პაროქსეტინი ფარმოზი 20მგ
PAROXETINA FARMOZ 20mg
პაროქსეტინი ფარმოზი არის დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის მქონე მოზრდილების სამკურნალო საშუალება. შფოთვითი აშლილობები, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება პაროქსეტინი ფარმოზი, არის: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (განმეორებადი და აკვიატებული აზრები უკონტროლო ქცევით), პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები, მათ შორის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პაროქსეტინი (paroxetine)
- ფორმა და შეფუთვა
- აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №60
- მწარმოებელი
- Atlantic Pharma – produções Farmacêuticas S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- N06AB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035080
- რეგისტრირებულია
- 27 აპრილი 2022, მოქმედებს 27 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ"
- GMP
- -
პაროქსეტინი ფარმოზი 20მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პაროქსეტინი ფარმოზი არის დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის მქონე მოზრდილების სამკურნალო საშუალება. შფოთვითი აშლილობები, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება პაროქსეტინი ფარმოზი, არის: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (განმეორებადი და აკვიატებული აზრები უკონტროლო ქცევით), პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები, მათ შორის აგორაფობიით გამოწვეული, რომელიც არის ღია სივრცის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან თავიდან აცილება), პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ტრავმული მოვლენით გამოწვეული შფოთვა) და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ზოგადად ძლიერი შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება).
პაროქსეტინი ფარმოზი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება SSRI (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). ყველას აქვს თავის ტვინში ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიის ან შფოთვის მქონე ადამიანებს აქვთ სეროტონინის დაბალი დონე, სხვებთან შედარებით. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მუშაობს პაროქსეტინი და სხვა SSRI-ები, მაგრამ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით. დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების სწორად მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ გახდომაში.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეთ ერთ ტაბლეტზე მეტის ან ნახევარი ტაბლეტის მიღება. ცხრილი აჩვენებს რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ.
დოზა
მისაღები ტაბლეტების რაოდენობა
10 მგ
ნახევარი თეთრი ტაბლეტი
20 მგ
ერთი თეთრი ტაბლეტი
30 მგ
ერთი თეთრი ტაბლეტი
40 მგ
ორი თეთრი ტაბლეტი
50 მგ
ორი და ნახევარი თეთრი ტაბლეტი
60 მგ
სამი თეთრი ტაბლეტი
შემდეგი ცხრილი აღწერს ჩვეულებრივ დოზებს სხვადასხვა დაავადებისთვის.
საწყისი დოზა
რეკომენდებული დღიური დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
დეპრესია
20 მგ
20 მგ
50 მგ
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
20 მგ
40 მგ
60 მგ
პანიკური აშლილობა
10 მგ
40 მგ
60 მგ
სოციალური შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
თქვენი ექიმი გირჩევთ, რა დოზა უნდა მიიღოთ, როდესაც პირველად დაიწყებთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებას. ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ამ დროის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას. მან შეიძლება გადაწყვიტოს დოზის თანდათან გაზრდა, 10 მგ-ით ერთ ჯერზე, მაქსიმალურ დღიურ დოზამდე.
მიიღეთ ტაბლეტები დილით საკვებთან ერთად.
არ დაღეჭოთ ტაბლეტები, გადაყლაპეთ ისინი მთლიანად წყლის დაყოლებით.
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს დაგჭირდებათ ტაბლეტების მიღება. ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვის განმავლობაში ან უფრო მეტიც.
ხანდაზმული პირები
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი) მაქსიმალური დოზა, რომელიც უნდა მიიღოთ არის 40 მგ დღეში.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების დაავადებით
თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დაგინიშნოთ პაროქსეტინის ჩვეულებრივზე დაბალი დოზა.
თუ მიიღეთ პაროქსეტინი ფარმოზი დანიშნულზე მეტი რაოდენობით
არასოდეს მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, რაც თქვენმა ექიმმა გირჩიათ. თუ თქვენ მიიღეთ პაროქსეტინი ფარმოზის ძალიან ბევრი ტაბლეტი (ან სხვამ მიიღო), აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიაკითხეთ საავადმყოფოში. აჩვენეთ მათ ტაბლეტების შეფუთვა. მას, ვინც მიიღო პაროქსეტინი ფარმოზის ჭარბი დოზა, შეიძლება ჰქონდეს რომელიმე სიმპტომი, რომელიც ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფში - „შესაძლო გვერდითი მოვლენები“, ან შემდეგი სიმპტომები: ცხელება, კუნთების უკონტროლო დაჭიმვა.
თუ დაგავიწყდათ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ძილის წინ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ მეორე დღეს. თუ გაგახსენდათ მხოლოდ ღამით ან მეორე დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შესაძლოა აღგენიშნოთ მოხსნის ეფექტები, მაგრამ ისინი უნდა გაქრეს მას შემდეგ, რაც მიიღებთ შემდეგ დოზას ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
რა უნდა გააკეთოთ, თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ
პაროქსეტინი ფარმოზი მაშინვე არ შეამსუბუქებს თქვენს სიმპტომებს - ყველა ანტიდეპრესანტს დრო სჭირდება ეფექტის საჩვენებლად. ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს რამდენიმე კვირაში, მაგრამ სხვებისთვის ამას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც იღებს ანტიდეპრესანტებს, ჯერ უარესად გრძნობს თავს, სანამ თავს უკეთესად იგრძნობს. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. ექიმი დაგინიშნავთ განმეორებით ვიზიტს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას.
თუ შეწყვეტთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებას
არ შეწყვიტოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება სანამ თქვენი ექიმი არ გეტყვით.
პაროქსეტინი ფარმოზის შეწყვეტისას თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა შემცირებაში რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში - ეს დაგეხმარებათ მოხსნის ეფექტის განვითარების ალბათობის შემცირებაში. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა პაროქსეტინი ფარმოზის დოზის თანდათანობით შემცირება კვირაში 10 მგ-ით. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ პაროქსეტინის შეწყვეტის ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და თავისთავად ქრება ორი კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სიმპტომები შეიძლება იყოს უფრო მძიმე ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
თუ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას მიიღებთ მოხსნის ეფექტს, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მიღება უნდა შეწყვიტოთ უფრო ნელა. თუ პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას თქვენ გაქვთ მოხსნის მძიმე ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ ტაბლეტების მიღების ხელახლა დაწყება და შემდეგ უფრო ნელა შეგაწყვეტინოთ მათი მიღება.
თუ გამოგივლინდებათ მოხსნის ეფექტი, თქვენ მაინც შეძლებთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღების შეწყვეტას.
შესაძლო მოხსნის ეფექტები მკურნალობის შეწყვეტისას
კვლევები აჩვენებს, რომ 10 პაციენტიდან 3-ს აღენიშნება ერთი ან მეტი სიმპტომი პაროქსეტინის შეწყვეტისას. ზოგიერთი მოხსნის ეფექტი შეწყვეტის დროს უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე სხვები.
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
თავბრუსხვევის შეგრძნება, არასტაბილურობა ან წონასწორობის დარღვევა;
ჩხვლეტის შეგრძნება, წვა და (ნაკლებად ხშირად) ელექტრული შოკის შეგრძნება, მათ შორის თავში, და ზუზუნი, შიშინი, სტვენა, შუილი ან სხვა მუდმივი ხმაური ყურებში (ტინიტუსი);
ძილის დარღვევა (კაშკაშა სიზმრები, ღამის კოშმარები, დაძინების შეუძლებლობა);
შფოთვის შეგრძნება;
თავის ტკივილი.
არახშირი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);
ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის გამომწვევი);
მოუსვენრობის ან აჟიტირების შეგრძნება;
ტრემორი (კანკალი);
დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება;
დიარეა (რბილი განავალი);
ემოციურობის ან გაღიზიანების შეგრძნება;
მხედველობითი დარღვევები;
გულის ფრიალი ან მკვეთრი გულისცემა (პალპიტაცია).
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ მოხსნის ეფექტი პაროქსეტინი ფარმოზის მიღების შეწყვეტისას.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
უკუჩვენებები
თუ იღებთ პრეპარატებს სახელწოდებით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო, მათ შორის მოკლობემიდი და და მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი)), ან მიიღეთ ისინი ნებისმიერ დროს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა დაიწყოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ მაო-ს ინჰიბიტორების მიღებას.
თუ იღებთ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, სახელწოდებით თიორიდაზინი ან პიმოზიდი.
თუ გაქვთ ალერგია პაროქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს და არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი.
სიფრთხილის ზომები
პაროქსეტინი ფარმოზის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს (იხ. სხვა სამკურნალო საშუალებები და პაროქსეტინი ფარმოზი ამ ფურცელ-ჩანართში);
თუ იღებთ ტამოქსიფენს ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. პაროქსეტინი ფარმოზმა შესაძლოა გახდეს ნაკლებ ეფექტური, ამიტომ თქვენმს ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა ანტიდეპრესანტის მიღება.
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები ან გაქვთ გულის პრობლემები;
თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ შეტევები ან კრუნჩხვები ანამნეზში;
თუ ოდესმე გქონიათ მანიის ეპიზოდები (ზედმეტად აქტიური ქცევა ან აზრები);
თუ გადიხართ მძიმე დეპრესიის მკურნალობას, რომელსაც ეწოდება ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT);
თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევები ანამნეზში, ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი (ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, როგორიცაა: ვარფარინი, ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა პერფენაზინი ან კლოზაპინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის გაყუჩებისთვის და ანთებისთვის, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან აასს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ცელეკოქსიბი, ეტოდოლაკი, დიკლოფენაკი, მელოქსიკამი);
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ სისხლში გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონე;
თუ გაქვთ გლაუკომა (მაღალი წნევა თვალში);
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას (იხ. პარაგრაფი ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა ამ ფურცელ-ჩანართში);
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის (იხ. 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ამ ფურცელ-ჩანართში);
თუ თქვენ პასუხი რომელიმე ჩამოთვლილზე არის დადებითი და არ განგიხილავთ თქვენს ექიმთან, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, რა უნდა გააკეთოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
პაროქსეტინი ფარმოზის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ (თქვენს შვილს დაუნიშნა) პაროქსეტინი ფარმოზი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვლავ თქვენს ექიმთან. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება ან გაუარესდება პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას (თქვენი ან თქვენი შვილის მიერ), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ასევე, გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით ჯერ არ არის დადასტურებული.
პაროქსეტინის 20 მგ დოზით 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნებოდა 10-დან 1-ზე ნაკლებ ბავშვს/მოზარდს, იყო: სუიციდური აზრების ან თვითმკვლელობის მცდელობების გაძლიერება, თვითდაზიანების მიზანმიმართული მცდელობა, მტრული დამოკიდებულება, აგრესია ან მტრობა, მადის ნაკლებობა, ტრემორი, პათოლოგიური ოფლიანობა, ჰიპერაქტიურობა (ჭარბი ენერგია), აღგზნებადიბა, ემოციების შეცვლა (ტირილის და განწყობის ცვალებადობის ჩათვლით) და უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა). ამ კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იგივე სიმპტომები აწუხებდა ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ღებულობდნენ შაქრის ტაბლეტებს (პლაცებოს) ნაცვლად 20 მგ პაროქსეტინისა, თუმცა ისინი ნაკლებად ხშირად ვლინდებოდა.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა მოხსნის ეფექტი, როდესაც მათ შეწყვიტეს 20 მგ პაროქსეტინის მიღება. ეს ეფექტები ძირითადად მსგავსი იყო მოზრდილებში 20 მგ პაროქსეტინის შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი ეფექტისა (იხ. პარაგრაფი 3. როგორ მიიღება პაროქსეტინი ფარმოზი). გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ასევე ხშირად (აღენიშნებოდა 10-დან 1-ზე ნაკლებს) აღენიშნებოდათ კუჭის ტკივილი, ნერვიულობა და ემოციების შვლილება (მათ შორის ტირილი, განწყობის ცვალებადობა, თვითდაზიანების მცდელობა, სუიციდური აზრები ან თვითმკვლელობის მცდელობები).
სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.
თქვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია გქონდეთ მსგავსი ფიქრები თუ:
წარსულში გქონდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა სუიციდური ქცევების მომატებული რისკი ფსიქიური აშლილობის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
თუ გაქვთ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პაროქსეტინის მიღებისას
ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ პაროქსეტინს, უვითარდება აკათიზია, რომლის დროსაც ისინი თავს მოუსვენრად გრძნობენ და გრძნობენ, რომ არ შეუძლიათ ერთ ადგილას ჯდომა ან დგომა. სხვა პაციენტებს უვითარდებათ სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი: ძლიერი აღგზნებადობის ან გაღიზიანებადობის შეგრძნება, დაბნეულობა, მოუსვენრობის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, კანკალი, თრთოლა, ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები), კუნთების რიგიდობა, კუნთების უეცარი ბიძგები ან სწრაფი გულისცემა. სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს, რაც გამოიწვევს ცნობიერების დაკარგვას. თუ გამოგივლინდებათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი, მიმართეთ თქვენს ექიმს. დამატებითი ინფორმაციისთვის პაროქსეტინი ფარმოზის ამ ან სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პაროქსეტინი ფარმოზის მოქმედებაზე ან გაზარდოს გვერდითი მოვლენების ალბათობა. პაროქსეტინი ფარმოზმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ესენია:
პრეპარატები, რომლებსაც უწოდებენ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო, მათ შორის მოკლობემიდი და მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი) - იხ. არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი, ამ პარაგრაფში);
თიორიდაზინი ან პიმოზიდი, რომლებიც არიან ანტიფსიქოზური საშუალებები - იხ. არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი, ამ პარაგრაფში;
აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდება აასს-ები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა ცელეკოქსიბი, ეტოდოლაკი, დიკლოფენაკი და მელოქსიკამი, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.
ტრამადოლი და პეტიდინი, ტკივილგამაყუჩებლები;
პრეპარატები, რომლებსაც უწოდებენ ტრიპტანებს, როგორიცაა სუმატრიპტანი, რომელიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;
სხვა ანტიდეპრესანტები, მათ შორის სხვა SSRI და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი და დეზიპრამინი;
კვებითი დანამატი, სახელად ტრიპტოფანი;
მივაკურიუმი და სუქსამეთონიუმი (გამოიყენება ანესთეზიაში);
მედიკამენტები, როგორიცაა ლითიუმი, რისპერიდონი, პერფენაზინი, კლოზაპინი (ე.წ. ანტიფსიქოტიკები), რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული აშლილობის სამკურნალოდ;
ფენტანილი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ;
ფოსამპრენავირის და რიტონავირის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ;
კრაზანა, დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება;
ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ნატრიუმის ვალპროატი ან კარბამაზეპინი, გამოიყენება კრუნჩხვის ან ეპილეფსიის სამკურნალოდ;
ატომოქსეტინი, რომელიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალოდ;
პროციკლიდინი, რომელიც გამოიყენება ტრემორის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით პარკინსონის დაავადების დროს;
ვარფარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები (ე.წ. ანტიკოაგულანტები), რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად;
პროპაფენონი, ფლეკაინიდი და სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ;
მეტოპროლოლი, ბეტა-ბლოკერი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;
პრავასტატინი, გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ;
რიფამპიცინი, გამოიყენება ტუბერკულოზის და კეთრის სამკურნალოდ;
ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი;
ტამოქსიფენი, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.
თუ თქვენ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რომელიმე მედიკამენტს ამ ჩამონათვალიდან და ჯერ არ გითქვამთ თქვენი ექიმისთვის, კვლავ მიმართეთ თქვენ ექიმს და ჰკითხეთ რა უნდა გააკეთოთ. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან სხვა პრეპარატის მიღება.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
პაროქსეტინი ფარმოზი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ დალიოთ ალკოჰოლი პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას. ალკოჰოლმა შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები ან გვერდითი მოვლენები. დილაობით პაროქსეტინი ფარმოზის მიღება საკვებთან ერთად შეამცირებს თქვენი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების (გულისრევის) ალბათობას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ პაროქსეტინს ორსულობის პირველ თვეებში, მიღებულია შეტყობინებები თანდაყოლილი მანკების გაზრდის რისკზე, განსაკუთრებით გულზე. ზოგად პოპულაციაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 იბადება გულის მანკით, რაც იზრდება 100-დან ბავშვიდან 2-მდე პაროქსეტინის მიმღებ დედების ჩვილებში. თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ უმჯობესია გადახვიდეთ სხვა მკურნალობაზე ან თანდათან შეწყვიტოთ პაროქსეტინის მიღება ორსულობისას. თუმცა, თქვენი გარემოებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ ჯობია გააგრძელოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ პაროქსეტინი ფარმოზს. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა პაროქსეტინი ფარმოზი, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN). PPHN-ის დროს არტერიული წნევა ბავშვის გულსა და ფილტვებს შორის სისხლძარღვებში ძალიან მაღალია. თუ ღებულობთ პაროქსეტინი ფარმოზს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, თქვენს ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს სხვა დაავადებებიც, რომლებიც ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:
სუნთქვის გაძნელებას,
მოლურჯო კანს ან ძლიერ სიცხეს ან სიცივეს,
ლურჯ ტუჩებს,
ღებინებას ან არასწორად კვებას,
ძლიერ დაღლას, დაძინების შეუძლებლობას ან ბევრ ტირილს,
რიგიდულ ან მოშვებულ კუნთებს,
ტრემორს, თრთოლას ან კრუნჩხვებს,
გაზრდილ რეფლექსურ რეაქციებს.
თუ თქვენს ბავშვს დაბადებისას აღენიშნება რომელიმე სიმპტომი ჩამოთვლილიდან, ან თუ გაწუხებთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს, რომელიც შეძლებს რჩევის მოცემას.
პაროქსეტინი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით. თუ თქვენ იღებთ პაროქსეტინი ფარმოზს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ძუძუთი კვების დაწყებამდე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენ შეგიძლიათ ძუძუთი კვება პაროქსეტინი ფარმოზის მიღების დროს.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ პაროქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაროქსეტინი ფარმოზის შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს: თავბრუსხვევას, დაბნეულობას, ძილიანობის შეგრძნებას ან მხედველობის დაბინდვას. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. გვერდითი მოვლენების გამოვლენა უფრო სავარაუდოა პაროქსეტინი ფარმოზის მიღების პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის დროს გამოგივლინდებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან დაკავშირება ან უახლოეს საავადმყოფოში წასვლა.
არახშირი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
თუ გამოგივლინდათ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, მათ შორის სისხლიანი ღებინება ან განავალში სისხლის გამოყოფა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ თქვენ ვერ ახერხებთ შარდის გამოყოფას, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
თუ გამოგივლინდათ კრუნჩხვები (შეტევები) მოხდა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გრძნობთ მოუსვენრობას და გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა ერთ ადგილას, შეიძლება გქონდეთ აკათიზია. პაროქსეტინი ფარმოზის დოზის გაზრდამ შესაძლოა გააუარესოს ეს სიმპტომები. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან დაბნეულობას და გაქვთ მტკივნეული, დაჭიმული ან არაკოორდინირებული კუნთები, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობით. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 10000-დან 1-მდე ადამიანს):
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე.
თუ გამოგივლინდათ წითელი და ხორკლიანი კანისმიერი გამონაყარი, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ენის შეშუპება, თუ იწყება ქავილი ან გაძნელებულია სუნთქვა (ქოშინი) ან ყლაპვა და გრძნობთ სისუსტეს ან თავბრუსხვევას, რაც იწვევს კოლაფსს ან გონების დაკარგვას, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი ან ყველა სიმპტომი, შეიძლება გქონდეთ სერიოზული მდგომარეობა, სახელწოდებით სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი: დაბნეულობის შეგრძნება, მოუსვენრობა, გაწუხებთ ოფლიანობა, კანკალი, თრთოლა, ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები), კუნთების უეცარი ბიძგები ან სწრაფი გულისცემა. სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს, რაც გამოიწვევს ცნობიერების დაკარგვას. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
მწვავე გლაუკომა.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იგრძნობთ თვალების ტკივილის და აღგენიშნებათ ბუნდოვანი მხედველობა.
უცნობი სიხშირე
ზოგიერთ ადამიანს აქვს თვითდაზიანების და თვითმკვლელობის აზრები. სუიციდური ქცევა დაფიქსირდა პაროქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ პერიოდში (იხ. პარაგრაფი 2, რა უნდა იცოდეთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებამდე).
პაროქსეტინის მიღებისას ზოგიერთ ადამიანს უვლინდება აგრესია.
თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მკურნალობის დროს
ძალიან ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა). თქვენი წამლის დილით მიღება საკვებთან ერთად შეამცირებს ამის ალბათობას.
სექსუალური ლტოლვის ან სექსუალური ფუნქციის ცვლილება. მაგალითად, ორგაზმის ნაკლებობა და მამაკაცებში პათოლოგიური ერექცია და ეაკულაცია.
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
ქოლესტერინის დონის მომატება;
მადის დაქვეითება;
ცუდი ძილი (უძილობა) ან ძილიანობის შეგრძნება;
პათოლოგიური სიზმრები (მათ შორის ღამის კოშმარები);
თავბრუსხვევა ან კანკალი (ტრემორი);
თავის ტკივილი
სათანადო კონცენტრაციის შეუძლებლობა;
აღგზნებადობის შეგრძნება;
უჩვეულო სისუსტის შეგრძნება;
ბუნდოვანი მხედველობა;
მთქნარება, პირის სიმშრალე;
დიარეა ან ყაბზობა;
ღებინება;
წონაში მატება;
ოფლიანობა.

არტერიული წნევის ხანმოკლე მომატება ან არტერიული წნევის ხანმოკლე შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა უეცრად ადგომისას;
ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი გულისცემა;
პირის და ენის მოძრაობის ნაკლებობა, რიგიდობა, კანკალი ან პათოლოგიური მოძრაობები;
გუგების გაფართოება;
კანისმიერი გამონაყარი;
ქავილი;
დაბნეულობა;
ჰალუცინაციები (უცნაური ხედვა ან ხმები);
შარდის გამოყოფის შეუძლებლობა (შარდის შეკავება) ან შარდის უკონტროლო ან უნებლიე გამოყოფა (შარდის შეუკავებლობა);
თუ თქვენ ხართ დიაბეტით დაავადებული პაციენტი, პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას შეიძლება შეამჩნიოთ სისხლში შაქრის დონის კონტროლის დაკარგვა. მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენი ინსულინის ან დიაბეტის მედიკამენტების დოზის დასაკორექტირებლად.
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
რძის პათოლოგიური გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში;
ნელი გულისცემა;
ღვიძლის ფერმენტების მომატება, რაც ჩანს სისხლის ანალიზში;
პანიკური შეტევები;
ზედმეტად აქტიური ქცევა ან აზრები (მანია);
საკუთარი თავისგან განცალკევების შეგრძნება (დეპერსონალიზაცია);
შფოთვის შეგრძნება;
ფეხების გადაადგილების დაუძლეველი სურვილი (მოუსვენარი ფეხების სინდრომი);
ტკივილი სახსრებსა ან კუნთებში;
სისხლში ჰორმონის, სახელად პროლაქტინის მომატება;
მენსტრუაციის დარღვევები (მათ შორის მძიმე ან არარეგულარული მენსტრუაცია, სისხლდენა პერიოდებს შორის და მენსტრუაციის არარსებობა ან დაგვიანება).

კანისმიერი გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და წააგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, მუქი რგოლით კიდეებზე), რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა.
ფართოდ გავრცელებული კანისმიერი გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცვლებით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
კანზე ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცვლებით სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ან თვალების გაყვითლება;
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH), რომელიც არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ვითარდება წყლის ჭარბი რაოდენობა და ნატრიუმის (მარილის) კონცენტრაცია ქვეითდება შეუსაბამო ქიმიური სიგნალების შედეგად. SIADH-ის მქონე პაციენტები შეიძლება სერიოზულად დაავადდნენ ან საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები;
სითხის ან წყლის შეკავება (რაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების ან ფეხების შეშუპება);
მგრძნობელობა მზის სხივები მიმართ;
პენისის მტკივნეული ერექცია, რომელიც არ ქრება;
სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.
პაროქსეტინის მიღებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ზუზუნი, შიშინი, სტვენა, შუილი ან მუდმივი ხმაური ყურებში (ტინიტუსი).
ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახევ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
INFARMED, I.P. (ინფარმედ ი.პ.)
მედიკამენტების რისკის მართვის დირექტორატი
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (პარკ დე საუდე დე ლისბოა. ავ. ბრასილ 53)
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ფაქსი: + 351 21 798 73 97
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა პაროქსეტინი (20 მგ), უწყლო ჰიდროქლორიდის სახით.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: უწყლო კალციუმის წყალბადფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა (3 mPas), ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.
პაროქსეტინი ფარმოზის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
პაროქსეტინი ფარმოზის ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ამოკვეთილი ერთ მხარეს. ისინი შეფუთულია ყავისფერ მინის ბოთლებში, დალუქული პლასტმასის თავსახურით და საშრობით, 10, 30 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით შეფუთვით.
შეიძლება ყველა შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
FARMOZ – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (ფარმოზ - სოსიედადე-ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.)
Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira, 2710-089 Sintra (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა, 2710-089 სინტრა)
შენახვის პირობები
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ („Exp.”) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
პაროქსეტინი ფარმოზი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პაროქსეტინი (უწყლო ჰიდროქლორიდი)
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს პაროქსეტინი ფარმოზი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებამდე
როგორ მიიღება პაროქსეტინი ფარმოზი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება პაროქსეტინი ფარმოზი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს პაროქსეტინი ფარმოზი და რისთვის გამოიყენება
პაროქსეტინი ფარმოზი არის დეპრესიის და/ან შფოთვითი აშლილობის მქონე მოზრდილების სამკურნალო საშუალება. შფოთვითი აშლილობები, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება პაროქსეტინი ფარმოზი, არის: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (განმეორებადი და აკვიატებული აზრები უკონტროლო ქცევით), პანიკური აშლილობა (პანიკური შეტევები, მათ შორის აგორაფობიით გამოწვეული, რომელიც არის ღია სივრცის შიში), სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური სიტუაციების შიში ან თავიდან აცილება), პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ტრავმული მოვლენით გამოწვეული შფოთვა) და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (ზოგადად ძლიერი შფოთვის ან ნერვიულობის შეგრძნება).
პაროქსეტინი ფარმოზი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება SSRI (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). ყველას აქვს თავის ტვინში ნივთიერება სეროტონინი. დეპრესიის ან შფოთვის მქონე ადამიანებს აქვთ სეროტონინის დაბალი დონე, სხვებთან შედარებით. ბოლომდე არ არის გასაგები, თუ როგორ მუშაობს პაროქსეტინი და სხვა SSRI-ები, მაგრამ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ტვინში სეროტონინის დონის გაზრდით. დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობების სწორად მკურნალობა მნიშვნელოვანია, რათა დაგეხმაროთ უკეთ გახდომაში.
რა უნდა იცოდეთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებამდე
არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი
თუ იღებთ პრეპარატებს სახელწოდებით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო, მათ შორის მოკლობემიდი და და მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი)), ან მიიღეთ ისინი ნებისმიერ დროს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ უნდა დაიწყოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება მას შემდეგ, რაც შეწყვეტთ მაო-ს ინჰიბიტორების მიღებას.
თუ იღებთ ანტიფსიქოზურ საშუალებებს, სახელწოდებით თიორიდაზინი ან პიმოზიდი.
თუ გაქვთ ალერგია პაროქსეტინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს და არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პაროქსეტინი ფარმოზის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს (იხ. სხვა სამკურნალო საშუალებები და პაროქსეტინი ფარმოზი ამ ფურცელ-ჩანართში);
თუ იღებთ ტამოქსიფენს ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. პაროქსეტინი ფარმოზმა შესაძლოა გახდეს ნაკლებ ეფექტური, ამიტომ თქვენმს ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა ანტიდეპრესანტის მიღება.
თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის პრობლემები ან გაქვთ გულის პრობლემები;
თუ გაქვთ ეპილეფსია ან გაქვთ შეტევები ან კრუნჩხვები ანამნეზში;
თუ ოდესმე გქონიათ მანიის ეპიზოდები (ზედმეტად აქტიური ქცევა ან აზრები);
თუ გადიხართ მძიმე დეპრესიის მკურნალობას, რომელსაც ეწოდება ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT);
თუ გაქვთ სისხლდენის დარღვევები ანამნეზში, ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლდენის რისკი (ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად, როგორიცაა: ვარფარინი, ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა პერფენაზინი ან კლოზაპინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის გაყუჩებისთვის და ანთებისთვის, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან აასს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ცელეკოქსიბი, ეტოდოლაკი, დიკლოფენაკი, მელოქსიკამი);
თუ გაქვთ დიაბეტი;
თუ სისხლში გაქვთ ნატრიუმის დაბალი დონე;
თუ გაქვთ გლაუკომა (მაღალი წნევა თვალში);
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას (იხ. პარაგრაფი ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა ამ ფურცელ-ჩანართში);
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის (იხ. 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ამ ფურცელ-ჩანართში);
თუ თქვენ პასუხი რომელიმე ჩამოთვლილზე არის დადებითი და არ განგიხილავთ თქვენს ექიმთან, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, რა უნდა გააკეთოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას.
ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე
პაროქსეტინი ფარმოზის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, ამ კლასის პრეპარატების მიღებისას მაღალია ისეთი გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდური მცდელობები, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება (ძირითადად აგრესიულობა, წინააღმდეგობრივი ქცევა და გაბრაზება). თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ (თქვენს შვილს დაუნიშნა) პაროქსეტინი ფარმოზი და თქვენ გსურთ ამ საკითხის განხილვა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვლავ თქვენს ექიმთან. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება ან გაუარესდება პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას (თქვენი ან თქვენი შვილის მიერ), უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ასევე, გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდის, მომწიფების, კოგნიტური და ქცევითი განვითარების თვალსაზრისით ჯერ არ არის დადასტურებული.
პაროქსეტინის 20 მგ დოზით 18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღენიშნებოდა 10-დან 1-ზე ნაკლებ ბავშვს/მოზარდს, იყო: სუიციდური აზრების ან თვითმკვლელობის მცდელობების გაძლიერება, თვითდაზიანების მიზანმიმართული მცდელობა, მტრული დამოკიდებულება, აგრესია ან მტრობა, მადის ნაკლებობა, ტრემორი, პათოლოგიური ოფლიანობა, ჰიპერაქტიურობა (ჭარბი ენერგია), აღგზნებადიბა, ემოციების შეცვლა (ტირილის და განწყობის ცვალებადობის ჩათვლით) და უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა). ამ კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ იგივე სიმპტომები აწუხებდა ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ღებულობდნენ შაქრის ტაბლეტებს (პლაცებოს) ნაცვლად 20 მგ პაროქსეტინისა, თუმცა ისინი ნაკლებად ხშირად ვლინდებოდა.
18 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებულ კვლევებში ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა მოხსნის ეფექტი, როდესაც მათ შეწყვიტეს 20 მგ პაროქსეტინის მიღება. ეს ეფექტები ძირითადად მსგავსი იყო მოზრდილებში 20 მგ პაროქსეტინის შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი ეფექტისა (იხ. პარაგრაფი 3. როგორ მიიღება პაროქსეტინი ფარმოზი). გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის პაციენტებს ასევე ხშირად (აღენიშნებოდა 10-დან 1-ზე ნაკლებს) აღენიშნებოდათ კუჭის ტკივილი, ნერვიულობა და ემოციების შვლილება (მათ შორის ტირილი, განწყობის ცვალებადობა, თვითდაზიანების მცდელობა, სუიციდური აზრები ან თვითმკვლელობის მცდელობები).
სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის გაუარესება
თუ გაწუხებთ დეპრესია და/ან გაქვთ შფოთვითი აშლილობა, თქვენ შესაძლოა ხანდახან გქონდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. აღნიშნული სიმპტომების განვითარების ალბათობა შესაძლოა გაზრდილი იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის დასაწყისში, რადგან ამ პრეპარატების მოქმედების დაწყებას ესაჭიროება დრო, როგორც წესი 2 კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტიც.
თქვენ დიდი ალბათობით შესაძლებელია გქონდეთ მსგავსი ფიქრები თუ:
წარსულში გქონდათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად გამოვლინდა სუიციდური ქცევების მომატებული რისკი ფსიქიური აშლილობის მქონე 25 წლამდე ახალგაზრდებში, რომლებიც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
თუ გაქვთ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.
სასარგებლო იქნება, თუ ნათესავს ან ახლო მეგობარს აცნობებთ, რომ გაქვთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა და სთხოვეთ წაიკითხონ მოცემული ფურცელი-ჩანართი. სთხოვეთ მათ გაცნობონ, თუ შეამჩნევენ თქვენი დეპრესიის ან შფოთვის გაუარესებას, ან ქცევის ცვლილებას.
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პაროქსეტინის მიღებისას
ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებენ პაროქსეტინს, უვითარდება აკათიზია, რომლის დროსაც ისინი თავს მოუსვენრად გრძნობენ და გრძნობენ, რომ არ შეუძლიათ ერთ ადგილას ჯდომა ან დგომა. სხვა პაციენტებს უვითარდებათ სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი: ძლიერი აღგზნებადობის ან გაღიზიანებადობის შეგრძნება, დაბნეულობა, მოუსვენრობის შეგრძნება, სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, კანკალი, თრთოლა, ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები), კუნთების რიგიდობა, კუნთების უეცარი ბიძგები ან სწრაფი გულისცემა. სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს, რაც გამოიწვევს ცნობიერების დაკარგვას. თუ გამოგივლინდებათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი, მიმართეთ თქვენს ექიმს. დამატებითი ინფორმაციისთვის პაროქსეტინი ფარმოზის ამ ან სხვა გვერდითი მოვლენების შესახებ იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პაროქსეტინი ფარმოზი
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პაროქსეტინი ფარმოზის მოქმედებაზე ან გაზარდოს გვერდითი მოვლენების ალბათობა. პაროქსეტინი ფარმოზმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. ესენია:
პრეპარატები, რომლებსაც უწოდებენ მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო, მათ შორის მოკლობემიდი და მეთილთიონინის ქლორიდი (მეთილენის ლურჯი) - იხ. არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი, ამ პარაგრაფში);
თიორიდაზინი ან პიმოზიდი, რომლებიც არიან ანტიფსიქოზური საშუალებები - იხ. არ მიიღოთ პაროქსეტინი ფარმოზი, ამ პარაგრაფში;
აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდება აასს-ები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიცაა ცელეკოქსიბი, ეტოდოლაკი, დიკლოფენაკი და მელოქსიკამი, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.
ტრამადოლი და პეტიდინი, ტკივილგამაყუჩებლები;
პრეპარატები, რომლებსაც უწოდებენ ტრიპტანებს, როგორიცაა სუმატრიპტანი, რომელიც გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ;
სხვა ანტიდეპრესანტები, მათ შორის სხვა SSRI და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა კლომიპრამინი, ნორტრიპტილინი და დეზიპრამინი;
კვებითი დანამატი, სახელად ტრიპტოფანი;
მივაკურიუმი და სუქსამეთონიუმი (გამოიყენება ანესთეზიაში);
მედიკამენტები, როგორიცაა ლითიუმი, რისპერიდონი, პერფენაზინი, კლოზაპინი (ე.წ. ანტიფსიქოტიკები), რომლებიც გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული აშლილობის სამკურნალოდ;
ფენტანილი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიის ან ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ;
ფოსამპრენავირის და რიტონავირის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფექციის სამკურნალოდ;
კრაზანა, დეპრესიის სამკურნალო მცენარეული საშუალება;
ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ნატრიუმის ვალპროატი ან კარბამაზეპინი, გამოიყენება კრუნჩხვის ან ეპილეფსიის სამკურნალოდ;
ატომოქსეტინი, რომელიც გამოიყენება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალოდ;
პროციკლიდინი, რომელიც გამოიყენება ტრემორის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებით პარკინსონის დაავადების დროს;
ვარფარინი ან სხვა სამკურნალო საშუალებები (ე.წ. ანტიკოაგულანტები), რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად;
პროპაფენონი, ფლეკაინიდი და სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ;
მეტოპროლოლი, ბეტა-ბლოკერი, რომელიც გამოიყენება მაღალი წნევის და გულის პრობლემების სამკურნალოდ;
პრავასტატინი, გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ;
რიფამპიცინი, გამოიყენება ტუბერკულოზის და კეთრის სამკურნალოდ;
ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი;
ტამოქსიფენი, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.
თუ თქვენ იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რომელიმე მედიკამენტს ამ ჩამონათვალიდან და ჯერ არ გითქვამთ თქვენი ექიმისთვის, კვლავ მიმართეთ თქვენ ექიმს და ჰკითხეთ რა უნდა გააკეთოთ. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან სხვა პრეპარატის მიღება.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო საშუალებები, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების ჩათვლით.
პაროქსეტინი ფარმოზი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
არ დალიოთ ალკოჰოლი პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას. ალკოჰოლმა შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები ან გვერდითი მოვლენები. დილაობით პაროქსეტინი ფარმოზის მიღება საკვებთან ერთად შეამცირებს თქვენი შეუძლოდ ყოფნის შეგრძნების (გულისრევის) ალბათობას.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ჩვილებში, რომელთა დედებიც იღებდნენ პაროქსეტინს ორსულობის პირველ თვეებში, მიღებულია შეტყობინებები თანდაყოლილი მანკების გაზრდის რისკზე, განსაკუთრებით გულზე. ზოგად პოპულაციაში, 100 ბავშვიდან დაახლოებით 1 იბადება გულის მანკით, რაც იზრდება 100-დან ბავშვიდან 2-მდე პაროქსეტინის მიმღებ დედების ჩვილებში. თქვენ და თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ უმჯობესია გადახვიდეთ სხვა მკურნალობაზე ან თანდათან შეწყვიტოთ პაროქსეტინის მიღება ორსულობისას. თუმცა, თქვენი გარემოებებიდან გამომდინარე, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, რომ ჯობია გააგრძელოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება.
დარწმუნდით, რომ თქვენმა ბებიაქალმა და/ან ექიმმა იცის, რომ იღებთ პაროქსეტინი ფარმოზს. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მედიკამენტებმა, როგორიცაა პაროქსეტინი ფარმოზი, შეიძლება გაზარდოს ჩვილებში სერიოზული მდგომარეობის რისკი, რომელსაც ეწოდება ახალშობილის მუდმივი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (PPHN). PPHN-ის დროს არტერიული წნევა ბავშვის გულსა და ფილტვებს შორის სისხლძარღვებში ძალიან მაღალია. თუ ღებულობთ პაროქსეტინი ფარმოზს ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, თქვენს ახალშობილს შეიძლება ჰქონდეს სხვა დაავადებებიც, რომლებიც ჩვეულებრივ იწყება ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:
სუნთქვის გაძნელებას,
მოლურჯო კანს ან ძლიერ სიცხეს ან სიცივეს,
ლურჯ ტუჩებს,
ღებინებას ან არასწორად კვებას,
ძლიერ დაღლას, დაძინების შეუძლებლობას ან ბევრ ტირილს,
რიგიდულ ან მოშვებულ კუნთებს,
ტრემორს, თრთოლას ან კრუნჩხვებს,
გაზრდილ რეფლექსურ რეაქციებს.
თუ თქვენს ბავშვს დაბადებისას აღენიშნება რომელიმე სიმპტომი ჩამოთვლილიდან, ან თუ გაწუხებთ თქვენი ბავშვის ჯანმრთელობა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ბებიაქალს, რომელიც შეძლებს რჩევის მოცემას.
პაროქსეტინი შეიძლება გამოიყოს დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით. თუ თქვენ იღებთ პაროქსეტინი ფარმოზს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ძუძუთი კვების დაწყებამდე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თქვენ შეგიძლიათ ძუძუთი კვება პაროქსეტინი ფარმოზის მიღების დროს.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაჩვენებია, რომ პაროქსეტინი ამცირებს სპერმის ხარისხს. თეორიულად, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერტილობაზე, მაგრამ გავლენა ადამიანის ფერტილობაზე ჯერ არ გამოვლენილა.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
პაროქსეტინი ფარმოზის შესაძლო გვერდითი მოვლენები მოიცავს: თავბრუსხვევას, დაბნეულობას, ძილიანობის შეგრძნებას ან მხედველობის დაბინდვას. თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ მიიღება პაროქსეტინი ფარმოზი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ზოგჯერ შეიძლება დაგჭირდეთ ერთ ტაბლეტზე მეტის ან ნახევარი ტაბლეტის მიღება. ცხრილი აჩვენებს რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ.
დოზა
მისაღები ტაბლეტების რაოდენობა
10 მგ
ნახევარი თეთრი ტაბლეტი
20 მგ
ერთი თეთრი ტაბლეტი
30 მგ
ერთი თეთრი ტაბლეტი
40 მგ
ორი თეთრი ტაბლეტი
50 მგ
ორი და ნახევარი თეთრი ტაბლეტი
60 მგ
სამი თეთრი ტაბლეტი
შემდეგი ცხრილი აღწერს ჩვეულებრივ დოზებს სხვადასხვა დაავადებისთვის.
საწყისი დოზა
რეკომენდებული დღიური დოზა
მაქსიმალური დღიური დოზა
დეპრესია
20 მგ
20 მგ
50 მგ
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა
20 მგ
40 მგ
60 მგ
პანიკური აშლილობა
10 მგ
40 მგ
60 მგ
სოციალური შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
20 მგ
20 მგ
50 მგ
თქვენი ექიმი გირჩევთ, რა დოზა უნდა მიიღოთ, როდესაც პირველად დაიწყებთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებას. ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს რამდენიმე კვირის შემდეგ. თუ ამ დროის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას. მან შეიძლება გადაწყვიტოს დოზის თანდათან გაზრდა, 10 მგ-ით ერთ ჯერზე, მაქსიმალურ დღიურ დოზამდე.
მიიღეთ ტაბლეტები დილით საკვებთან ერთად.
არ დაღეჭოთ ტაბლეტები, გადაყლაპეთ ისინი მთლიანად წყლის დაყოლებით.
თქვენი ექიმი გეტყვით, თუ რამდენ ხანს დაგჭირდებათ ტაბლეტების მიღება. ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვის განმავლობაში ან უფრო მეტიც.
ხანდაზმული პირები
თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი) მაქსიმალური დოზა, რომელიც უნდა მიიღოთ არის 40 მგ დღეში.
პაციენტები ღვიძლის ან თირკმელების დაავადებით
თუ გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ დაგინიშნოთ პაროქსეტინის ჩვეულებრივზე დაბალი დოზა.
თუ მიიღეთ პაროქსეტინი ფარმოზი დანიშნულზე მეტი რაოდენობით
არასოდეს მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, რაც თქვენმა ექიმმა გირჩიათ. თუ თქვენ მიიღეთ პაროქსეტინი ფარმოზის ძალიან ბევრი ტაბლეტი (ან სხვამ მიიღო), აცნობეთ თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიაკითხეთ საავადმყოფოში. აჩვენეთ მათ ტაბლეტების შეფუთვა. მას, ვინც მიიღო პაროქსეტინი ფარმოზის ჭარბი დოზა, შეიძლება ჰქონდეს რომელიმე სიმპტომი, რომელიც ჩამოთვლილია მე-4 პარაგრაფში - „შესაძლო გვერდითი მოვლენები“, ან შემდეგი სიმპტომები: ცხელება, კუნთების უკონტროლო დაჭიმვა.
თუ დაგავიწყდათ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება
მიიღეთ პრეპარატი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება და გაგახსენდათ ძილის წინ, დაუყოვნებლივ მიიღეთ. გააგრძელეთ ჩვეულებისამებრ მეორე დღეს. თუ გაგახსენდათ მხოლოდ ღამით ან მეორე დღეს, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. შესაძლოა აღგენიშნოთ მოხსნის ეფექტები, მაგრამ ისინი უნდა გაქრეს მას შემდეგ, რაც მიიღებთ შემდეგ დოზას ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
რა უნდა გააკეთოთ, თუ თავს უკეთესად არ გრძნობთ
პაროქსეტინი ფარმოზი მაშინვე არ შეამსუბუქებს თქვენს სიმპტომებს - ყველა ანტიდეპრესანტს დრო სჭირდება ეფექტის საჩვენებლად. ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთ გრძნობს რამდენიმე კვირაში, მაგრამ სხვებისთვის ამას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც იღებს ანტიდეპრესანტებს, ჯერ უარესად გრძნობს თავს, სანამ თავს უკეთესად იგრძნობს. თუ რამდენიმე კვირის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, აცნობეთ თქვენს ექიმს. ექიმი დაგინიშნავთ განმეორებით ვიზიტს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ არ გრძნობთ გაუმჯობესებას.
თუ შეწყვეტთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებას
არ შეწყვიტოთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღება სანამ თქვენი ექიმი არ გეტყვით.
პაროქსეტინი ფარმოზის შეწყვეტისას თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დოზის ნელა შემცირებაში რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში - ეს დაგეხმარებათ მოხსნის ეფექტის განვითარების ალბათობის შემცირებაში. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზაა პაროქსეტინი ფარმოზის დოზის თანდათანობით შემცირება კვირაში 10 მგ-ით. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ პაროქსეტინის შეწყვეტის ნებისმიერი სიმპტომი მსუბუქია და თავისთავად ქრება ორი კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სიმპტომები შეიძლება იყოს უფრო მძიმე ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
თუ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას მიიღებთ მოხსნის ეფექტს, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მიღება უნდა შეწყვიტოთ უფრო ნელა. თუ პაროქსეტინის მიღების შეწყვეტისას თქვენ გაქვთ მოხსნის მძიმე ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ ტაბლეტების მიღების ხელახლა დაწყება და შემდეგ უფრო ნელა შეგაწყვეტინოთ მათი მიღება.
თუ გამოგივლინდებათ მოხსნის ეფექტი, თქვენ მაინც შეძლებთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღების შეწყვეტას.
შესაძლო მოხსნის ეფექტები მკურნალობის შეწყვეტისას
კვლევები აჩვენებს, რომ 10 პაციენტიდან 3-ს აღენიშნება ერთი ან მეტი სიმპტომი პაროქსეტინის შეწყვეტისას. ზოგიერთი მოხსნის ეფექტი შეწყვეტის დროს უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე სხვები.
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
თავბრუსხვევის შეგრძნება, არასტაბილურობა ან წონასწორობის დარღვევა;
ჩხვლეტის შეგრძნება, წვა და (ნაკლებად ხშირად) ელექტრული შოკის შეგრძნება, მათ შორის თავში, და ზუზუნი, შიშინი, სტვენა, შუილი ან სხვა მუდმივი ხმაური ყურებში (ტინიტუსი);
ძილის დარღვევა (კაშკაშა სიზმრები, ღამის კოშმარები, დაძინების შეუძლებლობა);
შფოთვის შეგრძნება;
თავის ტკივილი.
არახშირი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);
ოფლიანობა (ღამის ოფლიანობის გამომწვევი);
მოუსვენრობის ან აჟიტირების შეგრძნება;
ტრემორი (კანკალი);
დაბნეულობის ან დეზორიენტაციის შეგრძნება;
დიარეა (რბილი განავალი);
ემოციურობის ან გაღიზიანების შეგრძნება;
მხედველობითი დარღვევები;
გულის ფრიალი ან მკვეთრი გულისცემა (პალპიტაცია).
გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ მოხსნის ეფექტი პაროქსეტინი ფარმოზის მიღების შეწყვეტისას.
თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. გვერდითი მოვლენების გამოვლენა უფრო სავარაუდოა პაროქსეტინი ფარმოზის მიღების პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მკურნალობის დროს გამოგივლინდებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
შეიძლება დაგჭირდეთ ექიმთან დაკავშირება ან უახლოეს საავადმყოფოში წასვლა.
არახშირი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
თუ გამოგივლინდათ უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, მათ შორის სისხლიანი ღებინება ან განავალში სისხლის გამოყოფა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ თქვენ ვერ ახერხებთ შარდის გამოყოფას, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
თუ გამოგივლინდათ კრუნჩხვები (შეტევები) მოხდა, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გრძნობთ მოუსვენრობას და გრძნობთ, რომ არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა ერთ ადგილას, შეიძლება გქონდეთ აკათიზია. პაროქსეტინი ფარმოზის დოზის გაზრდამ შესაძლოა გააუარესოს ეს სიმპტომები. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
თუ გრძნობთ დაღლილობას, სისუსტეს ან დაბნეულობას და გაქვთ მტკივნეული, დაჭიმული ან არაკოორდინირებული კუნთები, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობით. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 10000-დან 1-მდე ადამიანს):
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს მძიმე.
თუ გამოგივლინდათ წითელი და ხორკლიანი კანისმიერი გამონაყარი, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ენის შეშუპება, თუ იწყება ქავილი ან გაძნელებულია სუნთქვა (ქოშინი) ან ყლაპვა და გრძნობთ სისუსტეს ან თავბრუსხვევას, რაც იწვევს კოლაფსს ან გონების დაკარგვას, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს.
თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი ან ყველა სიმპტომი, შეიძლება გქონდეთ სერიოზული მდგომარეობა, სახელწოდებით სეროტონინის სინდრომი ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი: დაბნეულობის შეგრძნება, მოუსვენრობა, გაწუხებთ ოფლიანობა, კანკალი, თრთოლა, ჰალუცინაციები (უცნაური ხილვები ან ხმები), კუნთების უეცარი ბიძგები ან სწრაფი გულისცემა. სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს, რაც გამოიწვევს ცნობიერების დაკარგვას. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები.
მწვავე გლაუკომა.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იგრძნობთ თვალების ტკივილის და აღგენიშნებათ ბუნდოვანი მხედველობა.
უცნობი სიხშირე
ზოგიერთ ადამიანს აქვს თვითდაზიანების და თვითმკვლელობის აზრები. სუიციდური ქცევა დაფიქსირდა პაროქსეტინით თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტის ადრეულ პერიოდში (იხ. პარაგრაფი 2, რა უნდა იცოდეთ პაროქსეტინი ფარმოზის მიღებამდე).
პაროქსეტინის მიღებისას ზოგიერთ ადამიანს უვლინდება აგრესია.
თუ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები მკურნალობის დროს
ძალიან ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა). თქვენი წამლის დილით მიღება საკვებთან ერთად შეამცირებს ამის ალბათობას.
სექსუალური ლტოლვის ან სექსუალური ფუნქციის ცვლილება. მაგალითად, ორგაზმის ნაკლებობა და მამაკაცებში პათოლოგიური ერექცია და ეაკულაცია.
ხშირი (შეიძლება დაემართოს 10-დან 1-მდე ადამიანს):
ქოლესტერინის დონის მომატება;
მადის დაქვეითება;
ცუდი ძილი (უძილობა) ან ძილიანობის შეგრძნება;
პათოლოგიური სიზმრები (მათ შორის ღამის კოშმარები);
თავბრუსხვევა ან კანკალი (ტრემორი);
თავის ტკივილი
სათანადო კონცენტრაციის შეუძლებლობა;
აღგზნებადობის შეგრძნება;
უჩვეულო სისუსტის შეგრძნება;
ბუნდოვანი მხედველობა;
მთქნარება, პირის სიმშრალე;
დიარეა ან ყაბზობა;
ღებინება;
წონაში მატება;
ოფლიანობა.
არახშირი (შეიძლება დაემართოს 100-დან 1-მდე ადამიანს):
არტერიული წნევის ხანმოკლე მომატება ან არტერიული წნევის ხანმოკლე შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან დაღლილობა უეცრად ადგომისას;
ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი გულისცემა;
პირის და ენის მოძრაობის ნაკლებობა, რიგიდობა, კანკალი ან პათოლოგიური მოძრაობები;
გუგების გაფართოება;
კანისმიერი გამონაყარი;
ქავილი;
დაბნეულობა;
ჰალუცინაციები (უცნაური ხედვა ან ხმები);
შარდის გამოყოფის შეუძლებლობა (შარდის შეკავება) ან შარდის უკონტროლო ან უნებლიე გამოყოფა (შარდის შეუკავებლობა);
თუ თქვენ ხართ დიაბეტით დაავადებული პაციენტი, პაროქსეტინი ფარმოზის მიღებისას შეიძლება შეამჩნიოთ სისხლში შაქრის დონის კონტროლის დაკარგვა. მიმართეთ თქვენს ექიმს თქვენი ინსულინის ან დიაბეტის მედიკამენტების დოზის დასაკორექტირებლად.
იშვიათი (შეიძლება დაემართოს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
რძის პათოლოგიური გამომუშავება მამაკაცებსა და ქალებში;
ნელი გულისცემა;
ღვიძლის ფერმენტების მომატება, რაც ჩანს სისხლის ანალიზში;
პანიკური შეტევები;
ზედმეტად აქტიური ქცევა ან აზრები (მანია);
საკუთარი თავისგან განცალკევების შეგრძნება (დეპერსონალიზაცია);
შფოთვის შეგრძნება;
ფეხების გადაადგილების დაუძლეველი სურვილი (მოუსვენარი ფეხების სინდრომი);
ტკივილი სახსრებსა ან კუნთებში;
სისხლში ჰორმონის, სახელად პროლაქტინის მომატება;
მენსტრუაციის დარღვევები (მათ შორის მძიმე ან არარეგულარული მენსტრუაცია, სისხლდენა პერიოდებს შორის და მენსტრუაციის არარსებობა ან დაგვიანება).
ძალიან იშვიათი (შეიძლება დაემართოს 10000-დან 1-მდე ადამიანს):
კანისმიერი გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და წააგავს პატარა სამიზნეებს (ცენტრალური მუქი ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია უფრო ფერმკრთალი უბნით, მუქი რგოლით კიდეებზე), რომელსაც ეწოდება მულტიფორმული ერითემა.
ფართოდ გავრცელებული კანისმიერი გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცვლებით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
კანზე ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცვლებით სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ან თვალების გაყვითლება;
ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH), რომელიც არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში ვითარდება წყლის ჭარბი რაოდენობა და ნატრიუმის (მარილის) კონცენტრაცია ქვეითდება შეუსაბამო ქიმიური სიგნალების შედეგად. SIADH-ის მქონე პაციენტები შეიძლება სერიოზულად დაავადდნენ ან საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები;
სითხის ან წყლის შეკავება (რაც შეიძლება გამოიწვიოს ხელების ან ფეხების შეშუპება);
მგრძნობელობა მზის სხივები მიმართ;
პენისის მტკივნეული ერექცია, რომელიც არ ქრება;
სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა.
პაროქსეტინის მიღებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდა ზუზუნი, შიშინი, სტვენა, შუილი ან მუდმივი ხმაური ყურებში (ტინიტუსი).
ძვლის მოტეხილობის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ ტიპის მედიკამენტებს.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახევ პირდაპირ INFARMED I.P.-ს ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
INFARMED, I.P. (ინფარმედ ი.პ.)
მედიკამენტების რისკის მართვის დირექტორატი
Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53 (პარკ დე საუდე დე ლისბოა. ავ. ბრასილ 53)
1749-004 ლისაბონი
ტელ: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ფაქსი: + 351 21 798 73 97
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram
ელ-ფოსტა: [email protected]
- როგორ ინახება პაროქსეტინი ფარმოზი
ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე „ვადის გასვლის“ („Exp.”) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს პაროქსეტინი ფარმოზი
მოქმედი ნივთიერებაა პაროქსეტინი (20 მგ), უწყლო ჰიდროქლორიდის სახით.
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი: უწყლო კალციუმის წყალბადფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა (3 mPas), ტიტანის დიოქსიდი (E171) და მაკროგოლი 400.
პაროქსეტინი ფარმოზის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
პაროქსეტინი ფარმოზის ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ამოკვეთილი ერთ მხარეს. ისინი შეფუთულია ყავისფერ მინის ბოთლებში, დალუქული პლასტმასის თავსახურით და საშრობით, 10, 30 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით შეფუთვით.
შეიძლება ყველა შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
FARMOZ – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (ფარმოზ - სოსიედადე-ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.)
Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira, 2710-089 Sintra (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა, 2710-089 სინტრა)
მწარმოებელი
Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A. (ატლანტიკ ფარმა - პროდუცოეს ფარმაცეუტიკალს ს.ა.)
Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira, 2710-089 Sintra (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა, 2710-089 სინტრა), პორტუგალია
ეს ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 2018 წლის ივნისში.
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.