რექსეტინი გამოიყენება შემდეგი შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ: ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები და კომპულსიური ქმედებები), პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები, მათ შორის, აგორაფობია, ანუ საჯარო ადგილებში გამოჩენის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან მათი თავის არიდება), …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაროქსეტინი (paroxetine)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- GEDEON RICHTER PLC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044347
- რეგისტრირებულია
- 18 ნოემბერი 2025, მოქმედებს 18 ნოემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GEDEON RICHTER PLC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს გედეონ რიხტერის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რექსეტინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რექსეტინი გამოიყენება შემდეგი შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ: ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები და კომპულსიური ქმედებები), პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები, მათ შორის, აგორაფობია, ანუ საჯარო ადგილებში გამოჩენის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან მათი თავის არიდება), პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (შფოთვა, რომელიც გამოწვეულია გადატანილი ტრავმული სიტუაციით) და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (გადაჭარბებული მოუსვენრობა და ნევროზულობა).
რექსეტინი განეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს (სუსი). სეროტონინი არის ნებისმიერი ადამიანის თავის ტვინში. პირებში დეპრესიით ან შფოთვითი აშლილობით სეროტონინის შემცველობა დაქვეითებულია. დღესდღეობით არ არის ბოლომდე გასაგები, თუ როგორ მოქმედებენ რექსეტინი და სხვა სუსი-ს პრეპარატები, მაგრამ, მათ შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ ამ მდგომარეობების დროს, რადგან ზრდიან თავის ტვინში სეროტონინის რაოდენობას. იმისთვის, რომ თქვენ უკეთ იგრძნოთ თავი, მნიშვნელოვანია დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების სწორი მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მკაცრად დაიცავით მკურნალი ექიმის ინსტრუქცია. დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში.
რეკომენდებული დოზები სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ მითითებულია ცხრილში.
საწყისი დოზა
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
დეპრესია
20 მგ
20 მგ
50 მგ
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა
20 მგ
40 მგ
60 მგ
პანიკური აშლილობა
10 მგ
40 მგ
60 მგ
სოციალური შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
თქვენი ექიმი გირჩევთ, რომელი დოზიდან დაიწყოთ მკურნალობა პრეპარატ რექსეტინით.
პაციენტების უმრავლესობა მდგომარეობის გაუმჯობესებას გრძნობს რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ამ პერიოდის განმავლობაში თავს უკეთ არ იგრძნობთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება დოზის თანდათანობითი მატების შესახებ ყოველ ეტაპზე 10 მგ–ით მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე.
პრეპარატი მიიღეთ დილით, ჭამის დროს.
გადაყლაპეთ, წყლის მიყოლებით.
არ დაღეჭოთ.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ტაბლეტები. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე და უფრო დიდხანსაც.
ხანდაზმული პაციენტები
მაქსიმალური დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის შეადგენს დღე-ღამეში 40 მგ.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებით
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რექსეტინის უფრო დაბალი დოზა.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი რექსეტინი უფრო მეტი, ვიდრე იყო საჭირო
არასდროს არ მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი ტაბლეტები.
თუ თქვენ (ან სხვამ) მიიღეთ ძალიან ბევრი რექსეტინის ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. აჩვენეთ ტაბლეტების შეფუთვა.
პრეპარატი რექსეტინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მე-4 ნაწილში („შესაძლო არასასურველი რეაქციები“) ჩამოთვლილი სიმპტომები, ასევე სისუსტე, გუგების გაფართოება, ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ რექსეტინის მიღება
პრეპარატი მიიღეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ რიგითი დოზის მიღება და გაგახსენდათ ეს დაძინების წინ, დაუყოვნებლივ მიიღეთ ის. მომდევნო დღეს მიიღეთ დოზა ჩვეული წესით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოტოვებული დოზის შესახებ გაგახსენდათ ღამის განმავლობაში ან შემდეგ დღეს, გამოტოვეთ მიღება. თქვენ შეიძლება განიცადოთ მოხსნის ეფექტი, მაგრამ ეს გაივლის მორიგი დოზის ჩვეულ დროს მიღების შემდეგ.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ
რექსეტინი არ მოქმედებს დაუყოვნებლივ – არცერთი ანტიდეპრესანტი არ იწყებს მაშინვე მოქმედებას. ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს პირველი ორი კვირის განმავლობაში, სხვებს შეიძლება ცოტათი მეტი დრო დასჭირდეს. ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ღებულობს ანტიდეპრესანტებს, მდგომარეობა თავდაპირველად უუარესდება, და მხოლოდ შემდგომ უმჯობესდება მისი მდგომარეობა. თუ ორი კვირის მკურნალობის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძენით, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის - ის გეტყვით რა არის გასაკეთებელი. ექიმმა უნდა დაგინიშნოთ განმეორებითი ვიზიტი თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. შეატყობინეთ ექიმს, თუ უკეთესობა არ შეინიშნება.
რექსეტინის მოხსნისას მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა დაწევაში რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში - ეს შეამცირებს მოხსნის ეფექტის განვითარების რისკს. რექსეტინის დოზის თანდათანობითი შემცირების ერთ-ერთი გზა არის მისი შემცირება 10 მგ-ით კვირაში. პაციენტების უმრავლესობის აზრით, რექსეტინის მოხსნის დროს ვითარდება მსუბუქი სიმპტომები, რომლებიც დამოუკიდებლად ქრება ორი კვირის განმავლობაში, ზოგიერთ პაციენტს ეს გადააქვს უფრო მძიმედ ან ხანგრძლივად.
თუ თქვენ განგივითარდათ მოხსნის სიმპტომები, როდესაც შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის უფრო ნელი დაწევა. თუ თქვენ განგივითარდათ მოხსნის მძიმე სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია, ექიმმა გირჩიოთ მიღების განახლება და მკურნალობის მოხსნა უფრო ნელა.
მოხსნის სიმპტომების განვითარების შემთხვევაშიც კი თქვენ შეგიძლიათ მკურნალობის შეწყვეტა.
მოხსნის შესაძლო ეფექტები მკურნალობის შეწყვეტისას
კვლევებში გამოვლინდა, რომ რექსეტინის მიღების შეწყვეტისას, 10–დან 3 პაციენტი აღნიშნავს მოხსნის ერთ ან რამდენიმე სიმპტომს. მოხსნის ზოგიერთი ეფექტი ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა.
ხშირი არასასურველი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან):
- თავბრუსხვევის, სიმყარის ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება;
- ჩხვლეტის, წვის და (უფრო იშვიათად) დენის დარტყმის შეგრძნება, მათ შორის, თავში; ხმაური, შიშინი, სტვენა, ზარის რეკვა ან სხვა მუდმივი ხმაური ყურებში ;
- ძილის დარღვევა (მკვეთრი სიზმრები, ღამის კოშმარები, ძილის უნარის დაკარგვა);
- შფოთვა;
- თავის ტკივილი.
არახშირი არასასურველი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 100-დან):
- გულისრევა;
- ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა);
- მოუსვენრობის ან აღგზნებადობის შეგრძნება;
- ტრემორი (კანკალი);
- ცნობიერების აღრევის ან დეზორიენტაციის შეგრძნება;
- დიარეა (თხელი განავალი);
- ემოციური არასტაბილურობა ან გაღიზიანებადობა;
- მხედველობის დარღვევა;
- გახშირებული გულისცემა ( გულის ბაგაბუგი და ხტუნვა).
თუ თქვენ გაღელვებთ ის, რომ პრეპარატ რექსეტინის მოხსნისას განგივითარდებათ მოხსნის ეფექტები, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ რექსეტინის მიღება
არ შეწყვიტოთ რექსეტინის მიღება, სანამ ამას არ გეტყვით თქვენი მკურნალი ექიმი.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში კითხვით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ თქვენ გაქვთ ალერგია პაროქსეტინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ თქვენ იღებთ ან იღებდით ბოლო ორი კვირის განმავლობაში მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდებათ მონოამინოქსილაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები, მაგალითად, მოკლობემიდი და ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი) ან მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი). გამონაკლის შემთხვევებში, ლინეზოლიდის გამოყენება დასაშვებია პაროქსეტინთან ერთად, თუ შესაძლებელია პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება სეროტონინის სინდრომის განვითარების გამოვლენის მიზნით და არტერიული წნევის მონიტორინგის პირობებში. თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, როდის უნდა დაიწყოთ რექსეტინის მიღება მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენ იღებთ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს თიორიდაზინს და პიმოზიდს (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ).
თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე პუნქტი გეხებათ თქვენ, რექსეტინის მიღების დაწყებამდე შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი რექსეტინის მიღების დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ თქვენ ჯერ არ ხართ 18 წლის (იხ. ნაწილი ,,ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები“);
- თუ თქვენ როდესმე გქონიათ მანიაკალური მდგომარეობის ეპიზოდები (ჰიპერაქტიური ქცევა);
- თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან, ღვიძლთან ან გულთან დაკავშირებული პრობლემები;
- თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
- თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია ან როდესმე გქონიათ კრუნჩხვითი შეტევა;
- თუ თქვენ გაქვთ გლაუკომა (მომატებული თვალიშიდა წნევა)
- თუ ადვილად ხდება ჰემატომების განვითარება ან მომატებული გაქვთ სისხლდენა, ან თქვენ ღებულობთ პრეპარატებს, რომლებსაც მნიშვნელოვანად ახანგრძლივებენ სისხლდენის დროს (ასეთ შემთხვევაში რთულია მისი გაჩერება), როგორიც არის, მაგალითად, ვარფარინი, აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი
- თუ თქვენ ხართ ორსულად ან შესაძლებელია იყოთ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე (იხ. ნაწილი ,,ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“)
- თუ თქვენ ღებულობთ სხვა ანტიდეპრესანტს
- თუ თქვენ გაქვთ შიზოფრენია და ამ მიზეზით ღებულობთ სამკურნალო პრეპარატებს;
- თუ თქვენ ღებულობთ ტამოქსიფენს სარძევე ჯირკვლის კიბოს ან უნაყოფობის სამკურნალოდ
- თუ თქვენ გიტარდებათ ელექტროკრუნჩხვითი თერაპია (ეკთ)
- თუ თქვენ გაქვთ დაავადებები, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება ოპიოიდები, მაგალითად, ბუპრენორფინი ( ან მისი კომბინაცია ნალოქსონთან), პეტიდინი ან ტრამადოლი. ამ მედიკამენტების რექსეტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი - მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისათვის პოტენციურ საფრთხეს (იხ. განყოფილება „ სხვა პრეპარტები და პრეპარატი რექსეტინი“).
- თუ თქვენ ოჯახურ ანამნეზში გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები, თუ თქვენ გაქვთ გულის ისეთი დაავადება, როგორიც არის გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირე ან კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში.
არსებობს მცირე რისკი ეგრეთ წოდებული სეროტონინული სინდრომის განვითარებისა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას პაროქსეტინის მიღების შემდეგ ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან ან ოპიოიდებთან კომბინაციაში ან მარტო პაროქსეტინის მიღების შემდეგ. დაუყოვნებლივ მიმარეთ ექიმს, თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ სინდრომთან(იხ. ნაწილი 4).
უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ რექსეტინის მიღებისას, თუ თქვენ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის და გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, იმ მიზეზით, რომ:
- ძალიან იშვიათად, რექსეტინი ამცირებს ნატრიუმის შემცველობას სისხლის შრატში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ცნობიერების აღრევა და კუნთების სისუსტე. ამის ალბათობა მატულობს, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ციროზი და/ან იღებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ნატრიუმის შემცველობის შემცირება სისხლის შრატში. ისეთი სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც დამახასიათებელია ჰიპონატრიემიისთვის, როგორც კი შეძლებთ, მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც რექსეტინის მსგავსია (ეგრეთ წოდებული სუსი-სნუსი), შესაძლებელია გამოიწვიონ სასქესო დისფუნქციის სიმპტომები (იხ. განყოფილება 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნარჩუნდებოდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის ან შფოთვის გაძლიერება
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. როცა თქვენ იწყებთ ანტიდეპრესანტების მიღებას, ეს აზრები შესაძლებელია გახდეს უფრო აკვიატებული, ვინაიდან მედიკამენტი არ იწყებს მოქმედებას მაშინვე, არამედ, ჩვეულებრივ, ორი კვირის შემდეგ, ზოგჯერ კი უფრო გვიან.
ეს აზრები უფრო ხშირად ვლინდება:
- თუ თქვენ ადრე გაგჩენიათ თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების აზრები;
- ახალგაზრდა ასაკში.
კლინიკურ კვლევებში ნააჩვენებია სუიციდური ქცევის უფრო მაღალი რისკი ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე 25 წელზე უმცროსი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებში.
თუ თქვენ გაგიჩნდათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან პირდაპირ საავადმყოფოს.
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს ნათესავს ან მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვა და სთხოვოთ მათ, წაიკითხონ ეს ფურცელ-ჩანართი. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ მათ გაცნობონ, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან მათ აწუხებთ ცვლილებები თქვენს ქცევაში.
ბავშვები და მოზარდები
რექსეტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
თქვენ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ ჯგუფის პრეპარატების ისეთი არასასურველი ეფექტების მიმართ, როგორიც არის სუიციდური მცდელობები და აზრები ან მტრული ქცევა (აგრესიულობა, ანტაგონიზმი, გაბრაზება). თუ ექიმმა დაუნიშნა რექსეტინი 18 წლამდე ასაკის პაციენტს და თქვენ გინდათ, რომ ეს აგიხსნან, მიმართეთ ექიმს განმეორებითი კონსულტაციისთვის. თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტთან რექსეტინის მიღების დროს რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომის განვითარების ან მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
გარდა ამისა, არ გაგვაჩნია მონაცემები პრეპარატი რექსეტინის ხანგრძლივი მოქმედების ეფექტის შესახებ ამ ასაკის პაციენტების ზრდაზე, მომწიფებაზე, კოგნიტიური ფუნქციების განვითარებაზე და ქცევაზე.
18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში პაროქსეტინის გამოყენების კვლევებში ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან): სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის გაძლიერება, საკუთარი თავისთვის დაზიანების შეგნებულად მიყენება, მტრული დამოკიდებულება, აგრესიულობა, უმადობა, კანკალი, არანორმალური ოფლიანობა, ჰიპერაქტიურობა (ენერგიის სიჭარბე), აჟიტაცია, ემოციური ფონის ცვლილებები (ტირილის და გუნება-განწყობის ცვლილების ჩათვლით), ჩალურჯებების გაჩენა ან სისხლდენის განვითარება (მაგალითად, სისხლდენა ცხვირიდან). მსგავსი მოვლენები ასევე აღინიშნებოდა ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც პაროქსეტინის მაგივრად იღებდნენ შაქრის ტაბლეტებს (პლაცებოს), თუმცა, უფრო იშვიათად.
18 წელზე უმცროსი ასაკის ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა მოხსნის სინდრომი იმის მერე, როდესაც ისინი წყვეტდნენ პაროქსეტინის მიღებას. ეს ეფექტები იყო არსობრივად მსგავსი იმ ზრდასრულებში განვითარებული სიმპტომებისა, რომლებიც წყვეტდნენ პაროქსეტინის მიღებას (იხ. ნაწილი ,,როგორ მიიღება პრეპარატი რექსეტინი“). გარდა ამისა, 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტები ხშირად (1/10 ნაკლები) უჩიოდნენ ტკივილს მუცელში, ნევროზულობას და ემოციურ არასტაბილურობას (მათ შორის, ტირილი, გუნება-განწყობის ცვლილება, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა, აზრები თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ).
პაროქსეტინის მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები
ზოგიერთ პაციენტს პაროქსეტინის მიღებისას შესაძლებელია განუვითარდეს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება აკატიზია, როდესაც ისინი განიცდიან მოუსვენრობას და არ შეუძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა. სხვა პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ ე.წ. სეროტონინული სინდრომის ერთი ან რამდენიმე სიმპტომი: ცნობიერების აღრევის შეგრძნება, შფოთი, ოფლიანობა, კანკალი, ციება, ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები), კუნთების უნებლიე მოძრაობა ან აჩქარებული გულისცემა.
თუ თქვენ გრძნობთ რაიმე ანალოგიურს, მიმართეთ ექიმს.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია პრეპარატი რექსეტინის ამ და სხვა არასასურველი ეფექტების შესახებ იხ. განყოფილებაში 4. „შესაძლო არასასურველი რეაციები“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატი რექსეტინის მოქმედებაზე ან გაზარდოს მისი გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკი. ასევე შესაძლებელია რექსეტინმა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობაზე.
კერძოდ:
პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაო ინჰიბიტორები, მოკლობემიდის ჩათვლით) – იხ. განყოფილება „არ მიიღოთ რექსეტინი“, ასევე მეთილენის ლურჯი (ქირურგიული ოპერაციის დროს გამოიყენება საღებავის სახით);
- თიორიდაზინი ან პიმოზიდი (ანტიფსიქოზური პრეპარატები) - იხ. განყოფილება „არ მიიღოთ რექსეტინი“;
- აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), მაგალითად, ცელეკოქსიბი, ეტოდოლაკი, დიკლოფენაკი და მელოქსიკამი, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლების სახით და ანთებითი დაავადებების დროს;
ტრიპტანები, მაგალითად, სუმატრიპტანი, გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;
სხვა ანტიდეპრესანტები, სხვა სუსი-ს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით, მაგალითად, კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი და დეზიპრამინი;
- ტრიპტოფანი (საკვები დანამატი);
- მივაკურიუმი ან სუქცინილქოლინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საერთო ნარკოზის დროს);
- ლითიუმი, რისპერიდონი და კლოზაპინი (ეგრეთ წოდებული ანტიფსიქოზური პრეპარატები), გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
- ფენტანილი, გამოიყენება საერთო ნარკოზის დროს ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ;
ფოსამპრენავირის და რიტონავირის კომბინაცია, აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ოპიოიდები, მაგალითად, ტრამადოლი და პეტიდინი (ტკივილგამაყუჩებლები), ბუპრენორფინი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის ან ნარკოტიკული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად) ან მისი კომბინაცია ნალოქსონთან (ნარკოტიკული დამოკიდებულობის სამკურნალოდ). რექსეტინი შეიძლება ურთიერთქმედებდეს ოპიოიდებთან (მაგალითად, ტრამადოლთან, პეტიდინთან, ბუპრენორფინთან (ან მის კომბინაციასთან ნალოქსონთან)), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის სიმპტომების წარმოქმნა (იხ. 4 გაყოფილება). სეროტონინული სინდრომის ნიშნების წარმოქმნის დროს მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ნასვრეტებიანი კრაზანა (Hypericum perforatum) - მცენარეული წარმოშობის ანტიდეპრესიული პრეპარატი.
ფენობარბიტალი, ნატრიუმის ვალპროატი ან კარბამაზეპინი, კრუნჩხვების და ეპილეფსიის სამკურნალოდ;
ატომოქსეტინი, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალოდ (ყდჰს);
პროციკლიდინი ტრემორის მოსახსნელად, განსაკუთრებით, პარკინსონის დაავადების დროს;
- ვარფარინი და სხვა პრეპარატები (ანტიკოაგულანტები) სისხლის გასათხელებლად;
პროპაფენონი, ფლეკაინიდი და პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ;
- მეტოპროლოლი - ბეტა–ბლოკატორი არტერიული ჰიპერტენზიის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;
პრავასტატინი - პრეპარატი ქოლესტერინის დონის დასაწევად;
რიფამპიცინი, ტუბერკულოზის და კეთრის სამკურნალოდ;
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი);
ტამოქსიფენი, სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.
თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერი ჩამოთვლილი პრეპარატიდან რომელიმეს და ჯერ არ გისაუბრიათ ამ საკითხზე თქვენს მკურნალ ექიმთან, დაბრუნდით და ჰკითხეთ მას, რისი გაკეთებაა საჭირო.
პრეპარატ რექსეტინის ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
არ მიიღოთ ალკოჰოლი პრეპარატი რექსეტინით მკურნალობის დროს. ალკოჰოლმა შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები ან არასასურველი რეაქციები. მიიღეთ რექსეტინი დილის საათებში ჭამის დროს - ეს შეამცირებს არასასურველი შეგრძნებების განვითარების ალბათობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მანამდე, სანამ დაიწყებდეთ მითითებული პრეპარატის მიღებას, მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ უკვე ღებულობთ რექსეტინს და ახლა აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას - ასევე ჰკითხეთ ექიმს.
შემოვიდა რამოდენიმე შეტყობინება განვითარების თანდაყოლილი დეფექტების, კერძოდ გულის მანკების, რისკის მატების შესახებ ჩვილებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ პაროქსეტინს ორსულობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. საერთო პოპულაციაში, 100-დან დაახლოებით 1 ბავშვი იბადება გულის მანკით. თუ ბავშვის დედა ორსულობის დროს ღებულობდა პაროქსეტინს, რისკი ორმაგდება. შესაძლებელია, თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტოთ, რომ თქვენთვის უმჯობესი იქნება რექსეტინის მიღების თანდათანობითი შეწყვეტა ორსულობის პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ვითარებიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენთვის უმჯობესი იქნება რექსეტინის მიღების გაგრძელება.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა ან მეანმა იციან, რომ თქვენ ღებულობთ რექსეტინს.
რექსეტინის მსგავსმა პრეპარატებმა, თუკი ისინი მიღებული იქნება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, ბოლო ვადებზე, შეიძლება გაზარდონ ისეთი სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი ბავშვისთვის, რომელსაც ეწოდება ახალშობილთა პერსისტიული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (აპფჰ). აპფჰ-ს დროს სისხლის წნევა სისხლძარღვებში გულსა და ფილტვებს შორის ძლიერად არის მომატებული. თუ თქვენ ღებულობთ რექსეტინს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, თქვენს ახალშობილს ასევე შეიძლება გამოუვლინდეს სხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომელიც, ჩვეულებრივ, ვლინდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შემდეგი სიმპტომების სახით:
გართულებული სუნთქვა;
კანის მოლურჯო ფერი ან ზედმეტად ცხელი ან ცივი კანი;
ლურჯი ტუჩები;
ღებინება ან კვების პრობლემა;
ძალიან გამოხატული სისუსტე, არ სძინავს ან ბევრს ტირის;
კუნთების დაძაბულობა ან მოდუნება;
- ტრემორი, გათრთოლება, კრუნჩხვები;
გამოხატული უნებლიე მოძრაობა.
თუ თქვენს ბავშვს დაბადების შემდეგ აღენიშნება ჩამოთვლილი სიმპტომიდან ნებისმიერი ან თქვენ შეშფოთებული ხართ მისი მდგომარეობით, მიმართეთ ექიმს ან მეანს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენთვის კონსულტაციის გაწევა.
თუ თქვენ მიიღებთ რექსეტინს ახლო პერიოდში მშობიარობის დადგომამდე, შეიძლება გაიზარდოს საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი მშობიარობის შემდეგ მალევე, განსაკუთრებით, თუ ადრეც გქონიათ სისხლდენები. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ღებულობთ რექსეტინს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაგიწიონ კონსულტაცია.
რექსეტინი შეიძლება ხვდებოდეს დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით. თუ თქვენ ღებულობთ რექსეტინს, მიმართეთ ექიმს, სანამ ბავშვის ძუძუთი კვებას დაიწყებდეთ. შესაძლებელია, თქვენ და თქვენმა ექიმმა მიიღოთ გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების შესახებ პრეპარატი რექსეტინის მიღების ფონზე.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ პაროქსეტინი აუარესებს სპერმის ხარისხს. დღემდე არ ყოფილა აღნიშნული პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ადამიანის ფერტილობაზე, თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელია.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატ რექსეტინის შესაძლებელი არასასურველი რეაქციები მოიცავს თავბრუსხვევას, ცნობიერების აღრევას, ძილიანობას ან მხედველობის დარღვევას. თუ თქვენ წარმოგექმნათ ეს არასასურველი რეაქციები, უარი თქვით ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ ტაბლეტში, რომელიც დაფარულია აპკიანი გარსით, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვიმსჯელებთ რა კლინიკური გამოცდილებიდან, პაროქსეტინის გამოყენების დროს კოგნიტიური და ფსიქომოტორული ფუნქციები არ ირღვევა. თუმცა, ისევე, როგორც სხვა ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა დაიცვას განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
არ არის რეკომენდებული პაროქსეტინის და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ პაროქსეტინი არ აძლიერებს ალკოჰოლის ნეგატიურ ზემოქმედებას ფსიქომოტორულ ფუნქციაზე.
გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, მითითებულმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველასთან. არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ წარმოიქმნება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თუ მკურნალობის დროს განგივითარდათ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს.
შესაძლებელია თქვენ დაგჭირდეთ ექიმის კონსულტაცია ან დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მისვლა.
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- თუ თქვენ გაგიჩნდათ უჩვეულო სილურჯეები ან სისხლდენები, ასევე სისხლიანი ღებინება ან სისხლი განავალში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს;
- თუ აღმოაჩინეთ, რომ გიჭირთ შარდვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- თუ განგივითარდათ კრუნჩხვები (გულყრა), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს;
- თუ თქვენ გრძნობთ მოუსვენრობას და არ შეგიძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გაქვთ ეგრეთ წოდებული აკატიზია. პრეპარატ რექსეტინის დოზის გაზრდის დროს შეიძლება ეს შეგრძნება გაძლიერდეს. თუ თქვენ გრძნობთ რამეს ამის მსგავს, მიმართეთ ექიმს;
- თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან ცნობიერების აღრევას ან გაქვთ მტკივნეული, გახევებული კუნთები ან კუნთების კოორდინაციის დარღვევა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენს სისხლში დაწეულია ნატრიუმის კონცენტრაცია. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- ალერგიული რეაქციები რექსეტინზე, ზოგჯერ მძიმე.
- კანზე წითელი ან შეშუპებული გამონაყარის გაჩენისას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპების, ქავილის ან გართულებული სუნთქვის (ქოშინი) ან ყლაპვის და სისუსტის ან თავბრუსხვევის განვითარებისას, რომელიც იწვევს გულის წასვლას ან გონების დაკარგვას , დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
სეროტონინული სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით (მაგალითად, აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა) და სხვა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ციება, გახშირებული გულისცემა, არასტაბილური არტერიული წნევა, უნებლიე შეკრთომები, კუნთების რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა და ან კუჭ-ნაწლავური სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა) (იხ. 2 განყოფილება). ამ სიმპტომების განვითარებისას დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
- მწვავე გლაუკომა (თვალიშიდა წნევის უეცარი მომატება).
თუ თქვენ დაგეწყოთ თვალების ტკივილი და გაქვთ არამკაფიო მხედველობა, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი):
ზოგიერთ ადამიანს უჩნდება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები, აგრესია, პრეპარატ რექსეტინის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე.
ჭარბი სისხლდენა საშოდან მალევე მშობიარობის შემდეგ (სისხლდენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში), იხ. უფრო დეტალური ინფორმაცია განყოფილებაში 2 „ ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები მკურნალობის დროს
ძალიან ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ადამიანზე მეტს)
გულისრევა. პრეპარატის დილით, ჭამის დროს მიღება ამცირებს გულისრევის ალბათობას.
სქესობრივი დისფუნქცია. მაგალითად, ორგაზმის არარსებობა და პათოლოგიური ერექცია და ეაკულაცია მამაკაცებში.
ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა)
- სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება.
უმადობა.
ძილის დარღვევა (უძილობა) ან ძილიანობა.
- არანორმალური სიზმრები ( ღამის კოშმარების ჩათვლით).
- თავბრუსხვევა ან ტრემორი.
თავის ტკივილი.
ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა.
აღგზნება.
- პათოლოგიური სისუსტე.
- არამკაფიო მხედველობა.
- მთქნარება, პირის სიმშრალე.
დიარეა ან ყაბზობა.
ღებინება.
სხეულის წონის მატება.
ოფლიანობა.
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს1 ადამიანისა)
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლა მკვეთრი ადგომისას (ამის მიზეზია არტერიული წნევის დაწევა ხანმოკლე დროით).
- გახშირებული გულისცემა.
- უმოძრაობა, გაშეშება, კანკალი ან პირის და ენის არანორმალური მოძრაობები.
- გაფართოებული გუგები.
- კანისმიერი გამონაყარი.
- ცნობიერების აღრევის შეგრძნება.
- ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები).
- შარდვის შეუძლებლობა (შარდვის შეკავება) ან არაკონტროლირებადი, უნებლიე შარდვა (შარდვის შეუკავებლობა).
- თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რექსეტინის მიღების ფონზე თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ კარგავთ კონტროლს შაქრის დონეზე სისხლში. გთხოვთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექციასთან დაკავშირებით.
- სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.
იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა)
- რძის პათოლოგიური სეკრეცია ქალებში და მამაკაცებში.
- შენელებული გულისცემა.
- ღვიძლზე ზემოქმედება, რომელიც ვლინდება სისხლის ღვიძლის ტესტებში.
- პანიკური შეტევები.
- ჰიპერაქტიური ქცევა ან აზრები (მანია).
- საკუთარი „მე“-ს დაკარგვის შეგრძნება (დეპერსონალიზაცია).
- შფოთვა.
- ფეხების მოძრაობის დაუოკებელი სურვილი (მოუსვენარი ფეხების სინდრომი).
- ტკივილი სახსრებში ან კუნთებში.
- პროლაქტინის მომატება სისხლის შრატში.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ისეთი, როგორიც არის ჭარბი მენსტრუაცია, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის, მენსტრუაციის შეფერხება, არარეგულარული მენსტრუაცია).

- კანისმიერი გამონაყარი, შესაძლებელია ბუშტუკების წარმოქმნით, ელემენტები შესაძლებელია გავდეს პატარა ,,სამიზნეებს“ (შავი წერტილი მუქი არშიით შედარებით ღია ფონზე) - მულტიფორმული ერითემა.
- გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის განშრევებით, კერძოდ პირის ღრუში, ცხვირში, თვალებზე და გენიტალიებზე (სტივენს–ჯონსონის სინდრომი).
- გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის განშრევებით სხეულის დიდ ზედაპირზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს კანის ან თვალის სკლერის ყვითლად შეფერვას.
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი (აჰაასს), რომლის დროს ორგანიზმში გროვდება სითხის ჭარბი რაოდენობა და მცირდება ნატრიუმის დონე სისხლში. პაციენტებს აჰაასს-ით ჩვეულებრივ აქვთ მძიმე ჩივილები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჩივილები არ არის.
- სითხის შეკავება ორგანიზმში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების და ფეხების შეშუპება.
- მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ.
- მტკივნეული მდგრადი ერექცია.
- თრომბოციტების დაბალი შემცველობა სისხლში.
უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია) :
ნაწლავების ანთება (თან ახლავს დიარეა);
კბილების კრაჭუნი ძილში.
პრეპარატ რექსეტინის მიღების ფონზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ხმაური, შიშინი, სტვენა, ზარის რეკვა ან სხვა მუდმივი ხმაური ყურებში.
ამ ტიპის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში მომატებულია ძვლების მოტეხილობის რისკი.
თუ გაგიჩნდათ რაიმე ეჭვები რექსეტინის მიღების დროს, დახმარებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
ობიექტური და სუბიექტური სიმპტომები
გამომდინარე იქიდან, რაც ცნობილია პაროქსეტინით დოზის გადაჭარბებაზე, მას გააჩნია უსაფრთხოების ფართო დიაპაზონი. პაროქსეტინით დოზის გადაჭარბების შემთხვევების მკურნალობის არსებული გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ, იმ სიმპტომების გარდა, რომლებიც აღწერილია 4.8 განყოფილებაში, აღინიშნება ცხელება და კუნთების უნებლიე კუმშვადობა. პაროქსეტინის 2000 მგ-მდე ერთჯერადად მიღების შემთხვევაშიც კი პაციენტების მდგომარეობის ნორმალიზება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია სერიოზული შედეგების გარეშე. შემოსულია ერთეული შეტყობინებები კომის განვითარებისა და ეკგ ცვლილების შემთხვევების შესახებ, რომლებიც ძალიან იშვიათად იწვევდნენ ლეტალურ შედეგს. ასეთ შემთხვევებში პაციენტები ხშირად ღებულოდნენ პაროქსეტინს სხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად ალკოჰოლთან კომბინაციაში ან მის გარეშე.
მკურნალობა
პაროქსეტინის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო ზომებს, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი ანტიდეპრესანტის დოზის გადაჭარბების დროს. პაროქსეტინის შეწოვის შესამცირებლად გადაჭარბებული დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია 20-30 გ აქტივირებული ნახშირის მიღება. ნაჩვენებია შემანარჩუნებელი თერაპია ვიტალური ნიშნების ხშირი კონტროლით და გულმოდგინე მეთვალყურეობით. პაციენტის მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკურ ჩვენებაზე.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 20,0 მგ პაროქსეტინი (22,76 მგ პაროქსეტინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 განყოფილებაში.
- სამკურნალო ფორმის აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები,
რომლებიც დაფარულია აპკიანი გარსით. ერთ მხარეს ნაზოლით, ხოლო მეორე მხარეს - X 20 გრავირებით.
ნაზოლით შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
შენახვის პირობები
ინახება + 15 °C–დან + 30 °C–მდე ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა უნდა დადგინდეს თვის ბოლო დღის მეშვეობით.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ ინ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებსაც არ ხმარობთ. ეს ზომები დაგვეხმარებიან გარემოს დაცვაში.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი რექსეტინის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 20 მგ პაროქსეტინი (22,760 მგ პაროქსეტინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით) თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპი), ჰიპრომელოზა 2910, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
აპკიანი გარსი: პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჰიპრომელოზა 2910.
პრეპარატ რექსეტინის აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები,
რომლებიც დაფარულია აპკიანი გარსით. ზოლით ერთ მხარეს , და გრავირებით X 2 0 მეორე მხარეს . ზოლზე შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
შეფუთვა
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, პვქ და ალუმინის ფოლგის გაუმჭვირვალე ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების თანდართული ინსტრუქციით.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინფორმაცია მწარმოებელზე
ღია სააქციო საზოგადოება (ღსს) „გედეონ რიხტერი“.
1103, ქ. ბუდაპეშტი, დიომროის ქუჩა, 19–21, უნგრეთი
პრეპარატზე ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ, აგრეთვე პრეტენზიის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160, ქალ. თბილისი, ს.კანდელაკის ქუჩა № 8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი:ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,
რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5-ე სართული, ოფისი 507,508.
ტელეფონი: +992 44-603-33-36

ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქალ. აშხაბადი, ათა თურქის ქუჩა, სახლი 82.
ბიზნეს-ცენტრი „ბერკარარი“, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიდეპრესანტები. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.
ათქ კოდი : N06AB05
მოქმედების მექანიზმი
პაროქსეტინი წარმოადგენს სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ და ძლიერ ინჰიბიტორს (5–HT, 5-ჰიდროქსიტრიპტამინი). 5–HT მიტაცების სპეციფიკური დათრგუნვა თავის ტვინის ნეირონებში ითვლება მისი ანტიდეპრესიული მოქმედების და თერაპიული ეფექტურობის საფუძვლად ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (ოკა), სოციალური შფოთვითი აშლილობის/სოციოფობიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და პანიკური აშლილობის მკურნალობის დროს.
პაროქსეტინს არ გააჩნია ქიმიური მსგავსება ტრიციკლურ, ტეტრაციკლურ და სხვა ანტიდეპრესანტებთან. პაროქსეტინს გააჩნია დაბალი აფინურობა მუსკარინულ ქოლინერგულ რეცეპტორების მიმართ, ცხოველებში იწვევს მხოლოდ სუსტ ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
In vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ პაროქსეტინს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, როგორც სელექტიურ აგენტს, გააჩნია სუსტი აფინურობა ალფა-1, ალფა-2 და ბეტა-ადრენორეცეპტორების მიმართ, და ასევე დოფამინურ (D2), 5-HT1-მსგავს, 5HT2 და ჰისტამინურ (H1) რეცეპტორების მიმართ. პოსტსინაფსურ რეცეპტორებთან ურთიერთზემოქმედების არარსებობა in vitro მტკიცდება in vivo კვლევების შედეგებით, რომლებიც მიუთითებენ პაროქსეტინის ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების და ჰიპოტენზიური ეფექტის არარსებობაზე.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
პაროქსეტინი არ არღვევს ფსიქომოტორულ ფუნქციებს და არ აძლიერებს ეთანოლის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე.
იმ ცხოველებში შეყვანისას, რომლებიც ადრე იღებდნენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო) ან ტრიპტოფანს, პაროქსეტინი, ისევე, როგორც 5-HТ უკუმიტაცების სხვა სელექტიური ინჰიბიტორები, იწვევს 5-HТ რეცეპტორების ჰიპერსტიმულაციის სიმპტომებს.
კვლევები, რომლებიც დაფუძნებულია ქცევითი რეაქციებისა და ეკგ-ზე ცვლილების შესწავლაზე, აჩვენებენ პაროქსეტინის სუსტ მააქტივირებად მოქმედებას დოზებში, რომლებიც აღემატება სეროტონინის უკუმიტაცების დამთრგუნველ დოზებს. აქტივაციის მექანიზმს არ აქვს კავშირში ,,ამფეტამინომსგავს“ ეფექტებთან.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ პაროქსეტინი არ მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე. ჯანმრთელ პირებში პაროქსეტინი არ იწვევს არტერიული წნევის, გულის შეკუმშვის სიხშირის და ეკგ-ს კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.
იმ ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, რომლებიც თრგუნავენ ნორადრენალინის მიტაცებას, პაროქსეტინს გააჩნია ბევრად უფრო ნაკლები უნარი დააინჰიბიროს გუანეტიდინის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
დეპრესიული აშლილობების მკურნალობის ეფექტურობით პაროქსეტინი შედარებადია სტანდარტულ ანტიდეპრესანტებთან.
ზოგიერთი მონაცემები ასევე მიუთითებენ პაროქსეტინის თერაპიულ ფასეულობაზე პაციენტებისათვის, რომლებიც არ პასუხობენ სტანდარტულ თერაპიაზე.
პაროქსეტინის დილით მიღება არ მოქმედებს ღამის ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე. გარდა ამისა, პაციენტებში, რომლებიც პასუხობენ პაროქსეტინით მკურნალობაზე, ძილი უმჯობესდება.
სუიციდალურობის ანალიზი მოზრდილებში
პაროქსეტინის მონაცემების ანალიზმა პლაცებო–კონტროლირებადი კვლევებიდან, რომლებიც იყო ჩატარებული ფსიქიკური აშლილობების მქონე ზრდასრულ პაციენტებში, აჩვენა, რომ ზრდასრულ ახალგაზრდებში (18–24 წლის ასაკის) სუიციდური ქცევის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაროქსეტინის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (2,19% და 0,92%, შესაბამისად). შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ასეთი განსხვავება არ აღინიშნებოდა. დიდი დეპრესიული აშლილობის მქონე ზრდასრულებში (ყველა ასაკობრივი ჯგუფი), სუიციდური ქცევის სიხშირე უფრო მაღალი იყო პაროქსეტინის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (0,32% და 0,05%, შესაბამისად); ყველა დარეგისტრირებული შემთხვევა - სუიციდის მცდელობა იყო. თუმცა, ამ მცდელობების უმეტესობა პაროქსეტინის ჯგუფში (11–დან 8) ჩადენილი იყო უფრო ახალგაზრდა პაციენტების მიერ (იხ. 4.4 განყოფილება).
ეფექტი, რომელიც დამოკიდებულია დოზაზე
ფიქსირებული დოზის კვლევების მონაცემების მიხედვით, დოზაზე პასუხიდან გამომდინარე , შედგენილია ბრტყელი მრუდი, ესე იგი ეფექტურობის თვალსაზრისით რეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზის მიღება არ იძლევა დამატებით უპირატესობას. თუმცა, ზოგიერთი კლინიკური მონაცემის მიხედვით, ზოგიერთი პაციენტისთვის დოზის მატება შეიძლება ეფექტური იყოს.
გრძელვადიანი ეფექტურობა
დეპრესიის დროს პაროქსეტინის გრძელვადიანი ეფექტურობა ნაჩვენებია 52–კვირიან შემანარჩუნებელი თერაპიის კვლევაში რეციდივის თავიდან აცილების მიზნით: რეციდივი დაფიქსირდა პაციენტების 12%-თან პაროქსეტინის ჯგუფში (20-40 მგ/დღე-ღამეში), პლაცებოს ჯგუფის პაციენტების 28%-თან შედარებით.
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობის დროს, პაროქსეტინის გრძელვადიანი ეფექტურობა ფასდებოდა სამ 24-კვირიან შემანარჩუნებელი თერაპიის კვლევაში რეციდივის თავიდან აცილების მიზნით. სამიდან ერთ კვლევაში მიღებული იყო მნიშვნელოვანი სხვაობა რეციდივის მქონე პაციენტების რაოდენობაში პაროქსეტინის და პლაცებოს ჯგუფებს შორის (38% და 59%, შესაბამისად).
პანიკური აშლილობის დროს პაროქსეტინის გრძელვადიანი ეფექტურობა ნაჩვენებია შემანარჩუნებელი თერაპიის 24-კვირიან კვლევაში რეციდივის თავიდან აცილების მიზნით: რეციდივი დაფიქსირდა იმ პაციენტების 5%-ში, რომლებიც იღებდნენ პაროქსეტინს (10-40 მგ/დღე-ღამეში) და პაციენტების 30%-ში პლაცებოს ჯგუფში. მონაცემები დამტკიცებულია შემანარჩუნებელი თერაპიის 36 კვირიანი კვლევით.
მონაცემები, რომლებიც დაამტკიცებდნენ პაროქსეტინის გრძევადიან ეფექტურობას სოციალური შფოთვითი აშლილობის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის და პოსტტრავმული სტრეს-სინდრომის დროს, არასაკმარისია.
ბავშვები და მოზარდები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
მომხმარებლებისთვის
რექსეტინი® აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 20 მგ
REXETIN®
სად: პაროქსეტინი (paroxetine)
სანამ დაიწყებდეთ ამ პრეპარატის მიღებას, ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი მთლიანად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ინფორმაცია, რომელსაც ის შეიცავს, შესაძლებელია დაგჭირდეთ ხელახლა.
- თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოცემული სამკურნალო პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ამიტომ არ შეიძლება სხვა პირებისთვის მისი გადაცემა, ვინაიდან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მსგავსი სიმპტომების არსებობის დროსაც კი.
- თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე არასასურველი რეაქცა, იმ რეაქციების ჩათვლით, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
რას წარმოადგენს პრეპარატი რექსეტინი და რისთვის გამოიყენება.
რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ დაიწყებთ რექსეტინის მიღებას.
როგორ მიიღება პრეპარატი რექსეტინი.
შესაძლო არასასურველი რეაქციები.
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა
შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი რექსეტინი და რისთვის გამოიყენება
რექსეტინი გამოიყენება შემდეგი შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ: ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა (აკვიატებული აზრები და კომპულსიური ქმედებები), პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები, მათ შორის, აგორაფობია, ანუ საჯარო ადგილებში გამოჩენის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან მათი თავის არიდება), პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (შფოთვა, რომელიც გამოწვეულია გადატანილი ტრავმული სიტუაციით) და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (გადაჭარბებული მოუსვენრობა და ნევროზულობა).
რექსეტინი განეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფს (სუსი). სეროტონინი არის ნებისმიერი ადამიანის თავის ტვინში. პირებში დეპრესიით ან შფოთვითი აშლილობით სეროტონინის შემცველობა დაქვეითებულია. დღესდღეობით არ არის ბოლომდე გასაგები, თუ როგორ მოქმედებენ რექსეტინი და სხვა სუსი-ს პრეპარატები, მაგრამ, მათ შეუძლიათ დახმარება გაგიწიონ ამ მდგომარეობების დროს, რადგან ზრდიან თავის ტვინში სეროტონინის რაოდენობას. იმისთვის, რომ თქვენ უკეთ იგრძნოთ თავი, მნიშვნელოვანია დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების სწორი მკურნალობა.
- რა უნდა იცოდეთ მანამ, სანამ დაიწყებთ რექსეტინის მიღებას
არ მიიღოთ რექსეტინი:
თუ თქვენ გაქვთ ალერგია პაროქსეტინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ თქვენ იღებთ ან იღებდით ბოლო ორი კვირის განმავლობაში მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდებათ მონოამინოქსილაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები, მაგალითად, მოკლობემიდი და ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი) ან მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი). გამონაკლის შემთხვევებში, ლინეზოლიდის გამოყენება დასაშვებია პაროქსეტინთან ერთად, თუ შესაძლებელია პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვება სეროტონინის სინდრომის განვითარების გამოვლენის მიზნით და არტერიული წნევის მონიტორინგის პირობებში. თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, როდის უნდა დაიწყოთ რექსეტინის მიღება მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
თუ თქვენ იღებთ ანტიფსიქოზურ პრეპარატებს თიორიდაზინს და პიმოზიდს (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ).
თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე პუნქტი გეხებათ თქვენ, რექსეტინის მიღების დაწყებამდე შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი რექსეტინის მიღების დაწყებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს:
- თუ თქვენ ჯერ არ ხართ 18 წლის (იხ. ნაწილი ,,ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები“);
- თუ თქვენ როდესმე გქონიათ მანიაკალური მდგომარეობის ეპიზოდები (ჰიპერაქტიური ქცევა);
- თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან, ღვიძლთან ან გულთან დაკავშირებული პრობლემები;
- თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი
- თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია ან როდესმე გქონიათ კრუნჩხვითი შეტევა;
- თუ თქვენ გაქვთ გლაუკომა (მომატებული თვალიშიდა წნევა)
- თუ ადვილად ხდება ჰემატომების განვითარება ან მომატებული გაქვთ სისხლდენა, ან თქვენ ღებულობთ პრეპარატებს, რომლებსაც მნიშვნელოვანად ახანგრძლივებენ სისხლდენის დროს (ასეთ შემთხვევაში რთულია მისი გაჩერება), როგორიც არის, მაგალითად, ვარფარინი, აცეტილსალიცილის მჟავა ან იბუპროფენი
- თუ თქვენ ხართ ორსულად ან შესაძლებელია იყოთ ორსულად ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე (იხ. ნაწილი ,,ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“)
- თუ თქვენ ღებულობთ სხვა ანტიდეპრესანტს
- თუ თქვენ გაქვთ შიზოფრენია და ამ მიზეზით ღებულობთ სამკურნალო პრეპარატებს;
- თუ თქვენ ღებულობთ ტამოქსიფენს სარძევე ჯირკვლის კიბოს ან უნაყოფობის სამკურნალოდ
- თუ თქვენ გიტარდებათ ელექტროკრუნჩხვითი თერაპია (ეკთ)
- თუ თქვენ გაქვთ დაავადებები, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება ოპიოიდები, მაგალითად, ბუპრენორფინი ( ან მისი კომბინაცია ნალოქსონთან), პეტიდინი ან ტრამადოლი. ამ მედიკამენტების რექსეტინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი - მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს სიცოცხლისათვის პოტენციურ საფრთხეს (იხ. განყოფილება „ სხვა პრეპარტები და პრეპარატი რექსეტინი“).
- თუ თქვენ ოჯახურ ანამნეზში გაქვთ QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევები, თუ თქვენ გაქვთ გულის ისეთი დაავადება, როგორიც არის გულის უკმარისობა, გულის შეკუმშვის დაბალი სიხშირე ან კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში.
არსებობს მცირე რისკი ეგრეთ წოდებული სეროტონინული სინდრომის განვითარებისა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას პაროქსეტინის მიღების შემდეგ ზოგიერთ ანტიდეპრესანტთან ან ოპიოიდებთან კომბინაციაში ან მარტო პაროქსეტინის მიღების შემდეგ. დაუყოვნებლივ მიმარეთ ექიმს, თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სერიოზულ სინდრომთან(იხ. ნაწილი 4).
უნდა იქნას დაცული განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ რექსეტინის მიღებისას, თუ თქვენ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის და გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, იმ მიზეზით, რომ:
- ძალიან იშვიათად, რექსეტინი ამცირებს ნატრიუმის შემცველობას სისხლის შრატში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ცნობიერების აღრევა და კუნთების სისუსტე. ამის ალბათობა მატულობს, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ციროზი და/ან იღებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ ნატრიუმის შემცველობის შემცირება სისხლის შრატში. ისეთი სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც დამახასიათებელია ჰიპონატრიემიისთვის, როგორც კი შეძლებთ, მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც რექსეტინის მსგავსია (ეგრეთ წოდებული სუსი-სნუსი), შესაძლებელია გამოიწვიონ სასქესო დისფუნქციის სიმპტომები (იხ. განყოფილება 4). ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნარჩუნდებოდა პრეპარატის მოხსნის შემდეგ.
თვითმკვლელობის აზრები და დეპრესიის ან შფოთვის გაძლიერება
თუ თქვენ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ. როცა თქვენ იწყებთ ანტიდეპრესანტების მიღებას, ეს აზრები შესაძლებელია გახდეს უფრო აკვიატებული, ვინაიდან მედიკამენტი არ იწყებს მოქმედებას მაშინვე, არამედ, ჩვეულებრივ, ორი კვირის შემდეგ, ზოგჯერ კი უფრო გვიან.
ეს აზრები უფრო ხშირად ვლინდება:
- თუ თქვენ ადრე გაგჩენიათ თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების აზრები;
- ახალგაზრდა ასაკში.
კლინიკურ კვლევებში ნააჩვენებია სუიციდური ქცევის უფრო მაღალი რისკი ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე 25 წელზე უმცროსი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებში.
თუ თქვენ გაგიჩნდათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის შესახებ, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ან პირდაპირ საავადმყოფოს.
თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს ნათესავს ან მეგობარს, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვა და სთხოვოთ მათ, წაიკითხონ ეს ფურცელ-ჩანართი. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ მათ გაცნობონ, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან მათ აწუხებთ ცვლილებები თქვენს ქცევაში.
ბავშვები და მოზარდები
რექსეტინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.
თქვენ ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან ამ ჯგუფის პრეპარატების ისეთი არასასურველი ეფექტების მიმართ, როგორიც არის სუიციდური მცდელობები და აზრები ან მტრული ქცევა (აგრესიულობა, ანტაგონიზმი, გაბრაზება). თუ ექიმმა დაუნიშნა რექსეტინი 18 წლამდე ასაკის პაციენტს და თქვენ გინდათ, რომ ეს აგიხსნან, მიმართეთ ექიმს განმეორებითი კონსულტაციისთვის. თქვენ ასევე უნდა შეატყობინოთ ექიმს 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტთან რექსეტინის მიღების დროს რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომის განვითარების ან მდგომარეობის გაუარესების შესახებ.
გარდა ამისა, არ გაგვაჩნია მონაცემები პრეპარატი რექსეტინის ხანგრძლივი მოქმედების ეფექტის შესახებ ამ ასაკის პაციენტების ზრდაზე, მომწიფებაზე, კოგნიტიური ფუნქციების განვითარებაზე და ქცევაზე.
18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში პაროქსეტინის გამოყენების კვლევებში ხშირად აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები (10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებთან): სუიციდური აზრების და სუიციდის მცდელობის გაძლიერება, საკუთარი თავისთვის დაზიანების შეგნებულად მიყენება, მტრული დამოკიდებულება, აგრესიულობა, უმადობა, კანკალი, არანორმალური ოფლიანობა, ჰიპერაქტიურობა (ენერგიის სიჭარბე), აჟიტაცია, ემოციური ფონის ცვლილებები (ტირილის და გუნება-განწყობის ცვლილების ჩათვლით), ჩალურჯებების გაჩენა ან სისხლდენის განვითარება (მაგალითად, სისხლდენა ცხვირიდან). მსგავსი მოვლენები ასევე აღინიშნებოდა ბავშვებში და მოზარდებში, რომლებიც პაროქსეტინის მაგივრად იღებდნენ შაქრის ტაბლეტებს (პლაცებოს), თუმცა, უფრო იშვიათად.
18 წელზე უმცროსი ასაკის ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა მოხსნის სინდრომი იმის მერე, როდესაც ისინი წყვეტდნენ პაროქსეტინის მიღებას. ეს ეფექტები იყო არსობრივად მსგავსი იმ ზრდასრულებში განვითარებული სიმპტომებისა, რომლებიც წყვეტდნენ პაროქსეტინის მიღებას (იხ. ნაწილი ,,როგორ მიიღება პრეპარატი რექსეტინი“). გარდა ამისა, 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტები ხშირად (1/10 ნაკლები) უჩიოდნენ ტკივილს მუცელში, ნევროზულობას და ემოციურ არასტაბილურობას (მათ შორის, ტირილი, გუნება-განწყობის ცვლილება, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა, აზრები თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ).
პაროქსეტინის მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები
ზოგიერთ პაციენტს პაროქსეტინის მიღებისას შესაძლებელია განუვითარდეს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება აკატიზია, როდესაც ისინი განიცდიან მოუსვენრობას და არ შეუძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა. სხვა პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ ე.წ. სეროტონინული სინდრომის ერთი ან რამდენიმე სიმპტომი: ცნობიერების აღრევის შეგრძნება, შფოთი, ოფლიანობა, კანკალი, ციება, ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები), კუნთების უნებლიე მოძრაობა ან აჩქარებული გულისცემა.
თუ თქვენ გრძნობთ რაიმე ანალოგიურს, მიმართეთ ექიმს.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია პრეპარატი რექსეტინის ამ და სხვა არასასურველი ეფექტების შესახებ იხ. განყოფილებაში 4. „შესაძლო არასასურველი რეაციები“.
სხვა პრეპარატები და რექსეტინი
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს.
ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატი რექსეტინის მოქმედებაზე ან გაზარდოს მისი გვერდითი ეფექტების წარმოქმნის რისკი. ასევე შესაძლებელია რექსეტინმა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობაზე.
კერძოდ:
პრეპარატები, რომლებსაც ეწოდებათ მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორები (მაო ინჰიბიტორები, მოკლობემიდის ჩათვლით) – იხ. განყოფილება „არ მიიღოთ რექსეტინი“, ასევე მეთილენის ლურჯი (ქირურგიული ოპერაციის დროს გამოიყენება საღებავის სახით);
- თიორიდაზინი ან პიმოზიდი (ანტიფსიქოზური პრეპარატები) - იხ. განყოფილება „არ მიიღოთ რექსეტინი“;
- აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), მაგალითად, ცელეკოქსიბი, ეტოდოლაკი, დიკლოფენაკი და მელოქსიკამი, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლების სახით და ანთებითი დაავადებების დროს;
ტრიპტანები, მაგალითად, სუმატრიპტანი, გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;
სხვა ანტიდეპრესანტები, სხვა სუსი-ს, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჩათვლით, მაგალითად, კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი და დეზიპრამინი;
- ტრიპტოფანი (საკვები დანამატი);
- მივაკურიუმი ან სუქცინილქოლინი (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საერთო ნარკოზის დროს);
- ლითიუმი, რისპერიდონი და კლოზაპინი (ეგრეთ წოდებული ანტიფსიქოზური პრეპარატები), გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;
- ფენტანილი, გამოიყენება საერთო ნარკოზის დროს ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ;
ფოსამპრენავირის და რიტონავირის კომბინაცია, აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ოპიოიდები, მაგალითად, ტრამადოლი და პეტიდინი (ტკივილგამაყუჩებლები), ბუპრენორფინი (გამოიყენება ძლიერი ტკივილის ან ნარკოტიკული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად) ან მისი კომბინაცია ნალოქსონთან (ნარკოტიკული დამოკიდებულობის სამკურნალოდ). რექსეტინი შეიძლება ურთიერთქმედებდეს ოპიოიდებთან (მაგალითად, ტრამადოლთან, პეტიდინთან, ბუპრენორფინთან (ან მის კომბინაციასთან ნალოქსონთან)), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის სიმპტომების წარმოქმნა (იხ. 4 გაყოფილება). სეროტონინული სინდრომის ნიშნების წარმოქმნის დროს მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ნასვრეტებიანი კრაზანა (Hypericum perforatum) - მცენარეული წარმოშობის ანტიდეპრესიული პრეპარატი.
ფენობარბიტალი, ნატრიუმის ვალპროატი ან კარბამაზეპინი, კრუნჩხვების და ეპილეფსიის სამკურნალოდ;
ატომოქსეტინი, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალოდ (ყდჰს);
პროციკლიდინი ტრემორის მოსახსნელად, განსაკუთრებით, პარკინსონის დაავადების დროს;
- ვარფარინი და სხვა პრეპარატები (ანტიკოაგულანტები) სისხლის გასათხელებლად;
პროპაფენონი, ფლეკაინიდი და პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის არითმიის სამკურნალოდ;
- მეტოპროლოლი - ბეტა–ბლოკატორი არტერიული ჰიპერტენზიის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;
პრავასტატინი - პრეპარატი ქოლესტერინის დონის დასაწევად;
რიფამპიცინი, ტუბერკულოზის და კეთრის სამკურნალოდ;
ლინეზოლიდი (ანტიბიოტიკი);
ტამოქსიფენი, სარძევე ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ.
თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით ნებისმიერი ჩამოთვლილი პრეპარატიდან რომელიმეს და ჯერ არ გისაუბრიათ ამ საკითხზე თქვენს მკურნალ ექიმთან, დაბრუნდით და ჰკითხეთ მას, რისი გაკეთებაა საჭირო.
პრეპარატ რექსეტინის ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
არ მიიღოთ ალკოჰოლი პრეპარატი რექსეტინით მკურნალობის დროს. ალკოჰოლმა შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები ან არასასურველი რეაქციები. მიიღეთ რექსეტინი დილის საათებში ჭამის დროს - ეს შეამცირებს არასასურველი შეგრძნებების განვითარების ალბათობას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მანამდე, სანამ დაიწყებდეთ მითითებული პრეპარატის მიღებას, მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ უკვე ღებულობთ რექსეტინს და ახლა აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას - ასევე ჰკითხეთ ექიმს.
შემოვიდა რამოდენიმე შეტყობინება განვითარების თანდაყოლილი დეფექტების, კერძოდ გულის მანკების, რისკის მატების შესახებ ჩვილებში, რომელთა დედებიც ღებულობდნენ პაროქსეტინს ორსულობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. საერთო პოპულაციაში, 100-დან დაახლოებით 1 ბავშვი იბადება გულის მანკით. თუ ბავშვის დედა ორსულობის დროს ღებულობდა პაროქსეტინს, რისკი ორმაგდება. შესაძლებელია, თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა გადაწყვიტოთ, რომ თქვენთვის უმჯობესი იქნება რექსეტინის მიღების თანდათანობითი შეწყვეტა ორსულობის პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ვითარებიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენთვის უმჯობესი იქნება რექსეტინის მიღების გაგრძელება.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა ან მეანმა იციან, რომ თქვენ ღებულობთ რექსეტინს.
რექსეტინის მსგავსმა პრეპარატებმა, თუკი ისინი მიღებული იქნება ორსულობის დროს, განსაკუთრებით, ბოლო ვადებზე, შეიძლება გაზარდონ ისეთი სერიოზული მდგომარეობის განვითარების რისკი ბავშვისთვის, რომელსაც ეწოდება ახალშობილთა პერსისტიული ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (აპფჰ). აპფჰ-ს დროს სისხლის წნევა სისხლძარღვებში გულსა და ფილტვებს შორის ძლიერად არის მომატებული. თუ თქვენ ღებულობთ რექსეტინს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, თქვენს ახალშობილს ასევე შეიძლება გამოუვლინდეს სხვა პათოლოგიური მდგომარეობები, რომელიც, ჩვეულებრივ, ვლინდება დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში შემდეგი სიმპტომების სახით:
გართულებული სუნთქვა;
კანის მოლურჯო ფერი ან ზედმეტად ცხელი ან ცივი კანი;
ლურჯი ტუჩები;
ღებინება ან კვების პრობლემა;
ძალიან გამოხატული სისუსტე, არ სძინავს ან ბევრს ტირის;
კუნთების დაძაბულობა ან მოდუნება;
- ტრემორი, გათრთოლება, კრუნჩხვები;
გამოხატული უნებლიე მოძრაობა.
თუ თქვენს ბავშვს დაბადების შემდეგ აღენიშნება ჩამოთვლილი სიმპტომიდან ნებისმიერი ან თქვენ შეშფოთებული ხართ მისი მდგომარეობით, მიმართეთ ექიმს ან მეანს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენთვის კონსულტაციის გაწევა.
თუ თქვენ მიიღებთ რექსეტინს ახლო პერიოდში მშობიარობის დადგომამდე, შეიძლება გაიზარდოს საშოდან ძლიერი სისხლდენის რისკი მშობიარობის შემდეგ მალევე, განსაკუთრებით, თუ ადრეც გქონიათ სისხლდენები. თქვენმა ექიმმა ან მეანმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ ღებულობთ რექსეტინს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გაგიწიონ კონსულტაცია.
რექსეტინი შეიძლება ხვდებოდეს დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით. თუ თქვენ ღებულობთ რექსეტინს, მიმართეთ ექიმს, სანამ ბავშვის ძუძუთი კვებას დაიწყებდეთ. შესაძლებელია, თქვენ და თქვენმა ექიმმა მიიღოთ გადაწყვეტილება ძუძუთი კვების გაგრძელების შესახებ პრეპარატი რექსეტინის მიღების ფონზე.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ პაროქსეტინი აუარესებს სპერმის ხარისხს. დღემდე არ ყოფილა აღნიშნული პრეპარატის უარყოფითი მოქმედება ადამიანის ფერტილობაზე, თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელია.
ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატ რექსეტინის შესაძლებელი არასასურველი რეაქციები მოიცავს თავბრუსხვევას, ცნობიერების აღრევას, ძილიანობას ან მხედველობის დარღვევას. თუ თქვენ წარმოგექმნათ ეს არასასურველი რეაქციები, უარი თქვით ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობაზე.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ ტაბლეტში, რომელიც დაფარულია აპკიანი გარსით, ესე იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- როგორ მიიღება პრეპარატი რექსეტინი
ყოველთვის მკაცრად დაიცავით მკურნალი ექიმის ინსტრუქცია. დააზუსტეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში.
რეკომენდებული დოზები სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ მითითებულია ცხრილში.
საწყისი დოზა
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
დეპრესია
20 მგ
20 მგ
50 მგ
ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა
20 მგ
40 მგ
60 მგ
პანიკური აშლილობა
10 მგ
40 მგ
60 მგ
სოციალური შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
თქვენი ექიმი გირჩევთ, რომელი დოზიდან დაიწყოთ მკურნალობა პრეპარატ რექსეტინით.
პაციენტების უმრავლესობა მდგომარეობის გაუმჯობესებას გრძნობს რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ამ პერიოდის განმავლობაში თავს უკეთ არ იგრძნობთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს. მან შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება დოზის თანდათანობითი მატების შესახებ ყოველ ეტაპზე 10 მგ–ით მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე.
პრეპარატი მიიღეთ დილით, ჭამის დროს.
გადაყლაპეთ, წყლის მიყოლებით.
არ დაღეჭოთ.
თქვენი ექიმი გეტყვით რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ ტაბლეტები. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე და უფრო დიდხანსაც.
ხანდაზმული პაციენტები
მაქსიმალური დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის შეადგენს დღე-ღამეში 40 მგ.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების დაავადებებით
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რექსეტინის უფრო დაბალი დოზა.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი რექსეტინი უფრო მეტი, ვიდრე იყო საჭირო
არასდროს არ მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი ტაბლეტები.
თუ თქვენ (ან სხვამ) მიიღეთ ძალიან ბევრი რექსეტინის ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. აჩვენეთ ტაბლეტების შეფუთვა.
პრეპარატი რექსეტინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მე-4 ნაწილში („შესაძლო არასასურველი რეაქციები“) ჩამოთვლილი სიმპტომები, ასევე სისუსტე, გუგების გაფართოება, ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა.
თუ თქვენ დაგავიწყდათ რექსეტინის მიღება
პრეპარატი მიიღეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ რიგითი დოზის მიღება და გაგახსენდათ ეს დაძინების წინ, დაუყოვნებლივ მიიღეთ ის. მომდევნო დღეს მიიღეთ დოზა ჩვეული წესით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ანაზღაურების მიზნით.
თუ გამოტოვებული დოზის შესახებ გაგახსენდათ ღამის განმავლობაში ან შემდეგ დღეს, გამოტოვეთ მიღება. თქვენ შეიძლება განიცადოთ მოხსნის ეფექტი, მაგრამ ეს გაივლის მორიგი დოზის ჩვეულ დროს მიღების შემდეგ.
რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ
რექსეტინი არ მოქმედებს დაუყოვნებლივ – არცერთი ანტიდეპრესანტი არ იწყებს მაშინვე მოქმედებას. ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს პირველი ორი კვირის განმავლობაში, სხვებს შეიძლება ცოტათი მეტი დრო დასჭირდეს. ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ღებულობს ანტიდეპრესანტებს, მდგომარეობა თავდაპირველად უუარესდება, და მხოლოდ შემდგომ უმჯობესდება მისი მდგომარეობა. თუ ორი კვირის მკურნალობის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძენით, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის - ის გეტყვით რა არის გასაკეთებელი. ექიმმა უნდა დაგინიშნოთ განმეორებითი ვიზიტი თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. შეატყობინეთ ექიმს, თუ უკეთესობა არ შეინიშნება.
რექსეტინის მოხსნისას მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა დაწევაში რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში - ეს შეამცირებს მოხსნის ეფექტის განვითარების რისკს. რექსეტინის დოზის თანდათანობითი შემცირების ერთ-ერთი გზა არის მისი შემცირება 10 მგ-ით კვირაში. პაციენტების უმრავლესობის აზრით, რექსეტინის მოხსნის დროს ვითარდება მსუბუქი სიმპტომები, რომლებიც დამოუკიდებლად ქრება ორი კვირის განმავლობაში, ზოგიერთ პაციენტს ეს გადააქვს უფრო მძიმედ ან ხანგრძლივად.
თუ თქვენ განგივითარდათ მოხსნის სიმპტომები, როდესაც შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის უფრო ნელი დაწევა. თუ თქვენ განგივითარდათ მოხსნის მძიმე სიმპტომები, მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია, ექიმმა გირჩიოთ მიღების განახლება და მკურნალობის მოხსნა უფრო ნელა.
მოხსნის სიმპტომების განვითარების შემთხვევაშიც კი თქვენ შეგიძლიათ მკურნალობის შეწყვეტა.
მოხსნის შესაძლო ეფექტები მკურნალობის შეწყვეტისას
კვლევებში გამოვლინდა, რომ რექსეტინის მიღების შეწყვეტისას, 10–დან 3 პაციენტი აღნიშნავს მოხსნის ერთ ან რამდენიმე სიმპტომს. მოხსნის ზოგიერთი ეფექტი ვითარდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა.
ხშირი არასასურველი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 10-დან):
- თავბრუსხვევის, სიმყარის ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება;
- ჩხვლეტის, წვის და (უფრო იშვიათად) დენის დარტყმის შეგრძნება, მათ შორის, თავში; ხმაური, შიშინი, სტვენა, ზარის რეკვა ან სხვა მუდმივი ხმაური ყურებში ;
- ძილის დარღვევა (მკვეთრი სიზმრები, ღამის კოშმარები, ძილის უნარის დაკარგვა);
- შფოთვა;
- თავის ტკივილი.
არახშირი არასასურველი ეფექტები (შეიძლება განუვითარდეს არაუმეტეს 1 ადამიანს 100-დან):
- გულისრევა;
- ოფლიანობა (მათ შორის ღამის ოფლიანობა);
- მოუსვენრობის ან აღგზნებადობის შეგრძნება;
- ტრემორი (კანკალი);
- ცნობიერების აღრევის ან დეზორიენტაციის შეგრძნება;
- დიარეა (თხელი განავალი);
- ემოციური არასტაბილურობა ან გაღიზიანებადობა;
- მხედველობის დარღვევა;
- გახშირებული გულისცემა ( გულის ბაგაბუგი და ხტუნვა).
თუ თქვენ გაღელვებთ ის, რომ პრეპარატ რექსეტინის მოხსნისას განგივითარდებათ მოხსნის ეფექტები, მიმართეთ ექიმს.
თუ თქვენ შეწყვიტეთ რექსეტინის მიღება
არ შეწყვიტოთ რექსეტინის მიღება, სანამ ამას არ გეტყვით თქვენი მკურნალი ექიმი.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში კითხვით მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო არასასურველი ეფექტები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატმა, მითითებულმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველასთან. არასასურველი რეაქციები ჩვეულებრივ წარმოიქმნება მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თუ მკურნალობის დროს განგივითარდათ ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს.
შესაძლებელია თქვენ დაგჭირდეთ ექიმის კონსულტაცია ან დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მისვლა.
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- თუ თქვენ გაგიჩნდათ უჩვეულო სილურჯეები ან სისხლდენები, ასევე სისხლიანი ღებინება ან სისხლი განავალში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს;
- თუ აღმოაჩინეთ, რომ გიჭირთ შარდვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- თუ განგივითარდათ კრუნჩხვები (გულყრა), დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს;
- თუ თქვენ გრძნობთ მოუსვენრობას და არ შეგიძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ გაქვთ ეგრეთ წოდებული აკატიზია. პრეპარატ რექსეტინის დოზის გაზრდის დროს შეიძლება ეს შეგრძნება გაძლიერდეს. თუ თქვენ გრძნობთ რამეს ამის მსგავს, მიმართეთ ექიმს;
- თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან ცნობიერების აღრევას ან გაქვთ მტკივნეული, გახევებული კუნთები ან კუნთების კოორდინაციის დარღვევა, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენს სისხლში დაწეულია ნატრიუმის კონცენტრაცია. ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- ალერგიული რეაქციები რექსეტინზე, ზოგჯერ მძიმე.
- კანზე წითელი ან შეშუპებული გამონაყარის გაჩენისას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ან ენის შეშუპების, ქავილის ან გართულებული სუნთქვის (ქოშინი) ან ყლაპვის და სისუსტის ან თავბრუსხვევის განვითარებისას, რომელიც იწვევს გულის წასვლას ან გონების დაკარგვას , დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.
სეროტონინული სინდრომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებით (მაგალითად, აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა) და სხვა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ციება, გახშირებული გულისცემა, არასტაბილური არტერიული წნევა, უნებლიე შეკრთომები, კუნთების რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა და ან კუჭ-ნაწლავური სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება, დიარეა) (იხ. 2 განყოფილება). ამ სიმპტომების განვითარებისას დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
- მწვავე გლაუკომა (თვალიშიდა წნევის უეცარი მომატება).
თუ თქვენ დაგეწყოთ თვალების ტკივილი და გაქვთ არამკაფიო მხედველობა, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი):
ზოგიერთ ადამიანს უჩნდება საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების ან თვითმკვლელობის აზრები, აგრესია, პრეპარატ რექსეტინის მიღების დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მალევე.
ჭარბი სისხლდენა საშოდან მალევე მშობიარობის შემდეგ (სისხლდენა მშობიარობის შემდგომ პერიოდში), იხ. უფრო დეტალური ინფორმაცია განყოფილებაში 2 „ ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“.
სხვა შესაძლო არასასურველი რეაქციები მკურნალობის დროს
ძალიან ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ადამიანზე მეტს)
გულისრევა. პრეპარატის დილით, ჭამის დროს მიღება ამცირებს გულისრევის ალბათობას.
სქესობრივი დისფუნქცია. მაგალითად, ორგაზმის არარსებობა და პათოლოგიური ერექცია და ეაკულაცია მამაკაცებში.
ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა)
- სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება.
უმადობა.
ძილის დარღვევა (უძილობა) ან ძილიანობა.
- არანორმალური სიზმრები ( ღამის კოშმარების ჩათვლით).
- თავბრუსხვევა ან ტრემორი.
თავის ტკივილი.
ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა.
აღგზნება.
- პათოლოგიური სისუსტე.
- არამკაფიო მხედველობა.
- მთქნარება, პირის სიმშრალე.
დიარეა ან ყაბზობა.
ღებინება.
სხეულის წონის მატება.
ოფლიანობა.
არახშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 100-დან არაუმეტეს1 ადამიანისა)
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლა მკვეთრი ადგომისას (ამის მიზეზია არტერიული წნევის დაწევა ხანმოკლე დროით).
- გახშირებული გულისცემა.
- უმოძრაობა, გაშეშება, კანკალი ან პირის და ენის არანორმალური მოძრაობები.
- გაფართოებული გუგები.
- კანისმიერი გამონაყარი.
- ცნობიერების აღრევის შეგრძნება.
- ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები).
- შარდვის შეუძლებლობა (შარდვის შეკავება) ან არაკონტროლირებადი, უნებლიე შარდვა (შარდვის შეუკავებლობა).
- თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რექსეტინის მიღების ფონზე თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ კარგავთ კონტროლს შაქრის დონეზე სისხლში. გთხოვთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექციასთან დაკავშირებით.
- სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.
იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა)
- რძის პათოლოგიური სეკრეცია ქალებში და მამაკაცებში.
- შენელებული გულისცემა.
- ღვიძლზე ზემოქმედება, რომელიც ვლინდება სისხლის ღვიძლის ტესტებში.
- პანიკური შეტევები.
- ჰიპერაქტიური ქცევა ან აზრები (მანია).
- საკუთარი „მე“-ს დაკარგვის შეგრძნება (დეპერსონალიზაცია).
- შფოთვა.
- ფეხების მოძრაობის დაუოკებელი სურვილი (მოუსვენარი ფეხების სინდრომი).
- ტკივილი სახსრებში ან კუნთებში.
- პროლაქტინის მომატება სისხლის შრატში.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ისეთი, როგორიც არის ჭარბი მენსტრუაცია, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის, მენსტრუაციის შეფერხება, არარეგულარული მენსტრუაცია).
ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანისა):
- კანისმიერი გამონაყარი, შესაძლებელია ბუშტუკების წარმოქმნით, ელემენტები შესაძლებელია გავდეს პატარა ,,სამიზნეებს“ (შავი წერტილი მუქი არშიით შედარებით ღია ფონზე) - მულტიფორმული ერითემა.
- გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის განშრევებით, კერძოდ პირის ღრუში, ცხვირში, თვალებზე და გენიტალიებზე (სტივენს–ჯონსონის სინდრომი).
- გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და კანის განშრევებით სხეულის დიდ ზედაპირზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც იწვევს კანის ან თვალის სკლერის ყვითლად შეფერვას.
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი (აჰაასს), რომლის დროს ორგანიზმში გროვდება სითხის ჭარბი რაოდენობა და მცირდება ნატრიუმის დონე სისხლში. პაციენტებს აჰაასს-ით ჩვეულებრივ აქვთ მძიმე ჩივილები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ჩივილები არ არის.
- სითხის შეკავება ორგანიზმში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების და ფეხების შეშუპება.
- მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ.
- მტკივნეული მდგრადი ერექცია.
- თრომბოციტების დაბალი შემცველობა სისხლში.
უცნობია (არსებული მონაცემებიდან გამომდინარე წარმოქმნის სიხშირის დადგენა შეუძლებელია) :
ნაწლავების ანთება (თან ახლავს დიარეა);
კბილების კრაჭუნი ძილში.
პრეპარატ რექსეტინის მიღების ფონზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ხმაური, შიშინი, სტვენა, ზარის რეკვა ან სხვა მუდმივი ხმაური ყურებში.
ამ ტიპის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში მომატებულია ძვლების მოტეხილობის რისკი.
თუ გაგიჩნდათ რაიმე ეჭვები რექსეტინის მიღების დროს, დახმარებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა
ინახება + 15 °C–დან + 30 °C–მდე ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადა უნდა დადგინდეს თვის ბოლო დღის მეშვეობით.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ ინ მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებსაც არ ხმარობთ. ეს ზომები დაგვეხმარებიან გარემოს დაცვაში.
- შეფუთვა და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი რექსეტინის შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 20 მგ პაროქსეტინი (22,760 მგ პაროქსეტინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით) თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპი), ჰიპრომელოზა 2910, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.
აპკიანი გარსი: პოლისორბატი 80, მაკროგოლი 400, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (Е171), ჰიპრომელოზა 2910.
პრეპარატ რექსეტინის აღწერილობა
თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები,
რომლებიც დაფარულია აპკიანი გარსით. ზოლით ერთ მხარეს , და გრავირებით X 2 0 მეორე მხარეს . ზოლზე შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ დოზად.
შეფუთვა
10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, პვქ და ალუმინის ფოლგის გაუმჭვირვალე ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების თანდართული ინსტრუქციით.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინფორმაცია მწარმოებელზე
ღია სააქციო საზოგადოება (ღსს) „გედეონ რიხტერი“.
1103, ქ. ბუდაპეშტი, დიომროის ქუჩა, 19–21, უნგრეთი
პრეპარატზე ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ, აგრეთვე პრეტენზიის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: საქართველო, 0160, ქალ. თბილისი, ს.კანდელაკის ქუჩა № 8
ტელეფონი: +995-322-37-11-00
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში
მისამართი:ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 734003, ქალ. დუშანბე, ისმოილი სომონის რაიონი,
რუდაკის გამზირი 127, შპს „რუდაკი პლაზა“, მე-5-ე სართული, ოფისი 507,508.
ტელეფონი: +992 44-603-33-36
ელექტრონული მისამართი: [email protected]
ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა თურქმენეთში
მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქალ. აშხაბადი, ათა თურქის ქუჩა, სახლი 82.
ბიზნეს-ცენტრი „ბერკარარი“, E-6
ტელეფონი: +993-12-46-82-11
ელექტრონული მისამართი: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.