პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ბორიზოლი

BORIZOL

რეცეპტით50მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

სიცოცხლის გახანგრძლივება ან მექანიკური ვენტილაციის დროის გადაწევა პაციენტებში გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით (გას).

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რილუზოლი (riluzole)
ფორმა და შეფუთვა
50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60 (6X10)
მწარმოებელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP», უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
N07XX02
რეგისტრაციის ნომერი
რ-038842
რეგისტრირებულია
15 აგვისტო 2023, მოქმედებს 15 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
PJSC SIC «Borshchahivskiy CPP» (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბორიზოლი და სხვა წამალი ერთად

ბორიზოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სიცოცხლის გახანგრძლივება ან მექანიკური ვენტილაციის დროის გადაწევა პაციენტებში გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით (გას).

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობას ნიშნავს მხოლოდ ის ექიმი, რომელსაც გააჩნია მოტორული ნეირონების დაავადებების მკურნალობის გამოცდილება.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ზრდასრულებისათვის ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის შეადგენს 100 მგ (50 მგ ყოველ 12 საათში). სადღეღამისო დოზების გაზრდით თერაპიული ეფექტის არანაირი მნიშვნელოვანი გაძლიერების მოლოდინი არ არსებობს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ბორიზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში რილუზოლის მრავალჯერადი დოზების მიღების კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები პრეპარატის ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების შესახებ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ბორიზოლი უკუნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობისას ან ღვიძლის ტრანსამინაზების ნორმალური დონის ზედა ზღვრის 3-ჯერ გადამეტების შემთხვევაში (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები"). პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები" და განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").

არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები რილუზოლის დოზირების შესახებ სხვადასხვა რასის წარმომავლობის პაციენტებისათვის .

ბავშვები.

ბავშვებში რილუზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პედიატრიულ პრაქტიკაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა რილუზოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ტრანსამინაზების ნორმალური აქტივობის ზედა ზღვრის 3-ზე მეტჯერ გადაჭარბება .

სიფრთხილის ზომები

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რილუზოლი ახანგრძლივებს გას-ით დაავადებულთა სიცოცხლეს (იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკა“). სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იყვნენ ცოცხლები, რომლებიც არ ჩაუტარდათ ინტუბიაცია მექანიკური ვენტილაციის მიზნით, ასევე არ ჩაუტარდათ ტრაქეოტომია.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რილუზოლს გააჩნია თერაპიული ეფექტი მოტორულ ფუნქციაზე, ფილტვების ფუნქციაზე, ფასციკულაციებზე, კუნთების სიძლიერეზე ან მოტორულ სიმპტომებზე. რილუზოლმა არ გამოავლინა ეფექტურობა გას-ის გვიან სტადიებზე.

რილუზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია მხოლოდ გას-ის მქონე პაციენტებში. ამიტომ, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მოტორული ნეირონების დაავადებების სხვა ფორმის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

რილუზოლი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ანამნეზში ან პაციენტებში შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს) დონის და ბილირუბინის და/ან გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) დონეების უმნიშვნელო მომატებით.

ღვიძლის ფუნქციის რამოდენიმე მაჩვენებლის (განსაკუთრებით ბილირუბინის) საწყისმა ზრდამ უნდა გამორიცხოს რილუზოლის გამოყენება.

ჰეპატიტის განვითარების რისკის გამო რილუზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს უნდა განისაზღვროს შრატში ტრანსამინაზების დონეები, ALT-ს ჩათვლით. ALT-ს დონე უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ყოველ 3 თვეში პირველი წლის დასრულებამდე და შემდგომ- პერიოდულად. ALT-ს დონეები უფრო ხშირად უნდა განისაზღვროს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ALT-ს დონის მატება.

რილუზოლი უნდა მოიხსნას, თუ ALT-ს დონე 5-ჯერ გადააჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს. არ გაგვაჩნია დოზის შემცირების ან პრეპარატის დანიშვნის ხელახალი მცდელობის გამოცდილება პაციენტებში, რომლებშიც ALT აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ. ასეთ ვითარებაში მყოფ პაციენტებისათვის პრეპარატის ხელახალი დანიშვნა არ შეიძლება იყოს რეკომენდებული.

ნეიტროპენია.

პაციენტები უნდა იქნან გაფრთხილებულნი აუცილებლობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი დაავადების შესახებ, რომელსაც თან ახლავს ციება. ციების არსებობა ექიმს ავალდებულებს დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს სისხლის სურათი ლეიკოციტების რაოდენობის დადგენის მიზნით და ნეიტროპენიის გამოვლენის შემთხვევაში მოხსნას რილუზოლი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები იყო დარეგისტრირებული პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რილუზოლს, ზოგიერთი მათგანს ჰქონდა მძიმე მიმდინარეობა. თუ ვითარდება ისეთი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა და/ან დისპნოე, უნდა იქნას ჩატარებული გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

ისეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებაზე (მაგალითად, ფილტვებში ორმხრივი დიფუზური დაჩრდილვები), რილუზოლის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ცნობილი შემთხვევების უმრავლესობაში სიმპტომები ქრებოდა რილუზოლის მიღებისა და სიმპტომური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

ამ კატეგორიის პაციენტებში რილუზოლის მრავალჯერადი დოზის გამოყენებით კვლევები არ ჩატარებულა.

დამხმარე ნივთიერებები.

პაციენტებს ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევით, ისეთების, როგორიცაა თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, ლაქტაზას უკმარისობა, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ტაბლეტის აპკიან გარსში ლაქტოზის შემცველობის გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

კლინიკური კვლევები რილუზოლის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესაფასების მიზნით არ ჩატარებულა.

In vitro კვლევები ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით აჩვენებენ, რომ ძირითად იზოენზიმს, რომელიც რილუზოლის საწყის ოქსიდაციურ მეტაბოლიზმშია ჩართული, წარმოადგენს CYP1A2.

CYP1A2 ინჰიბიტორებს (მაგალითად, კოფეინს, დიკლოფენაკს, დიაზეპამს, ნიცერგოლინს, კლომიპრამინს, იმიპრამინს, ფლუვოქსამინს, ფენაცეტინს, თეოფილინს, ამიტრიპტილინს და ქინოლონებს) პოტენციურად აქვთ უნარი შეანელონ რილუზოლის ელიმინაცია და, ამგვარად, გააძლიერონ მისი ეფექტები და გაზარდონ რილუზოლ-ასოცირებული გვერდითი რეაქციების რისკი.

CYP1A2 ინდუქტორებმა (მაგალითად, სიგარეტის კვამლმა, ნახშირზე შემწვარმა საკვებმა, რიფამპიცინმა, ომეპრაზოლმა) შეიძლება დააჩქარონ მისი ელიმინაცია და გამოიწვიონ მისი ეფექტურობის შემცირება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა არანაირი კვლევები რილუზოლის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ პაციენტები უნდა იქნან გაფრთხილებულნი მკურნალობის პერიოდში თავბრუსხვევის წარმოქმნის ან გონების დაკარგვის შესაძლებლობის შესახებ, ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

ყველაზე ხშირად გამოვლენილი იყო ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ასთენია, გულისრევა და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ნორმისაგან გადახრა.

გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოყვანილია ქვემოთ, კლასიფიცირებულია ორგანოებისა და სისტემებისა და მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 10%); ხშირად (≥ 1% და < 10%); არახშირად (≥ 0.1% და < 1%); იშვიათად (≥ 0,01% და < 0,1%); ძალიან იშვიათი (<0.01%), უცნობი სიხშირით (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლი და ლიმფური სისტემა: არახშირად - ანემია; უცნობი სიხშირით - მძიმე ნეიტროპენია.

იმუნური სისტემა: არახშირად - ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება.

ნერვული სისტემა: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიორალური პარესთეზია, ძილიანობა, ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირად - ტაქიკარდია; არახშირად - არტერიული წნევის მომატება.

სასუნთქი სისტემა: არახშირად - ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ჰიპერსენსიტიური პნევმონიტის ჩათვლით.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად - დიარეა, აბდომინალური ტკივილი, ღებინება;

არახშირად - პანკრეატიტი. შესაძლოა ანორექსია.

ჰეპატობილიარული სისტემა: ძალიან ხშირად -ჩვეულებრივ რილუზოლით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის შრატში, ALT-ს ჩათვლით; ამ მაჩვენებლების ზრდა ჩვეულებრივ იყო გარდამავალი. ეს ზრდა შეიძლება ასოცირებული იყოს სიყვითლესთან. პრეპარატის უწყვეტი გამოყენების დროს 2-6 თვის განმავლობაში, ALT-ს დონე შეიძლება თანდათან შემცირდეს იმ დონემდე, რომელიც ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2-ჯერ დაბალია; უცნობი სიხშირით - ჰეპატიტი.

პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ რილუზოლის კლინიკურ კვლევებში და რომლებთანაც ALT-ს დონეები აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს 5-ზე მეტჯერ, მკურნალობა იქნა შეწყვეტილი. ეს დონეები, უმეტეს შემთხვევაში, 2-4 თვის განმავლობაში უბრუნდება მნიშვნელობებს, რომლებიც 2-ზე მეტჯერ ნაკლები იყო ნორმის ზედა ზღვარზე.

რილუზოლის კვლევის მონაცემები მოწმობენ იმას, რომ მონღოლოიდური რასის პირებში არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის უფრო დიდი რისკია - ღვიძლის ტესტების ანომალური მაჩვენებლები 3.2% (194/5995) მონღოლოიდური რასის პაციენტებში და 1.8% (100/5641) ევროპოიდული რასის პაციენტებში.

ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად - ასთენია; ხშირად - სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი; დაფიქსირდა კუნთების რიგიდულობის განვითარების შემთხვევები.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების ერთეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ნევროლოგიური და ფსიქიკური სიმპტომები, მწვავე ტოქსიკური ენცეფალოპათია სტუპორით, კომატოზური მდგომარეობით, და ასევე მეტჰემოგლობინემია.

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: რილუზოლი;

1 ტაბლეტი შეიცავს რილუზოლს 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი;

აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ტრიაცეტინი.

სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის ტაბლეტები ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, აპკით დაფარული, თეთრი ფერის ან თეთრი კრემისებრი ელფერით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. რილუზოლი.

ათქ კოდი N07X X02.

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 6 ბლისტერი შეკვრაში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

რილუზოლი, ბენზოთიაზოლის წარმოებულია, ავლენს მრავალმხრივ გავლენას გლუტამატის ნეიროტრანსმისიის მექანიზმზე. რილუზოლი გავლენას ახდენს ნერვული გადაცემის პროცესებზე თავის ტვინის სტრუქტურებში, რომლებიც აკონტროლებენ ორგანიზმის მამოძრავებელ და სენსორულ ფუნქციებს. მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ახსნილი. ითვლება, რომ რილუზოლი ბლოკავს გლუტამატების გამოთავისუფლების პროცესს. გლუტამატი (ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების პროცესების ძირითადი ნეიროტრანსმიტერი) ასრულებს გარკვეულ როლს უჯრედების დაღუპვაში. გლუტამატის სინთეზის გააქტივაციას აქვს პათოგენეტიკური მნიშვნელობა თავის ტვინის ნეიროდეგენერაციულ დაავადებებისას, ე.ი. გლუტამატს აქვს დამაზიანებელი მოქმედება ნეირონებზე და შეუძლია განაპირობოს უჯრედების სიკვდილი სხვადასხვა ეტიოლოგიის დაზიანებების დროს. გლუტამატური გადაცემის აქტივაცია იწვევს სპონტანური ლოკომოციის შესუსტებას, ხოლო გლუტამატის გავლენის შემცირება აძლიერებს მოტორიკას.

რილუზოლის გამოყენება ხელს უწყობს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას, ააქტიურებს მოტორულ ფუნქციებს, ტრაქეოტომიის, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარების აუცილებლობის ვადის გადატანას გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა.

რილუზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 60-90 წუთის შემდეგ. რილუზოლის შეწოვა შეადგენს 90%, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა- 60%. აბსორბციის დონე და ხარისხი მცირდება პრეპარატის მიღების შემდეგ ისეთ საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს.

რილუზოლი ნაწილდება სხეულის ყველა ქსოვილში. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა და გადადის დედის რძეში. სისხლში რილუზოლის 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს და ლიპოპროტეინებს.

რილუზოლის მეტაბოლიზმი ღვიძლში მიმდინარეობს ორ ეტაპად: ჰიდროქსილირება ციტოქრომ P450-ით, რასაც მოჰყვება გლუკურონიზაცია.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-15 საათს.

რილუზოლის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდთან ერთად (მათი 60% - გლუკურონიდების სახით), 10% - განავლით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბორიზოლი

(BORIZOL)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: რილუზოლი;

1 ტაბლეტი შეიცავს რილუზოლს 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი;

აპკიანი გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი, ტრიაცეტინი.

სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ- ქიმიური თვისებები: მრგვალი ფორმის ტაბლეტები ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, აპკით დაფარული, თეთრი ფერის ან თეთრი კრემისებრი ელფერით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. რილუზოლი.

ათქ კოდი N07X X02.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

რილუზოლი, ბენზოთიაზოლის წარმოებულია, ავლენს მრავალმხრივ გავლენას გლუტამატის ნეიროტრანსმისიის მექანიზმზე. რილუზოლი გავლენას ახდენს ნერვული გადაცემის პროცესებზე თავის ტვინის სტრუქტურებში, რომლებიც აკონტროლებენ ორგანიზმის მამოძრავებელ და სენსორულ ფუნქციებს. მისი მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის ახსნილი. ითვლება, რომ რილუზოლი ბლოკავს გლუტამატების გამოთავისუფლების პროცესს. გლუტამატი (ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების პროცესების ძირითადი ნეიროტრანსმიტერი) ასრულებს გარკვეულ როლს უჯრედების დაღუპვაში. გლუტამატის სინთეზის გააქტივაციას აქვს პათოგენეტიკური მნიშვნელობა თავის ტვინის ნეიროდეგენერაციულ დაავადებებისას, ე.ი. გლუტამატს აქვს დამაზიანებელი მოქმედება ნეირონებზე და შეუძლია განაპირობოს უჯრედების სიკვდილი სხვადასხვა ეტიოლოგიის დაზიანებების დროს. გლუტამატური გადაცემის აქტივაცია იწვევს სპონტანური ლოკომოციის შესუსტებას, ხოლო გლუტამატის გავლენის შემცირება აძლიერებს მოტორიკას.

რილუზოლის გამოყენება ხელს უწყობს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას, ააქტიურებს მოტორულ ფუნქციებს, ტრაქეოტომიის, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარების აუცილებლობის ვადის გადატანას გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა.

რილუზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 60-90 წუთის შემდეგ. რილუზოლის შეწოვა შეადგენს 90%, აბსოლუტური ბიოშეღწევადობა- 60%. აბსორბციის დონე და ხარისხი მცირდება პრეპარატის მიღების შემდეგ ისეთ საკვებთან ერთად, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს.

რილუზოლი ნაწილდება სხეულის ყველა ქსოვილში. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერის მიღმა და გადადის დედის რძეში. სისხლში რილუზოლის 97% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს და ლიპოპროტეინებს.

რილუზოლის მეტაბოლიზმი ღვიძლში მიმდინარეობს ორ ეტაპად: ჰიდროქსილირება ციტოქრომ P450-ით, რასაც მოჰყვება გლუკურონიზაცია.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-15 საათს.

რილუზოლის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდთან ერთად (მათი 60% - გლუკურონიდების სახით), 10% - განავლით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

სიცოცხლის გახანგრძლივება ან მექანიკური ვენტილაციის დროის გადაწევა პაციენტებში გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზით (გას).

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა რილუზოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;

ღვიძლის უკმარისობა ან ღვიძლის ტრანსამინაზების ნორმალური აქტივობის ზედა ზღვრის 3-ზე მეტჯერ გადაჭარბება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები .

კლინიკური კვლევები რილუზოლის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესაფასების მიზნით არ ჩატარებულა.

In vitro კვლევები ადამიანის ღვიძლის მიკროსომების გამოყენებით აჩვენებენ, რომ ძირითად იზოენზიმს, რომელიც რილუზოლის საწყის ოქსიდაციურ მეტაბოლიზმშია ჩართული, წარმოადგენს CYP1A2.

CYP1A2 ინჰიბიტორებს (მაგალითად, კოფეინს, დიკლოფენაკს, დიაზეპამს, ნიცერგოლინს, კლომიპრამინს, იმიპრამინს, ფლუვოქსამინს, ფენაცეტინს, თეოფილინს, ამიტრიპტილინს და ქინოლონებს) პოტენციურად აქვთ უნარი შეანელონ რილუზოლის ელიმინაცია და, ამგვარად, გააძლიერონ მისი ეფექტები და გაზარდონ რილუზოლ-ასოცირებული გვერდითი რეაქციების რისკი.

CYP1A2 ინდუქტორებმა (მაგალითად, სიგარეტის კვამლმა, ნახშირზე შემწვარმა საკვებმა, რიფამპიცინმა, ომეპრაზოლმა) შეიძლება დააჩქარონ მისი ელიმინაცია და გამოიწვიონ მისი ეფექტურობის შემცირება.

გამოყენების თავისებურებები.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რილუზოლი ახანგრძლივებს გას-ით დაავადებულთა სიცოცხლეს (იხ. განყოფილება „ფარმაკოდინამიკა“). სიცოცხლის ხანგრძლივობა განისაზღვრა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იყვნენ ცოცხლები, რომლებიც არ ჩაუტარდათ ინტუბიაცია მექანიკური ვენტილაციის მიზნით, ასევე არ ჩაუტარდათ ტრაქეოტომია.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რილუზოლს გააჩნია თერაპიული ეფექტი მოტორულ ფუნქციაზე, ფილტვების ფუნქციაზე, ფასციკულაციებზე, კუნთების სიძლიერეზე ან მოტორულ სიმპტომებზე. რილუზოლმა არ გამოავლინა ეფექტურობა გას-ის გვიან სტადიებზე.

რილუზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილია მხოლოდ გას-ის მქონე პაციენტებში. ამიტომ, პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული მოტორული ნეირონების დაავადებების სხვა ფორმის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

რილუზოლი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ანამნეზში ან პაციენტებში შრატის ტრანსამინაზების (ALT, AST 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს) დონის და ბილირუბინის და/ან გამაგლუტამილტრანსფერაზას (GGT) დონეების უმნიშვნელო მომატებით.

ღვიძლის ფუნქციის რამოდენიმე მაჩვენებლის (განსაკუთრებით ბილირუბინის) საწყისმა ზრდამ უნდა გამორიცხოს რილუზოლის გამოყენება.

ჰეპატიტის განვითარების რისკის გამო რილუზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მის დროს უნდა განისაზღვროს შრატში ტრანსამინაზების დონეები, ALT-ს ჩათვლით. ALT-ს დონე უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში, ყოველ 3 თვეში პირველი წლის დასრულებამდე და შემდგომ- პერიოდულად. ALT-ს დონეები უფრო ხშირად უნდა განისაზღვროს პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ ALT-ს დონის მატება.

რილუზოლი უნდა მოიხსნას, თუ ALT-ს დონე 5-ჯერ გადააჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს. არ გაგვაჩნია დოზის შემცირების ან პრეპარატის დანიშვნის ხელახალი მცდელობის გამოცდილება პაციენტებში, რომლებშიც ALT აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს 5-ჯერ. ასეთ ვითარებაში მყოფ პაციენტებისათვის პრეპარატის ხელახალი დანიშვნა არ შეიძლება იყოს რეკომენდებული.

ნეიტროპენია.

პაციენტები უნდა იქნან გაფრთხილებულნი აუცილებლობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს ნებისმიერი დაავადების შესახებ, რომელსაც თან ახლავს ციება. ციების არსებობა ექიმს ავალდებულებს დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს სისხლის სურათი ლეიკოციტების რაოდენობის დადგენის მიზნით და ნეიტროპენიის გამოვლენის შემთხვევაში მოხსნას რილუზოლი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები იყო დარეგისტრირებული პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რილუზოლს, ზოგიერთი მათგანს ჰქონდა მძიმე მიმდინარეობა. თუ ვითარდება ისეთი რესპირატორული სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა და/ან დისპნოე, უნდა იქნას ჩატარებული გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

ისეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებაზე (მაგალითად, ფილტვებში ორმხრივი დიფუზური დაჩრდილვები), რილუზოლის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ცნობილი შემთხვევების უმრავლესობაში სიმპტომები ქრებოდა რილუზოლის მიღებისა და სიმპტომური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით.

ამ კატეგორიის პაციენტებში რილუზოლის მრავალჯერადი დოზის გამოყენებით კვლევები არ ჩატარებულა.

დამხმარე ნივთიერებები.

პაციენტებს ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევით, ისეთების, როგორიცაა თანდაყოლილი გალაქტოზემია, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი, ლაქტაზას უკმარისობა, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ტაბლეტის აპკიან გარსში ლაქტოზის შემცველობის გამო.

გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების პერიოდში.

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს

არ ჩატარებულა არანაირი კვლევები რილუზოლის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ პაციენტები უნდა იქნან გაფრთხილებულნი მკურნალობის პერიოდში თავბრუსხვევის წარმოქმნის ან გონების დაკარგვის შესაძლებლობის შესახებ, ამიტომ პრეპარატით მკურნალობის დროს არ უნდა მართოთ ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმები.

მიღების წესი და დოზები.

მკურნალობას ნიშნავს მხოლოდ ის ექიმი, რომელსაც გააჩნია მოტორული ნეირონების დაავადებების მკურნალობის გამოცდილება.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ზრდასრულებისათვის ან ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის შეადგენს 100 მგ (50 მგ ყოველ 12 საათში). სადღეღამისო დოზების გაზრდით თერაპიული ეფექტის არანაირი მნიშვნელოვანი გაძლიერების მოლოდინი არ არსებობს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ბორიზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში რილუზოლის მრავალჯერადი დოზების მიღების კვლევები არ ჩატარებულა (იხ. ნაწილი "გამოყენების თავისებურებები").

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები პრეპარატის ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენების შესახებ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ბორიზოლი უკუნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობისას ან ღვიძლის ტრანსამინაზების ნორმალური დონის ზედა ზღვრის 3-ჯერ გადამეტების შემთხვევაში (იხ. განყოფილება "უკუჩვენებები"). პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. განყოფილება "გამოყენების თავისებურებები" და განყოფილება "ფარმაკოკინეტიკა").

არ არსებობს სპეციალური რეკომენდაციები რილუზოლის დოზირების შესახებ სხვადასხვა რასის წარმომავლობის პაციენტებისათვის .

ბავშვები.

ბავშვებში რილუზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული პედიატრიულ პრაქტიკაში.

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები: დოზის გადაჭარბების ერთეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ნევროლოგიური და ფსიქიკური სიმპტომები, მწვავე ტოქსიკური ენცეფალოპათია სტუპორით, კომატოზური მდგომარეობით, და ასევე მეტჰემოგლობინემია.

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

გვერდითი რეაქციები.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი იყო ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა ასთენია, გულისრევა და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ნორმისაგან გადახრა.

გვერდითი რეაქციები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მოყვანილია ქვემოთ, კლასიფიცირებულია ორგანოებისა და სისტემებისა და მათი წარმოქმნის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 10%); ხშირად (≥ 1% და < 10%); არახშირად (≥ 0.1% და < 1%); იშვიათად (≥ 0,01% და < 0,1%); ძალიან იშვიათი (<0.01%), უცნობი სიხშირით (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლი და ლიმფური სისტემა: არახშირად - ანემია; უცნობი სიხშირით - მძიმე ნეიტროპენია.

იმუნური სისტემა: არახშირად - ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება.

ნერვული სისტემა: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიორალური პარესთეზია, ძილიანობა, ვერტიგო.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ხშირად - ტაქიკარდია; არახშირად - არტერიული წნევის მომატება.

სასუნთქი სისტემა: არახშირად - ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, ჰიპერსენსიტიური პნევმონიტის ჩათვლით.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად - დიარეა, აბდომინალური ტკივილი, ღებინება;

არახშირად - პანკრეატიტი. შესაძლოა ანორექსია.

ჰეპატობილიარული სისტემა: ძალიან ხშირად -ჩვეულებრივ რილუზოლით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება სისხლის შრატში, ALT-ს ჩათვლით; ამ მაჩვენებლების ზრდა ჩვეულებრივ იყო გარდამავალი. ეს ზრდა შეიძლება ასოცირებული იყოს სიყვითლესთან. პრეპარატის უწყვეტი გამოყენების დროს 2-6 თვის განმავლობაში, ALT-ს დონე შეიძლება თანდათან შემცირდეს იმ დონემდე, რომელიც ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2-ჯერ დაბალია; უცნობი სიხშირით - ჰეპატიტი.

პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ რილუზოლის კლინიკურ კვლევებში და რომლებთანაც ALT-ს დონეები აღემატებოდა ნორმის ზედა ზღვარს 5-ზე მეტჯერ, მკურნალობა იქნა შეწყვეტილი. ეს დონეები, უმეტეს შემთხვევაში, 2-4 თვის განმავლობაში უბრუნდება მნიშვნელობებს, რომლებიც 2-ზე მეტჯერ ნაკლები იყო ნორმის ზედა ზღვარზე.

რილუზოლის კვლევის მონაცემები მოწმობენ იმას, რომ მონღოლოიდური რასის პირებში არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის უფრო დიდი რისკია - ღვიძლის ტესტების ანომალური მაჩვენებლები 3.2% (194/5995) მონღოლოიდური რასის პაციენტებში და 1.8% (100/5641) ევროპოიდული რასის პაციენტებში.

ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად - ასთენია; ხშირად - სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი; დაფიქსირდა კუნთების რიგიდულობის განვითარების შემთხვევები.

ვარგისობის ვადა.. 3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები.

ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა.

10 ტაბლეტი ბლისტერში, 6 ბლისტერი შეკვრაში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

საჯარო სააქციო საზოგადოება „სამეცნიერო და საწარმოო ცენტრი „ბორშჩაგოვსკის ქიმიურ- ფარმაცევტული ქარხანა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხოტციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 03134, კიევი, ქ. მირა, 17 .

ბოლო გადახედვის თარიღი. 12.06.2017.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა