პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

რაბეზოლი

Rabezol

ურეცეპტოდ20მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

რაბეზოლი სპეციფიური ნაწლავში ხსნადი ფორმულით ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების აბსორბციას ნაწლავებში, ტაბლეტი არის ყვითელი და მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ორმხრივამოზნექილი და ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული. რაბეზოლი გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს 14 ან 28 ტაბლეტის ალუმინის/ალუმინის ბლისტერზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რაბეპრაზოლი (rabeprazole)
ფორმა და შეფუთვა
20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
İlko İlaç San. Ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
ATC კოდი
A02BC04
რეგისტრაციის ნომერი
რ-039636
რეგისტრირებულია
28 ნოემბერი 2023, მოქმედებს 28 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
İlko İlaç San. Ve Tic. A.Ş. (თურქეთი)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარაბეზოლი და სხვა წამალი ერთად

რაბეზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რაბეზოლი სპეციფიური ნაწლავში ხსნადი ფორმულით ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების აბსორბციას ნაწლავებში, ტაბლეტი არის ყვითელი და მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ორმხრივამოზნექილი და ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული.

რაბეზოლი გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს 14 ან 28 ტაბლეტის ალუმინის/ალუმინის ბლისტერზე.

რაბეპრაზოლის ნატრიუმი წარმოადგენს რაბეზოლის აქტიური ნივთიერებას და კლასიფიცირებულია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კატეგორიის ქვეშ. მოცემულ კატეგორიაში არსებული პრეპარატები აინჰიბირებენ პროტონული ტუმბოს ფუნქციას, რისი მეშვეობითაც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას. კუჭის მჟავიანობის შემცირება ხელს უწყობს კუჭის, ნაწლავის წყლულის და ეზოფაგუსის (პეპტური წყლული) განვითარების შემცირებას და ტკივილის მოხსნას.

რაბეზოლი ინიშნება იმ პაციენტებში სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ 12-გოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული, სიმპტომური ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GERD). GERD -ი ხასიათდება კუჭის წვენის უჩვეულო გადასვლით ზედა საყლაპავში და იწვევს მოცემული ადგილის ეროზიას და შედეგად წყლულს. რაბეზოლი ასევე ინიშნება ზოლინგერ ელისონის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება კუჭის ჭარბი წვენით და ასევე გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების სიმპტომის ერადიკაციისთვის და ზომიერი სიმწვავის ხანგრძლივი მკურნალობისთვის (GERD-ის შენარჩუნება).

რაბეზოლი ასევე ინიშნება Helicobacter pylori-ის (რაც იწვევს კუჭის წყლულს) ერადიკაციის სქემაში, შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას.

  • რაბეზოლის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის გამოიყენეთ რაბეზოლი ზუსტად ექიმის ინსტრუქციების მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოზრდილები და ხანდაზმულები

ტაბლეტის დოზა 10მგ დღეში ერთხელ უზმოზე GERD -ის ზომიერი და მწვავე სიმძიმის სიმპტომების სამკურნალოდ (სიმპტომური GERD). რაბეპრაზოლის მიღების ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირაა მსგავსი კლინიკური სურათის დროს. თუ სიმპტომები არ იხსნება მოცემული პერიოდის განმავლობაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. დროის მოცემული პერიოდის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ 10მგ რაბეპრაზოლის დღეში ერთხელ მიღება აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომების სამართავად.

რაბეზოლის ჩვეულებრივი დოზაა 20მგ დღეში ერთხელ უზმოზე დილით 4-8 კვირა მწვავე სიმპტომების სამკურნალოდ (ეროზიული ან წყლულოვანი GERD).

10მგ დღეში ან 20მგ დღეში უზმოზე ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში GERD-ის შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს. ექიმი გადაწყვეტს GERD-ის შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობას. ექიმი დაგიბარებთ პერიოდულად სიმპტომების და დოზის გადასახედად.

კუჭის წყლულის ჩვეულებრივი დოზაა (პეპტური წყლული) ერთი 20მგ რაბეზოლის ტაბლეტი დღეში ერთხელ უზმოზე დილით 6 კვირა თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნით კიდევ 6 კვირიანი მკურნალობა.

ნაწლავის წყლულის (12-გოჯა) სამკურნალოდ ჩვეულებრივი დოზაა ერთი 20მგ რაბეზოლის ტაბლეტი დღეში ერთხელ უზმოზე დილით 4 კვირა. თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კიდევ 4 კვირიანი მკურნალობა.

H. pylori-ს ინფექციის რეციდივის მკურნალობისა და პრევენციისთვის ჩვეულებრივი დოზაა 20მგ რაბეზოლის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ 7 დღე. ექიმი ასევე დანიშნავს ანტიბიოტიკებს ამოქსიცილინს ან კლარითრომიცინს. იხ. ინდივიდუალური ინსტრუქციები დამატებითი ინფორმაციისთვის სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც გამოიყენება H. Pylori-ს სამკურნალოდ.

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა რაბეზოლის 20მგ-იანი 3ტაბლეტი დღეში ერთხელ ზოლინგერ ელისონის სინდრომის სამკურნალოდ. ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორეაქცია მკურნლობის შედეგების მიხედვით. ხანგრძლივი მკურნალობისას, უნდა მიაკითხოთ ექიმს რეგულარულად იმისათვის, რომ გადახედოს სიმპტომებს და დოზას.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭირო ზომებს მიიღებს რაბეზოლით მკურნალობის დაწყებისას და ასევე მკურნალობის პერიოდშიც.

მიღების გზა და მეთოდი:

ტაბლეტი ბლისტერიდან ამოიღეთ მხოლოდ პრეპარატის მიღების დროს.

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტები.

ექიმი გირჩევთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა პერიოდით. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდგომარეობაზე.

თუ იღებთ მოცემულ პრეპარტს ხანგრძლივი პერიოდით, ექიმი ჩაგიტარებთ მონიტორინგს .

გამოყენება სხვადასხვა ასაკში:

გამოყენება ბავშვებში:

რაბეზოლის გამოყენება არ შესწავლილა ბავშვებში და არ არის მისი გამოყენება რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს სპეციფიკური მოთხოვნა.

უკუჩვენებები

თუ;

ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული რაბეპრაზოლის ნატრიუმის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმათ;

ხართ ორსულად ან ეჭვობთ ორსულობას;

ხართ ლაქტაციის პერიოდში.

საიფრთხილით მიიღეთ რაბეზოლი:

_ თუ ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ჩანაცვლებითი ბენზიმიდაზოლების მიმართ (კუჭის მჟავას სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატები),

ვინაიდან, ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია აღინიშნოს რეოლოგიური და ჰეპატოლოგიური დარღვევები, მათი მოხსნა როგორც წესი ხდება რაბეზოლის მიღების შეწყვეტით.

თუ გაქვთ კუჭის კიბო;

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;

თუ იღებთ ატაზანავირს აივ ინფექცისთვის;

თუ გაქვთ ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტი ან შემცირების რისკ ფაქტორები და იღებთ რაბეპრაზოლის ნატრიუმს ხანგრძლივად. სხვა მჟავა შემამცირებელი საშუალებების დროს, რაბეპრაზოლის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის აბსორბციის შემცირება.

ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაბეზოლის გამოყენებამდე.

თუ გაქვთ მწვავე დიარეა (სისხლიანი ან თხიერი დიარეა) ასოცირებული მუცლის ტკივილთან ან სირბილესთან და ცხელებასთან, შეწყვიტეთ რაბეზოლის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

პროტონული ტუმბოს გამოყენებამ, როგორიცაა რაბეზოლი, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნით, შეიძლება მცირედით გაზარდოს ბარძაყის, წვივის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი), მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ რაბეზოლს 3 თვეზე მეტი ხნით, შესაძლებელია მაგნიუმის დონეების ცვლილება. მაგნიუმის დაბალი დონეები შეიძლება გამოიხატებოდეს დაღლილობით, კუნთების უნებლიე კუმშვადობით, დეზორიენტაციით, თავბრუსხვევით და გულისცემის გახშირებით. ნებისემიერი მოცემული სიმპტომის განვითარებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონეებმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირება. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ტესტები მაგნიუმის დონეების მონიტორინგისთვის.

პრეპარატის მიერ ინდუცირებული კუჭის მჟავას დონის შემცირების გამო, რაბეზოლმა შეიძლება დაარღვიოს ნეიროენდოკრინული სისმსივნის დიაგნოსტირების ტესტების შედეგები.

აცნობეთ ექიმს, თუ მოცემული გაფრთხილებებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ.

რაბეზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რაბეზოლზე არ მოქმედებს საკვები და სასმელი. თუმცა ერთდოზიანი მკურნალობის დროს, ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით უზმოზე.

სიფრთხილის ზომები

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით, არ არის საჭირო დოზის რეგულირება. თუმცა, პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით, საჭიროა ამის გათვალისწინება.

თუ შენიშნავთ რაბეზოლის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ რაბეზოლის საჭიროზე მეტ დოზას:

არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი ვიდრე გამოწერილია .

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაბეზოლი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ რაბეზოლის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მოსულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივი რეჟიმით.

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს პრეპარპატის მიღებამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ რაბეზოლის მიღებას

სიმპტომების მოხსნა როგორც წესი მოხდება იქამდე, ვიდრე წყლული სრულად განიკურნება. მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ვიდრე არ გირჩევთ ექიმი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა სახის გვერდითი ეფექტები არსებობს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, რაბეზოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი მსუბუქია და უმჯობესდება პრპეარატის მიღების შეწყვეტის გარეშე.

შეწყვიტეთ რაბეზოლის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებას - შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარ შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ან არტერიულ წნევის უეცარ შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან კოლაფსი;

ხშირი ინფექციები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება) ან წყლულები პირის ღრუსა ან საყლაპავის ლორწოვან გარსზე;

სისხლჩაქცევა ან ადვილად სისხლდენა.

ზემოთჩამოთვლილი მოვლენები განეკუთვნება სერიოზული გვერდითი ეფექტების რიცხვს.

რომელიმე მოცემული სიმპტომის განვითარება ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რაბეზოლის მიმართ. საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

მოცემული სერიოზული ეფექტები შეიძლება იშვიათად განვითარდეს.

თუ შეამჩნევთ შემდეგი სახის გვერდით ეფექტებს, მიმართეთ ექიმს:

ძალიან ხშირი: ადგილი აქვს >1/10-ში. ხშირი: 1-10 /100-ში

არახშირი: 1-10/1000-ში.

იშვიათი: 1-10/10000-ში

ძალიან იშვიათი: <1/10000-ში

უცნობი სიხშირის: არ არის მოსალოდნელი არსებული მონაცემებით.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი

ინფექციები

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა

ხველა, ცხვირიდან სისველე ან ყელის ტკივილი (ფარინგიტი)

კუჭზე ან ნაწლავზე ეფექტები როგორიცაა კუჭის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, გულისრევა, ღებინება ან ყაბზობა

ტკივილი ან წელის ტკივილი

სისუსტე ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.

არახშირი

ნერვიულობა ან ძილიანობა

გულმკერდის ინფექციები (ბრონქიტი)

მტკივნეული ან ბლოკირებული სინუსები (სინუსიტი)

პირის სიმშრალე

მოუნელებლობა ან ბოყინი

კანზე გამონაყარი ან სიწითლე

კუნთების, ფეხების ან სახსრების ტკივილი

ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა და შარდის ბუშტის ინფექცია (საშარდე გზების ინფექცია)

ტკივილი გულმკერდის არეში

შემცივნება ან ცხელება

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები (შეინიშნება სისხლის ანალიზებში)

იშვიათი

მადის დაკარგვა (ანორექსია)

დეპრესია

ჰიპერმგრძნობელობა (მოიცავს ალერგიულ რექციებს)

მხედველობის დარღვევა

პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება (სტომატიტი) ან გემოს დარღვევა

კუჭის დისკომფორტი ან კუჭის ტკივილი

ღვიძლის პრობლემები, მათ შორის კანის და თვალის გუგების გაყვითლება (სიყვითლე)

ქავილიანი გამონაყარი ან კანის დაწყლულება

ოფლიანობა

თირკმლის პრობლემები

წონის მომატება

სისხლის თეთრი უჯრედების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექცია.

სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც იწვევს სისხლდენას და სისხლჩაქცევას უფრო ადვილად.

ძალიან იშვიათი

მულტიფორმული ერითემა

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

სხვა შესაძლო გვერდითი ეფეტები (უცნობი სიხშირის)

სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში

სითხის შეკავება

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაბნეულობა, კუნთების სპაზმი, შეტევები და კომა.

პაციენტებში რომელთაც მანამდე ჰქონდათ ღვიძლის პრობლემები შეიძლება ძალიან შვიათად განვითარდეს ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება).

თუ შენიშნავთ გაუთვალისწინებელ გევრდით ეფექტებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რაბეზოლის კეტოკონაზოლის ან იტრაკონაზოლის (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ნივთიერებები) შეცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოცემული პრეპარატების დონე სისხლში, მაშინ როდესაც დიგოქსინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მოცემული პრეპრატების დონე სისხლში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოცემული პრეპარატების გამოყენებამდე.

რაბეზოლის და ატაზანავირის (აივ ინფექციის სამკურნალო) ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოცემული პრეპარატის დონე სისხლში, ამგავარად დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენება.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე მათგანი გეხებათ თუ არა თქვენ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაბეზოლის გამოყენებამდე.

რაბეზოლის და მეთოტრექსატის კომბინირებული გამოყენებისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ), თუ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ რაბეზოლის მიღება.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მოცემული პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყეოთ რაბეზოლი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

მკურნალობის დროს თუ შეიტყობთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ რაბეზოლი ლაქტაციის დროს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა რაბეზოლის მიღებისას. მსგავსის განვითარებისას, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაბეზოლის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

რაბეზოლი შეიცავს <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები ნატრიუმთან დაკავშირებით.

რაბეზოლი შეიცავს 24 მგ მანიტოლს. ამ დოზით გვერდითი ეფეტები არ არის მოსალოდნელი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ფარმაკოდინამიკური თვისებებისა და გვერდითი მოვლენების პროფილიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაბეზოლმა გამოიწვიოს მართვის უნარის დაქვეითება ან მექანიზმებთან მუშაობის უნარის დაქვეითება. თუმცა, თუ სიფხიზლე დაქვეითებულია ძილიანობის გამო, რეკომენდებულია თავი აარიდოთ ავტომობილის მართვას და რთულ მექანიზმებთან მუშაობას.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად დაფიქსირებული წამლის გვერდითი მოვლენები, რაბეპრაზოლის კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს იყო თავის ტკივილი, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ასთენია, მეტეორიზმი, გამონაყარი და პირის სიმშრალე. კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და გარდამავალი ხასიათისა.

შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა კლინიკური კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ პრაქტიკაში.

სიხშირეები შემდეგია: ხშირი (≥ 1/100, < 1/10), არახშირი (≥ 1/1,000, <1/100), იშვიათი (≥ 1/10,000, < 1/1,000), ძალიან იშვიათი (< 1/ 10,000), უცნობი (არ არის მოსალოდნელი ხელმისაწვდომი მონაცემებით).

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი: ინფექცია

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

იშვიათი: ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი

იმუნური სისტემის დარღვევები

იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობა,1,2

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

იშვიათი: უმადობა

უცნობია: ჰიპონატრემია, ჰიპომაგნემია4

ფსიქიატრიული დარღვევები

ხშირი: უძილობა

არახშირი: ნერვიულობა

იშვიათი: დეპრესია

უცნობი: ცნობიერების დაბინდვა

ნერვული სისტემის დარღვევები ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუ

არახშირი: ძილიანობა

თვალის დარღვევები

იშვიათი: მხედველობის დარღვევა

სისხლძარღვების დარღვევები

უცნობი: პერიფერიული შეშუპება

სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები

ხშირი: ხველა, ფარინგიტი, რინიტი

არახშირი: ბრონქიტი, სინუსიტი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: ფაღარათი, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, ფუნდუსის ჯირკვლის პოლიპები (კეთილთვისებიანი)

არახშირი: დისპეფსია, პირის სიმშრალე, ბოყინი

იშვიათი: გასტრიტი, სტომატიტი, გემოს გაუკუღმართება

ჰეპატობილიარული დარღვევები

იშიათი: ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ენცეფალოპათია3

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

არახშირი: გამონაყარი, ერითემა2

იშვიათი: ქავილი, ოფლიანობა, ბულოზური რეაქციები2

ძალიან იშვიათი: ერითემა მრავალფორმული, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)

უცნობი: კანის ქვემწვავე წითელი მგლურა (SCLE)4

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლის დარღვევები

ხშირი: არასპეციფიკური ტკივილი/ზურგის ტკივილი

არახშირი: მიალგია, ფეხის კრუნჩხვები, ართრალგია, ბარძაყის, მაჯის, ხერხემლის მოტეხილობა4

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

არახშირი: საშარდე გზების ინფექცია

იშვიათი: ინტერსტიციული ნეფრიტი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების დარღვევები

უცნობი: გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი მოვლენები

ხშირი: ასთენია, გრიპის მსგავსი დაავადება

არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში, შემცივნება, პირექსია

კვლევები

არახშირი: ღვიძლის ფერმენტების მატება3

იშვიათი: წონაში მომატება

1 სახის შეშუპების, ჰიპოტენზიის და ქოშინის ჩათვლით

2ერითემა, ბულოზური რეაქციები და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ძირითადად აღმოიფხვრა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

3 ღვიძლის ენცეფალოპათიის იშვიათი შეტყობინებები მიღებულია ძირითადი ციროზის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობისას ექიმს ურჩევენ გამოიჩინოს სიფრთხილე, როდესაც ასეთ პაციენტებში პირველად დაიწყება რაბეზოლით მკურნალობა (იხ. პუნქტი 4.4).

4 იხილეთ პუნქტი 4.4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ჭარბი დოზა

მიზანმიმართული ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბების გამოცდილება შეზღუდულია. მაქსიმალური დადგენილი ექსპოზიცია არ აღემატება 60 მგ-ს დღეში ორჯერ, ან 160 მგ-ს დღეში ერთხელ. ეფექტები ზოგადად მინიმალურია, წარმოადგენს ცნობილი გვერდითი მოვლენის პროფილის და შექცევადია შემდგომი სამედიცინო ჩარევის გარეშე. არ არის ცნობილი სპეციფიური ანტიდოტი. რაბეპრაზოლის ნატრიუმი ინტენსიურად უკავშირდება ცილას და, შესაბამისად, არ არის დიალიზებადი. როგორც დოზის გადაჭარბების ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და უნდა იქნას გამოყენებული ზოგადი დამხმარე ზომები.

შემადგენლობა

რაბეზოლის ნატრიუმი 20გ ( 18,85 მგ რაბეზოლის ექვივალენტი)

დამხმარე ნივთიერებები:

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პუნქტში 6.1.

წამლის ფორმა

ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი

ყვითელი, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტი ორი ბრტყელი გვერდით.

შენახვის პირობები

რაბეზოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არანაკლებ 25℃.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ რაბეზოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ რაბეზოლი თუ შენიშნავთ პროდუქტის ან შეფუთვის რაიმე სახის დეფექტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

ილკო ილაჩ სან. ვე ტიქ. A.შ.

ვეისელ კარანი მაჰალლესი

ჩოლაკოღლუ სოკ. N: 10/34885

სანცაკტეპე/სტამბული-თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

საჭმლის მომნელებელი არხი და მეტაბოლიზმი; პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება პეპტიური წყლულისა და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალოდ (GERD)

ათქ კოდი: A02BC04

მოქმედების მექანიზმი: რაბეპრაზოლის ნატრიუმი მიეკუთვნება ანტისეკრეტორული ნაერთების კლასს, ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლებს, რომლებიც არ ავლენენ ანტიქოლინერგულ ან H2 ჰისტამინის ანტაგონისტურ თვისებებს, მაგრამ თრგუნავენ კუჭის მჟავას სეკრეციას H+/K+-ATPase ფერმენტის სპეციფიკური ინჰიბირებით (მჟავა ან პროტონული ტუმბო). ეფექტი დოზასთან არის დაკავშირებული და იწვევს როგორც ბაზალური, ისე სტიმულირებული მჟავას სეკრეციის დათრგუნვას სტიმულის მიუხედავად. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ შეყვანის შემდეგ რაბეპრაზოლის ნატრიუმი სწრაფად ქრება როგორც პლაზმიდან, ასევე კუჭის ლორწოვანი გარსიდან. როგორც სუსტი ტუტემ რაბეპრაზოლი სწრაფად შეიწოვება ყველა დოზის შემდეგ და კონცენტრირდება პარიესული უჯრედების მჟავე გარემოში. რაბეპრაზოლი პროტონაციის გზით გარდაიქმნება აქტიურ სულფონამიდად და შემდგომში რეაგირებს პროტონულ ტუმბოზე არსებულ ცისტეინებთან.

ანტისეკრეციული აქტივობა: ნატრიუმის რაბეპრაზოლის 20 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული ეფექტი იწყება ერთ საათში, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ორიდან ოთხ საათში. რაბეპრაზოლის ნატრიუმის პირველი დოზიდან 23 საათის შემდეგ ბაზალური და საკვებით სტიმულირებული მჟავას სეკრეციის დათრგუნვა არის შესაბამისად 69% და 82%, ხოლო ინჰიბირების ხანგრძლივობა გრძელდება 48 საათამდე. ნატრიუმის რაბეპრაზოლის ინჰიბიტორული ეფექტი მჟავას სეკრეციაზე ოდნავ იზრდება დღეში ერთხელ განმეორებითი დოზირებისას, რაც მიიღწევა სტაბილური მდგომარეობის ინჰიბირებაზე სამი დღის შემდეგ. პრეპარატის შეწყვეტისას, სეკრეტორული აქტივობა ნორმალიზდება 2-3 დღის განმავლობაში.

კუჭის მჟავიანობის დაქვეითება, ნებისმიერი მიზეზის გამო, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათვლით, როგორიცაა რაბეპრაზოლი, იწვევს ბაქტერიების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება კუჭ-ნაწლავის სისტემაში. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავის ინფექციების რისკი, როგორიცაა Salmonella, Campylobacter და ასევე, სავარაუდოდ, Clostridium difficile.

შრატის გასტრინის ეფექტები: კლინიკურ კვლევებში პაციენტები მკურნალობდნენ დღეში ერთხელ 10 ან 20 მგ რაბეპრაზოლ ნატრიუმით, 43 თვემდე ხანგრძლივობით. შრატში გასტრინის დონე გაიზარდა პირველი 2-დან 8 კვირამდე, რაც ასახავს ინჰიბიტორულ ეფექტს მჟავას სეკრეციაზე და რჩებოდა სტაბილური მკურნალობის გაგრძელებისას. გასტრინის მნიშვნელობები უბრუნდება მკურნალობის წინა დონეს, როგორც წესი, თერაპიის შეწყვეტიდან 1-დან 2 კვირამდე.

ენტეროქრომაფინის მსგავსი უჯრედის (ECL) ეფექტები: კუჭის ანტრუმისა და ფუძის ბიოფსიის ნიმუშებში მიღებული 500-ზე მეტი პაციენტისგან, რომლებიც ექვემდებარებოდნენ რაბეპრაზოლ ნატრიუმს და შესადარაბელ პრეპარატს რვა კვირამდე, ECL უჯრედების ჰისტოლოგიის განაწილებაში, გასტრიტის ხარისხი, კუჭის ატროფიული სიხშირე, ნაწლავის მეტაპლაზია ან H. Pylori ინფექცია, მოდიფიკაცია არ არის გამოვლენილი. 250-ზე მეტ პაციენტში, რომლებიც მუდმივად აკვირდებოდნენ რეგულარულ მკურნალობას (36 თვე), საწყის დასკვნებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.

სხვა ეფექტები: რაბეპრაზოლის ნატრიუმის სისტემური ეფექტები ცნს, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ სისტემებზე დღემდე არ არის გამოვლენილი. რაბეპრაზოლის ნატრიუმი, რომელიც მიცემულია პერორალური დოზით 20 მგ 2 კვირის განმავლობაში, არ ახდენს გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ან პარათირეოიდული ჰორმონის, კორტიზოლის, ესტროგენის, ტესტოსტერონის, პროლაქტინის, ქოლეცისტოკინინის, სეკრეტინის, გლუკაგონის, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის (FSH), მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH), რენინის, ალდოსტერონისა თუ სომატოტროფული ჰორმონის მოცირკულირე დონეებზე.

ჯანმრთელ სუბიექტებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლის ნატრიუმს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ამოქსიცილინთან. რაბეპრაზოლი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ამოქსიცილინის ან კლარითრომიცინის პლაზმურ კონცენტრაციებზე, როდესაც ერთდროულად გამოიყენება ზედა კუჭ-ნაწლავის H. pylori ინფექციის ერადიკაციის მიზნით.

ანტისეკრეტორული საშუალებებით მკურნალობის დროს შრატში გასტრინის დონე იზრდება მჟავას სეკრეციის შემცირების მიუხედავად. ასევე, CgA დონე იზრდება კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო. გაზრდილი CgA დონე შეიძლება აგვერიოს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დიაგნოსტიკურ გამოკვლევებთან.

ბოლო გამოქვეყნებული დასკვნები მხარს უჭერს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ამოღებას CgA დონის გაზომვამდე 5 დღიდან 2 კვირით ადრე. ამრიგად, გაზრდილი CgA დონე დაუბრუნდება საცნობარო დიაპაზონს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა: რაბეზოლი არის რაბეპრაზოლის ნატრიუმის ნაწლავში ხსნადი (გასტრორეზისტენტული) ტაბლეტის ფორმულა. ნაწლავში ხსნადი ტაბლეტის ფორმა აუცილებელია, რადგან რაბეპრაზოლი მჟავა-ლაბილურია. ამიტომ რაბეპრაზოლის შეწოვა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტაბლეტი ტოვებს კუჭს. აბსორბცია სწრაფია, რაბეპრაზოლის მაქსიმალური პლაზმური დონე მიიღწევა დაახლოებით 3,5 საათის შემდეგ 20 მგ დოზით. რაბეპრაზოლისა და AUC-ის პიკური პლაზმური კონცენტრაციები (Cmax) წრფივია დოზის დიაპაზონში 10 მგ-დან 40 მგ-მდე. პერორალური 20 მგ დოზის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (ინტრავენურ შეყვანასთან შედარებით) არის დაახლოებით 52% დიდწილად განპირობებული პრესისტემური მეტაბოლიზმით. გარდა ამისა, ბიოშეღწევადობა არ იზრდება განმეორებით მიღებისას. ჯანმრთელ სუბიექტებში პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს (დიაპაზონი 0,7-დან 1,5 საათამდე), ხოლო სხეულის მთლიანი კლირენსი შეფასებულია 283 ± 98 მლ/წთ. არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება საკვებთან. რაბეპრაზოლის ნატრიუმის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს არც საკვები და არც პრეპარატის მიღების დრო.

განაწილება: რაბეპრაზოლი დაახლოებით 97% უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია: რაბეპრაზოლის ნატრიუმი, ისევე როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის (PPI) კლასის ნაერთების სხვა წევრების შემთხვევაში, მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP450) ღვიძლის წამლების მეტაბოლური სისტემის მეშვეობით. ადამიანის ღვიძლის მიკროზომებთან in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლის ნატრიუმი მეტაბოლიზდება CYP450 (CYP2C19 და CYP3A4) იზოფერმენტებით. ამ კვლევებში, ადამიანის პლაზმაში მოსალოდნელ კონცენტრაციებში, რაბეპრაზოლი არც იწვევს და არც აინჰიბირებს CYP3A4-ს; და მიუხედავად იმისა, რომ in vitro კვლევები ყოველთვის არ შეიძლება იყოს პროგნოზირებადი in vivo სტატუსის შესახებ, ეს დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ არ არის მოსალოდნელი ურთიერთქმედება რაბეპრაზოლსა და ციკლოსპორინს შორის. ადამიანებში თიოეთერი (M1) და კარბოქსილის მჟავა (M6) არის პლაზმის მთავარი მეტაბოლიტები სულფონის (M2), დესმეთილ-თიოეთერის (M4) და მერკაპტურის მჟავას კონიუგატის (M5) უმნიშვნელო მეტაბოლიტებით, რომლებიც შეინიშნება დაბალ დონეზე. მხოლოდ დესმეთილის მეტაბოლიტს (M3) აქვს მცირე რაოდენობით ანტისეკრეტორული აქტივობა, მაგრამ ის არ არის პლაზმაში.

გამოყოფა: რაბეპრაზოლის ნატრიუმის ერთჯერადი 20 მგ 14Cმონიშნული პერორალური დოზის შემდეგ, უცვლელი პრეპარატი არ გამოიყოფა შარდით. დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდით ძირითადად ორი მეტაბოლიტის სახით: მერკაპტურის მჟავას კონიუგატი (M5) და კარბოქსილის მჟავა (M6), პლუს ორი უცნობი მეტაბოლიტი. დოზის დარჩენილი ნაწილი აღმოჩნდა განავალში.

წრფივობა/არა-წრფივობა: რაბეპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა 10 მგ-დან 40 მგ-მდე წრფივია.

მახასიათებლები პაციენტებში:

სქესი: სხეულის მასისა და სიმაღლის მიხედვით კორექტირებული, რაბეპრაზოლის 20 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ არ არის მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავებები ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში.

თირკმლის დისფუნქცია: პაციენტებში სტაბილური, ტერმინალური სტადიის, თირკმლის უკმარისობით, რომლებიც საჭიროებენ შემანარჩუნებელ ჰემოდიალიზს (კრეატინინის კლირენსი ≤5მლ/წთ/1,73მ2), რაბეპრაზოლის განაწილება ძალიან მსგავსი იყო ჯანმრთელი მოხალისეებისას. AUC და Cmax ამ პაციენტებში იყო დაახლოებით 35%-ით დაბალი, ვიდრე შესაბამისი პარამეტრები ჯანმრთელ მოხალისეებში. რაბეპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი იყო 0,82 საათი ჯანმრთელ მოხალისეებში, 0,95 საათი პაციენტებში ჰემოდიალიზის დროს და 3,6 საათი დიალიზის შემდეგ. პრეპარატის კლირენსი თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ შემანარჩუნებელ ჰემოდიალიზს, დაახლოებით ორჯერ მეტი იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

ღვიძლის დისფუნქცია: ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში რაბეპრაზოლის 20 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ, AUC გაორმაგდა და 2-3-ჯერ გაიზარდა რაბეპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თუმცა, დღეში 20 მგ დოზის შემდეგ 7 დღის განმავლობაში, AUC გაიზარდა მხოლოდ 1.5-ჯერ, ხოლო Cmax მხოლოდ 1.2-ჯერ. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რაბეპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 12,3 საათი ჯანმრთელ მოხალისეებში 2,1 საათთან შედარებით. ფარმაკოდინამიკური პასუხი (კუჭის pH კონტროლი) ორ ჯგუფში კლინიკურად მსგავსი იყო.

ხანდაზმულები: რაბეპრაზოლის გამოყოფა გარკვეულწილად შემცირდა ხანდაზმულებში. 20 მგ რაბეპრაზოლის ნატრიუმის ყოველდღიური დოზირებიდან 7 დღის შემდეგ, AUC დაახლოებით გაორმაგდა, Cmax გაიზარდა 60%-ით და t½ გაიზარდა დაახლოებით 30%-ით ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. თუმცა, რაბეპრაზოლის აკუმულირების მტკიცებულება არ არსებობს.

CYP2C19 პოლიმორფიზმი: რაბეპრაზოლის 20 მგ დღიური დოზის შემდეგ 7 დღის განმავლობაში, CYP2C19 ნელ მეტაბოლიზატორებს, ჰქონდათ AUC და t½, რომლებიც დაახლოებით 1.9 და 1.6-ჯერ აღემატებოდა შესაბამის პარამეტრებს, ვიდრე ინტენსიურ მეტაბოლიზატორებში, მაშინ როდესაბ Cmax გაიზარდა მხოლოდ 40%-ით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

რაბეზოლი 20 მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.

აქტიური ნივთიერება: რაბეპრაზოლის ნატრიუმი

თითოეული ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი შეიცავს 18.85 მგ რაბეპრაზოლს ექვივალენტურს 20მ რაბეპრაზოლის ნატრიუმის.

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის ოქსიდი, მანიტოლი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი, ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზას ფტალატი, ტრიეთილ ციტრატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის, არ გადასცეთ ის სხვებს.

მოცემული პრეპარატის გამოყენებისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ აღნიშნულ პრეპარატს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას.

ზუსტად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ მიიღოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, ვიდრე რეკომენდებულია.

მოცემულ ფურცელ-ჩანართში

რა არის რაბეზოლი და რისთვის გამოიყენება ის?

რაბეზოლის მიღებამდე

რაბეზოლის მიღების წესი

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები არსებოს?

რაბეზოლის შენახვის პირობები

  • რა არის რაბეზოლი და რისთვის გამოიყენება ის?

რაბეზოლი სპეციფიური ნაწლავში ხსნადი ფორმულით ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების აბსორბციას ნაწლავებში, ტაბლეტი არის ყვითელი და მრგვალი, ორივე მხრიდან ბრტყელი, ორმხრივამოზნექილი და ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული.

რაბეზოლი გაყიდვაშია მუყაოს კოლოფით, რომელიც შეიცავს 14 ან 28 ტაბლეტის ალუმინის/ალუმინის ბლისტერზე.

რაბეპრაზოლის ნატრიუმი წარმოადგენს რაბეზოლის აქტიური ნივთიერებას და კლასიფიცირებულია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების კატეგორიის ქვეშ. მოცემულ კატეგორიაში არსებული პრეპარატები აინჰიბირებენ პროტონული ტუმბოს ფუნქციას, რისი მეშვეობითაც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას. კუჭის მჟავიანობის შემცირება ხელს უწყობს კუჭის, ნაწლავის წყლულის და ეზოფაგუსის (პეპტური წყლული) განვითარების შემცირებას და ტკივილის მოხსნას.

რაბეზოლი ინიშნება იმ პაციენტებში სამკურნალოდ, რომელთაც აქვთ 12-გოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, კუჭის აქტიური კეთილთვისებიანი წყლული, სიმპტომური ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (GERD). GERD -ი ხასიათდება კუჭის წვენის უჩვეულო გადასვლით ზედა საყლაპავში და იწვევს მოცემული ადგილის ეროზიას და შედეგად წყლულს. რაბეზოლი ასევე ინიშნება ზოლინგერ ელისონის სინდრომის დროს, რომელიც ვითარდება კუჭის ჭარბი წვენით და ასევე გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების სიმპტომის ერადიკაციისთვის და ზომიერი სიმწვავის ხანგრძლივი მკურნალობისთვის (GERD-ის შენარჩუნება).

რაბეზოლი ასევე ინიშნება Helicobacter pylori-ის (რაც იწვევს კუჭის წყლულს) ერადიკაციის სქემაში, შესაბამის ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას.

  • რაბეზოლის მიღებამდე

არ მიიღოთ რაბეზოლი:

თუ;

ხართ ჰიპერმგრძნობიარე ან ალერგიული რაბეპრაზოლის ნატრიუმის ან მოცემული პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმათ;

ხართ ორსულად ან ეჭვობთ ორსულობას;

ხართ ლაქტაციის პერიოდში.

საიფრთხილით მიიღეთ რაბეზოლი:

_ თუ ხართ ალერგიული სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ჩანაცვლებითი ბენზიმიდაზოლების მიმართ (კუჭის მჟავას სეკრეციის დამთრგუნველი პრეპარატები),

ვინაიდან, ზოგიერთ პაციენტში შესაძლებელია აღინიშნოს რეოლოგიური და ჰეპატოლოგიური დარღვევები, მათი მოხსნა როგორც წესი ხდება რაბეზოლის მიღების შეწყვეტით.

თუ გაქვთ კუჭის კიბო;

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები;

თუ იღებთ ატაზანავირს აივ ინფექცისთვის;

თუ გაქვთ ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტი ან შემცირების რისკ ფაქტორები და იღებთ რაბეპრაზოლის ნატრიუმს ხანგრძლივად. სხვა მჟავა შემამცირებელი საშუალებების დროს, რაბეპრაზოლის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს B12 ვიტამინის აბსორბციის შემცირება.

ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაბეზოლის გამოყენებამდე.

თუ გაქვთ მწვავე დიარეა (სისხლიანი ან თხიერი დიარეა) ასოცირებული მუცლის ტკივილთან ან სირბილესთან და ცხელებასთან, შეწყვიტეთ რაბეზოლის გამოყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

პროტონული ტუმბოს გამოყენებამ, როგორიცაა რაბეზოლი, განსაკუთრებით 1 წელზე მეტი ხნით, შეიძლება მცირედით გაზარდოს ბარძაყის, წვივის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკი. თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რამაც შეიძლება გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი), მიმართეთ ექიმს.

თუ იღებთ რაბეზოლს 3 თვეზე მეტი ხნით, შესაძლებელია მაგნიუმის დონეების ცვლილება. მაგნიუმის დაბალი დონეები შეიძლება გამოიხატებოდეს დაღლილობით, კუნთების უნებლიე კუმშვადობით, დეზორიენტაციით, თავბრუსხვევით და გულისცემის გახშირებით. ნებისემიერი მოცემული სიმპტომის განვითარებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონეებმა შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირება. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ტესტები მაგნიუმის დონეების მონიტორინგისთვის.

პრეპარატის მიერ ინდუცირებული კუჭის მჟავას დონის შემცირების გამო, რაბეზოლმა შეიძლება დაარღვიოს ნეიროენდოკრინული სისმსივნის დიაგნოსტირების ტესტების შედეგები.

აცნობეთ ექიმს, თუ მოცემული გაფრთხილებებიდან რომელიმე თქვენ გეხებათ.

რაბეზოლის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

რაბეზოლზე არ მოქმედებს საკვები და სასმელი. თუმცა ერთდოზიანი მკურნალობის დროს, ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით უზმოზე.

ორსულობა

მოცემული პრეპარატის მიღებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყეოთ რაბეზოლი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.

მკურნალობის დროს თუ შეიტყობთ რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ რაბეზოლი ლაქტაციის დროს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა რაბეზოლის მიღებისას. მსგავსის განვითარებისას, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაბეზოლის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

რაბეზოლი შეიცავს <1მმოლ (23 მგ) ნატრიუმს ყოველ დოზაზე. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები ნატრიუმთან დაკავშირებით.

რაბეზოლი შეიცავს 24 მგ მანიტოლს. ამ დოზით გვერდითი ეფეტები არ არის მოსალოდნელი.

გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად

რაბეზოლის კეტოკონაზოლის ან იტრაკონაზოლის (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ნივთიერებები) შეცველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოცემული პრეპარატების დონე სისხლში, მაშინ როდესაც დიგოქსინის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს მოცემული პრეპრატების დონე სისხლში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მოცემული პრეპარატების გამოყენებამდე.

რაბეზოლის და ატაზანავირის (აივ ინფექციის სამკურნალო) ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მოცემული პრეპარატის დონე სისხლში, ამგავარად დაუშვებელია ამ ორი პრეპარატის ერთად გამოყენება.

თუ არ ხართ დარწმუნებული რომელიმე მათგანი გეხებათ თუ არა თქვენ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რაბეზოლის გამოყენებამდე.

რაბეზოლის და მეთოტრექსატის კომბინირებული გამოყენებისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატი კიბოს სამკურნალოდ), თუ იღებთ მეთოტრექსატის მაღალ დოზებს, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ რაბეზოლის მიღება.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რაბეზოლის მიღების წესი

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

ყოველთვის გამოიყენეთ რაბეზოლი ზუსტად ექიმის ინსტრუქციების მიხედვით.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მოზრდილები და ხანდაზმულები

ტაბლეტის დოზა 10მგ დღეში ერთხელ უზმოზე GERD -ის ზომიერი და მწვავე სიმძიმის სიმპტომების სამკურნალოდ (სიმპტომური GERD). რაბეპრაზოლის მიღების ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირაა მსგავსი კლინიკური სურათის დროს. თუ სიმპტომები არ იხსნება მოცემული პერიოდის განმავლობაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. დროის მოცემული პერიოდის შემდეგ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ 10მგ რაბეპრაზოლის დღეში ერთხელ მიღება აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომების სამართავად.

რაბეზოლის ჩვეულებრივი დოზაა 20მგ დღეში ერთხელ უზმოზე დილით 4-8 კვირა მწვავე სიმპტომების სამკურნალოდ (ეროზიული ან წყლულოვანი GERD).

10მგ დღეში ან 20მგ დღეში უზმოზე ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში GERD-ის შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს. ექიმი გადაწყვეტს GERD-ის შემანარჩუნებელი თერაპიის ხანგრძლივობას. ექიმი დაგიბარებთ პერიოდულად სიმპტომების და დოზის გადასახედად.

კუჭის წყლულის ჩვეულებრივი დოზაა (პეპტური წყლული) ერთი 20მგ რაბეზოლის ტაბლეტი დღეში ერთხელ უზმოზე დილით 6 კვირა თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება, ექიმმა შესაძლოა დაგინიშნით კიდევ 6 კვირიანი მკურნალობა.

ნაწლავის წყლულის (12-გოჯა) სამკურნალოდ ჩვეულებრივი დოზაა ერთი 20მგ რაბეზოლის ტაბლეტი დღეში ერთხელ უზმოზე დილით 4 კვირა. თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ კიდევ 4 კვირიანი მკურნალობა.

H. pylori-ს ინფექციის რეციდივის მკურნალობისა და პრევენციისთვის ჩვეულებრივი დოზაა 20მგ რაბეზოლის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ 7 დღე. ექიმი ასევე დანიშნავს ანტიბიოტიკებს ამოქსიცილინს ან კლარითრომიცინს. იხ. ინდივიდუალური ინსტრუქციები დამატებითი ინფორმაციისთვის სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც გამოიყენება H. Pylori-ს სამკურნალოდ.

ჩვეულებრივი საწყისი დოზაა რაბეზოლის 20მგ-იანი 3ტაბლეტი დღეში ერთხელ ზოლინგერ ელისონის სინდრომის სამკურნალოდ. ექიმმა შესაძლოა მოახდინოს დოზის კორეაქცია მკურნლობის შედეგების მიხედვით. ხანგრძლივი მკურნალობისას, უნდა მიაკითხოთ ექიმს რეგულარულად იმისათვის, რომ გადახედოს სიმპტომებს და დოზას.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტებმა კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭირო ზომებს მიიღებს რაბეზოლით მკურნალობის დაწყებისას და ასევე მკურნალობის პერიოდშიც.

მიღების გზა და მეთოდი:

ტაბლეტი ბლისტერიდან ამოიღეთ მხოლოდ პრეპარატის მიღების დროს.

გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ ან გატეხოთ ტაბლეტები.

ექიმი გირჩევთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რა პერიოდით. ეს დამოკიდებული იქნება თქვენს მდგომარეობაზე.

თუ იღებთ მოცემულ პრეპარტს ხანგრძლივი პერიოდით, ექიმი ჩაგიტარებთ მონიტორინგს .

გამოყენება სხვადასხვა ასაკში:

გამოყენება ბავშვებში:

რაბეზოლის გამოყენება არ შესწავლილა ბავშვებში და არ არის მისი გამოყენება რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

არ არსებობს სპეციფიკური მოთხოვნა.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის უკმარისობით, არ არის საჭირო დოზის რეგულირება. თუმცა, პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით, საჭიროა ამის გათვალისწინება.

თუ შენიშნავთ რაბეზოლის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ რაბეზოლის საჭიროზე მეტ დოზას:

არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი ვიდრე გამოწერილია .

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაბეზოლი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ რაბეზოლის მიღება:

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მოსულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ ჩვეულებრივი რეჟიმით.

დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს პრეპარპატის მიღებამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატის შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ რაბეზოლის მიღებას

სიმპტომების მოხსნა როგორც წესი მოხდება იქამდე, ვიდრე წყლული სრულად განიკურნება. მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება ვიდრე არ გირჩევთ ექიმი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რა სახის გვერდითი ეფექტები არსებობს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, რაბეზოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი მსუბუქია და უმჯობესდება პრპეარატის მიღების შეწყვეტის გარეშე.

შეწყვიტეთ რაბეზოლის მიღება და მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ შემდეგი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებას - შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარ შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ან არტერიულ წნევის უეცარ შემცირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა ან კოლაფსი;

ხშირი ინფექციები, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება) ან წყლულები პირის ღრუსა ან საყლაპავის ლორწოვან გარსზე;

სისხლჩაქცევა ან ადვილად სისხლდენა.

ზემოთჩამოთვლილი მოვლენები განეკუთვნება სერიოზული გვერდითი ეფექტების რიცხვს.

რომელიმე მოცემული სიმპტომის განვითარება ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია რაბეზოლის მიმართ. საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

მოცემული სერიოზული ეფექტები შეიძლება იშვიათად განვითარდეს.

თუ შეამჩნევთ შემდეგი სახის გვერდით ეფექტებს, მიმართეთ ექიმს:

ძალიან ხშირი: ადგილი აქვს >1/10-ში. ხშირი: 1-10 /100-ში

არახშირი: 1-10/1000-ში.

იშვიათი: 1-10/10000-ში

ძალიან იშვიათი: <1/10000-ში

უცნობი სიხშირის: არ არის მოსალოდნელი არსებული მონაცემებით.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:

ხშირი

ინფექციები

ძილის გაძნელება

თავის ტკივილი ან თავბრუსხვევა

ხველა, ცხვირიდან სისველე ან ყელის ტკივილი (ფარინგიტი)

კუჭზე ან ნაწლავზე ეფექტები როგორიცაა კუჭის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, გულისრევა, ღებინება ან ყაბზობა

ტკივილი ან წელის ტკივილი

სისუსტე ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.

არახშირი

ნერვიულობა ან ძილიანობა

გულმკერდის ინფექციები (ბრონქიტი)

მტკივნეული ან ბლოკირებული სინუსები (სინუსიტი)

პირის სიმშრალე

მოუნელებლობა ან ბოყინი

კანზე გამონაყარი ან სიწითლე

კუნთების, ფეხების ან სახსრების ტკივილი

ბარძაყის, მაჯის და ხერხემლის მოტეხილობა და შარდის ბუშტის ინფექცია (საშარდე გზების ინფექცია)

ტკივილი გულმკერდის არეში

შემცივნება ან ცხელება

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები (შეინიშნება სისხლის ანალიზებში)

იშვიათი

მადის დაკარგვა (ანორექსია)

დეპრესია

ჰიპერმგრძნობელობა (მოიცავს ალერგიულ რექციებს)

მხედველობის დარღვევა

პირის ღრუს ლორწოვანის დაწყლულება (სტომატიტი) ან გემოს დარღვევა

კუჭის დისკომფორტი ან კუჭის ტკივილი

ღვიძლის პრობლემები, მათ შორის კანის და თვალის გუგების გაყვითლება (სიყვითლე)

ქავილიანი გამონაყარი ან კანის დაწყლულება

ოფლიანობა

თირკმლის პრობლემები

წონის მომატება

სისხლის თეთრი უჯრედების ცვლილება (სისხლის ანალიზებში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექცია.

სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც იწვევს სისხლდენას და სისხლჩაქცევას უფრო ადვილად.

ძალიან იშვიათი

მულტიფორმული ერითემა

ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

სხვა შესაძლო გვერდითი ეფეტები (უცნობი სიხშირის)

სარძევე ჯირკვლების შეშუპება მამაკაცებში

სითხის შეკავება

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და დაბნეულობა, კუნთების სპაზმი, შეტევები და კომა.

პაციენტებში რომელთაც მანამდე ჰქონდათ ღვიძლის პრობლემები შეიძლება ძალიან შვიათად განვითარდეს ენცეფალოპათია (თავის ტვინის დაავადება).

თუ შენიშნავთ გაუთვალისწინებელ გევრდით ეფექტებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • რაბეზოლის შენახვის პირობები

რაბეზოლი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არანაკლებ 25℃.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის მიხედვით.

არ გამოიყენოთ რაბეზოლი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ რაბეზოლი თუ შენიშნავთ პროდუქტის ან შეფუთვის რაიმე სახის დეფექტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

ილკო ილაჩ სან. ვე ტიქ. A.შ.

ვეისელ კარანი მაჰალლესი

ჩოლაკოღლუ სოკ. N: 10/34885

სანცაკტეპე/სტამბული-თურქეთი

მწარმოებელი ქარხანა:

ილკო ილაც სანაი ვე ტიქარეტ ა.შ.

ორგანიზე სანაი ბიოლგესი კიდდუსი კად.

  • სოკ. N: 1 სელჩუკლუ/კონია-თურქეთი

ინსტრუქცია დამტკიცდა 02.11.2017

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა