სანდოსტატინი
SANDOSTATIN
სანდოსტატინი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქტრეოტიდის აცეტატს. პრეპარატი გამოდის მუყაოს კოლოფებში, თითოეულ კოლოფში 5 ცალი 1 მლ-ანი სტერილური ამპულა. ამპულებში არსებული ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქტრეოტიდი (octreotide)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,1მგ/მლ 1მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი ამპულა №5
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, სომატოსტატინი და ანალოგები
- ATC კოდი
- H01CB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0367
- რეგისტრირებულია
- 10 აგვისტო 2022, მოქმედებს 10 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
სანდოსტატინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სანდოსტატინი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქტრეოტიდის აცეტატს. პრეპარატი გამოდის მუყაოს კოლოფებში, თითოეულ კოლოფში 5 ცალი 1 მლ-ანი სტერილური ამპულა. ამპულებში არსებული ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა. სანდოსტატინი ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონის – სომატოსტატინისგან წარმოებული სინთეზური ნივთიერებაა, რომელიც თრგუნავს ზოგიერთი ჰორმონის (როგორიცაა ზრდის ჰორმონი) მოქმედებას.
სომატოსტატინთან შედარებით, სანდოსტატინს გააჩნია უფრო ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედება, რაც წარმოადგენს მის უპირატესობას.
სანდოსტატინი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
აკრომეგალიის (დაავადება, როდესაც ორგანიზმში წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით ზრდის ჰორმონი) მკურნალობა;
ჩვეულებრივ, ზრდის ჰორმონი აკონტროლებს ქსოვილების, ორგანოების და ძვლოვანი სტრუქტურების ზრდას. ზრდის ჰორმონის სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლებისა და სხვადასხვა ქსოვილების ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით ხელების და ფეხების მიდამოში. სანდოსტატინი მნიშვნელოვნად ამცირებს აკრომეგალიის სიმპტომებს, მათ შორის თავის ტკივილს, ჭარბ ოფლიანობას, დაბუჟებას ხელების და ფეხების არეში და სახსრების ტკივილს;
ზოგიერთ გასტროინტესტინალურ სიმსივნესთან (მაგ. კარცინოიდული სიმსივნეები, ვაზოაქტიური ინტესტინალური პოლიპეპტიდის სიმსივნეები (“ვიპომა”), გლუკაგონომა, გასტრინომა, ინსულინომა) ასოცირებული სიმპტომების მკურნალობა;
ზემოთ მოცემული მდგომარეობებისას, კუჭში, ნაწლავებში ან პანკრეასში ჭარბად წარმოიქმნება გარკვეული ჰორმონები და სხვა ასოცირებული ნივთიერებები, რის გამოც, ირღვევა ორგანიზმის ნორმალური ჰორმონალური ბალანსი და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ალები, ფაღარათი, არტერიული წნევის დაქვეითება, გამონაყარი ან წონის კლება. სანდოსტატინი გამოიყენება აღნიშნული სიმპტომების კონტროლის მიზნით;
სანდოსტატინი გამოიყენება აკრომეგალიის დროს, სისხლში ისეთი ჰორმონების რაოდენობის შესამცირებლად, როგორიცაა ზრდის ჰორმონი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1 (IGF-1), როდესაც ქრირურგიული და სხივური თერაპია არასაკმარისად ეფექტურია.
სანდოსტატინი არ წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს და არ კურნავს აღნიშნული ტიპის მდგომარეობებს.
სანდოსტატინი ასევე გამოიყენება:
პანკრეასზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გართულებების პრევენციის მიზნით;
ციროზის მქონე პაციენტებში, რეკურენტული ეზოფაგური ვარიკოზული (ვარიკოზული სისხლძარღვების გაფართოება საყლაპავ მილში) სისხლდენის პრევენციის და გადაუდებელი მკურნალობის მიზნით. სანდოსტატინი გამოიყენება მკურნალობის სპეციფიკურ მოდალობებთან, მაგ. ენდოსკოპიურ სკლეროთერაპიასთან (პროცედურა, როდესაც სისხლდენის შესაჩერებლად, სისხლძარღვის (ჩვეულებრივ, ვენის) ოკლუზიის მიზნით შეჰყავთ გარკვეული პრეპარატები) ერთად;
თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამომყოფი ჰიპოფიზალური ადენომის (სიმსივნე, რომელიც ვითარდება ჰიპოფიზის ჯირკვალში) სამკურნალოდ:
როდესაც ჰორმონების დონე არ უბრუნდება ნორმას ქირურგიის და/ან სხივური თერაპიის შემდგომ;
პაციენტებში, რომლებისთვისაც ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია;
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სხივური თერაპია, მისი ეფექტის დადგომამდე.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების ჩვენებიდან გამომდინარე, პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ ან ვენაში (განზავების შემდეგ).
კანქვეშა ინექციის ინსტრუქცია მოცემულია სექციაში - “სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე”, ხოლო ინტრავენური ინფუზიის წესი განმარტებულია ინსტრუქციის ბოლოს – “ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალთათვის”.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვთა ასაკში სანდოსტატინის გამოყენების შესახებ ცნობები ლიმიტირებულია.
გამოყენება ხანში შესული ასაკის პირებში:
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ციროზის (ღვიძლის ქრონიკული დაავადება) არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს სანდოსტატინის შემანარჩუნებელი დოზა.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ სანდოსტატინის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ოქტრეოტიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სანდოსტატინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
ზრდის ჰორმონის გამომყოფი ჰიპოფიზალური სიმსივნეების არსებობისას, საჭროა პაციენტის განსაკუთრებული მონიტორინგი, რადგან აღნიშნული სიმსივნეები შესაძლოა გაიზარდონ მასაში და გამოიწვიონ საშიში გართულებები (მაგ. მხედველობის ველის დაკარგვა). სიმსივნის მასაში ზრდასთან ასოცირებული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, ოქტრეოტიდით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა მიეცეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია.
სანდოსტატინით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა განაპირობოს სანაღვლე კენჭების განვითარება. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს ან ოდესმე ჰქონია ნაღველკენჭოვანი დაავადება ან უვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, მუცლის ტკივილი ან სიყვითლე (კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა). მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს ნაღვლის ბუშტის ფუნქცია.
თუ პაციენტს დარღვეული აქვს სისხლში შაქრის შემცველობა (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია). როდესაც სანდოსტატინი ინიშნება გასტროეზოფაგური ვარიკოზებით გამოწვეული სისხლდენის სამკურნალოდ, საჭიროა სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს B12 ვიტამინის დონე თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი.
ოქტრეიტიდმა შესაძლოა შეანელოს გულისცემის სიხშირე და მისმა ძალიან მაღალმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის არითმიები. მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა აწარმოოს გულის რიტმის მონიტორინგი.
სანდოსტატინით ხანგრძლივი თერაპიისას, მკურნალმა ექიმაა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს ღვიძლის ფუნქცია.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს პანკრეასის ფერმენტების დონე.
როდესაც ოქტრეოტიდი ინიშნებოდა ნერვულ სისტემასთან, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და პანკრეასის ჰორმონებთან ასოცირებული სიმსივნეების სამკურნალოდ, იშვიათად, ვითარდებოდა პანკრეასის ეკზოკრინული უკმარისობა (EPI). პანკრეასის ეკზოკრინული უკმარისობის სიმპტომები მოიცავს განავლის გაცხიმოვნებას, ფაღარათს, შებერილობას და წონის კლებას. კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად, აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს პაციენტის სკრინინგი პანკრეასის ეკზოკრინულ უკმარისობაზე და საჭიროებისამებრ, დანიშნოს სათანადო მკურნალობა.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
სიფრთხილის ზომები
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ექიმის მითითებები. ისინი შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისგან.
ნატრიუმის შემცველობა:
ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო მაჩვენებელია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ჩვეულებრივ, სანდოსტატინით მკურნალობის პერიოდში სხვა მედიკამენტების მიღება გრძელდება უცვლელად. თუმცა, ზოგიერთმა პრეპარატმა (მაგ. ციმეტიდინი, ციკლოსპორინი, ბრომოკრიპტინი, ქინიდინი და ტერფენადინი) შესაძლოა გავლენა იქონიოს სანდოსტატინის მოქმედებაზე.
შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს ინსულინის დოზის კორექცია.
ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს ან შეცვალოს სანდოსტატინით მკურნალობა თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს თერაპია რადიოაქტიური პრეპარატი - ლუტეციუმის (177Lu) ოქსოდოტრეოტიდით.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის კონტროლისთვის (მაგ. ბეტა ბლოკატორები ან კალციუმის არხის ბლოკერები) ან სითხის და ელექტროლიტური ბალანსის კონტროლისთვის;
ინსულინ ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს;
ციკლოსპორინი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა და ძვლის ტვინის ტრანსლპლანტაციისას, იმუნურ სისტემასთან ასოცირებული ზოგიერთი თვალის (უვეიტის), თირკმლის (ნეფროზული სინდრომი) ან კანის (ფსორიაზი ან ატოპური დერმატიტი) დაავადების და რევმატოიდული ართრიტის დროს;
ციმეტიდინი – გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევების, მაგ. პეპტიური წყლულის დროს;
ბრომოკრიპტინი – გამოიყენება პარკინსონის დაავადების და ზოგიერთი ჰორმონალური დარღვევის დროს;
პრეპარატები, რომლებიც გადამუშავდება ღვიძლის მიერ, მაგ. – ანტიალერგიული პრეპარატი ტერფენადინი;
ქინიდინი – გამოიყენება არითმიების დროს.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სანდოსტატინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნა ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, დაინიშნება თუ არა ორსულობის პერიოდში სანდოსტატინი.
რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, ოქტრეოტიდით მკურნალობის პერიოდში მიეცემათ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა სანდოსტატინი დედის რძეში. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
სანდოსტატინი არ გამოიყენება თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სანდოსტატინის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე უმნიშვნელოა. თუმცა, სანდოსტატინთან ასოცირებულმა ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ, მათ შორის თავის ტკივილმა და დაღლილობამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანდოსტატინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო მაჩვენებელია. არ საჭიროებს ნატრიუმთან დაკავშირებით დამატებით გაფრთხილებებს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, სანდოსტატინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
სანდოსტატინით მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე;
ანაფილაქსიური ტიპის ალერგიული რეაქცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეშუპება ან დაბუჟების შეგრძნება, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა და გულისწასვლა.
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
კენჭები სანაღვლე გზებში, რაც იწვევს წელის უეცარ ტკივილს;
სისხლში შაქრის მომატებული შემცველობა.
ხშირი:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), რაც იწვევს გულისცემის სიხშირის ცვლილებებს, მადის ან წონის ცვლილებას. სხვა ასოცირებული სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, სიცივის შეგრძნებას ან კისრის წინა ნაწილის შესიებას;
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები);
ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი); სიმპტომები მოიცავს ტკივილს მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, ცხელებას, გულისრევას და სიყვითლეს (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა);
ბილიარული ნალექი;
შაქრის რაოდენობის დაქვეითება სისხლში;
გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება;
გულისცემის შენელება.
ნაკლებად ხშირი:
წყურვილის შეგრძნების გაძლიერება, შარდის გამოყოფის დაქვეითება, შარდის მუქი შეფერილობა და კანის სიწითლე;
გილისცემის აჩქარება;
სხვა საშიში გვერდითი მოვლენები:
ალერგიულური რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე;
ალერგიული რეაქცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ან დაბუჟების შეგრძნება (ანაფილაქსია);
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). სიმპტომები მოიცავს უეცარ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევას, ღებინებას და ფაღარათს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). სიმპტომები მოიცავს სიყვითლეს (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა), გულისრევას, ღებინებას, მადის დაკარგვას, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას, ქავილს და შარდის ღია შეფერილობას.
არარეგულარული გულისცემა.
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს მიდრეკილება სისხლდენების და სისხლჩაქცევებისადმი.

სხვა გვერდითი მოვლენები:
მათი განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ძალიან ხშირი:
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი;
გულისრევა;
ყაბზობა;
მეტეორიზმი;
თავის ტკივილი;
ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას.
ხშირი:
დისკომფორტის შეგრძნება კუჭში, ჭამის შემდეგ (დისპეფსია);
ღებინება;
მუცლის შებერილობა;
განავალის გაცხიმოვნება;
კუჭის მოქმედების სიხშირის ცვლილებები;
განავლის ფერის ცვლილება;
თავბრუსხვევა;
უმადობა;
ქრონიკული დაღლილობა (ასთენია);
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პარამეტრების ცვლილებები;
ტრანსამინაზების რაოდენობის მომატება (ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება);
ქავილი;
გამონაყარი;
ჰიპერბილირუბინემია;
თმის ცვენა;
ქოშინი;
საერთო სისუსტე.
ზემოთ მოცემული წარმოადგენს სანდოსტატინის მსუბუქი ხასითის გვერდით მოვლენებს.
პოსტ-მარკეტინგული პერიოდი:
შემდეგი გვერდითი მოვლენები შეტყობინებულ იქნა პრეპარატის პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში. ამრიგად, მათი სიხშირის და გამომწვევი ფაქტორის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შესაძლოა ვერ მოხერხდეს:
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში);
ძლიერი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), სხვა ალერგიული/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
არარეგულარული გულისცემა;
პანკრეატიტი, მწვავე სიყვითლე ქოლესტაზის გარეშე, ქოლესტაზთან ასოცირებული სიყვითლე, ქოლესტაზი (ნაღველის მოძრაობის დაქვეითება), სიყვითლე;
ურტიკარია (კანის სიწითლე და ქავილი);
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობის მომატება (ტუტე ფოსფატაზას, გამა გლუტამილტრანსფერაზას).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათად, კანქვეშ ინექციის ადგილას ვითარდება ხანმოკლე ტკივილი. მსგავს შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მიდამოს ფრთხილი მასაჟი, რამდენიმე წამის განმავლობაში, ტკივილის შემსუბუქებამდე.
უშუალოდ სანდოსტატინის ინექციის დროს საკვების მიღება არ უნდა მოხდეს. სანდოსტატინის ინექცია რეკომენდებულია კვებათა შორის ინტერვალში ან ძილის წინ. აღნიშნული ამცირებს პრეპარატთან ასოცირებული გასტროინტესტინალური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უეცარი გაჩერება, თავის ტვინის ჰიპოქსია (თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების დარღვევა), ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, უმადობა, ფაღარათი, საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ენერგიის ნაკლებობა, წონის კლება, მუცლის შებერილობა, მოუსვნერობა, ლაქტაციდოზი (რძემჟავას რაოდენობის მომატება ორგანიზმში) ან არითმიები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარტმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოყოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. დოზის გამოტოვება საშიში არ არის, თუმცა, შესაძლოა სიმპტომები ხელახლა განვითარდეს, მკურნალობის ჩვეული რეჟიმით გაგრძელებამდე.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული მოვლენები
სანდოსტატინით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა განაპირობოს მდგომარეობის გაუარესება. სანდოსტატინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში, 2-8C ტემპერატურაზე. პრეპარატი არ უნდა გაიყინოს. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას. გაუხსნელ მდგომარეობაში, სანდოსტატინის ამპულა ინახება 2 კვირის განმავლობაში არაუმტეს 30C ტემპერატურაზე. ვინაიდან სანდოსტატინის ამპულის შემადგენლობაში არ შედის კონსერვანტები, მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. ნებისმიერი ნარჩენი მასალა უნდა იქნეს გადაგდებული. პრეპარატი გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად. დაუშვებელია სანდოსტატინის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე (იგულისხმება მითითებული ვის ბოლო დღე).
სანდოსტატინი არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პრეპარატის და/ან მისი შეფუთვის დაზიანების ნიშნები. არ გამოიყენება პრეპარატი, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
სანდოსტატინი 0.1 მგ/მლ საინექციო/საინფუზიო ხსნარი
სტერილური
შეიყვანება კანქვეშ ან ვენაში (განზავების შემდეგ).
აქტიური ნივთიერებები: ერთი სტერილური ამპულა (1 მლ) შეიცავს 0.1 მგ ოქტრეოტიდის აცეტატს (თავისუფალი პეპტიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: რძის მჟავა, მანიტოლი, ნატრიუმის ბიკარბონატი და საინექციო წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს სანდოსტატინი და რისთვის გამოიყენება ის
რა უნდა იცოდეს პაციენტმა სანდოსტატინის გამოყენებამდე
სანდოსტატინის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სანდოსტატინის შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
რას წარმოადგენს სანდოსტატინი და რისთვის გამოიყენება ის
სანდოსტატინი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ოქტრეოტიდის აცეტატს. პრეპარატი გამოდის მუყაოს კოლოფებში, თითოეულ კოლოფში 5 ცალი 1 მლ-ანი სტერილური ამპულა. ამპულებში არსებული ხსნარი გამჭვირვალე და უფეროა. სანდოსტატინი ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონის – სომატოსტატინისგან წარმოებული სინთეზური ნივთიერებაა, რომელიც თრგუნავს ზოგიერთი ჰორმონის (როგორიცაა ზრდის ჰორმონი) მოქმედებას.
სომატოსტატინთან შედარებით, სანდოსტატინს გააჩნია უფრო ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედება, რაც წარმოადგენს მის უპირატესობას.
სანდოსტატინი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
აკრომეგალიის (დაავადება, როდესაც ორგანიზმში წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით ზრდის ჰორმონი) მკურნალობა;
ჩვეულებრივ, ზრდის ჰორმონი აკონტროლებს ქსოვილების, ორგანოების და ძვლოვანი სტრუქტურების ზრდას. ზრდის ჰორმონის სიჭარბემ შესაძლოა გამოიწვიოს ძვლებისა და სხვადასხვა ქსოვილების ჭარბი ზრდა, განსაკუთრებით ხელების და ფეხების მიდამოში. სანდოსტატინი მნიშვნელოვნად ამცირებს აკრომეგალიის სიმპტომებს, მათ შორის თავის ტკივილს, ჭარბ ოფლიანობას, დაბუჟებას ხელების და ფეხების არეში და სახსრების ტკივილს;
ზოგიერთ გასტროინტესტინალურ სიმსივნესთან (მაგ. კარცინოიდული სიმსივნეები, ვაზოაქტიური ინტესტინალური პოლიპეპტიდის სიმსივნეები (“ვიპომა”), გლუკაგონომა, გასტრინომა, ინსულინომა) ასოცირებული სიმპტომების მკურნალობა;
ზემოთ მოცემული მდგომარეობებისას, კუჭში, ნაწლავებში ან პანკრეასში ჭარბად წარმოიქმნება გარკვეული ჰორმონები და სხვა ასოცირებული ნივთიერებები, რის გამოც, ირღვევა ორგანიზმის ნორმალური ჰორმონალური ბალანსი და ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ალები, ფაღარათი, არტერიული წნევის დაქვეითება, გამონაყარი ან წონის კლება. სანდოსტატინი გამოიყენება აღნიშნული სიმპტომების კონტროლის მიზნით;
სანდოსტატინი გამოიყენება აკრომეგალიის დროს, სისხლში ისეთი ჰორმონების რაოდენობის შესამცირებლად, როგორიცაა ზრდის ჰორმონი და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1 (IGF-1), როდესაც ქრირურგიული და სხივური თერაპია არასაკმარისად ეფექტურია.
სანდოსტატინი არ წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს და არ კურნავს აღნიშნული ტიპის მდგომარეობებს.
სანდოსტატინი ასევე გამოიყენება:
პანკრეასზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის გართულებების პრევენციის მიზნით;
ციროზის მქონე პაციენტებში, რეკურენტული ეზოფაგური ვარიკოზული (ვარიკოზული სისხლძარღვების გაფართოება საყლაპავ მილში) სისხლდენის პრევენციის და გადაუდებელი მკურნალობის მიზნით. სანდოსტატინი გამოიყენება მკურნალობის სპეციფიკურ მოდალობებთან, მაგ. ენდოსკოპიურ სკლეროთერაპიასთან (პროცედურა, როდესაც სისხლდენის შესაჩერებლად, სისხლძარღვის (ჩვეულებრივ, ვენის) ოკლუზიის მიზნით შეჰყავთ გარკვეული პრეპარატები) ერთად;
თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამომყოფი ჰიპოფიზალური ადენომის (სიმსივნე, რომელიც ვითარდება ჰიპოფიზის ჯირკვალში) სამკურნალოდ:
როდესაც ჰორმონების დონე არ უბრუნდება ნორმას ქირურგიის და/ან სხივური თერაპიის შემდგომ;
პაციენტებში, რომლებისთვისაც ქირურგიული ჩარევა უკუნაჩვენებია;
პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სხივური თერაპია, მისი ეფექტის დადგომამდე.
- რა უნდა იცოდეს პაციენტმა სანდოსტატინის გამოყენებამდე
პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ექიმის მითითებები. ისინი შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისგან.
ნატრიუმის შემცველობა:
ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო მაჩვენებელია.
სანდოსტატინი არ გამოიყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ოქტრეოტიდის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სანდოსტატინი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
ზრდის ჰორმონის გამომყოფი ჰიპოფიზალური სიმსივნეების არსებობისას, საჭროა პაციენტის განსაკუთრებული მონიტორინგი, რადგან აღნიშნული სიმსივნეები შესაძლოა გაიზარდონ მასაში და გამოიწვიონ საშიში გართულებები (მაგ. მხედველობის ველის დაკარგვა). სიმსივნის მასაში ზრდასთან ასოცირებული ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, ოქტრეოტიდით მკურნალობის პერიოდში შესაძლოა მიეცეთ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია.
სანდოსტატინით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა განაპირობოს სანაღვლე კენჭების განვითარება. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ მას აქვს ან ოდესმე ჰქონია ნაღველკენჭოვანი დაავადება ან უვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, მუცლის ტკივილი ან სიყვითლე (კანის ან სკლერების მოყვითალო შეფერილობა). მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს ნაღვლის ბუშტის ფუნქცია.
თუ პაციენტს დარღვეული აქვს სისხლში შაქრის შემცველობა (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია). როდესაც სანდოსტატინი ინიშნება გასტროეზოფაგური ვარიკოზებით გამოწვეული სისხლდენის სამკურნალოდ, საჭიროა სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს B12 ვიტამინის დონე თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი.
ოქტრეიტიდმა შესაძლოა შეანელოს გულისცემის სიხშირე და მისმა ძალიან მაღალმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის არითმიები. მკურნალობის პერიოდში ექიმმა შესაძლოა აწარმოოს გულის რიტმის მონიტორინგი.
სანდოსტატინით ხანგრძლივი თერაპიისას, მკურნალმა ექიმაა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს ღვიძლის ფუნქცია.
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა პერიოდულად შეამოწმოს პანკრეასის ფერმენტების დონე.
როდესაც ოქტრეოტიდი ინიშნებოდა ნერვულ სისტემასთან, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და პანკრეასის ჰორმონებთან ასოცირებული სიმსივნეების სამკურნალოდ, იშვიათად, ვითარდებოდა პანკრეასის ეკზოკრინული უკმარისობა (EPI). პანკრეასის ეკზოკრინული უკმარისობის სიმპტომები მოიცავს განავლის გაცხიმოვნებას, ფაღარათს, შებერილობას და წონის კლებას. კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად, აღნიშნული სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს პაციენტის სკრინინგი პანკრეასის ეკზოკრინულ უკმარისობაზე და საჭიროებისამებრ, დანიშნოს სათანადო მკურნალობა.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
უშუალოდ სანდოსტატინის ინექციის დროს საკვების მიღება არ უნდა მოხდეს. სანდოსტატინის ინექცია რეკომენდებულია კვებათა შორის ინტერვალში ან ძილის წინ. აღნიშნული ამცირებს პრეპარატთან ასოცირებული გასტროინტესტინალური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სანდოსტატინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნა ექიმს თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, დაინიშნება თუ არა ორსულობის პერიოდში სანდოსტატინი.
რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, ოქტრეოტიდით მკურნალობის პერიოდში მიეცემათ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდის გამოყენების რეკომენდაცია.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა სანდოსტატინი დედის რძეში. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
სანდოსტატინი არ გამოიყენება თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
სანდოსტატინის გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე უმნიშვნელოა. თუმცა, სანდოსტატინთან ასოცირებულმა ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ, მათ შორის თავის ტკივილმა და დაღლილობამ, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანდოსტატინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული დოზა შეიცავს 1 მმოლ (23 მგ)-ზე ნაკლებ ნატრიუმს, რაც უმნიშვნელო მაჩვენებელია. არ საჭიროებს ნატრიუმთან დაკავშირებით დამატებით გაფრთხილებებს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ჩვეულებრივ, სანდოსტატინით მკურნალობის პერიოდში სხვა მედიკამენტების მიღება გრძელდება უცვლელად. თუმცა, ზოგიერთმა პრეპარატმა (მაგ. ციმეტიდინი, ციკლოსპორინი, ბრომოკრიპტინი, ქინიდინი და ტერფენადინი) შესაძლოა გავლენა იქონიოს სანდოსტატინის მოქმედებაზე.
შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა მოახდინოს ინსულინის დოზის კორექცია.
ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს ან შეცვალოს სანდოსტატინით მკურნალობა თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს თერაპია რადიოაქტიური პრეპარატი - ლუტეციუმის (177Lu) ოქსოდოტრეოტიდით.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის კონტროლისთვის (მაგ. ბეტა ბლოკატორები ან კალციუმის არხის ბლოკერები) ან სითხის და ელექტროლიტური ბალანსის კონტროლისთვის;
ინსულინ ან სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის დროს;
ციკლოსპორინი – პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა და ძვლის ტვინის ტრანსლპლანტაციისას, იმუნურ სისტემასთან ასოცირებული ზოგიერთი თვალის (უვეიტის), თირკმლის (ნეფროზული სინდრომი) ან კანის (ფსორიაზი ან ატოპური დერმატიტი) დაავადების და რევმატოიდული ართრიტის დროს;
ციმეტიდინი – გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დარღვევების, მაგ. პეპტიური წყლულის დროს;
ბრომოკრიპტინი – გამოიყენება პარკინსონის დაავადების და ზოგიერთი ჰორმონალური დარღვევის დროს;
პრეპარატები, რომლებიც გადამუშავდება ღვიძლის მიერ, მაგ. – ანტიალერგიული პრეპარატი ტერფენადინი;
ქინიდინი – გამოიყენება არითმიების დროს.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
- სანდოსტატინის გამოყენების წესი
სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე:
პრეპარატის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ ღებულობს პრეპარატს.
თერაპიული ჩვენებიდან გამომდინარე, სანდოსტატინი შეიყვანება:
კანქვეშა ინექციის ან
ინტრავენური ინფუზიის სახით.
ღვიძლის ციროზის არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს სანდოსტატინის შემანარჩუნებელი დოზა. კანქვეშა ინექცია შესაძლოა განახორციელოს თავად პაციენტმა, ექიმის ან ექთნის ინსტუქციის მიხედვით, თუმცა, ვენაში გადასხმა ყოველთვის უნდა განხორციელდეს სამედიცინო პერსონალის მიერ. პაციენტისთვის საჭირო დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, რაც დამოკიდებულია დაავადების ტიპზე.
კანქვეშა ინექცია:
კანქვეშა ინექციისთვის გამოიყენება მკლავის ზედა ნაწილი, ბარძაყის და მუცლის მიდამო. ლოკალური გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, ყოველი მომდევნო ინექციისთვის უნდა შეირჩეს განსხვავებული მიდამო. პაციენტებს, რომლებიც თავად ახორციელებენ ინექციას, უნდა მიეცეთ დეტალური ინსტრუქცია ექიმის ან ექთნის მიერ.
თუ პრეპარატი ინახება მაცივარში, ინექციამდე რეკომნდებულია მისი დაყოვნება ოთახის ტემპერატურაზე. აღნიშნული ამცირებს ტკივილის რისკს პრეპარატის შეყვანის ადგილას. ამპულის გათბობა შესაძლებელია ხელში, თუმცა არა სხვა გამათბობელი საშუალებებით.
იშვიათად, ინექციის ადგილას ვითარდება ხანმოკლე ტკივილი. მსგავს შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მიდამოს ფრთხილი მასაჟი, რამდენიმე წამის განმავლობაში, ტკივილის შემსუბუქებამდე.
სანდოსტატინის ინექციამდე, საჭიროა ხსნარის ვიზუალური ინსპექცია, მინარევების და ხილული ნაწილაკების აღმოსაჩენად. მსგავსი ტიპის ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ახალი ამპულა.
ინტრავენური ინფუზია:
ინტრავენური ინფუზია ყოველთვის უნდა განხორციელდეს სამედიცინო პერსონალის მიერ. აღნიშნული გზით პრეპარატის შეყვანის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ინსტრუქციის ბოლო სექციაში.
გამოყენების მეთოდი:
გამოყენების ჩვენებიდან გამომდინარე, პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ ან ვენაში (განზავების შემდეგ).
კანქვეშა ინექციის ინსტრუქცია მოცემულია სექციაში - “სწორი გამოყენების ინსტრუქციები და დოზირება/მიღების სიხშირე”, ხოლო ინტრავენური ინფუზიის წესი განმარტებულია ინსტრუქციის ბოლოს – “ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალთათვის”.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბავშვთა ასაკში სანდოსტატინის გამოყენების შესახებ ცნობები ლიმიტირებულია.
გამოყენება ხანში შესული ასაკის პირებში:
არ საჭიროებს განსაკუთრებულ მითითებებს.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა:
თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის უკმარისობა:
ციროზის (ღვიძლის ქრონიკული დაავადება) არსებობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს სანდოსტატინის შემანარჩუნებელი დოზა.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ სანდოსტატინის მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის უეცარი გაჩერება, თავის ტვინის ჰიპოქსია (თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების დარღვევა), ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, უმადობა, ფაღარათი, საერთო სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ენერგიის ნაკლებობა, წონის კლება, მუცლის შებერილობა, მოუსვნერობა, ლაქტაციდოზი (რძემჟავას რაოდენობის მომატება ორგანიზმში) ან არითმიები.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს. შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარტმაცევტს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოყოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. დოზის გამოტოვება საშიში არ არის, თუმცა, შესაძლოა სიმპტომები ხელახლა განვითარდეს, მკურნალობის ჩვეული რეჟიმით გაგრძელებამდე.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული მოვლენები
სანდოსტატინით მკურნალობის შეწყვეტამ შესაძლოა განაპირობოს მდგომარეობის გაუარესება. სანდოსტატინით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, სანდოსტატინმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
სანდოსტატინით მკურნალობის პერიოდში შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე;
ანაფილაქსიური ტიპის ალერგიული რეაქცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეშუპება ან დაბუჟების შეგრძნება, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა და გულისწასვლა.
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
კენჭები სანაღვლე გზებში, რაც იწვევს წელის უეცარ ტკივილს;
სისხლში შაქრის მომატებული შემცველობა.
ხშირი:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), რაც იწვევს გულისცემის სიხშირის ცვლილებებს, მადის ან წონის ცვლილებას. სხვა ასოცირებული სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, სიცივის შეგრძნებას ან კისრის წინა ნაწილის შესიებას;
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები (მაგ. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები);
ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი); სიმპტომები მოიცავს ტკივილს მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში, ცხელებას, გულისრევას და სიყვითლეს (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა);
ბილიარული ნალექი;
შაქრის რაოდენობის დაქვეითება სისხლში;
გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება;
გულისცემის შენელება.
ნაკლებად ხშირი:
წყურვილის შეგრძნების გაძლიერება, შარდის გამოყოფის დაქვეითება, შარდის მუქი შეფერილობა და კანის სიწითლე;
გილისცემის აჩქარება;
სხვა საშიში გვერდითი მოვლენები:
ალერგიულური რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე;
ალერგიული რეაქცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, შეშუპება ან დაბუჟების შეგრძნება (ანაფილაქსია);
პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). სიმპტომები მოიცავს უეცარ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევას, ღებინებას და ფაღარათს.
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი). სიმპტომები მოიცავს სიყვითლეს (კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა), გულისრევას, ღებინებას, მადის დაკარგვას, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას, ქავილს და შარდის ღია შეფერილობას.
არარეგულარული გულისცემა.
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს მიდრეკილება სისხლდენების და სისხლჩაქცევებისადმი.
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
სხვა გვერდითი მოვლენები:
მათი განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:
ძალიან ხშირი:
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი;
გულისრევა;
ყაბზობა;
მეტეორიზმი;
თავის ტკივილი;
ადგილობრივი რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას.
ხშირი:
დისკომფორტის შეგრძნება კუჭში, ჭამის შემდეგ (დისპეფსია);
ღებინება;
მუცლის შებერილობა;
განავალის გაცხიმოვნება;
კუჭის მოქმედების სიხშირის ცვლილებები;
განავლის ფერის ცვლილება;
თავბრუსხვევა;
უმადობა;
ქრონიკული დაღლილობა (ასთენია);
ღვიძლის ფუნქციური სინჯების პარამეტრების ცვლილებები;
ტრანსამინაზების რაოდენობის მომატება (ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება);
ქავილი;
გამონაყარი;
ჰიპერბილირუბინემია;
თმის ცვენა;
ქოშინი;
საერთო სისუსტე.
ზემოთ მოცემული წარმოადგენს სანდოსტატინის მსუბუქი ხასითის გვერდით მოვლენებს.
პოსტ-მარკეტინგული პერიოდი:
შემდეგი გვერდითი მოვლენები შეტყობინებულ იქნა პრეპარატის პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში. ამრიგად, მათი სიხშირის და გამომწვევი ფაქტორის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება შესაძლოა ვერ მოხერხდეს:
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში (უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედებაში);
ძლიერი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), სხვა ალერგიული/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
არარეგულარული გულისცემა;
პანკრეატიტი, მწვავე სიყვითლე ქოლესტაზის გარეშე, ქოლესტაზთან ასოცირებული სიყვითლე, ქოლესტაზი (ნაღველის მოძრაობის დაქვეითება), სიყვითლე;
ურტიკარია (კანის სიწითლე და ქავილი);
ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის რაოდენობის მომატება (ტუტე ფოსფატაზას, გამა გლუტამილტრანსფერაზას).
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათად, კანქვეშ ინექციის ადგილას ვითარდება ხანმოკლე ტკივილი. მსგავს შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მიდამოს ფრთხილი მასაჟი, რამდენიმე წამის განმავლობაში, ტკივილის შემსუბუქებამდე.
უშუალოდ სანდოსტატინის ინექციის დროს საკვების მიღება არ უნდა მოხდეს. სანდოსტატინის ინექცია რეკომენდებულია კვებათა შორის ინტერვალში ან ძილის წინ. აღნიშნული ამცირებს პრეპარატთან ასოცირებული გასტროინტესტინალური გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (TÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე - www.titck.gov.tr არსებულ “Reporting Drug Side Effects” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე - 0 800 314 00 08.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
- სანდოსტატინის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში, 2-8C ტემპერატურაზე. პრეპარატი არ უნდა გაიყინოს. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას. გაუხსნელ მდგომარეობაში, სანდოსტატინის ამპულა ინახება 2 კვირის განმავლობაში არაუმტეს 30C ტემპერატურაზე. ვინაიდან სანდოსტატინის ამპულის შემადგენლობაში არ შედის კონსერვანტები, მისი გამოყენება უნდა მოხდეს გახსნისთანავე. ნებისმიერი ნარჩენი მასალა უნდა იქნეს გადაგდებული. პრეპარატი გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად. დაუშვებელია სანდოსტატინის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე (იგულისხმება მითითებული ვის ბოლო დღე).
სანდოსტატინი არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პრეპარატის და/ან მისი შეფუთვის დაზიანების ნიშნები. არ გამოიყენება პრეპარატი, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic. A.Ş.
Kavacık/Beykoz/İstanbul
ნოვარტის საგლიკ, გიდა იე ტარიმ ურუნლერი სან. იე ტიკ. ა.ს.
კავაციკ/ბეიკოზი/სტამბული
წარმოების ადგილი:
Novartis Pharma Stein AG
Schauffhauserstrasse, CH-4332, Stein, İsviçre
ნოვარტის ფარმა სტეინ აგ
შაუფჰაუსერშტრასე, შტაინი, შვეიცარია
ინსტურქციის დამტკიცების თარიღი: 22/09/2021
შემდგომი ინფორმაცია ეხება პრეპარატის შეყვანის წესს და განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალთათვის:
ინტრავენური ინფუზია:
პრეპარატი არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა ამპულის შიგთავსის ცვლილებები. ინტრავენურ ინფუზიამდე, პრეპარატი უნდა განზავდეს. სანდოსტატინი (ოქტრეოტიდის აცეტატი) ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5%-ან დექსტროზას სტერილურ ხსნარში. თუმცა, ვინაიდან სანდოსტატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს გლუკოზის ჰომეოსტაზზე, განსაზავებლად უპირატესობა ენიჭება ფიზიოლოგიურ ხსნარს. განზავებული ხსნარი ფიზიკურ და ქიმიურ მდგრადობას ინარჩუნებს 24 სთ-ის განმავლობაში, < 25C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს განზავებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენახვის პირობებსა და შენახვის ვადაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
ინტრავენური ინფუზიისთვის, 0.5 მგ ამპულის შიგთავსი უნდა განზავდეს 60 მლ სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ხოლო მიღებული ხსნარი უნდა გადაისხას საინფუზიო სისტემის გამოყენებით. აღნიშნული პროცედურა უნდა განმეორდეს დადგენილი სიხშირით, მკურნალობის დანიშნული პერიოდის ამოწურვამდე.
სანდოსტატინის დოზა დამოკიდებულია მისი გამოყენების ჩვენებაზე.
აკრომეგალია:
მკურნალობა იწყება კანქვეშა ინექციის სახით, 0.05-დან 0.1 მგ-მდე 8 ან 12 სთ-ში ერთხელ. დოზის კორექცია დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობასა და ასოცირებულ არასასურველ სიმპტომებზე (მაგ. დაღლილობა, ოფლიანობა, თავის ტკივილი). უმეტეს შემთხვევაში, ოპტიმალურ დოზას შეადგენს 0.1 მგ 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზაა 1.5 მგ. დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება.
გასტროინტესტინალური სიმსივნეები:
ჩვეულებრივ, მკურნალობა იწყება კანქვეშა ინექციის სახით, 0.05 მგ ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. თერაპიული შედეგის და პრეპარატისადმი შეგუებადობის გათვალისწინებით, შესაძლებელია დოზის ეტაპობრივი ზრდა, 0.1 მგ-დან 0.2 მგ-მდე, 3-ჯერ დღეში. კარცინოიდული სიმსივნეების დროს, თუ მკურნალობა უშედეგოა 3 კვირიანი მაქსიმალური შეგუებადი დოზირების მიუხედავად, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
პანკრეასზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის გართულებები:
- 1 მგ კანქვეშა ინექციის სახით, 3-ჯერ დღეში, შვიდი თანმიმდევრული დღის განმავლობაში. პირველი ინექცია უნდა მოხდეს ოპერაციამდე არაუმცირეს 1 საათით ადრე.
სისხლმდენი ეზოფაგალური ვარიკოზები (გაფართოებული სისხლძარღვები საყლაპავ მილში):
რეკომენდებულია მუდმივი ინტრავენური ინფუზია, 25 მკგ/სთ სიჩქარით, 5 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.
თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) გამომყოფი ჰიპოფიზალური ადენომა:
ყველაზე ხშირად გამოყენებულ ეფექტურ დოზას შეადგენს 100 მკგ, კანქვეშ, 3-ჯერ დღეში. აღნიშნული დოზის კორექცია შესაძლებელია პრეპარატზე თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) და თირეოიდული ჰორმონების რეაგირების ხარისხის მიხედვით. ეფექტურობის დასადგენად საჭიროა მკურნალობის გაგრძელება არაუმცირეს 5 დღის განმავლობაში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.