პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Rosuvastatina/Ezetimiba Normon 10 mg/10 mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი შეიცავს ორ განსხვავებულ აქტიურ ნივთიერებას ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. სტატინებს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი სხვადასხვა საშუალებების კომბინაციები
ATC კოდი
C10BA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-043616
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2025, მოქმედებს 17 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაროზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს მედიკამენტი შეიცავს ორ განსხვავებულ აქტიურ ნივთიერებას ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. სტატინებს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (LDL ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერიდების დონეებს სისხლში. გარდა ამისა, როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (HDL ქოლესტერინი) დონეს. ეს მედიკამენტი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს ორი გზით: ის ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ასევე ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმის მიერ.

ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს მაღალი ქოლესტერინის დონეს, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომს. თუმცა, თუ არ ხდება მისი მკურნალობა, ცხიმოვანი დეპოზიტები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და იწვევს მათ შევიწროებას. ზოგჯერ შეიძლება მოხდეს შევიწროებული სისხლძარღვის დახშობა, რაც იწვევს გულის ან თავის ტვინის სისხლმომარაგების შეწყვეტას და შედეგად - მიოკარდიუმის ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის სხვა მსგავსი პრობლემების განვითარების რისკი.

ეს მედიკამენტი გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტით. ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა. მკურნალმა ექიმმა ეს მედიკამენტი შეიძლება დანიშნოს, თუ პაციენტი უკვე იღებს იმავე დოზებით როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს.

ეს მედიკამენტი ინიშნება გულის დაავადების მქონე პაციენტებში. როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულში სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად ქირურგიული ოპერაციის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

ეს მედიკამენტი არ იწვევს წონის დაქვეითებას.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა უნდა გააგრძელოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიში როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის განმავლობაში.

რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებში არის მოცემული დოზის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი მიიღება ერთხელ დღეში.

მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. სასურველია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება ერთსა და იმავე დროს.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი არ არის შესაფერისი მკურნალობის დასაწყებად. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს აქტიური ნივთიერებების ცალ-ცალკე მიღებით და შესაბამისი დოზის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს გადასვლა როზუვასტატინი/ეზეტიმიბის შესაბამის დოზაზე.

ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი

მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლისათვის, რათა შემოწმდეს მიღწეულია და ნარჩუნდება თუ არა ქოლესტერინის საჭირო დონე.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

არ არის საჭირო ღელვა, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის შეწყვეტა. როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის ისევ მომატება.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია როზუვასტატინის, ეზეტიმიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის სპაზმები ან ტკივილები (მიოპათია);

თუ პაციენტი იღებს სოფოსბუვირის/ველპატაზვირის/ვოქსილაპრევირის კომბინაციას (მედიკამენტები გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციის, C ჰეპატიტის, სამკურნალოდ);

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ);

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის დროს საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებების გამოყენება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბლისტერები და/ან პირში წყლულები როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ან როზუვასტატინის შემცველი სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის სპაზმები ან ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აქვს კუნთების პრობლემები, ან აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების აუხსნელი სპაზმები ან ტკივილები, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე ან ცხელება. ასევე, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების მუდმივი ხასიათის სისუსტე;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მიასთენია (დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების ზოგადი სისუსტით, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტით), ან ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), რადგან სტატინები ზოგჯერ იწვევენ მდგომარეობის აგრავაციას ან მიასთენიის განვითარებას (იხ. პარაგრაფი 4);

თუ პაციენტი აზიური წარმომავლობისაა (მაგ.: იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს მედიკამენტის საჭირო დოზას;

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის ვირუსის) ან C ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა მაგ.: რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ერთად, იხ. აგრეთვე “სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი”;

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იღებს სხვა მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს. იხ. “სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი”;

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე დაავადება (რაბდომიოლიზი).

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ნებისმიერი დოზის მიღების დაწყებამდე.

კანის სერიოზული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ჩათვლით, აღწერილ იქნა როზუვასტატინის მკურნალობასთან კავშირში. უნდა შეწყდეს როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება მე-4 პარაგრაფში აღწერილი რომელიმე სიმპტომი.

მცირე რაოდენობით ადამიანებში სტატინებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ღვიძლზე. ეს ვლინდება მარტივი ანალიზის საშუალებით - სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატებით. ამიტომ, მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს) როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს. მნიშვნელოვანია ექიმთან მისვლა დანიშნული ლაბორატორიული ანალიზებისათვის.

ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში ექიმი მოახდენს გულდასმით მონიტორინგს, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან იმყოფება დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ. პაციენტს დიაბეტის განვითარების რისკი აქვს, თუ მას სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე აქვს, არის ჭარბი წონის და აღენიშნება ჰიპერტენზია.

ბავშვები და მოზარდები

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებშსა და მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის. როზუვასტატინის ეფექტი ძლიერდება ერთად გამოყენების შემთხვევაში). დაუშვებელია როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება ციკლოსპორინთან ერთად;

სისხლის გამათხევადებლები, როგორიცაა: ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფლუინდიონი (მათი სისხლის გამათხევადებელი ეფექტი და სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს როზუვასტატინი/ეზეტიმიბთან ერთდროული მიღებისას), ტიკაგრელორი ან კლოპიდოგრელი;

ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტები, ე.წ. ფიბრატები, რომლებიც ასევე მოქმედებენ სისხლში ტრიგლიცერიდების დონეზე (მაგ.: გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). როზუვასტატინის ეფექტი იზრდება ერთდროული გამოყენებისას;

ქოლესტირამინი (აქვეითებს ქოლესტერინს), რადგან მოქმედებს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე;

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

სიმეპრევირი (გამოიყენება C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ);

დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსული მედიკამენტი, მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, ცალკე ან კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”): რიტონავირი ლოპინავირი, ატანაზავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტაზვირი, პარიტაპრევირი, დაზაბუვირი, ველპატაზვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტაზვირი.

დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს და მაგნიუმს (გამოიყენება კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის, ისინი აქვეითებენ როზუვასტატინის დონეს პლაზმაში). ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენებით როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ;

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი). როზუვასტატინის ეფექტი ქვეითდება ერთდროული გამოყენებისას;

ფუზიდის მჟავა - თუ პაციენტი საჭიროებს პერორალური ფუზიდის მჟავის მიღებას ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტის მიღება. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, როდის არის უსაფრთხო როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის განახლება. ფუზიდის მჟავისა და როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). დამატებითი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. პარაგრაფში 4;

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინაღმდეგო აბები). იზრდება აბებიდან შეწოვილი სასქესო ჰორმონების დონე;

კაპმატინიბი, გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (იზრდება სისხლში ჰორმონების დონე);

ფოსტამატინიბი (გამოიყენება თრომბოციტების დაბალი დონის სამკურნალოდ);

ფებუქსოსტატი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავის მაღალი დონის სამკურნალოდ და პრევენციისათვის);

ტერიფლუნომიდი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ).

თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია ან იტარებს მკურნალობას სხვა მდგომარეობის გამო, სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ იღებს როზუვასტატინს/ეზეტიმიბს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე. თუ როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებები როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღების დროს.

დაუშვებელია როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი, მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ როზუვასტატინი/ეზეტიმიბმა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პირს როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის დროს აღენიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, თუ რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების აუხსნელი ტკივილი ან სპაზმები, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად, რომელიც იშვიათად შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო კუნთების დაზიანებაში, ე.წ. რაბდომიოლიზში, რაც იწვევს სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის დაზიანებას;

თუ პაციენტს მგლურას მსგავსი დაავადების სინდრომი აქვს (მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, სახსრების დაზიანებას და სისხლის უჯრედებზე ეფექტებს).

კუნთის გაწყვეტა.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ რეაქციებს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი);

მულტიფორმული ერითემა (სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ კანსა და ლორწოვან გარსებზე).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავის ტკივილი;

ყაბზობა;

უღონობა;

კუნთების ტკივილი;

სისუსტე;

თავბრუსხვევა;

დიაბეტი - უფრო მეტად ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე სისხლში, აქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

მუცლის ტკივილი (კუჭის ტკივილი);

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ჭარბი აირების დაგროვება ნაწლავებში);

დაღლილობა;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ანალიზის მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზები).

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

შარდში ცილის რაოდენობის მომატება - ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს თავისით, როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე;

კუნთების ფუნქციის (CK) ზოგიერთი სისხლის ანალიზის მაჩვენებლის დონის მომატება;

ხველა;

დისფეპსია;

გულძმარვა;

სახსრების ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

კისრის ტკივილი;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

მკერდში ტკივილი;

ალები;

მაღალი წნევა;

ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

წელის ტკივილი;

კუნთების ტკივილი;

ხელების და ფეხების ტკივილი;

შეშუპება, განსაკუთრებით ხელების და ტერფების.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

პანკრეასის ანთება, რაც იწვევს ძლიერ მუცლის ტკივილს, რომელიც ვრცელდება წელის არეში;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სიყვითლე (კანის და/ან სკლერების გაყვითლება);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

სისხლის არსებობა შარდში;

ფეხებისა და ხელების ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება);

მეხსიერების დაკარგვა;

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ქოშინი;

შეშუპება (შესივება);

ძილის დარღვევები, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება;

მყესების დაზიანება;

მუდმივი კუნთების სისუსტე;

ნაღვლის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება);

მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ზოგად სისუსტეს, ზოგჯერ სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტეს);

ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს);

საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ხელებსა და ფეხებში სისუსტე, რომელიც უარესდება აქტივობის პერიოდების შემდეგ, მხედველობის გაორება ან ქუთუთოების ჩამოშვება, ყლაპვის გაძნელება ან ქოშინი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: http://www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი (როზუვასტატინის კლაციუმის სახით). აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს როზუვასტატინის კალციუმს, რომელიც ექვივალენტურია 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინის. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ეზეტიმიბის შიგთავსი:

პოვიდონე, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლი (E421) და მაგნიუმის სტეარატი.

როზუვასტატინის შიგთავსი:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E172)., სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი:

ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E172) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (მხოლოდ 20 მგ/10 მგ დოზისათვის).

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

წითელი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს სადა და დიამეტრით 8,8 მმ.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 20 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

წითელ-ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს სადა და დიამეტრით 8,8 მმ.

შეფუთვა შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებს ალუმინი/ალუმინი-პოლიამიდი-პვქ-ის ბლისტერებზე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorios Normon, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos (Madrid) -Spain

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოს (მადრიდი) - ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის მაისი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 20 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის მიღებამდე;

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი და მისი გამოყენება

ეს მედიკამენტი შეიცავს ორ განსხვავებულ აქტიურ ნივთიერებას ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში. ერთ-ერთი აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს ე.წ. სტატინებს, ხოლო მეორე აქტიური ნივთიერებაა ეზეტიმიბი.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი არის მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, “ცუდი” ქოლესტერინის (LDL ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ტრიგლიცერიდების დონეებს სისხლში. გარდა ამისა, როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ზრდის “კარგი” ქოლესტერინის (HDL ქოლესტერინი) დონეს. ეს მედიკამენტი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს ორი გზით: ის ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ასევე ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზმის მიერ.

ადამიანების უმეტესობა ვერ გრძნობს მაღალი ქოლესტერინის დონეს, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომს. თუმცა, თუ არ ხდება მისი მკურნალობა, ცხიმოვანი დეპოზიტები გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და იწვევს მათ შევიწროებას. ზოგჯერ შეიძლება მოხდეს შევიწროებული სისხლძარღვის დახშობა, რაც იწვევს გულის ან თავის ტვინის სისხლმომარაგების შეწყვეტას და შედეგად - მიოკარდიუმის ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაქვეითებით მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან ჯანმრთელობის სხვა მსგავსი პრობლემების განვითარების რისკი.

ეს მედიკამენტი გამოიყენება პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე ვერ კონტროლდება მხოლოდ ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტით. ამ მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა. მკურნალმა ექიმმა ეს მედიკამენტი შეიძლება დანიშნოს, თუ პაციენტი უკვე იღებს იმავე დოზებით როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს.

ეს მედიკამენტი ინიშნება გულის დაავადების მქონე პაციენტებში. როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულში სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად ქირურგიული ოპერაციის ან მკერდის არეში ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

ეს მედიკამენტი არ იწვევს წონის დაქვეითებას.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია როზუვასტატინის, ეზეტიმიბის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს თირკმლის მძიმე პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის სპაზმები ან ტკივილები (მიოპათია);

თუ პაციენტი იღებს სოფოსბუვირის/ველპატაზვირის/ვოქსილაპრევირის კომბინაციას (მედიკამენტები გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციის, C ჰეპატიტის, სამკურნალოდ);

თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ);

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. თუ როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის დროს საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებების გამოყენება;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბლისტერები და/ან პირში წყლულები როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ან როზუვასტატინის შემცველი სხვა მედიკამენტის მიღების შემდეგ.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნებოდა კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის სპაზმები ან ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აქვს კუნთების პრობლემები, ან აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღებისას. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების აუხსნელი სპაზმები ან ტკივილები, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე ან ცხელება. ასევე, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების მუდმივი ხასიათის სისუსტე;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მიასთენია (დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების ზოგადი სისუსტით, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტით), ან ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), რადგან სტატინები ზოგჯერ იწვევენ მდგომარეობის აგრავაციას ან მიასთენიის განვითარებას (იხ. პარაგრაფი 4);

თუ პაციენტი აზიური წარმომავლობისაა (მაგ.: იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს მედიკამენტის საჭირო დოზას;

თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის ვირუსის) ან C ჰეპატიტის ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა მაგ.: რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ერთად, იხ. აგრეთვე “სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი”;

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იღებს სხვა მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს. იხ. “სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი”;

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე დაავადება (რაბდომიოლიზი).

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს (ან არ არის დარწმუნებული), საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ნებისმიერი დოზის მიღების დაწყებამდე.

კანის სერიოზული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ჩათვლით, აღწერილ იქნა როზუვასტატინის მკურნალობასთან კავშირში. უნდა შეწყდეს როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება მე-4 პარაგრაფში აღწერილი რომელიმე სიმპტომი.

მცირე რაოდენობით ადამიანებში სტატინებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ღვიძლზე. ეს ვლინდება მარტივი ანალიზის საშუალებით - სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატებით. ამიტომ, მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს) როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს. მნიშვნელოვანია ექიმთან მისვლა დანიშნული ლაბორატორიული ანალიზებისათვის.

ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში ექიმი მოახდენს გულდასმით მონიტორინგს, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან იმყოფება დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ. პაციენტს დიაბეტის განვითარების რისკი აქვს, თუ მას სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე აქვს, არის ჭარბი წონის და აღენიშნება ჰიპერტენზია.

ბავშვები და მოზარდები

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებშსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის. როზუვასტატინის ეფექტი ძლიერდება ერთად გამოყენების შემთხვევაში). დაუშვებელია როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება ციკლოსპორინთან ერთად;

სისხლის გამათხევადებლები, როგორიცაა: ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფლუინდიონი (მათი სისხლის გამათხევადებელი ეფექტი და სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს როზუვასტატინი/ეზეტიმიბთან ერთდროული მიღებისას), ტიკაგრელორი ან კლოპიდოგრელი;

ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტები, ე.წ. ფიბრატები, რომლებიც ასევე მოქმედებენ სისხლში ტრიგლიცერიდების დონეზე (მაგ.: გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). როზუვასტატინის ეფექტი იზრდება ერთდროული გამოყენებისას;

ქოლესტირამინი (აქვეითებს ქოლესტერინს), რადგან მოქმედებს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე;

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

სიმეპრევირი (გამოიყენება C ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციის სამკურნალოდ);

დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);

რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსული მედიკამენტი, მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი, ცალკე ან კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”): რიტონავირი ლოპინავირი, ატანაზავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტაზვირი, პარიტაპრევირი, დაზაბუვირი, ველპატაზვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტაზვირი.

დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ალუმინს და მაგნიუმს (გამოიყენება კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის, ისინი აქვეითებენ როზუვასტატინის დონეს პლაზმაში). ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენებით როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ;

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი). როზუვასტატინის ეფექტი ქვეითდება ერთდროული გამოყენებისას;

ფუზიდის მჟავა - თუ პაციენტი საჭიროებს პერორალური ფუზიდის მჟავის მიღებას ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტის მიღება. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, როდის არის უსაფრთხო როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის განახლება. ფუზიდის მჟავისა და როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). დამატებითი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. პარაგრაფში 4;

პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინაღმდეგო აბები). იზრდება აბებიდან შეწოვილი სასქესო ჰორმონების დონე;

კაპმატინიბი, გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ;

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (იზრდება სისხლში ჰორმონების დონე);

ფოსტამატინიბი (გამოიყენება თრომბოციტების დაბალი დონის სამკურნალოდ);

ფებუქსოსტატი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავის მაღალი დონის სამკურნალოდ და პრევენციისათვის);

ტერიფლუნომიდი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ).

თუ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია ან იტარებს მკურნალობას სხვა მდგომარეობის გამო, სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ იღებს როზუვასტატინს/ეზეტიმიბს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე. თუ როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. ქალებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო შესაბამისი საშუალებები როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღების დროს.

დაუშვებელია როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება ძუძუთი კვების დროს, რადგან არ არის ცნობილი, მედიკამენტი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არის მოსალოდნელი, რომ როზუვასტატინი/ეზეტიმიბმა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პირს როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის დროს აღენიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი შეიცავს ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა უნდა გააგრძელოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიში როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის განმავლობაში.

რეკომენდებული დღიური დოზა მოზრდილებში არის მოცემული დოზის ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი მიიღება ერთხელ დღეში.

მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. სასურველია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება ერთსა და იმავე დროს.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი არ არის შესაფერისი მკურნალობის დასაწყებად. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს აქტიური ნივთიერებების ცალ-ცალკე მიღებით და შესაბამისი დოზის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს გადასვლა როზუვასტატინი/ეზეტიმიბის შესაბამის დოზაზე.

ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი

მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლისათვის, რათა შემოწმდეს მიღწეულია და ნარჩუნდება თუ არა ქოლესტერინის საჭირო დონე.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით გადაყლაპვისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის დასახელებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

არ არის საჭირო ღელვა, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს სურს როზუვასტატინი/ეზეტიმიბით მკურნალობის შეწყვეტა. როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის დონის ისევ მომატება.

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, თუ რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების აუხსნელი ტკივილი ან სპაზმები, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად, რომელიც იშვიათად შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის სახიფათო კუნთების დაზიანებაში, ე.წ. რაბდომიოლიზში, რაც იწვევს სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის დაზიანებას;

თუ პაციენტს მგლურას მსგავსი დაავადების სინდრომი აქვს (მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, სახსრების დაზიანებას და სისხლის უჯრედებზე ეფექტებს).

კუნთის გაწყვეტა.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ რეაქციებს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი);

მულტიფორმული ერითემა (სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული რეაქციები, რომლებიც გავლენას ახდენენ კანსა და ლორწოვან გარსებზე).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

თავის ტკივილი;

ყაბზობა;

უღონობა;

კუნთების ტკივილი;

სისუსტე;

თავბრუსხვევა;

დიაბეტი - უფრო მეტად ვითარდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე სისხლში, აქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

მუცლის ტკივილი (კუჭის ტკივილი);

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ჭარბი აირების დაგროვება ნაწლავებში);

დაღლილობა;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ანალიზის მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზები).

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

შარდში ცილის რაოდენობის მომატება - ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს თავისით, როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე;

კუნთების ფუნქციის (CK) ზოგიერთი სისხლის ანალიზის მაჩვენებლის დონის მომატება;

ხველა;

დისფეპსია;

გულძმარვა;

სახსრების ტკივილი;

კუნთების სპაზმები;

კისრის ტკივილი;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

მკერდში ტკივილი;

ალები;

მაღალი წნევა;

ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

წელის ტკივილი;

კუნთების ტკივილი;

ხელების და ფეხების ტკივილი;

შეშუპება, განსაკუთრებით ხელების და ტერფების.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

პანკრეასის ანთება, რაც იწვევს ძლიერ მუცლის ტკივილს, რომელიც ვრცელდება წელის არეში;

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

სიყვითლე (კანის და/ან სკლერების გაყვითლება);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

სისხლის არსებობა შარდში;

ფეხებისა და ხელების ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება);

მეხსიერების დაკარგვა;

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ქოშინი;

შეშუპება (შესივება);

ძილის დარღვევები, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება;

მყესების დაზიანება;

მუდმივი კუნთების სისუსტე;

ნაღვლის ბუშტში კენჭები ან ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება);

მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ზოგად სისუსტეს, ზოგჯერ სუნთქვაში მონაწილე კუნთების სისუსტეს);

ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს);

საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ხელებსა და ფეხებში სისუსტე, რომელიც უარესდება აქტივობის პერიოდების შემდეგ, მხედველობის გაორება ან ქუთუთოების ჩამოშვება, ყლაპვის გაძნელება ან ქოშინი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: http://www.notificaRAM.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბის ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისაგან და ნესტისაგან დასაცავად.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ ტემპერატურულ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი მედიკამენტები და კონტეინერები უნდა მოთავსდეს აფთიაქში, SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ სპეციალურ ადგილას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი (როზუვასტატინის კლაციუმის სახით). აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს როზუვასტატინის კალციუმს, რომელიც ექვივალენტურია 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინის. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ეზეტიმიბის შიგთავსი:

პოვიდონე, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, დაბალი ჩანაცვლების ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლი (E421) და მაგნიუმის სტეარატი.

როზუვასტატინის შიგთავსი:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, რკინის წითელი ოქსიდი (E172)., სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი:

ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, ტალკი, რკინის წითელი ოქსიდი (E172) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (მხოლოდ 20 მგ/10 მგ დოზისათვის).

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 10 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

წითელი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს სადა და დიამეტრით 8,8 მმ.

როზუვასტატინი/ეზეტიმიბი ნორმონი 20 მგ/10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

წითელ-ნარინჯისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მხარეს სადა და დიამეტრით 8,8 მმ.

შეფუთვა შეიცავს 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებს ალუმინი/ალუმინი-პოლიამიდი-პვქ-ის ბლისტერებზე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Laboratorios Normon, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6

28760 Tres Cantos (Madrid) -Spain

ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6

28760 ტრეს კანტოს (მადრიდი) - ესპანეთი

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის მაისი.

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა