პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

რილუტეკი

RILUTEK

რეცეპტით50 მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

რილუტეკი მიეკუთვნება ნერვული სისტემის მედიკამენტების ჯგუფს. რილუტეკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რილუზოლს. ერთი შემოგარსული აბი შეიცავს 50 მგ რილუზოლს. ბლისტერულ შეფუთვაში მოთავსებულია 56 შემოგარსული აბი. კაფსულის ფორმის შემოგარსული აბი, ცალ მხარეს მარკირებით - RPR 202. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რილუზოლი (riluzole)
ფორმა და შეფუთვა
50 მგ აპკიანი ტაბლეტი №56
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები
ATC კოდი
N07XX02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0035
რეგისტრირებულია
23 მარტი 2022, მოქმედებს 23 მარტი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებარილუტეკი და სხვა წამალი ერთად

რილუტეკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რილუტეკი მიეკუთვნება ნერვული სისტემის მედიკამენტების ჯგუფს. რილუტეკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რილუზოლს. ერთი შემოგარსული აბი შეიცავს 50 მგ რილუზოლს. ბლისტერულ შეფუთვაში მოთავსებულია 56 შემოგარსული აბი. კაფსულის ფორმის შემოგარსული აბი, ცალ მხარეს მარკირებით - RPR 202. რილუტეკი გამოიყენება ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ASL) დროს. ASL არის მოტორული ნეირონების დაავადების ტიპი და გავლენას ახდენს იმ ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუნთებისთვის სიგნალის გაგზავნაზე. ეს იწვევს კუნთების დასუსტებას, ატროფიას და დამბლას.

მოტორული ნეირონების დაავადებაში ნერვული უჯრედების განადგურება შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში და ზურგის ტვინში ქიმიური ნივთიერების, გლუტამატის ჭარბი რაოდენობით. რილუტეკი აჩერებს გლუტამატის გამოყოფას და ამგვარად შეუძლია ხელი შეუშალოს ნერვული უჯრედების დაზიანებას. რილუტეკი გამოიყენება ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ASL) მქონე პაციენტებში სიცოცხლის და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებამდე დროის გასახანგრძლივებლად.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ რილუტეკის გამოყენებამდე? არ გამოიყენოთ რილუტეკი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში თუ:

გაქვთ ალერგია სამედიცინო პროდუქტის შემცველობაში შემავალ რილუზოლზე ან სხვა ნივთიერებებზე;

გაქვთ ღვიძლის დაავადება ან აღგენიშნებათ ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება სისხლში;

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ყურადღებით გამოიყენეთ რილუტეკი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

თუ თქვენი თვალების თეთრი გარსი (სკლერა) ან კანი გაყვითლებულია (აღინიშნება სიყვითლე), გაწუხებთ ქავილი, სისუსტე და თავს გრძნობთ ავადმყოფად;

თუ გაწუხებთ თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ გაქვთ ტემპერატურა (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ინფექციის რისკი შეიძლება გაიზარდოს);

თუ გამოვლინდა ისეთი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა, ეს შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება). ამ დროს ექიმმა უნდა მოითხოვოს რენტგენის გადაღება და იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფობის ნიშნები მკაფიოა, მკურნალობა მაშინვე უნდა შეაჩეროს. უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები ქრება რილუტეკით მკურნალობის შეწყვეტისა და სიმპტომატური მკურნალობის შემდეგ;

თუ 18 წლამდე ასაკის ბრძანდებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ, რილუტეკის გამოყენება რეკომენდირებული არ არის;

თუ ამ გაფრთხილებებში არსებული მონაცემები ნებისმიერ ეტაპზე თქვენზეც ვრცელდება, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

რილუტეკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან:

სასმელი რილუტეკის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. ზედმეტად ცხიმიანმა საკვებმა შეიძლება რილუტეკის შეწოვის პროცესი შეანელოს. რილუტეკი მიიღება დღეში ორჯერ 1 აბი წყალთან ერთად პერორალურად.

ორსულობის დროს

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. თუ ორსულად ხართ ან დაორსულებას გეგმავთ, რილუტეკი არ უნდა მიიღოთ. აქედან გამომდინარე, მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ, ხართ თუ არა ორსულად. რილუტეკით მკურნალობის პროცესში, უნდა მიიღოთ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები. თუ მკურნალობის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის დროს

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. უცნობია, ხვდება თუ არა რილუტეკი დედის რძეში. ლაქტაციის დროს რილუტეკი არ უნდა მიიღოთ.

მიღების წესი და დოზირება

ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას პრეპარატის მიღების წესებისა და დოზირების შესახებ. პრეპარატი ყოველთვის აუცილებლად ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიიღეთ. რეკომენდირებული დოზა: დღეში 2-ჯერ 1 აბი რილუტეკი (12 საათში ერთხელ 50 მგ.). აბები ყოველ დღე 12 საათიანი ინტერვალით (მაგალითად, დილით და საღამოს), ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოთ.

მიღების წესი და მეთოდი:

რილუტეკი მიიღება პერორალურად.

რილუტეკით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ ექიმი სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს მოტორული ნეირონების დაავადების მკურნალობის გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ, მიჰყევით ამ მითითებებს.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში: გამოყენება ბავშვებში:

იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ბავშვებსა და მოზარდებში რილუტეკის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ადამიანებში არ გამოიყენება.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში რილუტეკის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური მითითებები არ იძებნება.

განსაკუთრებული შემთხვევები: თირკმლის უკმარისობა:

რილუტეკი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში განმეორებით დოზირებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა.

ღვიძლის უკმარისობა:

რილუტეკის გამოყენება არ ხდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის უკმარისობა. იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ, რომ რილუტეკინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება რილუტეკის ორგანიზმში დაშლა შეამციროს: კოფეინი, დიკლოფენაკი, დიაზეპამი, ნიცერგოლინი, კლომიპრამინი, იმიპრამინი, ფლუვოკსამინი, ფენაცეტინი, თეოფილინი, ამიტრიპტილინი და ქინოლონები;

ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება რილუტეკის ორგანიზმში დაშლა გაზარდოს: რიფამპიცინი, ომეპრაზოლი, თამბაქოს კვამლი, შემწვარი საკვები.

იმ შემთხვევაში, თუ ახლა ან ბოლო პერიოდის განმავლობაში რომელიმე სარეცეპტო ან არასარეცეპტო პრეპარატს იყენებთ/იყენებდით, გთხოვთ, ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტში რილუტეკი თავბრუსხვევას იწვევს. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტი არ უნდა მართოთ.

რაიმე გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, ახდენს თუ არა რილუტეკი გავლენას ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, არ ჩატარებულა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რილუტეკის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

რილუტეკი არ შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებული ზომების მიღებას საჭიროებს.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამ სამედიცინო პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობა აქვთ.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, შეწყვიტეთ რილუტეკის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას:

თუ გაგიძნელდათ სუნთქვა და დაგეწყოთ ხიხინი;

თუ სახეზე, ენაზე ან ყელში გაჩნდა შეშუპება, რამაც შეიძლება გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა;

თუ აღინიშნება სიწითლე და გამონაყარი კანზე ან თითების შეშუპება;

თუ აღინიშნება ფილტვის დაავადების ისეთი სიმპტომები (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), როგორიც არის ქოშინი ან ხველა.

ზემოთაღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ეს ნიშნავს, რომ რილუტეკის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას:

რილუტეკს შეუძლია შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს. აქედან გამომდინარე, თუ სიცხე გაქვთ (თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა მოიმატებს), ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის აღება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გასაზომად.

თუ თქვენი თვალების თეთრი გარსი (სკლერა) ან კანი გაყვითლებულია (აღინიშნება სიყვითლე);

მაღალი ტემპერატურა

სხეულის მომატებული ქავილი

უკიდურესი დაღლილობა.

ეს ღვიძლის დაავადების (ჰეპატიტი) სიმპტომებია. რილუტეკით მკურნალობის პერიოდში ექიმმა შეიძლება რეგულარულად მოითხოვოს სისხლის ანალიზი. ზემოთაღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს:

ძალიან ხშირი (≥1/10) ხშირი (≥ 1/100, <1/10) არახშირი (≥ 1/1000, <1/100) იშვიათი (≥ 1/10 000, <1/1000) ძალიან იშვიათი (<1/10 000) უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

დაღლილობა

ღებინება

ანომალიური შედეგი (გაზრდილი ტრანსმინაზას ფერმენტები) სისხლის ანალიზში, რომლითაც დგინდება, მუშაობს თუ არა ღვიძლი გამართულად.

ხშირი

თავბრუსხვევა

ძილიანობა

თავის ტკივილი

პირის ღრუს დაბუჟება, ჩხვლეტა

გულისცემის მატება (ტაქიკარდია)

მუცლის ტკივილი

ღებინება

დიარეა

ტკივილი

არახშირი

ანემია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ფერმიხდილობა, პალპიტაცია, თავის ტკივილი, კიდურების გაციება;

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელიც გამოიხატება კანზე გამონაყარით, ხმაჩახლეჩილობით, ყლაპვის გაძნელებით, ხველებით, სუნთქვის უკმარისობით, სახის და ენის შეშუპებით, პალპიტაციითა და თავბრუსხვევით;

სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება (ანგიოედემა);

სერიოზული ან მოულოდნელად გაუარესებული სუნთქვის უკმარისობა და/ან ciddi ფილტვების ანთება (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), რომელიც გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის მძიმე ან მოულოდნელად გაუარესებული სუნთქვის უკმარისობა და/ან ხველება;

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), რომელიც მოულოდნელად მჟღავნდება ეპიგასტრიუმის ტკივილით რომელიც შეიძლება გადავიდეს ზურგზე, გულისრევით და ღებინებით.

უცნობია

ინფექციებთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (მძიმე ნეტროპენია);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომელიც გამოიხატება დაღლილობით, მადის დაკარგვით, წონის კლებით, კანის და თვალის თეთრი გარსის (სკლერას) სიყვითლით.

ეს რილუტეკის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოგივლინდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გვერდითი მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება

გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული ან აღუნიშნავი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, თერაპევტს ან ფარმაცევტს. Ayrıca karşılaştığınız yan etkileri www.titck.gov.tr sitesinde yer alan İlaç Yan Etki Bildirimi ikonuna tıklayarak veya 0 800 314 00 08 numaralı yan etki bildirim hattını arayarak Türkiye Farmakovijinals Merkezi’e bildiriniz გარდა ამისა, თქვენს მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.titck.gov.tr და დააკლიკეთ სიმბოლოს -„პრეპარატის გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება“ ან დაუკავშირდით თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ცხელ ხაზსს ნომერზე 0 800 314 00 08. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • რილუტეკის შენახვის წესი შეინახეთ რილუტეკი ორიგინალი შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით, მაქსიმუმ 250 ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად.

მოქმედების ვადა შესაბამისი თვის ბოლო დღეს აღნიშნავს.

შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ რილუტეკი არ გამოიყენოთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატი არ გადააგდოთ!

გადაეცით პრეპარატი გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ჭარბი დოზა

იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდირებულზე მეტი რილუტეკი მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ რეკომენდირებულზე ბევრად მეტი რილუტეკი მიიღეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ნერვული და ფსიქიატრიული სიმპტომები, ძილიანობა, ცნობიერების და მოძრაობის დაქვეითება, მწვავე ტოქსიკური ენცეფალოპათია (თავის ტვინის ანთება), კომა და მეთჰემოგლობინემია (რაც იწვევს ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას).

თუ რილუტეკის მიღება დაგავიწყდათ:

თუ დოზას გამოტოვებთ, გამოტოვებული დოზა დაივიწყეთ და შემდეგი დოზა დროულად მიიღეთ. გამოტოვებული დოზის დასაბალანსებლად, ორი დოზა არ მიიღოთ.

რილუტეკით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

იმ შემთხვევაში, თუ რილუტეკით მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე შეწყვეტთ, მკურნალობის სასარგებლო ეფექტი შეიძლება გაქრეს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

რილუტეკი 50 მგ შემოგარსული აბი

მიიღება პერორალურად.

მოქმედი ნივთიერება: თითოეულ შემოგარსულ აბში 50 მგ რილუზოლი

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი (მაკროგოლი), ტიტანის დიოქსიდი (E 171)

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით წინამდებარე ინსტრუქციას, რადგან თქვენთვის მნიშნველოვან ინფორმაციას შეიცავს.

გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ, რადგან შეიძლება ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. გთხოვთ, სხვას ნუ მისცემთ.

ექიმთან ვიზიტის დროს, აცნობეთ მას, რომ იყენებთ ამ პრეპარატს.

დაიცავით წინამდებარე ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მეტი ან ნაკლები დოზა.

ინსტრუქციის სარჩევი: 1. რა არის და რისთვის გამოიყენება რილუტეკი? 2. რა უნდა გაითვალისწინოთ რილუტეკის გამოყენებამდე? 3. რილუტეკის გამოყენების წესი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები 5. რილუტეკის შენახვის წესი.

  • რა არის და რისთვის გამოიყენება რილუტეკი?

რილუტეკი მიეკუთვნება ნერვული სისტემის მედიკამენტების ჯგუფს. რილუტეკი შეიცავს აქტიურ ნივთიერება რილუზოლს. ერთი შემოგარსული აბი შეიცავს 50 მგ რილუზოლს. ბლისტერულ შეფუთვაში მოთავსებულია 56 შემოგარსული აბი. კაფსულის ფორმის შემოგარსული აბი, ცალ მხარეს მარკირებით - RPR 202. რილუტეკი გამოიყენება ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის (ASL) დროს. ASL არის მოტორული ნეირონების დაავადების ტიპი და გავლენას ახდენს იმ ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კუნთებისთვის სიგნალის გაგზავნაზე. ეს იწვევს კუნთების დასუსტებას, ატროფიას და დამბლას.

მოტორული ნეირონების დაავადებაში ნერვული უჯრედების განადგურება შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში და ზურგის ტვინში ქიმიური ნივთიერების, გლუტამატის ჭარბი რაოდენობით. რილუტეკი აჩერებს გლუტამატის გამოყოფას და ამგვარად შეუძლია ხელი შეუშალოს ნერვული უჯრედების დაზიანებას. რილუტეკი გამოიყენება ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ASL) მქონე პაციენტებში სიცოცხლის და მექანიკური ვენტილაციის საჭიროებამდე დროის გასახანგრძლივებლად.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ რილუტეკის გამოყენებამდე? არ გამოიყენოთ რილუტეკი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში თუ:

გაქვთ ალერგია სამედიცინო პროდუქტის შემცველობაში შემავალ რილუზოლზე ან სხვა ნივთიერებებზე;

გაქვთ ღვიძლის დაავადება ან აღგენიშნებათ ღვიძლის გარკვეული ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება სისხლში;

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ყურადღებით გამოიყენეთ რილუტეკი ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში:

თუ თქვენი თვალების თეთრი გარსი (სკლერა) ან კანი გაყვითლებულია (აღინიშნება სიყვითლე), გაწუხებთ ქავილი, სისუსტე და თავს გრძნობთ ავადმყოფად;

თუ გაწუხებთ თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემები;

თუ გაქვთ ტემპერატურა (სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ინფექციის რისკი შეიძლება გაიზარდოს);

თუ გამოვლინდა ისეთი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა, ეს შეიძლება იყოს დაავადების ნიშანი, რომელსაც ეწოდება ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება). ამ დროს ექიმმა უნდა მოითხოვოს რენტგენის გადაღება და იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფობის ნიშნები მკაფიოა, მკურნალობა მაშინვე უნდა შეაჩეროს. უმეტეს შემთხვევაში, ეს სიმპტომები ქრება რილუტეკით მკურნალობის შეწყვეტისა და სიმპტომატური მკურნალობის შემდეგ;

თუ 18 წლამდე ასაკის ბრძანდებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ, რილუტეკის გამოყენება რეკომენდირებული არ არის;

თუ ამ გაფრთხილებებში არსებული მონაცემები ნებისმიერ ეტაპზე თქვენზეც ვრცელდება, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

რილუტეკის გამოყენება საკვებთან და სასმელთან:

სასმელი რილუტეკის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. ზედმეტად ცხიმიანმა საკვებმა შეიძლება რილუტეკის შეწოვის პროცესი შეანელოს. რილუტეკი მიიღება დღეში ორჯერ 1 აბი წყალთან ერთად პერორალურად.

ორსულობის დროს

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. თუ ორსულად ხართ ან დაორსულებას გეგმავთ, რილუტეკი არ უნდა მიიღოთ. აქედან გამომდინარე, მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ, ხართ თუ არა ორსულად. რილუტეკით მკურნალობის პროცესში, უნდა მიიღოთ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო ზომები. თუ მკურნალობის პროცესში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაციის დროს

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. უცნობია, ხვდება თუ არა რილუტეკი დედის რძეში. ლაქტაციის დროს რილუტეკი არ უნდა მიიღოთ.

გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ზოგიერთ პაციენტში რილუტეკი თავბრუსხვევას იწვევს. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტი არ უნდა მართოთ.

რაიმე გამოკვლევა იმასთან დაკავშირებით, ახდენს თუ არა რილუტეკი გავლენას ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, არ ჩატარებულა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია რილუტეკის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

რილუტეკი არ შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებული ზომების მიღებას საჭიროებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება რილუტეკის ორგანიზმში დაშლა შეამციროს: კოფეინი, დიკლოფენაკი, დიაზეპამი, ნიცერგოლინი, კლომიპრამინი, იმიპრამინი, ფლუვოკსამინი, ფენაცეტინი, თეოფილინი, ამიტრიპტილინი და ქინოლონები;

ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება რილუტეკის ორგანიზმში დაშლა გაზარდოს: რიფამპიცინი, ომეპრაზოლი, თამბაქოს კვამლი, შემწვარი საკვები.

იმ შემთხვევაში, თუ ახლა ან ბოლო პერიოდის განმავლობაში რომელიმე სარეცეპტო ან არასარეცეპტო პრეპარატს იყენებთ/იყენებდით, გთხოვთ, ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ.

  • რილუტეკის გამოყენების წესი

გამოყენების მეთოდი და დოზები:

ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას პრეპარატის მიღების წესებისა და დოზირების შესახებ. პრეპარატი ყოველთვის აუცილებლად ექიმის დანიშნულების შესაბამისად მიიღეთ. რეკომენდირებული დოზა: დღეში 2-ჯერ 1 აბი რილუტეკი (12 საათში ერთხელ 50 მგ.). აბები ყოველ დღე 12 საათიანი ინტერვალით (მაგალითად, დილით და საღამოს), ერთსა და იმავე დროს უნდა მიიღოთ.

მიღების წესი და მეთოდი:

რილუტეკი მიიღება პერორალურად.

რილუტეკით მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ ექიმი სპეციალისტის მიერ, რომელსაც აქვს მოტორული ნეირონების დაავადების მკურნალობის გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ, მიჰყევით ამ მითითებებს.

გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში: გამოყენება ბავშვებში:

იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ბავშვებსა და მოზარდებში რილუტეკის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, პრეპარატი 18 წლამდე ასაკის ადამიანებში არ გამოიყენება.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებში რილუტეკის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური მითითებები არ იძებნება.

განსაკუთრებული შემთხვევები: თირკმლის უკმარისობა:

რილუტეკი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში განმეორებით დოზირებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებულა.

ღვიძლის უკმარისობა:

რილუტეკის გამოყენება არ ხდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის უკმარისობა. იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ, რომ რილუტეკინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზირება

იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდირებულზე მეტი რილუტეკი მიიღეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ რეკომენდირებულზე ბევრად მეტი რილუტეკი მიიღეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ნერვული და ფსიქიატრიული სიმპტომები, ძილიანობა, ცნობიერების და მოძრაობის დაქვეითება, მწვავე ტოქსიკური ენცეფალოპათია (თავის ტვინის ანთება), კომა და მეთჰემოგლობინემია (რაც იწვევს ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობას).

თუ რილუტეკის მიღება დაგავიწყდათ:

თუ დოზას გამოტოვებთ, გამოტოვებული დოზა დაივიწყეთ და შემდეგი დოზა დროულად მიიღეთ. გამოტოვებული დოზის დასაბალანსებლად, ორი დოზა არ მიიღოთ.

რილუტეკით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

იმ შემთხვევაში, თუ რილუტეკით მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე შეწყვეტთ, მკურნალობის სასარგებლო ეფექტი შეიძლება გაქრეს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებმა, ამ სამედიცინო პროდუქტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პირებში, რომლებსაც პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობა აქვთ.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, შეწყვიტეთ რილუტეკის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას:

თუ გაგიძნელდათ სუნთქვა და დაგეწყოთ ხიხინი;

თუ სახეზე, ენაზე ან ყელში გაჩნდა შეშუპება, რამაც შეიძლება გაართულოს ყლაპვა ან სუნთქვა;

თუ აღინიშნება სიწითლე და გამონაყარი კანზე ან თითების შეშუპება;

თუ აღინიშნება ფილტვის დაავადების ისეთი სიმპტომები (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), როგორიც არის ქოშინი ან ხველა.

ზემოთაღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ეს ნიშნავს, რომ რილუტეკის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შეიძლება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას:

რილუტეკს შეუძლია შეამციროს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს. აქედან გამომდინარე, თუ სიცხე გაქვთ (თუ თქვენი სხეულის ტემპერატურა მოიმატებს), ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ სისხლის ანალიზის აღება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გასაზომად.

თუ თქვენი თვალების თეთრი გარსი (სკლერა) ან კანი გაყვითლებულია (აღინიშნება სიყვითლე);

მაღალი ტემპერატურა

სხეულის მომატებული ქავილი

უკიდურესი დაღლილობა.

ეს ღვიძლის დაავადების (ჰეპატიტი) სიმპტომებია. რილუტეკით მკურნალობის პერიოდში ექიმმა შეიძლება რეგულარულად მოითხოვოს სისხლის ანალიზი. ზემოთაღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს:

ძალიან ხშირი (≥1/10) ხშირი (≥ 1/100, <1/10) არახშირი (≥ 1/1000, <1/100) იშვიათი (≥ 1/10 000, <1/1000) ძალიან იშვიათი (<1/10 000) უცნობია: არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

ძალიან ხშირი:

დაღლილობა

ღებინება

ანომალიური შედეგი (გაზრდილი ტრანსმინაზას ფერმენტები) სისხლის ანალიზში, რომლითაც დგინდება, მუშაობს თუ არა ღვიძლი გამართულად.

ხშირი

თავბრუსხვევა

ძილიანობა

თავის ტკივილი

პირის ღრუს დაბუჟება, ჩხვლეტა

გულისცემის მატება (ტაქიკარდია)

მუცლის ტკივილი

ღებინება

დიარეა

ტკივილი

არახშირი

ანემია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ფერმიხდილობა, პალპიტაცია, თავის ტკივილი, კიდურების გაციება;

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია), რომელიც გამოიხატება კანზე გამონაყარით, ხმაჩახლეჩილობით, ყლაპვის გაძნელებით, ხველებით, სუნთქვის უკმარისობით, სახის და ენის შეშუპებით, პალპიტაციითა და თავბრუსხვევით;

სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება (ანგიოედემა);

სერიოზული ან მოულოდნელად გაუარესებული სუნთქვის უკმარისობა და/ან ciddi ფილტვების ანთება (ფილტვის ინტერსტიციული დაავადება), რომელიც გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის მძიმე ან მოულოდნელად გაუარესებული სუნთქვის უკმარისობა და/ან ხველება;

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი), რომელიც მოულოდნელად მჟღავნდება ეპიგასტრიუმის ტკივილით რომელიც შეიძლება გადავიდეს ზურგზე, გულისრევით და ღებინებით.

უცნობია

ინფექციებთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (მძიმე ნეტროპენია);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), რომელიც გამოიხატება დაღლილობით, მადის დაკარგვით, წონის კლებით, კანის და თვალის თეთრი გარსის (სკლერას) სიყვითლით.

ეს რილუტეკის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

იმ შემთხვევაში, თუ გამოგივლინდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული არ არის, თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.

გვერდითი მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება

გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული ან აღუნიშნავი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, თერაპევტს ან ფარმაცევტს. Ayrıca karşılaştığınız yan etkileri www.titck.gov.tr sitesinde yer alan İlaç Yan Etki Bildirimi ikonuna tıklayarak veya 0 800 314 00 08 numaralı yan etki bildirim hattını arayarak Türkiye Farmakovijinals Merkezi’e bildiriniz გარდა ამისა, თქვენს მიერ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.titck.gov.tr და დააკლიკეთ სიმბოლოს -„პრეპარატის გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება“ ან დაუკავშირდით თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრის (TÜFAM) ცხელ ხაზსს ნომერზე 0 800 314 00 08. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

  • რილუტეკის შენახვის წესი შეინახეთ რილუტეკი ორიგინალი შეფუთვით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალი შეფუთვით, მაქსიმუმ 250 ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ მოქმედების ვადის შესაბამისად.

მოქმედების ვადა შესაბამისი თვის ბოლო დღეს აღნიშნავს.

შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ რილუტეკი არ გამოიყენოთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატი არ გადააგდოთ!

გადაეცით პრეპარატი გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

მწარმოებელი:

შპს „სანოფი საღლიქ ურუნლერი“ ბუიუქდერე ჯად. #193 ლევენთი - შიშლი - სტამბოლი ტელ: (212) 339 10 00 ფაქსი: (212) 339 10 89

წარმოების ადგილი:

Sanofi Winthrop Industrie, Fransa წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამოწმებულია 2019 წლის 18 ივნისს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა