სანტაფენამატი
SANTAFENAMAT®
სანტაფენამატი წარმოდგენილია უფერო მინის ამპულებში, რომლებიც შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე და წებოვან ხსნარს კუნთში შეყვანისთვის. ხელმისაწვდომია 1 ან 3 ამპულიან შეფუთვაში. სანტაფენამატი შეიცავს ეტოფენამატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეტოფენამატი (etofenamate)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი უფერო მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ფენამატები
- ATC კოდი
- M01AG
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040684
- რეგისტრირებულია
- 5 აპრილი 2024, მოქმედებს 16 თებერვალი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვივა ფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
სანტაფენამატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სანტაფენამატი წარმოდგენილია უფერო მინის ამპულებში, რომლებიც შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე და წებოვან ხსნარს კუნთში შეყვანისთვის. ხელმისაწვდომია 1 ან 3 ამპულიან შეფუთვაში.
სანტაფენამატი შეიცავს ეტოფენამატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას.
ეტოფენამატი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი/ანტირევმატული საშუალებების ჯგუფს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) თვისებები.
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
დეგენერაციული სახსრების დაავადება, სახსრების ართრიტი (ოსტეოართრიტი)
- რევმატული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სახსრების ანთებასთან (რევმატოიდული ართრიტი)
- რევმატული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ძვლების შეერთებასთან და ზურგის სახსრების მოძრაობის დაკარგვასთან (ანქილოზური სპონდილიტი)
სახსრების ანთება, რომელიც ვლინდება ანთებით სახსარში უეცარი ძლიერი ტკივილით, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ფეხის დიდი თითიდან და იწვევს სახსრების ძლიერ ტკივილს, მგრძნობელობას, სიწითლეს და შეშუპებას (მწვავე პოდაგრული ართრიტი)
- კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილები
- ოპერაციის შემდეგ გამოხატული ანთება, შეშუპება და რბილი ქსოვილების დაზიანება (პოსტოპერაციული ტკივილი)
- მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა)
შენიშვნა: ინექციური ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეტოფენამატის ადგილობრივი გამოყენება არ არის ეფექტური ან შესაფერისი. როგორც წესი, მკურნალობა უნდა იყოს შეზღუდული ერთი ინექციით. აქტიური ნივთიერების ნელა გამოყოფის გამო, სანტაფენამატი არ არის შესაფერისი მკურნალობის დასაწყებად ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სწრაფი მოქმედების დაწყება. აქტიური ნივთიერების ნელი გამოყოფის გამო ცხიმოვანი ფორმულაციიდან, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 24 საათამდე სანტაფენამატის შეყვანის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
ექიმი განსაზღვრავს სანტაფენამატის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
ზოგადი გამოყენების დოზაა ერთი სანტაფენამატის ამპულა კუნთში ღრმა ინექციით. თუ ეტოფენამატით მკურნალობის გაგრძელება გადაწყდება, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ სანტაფენამატის ამპულის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ სანტაფენამატის გელით ან სანტაფენამატის სპრეით, რომლის გამოყენებაც ადგილობრივად შეგიძლიათ.
მიღების გზა და მეთოდი:
სანტაფენამატის ამპულა განკუთვნილია კუნთში შესაყვანად. ამპულის გატეხვის შემდეგ, საინექციო ხსნარი ამოღებულია შპრიცში და ღრმად შეჰყავთ კუნთში საკმარისად გრძელი საინექციო ნემსით. ხსნარის შეყვანამდე შპრიცის დგუში ოდნავ უნდა გამოწიოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ სისხლძარღვში არ მოხვდება.
ანაფილაქსიური რეაქციების (მძიმე ალერგიის უეცარი დაწყება) განვითარების შესაძლებლობის გამო, სანტაფენამატის ინექციიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს მონიტორინგი.
გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში
ბავშვებში:
რადგან ბავშვებსა და მოზარდებში ეტოფენამატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, სანტაფენამატი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში..
გამოყენება ხანდაზმულებში (65 წლის და უფროსი ასაკის):
შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო, სანტაფენამატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში..
სპეციალური გამოყენების პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
არ გამოიყენოთ სანტაფენამატი, თუ გაქვთ თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ სანტაფენამატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია..
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სანტაფენამატი
თუ მიიღეთ სანტაფენამატის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ სანტაფენამატის საჭიროზე მეტი დოზა, პრეპარატის გვერდითი მოვლენები და მათი სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. სანტაფენამატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაბნეულობა, ასევე ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და ღვიძლისა და თირკმლის დისფუნქცია. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგეხმარებათ, თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს..
თუ დაგავიწყდათ სანტაფენამატის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
სანტაფენამატით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლო ეფექტები.
რაიმე ეფექტის წარმოშობა ნაკლებად სავარაუდოა.
უკუჩვენებები
82867578105გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკი:
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა ან ტკივილგამაყუჩებლებმა შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული თრომბოზული მოვლენების, გულის შეტევის და ინსულტის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი რისკი. სანტაფენამატი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციისთვის მომზადების დროს.
კუჭ-ნაწლავის სისტემის რისკი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან ტკივილგამაყუჩებლები ზრდიან კუჭის ან ნაწლავების სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკს, მათ შორის სისხლდენას, წყლულებს და კუჭის ან ნაწლავების პერფორაციას, რაც შეიძლება ფატალური იყოს. აღნიშნული მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე და წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე.ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზული გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკი:

თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ეტოფენამატის ან სანტაფენამატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ ადრე გქონიათ ასთმა, ხიხინი, სურდო, ჭურტიკარია ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებასთან.
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის ან ნაწლავების წყლული ან სისხლდენა.
- თუ გელით ოპერაცია გულის მკვებავ სისხლძარღვებზე (კორონარულ არტერიებზე)
თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული საშუალებები)
თუ გაქვთ გულის სერიოზული უკმარისობა
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა
თუ ორსულობის გვიან სტადიაზე ხართ (მეექვსე თვის შემდეგ)
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს
თუ თქვენ 18 წლამდე ასაკის ხართ
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სანტაფენამატის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:
მდგომარეობები, როდესაც სანტაფენამატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის ფრთხილი შეფასების შემდეგ:
თუ გაწუხებთ პორფირია, მისი გამოწვევა შეიძლება მოხდეს (სისხლის ფერის მიმცემი ნივთიერების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევა; ამ დაავადების მწვავე შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული ნივთიერებებით)
მდგომარეობები, როდესაც სანტაფენამატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ:
თუ გქონიათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ტკივილგამაყუჩებლებთან
- თუ გაქვთ აქტიური ან წარსულში გადატანილი კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ერთი ან ორი ეპიზოდი) • თუ გაქვთ ან გქონიათ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, ქრონის დაავადება) • თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა • თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) • თუ გაქვთ გულის დაავადება ან შეშუპების (ედემის) პრობლემები • თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი • თუ ახლახან გაიკეთეთ ოპერაცია • თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის ან გაქვთ გამოფიტული/დამასუსტებელი დაავადება
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს.
სანტაფენამატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიღების წესთან დაკავშირებით საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სანტაფენამატი არ გამოიყენება ორსულობის მეექვსე თვის შემდეგ. ასევე, ამ პერიოდამდე არ მიიღოთ სანტაფენამატი, თუ ექიმისგან არ გაქვთ რეკომენდაცია.
მკურნალობის დროს ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება

არ მიიღოთ სანტაფენამატი ძუძუთი კვების დროს..
მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სანტაფენამატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ყურადღებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას.
სანტაფენამატის მიღებისას არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა სანტაფენამატის ინგრედიენტების მიმართ.
ძალიან ხშირი (> 1/10). შეიძლება აღენიშნებოდეს სულ მცირე 10 პაციენტიდან 1-ს.
ხშირი (≥1/100-დან < 1/10-მდე) შეიძლება აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
არახშირი (≥1/1000-დან < 1/100-მდე) შეიძლება აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.
იშვიათი (≥1/10,000-დან < 1/1000-მდე) შეიძლება აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.
ძალიან იშვიათი (<1/10.000) შეიძლება აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
უცნობია: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
შეწყვიტეთ სანტაფენამატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ:
კანის რეაქციების მძიმე ფორმები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი)
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სავარაუდოა და შეიძლება შეინიშნოს შემდეგი:
როდესაც ვითარდება ერთ-ერთი სერიოზული ალერგიული რეაქციის მსგავსი სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია სახის, ენისა და ყელის შეშუპებასთან, კანზე გამონაყართან, ხიხინთან, სუნთქვის გაძნელებასთან, ხორხის შეშუპებასთან, სასუნთქი გზების შევიწროებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან, რაც იწვევს ასთმის შეტევას, გულისცემის გახშირებასთან, არტერიული წნევის დაცემასთან, რაც პოტენციურად ფატალურ შოკს იწვევს, ან ცხელებასთან. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველად გამოყენებისას. ყველა მათგანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენას.
.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს სხვადასხვა ადამიანებში. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არის დაკავშირებული. შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული), პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მიღების შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, საჭმლის მონელების პრობლემები, მუცლის ტკივილი, განავლის გამუქება, სისხლიანი ღებინება, პირის ღრუს წყლულები, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად დაფიქსირდა კუჭის ანთება. ზოგადად, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი დამოკიდებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ხანგრძლივობასა და გამოყენებული დოზის დიაპაზონზე.
აღწერილია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობასთან დაკავშირებული შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის შემთხვევები.ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა სანტაფენამატი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) რისკის მცირე ზრდასთან.
ინტრამუსკულარულად გამოყენებული ეთოფენამატისთვის დაფიქსირებული არასასურველი ეფექტები.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და კუჭ-ნაწლავის მსუბუქი სისხლდენა, რამაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა
საჭმლის მონელების დარღვევები, შებერილობა, მუცლის სპაზმები, მადის დაკარგვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ზოგჯერ სისხლდენასთან და პერფორაციასთან ერთად). მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი და ქავილი, და სისხლში ღვიძლის ფერმენტების (შრატის ტრანსამინაზების) დონის მომატება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
სისხლის წარმოქმნის დარღვევები: ჰემატოპოეტური დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). საწყისი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა და კანში სისხლდენა. ხანგრძლივი თერაპიის მიმღები პაციენტების სისხლის სურათი რეგულარული ინტერვალებით უნდა გაკონტროლდეს. სისხლი ღებინებაში, განავალში ან დიარეაში, ჭინჭრის ციება და/ან თმის ცვენა. ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფულმინანტური და პროდრომული სიმპტომების გარეშე). ამიტომ, პაციენტის ღვიძლის მაჩვენებლები პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს. შეიძლება განვითარდეს შეშუპება (პერიფერიული შეშუპება), განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, მაღალი არტერიული წნევა და სისხლის მიმოქცევის კოლაფსი. გულის უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, მგრძნობელობის დარღვევა, გემოს აღქმის დარღვევა, ყურებში შუილი და სმენის დროებითი დაქვეითება, მეხსიერების დაკარგვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, შფოთვა, კოშმარები, ტრემორი, დეპრესია და სხვა ფსიქოზური რეაქციები.პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, საყლაპავის დაზიანებების, მუცლის ქვედა ნაწილის ჩივილების (მაგ., ჰემორაგიული კოლიტი ან კრონის დაავადების/წყლულოვანი კოლიტის გამწვავება) და ყაბზობის ანთება. მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა და/ან გაორება) კანზე გამონაყარი სითხით სავსე ბუშტუკებით, ეგზემა, სიწითლე, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გამწვავებები (ასევე ალერგიული პურპურა)
სპორადულ შემთხვევებში: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), შარდში ცილის არსებობა (პროტეინურია) და/ან შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია). იზოლირებულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნეფრიტული სინდრომი. ამიტომ, თირკმლის ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს.
იზოლირებულ შემთხვევებში აღინიშნა პანკრეასის ანთება.
იზოლირებულ შემთხვევებში დაფიქსირდა ფილტვებისა და სისხლძარღვების ალერგიასთან დაკავშირებული ანთება. იზოლირებულ შემთხვევებში, ინფექციასთან დაკავშირებული ანთება შეიძლება გაუარესდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას (ნეკროზული ფასციიტის განვითარება). ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების მექანიზმთან. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ ახალ ინფექციასთან დაკავშირებული სიმპტომები ან თუ სანტაფენამატის გამოყენებისას გაუარესდება არსებული სიმპტომები. უნდა შეფასდეს ნებისმიერი ანტიბიოტიკის ან ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის საჭიროება. კუნთშიდა შეყვანის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს იშვიათი ადგილობრივი გვერდითი მოვლენები ინექციის ადგილას (წვის შეგრძნება) ან ქსოვილის დაზიანება (როგორიცაა სტერილური აბსცესის წარმოქმნა, ცხიმოვანი ქსოვილი ან კანის ნეკროზი). ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები. თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) (www.titck.gov.tr ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს, მათ შორის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ძილიანობას და გონების დაკარგვას. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასევე შეიძლება განვითარდეს ღვიძლისა და თირკმლის დარღვევები და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
რეკომენდებული მკურნალობა:
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია ტოქსიკოლოგიურ ცენტრთან დაკავშირება.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
ყოველი 2 მლ ამპულა შეიცავს 1 გ. ეტოფენამატს.
დამხმარე ნივთიერებები:
საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები.
სრული სია დამხმარე ნივთიერებების შესახებ იხილეთ განყოფილება 6.1-ში.
შენახვის პირობები
შეინახეთ სანტაფენამატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან..
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სანტაფენამატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Santa Farma Ilac San. A.S. Okmeydani, Boruciçegi Sokak, No: 16 34382 Sisli-ISTANBUL
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ათქ კოდი: M02AA06
ეტოფენამატი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები. მისი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, რაც დადასტურებულია ცხოველებზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტებით და ადამიანებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებით, ეფუძნება მრავალგვარ განსხვავებულ მექანიზმს. ეტოფენამატი გავლენას ახდენს ანთებითი პროცესის რამდენიმე წერტილზე: ეს ეფექტები მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, ასევე ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირებას, ბრადიკინინისა და სეროტონინის ანტაგონიზებას, კომპლემენტის აქტივობის ინჰიბირებას და ჰიალურონიდაზას გამოთავისუფლების ინჰიბირებას.
საფარის სტაბილიზაციის თვისებები აფერხებს პროტეოლიტური ფერმენტების გამოიყოფას. შედეგად, ინჰიბირდება ექსუდაციური და პროლიფერაციული ანთებითი პროცესები, ხოლო ანაფილაქტიკური და უცხო სხეულის რეაქციები მცირდება.
ბ. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია:
ინტრამუსკულარულად შეყვანილი ეტოფენამატი ზეთოვან ფორმულაციიდან ნელა თავისუფლდება, რის შედეგადაც იგი უზრუნველყოფს მოქმედების უფრო ხანგრძლივ პერიოდს იმ ანალოგიურ ნივთიერებებთან შედარებით, რომლებიც წყალში ხსნადი საინექციო ფორმებიდან თავისუფლდება. ეტოფენამატის ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ, პლაზმური კონცენტრაციის დინამიკური მრუდები ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება. ინტრამუსკულარული გზით შეყვანილი ეტოფენამატის შედარებითი ბიოშეღწევადობა შეადგენს 91%-ს პერორალურად მიღებულ ფლუფენამინის მჟავასთან (ტაბლეტები) შედარებით. ეტოფენამატის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax = 0.633 µmol/l ± 0.232 µmol/l) მიიღწევა კუნთშიდა შეყვანიდან საშუალოდ 5.67 საათის შემდეგ (5.67 ± 2.66 სთ). კონცენტრაცია–დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC) შეადგენს 8.95 ± 3.51 µmol·სთ/ლ-ს.
განაწილება: ეტოფენამატი პლაზმის ცილებს 98–99%-ით უკავშირდება.
ბიოტრანსფორმაცია:
ეტოფენამატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირების, ეთერის დაშლისა და ეთერიფიკაციის გზით. ის ხვდება ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში..
ელიმინაცია:
ეტოფენამატი ორგანიზმიდან გამოიყოფა სხვადასხვა მეტაბოლიტის სახით (მათ შორის ჰიდროქსილირებული ფორმები, ეთერული ბმის გაწყვეტისა და ესტერის დაშლის პროდუქტები), აგრეთვე მათი კონიუგირებული ნაერთების სახით. ელიმინაცია ძირითადად ხორციელდება ნაღვლისა და განავლის გზით, ხოლო დაახლოებით 35% — თირკმელების საშუალებით.
ბ. წინასწარი (პრეკლინიკური) უსაფრთხოების მონაცემები
არსებულ მონაცემებში რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ მტკიცებულება არ იძებნება. ეტოფენამატის გადატანის უნარი შესწავლილი იქნა როგორც აკუტური, ისე ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში, რომლებიც ჩატარებულია რამდენიმე ცხოველთა სახეობაში.
მწვავე ტოქსიკურობა:
ვირთხებში LD50 ინტრავენური მიღების შემდეგ არის 140 მგ/კგ და პერორალური მიღების შემდეგ 292 მგ/კგ.
ქრონიკული ტოქსიკურობა:
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქრონიკული ტოქსიკურობის თითოეული კვლევა, რომელიც ჩატარდა 1 წლის განმავლობაში ვირთხებში (7, 27, 100 მგ/კგ) და მაიმუნებში (7, 26, 100 მგ/კგ) ყოველდღიური პერორალური მიღებით. 27 მგ/კგ (ვირთხებში) და 26.0 მგ/კგ (მაიმუნებში) დოზები, რომლებიც არ იწვევდა რაიმე გვერდით მოვლენებს, მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანებში დღიურ თერაპიულ დოზებს.
მუტაგენური და სიმსივნური პოტენციალი:
როგორც რამდენიმე კვლევამ აჩვენა, არ არსებობს ემბრიოტოქსიური, მუტაგენური და კანცეროგენული ეფექტების მტკიცებულება.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა:
ეტოფენამატი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი გადის პლაცენტარულ ბარიერს ვირთაგვებში (პერორალური და კანის გზით შეყვანისას) და კურდღლებში (კანის გზით შეყვანისას). კურდღლებს შეჰყავდათ 10, 30 და 100 მგ/კგ დღეში, ორსულობის მე-18 დღემდე. პლაცენტაში, საშვილოსნოში, ნაყოფებში, ორგანოებსა და ნაღველში კონცენტრაციები შეყვანის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად მცირდებოდა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
სანტაფენამატი 1 გ/2 მლ ინტრამუსკულარული საინექციო ხსნარი
შეჰყავთ კუნთში ინექციის სახით.
სტერილური
- აქტიური ნივთიერება: ყოველი 2 მლ ამპულა შეიცავს 1 გ ეტოფენამატს
- დამხმარე ნივთიერებები: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები
577850180975ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტის საინფორმაციო ფურცელს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი პირადად თქვენთვისაა დანიშნული და არ უნდა გადასცეთ ის სხვებს.
მედიკამენტის გამოყენების პერიოდში თუ მიმართავთ ექიმს ან წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ მათ, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტის საინფორმაციო ფურცელს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი პირადად თქვენთვისაა დანიშნული და არ უნდა გადასცეთ ის სხვებს.
მედიკამენტის გამოყენების პერიოდში თუ მიმართავთ ექიმს ან წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ მათ, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით წინამდებარე საინფორმაციო ფურცელში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზა.
.
ამ საინფორმაციო ფურცელში:
რა არის სანტაფენამატი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ, ვიდრე გამოიყენებთ სანტაფენამატს
როგორ მიიღოთ სანტაფენამატი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ შვინახოთ სანტაფენამატი
- რა არის სანტაფენამატი და რისთვის გამოიყენება ის
სანტაფენამატი წარმოდგენილია უფერო მინის ამპულებში, რომლებიც შეიცავს 2 მლ გამჭვირვალე და წებოვან ხსნარს კუნთში შეყვანისთვის. ხელმისაწვდომია 1 ან 3 ამპულიან შეფუთვაში.
სანტაფენამატი შეიცავს ეტოფენამატს, როგორც აქტიურ ნივთიერებას.
ეტოფენამატი არის აქტიური ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი/ანტირევმატული საშუალებების ჯგუფს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) თვისებები.
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
დეგენერაციული სახსრების დაავადება, სახსრების ართრიტი (ოსტეოართრიტი)
- რევმატული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სახსრების ანთებასთან (რევმატოიდული ართრიტი)
- რევმატული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ზურგის ძვლების შეერთებასთან და ზურგის სახსრების მოძრაობის დაკარგვასთან (ანქილოზური სპონდილიტი)
სახსრების ანთება, რომელიც ვლინდება ანთებით სახსარში უეცარი ძლიერი ტკივილით, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ფეხის დიდი თითიდან და იწვევს სახსრების ძლიერ ტკივილს, მგრძნობელობას, სიწითლეს და შეშუპებას (მწვავე პოდაგრული ართრიტი)
- კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილები
- ოპერაციის შემდეგ გამოხატული ანთება, შეშუპება და რბილი ქსოვილების დაზიანება (პოსტოპერაციული ტკივილი)
- მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა)
შენიშვნა: ინექციური ხსნარი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეტოფენამატის ადგილობრივი გამოყენება არ არის ეფექტური ან შესაფერისი. როგორც წესი, მკურნალობა უნდა იყოს შეზღუდული ერთი ინექციით. აქტიური ნივთიერების ნელა გამოყოფის გამო, სანტაფენამატი არ არის შესაფერისი მკურნალობის დასაწყებად ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სწრაფი მოქმედების დაწყება. აქტიური ნივთიერების ნელი გამოყოფის გამო ცხიმოვანი ფორმულაციიდან, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 24 საათამდე სანტაფენამატის შეყვანის შემდეგ.
რა უნდა იცოდეთ, ვიდრე გამოიყენებთ სანტაფენამატს
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ სანტაფენამატი შემდეგი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში:
82867578105გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკი:
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა ან ტკივილგამაყუჩებლებმა შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული თრომბოზული მოვლენების, გულის შეტევის და ინსულტის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი რისკი. სანტაფენამატი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციისთვის მომზადების დროს.
კუჭ-ნაწლავის სისტემის რისკი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან ტკივილგამაყუჩებლები ზრდიან კუჭის ან ნაწლავების სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკს, მათ შორის სისხლდენას, წყლულებს და კუჭის ან ნაწლავების პერფორაციას, რაც შეიძლება ფატალური იყოს. აღნიშნული მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე და წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე.ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზული გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკი:
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა ან ტკივილგამაყუჩებლებმა შეიძლება გაზარდონ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული თრომბოზული მოვლენების, გულის შეტევის და ინსულტის რისკი, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები, შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი რისკი. სანტაფენამატი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციისთვის მომზადების დროს.
კუჭ-ნაწლავის სისტემის რისკი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან ტკივილგამაყუჩებლები ზრდიან კუჭის ან ნაწლავების სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკს, მათ შორის სისხლდენას, წყლულებს და კუჭის ან ნაწლავების პერფორაციას, რაც შეიძლება ფატალური იყოს. აღნიშნული მოვლენები შეიძლება განვითარდეს პრეპარატის გამოყენების ნებისმიერ ეტაპზე და წინასწარი გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე.ხანდაზმული პაციენტები კუჭ-ნაწლავის სისტემის სერიოზული გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ეტოფენამატის ან სანტაფენამატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თუ ადრე გქონიათ ასთმა, ხიხინი, სურდო, ჭურტიკარია ან ალერგიული ტიპის რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებასთან.
თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ კუჭის ან ნაწლავების წყლული ან სისხლდენა.
- თუ გელით ოპერაცია გულის მკვებავ სისხლძარღვებზე (კორონარულ არტერიებზე)
თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო ან სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს (ანტიკოაგულანტები და ანტითრომბოზული საშუალებები)
თუ გაქვთ გულის სერიოზული უკმარისობა
თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა
თუ ორსულობის გვიან სტადიაზე ხართ (მეექვსე თვის შემდეგ)
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს
თუ თქვენ 18 წლამდე ასაკის ხართ
განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სანტაფენამატის გამოყენებისას შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:
მდგომარეობები, როდესაც სანტაფენამატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ რისკისა და სარგებლის თანაფარდობის ფრთხილი შეფასების შემდეგ:
თუ გაწუხებთ პორფირია, მისი გამოწვევა შეიძლება მოხდეს (სისხლის ფერის მიმცემი ნივთიერების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევა; ამ დაავადების მწვავე შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული ნივთიერებებით)
მდგომარეობები, როდესაც სანტაფენამატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ:
თუ გქონიათ კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია, რომელიც დაკავშირებულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ტკივილგამაყუჩებლებთან
- თუ გაქვთ აქტიური ან წარსულში გადატანილი კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან სისხლდენა (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ერთი ან ორი ეპიზოდი) • თუ გაქვთ ან გქონიათ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, ქრონის დაავადება) • თუ გაქვთ გულის ან სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა • თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) • თუ გაქვთ გულის დაავადება ან შეშუპების (ედემის) პრობლემები • თუ გადატანილი გაქვთ ინსულტი • თუ ახლახან გაიკეთეთ ოპერაცია • თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის ან გაქვთ გამოფიტული/დამასუსტებელი დაავადება
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გეხებათ თქვენ, თუნდაც წარსულში, ნებისმიერ დროს.
სანტაფენამატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიღების წესთან დაკავშირებით საკვებთან და სასმელთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
ორსულობა
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სანტაფენამატი არ გამოიყენება ორსულობის მეექვსე თვის შემდეგ. ასევე, ამ პერიოდამდე არ მიიღოთ სანტაფენამატი, თუ ექიმისგან არ გაქვთ რეკომენდაცია.
მკურნალობის დროს ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ სანტაფენამატი ძუძუთი კვების დროს..
მანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
სანტაფენამატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ყურადღებაზე, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას.
სანტაფენამატის მიღებისას არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
არ მიიღოთ სანტაფენამატი შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
სანტაფენამატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პრეპარატებთან ერთად:
- ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ)
- ფუროსემიდი და შარდმდენები (შარდმდენი აბები)
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (მაღალი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები)
- ლითიუმი (გამოიყენება მანიისა და დეპრესიის სამკურნალოდ)
- მეტოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი კიბოს სამკურნალოდ)
- სისხლის შედედების ან სისხლის გათხელების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ვარფარინი და მსგავსი პრეპარატები
- დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ)
- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ)
- კორტიკოსტეროიდები (მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება საკმაოდ ფართო სპექტრის მდგომარეობების დროს, მათ შორის ანთების, ალერგიის ან ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს)
- კალიუმის დამზოგავი შარდმდენები
- სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ)
- პრობენეციდი ან სულფინპირაზონი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას მომატებული დონის შესამცირებლად)
- ალკოჰოლი
- ციკლოსპორინი (გამოიყენება ქსოვილის უარყოფის თავიდან ასაცილებლად)
- ანტიდიაბეტური პრეპარატები (გამოიყენება სისხლში შაქრის შესამცირებლად)
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც ამჟამად იღებთ ან ახლახან იღებდით — როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.
როგორ მივიღოთ სანტაფენამატი
სწორი გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება/მიღების სიხშირე:
ექიმი განსაზღვრავს სანტაფენამატის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
ზოგადი გამოყენების დოზაა ერთი სანტაფენამატის ამპულა კუნთში ღრმა ინექციით. თუ ეტოფენამატით მკურნალობის გაგრძელება გადაწყდება, ექიმმა შეიძლება გითხრათ, რომ სანტაფენამატის ამპულის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ სანტაფენამატის გელით ან სანტაფენამატის სპრეით, რომლის გამოყენებაც ადგილობრივად შეგიძლიათ.
მიღების გზა და მეთოდი:
სანტაფენამატის ამპულა განკუთვნილია კუნთში შესაყვანად. ამპულის გატეხვის შემდეგ, საინექციო ხსნარი ამოღებულია შპრიცში და ღრმად შეჰყავთ კუნთში საკმარისად გრძელი საინექციო ნემსით. ხსნარის შეყვანამდე შპრიცის დგუში ოდნავ უნდა გამოწიოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ სისხლძარღვში არ მოხვდება.
ანაფილაქსიური რეაქციების (მძიმე ალერგიის უეცარი დაწყება) განვითარების შესაძლებლობის გამო, სანტაფენამატის ინექციიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში შეიძლება საჭირო გახდეს მონიტორინგი.
გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში
ბავშვებში:
რადგან ბავშვებსა და მოზარდებში ეტოფენამატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, სანტაფენამატი არ უნდა იქნას გამოყენებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში..
გამოყენება ხანდაზმულებში (65 წლის და უფროსი ასაკის):
შესაძლო გვერდითი მოვლენების გამო, სანტაფენამატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში..
სპეციალური გამოყენების პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
არ გამოიყენოთ სანტაფენამატი, თუ გაქვთ თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ სანტაფენამატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია..
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი სანტაფენამატი
თუ მიიღეთ სანტაფენამატის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ სანტაფენამატის საჭიროზე მეტი დოზა, პრეპარატის გვერდითი მოვლენები და მათი სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს. სანტაფენამატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, მათ შორის თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა და დაბნეულობა, ასევე ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და ღვიძლისა და თირკმლის დისფუნქცია. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგეხმარებათ, თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს..
თუ დაგავიწყდათ სანტაფენამატის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
სანტაფენამატით მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლო ეფექტები.
რაიმე ეფექტის წარმოშობა ნაკლებად სავარაუდოა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა სანტაფენამატის ინგრედიენტების მიმართ.
ძალიან ხშირი (> 1/10). შეიძლება აღენიშნებოდეს სულ მცირე 10 პაციენტიდან 1-ს.
ხშირი (≥1/100-დან < 1/10-მდე) შეიძლება აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტს
არახშირი (≥1/1000-დან < 1/100-მდე) შეიძლება აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.
იშვიათი (≥1/10,000-დან < 1/1000-მდე) შეიძლება აღენიშნებოდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტს.
ძალიან იშვიათი (<1/10.000) შეიძლება აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს
უცნობია: სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია.
შეწყვიტეთ სანტაფენამატის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ:
კანის რეაქციების მძიმე ფორმები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი)
მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სავარაუდოა და შეიძლება შეინიშნოს შემდეგი:
როდესაც ვითარდება ერთ-ერთი სერიოზული ალერგიული რეაქციის მსგავსი სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია სახის, ენისა და ყელის შეშუპებასთან, კანზე გამონაყართან, ხიხინთან, სუნთქვის გაძნელებასთან, ხორხის შეშუპებასთან, სასუნთქი გზების შევიწროებასთან, სუნთქვის გაძნელებასთან, რაც იწვევს ასთმის შეტევას, გულისცემის გახშირებასთან, არტერიული წნევის დაცემასთან, რაც პოტენციურად ფატალურ შოკს იწვევს, ან ცხელებასთან. ეს რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველად გამოყენებისას. ყველა მათგანი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენას.
.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არასასურველი ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე და შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს სხვადასხვა ადამიანებში. ყველაზე ხშირად დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ არის დაკავშირებული. შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული), პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. მიღების შემდეგ აღინიშნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, საჭმლის მონელების პრობლემები, მუცლის ტკივილი, განავლის გამუქება, სისხლიანი ღებინება, პირის ღრუს წყლულები, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. ნაკლებად ხშირად დაფიქსირდა კუჭის ანთება. ზოგადად, კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკი დამოკიდებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ხანგრძლივობასა და გამოყენებული დოზის დიაპაზონზე.
აღწერილია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობასთან დაკავშირებული შეშუპების, მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის შემთხვევები.ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა სანტაფენამატი, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის) რისკის მცირე ზრდასთან.
ინტრამუსკულარულად გამოყენებული ეთოფენამატისთვის დაფიქსირებული არასასურველი ეფექტები.
გავრცელებული გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და კუჭ-ნაწლავის მსუბუქი სისხლდენა, რამაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, აგზნებადობა, გაღიზიანება, დაღლილობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა
საჭმლის მონელების დარღვევები, შებერილობა, მუცლის სპაზმები, მადის დაკარგვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (ზოგჯერ სისხლდენასთან და პერფორაციასთან ერთად). მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი და ქავილი, და სისხლში ღვიძლის ფერმენტების (შრატის ტრანსამინაზების) დონის მომატება).
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
სისხლის წარმოქმნის დარღვევები: ჰემატოპოეტური დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). საწყისი სიმპტომებია ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული დაზიანებები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, ცხვირიდან სისხლდენა და კანში სისხლდენა. ხანგრძლივი თერაპიის მიმღები პაციენტების სისხლის სურათი რეგულარული ინტერვალებით უნდა გაკონტროლდეს. სისხლი ღებინებაში, განავალში ან დიარეაში, ჭინჭრის ციება და/ან თმის ცვენა. ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ფულმინანტური და პროდრომული სიმპტომების გარეშე). ამიტომ, პაციენტის ღვიძლის მაჩვენებლები პერიოდულად უნდა გაკონტროლდეს. შეიძლება განვითარდეს შეშუპება (პერიფერიული შეშუპება), განსაკუთრებით მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, მაღალი არტერიული წნევა და სისხლის მიმოქცევის კოლაფსი. გულის უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია, მგრძნობელობის დარღვევა, გემოს აღქმის დარღვევა, ყურებში შუილი და სმენის დროებითი დაქვეითება, მეხსიერების დაკარგვა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, შფოთვა, კოშმარები, ტრემორი, დეპრესია და სხვა ფსიქოზური რეაქციები.პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, საყლაპავის დაზიანებების, მუცლის ქვედა ნაწილის ჩივილების (მაგ., ჰემორაგიული კოლიტი ან კრონის დაავადების/წყლულოვანი კოლიტის გამწვავება) და ყაბზობის ანთება. მხედველობის დარღვევები (მხედველობის დაბინდვა და/ან გაორება) კანზე გამონაყარი სითხით სავსე ბუშტუკებით, ეგზემა, სიწითლე, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, გამწვავებები (ასევე ალერგიული პურპურა)
სპორადულ შემთხვევებში: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა (ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), შარდში ცილის არსებობა (პროტეინურია) და/ან შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია). იზოლირებულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნეფრიტული სინდრომი. ამიტომ, თირკმლის ფუნქცია რეგულარულად უნდა შემოწმდეს.
იზოლირებულ შემთხვევებში აღინიშნა პანკრეასის ანთება.
იზოლირებულ შემთხვევებში დაფიქსირდა ფილტვებისა და სისხლძარღვების ალერგიასთან დაკავშირებული ანთება. იზოლირებულ შემთხვევებში, ინფექციასთან დაკავშირებული ანთება შეიძლება გაუარესდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას (ნეკროზული ფასციიტის განვითარება). ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების მექანიზმთან. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდებათ ახალ ინფექციასთან დაკავშირებული სიმპტომები ან თუ სანტაფენამატის გამოყენებისას გაუარესდება არსებული სიმპტომები. უნდა შეფასდეს ნებისმიერი ანტიბიოტიკის ან ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის საჭიროება. კუნთშიდა შეყვანის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს იშვიათი ადგილობრივი გვერდითი მოვლენები ინექციის ადგილას (წვის შეგრძნება) ან ქსოვილის დაზიანება (როგორიცაა სტერილური აბსცესის წარმოქმნა, ცხიმოვანი ქსოვილი ან კანის ნეკროზი). ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები. თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის. ჯანდაცვის სპეციალისტებს მოეთხოვებათ, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) (www.titck.gov.tr ელ. ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
როგორ შევინახოთ სანტაფენამატი
შეინახეთ სანტაფენამატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან..
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ სანტაფენამატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Santa Farma Ilac San. A.S. Okmeydani, Boruciçegi Sokak, No: 16 34382 Sisli-ISTANBUL
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59
მწარმოებელი: Mefar İlaç Sanayii A.Ş. Ramazanoğlu Mah. Ensar Cad. No.20 Kurtköy 34906 Pendik-İSTANBUL
ტელ: (+90 216) 378 44 00
ფაქსი: (+90 216) 378 44 11
ელ ფოსტა: [email protected]
ეს პაციენტის საინფორმაციო ფურცელი დამტკიცდა 2020 წლის 1 ივნისს.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.