სიტაბელ მეტი
Sitabel Met
სიტაბელ მეტი შეიცავს ორ სხვადასხვა პრეპარატს, სახელწოდებით სიტაგლიპტინი და მეტფორმინი. სიტაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები). მეტფორმინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ბიგუანიდები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტფორმინ (metformin) + სიტაგლიპტინ (sitagliptin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ + 850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (8X7)
- მწარმოებელი
- NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
- ATC კოდი
- A10BD07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044457
- რეგისტრირებულია
- 11 დეკემბერი 2025, მოქმედებს 11 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სიტაბელ მეტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სიტაბელ მეტი შეიცავს ორ სხვადასხვა პრეპარატს, სახელწოდებით სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.
სიტაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები).
მეტფორმინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ბიგუანიდები.
ისინი ერთად მუშაობენ სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის ფორმა, სახელწოდებით „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი“. ეს პრეპარატი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.
დიეტასა და ვარჯიშთან ერთად, ეს პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას ცალკე ან დიაბეტის დროს ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები ან გლიტაზონები).
რა არის ტიპი 2 დიაბეტი?
ტიპი 2 დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს და ინსულინი, რომელსაც თქვენი სხეული აწარმოებს, არ მუშაობს ისე კარგად, როგორც საჭიროა. თქვენმა ორგანიზმმა ასევე შეიძლება გამოიმუშაოს ძალიან ბევრი შაქარი. ამ დროს შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს შეიძლება იწვევდეს სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
მიღების წესი და დოზირება
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ერთი ტაბლეტი:
დღეში ორჯერ პერორალურად
საკვებთან ერთად, რათა შეამციროთ კუჭის გაღიზიანების შანსი.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის გაზრდა სისხლში შაქრის გასაკონტროლებლად.
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში უნდა გააგრძელოთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და იზრუნოთ, რომ თქვენი ნახშირწყლების მიღება დღის განმავლობაში თანაბრად იყოს გადანაწილებული.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ამ პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის პათოლოგიურად დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება სულფონილშარდოვანას ან ინსულინთან ერთად, შეიძლება დაფიქსირდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე და თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს თქვენი სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
თუ მიიღეთ სიტაბელ მეტის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ მოცემული პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მიმართეთ საავადმყოფოს, თუ გაქვთ ლაქტატაციდოზის სიმპტომები, როგორიცაა სიცივის ან დისკომფორტის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, კუჭის ტკივილი, წონის აუხსნელი დაკლება, კუნთების სპაზმი ან სწრაფი სუნთქვა (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ დაგავიწყდათ სიტაბელ მეტის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდათ თქვენი მომდევნო დოზის მიღების დრომდე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით რეგულარული რეჟიმით მიღებას. არ მიიღოთ მოცემული პრეპარატის ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება
გააგრძელეთ ამ პრეპარატის მიღება იმ ხანგრძლივობით, რომლითაც ექიმი დაგინიშნავთ სისხლში შაქრის კონტროლის გაგრძელების დასახმარებლად. არ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ სიტაბელ მეტის მიღებას, შესაძლოა სისხლში შაქრის დონე კვლავ გაიზარდოს.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაქვეითება
თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტატაციდოზი (იხილეთ „ლაქტატაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომლებსაც „კეტონურ სხეულებს“ უწოდებენ და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან ამოსუნთქვისას უჩვეულო ხილისმაგვარი სუნის განვითარებას.
თუ გაქვთ მძიმე ინფექცია ან გაუწყლოება
თუ აპირებთ რენტგენის გაკეთებას, რომლის დროსაც შეგიყვანენ საღებავს. უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის გამოყენება რენტგენის დროს და 2 ან მეტი დღის შემდეგ ექიმის დანიშნულებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები
თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემები, როგორიცაა „შოკი“ ან სუნთქვის გაძნელება
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
თუ ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ (ყოველდღე ან მხოლოდ დროდადრო)
თუ ძუძუთი კვებავთ
არ მიიღოთ სიტაბელ მეტი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ და მიმართეთ ექიმს თქვენი დიაბეტის მართვის სხვა გზების შესახებ. თუ არ ხართ დარწმუნებული, სიტაბელ მეტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაბელ მეტს (იხ. პარაგრაფი 4).
კანზე ბუშტუკების გაჩენა შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც ბულოზური პემფიგუსი ეწოდება. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სიტაბელ მეტის მიღების შეწყვეტა.
ლაქტატაციდოზის რისკი
სიტაბელ მეტმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტატაციდოზი, განსაკუთრებით, თუ თქვენი თირკმელები არ ფუნქციონირებს გამართულად. ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, გაუწყლოების (იხ. დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემებისა და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობისას, რომლის დროსაც სხეულის ნაწილს მიეწოდება შემცირებული რაოდენობის ჟანგბადი (როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი მითითებებისთვის.
მცირე ხნით შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს გაუწყლოებასთან (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან თუ იღებთ ნორმაზე ნაკლებ სითხეს. დამატებითი მითითებებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაგიჩნდებათ ლაქტატაციდოზის ზოგიერთი სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტატაციდოზის სიმპტომები მოიცავს:
ღებინებას
კუჭის ტკივილს (მუცლის ტკივილს)
კუნთების სპაზმს
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებას ძლიერ დაღლილობასთან ერთად
სუნთქვის გაძნელებას
სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის დაქვეითებას
ლაქტატაციდოზის დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
სიტაბელ მეტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი)
თუ გაქვთ ან გქონდათ კენჭები ნაღვლის ბუშტში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის ფორმა) ძალიან მაღალი დონე. ამ სამედიცინო პირობებმა შეიძლება გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების შანსი (იხილეთ პარაგრაფი 4)
თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი. ამას ზოგჯერ ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს უწოდებენ
თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინზე, მეტფორმინზე ან სიტაბელ მეტზე (იხილეთ პარაგრაფი 4)
თუ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს სიტაბელ მეტთან ერთად, რადგან შეიძლება განიცადოთ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს თქვენი სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა
თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის გაკეთება, უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის მიღება პროცედურის დროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ სიტაბელ მეტით მკურნალობა.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სიტაბელ მეტის მიღებამდე.
სიტაბელ მეტით მკურნალობის დროს, თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი თირკმელების ფუნქციას წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული და/ან თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა. პრეპარატი არ არის ეფექტიანი ბავშვებსა და 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა მოცემული პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ საჭიროა თქვენს სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექცია, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების კონტექსტში, უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის მიღება ინექციის წინ ან მის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ სიტაბელ მეტით მკურნალობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზი, ან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენთვის სიტაბელ მეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგის შეტყობინება:
პრეპარატები (მიღებული პერორალურად, ინჰალაციით ან ინექციით), რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს ანთებას, როგორიცაა ასთმა და ართრიტი (კორტიკოსტეროიდები)
პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას (დიურეზულები)
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (აასს და ცოგ-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
გარკვეული პრეპარატები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები)
სპეციფიკური პრეპარატები ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (β-სიმპათომიმეტიკები)
იოდიზირებული კონტრასტული საშუალებები ან ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ციმეტიდინი
რანოლაზინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ
დოლუტეგრავირი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ
ვანდეტანიბი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის სპეციფიკური ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული სიმსივნე)
დიგოქსინი (არარეგულარული გულისცემის და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ). სიტაბელ მეტთან ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.
სიტაბელ მეტის მიღება ალკოჰოლთან ერთად
სიტაბელ მეტით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღოთ. იხ. პარაგრაფი 2. არ მიიღოთ სიტაბელ მეტი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მოცემული პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სიტაგლიპტინთან დაკავშირებით რეგისტრირებულია თავბრუსხვევა და ძილიანობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მოცემული პრეპარატის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღება შეიძლება იწვევდეს ჰიპოგლიკემიას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმების გამოყენების ან დაზღვევის გარეშე მუშაობის უნარზე.
სიტაბელ მეტი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ სერიოზულ გვერდით მოქმედებას:
მძიმე და ხანგრძლივი ტკივილი მუცლის (კუჭის) არეში გადაცემით ზურგის არეში, გულისრევის და ღებინების თანხლებით ან მათ გარეშე, რადგან ეს შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები.
სიტაბელ მეტს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 ადამიანში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). თუ ეს მოხდება, უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები კანზე/კანის აქერცვლა და სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი თქვენი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და სხვა პრეპარატი თქვენი დიაბეტისთვის.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებს მეტფორმინს, განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის მიღების დაწყების შემდეგ:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში): სისხლში შაქრის დაბალი დონე, გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში): კუჭის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ძილიანობა
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიარეა, გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა, კუჭის ტკივილი ან ღებინება სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას (სიხშირე - ხშირია).
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის ისეთ სულფონილშარდოვანასთან ერთად მიღებისას, როგორიცაა გლიმეპირიდი:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში): სისხლში შაქრის დაბალი დონე
ხშირი: ყაბზობა
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის პიოგლიტაზონთან კომბინაციაში მიღებისას:
ხშირი: ხელების ან ფეხების შეშუპება
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას:
ძალიან ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე
არახშირი: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს მხოლოდ სიტაგლიპტინის მიღებისას (სიტაბელ მეტში არსებული ერთ-ერთი პრეპარატი) ან დამტკიცების შემდგომ სიტაბელ მეტის ან მხოლოდ სიტაგლიპტინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენების შემდეგ):
ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის „გაჭედვა“ ან სურდო და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ხელის ან ფეხის ტკივილი
არახშირი: თავბრუსხვევა, ყაბზობა, ქავილი
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
სიხშირე უცნობია: თირკმელების პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ბულოზური პემფიგუსი (ბუშტუკების ტიპი კანზე)
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ მეტფორმინის მიღებისას:
ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი და მადის დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მეტფორმინის მიღების დაწყებისას და ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში.
ხშირი: მეტალის გემო, B12 ვიტამინის დაქვეითებული ან დაბალი დონე სისხლში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ დაღლილობას (ძალების დაკარგვა), ანთებით და წითელ ენას (გლოსიტი), ჩხვლეტის და წიწკვნის შეგრძნებას (პარესთეზია) ან ფერმკრთალ ან ყვითელ კანს). თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ გარკვეული ანალიზები სიმპტომების გამომწვევი მიზეზის გასარკვევად, რადგან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გამოწვეული იყოს დიაბეტით ან ჯანმრთელობის სხვა არადაკავშირებული პრობლემების გამო.
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი (ღვიძლის პრობლემა), ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე (გამონაყარი) ან ქავილი.
ჭარბი დოზა
ჯანმრთელ სუბიექტებში კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს გამოიყენებოდა სიტაგლიპტინის ერთჯერადი დოზები 800 მგ-მდე. QTc-ის მინიმალური მატება, რომელიც არ ითვლება კლინიკურად რელევანტურად, დაფიქსირდა ერთ კვლევაში სიტაგლიპტინის 800 მგ დოზით. კლინიკურ კვლევებში 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. მრავალჯერადი დოზის I ფაზის კვლევებში, არ დაფიქსირებულა დოზასთან დაკავშირებული კლინიკური გვერდითი რეაქციები სიტაგლიპტინის დოზებით 600 მგ-მდე დღეში 10 დღემდე და 400 მგ-ით დღეში 28 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
მეტფორმინის დიდი დოზით გადაჭარბებამ (ან ლაქტატაციდოზის თანმდევმა რისკმა) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტატაციდოზი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საავადმყოფოში მკურნალობას. ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ჰემოდიალიზი.
კლინიკურ კვლევებში დოზის დაახლოებით 13.5%-ის გამოდევნა დაფიქსირდა 3-4 საათიანი ჰემოდიალიზით. კლინიკურად საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ხანგრძლივი ჰემოდიალიზის განხილვა. უცნობია, არის თუ არა სიტაგლიპტინი დიალიზებადი პერიტონეალური დიალიზით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ჩვეულებრივი დამხმარე ზომების მიღება, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული მასალის გამოდევნა, კლინიკური მონიტორინგი (მათ შორის ელექტროკარდიოგრამა) და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე თერაპიის დაწყება.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები სიტაგლიპტინი და მეტფორმინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურია და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
მოქმედი ნივთიერებები სიტაგლიპტინი და მეტფორმინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურია და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სიტაბელ მეტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
სიტაბელ მეტი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
სიტაბელ მეტი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
პვქ-პე-/პვდქ ფოლგის/ალუმინის ბლისტერები.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოსაყენებული პრეპარატები, სისხლში გლუკოზის დამწევი პერორალური პრეპარატების კომბინაციები, ათქ კოდი: A10BD07.
სიტაბელ მეტი აერთიანებს ორ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებას მოქმედების დამატებითი მექანიზმებით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით: სიტაგლიპტინის ფოსფატი, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორი, და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, ბიგუანიდის კლასის წევრი.
სიტაგლიპტინი
მოქმედების მექანიზმი
სიტაგლიპტინის ფოსფატი არის დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ფერმენტის პერორალურად აქტიური, ძლიერი და მაღალი შერჩევითი ინჰიბიტორი ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. DPP-4 ინჰიბიტორები არის აგენტების კლასი, რომლებიც მოქმედებენ როგორც ინკრეტინის გამაძლიერებლები. DPP-4 ფერმენტის ინჰიბირებით, სიტაგლიპტინი ზრდის ორი ცნობილი აქტიური ინკრეტინის ჰორმონის, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) და გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP) დონეებს. ინკრეტინები არის ენდოგენური სისტემის ნაწილი, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულირებაში. როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალურია ან მომატებულია, GLP-1 და GIP ზრდიან ინსულინის სინთეზს და გამოყოფას პანკრეასის ბეტა-უჯრედებიდან. GLP-1 ასევე, ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასის ალფა უჯრედებიდან, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის წარმოების შემცირებას. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე დაბალია, ინსულინის გამოყოფა არ არის გაძლიერებული და გლუკაგონის სეკრეცია არ ითრგუნება. სიტაგლიპტინი არის ფერმენტ DPP-4-ის ძლიერი და მაღალ შერჩევითი ინჰიბიტორი და არ თრგუნავს მჭიდროდ დაკავშირებულ ფერმენტებს DPP-8 ან DPP-9 თერაპიულ კონცენტრაციებში. სიტაგლიპტინი ქიმიური სტრუქტურით და ფარმაკოლოგიური მოქმედებით განსხვავდება GLP-1 ანალოგებისგან, ინსულინისგან, სულფონილშარდოვანასგან ან მეგლიტინიდებისგან, ბიგუანიდებისგან, პეროქსიზომის პროლიფერატორით გააქტიურებული რეცეპტორების გამა (PPARγ) აგონისტებისაგან, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებისგან და ამილინის ანალოგებისგან.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სიტაბელ მეტი
ბიოეკვივალენტობის კვლევამ ჯანმრთელ სუბიექტებში აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ტაბლეტის (სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი) კომბინირებული ტაბლეტები სიტაგლიპტინის ფოსფატისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ცალკეული ტაბლეტების სახით ერთდროული გამოყენების ბიოეკვივალენტურია.
შემდეგი განცხადებები ასახავს სიტაბელ მეტის ცალკეული აქტიური ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.
სიტაგლიპტინი
აბსორბცია
ჯანმრთელ პირებში 100 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სიტაგლიპტინი სწრაფად შეიწოვებოდა, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევით (საშუალო Tmax) დოზის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, პლაზმაში სიტაგლიპტინის საშუალო AUC იყო 8,52 მკმ•სთ, Cmax იყო 950 ნმ. სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 87%. ვინაიდან სიტაგლიპტინთან მაღალცხიმიანი საკვების ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე, სიტაგლიპტინი შეიძლება დაინიშნოს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დოზის პროპორციულად. დოზის პროპორციულობა არ იყო დადგენილი Cmax-ისთვის და C24სთ-ისთვის (Cmax გაიზარდა დოზის პროპორციულზე მეტად და C24სთ გაიზარდა დოზის პროპორციულზე ნაკლებად).
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ პირებში სიტაგლიპტინის ერთჯერადი 100 მგ ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 198 ლიტრი. პლაზმის ცილებთან შექცევადად დაკავშირებული სიტაგლიპტინის ფრაქცია დაბალია (38%).
ბიოტრანსფორმაცია
სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით და მეტაბოლიზმი უმნიშვნელო გზაა. სიტაგლიპტინის დაახლოებით 79% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.
[14C] სიტაგლიპტინის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 16% გამოიყოფა სიტაგლიპტინის მეტაბოლიტების სახით. ექვსი მეტაბოლიტი გამოვლინდა ნარჩენ დონეზე და მოსალოდნელი არ არის, რომ წვლილი შეიტანოს პლაზმური DPP-4 სიტაგლიპტინის ინჰიბიტორულ აქტივობაში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე, იყო CYP3A4, CYP2C8-ის წვლილით.
in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არ არის CYP იზოფერმენტების CYP3A4, 2C8, 2C9, 2D6, 1A2, 2C19 ან 2B6 ინჰიბიტორი და არ არის CYP3A4 და CYP1A2-ის ინდუქტორი.
ელიმინაცია
ჯანმრთელ პირებში პერორალური [14C]სიტაგლიპტინის დოზის მიღების შემდეგ, შეყვანილი რადიოაქტიურობის დაახლოებით 100% გამოიყო განავლით (13%) ან შარდით (87%) ერთი კვირის განმავლობაში. აშკარა ტერმინალური t1/2 სიტაგლიპტინის 100 მგ პერორალური დოზის შემდეგ იყო დაახლოებით 12.4 საათი. სიტაგლიპტინი გროვდება მხოლოდ მინიმალურად მრავალჯერადი დოზების მიღებისას. თირკმლისმიერი კლირენსი იყო დაახლოებით 350 მლ/წთ.
სიტაგლიპტინის ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელების ექსკრეციის გზით და მოიცავს აქტიურ მილაკოვან სეკრეციას. სიტაგლიპტინი არის სუბსტრატი ადამიანის ორგანული ანიონის გადამტანი-3-სთვის (hOAT-3), რომელიც შეიძლება ჩართული იყოს სიტაგლიპტინის თირკმელებით ელიმინაციაში. hOAT-3-ის კლინიკური მნიშვნელობა სიტაგლიპტინის ტრანსპორტში დადგენილი არ არის. სიტაგლიპტინი ასევე არის p-გლიკოპროტეინის სუბსტრატი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ჩართული სიტაგლიპტინის თირკმელებით ელიმინაციის შუამავლობაში. თუმცა, ციკლოსპორინი, p-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი, არ ამცირებს სიტაგლიპტინის თირკმლით კლირენსს. სიტაგლიპტინი არ არის სუბსტრატი OCT2 ან OAT1 ან PEPT1/2 ტრანსპორტერებისთვის. in vitro, სიტაგლიპტინი არ თრგუნავს OAT3-ის (IC50=160მკმ) ან p-გლიკოპროტეინის (250-მდე მკმ) შუამავლობითი ტრანსპორტირებას პლაზმაში თერაპიულად შესაბამის კონცენტრაციებში. კლინიკურ კვლევაში სიტაგლიპტინს ჰქონდა მცირე გავლენა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე, რაც მიუთითებს, რომ სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს p-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი.
მახასიათებლები პაციენტებში
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ზოგადად მსგავსი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
თირკმელების უკმარისობა
ჩატარდა ერთჯერადი დოზის, ღია კვლევა სიტაგლიპტინის (50 მგ) შემცირებული დოზის ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად პაციენტებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით. კვლევა მოიცავდა პაციენტებს თირკმელების მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობით, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. გარდა ამისა, თირკმლის უკმარისობის ზემოქმედება სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში და თირკმლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე უკმარისობის (მათ შორის თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების) მქონე პაციენტებში შეფასებული იყო პოპულაციის ფანაკოკინეტიკური ანალიზის გამოყენებით.
ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 1.2-ჯერ და 1.6-ჯერ პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >60-დან <90-მდე მლ/წთ) და პაციენტებში თირკმელების ზომიერი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >45-დან <0 მლ/წთ), შესაბამისად. იმის გამო, რომ ამ მასშტაბის ზრდა კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი, ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >30-დან <45 მლ/წთ), და დაახლოებით 4-ჯერ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ), მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. სიტაგლიპტინი ზომიერად გამოიყოფოდა ჰემოდიალიზით (13,5% 3-4 საათიანი ჰემოდიალიზისას დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).
ღვიძლის უკმარისობა
სიტაგლიპტინის დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა <9). ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა <9) კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. თუმცა, რადგან სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, მოსალოდნელი არ არის, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობა იმოქმედებს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის ასაკის მიხედვით. ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის I და II ფაზის მონაცემების საფუძველზე. ხანდაზმულ სუბიექტებში (65-დან 80 წლამდე) სიტაგლიპტინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 19%-ით უფრო მაღალი იყო ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით.
პედიატრიული მოსახლეობა
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა (50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ერთჯერადი დოზა) შესწავლილი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (10-დან 17 წლამდე ასაკის). ამ პოპულაციაში, სიტაგლიპტინის დოზის კორექტირებული AUC პლაზმაში იყო დაახლოებით 18%-ით უფრო დაბალი, ვიდრე ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში 100 მგ დოზით. სიტაგლიპტინის კვლევები არ ჩატარებულა <10 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
სხვა პაციენტთა მახასიათებლები
დოზის კორექცია საჭირო არ არის სქესის, რასის ან სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. ამ მახასიათებლებს არ ქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე I ფაზის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების კომპოზიტური ანალიზისა და პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის I და II ფაზის მონაცემების საფუძველზე.
მეტფორმინი
აბსორბცია
მეტფორმინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ, Tmax მიიღწევა 2,5 საათში. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50-60% ჯანმრთელ სუბიექტებში. პერორალური დოზის შემდეგ, განავალში აღდგენილი არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%.
პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინის აბსორბცია გაჯერებული და არასრულია. მიიჩნევა, რომ მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არაწრფივია. მეტფორმინის ჩვეული დოზებისა და დოზირების სქემების დროს, პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 სთ-ში და ზოგადად 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური დონე პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ-ს, თუნდაც მაქსიმალური დოზებით.
საკვები ამცირებს მეტფორმინის კონცენტრაციას და ოდნავ ანელებს მის შეწოვას. 850 მგ დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში 40%-ით დაბალი პიკური კონცენტრაცია, AUC-ის 25%-ით დაქვეითება და პლაზმური კონცენტრაციის პიკამდე დროის გახანგრძლივება 35 წუთით. ამ შემცირების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი იყოფა ერითროციტებად. პიკი სისხლში უფრო დაბალია, ვიდრე პლაზმაში და ვლინდება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. სისხლის წითელი უჯრედები, სავარაუდოდ, წარმოადგენს განაწილების მეორად ნაწილს. საშუალო Vd მერყეობდა 63 - 276 ლ-ს შორის.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. ადამიანებში მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.
ელიმინაცია
მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი არის >400 მლ/წთ, რაც მიუთითებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური დოზის შემდეგ, აშკარა ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 სთ-ს. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება კრეატინინის პროპორციულად და, შესაბამისად, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდება, რაც იწვევს მეტფორმინის დონის მატებას პლაზმაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
სიტაბელ მეტი
50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს სიტაბელ მეტი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ სიტაბელ მეტის მიღებამდე
- როგორ მიიღება სიტაბელ მეტი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- სიტაბელ მეტის შენახვის წესი
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს სიტაბელ მეტი და რისთვის გამოიყენება
სიტაბელ მეტი შეიცავს ორ სხვადასხვა პრეპარატს, სახელწოდებით სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.
სიტაგლიპტინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება DPP-4 ინჰიბიტორები (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები).
მეტფორმინი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება ბიგუანიდები.
ისინი ერთად მუშაობენ სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის ფორმა, სახელწოდებით „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი“. ეს პრეპარატი ხელს უწყობს ჭამის შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს თქვენი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.
დიეტასა და ვარჯიშთან ერთად, ეს პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას ცალკე ან დიაბეტის დროს ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ერთად (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები ან გლიტაზონები).
რა არის ტიპი 2 დიაბეტი?
ტიპი 2 დიაბეტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს და ინსულინი, რომელსაც თქვენი სხეული აწარმოებს, არ მუშაობს ისე კარგად, როგორც საჭიროა. თქვენმა ორგანიზმმა ასევე შეიძლება გამოიმუშაოს ძალიან ბევრი შაქარი. ამ დროს შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ეს შეიძლება იწვევდეს სერიოზულ სამედიცინო პრობლემებს, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმელების დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.
- რა უნდა იცოდეთ სიტაბელ მეტის მიღებამდე
არ მიიღოთ სიტაბელ მეტი:
თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დაქვეითება
თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგალითად, მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში მაღალი გლუკოზა), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონის სწრაფი კლება, ლაქტატაციდოზი (იხილეთ „ლაქტატაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში გროვდება ნივთიერებები, რომლებსაც „კეტონურ სხეულებს“ უწოდებენ და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრეკომა. სიმპტომები მოიცავს კუჭის ტკივილს, სწრაფ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან ამოსუნთქვისას უჩვეულო ხილისმაგვარი სუნის განვითარებას.
თუ გაქვთ მძიმე ინფექცია ან გაუწყლოება
თუ აპირებთ რენტგენის გაკეთებას, რომლის დროსაც შეგიყვანენ საღებავს. უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის გამოყენება რენტგენის დროს და 2 ან მეტი დღის შემდეგ ექიმის დანიშნულებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები
თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ სისხლის მიმოქცევის მძიმე პრობლემები, როგორიცაა „შოკი“ ან სუნთქვის გაძნელება
თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები
თუ ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ (ყოველდღე ან მხოლოდ დროდადრო)
თუ ძუძუთი კვებავთ
არ მიიღოთ სიტაბელ მეტი, თუ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ და მიმართეთ ექიმს თქვენი დიაბეტის მართვის სხვა გზების შესახებ. თუ არ ხართ დარწმუნებული, სიტაბელ მეტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაბელ მეტს (იხ. პარაგრაფი 4).
კანზე ბუშტუკების გაჩენა შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც ბულოზური პემფიგუსი ეწოდება. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სიტაბელ მეტის მიღების შეწყვეტა.
ლაქტატაციდოზის რისკი
სიტაბელ მეტმა შეიძლება გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტატაციდოზი, განსაკუთრებით, თუ თქვენი თირკმელები არ ფუნქციონირებს გამართულად. ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი ასევე იზრდება უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილის ან ალკოჰოლის მიღების, გაუწყლოების (იხ. დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემებისა და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობისას, რომლის დროსაც სხეულის ნაწილს მიეწოდება შემცირებული რაოდენობის ჟანგბადი (როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს დამატებითი მითითებებისთვის.
მცირე ხნით შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს გაუწყლოებასთან (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, ცხელება, სიცხის ზემოქმედება ან თუ იღებთ ნორმაზე ნაკლებ სითხეს. დამატებითი მითითებებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გაგიჩნდებათ ლაქტატაციდოზის ზოგიერთი სიმპტომი, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.
ლაქტატაციდოზის სიმპტომები მოიცავს:
ღებინებას
კუჭის ტკივილს (მუცლის ტკივილს)
კუნთების სპაზმს
ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნებას ძლიერ დაღლილობასთან ერთად
სუნთქვის გაძნელებას
სხეულის ტემპერატურისა და გულისცემის დაქვეითებას
ლაქტატაციდოზის დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მკურნალობა უნდა მოხდეს საავადმყოფოში.
სიტაბელ მეტის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ გაქვთ ან გქონდათ კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი)
თუ გაქვთ ან გქონდათ კენჭები ნაღვლის ბუშტში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის ფორმა) ძალიან მაღალი დონე. ამ სამედიცინო პირობებმა შეიძლება გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების შანსი (იხილეთ პარაგრაფი 4)
თუ გაქვთ ტიპი 1 დიაბეტი. ამას ზოგჯერ ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს უწოდებენ
თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინზე, მეტფორმინზე ან სიტაბელ მეტზე (იხილეთ პარაგრაფი 4)
თუ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს სიტაბელ მეტთან ერთად, რადგან შეიძლება განიცადოთ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს თქვენი სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა
თუ გესაჭიროებათ სერიოზული ოპერაციის გაკეთება, უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის მიღება პროცედურის დროს და გარკვეული პერიოდის შემდეგ. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ სიტაბელ მეტით მკურნალობა.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სიტაბელ მეტის მიღებამდე.
სიტაბელ მეტით მკურნალობის დროს, თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი თირკმელების ფუნქციას წელიწადში ერთხელ მაინც ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხანდაზმული და/ან თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის გაუარესება.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა. პრეპარატი არ არის ეფექტიანი ბავშვებსა და 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა მოცემული პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტიანი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.
სხვა სამკურნალო საშუალებები და სიტაბელ მეტი
თუ საჭიროა თქვენს სისხლში იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების ინექცია, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების კონტექსტში, უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის მიღება ინექციის წინ ან მის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის განაახლოთ სიტაბელ მეტით მკურნალობა.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმელების ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზი, ან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენთვის სიტაბელ მეტის დოზის კორექტირება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგის შეტყობინება:
პრეპარატები (მიღებული პერორალურად, ინჰალაციით ან ინექციით), რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს ანთებას, როგორიცაა ასთმა და ართრიტი (კორტიკოსტეროიდები)
პრეპარატები, რომლებიც ზრდის შარდის გამომუშავებას (დიურეზულები)
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (აასს და ცოგ-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი)
გარკვეული პრეპარატები მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები)
სპეციფიკური პრეპარატები ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (β-სიმპათომიმეტიკები)
იოდიზირებული კონტრასტული საშუალებები ან ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები
გარკვეული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ციმეტიდინი
რანოლაზინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ
დოლუტეგრავირი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ
ვანდეტანიბი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის სპეციფიკური ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული სიმსივნე)
დიგოქსინი (არარეგულარული გულისცემის და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ). სიტაბელ მეტთან ერთად მიღებისას შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.
სიტაბელ მეტის მიღება ალკოჰოლთან ერთად
სიტაბელ მეტით მკურნალობისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებისგან, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის რისკი (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატი არ უნდა მიიღოთ. იხ. პარაგრაფი 2. არ მიიღოთ სიტაბელ მეტი.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოცემული პრეპარატი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სიტაგლიპტინთან დაკავშირებით რეგისტრირებულია თავბრუსხვევა და ძილიანობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მოცემული პრეპარატის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღება შეიძლება იწვევდეს ჰიპოგლიკემიას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმების გამოყენების ან დაზღვევის გარეშე მუშაობის უნარზე.
სიტაბელ მეტი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
- როგორ მიიღება სიტაბელ მეტი
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ერთი ტაბლეტი:
დღეში ორჯერ პერორალურად
საკვებთან ერთად, რათა შეამციროთ კუჭის გაღიზიანების შანსი.
თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის გაზრდა სისხლში შაქრის გასაკონტროლებლად.
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში უნდა გააგრძელოთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდებული დიეტა და იზრუნოთ, რომ თქვენი ნახშირწყლების მიღება დღის განმავლობაში თანაბრად იყოს გადანაწილებული.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ამ პრეპარატმა გამოიწვიოს სისხლში შაქრის პათოლოგიურად დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება სულფონილშარდოვანას ან ინსულინთან ერთად, შეიძლება დაფიქსირდეს სისხლში შაქრის დაბალი დონე და თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამციროს თქვენი სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.
თუ მიიღეთ სიტაბელ მეტის საჭიროზე მეტი დოზა
თუ მიიღეთ მოცემული პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მიმართეთ საავადმყოფოს, თუ გაქვთ ლაქტატაციდოზის სიმპტომები, როგორიცაა სიცივის ან დისკომფორტის შეგრძნება, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, კუჭის ტკივილი, წონის აუხსნელი დაკლება, კუნთების სპაზმი ან სწრაფი სუნთქვა (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
თუ დაგავიწყდათ სიტაბელ მეტის მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდათ თქვენი მომდევნო დოზის მიღების დრომდე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით რეგულარული რეჟიმით მიღებას. არ მიიღოთ მოცემული პრეპარატის ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება
გააგრძელეთ ამ პრეპარატის მიღება იმ ხანგრძლივობით, რომლითაც ექიმი დაგინიშნავთ სისხლში შაქრის კონტროლის გაგრძელების დასახმარებლად. არ უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ სიტაბელ მეტის მიღებას, შესაძლოა სისხლში შაქრის დონე კვლავ გაიზარდოს.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ სიტაბელ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ სერიოზულ გვერდით მოქმედებას:
მძიმე და ხანგრძლივი ტკივილი მუცლის (კუჭის) არეში გადაცემით ზურგის არეში, გულისრევის და ღებინების თანხლებით ან მათ გარეშე, რადგან ეს შეიძლება იყოს კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები.
სიტაბელ მეტს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 ადამიანში), მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელსაც ეწოდება ლაქტატაციდოზი (იხ. პარაგრაფი „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“). თუ ეს მოხდება, უნდა შეწყვიტოთ სიტაბელ მეტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან ლაქტატაციდოზმა შეიძლება გამოიწვიოს კომა.
თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები კანზე/კანის აქერცვლა და სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატი თქვენი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და სხვა პრეპარატი თქვენი დიაბეტისთვის.
ზოგიერთ პაციენტს, რომელიც იღებს მეტფორმინს, განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის მიღების დაწყების შემდეგ:
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში): სისხლში შაქრის დაბალი დონე, გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში): კუჭის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ძილიანობა
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიარეა, გულისრევა, მეტეორიზმი, ყაბზობა, კუჭის ტკივილი ან ღებინება სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას (სიხშირე - ხშირია).
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის ისეთ სულფონილშარდოვანასთან ერთად მიღებისას, როგორიცაა გლიმეპირიდი:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში): სისხლში შაქრის დაბალი დონე
ხშირი: ყაბზობა
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის პიოგლიტაზონთან კომბინაციაში მიღებისას:
ხშირი: ხელების ან ფეხების შეშუპება
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას:
ძალიან ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე
არახშირი: პირის სიმშრალე, თავის ტკივილი
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები კლინიკური კვლევების დროს მხოლოდ სიტაგლიპტინის მიღებისას (სიტაბელ მეტში არსებული ერთ-ერთი პრეპარატი) ან დამტკიცების შემდგომ სიტაბელ მეტის ან მხოლოდ სიტაგლიპტინის ან დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენების შემდეგ):
ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის „გაჭედვა“ ან სურდო და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, ხელის ან ფეხის ტკივილი
არახშირი: თავბრუსხვევა, ყაბზობა, ქავილი
იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
სიხშირე უცნობია: თირკმელების პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, ბულოზური პემფიგუსი (ბუშტუკების ტიპი კანზე)
ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ მეტფორმინის მიღებისას:
ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭის ტკივილი და მადის დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს მეტფორმინის მიღების დაწყებისას და ჩვეულებრივ ქრება დროთა განმავლობაში.
ხშირი: მეტალის გემო, B12 ვიტამინის დაქვეითებული ან დაბალი დონე სისხლში (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძლიერ დაღლილობას (ძალების დაკარგვა), ანთებით და წითელ ენას (გლოსიტი), ჩხვლეტის და წიწკვნის შეგრძნებას (პარესთეზია) ან ფერმკრთალ ან ყვითელ კანს). თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ გარკვეული ანალიზები სიმპტომების გამომწვევი მიზეზის გასარკვევად, რადგან ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გამოწვეული იყოს დიაბეტით ან ჯანმრთელობის სხვა არადაკავშირებული პრობლემების გამო.
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი (ღვიძლის პრობლემა), ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე (გამონაყარი) ან ქავილი.
- სიტაბელ მეტის შენახვის წესი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ შეინახოთ 25˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სიტაბელ მეტი
მოქმედი ნივთიერებები სიტაგლიპტინი და მეტფორმინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურია და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
მოქმედი ნივთიერებები სიტაგლიპტინი და მეტფორმინი. აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი (ტაბლეტი) შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის ეკვივალენტურია და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს.
სიტაბელ მეტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
სიტაბელ მეტი 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
სიტაბელ მეტი 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
პვქ-პე-/პვდქ ფოლგის/ალუმინის ბლისტერები.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
İnkılap Mahallesi, Dr. Adnan Büyükdeniz Cad. No: 14 (34768)
უმრანიე/ სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
მწარმოებელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
სანჯაკლარი მაჰ. ესკი აქჩაკოჯა კად. №299
მერკეზი დუზჯე/თურქეთი
ტელეფონი: +90 380 526 30 60
ფაქსი: +90 380 526 30 43
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


