პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

რობსენი

ROBSEN

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

რობსენი ტაბლეტები შეიცავს რაბეპრაზოლს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ისინი მოქმედებენ კუჭის მიერ წარმოქმნილი მჟავის რაოდენობის შემცირების გზით. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რაბეპრაზოლი (rabeprazole)
ფორმა და შეფუთვა
20მგ გასტრორეზისტენტული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043067
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2025, მოქმედებს 1 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
D&FISHER CO LTD (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს “Novator Pharma”
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარობსენი და სხვა წამალი ერთად

რობსენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რობსენი ტაბლეტები შეიცავს რაბეპრაზოლს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ისინი მოქმედებენ კუჭის მიერ წარმოქმნილი მჟავის რაოდენობის შემცირების გზით.

რობსენი ტაბლეტები გამოიყენება:

თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული ან გასტრალური/კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული (პეპტიკური წყლული).

სიმპტომური ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD), რომელიც ჩვეულებრივ მოიხსენება როგორც მჟავით გამოწვეული და გულძმარვასთან ასოცირებული საყლაპავის ანთება, ან GORD-ის ხანგრძლივი მკურნალობა (GORD-ის შემანარჩუნებელი თერაპია).

ზომიერი და ძალიან მძიმე გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, რომელიც ასევე ასოცირდება გულძმარვასთან, სიმპტომური მკურნალობა (სიმპტომური GORD).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, იშვიათი მდგომარეობა იმ პაციენტებში, რომელთა კუჭი წარმოქმნის მჟავას უკიდურესად დიდ რაოდენობას.

პეპტიკური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში რობსენი გამოიყენება H. pylori ინფექციის ერადიკაციისთვის ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (კლარითრომიცინი და ამოქსიცილინი).

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რობსენის ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაყლაპოთ.

არ დააქუცმაცოთ ან დაღეჭოთ იგი.

ქვემოთ მოყვანილი დოზები ჩვეულებრივ რეკომენდირებულია მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის. თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა ან მკურნალობის ხანგრძლივობა.

გამოყენება ბავშვებში

რობსენი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.

თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული და კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული

ჩვეულებრივი დოზა არის რობსენის ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თუ თქვენ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, თქვენი მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში; მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის გაგრძელება კიდევ ოთხი კვირის განმავლობაში.

თუ გაქვთ კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული, თქვენი მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში; მაგრამ ამ დროის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის გაგრძელება კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში.

ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს რობსენის ერთ 20 მგ ტაბლეტს დღეში ერთხელ. თქვენი მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში; მაგრამ ამ დროის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის გაგრძელება კიდევ ოთხი კვირის განმავლობაში.

GORD–ის შემანარჩუნებელი თერაპია

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს რობსენის 10 მგ ან 20 მგ ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ თქვენი ტაბლეტები. რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს თქვენი ტაბლეტების მიღებისა და სიმპტომების შესამოწმებლად.

სიმპტომური GORD

ჩვეულებრივი დოზა არის რობსენი ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თქვენი დღეში ერთხელ მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ოთხ კვირამდე. თუ სიმპტომები არ გაქრება ოთხი კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. ამ საწყისი ოთხკვირიანი მკურნალობის შემდეგ, თუ სიმპტომები დაბრუნდება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ მიიღოთ რაბეპრაზოლ ნატრიუმის 10 მგ ერთი ტაბლეტი, როგორც და როდესაც დაგჭირდებათ სიმპტომების გასაკონტროლებლად.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი

ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზა არის რობსენის სამი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ დასაწყისისთვის. შემდეგ დოზა შეიძლება დარეგულირდეს თქვენი ექიმის მიერ იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ტაბლეტი და როდის უნდა მიიღოთ. რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს, რათა მან განიხილოს თქვენი ტაბლეტების მიღება და სიმპტომები.

H. pylori-ს ერადიკაცია

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის რობსენი 20 მგ (ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში - კლარითრომიცინი 500 მგ და ამოქსიცილინი 1 გ) დღეში ორჯერ მისაღებად და ჩვეულებრივ 7 დღის განმავლობაში. სიმპტომების შემსუბუქება ჩვეულებრივ ვლინდება წყლულის სრულ განკურნებამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მანამ, სანამ ამას ექიმი არ გეტყვით. H. pylori-ის ერადიკაციული თერაპიის სხვა კომპონენტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის ინდივიდუალური საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი.

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ რობსენს, ვიდრე საჭიროა

არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი დღეში, ვიდრე გამოწერილია. თუ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი ვიდრე დანიშნული დოზაა, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან სასწრაფოდ გაემგზავროთ საავადმყოფოში. ყოველთვის წაიღეთ თან ტაბლეტები და მუყაოს კოლოფი საავადმყოფოში, რათა ექიმმა იცოდეს, რა იქნა მიღებული.

თუ დაგავიწყდათ რობსენის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ ის დაუყოვნებლივ, როცა გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში. თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაურეკეთ ექიმს ვიდრე მიიღებთ რაიმე სხვა მედიკამენტებს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ რობსენის მიღებას

არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან წინასწარ განხილვის გარეშე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ რობსენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
  • თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან თუ ძუძუთი კვებავთ (იხილეთ ორსულობა და ძუძუთი კვება)

სიფრთხილის ზომები

რობსენის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ ალერგიული ხართ სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ

თუ გითხრეს, რომ გაქვთ კუჭის სიმსივნე

თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება

თუ იღებთ ატაზანავირს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)

თუ ორგანიზმში გაქვთ ვიტამინ B12–ის შემცირებული მარაგი ან მისი დონის შემცირების რისკ–ფაქტორები და იღებთ რობსენით ხანგრძლივ მკურნალობას. როგორც ყველა მჟავაშემამცირებელი საშუალების შემთხვევაში, რობსენმა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12–ის შეწოვის დაქვეითება

თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია რობსენის მსგავსი კუჭის მჟავიანობის შემამცირებელი მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ

თუ თქვენ უნდა გაიაროთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

თუ გაგიჩნდათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზეზე მყოფ უბნებზე, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ რობსენით მკურნალობის შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე მოახსენოთ ნებისმიერი სხვა უარყოფითი ეფექტი, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.

თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექიმი ისურვებს თქვენი მონიტორინგის ჩატარებას.

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა სისხლისა და ღვიძლის პრობლემები, მაგრამ ისინი ხშირად უმჯობესდება რაბეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას.

თუ თქვენ გაქვთ მძიმე (წყლიანი ან სისხლიანი) დიარეა ისეთ სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი ან მტკივნეული მგრძნობელობა, შეწყვიტეთ რობსენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, როგორიცაა რობსენი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

ბავშვები და მოზარდები

რობსენი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ იღებთ კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები). რობსენმა შეიძლება შეამციროს ამ ტიპის მედიკამენტის რაოდენობა თქვენს სისხლში. ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება.

თუ იღებთ ატაზანავირს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ), რობსენმა შეიძლება შეამციროს ამ ტიპის მედიკამენტის რაოდენობა თქვენს სისხლში და მათი ერთად გამოყენება დაუშვებელია.

თუ იღებთ მეთოტრექსატს (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი დოზებით კიბოს სამკურნალოდ) – თუ თქვენ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს რობსენით მკურნალობა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რაბეპრაზოლ ნატრიუმის გამოყენებამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ მიიღოთ რობსენი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ.

არ მიიღოთ რობსენი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რობსენის მიღებისას შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა. თუ ეს მოხდება, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია და უმჯობესდება ამ მედიკამენტის მიღების შეწყვეტის გარეშე.

შეწყვიტეთ რობსენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

ალერგიული რეაქციები – ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარ შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ან არტერიული წნევის დაქვეითებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან კოლაფსი

ხშირი ინფექციები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ან წყლულები პირში ან ყელში

მარტივად წარმოქმნილი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა.

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში).

  • მძიმე ხარისხის კანის ბუშტუკები, ან ტკივილი ან წყლულები პირისა და ყელის არეში

ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში).

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

ინფექცია

უძილობა (ძილის გაძნელება)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო)

დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა (შეკრულობა), მეტეორიზმი (შებერილობა), კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში

ტკივილი რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე, ზურგის ტკივილი

ასთენია (სისუსტე), გრიპის მსგავსი სინდრომი

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

ნერვიულობა ან ძილიანობა

ბრონქიტი, სინუსიტი

დისპეფსია (მონელების დარღვევა), პირის სიმშრალე, ერუქტაცია (ბოყინი)

გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე

კუნთების ან სახსრების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები, თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა

საშარდე გზების ინფექცია

გულმკერდის ტკივილი

შემცივნება, ცხელება

ღვიძლის ფუნქციური ტესტის მნიშვნელობების ცვლილებები

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში):

ანორექსია (მადის დაკარგვა)

დეპრესია

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციების ჩათვლით)

მხედველობის დარღვევა

გასტრიტი (საჭმლის მონელების მოშლა ან კუჭის ტკივილი), სტომატიტი (პირის ღრუს ტკივილი), გემოვნების დარღვევა

ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანისა და თვალების ცილების გაყვითლება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება ღვიძლის დაავადების გამო)

ქავილი, ოფლიანობა, კანის ბუშტუკები (ეს რეაქციები ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ)

ოფლიანობა

თირკმლების პრობლემები, როგორიცაა ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები)

წონის მომატება

სისხლში თეთრი უჯრედების ცვლილებები (ნაჩვენებია სისხლის ანალიზში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექცია

თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაქვეითება) - სისხლში თრომბოციტების შემცირება, რომელიც იწვევს სისხლდენის ან სისხლჩაქცევების უფრო მარტივად განვითარებას, ვიდრე ჩვეულებრივ

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

დაბნეულობა

ფეხების ან ტერფის შეშუპება

მკერდის შეშუპება მამაკაცებში

ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე) – სიმპტომები მოიცავს შეუძლოდ და ცუდად ყოფნას კუნთების სისუსტით ან დაბნეულობას

გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით

თუ თქვენ იღებთ რაბეპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა თქვენს სისხლში დაქვეითდეს მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ის მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის ვებსაიტზე: www.mhra.gov.uk/yellowcard.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

ჭარბი დოზა

მიზანმიმართული ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბების გამოცდილება დღევანდელ პირობებში შეზღუდულია. მაქსიმალური დადგენილი ექსპოზიცია არ აღემატება 60 მგ-ს დღეში ორჯერ, ან 160 მგ-ს დღეში ერთხელ. ეფექტები ზოგადად მინიმალურია, წარმოადგენს ცნობილი გვერდითი მოვლენების პროფილს და შექცევადია შემდგომი სამედიცინო ჩარევის გარეშე. სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. რაბეპრაზოლ ნატრიუმი მნიშვნელოვნად უკავშირდება ცილებს და, შესაბამისად, არ არის დიალიზებადი. როგორც დოზის გადაჭარბების ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და უნდა იქნეს გამოყენებული ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები.

შემადგენლობა

თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ რაბეპრაზოლ ნატრიუმს, 18,85 მგ რაბეპრაზოლის ექვივალენტურს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი (E421), მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე (E 530), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული (E463), მაგნიუმის სტეარატი (E572).

შუალედური ფენა: ეთილცელულოზა (E462), მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე (E 530).

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუტილ სებაკატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.

როგორ გამოიყურება რობსენი და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები: ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

ტაბლეტები წარმოდგენილია ALU/ALU-ში. თითოეული ALU-ALU ბლისტერი შეიცავს 14 ტაბლეტს.

2 ბლისტერი პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

D&FISHER CO LTD

Niriidon 5, Strovolos, 2045, ნიქოზია, კვიპროსი

შენახვის პირობები

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტენიანობისგან და სინათლისგან დასაცავად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ათქ კოდი: A02BC04.

მოქმედების მექანიზმი

რაბეპრაზოლ ნატრიუმი მიეკუთვნება ანტისეკრეტორული ნაერთების კლასს, ჩანაცვლებულ

ბენზიმიდაზოლებს, რომლებიც არ ავლენენ ანტიქოლინერგულ ან H2 ჰისტამინის ანტაგონისტურ თვისებებს, მაგრამ თრგუნავენ კუჭის მჟავას სეკრეციას H+/K+-ATPase ფერმენტის (მჟავა ან პროტონული ტუმბო) სპეციფიკური ინჰიბირებით. ეფექტი დოზადამოკიდებულია და იწვევს მჟავას როგორც ბაზალური, ასევე სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირებას სტიმულის მიუხედავად. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ შეყვანის შემდეგ რაბეპრაზოლ ნატრიუმი სწრაფად ქრება როგორც პლაზმიდან, ასევე კუჭის ლორწოვანი გარსიდან. როგორც სუსტი ფუძე, რაბეპრაზოლი სწრაფად აბსორბირდება ყველა დოზის მიღების შემდეგ და კონცენტრირდება პარიესული უჯრედების მჟავე გარემოში. რაბეპრაზოლი პროტონაციის გზით გარდაიქმნება აქტიურ სულფენამიდში და შემდგომში რეაგირებს პროტონულ ტუმბოზე არსებულ ხელმისაწვდომ ცისტეინებთან.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანტისეკრეტორული აქტივობა: რაბეპრაზოლ ნატრიუმის 20 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული ეფექტი იწყება ერთ საათში, მაქსიმალური ეფექტის მიღწევით ორიდან ოთხ საათში. რაბეპრაზოლ ნატრიუმის პირველი დოზიდან 23 საათის შემდეგ ბაზალური და საკვებით სტიმულირებული მჟავას სეკრეციის ინჰიბირება შეადგენს 69%–ს და 82%–ს შესაბამისად, ხოლო ინჰიბირების ხანგრძლივობა გრძელდება 48 საათამდე. რაბეპრაზოლ ნატრიუმის ინჰიბიტორული ეფექტი მჟავას სეკრეციაზე ოდნავ იზრდება დღეში ერთხელ განმეორებითი დოზირებისას, წონასწორული მდგომარეობის ინჰიბირების მიღწევით სამი დღის შემდეგ. პრეპარატის შეწყვეტისას, სეკრეტორული აქტივობა ნორმალიზდება 2-3 დღის განმავლობაში.

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება ნებისმიერი საშუალებით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, როგორიცაა რაბეპრაზოლი, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნორმაში მყოფი ბაქტერიების რაოდენობას. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და Clostridium difficile.

შრატისმიერი გასტრინის ეფექტები: კლინიკურ კვლევებში პაციენტები მკურნალობდნენ დღეში ერთხელ 10 ან 20 მგ რაბეპრაზოლ ნატრიუმით, 43 თვემდე პერიოდის განმავლობაში. შრატში გასტრინის დონე გაიზარდა პირველი 2-დან 8 კვირამდე განმავლობაში, რაც ასახავდა მჟავას სეკრეციაზე ინჰიბიტორულ ეფექტს და რჩებოდა სტაბილური მკურნალობის გაგრძელებისას. გასტრინის მნიშვნელობები უბრუნდება მკურნალობის წინა დონეს, როგორც წესი, თერაპიის შეწყვეტიდან 1-დან 2 კვირამდე დროის განმავლობაში.

ადამიანის კუჭის ბიოფსიის ნიმუშებში ანტრალური ნაწილიდან და ფსკერიდან 500-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ რაბეპრაზოლს ან შედარებით მკურნალობას 8 კვირამდე განმავლობაში, არ გამოვლენილა ცვლილებები ECL უჯრედების ჰისტოლოგიის, გასტრიტის გამოხატულობის, ატროფიული გასტრიტის სიხშირის, ნაწლავის მეტაპლაზიის ან H. pylori-ს ინფექციის გავრცელების მხრივ. 250-ზე მეტ პაციენტში, რომლებსაც აკვირდებოდნენ 36 თვის განმავლობაში უწყვეტი თერაპიის დროს, საწყის ეტაპზე არსებული შედეგების მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

ანტისეკრეტორული პრეპარატებით მკურნალობისას შრატის გასტრინი იზრდება მჟავას სეკრეციის დაქვეითების საპასუხოდ. ასევე იზრდება CgA კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. CgA–ს გაზრდილმა დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების გამოკვლევას. ხელმისაწვდომი გამოქვეყნებული მტკიცებულება ვარაუდობს, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს CgA–ს გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირამდე პერიოდით ადრე. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ CgA–ს დონეები, რომლებიც შესაძლოა ცრუდ გაიზარდოს PPI–ით მკურნალობის შემდეგ, დაუბრუნდეს რეფერენტულ დიაპაზონს.

სხვა ეფექტები: რაბეპრაზოლ ნატრიუმის სისტემური ეფექტები ცნს-ზე, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ სისტემებზე დღემდე არ არის გამოვლენილი. რაბეპრაზოლ ნატრიუმი, რომელიც მიიღება პერორალური დოზით 20 მგ 2 კვირის განმავლობაში, არ ახდენს გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ან პარათირეოიდული ჰორმონის, კორტიზოლის, ესტროგენის, ტესტოსტერონის, პროლაქტინის, ქოლეცისტოკინინის, სეკრეტინის, გლუკაგონის, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (FSH), მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH), რენინის, ალდოსტერონის ან სომატოტროპული ჰორმონის მოცირკულირე დონეებზე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ჯანმრთელ სუბიექტებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლ ნატრიუმს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ამოქსიცილინთან. რაბეპრაზოლი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ამოქსიცილინის ან კლარითრომიცინის პლაზმურ კონცენტრაციებზე, როდესაც ერთდროულად გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის H. Pylori–ით გამოწვეული ინფექციის ერადიკაციის მიზნით.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია: რაბეპრაზოლ ნატრიუმი წარმოადგენს რაბეპრაზოლის ნატრიუმის ნაწლავში ხსნადი გარსით (გასტრორეზისტენტული) დაფარულ ტაბლეტირებულ ფორმას. ეს პრეზენტაცია აუცილებელია, რადგან რაბეპრაზოლი მჟავა-ლაბილურია.

ამიტომ რაბეპრაზოლის შეწოვა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტაბლეტი დატოვებს კუჭს. აბსორბცია სწრაფია, რაბეპრაზოლის მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა 20 მგ დოზის მიღების შემდეგ დაახლოებით 3.5 საათში. რაბეპრაზოლის პიკური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) და AUC წრფივია დოზის დიაპაზონში 10 მგ-დან 40 მგ-მდე. პერორალური 20 მგ დოზის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით) არის დაახლოებით 52% დიდწილად განპირობებული პრესისტემური მეტაბოლიზმით. გარდა ამისა, ბიოშეღწევადობა არ იზრდება განმეორებით მიღებისას. ჯანმრთელ სუბიექტებში პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს (დიაპაზონი 0.7-დან 1.5 საათამდე), ხოლო სხეულის საერთო კლირენსი შეფასებულია როგორც 283 ± 98 მლ/წთ. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან არ აღინიშნა. არც საკვები და არც პრეპარატის მიღების დრო დღის განმავლობაში არ ახდენს გავლენას რაბეპრაზოლ ნატრიუმის აბსორბციაზე.

განაწილება: რაბეპრაზოლი დაახლოებით 97%–ით უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია: რაბეპრაზოლ ნატრიუმი, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (PPI) ნაერთების კლასის სხვა წევრების შემთხვევაში, მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP450) ღვიძლის წამლისმიერი მეტაბოლიზმის სისტემის მეშვეობით. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლ ნატრიუმი მეტაბოლიზდება CYP450 (CYP2C19 და CYP3A4) იზოფერმენტებით. ამ კვლევებში, ადამიანის პლაზმაში მოსალოდნელ კონცენტრაციებში რაბეპრაზოლი არც აინდუცირებს და არც აინჰიბირებს CYP3A4-ს; და მიუხედავად იმისა, რომ in vitro კვლევები ყოველთვის არ შეიძლება იყოს პროგნოზირებადი in vivo სტატუსსთან მიმართებაში, ეს დასკვნები მიუთითებს, რომ რაბეპრაზოლსა და ციკლოსპორინს შორის ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი. ადამიანებში თიოეთერი (M1) და კარბოქსილის მჟავა (M6) წარმოადგენს პლაზმის მთავარ მეტაბოლიტებს, ხოლო სულფონი (M2), დესმეთილ-თიოეთერი (M4) და მერკაპტურის მჟავას კონიუგატი (M5) – უმნიშვნელო მეტაბოლიტებს, რომლებიც ვლინდება უფრო დაბალ დონეებზე. მხოლოდ დესმეთილის მეტაბოლიტს (M3) გააჩნია მცირე ანტისეკრეტორული აქტივობა, მაგრამ ის არ არის წარმოდგენილი პლაზმაში.

რაბეპრაზოლ ნატრიუმის ერთჯერადი 20 მგ 14C–მარკიებული პერორალური დოზის შემდეგ, უცვლელი პრეპარატი არ გამოიყოფა შარდით. დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდით ძირითადად ორი მეტაბოლიტის სახით: მერკაპტურის მჟავას კონიუგატი (M5) და კარბოქსილის მჟავა (M6), პლუს ორი უცნობი მეტაბოლიტი. დოზის დარჩენილი ნაწილი გამოიყოფებოდა განავალში.

სქესი: სხეულის მასისა და სიმაღლის მიხედვით დაკორექტირებით, რაბეპრაზოლის 20 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი განსხვავებები სქესის მიხედვით არ აღინიშნება.

თირკმლის უკმარისობა: სტაბილური, ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ შემანარჩუნებელ ჰემოდიალიზს (კრეატინინის კლირენსი ≤ 5 მლ/წთ/1.73 მ2), რაბეპრაზოლის განაწილება საკმაოდ მსგავსი იყო ჯანმრთელ მოხალისეებში არსებულთან. AUC და Cmax ამ პაციენტებში იყო დაახლოებით 35%-ით დაბალი, ვიდრე შესაბამისი პარამეტრები ჯანმრთელ მოხალისეებში. რაბეპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 0.82 საათს ჯანმრთელ მოხალისეებში, 0.95 საათს პაციენტებში ჰემოდიალიზის დროს და 3.6 საათს დიალიზის შემდეგ. პრეპარატის კლირენსი თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ შემანარჩუნებელ ჰემოდიალიზს, დაახლოებით ორჯერ მაღალი იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის უკმარისობა: რაბეპრაზოლის 20 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში AUC გაორმაგდა და დაფიქსირდა რაბეპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის 2-3-ჯერ გაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თუმცა, 7 დღის განმავლობაში დღეში 20 მგ დოზის მიღების შემდეგ, AUC გაიზარდა მხოლოდ 1.5-ჯერ, ხოლო Cmax მხოლოდ 1.2-ჯერ. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რაბეპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 12.3 საათს ჯანმრთელ მოხალისეებში 2.1 საათთან შედარებით. ფარმაკოდინამიკური პასუხი (კუჭის pH კონტროლი) ორ ჯგუფში კლინიკურად შედარებადი იყო.

ხანდაზმულები: რაბეპრაზოლის ელიმინაცია გარკვეულწილად მცირდება ხანდაზმულებში. 20 მგ რაბეპრაზოლ ნატრიუმის ყოველდღიური დოზის 7 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, AUC დაახლოებით გაორმაგდა, Cmax გაიზარდა 60%-ით და t½ გაიზარდა დაახლოებით 30%-ით ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თუმცა რაბეპრაზოლის კუმულაციის მტკიცებულება არ აღინიშნა.

სხვა განსაკუთრებული პოპულაციები

CYP2C19 პოლიმორფიზმი: რაბეპრაზოლის 20 მგ დღიური დოზის 7 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ, CYP2C19 ნელ მეტაბოლიზატორებს ჰქონდათ AUC და t½, რომლებიც დაახლოებით 1.9 და 1.6-ჯერ აღემატებოდა შესაბამის პარამეტრებს ფართო მეტაბოლიზატორების შემთხვევაში, ხოლო Cmax გაიზარდა მხოლოდ 40%-ით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რობსენი

20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები

ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანად ეს ფურცელი-ჩანართი, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი–ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ დამატებითი შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტები, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში

  • რა არის რობსენი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ სანამ მიიღებთ რობსენს
  • როგორ მიიღება რობსენი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება რობსენი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის რობსენი და რისთვის გამოიყენება იგი

რობსენი ტაბლეტები შეიცავს რაბეპრაზოლს. ის მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომელსაც ეწოდება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ისინი მოქმედებენ კუჭის მიერ წარმოქმნილი მჟავის რაოდენობის შემცირების გზით.

რობსენი ტაბლეტები გამოიყენება:

თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული ან გასტრალური/კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული (პეპტიკური წყლული).

სიმპტომური ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GORD), რომელიც ჩვეულებრივ მოიხსენება როგორც მჟავით გამოწვეული და გულძმარვასთან ასოცირებული საყლაპავის ანთება, ან GORD-ის ხანგრძლივი მკურნალობა (GORD-ის შემანარჩუნებელი თერაპია).

ზომიერი და ძალიან მძიმე გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, რომელიც ასევე ასოცირდება გულძმარვასთან, სიმპტომური მკურნალობა (სიმპტომური GORD).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, იშვიათი მდგომარეობა იმ პაციენტებში, რომელთა კუჭი წარმოქმნის მჟავას უკიდურესად დიდ რაოდენობას.

პეპტიკური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში რობსენი გამოიყენება H. pylori ინფექციის ერადიკაციისთვის ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში (კლარითრომიცინი და ამოქსიცილინი).

  • რა უნდა იცოდეთ სანამ მიიღებთ რობსენს

არ მიიღოთ რობსენი:

  • თუ ალერგიული ხართ რობსენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში)
  • თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან თუ ძუძუთი კვებავთ (იხილეთ ორსულობა და ძუძუთი კვება)

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

რობსენის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ ალერგიული ხართ სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ

თუ გითხრეს, რომ გაქვთ კუჭის სიმსივნე

თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება

თუ იღებთ ატაზანავირს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ)

თუ ორგანიზმში გაქვთ ვიტამინ B12–ის შემცირებული მარაგი ან მისი დონის შემცირების რისკ–ფაქტორები და იღებთ რობსენით ხანგრძლივ მკურნალობას. როგორც ყველა მჟავაშემამცირებელი საშუალების შემთხვევაში, რობსენმა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინ B12–ის შეწოვის დაქვეითება

თუ ოდესმე გქონიათ კანის რეაქცია რობსენის მსგავსი კუჭის მჟავიანობის შემამცირებელი მედიკამენტით მკურნალობის შემდეგ

თუ თქვენ უნდა გაიაროთ სისხლის სპეციფიკური ანალიზი (ქრომოგრანინი A).

თუ გაგიჩნდათ გამონაყარი კანზე, განსაკუთრებით მზეზე მყოფ უბნებზე, აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ რობსენით მკურნალობის შეწყვეტა. არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე მოახსენოთ ნებისმიერი სხვა უარყოფითი ეფექტი, როგორიცაა ტკივილი სახსრებში.

თუ თქვენ იღებთ ამ მედიკამენტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექიმი ისურვებს თქვენი მონიტორინგის ჩატარებას.

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნებოდა სისხლისა და ღვიძლის პრობლემები, მაგრამ ისინი ხშირად უმჯობესდება რაბეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას.

თუ თქვენ გაქვთ მძიმე (წყლიანი ან სისხლიანი) დიარეა ისეთ სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი ან მტკივნეული მგრძნობელობა, შეწყვიტეთ რობსენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის, როგორიცაა რობსენი, მიღებამ, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეიძლება ოდნავ გაზარდოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი).

ბავშვები და მოზარდები

რობსენი არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებში.

სხვა მედიკამენტები და რობსენი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ იღებთ კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები). რობსენმა შეიძლება შეამციროს ამ ტიპის მედიკამენტის რაოდენობა თქვენს სისხლში. ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი დოზის კორექტირება.

თუ იღებთ ატაზანავირს (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ), რობსენმა შეიძლება შეამციროს ამ ტიპის მედიკამენტის რაოდენობა თქვენს სისხლში და მათი ერთად გამოყენება დაუშვებელია.

თუ იღებთ მეთოტრექსატს (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი დოზებით კიბოს სამკურნალოდ) – თუ თქვენ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს რობსენით მკურნალობა.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რაბეპრაზოლ ნატრიუმის გამოყენებამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

არ მიიღოთ რობსენი, თუ ორსულად ხართ ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ.

არ მიიღოთ რობსენი, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

რობსენის მიღებისას შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა. თუ ეს მოხდება, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიზმები.

  • როგორ მიიღება რობსენი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რობსენის ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაყლაპოთ.

არ დააქუცმაცოთ ან დაღეჭოთ იგი.

ქვემოთ მოყვანილი დოზები ჩვეულებრივ რეკომენდირებულია მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის. თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა ან მკურნალობის ხანგრძლივობა.

გამოყენება ბავშვებში

რობსენი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში.

თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული და კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული

ჩვეულებრივი დოზა არის რობსენის ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

თუ თქვენ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, თქვენი მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში; მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის გაგრძელება კიდევ ოთხი კვირის განმავლობაში.

თუ გაქვთ კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული, თქვენი მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში; მაგრამ ამ დროის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის გაგრძელება კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში.

ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს რობსენის ერთ 20 მგ ტაბლეტს დღეში ერთხელ. თქვენი მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ოთხი კვირის განმავლობაში; მაგრამ ამ დროის შემდეგ თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი მკურნალობის გაგრძელება კიდევ ოთხი კვირის განმავლობაში.

GORD–ის შემანარჩუნებელი თერაპია

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს რობსენის 10 მგ ან 20 მგ ერთ ტაბლეტს დღეში ერთხელ. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ თქვენი ტაბლეტები. რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს თქვენი ტაბლეტების მიღებისა და სიმპტომების შესამოწმებლად.

სიმპტომური GORD

ჩვეულებრივი დოზა არის რობსენი ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თქვენი დღეში ერთხელ მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელდება ოთხ კვირამდე. თუ სიმპტომები არ გაქრება ოთხი კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. ამ საწყისი ოთხკვირიანი მკურნალობის შემდეგ, თუ სიმპტომები დაბრუნდება, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ მიიღოთ რაბეპრაზოლ ნატრიუმის 10 მგ ერთი ტაბლეტი, როგორც და როდესაც დაგჭირდებათ სიმპტომების გასაკონტროლებლად.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი

ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზა არის რობსენის სამი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ დასაწყისისთვის. შემდეგ დოზა შეიძლება დარეგულირდეს თქვენი ექიმის მიერ იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე. თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ტაბლეტი და როდის უნდა მიიღოთ. რეგულარულად უნდა ეწვიოთ ექიმს, რათა მან განიხილოს თქვენი ტაბლეტების მიღება და სიმპტომები.

H. pylori-ს ერადიკაცია

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის რობსენი 20 მგ (ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში - კლარითრომიცინი 500 მგ და ამოქსიცილინი 1 გ) დღეში ორჯერ მისაღებად და ჩვეულებრივ 7 დღის განმავლობაში. სიმპტომების შემსუბუქება ჩვეულებრივ ვლინდება წყლულის სრულ განკურნებამდე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება მანამ, სანამ ამას ექიმი არ გეტყვით. H. pylori-ის ერადიკაციული თერაპიის სხვა კომპონენტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის ინდივიდუალური საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი.

თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ რობსენს, ვიდრე საჭიროა

არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი დღეში, ვიდრე გამოწერილია. თუ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი ვიდრე დანიშნული დოზაა, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან სასწრაფოდ გაემგზავროთ საავადმყოფოში. ყოველთვის წაიღეთ თან ტაბლეტები და მუყაოს კოლოფი საავადმყოფოში, რათა ექიმმა იცოდეს, რა იქნა მიღებული.

თუ დაგავიწყდათ რობსენის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ ის დაუყოვნებლივ, როცა გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ ჩვეულ რეჟიმში. თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დაურეკეთ ექიმს ვიდრე მიიღებთ რაიმე სხვა მედიკამენტებს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ რობსენის მიღებას

არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან წინასწარ განხილვის გარეშე.

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია და უმჯობესდება ამ მედიკამენტის მიღების შეწყვეტის გარეშე.

შეწყვიტეთ რობსენის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით ეფექტებს - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

ალერგიული რეაქციები – ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარ შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ან არტერიული წნევის დაქვეითებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან კოლაფსი

ხშირი ინფექციები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ან წყლულები პირში ან ყელში

მარტივად წარმოქმნილი სისხლჩაქცევები ან სისხლდენა.

ეს გვერდითი ეფექტები იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში).

  • მძიმე ხარისხის კანის ბუშტუკები, ან ტკივილი ან წყლულები პირისა და ყელის არეში

ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში).

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):

ინფექცია

უძილობა (ძილის გაძნელება)

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (სურდო)

დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა (შეკრულობა), მეტეორიზმი (შებერილობა), კეთილთვისებიანი პოლიპები კუჭში

ტკივილი რაიმე ცნობილი მიზეზის გარეშე, ზურგის ტკივილი

ასთენია (სისუსტე), გრიპის მსგავსი სინდრომი

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

ნერვიულობა ან ძილიანობა

ბრონქიტი, სინუსიტი

დისპეფსია (მონელების დარღვევა), პირის სიმშრალე, ერუქტაცია (ბოყინი)

გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე

კუნთების ან სახსრების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები, თეძოს, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა

საშარდე გზების ინფექცია

გულმკერდის ტკივილი

შემცივნება, ცხელება

ღვიძლის ფუნქციური ტესტის მნიშვნელობების ცვლილებები

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1 ადამიანში):

ანორექსია (მადის დაკარგვა)

დეპრესია

ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციების ჩათვლით)

მხედველობის დარღვევა

გასტრიტი (საჭმლის მონელების მოშლა ან კუჭის ტკივილი), სტომატიტი (პირის ღრუს ტკივილი), გემოვნების დარღვევა

ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანისა და თვალების ცილების გაყვითლება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაზიანება ღვიძლის დაავადების გამო)

ქავილი, ოფლიანობა, კანის ბუშტუკები (ეს რეაქციები ჩვეულებრივ ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ)

ოფლიანობა

თირკმლების პრობლემები, როგორიცაა ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები)

წონის მომატება

სისხლში თეთრი უჯრედების ცვლილებები (ნაჩვენებია სისხლის ანალიზში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექცია

თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაქვეითება) - სისხლში თრომბოციტების შემცირება, რომელიც იწვევს სისხლდენის ან სისხლჩაქცევების უფრო მარტივად განვითარებას, ვიდრე ჩვეულებრივ

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით):

დაბნეულობა

ფეხების ან ტერფის შეშუპება

მკერდის შეშუპება მამაკაცებში

ჰიპონატრემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე) – სიმპტომები მოიცავს შეუძლოდ და ცუდად ყოფნას კუნთების სისუსტით ან დაბნეულობას

გამონაყარი, შესაძლოა სახსრების ტკივილით

თუ თქვენ იღებთ რაბეპრაზოლს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლოა თქვენს სისხლში დაქვეითდეს მაგნიუმის დონე. მაგნიუმის დაბალი დონე შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობის, კუნთების უნებლიე შეკუმშვის, დეზორიენტაციის, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, გულისცემის გახშირების სახით. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომებიდან, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ ექიმს.

მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის შემცირება. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

გვერდითი ეფექტების მოხსენება

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ის მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ ყვითელი ბარათის სქემის ვებსაიტზე: www.mhra.gov.uk/yellowcard.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

როგორ ინახება რობსენი

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ტენიანობისგან და სინათლისგან დასაცავად.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს რობსენი

თითოეული გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ რაბეპრაზოლ ნატრიუმს, 18,85 მგ რაბეპრაზოლის ექვივალენტურს.

სხვა ინგრედიენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი (E421), მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე (E 530), ჰიდროქსიპროპილცელულოზა (E463), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალჩანაცვლებული (E463), მაგნიუმის სტეარატი (E572).

შუალედური ფენა: ეთილცელულოზა (E462), მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე (E 530).

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუტილ სებაკატი, რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.

როგორ გამოიყურება რობსენი და შეფუთვის შიგთავსი

20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები: ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

ტაბლეტები წარმოდგენილია ALU/ALU-ში. თითოეული ALU-ALU ბლისტერი შეიცავს 14 ტაბლეტს.

2 ბლისტერი პაციენტის საინფორმაციო ფურცელ–ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

D&FISHER CO LTD

Niriidon 5, Strovolos, 2045, ნიქოზია, კვიპროსი

მწარმოებელი

Laboratorios LICONSA S.A.,

Avenida Miralcampo 7, Polígono Industrial Miralcampo

19200 Azuqueca de Henares, გვადალახარა, ესპანეთი

ეს ფურცელი–ჩანართი ბოლოს გადაიხედა 11/2023

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა