პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

სანტაფენამატი გელი

SANTAFENAMAT® Gel

ურეცეპტოდ50მგ/გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

სანტაფენამატი წარმოდგენილია პლასტიკის ხრახნიანი თავსახურის მქონე მეტალის ტუბით, რომელიც შეიცავს 40გ გელს და შეფუთულია კოლოფში. უფერო ან ოდნავ მოყვითალო გაუმჭვირვალე გელი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტოფენამატი (etofenamate)
ფორმა და შეფუთვა
50მგ/გ 40გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042441
რეგისტრირებულია
26 ნოემბერი 2024, მოქმედებს 26 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ვივა ფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასანტაფენამატი გელი და სხვა წამალი ერთად

სანტაფენამატი გელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სანტაფენამატი წარმოდგენილია პლასტიკის ხრახნიანი თავსახურის მქონე მეტალის ტუბით, რომელიც შეიცავს 40გ გელს და შეფუთულია კოლოფში. უფერო ან ოდნავ მოყვითალო გაუმჭვირვალე გელი.

სანტაფენამატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ეტოფენამატს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტირევმატული პრეპარატების (რომლებიც არ შეიცავენ კორტიზონს) ჯგუფს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) მოქმედება.

სანტაფენამატი სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ბლაგვი ტრავმის, მაგალითად სპორტული დაზიანების შემდგომი ძლიერი დაჟეჟილობით, დაჭიმულობით გამოწვეული სახსრების მტკივნეული მდგომარეობები.

სახსრების ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილის (სინოვიალური ჩანთა, მყესები, იოგები და სახსრების კაფსულა) ტკივილი მუხლის სახსრის ანთების დროს.

მიღების წესი და დოზირება

მითითებები პრეპარატის სწორად გამოყენების და დოზირების/სიხშირის შესახებ:

დაავადების მიხედვით თქვენი ექიმი განსაზღვრავს სანტაფენამატის დოზას. თუ ექიმისაგან სხვა დანიშნულება არ გაქვთ ჩვეულებრივ გამოიყენება ქვემოთ მოცემული დოზები.

წაისვით სანტაფენამატი დღეში სამჯერ. დაზიანებული ადგილის ფართობის მიხედვით გელის 10სმ სიგრძის ზოლი (ექვივალენტურია დაახლოებით 3გ გელის და 150მგ ეტოფენამატის) საკმარისია. ბლაგვი ტრავმის შემთხვევაში სანტაფენამატის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 9გ გელს, რომელიც ექვივალენტურია 450მგ ეტოფენამატის.

გამოყენების წესი და მეთოდი:

სანტაფენამატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არასდროს არ გადაყლაპოთ!

სანტაფენამატი თხელ ფენად დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და ნაზად შეაზილეთ კანზე.

სანტაფენამატის წასმის შემდეგ გააჩერეთ გელი რამდენიმე წუთი, რომ გაშრეს. ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია დამუშავებულ კანზე სახვევის გაკეთება.

ექიმი განსაზღვრავს სანტაფენამატით მკურნალობის ხანგრძლივობას. ბლაგვი ტრავმების (მაგ.: სპორტული ტრავმები) შემთხვევაში ჩვეულებრივ საკმარისია ერთკვირიანი მკურნალობა.

რევმატული დაავადებების დროს ხშირ შემთხვევაში საკმარისია 3-4 კვირიანი მკურნალობა. თუ სიმპტომები გრძელდება, დამატებითი მკურნალობის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

რადგან ბავშვებში და მოზარდებში ეტოფენამატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს სანტაფენამატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

განსაკუთრებული პირობები გამოყენებისთვის:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ სანტაფენამატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ გამოიყენეთ სანტაფენამატის იმაზე მეტი დოზა ვიდრე გჭირდებათ:

სანტაფენამატის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას ზედმეტი ოდენობა მოიშორეთ კანიდან ან ჩამოიბანეთ წყლით.

სანტაფენამატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სანტაფენამატის გამოყენება:

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

სანტაფენამატის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები:

მონაცემები არ ფიქსირდება.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ეტოფენამატის ან სანტაფენამატის რომელიმე ინგრედიენტის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატული მედიკამენტების (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) მიმართ.

კანის იმ ადგილზე, სადაც უნდა მოხდეს პრეპარატის დატანა აღინიშნება ეგზემა, ღია ჭრილობა, ანთება ან ინფექცია.

არ წაისვათ პრეპარატი ლორწოვან გარსზე, როგორიც არის ტუჩები, ცხვირის შიგნითა ნაწილი , თვალები.

თუ იმყოფებით ორსულობის გვიან სტადიაზე (ექვსი თვის შემდეგ),

ხართ 18 წლამდე ასაკის.

სანტაფენამატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (ასევე ეწოდება ცხვირის ადენოიდები) ან სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ინფექცია, განსაკუთრებით თივის ცხელების მსგავსი კლინიკური სიმპტომების თანხლებით.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია სხვა ნივთიერებების მიმართ, რაც ვლინდება კანის რეაქციებით, ქავილით ან ჭინჭრის ციებით.

სანტაფენამატმა შესაძლოა დააზიანოს და გააუფერულოს ავეჯი ან პლასტმასის ნივთების ზედაპირი. შესაბამისად სანტაფენამატის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები ან მოერიდეთ ზემოთ მოცემულ ნივთებთან კონტაქტს.

თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

სანტაფენამატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით რაიმე სახის ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან არ აღინიშნება.

სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რეკომენდირებული მითითებების შესაბამისად გამოყენებისას ეტოფენამატის პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ გასაცემ პრეპარატს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სანტაფენამატი არ გამოიყენება ორსულობის მე-6 თვის შემდეგ. აღნიშნულ პერიოდამდე სანტაფენამატი ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რადგან ეტოფენამატი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში, დაუშვებელია სანტაფენამატის ხანგრძლივად მიღება ან დღიური დოზის გაზრდა. ძუძუთი კვების დროს სანტაფენამატი არ გამოიყენება მკერდის არეში, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვზე პრეპარატის ზემოქმედება.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრანპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე სანტაფენამატის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტაფენამატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სანტაფენამატის ინგრედიენტების მიმართ არასასურველი ეფექტები მოცემული ნივთიერებების თვალსაზრისით არ აღინიშნება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სანტაფენამატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად სანტაფენამატის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მათი გამოვლენის სიხშირეს:

  • ძალიან ხშირი: მოსალოდნელია 10-დან არა ნაკლებ 1 პაციენტში.
  • ხშირი: მოსალოდნელია 10-დან <1, მაგრამ 100-დან >1 პაციენტში.
  • ნაკლებად ხშირი: მოსალოდნელია 100-დან <1, მაგრამ 1.000-დან >1 პაციენტში.
  • იშვიათი: მოსალოდნელია 1,000-დან <1, მაგრამ 10.000-დან >1 პაციენტში.
  • ძალიან იშვიათი: მოსალოდნელია 10.000-დან <1 პაციენტში.
  • სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

თუ სანტაფენამატი დაიტანება კანის ვრცელ არეზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა (რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ორგანოთა კონკრეტულ სისტემებზე ან მთელ სხეულზე), როგორიც ვლინდება ეტოფენამატის შემცველი სისტემური გამოყენების პრეპარატების მიღებისას.

სანტაფენამატის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები:

ნაკლებად ხშირი:

კანის სიწითლე

ქავილი

წვის შეგრძნება

გამონაყარი კანზე

ზოგჯერ კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიც არის ბუშტუკები ან ჭინჭრის ციება

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები

ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი)

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ კანის რეაქციები სწრაფად ქრება. შესაბამისად სხვა, სპეციფიკური ზომების მიღება საჭირო არ არის.

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ჩანართში, აცნობეთ მკურნალ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ფურცელ-ჩანართში მოცემული ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას. გარდა ამისა გვერდითი ეფექტების შესახებ გთხოვთ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ვებ გვერდზე www.titck.gov.tr დააჭირეთ “პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება” ან დარეკეთ 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.

ჭარბი დოზა

სანტაფენამატის რეკომენდებულზე დიდი დოზის გამოყენებისას, გელი უნდა მოშორდეს და კანი უნდა დაიბანონ წყლით.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

  • ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:

შემადგენლობა

1გ გელი შეიცავს 50მგ ეტოფენამატს

შემავსებლები:

შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1

შენახვის პირობები

სანტაფენამატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის გასვლამდე.

სანტაფენამატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/ანალგეზური საშუალებები

ათქ კოდი: M02AA06

ეტოფენამატი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ანალეგზური მახასიათებლებით, რაც გამოვლინდა პროსტაგლანდინების სისტემის ინჰიბირებით, ცხოველების მოდელებში

  • 2 ფარმაკოკინეტიკიური მახასიათებლები:

აბსორბცია:

300მგ ეტოფენამატის გელის გამოყენების შემდეგ, პლაზმაში ფლუფენამინის მჟავას მაქსიმალური დონე მიიღწევა დაახლოებით 12-24 საათში. ფართოდ ინტერინდივიდუალური და ინტრაინდივიდუალური ვარიაცებს ადგილი აქვს ეტოფენამატის შემცველი პროდუქტების ბიოშეღწევადობაში, ძირითადად გამოყენების ადგილის, კანის დატენიანების და სხვა ფაქტორების გამო. შედარებითი ბიოშეღწევადობა კანზე წასმის შემდეგ იმყოფება ეტოფენამატის სხვა პრეპარატების ფარგლებში (20%-ამდე).

განაწილება:

ეტოფენამატი ცილებს უკავშირდება 98-99%-ით.

ბიოტრანსფორმაცია:

ეტოფენამატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებით, ეთერით და ესთერით. ის ხვდება ენტეროჰეპატიკურ ცირკულაციაში.

ელიმინაცია:

ეტოფენამატი გამოიყოფა მრავალი მეტაბოლიტის სახით (ჰიდროქსილირება, ეთერის ან ესთერის ჯგუფები) და მათი კონიუგატებით თირკმლით 35%-ით, უფრო მაღალი სიხშირით ნაღვლით ფეკალურ მასებში.

ეტოფენამტი გამოიყოფა რძეში, ფლუფენამის მჟავას სახით, მცირე კონცენტრაციით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პაციენტის საინფორნმაციო ჩანართი

სანტაფენამატი გელი

გამოიყენება კანზე წასასმელად

აქტიური ნივთიერება: 1გ გელი შეიცავს 50მგ ეტოფენამატს.

შემავსებლები: ევკალიპტის ეთერზეთი, ფიჭვის ეთერზეთი, პოლიეთილენგლიკოლი 400, ემულგინი M8, კარბომერი, ტრიეთანოლამინი, იზოპროპილის სპირტი და დეიონიზებული წყალი.

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, არ გადასცეთ სხვებს.

ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს.

ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული მითითებები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზა.

ამ ჩანართში იხილავთ:

  • რა არის სანტაფენამატი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ სანტაფენამატის გამოყენებამდე
  • სანტაფენამატის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სანტაფენამატის შენახვის პირობები
  • რა არის სანტაფენამატი და რისთვის გამოიყენება

სანტაფენამატი წარმოდგენილია პლასტიკის ხრახნიანი თავსახურის მქონე მეტალის ტუბით, რომელიც შეიცავს 40გ გელს და შეფუთულია კოლოფში. უფერო ან ოდნავ მოყვითალო გაუმჭვირვალე გელი.

სანტაფენამატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ეტოფენამატს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანტირევმატული პრეპარატების (რომლებიც არ შეიცავენ კორტიზონს) ჯგუფს და გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) მოქმედება.

სანტაფენამატი სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

ბლაგვი ტრავმის, მაგალითად სპორტული დაზიანების შემდგომი ძლიერი დაჟეჟილობით, დაჭიმულობით გამოწვეული სახსრების მტკივნეული მდგომარეობები.

სახსრების ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილის (სინოვიალური ჩანთა, მყესები, იოგები და სახსრების კაფსულა) ტკივილი მუხლის სახსრის ანთების დროს.

  • რა უნდა იცოდეთ სანტაფენამატის გამოყენებამდე

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ სანტაფენამატი შემდეგ შემთხვევებში

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ეტოფენამატის ან სანტაფენამატის რომელიმე ინგრედიენტის ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი ან ანტირევმატული მედიკამენტების (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები) მიმართ.

კანის იმ ადგილზე, სადაც უნდა მოხდეს პრეპარატის დატანა აღინიშნება ეგზემა, ღია ჭრილობა, ანთება ან ინფექცია.

არ წაისვათ პრეპარატი ლორწოვან გარსზე, როგორიც არის ტუჩები, ცხვირის შიგნითა ნაწილი , თვალები.

თუ იმყოფებით ორსულობის გვიან სტადიაზე (ექვსი თვის შემდეგ),

ხართ 18 წლამდე ასაკის.

სანტაფენამატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

თუ გაქვთ ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (ასევე ეწოდება ცხვირის ადენოიდები) ან სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ინფექცია, განსაკუთრებით თივის ცხელების მსგავსი კლინიკური სიმპტომების თანხლებით.

თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია სხვა ნივთიერებების მიმართ, რაც ვლინდება კანის რეაქციებით, ქავილით ან ჭინჭრის ციებით.

სანტაფენამატმა შესაძლოა დააზიანოს და გააუფერულოს ავეჯი ან პლასტმასის ნივთების ზედაპირი. შესაბამისად სანტაფენამატის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები ან მოერიდეთ ზემოთ მოცემულ ნივთებთან კონტაქტს.

თუ მოცემული გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

სანტაფენამატის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით რაიმე სახის ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელთან არ აღინიშნება.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სანტაფენამატი არ გამოიყენება ორსულობის მე-6 თვის შემდეგ. აღნიშნულ პერიოდამდე სანტაფენამატი ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რადგან ეტოფენამატი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში, დაუშვებელია სანტაფენამატის ხანგრძლივად მიღება ან დღიური დოზის გაზრდა. ძუძუთი კვების დროს სანტაფენამატი არ გამოიყენება მკერდის არეში, რათა თავიდან აირიდოთ ბავშვზე პრეპარატის ზემოქმედება.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტრანპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე სანტაფენამატის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანტაფენამატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სანტაფენამატის ინგრედიენტების მიმართ არასასურველი ეფექტები მოცემული ნივთიერებების თვალსაზრისით არ აღინიშნება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

რეკომენდირებული მითითებების შესაბამისად გამოყენებისას ეტოფენამატის პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ გასაცემ პრეპარატს.

  • სანტაფენამატის გამოყენების წესი:

მითითებები პრეპარატის სწორად გამოყენების და დოზირების/სიხშირის შესახებ:

დაავადების მიხედვით თქვენი ექიმი განსაზღვრავს სანტაფენამატის დოზას. თუ ექიმისაგან სხვა დანიშნულება არ გაქვთ ჩვეულებრივ გამოიყენება ქვემოთ მოცემული დოზები.

წაისვით სანტაფენამატი დღეში სამჯერ. დაზიანებული ადგილის ფართობის მიხედვით გელის 10სმ სიგრძის ზოლი (ექვივალენტურია დაახლოებით 3გ გელის და 150მგ ეტოფენამატის) საკმარისია. ბლაგვი ტრავმის შემთხვევაში სანტაფენამატის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 9გ გელს, რომელიც ექვივალენტურია 450მგ ეტოფენამატის.

გამოყენების წესი და მეთოდი:

სანტაფენამატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არასდროს არ გადაყლაპოთ!

სანტაფენამატი თხელ ფენად დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და ნაზად შეაზილეთ კანზე.

სანტაფენამატის წასმის შემდეგ გააჩერეთ გელი რამდენიმე წუთი, რომ გაშრეს. ექიმის მითითების გარეშე დაუშვებელია დამუშავებულ კანზე სახვევის გაკეთება.

ექიმი განსაზღვრავს სანტაფენამატით მკურნალობის ხანგრძლივობას. ბლაგვი ტრავმების (მაგ.: სპორტული ტრავმები) შემთხვევაში ჩვეულებრივ საკმარისია ერთკვირიანი მკურნალობა.

რევმატული დაავადებების დროს ხშირ შემთხვევაში საკმარისია 3-4 კვირიანი მკურნალობა. თუ სიმპტომები გრძელდება, დამატებითი მკურნალობის შესახებ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

რადგან ბავშვებში და მოზარდებში ეტოფენამატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს სანტაფენამატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

განსაკუთრებული პირობები გამოყენებისთვის:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობთ, რომ სანტაფენამატის ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია.

თუ გამოიყენეთ სანტაფენამატის იმაზე მეტი დოზა ვიდრე გჭირდებათ:

სანტაფენამატის რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას ზედმეტი ოდენობა მოიშორეთ კანიდან ან ჩამოიბანეთ წყლით.

სანტაფენამატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ სანტაფენამატის გამოყენება:

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

სანტაფენამატის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები:

მონაცემები არ ფიქსირდება.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:

სხვა პრეპარატების მსგავსად სანტაფენამატის ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მათი გამოვლენის სიხშირეს:

  • ძალიან ხშირი: მოსალოდნელია 10-დან არა ნაკლებ 1 პაციენტში.
  • ხშირი: მოსალოდნელია 10-დან <1, მაგრამ 100-დან >1 პაციენტში.
  • ნაკლებად ხშირი: მოსალოდნელია 100-დან <1, მაგრამ 1.000-დან >1 პაციენტში.
  • იშვიათი: მოსალოდნელია 1,000-დან <1, მაგრამ 10.000-დან >1 პაციენტში.
  • ძალიან იშვიათი: მოსალოდნელია 10.000-დან <1 პაციენტში.
  • სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

თუ სანტაფენამატი დაიტანება კანის ვრცელ არეზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შესაძლებელია ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა (რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ორგანოთა კონკრეტულ სისტემებზე ან მთელ სხეულზე), როგორიც ვლინდება ეტოფენამატის შემცველი სისტემური გამოყენების პრეპარატების მიღებისას.

სანტაფენამატის გამოყენებისას დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები:

ნაკლებად ხშირი:

კანის სიწითლე

ქავილი

წვის შეგრძნება

გამონაყარი კანზე

ზოგჯერ კანის ადგილობრივი რეაქციები, როგორიც არის ბუშტუკები ან ჭინჭრის ციება

იშვიათი:

ალერგიული რეაქციები

ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი)

პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ კანის რეაქციები სწრაფად ქრება. შესაბამისად სხვა, სპეციფიკური ზომების მიღება საჭირო არ არის.

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ჩანართში, აცნობეთ მკურნალ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ფურცელ-ჩანართში მოცემული ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას. გარდა ამისა გვერდითი ეფექტების შესახებ გთხოვთ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ვებ გვერდზე www.titck.gov.tr დააჭირეთ “პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება” ან დარეკეთ 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.

  • სანტაფენამატის შენახვის პირობები

სანტაფენამატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25⁰C.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის გასვლამდე.

სანტაფენამატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

სანტა ფარმა ილაჩ სანაი ა.შ. (Santa Farma Ilaç Sanayii A.Ş.)

ოკმეიდანი, ბორუჩიჩეგის ქ. #16 34382 შიშლი-სტამბოლი

ტელ: (+90 212) 220 64 00

ფაქსი: (+90 212) 222 57 59

მწარმოებელი:

სანტა ფარმა ილაჩ სან. ა.შ. (Santa Farma Ilaç Sanayii A.Ş.)

გებკიმი 41455 დილოვასი-კოჩაელი

ტელ: (+90 262) 674 23 00

ფაქსი: (+90 262) 674 23 21

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა