როქსიპიმი
ROXIPIME
მოზრდილები პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილებში ცეფეპიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით); საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით); კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფეპიმი (cefepime)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.მ. და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 10მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) მინის ამპულა №1
- მწარმოებელი
- PharmaVision Sanayi ve Ticaret A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეოთხე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044652
- რეგისტრირებულია
- 22 იანვარი 2026, მოქმედებს 22 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
როქსიპიმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოზრდილები
პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილებში ცეფეპიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით);
საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და ნაღველგამომყოფი გზების ინფექციების ჩათვლით);
გინეკოლოგიური ინფექციები;
ბაქტერიემია, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ გამოწვეულია რომელიმე ზემოაღნიშნული ინფექციით;
ფებრილური ნეიტროპენია*;
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა ინტრააბდომინალური ოპერაციების ჩატარების დროს.
ბავშვები
როქსიპიმი ნაჩვენებია 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში ცეფეპიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- პნევმონია;
- საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- სეპტიცემია;
- ფებრილური ნეიტროპენია*;
- ბაქტერიული მენინგიტი.
- პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ემპირიული მკურნალობისთვის. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ინფექციების განვითარების მაღალი რისკი (მაგალითად, ბოლოდროინდელი ძვლის ტვინის გადანერგვა, არტერიული ჰიპოტენზია, ავთვისებიანი სისხლის დაავადებები ან მძიმე ან ხანგრძლივი ნეიტროპენია), პრეპარატით მონოთერაპია შეიძლება არ იყოს საკმარისი. ასეთ პაციენტებში ნაჩვენებია კომპლექსური ანტიბაქტერიული თერაპია.
პრეპარატით ემპირიული თერაპია შეიძლება დაწყებული იქნას მგრძნობელობის შესწავლის შედეგების მიღებამდე, ანტიბიოტიკების არჩევის და მკურნალობის სქემის შემდგომი კორექციით საჭიროების შემთხვევაში.
როქსიპიმის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ინფექციის გამომწვევის იდენტიფიკაციამდე, რადგანაც პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. პაციენტებში შერეული აერობული და ანაერობული ინფექციის რისკით, განსაკუთრებით ცეფეპიმისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების შესაძლო არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ანტიანაერობული პრეპარატით თანხმლები თერაპიის დაწყება გამომწვევის იდენტიფიკაციამდე. გამომწვევის იდენტიფიკაციის და ცეფეპიმის მიმართ მგრძნობელობის დადგენის შემდეგ, საჭიროა მკურნალობის ჩატარება კვლევების შედეგების შესაბამისად.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის. დოზა და შეყვანის გზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, თირკმლების ფუნქციასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
გამოყენების წესი
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური შეყვანის გზა გამოიყენება მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით სეპტიური შოკის განვითარების რისკის დროს.
ინტრავენური ინექციისთვის პრეპარატის ფხვნილი იხსნება ერთ-ერთ შემდეგ გამხსნელში (იხილეთ ქვემოთ ცხრილი “ხსნარის მომზადება ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის”):
სტერილური საინექციო წყალი;
5% გლუკოზის საინექციო ხსნარი;
0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.
პრეპარატის მომზადებული ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად ნელა 3-5 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ინფუზიისთვის პრეპარატის მომზადებულ ხსნარს (მომზადება იხილეთ ზემოთ) ამატებენ ფლაკონში, რომელიც შეიცავს ინფუზიისთვის შესაფერის ხსნარს, და შეჰყავთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. პრეპარატის მომზადებული ხსნარი 1-40 მგ/მლ კონცენტრაციით თავსებადია შემდეგ ხსნარებთან:
- 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
- 5% ან 10% გლუკოზის საინექციო ხსნარი;
- 1/6 მ ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი;
- 5% საინექციო გლუკოზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
- რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი და 5% საინექციო გლუკოზის ხსნარი.
მომზადებული ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 15°C-25°C ტემპერატურაზე ან 7 დღის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2°C-8°C).
ინტრამუსკულარული შეყვანა
პრეპარატის ფხვნილი იხსნება შემდეგი გამხსნელებიდან ერთში (დასამატებელი გამხსნელების მოცულობები იხ. ქვემოთ ცხრილში “ხსნარის მომზადება ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის”):
- სტერილური საინექციო წყალი;
- 5% გლუკოზის საინექციო ხსნარი;

- საინექციო ბაქტერიოსტატიკური წყალი პარაბენებით ან ბენზილის სპირტით;
- 0,5% ან 1,0% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის საინექციო ხსნარი*.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი შეჰყავთ კუნთებში ღრმად დიდ კუნთის მასივში (მაგალითად, დიდი დუნდულოს კუნთის გარე ზედა კვადრატში). 1 გ-მდე დოზა შეიძლება შეყვანილი იქნას ერთჯერადი ინექციის სახით. მაქსიმალური დოზა 2 გ უნდა გაკეთდეს ორი ინექციის სახით, სხვადასხვა ადგილზე.
- ვინაიდან პრეპარატის კუნთებში ინექციები ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენება გამხსნელის სახით.
ცხრილი. ხსნარის მომზადება ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის
ცეფეპიმის დოზირება/
ფლაკონი
დამატებული გამხსნელის მოცულობა,
მლ
მიახლოებითი მიღებული მოცულობა, მლ
ცეფეპიმის მიახლოებითი კონცენტრაცია, მგ/მლ
ინტრავენურად
0,5 გ
5
5,6
90
1 გ
10
11,4
90
2 გ
10
12,8
160
ინტრამუსკულარულად
0,5 გ
1,5
2,2
230
1 გ
3,0
4,4
230
არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ შპრიცში ან ერთ საინფუზიო ფლაკონში.
როგორც უმეტესი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, როქსიპიმის ხსნარი არ უნდა დაემატოს მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის ან ნეტილმიცინის სულფატის ხსნარს ფიზიკური ან ქიმიური შეუთავსებლობის გამო. თუ ნაჩვენებია თანმხლები თერაპია ცეფეპიმით, თითოეული ეს სამკურნალო საშუალება ცალკე უნდა იქნას შეყვანილი.
პრეპარატის მომზადებული ხსნარის შეყვანის წინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხსნარი არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს. არ გამოიყენოთ პრეპარატი უცხო ნაწილაკების არსებობისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული მომზადებისთანავე, მაშინ დრო და შენახვის პირობები არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-8°C ტემპერატურაზე, ხსნარის უკონტროლო და არასტერილურ პირობებში მომზადების შემთხვევაში.
ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, პრეპარატის მომზადებულ ხსნარს შეიძლება ჰქონდეს მოყვითალო-ყავისფერი ფერი, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის აქტივობასა და ხარისხზე.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და ბავშვები ˃ 40 კგ სხეულის მასით, თირკმლის ნორმალური ფუნქციით
დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის >40 კგ სხეულის მასით ნორმალური თირკმლის ფუნქციით* მოცემულია ცხრილში ქვემოთ:
ინფექციის ტიპი და სიმძიმის ხარისხი
დოზა და შეყვანის გზა
ინტერვალი შეყვანებს შორის
საშარდე გზების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ინფექციები
0,5-1,0 გ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად
12 სთ
სხვა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები
1,0 გ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად
12 სთ
მძიმე ინფექციები
2 გ ინტრავებურად
12 სთ
ძალიან მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები
2 გ ინტრავენურად
8 სთ
- თერაპიის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს, უფრო მძიმე ინფექციებმა შეიძლება მოითხოვოს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობისთვის, მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეზე ნაკლებს ან ნეიტროპენიის აღმოფხვრამდე.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა ინტრააბდომინალური ოპერაციების ჩატარებისას (მოზრდილები)
ოპერაციის დაწყებამდე 60 წუთით ადრე, პრეპარატის 2 გ ინტრავენურად შეჰყავთ ინფუზიის სახით, 30 წუთის განმავლობაში. ინფუზიის დასრულებისთანავე, პაციენტისთვის ინტრავენურად შეჰყავთ 0,5 გ მეტრონიდაზოლი. მეტრონიდაზოლისა და ცეფეპიმის ფარმაცევტული შეუთავსებლობის გამო, ისინი არ უნდა იქნეს შერეული საინფუზიო ხსნარის ერთ ფლაკონში. მეტრონიდაზოლის შეყვანამდე რეკომენდირებულია საინფუზიო სისტემის გავლება თავსებადი სითხით. ხანგრძლივი (12 საათზე მეტი) ქირურგიული ოპერაციების დროს, პრეპარატის პირველი დოზის შეყვანიდან 12 საათის შემდეგ, განმეორებით შეყავთ ცეფეპიმის იგივე დოზა, მეტრონიდაზოლის შემდგომი შეყვანით.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის დოზა უნდა იყოს კორექტირებული თირკმელებით პრეპარატის ექსკრეციის შემცირებული სიჩქარის კომპენსაციისთვის. ცეფეპიმის რეკომენდირებული საწყისი დოზა პაციენტებში თირკმლის მსუბუქიდან ზომიერ სიმძიმემდე უკმარისობით უნდა იყოს იგივე, რაც თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზები ზრდასრული პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით, მოცემულია ცხრილში ქვემოთ:
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)
რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზები
> 50
ჩვეულებრივი დოზა, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
2 გ ყოველ 8 საათში ერთხელ
2 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
1 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
30-50
2 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
2 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
1 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
11-29
2 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
1 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
≤ 10
1 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,25 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,25 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
ჰემოდიალიზი*
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
- ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების მონაცემების თანახმად, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
პაციენტებში, რომლებსაც ჰემოდიალიზი უტარდებათ, პრეპარატის საწყისი დოზა თერაპიის პირველ დღეს შეადგენს 1 გ-ს, შემდეგ ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზაა 0,5 გ ყველა ინფექციისთვის, გარდა ფიბრილური ნეიტროპენიისა, რომლის დროსაც ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 გ-ს. ჰემოდიალიზის დღეს პრეპარატი შეყავთ დიალიზის დასრულების შემდეგ. თუ შესაძლებელია, პრეპარატის ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
თუ ცნობილია მხოლოდ კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში წონასწორულ მდგომარეობაში, კრეატინინის კლირენსი (CLcr) შეიძლება გამოითვალოს კოკროფტ-გოლტის შემდეგი ფორმულების გამოყენებით:
მამაკაცები:
სხეულის მასა (კგ) X [140 - ასაკი (წლები)]
CLcr (მლ/წთ) =
72 X შრატისმიერი კრეატინინი (მგ/დლ)
ქალები:
CLcr (მლ/წთ) = CLcr (მამაკაცებში) X 0,85
დიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზის დროს 3 საათის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 68%. მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის დროს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზებში, რომლებიც რეკომენდირებულია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, 0,5 გ, 1 გ ან 2 გ, რაც დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, შეყვანებს შორის 48 საათიანი ინტერვალებით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვები (2 თვის და უფროსი ასაკის)
პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის ≤ 40 კგ სხეულის მასით შეადგენს 50 მგ/კგ ყოველ 12 საათში 10 დღის განმავლობაში. უფრო მძიმე ინფექციების შემთხვევაში, ინექციებს შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს 8 საათამდე.
სეფსისი, ბაქტერიული მენინგიტი და ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობა
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის ≤40 კგ სხეულის მასით შეადგენს 50 მგ/კგ ყოველ 8 საათში 7-10 დღის განმავლობაში.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფეპიმის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ცეფეპიმის 50 მგ/კგ დოზით გამოყენების კლინიკური გამოცდილების მიუხედავად, 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიღებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების თანახმად, ცეფეპიმის 30 მგ/კგ დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას 1-2 თვის ასაკის ბავშვებში ყოველ 12 ან 8 საათი. პრეპარატის დოზები 50 მგ/კგ 2 თვეზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის და 30 მგ/კგ 1-2 თვის ასაკის პაციენტებისთვის შესადარებელია მოზრდილებში 2 გ დოზასთან. პრეპარატის გამოყენებისას ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.
ბავშვებისთვის, რომელთა წონაა >40 კგ, დოზირების რეჟიმი ანალოგიურია ასეთის მოზრდილებში. დოზა ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისთვის მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას (2 გ ყოველ 8 საათში).
ბავშვებში ცეფეპიმის ინტრამუსკულარული შეყვანის გამოცდილება შეზღუდულია.
ბავშვები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ვინაიდან ცეფეპიმი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში, პრეპარატის დოზა კორექტირებული უნდა იქნას შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდით და/ან დოზის შემცირებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზების შესაბამისად.
კრეატინინის ცნობილი კონცენტრაციით სისხლის შრატში კრეატინინის კლირენსი გამოითვლება შემდეგი ფორმულების გამოყენებით:
0,55 X სიმაღლე (სმ)
СLcr (მლ/წთ/1,73 მ2) =
შრატისმიერი კრეატინინი (მგ/100 მლ)
ან
0,52 X სიმაღლე (სმ)
СLcr (მლ/წთ/1,73 მ2) = - 3,6
შრატისმიერი კრეატინინი (მგ/100 მლ)
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის სავარაუდო შემცირების გამო, დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით და ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია დოზის კორექცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფეპიმის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, ან სხვა ცეფალოსპორინების ან β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მაგალითად, პენიცილინები, მონო-ბაქტამები და კარბაპენემები).
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციების განვითარების შესახებ, ფატალური დასასრულით შემთხვევების ჩათვლით.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები სათანადოდ უნდა იყვნენ გამოკვლეულნი ანამნეზში შესაძლო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების საგანზე ცეფეპიმზე, β-ლაქტამებზე ან სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასთმით ანამნეზში ან ალერგიისადმი მიდრეკილებით. მკურნალობის დასაწყისში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ. ცეფეპიმზე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციებმა შეიძლება მოითხოვოს ადრენალინის გამოყენება და დამატებითი დამხმარე თერაპია.
ცეფეპიმის ანტიბაქტერიული თერაპია
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია იდენტიფიკაციის ჩატარება და ცეფეპიმის მიმართ გამომწვევის მგრძნობელობის დადგენა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ) ან სხვა მდგომარეობებით, რომლებიც იწვევენ თირკმლის ფუნქციის დარღვევას, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის კორექტირება თირკმელებით პრეპარატის გამოყოფის შემცირებული სიჩქარის კომპენსაციისთვის. ვინაიდან პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ფაქტორებით, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენებისას ცეფეპიმის დონე შეიძლება იყოს მაღალი და დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს, შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს. დოზირების ოპტიმალური რეჟიმის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ინფექციის სიმძიმე და ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა.
ცეფეპიმის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილების მსვლელობაში აღინიშნა შემდეგი მწვავე გვერდითი რეაქციები: შექცევადი ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, სტუპორის და კომის ჩათვლით), მიოკლონი, კრუნჩხვები (მათ შორის არაკრუნჩხვითი ეპილეფსიური სტატუსი) და/ან თირკმლის უკმარისობა. უმეტესი შემთხვევა აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის გამოყენებისას რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.
ზოგადად, ნეიროტოქსიკური სიმპტომები შექცევადი იყო და მოგვარებადი ცეფეპიმის შეწყვეტის და/ან ჰემოდიალიზის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ლეტალური დასასრულის შესახებ.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეა
თითქმის ყველა ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიულმა საშუალებამ, ცეფეპიმის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს Clostridium difficile ასოცირებული დიარეა (CDAD), რომელიც შეიძლება ვარირებდეს მსუბუქი ხარისხის დიარეიდან კოლიტამდე ფატალური დასასრულით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება დიარეის მქონე პაციენტებში, რომელიც ვითარდება ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შემდეგ. საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვების ჩატარება CDAD განვითარების საგანზე, რადგანაც მისი აღნიშვნის შემთხვევები დაფიქსირებული იყო ანტიბაქტერიული თერაპიიდან ორი თვის შემდეგ. CDAD-ზე ეჭვის ან მისი დადასტურების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკების მიღება, იმ ანტიბიოტიკების გარდა, რომლებიც დანიშნული იყო Clostridium difficile დათრგუნვისთვის.
სუპერინფექცია
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
აუცილებელია თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი როქსიპიმთან ერთად პოტენციური ნეფროტოქსიკური ეფექტის მქონე პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები ან ძლიერი შარდმდენები.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკურ კვლევების მსვლელობაში 6400-ზე მეტი მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით (35% 65 წელზე უფროსი და 16% 75 წელზე უფროსი ასაკის), მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის გამოყენებისას ცეფეპიმის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება შესადარებელი იყო ასეთთან მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ხანდაზმულთა და მოხუცებულ ასაკს. აღინიშნებოდა ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო ზრდა და თირკმელების კლირენსის შემცირება უფრო ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია დოზის კორექცია.
ვინაიდან ცეფეპიმი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არსებობს ტოქსიკური რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის სავარაუდო შემცირების გამო, დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით და ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
მძიმე გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ცეფეპიმის ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას, როგორიცაა შექცევადი ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა, ცნობიერების არევის ჩათვლით, ჰალუცინაციები, სტუპორი და კომა), მიოკლონი, კრუნჩხვები (არაკონვუსლიური ეპილეფსიური სტატუსის ჩათვლით) და/ან თირკმლის უკმარისობა.
გავლენა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე
პაციენტებში, რომლებიც ცეფეპიმს იღებენ დღეში ორჯერ, დაფიქსირდა კუმბსის ტესტის ცრუდადებითი შედეგები ჰემოლიზის გარეშე.
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს გლუკოზური ტესტების ცრუდადებითი შედეგები, რომლებიც ჩატარდა მეთოდების გამოყენებით, დაფუძნებულების სპილენძის აღდგენაზე (ბენედიქტის ხსნარის, ფელინგის ხსნარის ან “კლინიტესტი”-ს ტაბლეტების გამოყენებით). ამასთან დაკავშირებით შარდში გლუკოზის დასადგენად რეკომენდირებულია ფერმენტული ტესტების გამოყენება გლუკოზაოქსიდაზით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურებტან და ანტიაგრეგანტებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლდენის გაძლიერება.
პრობნეციდი ანელებს თირკმელებით ცეფეპიმის გამოყოფას, აძლიერებს და ახანგრძლივებს მის მოქმედებას.
ალკოჰოლის მიღებასთან ერთად ცეფეპიმმა შეიძლება გამოიწვიოს ”ანტაბუსური, დისულფირამის მსგავსი” რეაქცია გულისრევასა და ღებინებასთან ერთად.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზის დადგენის ცრუდადებითი შედეგები. ამასთან დაკავშირებით შარდში გლუკოზის დასადგენად რეკომენდირებულია ფერმენტული ტესტების გამოყენება გლუკოზოოქსიდაზით.
ბაქტერიოსტატიკურ ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს β-ლაქტამური ანტიბიოტიკების ეფექტურობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებზე არ ჩატარებულა ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები. თაგვებზე, ვირთხებზე და ბოცვრებზე რეპროდუქციულ კვლევებში ნაყოფის განვითარებაზე პირდაპირი ან ირიბი გავლენა არ ყოფილა აღმოჩენილი. არ არსებობს საკმარისი წინასწარი კლინიკური კვლევები ცეფეპიმის გავლენასთან დაკავშირებით ფერტილობასა და ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია ორსულობის დროს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და თუ თერაპიული სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ცეფეპიმი გამოიყოფა დედის რძეში უმნიშვენლო რაოდენობით. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს და მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის შესაძლო სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენასთან დაკავშირებით. მაგრამ ცეფეპიმის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები (როგორიცაა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა ან ჰალუცინაციები), რაც გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ფერტილობა
ფერტილობის გაუარესება არ აღინიშნებოდა ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში.
არ არსებობს მონაცემები ცეფეპიმის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.
გვერდითი მოვლენები
სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას იყო შეტყობინებები შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ტოქსიკური ნეიროპათია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემორაგია და შარდში გლუკოზის განსაზღვრის ცრუ დადებითი შედეგები.
კლინიკური კვლევები
ცეფეპიმის გამოყენების კლინიკურ კვლევებში (n=5598), ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
შემთხვევის სიხშირე: <0,05%
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები.
შემთხვევის სიხშირე: 0,05-0,1%
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, ყაზბობა, კანდიდოზი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პარესთეზია, გემოვნების დარღვევა.
სხვა რეაქციები: ვაზოდილატაცია, ქოშინი, სასქესო ორგანოების ქავილი, შემცივნება, ანთება ინექციის ადგილზე ინტრავენური ინფუზიის დროს (0,1%).
შემთხვევის სიხშირე: > 0,1-1%
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
სხვა რეაქციები: ცხელება, ვაგინიტი, ერითემა.
შემთხვევის სიხშირე: > 1%
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: გამონაყარი (1,8%).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა (1,2%).
სხვა რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილზე ინტრავენური ინფუზიის დროს (5,2%), მათ შორის ფლებიტი (2,9%), ანთება და ტკივილი კუნთში ინექციის ადგილზე (2,6%).
გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილება
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). თითოეულ ჯგუფში უარყოფითი რეაქციები წარმოდგენილია მათი სერიოზულობის ხარისხის შემცირებით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ვაგინალური ინფექციები; იშვიათად - კანდიდოზი.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ანემია, ეოზინოფილია; არახშირად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია; სიხშირე უცნობია - აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი.
ფსიქიკური აშლილობები: სიხშირე უცნობია - ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - კრუნჩხვები, პარესთეზია, დისგევზია, თავბრუსხვევა; სიხშირე უცნობია - კომა, სტუპორი, ენცეფალოპათია, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, მიოკლონუსი.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ფლებიტი ინექციის ადგილზე; იშვიათად - ვაზოდილატაცია; სიხშირე უცნობია - ჰემორაგია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათად - დისპნოე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მხრივ: ხშირად - დიარეა; არახშირად - ფსევდომემბრანული კოლიტი, კოლიტი, გულისრევა, ღებინება; იშვიათად - მუცლის ტკივილი, ყაბზობა; სიხშირე უცნობია - კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი; არახშირად - ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, მულტიფორმული ერითემა*.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ტოქსიკური ნეფროპათია*.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: სიხშირე უცნობია - ქავილი გენიტალიების მიდამოში.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - რეაქციები ინფუზიის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე, ანთება ინექციის ადგილზე; არახშირად - პირექსია, ანთება ინფუზიის ადგილზე; იშვიათად - შემცივნება.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ძალიან ხშირად - კუმბსის სინჯის დადებითი შედეგი; ხშირად - ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონეების ზრდა, სისხლში ბილირუბინის მომატება, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დროის გახანგრძლივება; არახშირად - სისხლში შარდოვანას, სისხლში კრეატინინის დონეების მომატება; სიხშირე უცნობია - შარდში გლუკოზის დონის ცრუდადებითი შედეგი*.
- არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჩვეულებრივ მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის სხვა ნაერთებს.
ბავშვები
ცეფეპიმის უსაფრთხოების პროფილი ახალშობილებსა და ბავშვებში მსგავსია ასეთის მოზრდილებში.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია, რომლის შესახებაც იყო შეტყობინებები კლინიკურ კვლევებში, არის გამონაყარი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირებისას რეკომენდირებული დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ცეფეპიმის სხეულიდან გამოსადევნად ტარდება ჰემოდიალიზი. პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია. შემთხვევითი ჭარბი დოზირება აღინიშნებოდა ცეფეპიმის მაღალი დოზების გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა, ცნობიერების არევის, ჰალუცინაციების, სტუპორის, კომის ჩათვლით), მიოკლონუსი, კრუნჩხვები.
შემადგენლობა
როქსიპიმი 0,5 გ
ერთი ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფეპიმი (ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის ფორმით) 0,5 გ.
დამხმარე ნივთიერება: არგინინი.
გამხსნელი (გამხსნელთან კომპლექტში გამოშვების ფორმისთვის):
საინექციო წყალი 5 მლ.
როქსიპიმი 1,0 გ ან 2,0 გ
ერთი ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფეპიმი (ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის ფორმით) 1,0 გ ან 2,0 გ.

საინექციო წყალი 10 მლ.
პრეპარატის ათქ კოდი J01DE01
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მომზადებული ხსნარი სატბილურია 24 საათის განმავლობაში 15°C-25°C ტემპერატურაზე ან 7 დღის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. სხვა β-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები. მეოთხე თაობის ცეფალოსპორინები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ცეფეპიმი, პრეპარატ როქსიპიმის აქტიური ნივთიერება, მეოთხე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი, მოქმედების ფართო სპექტრით კუნთში ან ვენაში შესაყვანად.
მოქმედების მექანიზმი
ცეფეპიმი მოქმედებს ბაქტერიციდულად, უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით.
ცეფეპიმი აქტიურია სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ამინოგლიკოზიდების ან მესამე თაობის ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული უმეტესი შტამების ჩათვლით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ცეფეპიმს გააჩნია მაღალი მდგრადობა უმეტესი β-ლაქტამაზების ჰიდროლიზის მიმართ, დაბალი აფინურობა ქრომოსომული გენებით კოდირებული β-ლაქტამაზებისადმი, და სწრაფად აღწევს გრამუარყოფით ბაქტერიულ უჯრედებში.
ბაქტერიული უჯრედების შიგნით ცეფეპიმის მოლეკულური სამიზნეებია პენიცილინშემაკავშირებელი ცილები (PBP). Escherichia coli-სა და Enterobacter cloacae-სთან ჩატარებულ კვლევებში ცეფეპიმს გააჩნდა ყველაზე მაღალი აფინურობა PBP3, PBP2, PBP1a და PBP1b-ს მიმართ. PBP2-სთან შეკავშირება მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ხარისხის აფინურობით მიმდინარეობდა სხვა პარენტერალურ ცეფალოსპორინებთან შედარებით, რამაც შეიძლება გაზარდოს ცეფეპიმის ანტიბაქტერიული მოქმედება. ცეფეპიმის ზომიერმა აფინურობამ PBP1a და PBP1b-ს მიმართ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მის ზოგად ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
როქსიპიმი აქტიურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ. მინიმალური ბაქტერიციდული კონცენტრაციისა და მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MBC/MIC) თანაფარდობა ცეფეპიმისთვის ყველა შესწავლილი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების 80%-ზე მეტი იზოლატებისთვის შეადგენს ≤2. Pseudomonas aeruginosa-ს იზოლატებზე ჩატარებულ in vitro კვლევაში გამოვლინდა ცეფეპიმის სინერგიული ეფექტი ამინოგლიკოზიდებთან.
ბაქტერიების ცალკეული შტამების რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება ვარირებდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე მიზანშეწონილია ინფორმაციის გათვალისწინება მიკროორგანიზმების რეზისტენტობის შესახებ კონკრეტული ადგილისთვის.
პრეპარატი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (β-ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis (β-ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), სტაფილოკოკების სხვა შტამები, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus ჩათვლით; Streptococcus pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკები), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკები), Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ ზომიერი რეზისტენტობით შტამების ჩათვლით - MIC შეადგენს 0,1-1 მკგ/მლ), სხვა β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (C, G, F ჯგუფის), Streptococcus bovis (D ჯგუფი), Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები.
შენიშვნა: ენტეროკოკების შტამების უმეტესობა, მაგალითად, Enterococcus faecalis, და მეტიცილინისადმი რეზისტენტული სტაფილოკოკები, რეზისტენტულნი არიან უმეტესი ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მიმართ, ცეფეპიმის ჩათვლით.
აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Acinetobacter calcoaceticus (anitratus, lwoffii ქვესახეობები), Aeromonas hydrophila, Capnocytophaga sp., Citrobacter sp. (Citrobacter diversus, Citrobacter freundii ჩათვლით), Campylobacter jejuni, Enterobacter sp. (Enterobacter cloacae, Enterobacter aerogenes, Enterobacter sakazakii ჩათვლით), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae (β-ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella sp. (Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Klebsiella ozaenae ჩათვლით), Legionella sp., Morganella morganii, Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis, β-ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Neisseria gonorrhoeae ( β-ლაქტამაზის მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით); Neisseria meningitidis, Pantoea agglomerans (ადრე ცნობილი, როგორც Enterobacter agglomerans), Proteus sp. (Proteus mirabilis, Proteus vulgaris ჩათვლით), Providencia sp. (Providencia rettgeri, Providencia stuartii ჩათვლით), Pseudomonas sp. (Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas stutzeri ჩათვლით), Salmonella sp., Serratia sp. (Serratia marcescens, Serratia liquefaciens ჩათვლით), Shigella sp., Yersinia enterocolitica.
შენიშვნა: ცეფეპიმი არააქტიურია Stenotrophomonas maltophilia მრავალი შტამების მიმართ (ადრე ცნობილი, როგორც Xanthomonas maltophilia (Pseudomonas maltophilia)).
ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides sp., Clostridium perfringens, Fusobacterium sp., Mobiluncus sp., Peptostreptococcus sp., Prevotella melaninogenica (ადრე ცნობილი, როგორც Bacteroides melaninogenicus), Veillonella sp.
შენიშვნა: ცეფეპიმი არააქტიურია Bacteroides fragilis и Clostridium difficile მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
მოზრდილები
განაწილება
ცეფეპიმის საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ჯანმრთელ ზრდასრულ მამაკაცებში სხვადასხვა დროს ერთჯერადი 30-წუთიანი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ 0,5 გ, 1 გ და 2 გ დოზებში ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ცეფეპიმის საშუალო კონცენტრაცია პლაზმაში (მგ/მლ) ჯანმრთელ ზრდასრულ მამაკაცებში
ცეფეპიმის დოზა
0,5 სთ
1 სთ
2 სთ
4 სთ
8 სთ
12 სთ
ინტრავენური შეყვანა
0,5 გ
38,2
21,6
11,6
5,0
1,4
0,2
1 გ
78,7
44,5
24,3
10,5
2,4
0,6
2 გ
163,1
85,8
44,8
19,2
3,9
1,1
ინტრამუსკულარული შეყვანა
0,5 გ
8,2
12,5
12,0
6,9
1,9
0,7
1 გ
14,8
25,9
26,3
16,0
4,5
1,4
2 გ
36,1
49,9
51,3
31,5
8,7
2,3
აბსორბცია
ცეფეპიმი მთლიანად შეიწოვება კუნთებში შეყვანის შემდეგ.
ცეფეპიმის თერაპიული კონცენტრაციები სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
ცეფეპიმის საშუალო კონცენტრაცია ორგანიზმის სხვადასხვა სითხეებსა (მკგ/მლ) და ქსოვილებში (მკგ/გ) ჯანმრთელ ზრდასრულ მამაკაცებში
სხეულის და ქსოვილის სითხეები
დოზა (ი/ვ)
სინჯების შერჩევის საშუალო დრო (სთ) დოზირების შემდეგ
საშუალო კონცენტრაცია
შარდი
0,5 გ
1 გ
2გ
0-4
0-4
0-4
292
926
3120
ნაღველი
2 გ
9,4
17,8
პერიტონეალური სითხე
2 გ
4,4
18,3
ბუშტუკების სითხე
2 გ
1,5
81,4
ბრონქების ლორწოვანი გარსი
2 გ
4,8
24,1
ნახველი
2 გ
4,0
7,4
პროსტატა
2 გ
1,0
31,5
აპენდიქსი
2 გ
5,7
5,2
ნაღვლის ბუშტი
2 გ
8,9
11,9
მეტაბოლიზმი/გამოყოფა
ცეფეპიმი მეტაბოლიზდება N-მეთილპიროლიდინად, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება N-მეთილპიროლიდინის ოქსიდად. შარდში აღინიშნება უცვლელი ცეფეპიმის შეყვანილი დოზის დაახლოებით 85%, 1%-ზე ნაკლები N-მეთილპიროლიდინი, N-ოქსიდის 6,8% და ცეფეპიმის ეპიმერის 2,5%. ცეფეპიმის სისხლის შრატის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს საშუალოდ 16,4%-ს და არ არის დამოკიდებული სისხლის შრატში პრეპარატის კონცენტრაციაზე. 250 მგ-დან 2 გ-მდე დოზების შეყვანის შემდეგ, ცეფეპიმის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ორგანიზმიდან საშუალოდ დაახლოებით 2 საათია. ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ ცეფეპიმს 2 გ-მდე ინტრავენურად, 8 საათის ინტერვალით 9 დღის განმავლობაში, ორგანიზმში ცეფეპიმის კუმულაცია არ აღინიშნებოდა. საშუალო საერთო კლირენსი შეადგენს 120 მლ/წთ. ცეფეპიმი თითქმის მთლიანად გამოიყოფა თირკმელებით, ძირითადად, გორგლოვანი ფილტრაციის გზით (თირკმლის საშუალო კლირენსი 110 მლ/წთ).
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
პაციენტები მუკოვისციდოზით
კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც იღებდნენ ცეფეპიმს ფილტვების მწვავე დაავადებების დროს (n=24, საშუალო ასაკი 15 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი 5-47 წელი). ანტიბიოტიკებით თერაპიამ შეიძლება არ მოგვცეს ბაქტერიოლოგიური ერადიკაცია ასეთ პაციენტებში. მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში არ აღინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკაში.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხით, T1/2 ორგანიზმიდან იზრდება, ამასთან აღინიშნება ხაზოვანი დამოკიდებულება საერთო კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, რომლებიც საჭიროებენ დიალიზს, შეადგენს 13 საათს ჰემოდიალიზის დროს და 19 საათს მუდმივი პერიტონეალური დიალიზის დროს.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, 1 გ ცეფეპიმის ერთჯერადი დოზის მიღებისას, ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა. პაციენტთა ამ ჯგუფში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
65 წელზე უფროსი ასაკის ჯანმრთელ მოხალისეებში 1 გ ცეფეპიმის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეინიშნებოდა “კონცენტრაცია-დრო” (AUC) მრუდის ქვეშ ფართობის ზრდა და თირკმლის კლირენსის შემცირება ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით რეკომენდირებულია დოზის კორექცია.
ბავშვები
ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა გამოკვლეული იქნა 2,1 თვიდან 11,2 წლამდე ასაკის ბავშვებში 50 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად შეყვანის შემდეგ, ასევე ცეფეპიმის განმეორებითი შეყვანის შემდეგ (ყოველ 8 ან 12 საათში არანაკლებ 48 საათის განმავლობაში).
ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ საერთო კლირენსისა და განაწილების მოცულობის საშუალო მნიშვნელობები შეადგენდნენ 3,3 მლ/წთ/კგ და 0,3 ლ/კგ, შესაბამისად. ორგანიზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 1,7 საათს შეადგენდა. ცეფეპიმის გამოყოფა უცვლელი სახით თირკმელებით შეადგენდა შეყვანილი დოზის საშუალოდ 60,4%-ს, ხოლო თირკმლისმიერი კლირენსი საშუალოდ - 2,0 მლ/წთ/კგ.
მრავალჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ცეფეპიმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში არ განსხვავდებოდა ასეთისგან ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, გარდა უმნიშვნელო კუმულაციისა. სხვა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ჩვილებსა და ბავშვებში არ განსხვავდებოდა არც ერთჯერადი, არც მრავალჯერადი შეყვანისას, აგრეთვე დოზირების სხვადასხვა რეჟიმის დროს (8 ან 12 საათი). პაციენტთა ასაკი და სქესი არ ახდენდნენ მნიშვნელოვან გავლენას ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ ცეფეპიმის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენდა საშუალოდ 68 მკგ/მლ და მიიღწეოდა საშუალოდ 0,75 საათში.
ინტრამუსკულარული შეყვანიდან 8 საათში ცეფეპიმის მინიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 6 მკგ/მლ შეადგენდა. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ცეფეპიმის ბიოშეღწევადობა საშუალოდ 82%-ს შეადგენდა.
ცეფეპიმის კონცენტრაცია (± სტანდარტული გადახრა) ზურგის ტვინის სითხეში და სისხლის პლაზმაში და კონცეტრაციების შეფარდება ზურგის ტვინის სითხეში/სისხლის პლაზმაში ჩვილებსა და ბავშვებში წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილში*.
დრო შეყვანის შემდეგ, სთ
N
კონცენტრაცია პლაზმაში, მკგ/მლ
კონცეტრაცია ზურგის ტვინის სითხეში, მკგ/მლ
კონცენტრაციების შეფარდება ზურგის ტვინის სითხეში/სისხლის პლაზმაში
0,5
7
67,1 (51,2)
5,7 (7,3)
0,12 (0,14)
1
4
44,1 (7,8)
4,3 (1,5)
0,10 (0,04)
2
5
23,9 (12,9)
3,6 (2,0)
0,17 (0,09)
4
5
11,7 (15,7)
4,2 (1,1)
0,87 (0,56)
8
5
4,9 (5,9)
3,3 (2,8)
1,02 (0,64)
- პაციენტთა ასაკი ვარირებდა 3,1 თვიდან 12 წლამდე, სტანდარტული გადახრით 2,6 (3,0) წელი. პაციენტებში ეჭვით ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციებზე, ცეფეპიმის დოზა შეადგენდა 50 მგ/კგ სხეულის მასაზე ინტრავენურად შეყვანისას 5-20 წუთის განმავლობაში, ყოველ 8 საათში ერთხელ. კონცენტრაციები პლაზმასა და ზურგის ტვინის სითხეში განისაზღვრებოდა შეყვანის ბოლოს ცეფეპიმის გამოყენების მე–2 ან მე–3 დღეს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
როქსიპიმი
სავაჭრო დასახელება
როქსიპიმი, Roxipime
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ცეფეპიმი, Cefepime
სამკურნალო ფორმა
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
აღწერილობა: ფხვნილი თეთრიდან ღია-ყვითელ ფერამდე.
შემადგენლობა
როქსიპიმი 0,5 გ
ერთი ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფეპიმი (ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის ფორმით) 0,5 გ.
დამხმარე ნივთიერება: არგინინი.
გამხსნელი (გამხსნელთან კომპლექტში გამოშვების ფორმისთვის):
საინექციო წყალი 5 მლ.
როქსიპიმი 1,0 გ ან 2,0 გ
ერთი ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ცეფეპიმი (ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის ფორმით) 1,0 გ ან 2,0 გ.
დამხმარე ნივთიერება: არგინინი.
გამხსნელი (გამხსნელთან კომპლექტში გამოშვების ფორმისთვის):
საინექციო წყალი 10 მლ.
პრეპარატის ათქ კოდი J01DE01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
მოზრდილები
პრეპარატი ნაჩვენებია მოზრდილებში ცეფეპიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით);
საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და ნაღველგამომყოფი გზების ინფექციების ჩათვლით);
გინეკოლოგიური ინფექციები;
ბაქტერიემია, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ გამოწვეულია რომელიმე ზემოაღნიშნული ინფექციით;
ფებრილური ნეიტროპენია*;
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა ინტრააბდომინალური ოპერაციების ჩატარების დროს.
ბავშვები
როქსიპიმი ნაჩვენებია 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში ცეფეპიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- პნევმონია;
- საშარდე გზების გაურთულებელი და გართულებული ინფექციები (პიელონეფრიტის ჩათვლით);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- სეპტიცემია;
- ფებრილური ნეიტროპენია*;
- ბაქტერიული მენინგიტი.
- პრეპარატი გამოიყენება მონოთერაპიის სახით ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ემპირიული მკურნალობისთვის. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ინფექციების განვითარების მაღალი რისკი (მაგალითად, ბოლოდროინდელი ძვლის ტვინის გადანერგვა, არტერიული ჰიპოტენზია, ავთვისებიანი სისხლის დაავადებები ან მძიმე ან ხანგრძლივი ნეიტროპენია), პრეპარატით მონოთერაპია შეიძლება არ იყოს საკმარისი. ასეთ პაციენტებში ნაჩვენებია კომპლექსური ანტიბაქტერიული თერაპია.
პრეპარატით ემპირიული თერაპია შეიძლება დაწყებული იქნას მგრძნობელობის შესწავლის შედეგების მიღებამდე, ანტიბიოტიკების არჩევის და მკურნალობის სქემის შემდგომი კორექციით საჭიროების შემთხვევაში.
როქსიპიმის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიის სახით ინფექციის გამომწვევის იდენტიფიკაციამდე, რადგანაც პრეპარატს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. პაციენტებში შერეული აერობული და ანაერობული ინფექციის რისკით, განსაკუთრებით ცეფეპიმისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების შესაძლო არსებობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია ანტიანაერობული პრეპარატით თანხმლები თერაპიის დაწყება გამომწვევის იდენტიფიკაციამდე. გამომწვევის იდენტიფიკაციის და ცეფეპიმის მიმართ მგრძნობელობის დადგენის შემდეგ, საჭიროა მკურნალობის ჩატარება კვლევების შედეგების შესაბამისად.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისთვის. დოზა და შეყვანის გზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, თირკმლების ფუნქციასა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.
გამოყენების წესი
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური შეყვანის გზა გამოიყენება მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით სეპტიური შოკის განვითარების რისკის დროს.
ინტრავენური ინექციისთვის პრეპარატის ფხვნილი იხსნება ერთ-ერთ შემდეგ გამხსნელში (იხილეთ ქვემოთ ცხრილი “ხსნარის მომზადება ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის”):
სტერილური საინექციო წყალი;
5% გლუკოზის საინექციო ხსნარი;
0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი.
პრეპარატის მომზადებული ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად ნელა 3-5 წუთის განმავლობაში.
ინტრავენური ინფუზიისთვის პრეპარატის მომზადებულ ხსნარს (მომზადება იხილეთ ზემოთ) ამატებენ ფლაკონში, რომელიც შეიცავს ინფუზიისთვის შესაფერის ხსნარს, და შეჰყავთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში. პრეპარატის მომზადებული ხსნარი 1-40 მგ/მლ კონცენტრაციით თავსებადია შემდეგ ხსნარებთან:
- 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
- 5% ან 10% გლუკოზის საინექციო ხსნარი;
- 1/6 მ ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარი;
- 5% საინექციო გლუკოზის ხსნარი და 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
- რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი და 5% საინექციო გლუკოზის ხსნარი.
მომზადებული ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 15°C-25°C ტემპერატურაზე ან 7 დღის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2°C-8°C).
ინტრამუსკულარული შეყვანა
პრეპარატის ფხვნილი იხსნება შემდეგი გამხსნელებიდან ერთში (დასამატებელი გამხსნელების მოცულობები იხ. ქვემოთ ცხრილში “ხსნარის მომზადება ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის”):
- სტერილური საინექციო წყალი;
- 5% გლუკოზის საინექციო ხსნარი;
- 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
- საინექციო ბაქტერიოსტატიკური წყალი პარაბენებით ან ბენზილის სპირტით;
- 0,5% ან 1,0% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის საინექციო ხსნარი*.
მომზადებული ხსნარები სტაბილურია 24 საათის განმავლობაში 15°C-25°C ტემპერატურაზე ან 7 დღის განმავლობაში მაცივარში შენახვისას (2°C-8°C).
პრეპარატის მომზადებული ხსნარი შეჰყავთ კუნთებში ღრმად დიდ კუნთის მასივში (მაგალითად, დიდი დუნდულოს კუნთის გარე ზედა კვადრატში). 1 გ-მდე დოზა შეიძლება შეყვანილი იქნას ერთჯერადი ინექციის სახით. მაქსიმალური დოზა 2 გ უნდა გაკეთდეს ორი ინექციის სახით, სხვადასხვა ადგილზე.
- ვინაიდან პრეპარატის კუნთებში ინექციები ჩვეულებრივ უმტკივნეულოა, უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარის გამოყენება გამხსნელის სახით.
ცხრილი. ხსნარის მომზადება ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისთვის
ცეფეპიმის დოზირება/
ფლაკონი
დამატებული გამხსნელის მოცულობა,
მლ
მიახლოებითი მიღებული მოცულობა, მლ
ცეფეპიმის მიახლოებითი კონცენტრაცია, მგ/მლ
ინტრავენურად
0,5 გ
5
5,6
90
1 გ
10
11,4
90
2 გ
10
12,8
160
ინტრამუსკულარულად
0,5 გ
1,5
2,2
230
1 გ
3,0
4,4
230
არ შეიძლება პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთ შპრიცში ან ერთ საინფუზიო ფლაკონში.
როგორც უმეტესი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების შემთხვევაში, როქსიპიმის ხსნარი არ უნდა დაემატოს მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის ან ნეტილმიცინის სულფატის ხსნარს ფიზიკური ან ქიმიური შეუთავსებლობის გამო. თუ ნაჩვენებია თანმხლები თერაპია ცეფეპიმით, თითოეული ეს სამკურნალო საშუალება ცალკე უნდა იქნას შეყვანილი.
პრეპარატის მომზადებული ხსნარის შეყვანის წინ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხსნარი არ შეიცავს მექანიკურ მინარევებს. არ გამოიყენოთ პრეპარატი უცხო ნაწილაკების არსებობისას.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული მომზადებისთანავე, მაშინ დრო და შენახვის პირობები არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს 2°C-8°C ტემპერატურაზე, ხსნარის უკონტროლო და არასტერილურ პირობებში მომზადების შემთხვევაში.
ისევე როგორც სხვა ცეფალოსპორინების შემთხვევაში, პრეპარატის მომზადებულ ხსნარს შეიძლება ჰქონდეს მოყვითალო-ყავისფერი ფერი, რაც გავლენას არ ახდენს პრეპარატის აქტივობასა და ხარისხზე.
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები და ბავშვები ˃ 40 კგ სხეულის მასით, თირკმლის ნორმალური ფუნქციით
დოზირების რეკომენდირებული რეჟიმი მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის >40 კგ სხეულის მასით ნორმალური თირკმლის ფუნქციით* მოცემულია ცხრილში ქვემოთ:
ინფექციის ტიპი და სიმძიმის ხარისხი
დოზა და შეყვანის გზა
ინტერვალი შეყვანებს შორის
საშარდე გზების მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ინფექციები
0,5-1,0 გ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად
12 სთ
სხვა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები
1,0 გ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად
12 სთ
მძიმე ინფექციები
2 გ ინტრავებურად
12 სთ
ძალიან მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები
2 გ ინტრავენურად
8 სთ
- თერაპიის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს, უფრო მძიმე ინფექციებმა შეიძლება მოითხოვოს უფრო ხანგრძლივი მკურნალობა. ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობისთვის, მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეზე ნაკლებს ან ნეიტროპენიის აღმოფხვრამდე.
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა ინტრააბდომინალური ოპერაციების ჩატარებისას (მოზრდილები)
ოპერაციის დაწყებამდე 60 წუთით ადრე, პრეპარატის 2 გ ინტრავენურად შეჰყავთ ინფუზიის სახით, 30 წუთის განმავლობაში. ინფუზიის დასრულებისთანავე, პაციენტისთვის ინტრავენურად შეჰყავთ 0,5 გ მეტრონიდაზოლი. მეტრონიდაზოლისა და ცეფეპიმის ფარმაცევტული შეუთავსებლობის გამო, ისინი არ უნდა იქნეს შერეული საინფუზიო ხსნარის ერთ ფლაკონში. მეტრონიდაზოლის შეყვანამდე რეკომენდირებულია საინფუზიო სისტემის გავლება თავსებადი სითხით. ხანგრძლივი (12 საათზე მეტი) ქირურგიული ოპერაციების დროს, პრეპარატის პირველი დოზის შეყვანიდან 12 საათის შემდეგ, განმეორებით შეყავთ ცეფეპიმის იგივე დოზა, მეტრონიდაზოლის შემდგომი შეყვანით.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის დოზა უნდა იყოს კორექტირებული თირკმელებით პრეპარატის ექსკრეციის შემცირებული სიჩქარის კომპენსაციისთვის. ცეფეპიმის რეკომენდირებული საწყისი დოზა პაციენტებში თირკმლის მსუბუქიდან ზომიერ სიმძიმემდე უკმარისობით უნდა იყოს იგივე, რაც თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზები ზრდასრული პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის დარღვევით, მოცემულია ცხრილში ქვემოთ:
კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)
რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზები
> 50
ჩვეულებრივი დოზა, დოზის კორექცია არ არის საჭირო.
2 გ ყოველ 8 საათში ერთხელ
2 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
1 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
30-50
2 გ ყოველ 12 საათში ერთხელ
2 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
1 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
11-29
2 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
1 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
≤ 10
1 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,25 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,25 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
ჰემოდიალიზი*
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
0,5 გ ყოველ 24 საათში ერთხელ
- ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების მონაცემების თანახმად, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს.
პაციენტებში, რომლებსაც ჰემოდიალიზი უტარდებათ, პრეპარატის საწყისი დოზა თერაპიის პირველ დღეს შეადგენს 1 გ-ს, შემდეგ ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზაა 0,5 გ ყველა ინფექციისთვის, გარდა ფიბრილური ნეიტროპენიისა, რომლის დროსაც ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 გ-ს. ჰემოდიალიზის დღეს პრეპარატი შეყავთ დიალიზის დასრულების შემდეგ. თუ შესაძლებელია, პრეპარატის ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
თუ ცნობილია მხოლოდ კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში წონასწორულ მდგომარეობაში, კრეატინინის კლირენსი (CLcr) შეიძლება გამოითვალოს კოკროფტ-გოლტის შემდეგი ფორმულების გამოყენებით:
მამაკაცები:
სხეულის მასა (კგ) X [140 - ასაკი (წლები)]
CLcr (მლ/წთ) =
72 X შრატისმიერი კრეატინინი (მგ/დლ)
ქალები:
CLcr (მლ/წთ) = CLcr (მამაკაცებში) X 0,85
დიალიზზე მყოფი პაციენტები
ჰემოდიალიზის დროს 3 საათის განმავლობაში ორგანიზმიდან გამოიყოფა პრეპარატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 68%. მუდმივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზის დროს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზებში, რომლებიც რეკომენდირებულია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, 0,5 გ, 1 გ ან 2 გ, რაც დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, შეყვანებს შორის 48 საათიანი ინტერვალებით.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვები (2 თვის და უფროსი ასაკის)
პნევმონია, საშარდე გზების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის ≤ 40 კგ სხეულის მასით შეადგენს 50 მგ/კგ ყოველ 12 საათში 10 დღის განმავლობაში. უფრო მძიმე ინფექციების შემთხვევაში, ინექციებს შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს 8 საათამდე.
სეფსისი, ბაქტერიული მენინგიტი და ფებრილური ნეიტროპენიის ემპირიული მკურნალობა
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის ≤40 კგ სხეულის მასით შეადგენს 50 მგ/კგ ყოველ 8 საათში 7-10 დღის განმავლობაში.
2 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფეპიმის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ცეფეპიმის 50 მგ/კგ დოზით გამოყენების კლინიკური გამოცდილების მიუხედავად, 2 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიღებული ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების თანახმად, ცეფეპიმის 30 მგ/კგ დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნას 1-2 თვის ასაკის ბავშვებში ყოველ 12 ან 8 საათი. პრეპარატის დოზები 50 მგ/კგ 2 თვეზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის და 30 მგ/კგ 1-2 თვის ასაკის პაციენტებისთვის შესადარებელია მოზრდილებში 2 გ დოზასთან. პრეპარატის გამოყენებისას ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ სათანადო დაკვირვების ქვეშ.
ბავშვებისთვის, რომელთა წონაა >40 კგ, დოზირების რეჟიმი ანალოგიურია ასეთის მოზრდილებში. დოზა ბავშვებისთვის არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისთვის მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას (2 გ ყოველ 8 საათში).
ბავშვებში ცეფეპიმის ინტრამუსკულარული შეყვანის გამოცდილება შეზღუდულია.
ბავშვები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
ვინაიდან ცეფეპიმი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში, პრეპარატის დოზა კორექტირებული უნდა იქნას შეყვანებს შორის ინტერვალის გაზრდით და/ან დოზის შემცირებით თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე მოზრდილ პაციენტებში რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზების შესაბამისად.
კრეატინინის ცნობილი კონცენტრაციით სისხლის შრატში კრეატინინის კლირენსი გამოითვლება შემდეგი ფორმულების გამოყენებით:
0,55 X სიმაღლე (სმ)
СLcr (მლ/წთ/1,73 მ2) =
შრატისმიერი კრეატინინი (მგ/100 მლ)
ან
0,52 X სიმაღლე (სმ)
СLcr (მლ/წთ/1,73 მ2) = - 3,6
შრატისმიერი კრეატინინი (მგ/100 მლ)
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის სავარაუდო შემცირების გამო, დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით და ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია დოზის კორექცია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ცეფეპიმის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, ან სხვა ცეფალოსპორინების ან β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მაგალითად, პენიცილინები, მონო-ბაქტამები და კარბაპენემები).
გვერდითი რეაქციები
სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას იყო შეტყობინებები შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ტოქსიკური ნეიროპათია, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემორაგია და შარდში გლუკოზის განსაზღვრის ცრუ დადებითი შედეგები.
კლინიკური კვლევები
ცეფეპიმის გამოყენების კლინიკურ კვლევებში (n=5598), ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები იყო კუჭ-ნაწლავის მხრივ და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
შემთხვევის სიხშირე: <0,05%
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ანაფილაქსია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: კრუნჩხვები.
შემთხვევის სიხშირე: 0,05-0,1%
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მუცლის ტკივილი, ყაზბობა, კანდიდოზი.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, პარესთეზია, გემოვნების დარღვევა.
სხვა რეაქციები: ვაზოდილატაცია, ქოშინი, სასქესო ორგანოების ქავილი, შემცივნება, ანთება ინექციის ადგილზე ინტრავენური ინფუზიის დროს (0,1%).
შემთხვევის სიხშირე: > 0,1-1%
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით).
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი.
სხვა რეაქციები: ცხელება, ვაგინიტი, ერითემა.
შემთხვევის სიხშირე: > 1%
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: გამონაყარი (1,8%).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა (1,2%).
სხვა რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილზე ინტრავენური ინფუზიის დროს (5,2%), მათ შორის ფლებიტი (2,9%), ანთება და ტკივილი კუნთში ინექციის ადგილზე (2,6%).
გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილება
გვერდითი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით). თითოეულ ჯგუფში უარყოფითი რეაქციები წარმოდგენილია მათი სერიოზულობის ხარისხის შემცირებით.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირად - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ვაგინალური ინფექციები; იშვიათად - კანდიდოზი.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად - ანემია, ეოზინოფილია; არახშირად - თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია; სიხშირე უცნობია - აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, აგრანულოციტოზი.
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება; სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი.
ფსიქიკური აშლილობები: სიხშირე უცნობია - ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავის ტკივილი; იშვიათად - კრუნჩხვები, პარესთეზია, დისგევზია, თავბრუსხვევა; სიხშირე უცნობია - კომა, სტუპორი, ენცეფალოპათია, ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, მიოკლონუსი.
სისხლძარღვების მხრივ: ხშირად - ფლებიტი ინექციის ადგილზე; იშვიათად - ვაზოდილატაცია; სიხშირე უცნობია - ჰემორაგია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: იშვიათად - დისპნოე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მხრივ: ხშირად - დიარეა; არახშირად - ფსევდომემბრანული კოლიტი, კოლიტი, გულისრევა, ღებინება; იშვიათად - მუცლის ტკივილი, ყაბზობა; სიხშირე უცნობია - კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად - გამონაყარი; არახშირად - ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი; სიხშირე უცნობია - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი*, მულტიფორმული ერითემა*.
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია - თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ტოქსიკური ნეფროპათია*.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: სიხშირე უცნობია - ქავილი გენიტალიების მიდამოში.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ხშირად - რეაქციები ინფუზიის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე, ანთება ინექციის ადგილზე; არახშირად - პირექსია, ანთება ინფუზიის ადგილზე; იშვიათად - შემცივნება.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: ძალიან ხშირად - კუმბსის სინჯის დადებითი შედეგი; ხშირად - ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონეების ზრდა, სისხლში ბილირუბინის მომატება, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება, ნაწილობრივი თრომბოპლასტინური დროის გახანგრძლივება; არახშირად - სისხლში შარდოვანას, სისხლში კრეატინინის დონეების მომატება; სიხშირე უცნობია - შარდში გლუკოზის დონის ცრუდადებითი შედეგი*.
- არასასურველი რეაქციები, რომლებიც ჩვეულებრივ მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის სხვა ნაერთებს.
ბავშვები
ცეფეპიმის უსაფრთხოების პროფილი ახალშობილებსა და ბავშვებში მსგავსია ასეთის მოზრდილებში.
ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია, რომლის შესახებაც იყო შეტყობინებები კლინიკურ კვლევებში, არის გამონაყარი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული გვერდითი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან აღინიშნა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსად, იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციების განვითარების შესახებ, ფატალური დასასრულით შემთხვევების ჩათვლით.
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტები სათანადოდ უნდა იყვნენ გამოკვლეულნი ანამნეზში შესაძლო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების საგანზე ცეფეპიმზე, β-ლაქტამებზე ან სხვა სამკურნალო საშუალებებზე.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ასთმით ანამნეზში ან ალერგიისადმი მიდრეკილებით. მკურნალობის დასაწყისში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სათანადო დაკვირვების ქვეშ. ცეფეპიმზე ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
ჰიპერმგრძნობელობის მწვავე რეაქციებმა შეიძლება მოითხოვოს ადრენალინის გამოყენება და დამატებითი დამხმარე თერაპია.
ცეფეპიმის ანტიბაქტერიული თერაპია
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია იდენტიფიკაციის ჩატარება და ცეფეპიმის მიმართ გამომწვევის მგრძნობელობის დადგენა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ≤ 50 მლ/წთ) ან სხვა მდგომარეობებით, რომლებიც იწვევენ თირკმლის ფუნქციის დარღვევას, რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის კორექტირება თირკმელებით პრეპარატის გამოყოფის შემცირებული სიჩქარის კომპენსაციისთვის. ვინაიდან პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ფაქტორებით, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენებისას ცეფეპიმის დონე შეიძლება იყოს მაღალი და დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს, შემანარჩუნებელი დოზა უნდა შემცირდეს. დოზირების ოპტიმალური რეჟიმის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხი, ინფექციის სიმძიმე და ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა.
ცეფეპიმის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილების მსვლელობაში აღინიშნა შემდეგი მწვავე გვერდითი რეაქციები: შექცევადი ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა, დაბნეულობის, ჰალუცინაციების, სტუპორის და კომის ჩათვლით), მიოკლონი, კრუნჩხვები (მათ შორის არაკრუნჩხვითი ეპილეფსიური სტატუსი) და/ან თირკმლის უკმარისობა. უმეტესი შემთხვევა აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის გამოყენებისას რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.
ზოგადად, ნეიროტოქსიკური სიმპტომები შექცევადი იყო და მოგვარებადი ცეფეპიმის შეწყვეტის და/ან ჰემოდიალიზის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევებში იყო შეტყობინებები ლეტალური დასასრულის შესახებ.
Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეა
თითქმის ყველა ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიულმა საშუალებამ, ცეფეპიმის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს Clostridium difficile ასოცირებული დიარეა (CDAD), რომელიც შეიძლება ვარირებდეს მსუბუქი ხარისხის დიარეიდან კოლიტამდე ფატალური დასასრულით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება დიარეის მქონე პაციენტებში, რომელიც ვითარდება ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შემდეგ. საჭიროა პაციენტებზე სათანადო დაკვირვების ჩატარება CDAD განვითარების საგანზე, რადგანაც მისი აღნიშვნის შემთხვევები დაფიქსირებული იყო ანტიბაქტერიული თერაპიიდან ორი თვის შემდეგ. CDAD-ზე ეჭვის ან მისი დადასტურების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკების მიღება, იმ ანტიბიოტიკების გარდა, რომლებიც დანიშნული იყო Clostridium difficile დათრგუნვისთვის.
სუპერინფექცია
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება.
აუცილებელია თირკმლის ფუნქციის სათანადო მონიტორინგი როქსიპიმთან ერთად პოტენციური ნეფროტოქსიკური ეფექტის მქონე პრეპარატების გამოყენებისას, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები ან ძლიერი შარდმდენები.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკურ კვლევების მსვლელობაში 6400-ზე მეტი მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით (35% 65 წელზე უფროსი და 16% 75 წელზე უფროსი ასაკის), მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზის გამოყენებისას ცეფეპიმის კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება შესადარებელი იყო ასეთთან მოზრდილ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ხანდაზმულთა და მოხუცებულ ასაკს. აღინიშნებოდა ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო ზრდა და თირკმელების კლირენსის შემცირება უფრო ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდირებულია დოზის კორექცია.
ვინაიდან ცეფეპიმი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არსებობს ტოქსიკური რეაქციების განვითარების გაზრდილი რისკი. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის სავარაუდო შემცირების გამო, დოზა უნდა შეირჩეს სიფრთხილით და ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
მძიმე გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ცეფეპიმის ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას, როგორიცაა შექცევადი ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა, ცნობიერების არევის ჩათვლით, ჰალუცინაციები, სტუპორი და კომა), მიოკლონი, კრუნჩხვები (არაკონვუსლიური ეპილეფსიური სტატუსის ჩათვლით) და/ან თირკმლის უკმარისობა.
გავლენა ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე
პაციენტებში, რომლებიც ცეფეპიმს იღებენ დღეში ორჯერ, დაფიქსირდა კუმბსის ტესტის ცრუდადებითი შედეგები ჰემოლიზის გარეშე.
ისევე, როგორც სხვა ცეფალოსპორინების გამოყენებისას, პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს გლუკოზური ტესტების ცრუდადებითი შედეგები, რომლებიც ჩატარდა მეთოდების გამოყენებით, დაფუძნებულების სპილენძის აღდგენაზე (ბენედიქტის ხსნარის, ფელინგის ხსნარის ან “კლინიტესტი”-ს ტაბლეტების გამოყენებით). ამასთან დაკავშირებით შარდში გლუკოზის დასადგენად რეკომენდირებულია ფერმენტული ტესტების გამოყენება გლუკოზაოქსიდაზით.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიმებთან მუშაობის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენასთან დაკავშირებით. მაგრამ ცეფეპიმის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს არასასურველი რეაქციები (როგორიცაა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების არევა ან ჰალუცინაციები), რაც გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე.
ფერტილობა გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ფერტილობა
ფერტილობის გაუარესება არ აღინიშნებოდა ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში.
არ არსებობს მონაცემები ცეფეპიმის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. პოტენციური რისკი ადამიანისთვის უცნობია.
ორსულობა
ორსულ ქალებზე არ ჩატარებულა ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები. თაგვებზე, ვირთხებზე და ბოცვრებზე რეპროდუქციულ კვლევებში ნაყოფის განვითარებაზე პირდაპირი ან ირიბი გავლენა არ ყოფილა აღმოჩენილი. არ არსებობს საკმარისი წინასწარი კლინიკური კვლევები ცეფეპიმის გავლენასთან დაკავშირებით ფერტილობასა და ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა და პოსტნატალურ განვითარებაზე. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია ორსულობის დროს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და თუ თერაპიული სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
ცეფეპიმი გამოიყოფა დედის რძეში უმნიშვენლო რაოდენობით. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს და მხოლოდ მაშინ, როდესაც დედისთვის შესაძლო სარგებელი აღემატება ბავშვისთვის შესაძლო რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურებტან და ანტიაგრეგანტებთან ერთდროული გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სისხლდენის გაძლიერება.
პრობნეციდი ანელებს თირკმელებით ცეფეპიმის გამოყოფას, აძლიერებს და ახანგრძლივებს მის მოქმედებას.
ალკოჰოლის მიღებასთან ერთად ცეფეპიმმა შეიძლება გამოიწვიოს ”ანტაბუსური, დისულფირამის მსგავსი” რეაქცია გულისრევასა და ღებინებასთან ერთად.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდში გლუკოზის დადგენის ცრუდადებითი შედეგები. ამასთან დაკავშირებით შარდში გლუკოზის დასადგენად რეკომენდირებულია ფერმენტული ტესტების გამოყენება გლუკოზოოქსიდაზით.
ბაქტერიოსტატიკურ ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს β-ლაქტამური ანტიბიოტიკების ეფექტურობა.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას რეკომენდირებული დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ცეფეპიმის სხეულიდან გამოსადევნად ტარდება ჰემოდიალიზი. პერიტონეალური დიალიზი არაეფექტურია. შემთხვევითი ჭარბი დოზირება აღინიშნებოდა ცეფეპიმის მაღალი დოზების გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: ენცეფალოპათია (ცნობიერების დარღვევა, ცნობიერების არევის, ჰალუცინაციების, სტუპორის, კომის ჩათვლით), მიოკლონუსი, კრუნჩხვები.
გამოშვების ფორმა
როქსიპიმი 0,5 გ, 1,0 გ ან 2,0 გ #1 გამხსნელთან კომპლექტში
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, 0,5 გ, 1,0 გ ან 2,0 გ უფერო მინის ფლაკონში, რომელიც დახუფულია ბრომბუთილკაუჩუკის საცობითა და flip-off ტიპის კომბინირებული თავსახურით, გამხსნელთან კომპლექტში უფერო მინის ამპულაში.
1 ფლაკონი ფხვნილით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად და 1 ამპულა გამხსნელით (საინექციო წყალი) სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
როქსიპიმი 0,5 გ, 1,0 გ ან 2,0 გ #10
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, 0,5 გ, 1,0 გ ან 2,0 გ უფერო მინის ფლაკონში, რომელიც დახუფულია ბრომბუთილკაუჩუკის საცობითა და flip-off ტიპის კომბინირებული თავსახურით.
10 ფლაკონი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მომზადებული ხსნარი სატბილურია 24 საათის განმავლობაში 15°C-25°C ტემპერატურაზე ან 7 დღის განმავლობაში 2°C-8°C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების დღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”, თურქეთი
(“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.”, TURKEY).
წარმოებულია
“ფარმავიჟნ სანაიი ვე ტიჯარეტ ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(დავუტპაშა ჯადესი #145, ტიპკაპი, სტამბოლი)
“PharmaVision Sanayi ve Ticaret A.Ş.”, Turkey
(Davutpaşa Caddesi No.145, Topkapı, İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.