პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ვაქსატო

Vaxato

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პაციენტების რაოდენობა* საერთო დღიური დოზა მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენცია მოზრდილებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია 6,097 10 მგ 39 დღე ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პროფილაქტიკა დაავადებულ პაციენტებში 3,997 10 მგ 39 დღე ღრმა ვენების …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
რივაროქსი (rivaroxaban)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
ATC კოდი
B01AF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036600
რეგისტრირებულია
11 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 11 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავაქსატო და სხვა წამალი ერთად

ვაქსატო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პაციენტების რაოდენობა*

საერთო დღიური დოზა

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენცია მოზრდილებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია

6,097

10 მგ

39 დღე

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პროფილაქტიკა დაავადებულ პაციენტებში

3,997

10 მგ

39 დღე

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT), ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და რეციდივების პრევენცია

6,790

დღე 1-21: 30 მგ

დღე 22 და შემდეგ: 20 მგ

სულ მცირე 6 თვის შემდეგ: 10 მგ ან 20 მგ

21 თვე

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პრევენცია პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაციით

7,750

20 მგ

41 თვე

ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ (ACS)

10,225

5 მგ ან 10 მგ შესაბამისად, მიღებული ASA ან ASA პლუს კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან

31 თვე

ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია პაციენტებში CAD/PAD-ით

18,244

5 მგ მიღებული ASA-თან ერთად ან 10 მგ ცალკე

47 თვე

  • პაციენტები რივაროქსაბანის სულ მცირე ერთი დოზის ზემოქმედებით

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც რივაროქსაბანს რებულობდნენ, იყო სისხლდენა (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა“) (ცხრილი 2). ყველაზე ხშირად განვითარებული სისხლდენა იყო ცხვირიდან (4.5%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (3.8%).

ცხრილი 2: სისხლდენისა* და ანემიის სიხშირე რივაროქსაბანით ზემოქმედებისას დასრულებულ III ფაზის კვლევებში

ჩვენება

ნებისმიერი სისხლდენა

ანემია

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციას

პაციენტების 6.8%

პაციენტების 5.9%

პაციენტების 12.6%

პაციენტების 2.1%

პაციენტების 23%

პაციენტების 1.6%

წელიწადში 100 პაციენტიდან 28

წელიწადში 100 პაციენტიდან 2.5

წელიწადში100 პაციენტიდან 22

წელიწადში 100 პაციენტიდან 1.4

წელიწადში 100 პაციენტიდან 6.7

წელიწადში 100 პაციენტიდან 0.15 **

  • რივაროქსაბანის ყველა კვლევისათვის სისხლდენის ყველა მოვლენა გროვდება, ფიქსირდება და განიხილება.
  • * COMPASS კვლევაში, აღინიშნა ანემიით ავადობის დაბალი სიხშირე, ვინაიდან გვერდითი მოვლენების შესაგროვებლად გამოიყენებოდა შერჩევითი მიდგომა.

მიღების წესი და დოზირება

ვენური თრომბოემბოლის (VTE) პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ რივაროქსაბანი პერორალურად დღეში ერთხელ. საწყისი დოზა მიიღება ოპერაციის ჩატარებიდან 6-10 საათის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ჰემოსტაზი.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მიმართ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ინდივიდუალურ რისკზე, რაც განისაზღვრება ორთოპედიული ოპერაციის ტიპით.

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უტარდებათ მნიშვნელოვანი ბარძაყის ოპერაცია, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის 5 კვირა.

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უტარდებათ მნიშვნელოვანი მუხლის ოპერაცია, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის 2 კვირა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს ვაქსატო დაუყოვნებლივ და განაგრძოს მკურნალობა მომდევნო დღეს დღეში ერთხელ მიღებით, როგორც მანამდე.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) მკურნალობა, ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივების პრევენცია

მწვავე ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) საწყისი მკურნალობისთვუს რეკომენდებული დოზა არის 15 მგ დღეში ორჯერ პირველი სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ მკურნალობის გასაგრძელებლად და ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივების პრევენციისათვის.

თერაპიის ხანმოკლე ხანგრძლივობა (სულ მცირე 3 თვე) საფიქრებელია პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზით (DVT) და ფილტვის ემბოლიით (PE), რომლებიც პროვოცირებულია მნიშვნელოვანი ტრანზიტორული რისკ-ფაქტორებით (მაგალითად, უახლოეს წარსულში ჩატარებული დიდი ოპერაცია ან მიღებული ტრავმა). თერაპიის უფრო მეტი ხანგრძლივობა საფიქრებელია პაციენტებში პროვოცირებული ღრმა ვენების თრომბოზით (DVT) და ფილტვის ემბოლიით (PE), რომლებიც არაა კავშირში მნიშვნელოვან ტრანზიტორულ რისკ-ფაქტორებთან, არაპროვოცირებული ღრმა ვენების თრომბოზით (DVT) და ფილტვის ემბოლიით (PE), ანდა მორეციდივე ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PT) ანამნეზით.

იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის გაფართოებული პრევენცია (ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PE) სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ), რეკომენდებული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებშიც ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის რისკი მაღალია, როგორიცაა, მაგალითად, გართულებული თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები, ან პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივი 10 მგ ვაქსატოთი დღეში ერთხელ გაფართოებული პრევენციის დროს, მიზანშეწონილია ვაქსატო 20 მგ დოზა დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა უნდა იყოს ინდივიდუალური მკურნალობის სარგებლის და სისხლდენების განვითარების რისკის სათანადო შეფასების შემდეგ (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

დროის პერიოდი

დოზირების სქემა

საერთო დღიური დოზა

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და რეციდივის პრევენცია

1 – 21 დღე

15 მგ დღეში ორჯერ

30 მგ

დღე 22 და შემდეგ

20 მგ დღეში ერთხელ

20 მგ

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PE) სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ

10 მგ დღეში ერთხელ ან

20 მგ დღეში ერთხელ

10 მგ

ან 20 მგ

15 მგ დღეში ორჯერ დოზირების მკურნალობის ეტაპზე (დღე 1-21) დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა ვაქსატო უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ დღეში 30 მგ რივაროქსაბანის მიღების უზრუნველსყოფად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ორი 15 მგ-იანი ტაბლეტის ერთად მიღება. პაციენტმა უნდა განაგრძოს ჩვეული 15 მგ დღეში ორჯერ დოზის მიღება მომდევნო დღეს.

დღეში ერთჯერადი მკურნალობის ეტაპის დროს, პაციენტმა ვაქსატო უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ და განაგრძოს მომდევნო დღეს რეკომენდებული დოზირებით დღეში ერთხელ. დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით ერთ დღეს არ შეიძლება.

K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (VKA) ვაქსატოზე გადასვლა

პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობდნენ ღრმა ვენების თრომბოზს (DVT), ფილტვის ემბოლია (PE) და რეციდივების პრევენციას, K ვიტამინის ანტაგონისტებით (VKA) მკურნალობა უნდა შეწყდეს და ვაქსატოთი თერაპია დაიწყოს, თუ საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არის ≤ 2.5.

K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (VKA) ვაქსატოზე პაციენტების გადაყვანისას, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მაჩვენებლები ცრუდ მომატებული იქნება ვაქსატოს მიღების შემდეგ. საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არ არის ვალიდური ვაქსატოს ანტიკოაგულაციური აქტივობის განსაზღვრისათვის, და შესაბამისად არ უნდა იქნას გამოყენებული (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

ვაქსატოდან K ვიტამინის ანტაგოსნიტებზე (VKA) გადასვლა

ვაქსატოდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე (VKA) გადასვლის დროს არსებობს არაადექვატური ანტიკოაგულაციის ალბათობა. ალტერნატიულ ანტიკოაგულანტზე ნებისმიერი გადასვლის დროს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უწყვეტი ადექვატური ანტიკოაგულაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქსატო ხელს უწყობს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მატებას.

პაციენტებში, რომლებიც გადადიან ვაქსატოდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე (VKA), ეს უკანასკნელი გამოიყენება თანმხლებად, სანამ საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არ იქნება ≥ 2.0. გადასვლის პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში, გამოიყენება K ვიტამინის ანტაგონისტების (VKA) სტანდარტული საწყისი დოზირება, შემდეგ K ვიტამინის ანტაგონისტების (VKA) დოზირების გაგრძელებით, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ტესტების მიხედვით. მაშინ, როდესაც პაციენტები ღებულობენ როგორც ვაქსატოს, ასევე K ვიტამინის ანტაგონისტებს (VKA), საერთაორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ანალიზი უნდა გაკეთდეს წინა დოზიდან არაუადრეს 24 საათისა, თუმცა ვაქსატოს მომდევნო დოზის წინ. ვაქსატოს შეწყვეტის შემდეგ, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ანალიზი შესაძლოა გაკეთდეს საიმედოდ ბოლო დოზიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ (იხილეთ პუნქტები „პრეპარატების ურთიერთქმედება“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პარენტერალური ანტიკოაგულანტებიდან ვაქსატოზე გადასვლა

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად ღებულობენ პარენტერალურ ანტიკოაგულანტს, შეწყვიტეთ პარენტერალური ანტიკოაგულანტი და დაიწყეთ ვაქსატო პარენტერალური სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინების) მომდევნო დოზის მიღებამდე 0-2 საათით ადრე ან უწყვეტად გამოყენებული პარენტერალური სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, ინტრავენური არაფრაქციული ჰეპარინის) შეწყვეტის დროს.

ვაქსატოდან პარენტერალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა

პარენტერალური ანტიკოაგულანტის პირველი დოზა მიეცით ვაქსატოს მომდევნო დოზირების დროს.

განსაკუთრებული პოპულაცია

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მქონე პაციენტებში არსებული შეზღუდული კლინიკური მონაცემები უჩვენებს, რომ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, ვაქსატო სათანადო სიფრთხილით გამოიყენება აღნიშნულ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ვენური თრომბოელბოლიის (VTE) პრევენციისთვის იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია, დოზის კორექტირება არაა საჭირო მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სამკურნალოდ, ფილტვის ემბოლიის (PE) სამკურნალოდ და ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის პროფილაქტიკისთვის, დოზის კორექტირება არაა საჭირო მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) ან მწვავე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში: პაციენტებს უნდა უმკურნალონ 15 მგ-ით ორჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, როდესაც რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ, განიხილება დოზის შემცირება 20 მგ-დან დღეში ერთხელ 15 მგ-მდე დღეში ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სისხლდენის შეფასებული რისკი აღემატება განმეორებითი ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რისკს. 15 მგ-ის გამოყენების რეკომენდაცია ეფუძნება PK მოდელირებას და არ არის შესწავლილი ამ კლინიკურ გარემოში (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

როდესაც რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზისათვის საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ვაქსატო უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებით, რომლებიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან, მათ შორის ციროზის მქონე პაციენტებში ჩაილდ პიუს კლასიფიკაციის B და C კლასით (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

სხეულის წონა

სქესი

პედიატრიული პოპულაცია

რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 0 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვაქსატოს გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

ვაქსატო განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე (იხილეთ პუნქტები „პრეპარატების ურთიერთქმედება“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, ვაქსატოს ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს და შეერიოს წყალს ან ვაშლის პიურეს უშუალოდ გამოყენებამდე და მიღებულ იქნას პერორალურად.

დაქუცმაცებული ვაქსატოს ტაბლეტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნას გასტრალური მილების მეშვეობით გასტრალური მილის სწორად განთავსების დადასტურების შემდეგ. დაქუცმაცებული ტაბლეტი უნდა შეიყვანოთ მცირე რაოდენობით წყალში გასტრალური მილის მეშვეობით, რის შემდეგაც იგი უნდა ჩამოიბანოთ წყლით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.

აქტიური კლინიკურად გამოხატული სისხლდენა.

კერები ან მდგომარეობები, თუ ძლიერი სისხლდენის გამოხატულ რისკად ითვლება. ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ან ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენების მაღალი რისკის მქონე ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა, თავის ან ზურგის ტვინის ახლახანს მიღებული ტრავმები, ახლო წარსულში ჩატარებული ოპერაცია თავისა და ზურგის ტვინსა და თვალზე, ახლახანს გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, საყლაპავის დადასტურებული ან საეჭვო ვარიკოზი, არტერიოვენური განვითარების მანკები, სისხლძარღვების ანევრიზმები ან დიდი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური ვასკულარული პათოლოგიები.

თანმხლები მკურნალობა ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტით, მაგალითად, არაფრაქციული ჰეპარინით (UFH), დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინებით (ენოქსაპარინი, დალტეპარინი და სხვა), ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), პერორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, აპიქსაბანი და სხვა) გარდა ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლის სპეციფიკური გარემოებებისა (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“) ან როდესაც არაფრაქციული ჰეპარინი (UFH) გამოიყენება ისეთი დოზებით, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედებები“).

კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების რისკთან ასოცირებული ღვიძლის დაავადება, ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით ჩაილდ პიუს კლასიფიკაცის B და C კლასით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ორსულობა და ძუძუთი კვება (იხილეთ პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა ანტიკოაგულაციური პრაქტიკის შესაბამისად.

ჰემორაგიული რისკი

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტებში, რომლებიც ვაქსატოს ღებულობენ, აუცილებელია სისხლდენის ნიშნებზე დაკვირვება. რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა სისხლდენების მომატებული რისკის არსებობისას. ვაქსატოს მიღება უნდა შეწყდეს მძიმე სისხლდენის განვითარების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“).

კლინიკურ კვლევებში ლორწოვანიდან სისხლდენა (მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, შარდსასქესო გზებიდან სისხლდენა, ვაგინალური ან მომატებული მენსტრუალური სისხლდენების ჩათვლით) და ანემია უფრო ხშირად აღინიშნა რივაროქსაბანით ხანგრძლივი მკურნალობისას VKA მკურნალობასთან შედარებით. შესაბამისად, ადექვატური კლინიკური ზედამხედველობის გარდა, ასევე მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის ლაბორატორიული ტესტირება ფარული სისხლდენების გამოსავლენად და ღია სისხლდენების კლინიკური მნიშვნელობის რაოდენობრივი შეფასებისათვის, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება.

პაციენტთა რამდენიმე ქვეჯგუფი, როგორც ეს აღწერილია ზემოთ დეტალურად, წარმოდგენილნი არიან სისხლდენების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. აღნიშნულ პაციენტებში, მკურნალობის დაწყების შემდეგ აუცილებელია სისხლდენის გართულებებისა და ანემიის ნიშნებისა და სიმპტომების საგულდაგულო მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „გვერდითი / არასასურველი მოვლენები“). იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვაქსატოს ვენური თრომბოემბოლიის (VTE) პრევენციისთვის შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციის შედეგად, აღნიშნული შესაძლებელია შესრულდეს პაციენტების რეგულარული ფიზიკური გასინჯვით, ქირურგიული ჭრილობის დრენაჟის ახლო დაკვირვებით და ჰემოგლობინის პერიოდული გაზომვით.

ჰემოგლობინის ან არტერიული წნევის აუხსნელი დაქვეითების დროს აუცილებელია სისხლდენის უბნის მოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ რივაროქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს, რივაროქსაბანის დონეები განსაზღვრული კალიბრაციული რაოდენობრივი Xa ანტი-ფაქტორის კვლევით შეიძლება სასარგებლო იყოს გამონაკლის სიტუაციებში, სადაც რივაროქსაბანის ზემოქმედების შესახებ მონაცემებს შეუძლია დახმარება კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ჭარბი დოზირება და გადაუდებელი ოპერაცია (იხილეთ პუნქტები „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), რივაროქსაბანის პლაზმური დონეები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (საშუალოდ 1.6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკი. ვაქსატო სათანადო სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15-29 მლ/წთ. გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ვაქსატო სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 – 49 მლ/წთ), რომლებიც ასევე ღებულობენ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციების გამზრდელ სხვა სამკურნალო პრეპარატებს (იხილეთ პუნქტი „პრეპარტების ურთიერთქმედება“).

პრეპარატების ურთიერთქმედება

ვაქსატოს გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ სისტემურ მკურნალობა აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებებით (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) ან აივ პროტეაზა ინჰიბიტორებით (მაგალითად, რიტონავირი). აღნიშნული აქტიური ნივთიერებები არის CYP3A4 და P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორები და შეუძლიათ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციების მომატება კლინიკურად მნიშვნელოვან ხარისხამდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენების განვითარების რისკის გაზრდა (იხილეტ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები პარალელურად მკურნალობენ ჰემოსტაზზე მოქმედი ისეთი სამკურნალო პრეპარატებით, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), აცეტილსალიცილის მჟავა და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ან სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs), და სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs). კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის მიზანშეწონილია შესაფერისი პროფილაქტიკური მკურნალობა (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

სხვა ჰემორაგიული რისკ ფაქტორები

სხვა ანტითრომბოზული საშუალებების მსგავსად, რივაროქსაბანი არ არის რეკომენდებული პაციენტებში სისხლდენების მომატებული რისკით, როგორიცაა:

სისხლდენების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები

არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადება აქტიური დაწყლულების გარეშე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის გართულებები (მაგალითად, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ეზოფაგიტი, გასტრიტი და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)

სისხლძარღვოვანი რეტინოპათია

ბრონქოექტაზი ან ფილტვებში სისხლდენის ანამნეზი.

პაციენტები სარქვლის პროთეზებით

რივაროქსაბანის გამოყენება არ შეიძლება თრომბოპროფილაქტიკისათვის იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაიტარეს აორტული სარქვლის ტრანსკათეტერული ჩანაცვლება (TAVR). რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი პაციენტებში გულის სარქვლის პროთეზებით; შესაბამისად, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ვაქსატო უზრუნველყოფს ადექვატურ ანტიკოაგულაციურ თერაპიას პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში. ვაქსატოთი მკურნალობა არ არის რეკომენდებული აღნიშნული პაციენტებისათვის.

პაციენტები ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით

პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები (DOAC), რივაროქსაბანის ჩათვლით, არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის თრომბოზის ანამნეზით, რომლებსაც დაესვათ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი. განსაკუთრებით იმ პაციენტებისათვის, რომლებიც სამმაგად არიან დადებითი (მგლურას ანტიკოაგულანტის, ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულების, და ანტი-ბეტა 2-გლიკოპროტეინის I ანტისხულების მიმართ), პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტებით (DOAC) მკურნალობა შეიძლება ასოცირებული იყოს მორეციდივე თრომბოზული მოვლენების მომატებულ სიხშირესთან K ვიტამინის ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით.

ბარძაყის მოტეხილობის ოპერაცია

რივაროქსაბანი არ არის შესწავლილი ინტერვენციულ კლინიკურ კვლევებში იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ ბარძაყის მოტეხილობის ოპერაცია, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად.

ჰემოდინამიკურად არასტაბილური ფილტვის ემბოლიის (PE) მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ თრომბოლიზს ან ფილტვის ემბოლექტომიას

ვაქსატო არ არის რეკომენდებული არაფრაქციული ჰეპარინის ალტერნატივის სახით პაციენტებში ფილტვის ემბოლიით, რომლებიც არიან ჰემოდინამიკურად არასტაბილური ან შეიძლება ჩაიტარონ თრომბოლიზი ან ფილტვის ემბოლექტომია, ვინაიდან აღნიშნულ კლინიკურ სიტუაციებში რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან პუნქცია

ნეიროაქსიალური ანესთეზიის (სპინალური/ეპიდურული ანესთეზია) ან სპინალური/ეპიდურული პუნქციის შესრულების შემთხვევაში, პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ანტითრომბოზული საშუალებებით თრომბოემბოლიური გართულებების პრევენციისათვის, დგანან ეპიდურული ან სპინალური ჰემატომის განვითარების რისკის წინაშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ან პერმანენტული დამბლა. აღნიშნული მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს მუდმივი ეპიდურული კათეტერების პოსტ-ოპერაციული გამოყენებით ან ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო პრეპარატების თანმხლები გამოყენებით. რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციით. ასეთ პაციენტებში აუცილებელია ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების ხშირი მონიტორინგი (მაგალითად, ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავებისა თუ შარდის ბუშტის დისფუნქცია). ნევროლოგიური აშლილობის შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტირება და მკურნალობა. ნეიროაქსიალური ინტერვენციის წინ ექიმმა უნდა გაითვალისწინებოს პოტენციური სარგებელი და რისკი ანტიკოაგულირებულ პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებმაც უნდა ჩაიტარონ ანტიკოაგულაცია თრომბოპროფილაქტიკისათვის.

რივაროქსაბანისა და ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის თანმხლებ გამოყენებასთან ასოცირებული სისხლდენების განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად, გასათვალისწინებელია რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკური პროფილი. ეპიდურული კათეტერის ჩადგმა ან ამოღება ან ლუმბალური პუნქცია ყველაზე უკეთ სრულდება იმ შემთხვევაში, თუ რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციური ეფექტი დაბალია (იხილეთ პუქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ეპიდურული კათეტერის ამოღებამდე რივაროქსაბანის ბოლო მიღებიდან უნდა გავიდეს სულ მცირე 18 საათი ახალგაზრდა პაციენტებში. კათეტერის ამოღების შემდეგ უნდა გავიდეს სულ მცირე 6 საათი რივაროქსაბანის მომდევნო დოზის მიღებამდე.

ტრავმური პუნქციის შემთხვევაში, რივაროქსაბანის შეყვანა უნდა გადაიდოს 24 საათით.

დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ინვაზიური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევის წინ და შემდეგ, გარდა შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციისა

იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ინვაზიური პროცედურა ან ქირურგიული ჩარევა, ვაქსატო 10 მგ-ს მიღება უნდა შეწყდეს სულ მცირე 24 საათით ინტერვენციამდე, თუ შესაძლებელია და ექიმის კლინიკური შეფასების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ პროცედურის გადადება შეუძლებელია, უნდა შეფასდეს სისხლდენის მომატებული რისკი და ინტერვენციის გადაუდებლობა.

ვაქსატოს მიღება უნდა განახლდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური მდგომარეობა და დამყარებულია ადექვატური ჰემოსტაზი, განსაზღვრული მკურნალი ექიმის მიერ (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ხანდაზმულები

ასაკის ზრდასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ჰემორაგიული რისკი (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

დერმატოლოგიური რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და DRESS სინდრომის ჩათვლით, ფიქსირდება პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობის დროს რივაროქსაბანის გამოყენებასთან კავშირში (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). პაციენტები აღნიშნული რეაქციების მაქსიმალური რისკის წინაშე არიან თერაპიის დასაწყისში: უმრავლეს შემთხვევებში რეაქციები ვითარდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. რივაროქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს კანზე მძიმე გამონაყარის პირველივე ნიშნების (მაგალითად გავრცელება, ინტენსიური გამონაყარი და/ან ბუშტუკების წარმოქმნა), ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოვლენისთანავე, ლორწოვანის კერებთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში, რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიკურობის, სისხლდენის დამახასიათებელი რისკის გამო და ვინაიდან რივაროქსაბანი კვეთს პლაცენტას, ვაქსატო უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას რივაროქსაბანით მკურნალობის დროს.

ძუძუთი კვება

მეძუძურ დედებში, რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ცხოველებიდან მიღებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ რივაროქსაბანი გამოიყოფა რძეში. შესაბამისად, ვაქსატო უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). ძუძუთი კვების ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

ფერტილობა

რივაროქსაბანის ფერტილობაზე ზეგავლენის შემსწვალელი კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა. მამრი და მდედრი ვირთხების ფერტილობის შემსწავლელ კვლევებში ეფექტი არ აღინიშნა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რივაროქსაბანს გააჩნია მცირე ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ფიქსირდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სინკოპე (სიხშირე: უცნობი) და თავბრუსხვევა (სიხშირე: ხშირი) (იხილეთ პუნქტი „გვერდითი / არასასურველი მოვლენები“). ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.

გვერდითი / არასასურველი მოვლენები:

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

რივაროქსაბანის უსაფრთხოება შეფასდა ცამეტ III ფაზის კვლევაში 53,103 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ რივაროქსაბანს (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1: გამოკვლეული პაციენტების რაოდენობა, საერთო დღიური დოზა და მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა III ფაზის კვლევებში

გვერდითი მოვლენები

რივაროქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე შეჯამებულია შემდეგ მე-3 ცხრილში სისტემათა ორგანოების კლასების (MedDRA-ში) და სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10)

ხშირი (≥1/100; < 1/10)

არახშირი (≥1/1,000; <1/100)

იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება)

ცხრილი 3: ყველა გვერდითი მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში III ფაზის კლინიკურ კვლევებში ან პოსტ-მარკეტინგული გამოყენების* დროს

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია (შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების ჩათვლით)

თრომბოციტოზი (მომატებული თრომბოციტების ჩათვლით)A

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება

ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

თავის ტვინში და ინტრაკრანიალური სისხლდენა, სინკოპე

მხედველობის დარღვევები

თვალში სისხლჩაქცევა (კონიუქტივის სისხლჩაქცევის ჩათვლით)

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია

სისხლძარღვების მხრივ დარღვევები

ჰიპოტენზია,

ჰემატომა

სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ცხვირიდან სისხლდენა, ჰემოფთიზი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავში სისხლდენა (რექტალური ჰემორაგიის ჩათვლით), გასტროინტესტინალური და მუცლის ტკივილები, დისპეფსია, გულისრევა, შეკრულობაA, ფაღარათი, პირღებინებაA

პირის სიმშრალე

ჰეპატობილიარული დარღვევები

ტრანსამინაზების მომატება

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მომატებული ბილირუბინი, სისხლში მომატებული ტუტე ფოსფატაზაA, მომატებული GGTA

სიყვითლე, მომატებული კონიუგირებული ბილირუბინი (ალტ-ს თანმხლები მომატებით ან მის გარეშე), ქოლესტაზი, ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული დაზიანების ჩათვლით)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ქავილი (გენერალიზებული ქავილის არახშირი შემთხვევების ჩათვლით, გამონაყარი, ექკიმოზი, სისლხდენები კანსა და კანქვეშ

ჭინჭრის ციება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS სინდრომი

ჩონჩხკუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ტკივილი კიდურებშიA

ჰემართროზი

კუნთებში სისხლჩაქცევა

კომპარტმენტ-სინდრომი სისხლდენის მეორადად

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

შარდსასქესო გზების სისხლდენები (ჰემატურიის და მენორაგიისB ჩათვლით), თირკმლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში კრეატინინის, შარდოვანას მომატების ჩათვლით)

თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა სისხლდენის მეორადად საკმარისი ჰიპოპერფუზიის გამოსაწვევად

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილას

ცხელებაA, პერიფერიული შეშუპება, დაქვეითებული ზოგადი სიძლიერე და ენერგია (ადვილად დაღლილობისა და ასთენიის ჩათვლით)

შეუძლოდ ყოფნა (სისუსტის ჩათვლით)

ლოკალიზებული შეშუპებაA

კვლევები

მომატებული LDHA, მომატებული ლიპაზაA, მომატებული ამილაზაA

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

პოსტპროცედურული სისხლდენა (პოსტოპერაციული ანემიისა და ჭრილობიდან სისხლდენის ჩათვლით), დახურული ტრავმა, ჭრილობიდან გამონადენიA

სისხლძარღვოვანი ფსევდოანევრიზმაC

A: აღინიშნება ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენციის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციას.

B: აღინიშნება ღრმა ვენების თრომბოზის (DVT),ფილტვის ემბოლიის (PE) და რეციდივის პრევენციის დროს, ძალიან ხშირია < 55 წლის ასაკის ქალებში.

C: არახშირად აღინიშნება ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის დროს პაციენტებში ACS-ს შემდეგ (პერკუტანული კორონარული ინტერვენციის შემდეგ).

  • გამოყენებულ იქნა გვერდითი მოვლენების შეგროვების წინასწარ განსაზღვრული სელექტიური მიდგომა. ვინაიდან გვერდითი მოვლენების სიხშირე არ გაზრდილა და ახალი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, COMPASS კვლევის მონაცემები არაა გათვალისწინებული წინამდებარე ცხრილში სიხშირის დაანგარიშებაში.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმის გამო, ვაქსატოს გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ ქსოვილსა თუ ორგანოში ფარული ან ღია სისხლდენის მომატებულ რისკებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოსტ-ჰემორაგიული ანემია. ნიშნები, სიმპტომები და სიმძიმე (ფატალური შედეგის ჩათვლით) განსხვავდება მდებარეობის და ხარისხის ან სისხლდენის და/ან ანემიის ინტენსივობით (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“ „სისხლდენის მართვა“). კლინიკურ კვლევებში ლორწოვანიდან სისხლდენები (მაგალითად, ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავიდან, შარდ-სასქესო გზებიდან სისხლდენა, ძლიერი ვაგინალური ან მომატებული მენსტრუალური სისხლდენის ჩათვლით) და ანემია აღინიშნა უფრო ხშირად რივაროქსაბანით ხანგრძლივი თერაპიის დროს VKA მკურნალობასთან შედარებით. ამრიგად, ადექვატური კლინიკური მონიტორინგის გარდა, ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის ლაბორატორიული ტესტირება შეიძლება ღირებული იყო ფარული სისხლდენის გამოსავლენად და ღია სისხლდენის კლინიკური მნიშვნელობის განსაზღვრისათვის. სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტების გარკვეულ ჯგუფში, მაგალითად, პაციენტებში არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით და/ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები მკურნალობით (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ჰემორაგიული რისკი“). მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება გაძლიერდეს და/ან გახანგრძლივდეს. ჰემორაგიული გართულებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც სისუსტე, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი შოკი. ზოგიერთ შემთხვევაში ანემიის შედეგად, აღინიშნება გულის იშემიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა.

ცნობილი გართულებები მძიმე სისხლდენის მეორადად, როგორიცაა კომპარტმენტ-სინდრომი და თირკმლის უკმარისობა ჰიპოპერფუზიის გამო, შეიძლება აღინიშნოს ვაქსატოს გამოყენებისას. შესაბამისად, ნებისმიერ ანტიკოაგულანტზე მყოფ პაციენტში, მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სისხლდენის არსებობის შესაძლებლობა.

ნებისმიერი არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის

პრეპარატების ურთიერთქმედება:

CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები

რივაროქსაბანის გამოყენება კეტოკონაზოლთან (400 მგ დღეში ერთხელ) ან რიტონავირთან (600 მგ დღეში ორჯერ) ერთად იწვევს რივაროქსაბანის საშუალო მომატებას 2.6-ჯერ/2.5-ჯერ და რივაროქსაბანის საშუალო Cmax-ის გაზრდას 1.7/1.6-ჯერ ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი მომატებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს სისხლდენების მომატებული რისკი. შესაბამისად, ვაქსატოს გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ სისტემურ თანმხლებ მკურნალობას აზოლების ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორები. აღნიშნული აქტიური ნივთიერებები CYP3A4 და P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორები არიან (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

მოსალოდნელია, რომ აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძლიერად აინჰიბირებენ რივაროქსაბანის ელიმინაციის მხოლოდ ერთ გზას, ან CYP3A4-ს ან P-gp-ს, უფრო ნაკლებად გაზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას. კლარითრომიცინი (500 მგ დღეში ორჯერ), რომელიც, მაგალითად, განიხილება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორად და P-gp-ს ზომიერ ინჰიბიტორას, იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 1.5-ჯერ მომატებას და Cmax-ის 1.4-ჯერ გაზრდას. კლარითრომიცინთან ურთიერთქმედება სავარაუდოდ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის პაციენტებში (პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით: იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

ერითრომიცინმა (500 მგ დღეში სამჯერ), რომელიც ზომიერად აინჰიბირებს CYP3A4-სა და P-gp-ს, გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-სა და Cmax-ის 1.3-ჯერ მომატება. ურთიერთქმედება ერითრომიცინთან ნაკლებად მოსალოდნელია იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის პაციენტებში.

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით, ერითრომიცინმა (500 მგ დღეში სამჯერ) გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 1.8-ჯერ მომატება და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. სუბიექტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით, ერითრომიცინმა გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 2.0-ჯერ მომატება და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ერითრომიცინის ეფექტი თირკმლის უკმარისობის ადიტიურია (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები, სიფრთხილის ზომები“).

ფლუკონაზოლმა (400 მგ დღეში ერთხელ), CYP3A4-ის ზომიერმა ინჰიბიტორმა, გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 1.4-ჯერ მომატება და Cmax-ის 1.3-ჯერ მომატება. ურთიერთქმედება ფლუკონაზოლთან სავარაუდოდ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის პაციენტებში (პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით: იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

დრონედარონის შესახებ არსებული შეზღუდული კლინიკური ინფორმაციის გათალისწინებით, რივაროქსაბანთან ერთად გამოყენება დაუშვებელია.

ანტიკოაგულანტები

ენოქსაპარინის (40 მგ ერთჯერადი დოზა) კომბინირებული გამოყენებისას რივაროქსაბანთან (10 მგ ერთჯერადი დოზა), ადიტიური ეფექტი ანტი-Xa ფაქტორის აქტივობაზე აღინიშნა შედედების ტესტებზე (PT, aPTT) ყოველგვარი დამატებითი ეფექტების გარეშე. ენოქსაპარინი ზეგავლენას არ ახდენდა რივაროქსაბანის ფერმაკოკინეტიკაზე.

სისხლდენის მომატებული რისკის გამო, აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები პარალელურად მკურნალობენ ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტით (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID) / თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები

სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშნა რივაროქსაბანისა (15 მგ) და 500 მგ ნაპროქსენის ერთდროულად გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, შეიძლება იყვნენ პირები უფრო გამოხატული ფარმაკოდინამიკური პასუხით.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური თუ ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა რივაროქსაბანის გამოყენებისას 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავსთან ერთად.

კლოპიდოგრელმა (300 მგ დატვირთვის დოზა და შემდეგ 75 მგ შემანარჩუნებელი დოზა) არ აჩვენა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება რივაროქსაბანთან (15 მგ), თუმცა სისხლდენის დროის მნიშვნელოვანი მომატება აღინიშნა პაციენტების ქვეჯგუფში, რაც არ კორელირებდა თრომბოციტების აგერგაციასთან, P-სელექტინის ან GPIIb/IIIa რეცეპტორის დონეებთან.

სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია პაციენტების მკურნალობისას არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან ერთად, ვინაიდან აღნიშნული სამკურნალო პრეპარატები ტიპიურად ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) / ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SNRI)

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტებში სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (SSRI) ან ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (SNRI) თანმხლები გამოყენებისას არსებობს სისხლდენების მომატებული რისკი, თრომბოციტებზე მათი ზემოქმედების გამო. რივაროქსაბანის კლინიკურ პროგრამაში ერთად გამოყენებისას, მკურნალობის ყველა ჯგუფში აღინიშნა ჭარბი ან კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელობანი სისხლდენების რიცხობრივად უფრო მაღალი მაჩვენებლები.

ვარფარინი

K ვიტამინის ანტაგონისტი ვარფარინიდან (INR 2.0-3.0) რივაროქსაბანზე (20 მგ) ან რივაროქსაბანიდან (20 მგ) ვარფარინზე (INR 2.0-3.0) გადასვლამ გაზარდა პროთრომბინის დრო/INR (ნეოპლასტინი) უფრო მეტად, ვიდრე ადიტიურად (ინდივიდუალური INR მაჩვენებლები 12-მდე), მაშინ როდესაც ზეგავლენა aPTT-ზე, Xa ფაქტორის აქტივობის და ენდოგენური თრომბინის პოტენციალის ინჰიბირებაზე იყო ადიტიური.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველია რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის შემოწმება გადასვლის პერიოდში, შესაძლებელია ანტი-Xa ფაქტორის აქტივობის, PiCT და ჰეპტესტის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნულ ტესტებზე ვარფარინი ზეგავლენას არ ახდენს. ვარფარინის ბოლო დოზიდან მეოთხე დღეს, ყველა ტესტი (PT, aPTT, Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირების და ETP-ს ჩათვლით) ასახავდა მხოლოდ რივაროქსაბანის ეფექტს.

თუ სასურველია ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტის შემოწმება გადასვლის პერიოდში, შეიძლება INR-ის გაზომვების გამოყენება რივაროქსაბანის Ctrough-ზე (24 საათი რივაროქსაბანის წინა დოზის მიღების შემდეგ), რადგან აღნიშნულ ტესტზე რივაროქსაბანი ახდენს მინიმალურ ზემოქმედებას ამ დროის მომენტში.

ვარფარინსა და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა.

CYP3A4 სტიმულატორები

რივაროქსაბანის გამოყენებამ CYP3A4-ის ძლიერ სტიმულატორთან რიფამპიცინთან ერთად გამოიწვია საშუალო AUC-ის დაახლოებით 50%-ით შემცირება, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელური შემცირებით. რივაროქსაბანის თანმხლებმა გამოყენებამ სხვა ძლიერ CYP3A4 სტიმულატორებთან ერთად (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum)) ასევე შეიძლება გამოიწვიოს რივაროქსაბანის შემცირებული პლაზმური კონცენტრაციები. შესაბამისად, CYP3A4 ძლიერი სტიმულატორების თანმხლები გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ იქნება თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების საგულდაგულო კონტროლის ქვეშ.

სხვა თანმხლები თერაპიები

კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური თუ ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ აღინიშნა რივაროქსაბანის გამოყენებისას მიდაზოლამთან (CYP3A4-ის სუბსტრატი), დიგოქსინთან (P-gp-ის სუბსტრატი), ატორვასტატინთან (CYP3A4-ისა და P-gp-ს სუბსტრატი) ან ომეპრაზოლთან (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად. რივაროქსაბანი არც აინჰიბირებს და არც ასტიმულირებს ნებისმიერ მთავარ CYP იზოფორმებს, როგორიცაა CYP3A4.

კლინიკურად შესაბამისი ურთიერთქმედება საკვებთან არ დაფიქსირებულა (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

ლაბორატორიული პარამეტრები

რივაროქსაბანის მოქმედების მექანიზმი გავლენას ახდენს შედედების პარამეტრებზე (მაგალითად, PT, aPTT, ჰეპტესტი) როგორც მოსალოდნელი იყო (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

ჭარბი დოზა

აღწერილია 660 მგ-მდე დოზის გადაჭარბების იშვიათი შემთხვევები სისხლდენის გართულებების ან სხვა გვერდითი რეაქციების გარეშე. შეზღუდული აბსორბციის გამო 50 მგ ან მეტი რივაროქსაბანის სუპრათერაპიულ დოზებზე მოსალოდნელია ზღვრული ეფექტი საშუალო პლაზმური ექსპოზიციის შემდგომი გაზრდის გარეშე.

რივაროქსაბინის ფარმაკოდინამიკური ეფექტის საწინააღმდეგო სპეციფიკური მანეიტრალიზებელი საშუალება (ანდექსანეტ ალფა) ხელმისაწვდომია (იხილეთ ანდექსანეტ ალფას პროდუქტის ზოგადი დახასიათება).

რივაროქსაბანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განხილული იყოს აქტივირებული ნახშირის გამოყენება აბსორბციის შესამცირებლად.

სისხლდენის მართვა

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს, რომელიც ღებულობს რივაროქსაბანს, განუვითარდება სისხლდენის გართულება, რივაროქსაბანის მომდევნო დოზის მიღება უნდა გადაიდოს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს საჭიროებისამებრ. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 5-დან 13 საათამდე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). მართვა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად სისხლდენის სიმძიმისა და ლოკალიზაციის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა, როგორიცაა მექანიკური შეკუმშვა (მაგალითად, მძიმე ეპისტაქსის დროს), ქირურგიული ჰემოსტაზი სისხლდენის კონტროლის პროცედურებით, სითხის ჩანაცვლება და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის პროდუქტები (შეფუთული წითელი უჯრედები ან ახლად გაყინული პლაზმა, რაც დამოკიდებულია ასოცირებულ ანემიაზე ან კოაგულოპათიაზე) ან თრომბოციტები.

თუ სისხლდენის კონტროლი შეუძლებელია ზემოაღნიშნული ზომებით, განიხილება Xa ფაქტორის ინჰიბიტორის სპეციფიკური მანეიტრალიზებელი საშუალების (ანდექსანეტ ალფა) მიღება, რომელიც ახდენს რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის ანტაგონიზებას, ან სპეციფიკური პროკოაგულანტის მანეიტრალიზებელი საშუალების გამოყენება, როგორიცაა პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი (PCC), აქტივირებული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი (APCC) ან რეკომბინანტული ფაქტორი VIIa (r-FVIIa). თუმცა, ამჟამად არსებობს ძალიან შეზღუდული კლინიკური გამოცდილება აღნიშნული პრეპარატების გამოყენების შესახებ იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს. რეკომენდაცია ასევე ეფუძნება შეზღუდულ არაკლინიკურ მონაცემებს. რეკომბინანტული ფაქტორი VIIa -ს ხელახალი დოზირება უნდა იქნას გათვალისწინებული და ტიტრირდება სისხლდენის გაუმჯობესების მიხედვით. ადგილობრივი ხელმისაწვდომობის მიხედვით, მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში განიხილება კოაგულაციის ექსპერტთან კონსულტაცია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მოსალოდნელია, რომ პროტამინის სულფატი და K ვიტამინი არ იმოქმედებს რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე. არსებობს შეზღუდული გამოცდილება ტრანექსამინის მჟავასთან დაკავშირებით, თუმცა არ არსებობს გამოცდილება ამინოკაპრონის მჟავასთან და აპროტინინთან დაკავშირებით იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს. არ არსებობს არც მეცნიერული დასაბუთება სარგებელთან დაკავშირებით და არც გამოცდილება სისტემური ჰემოსტატიკური დესმოპრესინის გამოყენების შესახებ იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს. პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო, არ არის მოსალოდნელი, რომ რივაროქსაბანი იყოს დიალიზებადი.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

გამჭვირვალე PVC / PE / PVDC - ალუმინის ბლისტერები (პირველადი შეფუთვა) და მუყაოს კოლოფები (მეორეული შეფუთვა).

5 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 5 ტაბლეტი/1 ბლისტერი/1 კოლოფი

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 10 ტაბლეტი/1 ბლისტერი/1 კოლოფი

30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 30 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი

100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 100 ტაბლეტი/10 ბლისტერი/1 კოლოფი

დოზირების სხვა ფარმაცევტული ფორმები:

ვაქსატო 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 56 და 168 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით

ვაქსატო 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 28 და 42 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით

ვაქსატო 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით

ვარგისობის ვადა: 2 წელი

ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი / თურქეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: B01AF01

მოქმედების მექანიზმი

რივაროქსაბანი არის Xa ინჰიბიტორის ძალზე სელექტიური პირდაპირი ინჰიბიტორი პერორალური ბიოშეღწევადობით. Xa ფაქტორის ინჰიბირება არღვევს სისხლის კოაგულაციის კასკადის შიდა და გარე გზებს, აინჰიბირებს რა თრომბინის წარმოქმნას და თრომბების განვითარებას. რივაროქსაბანი არ აინჰიბირებს თრომბინს (აქტივირებული ფაქტორი II) და ზეგავლენას არ ახდენს თრომბოციტებზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

შეწოვა

რივაროქსაბანი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) ვლინდება ტაბლეტის მიღებიდან 2-4 საათის შემდეგ.

რივაროქსაბანის პერორალური შეწოვა თითქმის სრულია და პერორალური ბიოშეღწევადობა არის მაღალი (80-100%) 2.5 მგ და 10 მგ ტაბლეტის დოზისათვის, და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას რივაროქსაბანის AUC-ზე ან Cmax-ზე 2.5 მგ და 10 მგ დოზაზე. რივაროქსაბანის 2.5 მგ და 10 მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია 15 მგ-მდე დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში. უფრო მაღალი დოზებით რივაროქსაბანი ავლენს დაშლის შეზღუდულ აბსორბციას შემცირებული ბიოშეღწევადობით და შეწოვის სიჩქარის შემცირებით გაზრდილ დოზაზე. ეს უფრო გამოხატულია უზმოზე, ნაკვებ მდგომარეობასთან შედარებით. რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკის ვარიაბელობა ზომიერია, ინტერინდივიდუალური ვარიაბელობით (CV%) 30-40% დიაპაზონში, გარდა ქირურგული ჩარევის დღისა და მომდევნო დღისა, როდესაც ზემოქმედების ვარიაბელობა მაღალია (70%).

რივაროქსაბანის შეწოვა დამოკიდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი გამოთავისუფლების ადგილზე. AUC და Cmax-ის 29% და 56% დაქვეითება, ტაბლეტთან შედარებით, აღინიშნა რივაროქსაბანი გრანულატის პროქსიმალურ წვრილ ნაწლავში გამოთავისუფლებისას. ზემოქმედება შემდგომ მცირდება რივაროქსაბანის გამოთავისუფლებისას დისტალურ წვრილ ნაწლავში, ან აღმავალ მსხვილ ნაწლავში. შესაბამისად, რივაროქსაბანის შეყვანა კუჭის დისტალურად არ შეიძლება, ვინაიდან ამ დროს შესაძლებელია შემცირებული შეწოვა და რივაროქსაბანის შესაბამისი ზემოქმედება.

ბიოშეღწევადობა (AUC და Cmax) მსგავსი იყო პერორალურად მიღებული 20 მგ რივაროაქსაბანის შემთხვევაში, როგორც დაფშვნილი ტაბლეტი შერეული ვაშლის პიურეში, ან გახსნილი წყალში და შეყვანილი კუჭის ზონდის საშუალებით თხევადი საკვების მიყოლებით, მთლიან ტაბლეტთან შედარებით. რივაროქსაბანის პროგნოზირებადი, დოზა-პროპორციული ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით, წინამდებარე კვლევით მიღებული ბიოშეღწევადობის შედეგები ნაკლება ეხება რივაროქსაბანის დაბალ დოზებს.

განაწილება

ადამიანებში პლაზმის ცილების შეკავშირება მაღალია და წარმოდგენილია დაახლოებით 92-95%-ზე, ძირითადი შემაკავშირებელი კომპონენტი არის შრატის ალბუმინი. განაწილების მოცულობა ზომიერია, Vss დაახლოებით 50 ლიტრი იყო.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

რივაროქსაბანის მიღებული დოზიდან, დაახლოებით 2/3 განიცდის მეტაბოლურ დაშლას, შემდეგ ნახევარი გამოიყოფა თირკმლისმიერი გზით, ხოლო მეორე ნახევარი - განავალით. შეყვანილი დოზის 1/3 კი განიცდის პირდაპირ თირკმლოვან ექსკრეციას შეუცვლელი აქტიური ნივთიერების სახით შარდში, ძირითადად აქტიური თირკმლისმიერი სეკრეციის გზით.

რივაროქსაბანი მეტაბოლიზდება CYP3A4, CYP2J2 და CYP-დამოუკიდებელი მექანიზმებით. მორფოლინონის წილის ჟანგვითი დაშლა და ამინო კავშირების ჰიდროლიზი არის ბიოტრანსფორმაციის ძირითადი უბნები. In vitro კვლევების საფუძველზე რივაროქსაბანი წარმოადგენს ტრანსპორტიორს ცილების P-gp (P-გლიკოპროტეინი) და Bcrp (ძუძუს კიბოს რეზისტენტობის ცილა) სუბსტრატს.

შეუცვლელი სახით რივაროქსაბანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთი ადამიანის პლაზმაში, წარმოდგენილი მთავარი ან აქტიური ცირკულირებადი მეტაბოლიტების გარეშე. სისტემური კლირენსით დაახლოებით 10 ლ/სთ, რივაროქსაბანი შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორს დაბალი-კლირენსის ნივთიერება. 10 მგ დოზის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით არის 4.5 საათი. პერორალური მიღების შემდეგ გამოყოფა ხდება შეზღუდული შეწოვის ხარისხით. პლაზმიდან რივაროქსაბანის გამოყოფა ხორციელდება ნახევარგამოყოფის პერიოდით 5-9 საათი ახალგაზრდა სუბიექტებში და ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით - 11-13 საათში ხანდაზმულებში.

განსაკუთრებული პოპულაცია

სქესი

მამაკაცებსა და ქალებში ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ აღინიშნა.

ხანდაზმული პოპულაცია

ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნა უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, დაახლოებით 1.5-ჯერ უფრო მაღალი საშუალო AUC მაჩვენებლით, რაც ძირითადად გამოწვეულია შემცირებული (აშკარა) საერთო და თირკმლის კლირენსით. დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სხვადასხვა წონითი კატეგორიები

სხეულის ძალიან მცირე ან დიდი წონა (<50 კგ ან > 120 კგ) მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას ახდენს სისხლის პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციაზე (განსხვავება შეადგენს 25%-ზე ნაკლებს). დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ეთნიკური განსხვავებები

კავკასიელ, აფრო-ამერიკელ, ლათინოამერიკელ, იაპონელ ან ჩინელ პაციენტებში, რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკასთან მიმართებაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ინტერეთნიკური განსხვავებები არ აღინიშნა.

ღვიძლის დისფუნქცია

ციროზის მქონე პაციენტებმა ღვიძლის მსუბუქი უკმარისობით (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციის A კლასი) გამოავლინეს რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკის მხოლოდ მცირე ცვლილებები (რივაროქსაბანის AUC-ის საშუალოდ 1.2-ჯერ მომატება), რაც დაახლოებით იგივეა, რაც მათ შესატყვის ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფში. ციროზის მქონე პაციენტები ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ პიუს კლასიფიკაციის B კლასი), რივაროქსაბანის საშუალო AUC მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2.3-ჯერ ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. არაშეკავშირებული AUC გაიზარდა 2.6-ჯერ. ასეთ პაციენტებში ასევე აღინიშნა თირკმლისმიერი გზით რივაროქსაბანის გამოყოფის შემცირება, თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტების მსგავსად. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირება გაიზარდა 2.6-ჯერ ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით; PT-ს გახანგრძლივება ასევე მსგავსად გაიზარდა 2.1-ჯერ. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები უფრო მგრძნობიარენი იყვნენ რივაროქსაბანის მიმართ, უფრო მკვეთრი PK/PD კავშირით კონცენტრაციასა და PT-ს შორის.

ვაქსატო უკუნაჩვენებია კოაგულოპათიასა და კლინიკურად გამოხატული სისხლდენების რისკთან ასოცირებული ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით ჩაილდ პიუს კლასიფიკაციის B და C კლასებით) (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

თირკმლის უკმარისობა

რივაროქსაბანის ექსპოზიციის გაზრდა კორელირებდა თირკმლის ფუნქციის შემცირებასთან, რაც შეფასდა კრეატინინის კლირენსის განსაზღვრით. თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ), ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პირებში, რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციები (AUC) გაიზარდა 1.4-ჯერ, 1.5-ჯერ და 1.6-ჯერ. ფარმაკოდინამიკური ეფექტების შესაბამისი გაძლიერება უფრო მეტად გამოხატული იყო. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში Xa ფაქტორის საერთო ინჰიბირება გაიზარდა 1.5-ჯერ, 1.9-ჯერ და 2.0-ჯერ შესაბამისად ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით; პროთრომბინის დროის (PT) გახანგრძლივება მსგავსად გაიზარდა 1.3-ჯერ, 2.2-ჯერ და 2.4-ჯერ შესაბამისად. < 15 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

რივაროქსაბანის პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გათვალისწინებით, დიალიზის გზით მისი გამოყოფა მოსალოდნელი არ არის.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული < 15 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში. ვაქსატო სათანადო სიფრთხილით გამოიყენება 15-29 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში (იხლეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პაციენტებში

პაციენტებში, რომლებიც რივაროქსაბანს ღებულობენ ვენური თრომბოემბოლიის (VTE) სამკურნალოდ დოზით 10 მგ დღეში ერთხელ, გეომეტრიული საშუალო კონცენტრაცია (90% პროგნოზირების ინტერვალი) დოზირებიდან 2-4 სთ და 24 საათის შემდეგ (რაც უხეშად წარმოადგენდა მაქსიმალურ და მინიმალურ კონცენტრაციებს დოზირების ინტერვალის დროს) იყო 101 (7-273) და 14 (4-51) მკგ/ლ, შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური კავშირი

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური (PK/PD) კავშირი რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციასა და რამდენიმე PD ბოლო წერტილს შორის (Xa ფაქტორის ინჰიბირება, PT, aPTT, Heptest) შეფასდა დოზების ფართო დიაპაზონის გამოყენების შემდეგ (5 - 30 მგ დღეში ორჯერ). კავშირი რივაროქსაბანის კონცენტრაციასა და Xa ფაქტორის აქტივობას შორის საუკეთესოდ იყო აღწერილია Emax მოდელით. პროთრომბინის დროის (PT) შემთხვევაში, ხაზოვანი გადაკვეთის მოდელი ინფორმაციას უკეთ აღწერდა. პროთრომბინის დროის (PT) გამოყენებული სხვადასხვა რეაგენტების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დახრილობა. ნეოპლასტინის პროთრომბინის დროის (PT) გამოყენებისას, საწყისი პროთრომბინის დრო (PT) იყო 13 წამი, ხოლო დახრა დაახლოებით იყო 3-4 წამი (100 მკგ/ლ). PK/PD ანალიზის შედეგები II და III ფაზის დროს ჯანმრთელ პირებში დადგენილი მონაცემები შესაბამისი იყო. პაციენტებში საბაზისო Xa ფაქტორსა და PT-ზე გავლენას ახდენდა ქირურგიული ჩარევა, რამაც გამოიწვია სხვაობა კონცენტრაცია-პროთრომბინის დროის (PT) დახრაში დღის პოსტოპერაციულ და მდგრად მდგომარეობას შორის.

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ვაქსატო 10 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ფორმულა:

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რივაროქსაბანს აქტიური ნივთიერების სახით; ტიტანის დიოქსიდსა (E171) და რკინის წითელ ოქსიდს (E172) საღებავის სახით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები.

ჩვენებები:

ვენური თრომბოემბოლიის (VTE) პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა, აგრეთვე ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის პრევენცია მოზრდილებში (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ ჰემოდინამიკურად არასტაბილური ფილტვის ემბოლიის (PE) მქონე პაციენტებისათვის).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.

აქტიური კლინიკურად გამოხატული სისხლდენა.

კერები ან მდგომარეობები, თუ ძლიერი სისხლდენის გამოხატულ რისკად ითვლება. ეს შეიძლება იყოს მიმდინარე ან ახლო წარსულში გადატანილი კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენების მაღალი რისკის მქონე ავთვისებიანი სიმსივნეების არსებობა, თავის ან ზურგის ტვინის ახლახანს მიღებული ტრავმები, ახლო წარსულში ჩატარებული ოპერაცია თავისა და ზურგის ტვინსა და თვალზე, ახლახანს გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა, საყლაპავის დადასტურებული ან საეჭვო ვარიკოზი, არტერიოვენური განვითარების მანკები, სისხლძარღვების ანევრიზმები ან დიდი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრალური ვასკულარული პათოლოგიები.

თანმხლები მკურნალობა ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტით, მაგალითად, არაფრაქციული ჰეპარინით (UFH), დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინებით (ენოქსაპარინი, დალტეპარინი და სხვა), ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), პერორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, აპიქსაბანი და სხვა) გარდა ანტიკოაგულაციური თერაპიის შეცვლის სპეციფიკური გარემოებებისა (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“) ან როდესაც არაფრაქციული ჰეპარინი (UFH) გამოიყენება ისეთი დოზებით, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის შესანარჩუნებლად (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედებები“).

კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენების რისკთან ასოცირებული ღვიძლის დაავადება, ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით ჩაილდ პიუს კლასიფიკაცის B და C კლასით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ორსულობა და ძუძუთი კვება (იხილეთ პუნქტი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“).

გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები:

მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რეკომენდებულია კლინიკური მეთვალყურეობა ანტიკოაგულაციური პრაქტიკის შესაბამისად.

ჰემორაგიული რისკი

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტებში, რომლებიც ვაქსატოს ღებულობენ, აუცილებელია სისხლდენის ნიშნებზე დაკვირვება. რეკომენდებულია სათანადო სიფრთხილის ზომების დაცვა სისხლდენების მომატებული რისკის არსებობისას. ვაქსატოს მიღება უნდა შეწყდეს მძიმე სისხლდენის განვითარების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“).

კლინიკურ კვლევებში ლორწოვანიდან სისხლდენა (მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, შარდსასქესო გზებიდან სისხლდენა, ვაგინალური ან მომატებული მენსტრუალური სისხლდენების ჩათვლით) და ანემია უფრო ხშირად აღინიშნა რივაროქსაბანით ხანგრძლივი მკურნალობისას VKA მკურნალობასთან შედარებით. შესაბამისად, ადექვატური კლინიკური ზედამხედველობის გარდა, ასევე მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის ლაბორატორიული ტესტირება ფარული სისხლდენების გამოსავლენად და ღია სისხლდენების კლინიკური მნიშვნელობის რაოდენობრივი შეფასებისათვის, თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება.

პაციენტთა რამდენიმე ქვეჯგუფი, როგორც ეს აღწერილია ზემოთ დეტალურად, წარმოდგენილნი არიან სისხლდენების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. აღნიშნულ პაციენტებში, მკურნალობის დაწყების შემდეგ აუცილებელია სისხლდენის გართულებებისა და ანემიის ნიშნებისა და სიმპტომების საგულდაგულო მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი „გვერდითი / არასასურველი მოვლენები“). იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ვაქსატოს ვენური თრომბოემბოლიის (VTE) პრევენციისთვის შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციის შედეგად, აღნიშნული შესაძლებელია შესრულდეს პაციენტების რეგულარული ფიზიკური გასინჯვით, ქირურგიული ჭრილობის დრენაჟის ახლო დაკვირვებით და ჰემოგლობინის პერიოდული გაზომვით.

ჰემოგლობინის ან არტერიული წნევის აუხსნელი დაქვეითების დროს აუცილებელია სისხლდენის უბნის მოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ რივაროქსაბანით მკურნალობა არ საჭიროებს ექსპოზიციის რუტინულ მონიტორინგს, რივაროქსაბანის დონეები განსაზღვრული კალიბრაციული რაოდენობრივი Xa ანტი-ფაქტორის კვლევით შეიძლება სასარგებლო იყოს გამონაკლის სიტუაციებში, სადაც რივაროქსაბანის ზემოქმედების შესახებ მონაცემებს შეუძლია დახმარება კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ჭარბი დოზირება და გადაუდებელი ოპერაცია (იხილეთ პუნქტები „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

თირკმლის უკმარისობა

პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), რივაროქსაბანის პლაზმური დონეები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს (საშუალოდ 1.6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის განვითარების რისკი. ვაქსატო სათანადო სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 15-29 მლ/წთ. გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ვაქსატო სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30 – 49 მლ/წთ), რომლებიც ასევე ღებულობენ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციების გამზრდელ სხვა სამკურნალო პრეპარატებს (იხილეთ პუნქტი „პრეპარტების ურთიერთქმედება“).

პრეპარატების ურთიერთქმედება

ვაქსატოს გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თანმხლებ სისტემურ მკურნალობა აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებებით (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოზაკონაზოლი) ან აივ პროტეაზა ინჰიბიტორებით (მაგალითად, რიტონავირი). აღნიშნული აქტიური ნივთიერებები არის CYP3A4 და P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორები და შეუძლიათ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციების მომატება კლინიკურად მნიშვნელოვან ხარისხამდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენების განვითარების რისკის გაზრდა (იხილეტ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები პარალელურად მკურნალობენ ჰემოსტაზზე მოქმედი ისეთი სამკურნალო პრეპარატებით, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs), აცეტილსალიცილის მჟავა და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები ან სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs), და სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SNRIs). კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის მიზანშეწონილია შესაფერისი პროფილაქტიკური მკურნალობა (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

სხვა ჰემორაგიული რისკ ფაქტორები

სხვა ანტითრომბოზული საშუალებების მსგავსად, რივაროქსაბანი არ არის რეკომენდებული პაციენტებში სისხლდენების მომატებული რისკით, როგორიცაა:

სისხლდენების თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები

არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზია

კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადება აქტიური დაწყლულების გარეშე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის გართულებები (მაგალითად, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ეზოფაგიტი, გასტრიტი და გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება)

სისხლძარღვოვანი რეტინოპათია

ბრონქოექტაზი ან ფილტვებში სისხლდენის ანამნეზი.

პაციენტები სარქვლის პროთეზებით

რივაროქსაბანის გამოყენება არ შეიძლება თრომბოპროფილაქტიკისათვის იმ პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაიტარეს აორტული სარქვლის ტრანსკათეტერული ჩანაცვლება (TAVR). რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი პაციენტებში გულის სარქვლის პროთეზებით; შესაბამისად, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ვაქსატო უზრუნველყოფს ადექვატურ ანტიკოაგულაციურ თერაპიას პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში. ვაქსატოთი მკურნალობა არ არის რეკომენდებული აღნიშნული პაციენტებისათვის.

პაციენტები ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით

პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები (DOAC), რივაროქსაბანის ჩათვლით, არ არის რეკომენდებული პაციენტებისათვის თრომბოზის ანამნეზით, რომლებსაც დაესვათ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი. განსაკუთრებით იმ პაციენტებისათვის, რომლებიც სამმაგად არიან დადებითი (მგლურას ანტიკოაგულანტის, ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულების, და ანტი-ბეტა 2-გლიკოპროტეინის I ანტისხულების მიმართ), პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტებით (DOAC) მკურნალობა შეიძლება ასოცირებული იყოს მორეციდივე თრომბოზული მოვლენების მომატებულ სიხშირესთან K ვიტამინის ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით.

ბარძაყის მოტეხილობის ოპერაცია

რივაროქსაბანი არ არის შესწავლილი ინტერვენციულ კლინიკურ კვლევებში იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ ბარძაყის მოტეხილობის ოპერაცია, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად.

ჰემოდინამიკურად არასტაბილური ფილტვის ემბოლიის (PE) მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ თრომბოლიზს ან ფილტვის ემბოლექტომიას

ვაქსატო არ არის რეკომენდებული არაფრაქციული ჰეპარინის ალტერნატივის სახით პაციენტებში ფილტვის ემბოლიით, რომლებიც არიან ჰემოდინამიკურად არასტაბილური ან შეიძლება ჩაიტარონ თრომბოლიზი ან ფილტვის ემბოლექტომია, ვინაიდან აღნიშნულ კლინიკურ სიტუაციებში რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.

სპინალური/ეპიდურული ანესთეზია ან პუნქცია

ნეიროაქსიალური ანესთეზიის (სპინალური/ეპიდურული ანესთეზია) ან სპინალური/ეპიდურული პუნქციის შესრულების შემთხვევაში, პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ანტითრომბოზული საშუალებებით თრომბოემბოლიური გართულებების პრევენციისათვის, დგანან ეპიდურული ან სპინალური ჰემატომის განვითარების რისკის წინაშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ან პერმანენტული დამბლა. აღნიშნული მოვლენების რისკი შეიძლება გაიზარდოს მუდმივი ეპიდურული კათეტერების პოსტ-ოპერაციული გამოყენებით ან ჰემოსტაზზე მოქმედი სამკურნალო პრეპარატების თანმხლები გამოყენებით. რისკი ასევე შეიძლება გაიზარდოს ტრავმული ან განმეორებითი ეპიდურული ან სპინალური პუნქციით. ასეთ პაციენტებში აუცილებელია ნევროლოგიური დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების ხშირი მონიტორინგი (მაგალითად, ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავებისა თუ შარდის ბუშტის დისფუნქცია). ნევროლოგიური აშლილობის შემთხვევაში, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტირება და მკურნალობა. ნეიროაქსიალური ინტერვენციის წინ ექიმმა უნდა გაითვალისწინებოს პოტენციური სარგებელი და რისკი ანტიკოაგულირებულ პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებმაც უნდა ჩაიტარონ ანტიკოაგულაცია თრომბოპროფილაქტიკისათვის.

რივაროქსაბანისა და ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიის ან სპინალური პუნქციის თანმხლებ გამოყენებასთან ასოცირებული სისხლდენების განვითარების პოტენციური რისკის შესამცირებლად, გასათვალისწინებელია რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკური პროფილი. ეპიდურული კათეტერის ჩადგმა ან ამოღება ან ლუმბალური პუნქცია ყველაზე უკეთ სრულდება იმ შემთხვევაში, თუ რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციური ეფექტი დაბალია (იხილეთ პუქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ეპიდურული კათეტერის ამოღებამდე რივაროქსაბანის ბოლო მიღებიდან უნდა გავიდეს სულ მცირე 18 საათი ახალგაზრდა პაციენტებში. კათეტერის ამოღების შემდეგ უნდა გავიდეს სულ მცირე 6 საათი რივაროქსაბანის მომდევნო დოზის მიღებამდე.

ტრავმური პუნქციის შემთხვევაში, რივაროქსაბანის შეყვანა უნდა გადაიდოს 24 საათით.

დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ინვაზიური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევის წინ და შემდეგ, გარდა შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციისა

იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ინვაზიური პროცედურა ან ქირურგიული ჩარევა, ვაქსატო 10 მგ-ს მიღება უნდა შეწყდეს სულ მცირე 24 საათით ინტერვენციამდე, თუ შესაძლებელია და ექიმის კლინიკური შეფასების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ პროცედურის გადადება შეუძლებელია, უნდა შეფასდეს სისხლდენის მომატებული რისკი და ინტერვენციის გადაუდებლობა.

ვაქსატოს მიღება უნდა განახლდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური მდგომარეობა და დამყარებულია ადექვატური ჰემოსტაზი, განსაზღვრული მკურნალი ექიმის მიერ (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ხანდაზმულები

ასაკის ზრდასთან ერთად შეიძლება გაიზარდოს ჰემორაგიული რისკი (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

დერმატოლოგიური რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის და DRESS სინდრომის ჩათვლით, ფიქსირდება პოსტ-მარკეტინგული ზედამხედველობის დროს რივაროქსაბანის გამოყენებასთან კავშირში (იხილეთ პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). პაციენტები აღნიშნული რეაქციების მაქსიმალური რისკის წინაშე არიან თერაპიის დასაწყისში: უმრავლეს შემთხვევებში რეაქციები ვითარდება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. რივაროქსაბანის მიღება უნდა შეწყდეს კანზე მძიმე გამონაყარის პირველივე ნიშნების (მაგალითად გავრცელება, ინტენსიური გამონაყარი და/ან ბუშტუკების წარმოქმნა), ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოვლენისთანავე, ლორწოვანის კერებთან ერთად.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულ ქალებში, რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რეპროდუქციული ტოქსიკურობის, სისხლდენის დამახასიათებელი რისკის გამო და ვინაიდან რივაროქსაბანი კვეთს პლაცენტას, ვაქსატო უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“).

რეპროდუქციული ასაკის ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას რივაროქსაბანით მკურნალობის დროს.

ძუძუთი კვება

მეძუძურ დედებში, რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. ცხოველებიდან მიღებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ რივაროქსაბანი გამოიყოფა რძეში. შესაბამისად, ვაქსატო უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს (იხილეთ პუნქტი „უკუჩვენებები“). ძუძუთი კვების ან მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული.

ფერტილობა

რივაროქსაბანის ფერტილობაზე ზეგავლენის შემსწვალელი კვლევები ადამიანებში არ ჩატარებულა. მამრი და მდედრი ვირთხების ფერტილობის შემსწავლელ კვლევებში ეფექტი არ აღინიშნა.

ავტომობილის მართვისა და სხვა მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

რივაროქსაბანს გააჩნია მცირე ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. ფიქსირდება ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სინკოპე (სიხშირე: უცნობი) და თავბრუსხვევა (სიხშირე: ხშირი) (იხილეთ პუნქტი „გვერდითი / არასასურველი მოვლენები“). ასეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ან მანქანა-დანადგარებთან მუშაობა არ შეიძლება.

გვერდითი / არასასურველი მოვლენები:

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

რივაროქსაბანის უსაფრთხოება შეფასდა ცამეტ III ფაზის კვლევაში 53,103 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ რივაროქსაბანს (იხილეთ ცხრილი 1).

ცხრილი 1: გამოკვლეული პაციენტების რაოდენობა, საერთო დღიური დოზა და მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა III ფაზის კვლევებში

ჩვენება

პაციენტების რაოდენობა*

საერთო დღიური დოზა

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენცია მოზრდილებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია

6,097

10 მგ

39 დღე

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პროფილაქტიკა დაავადებულ პაციენტებში

3,997

10 მგ

39 დღე

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT), ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და რეციდივების პრევენცია

6,790

დღე 1-21: 30 მგ

დღე 22 და შემდეგ: 20 მგ

სულ მცირე 6 თვის შემდეგ: 10 მგ ან 20 მგ

21 თვე

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პრევენცია პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაციით

7,750

20 მგ

41 თვე

ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ (ACS)

10,225

5 მგ ან 10 მგ შესაბამისად, მიღებული ASA ან ASA პლუს კლოპიდოგრელთან ან ტიკლოპიდინთან

31 თვე

ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია პაციენტებში CAD/PAD-ით

18,244

5 მგ მიღებული ASA-თან ერთად ან 10 მგ ცალკე

47 თვე

  • პაციენტები რივაროქსაბანის სულ მცირე ერთი დოზის ზემოქმედებით

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც რივაროქსაბანს რებულობდნენ, იყო სისხლდენა (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა“) (ცხრილი 2). ყველაზე ხშირად განვითარებული სისხლდენა იყო ცხვირიდან (4.5%) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (3.8%).

ცხრილი 2: სისხლდენისა* და ანემიის სიხშირე რივაროქსაბანით ზემოქმედებისას დასრულებულ III ფაზის კვლევებში

ჩვენება

ნებისმიერი სისხლდენა

ანემია

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციას

პაციენტების 6.8%

პაციენტების 5.9%

ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პროფილაქტიკა დაავადებულ პაციენტებში

პაციენტების 12.6%

პაციენტების 2.1%

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT), ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და რეციდივების პრევენცია

პაციენტების 23%

პაციენტების 1.6%

ინსულტის და სისტემური ემბოლიის პრევენცია პაციენტებში არასარქვლოვანი წინაგულოვანი ფიბრილაციით

წელიწადში 100 პაციენტიდან 28

წელიწადში 100 პაციენტიდან 2.5

ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ (ACS)

წელიწადში100 პაციენტიდან 22

წელიწადში 100 პაციენტიდან 1.4

ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენცია პაციენტებში CAD/PAD-ით

წელიწადში 100 პაციენტიდან 6.7

წელიწადში 100 პაციენტიდან 0.15 **

  • რივაროქსაბანის ყველა კვლევისათვის სისხლდენის ყველა მოვლენა გროვდება, ფიქსირდება და განიხილება.
  • * COMPASS კვლევაში, აღინიშნა ანემიით ავადობის დაბალი სიხშირე, ვინაიდან გვერდითი მოვლენების შესაგროვებლად გამოიყენებოდა შერჩევითი მიდგომა.

გვერდითი მოვლენების ტაბულირებული ცხრილი

რივაროქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე შეჯამებულია შემდეგ მე-3 ცხრილში სისტემათა ორგანოების კლასების (MedDRA-ში) და სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10)

ხშირი (≥1/100; < 1/10)

არახშირი (≥1/1,000; <1/100)

იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება)

ცხრილი 3: ყველა გვერდითი მოვლენა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში III ფაზის კლინიკურ კვლევებში ან პოსტ-მარკეტინგული გამოყენების* დროს

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია (შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების ჩათვლით)

თრომბოციტოზი (მომატებული თრომბოციტების ჩათვლით)A

თრომბოციტოპენია

იმუნური სისტემის დარღვევები

ალერგიული რეაქცია, ალერგიული დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება

ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით

ნერვული სისტემის დარღვევები

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი

თავის ტვინში და ინტრაკრანიალური სისხლდენა, სინკოპე

მხედველობის დარღვევები

თვალში სისხლჩაქცევა (კონიუქტივის სისხლჩაქცევის ჩათვლით)

გულის მხრივ დარღვევები

ტაქიკარდია

სისხლძარღვების მხრივ დარღვევები

ჰიპოტენზია,

ჰემატომა

სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყრის დარღვევები

ცხვირიდან სისხლდენა, ჰემოფთიზი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავში სისხლდენა (რექტალური ჰემორაგიის ჩათვლით), გასტროინტესტინალური და მუცლის ტკივილები, დისპეფსია, გულისრევა, შეკრულობაA, ფაღარათი, პირღებინებაA

პირის სიმშრალე

ჰეპატობილიარული დარღვევები

ტრანსამინაზების მომატება

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მომატებული ბილირუბინი, სისხლში მომატებული ტუტე ფოსფატაზაA, მომატებული GGTA

სიყვითლე, მომატებული კონიუგირებული ბილირუბინი (ალტ-ს თანმხლები მომატებით ან მის გარეშე), ქოლესტაზი, ჰეპატიტი (ჰეპატოცელულარული დაზიანების ჩათვლით)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ქავილი (გენერალიზებული ქავილის არახშირი შემთხვევების ჩათვლით, გამონაყარი, ექკიმოზი, სისლხდენები კანსა და კანქვეშ

ჭინჭრის ციება

სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, DRESS სინდრომი

ჩონჩხკუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ტკივილი კიდურებშიA

ჰემართროზი

კუნთებში სისხლჩაქცევა

კომპარტმენტ-სინდრომი სისხლდენის მეორადად

თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები

შარდსასქესო გზების სისხლდენები (ჰემატურიის და მენორაგიისB ჩათვლით), თირკმლის ფუნქციის დარღვევა (სისხლში კრეატინინის, შარდოვანას მომატების ჩათვლით)

თირკმლის უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა სისხლდენის მეორადად საკმარისი ჰიპოპერფუზიის გამოსაწვევად

ზოგადი დარღვევები და მოვლენების შეყვანის ადგილას

ცხელებაA, პერიფერიული შეშუპება, დაქვეითებული ზოგადი სიძლიერე და ენერგია (ადვილად დაღლილობისა და ასთენიის ჩათვლით)

შეუძლოდ ყოფნა (სისუსტის ჩათვლით)

ლოკალიზებული შეშუპებაA

კვლევები

მომატებული LDHA, მომატებული ლიპაზაA, მომატებული ამილაზაA

დაზიანება, მოწამვლა და პროცედურული გართულებები

პოსტპროცედურული სისხლდენა (პოსტოპერაციული ანემიისა და ჭრილობიდან სისხლდენის ჩათვლით), დახურული ტრავმა, ჭრილობიდან გამონადენიA

სისხლძარღვოვანი ფსევდოანევრიზმაC

A: აღინიშნება ვენური თრომბოემბოლიზმის (VTE) პრევენციის დროს მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ შერჩევით ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაციას.

B: აღინიშნება ღრმა ვენების თრომბოზის (DVT),ფილტვის ემბოლიის (PE) და რეციდივის პრევენციის დროს, ძალიან ხშირია < 55 წლის ასაკის ქალებში.

C: არახშირად აღინიშნება ათეროთრომბოზული მოვლენების პრევენციის დროს პაციენტებში ACS-ს შემდეგ (პერკუტანული კორონარული ინტერვენციის შემდეგ).

  • გამოყენებულ იქნა გვერდითი მოვლენების შეგროვების წინასწარ განსაზღვრული სელექტიური მიდგომა. ვინაიდან გვერდითი მოვლენების სიხშირე არ გაზრდილა და ახალი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა, COMPASS კვლევის მონაცემები არაა გათვალისწინებული წინამდებარე ცხრილში სიხშირის დაანგარიშებაში.

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმის გამო, ვაქსატოს გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერ ქსოვილსა თუ ორგანოში ფარული ან ღია სისხლდენის მომატებულ რისკებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოსტ-ჰემორაგიული ანემია. ნიშნები, სიმპტომები და სიმძიმე (ფატალური შედეგის ჩათვლით) განსხვავდება მდებარეობის და ხარისხის ან სისხლდენის და/ან ანემიის ინტენსივობით (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“ „სისხლდენის მართვა“). კლინიკურ კვლევებში ლორწოვანიდან სისხლდენები (მაგალითად, ცხვირიდან, ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავიდან, შარდ-სასქესო გზებიდან სისხლდენა, ძლიერი ვაგინალური ან მომატებული მენსტრუალური სისხლდენის ჩათვლით) და ანემია აღინიშნა უფრო ხშირად რივაროქსაბანით ხანგრძლივი თერაპიის დროს VKA მკურნალობასთან შედარებით. ამრიგად, ადექვატური კლინიკური მონიტორინგის გარდა, ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის ლაბორატორიული ტესტირება შეიძლება ღირებული იყო ფარული სისხლდენის გამოსავლენად და ღია სისხლდენის კლინიკური მნიშვნელობის განსაზღვრისათვის. სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს პაციენტების გარკვეულ ჯგუფში, მაგალითად, პაციენტებში არაკონტროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტენზიით და/ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები მკურნალობით (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ჰემორაგიული რისკი“). მენსტრუალური სისხლდენა შეიძლება გაძლიერდეს და/ან გახანგრძლივდეს. ჰემორაგიული გართულებები შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც სისუსტე, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან აუხსნელი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი შოკი. ზოგიერთ შემთხვევაში ანემიის შედეგად, აღინიშნება გულის იშემიის სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდიული შეტევა.

ცნობილი გართულებები მძიმე სისხლდენის მეორადად, როგორიცაა კომპარტმენტ-სინდრომი და თირკმლის უკმარისობა ჰიპოპერფუზიის გამო, შეიძლება აღინიშნოს ვაქსატოს გამოყენებისას. შესაბამისად, ნებისმიერ ანტიკოაგულანტზე მყოფ პაციენტში, მდგომარეობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სისხლდენის არსებობის შესაძლებლობა.

ნებისმიერი არასასურველი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისათვის

პრეპარატების ურთიერთქმედება:

CYP3A4 და P-gp ინჰიბიტორები

რივაროქსაბანის გამოყენება კეტოკონაზოლთან (400 მგ დღეში ერთხელ) ან რიტონავირთან (600 მგ დღეში ორჯერ) ერთად იწვევს რივაროქსაბანის საშუალო მომატებას 2.6-ჯერ/2.5-ჯერ და რივაროქსაბანის საშუალო Cmax-ის გაზრდას 1.7/1.6-ჯერ ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი მომატებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს სისხლდენების მომატებული რისკი. შესაბამისად, ვაქსატოს გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ სისტემურ თანმხლებ მკურნალობას აზოლების ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი და პოსაკონაზოლი ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორები. აღნიშნული აქტიური ნივთიერებები CYP3A4 და P-gp-ს ძლიერი ინჰიბიტორები არიან (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

მოსალოდნელია, რომ აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ძლიერად აინჰიბირებენ რივაროქსაბანის ელიმინაციის მხოლოდ ერთ გზას, ან CYP3A4-ს ან P-gp-ს, უფრო ნაკლებად გაზრდიან რივაროქსაბანის პლაზმურ კონცენტრაციას. კლარითრომიცინი (500 მგ დღეში ორჯერ), რომელიც, მაგალითად, განიხილება CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორად და P-gp-ს ზომიერ ინჰიბიტორას, იწვევდა რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 1.5-ჯერ მომატებას და Cmax-ის 1.4-ჯერ გაზრდას. კლარითრომიცინთან ურთიერთქმედება სავარაუდოდ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის პაციენტებში (პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით: იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

ერითრომიცინმა (500 მგ დღეში სამჯერ), რომელიც ზომიერად აინჰიბირებს CYP3A4-სა და P-gp-ს, გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-სა და Cmax-ის 1.3-ჯერ მომატება. ურთიერთქმედება ერითრომიცინთან ნაკლებად მოსალოდნელია იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის პაციენტებში.

პაციენტებში თირკმლის მსუბუქი უკმარისობით, ერითრომიცინმა (500 მგ დღეში სამჯერ) გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 1.8-ჯერ მომატება და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. სუბიექტებში თირკმლის ზომიერი უკმარისობით, ერითრომიცინმა გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 2.0-ჯერ მომატება და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ერითრომიცინის ეფექტი თირკმლის უკმარისობის ადიტიურია (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები, სიფრთხილის ზომები“).

ფლუკონაზოლმა (400 მგ დღეში ერთხელ), CYP3A4-ის ზომიერმა ინჰიბიტორმა, გამოიწვია რივაროქსაბანის საშუალო AUC-ის 1.4-ჯერ მომატება და Cmax-ის 1.3-ჯერ მომატება. ურთიერთქმედება ფლუკონაზოლთან სავარაუდოდ არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი პაციენტების უმრავლესობაში, თუმცა შეიძლება პოტენციურად მნიშვნელოვანი იყოს მაღალი რისკის პაციენტებში (პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით: იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

დრონედარონის შესახებ არსებული შეზღუდული კლინიკური ინფორმაციის გათალისწინებით, რივაროქსაბანთან ერთად გამოყენება დაუშვებელია.

ანტიკოაგულანტები

ენოქსაპარინის (40 მგ ერთჯერადი დოზა) კომბინირებული გამოყენებისას რივაროქსაბანთან (10 მგ ერთჯერადი დოზა), ადიტიური ეფექტი ანტი-Xa ფაქტორის აქტივობაზე აღინიშნა შედედების ტესტებზე (PT, aPTT) ყოველგვარი დამატებითი ეფექტების გარეშე. ენოქსაპარინი ზეგავლენას არ ახდენდა რივაროქსაბანის ფერმაკოკინეტიკაზე.

სისხლდენის მომატებული რისკის გამო, აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტები პარალელურად მკურნალობენ ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტით (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAID) / თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები

სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშნა რივაროქსაბანისა (15 მგ) და 500 მგ ნაპროქსენის ერთდროულად გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, შეიძლება იყვნენ პირები უფრო გამოხატული ფარმაკოდინამიკური პასუხით.

კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური თუ ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა რივაროქსაბანის გამოყენებისას 500 მგ აცეტილსალიცილის მჟავსთან ერთად.

კლოპიდოგრელმა (300 მგ დატვირთვის დოზა და შემდეგ 75 მგ შემანარჩუნებელი დოზა) არ აჩვენა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება რივაროქსაბანთან (15 მგ), თუმცა სისხლდენის დროის მნიშვნელოვანი მომატება აღინიშნა პაციენტების ქვეჯგუფში, რაც არ კორელირებდა თრომბოციტების აგერგაციასთან, P-სელექტინის ან GPIIb/IIIa რეცეპტორის დონეებთან.

სიფრთხილის ზომების დაცვა აუცილებელია პაციენტების მკურნალობისას არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებთან ერთად, ვინაიდან აღნიშნული სამკურნალო პრეპარატები ტიპიურად ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI) / ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SNRI)

სხვა ანტიკოაგულანტების მსგავსად, პაციენტებში სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (SSRI) ან ნორადრენალინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან (SNRI) თანმხლები გამოყენებისას არსებობს სისხლდენების მომატებული რისკი, თრომბოციტებზე მათი ზემოქმედების გამო. რივაროქსაბანის კლინიკურ პროგრამაში ერთად გამოყენებისას, მკურნალობის ყველა ჯგუფში აღინიშნა ჭარბი ან კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელობანი სისხლდენების რიცხობრივად უფრო მაღალი მაჩვენებლები.

ვარფარინი

K ვიტამინის ანტაგონისტი ვარფარინიდან (INR 2.0-3.0) რივაროქსაბანზე (20 მგ) ან რივაროქსაბანიდან (20 მგ) ვარფარინზე (INR 2.0-3.0) გადასვლამ გაზარდა პროთრომბინის დრო/INR (ნეოპლასტინი) უფრო მეტად, ვიდრე ადიტიურად (ინდივიდუალური INR მაჩვენებლები 12-მდე), მაშინ როდესაც ზეგავლენა aPTT-ზე, Xa ფაქტორის აქტივობის და ენდოგენური თრომბინის პოტენციალის ინჰიბირებაზე იყო ადიტიური.

იმ შემთხვევაში, თუ სასურველია რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის შემოწმება გადასვლის პერიოდში, შესაძლებელია ანტი-Xa ფაქტორის აქტივობის, PiCT და ჰეპტესტის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნულ ტესტებზე ვარფარინი ზეგავლენას არ ახდენს. ვარფარინის ბოლო დოზიდან მეოთხე დღეს, ყველა ტესტი (PT, aPTT, Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირების და ETP-ს ჩათვლით) ასახავდა მხოლოდ რივაროქსაბანის ეფექტს.

თუ სასურველია ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტის შემოწმება გადასვლის პერიოდში, შეიძლება INR-ის გაზომვების გამოყენება რივაროქსაბანის Ctrough-ზე (24 საათი რივაროქსაბანის წინა დოზის მიღების შემდეგ), რადგან აღნიშნულ ტესტზე რივაროქსაბანი ახდენს მინიმალურ ზემოქმედებას ამ დროის მომენტში.

ვარფარინსა და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა.

CYP3A4 სტიმულატორები

რივაროქსაბანის გამოყენებამ CYP3A4-ის ძლიერ სტიმულატორთან რიფამპიცინთან ერთად გამოიწვია საშუალო AUC-ის დაახლოებით 50%-ით შემცირება, მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების პარალელური შემცირებით. რივაროქსაბანის თანმხლებმა გამოყენებამ სხვა ძლიერ CYP3A4 სტიმულატორებთან ერთად (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი ან კრაზანას პრეპარატი (Hypericum perforatum)) ასევე შეიძლება გამოიწვიოს რივაროქსაბანის შემცირებული პლაზმური კონცენტრაციები. შესაბამისად, CYP3A4 ძლიერი სტიმულატორების თანმხლები გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ იქნება თრომბოზის ნიშნებისა და სიმპტომების საგულდაგულო კონტროლის ქვეშ.

სხვა თანმხლები თერაპიები

კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური თუ ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ აღინიშნა რივაროქსაბანის გამოყენებისას მიდაზოლამთან (CYP3A4-ის სუბსტრატი), დიგოქსინთან (P-gp-ის სუბსტრატი), ატორვასტატინთან (CYP3A4-ისა და P-gp-ს სუბსტრატი) ან ომეპრაზოლთან (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად. რივაროქსაბანი არც აინჰიბირებს და არც ასტიმულირებს ნებისმიერ მთავარ CYP იზოფორმებს, როგორიცაა CYP3A4.

კლინიკურად შესაბამისი ურთიერთქმედება საკვებთან არ დაფიქსირებულა (იხილეთ პუნქტი „დოზირება და მიღების წესი“).

ლაბორატორიული პარამეტრები

რივაროქსაბანის მოქმედების მექანიზმი გავლენას ახდენს შედედების პარამეტრებზე (მაგალითად, PT, aPTT, ჰეპტესტი) როგორც მოსალოდნელი იყო (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

ვენური თრომბოემბოლის (VTE) პრევენცია მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია

რეკომენდებული დოზა არის 10 მგ რივაროქსაბანი პერორალურად დღეში ერთხელ. საწყისი დოზა მიიღება ოპერაციის ჩატარებიდან 6-10 საათის შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ჰემოსტაზი.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მიმართ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ინდივიდუალურ რისკზე, რაც განისაზღვრება ორთოპედიული ოპერაციის ტიპით.

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უტარდებათ მნიშვნელოვანი ბარძაყის ოპერაცია, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის 5 კვირა.

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უტარდებათ მნიშვნელოვანი მუხლის ოპერაცია, მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის 2 კვირა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს ვაქსატო დაუყოვნებლივ და განაგრძოს მკურნალობა მომდევნო დღეს დღეში ერთხელ მიღებით, როგორც მანამდე.

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) მკურნალობა, ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივების პრევენცია

მწვავე ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) საწყისი მკურნალობისთვუს რეკომენდებული დოზა არის 15 მგ დღეში ორჯერ პირველი სამი კვირის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ მკურნალობის გასაგრძელებლად და ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივების პრევენციისათვის.

თერაპიის ხანმოკლე ხანგრძლივობა (სულ მცირე 3 თვე) საფიქრებელია პაციენტებში ღრმა ვენების თრომბოზით (DVT) და ფილტვის ემბოლიით (PE), რომლებიც პროვოცირებულია მნიშვნელოვანი ტრანზიტორული რისკ-ფაქტორებით (მაგალითად, უახლოეს წარსულში ჩატარებული დიდი ოპერაცია ან მიღებული ტრავმა). თერაპიის უფრო მეტი ხანგრძლივობა საფიქრებელია პაციენტებში პროვოცირებული ღრმა ვენების თრომბოზით (DVT) და ფილტვის ემბოლიით (PE), რომლებიც არაა კავშირში მნიშვნელოვან ტრანზიტორულ რისკ-ფაქტორებთან, არაპროვოცირებული ღრმა ვენების თრომბოზით (DVT) და ფილტვის ემბოლიით (PE), ანდა მორეციდივე ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PT) ანამნეზით.

იმ შემთხვევაში, თუ ნაჩვენებია ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის გაფართოებული პრევენცია (ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PE) სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ), რეკომენდებული დოზა არის 10 მგ დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებშიც ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის რისკი მაღალია, როგორიცაა, მაგალითად, გართულებული თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები, ან პაციენტები, რომლებსაც განუვითარდათ ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივი 10 მგ ვაქსატოთი დღეში ერთხელ გაფართოებული პრევენციის დროს, მიზანშეწონილია ვაქსატო 20 მგ დოზა დღეში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა უნდა იყოს ინდივიდუალური მკურნალობის სარგებლის და სისხლდენების განვითარების რისკის სათანადო შეფასების შემდეგ (იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“).

დროის პერიოდი

დოზირების სქემა

საერთო დღიური დოზა

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და რეციდივის პრევენცია

1 – 21 დღე

15 მგ დღეში ორჯერ

30 მგ

დღე 22 და შემდეგ

20 მგ დღეში ერთხელ

20 მგ

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) პრევენცია

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) ან ფილტვის ემბოლიის (PE) სულ მცირე 6-თვიანი თერაპიის დასრულების შემდეგ

10 მგ დღეში ერთხელ ან

20 მგ დღეში ერთხელ

10 მგ

ან 20 მგ

15 მგ დღეში ორჯერ დოზირების მკურნალობის ეტაპზე (დღე 1-21) დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა ვაქსატო უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ დღეში 30 მგ რივაროქსაბანის მიღების უზრუნველსყოფად. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ორი 15 მგ-იანი ტაბლეტის ერთად მიღება. პაციენტმა უნდა განაგრძოს ჩვეული 15 მგ დღეში ორჯერ დოზის მიღება მომდევნო დღეს.

დღეში ერთჯერადი მკურნალობის ეტაპის დროს, პაციენტმა ვაქსატო უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ და განაგრძოს მომდევნო დღეს რეკომენდებული დოზირებით დღეში ერთხელ. დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით ერთ დღეს არ შეიძლება.

K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (VKA) ვაქსატოზე გადასვლა

პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობდნენ ღრმა ვენების თრომბოზს (DVT), ფილტვის ემბოლია (PE) და რეციდივების პრევენციას, K ვიტამინის ანტაგონისტებით (VKA) მკურნალობა უნდა შეწყდეს და ვაქსატოთი თერაპია დაიწყოს, თუ საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არის ≤ 2.5.

K ვიტამინის ანტაგონისტებიდან (VKA) ვაქსატოზე პაციენტების გადაყვანისას, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მაჩვენებლები ცრუდ მომატებული იქნება ვაქსატოს მიღების შემდეგ. საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არ არის ვალიდური ვაქსატოს ანტიკოაგულაციური აქტივობის განსაზღვრისათვის, და შესაბამისად არ უნდა იქნას გამოყენებული (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“).

ვაქსატოდან K ვიტამინის ანტაგოსნიტებზე (VKA) გადასვლა

ვაქსატოდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე (VKA) გადასვლის დროს არსებობს არაადექვატური ანტიკოაგულაციის ალბათობა. ალტერნატიულ ანტიკოაგულანტზე ნებისმიერი გადასვლის დროს უნდა იქნას უზრუნველყოფილი უწყვეტი ადექვატური ანტიკოაგულაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ვაქსატო ხელს უწყობს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მატებას.

პაციენტებში, რომლებიც გადადიან ვაქსატოდან K ვიტამინის ანტაგონისტებზე (VKA), ეს უკანასკნელი გამოიყენება თანმხლებად, სანამ საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა (INR) არ იქნება ≥ 2.0. გადასვლის პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში, გამოიყენება K ვიტამინის ანტაგონისტების (VKA) სტანდარტული საწყისი დოზირება, შემდეგ K ვიტამინის ანტაგონისტების (VKA) დოზირების გაგრძელებით, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ტესტების მიხედვით. მაშინ, როდესაც პაციენტები ღებულობენ როგორც ვაქსატოს, ასევე K ვიტამინის ანტაგონისტებს (VKA), საერთაორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ანალიზი უნდა გაკეთდეს წინა დოზიდან არაუადრეს 24 საათისა, თუმცა ვაქსატოს მომდევნო დოზის წინ. ვაქსატოს შეწყვეტის შემდეგ, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) ანალიზი შესაძლოა გაკეთდეს საიმედოდ ბოლო დოზიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ (იხილეთ პუნქტები „პრეპარატების ურთიერთქმედება“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პარენტერალური ანტიკოაგულანტებიდან ვაქსატოზე გადასვლა

იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად ღებულობენ პარენტერალურ ანტიკოაგულანტს, შეწყვიტეთ პარენტერალური ანტიკოაგულანტი და დაიწყეთ ვაქსატო პარენტერალური სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინების) მომდევნო დოზის მიღებამდე 0-2 საათით ადრე ან უწყვეტად გამოყენებული პარენტერალური სამკურნალო პრეპარატის (მაგალითად, ინტრავენური არაფრაქციული ჰეპარინის) შეწყვეტის დროს.

ვაქსატოდან პარენტერალურ ანტიკოაგულანტებზე გადასვლა

პარენტერალური ანტიკოაგულანტის პირველი დოზა მიეცით ვაქსატოს მომდევნო დოზირების დროს.

განსაკუთრებული პოპულაცია

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მქონე პაციენტებში არსებული შეზღუდული კლინიკური მონაცემები უჩვენებს, რომ რივაროქსაბანის პლაზმური კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, ვაქსატო სათანადო სიფრთხილით გამოიყენება აღნიშნულ პაციენტებში. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 15 მლ/წთ (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ვენური თრომბოელბოლიის (VTE) პრევენციისთვის იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ შერჩევითი ბარძაყის ან მუხლის ჩანაცვლების ოპერაცია, დოზის კორექტირება არაა საჭირო მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) ან ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სამკურნალოდ, ფილტვის ემბოლიის (PE) სამკურნალოდ და ღრმა ვენების თრომბოზისა (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რეციდივის პროფილაქტიკისთვის, დოზის კორექტირება არაა საჭირო მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) ან მწვავე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში: პაციენტებს უნდა უმკურნალონ 15 მგ-ით ორჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, როდესაც რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ, განიხილება დოზის შემცირება 20 მგ-დან დღეში ერთხელ 15 მგ-მდე დღეში ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სისხლდენის შეფასებული რისკი აღემატება განმეორებითი ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) რისკს. 15 მგ-ის გამოყენების რეკომენდაცია ეფუძნება PK მოდელირებას და არ არის შესწავლილი ამ კლინიკურ გარემოში (იხილეთ პუნქტები „გაფრთხილებები/სიფრთხილის ზომები“, „ფარმაკოდინამიკური თვისებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

როდესაც რეკომენდებული დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ, დოზის კორექცია რეკომენდებული დოზისათვის საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა

ვაქსატო უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებით, რომლებიც დაკავშირებულია კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან, მათ შორის ციროზის მქონე პაციენტებში ჩაილდ პიუს კლასიფიკაციის B და C კლასით (იხილეთ პუნქტები „უკუჩვენებები“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ხანდაზმულები

დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

სხეულის წონა

დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

სქესი

დოზის კორექცია საჭირო არ არის (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

პედიატრიული პოპულაცია

რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტიანობა 0 წლიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ვაქსატოს გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი

ვაქსატო განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე (იხილეთ პუნქტები „პრეპარატების ურთიერთქმედება“ და „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, ვაქსატოს ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს და შეერიოს წყალს ან ვაშლის პიურეს უშუალოდ გამოყენებამდე და მიღებულ იქნას პერორალურად.

დაქუცმაცებული ვაქსატოს ტაბლეტი ასევე შეიძლება მიღებულ იქნას გასტრალური მილების მეშვეობით გასტრალური მილის სწორად განთავსების დადასტურების შემდეგ. დაქუცმაცებული ტაბლეტი უნდა შეიყვანოთ მცირე რაოდენობით წყალში გასტრალური მილის მეშვეობით, რის შემდეგაც იგი უნდა ჩამოიბანოთ წყლით (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

ჭარბი დოზირება:

აღწერილია 660 მგ-მდე დოზის გადაჭარბების იშვიათი შემთხვევები სისხლდენის გართულებების ან სხვა გვერდითი რეაქციების გარეშე. შეზღუდული აბსორბციის გამო 50 მგ ან მეტი რივაროქსაბანის სუპრათერაპიულ დოზებზე მოსალოდნელია ზღვრული ეფექტი საშუალო პლაზმური ექსპოზიციის შემდგომი გაზრდის გარეშე.

რივაროქსაბინის ფარმაკოდინამიკური ეფექტის საწინააღმდეგო სპეციფიკური მანეიტრალიზებელი საშუალება (ანდექსანეტ ალფა) ხელმისაწვდომია (იხილეთ ანდექსანეტ ალფას პროდუქტის ზოგადი დახასიათება).

რივაროქსაბანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განხილული იყოს აქტივირებული ნახშირის გამოყენება აბსორბციის შესამცირებლად.

სისხლდენის მართვა

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს, რომელიც ღებულობს რივაროქსაბანს, განუვითარდება სისხლდენის გართულება, რივაროქსაბანის მომდევნო დოზის მიღება უნდა გადაიდოს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს საჭიროებისამებრ. რივაროქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 5-დან 13 საათამდე (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). მართვა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად სისხლდენის სიმძიმისა და ლოკალიზაციის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა, როგორიცაა მექანიკური შეკუმშვა (მაგალითად, მძიმე ეპისტაქსის დროს), ქირურგიული ჰემოსტაზი სისხლდენის კონტროლის პროცედურებით, სითხის ჩანაცვლება და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის პროდუქტები (შეფუთული წითელი უჯრედები ან ახლად გაყინული პლაზმა, რაც დამოკიდებულია ასოცირებულ ანემიაზე ან კოაგულოპათიაზე) ან თრომბოციტები.

თუ სისხლდენის კონტროლი შეუძლებელია ზემოაღნიშნული ზომებით, განიხილება Xa ფაქტორის ინჰიბიტორის სპეციფიკური მანეიტრალიზებელი საშუალების (ანდექსანეტ ალფა) მიღება, რომელიც ახდენს რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის ანტაგონიზებას, ან სპეციფიკური პროკოაგულანტის მანეიტრალიზებელი საშუალების გამოყენება, როგორიცაა პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი (PCC), აქტივირებული პროთრომბინის კომპლექსის კონცენტრატი (APCC) ან რეკომბინანტული ფაქტორი VIIa (r-FVIIa). თუმცა, ამჟამად არსებობს ძალიან შეზღუდული კლინიკური გამოცდილება აღნიშნული პრეპარატების გამოყენების შესახებ იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს. რეკომენდაცია ასევე ეფუძნება შეზღუდულ არაკლინიკურ მონაცემებს. რეკომბინანტული ფაქტორი VIIa -ს ხელახალი დოზირება უნდა იქნას გათვალისწინებული და ტიტრირდება სისხლდენის გაუმჯობესების მიხედვით. ადგილობრივი ხელმისაწვდომობის მიხედვით, მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში განიხილება კოაგულაციის ექსპერტთან კონსულტაცია (იხილეთ პუნქტი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

მოსალოდნელია, რომ პროტამინის სულფატი და K ვიტამინი არ იმოქმედებს რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე. არსებობს შეზღუდული გამოცდილება ტრანექსამინის მჟავასთან დაკავშირებით, თუმცა არ არსებობს გამოცდილება ამინოკაპრონის მჟავასთან და აპროტინინთან დაკავშირებით იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს. არ არსებობს არც მეცნიერული დასაბუთება სარგებელთან დაკავშირებით და არც გამოცდილება სისტემური ჰემოსტატიკური დესმოპრესინის გამოყენების შესახებ იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ რივაროქსაბანს. პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო, არ არის მოსალოდნელი, რომ რივაროქსაბანი იყოს დიალიზებადი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე საკუთარ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:

გამჭვირვალე PVC / PE / PVDC - ალუმინის ბლისტერები (პირველადი შეფუთვა) და მუყაოს კოლოფები (მეორეული შეფუთვა).

5 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 5 ტაბლეტი/1 ბლისტერი/1 კოლოფი

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 10 ტაბლეტი/1 ბლისტერი/1 კოლოფი

30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 30 ტაბლეტი/3 ბლისტერი/1 კოლოფი

100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველი შეფუთვა: 100 ტაბლეტი/10 ბლისტერი/1 კოლოფი

დოზირების სხვა ფარმაცევტული ფორმები:

ვაქსატო 2.5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 56 და 168 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით

ვაქსატო 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 28 და 42 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით

ვაქსატო 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერულ შეფუთვაში 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შემცველობით

ვარგისობის ვადა: 2 წელი

ლიცენზიის მფლობელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

სტამბოლი / თურქეთი

მწარმოებელი : NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.

დუზჯე / თურქეთი

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა