სანდოსტატინ ლარი
SANDOSTATIN LAR
სანდოსტატინ ლარი, უფერო შუშის ფლაკონში მოთავსებულია თეთრი-მოყვითალო შეფერილობის მშრალი აქტიური ნივთიერება. სანდოსტატინ ლარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 30 მგ ოქტრეოტიდს (33.6 მგ ოქტრეოტიდის აცეტატი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქტრეოტიდი (octreotide)
- ფორმა და შეფუთვა
- 30 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად №1
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და მისი ანალოგები, სომატოსტატინი და მისი ანალოგები
- ATC კოდი
- H01CB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0039
- რეგისტრირებულია
- 23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
სანდოსტატინ ლარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სანდოსტატინ ლარი, უფერო შუშის ფლაკონში მოთავსებულია თეთრი-მოყვითალო შეფერილობის მშრალი აქტიური ნივთიერება.
სანდოსტატინ ლარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 30 მგ ოქტრეოტიდს (33.6 მგ ოქტრეოტიდის აცეტატი).
სანდოსტატინ ლარის შეფუთვა წარმოდგენილია ნაკრების სახით, რომელიც შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 30 მგ ოქტრეოტიდს;
წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც შეიცავს 2 მლ სითხეს ფხვნილის გასახსნელად;
გადამყვანი, რომელიც გამოიყენება წინასწარ შევსებული შპრიციდან ფლაკონში სითხის ნემსის გარეშე გადასაყვანად;
ნემსი უსაფრთხო ინექციისთვის [40 მმ (1.5 ინჩი), ზომა 19]
გამოყენებამდე საჭიროა აქტიური ნივთიერების შერევა შეფუთვაში მოთავსებული შპრიცის შიგთავსთან (ხსნარის მომზადება). ხსნარი შეიცავს ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, მანიტოლს, პოლოქსამერ 188-ს და სტერილურ წყალს.
სანდოსტატინ ლარი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების დეპონირებად ინექციას.
სანდოსტატინ ლარი წარმოადგენს სომატოსტატინისგან მიღებულ სინთეზურ ნაერთს. ნორმაში, სომატოსტატინი წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, სადაც თრგუნავს გარკვეული ჰორმონების, კერძოდ, ზრდის ჰორმონის ეფექტებს. სომატოსტატინთან შედარებით, სანდოსტატინ ლარის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ახასიათებს უფრო მაღალი ეფექტურობა და ხანგრძლივი მოქმედება.
სანდოსტატინ ლარი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ:
ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნის შედეგად სახის, ზედა და ქვედა კიდურების პათოლოგიური ზრდის (აკრომეგალია) სამკურნალოდ;
აკრომეგალია წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმში ჭარბად წარმოიქმნება ზრდის ჰორმონი. ნორმაში, ზრდის ჰორმონი აკონტროლებს ქსოვილების, ორგანოების და ძვლების განვითარებას. ზრდის ჰორმონის ჭარბად წარმოქმნა იწვევს ძვლების და ქსოვილების, განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურების ზომის მატებას. სანდოსტატინ ლარი მნიშვნელოვნად ამცირებს აკრომეგალიის სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა, ზედა და ქვედა კიდურების დაბუჟება, სისუსტე და სახსრების ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში, ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა იწვევს ჰიპოფიზის გადიდებას (ჰიპოფიზის ადენომა); სანდოსტატინ ლარით მკურნალობა ამცირებს ადენომის ზომას.
სანდოსტატინ ლარი გამოიყენება აკრომეგალიის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც სანდოსტატინის სხვა ფორმის ყოველდღიური კანქვეშა ინექცია იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგებს; სანდოსტატინ ლარით მკურნალობის გაგრძელებისას მცირდება ინექციების სიხშირე.
აკრომეგალიის მკურნალობის სხვა მეთოდების (ქირურგიული ან სხივური თერაპია) გამოყენება შეუძლებელია ან არ არის ეფექტური;
სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდის დროს მკურნალობის სრული ეფექტის მიღწევამდე.
იგი გამოიყენება კუჭის, ნაწლავების და კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ცალკეული ჰორმონების და სხვა ნივთიერებების ჭარბად წარმოქმნასთან ასოცირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად
კუჭის, ნაწლავების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ზოგიერთი იშვიათი დაავადება (მაგ. კარცინოიდული სიმსივნეები, VIP-ომები, გლუკაგონომები, გასტრინომები, ინსულინომები, GRF-ომები) წივევს ცალკეული ჰორმონების და სხვა მათთან დაკავშირებული ბუნებრივი ნივთიერებების ჰიპერპროდუქციას. აღნიშნული განაპირობებს ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონული ბალანსის რღვევას, რაც იწვევს ისეთ მრავალფეროვან სიმპტომებს, როგორიცაა წამოხურება, ფაღარათი, დაბალი არტერიული წნევა, გამონაყარი და წონის კლება. სანდოსტატინ ლარი ხელს უწყობს აღნიშნული სიმპტომების მართვას. პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც სანდოსტატინის ყოველდღიურ ინექციაზე ჰქონდათ დადებითი შედეგი.
ნაწლავებში (მაგ. ჭიაყელა დანამატში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში) ლოკალიზებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სამკურნალოდ; ნეიროენდოკრინული სიმსივნეები წარმოადგენენ სიმსივნეების იშვიათ სახეობას, რომლებიც შეიძლება შეგვხვდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. სანდოსტატინ ლარი ასევე გამოიყენება აღნიშნული სიმსივნეების ზრდის მართვისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მდებარეობენ ნაწლავში.
გამოიყენება ჰიპოფიზის სიმსივნეების სამკურნალოდ, რომლებიც ახდენენ თირეოტროპული ჰორმონის ჭარბად წარმოქმნას (TSH).
თირეოტროპული ჰორმონის (TSH) ჭარბად წარმოქმნა იწვევს ჰიპერთირეოზს (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტიურობის გამო). სანდოსტატინ ლარი გამოიყენება ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის წარმომქმნელი ადენომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ:
როდესაც მკურნაობის სხვა მეთოდები (ქირურგიული ან სხივური მკურნალობა) შეუსაბამო ან არაეფექტურია;

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა სანდოსტატინ ლარის გამოყენებამდე?
საჭიროა ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების სიფრთხილით დაცვა, რადგან ის შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისგან.
სანდოსტატინ ლარი არ მიიღება შემდეგ შემთხვეებში,
თუ:
პაციენტი არის ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ოქტრეოტიდის ან სანდოსტატინ ლარის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პაციენტმა, რომელიც თვლის, რომ ალერგიულია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
სანდოსტატინ ლარი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
თუ:
სანდოსტატინ ლარით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირება, შესაბამისად, პაციენტმა, რომელსაც აქვს ან წარსულში ჰქონდა კენჭები ნაღვლის ბუშტში, ან აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, მუცლის ტკივილი ან კანის და სკლერების სიყვითლე, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ნაღვლის ბუშტის პერიოდულად შემოწმება.
პაციენტმა მკურნალ ექიმს უნდა შეატყობინოს შაქრიანი დიაბეტის არსებობის შესახებ, ვინაიდან სანდოსტატინ ლარი გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონეზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ვიტამინ B12-ის დონის პერიოდული კონტროლი.
სანდოსტატინ ლარით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს თიროიდული ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ღვიძლის ფუნქციის პერიოდული შემოწმება.
პაიენტმა, რომელსაც ზემოთ აღნიშნული რომელიმე გაფრთხილება ეხება/წარსულში ეხებოდა, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
სანდოსტატინ ლარის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ზოგიერთ პაციენტში ოქტრეოტიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საკვებით მიღებული ცხიმების შეწოვა.
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ; ინსტრუქციის მომდევნო გვერდებზე წარმოდგენილია პრეპარატის შეყვანის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის.
მიღების წესი:
სანდოსტატინი ლარი ყოველთვის შეიყვანება დუნდულა კუნთში. პრაქტიკაში რეკომენდებულია ინექციის დროს მარჯვენა და მარცხენა თეძოების მონაცვლეობა. სანდოსტატინ ლარის კუნთშიდა შეყვანის შესახებ დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ანოტაციის ბოლოს, სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის განკუთვნილ ინფორმაციაში.
სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები:
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში: ბავშვთა ასაკში სანდოსტატინ ლარის გამოყენების შესახებ გამოცდილება მწირია.
გამოყენება ხანდაზმულებში: არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში სანდოსტატინი ლარის გამოყენების შესახებ.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა და ესაჭიროებათ დიალიზი, საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ 4 კვირაში. თირკმლის დარღვეული ფუნქციის დროს სანდოსტატინ ლარის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის დროს ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სანდოსტატინის დოზის კორეგირება. კლინიკურმა კვლევამ, რომლის დროსაც პაციენტებს სანდოსტატინი ეძლეოდათ კუნთშიდა ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის გზით, გამოავლინა, რომ ციროზის მქონე პაციენტებში სანდოსტატინის ელიმინაცია მცირდება. აღნიშნული არ გამოვლენილა ღვიძლის გაცხიმოვნების მქონე პაციენტებში. ცალკეულ შემთხვევებში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თვლის, რომ სანდოსტატინ ლარის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
სანდოსტატინ ლარის დასაშვებზე მეტი დოზის მიღებისას
დასაშვებზე მეტი რაოდენობით სანდოსტატინ ლარის გამოყენებისას სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების დროს დაფიქსირებულ იქნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახეზე წამოხურება, გახშირებული შარდვა, სისუსტე, გუნება-განწყობის დაქვეითება (დეპრესია), შფოთვა და კონცენტრაციის დაქვეითება.
პაციენტმა, რომელიც შემთხვევით მიიღებს სანდოსტატინ ლარის დასაშვებზე მეტ დოზას, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
პაციენტმა, რომელიც მიიღებს სანდოსტატინ ლარის დასაშვებზე მეტ დოზას, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
სანდოსტატინ ლარის დოზის გამოტოვებისას
ინექციის გამოტოვების შემთხვევაში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, შემდეგ კი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნულებისამებრ.
პრეპარატის რამდენიმე დღის დაგვიანებით მიღება არ გამოიწვევს ზიანს, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების კვლავ გამოვლენა მკურნალობის ჩვეულებრივი სქემით განახლებამდე.
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის შეწყვეტის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება. დაუშვებელია სანდოსტატინ ლარით მკურნალობის შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
უკუჩვენებები
ის უკუნაჩვენებია პაციენტებში ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე ოქტრეოტიდის (იხ. ნაწილი 6.1) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ძალზე მნიშვნელოვანია განზავების პროცესის დაწყება მას შემდეგ, რაც საინექციო ნაკრები გათბება ოთახის ტემპერატურამდე.
საინექციო ნაკრები განზავებამდე უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთის და არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საინექციო ნაკრების მაცივარში განმეორებით შენახვა.
- ეტაპი
ამოიღეთ პლასტმასის თავსახური ფლაკონიდან და გაწმინდეთ ფლაკონის რეზინის საცობი სპირტიანი ტამპონით.
ამოიღეთ თავსახური ფლაკონის ადაპტერის შეფუთვიდან; მაგრამ არ ამოიღოთ ფლაკონის ადაპტერი მისი შეფუთვიდან.
ფლაკონის ადაპტერის შეფუთვაზე დაჭერით, მოათავსეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის თავზე, დააჭირეთ, სანამ არ გაიგებთ დაწკაპუნების ხმას, რაც დაადასტურებს, რომ თქვენ სწორად განათავსეთ ადაპტერი.
მოხსენით ფლაკონის ადაპტერის თავსახური ვერტიკალური მიმართულებით.
4495800
- ეტაპი
მოხსენით გამხსნელით შევსებულ შპრიცს თავსახური და მიამაგრეთ შპრიცი ფლაკონის ადაპტერს.
ნელა დააჭირეთ დგუშს ქვემოთ, რათა მთელი გამხსნელი ხსნარი გადაიტანოთ ფლაკონში.
- ეტაპი
გაფრთხილება: ძალიან მნიშვნელოვანია ფლაკონის დატოვება 5 წუთის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ გამხსნელი ხსნარი სრულად გააჯერებს ფხვნილს.
შენიშვნა: ნორმალურია, რომ დგუშის ღერო ოდნავ ზევით მოძრაობდეს, რადგან ფლაკონში ჭარბი წნევაა.
ამ ეტაპზე მოამზადეთ პაციენტი ინექციისთვის.
- ეტაპი
გაჯერების შემდეგ დარწმუნდით, რომ დააჭირეთ შპრიცის დგუშს ბოლომდე.
გაფრთხილება: დგუშიდან ხელის აუღებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი ზომიერი სიმძლავრით მინიმუმ 30 წამის განმავლობაში ჰორიზონტალური მიმართულებით ისე, რომ ფხვნილი მთლიანად გაიხსნას გამხსნელ ხსნარში (ერთგვაროვანი რძისფერი სუსპენზიის მიღებამდე).
თუ ფხვნილი მთლიანად არ არის გახსნილი, გააგრძელეთ ფლაკონის შენჯღრევა ზომიერი სიძლიერით დამატებით 30 წამის განმავლობაში.
- ეტაპი
გადააბრუნეთ შპრიცი და ფლაკონი, ნელა ამოწიეთ დგუში და ამოიღეთ ფლაკონის მთელი შიგთავსი შპრიცში.
მოხსენით შპრიცი ფლაკონის ადაპტერიდან.
- ეტაპი
მიამაგრეთ ნემსი უსაფრთხო ინექციისთვის შპრიცზე;
თუ ხსნარის დაუოვნებლი შეყვანა ვერ ხერხდება, ნაზად შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა უზრუნველყოთ ერთგვაროვანი რძისფერი სუსპენზიის წარმოქმნა.
გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
მოხსენით დამცავი თავსახური ნემსიდან.
ნაზად შეეხეთ შპრიცს, რათა მოაცილოთ ხილული ჰაერის ბუშტები და გაასუფთავეთ შპრიცი ბუშტუკებისგან.
სასწრაფოდ გადადით მე-8 ეტაპზე, რაც გულისხმობს პრეპარატის შეყვანას პაციენტისთვის. ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტატის გაჩენა.
- ეტაპი
სანდოსტატინი ლარი განკუთვნილია მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციისთვის; დაუშვებელია მისი შეყვანა ინტრავენურად;
შეიყვანეთ ნემსი მთლიანად მარცხენა ან მარჯვენა დუნდულა კუნთში, კანის მიმართ 90°C კუთხით.
ნელა ამოწიეთ დგუში, რათა დარწმუნდეთ, რომ სისხლძარღვის პუნქცია არ მომხდარა (საჭიროა რეპოზიცია, თუ სისხლძარღვში პუნქცია მოხდა).
ნელა დააჭირეთ დგუშს, სანამ შპრიცი არ დაცარიელდება. ამოიღეთ ნემსი ინექციის ადგილიდან და დააფარეთ დამცავი თავსახური (როგორც ნაჩვენებია მე-9 ნაბიჯში).
- ეტაპი
მოათავსეთ დამცავი თავსახური ნემსზე ნაჩვენები ორი მეთოდიდან ერთის გამოყენებით:
- დააჭირე დამცავი თავსახურის ნაწილს მყარ ზედაპირზე (ნახ. A)
- ან თითით მიაწექით საკინძს წინ (ნახ. B) „დაწკაპუნება“ დაადასტურებს, რომ სწორად პროცედურა სწორად შეასრულეთ.
შპრიცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ (ბასრი ნივთების კონტეინერში).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის დროს პაციენტმა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება ჩვეულებრივ უნდა განაგრძოს. თუმცა დადგენილია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ურთიერთქმედებენ სანდოსტატინ ლართან.
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:
ციმეტიდინი, რომელიც გამოიყენება კუჭის დაავადებების, მაგალითად კუჭის წყლულის დროს.
ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, იმუნური სისტემით განპირობებული თვალის (უვეიტი), თირკმლის (ნეფროზული სინდრომი), კანის დაავადებების (ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი) და რევმატოიდული ართრიტის დროს.
ბრომოკრიპტინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების და ზოგიერთი ჰორმონული დარღვევის დროს;
ქინიდინი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს;
მედიკამენტები, რომელთა მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში, კერძოდ: კარბამაზეპინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (ეპიზოდური გულყრები), დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს გულის რითმის დარღვევა, ვარფარინი, რომელიც გამოიყენება თრომბით სისხლძარღვთა ოკლუზიის პრევენციისთვის და ტერფენადინი, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს შესაძლოა ექიმმა დაუკორექტიროს ინსულინის დოზა.
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს არტერიული წნევის სამკურნალო ან სითხის და ელექტროლიტების ბალანსზე მოქმედი (ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის არხების ბლოკერები) სხვა საშუალებების მიღების შესახებ. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა ურეცეპტო ან რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სანდოსტატინ ლარის მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია, თუ არ არსებობს მისი გამოყენების აბსოლუტური საჭიროება.
პაციენტმა, რომელიც არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი და ეფექტური საშუალება.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

უცნობია, გადადის თუ არა სანდოსტატინ ლარი დედის რძეში.
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ბავშვის ძუძუთი კვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ინფორმაცია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე სანდოსტატინ ლარის გავლენის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა თავის ტკივილი და სისუსტე, შეიძლება გავლენა იქონიონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანდოსტატინ ლარის ინგრედიენტების შესახებ
პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ); შეიძლება ითქას, რომ “არ შეიცავს ნატრიუმს”.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, სანდოსტატინ ლარის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სანდოსტატინ ლარის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივი მიმართვა მკურნალ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში:
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია), მათ შორის გამონაყარი კანზე;
ანაფილაქსია, ალერგიული რეაქციის ტიპი, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას ან ცნობიერების დაკარგვას, თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება და დაბუჟება.
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ზედა არეში უეცარი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
კანის და სკლერების სიყვითლე, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, საერთო სისუსტე, ქავილი, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ღია ფერის შარდით.
გულის არარეგულარული რითმი;
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენების ან სისხლჩაქცევების განვითარების რისკი.
ყველა ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას.
რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს, რომ აპციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა სანდოსტატინ ლარის მიმართ. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების კლასიფიკაცია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს:
ძალიან ხშირი:
კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, რაც ხასიათდება უეცარი ტკივილით;
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება;
ხშირი:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), რაც იწვევს გულისცემის სიხშირის, მადის ან წონის შეცვლას; სისუტე, შემცივნება ან შეშუპება კისრის წინა ზედაპირზე;
ცვლილებები თიროიდული ფუნქციის განმსაზღვრელი ტესტების შედეგებში;
ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი); ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ცხელება, გულისრევა, კანის და სკლერების სიყვითლე;
სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრად დაქვეითება;
გლუკოზისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
გულისცემის შენელება.
არახშირი:
წყურვილის შეგრძნება, შარდის გამოყოფის შემცირება, მუქი ფერის შარდი, მშრალი, წითელი კანი;
გულისცემის გახშირება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოლენებს. პაციენტს შეიძლება დაჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
ძალიან ხშირი:
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი;
გულისრევა;
ყაბზობა;
ნაწლავებში აირების ჭარბად წარმოქმნა;
თავის ტკივილი;
ინექციის ადგილის მტკივნეულობა;
ხშირი:
მუცლის არეში დისკომფორტის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ (მოუნელებლობა);
ღებინება;
კუჭის სისავსის შეგრძნება;
ცხიმიანი განავალი;
თხელი კონსისტენციის განავალი;
თავბრუსხვევა;
მადის დაქვეითება;
ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში ცვლილებები ან მაჩვენებლების მატება;
თმის ცვენა;
ქოშინი;
სისუსტე.
ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს სანდოსტატინ ლარის მსუბუქ გვერდით მოვლენას.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
სანდოსტატინ ლარის შენახვის წესები.
სანდოსტატინ ლარი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა. ფლაკონი ინახება კოლოფში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინექციის დღეს შესაძლებელია სანდოსტატინ ლარის შენახვა ოთახის, 25°C-მდე ტემპერატურაზე. სუსპენზია უნდა მომზადდეს უშუალოდ ინტრამუსკულარ ინექციამდე. დაუშვებელია განზავებული ხსნარის შენახვა. მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
სანდოსტატინ ლარი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის და/ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, დაუშვებელია სანდოსტატინ ლარის გამოყენება.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic. A.Ş.
Kavacık/Beykoz/İstanbul
ნოვარტის საღლიკ, გიდა ვე ტარიმ ურუნლერი სან. ვე ტიჯ. ა.შ.,
კავაჯიკ/ბეიქოზ/სტამბოლი
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა სანდოსტატინი ლარის შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შეზღუდული რაოდენობა. დოზები მერყეობს 100 მგ-დან 163 მგ-მდე სანდოსტატინი ლარი თვეში. ერთადერთი მოხსენებული გვერდითი ეფექტი არის ცხელი ციმციმები.
სანდოსტატინი ლარის დოზები 60 მგ-მდე ყოველთვიურად და 90 მგ ყოველ 2 კვირაში აღწერილია კიბოს პაციენტებში. ზოგადად დოზები კარგად გადაიტანა, მაგრამ დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ხშირი შარდვა, დაღლილობა, დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის ნაკლებობა.
დოზის გადაჭარბებისას საჭიროა სიმპტომატური მკურნალობა.
შემადგენლობა
ფლაკონი, რომელიც შეიცავს სანდოსტატინი ლარი ფხვნილს
b ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი (2 მლ), რომელიც შეიცავს მატარებელ ხსნარს მზა პროდუქტის შესაჩერებლად
c გამოიყენეთ ფლაკონის ადაპტერი მზა პროდუქტის შესაჩერებლად მოსამზადებლად.
d ერთი 19G x 1.5" უსაფრთხოების საინექციო ნემსი
ყურადღებით მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს, რათა უზრუნველყოთ სანდოსტატინი ლარის სათანადო მომზადება ღრმა ინტრაგლუტალურ (ინტრამუსკულარულ) ინექციამდე.
სანდოსტატინი ლარის რეკონსტრუქციაში არის 3 კრიტიკული ნაბიჯი. აღნიშნულის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის არასათანადო მიღება.
- საინექციო ნაკრები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ამოიღეთ საინექციო ნაკრები მაცივრიდან და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთით, სანამ შედგენთ; მაგრამ არ აღემატებოდეს 24 საათს.
- გადამზიდავი ხსნარის დამატების შემდეგ, დატოვეთ ფლაკონი მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში, რათა უზრუნველყოთ ფხვნილის სრულად გაჯერება.
- სატურაციის მიღწევის შემდეგ შეანჯღრიეთ ფლაკონი ჰორიზონტალური მიმართულებით მინიმუმ 30 წამის განმავლობაში საშუალო სიძლიერით, სანამ ერთგვაროვანი სუსპენზია არ წარმოიქმნება. სანდოსტატინი ლარი სუსპენზია უნდა მომზადდეს შეყვანის წინ.
სანდოსტატინი ლარი უნდა დაინიშნოს მხოლოდ გაწვრთნილი ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
ნაბიჯი
გამოიღეთ სანდოსტატინი ლარი საინექციო ნაკრები მაცივრიდან.
შენახვის პირობები
36 თვე
მისი შენახვა არ შეიძლება განზავების შემდეგ, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
- 4. განსაკუთრებული პირობები
ინახება 2-8°C ტემპერატურაზე მაცივარში. არ გაყინოთ.
შეინახეთ ფლაკონი კოლოფში სინათლისგან დასაცავად.
სანდოსტატინი ლარი შეიძლება დარჩეს ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბლა ინექციის დღეს. თუმცა, სუსპენზია უნდა მომზადდეს ინტრამუსკულარული ინექციის წინ.
- 5. კონტეინერის ბუნება და შემცველობა
მიკროსფეროები მოთავსებულია 6 მლ შუშის ფლაკონში ფტორელასტომერით დაფარული რეზინის საცობით და დალუქულია მუქი ლურჯი ალუმინის თავსახურით.
გადამზიდავი ხსნარი შეფუთულია წინასწარ შევსებულ მინის შპრიცში, რომელიც დახურულია ორი რეზინის საცობით (წინა და დგუშის საცობით).
ფლაკონის ადაპტერი.
უსაფრთხოების საინექციო ნემსი [40 მმ (1,5 ინჩი), 19 დიამეტრი].
- 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა მოპყრობის წესები
ინფორმაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ
პროდუქტის გამოყენების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4.2.
სანდოსტატინი ლარი I.M. ინსტრუქციის სახელმძღვანელო
მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციისთვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიპოთალამუსის ჰორმონი, სომატოსტატინი და ანალოგები
ათქ კოდი: H01CB02.
ოქტრეოტიდი, ჩვეულებრივი სომატოსტატინი, კარგად არის ცნობილი თავისი ფარმაკოლოგიური ეფექტებით, მაგრამ სინთეზური ოქტაპეპტიდისგან მხოლოდ შორია. პათოლოგიური არტერიული (GH) და კუჭ-ნაწლავის პანკრეასის (GEP) ენდოკრინული სისტემა თრგუნავს სეროტონინის და პეპტიდების ექსკრეციას.
ცხოველებში, ოქტრეოტიდი, სომატოსტატინი, კიდევ უფრო დაბალი GH, გლუკაგონის და ინსულინის ნერწყვის ინჰიბიცია და GH და გლუკაგონის დათრგუნვა მაღალ კონცენტრაციებში მნიშვნელოვნად მაღალია.
ჯანმრთელ ადამიანებში ოქტრეოტიდი, ისევე როგორც სომატოსტატინი, აფერხებს შემდეგ ეფექტებს:
- არგინინი ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის სეკრეციას, რომელიც სტიმულირდება ძალისხმევით და ინსულინით გამოწვეული ჰიპოგლიკემიით.
- კვების შემდგომი ინსულინი, გლუკაგონი, გასტრინი და სხვა პეპტიდები გასტრო-ენტერო-პანკრეასის (GEP) სისტემაში
სეკრეცია: არგინინით სტიმულირებული ინსულინის და გლუკაგონის სეკრეცია
- ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) სეკრეცია სტიმულირდება თირეოტროპინის გამომყოფი ფაქტორის (TRH) ეფექტით
სომატოსტატინისაგან განსხვავებით, ოქტრეოტიდი აინჰიბირებს ზრდის ჰორმონს და არა ინსულინს და ოქტრეოტიდის გამოყენებას არ მოჰყვება ჰორმონების გამომუშავება (მაგ. ზრდის ჰორმონი აკრომეგალიის დროს). აკრომეგალიის შემთხვევაში, სანდოსტატინი ლარი(გალენური ოქტრეოტიდის ფორმულირება, რომელიც შესაფერისია ყოველ 4 კვირაში გამოსაყენებლად) უზრუნველყოფს სტაბილურ და თერაპიულ ოქტრეოტიდის კონცენტრაციას შრატში, ამცირებს ზრდის ჰორმონის დონეს და ახდენს IGF 1-ის შრატში კონცენტრაციის ნორმალიზებას პაციენტების დიდ უმრავლესობაში. სანდოსტატინი ლარი ხსნის აკრომეგალიის კლინიკურ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ოფლიანობა, პარესთეზია, დაღლილობა, ძვლების ტკივილი და კარპალური გვირაბის სინდრომი თითქმის ყველა პაციენტში.
შესამჩნევად ამცირებს. ადრე არანამკურნალევ პაციენტებში აკრომეგალიით ზრდის ჰორმონის სეკრეტორული ჰიპოფიზის ადენომით, სანდოსტატინი ლარი-ი ამცირებს სიმსივნის მოცულობას >20%-ით პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილში (50%).
ცნობილია, რომ სანდოსტატინი ლარიიწვევს სიმსივნის შემცირებას ზრდის ჰორმონის სეკრეციის მქონე პაციენტებში (ქირურგიულ მკურნალობამდე). თუმცა ქირურგიული მკურნალობა არ უნდა გადაიდოს.
გასტრო-ენტერო-პანკრეასის ენდოკრინულ სისტემაში ფუნქციური სიმსივნის მქონე პაციენტებში სანდოსტატინი ლარით თერაპია უზრუნველყოფს ფონურ პათოლოგიასთან დაკავშირებული სიმპტომების მუდმივ კონტროლს. ოქტრეოტიდის ეფექტი სხვადასხვა გასტრო-ენტეროპანკრეასის სიმსივნეზე:
კარცინოიდული სიმსივნე
ოქტრეოტიდის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების სიმპტომების გაუმჯობესება, განსაკუთრებით დიარეა და კანის გამონაყარი.
ხშირ შემთხვევაში ამას თან ახლავს პლაზმაში სეროტონინის დონის დაქვეითება და 5-ჰიდროქსიინდოლის ძმარმჟავას (5-HIAA) შარდის გამოყოფა.
ვიპომა
ვაზოაქტიური ნაწლავის პოლიპეპტიდის (VIP) გადაჭარბებული წარმოება ამ სიმსივნის ბიოქიმიური მახასიათებელია. უმეტეს შემთხვევაში, ოქტრეოტიდი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი მძიმე სეკრეტორული დიარეის აღმოფხვრის გზით. ამას მოჰყვება ელექტროლიტური დარღვევების აღმოფხვრა, როგორიცაა ჰიპოკალიემია, რომელიც თან ახლავს დიარეას, რაც გამორიცხავს ელექტროლიტების ენტერალური ან პარენტერალური დანამატების საჭიროებას. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგები ზოგიერთ პაციენტში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სიმსივნის ზრდა შენელებულია ან შეჩერებულია და სიმსივნე და განსაკუთრებით ღვიძლში მეტასტაზები მცირდება. პლაზმაში VIP დონის შემცირება ნორმალურ დიაპაზონში, ჩვეულებრივ, თან ახლავს კლინიკურ გაუმჯობესებას
გლუკაგონომა
ოქტრეოტიდის შეყვანა იწვევს კანის ნეკროზული მიგრირებადი გამონაყარის არსებით მოხსნას, რომელიც დამახასიათებელია ამ სიმსივნეებისთვის თითქმის ყველა შემთხვევაში. ოქტრეოტიდის ეფექტი მსუბუქი შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც ასევე ხშირია გლუკაგონომის შემთხვევაში, არ არის აშკარა და ზოგადად ეს მკურნალობა არ საჭიროებს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის შემცირებას. ოქტრეოტიდი ასწორებს დიარეას პაციენტებში და აძლევს პაციენტს წონის მომატების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ოქტრეოტიდის მიღება დაუყოვნებლივ ამცირებს პლაზმაში გლუკაგონის დონეს, ეს შემცირება ჩვეულებრივ არ არის შენარჩუნებული ხანგრძლივი გამოყენებისას, თუმცა სიმპტომატური გაუმჯობესება გრძელდება.
გასტრინომა/ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
H2-რეცეპტორების ბლოკატორებით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობა ჩვეულებრივ აკონტროლებს კუჭის მჟავას ჭარბ სეკრეციას. თუმცა, დიარეა, რომელიც ასევე გამორჩეული სიმპტომია, შეიძლება სათანადოდ არ შემსუბუქდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით ან H2-რეცეპტორების მაბლოკირებით. სანდოსტატინი ლარი შეიძლება დაეხმაროს კუჭის მჟავას ჭარბი სეკრეციის შემცირებას და გააუმჯობესოს სიმპტომები, მათ შორის დიარეა, რადგან ის თრგუნავს გასტრინის მომატებულ დონეს ზოგიერთ პაციენტში.
ინსულინომა
ოქტრეოტიდის მიღება ამცირებს იმუნორეაქტიული ინსულინის მოცირკულირე დონეს. პაციენტებში, რომელთა სიმსივნე შესაფერისია (ოპერაციული) ქირურგიული მოცილებისთვის, ოქტრეოტიდს შეუძლია უზრუნველყოს და შეინარჩუნოს ნორმოგლიკემია ქირურგიული მკურნალობის დაწყებამდე.
პაციენტებში კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნით, რომელთა მკურნალობა შეუძლებელია ქირურგიულად, გლიკემიური კონტროლი შეიძლება გაუმჯობესდეს მაშინაც კი, თუ მოცირკულირე ინსულინის დონის მდგრადი შემცირება არ არის მიღწეული.
ჰიპოფიზის ადენომების მკურნალობა TSH-ის სეკრეციით
ყოველ ოთხ კვირაში ერთხელ I.M. სანდოსტატინი ლარი ინექცია თრგუნავს ამაღლებულ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, ახდენს TSH-ის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ჰიპერთირეოზის ნიშნებსა და სიმპტომებს პაციენტებში TSH-სეკრეტორ ჰიპოფიზის ადენომით. სანდოსტატინი ლარის სამკურნალო ეფექტმა მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას 28 კვირის შემდეგ საწყისთან შედარებით და მკურნალობის სარგებელი შენარჩუნდა 6 თვემდე. მოწინავე ნეიროენდოკრინული სიმსივნე, რომლებიც წარმოიქმნება შუა ნაწლავიდან ან უცნობი პირველადი წარმოშობის, მაგრამ რომლებშიც გამორიცხული იყო სიმსივნე, რომლებიც წარმოიქმნება შუა ნაწლავის გარეთ. III ფაზამ, რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა კვლევამ (PROMID) აჩვენა, რომ სანდოსტატინი ლარი აფერხებს სიმსივნის ზრდას პაციენტებში შუა ნაწლავის მოწინავე ნეიროენდოკრინული სიმსივნით. ოთხმოცდახუთი პაციენტი იყო რანდომიზირებული, რათა მიეღოთ სანდოსტატინი ლარი 30 მგ (n=42) ან პლაცებო (n=43) ყოველ 4 კვირაში 18 კვირის განმავლობაში ან სიმსივნის პროგრესირებამდე ან სიკვდილამდე. ჩართვის ძირითადი კრიტერიუმები იყო: წინასწარი მკურნალობის არარსებობა; ჰისტოლოგიურად დადასტურებული; ლოკალურად უვარგისი ქირურგიული მკურნალობისთვის ან მეტასტაზური, კარგად დიფერენცირებული; ფუნქციურად აქტიური ან არააქტიური ნეიროენდოკრინული სიმსივნე/კარცინომა; პირველადი სიმსივნე შუა ნაწლავშია, ან თუ პირველადი სიმსივნე პანკრეასის, სარძევე ჯირკვლის ან სხვა უბნის გამორიცხულია, წარმოშობა უცნობია, მაგრამ ითვლება შუა ნაწლავში.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო სიმსივნის პროგრესირება ან სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილი (TTP).
მკურნალობის განზრახვის საანალიზო პოპულაციაში (ITT) (ყველა რანდომიზებული პაციენტი) 26 და 41 პროგრესირება ან სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილი დაფიქსირდა სანდოსტატინი ლარი და პლაცებო ჯგუფებში, შესაბამისად (HR = 0.32; 95% CI, 0.19-დან 0.55-მდე; p. = 0.000015).
კონსერვატიული ITT (cITT) ანალიზის დროს პოპულაციამ ცენზურა მოახდინა 3 პაციენტის რანდომიზაციაზე, 26 და 40 პროგრესირება ან სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილი დაფიქსირდა სანდოსტატინი ლარი და პლაცებო ჯგუფებში, შესაბამისად (HR = 0.34; 95% CI, 0.20-დან 0.59-მდე; p მნიშვნელობა. = 0.000072; სურათი 1). სიმსივნის პროგრესირების საშუალო დრო იყო 14.3 თვე (95% CI, 11.0-დან 28.8 თვემდე) სანდოსტატინი ლარი ჯგუფში და 6.0 თვე (95% CI, 3.7-დან 9.4 თვემდე) პლაცებოს ჯგუფში.
პროტოკოლის მიხედვით, რომელშიც დამატებითი პაციენტები ცენზურას ატარებდნენ საბოლოო საკვლევ მკურნალობაში, დაფიქსირდა 19 და 38 სიმსივნის პროგრესირება ან სიმსივნესთან დაკავშირებული სიკვდილი (HR = 0.24; 95% CI, 0.13-დან 0.45-მდე) სანდოსტატინი ლარის და პლაცებოს მომხმარებლებს შორის, შესაბამისად. , საანალიზო პოპულაციაში (PP). ; p = 0.0000036).
სურათი 1. TTP-ის კაპლან-მეიერის შეფასებები სანდოსტატინის LAR-თან შედარებით პლაცებოსთან (კონსერვატიული ITT პოპულაციაში)
ლოგრანკის ტესტი კლასიფიცირებული ფუნქციური აქტივობის მიხედვით: P=0.000072, HR=0.34 [95% CI: 0.20-0.59]
ცხრილი 1. TTP შედეგები საანალიზო პოპულაციის მიხედვით
TTP შემთხვევები
საშუალო TTP არის [95% CI]
HR [95% CI] p-მნიშვნელობა*
სანდოსტატინი ლარი
პლაცებო
სანდოსტატინი ლარი
პლაცებო
0,32
ITT
26
41
NR
NR
[95% CI; 0.19-დან 0.55-მდე]
P=0,000015
0,34
cITT
26
40
14,3
[95% CI; 11-დან 28.8-მდე]
6
[95% CI; 3.7-დან 9.4-მდე]
[95% CI; 0.2-დან 0.59-მდე]
P=0,000072
0,24
PP
19
38
NR
NR
[95% CI; 0.13-დან 0.45-მდე]
P=0.0000036
NR= არ არის მოხსენებული (არ არის მოხსენებული); HR = საშიშროების კოეფიციენტი (საფრთხის კოეფიციენტი); TTP= სიმსივნის პროგრესირების დრო; ITT=მკურნალობის განზრახვა; cITT=კონსერვატიული ITT; PP= პროტოკოლზე
- ლოგრანკის ტესტი კლასიფიცირებული ფუნქციური აქტივობის მიხედვით ფუნქციური აქტიური (HR=0.23; 95% CI, 0.09-დან 0.57-მდე) და არააქტიური სიმსივნეებით (HR = 0.25; 95% CI, 0.10-დან 0.59-მდე) მკურნალობის ეფექტი მსგავსი იყო პაციენტებში.
ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ, სტაბილური დაავადება დაფიქსირდა პაციენტების 67%-ში სანდოსტატინის ლარიჯგუფში და პაციენტების 37%-ში პლაცებოს ჯგუფში.
მიღება შეწყდა სანდოსტატინის LAR-ის აშკარა კლინიკური სარგებლობის გამო, რომელიც დაფიქსირდა ამ წინასწარ დაგეგმილ შუალედურ ანალიზში.
სანდოსტატინი ლარის უსაფრთხოება ამ კვლევაში შეესაბამებოდა არსებულ უსაფრთხოების პროფილს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
ფლაკონები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას თეთრიდან მოთეთრო ფხვნილის სახით. საინექციო სუსპენზიის გამხსნელი გამჭვირვალე და უფეროა.
შეწოვა
სანდოსტატინი ლარის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ, შრატში ოქტრეოტიდის კონცენტრაცია დროებით მატულობს მაქსიმალურ მნიშვნელობებამდე მომდევნო 1 საათის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ოქტრეოტიდის დონის 24 საათის განმავლობაში შეუცნობელი მნიშვნელობების პერიოდი.
ამ მაქსიმალური დონის შემდეგ პირველ დღეს, ოქტრეოტიდის დონე თითქმის ყველა პაციენტში რჩება სუბთერაპიულ მნიშვნელობებზე 7 დღის განმავლობაში, შემდეგ კვლავ იზრდება და იწყებს პლატოს მატებას დაახლოებით 14 დღეს და რჩება შედარებით სტაბილური მომდევნო 3-4 კვირის განმავლობაში. პირველ დღეს მიღწეული მაქსიმალური დონე უფრო დაბალია ვიდრე პლატოს ფაზაში და გამოიყოფა მთლიანი დოზის 0,5%-მდე. დაახლოებით 42 დღის შემდეგ, ოქტრეოტიდის კონცენტრაცია თანდათან მცირდება და ეს თან ახლავს პოლიმერული მატრიცის საბოლოო დეგრადაციის ფაზას დოზირების ფორმით.
ოქტრეოტიდის საშუალო პლატო დონეები 10, 20 და 30 მილიგრამი სანდოსტატინი ლარის ერთჯერადი დოზების შემდეგ აკრომეგალიაში გაზომილი იყო, როგორც 358, 926 და 1710 ნანოგრამი ლიტრზე, შესაბამისად. შრატში სტაბილური დონეები 3 ინექციის შემდეგ 4 კვირის ინტერვალით იყო დაახლოებით 1.6-1.8-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე ეს მნიშვნელობები, რაც იყო 1557 და 2384 ნანოგრამი ლიტრზე 20 და 30 მილიგრამი სანდოსტატინი ლარის მრავალჯერადი ინექციის შემდეგ, შესაბამისად. 10, 20 და 30 მილიგრამი სანდოსტატინი ლარის მრავალჯერადი ინექციის შემდეგ, 4 კვირის ინტერვალით კარცინოიდული სიმსივნის შემთხვევაში, შრატში ოქტრეოტიდის საშუალო (და მედიანური) სტაბილური დონე ასევე გაიზარდა დოზის მატებასთან ერთად, 1231 (894), 2620 (2270) და 3928 (3010) ნანოგრამი ლიტრზე.
განაწილება
სანდოსტატინი ლარის ინექციის 28 თვემდე პერიოდის განმავლობაში განთავისუფლების პროფილების გადაფარვის საფუძველზე, ოქტრეოტიდის მოსალოდნელზე მეტი დაგროვება არ მოხდა. ოქტრეოტიდის განაწილების მოცულობა სტაბილურ დონეზე არის 0,27 ლიტრი/კგ. პლაზმაში ოქტრეოტიდის დაახლოებით 65% დაკავშირებულია ცილებთან და არ არის დაკავშირებული სისხლის უჯრედებთან. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები შეზღუდული სისხლის ნიმუშებიდან პედიატრიული პაციენტების ჰიპოთალამური სიმსუქნით 7-17 წლის, რომლებიც იღებდნენ სანდოსტატინი ლარი 40 მგ ყოველთვიურად, მიუთითებს იმაზე, რომ ოქტრეოტიდის საშუალო კონცენტრაცია პლაზმაში 1,395 ნგ/ლ წონასწორულ მდგომარეობაში და 2.973 ნგ/ლ წონასწორობაში დაფიქსირდა. პირველი ინექცია. . მოხალისეებს შორის შეიმჩნევა მაღალი ცვალებადობა. დადგინდა, რომ ოქტრეოტიდის წონასწორული კონცენტრაციები არ იყო დაკავშირებული ასაკთან და BMI-სთან (სხეულის მასის ინდექსი), მაგრამ აჩვენებდა ზომიერ კორელაციას სხეულის წონასთან (52.3-133 კგ) და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მამრობითი და მდედრობითი სქესის პაციენტებს შორის, ანუ დაახლოებით 10. % ქალ პაციენტებში. აღმოჩნდა, რომ ის 17%-ით მეტი იყო.
ფარმაკოკინეტიკური ოქტრეოტიდის პროფილი სანდოსტატინი ლარის ინექციის შემდეგ ასახავს პოლიმერული მატრიცის გათავისუფლებას და ბიოდეგრადაციას. სისტემურ მიმოქცევაში გამოთავისუფლებული ოქტრეოტიდი ნაწილდება მისი ცნობილი და აღწერილი ფარმაკოკინეტიკური თვისებების შესაბამისად კანქვეშა შეყვანის შემდეგ.
ბიოტრანსფორმაცია
ბიოტრანსფორმაციის შესახებ დამატებითი მონაცემები არ არსებობს.
ელიმინაცია
სხეულის მთლიანი კლირენსი არის 160 მლ/წთ.
წრფივობა/არაწრფივობა
სანდოსტატინი ლარის 4 ყოველკვირეული შეყვანის შემდეგ 28 თვემდე პერიოდის განმავლობაში, ოქტრეოტიდი არ გროვდებოდა ორგანიზმში იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო გადაფარვის გამოშვების პროფილებით.
მახასიათებლები პაციენტებში
ამ განყოფილების შესახებ ინფორმაცია არ არის. სანდოსტატინი ლარიარ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
სანდოსტატინ ლარი 30 მგ
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: 1 ფლაკონი შეიცავს 30 მგ ოქტრეოტიდს* (თავისუფალი პეპტიდის სახით).
- შეესაბამება 33.6 მგ ოქტრეოტიდის აცეტატს.
დამხმარე ნივთიერებები: ერთი პოლი ფლაკონი (DL-ლაქტიდ-კო-გლიკოლიდი) შეიცავს სტერილურ მანიტოლს.
შპრიცში მოთავსებულია გამხსნელი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, მანიტოლს, პოლოქსამერ 188-ს და 2 მლ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად საკმარის წყალს.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისთვის.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის და ბროშურის შენახვა. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი მიცემა სხვა პირისთვის.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას, უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტი დაცვა. დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის სანდოსტატინ ლარი და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა სანდოსტატინ ლარის გამოყენებამდე?
როგორ გამოიყენება სანდოსტატინ ლარი?
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სანდოსტატინ ლარის შენახვის წესები.
სათაურები მოცემულია ტექსტში.
რა არის სანდოსტატინ ლარი და რისთვის გამოიყენება იგი?
სანდოსტატინ ლარი, უფერო შუშის ფლაკონში მოთავსებულია თეთრი-მოყვითალო შეფერილობის მშრალი აქტიური ნივთიერება.
სანდოსტატინ ლარი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 30 მგ ოქტრეოტიდს (33.6 მგ ოქტრეოტიდის აცეტატი).
სანდოსტატინ ლარის შეფუთვა წარმოდგენილია ნაკრების სახით, რომელიც შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ერთი ფლაკონი, რომელიც შეიცავს 30 მგ ოქტრეოტიდს;
წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც შეიცავს 2 მლ სითხეს ფხვნილის გასახსნელად;
გადამყვანი, რომელიც გამოიყენება წინასწარ შევსებული შპრიციდან ფლაკონში სითხის ნემსის გარეშე გადასაყვანად;
ნემსი უსაფრთხო ინექციისთვის [40 მმ (1.5 ინჩი), ზომა 19]
გამოყენებამდე საჭიროა აქტიური ნივთიერების შერევა შეფუთვაში მოთავსებული შპრიცის შიგთავსთან (ხსნარის მომზადება). ხსნარი შეიცავს ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას, მანიტოლს, პოლოქსამერ 188-ს და სტერილურ წყალს.
სანდოსტატინ ლარი წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების დეპონირებად ინექციას.
სანდოსტატინ ლარი წარმოადგენს სომატოსტატინისგან მიღებულ სინთეზურ ნაერთს. ნორმაში, სომატოსტატინი წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში, სადაც თრგუნავს გარკვეული ჰორმონების, კერძოდ, ზრდის ჰორმონის ეფექტებს. სომატოსტატინთან შედარებით, სანდოსტატინ ლარის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ახასიათებს უფრო მაღალი ეფექტურობა და ხანგრძლივი მოქმედება.
სანდოსტატინ ლარი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ:
ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნის შედეგად სახის, ზედა და ქვედა კიდურების პათოლოგიური ზრდის (აკრომეგალია) სამკურნალოდ;
აკრომეგალია წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმში ჭარბად წარმოიქმნება ზრდის ჰორმონი. ნორმაში, ზრდის ჰორმონი აკონტროლებს ქსოვილების, ორგანოების და ძვლების განვითარებას. ზრდის ჰორმონის ჭარბად წარმოქმნა იწვევს ძვლების და ქსოვილების, განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურების ზომის მატებას. სანდოსტატინ ლარი მნიშვნელოვნად ამცირებს აკრომეგალიის სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა, ზედა და ქვედა კიდურების დაბუჟება, სისუსტე და სახსრების ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში, ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნა იწვევს ჰიპოფიზის გადიდებას (ჰიპოფიზის ადენომა); სანდოსტატინ ლარით მკურნალობა ამცირებს ადენომის ზომას.
სანდოსტატინ ლარი გამოიყენება აკრომეგალიის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც სანდოსტატინის სხვა ფორმის ყოველდღიური კანქვეშა ინექცია იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგებს; სანდოსტატინ ლარით მკურნალობის გაგრძელებისას მცირდება ინექციების სიხშირე.
აკრომეგალიის მკურნალობის სხვა მეთოდების (ქირურგიული ან სხივური თერაპია) გამოყენება შეუძლებელია ან არ არის ეფექტური;
სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდის დროს მკურნალობის სრული ეფექტის მიღწევამდე.
იგი გამოიყენება კუჭის, ნაწლავების და კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ცალკეული ჰორმონების და სხვა ნივთიერებების ჭარბად წარმოქმნასთან ასოცირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად
კუჭის, ნაწლავების ან კუჭქვეშა ჯირკვლის ზოგიერთი იშვიათი დაავადება (მაგ. კარცინოიდული სიმსივნეები, VIP-ომები, გლუკაგონომები, გასტრინომები, ინსულინომები, GRF-ომები) წივევს ცალკეული ჰორმონების და სხვა მათთან დაკავშირებული ბუნებრივი ნივთიერებების ჰიპერპროდუქციას. აღნიშნული განაპირობებს ორგანიზმის ბუნებრივი ჰორმონული ბალანსის რღვევას, რაც იწვევს ისეთ მრავალფეროვან სიმპტომებს, როგორიცაა წამოხურება, ფაღარათი, დაბალი არტერიული წნევა, გამონაყარი და წონის კლება. სანდოსტატინ ლარი ხელს უწყობს აღნიშნული სიმპტომების მართვას. პრეპარატი ჩვეულებრივ ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც სანდოსტატინის ყოველდღიურ ინექციაზე ჰქონდათ დადებითი შედეგი.
ნაწლავებში (მაგ. ჭიაყელა დანამატში, წვრილ და მსხვილ ნაწლავებში) ლოკალიზებული ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სამკურნალოდ; ნეიროენდოკრინული სიმსივნეები წარმოადგენენ სიმსივნეების იშვიათ სახეობას, რომლებიც შეიძლება შეგვხვდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. სანდოსტატინ ლარი ასევე გამოიყენება აღნიშნული სიმსივნეების ზრდის მართვისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მდებარეობენ ნაწლავში.
გამოიყენება ჰიპოფიზის სიმსივნეების სამკურნალოდ, რომლებიც ახდენენ თირეოტროპული ჰორმონის ჭარბად წარმოქმნას (TSH).
თირეოტროპული ჰორმონის (TSH) ჭარბად წარმოქმნა იწვევს ჰიპერთირეოზს (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტიურობის გამო). სანდოსტატინ ლარი გამოიყენება ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის წარმომქმნელი ადენომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ:
როდესაც მკურნაობის სხვა მეთოდები (ქირურგიული ან სხივური მკურნალობა) შეუსაბამო ან არაეფექტურია;
სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდის დროს მკურნალობის სრული ეფექტის მიღწევამდე.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა სანდოსტატინ ლარის გამოყენებამდე?
საჭიროა ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების სიფრთხილით დაცვა, რადგან ის შეიძლება განსხვავდებოდეს წინამდებარე ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციისგან.
სანდოსტატინ ლარი არ მიიღება შემდეგ შემთხვეებში,
თუ:
პაციენტი არის ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ოქტრეოტიდის ან სანდოსტატინ ლარის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პაციენტმა, რომელიც თვლის, რომ ალერგიულია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
სანდოსტატინ ლარი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
თუ:
სანდოსტატინ ლარით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტში კენჭების ფორმირება, შესაბამისად, პაციენტმა, რომელსაც აქვს ან წარსულში ჰქონდა კენჭები ნაღვლის ბუშტში, ან აღენიშნება სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, მუცლის ტკივილი ან კანის და სკლერების სიყვითლე, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალმა ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ნაღვლის ბუშტის პერიოდულად შემოწმება.
პაციენტმა მკურნალ ექიმს უნდა შეატყობინოს შაქრიანი დიაბეტის არსებობის შესახებ, ვინაიდან სანდოსტატინ ლარი გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის დონეზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ვიტამინ B12-ის დონის პერიოდული კონტროლი.
სანდოსტატინ ლარით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს თიროიდული ფუნქციის პერიოდული კონტროლი.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს ღვიძლის ფუნქციის პერიოდული შემოწმება.
პაიენტმა, რომელსაც ზემოთ აღნიშნული რომელიმე გაფრთხილება ეხება/წარსულში ეხებოდა, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
სანდოსტატინ ლარის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ზოგიერთ პაციენტში ოქტრეოტიდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საკვებით მიღებული ცხიმების შეწოვა.
ორსულობა
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
სანდოსტატინ ლარის მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია, თუ არ არსებობს მისი გამოყენების აბსოლუტური საჭიროება.
პაციენტმა, რომელიც არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი და ეფექტური საშუალება.
მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია, გადადის თუ არა სანდოსტატინ ლარი დედის რძეში.
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ბავშვის ძუძუთი კვება.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ინფორმაცია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე სანდოსტატინ ლარის გავლენის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა თავის ტკივილი და სისუსტე, შეიძლება გავლენა იქონიონ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სანდოსტატინ ლარის ინგრედიენტების შესახებ
პრეპარატის ერთი დოზა შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ); შეიძლება ითქას, რომ “არ შეიცავს ნატრიუმს”.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის დროს პაციენტმა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება ჩვეულებრივ უნდა განაგრძოს. თუმცა დადგენილია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ურთიერთქმედებენ სანდოსტატინ ლართან.
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს, თუ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრეპარატს:
ციმეტიდინი, რომელიც გამოიყენება კუჭის დაავადებების, მაგალითად კუჭის წყლულის დროს.
ციკლოსპორინი, რომელიც გამოიყენება ორგანოთა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს, იმუნური სისტემით განპირობებული თვალის (უვეიტი), თირკმლის (ნეფროზული სინდრომი), კანის დაავადებების (ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი) და რევმატოიდული ართრიტის დროს.
ბრომოკრიპტინი, რომელიც გამოიყენება პარკინსონის დაავადების და ზოგიერთი ჰორმონული დარღვევის დროს;
ქინიდინი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების დროს;
მედიკამენტები, რომელთა მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში, კერძოდ: კარბამაზეპინი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ (ეპიზოდური გულყრები), დიგოქსინი, რომელიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, რომელსაც თან ახლავს გულის რითმის დარღვევა, ვარფარინი, რომელიც გამოიყენება თრომბით სისხლძარღვთა ოკლუზიის პრევენციისთვის და ტერფენადინი, რომელიც გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს შესაძლოა ექიმმა დაუკორექტიროს ინსულინის დოზა.
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს არტერიული წნევის სამკურნალო ან სითხის და ელექტროლიტების ბალანსზე მოქმედი (ბეტა-ბლოკერები ან კალციუმის არხების ბლოკერები) სხვა საშუალებების მიღების შესახებ. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა ურეცეპტო ან რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
როგორ გამოიყენება სანდოსტატინ ლარი?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ; ინსტრუქციის მომდევნო გვერდებზე წარმოდგენილია პრეპარატის შეყვანის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის.
მიღების წესი:
სანდოსტატინი ლარი ყოველთვის შეიყვანება დუნდულა კუნთში. პრაქტიკაში რეკომენდებულია ინექციის დროს მარჯვენა და მარცხენა თეძოების მონაცვლეობა. სანდოსტატინ ლარის კუნთშიდა შეყვანის შესახებ დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ანოტაციის ბოლოს, სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის განკუთვნილ ინფორმაციაში.
სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიები:
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში: ბავშვთა ასაკში სანდოსტატინ ლარის გამოყენების შესახებ გამოცდილება მწირია.
გამოყენება ხანდაზმულებში: არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნები 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში სანდოსტატინი ლარის გამოყენების შესახებ.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობა და ესაჭიროებათ დიალიზი, საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ 4 კვირაში. თირკმლის დარღვეული ფუნქციის დროს სანდოსტატინ ლარის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის დროს ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს სანდოსტატინის დოზის კორეგირება. კლინიკურმა კვლევამ, რომლის დროსაც პაციენტებს სანდოსტატინი ეძლეოდათ კუნთშიდა ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის გზით, გამოავლინა, რომ ციროზის მქონე პაციენტებში სანდოსტატინის ელიმინაცია მცირდება. აღნიშნული არ გამოვლენილა ღვიძლის გაცხიმოვნების მქონე პაციენტებში. ცალკეულ შემთხვევებში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თვლის, რომ სანდოსტატინ ლარის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
სანდოსტატინ ლარის დასაშვებზე მეტი დოზის მიღებისას
დასაშვებზე მეტი რაოდენობით სანდოსტატინ ლარის გამოყენებისას სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების დროს დაფიქსირებულ იქნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახეზე წამოხურება, გახშირებული შარდვა, სისუსტე, გუნება-განწყობის დაქვეითება (დეპრესია), შფოთვა და კონცენტრაციის დაქვეითება.
პაციენტმა, რომელიც შემთხვევით მიიღებს სანდოსტატინ ლარის დასაშვებზე მეტ დოზას, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
პაციენტმა, რომელიც მიიღებს სანდოსტატინ ლარის დასაშვებზე მეტ დოზას, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
სანდოსტატინ ლარის დოზის გამოტოვებისას
ინექციის გამოტოვების შემთხვევაში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, შემდეგ კი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნულებისამებრ.
პრეპარატის რამდენიმე დღის დაგვიანებით მიღება არ გამოიწვევს ზიანს, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების კვლავ გამოვლენა მკურნალობის ჩვეულებრივი სქემით განახლებამდე.
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის შეწყვეტის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება. დაუშვებელია სანდოსტატინ ლარით მკურნალობის შეწყვეტა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, სანდოსტატინ ლარის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა სანდოსტატინ ლარის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივი მიმართვა მკურნალ ექიმთან ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში:
ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია), მათ შორის გამონაყარი კანზე;
ანაფილაქსია, ალერგიული რეაქციის ტიპი, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას ან ცნობიერების დაკარგვას, თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება და დაბუჟება.
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ზედა არეში უეცარი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.
კანის და სკლერების სიყვითლე, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, საერთო სისუსტე, ქავილი, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) ღია ფერის შარდით.
გულის არარეგულარული რითმი;
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენების ან სისხლჩაქცევების განვითარების რისკი.
ყველა ზემოთ აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას.
რომელიმე მათგანის განვითარება ნიშნავს, რომ აპციენტს აქვს ჰიპერმგრძნობელობა სანდოსტატინ ლარის მიმართ. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი მოვლენების კლასიფიკაცია მათი განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია.
ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს:
ძალიან ხშირი:
კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, რაც ხასიათდება უეცარი ტკივილით;
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება;
ხშირი:
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი), რაც იწვევს გულისცემის სიხშირის, მადის ან წონის შეცვლას; სისუტე, შემცივნება ან შეშუპება კისრის წინა ზედაპირზე;
ცვლილებები თიროიდული ფუნქციის განმსაზღვრელი ტესტების შედეგებში;
ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი); ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ცხელება, გულისრევა, კანის და სკლერების სიყვითლე;
სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრად დაქვეითება;
გლუკოზისადმი მგრძნობელობის დაქვეითება;
გულისცემის შენელება.
არახშირი:
წყურვილის შეგრძნება, შარდის გამოყოფის შემცირება, მუქი ფერის შარდი, მშრალი, წითელი კანი;
გულისცემის გახშირება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოლენებს. პაციენტს შეიძლება დაჭირდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში:
ძალიან ხშირი:
ფაღარათი;
მუცლის ტკივილი;
გულისრევა;
ყაბზობა;
ნაწლავებში აირების ჭარბად წარმოქმნა;
თავის ტკივილი;
ინექციის ადგილის მტკივნეულობა;
ხშირი:
მუცლის არეში დისკომფორტის შეგრძნება საკვების მიღების შემდეგ (მოუნელებლობა);
ღებინება;
კუჭის სისავსის შეგრძნება;
ცხიმიანი განავალი;
თხელი კონსისტენციის განავალი;
თავბრუსხვევა;
მადის დაქვეითება;
ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში ცვლილებები ან მაჩვენებლების მატება;
თმის ცვენა;
ქოშინი;
სისუსტე.
ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს სანდოსტატინ ლარის მსუბუქ გვერდით მოვლენას.
ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
სანდოსტატინ ლარის შენახვის წესები.
სანდოსტატინ ლარი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა. ფლაკონი ინახება კოლოფში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ინექციის დღეს შესაძლებელია სანდოსტატინ ლარის შენახვა ოთახის, 25°C-მდე ტემპერატურაზე. სუსპენზია უნდა მომზადდეს უშუალოდ ინტრამუსკულარ ინექციამდე. დაუშვებელია განზავებული ხსნარის შენახვა. მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
სანდოსტატინ ლარი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის და/ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, დაუშვებელია სანდოსტატინ ლარის გამოყენება.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic. A.Ş.
Kavacık/Beykoz/İstanbul
ნოვარტის საღლიკ, გიდა ვე ტარიმ ურუნლერი სან. ვე ტიჯ. ა.შ.,
კავაჯიკ/ბეიქოზ/სტამბოლი
მწარმოებელი:
Sandoz GmbH
Biochemiestrasse 10,
6336 Langkampfen, Avusturya
სანდოზ გმბჰ,
ბიოქემიშტრასე 10,
6336 ლანგკამპფენი, ავსტრია
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 21/08/2021
წინამდებარე ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების შესახებ განკუთვნილია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის
ინსტრუქცია სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აკრომეგალია
მკურნალობა, ჩვეულებრივ, იწყება 20 მგ სანდოსტატინ ლარის შეყვანით ყოველ 4 კვირაში 3 თვის განმავლობაში; პაციენტებში, რომლებსაც ადრე მკურნალობა უტარდებოდათ სანდოსტატინის კანქვეშა ინექციებით. სანდოსტატინ ლარით მკურნალობის დაწყება ხდება სანდოსტატინის ბოლო კანქვეშა ინექციიდან ერთი დღის შემდეგ. დოზის შემდგომი კორექტირება უნდა ეფუძნებოდეს სისხლის შრატში ზრდის ჰორმონის (ზჰ) დონეს, ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 1/სომატომედინ C (IGF 1) კონცენტრაციას, ასევე დაავადების კლინიკურ ნიშნებს.
პაციენტებში, რომელთა კლინიკური სიმპტომები და ბიოქიმიური პარამეტრები (ზჰ; IGF 1) არასრულად კონტროლდება მკურნალობის 3-თვიანი პერიოდში (ზჰ ზრდის ჰორმონის კონცენტრაცია 2,5 მკგ/ლ-ზე მაღალი რჩება), დოზის გაზრდა შესაძლებელია 30 მგ-მდე, რომელიც კეთდება ყოველ 4 კვირაში. თუ 30 მგ-ის გამოყენებისას 3 თვის შემდეგ ზჰ, IGF 1 და/ან სიმპტომები არასრულად კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე, რომელიც კეთდება ყოველ 4 კვირაში.
პაციენტებში 20 მგ-ის გამოყენებისას 3 თვის შემდეგ, რომლთა ზჰ-ის კონცენტრაცია 1 მკგ/ლ-ზე მნიშვნელოვნად დაბალია, სისხლის შრატში ნორმაშია IGF 1-ის კონცენტრაცია და გაქრა აკრომეგალიის უმეტესად შექცევადი ნიშნები/სიმპტომები, შესაძლებელია სანდოსტატინ® ლარის 10 მგ-ის მიღება ყოველ 4 კვირაში. თუმცა პაციენტების ასეთ ჯგუფში სანდოსტატინ® ლარის დაბალი დოზის შეყვანისას რეკომენდებულია ზჰ-ის და IGF 1 კონცენტრაციის, ასევე კლინიკური ნიშნების/სიმპტომების სათანადო კონტროლის გამკაცრება.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სანდოსტატინ® ლარის სტაბილურ დოზას, ზჰ-ის და IGF 1-ის დონის შეფასება უნდა მოხდეს ყოველ 6 თვეში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული სიმსივნეები
- პაციენტების მკურნალობა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციური ნეიროენდოკრინული სიმსივნეების სიმპტომები:
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია სანდოსტატინ®ლარის 20 მგ დოზით, რომელიც კეთდება 4 კვირიანი ინტერვალით. პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ სანდოსტატინით, სანდოსტატინ®ლარის პირველი ინექციის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში რეკომენდებულია გაგრძელდეს სანდოსტატინის® კანქვეშ შეყვანა წინა ეფექტური დოზით.
პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში სიმპტომები და ბიოლოგიური მარკერები სათანადოდ კონტროლდება მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, დოზა შეიძლება შემცირდეს სანდოსტატინ ლარის 10 მგ- მდე, რომელიც კეთდება ყოველ 4 კვირაში.
პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ სიმპტომები მხოლოდ ნაწილობრივ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს სანდოსტატინ ლარის 30 მგ-მდე, რომელიც კეთდება ყოველ 4 კვირაში.
იმ დღეებში, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნესთან დაკავშირებული სიმპტომები ძლიერდება სანდოსტატინ ლარით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია სანდოსტატინის® კანქვეშ დამატებით შეყვანა იმ დოზით, რომელიც სანდოსტატინ®ლარით მკურნალობის დაწყებამდე გამოიყენებოდა. მოცემული მდგომარეობა ძირითადად შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის პირველი 2 თვის განმავლობაში, ოქტრეოტიდის თერაპიული კონცენტრაციების მიღწევამდე.
- შუა ნაწლავის გავრცელებული ნეიროენდოკრინული სიმსივნის ან უცნობი ლოკაციის პირველადი სიმსივნის მქონე პაციენტების მკურნალობა
სანდოსტატინ®ლარის რეკომენდებული დოზა შეადგენს 30 მგ-ს ყოველ 4 კვირაში. სანდოსტატინ ლარით მკურნალობა სიმსივნის გაკონტროლების მიზნით უნდა გაგრძელდეს სიმსივნის პროგრესირების არარსებობის შემთხვევაში.
გამოყენება TSH-მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის ადენომის მქონე პაციენტებში
სანდოსტატინ ლარით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს 20 მგ დოზით, რომელიც მიიღება ყოველ 4 კვირაში 3 თვის განმავლობაში, მანამ, სანამ დოზის კორექცია არ იქნება საჭირო. დოზის შემდგომი კორექცია ხდება TSH და თიროიდული ჰორმონების დონის მიხედვით.
სანდოსტატინ®ლარის საინექციო სუსპენზიის მომზადების და ინტრამუსკულარული ინექციის ინსტრუქცია
განკუთვნილია მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციისთვის
პრეპარატის შეფუთვაში შედის:
ა) ფლაკონი სანდოსტატინ ლარის ფხვნილით
ბ) ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც შეიცავს გამხსნელს პროდუქტის გასაზავებლად
გ) ფლაკონის ადაპტერი
დ) ერთი 19X40 მმ (1.5 ინჩი) ზომის ნემსი უსაფრთხო ინექციისთვის
მკაცრად დაიცავით ქვემოთ მოცემული მითითებები, რომ უზრუნველყოთ სანდოსტატინ ლარის სათანადოდ მომზადება მისი ღრმა ინტრამუსკულარული შეყვანის წინ.
სანდოსტატინი ლარის განზავება მოიცავს 3 კრიტიკულ საფეხურს. აღნიშნულის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის არასათანადო შეყვანა.
- საინექციო ნაკრები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. განზავებამდე საჭიროა საინექციო ნაკრების გამოღება მაცივრიდან და ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთით, მაგრამ არა უმეტეს 24 საათით დაყოვნება.
- გამხსნელი ხსნარის დამატების შემდეგ, დატოვეთ ფლაკონი მაქსიმუმ 5 წუთის განმავლობაში, რათა უზრუნველყოთ ფხვნილის სრულად გახსნა.
- სრული გახსნის შემდეგ შეანჯღრიეთ ფლაკონი ჰორიზონტალური მიმართულებით მინიმუმ 30 წამის განმავლობაში საშუალო სიძლიერით, ერთგვაროვანი ხსნარის მიღებამდე. სანდოსტატინი ლარის სუსპენზია უნდა მომზადდეს უშუალოდ შეყვანის წინ.
სანდოსტატინი ლარის შეყვანა უნდა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო სფეროს სპეციალისტმა.
ეტაპი
გამოიღეთ სანდოსტატინი ლარი საინექციო ნაკრები მაცივრიდან.
გაფრთხილება: ძალზე მნიშვნელოვანია განზავების პროცესის დაწყება მას შემდეგ, რაც საინექციო ნაკრები გათბება ოთახის ტემპერატურამდე.
საინექციო ნაკრები განზავებამდე უნდა დაყოვნდეს ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 30 წუთის და არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საინექციო ნაკრების მაცივარში განმეორებით შენახვა.
- ეტაპი
ამოიღეთ პლასტმასის თავსახური ფლაკონიდან და გაწმინდეთ ფლაკონის რეზინის საცობი სპირტიანი ტამპონით.
ამოიღეთ თავსახური ფლაკონის ადაპტერის შეფუთვიდან; მაგრამ არ ამოიღოთ ფლაკონის ადაპტერი მისი შეფუთვიდან.
ფლაკონის ადაპტერის შეფუთვაზე დაჭერით, მოათავსეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის თავზე, დააჭირეთ, სანამ არ გაიგებთ დაწკაპუნების ხმას, რაც დაადასტურებს, რომ თქვენ სწორად განათავსეთ ადაპტერი.
მოხსენით ფლაკონის ადაპტერის თავსახური ვერტიკალური მიმართულებით.
4495800
- ეტაპი
მოხსენით გამხსნელით შევსებულ შპრიცს თავსახური და მიამაგრეთ შპრიცი ფლაკონის ადაპტერს.
ნელა დააჭირეთ დგუშს ქვემოთ, რათა მთელი გამხსნელი ხსნარი გადაიტანოთ ფლაკონში.
- ეტაპი
გაფრთხილება: ძალიან მნიშვნელოვანია ფლაკონის დატოვება 5 წუთის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ გამხსნელი ხსნარი სრულად გააჯერებს ფხვნილს.
შენიშვნა: ნორმალურია, რომ დგუშის ღერო ოდნავ ზევით მოძრაობდეს, რადგან ფლაკონში ჭარბი წნევაა.
ამ ეტაპზე მოამზადეთ პაციენტი ინექციისთვის.
- ეტაპი
გაჯერების შემდეგ დარწმუნდით, რომ დააჭირეთ შპრიცის დგუშს ბოლომდე.
გაფრთხილება: დგუშიდან ხელის აუღებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი ზომიერი სიმძლავრით მინიმუმ 30 წამის განმავლობაში ჰორიზონტალური მიმართულებით ისე, რომ ფხვნილი მთლიანად გაიხსნას გამხსნელ ხსნარში (ერთგვაროვანი რძისფერი სუსპენზიის მიღებამდე).
თუ ფხვნილი მთლიანად არ არის გახსნილი, გააგრძელეთ ფლაკონის შენჯღრევა ზომიერი სიძლიერით დამატებით 30 წამის განმავლობაში.
- ეტაპი
გადააბრუნეთ შპრიცი და ფლაკონი, ნელა ამოწიეთ დგუში და ამოიღეთ ფლაკონის მთელი შიგთავსი შპრიცში.
მოხსენით შპრიცი ფლაკონის ადაპტერიდან.
- ეტაპი
მიამაგრეთ ნემსი უსაფრთხო ინექციისთვის შპრიცზე;
თუ ხსნარის დაუოვნებლი შეყვანა ვერ ხერხდება, ნაზად შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა უზრუნველყოთ ერთგვაროვანი რძისფერი სუსპენზიის წარმოქმნა.
გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
მოხსენით დამცავი თავსახური ნემსიდან.
ნაზად შეეხეთ შპრიცს, რათა მოაცილოთ ხილული ჰაერის ბუშტები და გაასუფთავეთ შპრიცი ბუშტუკებისგან.
სასწრაფოდ გადადით მე-8 ეტაპზე, რაც გულისხმობს პრეპარატის შეყვანას პაციენტისთვის. ნებისმიერმა შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეციპიტატის გაჩენა.
- ეტაპი
სანდოსტატინი ლარი განკუთვნილია მხოლოდ ღრმა ინტრამუსკულარული ინექციისთვის; დაუშვებელია მისი შეყვანა ინტრავენურად;
შეიყვანეთ ნემსი მთლიანად მარცხენა ან მარჯვენა დუნდულა კუნთში, კანის მიმართ 90°C კუთხით.
ნელა ამოწიეთ დგუში, რათა დარწმუნდეთ, რომ სისხლძარღვის პუნქცია არ მომხდარა (საჭიროა რეპოზიცია, თუ სისხლძარღვში პუნქცია მოხდა).
ნელა დააჭირეთ დგუშს, სანამ შპრიცი არ დაცარიელდება. ამოიღეთ ნემსი ინექციის ადგილიდან და დააფარეთ დამცავი თავსახური (როგორც ნაჩვენებია მე-9 ნაბიჯში).
- ეტაპი
მოათავსეთ დამცავი თავსახური ნემსზე ნაჩვენები ორი მეთოდიდან ერთის გამოყენებით:
- დააჭირე დამცავი თავსახურის ნაწილს მყარ ზედაპირზე (ნახ. A)
- ან თითით მიაწექით საკინძს წინ (ნახ. B) „დაწკაპუნება“ დაადასტურებს, რომ სწორად პროცედურა სწორად შეასრულეთ.
შპრიცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ (ბასრი ნივთების კონტეინერში).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.