ალფაცეფი
ALPHACEF®
ალფაცეფი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ცეფალოსპორინების მეოთხე თაობას. ის თრგუნავს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის სინთეზს. ალფაცეფი გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ცეფეპიმის მიმართ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ცეფეპიმი (cefepime)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- Medochemie Ltd – Factory C, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მეოთხე თაობის ცეფალოსპორინები
- ATC კოდი
- J01DE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037320
- რეგისტრირებულია
- 15 თებერვალი 2023, მოქმედებს 15 თებერვალი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ალფაცეფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალფაცეფი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ცეფალოსპორინების მეოთხე თაობას. ის თრგუნავს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის სინთეზს. ალფაცეფი გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ცეფეპიმის მიმართ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ასევე, ალფაცეფი გამოიყენება საწყისი ემპირიული მკურნალობის დროს, როცა მგრძნობელობის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
ფილტვის ინფექციები (პნევმონია)
საშარდე გზების გართულებული (მძიმე) ინფექციები
ინტრააბდომინალური გართულებული (მძიმე) ინფექციები
პერიტონიტი, რომელიც დაკავშირებულია დიალიზთან ამბულატორიულ, ხანგრძლივ, პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
მოზრდილები:
ნაღვლის ბუშტის მწვავე ინფექცია.
2 თვიდან 12 წლამდე ასაკის, 40 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვები:
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მწვავე)
ფილტვის ინფექციები (პნევმონია)
მენინგეალური გარსის ანთება (ბაქტერიული მენინგიტი).
მოზრდილებსა და 2 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში ცეფეპიმი ასევე გამოიყენება:
გაურკვეველი მიზეზის ცხელების დროს პაციენტებში, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ (ტემპერატურის მომატება სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, საშუალო ან მძიმე ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში).
ამ დროს საჭიროა სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაცია.
ბაქტერიემიის (სისხლის მოწამვლა) სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ალფაცეფი კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ ინტრავენურად ან კუნთში.
დოზა და მიღების გზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, თირკმლის ფუნქციასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
ინტრავენურად გაკეთება უმჯობესია მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების დროს, განსაკუთრებით, შოკის განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში.
ალფაცეფის ინექცია კეთდება ღრმად, დუნდულა კუნთში ინტრამუსკულარული ინექციის დროს.
ბავშვებში ალფაცეფი კეთდება მხოლოდ ინტრავენურად.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ცეფეპიმის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში), ცეფალოსპორინების, პენიცილინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ალფაცეფის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
ალფაცეფის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ან იღებს მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები და ძლიერმოქმედი დიურეტიკები;
თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია ცეფეპიმის ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის ან სხვა მედიკამენტის მიმართ. თუ ცეფეპიმით მკურნალობის განმვალობაში პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან; ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში ექიმი დაუყოვნებლივ შეწყვეტს მკურნალობას;
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან მიდრეკილია ალერგიის განვითარებისადმი;
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე და მუდმივი დიარეა მკურნალობის დროს, ეს შეიძლება მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომი იყოს, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
თუ პაციენტი ვარაუდობს, რომ ალფაცეფით ხანგრძლივი მკურნალობის დროს განუვითარდა ახალი ინფექცია, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცეფეპიმისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა;
თუ პაციენტმა უნდა გაიკეთოს სისხლის ან შარდის ანალიზი, მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ალფაცეფს.
მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანალიზის შედეგზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ალფაცეფის სხვა მედიკამენტებთან კომბინაციისას, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, იზრდება სისხლდენის რისკი.
პრობენეციდი აქვეითებს ცეფეპიმის გამოყოფას და შედეგად ახანგრძლივებს და აძლიერებს მის ეფექტურობას.
ალფაცეფის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ცეფეპიმის ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ფეხმძიმობის დროს ალფაცეფი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში.
ცეფეპიმი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ ძალიან მცირე კონცენტრაციებით. ძუძუთი კვების დროს ცეფეპიმი ინიშნება სარგებლისა და პოტენციური რისკების ძალიან ფრთხილი შეფასების შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ცეფეპიმი არ ახდენს, ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ალფაცეფი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ბავშვებისა და მოზრდილების მიერ.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
კუჭ-ნაწლავის სისტემის რეაქციები: გულისრევა, ღებინება ან პირის ლორწოვანი გარსის რძიანა (კანდიდოზი), დიარეა, ნაწლავების ანთება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან მძიმე;
თავის ტკივილი;
სხვა სიმპტომები: ცხელება, საშოს ანთება, კანის სიწითლე;
ინტრავენური ინექციის ადგილზე ვენის ანთება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე წვის ან ცხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება, ქავილი გენიტალიების არეში, მადის ცვლილება, შემცივნება, სოკოვანი ინფექცია;
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მძიმე ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები;
კანის მძიმე დაზიანებები, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
სისხლდენა;
ინექციის ადგილის ტკივილი ან ანთება კუნთშიდა ინექციის დროს;
შარდში გლუკოზის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომელიც მოცემულია V დანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ცეფეპიმი (ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით). 1 გ ალფაცეფის თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 გ ცეფეპიმს.
სხვა დამხმარე ნივთიერებაა: L-არგინინი.
ალფაცეფის ფორმა და შეფუთვა
ალფაცეფი 1 გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილი.
ალფაცეფი 1 გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია მინის ფლაკონებში რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით. ხელმისაწვდომია კოლოფები 10 ან 50 ფლაკონით.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
VIP Pharma Eesti OU,
Uusaru 5, Saue
76505, Estonia
ვიპ ფარმა ეესტი ოუ,
უუსარუ 5, საუე,
76505, ესტონეთი
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
კუნთშიდა ინექცია უნდა გაკეთდეს განზავებისთანავე.
ინტრავენური საინფუზიო ხსნარი: განზავების დაწყებიდან ინფუზიის დამთავრებამდე დრომ არ უნდა გადააჭარბოს ერთ საათს (25ºC ტემპერატურამდე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ალფაცეფი 1 გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
ცეფეპიმი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ალფაცეფი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალფაცეფის გამოყენებამდე
ალფაცეფის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ალფაცეფის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ალფაცეფი და მისი გამოყენება
ალფაცეფი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ცეფალოსპორინების მეოთხე თაობას. ის თრგუნავს ბაქტერიული უჯრედის მემბრანის სინთეზს. ალფაცეფი გამოიყენება იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც მგრძნობიარეები არიან ცეფეპიმის მიმართ, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. ასევე, ალფაცეფი გამოიყენება საწყისი ემპირიული მკურნალობის დროს, როცა მგრძნობელობის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
მოზრდილები და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
ფილტვის ინფექციები (პნევმონია)
საშარდე გზების გართულებული (მძიმე) ინფექციები
ინტრააბდომინალური გართულებული (მძიმე) ინფექციები
პერიტონიტი, რომელიც დაკავშირებულია დიალიზთან ამბულატორიულ, ხანგრძლივ, პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
მოზრდილები:
ნაღვლის ბუშტის მწვავე ინფექცია.
2 თვიდან 12 წლამდე ასაკის, 40 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ბავშვები:
საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მწვავე)
ფილტვის ინფექციები (პნევმონია)
მენინგეალური გარსის ანთება (ბაქტერიული მენინგიტი).
მოზრდილებსა და 2 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში ცეფეპიმი ასევე გამოიყენება:
გაურკვეველი მიზეზის ცხელების დროს პაციენტებში, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ (ტემპერატურის მომატება სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, საშუალო ან მძიმე ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში).
ამ დროს საჭიროა სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაცია.
ბაქტერიემიის (სისხლის მოწამვლა) სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ალფაცეფის გამოყენებამდე
დაუშვებელია ალფაცეფის გამოყენება
თუ პაციენტი ალერგიულია ცეფეპიმის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში), ცეფალოსპორინების, პენიცილინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ალფაცეფის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
ალფაცეფის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ან იღებს მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა დააქვეითონ თირკმლის ფუნქცია, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები და ძლიერმოქმედი დიურეტიკები;
თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია ცეფეპიმის ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის ან სხვა მედიკამენტის მიმართ. თუ ცეფეპიმით მკურნალობის განმვალობაში პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან; ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში ექიმი დაუყოვნებლივ შეწყვეტს მკურნალობას;
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან მიდრეკილია ალერგიის განვითარებისადმი;
თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე და მუდმივი დიარეა მკურნალობის დროს, ეს შეიძლება მსხვილი ნაწლავის ანთების სიმპტომი იყოს, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
თუ პაციენტი ვარაუდობს, რომ ალფაცეფით ხანგრძლივი მკურნალობის დროს განუვითარდა ახალი ინფექცია, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცეფეპიმისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა;
თუ პაციენტმა უნდა გაიკეთოს სისხლის ან შარდის ანალიზი, მნიშვნელოვანია ექიმს ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ალფაცეფს.
მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი ანალიზის შედეგზე.
სხვა მედიკამენტები და ალფაცეფი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა, ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ალფაცეფის სხვა მედიკამენტებთან კომბინაციისას, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, იზრდება სისხლდენის რისკი.
პრობენეციდი აქვეითებს ცეფეპიმის გამოყოფას და შედეგად ახანგრძლივებს და აძლიერებს მის ეფექტურობას.
ალფაცეფის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ცეფეპიმის ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ფეხმძიმობის დროს ალფაცეფი ინიშნება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში.
ცეფეპიმი გამოიყოფა დედის რძეში, მაგრამ ძალიან მცირე კონცენტრაციებით. ძუძუთი კვების დროს ცეფეპიმი ინიშნება სარგებლისა და პოტენციური რისკების ძალიან ფრთხილი შეფასების შემდეგ.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ცეფეპიმი არ ახდენს, ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ალფაცეფის გამოყენების წესი
ალფაცეფი კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ ინტრავენურად ან კუნთში.
დოზა და მიღების გზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, თირკმლის ფუნქციასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
ინტრავენურად გაკეთება უმჯობესია მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების დროს, განსაკუთრებით, შოკის განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში.
ალფაცეფის ინექცია კეთდება ღრმად, დუნდულა კუნთში ინტრამუსკულარული ინექციის დროს.
ბავშვებში ალფაცეფი კეთდება მხოლოდ ინტრავენურად.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე).
ალფაცეფი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ბავშვებისა და მოზრდილების მიერ.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
კუჭ-ნაწლავის სისტემის რეაქციები: გულისრევა, ღებინება ან პირის ლორწოვანი გარსის რძიანა (კანდიდოზი), დიარეა, ნაწლავების ანთება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან მძიმე;
თავის ტკივილი;
სხვა სიმპტომები: ცხელება, საშოს ანთება, კანის სიწითლე;
ინტრავენური ინექციის ადგილზე ვენის ანთება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მუცლის ტკივილი, ყაბზობა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე წვის ან ცხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება, ქავილი გენიტალიების არეში, მადის ცვლილება, შემცივნება, სოკოვანი ინფექცია;
თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
მძიმე ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები;
კანის მძიმე დაზიანებები, თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
სისხლდენა;
ინექციის ადგილის ტკივილი ან ანთება კუნთშიდა ინექციის დროს;
შარდში გლუკოზის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება, ასევე, შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით, რომელიც მოცემულია V დანართში.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ალფაცეფის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება ფლაკონზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.
კუნთშიდა ინექცია უნდა გაკეთდეს განზავებისთანავე.
ინტრავენური საინფუზიო ხსნარი: განზავების დაწყებიდან ინფუზიის დამთავრებამდე დრომ არ უნდა გადააჭარბოს ერთ საათს (25ºC ტემპერატურამდე).
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ალფაცეფი
აქტიური ნივთიერებაა ცეფეპიმი (ცეფეპიმის დიჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით). 1 გ ალფაცეფის თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 გ ცეფეპიმს.
სხვა დამხმარე ნივთიერებაა: L-არგინინი.
ალფაცეფის ფორმა და შეფუთვა
ალფაცეფი 1 გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არის თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილი.
ალფაცეფი 1 გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია მინის ფლაკონებში რეზინის საცობით და ალუმინის თავსახურით. ხელმისაწვდომია კოლოფები 10 ან 50 ფლაკონით.
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
VIP Pharma Eesti OU,
Uusaru 5, Saue
76505, Estonia
ვიპ ფარმა ეესტი ოუ,
უუსარუ 5, საუე,
76505, ესტონეთი
მწარმოებელი:
Medochemie Ltd – Factory C
Mich. Erakleous St.
Ag. Athanassios Industrial Area
4101 Agios Athanassios, Limassol
Cyprus
მედოქემი ლტდ – ქარხანა C
მიხ. ერაკლეს ქ.
აგ. ათანასიოს ინდუსტრიული ზონა
4101 აგიოს ათანასიოს, ლიმასოლი
კვიპროსი
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2022 წლის აპრილი.
- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:
საინექციო ინტრავენური ხსნარის მომზადება
მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების დროს უმჯობესია ინტრავენური შეყვანა, განსაკუთრებით, როცა შოკის განვითარების ალბათობაა და ასევე, ბავშვების მკურნალობის დროს.
პირდაპირი ინტრავენური ინექციის დროს ალფაცეფი უნდა განზავდეს 5%წ/მ ან 10% წ/მ გლუკოზის საინექციო ხსნარში, 0.9% წ/მ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, 0.9% წ/მ ნატრიუმის ქლორიდისა და 5% გლუკოზის ინტრავენურ საინფუზიო ხსნარებში ან რინგერის ლაქტატის ხსნარში ცხრილი 1-ის შესაბამისად. ინტრავენური ინექცია უნდა მოხდეს ნელა, პირდაპირ ვენაში 3-5 წუთის განმავლობაში. ალტერნატიულად, ინტრავენური საინფუზიო სისტემის კათეტერი შეიძლება გაკეთდეს ვენაში და შესაბამისი ხსნარი გაკეთდეს ინტრავენურად.
ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მომზადება
ინტრავენური ინფუზიის დროს ალფაცეფის ფხვნილი უნდა გაიხსნას ისე, როგორც ინტრავენური ინექციის დროს და მიღებული ხსნარის რაოდენობა უნდა დაემატოს რომელიმე შესაბამის ინტრავენურ ხსნარს ინტრავენურ საინფუზიო პაკეტში. მიღებული ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
კუნთშიდა ინექციის მომზადება
ალფაცეფი უნდა გაიხსნას ერთ-ერთ ხსნარში, რომელიც მოცემულია ცხრილში 1: სტერილური საინექციო წყალი, 0.9% წ/მ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი, 5% წ/მ გლუკოზის საინექციო ხსნარი, სტერილური ბაქტერიოსტატიკური საინექციო წყალი ან 1% წ/მ ლიდოკაინის ხსნარი. განზავებული ხსნარის ინექცია უნდა მოხდეს ღრმად დიდ კუნთში (მაგ.: დიდი დუნდულა კუნთის gluteus maximus ზედა გარეთა კვადრატში).
თუმცა ალფაცეფის განზავება შეიძლება 1% ლიდოკაინის ხსნარში, ჩვეულებრივ ეს არ არის საჭირო, რადგან ალფაცეფი არ იწვევს ან მცირე ტკივილს იწვევს კუნთშიდა ინექციის დროს.
ცხრილი 1. ალფაცეფის ხსნარის მომზადება
ფლაკონები ერთჯერადი დოზით ი.ვ./ი.მ. ინექციისათვის
გამხსნელი ხსნარის დასამატებელი მოცულობა (მლ)
მიღებული ხსნარის მიახლოებითი მოცულობა (მლ)
ცეფეპიმის მიახლოებითი კონცენტრაცია (მგ/მლ)
ი.ვ.
ფლაკონი 1 გ-ით
10
- 4
90
ი.მ.
ფლაკონი 1 გ-ით
3
- 4
230
პარენტერალური გამოყენების მედიკამენტები გამოყენების წინ უნდა დათვალიერდეს ვიზუალურად მყარი ნაწილაკების არსებობაზე. მათი გამოყენება შეიძლება, თუ ხსნარში არ აღინიშნება ნალექი. გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფეპიმის ფხვნილი და მზა ხსნარი შეიძლება გამუქდეს შენახვის პირობების მიხედვით. თუმცა, რეკომენდებული პირობებით შენახვისას, არ ხდება გავლენა პროდუქტის ეფექტურობაზე.
შეუთავსებლობა
ალფაცეფი არ უნდა შეერიოს ერთსა და იმავე შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში სხვა ხსნარებს, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს, ვანკომიცინს, გენტამიცინს, ტობრამიცინის სულფატს ან ნეთილმიცინის სულფატს. ერთდროული გამოყენებისას ეს ნივთიერებები უნდა გაკეთდეს ცალ-ცალკე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


