როგორც სიმპტომური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, ანალური ქავილის დროს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფენილეფრინი (phenylephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- 2.5მგ/გ 28,4გ რექტალური მალამო პოლიეთილენის ლამინირებული ტუბი №1 აპლიკატორით
- მწარმოებელი
- FAMAR S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვაზოპროტექტორები, ჰემოროიდული კვანძების და ანალური ნაპრალების სამკურნალო სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- C05AX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046669
- რეგისტრირებულია
- 12 ნოემბერი 2026, მოქმედებს 12 ნოემბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
რელიფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
როგორც სიმპტომური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, ანალური ქავილის დროს.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი ხუფი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს გარკვეული ნაწილი აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავების ყველა მოქმედების შემდეგ). ყოველი გაამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ ხუფში. 12 წლამდე ბავშვებში - ექიმის მითითებით.
დოზა, რომელიც გამოიყენება ბუასილის თვითმკურნალობისას მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში, დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს (1 გ მალამო შეიცავს 2.5 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს). არ არის რეკომენდებული აღნიშნული დოზის გადამეტება ექიმის დანიშნულების გარეშე.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის ტაქსისისტოლური დარღვევები, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის გამტარობადობის დარღვევები, თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან (მაო) ან ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში ერთდროული მიღება.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზიით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებით, შარდის გამოყოფის დარღვევებით (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში), სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ალერგიული ანამნეზი, მათ შორის ალერგიული რეაქციები სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე.
პრეპარატის გამოყენების დროს უკანა ტანიდან უხვი სისხლდენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან ერთად (მნიშვნელობა არ აქვს ამ უკანასკნელთა შეყვანის გზებს), ასევე ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან (ბეტა-ადრენობლოკატორები). ატროპინის სულფატი ბლოკავს ფენილეფრინისგან გამოწვეულ რეფლექტორულ ბრადიკარდიას და ზრდის ვაზოპრესორულ რეაქციას ფენილეფრინზე. ფენილეფრინის და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია და გამოკვეთილი ბრადიკარდია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის ბლოკადა.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა სამკურნალო საშუალება რელიფის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ერთდროული მიღებისას, ასევე პრეპარატებთან, რომელიც გავლენას ახდენს გულის გამტარობაზე (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები). მისმა ერთდროულმა გამოყენებამ ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელიც იწვევს კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან (მაგ. ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები), შესაძლობა განაპირობოს ჰიპოკალიემიის ზრდა და მგრძნობელობის შემცირება ისეთ ვაზოპრესორულ პრეპარატებზე, როგორიცაა ფენილეფრინი.
ფენილეფრინის სხვა სიმპტომიმეტურ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამატებითი სტიმულაცია, რასაც თან ახლავს აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, შესაძლოა კრუნჩხვითი შეტევის განვითარება.
პრეპარატ რელიფის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ინჰიბიტორ მაო-ს მიღებისას ან ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს
სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული ქალებისათვის ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: რეფლექტორული ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, მომატებული არტერიული წნევა.
იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჯვარედინი ტიპის რეაქციები ალერგიული რეაქციების შემთხვევაში სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ქავილით, ანგიონევროტული შეშუპებით, კონტაქტური დერმატიტით.
ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, შფოთვის განცდა, შემოტევების შეგრძნება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, კანზე გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადასცეთ პრეპარატის არასასურველ რეაქციებზე ინფორმაცია არასასურველ რეაქციათა (მოქმედებათა) მონაცემების ბაზაში, მათ შორის ინფორმაციაც სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ გვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
რეკომენდებული ერთჯერადი სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილებას.
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი და დისკომფორტი გული მიდამოში, გულისცემა, სუნთქვითი დარღვევები, ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, გაღიზიანება, ფსიქოზები ჰალუცინაციებით, საერთო სისუსტე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ოლიგურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, სახის სიწითლე, სიცივის შეგრძნება კიდურებში, პარესთეზია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის მიწოდების დაქვეითება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების სისხლით მომარაგების გაუარესება, მეტაბოლური აციდოზი, გულის მომატებული დატვირთვა, რაც განპირობებულია საერთო პერიფერიული წინააღმდეგობით. მკურნალობა სიმპტომურია.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2.5 მგ/გ
დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), უწყლო ლანონილი, ბენზოის მჟავა (E210), სიმინდის ზეთი, გლიცეროლი, ლანოლინური სპირტები, მყარი პარაფინი (58/60), ქონდრის ზეთი, ვიტამინ E, თეთრი ცვილი, გასუფთავებული წყალი.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
28,4 გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი
ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ,
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შევიცარია
ფამარ ს.ა.
63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ათენი, საბერძნეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა საშუალებები ბუასილისა და ანალური ნახეთქების სამკურნალოდ გარეგანი მოხმარებისათვის.
ათქ კოდი: C05AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტიკს, ახდენს სისხლძარღვთა ადგილობრივ შემავიწროვებელ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ექსუდაციის, ქსოვილების შეშუპების, ანორექტალურ მიდამოში ქავილის შემცირებას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
რელიფი (RELIEF®)
ფურცელ-ჩანართი
(პაციენტებისთვის)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
არ არსებობს
სავაჭრო დასახელება
რელიფი
სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური მალამო
აღწერილობა
ყვითელი მალამო უცხო ნივთიერების გარეშე, სუსტი დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2.5 მგ/გ
დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, ვაზელინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), უწყლო ლანონილი, ბენზოის მჟავა (E210), სიმინდის ზეთი, გლიცეროლი, ლანოლინური სპირტები, მყარი პარაფინი (58/60), ქონდრის ზეთი, ვიტამინ E, თეთრი ცვილი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა საშუალებები ბუასილისა და ანალური ნახეთქების სამკურნალოდ გარეგანი მოხმარებისათვის.
ათქ კოდი: C05AX.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტიკს, ახდენს სისხლძარღვთა ადგილობრივ შემავიწროვებელ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ექსუდაციის, ქსოვილების შეშუპების, ანორექტალურ მიდამოში ქავილის შემცირებას.
მიღების ჩვენებები
როგორც სიმპტომური საშუალება ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების, ანალური ქავილის დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი ხუფი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს გარკვეული ნაწილი აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად დაიტანება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავების ყველა მოქმედების შემდეგ). ყოველი გაამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ ხუფში. 12 წლამდე ბავშვებში - ექიმის მითითებით.
დოზა, რომელიც გამოიყენება ბუასილის თვითმკურნალობისას მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში, დღე-ღამეში არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს (1 გ მალამო შეიცავს 2.5 მგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს). არ არის რეკომენდებული აღნიშნული დოზის გადამეტება ექიმის დანიშნულების გარეშე.
გვერდითი მოქმედებები
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: რეფლექტორული ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, მომატებული არტერიული წნევა.
იმუნური სისტემის მხრიდან: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ჯვარედინი ტიპის რეაქციები ალერგიული რეაქციების შემთხვევაში სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ქავილით, ანგიონევროტული შეშუპებით, კონტაქტური დერმატიტით.
ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, შფოთვის განცდა, შემოტევების შეგრძნება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, კანზე გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია, მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მათ შორის მათზეც, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ გადასცეთ პრეპარატის არასასურველ რეაქციებზე ინფორმაცია არასასურველ რეაქციათა (მოქმედებათა) მონაცემების ბაზაში, მათ შორის ინფორმაციაც სამკურნალო საშუალებების არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ გვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის ტაქსისისტოლური დარღვევები, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის გამტარობადობის დარღვევები, თირკმლის და/ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორებთან (მაო) ან ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 14 დღის განმავლობაში ერთდროული მიღება.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებული ერთჯერადი სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჰიპერკოაგულაციის მიმართ მიდრეკილებას.
ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი და დისკომფორტი გული მიდამოში, გულისცემა, სუნთქვითი დარღვევები, ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება, აღგზნებადობა, კრუნჩხვები, ძილის დარღვევები, შფოთვა, გაღიზიანება, ფსიქოზები ჰალუცინაციებით, საერთო სისუსტე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ოლიგურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, სახის სიწითლე, სიცივის შეგრძნება კიდურებში, პარესთეზია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, სისხლის მიწოდების დაქვეითება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების სისხლით მომარაგების გაუარესება, მეტაბოლური აციდოზი, გულის მომატებული დატვირთვა, რაც განპირობებულია საერთო პერიფერიული წინააღმდეგობით. მკურნალობა სიმპტომურია.
უსაფრთხოების ზომები
პაციენტებისთვის არტერიული ჰიპერტენზიით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით, დახურულკუთხოვანი გლაუკომით, შაქრიანი დიაბეტით, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებით, შარდის გამოყოფის დარღვევებით (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში), სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა უნდა დააზუსტოს ალერგიული ანამნეზი, მათ შორის ალერგიული რეაქციები სხვა სიმპატომიმეტურ საშუალებებზე.
პრეპარატის გამოყენების დროს უკანა ტანიდან უხვი სისხლდენის შემთხვევაში ან თერაპევტული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება სხვა სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან ერთად (მნიშვნელობა არ აქვს ამ უკანასკნელთა შეყვანის გზებს), ასევე ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებთან (ბეტა-ადრენობლოკატორები). ატროპინის სულფატი ბლოკავს ფენილეფრინისგან გამოწვეულ რეფლექტორულ ბრადიკარდიას და ზრდის ვაზოპრესორულ რეაქციას ფენილეფრინზე. ფენილეფრინის და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზია და გამოკვეთილი ბრადიკარდია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის ბლოკადა.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა სამკურნალო საშუალება რელიფის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან ერთდროული მიღებისას, ასევე პრეპარატებთან, რომელიც გავლენას ახდენს გულის გამტარობაზე (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები). მისმა ერთდროულმა გამოყენებამ ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელიც იწვევს კალიუმის გამოყოფას ორგანიზმიდან (მაგ. ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები), შესაძლობა განაპირობოს ჰიპოკალიემიის ზრდა და მგრძნობელობის შემცირება ისეთ ვაზოპრესორულ პრეპარატებზე, როგორიცაა ფენილეფრინი.
ფენილეფრინის სხვა სიმპტომიმეტურ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამატებითი სტიმულაცია, რასაც თან ახლავს აღგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, შესაძლოა კრუნჩხვითი შეტევის განვითარება.
პრეპარატ რელიფის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი ინჰიბიტორ მაო-ს მიღებისას ან ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობასა და ძუძუთი კვების დროს
სამკურნალო საშუალება არ არის რეკომენდებული ქალებისათვის ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე
რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ნერვული სისტემის მხრიდან შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების გამო.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
28,4 გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი
ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ,
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი, შევიცარია
ფამარ ს.ა.
63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ათენი, საბერძნეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


