის ნეკროზის იშვიათი შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური. პაციენტების უმეტესობას ერთდროულად უტარდებოდა მკურნალობა ერთი ან მეტი პრეპარატით, რომლებიც იწვევენ ნაწლავის მოძრაობის შემცირებას (განსაკუთრებით ანტიქოლინერგული თვისებების მქონე პრეპარატებით). განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მუცლის ტკივილი ღებინებით და/ან დიარეით. ყაბზობა დროულად უნდა იქნას ამოცნობილი და აგრესიულად მკურნალობა. პარალიზური ან მექანიკური ნაწლავის ობსტრუქციის განვითარება მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის ერთდროულად მიღება ალკოჰოლთან, ლევოდოპასთან, დოფამინის რეცეპტორების აგონისტებთან, ანტიპარაზიტულ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes, მეტადონთან, სხვა ნეიროლეფსიურ საშუალებებთან და პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ,,პირუეტის,, ტიპის პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით torsades de pointes (იხ. განყოფილება „გვერდითი რეაქციები“).
სულპირიდს აქვს ანტიქოლინერგული ეფექტი, ამიტომ ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლაუკომა, ნაწლავის ობსტრუქცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თანდაყოლილი სტენოზი, შარდის შეკავება და პროსტატის ჰიპერპლაზია ანამნეზში. სულპირიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, ჰიპერტენზიული კრიზის რისკის გამო. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის ფრთხილად მონიტორინგი.
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დაუდგინდა ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, მან ამ პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ორსულობა.
ცხოველებში დაფიქსირდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებთან დაკავშირებული ფერტილობის შემცირება (პროლაქტინით განპირობებული ეფექტი). ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები არ მიუთითებს პირდაპირ ან ირიბ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. ადამიანებზე ძალიან შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი ორსულობაზე ზემოქმედების შესახებ. ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების კონტექსტში აღწერილი ნაყოფის ან ახალშობილის განვითარების დარღვევების თითქმის ყველა შემთხვევაში, შესაძლებელია ალტერნატიული ახსნა-განმარტებები და უფრო სავარაუდო ჩანს. ამიტომ, ორსულობის დროს სულპირიდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ახალშობილებს, რომელთა დედებმა ორსულობის მესამე ტრიმესტრში მიიღეს ანტიფსიქოზური საშუალებები (მათ შორის სულპირიდი-ზნ), აქვთ დაბადების შემდეგ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების და/ან მოხსნის სინდრომის, სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: აგზნება, ჰიპერტონია, ჰიპოტონია, ტრემორი, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება და კვების პრობლემები. ამიტომ, ახალშობილების მდგომარეობა ყურადღებით უნდა იყოს მონიტორინგი.
ძუძუთი კვების პერიოდი.
ვინაიდან სულპირიდი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.
გავლენა რეაქციების სიჩქარეზე ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
პაციენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მართავს ავტომობილს ან სხვა მექანიზმებს, უნდა აცნობონ, რომ ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობის განვითარება (იხილეთ განყოფილება „გვერდითი რეაქციები“). პრეპარატის გამოყენების დროს ავტომობილის მართვა და სხვა მექანიზმების მართვა უკუნაჩვენებია.
მიღების წესი და დოზირება.
პერორალური გამოყენებისთვის.
ყოველთვის უნდა დაინიშნოს მინიმალური ეფექტური დოზა.
თუ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა იძლევა საშუალებას, მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით, რის შემდეგაც შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ტიტრაცია.
ამ დოზირების ფორმით პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის. დღიური დოზაა 200-1000 მგ.
ბავშვები.
ამ დოზირების ფორმით პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის.
დოზის გადაჭარბება.
სულპირიდის დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. შესაძლოა განვითარდეს დისკინეტიკური გამოვლინებები სპაზმური კისერმრუდობით, ენის პროტრუზიით და ტრისმით. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პარკინსონიზმის გამოვლინებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, ან თუნდაც კომა.
ფატალური შემთხვევები ძირითადად აღწერილია სულპირიდის სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან კომბინაციაში გამოყენებისას.
სულპირიდი ნაწილობრივ გამოიყოფა ჰემოდიალიზით. სულპირიდისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური, რეანიმაციული ღონისძიებები გულის აქტივობისა და სუნთქვის ფუნქციის ფრთხილად მონიტორინგით (QT ინტერვალის გახანგრძლივების და პარკუჭოვანი არითმიების რისკი), რაც უნდა გაგრძელდეს პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე. მძიმე ექსტრაპირამიდული სინდრომის განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ანტიქოლინერგული პრეპარატები.
გვერდითი რეაქციები.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ.
არახშირი: ლეიკოპენია.
სიხშირე უცნობია: ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის დარღვევები.
სიხშირე უცნობია: ანაფილაქსიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქოშინი, ჰიპოტენზია, ანაფილაქსიური შოკი.
ენდოკრინული დარღვევები.
ხშირი: ჰიპერპროლაქტინემია.
ფსიქიკური აშლილობები.
ხშირი: უძილობა.
სიხშირე უცნობია: დაბნეულობა.
ნერვული სისტემის დარღვევები.
ხშირი: სედაცია ან ძილიანობა; ექსტრაპირამიდული სიმპტომი, რომლის დროსაც აღინიშნება ნაწილობრივი რეაქცია ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატებით მკურნალობაზე; პარკინსონიზმი, ტრემორი; ჰიპერკინეტიკურ-ჰიპერტენზიული, აღგზნებითი მოტორული აქტივობა; აკატიზია.
არახშირი: ჰიპერტონია, დისკინეზია, დისტონია.
იშვიათი: ოკულოგირული კრიზი.
სიხშირე უცნობია: პოტენციურად ფატალური ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (იხ. ნაწილი "სპეციალური გაფრთხილებები"); ჰიპოკინეზია; კრუნჩხვები (იხ. ნაწილი "სპეციალური გაფრთხილებები").
გვიანი დისკინეზია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ყველა ნეიროლეფსიურით ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ამ შემთხვევაში, ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური პრეპარატები არაეფექტურია და შეიძლება გააუარესოს კლინიკური გამოვლინებები.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები.
სიხშირე უცნობია: ჰიპონატრიემია, ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი,
კარდიოლოგიური დარღვევები.
იშვიათი: პარკუჭოვანი არითმიები, კერძოდ, „პირუეტის“ ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsades de pointes) და პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პარკუჭოვანი ფიბრილაცია ან გულის გაჩერება.
სიხშირე უცნობია: QT ინტერვალის გახანგრძლივება, უეცარი სიკვდილი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
სისხლძარღვოვანი დარღვევები.
არახშირი: ორთოსტატული არტერიული ჰიპოტენზია.
სიხშირე უცნობია: ვენური თრომბოემბოლია, ფილტვის ემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“), არტერიული წნევის მომატება (იხილეთ განყოფილება „გამოყენების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის დარღვევები. სიხშირე უცნობია: ასპირაციული პნევმონია (ძირითადად სულპირიდის თანმხლები გამოყენების შემთხვევაში სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.
ხშირი: ყაბზობა.
არახშირი: ნერწყვის ჰიპერსეკრეცია.
ჰეპატობილიარული დარღვევები.
ხშირი: ღვიძლის ფერმენტების მომატება.
სიხშირე უცნობია: ქოლესტაზური ან შერეული ჰეპატიტი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები.
ხშირი: მაკულოპაპულური გამონაყარი.
ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და პერინატალური პერიოდი.
სიხშირე უცნობია: მოხსნის სინდრომი ახალშობილებში (იხილეთ განყოფილება "გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს").
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის დარღვევები.
ხშირი: გალაქტორეა.
არახშირი: ამენორეა, იმპოტენცია ან ფრიგიდულობა.
სიხშირე უცნობია: გინეკომასტია.
ზოგადი დარღვევები.
ხშირი: წონის მატება.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება.
გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება სამკურნალო პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ის საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის თანაფარდობის მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით.
ვარგისობის ვადა.
3 წელი.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
10 ტაბლეტი ბლისტერში; 1 ბლისტერი კოლოფში,
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი.
Общество с ограниченной ответственностью «Харьковское фармацевтическое предприятие «Здоровье народу».
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის ადგილი.
Украина, 61002, Харьковская обл., город Харьков, улица Куликовская, дом 41.
ბოლო გადახედვის თარიღი. 23/04/2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.