სიტაბელ დუო
Sitabel Duo
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტებისთვის: სიტაბელ დუო ინიშნება გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს, ან პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სიტაგლიპტინ (sitagliptin) + მეტფორმინ (metformin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ + 850მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №56 (8X7)
- მწარმოებელი
- NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
- ATC კოდი
- A10BD07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046664
- რეგისტრირებულია
- 11 ნოემბერი 2026, მოქმედებს 11 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A.Ş. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სიტაბელ დუო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტებისთვის:
სიტაბელ დუო ინიშნება გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს, ან პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციით.
სიტაბელ დუო ინიშნება სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში (მაგალითად, სამმაგი კომბინაციის თერაპია) დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას წარმოებულის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს.
სიტაბელ დუო ინიშნება, როგორც სამმაგი კომბინაციის თერაპია პეროქსიზომის პროლიფერატორის აქტივირებული რეცეპტორის გამა (PPARγ) აგონისტთან (მაგალითად, თიაზოლიდინედიონთან) ერთად, დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის და PPARγ აგონისტის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოდს სათადანო კონტროლს.
სიტაბელ დუო ასევე ინიშნება ინსულინზე დამატების სახით (მაგალითად, სამმაგი კომბინაციის თერაპია), დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, როდესაც ინსულინის სტაბილური დოზა და ცალკე მეტფომინი არ უზრუნველყოფს სათანადო გლიკემიურ კონტროლს.
მიღების წესი და დოზირება
სიტაბელ დუოთ ჰიპოგლიკემიური თერაპიის დოზა ინდივიდუალურად უნდა დაინიშნოს პაციენტის მიმდინარე რეჟიმის, ეფექტიანობისა და ასატანობის საფუძველზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს სიტაგლიპტინის მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას 100 მგ-ს.
მოზრდილები თირკმელების ნორმალური ფუნქციით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე >90 მლ/წთ)
პაციენტებისთვის, რომლებშიც მეტფორმინის მონოთერაპიის მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
პაციენტებისთვის, რომლებშიც არ ხდება სათანადო კონტროლი მხოლოდ მეტფორმინით, ჩვეულებრივი საწყისი დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა), პლუს მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიიღება.
პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციიდან
პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციიდან, სიტაბელ დუოთ მკურნალობის დაწყება საჭიროა სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის დოზით, რომელსაც უკვე იღებენ.
პაციენტებისთვის, რომლებშიც მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას წარმოებულის მაქსიმალური ასატანი დოზით ორმაგი კომბინაციის თერაპია არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა) და მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიღებული დოზის მსგავსია. სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში სიტაბელ დუოს გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო იყოს სულფონილშარდოვანას წარმოებულის უფრო დაბალი დოზის გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტებისთვის, რომლებშიც მეტფორმინისა და PPARγ აგონისტის მაქსიმალური ასატანი დოზით ორმაგი კომბინაციის თერაპია არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა) და მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიღებული დოზის მსგავსია.
პაციენტებისთვის, რომლებშიც ინსულინისა და მეტფორმინის მაქსიმალური ასატანი დოზით ორმაგი კომბინაციის თერაპია არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა) და მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიღებული დოზის მსგავსია. ინსულინთან კომბინაციაში სიტაბელ დუოს გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის უფრო დაბალი დოზის გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.4).
მეტფორმინის განსხვავებული დოზებისთვის, სიტაბელ დუო გამოდის 50 მგ სიტაგლიპტინის და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციებით.
ყველა პაციენტმა უნდა გააგრძელოს მათთვის რეკომენდებული დიეტის დაცვა დღის განმავლობაში ნახშირწყლების მიღების სათანადო განაწილებით.
მიღების წესი
სიტაბელ დუო მიიღება ორჯერ დღე-ღამეში, მეტფორმინით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შემცირების მიზნით პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები
სიტაბელ დუო უკუნაჩვენებია პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1 (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8);
ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (როგორიცაა ლაქტატაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
დიაბეტური პრეკომა;
თირკმელების მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფი 4.4);
მწვავე მდგომარეობები თირკმელების ფუნქციის შეცვლის რისკით, როგორიცაა:
გაუწყლოება,
მძიმე ინფექცია,
შოკი,
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების სისხლძარღვში შეყვანა (იხ. პარაგრაფი 4.4);
მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ჰიპოქსიას, როგორიცაა:
გულის ან სუნთქვის უკმარისობა,
მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი,
შოკი;
ღვიძლის უკმარისობა;
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
ძუძუთი კვება.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი
სიტაბელ დუო არ გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში და მისი გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.
მწვავე პანკრეატიტი
DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება უკავშირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომის შესახებ: ხანგრძლივი მძიმე ტკივილი მუცლის არეში. სიტაგლიპტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა პანკრეატიტის ალაგება (დამხმარე მკურნალობით ან მის გარეშე), თუმცა რეგისტრირებულია მანეკროზებელი ან ჰემორაგიული პანკრეატიტის ან/და ლეტალობის ძალიან იშვიათი შემთხვევები. პანკრეატიტის განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სიტაბელ დუო და სხვა პოტენციურად რისკის შემცველი სამკურნალო საშუალებები უნდა მოიხსნას; მწვავე პანკრეატიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში სიტაბელ დუოთ მკურნალობის განახლება არ შეიძლება. ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
ლაქტატაციდოზი
ლაქტატაციდოზი არის მეტაბოლიზმის იშვიათი, მაგრამ სერიოზული დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის ფონზე. მეტფორმინის დაგროვება ხდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების ფონზე და ზრდის ლაქტატაციდოზის განვითარების რისკს.
გაუწყლოების შემთხვევაში (მძიმე ღებინება, დიარეა, ცხელება ან სითხის მიღების შემცირება), მეტფორმინით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.
მეტფორმინის მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ისეთი პრეპარატების დანიშვნისას, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევა (მაგალითად, ჰიპოტენზიური საშუალებები, დიურეზულები და აასს). ლაქტატაციდოზის გამოვლენის სხვა რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, დიაბეტის არასაკმარისი კონტროლი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილობა და ჰიპოქსიით გამოწვეული ნებისმიერი მდგომარეობა, ასევე, ლაქტატაციდოზის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენება (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).
პაციენტები ან/და პაციენტის მომვლელი პირები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტატაციდოზის გამოვლენის რისკის შესახებ. ლაქტატაციდოზი ხასიათდება აციდოზური ქოშინით, მუცლის არეში ტკივილით, კუნთების კრუნჩხვით, ასთენიით და ჰიპოთერმიით, რომელიც გადადის კომაში. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებისთვის. დიაგნოზის დადასტურების ლაბორატორიულ მაჩვენებლებს წარმოადგენს სისხლის pH-ის შემცირება (<7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მომატება (>5 მმოლი/ლ), ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის გაზრდა.
თირკმელების ფუნქცია
მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დაწყების შემდეგ, საჭიროა გფს-ის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის) განსაზღვრა (იხ. პარაგრაფი 4.2). სიტაბელ დუო უკუნაჩვენებია პაციენტებში გფს-ის <30 მლ/წთ შემთხვევაში და დროებით უნდა მოიხსნას ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც პოტენციურად ცვლის თირკმელების ფუნქციას.
ჰიპოგლიკემია
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიტაბელ დუოს სულფონილშარდოვანას წარმოებულთან ან ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება არსებობდეს ჰიპოგლიკემიის რისკი. შესაბამისად, შეიძლება საჭირო იყოს სულფონილშარდოვანას წარმოებულის ან ინსულინის დოზის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მიღებულია ცნობები ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით. ეს რეაქციები ითვალისწინებს ანაფილაქსიას, ანგიონევროზულ შეშუპებას და კანის ექსფოლიაციურ მდგომარეობებს, სტივენ-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით. ეს რეაქციები განვითარდა სიტაგლიპტინით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში, ზოგიერთი შეტყობინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი დოზის შემდეგ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვის არსებობისას, სიტაბელ დუოთ მკურნალობა უნდა შეწყდეს, შეფასდეს მოვლენის სხვა პოტენციური გამომწვევები და დაინიშნოს დიაბეტის სამკურნალო ალტერნატიული პრეპარატი (იხ. პარაგრაფი 4.8).
ბულოზური პემფიგოიდი
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ DPP-4 ინჰიბიტორებს, მათ შორის სიტაგლიპტინს, მიღებულია ბულოზური პემფიგოიდის პოსტმარკეტინგული შეტყობინებები. სიტაბელ დუოს გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ეჭვი ბულოზური პემფიგოიდის განვითარებაზე.
ქირურგიული ჩარევა
სიტაბელ დუოს გამოყენება უნდა შეწყდეს ქირურგიული ჩარევის პერიოდში, რომელიც ტარდება ზოგადი, სპინალური და ეპიდურული ანესთეზიით. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება ოპერაციიდან ან პერორალური კვების კვლავ დაწყების შემდეგ არანაკლებ 48 საათის შემდეგ, და თირკმელების ფუნქციის კონტროლის განმეორებით ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მიღება
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების სისხლძარღვში შეყვანა შეიძლება იწვევდეს კონტრასტული საშუალებით გამოწვეულ ნეფროპათიას, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება მეტფორმინი და იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი. სიტაბელ დუოს მიღება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან მის ჩატარებამდე და მისი გაგრძელება არ შეიძლება ამ პროცედურის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში, თირკმელების ფუნქციის კონტროლის განმეორებით ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).
ანამნეზში ნამკურნალები ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკური სტატუსის შეცვლა
პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით, რომელიც მანამდე კარგად ექვემდებარებოდა მკურნალობას სიტაბელ დუოთ, ლაბორატორიულ ანალიზებში დარღვევების ან კლინიკური დაავადებების (განსაკუთრებით დაუდგენელია ან ძნელად განსაზღვრული დაავადება) განვითარებისას, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა კეტოაციდოზის ან ლაქტატაციდოზის განვითარების დასადგენად. ანალიზები უნდა ითვალისწინებდეს შრატში ელექტროლიტებისა და კეტონური სხეულების, სისხლში გლუკოზის დონის, ასევე, ჩვენების შემთხვევაში, სისხლის pH, ლაქტატ-პირუვატის და მეტფორმინის დონეების განსაზღვრას. ნებისმიერი ფორმის აციდოზის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა შესაბამისი მაკორექტირებელი მკურნალობა.
ვიტამინ B12-ის უკმარისობა
მეტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება. ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითების რისკი იზრდება მეტფორმინის დოზის გაზრდის, მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში ან/და პაციენტებში ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტს. ვიტამინ B12-ის დეფიციტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ანემია ან ნეიროპათია) საჭიროა სისხლის შრატში ვიტამინ B12-ის დონის შემოწმება. ვიტამინ B12-ის დეფიციტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების არსებობისას შეიძლება საჭირო იყოს პაციენტებში მისი დონის პერიოდულად კონტროლი. მეტფორმინით თერაპია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ის აიტანება და არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება, ხოლო ვიტამინ B12-ის დეფიციტის კორექციისკენ მიმართული შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.
ნატრიუმი
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციეტებში სიტაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღე-ღამეში) და მეტფორმინის (1000 მგ ორჯერ დღე-ღამეში) მრავალჯერადად ერთდროულად გამოყენება მნიშვნელოვნად არ ცვლის სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს.
სიტაბელ დუოს გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული; თუმცა, ასეთი კვლევები ჩატარებულია ცალკეული მოქმედი ნივთიერებების, სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის, გამოყენებით.
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის
ალკოჰოლი
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტატაციდოზის განვითარების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასათანადო კვების ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები
სიტაბელ დუოს მიღება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან მის ჩატარებამდე, და მისი ხელახლა დაწყება არ შეიძლება პროცედურის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში თირკმელების ფუნქციის კონტროლის განმეორებით ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, მაგალითად, აასს-ს, ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) 2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აგფ ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს და დიურეზულებს, განსაკუთრებით მარყუჟოვან დიურეზულებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს თირკმელების ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი. მეტფორმინთან კომბინაციაში ასეთი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმელების ფუნქციის გულდასმით კონტროლი.
პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აფერხებს თირკმელების მილაკების საერთო სატრანსპორტო სისტემებს, რომლებიც მონაწილეობენ მეტფორმინის ელიმინაციაში (მაგალითად, ორგანული კათიონური ტრანსპორტერი-2 [OCT2] /მულტიპრეპარატი და ტოქსინის ექსტრუზიის [MATE] ინჰიბიტორები, როგორიცაა რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი) შეიძლება გაზარდოს მეტფორმინის სისტემური ზემოქმედება და ლაქტატაციდოზის რისკი. აუცილებელია ერთდროული გამოყენების სარგებლის და რისკის განხილვა. გლიკემიური კონტროლის მკაცრი მონიტორინგი, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზირების ფარგლებში და დიაბეტური მკურნალობის ცვლილებები განხილული უნდა იყოს ასეთი პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას.
გლუკოკორტიკოიდებს (სისტემური და ადგილობრივი გზებით შეყვანისას), ბეტა-2-აგონისტებს და დიურეზულებს აქვთ დამახასიათებელი ჰიპერგლიკემიური აქტივობა. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული და მას უფრო ხშირად ჩაუტარდეს სისხლში გლუკოზის მონიტორინგი, განსაკუთრებით ასეთი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხვა სამკურნალო საშუალებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტისას.
აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ სისხლში გლუკოზის დონე. საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხვა სამკურნალო საშუალებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტისას.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა სიტაგლიპტინზე
ქვემოთ აღწერილი in vitro და კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების რისკი დაბალია.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე, არის CYP3A4, CYP2C8-ის წვლილით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმი, მათ შორის CYP3A4-ით, მხოლოდ მცირე როლს თამაშობს სიტაგლიპტინის კლირენსში. მეტაბოლიზმმა შეიძლება შეასრულოს უფრო მნიშვნელოვანი როლი სიტაგლიპტინის ელიმინაციაში თირკმლის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების ფონზე. ამ მიზეზით, შესაძლებელია, რომ ძლიერმა CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მაგალითად, კეტოკონაზოლმა, იტრაკონაზოლმა, რიტონავირმა, კლარითრომიცინმა) შეცვალონ სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ეფექტები თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე არ იყო შეფასებული კლინიკურ კვლევაში.
in vitro სატრანსპორტო კვლევებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არის სუბსტრატი p-გლიკოპროტეინისა და ორგანული ანიონის ტრანსპორტერი-3-სთვის (OAT3). OAT3-ით განპირობებული სიტაგლიპტინის ტრანსპორტი in vitro ინჰიბირდა პრობენეციდით, თუმცა, მიიჩნევა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების რისკი დაბალია. OAT3 ინჰიბიტორების ერთდროული მიღება არ არის შეფასებული in vivo.
ციკლოსპორინი: ჩატარდა კვლევა ციკლოსპორინის, p-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის, ეფექტის შესაფასებლად სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. სიტაგლიპტინის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზის და ციკლოსპორინის ერთჯერადი 600 მგ პერორალური დოზის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა სიტაგლიპტინის AUC და Cmax შესაბამისად, დაახლოებით 29%-ით და 68%-ით. ეს ცვლილებები სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში არ იყო მიჩნეული როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. სიტაგლიპტინის თირკმლის კლირენსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამიტომ, მოსალოდნელი არ არის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა p- გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან.
სიტაგლიპტინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
დიგოქსინი: სიტაგლიპტინი მცირე გავლენას ახდენდა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე. 0.25 მგ დიგოქსინის 100 მგ სიტაგლიპტინთან ერთად 10 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, პლაზმაში დიგოქსინის AUC გაიზარდა საშუალოდ 11%-ით, ხოლო პლაზმური Cmax საშუალოდ18%-ით. რეკომენდებული არ არის დიგოქსინის დოზის კორექცია. თუმცა, დიგოქსინის ტოქსიკურობის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ამ მხრივ აუცილებელია მონიტორინგი სიტაგლიპტინისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას.
in vitro მონაცემების მიხედვით, სიტაგლიპტინი არ თრგუნავს და არ აინდუცირებს CYP450 იზოფერმენტებს. კლინიკურ კვლევებში, სიტაგლიპტინმა მნიშვნელოვნად არ შეცვალა მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, როსიგლიტაზონის, ვარფარინის ან ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკა, რაც წარმოადგენს in vivo მტკიცებულებას CYP3A4, CYP2C8, CYP2C9 სუბსტრატებთან, და ორგანულ კათიონურ ტრანსპორტერებთან ურთიერთქმედების დაბალი მიდრეკილების შესახებ. სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს p-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი in vivo.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში სიტაგლიპტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არარსებობს. ცხოველებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია რეპროდუქციული ტოქსიკურობა სიტაგლიპტინის მაღალი დოზების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3).
მონაცემების შეზღუდული რაოდენობის მიხედვით, ორსულებში მეტფორმინის გამოყენება არ არის დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების გაზრდილ რისკთან. ცხოველებზე მეტფორმინით ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (აგრეთვე, იხ. პარაგრაფი 5.3).
სიტაბელ დუო არ გამოიყენება ორსულობის დროს. თუ პაციენტს სურს დაორსულება ან თუ დადგა ორსულობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს ინსულინით მკურნალობაზე.
ძუძუთი კვება
მეძუძურ ცხოველებზე კვლევები არ ჩატარებულა ამ სამკურნალო საშუალების კომბინირებული აქტიური ნივთიერებებით. ცალკეული აქტიური ნივთიერებებით ჩატარებულ კვლევებში, როგორც სიტაგლიპტინი, ასევე მეტფორმინი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში. მეტფორმინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა სიტაგლიპტინი დედის რძეში. ამიტომ, სიტაბელ დუო არ გამოიყენება ქალებში, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ.
ფერტილობა
ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები სიტაგლიპტინით მკურნალობის გავლენა მამრობითი და მდედრობითი სახეობების ფერტილობაზე. ადამიანებში მონაცემები არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სიტაბელ დუო არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სიტაგლიპტინის გამოყენებისას აღინიშნა თავბრუსხვევა და ძილიანობა.
გარდა ამისა, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ, როდესაც სიტაბელ დუო გამოიყენება სულფონილშარდოვანას წარმოებულთან ან ინსულინთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
თერაპიული კლინიკური კვლევები სიტაგლიპტინი-მეტფორმინის ტაბლეტებით არ არის ჩატარებული, თუმცა, ნაჩვენებია სიტაგლიპტინი-მეტფორმინის ტაბლეტების ბიოეკვივალენტობა სიტაგლიპტინთან და მეტფორმინთან ერთად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 5.2). დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის პანკრეატიტი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპოგლიკემია აღწერილია სულფონილშარდოვანას წარმოებულთან (13.8%) და ინსულინთან (10.9%) კომბინაციაში.
სიტაგლიპტინი და მეტფორმინი
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სასურველი ტერმინის სახით სისტემის ორგანოთა კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით (ცხრილი 1). სიხშირეები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (>1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები სიხშირე, რომელიც გამოვლენილია მხოლოდ სიტაგლიპტინის და მეტფორმინის პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან
არასასურველი რეაქცია
არასასურველი რეაქციის სიხშირე
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
თრომბოციტოპენია
იშვიათი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით*,†
სიხშირე უცნობია
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპოგლიკემია†
ხშირი
ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება/უკმარისობა†
ხშირი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძილიანობა
არახშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება*
სიხშირე უცნობია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა
არახშირი
გულისრევა
ხშირი
მეტეორიზმი
ხშირი
შეკრულობა
არახშირი
ტკივილი მუცლის ზედა არეში
არახშირი
ღებინება
ხშირი
მწვავე პანკრეატიტი*,†, ‡
სიხშირე უცნობია
ლეტალური და არალეტალური ჰემორაგიული და მანეკროზებელი პანკრეატიტი*,†
სიხშირე უცნობია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ქავილი*
არახშირი
ანგიონევროზული შეშუპება*,†
სიხშირე უცნობია
გამონაყარი*,†
სიხშირე უცნობია
ჭინჭრის ციება*,†
სიხშირე უცნობია
კანის ვასკულიტი*,†
სიხშირე უცნობია
კანის ექსფოლიაციური მდგომარეობები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი*,†
სიხშირე უცნობია
ბულოზური პემფიგოიდი*
სიხშირე უცნობია
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ართრალგია*
სიხშირე უცნობია
მიალგია*
სიხშირე უცნობია
ტკივილი კიდურების არეში*
სიხშირე უცნობია
ტკივილი ზურგის არეში*
სიხშირე უცნობია
ართროპათია*
სიხშირე უცნობია
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
თირკმელების ფუნქციის დარღვევა*
სიხშირე უცნობია
თირკმელების მწვავე უკმარისობა*
სიხშირე უცნობია
- პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში გამოვლენილი არასასურველი რეაქციები
† იხ. პარაგრაფი 4.4.
‡ იხ. ქვემოთ TECOS გულ-სისხლძარღვთა მხრივ უსაფრთხოების კვლევა.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია უფრო ხშირად დაფიქსირდა სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის სხვა ანტიდიაბეტურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენების კვლევებში, ვიდრე მხოლოდ სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კვლევებში. ეს რეაქციები იყო ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას წარმოებულთან ან ინსულინთან ერთად სიხშირე არის ძალიან ხშირი), შეკრულობა (ხშირად სულფონილშარდოვანას წარმოებულის შემთხვევაში), პერიფერიული შეშუპება (ხშირად პიოგლიტაზონთან ერთად) და თავის ტკივილი და პირის სიმშრალე (იშვიათად ინსულინთან ერთად).
სიტაგლიპტინი
100 მგ ერთხელ დღე-ღამეში სიტაგლიპტინის მონოთერაპიის კვლევებში პლაცებოსთან შედარებით, რეგისტრირებული გვერდითი რეაქციები იყო თავის ტკივილი, ჰიპოგლიკემია, შეკრულობა და თავბრუსხვევა.
ამ პაციენტებს შორის, გვერდითი მოვლენები, რომლებიც რეგისტრირებული იყო მედიკამენტთან მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, დაფიქსირდა მინიმუმ 5%-ში, მოიცავდა ზედა სასუნთქი გზების ინფექციას და ნაზოფარინგიტს. გარდა ამისა, ოსტეოართრიტი და კიდურების ტკივილი დაფიქსირდა სიხშირით არახშირი (>0.5%-ით უფრო მეტი სიტაგლიპტინის მომხმარებლებში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში).
მეტფორმინი
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ძალიან ხშირად დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და მეტფორმინის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში. კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა ყველაზე ხშირად ვლინდება თერაპიის დაწყებისას და უმეტეს შემთხვევაში, სპონტანურად ქრება. მეტფორმინთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციებია მეტალის გემო (ხშირად); ლაქტატაციდოზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჭინჭრის ციება, ერითემა და ქავილი (ძალიან იშვიათად). მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებულია B12 ვიტამინის შეწოვის შემცირებასთან, რამაც შეიძლება ძალიან იშვიათად გამოიწვიოს B12 ვიტამინის კლინიკურად მნიშვნელოვანი დეფიციტი (მაგალითად, მეგალობლასტური ანემია). სიხშირის კატეგორიები ეფუძნება ევროკავშირში ხელმისაწვდომ მეტფორმინის პროდუქტის ზოგად დახასიათებაში არსებულ ინფორმაციას.
პედიატრიული მოსახლეობა
სიტაგლიპტინი-მეტფორმინის ტაბლეტების გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, გვერდითი რეაქციების პროფილი ზოგადად შედარებული იყო მოზრდილებში დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებთან. პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან არ იღებდნენ ინსულინს, სიტაგლიპტინი ასოცირდებოდა ჰიპოგლიკემიის გაზრდილ რისკთან.
TECOS კარდიოვასკულური უსაფრთხოების კვლევა
გულ-სისხლძარღვთა შედეგების შეფასების კვლევა სიტაგლიპტინით (TECOS) მოიცავდა 7332 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით, 100 მგ დღეში (ან 50 მგ დღეში, თუ გლომერულური ფილტრაციის საწყისი სავარაუდო სიჩქარე იყო >30 და <50 მლ/წთ/1.73მ2) და 7,339 პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი მკურნალობის განზრახვის პოპულაციაში. ორივე მკურნალობა დაემატა ჩვეულ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავდა HbA1c და კარდიოვასკულური რისკის ფაქტორების რეგიონულ სტანდარტებს. სერიოზული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს, ისეთივე იყო, როგორიც იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
მკურნალობის განზრახვის პოპულაციაში, იმ პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იყენებდნენ ინსულინს და/ან სულფონილშარდოვანას წარმოებულს, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე იყო 2,7% სიტაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში და 2,5% პლაცებოს მიმღებ პაციენტებში; პაციენტებს შორის, რომლებიც არ იყენებდნენ ინსულინს და/ან სულფონილშარდოვანას წარმოებულს საწყის ეტაპზე, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე იყო 1.0% სიტაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში და 0.7% პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. შემოწმებით დადასტურებული პანკრეატიტის შემთხვევების სიხშირე იყო 0.3% სიტაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში და 0.2% პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებში.
ჭარბი დოზა
ჯანმრთელ სუბიექტებში კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს გამოიყენებოდა სიტაგლიპტინის ერთჯერადი დოზები 800 მგ-მდე. QTc-ის მინიმალური მატება, რომელიც არ ითვლება კლინიკურად რელევანტურად, დაფიქსირდა ერთ კვლევაში სიტაგლიპტინის 800 მგ დოზით. კლინიკურ კვლევებში 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. მრავალჯერადი დოზის I ფაზის კვლევებში, არ დაფიქსირებულა დოზასთან დაკავშირებული კლინიკური გვერდითი რეაქციები სიტაგლიპტინის დოზებით 600 მგ-მდე დღეში 10 დღემდე და 400 მგ-ით დღეში 28 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
მეტფორმინის დიდი დოზით გადაჭარბებამ (ან ლაქტატაციდოზის თანმდევმა რისკმა) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტატაციდოზი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საავადმყოფოში მკურნალობას. ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ჰემოდიალიზი.
კლინიკურ კვლევებში დოზის დაახლოებით 13.5%-ის გამოდევნა დაფიქსირდა 3-4 საათიანი ჰემოდიალიზით. კლინიკურად საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ხანგრძლივი ჰემოდიალიზის განხილვა. უცნობია, არის თუ არა სიტაგლიპტინი დიალიზებადი პერიტონეალური დიალიზით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ჩვეულებრივი დამხმარე ზომების მიღება, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული მასალის გამოდევნა, კლინიკური მონიტორინგი (მათ შორის ელექტროკარდიოგრამა) და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე თერაპიის დაწყება.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტურია.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.
- სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი).
სიტაბელ დუო 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
სიტაბელ დუო 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
შენახვის პირობები
2 წელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, სისხლში გლუკოზის დამწევი პერორალური პრეპარატების კომბინაციები, ათქ კოდი: A10BD07.
სიტაბელ დუო აერთიანებს ორ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებას მოქმედების დამატებითი მექანიზმებით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით: სიტაგლიპტინის ფოსფატი, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორი, და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, ბიგუანიდის კლასის წევრი.
სიტაგლიპტინი
მოქმედების მექანიზმი
სიტაგლიპტინის ფოსფატი არის დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ფერმენტის პერორალურად აქტიური, ძლიერი და მაღალი შერჩევითი ინჰიბიტორი ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. DPP-4 ინჰიბიტორები არის აგენტების კლასი, რომლებიც მოქმედებენ როგორც ინკრეტინის გამაძლიერებლები. DPP-4 ფერმენტის ინჰიბირებით, სიტაგლიპტინი ზრდის ორი ცნობილი აქტიური ინკრეტინის ჰორმონის, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) და გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP) დონეებს. ინკრეტინები არის ენდოგენური სისტემის ნაწილი, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულირებაში. როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალურია ან მომატებულია, GLP-1 და GIP ზრდიან ინსულინის სინთეზს და გამოყოფას პანკრეასის ბეტა-უჯრედებიდან. GLP-1 ასევე, ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასის ალფა უჯრედებიდან, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის წარმოების შემცირებას. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე დაბალია, ინსულინის გამოყოფა არ არის გაძლიერებული და გლუკაგონის სეკრეცია არ ითრგუნება. სიტაგლიპტინი არის ფერმენტ DPP-4-ის ძლიერი და მაღალ შერჩევითი ინჰიბიტორი და არ თრგუნავს მჭიდროდ დაკავშირებულ ფერმენტებს DPP-8 ან DPP-9 თერაპიულ კონცენტრაციებში. სიტაგლიპტინი ქიმიური სტრუქტურით და ფარმაკოლოგიური მოქმედებით განსხვავდება GLP-1 ანალოგებისგან, ინსულინისგან, სულფონილშარდოვანასგან ან მეგლიტინიდებისგან, ბიგუანიდებისგან, პეროქსიზომის პროლიფერატორით გააქტიურებული რეცეპტორების გამა (PPARγ) აგონისტებისაგან, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებისგან და ამილინის ანალოგებისგან.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სიტაბელ დუო
ბიოეკვივალენტობის კვლევამ ჯანმრთელ სუბიექტებში აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ტაბლეტის (სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი) კომბინირებული ტაბლეტები სიტაგლიპტინის ფოსფატისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ცალკეული ტაბლეტების სახით ერთდროული გამოყენების ბიოეკვივალენტურია.
შემდეგი განცხადებები ასახავს სიტაბელ დუოს ცალკეული აქტიური ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.
სიტაგლიპტინი
აბსორბცია
ჯანმრთელ პირებში 100 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სიტაგლიპტინი სწრაფად შეიწოვებოდა, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევით (საშუალო Tmax) დოზის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, პლაზმაში სიტაგლიპტინის საშუალო AUC იყო 8,52 მკმ•სთ, Cmax იყო 950 ნმ. სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 87%. ვინაიდან სიტაგლიპტინთან მაღალცხიმიანი საკვების ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე, სიტაგლიპტინი შეიძლება დაინიშნოს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დოზის პროპორციულად. დოზის პროპორციულობა არ იყო დადგენილი Cmax-ისთვის და C24სთ-ისთვის (Cmax გაიზარდა დოზის პროპორციულზე მეტად და C24სთ გაიზარდა დოზის პროპორციულზე ნაკლებად).
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ პირებში სიტაგლიპტინის ერთჯერადი 100 მგ ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 198 ლიტრი. პლაზმის ცილებთან შექცევადად დაკავშირებული სიტაგლიპტინის ფრაქცია დაბალია (38%).
ბიოტრანსფორმაცია
სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით და მეტაბოლიზმი უმნიშვნელო გზაა. სიტაგლიპტინის დაახლოებით 79% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.
[14C] სიტაგლიპტინის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 16% გამოიყოფა სიტაგლიპტინის მეტაბოლიტების სახით. ექვსი მეტაბოლიტი გამოვლინდა ნარჩენ დონეზე და მოსალოდნელი არ არის, რომ წვლილი შეიტანოს პლაზმური DPP-4 სიტაგლიპტინის ინჰიბიტორულ აქტივობაში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე, იყო CYP3A4, CYP2C8-ის წვლილით.
in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არ არის CYP იზოფერმენტების CYP3A4, 2C8, 2C9, 2D6, 1A2, 2C19 ან 2B6 ინჰიბიტორი და არ არის CYP3A4 და CYP1A2-ის ინდუქტორი.
ელიმინაცია
ჯანმრთელ პირებში პერორალური [14C]სიტაგლიპტინის დოზის მიღების შემდეგ, შეყვანილი რადიოაქტიურობის დაახლოებით 100% გამოიყო განავლით (13%) ან შარდით (87%) ერთი კვირის განმავლობაში. აშკარა ტერმინალური t1/2 სიტაგლიპტინის 100 მგ პერორალური დოზის შემდეგ იყო დაახლოებით 12.4 საათი. სიტაგლიპტინი გროვდება მხოლოდ მინიმალურად მრავალჯერადი დოზების მიღებისას. თირკმლისმიერი კლირენსი იყო დაახლოებით 350 მლ/წთ.
სიტაგლიპტინის ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელების ექსკრეციის გზით და მოიცავს აქტიურ მილაკოვან სეკრეციას. სიტაგლიპტინი არის სუბსტრატი ადამიანის ორგანული ანიონის გადამტანი-3-სთვის (hOAT-3), რომელიც შეიძლება ჩართული იყოს სიტაგლიპტინის თირკმელებით ელიმინაციაში. hOAT-3-ის კლინიკური მნიშვნელობა სიტაგლიპტინის ტრანსპორტში დადგენილი არ არის. სიტაგლიპტინი ასევე არის p-გლიკოპროტეინის სუბსტრატი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ჩართული სიტაგლიპტინის თირკმელებით ელიმინაციის შუამავლობაში. თუმცა, ციკლოსპორინი, p-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი, არ ამცირებს სიტაგლიპტინის თირკმლით კლირენსს. სიტაგლიპტინი არ არის სუბსტრატი OCT2 ან OAT1 ან PEPT1/2 ტრანსპორტერებისთვის. in vitro, სიტაგლიპტინი არ თრგუნავს OAT3-ის (IC50=160მკმ) ან p-გლიკოპროტეინის (250-მდე მკმ) შუამავლობითი ტრანსპორტირებას პლაზმაში თერაპიულად შესაბამის კონცენტრაციებში. კლინიკურ კვლევაში სიტაგლიპტინს ჰქონდა მცირე გავლენა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე, რაც მიუთითებს, რომ სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს p-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი.
მახასიათებლები პაციენტებში
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ზოგადად მსგავსი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა
ჩატარდა ერთჯერადი დოზის, ღია კვლევა სიტაგლიპტინის (50 მგ) შემცირებული დოზის ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად პაციენტებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით. კვლევა მოიცავდა პაციენტებს თირკმელების მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობით, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. გარდა ამისა, თირკმლის უკმარისობის ზემოქმედება სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში და თირკმლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე უკმარისობის (მათ შორის თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების) მქონე პაციენტებში შეფასებული იყო პოპულაციის ფანაკოკინეტიკური ანალიზის გამოყენებით.
ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 1.2-ჯერ და 1.6-ჯერ პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >60-დან <90-მდე მლ/წთ) და პაციენტებში თირკმელების ზომიერი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >45-დან <0 მლ/წთ), შესაბამისად. იმის გამო, რომ ამ მასშტაბის ზრდა კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი, ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >30-დან <45 მლ/წთ), და დაახლოებით 4-ჯერ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ), მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. სიტაგლიპტინი ზომიერად გამოიყოფოდა ჰემოდიალიზით (13,5% 3-4 საათიანი ჰემოდიალიზისას დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).
ღვიძლის უკმარისობა
სიტაგლიპტინის დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა <9). ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა <9) კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. თუმცა, რადგან სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, მოსალოდნელი არ არის, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობა იმოქმედებს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის ასაკის მიხედვით. ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის I და II ფაზის მონაცემების საფუძველზე. ხანდაზმულ სუბიექტებში (65-დან 80 წლამდე) სიტაგლიპტინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 19%-ით უფრო მაღალი იყო ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით.
პედიატრიული მოსახლეობა
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა (50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ერთჯერადი დოზა) შესწავლილი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (10-დან 17 წლამდე ასაკის). ამ პოპულაციაში, სიტაგლიპტინის დოზის კორექტირებული AUC პლაზმაში იყო დაახლოებით 18%-ით უფრო დაბალი, ვიდრე ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში 100 მგ დოზით. სიტაგლიპტინის კვლევები არ ჩატარებულა <10 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
სხვა პაციენტთა მახასიათებლები
დოზის კორექცია საჭირო არ არის სქესის, რასის ან სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. ამ მახასიათებლებს არ ქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე I ფაზის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების კომპოზიტური ანალიზისა და პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის I და II ფაზის მონაცემების საფუძველზე.
მეტფორმინი
აბსორბცია
მეტფორმინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ, Tmax მიიღწევა 2,5 საათში. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50-60% ჯანმრთელ სუბიექტებში. პერორალური დოზის შემდეგ, განავალში აღდგენილი არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%.
პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინის აბსორბცია გაჯერებული და არასრულია. მიიჩნევა, რომ მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არაწრფივია. მეტფორმინის ჩვეული დოზებისა და დოზირების სქემების დროს, პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 სთ-ში და ზოგადად 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური დონე პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ-ს, თუნდაც მაქსიმალური დოზებით.
საკვები ამცირებს მეტფორმინის კონცენტრაციას და ოდნავ ანელებს მის შეწოვას. 850 მგ დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში 40%-ით დაბალი პიკური კონცენტრაცია, AUC-ის 25%-ით დაქვეითება და პლაზმური კონცენტრაციის პიკამდე დროის გახანგრძლივება 35 წუთით. ამ შემცირების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი იყოფა ერითროციტებად. პიკი სისხლში უფრო დაბალია, ვიდრე პლაზმაში და ვლინდება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. სისხლის წითელი უჯრედები, სავარაუდოდ, წარმოადგენს განაწილების მეორად ნაწილს. საშუალო Vd მერყეობდა 63 - 276 ლ-ს შორის.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. ადამიანებში მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.
ელიმინაცია
მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი არის >400 მლ/წთ, რაც მიუთითებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური დოზის შემდეგ, აშკარა ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 სთ-ს. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება კრეატინინის პროპორციულად და, შესაბამისად, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდება, რაც იწვევს მეტფორმინის დონის მატებას პლაზმაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
- სამკურნალო საშუალების დასახელება
სიტაბელ დუო
50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტურია.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინ ფოსფატის მონოჰიდრატს, რაც 50 მგ სიტაგლიპტინის და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.
- სამკურნალწამლო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი).
სიტაბელ დუო 50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
სიტაბელ დუო 50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოწითალო-ყავისფერი ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამყოფი ხაზით ერთ მხარეს.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1 თერაპიული ჩვენება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილი პაციენტებისთვის:
სიტაბელ დუო ინიშნება გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს, ან პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციით.
სიტაბელ დუო ინიშნება სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში (მაგალითად, სამმაგი კომბინაციის თერაპია) დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას წარმოებულის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს.
სიტაბელ დუო ინიშნება, როგორც სამმაგი კომბინაციის თერაპია პეროქსიზომის პროლიფერატორის აქტივირებული რეცეპტორის გამა (PPARγ) აგონისტთან (მაგალითად, თიაზოლიდინედიონთან) ერთად, დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით პაციენტებში, რომლებშიც მხოლოდ მეტფორმინის და PPARγ აგონისტის მათთვის დანიშნული მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოდს სათადანო კონტროლს.
სიტაბელ დუო ასევე ინიშნება ინსულინზე დამატების სახით (მაგალითად, სამმაგი კომბინაციის თერაპია), დიეტასა და ვარჯიშზე დამატების სახით, გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში, როდესაც ინსულინის სტაბილური დოზა და ცალკე მეტფომინი არ უზრუნველყოფს სათანადო გლიკემიურ კონტროლს.
- 2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება
სიტაბელ დუოთ ჰიპოგლიკემიური თერაპიის დოზა ინდივიდუალურად უნდა დაინიშნოს პაციენტის მიმდინარე რეჟიმის, ეფექტიანობისა და ასატანობის საფუძველზე, თუმცა არ უნდა აღემატებოდეს სიტაგლიპტინის მაქსიმალურ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას 100 მგ-ს.
მოზრდილები თირკმელების ნორმალური ფუნქციით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე >90 მლ/წთ)
პაციენტებისთვის, რომლებშიც მეტფორმინის მონოთერაპიის მაქსიმალური ასატანი დოზა არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
პაციენტებისთვის, რომლებშიც არ ხდება სათანადო კონტროლი მხოლოდ მეტფორმინით, ჩვეულებრივი საწყისი დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა), პლუს მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიიღება.
პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციიდან
პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კომბინაციიდან, სიტაბელ დუოთ მკურნალობის დაწყება საჭიროა სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის დოზით, რომელსაც უკვე იღებენ.
პაციენტებისთვის, რომლებშიც მეტფორმინისა და სულფონილშარდოვანას წარმოებულის მაქსიმალური ასატანი დოზით ორმაგი კომბინაციის თერაპია არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა) და მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიღებული დოზის მსგავსია. სულფონილშარდოვანას წარმოებულთან კომბინაციაში სიტაბელ დუოს გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო იყოს სულფონილშარდოვანას წარმოებულის უფრო დაბალი დოზის გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტებისთვის, რომლებშიც მეტფორმინისა და PPARγ აგონისტის მაქსიმალური ასატანი დოზით ორმაგი კომბინაციის თერაპია არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა) და მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიღებული დოზის მსგავსია.
პაციენტებისთვის, რომლებშიც ინსულინისა და მეტფორმინის მაქსიმალური ასატანი დოზით ორმაგი კომბინაციის თერაპია არ უზრუნველყოფს სათადანო კონტროლს
დოზა უნდა უზრუნველყოფდეს სიტაგლიპტინის მიღებას 50 მგ დოზით ორჯერ დღე-ღამეში (100 მგ საერთო სადღეღამისო დოზა) და მეტფორმინის დოზას, რომელიც უკვე მიღებული დოზის მსგავსია. ინსულინთან კომბინაციაში სიტაბელ დუოს გამოყენებისას, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის უფრო დაბალი დოზის გამოყენება (იხ. პარაგრაფი 4.4).
მეტფორმინის განსხვავებული დოზებისთვის, სიტაბელ დუო გამოდის 50 მგ სიტაგლიპტინის და 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის კონცენტრაციებით.
ყველა პაციენტმა უნდა გააგრძელოს მათთვის რეკომენდებული დიეტის დაცვა დღის განმავლობაში ნახშირწყლების მიღების სათანადო განაწილებით.
მიღების წესი
სიტაბელ დუო მიიღება ორჯერ დღე-ღამეში, მეტფორმინით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი რეაქციების შემცირების მიზნით პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად.
- 3 უკუჩვენება
სიტაბელ დუო უკუნაჩვენებია პაციენტებში შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1 (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.8);
ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (როგორიცაა ლაქტატაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი);
დიაბეტური პრეკომა;
თირკმელების მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფი 4.4);
მწვავე მდგომარეობები თირკმელების ფუნქციის შეცვლის რისკით, როგორიცაა:
გაუწყლოება,
მძიმე ინფექცია,
შოკი,
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალების სისხლძარღვში შეყვანა (იხ. პარაგრაფი 4.4);
მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ქსოვილების ჰიპოქსიას, როგორიცაა:
გულის ან სუნთქვის უკმარისობა,
მიოკარდიუმის ახლახანს გადატანილი ინფარქტი,
შოკი;
ღვიძლის უკმარისობა;
მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
ძუძუთი კვება.
- 4 სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ზოგადი
სიტაბელ დუო არ გამოიყენება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში და მისი გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.
მწვავე პანკრეატიტი
DPP-4 ინჰიბიტორების გამოყენება უკავშირდება მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკს. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომის შესახებ: ხანგრძლივი მძიმე ტკივილი მუცლის არეში. სიტაგლიპტინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღინიშნა პანკრეატიტის ალაგება (დამხმარე მკურნალობით ან მის გარეშე), თუმცა რეგისტრირებულია მანეკროზებელი ან ჰემორაგიული პანკრეატიტის ან/და ლეტალობის ძალიან იშვიათი შემთხვევები. პანკრეატიტის განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სიტაბელ დუო და სხვა პოტენციურად რისკის შემცველი სამკურნალო საშუალებები უნდა მოიხსნას; მწვავე პანკრეატიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში სიტაბელ დუოთ მკურნალობის განახლება არ შეიძლება. ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
ლაქტატაციდოზი
ლაქტატაციდოზი არის მეტაბოლიზმის იშვიათი, მაგრამ სერიოზული დარღვევა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების, კარდიორესპირატორული დაავადების ან სეფსისის ფონზე. მეტფორმინის დაგროვება ხდება თირკმელების ფუნქციის მწვავე გაუარესების ფონზე და ზრდის ლაქტატაციდოზის განვითარების რისკს.
გაუწყლოების შემთხვევაში (მძიმე ღებინება, დიარეა, ცხელება ან სითხის მიღების შემცირება), მეტფორმინით მკურნალობა დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა.
მეტფორმინის მიღების დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ისეთი პრეპარატების დანიშვნისას, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევა (მაგალითად, ჰიპოტენზიური საშუალებები, დიურეზულები და აასს). ლაქტატაციდოზის გამოვლენის სხვა რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, დიაბეტის არასაკმარისი კონტროლი, კეტოზი, ხანგრძლივი შიმშილობა და ჰიპოქსიით გამოწვეული ნებისმიერი მდგომარეობა, ასევე, ლაქტატაციდოზის გამომწვევ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენება (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).
პაციენტები ან/და პაციენტის მომვლელი პირები უნდა იყვნენ ინფორმირებული ლაქტატაციდოზის გამოვლენის რისკის შესახებ. ლაქტატაციდოზი ხასიათდება აციდოზური ქოშინით, მუცლის არეში ტკივილით, კუნთების კრუნჩხვით, ასთენიით და ჰიპოთერმიით, რომელიც გადადის კომაში. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებისთვის. დიაგნოზის დადასტურების ლაბორატორიულ მაჩვენებლებს წარმოადგენს სისხლის pH-ის შემცირება (<7.35), პლაზმაში ლაქტატის დონის მომატება (>5 მმოლი/ლ), ანიონური ინტერვალის და ლაქტატ/პირუვატის თანაფარდობის გაზრდა.
თირკმელების ფუნქცია
მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის დაწყების შემდეგ, საჭიროა გფს-ის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის) განსაზღვრა (იხ. პარაგრაფი 4.2). სიტაბელ დუო უკუნაჩვენებია პაციენტებში გფს-ის <30 მლ/წთ შემთხვევაში და დროებით უნდა მოიხსნას ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც პოტენციურად ცვლის თირკმელების ფუნქციას.
ჰიპოგლიკემია
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიტაბელ დუოს სულფონილშარდოვანას წარმოებულთან ან ინსულინთან კომბინაციაში, შეიძლება არსებობდეს ჰიპოგლიკემიის რისკი. შესაბამისად, შეიძლება საჭირო იყოს სულფონილშარდოვანას წარმოებულის ან ინსულინის დოზის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მიღებულია ცნობები ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით. ეს რეაქციები ითვალისწინებს ანაფილაქსიას, ანგიონევროზულ შეშუპებას და კანის ექსფოლიაციურ მდგომარეობებს, სტივენ-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით. ეს რეაქციები განვითარდა სიტაგლიპტინით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში, ზოგიერთი შეტყობინებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი დოზის შემდეგ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე ეჭვის არსებობისას, სიტაბელ დუოთ მკურნალობა უნდა შეწყდეს, შეფასდეს მოვლენის სხვა პოტენციური გამომწვევები და დაინიშნოს დიაბეტის სამკურნალო ალტერნატიული პრეპარატი (იხ. პარაგრაფი 4.8).
ბულოზური პემფიგოიდი
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ DPP-4 ინჰიბიტორებს, მათ შორის სიტაგლიპტინს, მიღებულია ბულოზური პემფიგოიდის პოსტმარკეტინგული შეტყობინებები. სიტაბელ დუოს გამოყენება უნდა შეწყდეს, თუ არსებობს ეჭვი ბულოზური პემფიგოიდის განვითარებაზე.
ქირურგიული ჩარევა
სიტაბელ დუოს გამოყენება უნდა შეწყდეს ქირურგიული ჩარევის პერიოდში, რომელიც ტარდება ზოგადი, სპინალური და ეპიდურული ანესთეზიით. მკურნალობის გაგრძელება შეიძლება ოპერაციიდან ან პერორალური კვების კვლავ დაწყების შემდეგ არანაკლებ 48 საათის შემდეგ, და თირკმელების ფუნქციის კონტროლის განმეორებით ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების მიღება
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებების სისხლძარღვში შეყვანა შეიძლება იწვევდეს კონტრასტული საშუალებით გამოწვეულ ნეფროპათიას, რის შედეგადაც ორგანიზმში გროვდება მეტფორმინი და იზრდება ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი. სიტაბელ დუოს მიღება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან მის ჩატარებამდე და მისი გაგრძელება არ შეიძლება ამ პროცედურის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში, თირკმელების ფუნქციის კონტროლის განმეორებით ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.5).
ანამნეზში ნამკურნალები ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში კლინიკური სტატუსის შეცვლა
პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით, რომელიც მანამდე კარგად ექვემდებარებოდა მკურნალობას სიტაბელ დუოთ, ლაბორატორიულ ანალიზებში დარღვევების ან კლინიკური დაავადებების (განსაკუთრებით დაუდგენელია ან ძნელად განსაზღვრული დაავადება) განვითარებისას, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს გამოკვლევა კეტოაციდოზის ან ლაქტატაციდოზის განვითარების დასადგენად. ანალიზები უნდა ითვალისწინებდეს შრატში ელექტროლიტებისა და კეტონური სხეულების, სისხლში გლუკოზის დონის, ასევე, ჩვენების შემთხვევაში, სისხლის pH, ლაქტატ-პირუვატის და მეტფორმინის დონეების განსაზღვრას. ნებისმიერი ფორმის აციდოზის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა შესაბამისი მაკორექტირებელი მკურნალობა.
ვიტამინ B12-ის უკმარისობა
მეტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება. ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითების რისკი იზრდება მეტფორმინის დოზის გაზრდის, მკურნალობის გახანგრძლივების შემთხვევაში ან/და პაციენტებში ისეთი რისკ-ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევს ვიტამინ B12-ის დეფიციტს. ვიტამინ B12-ის დეფიციტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, ანემია ან ნეიროპათია) საჭიროა სისხლის შრატში ვიტამინ B12-ის დონის შემოწმება. ვიტამინ B12-ის დეფიციტთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების არსებობისას შეიძლება საჭირო იყოს პაციენტებში მისი დონის პერიოდულად კონტროლი. მეტფორმინით თერაპია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ის აიტანება და არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენება, ხოლო ვიტამინ B12-ის დეფიციტის კორექციისკენ მიმართული შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მოქმედი კლინიკური რეკომენდაციების შესაბამისად.
ნატრიუმი
მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად “არ შეიცავს ნატრიუმს“.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციეტებში სიტაგლიპტინის (50 მგ ორჯერ დღე-ღამეში) და მეტფორმინის (1000 მგ ორჯერ დღე-ღამეში) მრავალჯერადად ერთდროულად გამოყენება მნიშვნელოვნად არ ცვლის სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს.
სიტაბელ დუოს გამოყენებით ფარმაკოკინეტიკური სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული; თუმცა, ასეთი კვლევები ჩატარებულია ცალკეული მოქმედი ნივთიერებების, სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის, გამოყენებით.
ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის
ალკოჰოლი
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაკავშირებულია ლაქტატაციდოზის განვითარების მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით შიმშილის, არასათანადო კვების ან ღვიძლის უკმარისობის დროს.
იოდის შემცველი კონტრასტული საშუალებები
სიტაბელ დუოს მიღება უნდა შეწყდეს ვიზუალიზაციის პროცედურის დროს ან მის ჩატარებამდე, და მისი ხელახლა დაწყება არ შეიძლება პროცედურის დასრულებიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში თირკმელების ფუნქციის კონტროლის განმეორებით ჩატარების პირობით, რის შედეგადაც დადგენილია თირკმელების ფუნქციის სტაბილურობა (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).
კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას, მაგალითად, აასს-ს, ციკლოოქსიგენაზა (ცოგ) 2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, აგფ ინჰიბიტორებს, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს და დიურეზულებს, განსაკუთრებით მარყუჟოვან დიურეზულებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს თირკმელების ფუნქციაზე, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტატაციდოზის განვითარების რისკი. მეტფორმინთან კომბინაციაში ასეთი პრეპარატებით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმელების ფუნქციის გულდასმით კონტროლი.
პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აფერხებს თირკმელების მილაკების საერთო სატრანსპორტო სისტემებს, რომლებიც მონაწილეობენ მეტფორმინის ელიმინაციაში (მაგალითად, ორგანული კათიონური ტრანსპორტერი-2 [OCT2] /მულტიპრეპარატი და ტოქსინის ექსტრუზიის [MATE] ინჰიბიტორები, როგორიცაა რანოლაზინი, ვანდეტანიბი, დოლუტეგრავირი და ციმეტიდინი) შეიძლება გაზარდოს მეტფორმინის სისტემური ზემოქმედება და ლაქტატაციდოზის რისკი. აუცილებელია ერთდროული გამოყენების სარგებლის და რისკის განხილვა. გლიკემიური კონტროლის მკაცრი მონიტორინგი, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზირების ფარგლებში და დიაბეტური მკურნალობის ცვლილებები განხილული უნდა იყოს ასეთი პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას.
გლუკოკორტიკოიდებს (სისტემური და ადგილობრივი გზებით შეყვანისას), ბეტა-2-აგონისტებს და დიურეზულებს აქვთ დამახასიათებელი ჰიპერგლიკემიური აქტივობა. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული და მას უფრო ხშირად ჩაუტარდეს სისხლში გლუკოზის მონიტორინგი, განსაკუთრებით ასეთი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხვა სამკურნალო საშუალებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტისას.
აგფ-ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ სისხლში გლუკოზის დონე. საჭიროების შემთხვევაში, ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხვა სამკურნალო საშუალებით თერაპიის დროს და მისი შეწყვეტისას.
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა სიტაგლიპტინზე
ქვემოთ აღწერილი in vitro და კლინიკური მონაცემები მიუთითებს, რომ სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღების შემდეგ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების რისკი დაბალია.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე, არის CYP3A4, CYP2C8-ის წვლილით. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმი, მათ შორის CYP3A4-ით, მხოლოდ მცირე როლს თამაშობს სიტაგლიპტინის კლირენსში. მეტაბოლიზმმა შეიძლება შეასრულოს უფრო მნიშვნელოვანი როლი სიტაგლიპტინის ელიმინაციაში თირკმლის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების ფონზე. ამ მიზეზით, შესაძლებელია, რომ ძლიერმა CYP3A4 ინჰიბიტორებმა (მაგალითად, კეტოკონაზოლმა, იტრაკონაზოლმა, რიტონავირმა, კლარითრომიცინმა) შეცვალონ სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების ეფექტები თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე არ იყო შეფასებული კლინიკურ კვლევაში.
in vitro სატრანსპორტო კვლევებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არის სუბსტრატი p-გლიკოპროტეინისა და ორგანული ანიონის ტრანსპორტერი-3-სთვის (OAT3). OAT3-ით განპირობებული სიტაგლიპტინის ტრანსპორტი in vitro ინჰიბირდა პრობენეციდით, თუმცა, მიიჩნევა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების რისკი დაბალია. OAT3 ინჰიბიტორების ერთდროული მიღება არ არის შეფასებული in vivo.
ციკლოსპორინი: ჩატარდა კვლევა ციკლოსპორინის, p-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის, ეფექტის შესაფასებლად სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. სიტაგლიპტინის ერთჯერადი 100 მგ პერორალური დოზის და ციკლოსპორინის ერთჯერადი 600 მგ პერორალური დოზის ერთდროულმა გამოყენებამ გაზარდა სიტაგლიპტინის AUC და Cmax შესაბამისად, დაახლოებით 29%-ით და 68%-ით. ეს ცვლილებები სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში არ იყო მიჩნეული როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი. სიტაგლიპტინის თირკმლის კლირენსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამიტომ, მოსალოდნელი არ არის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა p- გლიკოპროტეინის ინჰიბიტორებთან.
სიტაგლიპტინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე
დიგოქსინი: სიტაგლიპტინი მცირე გავლენას ახდენდა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე. 0.25 მგ დიგოქსინის 100 მგ სიტაგლიპტინთან ერთად 10 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, პლაზმაში დიგოქსინის AUC გაიზარდა საშუალოდ 11%-ით, ხოლო პლაზმური Cmax საშუალოდ18%-ით. რეკომენდებული არ არის დიგოქსინის დოზის კორექცია. თუმცა, დიგოქსინის ტოქსიკურობის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ამ მხრივ აუცილებელია მონიტორინგი სიტაგლიპტინისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას.
in vitro მონაცემების მიხედვით, სიტაგლიპტინი არ თრგუნავს და არ აინდუცირებს CYP450 იზოფერმენტებს. კლინიკურ კვლევებში, სიტაგლიპტინმა მნიშვნელოვნად არ შეცვალა მეტფორმინის, გლიბურიდის, სიმვასტატინის, როსიგლიტაზონის, ვარფარინის ან ორალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკა, რაც წარმოადგენს in vivo მტკიცებულებას CYP3A4, CYP2C8, CYP2C9 სუბსტრატებთან, და ორგანულ კათიონურ ტრანსპორტერებთან ურთიერთქმედების დაბალი მიდრეკილების შესახებ. სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს p-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი in vivo.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულებში სიტაგლიპტინის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არარსებობს. ცხოველებში ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია რეპროდუქციული ტოქსიკურობა სიტაგლიპტინის მაღალი დოზების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 5.3).
მონაცემების შეზღუდული რაოდენობის მიხედვით, ორსულებში მეტფორმინის გამოყენება არ არის დაკავშირებული თანდაყოლილი მალფორმაციების გაზრდილ რისკთან. ცხოველებზე მეტფორმინით ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე (აგრეთვე, იხ. პარაგრაფი 5.3).
სიტაბელ დუო არ გამოიყენება ორსულობის დროს. თუ პაციენტს სურს დაორსულება ან თუ დადგა ორსულობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტი რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს ინსულინით მკურნალობაზე.
ძუძუთი კვება
მეძუძურ ცხოველებზე კვლევები არ ჩატარებულა ამ სამკურნალო საშუალების კომბინირებული აქტიური ნივთიერებებით. ცალკეული აქტიური ნივთიერებებით ჩატარებულ კვლევებში, როგორც სიტაგლიპტინი, ასევე მეტფორმინი გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში. მეტფორმინი მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. უცნობია, გამოიყოფა თუ არა სიტაგლიპტინი დედის რძეში. ამიტომ, სიტაბელ დუო არ გამოიყენება ქალებში, რომლებიც ბავშვს ძუძუთი კვებავენ.
ფერტილობა
ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები სიტაგლიპტინით მკურნალობის გავლენა მამრობითი და მდედრობითი სახეობების ფერტილობაზე. ადამიანებში მონაცემები არ არსებობს.
- 7 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სიტაბელ დუო არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სიტაგლიპტინის გამოყენებისას აღინიშნა თავბრუსხვევა და ძილიანობა.
გარდა ამისა, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ, როდესაც სიტაბელ დუო გამოიყენება სულფონილშარდოვანას წარმოებულთან ან ინსულინთან კომბინაციაში.
- 8 არასასურველი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
თერაპიული კლინიკური კვლევები სიტაგლიპტინი-მეტფორმინის ტაბლეტებით არ არის ჩატარებული, თუმცა, ნაჩვენებია სიტაგლიპტინი-მეტფორმინის ტაბლეტების ბიოეკვივალენტობა სიტაგლიპტინთან და მეტფორმინთან ერთად მიღებისას (იხ. პარაგრაფი 5.2). დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის პანკრეატიტი და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ჰიპოგლიკემია აღწერილია სულფონილშარდოვანას წარმოებულთან (13.8%) და ინსულინთან (10.9%) კომბინაციაში.
სიტაგლიპტინი და მეტფორმინი
არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი ცხრილის სახით
გვერდითი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სასურველი ტერმინის სახით სისტემის ორგანოთა კლასისა და აბსოლუტური სიხშირის მიხედვით (ცხრილი 1). სიხშირეები განისაზღვრება, როგორც: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არც ისე ხშირი (>1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები სიხშირე, რომელიც გამოვლენილია მხოლოდ სიტაგლიპტინის და მეტფორმინის პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან
არასასურველი რეაქცია
არასასურველი რეაქციის სიხშირე
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
თრომბოციტოპენია
იშვიათი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით*,†
სიხშირე უცნობია
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ
ჰიპოგლიკემია†
ხშირი
ვიტამინ B12-ის დონის დაქვეითება/უკმარისობა†
ხშირი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძილიანობა
არახშირი
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება*
სიხშირე უცნობია
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა
არახშირი
გულისრევა
ხშირი
მეტეორიზმი
ხშირი
შეკრულობა
არახშირი
ტკივილი მუცლის ზედა არეში
არახშირი
ღებინება
ხშირი
მწვავე პანკრეატიტი*,†, ‡
სიხშირე უცნობია
ლეტალური და არალეტალური ჰემორაგიული და მანეკროზებელი პანკრეატიტი*,†
სიხშირე უცნობია
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ქავილი*
არახშირი
ანგიონევროზული შეშუპება*,†
სიხშირე უცნობია
გამონაყარი*,†
სიხშირე უცნობია
ჭინჭრის ციება*,†
სიხშირე უცნობია
კანის ვასკულიტი*,†
სიხშირე უცნობია
კანის ექსფოლიაციური მდგომარეობები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი*,†
სიხშირე უცნობია
ბულოზური პემფიგოიდი*
სიხშირე უცნობია
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
ართრალგია*
სიხშირე უცნობია
მიალგია*
სიხშირე უცნობია
ტკივილი კიდურების არეში*
სიხშირე უცნობია
ტკივილი ზურგის არეში*
სიხშირე უცნობია
ართროპათია*
სიხშირე უცნობია
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
თირკმელების ფუნქციის დარღვევა*
სიხშირე უცნობია
თირკმელების მწვავე უკმარისობა*
სიხშირე უცნობია
- პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში გამოვლენილი არასასურველი რეაქციები
† იხ. პარაგრაფი 4.4.
‡ იხ. ქვემოთ TECOS გულ-სისხლძარღვთა მხრივ უსაფრთხოების კვლევა.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია უფრო ხშირად დაფიქსირდა სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის სხვა ანტიდიაბეტურ სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენების კვლევებში, ვიდრე მხოლოდ სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის კვლევებში. ეს რეაქციები იყო ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას წარმოებულთან ან ინსულინთან ერთად სიხშირე არის ძალიან ხშირი), შეკრულობა (ხშირად სულფონილშარდოვანას წარმოებულის შემთხვევაში), პერიფერიული შეშუპება (ხშირად პიოგლიტაზონთან ერთად) და თავის ტკივილი და პირის სიმშრალე (იშვიათად ინსულინთან ერთად).
სიტაგლიპტინი
100 მგ ერთხელ დღე-ღამეში სიტაგლიპტინის მონოთერაპიის კვლევებში პლაცებოსთან შედარებით, რეგისტრირებული გვერდითი რეაქციები იყო თავის ტკივილი, ჰიპოგლიკემია, შეკრულობა და თავბრუსხვევა.
ამ პაციენტებს შორის, გვერდითი მოვლენები, რომლებიც რეგისტრირებული იყო მედიკამენტთან მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, დაფიქსირდა მინიმუმ 5%-ში, მოიცავდა ზედა სასუნთქი გზების ინფექციას და ნაზოფარინგიტს. გარდა ამისა, ოსტეოართრიტი და კიდურების ტკივილი დაფიქსირდა სიხშირით არახშირი (>0.5%-ით უფრო მეტი სიტაგლიპტინის მომხმარებლებში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში).
მეტფორმინი
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები ძალიან ხშირად დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში და მეტფორმინის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში. კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა ყველაზე ხშირად ვლინდება თერაპიის დაწყებისას და უმეტეს შემთხვევაში, სპონტანურად ქრება. მეტფორმინთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციებია მეტალის გემო (ხშირად); ლაქტატაციდოზი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჭინჭრის ციება, ერითემა და ქავილი (ძალიან იშვიათად). მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებულია B12 ვიტამინის შეწოვის შემცირებასთან, რამაც შეიძლება ძალიან იშვიათად გამოიწვიოს B12 ვიტამინის კლინიკურად მნიშვნელოვანი დეფიციტი (მაგალითად, მეგალობლასტური ანემია). სიხშირის კატეგორიები ეფუძნება ევროკავშირში ხელმისაწვდომ მეტფორმინის პროდუქტის ზოგად დახასიათებაში არსებულ ინფორმაციას.
პედიატრიული მოსახლეობა
სიტაგლიპტინი-მეტფორმინის ტაბლეტების გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში, გვერდითი რეაქციების პროფილი ზოგადად შედარებული იყო მოზრდილებში დაფიქსირებულ გვერდით რეაქციებთან. პედიატრიულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ან არ იღებდნენ ინსულინს, სიტაგლიპტინი ასოცირდებოდა ჰიპოგლიკემიის გაზრდილ რისკთან.
TECOS კარდიოვასკულური უსაფრთხოების კვლევა
გულ-სისხლძარღვთა შედეგების შეფასების კვლევა სიტაგლიპტინით (TECOS) მოიცავდა 7332 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ სიტაგლიპტინით, 100 მგ დღეში (ან 50 მგ დღეში, თუ გლომერულური ფილტრაციის საწყისი სავარაუდო სიჩქარე იყო >30 და <50 მლ/წთ/1.73მ2) და 7,339 პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი მკურნალობის განზრახვის პოპულაციაში. ორივე მკურნალობა დაემატა ჩვეულ თერაპიას, რომელიც მიზნად ისახავდა HbA1c და კარდიოვასკულური რისკის ფაქტორების რეგიონულ სტანდარტებს. სერიოზული გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს, ისეთივე იყო, როგორიც იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.
მკურნალობის განზრახვის პოპულაციაში, იმ პაციენტებში, რომლებიც საწყის ეტაპზე იყენებდნენ ინსულინს და/ან სულფონილშარდოვანას წარმოებულს, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე იყო 2,7% სიტაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში და 2,5% პლაცებოს მიმღებ პაციენტებში; პაციენტებს შორის, რომლებიც არ იყენებდნენ ინსულინს და/ან სულფონილშარდოვანას წარმოებულს საწყის ეტაპზე, მძიმე ჰიპოგლიკემიის სიხშირე იყო 1.0% სიტაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში და 0.7% პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. შემოწმებით დადასტურებული პანკრეატიტის შემთხვევების სიხშირე იყო 0.3% სიტაგლიპტინით ნამკურნალევ პაციენტებში და 0.2% პლაცებოთი ნამკურნალევ პაციენტებში.
- 9 დოზის გადაჭარბება
ჯანმრთელ სუბიექტებში კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს გამოიყენებოდა სიტაგლიპტინის ერთჯერადი დოზები 800 მგ-მდე. QTc-ის მინიმალური მატება, რომელიც არ ითვლება კლინიკურად რელევანტურად, დაფიქსირდა ერთ კვლევაში სიტაგლიპტინის 800 მგ დოზით. კლინიკურ კვლევებში 800 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. მრავალჯერადი დოზის I ფაზის კვლევებში, არ დაფიქსირებულა დოზასთან დაკავშირებული კლინიკური გვერდითი რეაქციები სიტაგლიპტინის დოზებით 600 მგ-მდე დღეში 10 დღემდე და 400 მგ-ით დღეში 28 დღემდე პერიოდის განმავლობაში.
მეტფორმინის დიდი დოზით გადაჭარბებამ (ან ლაქტატაციდოზის თანმდევმა რისკმა) შეიძლება გამოიწვიოს ლაქტატაციდოზი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და საავადმყოფოში მკურნალობას. ლაქტატისა და მეტფორმინის გამოდევნის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ჰემოდიალიზი.
კლინიკურ კვლევებში დოზის დაახლოებით 13.5%-ის გამოდევნა დაფიქსირდა 3-4 საათიანი ჰემოდიალიზით. კლინიკურად საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ხანგრძლივი ჰემოდიალიზის განხილვა. უცნობია, არის თუ არა სიტაგლიპტინი დიალიზებადი პერიტონეალური დიალიზით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ჩვეულებრივი დამხმარე ზომების მიღება, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული მასალის გამოდევნა, კლინიკური მონიტორინგი (მათ შორის ელექტროკარდიოგრამა) და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე თერაპიის დაწყება.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, სისხლში გლუკოზის დამწევი პერორალური პრეპარატების კომბინაციები, ათქ კოდი: A10BD07.
სიტაბელ დუო აერთიანებს ორ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებას მოქმედების დამატებითი მექანიზმებით გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ტიპი 2 დიაბეტით: სიტაგლიპტინის ფოსფატი, დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორი, და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი, ბიგუანიდის კლასის წევრი.
სიტაგლიპტინი
მოქმედების მექანიზმი
სიტაგლიპტინის ფოსფატი არის დიპეპტიდილ პეპტიდაზა 4 (DPP-4) ფერმენტის პერორალურად აქტიური, ძლიერი და მაღალი შერჩევითი ინჰიბიტორი ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ. DPP-4 ინჰიბიტორები არის აგენტების კლასი, რომლებიც მოქმედებენ როგორც ინკრეტინის გამაძლიერებლები. DPP-4 ფერმენტის ინჰიბირებით, სიტაგლიპტინი ზრდის ორი ცნობილი აქტიური ინკრეტინის ჰორმონის, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) და გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდის (GIP) დონეებს. ინკრეტინები არის ენდოგენური სისტემის ნაწილი, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულირებაში. როდესაც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალურია ან მომატებულია, GLP-1 და GIP ზრდიან ინსულინის სინთეზს და გამოყოფას პანკრეასის ბეტა-უჯრედებიდან. GLP-1 ასევე, ამცირებს გლუკაგონის სეკრეციას პანკრეასის ალფა უჯრედებიდან, რაც იწვევს ღვიძლში გლუკოზის წარმოების შემცირებას. როდესაც სისხლში გლუკოზის დონე დაბალია, ინსულინის გამოყოფა არ არის გაძლიერებული და გლუკაგონის სეკრეცია არ ითრგუნება. სიტაგლიპტინი არის ფერმენტ DPP-4-ის ძლიერი და მაღალ შერჩევითი ინჰიბიტორი და არ თრგუნავს მჭიდროდ დაკავშირებულ ფერმენტებს DPP-8 ან DPP-9 თერაპიულ კონცენტრაციებში. სიტაგლიპტინი ქიმიური სტრუქტურით და ფარმაკოლოგიური მოქმედებით განსხვავდება GLP-1 ანალოგებისგან, ინსულინისგან, სულფონილშარდოვანასგან ან მეგლიტინიდებისგან, ბიგუანიდებისგან, პეროქსიზომის პროლიფერატორით გააქტიურებული რეცეპტორების გამა (PPARγ) აგონისტებისაგან, ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორებისგან და ამილინის ანალოგებისგან.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სიტაბელ დუო
ბიოეკვივალენტობის კვლევამ ჯანმრთელ სუბიექტებში აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ტაბლეტის (სიტაგლიპტინი/მეტფორმინის ჰიდროქლორიდი) კომბინირებული ტაბლეტები სიტაგლიპტინის ფოსფატისა და მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ცალკეული ტაბლეტების სახით ერთდროული გამოყენების ბიოეკვივალენტურია.
შემდეგი განცხადებები ასახავს სიტაბელ დუოს ცალკეული აქტიური ნივთიერებების ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს.
სიტაგლიპტინი
აბსორბცია
ჯანმრთელ პირებში 100 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სიტაგლიპტინი სწრაფად შეიწოვებოდა, მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევით (საშუალო Tmax) დოზის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ, პლაზმაში სიტაგლიპტინის საშუალო AUC იყო 8,52 მკმ•სთ, Cmax იყო 950 ნმ. სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 87%. ვინაიდან სიტაგლიპტინთან მაღალცხიმიანი საკვების ერთდროულმა გამოყენებამ არ მოახდინა გავლენა ფარმაკოკინეტიკაზე, სიტაგლიპტინი შეიძლება დაინიშნოს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დოზის პროპორციულად. დოზის პროპორციულობა არ იყო დადგენილი Cmax-ისთვის და C24სთ-ისთვის (Cmax გაიზარდა დოზის პროპორციულზე მეტად და C24სთ გაიზარდა დოზის პროპორციულზე ნაკლებად).
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში ჯანმრთელ პირებში სიტაგლიპტინის ერთჯერადი 100 მგ ინტრავენური დოზის შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 198 ლიტრი. პლაზმის ცილებთან შექცევადად დაკავშირებული სიტაგლიპტინის ფრაქცია დაბალია (38%).
ბიოტრანსფორმაცია
სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით და მეტაბოლიზმი უმნიშვნელო გზაა. სიტაგლიპტინის დაახლოებით 79% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში.
[14C] სიტაგლიპტინის პერორალური დოზის შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 16% გამოიყოფა სიტაგლიპტინის მეტაბოლიტების სახით. ექვსი მეტაბოლიტი გამოვლინდა ნარჩენ დონეზე და მოსალოდნელი არ არის, რომ წვლილი შეიტანოს პლაზმური DPP-4 სიტაგლიპტინის ინჰიბიტორულ აქტივობაში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პირველადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე, იყო CYP3A4, CYP2C8-ის წვლილით.
in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი არ არის CYP იზოფერმენტების CYP3A4, 2C8, 2C9, 2D6, 1A2, 2C19 ან 2B6 ინჰიბიტორი და არ არის CYP3A4 და CYP1A2-ის ინდუქტორი.
ელიმინაცია
ჯანმრთელ პირებში პერორალური [14C]სიტაგლიპტინის დოზის მიღების შემდეგ, შეყვანილი რადიოაქტიურობის დაახლოებით 100% გამოიყო განავლით (13%) ან შარდით (87%) ერთი კვირის განმავლობაში. აშკარა ტერმინალური t1/2 სიტაგლიპტინის 100 მგ პერორალური დოზის შემდეგ იყო დაახლოებით 12.4 საათი. სიტაგლიპტინი გროვდება მხოლოდ მინიმალურად მრავალჯერადი დოზების მიღებისას. თირკმლისმიერი კლირენსი იყო დაახლოებით 350 მლ/წთ.
სიტაგლიპტინის ელიმინაცია ძირითადად ხდება თირკმელების ექსკრეციის გზით და მოიცავს აქტიურ მილაკოვან სეკრეციას. სიტაგლიპტინი არის სუბსტრატი ადამიანის ორგანული ანიონის გადამტანი-3-სთვის (hOAT-3), რომელიც შეიძლება ჩართული იყოს სიტაგლიპტინის თირკმელებით ელიმინაციაში. hOAT-3-ის კლინიკური მნიშვნელობა სიტაგლიპტინის ტრანსპორტში დადგენილი არ არის. სიტაგლიპტინი ასევე არის p-გლიკოპროტეინის სუბსტრატი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ჩართული სიტაგლიპტინის თირკმელებით ელიმინაციის შუამავლობაში. თუმცა, ციკლოსპორინი, p-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორი, არ ამცირებს სიტაგლიპტინის თირკმლით კლირენსს. სიტაგლიპტინი არ არის სუბსტრატი OCT2 ან OAT1 ან PEPT1/2 ტრანსპორტერებისთვის. in vitro, სიტაგლიპტინი არ თრგუნავს OAT3-ის (IC50=160მკმ) ან p-გლიკოპროტეინის (250-მდე მკმ) შუამავლობითი ტრანსპორტირებას პლაზმაში თერაპიულად შესაბამის კონცენტრაციებში. კლინიკურ კვლევაში სიტაგლიპტინს ჰქონდა მცირე გავლენა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე, რაც მიუთითებს, რომ სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს p-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი.
მახასიათებლები პაციენტებში
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ზოგადად მსგავსი იყო ჯანმრთელ სუბიექტებში და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა
ჩატარდა ერთჯერადი დოზის, ღია კვლევა სიტაგლიპტინის (50 მგ) შემცირებული დოზის ფარმაკოკინეტიკის შესაფასებლად პაციენტებში თირკმელების ქრონიკული უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით. კვლევა მოიცავდა პაციენტებს თირკმელების მსუბუქი, ზომიერი და მძიმე უკმარისობით, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. გარდა ამისა, თირკმლის უკმარისობის ზემოქმედება სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში და თირკმლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე უკმარისობის (მათ შორის თირკმელების ბოლო სტადიის დაავადების) მქონე პაციენტებში შეფასებული იყო პოპულაციის ფანაკოკინეტიკური ანალიზის გამოყენებით.
ნორმალურ ჯანმრთელ საკონტროლო სუბიექტებთან შედარებით, სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 1.2-ჯერ და 1.6-ჯერ პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >60-დან <90-მდე მლ/წთ) და პაციენტებში თირკმელების ზომიერი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >45-დან <0 მლ/წთ), შესაბამისად. იმის გამო, რომ ამ მასშტაბის ზრდა კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი, ამ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
სიტაგლიპტინის პლაზმური AUC გაიზარდა დაახლოებით 2-ჯერ პაციენტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >30-დან <45 მლ/წთ), და დაახლოებით 4-ჯერ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ), მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით. სიტაგლიპტინი ზომიერად გამოიყოფოდა ჰემოდიალიზით (13,5% 3-4 საათიანი ჰემოდიალიზისას დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ).
ღვიძლის უკმარისობა
სიტაგლიპტინის დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა <9). ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს ქულა <9) კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. თუმცა, რადგან სიტაგლიპტინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, მოსალოდნელი არ არის, რომ ღვიძლის მძიმე უკმარისობა იმოქმედებს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის ასაკის მიხედვით. ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის I და II ფაზის მონაცემების საფუძველზე. ხანდაზმულ სუბიექტებში (65-დან 80 წლამდე) სიტაგლიპტინის პლაზმური კონცენტრაცია დაახლოებით 19%-ით უფრო მაღალი იყო ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით.
პედიატრიული მოსახლეობა
სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა (50 მგ, 100 მგ ან 200 მგ ერთჯერადი დოზა) შესწავლილი იყო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პედიატრიულ პაციენტებში (10-დან 17 წლამდე ასაკის). ამ პოპულაციაში, სიტაგლიპტინის დოზის კორექტირებული AUC პლაზმაში იყო დაახლოებით 18%-ით უფრო დაბალი, ვიდრე ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში 100 მგ დოზით. სიტაგლიპტინის კვლევები არ ჩატარებულა <10 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
სხვა პაციენტთა მახასიათებლები
დოზის კორექცია საჭირო არ არის სქესის, რასის ან სხეულის მასის ინდექსის მიხედვით. ამ მახასიათებლებს არ ქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე I ფაზის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების კომპოზიტური ანალიზისა და პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის I და II ფაზის მონაცემების საფუძველზე.
მეტფორმინი
აბსორბცია
მეტფორმინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ, Tmax მიიღწევა 2,5 საათში. 500 მგ მეტფორმინის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 50-60% ჯანმრთელ სუბიექტებში. პერორალური დოზის შემდეგ, განავალში აღდგენილი არააბსორბირებული ფრაქცია იყო 20-30%.
პერორალური მიღების შემდეგ, მეტფორმინის აბსორბცია გაჯერებული და არასრულია. მიიჩნევა, რომ მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არაწრფივია. მეტფორმინის ჩვეული დოზებისა და დოზირების სქემების დროს, პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 სთ-ში და ზოგადად 1 მკგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის მაქსიმალური დონე პლაზმაში (Cmax) არ აღემატებოდა 5 მკგ/მლ-ს, თუნდაც მაქსიმალური დოზებით.
საკვები ამცირებს მეტფორმინის კონცენტრაციას და ოდნავ ანელებს მის შეწოვას. 850 მგ დოზის მიღების შემდეგ დაფიქსირდა პლაზმაში 40%-ით დაბალი პიკური კონცენტრაცია, AUC-ის 25%-ით დაქვეითება და პლაზმური კონცენტრაციის პიკამდე დროის გახანგრძლივება 35 წუთით. ამ შემცირების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი იყოფა ერითროციტებად. პიკი სისხლში უფრო დაბალია, ვიდრე პლაზმაში და ვლინდება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. სისხლის წითელი უჯრედები, სავარაუდოდ, წარმოადგენს განაწილების მეორად ნაწილს. საშუალო Vd მერყეობდა 63 - 276 ლ-ს შორის.
ბიოტრანსფორმაცია
მეტფორმინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით. ადამიანებში მეტაბოლიტები არ არის გამოვლენილი.
ელიმინაცია
მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი არის >400 მლ/წთ, რაც მიუთითებს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით და მილაკოვანი სეკრეციით. პერორალური დოზის შემდეგ, აშკარა ტერმინალური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 სთ-ს. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისმიერი კლირენსი მცირდება კრეატინინის პროპორციულად და, შესაბამისად, ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივდება, რაც იწვევს მეტფორმინის დონის მატებას პლაზმაში.
- 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ცხოველებზე კვლევები სიტაბელ დუოთ არ ჩატარებულა.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიტაბელ დუო
50 მგ/850 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ტაბლეტის ბირთვი
პოვიდონი K30
მიკროკრისტალური ცელულოზა PH102
კროსპოვიდონი CL
ნატრიუმის სტეარილფუმარატი
აპკიანი გარსი
პოლი(ვინილის სპირტი)
მაკროგოლი/პეგ
ტიტანის დიოქსიდი
ტალკი
რკინის ყვითელი ოქსიდი
რკინის წითელი ოქსიდი
ორ და სამვალენტიანი რკინის შემცველი ოქსიდი/რკინის შავი ოქსიდი
სიტაბელ დუო
50 მგ/1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ტაბლეტის ბირთვი
პოვიდონი K30
მიკროკრისტალური ცელულოზა PH102
კროსპოვიდონი CL
ნატრიუმის სტეარილფუმარატი
აპკიანი გარსი
პოლი(ვინილის სპირტი)
მაკროგოლი/პეგ
ტიტანის დიოქსიდი
ტალკი
რკინის წითელი ოქსიდი
ორ და სამვალენტიანი რკინის შემცველი ოქსიდი/რკინის შავი ოქსიდი
- 2 შეუთავსებლობა
არ არის შესაბამისი.
- 3 შენახვის ვადა
2 წელი.
- 4 სპეციალური გაფრთხილება შენახვისას
შეინახეთ 25˚C დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
- 5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
პვქ-პე-/პვდქ ფოლგის/ალუმინის ბლისტერები.
აპკიანი გარსით დაფარული 56 ტაბლეტი/8 ბლისტერი 1 კოლოფი.
- 6 სპეციალური გაფრთხილება განადგურებისას და სხვა მითითება გამოყენებასთან დაკავშირებით
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ან ნარჩენი მასალის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAҪ SANAYİİ VE TİCARET A.Ş.
İnkılap Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Cad. No: 14 (34768)
უმრანიე/ სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 216 633 60 00
ფაქსი: +90 216 633 60 01
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



